ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი |
marine |
Mar 9 2024, 05:48 PM
პოსტი
#1461
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,438 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იმისთვის, რომ ვილოცოთ, საჭიროა, ერთი თვისება აღვზარდოთ ჩვენში: როგორც ფიზიკურ სიჯანსაღეზე ვზრუნავთ, ასევე აუცილებელია მშვინვიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მუდამ უნდა ვიხარებდეთ. ხოლო თუ მუდმივად ვლოცულობთ, მაშინ ქრისტესმიერი სიხარული კიდევ უფრო ძლიერად გვეძლევა. როდესაც დათრგუნვილი ხარ, ლოცვა არ გამოგდის. თვალყური ადევნე საკუთარ გუნებას, რადგან შენი განწყობილება ძლიერ გავლენას ახდენს შენს ლოცვაზე.
ნახეთ, რა გადასარევადაა ნათქვამი საბა ვატოპედელზე, რომელმაც, ალბათ, ამქვეყნად ყველა უბედურება ჰქონდა გადატანილი: "ადამიანებთან მოპყრობაში ნათელი იყო, შესახედად საამო და მხიარული". ის სიხარულით უღიმოდა თანამოსაუბრეს, სახე უნათოდა და მადლი გადასდიოდა. ახლა წარმოიდგინეთ, ღმერთთან ურთიერთობისას როგორი იყო! ლოცვისას მზესავით ანათებდა! ეკლესიის კიდევ ერთი მამა, წმინდა ნილოსი, გვამცნობს: "ლოცვა სიხარულისა და მდლიერების ამბავია". გინდა, გაიგო, რამდენად გულწრფელი და თავმდაბალია შენი ლოცვა? დააკვირდი: გრძნობ გულში სიხარულსა და მადლიერებას? და "თუ ლოცვისას მოიპოვე უმაღლესი სიხარული, იცოდე - ჭეშმარიტად მოგიპოვებია ლოცვაც". /არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 9 2024, 09:06 PM
პოსტი
#1462
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,438 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ყოველი ადამიანი, ვინც სულითა და ჭეშმარიტებით ევედრება ღმერთს, თავისი სულით ადის ზეცაში და აღწევს ღვთის ტახტამდე!"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th March 2024 - 03:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი