IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ებრაელთა 2:9, სრული ანალიზი
Otherguy
პოსტი May 31 2012, 06:48 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ეს მუხლი ყველა ბიბლიურ თარგმანში წერია: “ქრისტემ, ღვთის მადლით, ყველასთვის იგემა სიკვდილი”.

ბიბლიური ხელნაწერების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს მუხლი შეიცავს ფრაზას: χαριτι θεου (“ღვთის მადლით”). ხოლო მხოლოდ სამი ბერძნული ხელნაწერი 0121b, 424c, და X საუკუნის 1739* წარმოგვიდგენს მას როგორც: χωρις θεου (“ღვთის გარეშე”).

ანუ “ქრისტემ, ღვთის გარეშე(ან 'ღვთის გარდა'), ყველასთვის იგემა სიკვდილი” – რაც მიანიშნებს ნესტორიანულ იდეაზე, რომ ღვთის ძე განეშორა ადამიან ქრისტეს სიკვდილის წინ.

მიუხედავად ხელნაწერთა სიმწირისა, უნდა აღინიშნოს რომ 1739* შეიცავს გადამწერთა მიერ დატოვებულ მინიშნებას, რომ იგი უძველესი ხელნაწერიდან იქნა გადაწერილი, რომელიც ალბათ X საუკუნეში გაფუჭების პირას იყო მისული.

საინტერესოა ამოწმებენ თუ არა ამას ეკლესიის მამები:

1) ორიგენე, იოანეს სახარებაზე კომენტარებში წერს: ” ‘ქრისტემ, ღვთის გარდა ყველასთვის განიცადა სიკვდილი’, თუმცა ზოგიერთი ხელნაწერი წერს ‘ღვთის მადლით.’ ” — როგორც ჩანს მის ხელთ არსებულ ბევრ ხელნაწერში “ღვთის გარეშე” ეწერა. თუმცა ორიგენე აქედან ასკვნის, რომ "ღვთის გარდა ყველასთვის" - ამაში შედიან ვარსკვლავებიც, რის გამოც იგი დაგმობილ იქნა V მსოფლიო კრებაზე.

2) თეოდორე მოფსუესტელი, რომელსაც ნესტორიანიზმის მამას ეძახიან წერს თავის კომენტარებში ნიკეის კრედოზე: ” ‘ქრისტემ, ღვთის გარეშე იგემა სიკვდილი’, სიკვდილის წინ ღმერთმა მიატოვა ქრისტე რადგან ღვთისთვის უცხოა სიკვდილის განცდა.” (თავის კატეხეტიკულ ჰომილიებში თეოდორე ფრაზას ‘ღვთის მადლით’ სასაცილო ჩასწორებად მიიჩნევს, რომელიც იმ უგუნურებმა ჩაასწორეს, ვინც ფრაზა ვერ გაიგეს.)

3) წმინდა ამბროსი მილანელი თავის ნაშრომში “რწმენაზე”, ამბობს:

“მაგრამ ნახეთ როგორ ბრძნულად დაწერა მოციქულმა: ‘რომ ღვთის გარეშე ყველას გამო ეგემა სიკვდილი’ – რომ არ ვივარაუდოთ, რომ ღმერთმა იგემა ტანჯვა და სიკვდილი!” --- [ნახევრად ნესტორიანული გაგება]

4) წმინდა ეფრემ ასური: "ღმერთმა ‘გასინჯა სიკვდილი ყველასათვის’, მაგრამ რადგან მისი უკვდავი ბუნება ვერ მოკვდებოდა იმ სხეულში რაშიც მოკვდა, იგი არ მომკვდარა. იგი არ მომკვდარა თავისი ბუნების გამო. მან უბრალოდ შეიმოსა საკუთარი თავი სიკვდილით ჩვენდამი სიყვარულის გამო. რადგან იგი სიკვდილს აღემატებოდა საკუთარი ბუნებით, სიკვდილი მას არ შეხებია."

აშკარაა წმ. ეფრემის არამეულ ხელნაწერში ეწერა "ღვთის გარეშე".

5) თეოდორიტე კვირელი, როგორც ჩანს მისთვის მხოლოდ “ღვთის გარეშე” ფრაზა იყო ცნობილი.



ამასთანვე უნდა დავამატოთ რომ რამოდენიმე ვულგატის ხელნაწერი შეიცავს ამ ფრაზას და ამასთანავე მის არსებობას ადასტურებენ წმ. იერონიმე და ფულგენტიუსი. წმინდა იერონიმე წერს, რომ ფრაზა ‘ღვთის გარეშე’ იპოვა “ზოგიერთ ხელნაწერში”(in quibusdam explaribus).

წმინდა თეოფილაქტე ამ ფრაზას ნესტორიანელებს მიაწერს, მაგრამ ორიგენეს(და წმ. ეფრემის) ადრეული მოწმობა აბათილებს ამ ბრალდებას.

საინტერესოა არამეული ფეშიტის ხელნაწერებიც, სადაც აშკარა სხვადასხვაობაა. მთარგმნელი პოლ იუნანი წერს ამ მუხლზე: “ასე მონოფიზიტურ ხელნაწერებში წერია, ხოლო ნესტორიანულში კი ‘ღვთის გარეშე’.”

თუმცა ფეშიტის ხელნაწერების გამოკვლევისას ირკვევა, რომ მონოფიზიტურ ხელნაწერებში ასევე წერია: “ღმერთმა, თავისი წყალობით იგემა სიკვდილი” – რაც ხაზს უსვამს ღვთის მიერ ტანჯვა-წამებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მონოფიზიტური ხელნაწერი ჩასწორების კვალს შეიცავს – როგორც ჩანს არ მოეწონათ ხელნაწერში არსებული ფრაზა და ჩაასწორეს.

აქედან გამომდინარე ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ “ღვთის გარეშე” არის თავდაპირველი ფრაზა, რაც შიგ ეწერა. ამის მიზეზები ესენია:

1) გადამწერი ნამდვილად არ შეცვლიდა ისეთ უწყინარ ფრაზას, როგორიც არის “ღვთის მადლით”, მაგრამ თუ იგი დაინახავდა ფრაზას როგორიცაა “ქრისტემ, ღვთის გარეშე იგემა სიკვდილი” – მას აშკარად ექნებოდა მიზეზი ჩასწორებისა.

2) მეათე მუხლი არის იესოზე, თუ ჩავსვამთ ფრაზას "ღვთის მადლით", გამოვა რომ ეხება ქრისტესგან განცალკევებულ პირს რაც არ ჯდება სახარების, კერძოდ იოანეს სახარების კონტექსტში.

მაგრამ ის, რომ შიგ “ღვთის გარეშე” ეწერა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ იესო ღმერთი არაა.

როგორც ადოლფ ვონ ჰარნაკი და სხვა დიდი თეოლოგ-მეცნიერნი ამბობდნენ, შეიძლება იგულისხმებოდა: “ქრისტემ, ღვთის გარდა ყველასთვის იგემა სიკვდილი”, რათა არ გვეფიქრა, რომ ქრისტემ ღმერთისთვისაც იგემა სიკვდილი. ამგვარი ტენდენცია არის 1 კორინთელთა 15:27-შიც, სადაც პავლე მოციქულმა დაამატა: “რადგან ყველაფერი დაუმორჩილა, ცხადია ყველაფერში არ იგულისხმება ის ვინც მას ეს ყველაფერი დაუმორჩილა”. — მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია, რომელსაც არანაირი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. თანაც, ამით ჩვენ გადავდივართ ფრაზის განმარტებაზე და არა მის არსებობაზე – რომელზეც არის რეალური დავა.

თუ ფრაზა “ღვთის გარეშე(გარდა)” ჭეშმარიტია, მაშინ ნათელია თუ რატომ შეცვალეს ეგ სიტყვა გადამწერებმა – მათ ვერ გაიგეს მასში გადმოცემული აზრი.

აქედან გამომდინარე, ერთია რა ეწერა და მეორეა იმის მნიშვნელობა და განმარტება თუ რაც შიგ ეწერა. ასე რომ, ფრაზა “ღვთის გარეშე(გარდა)” ალბათ(შეუძლებელია 100%-ით ვიყოთ დარწმუნებულნი) მართლაც იყო ებრაელთა მიმართ წერილში, რომელიც გადამწერებმა სხვადასხვა მიზეზთა გამო შეცვალეს.

თეოდორეს სრული კომენტარი კი ესაა:

„ზოგიერთები აქ ძალიან სასაცილო რამეს სჩადიან, ცვლიან რა სიტყვებს ‘ღვთის გარეშე’ და კითხულობენ როგორც ‘ღვთის მადლით’, არ მიჰყვებიან რა წმინდა წერილში გადმოცემულ აზრს. რადგანაც ვერ ხვდებიან თუ რატომ დაწერა მოციქულმა ‘ღვთის გარეშე’, შლიან და სვამენ იმ სიტყვებს რაც მათ უფრო ლოგიკურად მიაჩნიათ. თუმცა რას გვეტყოდა მოციქული თუ მართლა დაწერდა იგი სიტყვებს ‘ღვთის მადლით’? და რა აზრის გადმოცემა სურდა მაშინ მას? არაა მისი წესი გამოიყენოს სიტყვები ‘ღვთის მადლით’ უმიზეზოდ, პირიქით, ყოველთვის ცდილობს ლოგიკურად გააგრძელოს ის აზრი რისი გადმოცემა სურს… პირიქით, პასაჟის მთელი აზრი იმაშია, როცა წერს ‘ღვთის გარეშე იგემა სიკვდილი’, რომ მისი ღვთაებრივი ბუნება უცვლელი დარჩა, რითიც მან აჩვენა თუ როგორ დაშორდა ეს ორი ბუნება ერთმანეთს ცოტა ხნით. თუმცა მას აქვს დიდება და პატივი რადგან მჭიდრო კავშირშია მეორე ბუნებასთან. ბუნებრივია, რომ მათ ვისაც სმენიათ ღვთის სიტყვის ჩასახლებაზე, დაინტერესდებოდნენ თუ როგორ იგემა მან სიკვდილი. სწორედ ამიტომ წერს პავლე მოციქული რომ ‘ღვთის გარეშე’ იგემა მან სიკვდილის გემო და ამატებს: ‘რადგან ასე შეფერებოდა მას, ვის მიერაც არის ყოველივე, ვისაც ბევრი ძე მიუყვანია დიდებამდე, რომ მათი ცხონებისათვის თავად გამხდარიყო სრულყოფილი ტანჯვით.’ განა მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ არ შეიტანა წვლილი, როგორც პავლე მოციქული ამბობს. მოდით გითხრათ, რომ პირიქით, არ შეეფერებოდა მას ტანჯვა და სიკვდილი. თუმცა რადგანაც წერია ‘ეს შეეფერებოდა’, ადასტურებს იმ აზრს რაც ამ სიტყვებშია(‘ღვთის გარეშე’) გადმოცემული. რადგან მიუხედავად იმისა, რომ არ შეეფერებოდა, მოციქული ამბობს, რომ შეეფერებოდა იმის გამო რაც აქამდე გააკეთა. თანაც, ხომ ამბობს ‘ვის მიერაც არის ყოველივე’, ეს კი ღვთაებრივ ლოგოსს ეხება, რომელმაც მანამდე უამრავი ძე მიიყვანა დიდებამდე, ეხლა კი თავად გახდა მათი მაცხოვნებელი. ის არის უფალი იესო ქრისტე, რომელიც მიღებულ იქნა როგორც სრულყოფილი კაცი თავის ტანჯვათა გამო, რომ ქრისტეს ბუნება და უფლის მადლი ყოფილიყო გამოჩენილი."


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 12:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი