თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ სიკეთე და ბოროტება

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 19 2007, 07:59 PM

ამ ორმა საზრისმა, ჩემი დროის დიდი ნაწილი შეიწირა biggrin.gif

'შეძლებდა არსებობას სიკეთე, ბოროტების გარეშე?' 'რა ადგილი უჭირავს მორალურ კანონს არჩევანისას?' 'და საერთოდაც რა არის მორალური კანონი'? biggrin.gif ასეთი კითხვები მიტრიალებდა თავში. . . დღეს მეტ-ნაკლებად პასუხი გავეცი smile.gif

გულწრფელად მაინტერესებს რას ფიქრობთ თემაზე smile.gif

თქვენც ხომ არ გაწუხებთ დამატებითი კითხვები? biggrin.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 19 2007, 08:29 PM

ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 08:59 PM) *

დღეს მეტ-ნაკლებად პასუხი გავეცი smile.gif


კარგი იქნება პასუხებს თუ დაწერ smile.gif

ციტატა
გულწრფელად მაინტერესებს რას ფიქრობთ თემაზე smile.gif


ჩამოყალიბებულად და გადაჭრით არაფერს huh.gif

ციტატა
თქვენც ხომ არ გაწუხებთ დამატებითი კითხვები? biggrin.gif


მაწუხებს...


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 19 2007, 08:46 PM

ციტატა
კარგი იქნება პასუხებს თუ დაწერ


ეგ მერე, ინტერესი დაეკარგება. . . ყოველი ინდივიდი გარკვეულ გააზრებას გვთავაზობს, აქ შეიძლება ბევრი რამ იპოვო wink.gif

ციტატა
მაწუხებს...


ყველაზე მეტად რომელი? smile.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Jan 19 2007, 08:54 PM

მნათე
სიკეთე შეძლებდა თუ არა ბოროტების გარშე არსებობას- ეს კითხვა მგონი არც უნდა დაგვესვა, რადგან ღმერთი თავად სიკეთეა, სრულყოფილება, და იგი არსებობდა ბოროტების შექნამდეც, არსებობდა სიკეთე ანგელოზის დაცემამდე.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 19 2007, 09:00 PM

ციტატა
მნათე
სიკეთე შეძლებდა თუ არა ბოროტების გარშე არსებობას- ეს კითხვა მგონი არც უნდა დაგვესვა, რადგან ღმერთი თავად სიკეთეა, სრულყოფილება, და იგი არსებობდა ბოროტების შექნამდეც, არსებობდა სიკეთე ანგელოზის დაცემამდე.


სიკეთე, ბოროტება. . . სიტყვათა თამაშია smile.gif ღმერთი იმაზე მეტია ვიდრე სიკეთე. . . ჩვენში არსებული სუბსტანციების მისადაგება ღვთაებრივი ცნებისთვის მხოლოდ ალეგორიულ-მინიშნებით შეიძლება იყოს. . .

ამ საკითხს სხვაგვარად სჭირდება მიდგომა smile.gif იარსებებდა დიდი, რომ არ ვიცოდეთ რა არის პატარა? იქნებოდა სინათლე, რომ არ ვიცნობდეთ სიბნელეს?. . . უმიზნოდ ხომ არაფერი ხდება? wink.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 19 2007, 09:05 PM

ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 09:46 PM) *

აქ შეიძლება ბევრი რამ იპოვო wink.gif


მაგიტომაც მაინტერესებს შენი პასუხი smile.gif მაგრამ იყოს ბოლოს smile.gif

ციტატა
ყველაზე მეტად რომელი? smile.gif


კითხვები მორალთან მიმართებაში.


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 19 2007, 09:14 PM

ციტატა
კითხვები მორალთან მიმართებაში.


მამა მია როგორ მგავხარ biggrin.gif შენი აზრით მორალი საზოგადოებრივი შეთანხმებაა თუ ბუნების კანონი? თუ პირველი რატომ, თუ მეორე რატომ smile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 19 2007, 09:35 PM

ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 10:14 PM) *

შენი აზრით მორალი საზოგადოებრივი შეთანხმებაა თუ ბუნების კანონი? თუ პირველი რატომ, თუ მეორე რატომ smile.gif


ალბათ უფრო ბუნების კანონი, რომელსაც თან ერთვის საზოგადოების ერთი შეხედვით სუსტი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სიკეთის ხელისშემშლელი სტერეოტიპული წარმოდგენები მორალზე.



პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 19 2007, 10:08 PM

ციტატა

ალბათ უფრო ბუნების კანონი, რომელსაც თან ერთვის საზოგადოების ერთი შეხედვით სუსტი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სიკეთის ხელისშემშლელი სტერეოტიპული წარმოდგენები მორალზე.


მადლობა უფალს რომ ასეთი ადამიანები არსებობენ wub.gif

მაშ შეიძლება მორალს, ინსტიქტი ვუწოდოთ? smile.gif სტერეოტიპული შეხედულებები მორალზე, ხომ არ არის მისი ინტერპრეტაცია? smile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 19 2007, 10:34 PM

ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 11:08 PM) *

მაშ შეიძლება მორალს, ინსტიქტი ვუწოდოთ? smile.gif სტერეოტიპული შეხედულებები მორალზე, ხომ არ არის მისი ინტერპრეტაცია? smile.gif


ჩემი აზრით, მორალი როგორც ბუნების კანონი, გამორიცხავს ინსტინქტურობას.






პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 19 2007, 10:39 PM

ციტატა
ჩემი აზრით, მორალი როგორც ბუნების კანონი, გამორიცხავს ინსტინქტურობას.


მეც მანდ ვარ, მაშ რაღაა ინსტიქტი? wink.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jan 19 2007, 11:18 PM

ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 11:39 PM) *

მეც მანდ ვარ, მაშ რაღაა ინსტიქტი? wink.gif


მოიცა ახლა, თუ მორალთან ინსტინქტს გამოვრიცხავთ, რატომ ვეხებით, ვერ მივხვდი.
შენი პასუხებიიიი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 20 2007, 01:20 PM

ციტატა(miss_kartveli @ Jan 19 2007, 08:54 PM) *

მნათე
სიკეთე შეძლებდა თუ არა ბოროტების გარშე არსებობას- ეს კითხვა მგონი არც უნდა დაგვესვა, რადგან ღმერთი თავად სიკეთეა, სრულყოფილება, და იგი არსებობდა ბოროტების შექნამდეც, არსებობდა სიკეთე ანგელოზის დაცემამდე.



კი მაგრამ თუ არ იარსებებდა ბოროტება მაშIნ როგორღა გავიგებდით რა არის სიკეთე???
შესადარებლად აღარაფერი გვექნებოდა და აქედან გამომდინარე დარჩებოდა მარტო სიკეთის ცნება.

ასე რომ მე მგონია ბოროტება და სიკეთე ერთმანეთის გარეშე ვერ იქნებიან! თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო , რომ უფალმა დაგვანახოს რამდენად მსუბუქია კეთილი ადამიანის სული იმ ადამიანისაგან განსხვავებით, ვინც ყველგან ბოროტებას თესავს!

ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 09:14 PM) *

მორალი საზოგადოებრივი შეთანხმებაა თუ ბუნების კანონი? თუ პირველი რატომ, თუ მეორე რატომ smile.gif

ცალსახად გეტყვი, რომ მორალი ვერ იქნება საზოგადოებრივი შეთანხმება, გამომდინარე იქიდან , რომ მორალი ადამიანს უყალიბდება დაბადებიდანვე. ანუ ეს არის ბუნების გარდაუვალობა, რომ ყველა ადამიანს გაჩნია თავისებური, განსხვავებული მორალი!

ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 10:39 PM) *

მეც მანდ ვარ, მაშ რაღაა ინსტიქტი? wink.gif

ინსტიქტი შენი მორალური შეხედულებების სწრაფი გამოხატულებაა !!! ია ტაკ დუმაიუ tongue.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 20 2007, 01:31 PM

ციტატა(მნათე @ Jan 19 2007, 10:39 PM) *

მეც მანდ ვარ, მაშ რაღაა ინსტიქტი? wink.gif

მგლური საწყისი ( როგორ ჰესე იტყოდა ) laugh.gif

ისე ყველას გირჩევთ წაიკითხოთ ჰერმან ჰესე " ტრამალის მგელია " იქ სწორედ ინსტიქტზე და მორალზეა საუბარი biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 20 2007, 01:31 PM

ციტატა
ცალსახად გეტყვი, რომ მორალი ვერ იქნება საზოგადოებრივი შეთანხმება, გამომდინარე იქიდან , რომ მორალი ადამიანს უყალიბდება დაბადებიდანვე. ანუ ეს არის ბუნების გარდაუვალობა, რომ ყველა ადამიანს გაჩნია თავისებური, განსხვავებული მორალი!


რას მელაპარაკები, ჯუნგლებში გაზრდილმა ბავშვმა იცის მორალი? tongue.gif იქნებ მაგალითი მოგეყვანა? tongue.gif

ციტატა
ინსტიქტი შენი მორალური შეხედულებების სწრაფი გამოხატულებაა !!! ია ტაკ დუმაიუ


არა tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 20 2007, 01:32 PM

ციტატა(ლილიანა @ Jan 20 2007, 01:30 PM) *

მგლური საწყისი ( როგორ ჰესე იტყოდა ) laugh.gif



მაგით გინდა თქვა რომ ყველა ადამიანი თავის მხრივ მგელია? ანუ მგლური საწყისები ყველა ადამიანში დევს?
ეჭვი მეპარება! აბა ნახე რას იტყოდა ამაზე ჰესე? laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 20 2007, 01:34 PM

რას ამბობთ მორალი არ არის სულის კულტურააა ? biggrin.gif რომელიც ზრდასთან ერთად იხვეწება და ყალიბდება
არ გინახია უფრო თავაზიანი მორიდებული ბავშვი ის უფრო მორალურია ესეგი თანდაყოლოლი სულიერ კულტურა
შენ მორალს იდეოლოგიასთან ხო არ აიგივებ ?

ციტატა(თათი87 @ Jan 20 2007, 01:32 PM) *

მაგით გინდა თქვა რომ ყველა ადამიანი თავის მხრივ მგელია? ანუ მგლური საწყისები ყველა ადამიანში დევს?
ეჭვი მეპარება! აბა ნახე რას იტყოდა ამაზე ჰესე? laugh.gif laugh.gif laugh.gif

ანუ მგლურია ხორცი რომლის დათრგუნვა და რომელზე გამრჯვებაც ასე რიგად უჭირს რომანის მთავარ გმირს biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 20 2007, 01:35 PM

მაგალითად, გავიგონეთ რომ ადამიანი იხრჩობა, ამ დროს ჩვენში შეიძლება დაიბადოს ორი სურვილი-მიშველების [ჯოგური ინსტიქტის გავლენით] და თავის გარიდების [თვითგადარჩენის ინსტიქტის გავლენით]

იქნებ არსებობს მესამეც? wink.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 20 2007, 01:37 PM

unsure.gif

ციტატა
იშველების [ჯოგური ინსტიქტის გავლენით]



ესეგი თუ გადავხტი გავცურე და გადავარჩიე ჯოგურ ინსტიქტს ვყოლივარ ატანილი biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 20 2007, 01:42 PM

ციტატა
ესეგი თუ გადავხტი გავცურე და გადავარჩიე ჯოგურ ინსტიქტს ვყოლივარ ატანილი


ხმ, სულაც არა biggrin.gif

მოდი ახლა უკეთ ჩამოვაფორმულირებ biggrin.gif

ზემოთხსენებული სიტუაციაში, ამ ორი იმპულსის გვერდით თქვენ საკუთარ თავში მესამე განცდასაც აღმოაჩენთ, რომელიც გკარნახობთ, რომ დასძლიოთ თვითგადარჩენის ინსტიქტი და მისდიოთ იმ გულისკარნახს ადამიანის დახმარებისკენ რომ გიბიძგებთ. იმპულსი რომელიც წყვეტს, თუ რომელ ინსტიტქტს დაემორჩილოთ, არ შეიძლება ერთ-ერთი მათგანი იყოს. ისევე როგორც ნოტები მიგვითითებენ, თუ რომელ კლავიშს უნდა დაარტყა ხელი, მაგრამ თავად არ წარმოადგენენ კლავიშებს. მელოდიას ზნეობრივი კანონი გვკარნახობს, ინსტიქტები მხოლოდ კლავიშებია.



პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Jan 20 2007, 01:46 PM

ციტატა
იმპულსი

ზნეობაა ?
ანუ ზნეობა წყვეტს რომელ ინსტიქტს გავყვე biggrin.gif
ციტატა
ჩამოვაფორმულირებ
biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 20 2007, 01:49 PM

ციტატა
ზნეობაა ?
ანუ ზნეობა წყვეტს რომელ ინსტიქტს გავყვე


ბუნების კანონი! biggrin.gif მორალური ქცევის აპრიორი, რომელიც ჩვენში ზის smile.gif

კიდევ ერთი გზა არსებობს იმის საჩვენებლად რომ ზნეობრივი კანონი ერთ-ერთი ჩვენი ინსტიქტთაგანი არ არის. თუ ორი ინსტიქტი ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ჩვენს ცხოვრებაში მათ გარდა არაფერი არსებობს, მაშინ ცხადია მაშ შორის ძლიერი გაიმარჯვებს. თუმცა როდესაც განსაკუთრებული ძალით შევიგრძნობთ ზნეობრივი კანონის ზემოქმედებას, ის შედარებით სუსტი იმპულსის მიყოლისკენ გვიბიძგებს. თქვენ, ალბათ., ის უდრო გინდათ საფრთხეში არ ჩაიგდოთ სიცოცხლე ვიდრე ადამიანს მიეშველოთ, მაგრამ ზნეობრივი კანონი მის დასახმარებლად გიბიძგებს, იგი ხშირად გვეუბნება, შეეცადე გააძლიერო სწორი იმპულსი.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Jan 20 2007, 02:20 PM

ციტატა(მნათე @ Jan 20 2007, 01:49 PM) *

ბუნების კანონი! biggrin.gif მორალური ქცევის აპრიორი, რომელიც ჩვენში ზის smile.gif

იგი ხშირად გვეუბნება, შეეცადე გააძლიერო სწორი იმპულსი.



მნათეეეეეეეე მაშ იმ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცე??? ჯობია ჯოგის რიგითი იყო biggrin.gif და საერთოდ რატომაა სხვისი გადარჩენის ინსტიქტი ჯოგური? აი ეს ამიხსენი თუ შეიძლება?! სწორი იმპულსი და შენ რას ეძახი სწორ იმპულსს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2007, 03:43 PM

თუ ადამიანი ღმერთშემოსილია, მასში კეთილი იდეები იბადება, ხოლო თუ მისი შინაგანი სამყარო ბოროტი ძალითაა აღსავსე და თავისთავში ეშმაკს ატარებს, მაშინ იგი ბიწიერ იდეებს შობს, რომელთაც ფილოსოფიაში "დაცემული იდეები" ეწოდება.

ილია II

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 24 2007, 04:04 PM

ინსტინქტი ისე რა შუაშია ადამიანს უფალმა მიანიჭა სინდისი რომელიც ადამიანს ეუბნება თუ როგორ უნდა მოიქცეს და იგი არასდროს არ ურჩევს ადამიანს ცუდ საქმეს.აგრეთვე არ დავივიწყოთ მფარველი ანგელოზისა და ბოროტი ანგელოზების გავლენა ადამიანზე.ყოველი ადამიანი ხომ სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის პოლიგონია.ნათქვამიცაა ყველაზე დიდი გამარჯვება ბოროტებაზე საკუთარ თავში მისი დამარცხებაა.ამიტომ ადამიანი არ მოქმედებს თავისით და ინსტინქტებიტ


ანდა კიდე იმპულსი biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 24 2007, 04:06 PM

ციტატა
ინსტინქტი ისე რა შუაშია ადამიანს უფალმა მიანიჭა სინდისი რომელიც ადამიანს ეუბნება თუ როგორ უნდა მოიქცეს და იგი არასდროს არ ურჩევს ადამიანს ცუდ საქმეს.აგრეთვე არ დავივიწყოთ მფარველი ანგელოზისა და ბოროტი ანგელოზების გავლენა ადამიანზე.ყოველი ადამიანი ხომ სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის პოლიგონია.ნათქვამიცაა ყველაზე დიდი გამარჯვება ბოროტებაზე საკუთარ თავში მისი დამარცხებაა.ამიტომ ადამიანი არ მოქმედებს თავისით და ინსტინქტებიტ


ანდა კიდე იმპულსი


მეც მანდ ვარ, ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ სინდისით-სიკეთესა და ბოროტებას შორის smile.gif არჩვეანშია ჩვენი თავისუფალი ნება smile.gif

პ.ს როგორც აღმოჩნდა სიტყვა 'უსინდისო' არასწორია laugh.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 24 2007, 04:12 PM

ერთს დავამატებ.ხშირად გვავიწყდება სხვა სამყარო და გვგონია რომ ჩვენით ვმოქმედებთ სინამდვილეში კი ან ვართ უფლის ნების აღმსრულებელი და მფარველი ანგელოზის დამჯერი ანდა ბოროტ ანგელოზთა მარიონეტი.როგორც წმინდა მამები ამბობდნენ ადამიანს თავისით სიკეთის ქმნა არ შეუძლია ეს მხოლოდ უფლის წყალობით ხდება.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 24 2007, 04:17 PM

ციტატა
მხოლოდ უფლის წყალობით ხდება.


რა თქმა უნდა, შენი მხოლოდ არჩევანია smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Jan 24 2007, 04:19 PM

ციტატა
პ.ს როგორც აღმოჩნდა სიტყვა 'უსინდისო' არასწორია

სწორი იქნება სინდის დამწვარი ან ეს შეიძლება ითქვას ისეთ ადამიანზე ვინც საკუთარი სინდისის ხმა მოკლა.ასეთი ადამიანი რამდენიც გინდა.ვინც ადამიანს მოკლავს და ასმით სიამოვნებას მიიღებს მაგ მანიაკი და აშ.ადამიანს შეუძლია თავის თავში ჩაკლას სინდისი და გახდეს გულქვა მარა სინდისი თავს გარდაცვალების მერე გაახსენებს თავს ჯოჯოხეთში.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jan 24 2007, 04:24 PM

ციტატა
სწორი იქნება სინდის დამწვარი ან ეს შეიძლება ითქვას ისეთ ადამიანზე ვინც საკუთარი სინდისის ხმა მოკლა.ასეთი ადამიანი რამდენიც გინდა.ვინც ადამიანს მოკლავს და ასმით სიამოვნებას მიიღებს მაგ მანიაკი და აშ.ადამიანს შეუძლია თავის თავში ჩაკლას სინდისი და გახდეს გულქვა მარა სინდისი თავს გარდაცვალების მერე გაახსენებს თავს ჯოჯოხეთში.


მე ჩახშობას დავარქმევდი, ადამიანს ყოველთვის ახსენებს თავს სინდისი smile.gif ჩაკვლა მაინც დათრგუნვას ქვია, სინდისი კი ყოვეთვის ჩვენს წინაშე დგას smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 24 2007, 04:26 PM

მნათე
მაგარ თემებს წამოჭრი ხოლმე...

მეც მასწავლე სად გადიხარ თემების წამოჭრის კურსებს?? biggrin.gif

ციტატა
არჩევანისას

არჩევანისას 5 ნომერს შემოვხაზავ ხოლმე, ასე დამჩემდა ამ ბოლო დროს wink.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)