IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 14 15 16 17 18 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
gugua
პოსტი Apr 12 2009, 06:51 PM
პოსტი #301


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



salami gugua, rogor xar? bzobas gilocav, mravals daeswari, ufali gfravadet mudam.

erti satxovar maq tqventan, erti patara informaciaa rac gvinda rom tu shesadzlebeli iqneba tqvens saitzec rom daidos, bevr saitebze ukve rogorgac davadebinet informaciebi...

http://qartvelo.net/forum/index.php?showtopic=368 ai am linkze weria detalurad yvelaferi, iqneb dagvexmarot sad.gif

winaswar madloba
zaza gabaidze


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 28 2009, 07:18 PM
პოსტი #302


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



"აქ ყველაფერი ქართულია" - ახალი ბანერი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Apr 30 2009, 10:52 PM
პოსტი #303


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ახალი ქვეთავი 118 – «აფეთქებული გორი»

გიორგი, ძმაო! რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ლომბარდში მობილური ტელეფონი შევიძინე. სახლში დაბრუნებისას ყველა პარამეტრების გაცნობა და რეჟიმების შემოწმება დავიწყე. სურათების საქაღალდეში კი "აფეთქებული გორის" ფოტოები აღმოვაჩინე... მაშინვე გამახსენდა შენს საიტში ატვირთული წითელ-ფონიანი ქვეთავები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომს ეძღვნება... ჩემი აზრით ამ ფოტოების დაკარგვა არ შეიძლება, იგი ყველამ უნდა ნახოს! ამიტომაც გიგზავნი, იქნებ რამეში გამოიყენო? – პატივისცემით, გიორგი მხატრიშვილი.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი May 7 2009, 07:07 PM
პოსტი #304


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



"ირანის მე-3 ნაციონალური გამოფენა" - ახალი ქვეთავი 119.
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი May 11 2009, 07:30 PM
პოსტი #305


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



დამატება ქვეთავში 61 – «ალექსანდრე შანიძე – სანდრო შანიძე. მიხა ხელაშვილი»

"ბინდისფერია სოფელი" − ლექსი, რომელიც ხალხური ჰგონიათ, ნიკო სამადაშვილმა დაწერა.

ჟურნალი ”სარკე” N13; 26.III-01.IV 2008

ქართული პოეზიის ფიროსმანი კომუნისტურმა ეპოქამ შეიწირა

პოეტ ნიკო სამადაშვილს კომუნისტებმა სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციეს. მთელი ცხოვრება სდევნიდნენ, ავიწროებდნენ. საბჭოთა იდეოლოგიის მეხოტბეებმა არც გარდაცვალების შემდეგ დააკლეს ხელი. ამიტომაცაა, რომ ნიკოს შემოქმედება ქართველმა ხალხმა გვიან, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიცნო.
„ათი წლისა ვიყავი, დედამ ლამაზი, ცისფერი ფეხსაცმელები მიყიდა. მერე ისინი დაიხა. როცა პირს დააღებდა, დედა გულომდგინედ მიკერებდა ხოლმე. კარგი ოსტატი ვერ იყო, ამიტომ ფეხსაცმელს დაკერება ხშირად სჭირდებოდა. ერთხელ ჩემმა თანაკლასელმა გოგონამ მკითხა: „მზია, დახეული ფეხსაცმელი რატომ გაცვია?“ ამ შეკითხვამ გული მომიკლა. ცრემლები შევიკავე და ამაყად ვუპასუხე: „ჩემს მშობლებს საშუალება არა აქვთ, რომ ახალი მიყიდონ“, − იხსენებს პოეტის ქალიშვილი, მზია სამადაშვილი. ასე უჭირდა პოეტს, რომელსაც დღეს კრიტიკოსები უკვე გალაკტიონის გვერდით აყენებენ და პოეზიის ტიტანს, მეოცე საუკუნის ქართველ გენიას უწოდებენ. დუხჭირი ცხოვრების გამო მას ქართული პოეზიის ფიროსმანიც შეარქვეს. საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მისი მთაწმინდაზე გადასვენება სურდა, მაგრამ აღარ დასცალდა. მერაბ კოსტავას სასთუმლის ქვეშ თურმე ნიკო სამადაშვილის პოეზიის კრებული ედო.
ვინც მის ლექსებს ისე ეცნობა, რომ პოეტის ბიოგრაფია არ იცის, ვერასოდეს წარმოიდგენს, რომ ნიკო რევიზორ-ბუღალტერი იყო. თითქოს დაუჯერებელია, რომ ბუღალტრის თავში ასეთი ლექსები იბადებოდა, მაგრამ ეს მართლა ხდებოდა. პოეტის მეუღლემ, ქალბატონმა მარიამმა გვიამბო, ერთხელ ნიკოს სამსახურში პოეზიის საღამო დიდი ზარ-ზეიმით მოაწყვეს, მწერლები და მუსიკოსები მიიწვიეს, ნიკო კი იმ საღამოზე არ მივიდა. მეორე დღეს უფროსმა უსაყვედურა, ნიკო, კარგი კაცი ხარ, მაგრამ პოეზია რომ არ გიყვარს, ამაში იჭრებიო.
ნიკო სამადაშვილის პოეზია მისმა მეუღლემ გადაარჩინა. იგი პოეტის მუზა გახლდათ. ქალბატონი მარიამი დღესაც სათუთად ინახავს მეუღლის არქივს.
„სარკე“ სამადაშვილების ოჯახს შინ ესტუმრა და პოეტის ქალიშვილს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ მზია სამადაშვილს ესაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მამის „ასი ლექსი“ გამოსცა.
მზია სამადაშვილი:
− ნიკო დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე ტრაგიკული პიროვნება გახლდათ. ტრაგიკული იყო ჩვენი ოჯახის ცხოვრებაც, რადგან ნიკო კომუნისტური რეჟიმის მიერ დევნილი იყო. მან კომუნისტებს თავი არ დაუხარა. მათ, არამარტო ნიკო, მთელი მისი ოჯახი შეიწირეს. ჯერ მამას მასწავლებელი, მისი სულიერი მოძღვარი, ერეკლე ტატიშვილი დაიჭირეს. ერეკლეს განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული. სწავლობდა ლაიფციგის, პარიზისა და ედინბურგის უნივერსიტეტებში. მისი თაოსნობით დაარსდა თბილისის უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ლიტერატურის კათედრა. შვიდ ენას ფლობდა. უნივერსიტეტში ინგლისურსა და იურისპრუდენციას ასწავლიდა. ხშირად ცკ-ში იბარებდნენ და მათ იურიდიულ კონსულტაციებს უწევდა. ერეკლე, როგორც ანტისაბჭოთა ელემენტი, დააპატიმრეს.
ერეკლე რომ გამოუშვეს, 1943 წელს იმავე საქმეზე მამა დაიჭირეს. მასაც ანტისაბჭოთა მოღვაწეობა დასწამეს და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. არადა ამ დროს არავითარ პოლიტიკურ საქმიანობაში არ იყო ჩართული. მამა ხშირად იტყოდა ხოლმე, 30-იან წლებში ლექსები რომ გამომექვეყნებინა, 1937 წლის რეპრესიებს ვერ გადავურჩებოდი, აუცილებლად დამხვრეტდნენო. ბუღალტერ-რევიზორი რომ იყო, ამან უშველა, გარკვეულწილად ჩრდილში იდგა. ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მაგრამ გამოსვლის შემდეგ განუწყვეტლივ, სიცოცხლის ბოლომდე სდევნიდნენ.
− ეს დევნა რითი გამოიხატებოდა?
− უშიშროების თანამშრომლების განუწყვეტელი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ისინი ჩვენს ოჯახს ხშირად აკითხავდნენ. მათი ყოველი მოსვლის შემდეგ კი მამა სამსახურს კარგავდა, იქ აღარ აჩერებდნენ, ათავისუფლებდნენ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლების ერთ-ერთი „სტუმრობის“ შემდეგ დიდედა ოლღას ვკითხე, ჩვენს სახლში ვინ დადის-მეთქი. მან დაუფიქრებლად მიპასუხა: „კაციჭამიები!“. ვიდრე წამოვიზრდებოდი, მართლა ასე მჯეროდა, მეგობარს ვუმტკიცებდი, ჩვენს სახლში ნამდვილი კაციჭამიები დადიან-მეთქი. ჩემს და ჩემი ძმების ბავშვობას ამან დიდი დაღი დაასვა. სახლს რომ ჩხრეკდნენ, ჩვენს ოჯახში ისეთი სიღარიბე ხვდებოდათ, რომ უშიშროების თანამშრომლებიც შეცბებოდნენ ხოლმე. რატომღაც ყველას ეგონა, რადგან ბუღალტერ-რევიზორი იყო, ბევრი ფული ჰქონდა. არადა მამა უპატიოსნესი ადამიანი იყო. რომ გარდაიცვალა, ოჯახში მხოლოდ ოთხი მანეთი გვქონდა.
ერთხელ ნიკომ კახეთში დიდი დანაკლისი აღმოაჩინა. მას დიდი ოდენობის ქრთამი შესთავაზეს, რომ ეს ფაქტი არ გაეხმაურებინა. ფული არ აიღო, სამაგიეროდ, ქრთამი მისმა უფროსმა აიღო. საბოლოოდ კი ნიკო, როგორც ცუდი რევიზორი, სამსახურიდან მოხსნეს. ამგვარი შემთხვევა ბევრჯერ ჰქონდა.
− როგორი გახსოვთ მამა, რა მოგონებები დაგრჩათ მისგან?
− მოსიყვარულე და თბილი იყო. ხშირად მასეირნებდა. ზოგჯერ დედას ჩუმად კაბას შემიკერავდა და სახლში ლამაზი კაბით მომიყვანდა. ვიოლინოზე დავდიოდი და მამას ზოგჯერ თავად დავყავდი მუსიკაზე. ერთხელ ჩემმა ძმებმა სახლიდან კაკალი გაზიდეს. ისინი მამასთან დავაბეზღე. მამამ მითხრა, როგორ მძულს ენისმიმტანი ბავშვებიო. იმის შემდეგ ენის მიტანაზე არასოდეს მიფიქრია. ძალიან უნდოდა, შვილებს კარგი განათლება მიგვეღო და ამას რომ ვერ ახერხებდა, დარდობდა. მუსიკალური სასწავლებლიდან გამომიყვანეს, რადგან მშობლებმა საფასურის გადახდა ვერ შეძლეს. შვილები მამას, როგორც ღმერთს, ისე ვეპყრობოდით. ეს კი, პირველ რიგში, დედის, მარიამის დამსახურებაა. დედა გვეუბნებოდა, ნიკო არის დიდი პოეტი და რომ გაიზრდებით, ამას მერე მიხვდებითო.
ჩვენთან ხშირად მოდიოდნენ სტუმრები. მამა სუფრასთან თავის ლექსებს კითხულობდა. უაღრესად კეთილი ადამიანი იყო. მისი ერთ-ერთი მეგობარი დაიჭირეს. მამა ოჯახის სანოვაგეს ყოფდა და მეგობრის ოჯახში მიჰქონდა. მის არქივში ერთ მინაწერსაც კი ვერ ნახავთ, სადაც ვინმეს აუგს ამბვობს, ყველას მიუტევებდა. ჩვენს ოჯახს ბევრმა მიაყენა ტკივილი, მაგრამ მამასავით ჩვენც ყველას ვაპატიეთ. მინდა, კონკრეტულ ადამიანებს მივმართო: ნიკოს არქივიდან წაღებული უნიკალური წიგნები, ხელნაწერები დააბრუნონ! ნიკო სამადაშვილი დღემდე იძარცვება და განმკითხავი არა ჰყავს.
− როგორი ბავშვობა ჰქონდა, სად იზრდებოდა?
− ნიკო მამით ობოლი იყო. მამა რომ გარდაეცვალა, სამი წლის იყო. მაშინ ბაქოში ცხოვრობდნენ. მამის დედამ რძალს ბაქოში ჩააკითხა და ნიკო გორში წამოიყვანა. ცოტა ხანში დედამ შვილს ჩააკითხა, მაგრამ დედამთილმა ბავშვი დაუმალა. ნიკოს ორი წლით უმცროსი და, ელენე, ჰყავდა, რომელიც პირველად 16 წლის ასაკში ნახა. ელენე საქართველოში მეორედ რომ ჩამოვიდა, იმ დროს დიდი მიწისძვრა მოხდა, და-ძმა ცოცხლები გადარჩნენ, მაგრამ სახლ-კარი დაენგრათ. გორში დედის ძმამ ჩააკითხა და ბავშვები თბილისში წამოიყვანა. ელენეს თვითონ ზრდიდა, ნიკო კი უპატრონო ბავშვთა სახლში მიაბარა.
ერეკლე ტატიშვილმა ნიკოს ბავშვთა სახლში მიაკითხა, იქიდან გამოიყვანა და ინგლისურ პანსიონატში მიაბარა. სწავლის ქირას ერეკლე უხდიდა. პანსიონატის დირექტორმა, ეროვნებით ინგლისელმა ქალბატონმა, ნიკოს სთხოვა, ინგლისში გამომყევი, გიშვილებო, მაგრამ არ წაჰყვა. ნიკოს არ შეეძლო თავისი ქვეყნის დატოვება. სანამ თბილისში წამოიყვანდნენ, გორის გიმნაზიაში სწავლობდა, სადაც გერმანულ ენას ერეკლე ტატიშვილი ასწავლიდა. როცა უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, ერეკლე მამას უნივერსიტეტშიც ასწავლიდა. ასე რომ, ერეკლე მთელი ცხოვრება მამას გვერდში უდგა, მისი სულიერი მოძღვარი იყო.
− სტუდენტს ვინ პატრონობდა?
− ნიკო თითქმის მშიერი იყო. ხელმოკლე სტუდენტებთან ერთად მასაც უფასოდ ეძლეოდა ყოველდღიური საკვები ულუფა. ერთხელ თურმე შალვა ნუცუბიძის გამოცდისთვის ერთი კვირა ემზადებოდა. მაშინდელ კიროვის ბაღში დადიოდა, საფლავის ლოდზე იჯდა და სწავლობდა. საგანი ფრიადზე ჩააბარა, მაგრამ გამოცდიდან რომ გამოვიდა, შიმშილისგან გული წაუვიდა. სწავლის პარალელურად მოანგარიშედ მუშაობდა. სტუდენტობისას მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის პირველ სამეცნიერო-ფოლკლორულ ექსპედიციაში, რომელსაც ვახტანგ კოტეტიშვილი ხელმძღვანელობდა. ნიკოს მიერ ქართლში სხვა მასალებთან ერთად შეკრებილი სამასამდე შაირი დაიკარგა. სხვათა შორის, ლექსი „ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება...“ ნიკომ დაწერა, ვახტანგ კოტეტიშვილთან მიიტანა და დატოვა. შემდეგ კი ისე მოხდა, რომ ეს ლექსი ხალხურად ჩათვალეს. ამის შესახებ ბევრმა მწერალმა იცის, თუმცა დღემდე ხალხურად მოიხსენიებენ.
ბუნებით უშიშარი გახლდათ. ვახტანგ კოტეტიშვილი რომ დააპატიმრეს, მათ სახლში მისვლას ყველა ერიდებოდა. ვახტანგის შვილებთან მხოლოდ ნიკო სამადაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი (ცნობილი კომპოზიტორი) მიდიოდნენ. ვახუშტი იგონებდა, გვიხაროდა, ძია ნიკო რომ მოდიოდა, რადგან ვიცოდით, პური უნდა მოეტანა, შემდეგ უკვე სულიერი პური მომიტანა, რასაც მისი პოეზია ჰქვიაო.
− ცნობილია, რომ ნიკო უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ეს როგორ მოხდა?
− მიზეზი ისევ ხელმოკლეობა და შიმშილი გახდა. მან საგნები დროზე ვერ ჩააბარა. მამამ თბილისი დატოვა და ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში დაწყებითი სკოლის დირექტორად დაიწყო მუშაობა, სადაც ყველა საგანს თავად ასწავლიდა. საღამოს სკოლა გახსნა, სადაც მოსახლეობას წერა-კითხვას ასწავლიდა, მათთვის წიგნები ჩაჰქონდა. ნიკო ამბობდა, სოფელში ყაზბეგს ისე არჩევენ, ვერც ერთი კრიტიკოსი რომ ვერ გაარჩევსო. სპექტაკლებსაც დგამდა. იქ ნიკო ძალიან უყვარდათ.
− ერეკლე ტატიშვილის „მრევლზე“ გვიამბეთ.
− ერეკლე ბუმბერაზი ადამიანი გახლდათ. დიდი „მრევლი“ ჰყავდა. განსაკუთრებით კი ნიკო უყვარდა. სწორედ მისი თხოვნა იყო, ნიკოს ლექსები არ დაებეჭდა. ეუბნებოდა, რომ დავბეჭდო, მერე კომუნისტები დაგავალებენ ლექსების წერასო. გალაკტიონიც იმავეს ურჩევდა. ეუბნებოდა, ლექსები არ გამოაქვეყნო, თორემ ბოლშევიკები შენც გაგრყვნიანო. ერეკლეს სწორედ ამისი ეშინოდა, რომ ნიკოსაც რაღაცეებს დაავალებდნენ. ეუბნებოდა, როგორც პოეტი, აღიგვებიო. ერეკლესთან ხშირად იკრიბებოდნენ. ისინი ნიცშეს მიმდევრები იყვნენ. ერეკლეს გამორჩეულად ნიკო უყვარდა. მისი „მრევლიდან“ სხვები მასწავლებელთან მისვლას ვერ ბედავდნენ, ნიკო კი მასთან შუაღამითაც მიდიოდა.
ერთხელ ღამე ერეკლეს კარი ჯაჭვით ჰქონდა დაკეტილი და არ აღებდა. ეუბნებოდა, წადი, დაიძინე, გვიანიაო. ნიკო არ მოეშვა, ერეკლე საცვლების ამარა გამოიყვანა, ფაეტონში ჩასვა და ტანსაცმელი იქ ჩააცვა. ერეკლე თავის „მრევლს“ ცოლის მოყვანას უშლიდა. თურმე ახალგაზრდობისას იგი ერთი ქალით იყო გატაცებული. იმ ქალმა კი უღალატა. იმის შემდეგ ქალები დაგმო და ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა. უსპეტაკესი ადამიანი იყო. მოსწავლეებმა არ დაუჯერეს და ოჯახები შექმნეს.
− ნიკოს და მარიამის სიყვარულის ისტორია გვიამბეთ.
− ერთმანეთი სადგერში გაიცნეს. მამა იქიდან რომ წამოვიდა, სადგერში ყოველ ზაფხულს მაინც ჩადიოდა. მარიამის ოჯახი იქ ცხოვრობდა და მათი ნაცნობობაც იქ შედგა. მარიამი 14 წლის იყო, როცა ნიკომ მშობლებს მისი ხელი სთხოვა. უპასუხეს, ჯერ პატარააო. მეორე წელს კი მიათხოვეს. მაშინ მარიამი 15 წლის იყო, ნიკო − 31 წლის. მარიამს მთელი ცხოვრება აღმერთებდა. ოჯახი მისთვის ყველაფერს ნიშნავდა, წმინდად მიაჩნდა. ერთხელ ჩვენს სახლში სუფრასთან მამას ერთ-ერთმა მეგობარმა ჩვენს სტუმარ ქალბატონს თვალი ჩაუკრა, ნიკომ მეგობარი სახლიდან დაითხოვა და ორი წელი არ ელაპარაკებოდა. ეუბნებოდა, ჩემს ოჯახში ეს როგორ გაბედეო. ნიკო ქალებს თაყვანს სცემდა. ის ნამდვილი რაინდი იყო.
ნიკოს პირველი მეუღლე ულამაზესი ბერძენი ქალი, ევა ჩაკალიდი გახლდათ. ისინი ერთმანეთს მალე დაშორდნენ. ევას ნიკო მთელი ცხოვრება უყვარდა და, როგორც მისმა დამ, თინამ მითხრა, სულ ელოდებოდა, რომ პოეტი დაუბრუნდებოდა. ევას ოჯახი აღარ შეუქმნია. ჩვენს მშობლებს სამი შვილი გაუჩნდათ − ჩემი ძმები თამაზი და ნუგზარი და მე. ნიკოს უკვე შვილთაშვილი ჰყავს, ულამაზესი ლუკა.
− როცა ნიკო უმუშევარი რჩებოდა, ოჯახს თავი როგორ გაჰქონდა?
− დედა სამკერვალოში მუშაობდა. ჩვენ მეზობლად ქაქუცა ჩოლოყაშვილის შვილი თამარი (ციცნა) ჩოლოყაშვილი ცხოვრობდა, რომელიც კერავდა. მას „ფინგანი“ დასდევდა და ამიტომ ერთი პერიოდი ჩვენთან კერავდა. დედა ეხმარებოდა, ის კი ფულს აძლევდა. ციცნა კეთილშობილი ადამიანი იყო. ყველას ეხმარებოდა. მას ძალიან ვუყვარდი. მიყვებოდა, მამაჩემი საფრანგეთში გმირად არის აღიარებული, იქ ძეგლი დაუდგესო. მისი მჯეროდა, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით ვუყურებდი. მერე დედამ დამოუკიდებლად დაიწყო კერვა. მასთან ულამაზესი ქალბატონები იმოსებოდნენ. დედა მუშაობაში ღამეებს ათენებდა. მამამ ამდენ გაჭირვებას ვერ გაუძლო და 52 წლის ასაკში დამბლა დაეცა. ერთხელ დედამ ღამით ქვითინი გაიგონა. შევიდა და ნახა, რომ ნიკო ტიროდა. მანამდე მისი ცრემლები არასოდეს ენახა. ნიკომ უთხრა, რას მოვესწარი, ჩემს მეუღლეს ასეთ დღეში ვაყენებო. ტრაგიკული პიროვნება იყო და ამ ტრაგედიის თანამონაწილე ჩვენც ვიყავით.
გვიჭირდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ამაყები ვიყავით, გაჭირვებას არ ვიმჩნევდით. დღემდე ასე მოვდივართ. მამა მძიმედ რომ გახდა ავად, მეგობრები შემოეცალნენ, მხოლოდ რამდენიმეს ახსოვდა. მათ შორის იყო ჩვენი პრეზიდენტის პაპა, შესანიშნავი ექიმი, მიხეილ სააკაშვილი.
− როგორი იყო პოეტის ცხოვრების დასასრული?
− მეორედაც დაემართა სისხლის ჩაქცევა და, სამწუხაროდ, ეს სასიკვდილო აღმოჩნდა. 1963 წლის პირველი მაისი იყო. დედამ თავი დააბანინა, მამა გამოეწყო და მეგობართან წავიდა. იქ შეუძლოდ გახდა და შინ წამოვიდა, ქუჩაში ცუდად გახდა და დაეცა. უცნობმა ახალგაზრდებმა „პობედაში“ ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. დღემდე არ ვიცი იმ ორი ახალგაზრდის ვინაობა, რომლებმაც მამას უპატრონეს. დედა საავადმყოფოში რომ მივიდა, მამას ორჯერ შეუტოკდა გული, თითქოს მარიამის დანახვას ელოდაო და სული დალია. მაშინ 57 წლის იყო.
ირინე მჭედლიძე.

გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი May 13 2009, 07:12 PM
პოსტი #306


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 120 – გოჩა ლაღიძე – «რკინის კაცი»

«გამარჯობა გიორგი, დიდი მადლობა! შენისთანა ხალხი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, შეიძლება ითქვას, ”ცხოვრებას უადვილებს”. სიამოვნებით ვეცნობი მასალებს შენს ვებ-გვერდზე და როცა კი ვნახულობ, ყოველთვის მიხარია და გული სევდით მევსება-ხოლმე... მე უკვე 14 წელია ჰოლანდიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. www.gotscha.nl პატივისცემით, გოჩა ლაღიძე. ჰოლანდია».
ეს წერილი ბატონ გოჩასგან დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მივიღე. მის შემდეგ ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია და საკმაოდ გაცხოველებული მიწერ-მოწერაც გვქონდა. ბატონ გოჩას დახმარებით გაკეთდა ქვეთავი 68 – «შაჰ-აბას I – საქართველოს ყველაზე დიდი მტერი». ბატონ გოჩა ლაღიძეზე საუბარი მაქვს აგრეთვე ქვეთავში 92 – «ფერეიდნელი დავით გუგუნაშვილი ღოუბანში». გარდა ამისა ხშირად მიგზავნიდა თავისი ახალი ნამუშევრების ფოტო-სურათებსაც. როდესაც ერეკლე მეორის ხმლის ასლის გაკეთებაზე მუშაობდა, ერთი დეტალის გასარკვევად აკად. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის იარაღის ფონდში მისვლაც კი მთხოვა, სადაც კიდევ ერთი ნამდვილი ქართველი, ეროვნული მუზეუმის იარაღისა და ძვირფასი ლითონების ფონდის კურატორი, ბატონი მამუკა ქაფიანიძე გავიცანი.

“10 წლის მანძილზე წარუმატებლად ეძებდა ნიდერლანდების სამეფოს სამხედრო მუზეუმი ოსტატს, რომელიც ჭედვის ტექნიკის სათანადო ცოდნით იქნებოდა აღჭურვილი და პრინცი მორიცის 1590 წელს დამზადებულ საბრძოლო საჭურვლის ასლს გამოჭედავდა. ეს შეძლო ქართველმა მესაჭურვლე გოჩა ლაღიძემ! საოცარია ამ ხელოვანის შემოქმედებითი ძალა, ამოუწურავი შესაძლებლობანი, ინტუიცია, ისტორიის, ადამიანის ანატომიის ცოდნა.“ – ასე გამოხმაურებია ნიდერლანდების პრესა ქართველი მესაჭურვლის გოჩა ლაღიძის სენსაციურ წარმატებას ჰოლანდიაში.

რკინის კაცი

თუბალთა ქვეყნიდან გოჩა ჰოლანდიაში 15 წლის წინათ ჩავიდა და "აბჯარასხმული რაინდების სამყაროში" თავისი ხელოვნებით ყველა გააოცა. დღეს გოჩა ლაღიძეს ევროპაში კარგად იცნობენ და იციან, რომ ნასაუს პრინცის მორიც ორანელის საომარი აღჭურვილობის, მაქსიმილიანის სამეფო ჯავშნის, შუბოსნების აბჯრების, იან ვან შხაფელაარის საჭურვლის, საბრძოლო იარაღებისა თუ კლასიკური მოოქროვილი მუზარადების საავტორო ასლები „რკინის ქართველ მესაიდუმლეს“ ეკუთვნის. გოჩას ნახელავის ხილვის შემდეგ, ხვდები, რომ დრო პირობითი ცნებაა, უყურებ ძველი ჰოლანდიელების აბჯრებს, მუზარადებს, საჭურველს და გაოცებული მოგზაურობ დროში.
ქართველი გოჩა ლაღიძე ნასაუს მფლობელის აბჯრის ასლის გამოჭედვას იწყებს... ეს ასლი ჰოლანდიაში უნდა დარჩეს. ჰოლანდიელები ყურადღებით აკვირდებიან უცხოელი ოსტატის მუშაობას: გოჩა ორიგინალს ნაწილებად შლის, ეს პროცესი ექსპერტების თანდასწრებით მიმდინარეობს. ორიგინალს მხოლოდ თეთრი ხელთათმანებით ეხება, პროცესი ვიდეოკამერაზე იწერება და მოგვიანებით მხატვარი გულდასმით სწავლობს ჩანაწერის დეტალებს.
მუზეუმის კურატორები მკაცრად აკონტროლებენ ოსტატსაც და დროსაც – 10 დღე სჭირდება ექსპონატის მილიმეტრებში გაზომვას, 400 საათი მოსამზადებელ სამუშაოებს, 1600 საათი პრინცის საჭურვლის შექმნას... სამუშაოს ქართველი მჭედელის ხელმოწერილი ოცგვერდიანი კონტრაქტი „იცავს“. დამკვეთების მოთხოვნაში შედის ორიგინალის ზუსტი კოპირება, ეპოქისეული ესთეტიკის ზუსტი დაცვა და რა თქმა უნდა, ხარისხი... პროექტი ითვალისწინებს ოთხ დამოუკიდებელ ხელშეკრულებას: პირველი – მუზარადის დამზადებას, მეორე – ყელის, მკერდისა და ზურგის აბჯრების, ხოლო დანარჩენი მხრების, მკლავების, ხელთათმანებისა და ფეხის საჭურვლის შექმნას. გოჩა ლაღიძე არ ღელავს – თავის თავში დარწმუნებულია და სახელოსნოში სიამოვნებით „იკეტება“, გამოჭედვა იწყება. გარეთ მოლოდინით ანთებული მაყურებელი რჩება. ქართველი დიდოსტატი დიდ საქმეს აკეთებს – გაცოცხლებული ისტორია საამაყოა მისი უდიდებულესობა ნიდერლანდების მონარქისა და მთელი სამეფო ოჯახისათვის.
დღის ბოლოს გოჩას ჰოლანდიურ სახელოსნოში, ასლის ტესტირებას ექსპერტები იწყებენ, იუნესკოს წარმომადგენელი, ვენეციის სამხატვრო აკადემიის პროფესორი სამჯერ ესწრება მუშაობის პროცესს. სამუშაო რთულია, იმაზე რთული, ვიდრე თავად ექსპერტებს წარმოედგინათ, მაგრამ საბოლოო ნამუშევრის ნახვის შემდეგ, მნახველის მზერა „წამიერად იყინება“. ექსპონატი 169 სხვადასხვა ზომისა და სისქის ლითონის ფირფიტებისაგან შედგება, რომლებიც ჭედვით ერთმანეთზეა მორგებული და ერთმანეთს 600-მდე დეტალით უკავშირდება. აქ ყოველ ნაწილს ორმაგი გრავირებული ღარი დაჰყვება, მუზარადის კაუჭები, ქამრის დეტალები მოოქროვილია...
ამის შემდეგ გოჩა ლაღიძე დასავლეთის მუზეუმებისთვის აღმოჩენად იქცა და პროფესიონალებმა პრესაში „ლეგენდიდან მოსული მჭედელი“ უწოდეს. იუნესკოსა და ლუქსემბურგის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე ლაღიძის მხატვრული მინიატურა „მორიცი“ საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს და გრან-პრიც მიანიჭეს.
როცა ქართველ მესაჭურვლეზე თქვეს, რომ „მან ნიდერლანდების შუასაუკუნეების ისტორიის გამოტოვებული ფურცლების შევსება დაიწყო“, პარალელურად გოჩას ევროპულ ცხოვრებაში ახალი ცხოვრება დაიწყო – „წარმატებების ჯაჭვური რეაქციით დატვირთული“. მისმა მონუმენტურმა შედევრებმა საბოლოოდ დაარწმუნა ევროპელები, რომ უდიდესი ხელოვანები პატარა ქვეყნებშიც იბადებიან. „დამიჯერეთ, ბავშვობიდან ვოცნებობდი ევროპელი რაინდების აღჭურვილობის დამზადებაზე... ახლა თითქოს სიზმარში ვცხოვრობ, ოცნება ავისრულე... ალბათ, არაცნობიერად ამიტომაც მიზიდავდა ევროპა, ერთ-ერთი ქვეცნობიერი მიზეზი იყო, რატომაც წავედი ჰოლანდიაში, სწორედ ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნება იყო. ეს ნაბიჯი განგების ნებად მიმაჩნია“ – ამბობს ოსტატი. ნიდერლანდების სამეფომ პატივით მიიღო ქართველი მჭედელი და მისი ოჯახი, გოჩამაც თავისი ოცნებები აისრულა შუასაუკუნეების რაინდების მიწაზე... უყვარს ჰოლანდია, იქ ცხოვრება, თუმცა ისიც იცის, რომ ორი სამშობლო არ არსებობს და ყველა გზა მაინც შინისკენ ბრუნდება, საბოლოოდ...
საბოლოოო დაბრუნებამდე, ახლა მის ჰოლანდიურ სახელოსნოში, რომელსაც სიმბოლურად „ჰეფესტოს სამჭედლოს“ ადარებენ, მეფე ერეკლე II-ის ხმლის საავტორო ასლი მზადდება. როგორც დიდოსტატი ჟურნალ „პირველს“ ეტყვის, „პატარა კახის“ ხმალთან შეხება ამაღლებული გრძობაა, რომელსაც მის განცდებში წარსულის ფაქიზი განცდა შემოაქვს. „დიდებულია, როცა იცი, რომ ეს ხმალი სასწაულებრივი გამარჯვებების მომსწრეა. ერეკლეს ხმალზე მუშაობა, ყოველდღიურობას მიადვილებს და საქართველოსთან მაკავშირებს“...
– გოჩა, ჟურნალი „პირველი“ გილოცავთ ყველა წარმატებას. ვამაყობთ თქვენი წარმატებებით, ვამაყობთ ევროპულ პრესაში თქვენს შესახებ გამოქვეყნებული რეცენზიებით... დიდი მადლობა იმისთვისაც, რომ ჟურნალი „პირველთან“ ინტერვიუსთვის დრო გამონახეთ და „ჰეფესტოს სამჭედლოს“ კარი გაგვიღეთ. თქვენ ახლა ერეკლე მეფის ხმალზე მუშაობთ, საინტერესოა, თუ არის ცნობილი ვის ეკუთვნის ხმლის ორიგინალი? რა განსაკუთრებით გამოირჩევა ქართველი მეფის ხმლის ტექნოლოგია, იმდროინდელი ხმლებისაგან? ორიგინალს ალბათ, აქვს ოსტატის ინიციალები, სიმბოლიკა, ან თუნდაც მოკლე წარწერა?
– დიდი მადლობა თქვენს ჟურნალს ყურადღებისათვის და ამდენი თბილი სიტყვისთვის, ძალიან მახარებს, როცა ჩემს სამშობლოშიც მაფასებენ, ენერგიით მავსებს საქართველოზე ფიქრი, სიყვარული. დიახ, ახლა ერეკლეს ისტორიულ ხმალს ვამზადებ, ხმალზე დამღაა – მაგიური კვადრატი და დიდი წარწერა ოქროთი: „შეასრულა კალიბ ალიმ, ასუდოლა ისპაჰანის შვილმა“. ირანულ კლასიკურ ხმლებში ეს ძალიან ცნობილი, ამასთან უიშვიათესი დამღაა, რაც ძალიან ძვირად ფასობს – კლასიკური „შამშირია“, რაც „ვეფხვის კლანჭს“ ნიშნავს. ხმალი ერეკლეს საჩუქრად გამოუგზავნა შაჰნადირმა. დიდი წარწერის ბოლომდე გაშიფვრა ვერ მოხერხდა, რამდენიმე ირანოლოგმაც ნახა, მიახლოებით კი, ასე იკითხება: „დიდი მეფის გზავნილი მეგობრისადმი“. ერეკლე მეფე საუკეთესო მხედართმთავარი იყო, ბუნებრივია, რომ მან იცოდა კარგი ხმლის ფასი – ეს ხმალი არის ირანული ხელოვნების კლასიკური ნიმუში... და რა თქმა უნდა, მეფეს არაერთი ხმალი ექნებოდა თავისი საჭურვლის კოლექციაში, თუმცა ვიცით, რომ ერეკლეს ეს ხმალი ერთადერთი სპარსული ხმალია, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა.
– როგორ დაიწყეთ ამ ხმალზე მუშაობა? თქვენ მოისურვეთ თუ ეროვნულმა მუზეუმმა შემოგთავაზათ?
– 2008 წლის იანვარში სტუმრად ვიყავი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. სრულიად მოულოდნელად მუზეუმის კურატორმა მამუკა ქაფიანიძემ მკითხა – შეგიძლია ერეკლეს ხმლის ზუსტი ასლის შესრულება? სიამოვნებით დავთანხმდი ამ იდეას – შემიძლია-მეთქი, ვუპასუხე მამუკას, მაგრამ გავიფიქრე, რომ ეს ხმალი ურთულესი შესასრულებელი იქნებოდა. კარგა ხანია ამ ნივთზე ვმუშაობ მაქსიმალურად ვცდილობ, ასლი ორიგინალს ზუსტად შეესაბამებოდეს, თუმცა ისიც ვიცი, რომ ორი ერთნაირი ნივთი არ არსებობს... უკვე დეტალების გრავირებაზე ვმუშაობ, მომდევნო ეტაპია ოქროთი ზარნიში, რასაც 35 გრამი ბაჯაღლო დასჭირდება.
– ორიგინალი როგორ მდგომარეობაშია? ძალიან არის დაზიანებული?
– დაზიანება არა აქვს ხმლის პირს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს ექსპონატი დიდოსტატის შესრულებულია. ძვლის ტარის ნაბზარებში ხელის მოკიდებისაგან გაჩენილი ოფლის მწვანე ოქსიდაცია ემჩნევა, დაზიანებულია ქარქაში, გამომშრალი და აქერცლილია ტყავი. ეს სრულყოფილად შესრულებული საბრძოლო ხმალია, თუმცა ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია, წონით 915 გრამია, მაგრამ ხელში რომ გიჭირავს, გაწონასწორებული ხარ, ანუ მისი სიმძიმე არ იგრძნობა. ხმალი ატარებს სამეფო საჭურვლის ღირსებას – ის საუკეთესო ფოლადისგან არის დამზადებული...
– როგორც ცნობილია, „ბულატის“, ანუ ჯავარის ფოლადის ხმლების დამზადების ხელოვნებას ოსტატები საიდუმლოდ ინახავდნენ მემკვიდრეობით... საინტერესოა, ტექნოლოგიურად რამდენად რთული პროცესია ამ სპარსული ჯავარის გამეორება?
– რა თქმა უნდა, რთული პროცესია, შრომატევადი, მაგრამ შესაძლებელი. ჯავარის ფოლადის დამზადება დიდი ხანია მაინტერესებს და მის ხარისხს სულ ვსწავლობდი. მეტს გეტყვით, აქ უბრალოდ თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი, ასეთი ფოლადის შექმნას აქვს თავისი წესი, ტრადიცია, ტექნოლოგიური სტრუქტურა და, პროფესიონალიზმთან ერთად მნიშვნელოვანია პრაქტიკული ექსპერიმენტები. ბუნებრივია, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი მე ვარ და სამუშაოს ლომის წილი ჩემი შესასრულებელია, თუმცა ჩემი თხოვნით ხმლის ფოლადი ერთმა ოსტატმა დაამზადა, შემდეგ ჩემს სახელოსნოში დამუშავდა და საბოლოო სახე მიიღო.
– რა სამუზეუმო სტატუსი, მნიშვნელობა და დანიშნულება ექნება მეფე ერეკლეს ხმლის საავტორო ასლს?
– ისტორიაში დარჩება როგორც კარგი საავტორო ნამუშევარი. მუზეუმი თუ შეისყიდის ამ ასლს და საბოლოოდ იარაღის ფონდში დარჩება, გამეხარდება...
– ეროვნული მუზეუმი ამ ძვირადღირებულ პროექტს არ აფინანსებს, საინტერესოა, რომელი საინვესტიციო ფონდებიდან მოიძიეთ თანხები?
– არანაირი ფონდები და სპონსორები, ამ პროექტს პირადად მე ვაფინანსებ...
– მარტო თქვენ?
– დიახ.
– რამდენია პროექტის ბიუჯეტი?
– მარტო მასალის ხარჯი დაახლოებით 9000 ევროა, შეიძლება მეტიც... ამ პროექტმა მე უდიდესი პასუხისმგებლობა დამაკისრა და სიამაყის გრძნობაც გამიჩინა. ერთმა ფრანგმა ოსტატმა ამას წინათ 5000 ევრო შემომთავაზა მარტო ხმლის პირში, ანუ „ბულატის“ ფოლადში. ბუნებრივია, უარი ვუთხარი, იმ წუთში მან არც კი იცოდა ამ ხმლის ისტორია, მარტო ხელობა-ნაკეთობა შეაფასა, ხომ გესმით?! საბრძოლო აღკაზმულობა – ხმლები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგები კულტურული ფასეულობაა, მაგრამ არის კიდევ შენი საკუთარი ქვეყნის ისტორიის ნაწილი – მაგალითად, ხევსურული საბრძოლო აღჭურვილობა – ეს არის ჩვენი იარაღი, რომელმაც ჩვენ, ქართველები მრავალ ბრძოლაში გადაგვარჩინა. მე პირველმა აღვადგინე ხევსურული ჯაჭვის პერანგი – ე.წ. „გუდამაყრული ჩაბალახი“ ეს შემდეგ შეფასდა საქართველოს მუზეუმის მიერ, როგორც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი მოვლენა. ერეკლეს სამეფო ხმლის ასლი საქართველოში უნდა იყოს, ბუნებრივია ევროპაშიც ვაჩვენებ, იქ ქართული საბრძოლო იარაღის პრეზენტაციაზე მუდმივად ვზრუნავ და რა თქმა უნდა, ახლაც ვიზრუნებ...
– დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისათვის, ისტორიაში შეგვიპატიჟეთ და ახლა ძნელია უკან, „მარტივად“ დაბრუნება. ბევრ რამეზე დამაფიქრეთ, ახლებურად შევხედე ქართულ საბრძოლო იარაღს... ღირსეულ საქმეს ემსახურებით, ვაჟკაცურს, შრომატევადს... გოჩა, გისურვებთ წარმატებებს და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი დიდი ნიჭისათვის, საქართველოს სახელის პოპულარიზაციისთვის...
– დიდი მადლობა თქვენ და თქვენს ჟურნალს, თბილისში შეხვედრამდე...

ესაუბრა მზეხა მახარაძე


ჟურნალი «პირველი» ესაუბრა
ეროვნული მუზეუმის იარაღისა და ძვირფასი ლითონების
ფონდის კურატორს მამუკა ქაფიანიძეს:

– მეფე ერეკლეს ხმლის საავტორო ასლის დასრულების შემდეგ როგორი იქნება ეროვნული მუზეუმის პოზიცია? ამ ექსპონატზე საავტორო უფლება ოფიციალურად აქვს როგორც მის შემსრულებელს, ისე ეროვნულ მუზეუმს...
– დიახ ასეა. მიხარია, რომ ქართველი დიდოსტატი ასეთი რუდუნებით ეკიდება ამ საქმეს. როცა გოჩა ლაღიძე მუზეუმში მოვიდა, თეთრი ხელთათმანებით შეეხო ხმლის ორიგინალს და მახსოვს თქვა: „ექსპონატებს შიშველი ხელით შეხება აზიანებსო“... ფოტოები გადაუღო, გაზომა, ისეთი პატივისცემით ექცეოდა ამ ნივთს, დამიჯერეთ, ყურებად ღირდა. გარდა იმისა, რომ დიდი პროფესიონალია და ევროპაში მას რესტავრაცია-კონსერვაციის საქმეში კონკურენტი არ მოეძებნება, რაღაც სხვანაირი გული უდევს – ქართულად რომ ძგერს. თქვენ მეკითხებით: – რატომ ვენდეთ? მე გპასუხობთ: გოჩა ლაღიძის სახელის უკან ავტორიტეტი დგას, მას კარგად იცნობს კოტე ჩოლოყაშვილი, სულ თავიდან ზურაბ წერეთლის შეკვეთებზე მუშაობდა, ევროპის მუზეუმები მხოლოდ მას უკვეთავენ იშვიათი ექსპონატების საავტორო ასლებს და ჩვენ რატომ არ უნდა დავაფასოთ? ეს ყველაფერი საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ გოჩას მივენდოთ.
– მამუკა, მაშინ საინტერესოა, რატომ არ აფინანსებს ეროვნული მუზეუმი ამ პროექტს?
– ფინანსებზე თავიდან არ ყოფილა ლაპარაკი. ეს საავტორო ასლი გოჩას ინიციატივით და მონდომებით კეთდება, დასრულების მერე რა ბედი ეწევა, ეს მუზეუმის ადმინისტრაციასთან და გენერალურ დირექტორთან შეთანხმდება. პრეზენტაციის შემდეგ გადაწყდება, ასლს ეროვნული მუზეუმი შეისყიდის თუ აუქციონის წესით გაიყიდება... ჩვენ ჯერ არა ვართ იმ რეჟიმში, რომ ყოველ ნივთს ბოლომდე გავყვეთ იმიტომ, რომ მუზეუმში რემონტი ჯერ არ დასრულებულა, იარაღის ფონდიც არ გვაქვს მოწესრიგებული, ყუთებშია ყველაფერი ჩალაგებული. იმასაც გეტყვით, რომ ეს პროექტი დიდ თანხებთან არის დაკავშირებული: „ბულატის“ ფოლადის გამოჭედვა ევროპაში ძალიან ძვირი ღირს. გარდა იმისა, რომ ეს კოლოსალური შრომაა, ამ ფოლადს თავისი სტრუქტურა აქვს, რომელსაც დღეს ოსტატები ვეღარ აკეთებენ. გოჩამ ძალიან დიდ, მნიშვნელოვან, ამასთან სარისკო საქმეს მოჰკიდა ხელი. ხმლის ასლი ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ გეუბნებით, ხარისხით ორიგინალს არ ჩამოუვარდება.

უღრმეს მადლობას მოვახსენებ ჟურნალის პირველი-პროფესიონალი მთავარ რედაქტორს ქალბატონ ესმა კუნჭულიას ტექსტური მასალის და რამდენიმე ფოტო-სურათის გამოყენების ნებართვისთვის და ამავე ჟურნალის კულტურის განყოფილების რედაქტორს ქალბატონ თამარ მახარაძეს თანადგომისთვის.

პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი May 14 2009, 02:24 PM
პოსტი #307


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



დღეს წერილი მივიღე ერთერთი ფერეიდნელისაგან. ნახეთ unsure.gif

gamarjoba davo sadaxar? raogoaxar? guga rasiks? yvela maikitxe .
chven (me da chem dzma) 2 tves okan movalt sakartvelos da 10000 sorati mogidan kargia to ara? ikten sorati mogidan ra 10 celamdi veari naxo.
yvelani miyvarxart sakartveloshi gnaxav.
iranis tv gamachina ro sakartvelos xalxi ertmanetan shoylobdes . radom ?
kargad iyav.
ymertsebarebodet.

ისე უკვირთ ჩვენი ამბები, ისეთი სიყვარულით გვგულშემატკივრობენ, როო wub.gif



--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი May 15 2009, 07:22 PM
პოსტი #308


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



26 მაისისთვის ირანიდან ერთი ჯგუფი უნდა ჩამოსულიყო თბილისში. ახლა დამიმესიჯეს, სამინისტრომ თანხები არ გამოგვიყო და ჩვენ მაინც ჩვენი მანქანით მოვდივართო!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი May 20 2009, 09:25 PM
პოსტი #309


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მე მგონი გაგრძელებას აზრი არა აქვს....


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი May 21 2009, 12:14 AM
პოსტი #310


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



gugua
რის გაგრძელებას? huh.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი May 21 2009, 07:11 AM
პოსტი #311


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



საიტზე კი არ ვამბობ, ფორუმი მქონდა მხედველობაში... არავის შეხმიანების სურვილიც კი გასჩენია...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი May 21 2009, 03:17 PM
პოსტი #312


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



gugua
ხოო, ეგ შენ როგორც გადაწყვეტ...
ისე მე ამ ფორუმიდან გავიგე მაგ საიტის შესახებ და ძალიან აქტიურადაც გსტუმრობთ ხოლმე, მომწონს რასაც აკეთებთ smile.gif თან ფერეიდნელებიც ხო გავიცანი გასულ წელს და ინტერესი უფრო გამიღვივეს yes.gif

გაგაძლიეროს უფალმა ან ფერეიდნელების მსგავსად დაგემშვიდობები
ღმერთს ებარებოდე smile.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი May 21 2009, 09:22 PM
პოსტი #313


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



kesaria777-ს!
დიდი მადლობა ჩემო კარგო! ისე გამოვიდა თითქოს ხიდის მოაჯირზე შემდგარს ხელი შემაშველეთ... ამიტომ გავაგრძელებ, თუნდაც მარტო თქვენი ხათრით და უდიდესი პატივისცემით!

ყველას საღამო მშვიდობისა!
ახლა ორი ქვეთავი დავამატე... უფრო სწორად 122-ე და თუ თავს შეიკავებთ და 121-ს არ ნახავთ კარგი იქნება! უბრალოდ ეგ თემა გოჩა ლაღიძის შემდეგ უნდა ყოფილიყო. მასალა 65 გვერდიანია, 2-3 დღე ვეწვალები და ბოლომდე ვერ ჩავედი, არადა დღეს დილით ოთარ ზურაბიშვილისგან მივიღე ახალი ბიულეტინი, რომელიც თქვენც დაგაინტერესებთ!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი May 21 2009, 10:07 PM
პოსტი #314


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



gugua
გაგახაროთ ღმერთმა smile.gif
ისე მთლად კვალდაკვალ ვერ მოგყვებით sad.gif ჯერ კიდევ ბევრი რამ არ მინახავს თქვენს საიტზე, მარა ნელ-ნელა წამოგეწევით რაა a075.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი May 23 2009, 06:44 PM
პოსტი #315


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



როგორც იქნა დავამთავრე 121-ე ქვეთავი, თითქმის მთელი კვირა მოვუნდი, მაგრამ ერეკლე იმსახურებს ამას, სხვათაშორის ტელევიზორში მაია წყნეთელი გადის....


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი May 23 2009, 09:04 PM
პოსტი #316


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



ჩვენი ფორუმის მეგობარი,ფერეიდანელი ნასერ გუგუნაშვილი და ფორუმელები,დღეს,სამებაში smile.gif

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი May 24 2009, 01:36 AM
პოსტი #317


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



inaina
ეს როდის მოასწარით tongue.gif

კარგები ხართ kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif wub.gif




--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი May 24 2009, 09:00 AM
პოსტი #318


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



ციტატა(ა ნ უ კ ა @ May 24 2009, 02:36 AM) *

inaina
ეს როდის მოასწარით tongue.gif

კარგები ხართ kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif wub.gif

სამწუხაროდ ჩვენს ფორუმზე მომხდარი დიდი უბედურების გამო(ჯარისკაცის მეუღლის დაღუპვა)
ვერ შევძელი ნასერთან შეხვედრის უფრო კარგი ორგანიზება,მაგრამ ნასერი აქ კიდევ 10 დღე რჩება და იქნებ მოვძებნოთ დრო, ამ არაჩვეულებრივი ადამიანის გასაცნობად დანარჩენებმაც.
იმედი მაქვს ეს ამბავი უყურადღებოდ არ დარჩება და მოვახერხებთ მის წასვლამდე ერთი თბილი საღამოს მოწყობას კიდევ smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი May 24 2009, 01:40 PM
პოსტი #319


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



inaina-ს!
ნასერთან შეხვედრა რომ იყო დანიშნული 4 საათზე ვიცოდი, მაგრამ ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლა (სამსახური - კერძო სტრუქტურა). თუ კიდევ იქნება შეხვედრა (სასურველია სამსახურის შემდეგ) სიამოვნებით მოვალ.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი May 24 2009, 05:19 PM
პოსტი #320


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(inaina @ May 24 2009, 09:00 AM) *

სამწუხაროდ ჩვენს ფორუმზე მომხდარი დიდი უბედურების გამო(ჯარისკაცის მეუღლის დაღუპვა)
ვერ შევძელი ნასერთან შეხვედრის უფრო კარგი ორგანიზება,მაგრამ ნასერი აქ კიდევ 10 დღე რჩება და იქნებ მოვძებნოთ დრო, ამ არაჩვეულებრივი ადამიანის გასაცნობად დანარჩენებმაც.
იმედი მაქვს ეს ამბავი უყურადღებოდ არ დარჩება და მოვახერხებთ მის წასვლამდე ერთი თბილი საღამოს მოწყობას კიდევ smile.gif

ხო მესმის sad.gif

თუ რამეა არ გამომტოვოთ a075.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 14 15 16 17 18 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 10:07 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი