IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რუსული ეკლესიის პოზიცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით, „ოჯახის, დედობის დაცვის და ბავშვების საკითხთა პატრიარქის კომისია“ განც
Artem Chachanidze
პოსტი Feb 3 2021, 10:55 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 3-February 21
წევრი № 15,161



საზოგადოებაში ოჯახური ფასეულობების კრიზისის გადალახვის და ოჯახის ეკლესიური ხელშეწყობის მიზნით რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2011 წელს შექმნა „ოჯახის, დედობის დაცვის და ბავშვების საკითხთა პატრიარქის კომისია“. ქვემოთ მოყვანილია ამ კომისიის განცხადება, რომელიც ეხება ეკლესიის პოზიციას ვაქცინაციასთან დაკავშირებით.


„ბავშვის ჯანდაცვისა და იმუნოპროფილაქტიკის სფეროში მშობლების უფლებების შესახებ“

პარასკევი, 19 აპრილი 2019


ოჯახის, დედობის დაცვის და ბავშვების საკითხთა პატრიარქის კომისიის განცხადება:


“ოჯახის, დედობის დაცვის და ბავშვების საკითხთა პატრიარქის კომისიის” მისამართით შემოდის მომართვები თხოვნით, რომ კომენტარი გავაკეთოთ იმ ღონისძიებათა საჯარო განხილვაზე, რომელთაც ცალკეული კანონმდებლები, სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები და სპეციალისტები გვთავაზობენ პროფილაქტიკური აცრებით მოსახლეობის, პირველ რიგში ბავშვების, მოცვის გაზრდის მიზნით.

ბოლო დროს მაღალი დონის ღონისძიებებზე საჯარო განხილვისათვის წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა ზომები, მათ შორის:

• შეიზღუდოს მშობლების უფლება - მისცენ ინფორმირებული ნებაყოფლობითი თანხმობა მათი ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარებაზე, ან უარი თქვან მასზე;

• შეიზღუდოს აუცრელი ბავშვებისათვის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეცადინეობებზე დასწრების უფლება;

• ბავშებისათვის შემოღებულ იქნას აცრების სავალდებულო პასპორტები (მათ შორის ელექტრონული) და დაფიქსირდეს მათში ამა თუ იმ აცრებზე უარის თქმის მიზეზები;

• შეიზღუდოს ვაქცინოპროფილაქტიკისადმი კრიტიკული ინფორმაციის გავრცელება;

ამასთან დაკავშირებით პატრიარქის კომისია საჭიროდ მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:

„მართლმადიდებლური ეკლესია მუდმივად დიდი პატივისცემითაა გამსჭვალული იმ საექიმო საქმიანობისადმი, რომლის საფუძველშიცაა ადამიანთა ტანჯვის არიდებისაკენ და შემსუბუქებისაკენ მიმართული სიყვარულის მსახურება“[1]. მედიცინის მიღწევების წყალობით, მათ შორის პროფილაქტიკის დარგში, შესაძლებელი გახდა მრავალი ავადმყოფობის თავიდან აცილება და მკურნალობა და ასევე ამ ავადმყოფობების მიერ ადამიანებისათვის მინიჭებული ტანჯვის მნიშვნელოვნად შემსუბუქება.

ეკლესია არ აფასებს ამა თუ იმ კონკრეტული სამედიცინო ჩარევებისა, თუ პრეპარატების ეფექტიანობასა და გვერდითი ეფექტების რისკის ხარისხს. ასეთი შეფასება სამეცნიერო მტკიცებულებების სტანდარტებზე და სპეციალისტების თავისუფალ აკადემიურ დისკუსიებზე დაფუძნებული კვლევების საგანია. ამასთან „ეკლესია აფრთხილებს ნებისმიერი სამეცნიერო თეორიების აბსოლუტიზაციის მცდელობების საფრთხის შესახებ“[2]. იგი შეახსენებს, რომ მეცნიერული შეხედულებები ვითარდებიან და ისინი ყოველთვის ღიაა დასაბუთებული კრიტიკისათვის, რომელსაც სავსებით შეუძლია გამოიწვიოს ჩვეული წარმოდგენების კორექცია და ზოგჯერ გადასინჯვაც კი.

ამასთან ეკლესიას არ შეუძლია ჩამოშორდეს ადამიანური მოღვაწეობის ამ სფეროს ზნეობრივი ასპექტების შეფასებას. მისი პოზიცია ეფუძნება შემდეგ პრინციპს: “პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს პიროვნების ღირსების, მისი არჩევანის თავისუფლების და მისი ხელშეუხებლობის პატივისცემას. ყველაზე კეთილი მიზნებისთვისაც კი დაუშვებელია ადმიანით მანიპულირება“[3].

ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი ჯანმრთელობის ჩათვლით, ღმერთის მიერ უპირველეს ყოვლისა მშობლებისთვისაა მინდობილი. მათი კეთილსინდისიერების პრეზუმფციიდან გამომდინარე, სახელმწიფომ და საზოგადოებამ პატივი უნდა სცენ მშობელთა ამ პრივილეგირებულ უფლებასა და პასუხისმგებლობას. სწორედ მშობლები უნდა იღებდნენ ბავშვების აღზრდასთან, სწავლებასთან და ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. ამ პრინციპიდან გამონაკლისს შეიძლება მხოლოდ მშობელთა აშკარად ბოროტგანზრახული, ან დანაშაულებრივი ქმედებები წარმოადგენდნენ.

ნიურნბერგის პროცესზე გასამართლდა ნაცისტთა დანაშაულებები, მათ შორის, მათ მიერ ადამიანებზე განხორციელებული იძულებითი საექიმო მანიპულაციები და ექსპერიმენტები. მართებული იქნება შეგახსენოთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის სამართლებრივ სისტემებში, სამედიცინო ჩარევაზე ინფორმირებული ნებაყოფლობითი თანხმობის აუცილებლობის და მასზე ურის თქმის უფლების აღიარება ხსენებული სასამართლო პროცესის შედეგს წარმოადგენს. მას შემდეგ ამ ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების პატივისცემა ყოველი ნორმალური საზოგადოების ჩვეულ ნიშან-თვისებად იქცა.

ამ პრინციპებს ცნობს რუსეთის კანონმდებლობა. მთელ რიგ ფედერალურ კანონებში გამოცხადებულია მშობლების უფლება - მისცენ ინფორმირებული ნებაყოფლობითი თანხმობა მათ ბავშვებთან დაკავშირებულ სამედიცინო ჩარევაზე (პროფილაქტიკური აცრების ჩათვლით), ან უარი თქვან მასზე [4].

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინფექციური დაავადებების რისკთან ერთად არსებობს პროფილაქტიკური აცრების ჩატარების შედეგად გართულებების რისკიც, მათ შორის სერიოზული გართულებების - ლეტალური დასასრულის ჩათვლით. ასეთ სიტუაციაში სწორედ თავად პაციენტები, ხოლო ბავშვის შემთხვევაში მისი მშობლები, უნდა აკეთებდნენ არჩევანს, მას შემდეგ, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გაითვალისწინებენ სპეციალისტთა რეკომენდაციებს, ისევე როგორც განსხვავებულ ინფორმაციას. არავის აქვს ამ არჩევანის მათ ნაცვლად გაკეთების უფლება, მაშინაც კი, თუ იგი ხელმძღვანელობს მისეულად გაგებული ბავშვის კეთილდღეობით.

პატრიარქის კომისია მიიჩნევს, რომ:

1. მშობლებს უნდა შეუნარჩუნდეთ უფლება მათი ბავშვების ჯანდაცვასთან დაკავშირებით (პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ჩათვლით) მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები ისე, რომ არ მოექცნენ რაიმენაირი ზეწოლის ქვეშ. ამ უფლების გამოყენების გამო მშობლების დევნა დაუშვებელია.

2. მშობლები არ უნდა იყვნენ რაიმე ფორმით ძალდატანებულნი განაცხადონ მიზეზები, რომელსაც ეფუძნება მათი ესა თუ ის არჩევანი. სამედიცინო ჩარევის, ან მასზე უარის თქმის ფაქტი უნდა დარჩეს კანონით დაცულ საექიმო საიდუმლოდ.

3. ბავშვების განათლების მიღების უფლება, საგანმანათლებლო ორგანიზაციებში სწავლების შესაძლებლობის ჩათვლით, არ უნდა იქნას შეზღუდული იმ საფუძვლით, რომ მშობლებმა უარი თქვეს მათთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარებაზე. აქ გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც მასობრივი ინფექციური დაავადებები ჩნდება, ან არსებობს ეპიდემიების წარმოქმნის უშუალო საფრთხე.

4. მშობლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად მიიღონ და შეაფასონ სხვადასხვა ინფორმაცია (კრიტიკულის ჩათვლით) და ამაზე დაყრდნობით მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილებები. ვაქცინოპროფილაქტიკასთან დაკავშირებული კრიტიკული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა არ შეუწყობს ხელს სპეციალისტებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ მშობლების ნდობის გაზრდას. ასეთ ნდობას ხელს შეუწყობს მხოლოდ პატიოსნად და ღიად, სრული, გადამოწმებული და საიმედო ინფორმაციის მიწოდება მშობლებისათვის, მათ შორის ინფორმაციისა, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინოპროფილაქტიკის, ან კონკრეტული აცრის, რისკებთან.

აქედან გამომდინარე ოჯახის, დედობის დაცვის და ბავშვების საკითხთა პატრიარქის კომისია ვერ დაუჭერს მხარს ზემოთ ჩამოთვლილ ზომებს.

___

[1] რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლები, XI.1.

[2] იქვე, XI.3.

[3] იქვე, XI.3.

[4] „მოქალაქეთა ჯანდაცვის საფუძვლების შესახებ“ ფედერალური კანონის მე-20 მუხლი ნაწ. 2, „ინფექციურ დაავადებათა იმუნოპროფილაქტიკის შესახებ“ ფედერალური კანონის მე-5 მუხლის პუნქტი 1 და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი, „რუსეთის ფედერაციაში ტუბერკულოზის თავიდან არიდების შესახებ“ ფედერალური კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი და ა.შ.


რუსულენოვანი ორიგინალი: http://pk-semya.ru/novosti/item/7319-o-pravakh-roditelej-v-sfere-zaboty-o-zdorove-rebenka-i-immunoprofilaktiki.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
factorysaleoutlet
პოსტი Mar 26 2022, 04:47 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 8
რეგისტრ.: 26-March 22
წევრი № 15,276



Ray Ban Outlet
Ray Bans Outlet
Ray Bans
Rolex Watches
Adidas Yeezy
Adidas Yeezy
Yeezy Shoes
New Yeezys
Ray Bans
Ray Bans UK
Ray Ban Glasses
Ray Ban Sunglasses
Ray Ban Outlet
Ray Bans Outlet
Nike Outlet
Ray-Ban Sunglasses
Nike Factory
Yeezys
Ray Ban Sunglasses
Nike Outlet Online
Nike Outlet
Yeezy Shoes
Nike Trainers
Nike UK
Yeezy
Rolex
Rolex Watches
Pandora Jewelry
Pandora Charms
Pandora Jewelry
Pandora Charms
Travis Scott Jordan 1
Air Jordans
Jordan 11
Jordan 11
Jordans Shoes
Moncler Outlet
Off White
Yeezy 450
Yeezy 500
Nike Outlet
Jordans 4
Jordan Retro 4
Jordan Shoes
Yeezy
Yeezy 700
Yeezy Supply
Off White Shoes
NFL Jerseys
Retro Jordans
Nike Air Jordan
Jordan Shoes
Jordans Shoes
Yeezy 350 V2
Adidas Yeezy
Yeezy
Yeezy 700
Yeezy
Nike Outlet
Yeezy
Yeezy Foam Runner
Nike Outlet
Nike Outlet
Jordan AJ 1
UNC Jordan 1
Jordan 13
Jordan AJ 1
Yeezy Supply
Yeezy Zebra
Jordan 5
Jordan 1 Low
Air Jordans
Pandora Charms
Adidas UK
Adidas Yeezy
Yeezy 350
Jordan 1
YEEZY SUPPLY
Nike Shoes
Nike Outlet
Pandora Outlet
Jordan Shoes
Air Jordan 4
Adidas Yeezy
Air Jordan 11
Air Jordan 1
Nike Jordans
Jordan 1s
Pandora UK
Nike Jordan 1
Jordan 1
Yeezy Slides
Nike Air VaporMax
Nike Vapormax Flyknit
Air Jordan 1 Mid
Adidas yeezy
Adidas Yeezy
Yeezy 350
Nike Shoes
Nike Outlet
Yeezy
NFL Shop Official Online Store
Nike UK
Yeezy
Yeezy 350
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 02:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი