თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ქრისტიანული ცხოვრების არსი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 09:43 PM

თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ქრისტიანული ცხოვრების არსი?


"ქრისტიანული ცხოვრება ვნებებთან ბრძოლაა. ვნებები იმაზე დამოკიდებულებაა, რაც ღმერთი არ არის, ასეთებია: სამოთხის ნაცვლად მატერიალურის, ზეციერის ნაცვლად მიწიერის სიყვარული"

/ღირსი მაქსიმე აღმსარებელი/


"თუ გვინდა რომ ნამდვილი ქრისტიანები ვიყოთ, საქმეებით უნდა მივემსგავსოთ ფარისეველს, ხოლო სინანულით მეზვერეს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 3 2015, 09:59 PM

ვფიქრობ ქრისტეანული ცხოვრების არსი ანუ მიზანი მერმის ცხოვრებაში ქრისტესთან ერთად მყოფობაა: „მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ" (ინ.17,24). ქრისტე ღმერთი ადამიანური ბუნებით ყოვლადწმიდა სამების წიაღშია და ადამიანის ცხოვნება ნიშნავს მამასთან, ძესთან, სულიწმიდასთან და ცხოვნებულ ადამიანებთან მყოფობას. ესაა სასუფეველი. მთელი ქრისტეანული ღმრთისმეტყველება და ასკეტიკა საშუალებებია ამ მიზნის მისაღწევად.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 10:08 PM

ციტატა(lingvo @ Aug 3 2015, 10:59 PM) *

ვფიქრობ ქრისტეანული ცხოვრების არსი ანუ მიზანი მერმის ცხოვრებაში ქრისტესთან ერთად მყოფობაა: „მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაჲთა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ" (ინ.17,24). ქრისტე ღმერთი ადამიანური ბუნებით ყოვლადწმიდა სამების წიაღშია და ადამიანის ცხოვნება ნიშნავს მამასთან, ძესთან, სულიწმიდასთან და ცხოვნებულ ადამიანებთან მყოფობას. ესაა სასუფეველი. მთელი ქრისტეანული ღმრთისმეტყველება და ასკეტიკა საშუალებებია ამ მიზნის მისაღწევად.


ჭეშმარიტებას ამბობ, ვახო mpua.gif ძალიან ლამაზად არის შენი აზრი ნათქვამი smile.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2015, 04:40 PM

"ჩვენ გვაქვს დიდი პასუხისმგებლობა, ვიყოთ "ყველაფერი ყველასთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2015, 09:31 PM

"ყოველი ადამიანი, ვალდებულია, საკუთარი გონების სარკეში ჩაიხედოს და გაარკვიოს - "თუ რაი არს იგი, ანუ რაისათვის იშობვის, ანუ რასა ზედა დაფუძნებულ არს ცხოვრება მისი"

/ალექსანდრე ამილახვარი (1750-1802/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2015, 09:40 PM

"ცხოვრება სისავსით შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეში და ქრისტეს მეშვეობით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 01:32 PM

"თუ ჩვენ გარშემო არა გვყვანან მორწმუნე და კეთილი ადამიანები, ჩათვალეთ რომ ისევ ჩვენი ბრალია, რამეთუ შესაბამის მაგალითს არ ვუჩვენებთ, შესაბამისად არ ვცხოვრობთ. ამიტომ ვამბობ, რომ ტყუილებში ვართ ჩაძირულნი. მხოლოდ თავს ვიტყუებთ"

/დეკ. გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 08:20 PM

"დავაკვირდეთ ჩვენ საქციელს, ჩვენ ცხოვრებას და თუნდაც ამ წამიდან წინ გადავდგათ ნაბიჯი"

/დეკ. გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 09:50 PM

"ნუ გაატარებ შენს წუთისოფელს შიშსა და შურში"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2015, 09:28 PM

ქრისტიანული ცხოვრების არსია, "ცხოვრება უზადოდ გაატაროს ადამიანმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2015, 03:38 PM

"მრავალნი გარყვნილებაში ატარებენ ცხოვრებას, თითქოს სინდისის ანესთეზირება უნდათ, რათა ის სავსებით უგრძნობელი გახდეს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 04:19 PM


„ცხოვრება - დიდი საიდუმლო,

ადამიანის ცხოვრება - ძიების პროცესი“

/პატიმრის წერილიდან/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 09:13 PM

Вся жизнь есть дивная тайна, известная только одному Богу. Нет в жизни случайных сцеплений, обстоятельств: все промыслительно. Замечайте события вашей жизни. Во всем есть глубокий смысл. Сейчас вам не понятны они, а впоследствии многое откроется.

Преп. Варсонофий Оптинский

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2015, 08:47 PM

"...სიკვდილისა და შობის ჟამს შორის
საფლავზე ვიდრე გაჩნდება ტირე..."

/ნინო სპანდერაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2015, 10:03 PM

"რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ, მით უკეთესი. მერე მშვიდად გაატარებ დარჩენილ დროს. თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე - სიკვდილისთვის რომ მოემზადოს. მოსამზადებელი დროა, როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. თუ დროში ვერ ჩაეტიე, ჩაიჭრები, ანუ ღირსეულად ვერ მოკვდები... ყველას ვუსურვებ, იპოვოს სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით".

/ოთარ ჭილაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 08:57 PM

"საწინდარი იმისა, რომ ვინმე ნამდვილ სულიერ ცხოვრებას ეწევა, არის ის, რომ იგი დიდად მკაცრია საკუთარი თავის მიმართ და ბევრად შემწყნარებელი სხვებისადმი"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 05:16 PM

"თუ გინდა გიცნობდეს ღმერთი, შეძლებისამებრ უცნობი დარჩი კაცთათვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2015, 12:11 PM

"კეთილი საქმეების კეთება, საკუთარი ცხოვრების წესის სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2015, 08:19 PM

"ხელსაქმობდე, საუბრობდე თუ ზრახვიდე, ეცადე არვის ვნებდე"

/ღირსი ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2015, 08:21 PM

"სამოთხის კარი გაგვეხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ვიცხოვრებთ მართლმადიდებლური ცხოვრების წესით და ვივლით უფლის გზაზე, რომელიც "ფრიად იწრო და საჭირო არს".

/ხელოვნებათმცოდნე ქეთევან აბაშიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2015, 09:06 PM

"ადამიანი გაორებული არ უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს მთლიანი და არა დანაწევრებული ცნობიერება. ქრისტიანი ყველგან ქრისტიანულად უნდა იქცეოდეს. ზოგი ოჯახში ისე ცხოვრობს, თითქოს არც გაუგია ქრისტიანობის შესახებ, ეკლესიაში კი თავდაჭერილად იქცევა. ყოველთვის გვახსოვდეს, შინ ვიქნებით, ქუჩაში თუ ეკლესიაში, ყველგან უფლის თვალთახედვის ქვეშ ვიმყოფებით".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2015, 07:49 PM

"ცხოვრების საზრისი ჭეშმარიტი ღმერთის აღიარებაში მდგომარეობს. მიხვიდე ღვთის მცნობელობამდე, აკეთო ყველაფერი არა საკუთარი ეგოცენტრული მიზნებისა და პირადი კეთილდღეობისთვის, არამედ ღვთის სადიდებლად - აი, ეს არის ჭეშმარიტი ცხორების საზრისი".

/დეკ. გიორგი (სხირტლაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 01:08 PM

"ღირსი ჭაბუკი [სვიმეონ მესვეტე (უცმროსი)], თავისი ანგელოზებრივი ცხოვრებით, მზესავით ანათებდა. სულ უფრო მეტად შორდებოდა ყველაფერს მიწიურს და უახლოვდებოდა ციურს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 02:37 PM

"საუკუნო ცხოვრების შაბათს ჩვენ განვისვენებთ შენში"

/წმ. ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 07:05 PM

"ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ფუსფუსზე ამაღლება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2015, 10:20 PM

"მიწიერი ცხოვრების გაფართოებით არ შევიმციროთ ზეციური სახლნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 09:30 PM

Духовная жизнь и есть настоящая жизнь. Все остальное – прах.

Святитель Николай Сербский

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2015, 01:00 PM

"შეიძლება პირდაპირ ითქვას: სიამენი ქრისტიანის ცხოვრების არასწორი, ხოლო მწუხარება - სწორი მიმართულების მაჩვენებელია"

/წმ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2015, 08:26 PM

"ჩვენი ცხოვრება სიზმარს ჰგავს, სიკვდილი - გამოღვიძებას"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2015, 12:34 PM

"ცხოვრებას აცისკროვნებს სული, საქმით მეტყველი"

/წმ. ილია მართალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2015, 11:09 PM

"მრავალი ფიქრობს, რომ ქრისტიანობა ისეთივეა, როგორც ცხოვრების სხვა სახეები, მაგრამ ეს ასე არაა. იგი იწყება სინანულით, მწიფდება ვნებებთან ბრძოლით და მთავრდება უმანკო შინაგანი ადამიანის ქრისტესთან თანაჯვარცმით, ღმერთში ჩაძირვით"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2015, 09:24 PM

"თუ სწორად ცხოვრება გვსურს, მუდამ უნდა ვიყოთ ღმერთთან, მუდამ უნდა გვქონდეს განცდა მისი სიახლოვისა".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2015, 01:34 PM

"შენი ცხოვრების აღწერა - სასწაულთა ზღვის სხვათათვის ჩვენებას ნიშნავს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 09:13 PM

"მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ საკუთარ თავს კი არა, ღმერთს ვეკუთვნით და ერთადერთი უფლება გვაქვს: მთელი სხეულითა და სულით, მთელი არსებით ყოველ წამს მხოლოდ უფლისა ვიყოთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 02:46 PM

"ცხოვრება ისე განვლო, რომ არაფრად მიიჩნია ყოველგვარი მიწიერი. ამაში დასარწმუნებლად მასთან საუბარიც არ გჭირდებოდა, მხოლოდ უნდა შეგეხედა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 04:05 PM

„ისინი ისე ცხოვრობდნენ, თითქოს არ არსებობდნენ“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2015, 07:23 PM

"თუ შენ ქრისტეს აღუთქვი, რომ ვიწრო და ძნელი ბილიკით ივლიდი, მაშინ კუჭიც შეავიწროვე, რადგან მისი გაფართოება და პატივისცემა აღთქმას დაგარღვევინებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2015, 11:16 PM

"ჩვენს პირად ღმერთთან ურთიერთობაში, მხოლოდ ერთი მხრის ნებით არაფერი ხორციელდება, აქ ყოველთვის ორი მხარის თანხმობასთან, თანაქმედებასთან, სინერგიასთან, ორი - ღმერთისა და ადამიანის ნების ერთობასთან გვაქვს საქმე და ჩვენი ცხოვრების არსიც - სწორედ ესაა".

/არქიმანდრიტი სოფრონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2015, 11:11 PM

"ღვთივსათნო ცხოვრება იცავს ადამიანს ჭეშმარიტი გზიდან აცდენისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2015, 02:43 PM

"უნდა ვიფიქროთ ცხოვრების საზრისზე და არა მის უაზრობაზე. როდესაც ცხოვრები საზრისი გვეცოდინება, ცხადი გახდება, თუ როგორ შევუსაბამოთ მას ყოველივე დანარჩენი, რადგანაც ადამიანის ნებისყოფა, გრძნობა და აზრი სწორედ ცხოვრების საზრისის ძიების ძალისხმევას მოჰყავს მოძრაობაში".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 12:15 PM

"საერთოდ, ჩვენი ცხოვრების მიზანია, ვიყოთ მახარებლები; აუცილებლად, ყოველდღე, რაღაც სიხარული უნდა მივუტანოთ სხვას; თუ საქმით არა, სიტყვით მაინც და დღეს - განსაკუთრებით".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2015, 04:04 PM

"გადახლართული ძაფები ცხოვრების ქსოვილში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 07:24 PM

"მთელი ცხოვრება უნდა დავდოთ სხვებისთვის. თუ გვინდა ჭეშმარიტად უფლის მოწაფენი ვიყოთ, თუ გვინდა მართლა ქრისტიანები ვიყოთ და უფალთან დავიმკვიდროთ, მაშინ მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა შევწიროთ ადამიანთა სამსახურს, მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა შევწიროთ ღვთის სამსახურს, მატერიალურ სამყაროში ორგვარი მსახურებაა, ერთი სულიერი - რომლითაც ღმერთს ვემსახურებით და მეორე მიწიერი, ხორციელი, - რომლითაც დაუცხრომელად უნდა ვემსახუროთ ღვთის შექმნილ არსებებს, ადამიანებს, როგორც უფალმა დასდო თავი თვისი ადამიანებისთვის, ასევე ჩვენც, მთელი სიცოცხლე შევწიროთ ადამიანთა სამსახურს, ხოლო მთელი ჩვენი გული, აზრი და გონება - უფლის მსახურებას"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2016, 01:02 PM

"რომ დავიბადეთ და დავდივართ, ვხედავთ, ვსუნთქავთ და გვიყვარს, რომ ვაზროვნებთ და შეგვიძლია ამა თუ იმ საქმის კეთება, ეს ხომ უფლის წყალობაა?! ხომ შეიძლება ერთ წუთში დავკარგოთ თვალის ჩინი, ან განსჯის უნარი, ან მოძრაობის შესაძლებლობა... და მერეღა მივხდებით, რა უმადურნი ვყოფილვართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2016, 05:24 PM

"ეკლესიური ცხოვრებით ადამიანი ცოდვებისგან იწმინდება. აღსარებით, ზიარებით, მარხვით, ლოცვით, იმოსება მადლით, ღვთისგან შემწეობას იღებს და უფალი სწყალობს და შეეწევა. უფალი ამბობს: "მე თქვენთან ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა". ყველაზე დიდი უბედურება უღმერთობაა. ღმერთს თუ განუდგა კაცი, რაღა მოუტანს ბედნიერებას? ადამიანის უბედურების სათავე ყოველთვის იყო ღმერთისგან დაშორება. წყარო სიხარულის, ბედნიერებისა, მხოლოდ უფალია".

/არქიმანდრიტი ბიძინა (ქობალია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2016, 07:35 PM

"ის, რომ ხარ ქრისტიანი, ნიშნავს, უშუალოდ ღმერთთან შეხვედრის მოლოდინში ხარ და უფალს უეჭველად შეხვდები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2016, 10:58 PM

"გქონდეს სიკვდილის უნარი ამქვეყნიურისათვის - ეს ხელოვნებაა ცხოვრებისა".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 10:45 PM

"ჩვენ გვჭირდება ცოცხალი ცოდნა და ნათელი რწმენა, და მხოლოდ მათი სინთეზი და განუყოფელი კავშირი მოგვცემს შემოქმედებითი ცხოვრების შესაძლებლობას, რამეთუ ცხოვრებას რწმენით ფრთაშესხმული ბრძენი ადამიანები ქმნიან".

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2016, 11:10 PM

"უღმერთოდ სახლამდეც ვერ მიხვალ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2016, 08:01 PM

"ქრისტიანი ქალის ცხოვრებას ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვასთან ერთად, ხელსაქმეც უნდა ამშვენებდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2016, 04:13 PM

"სიცოცხლის აზრი - გაულამაზო სიცოცხლე სხვას".

/ინგა გულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2016, 11:00 PM

"ჩვენ გვევალება იმედიანობა. ქრისტიანობა ეს არის. არ შეიძლება ქრისტიანი უიმედოდ იყოს".

/რევაზ სირაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2016, 12:31 PM

"რელიგიურ ცხოვრებაში უპასუხისმგებლობა უპატიებელ ცოდვად გადაიქცევა - ეს კი სულიწმინდის წინააღმდეგ მომქმედი ცოდვაა".

/ი. ილინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2016, 05:14 PM

"თუ გსურს, რომ უფალი გიცნობდეს, შეძლებისდაგვარად ადამიანთათვის უცნობად დარჩი".

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 12:12 PM

"ადამიანს გული დამძიმებული აქვს, რადგან არ იცის, როგორ იცხოვროს, როდესაც ძალიან ახლობელი გარდაიცვლება ან ჩვენი საქციელით გვეკარგება გულიდან და საერთოდ იშლება. ვწუხვართ, ცეცხლში ვიწვებით და საკუთარ თავს ვეკითხებით: როგორ წარვმართო საკუთარი ცხოვრება? რისთვის გავჩნდი, თუ ტანჯვა მელოდა? რითი ვიხსნათ თავი ამ მდგომარეობიდან?

ეს იმიტომ მოხდა, რომ გული მივუძღვენით მთლიანად სიცარიელეს და უფლისთვის ადგილი არ დავტოვეთ. შევეცადოთ ცენტრალური ტახტი უფალს დავუთმოთ და შევიგრძნობთ უფრო მიღმიერ სიხარულს, ვიდრე ამსოფლისგან მონიჭებულ დროებით ლხენას.

მატერიის დაკარგვით მონიჭებული ტკივილი უფლისმიერ უნდა აღვივსოთ. უფალი ვიყოლიოთ გულში და ნებისმიერი "დანაკარგი" ტანჯვად არასდროს გვექცევა".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 05:10 PM

"იყავით უფლისთვის სათნონი და იგი გიბოძებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2016, 09:29 PM

"თუ კაცი სიმართლით ცხოვრობს, ღმერთი მის მხარეზეა, ხოლო თუ ამასთან ერთად გარკვეული კადნიერებაც აქვს ღვთის წინაშე, სასწაულები ხდება. სახარების მცნებებით ცხოვრების შემთხვევაში ადამიანი ქრისტესთან ერთად ცხოვრობს და აქვს უფლება, ჰქონდეს ღვთის შეწევნა".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Mar 5 2016, 09:47 PM

ქრისტიანის მიზანია შეიყვაროს ღმერთი მამა და ძე და მოყვასი თვისი , აქედან და ამის გარშემო ტრიალებს ყველაფერი მთელს ქვეყნიერებაში. თუ ქრისტიანს არ ესმის ის , თუ რა მძლავრად ავლენს სიყვარულს მამა ღმერთი თავისი მხოლოდშობილისადმი , მაშინ ის ვერასოდეს ვერ ჩასწვდება ღმერთის პიროვნებას , რომელიც უკიდურესად კაცთმოყვარეა! ყველაფერი უკიდურეს კაცთმოყვარებაზეა დამყარებული ქრისტიანობაში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2016, 01:50 PM

"აზრთა სიწმინდე და სულის უმანკოება - აი, სინამდვილეში რა აკეთილშობილებს ცხოვრებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2016, 10:23 PM

"ჩვენ, ქრისტიანები, ღვთითა ვართ ძლიერნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2016, 08:24 PM

"ჩვენ ძალიან ხშირად უღმერთოდ ვიმყოფებით. როცა ჩვენ ღმრთისათვის არასათნოდ ვიქცევით, ღმრთისათვის არასათნო მდგომარეობაში ვიმყოფებით, ყოველთვის უღმერთოდ ვართ. უნდა გვძულდეს უღმერთოდ გატარებული ყოველი წამი. ჩვენ ადრე ნათქვამი გვაქვს, ყოველი წამი უღმერთოდ იმას ნიშნავს, რომ შენ იმ მომენტში სულიერად მკვდარი ხარ. მაგრამ მკვდარი ვერაფერს გრძნობს. მოდი, ასე ვთქვათ: ყოველი წამი, გატარებული, ღმრთის გარეშე ყოფნის სიძულვილის გარეშე, დამღუპველია ადამიანისათვის და ყოველთვის უნდა შევუძახოთ ხოლმე საკუთარ თავს: გამოფხიზლდი, შენ ხომ ახლა ღმრთის გარეშე იმყოფები, შენ ხომ ახლა ღმერთი არ გახსოვს, შენ ხომ ახლა ისეთ რამეს სჩადიხარ, რაც ღმერთს არ მოეწონებოდა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2016, 03:44 PM

"ნურასოდეს იქნები შენით კმაყოფილი; ყოველთვის უმატე ღვაწლს, მუდამ იარე წინ, თუ იტყვი: საკმარისია, იცოდე, ამით დაიღუპები".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2016, 11:53 AM

"ჩვენი თავის აღქმა-შემეცნება არის ქრისტიანული ცხოვრების საფუძველი".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2016, 10:26 PM

"წმინდა მამები, როგორც ძვირფას მარგალიტს, ისე უფრთხილდებოდნენ მდუმარების ღვაწლს, ეს ერთ-ერთი მყარი საფუძველია შინაგანი ქრისტიანული ცხოვრებისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2016, 10:43 PM

"იგი იყო ძალზე მოსაგრე, მდუმარე, სერიოზული, ფხიზელი და ძალზე ყურადღებიანი საკუთარი ცხოვრების მიმართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2016, 05:04 PM

"არანაირი წარმატება არ გვექნება ჩვენ შინაგან ცხოვრებაში ორი რამის გარეშე. პირველი - ეს არის ლოცვითი ღვაწლი და მეორე - ეს არის მორჩილება".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 02:56 PM

"ხანდახან შედით ხოლმე თქვენს ოთახში, ჩამოჯექით სკამზე, მაცხოვრის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე და ისწავლეთ განმარტოება, თუნდაც რამდენიმე წუთი დღეში, ისწავლეთ საკუთარ თავთან საუბარი, უფალთან საუბარი თქვენი სიტყვებით. ასეთ დროს გაიგებთ, რა მოსწონს თქვენში უფალს და რა არ მოსწონს, რა გაქვთ გასაკეთებელი, რა დანაკლისი გაქვთ სულიერ ცხოვრებაში, რა პრობლემა გაქვთ, ყველაფერს გაგაგებინებთ უფალი, რადგან თქვენ მის წინაშე განმარტოვებდით. განმარტოება, საკუთარ თავში ჩაღრმავება ერთ-ერთი უდიდესი სათნოებათაგანია, როლის გარეშე, ისევე როგორც ლოცვის, ზიარების გარეშე, სულიერი წარმატება აბსოლუტურად შეუძლებელია".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 22 2016, 10:44 AM

"ამრიგად, ქრისტიანული ქმედების მიზანს არა მხოლოდ მართლმადიდებლური დოგმების შენახვა და მაღალზნეობრივი ცხოვრება, არამედ კიდევ ქრისტესთან ერთად საიდუმლო შინაგან ერთიანობაში ყოფნა წარმოადგენს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 06:33 PM

"არავის იმედი არ გქონდეს უფლისა და საკუთარი თავის გარდა. ისე იცხოვრეთ, ღმერთთან იყოთ წილნაყარი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2016, 09:25 AM

"ნუ დაჭლექიანდებით ცხოვრებისეული საზრუნავით, შვილებო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 11:36 AM

"მძიმე ცხოვრებამ დამაჩოქა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 11:53 AM

„მადლმოსილი ცხოვრება“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 12:08 PM

„ჩემი ცხოვრება ერთიანად სიხარული და მხიარულება გახდა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 07:29 PM

"იშრომე როგორც უკვდავმა და იცხოვრე ისე, თითქოს მზად იყო სიკვდილისთვის".

/წმ. პორფირე კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2016, 11:33 AM

"ცხოვრების წესით იყავით, ვითარცა ფარისეველნი, ხოლო შინაგანი მდგომარეობით და განწყობით - ვითარცა მეზვერე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2016, 09:33 PM

"შენ სულიერი თვალი აგეხილა უკვე, ხედავ საკუთარ თავს რეალურად, იწყებ სვლას ღმრთისაკენ და მოდის ნამდვილი სიხარული. როდესაც მე მაქვს ღმრთის იმედი, როდესაც "მამაო ჩვენოში" გულწრფელად ვამბობ: "იყავნ ნება შენი", როდესაც ვაცნობიერებ, რომ ჩემი დაცემული, უკაცრავად და, გაღორებული კუჭის, გაბინძურებული გულის, თავხედი გონების, ზარმაცი ხორცის ამყოლი კი არ არის ჩემი ნება, არამედ ღმრთის უწმინდესი ნების მიმდევარი ხდება.

ვხედავ, რომ მთელი ჩემი არსება, კუჭიც, გულიც, გონებაც ღმერთით იმართება, მის მფარველობაში გადადის. მაშინ, თავისთავად ცხადია, მე უკვე მექნება სიხარულიც, მხიარულებაც, ბედნიერებაც; თან ისეთი, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი წამართმევს. ეს არის გზა ცხონების, ეს არის სიხარულის გზა, ეს არის ბედნიერების გზა, რომლის შესახებაც ჩვენ მრავალგზის გვისაუბრია, და კვლავ ვისაუბრებთ, რადგან ეს არის ქრისტიანობა. ეს არ არის თეორია. ეს არის პრაქტიკა, ეს არის ცხოვრების წესი და უნდა ვეცადოთ, რომ ამგვარად ვიცხოვროთ, რათა ნამდვილად ბედნიერნი ვიყოთ".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2016, 01:27 PM

"უფალი სხვაგანაც ამბობს, მე იმას ვწამვარ, ვინც ჩემს მცნებებს აღასრულებსო. დიახაც, თუ ერთგული ხარ, მცნებებს აღასრულებ. როგორ შეიძლება, მცნება არ აღასრულო, რადგან შენთვის ქრისტეს მცნება იქნება არა სჯულის, არა კანონის, არამედ სიყვარულის აღსრულება. ნამდვილი მშობელი არ ჩათვლის კანონის აღსრულებად, ღამე რომ წამოდგეს შვილისათვის, ან საფენი გამოუცვალოს, ან აჭამოს და ასე შემდეგ. ეს არ არის კანონების შესრულება. რომელ დედას ამოუვა პირიდან , კანონებს ვასრულებ და სჯული მაქვს ასეთი, შვილს მოვუაროო. ეს მხოლოდ სიყვარულის გამოვლინებაა.

ღმრთის მცნებების აღსრულება, ზოგიერთ ჩვენთაგანს ასე რომ ეზარება ხოლმე: ლოცვა, წირვაზე დგომა, კვირაში ერთხელ წირვაზე მოსვლა, ეკლესიის კანონების მორჩილება რომ გვეზარება და კანონად ვთვლით, სინამდვილეში კანონი კი არ არის, არამედ სიყვარულის გარეგნული გამოვლინებაა. თუ შენ ცხოვრებას ისე გაივლი, რომ ეს შენთვის ბოლომდე კანონად დარჩება და არასოდეს გახდება სიყვარულის გამოვლინება, გაქვს კი მაშინ უფლება თავს ქრისტიანი უწოდო? სიყვარულის გამოვლინებაა - ლოცვა, ზიარება, წირვაზე დგომა. ამ შემთხვევაში ხარ ქრისტიანი და გწამს უფალი".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2016, 01:40 PM

"არ არსებობს იმაზე მაცხოვნებელი წესი ცხოვრებისა, ვიდრე ურთიერთის სიმძიმის ტარება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 01:36 PM

"იცხოვრეთ ისე, თითქოს თქვენ არ არსებობთ ამ ქვეყანაზე".

/მართალი ალექსეი მეჩოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 11:24 PM

"ქრისტიანის განძი, ეს რწმენის დიადი საიდუმლოა. ქრისტიანობის გული სიყვარულის არსშია. შურიანსაც ასეთი ნიშანი ადევს სხეულზე, რადგან ვიცით, მკვლელობის შემდეგ კაენს "დაადო უფალმა ნიშანი" (დაბ. 4,15). არჩევანი ჩვენზეა, გვინდა შურისმაძიებლად დავრჩეთ, თუ ძმათმოყვარედ, ქრისტიანად. უფალმა ისე გვაცხოვროს, რომ ჩვენი სამკერდე ნიშანი ქრისტე იყოს".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2016, 05:50 PM

"იცხოვრეთ უბრალოდ, მამის მკლავებში განაბული ბავშვივით. ღმერთზე მინდობაა განუწყვეტელი ლოცვა, რომელსაც კეთილი ნაყოფი აქვს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2016, 10:19 AM

"სულიერ ცხოვრებაში ზოგჯერ აუცილებელია საკუთარი თავის იძულება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 09:23 PM

"ქრისტიანული დევიზია: "მარადის საკუთარ თავზე მაღლა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2016, 11:40 AM

"ქრისტეში ცხოვრება განუწყვეტელი ბრძოლაა მადლის მოსაპოვებლად, მადლისა, რომელიც ჩვენს პიროვნებას გარდაქმნის. რათქმაუნდა, ამ ბრძოლაში ერთმანეთს ენაცვლებიან ადამიანის დაცემანი და აღდგომანი, მაგრამ გადარჩენის სუბიექტური და ობიექტური პირობები ადამიანისათვის უცვლელი რჩება და არასოდეს ერთმევა. ნეტარი, მადლმოსილი მდგომარეობა (რომელსაც შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს) არ ატარებს აბსოლუტურსა და უცვლელ ხასიათს, ეს დინამიკური რეალობაა, რომელსაც მრავალი წახნაგი აქვს".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2016, 11:56 AM

"მართლმადიდებლური ცხოვრების წესი ნათლად მიუთითებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა პირად დამსახურებას უფლის წინაშე, რათა შენდა სასიკეთოდ დამთავრდეს ყველაფერი. უფლის წყალობა, უფლის ნების გაგება დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, მოღვაწეობაზე. აზროვნება იწმინდება, სწორი მიმართულებით მიდის, როდესაც ადამიანი ცდილობს, ნაკლებად შესცოდოს. გონება რომ საღად მუშაობდეს, მსჯელობა გამართული იყოს, ამას დამსახურება უნდა. ეს უფლის წყალობაა და იგი, რამდენადაც შესაძლებელია, ღვთისთვის სათნო ცხოვრებით მიიღწევა".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2016, 10:38 AM

"ადამიანი ყველაფრით ამაყობს. ქრისტიანობა გვეუბნება, ნუ ამაყობ! პირიქით, თუ რამე სიკეთე მოგეცა, თუნდაც გარეგნობა ნიჭის სახით, ან ლამაზი ტანსაცმელი, ან რაიმე ნიჭიერება და ასე შემდეგ, ეს მეტი პასუხისმგებლობაა. რაში იყენებ შენს სილამაზეს, შენს სიმდიდრეს, ნიჭიერებას, შენს ხმას? რაში იყენებ, ადამიანო! საცხოვნებლად? ქრისტესთან ერთად დადიხარ ამ ყველაფრით? გუშინაც გითხარით - ყველაფერი ქრისტესთან და ქრისტეს გარეშე - არაფერი. გძინავს, გღვიძავს, ჭამ, სვამ, რასაც არ უნდა იქმოდე, ამბობს პავლე მოციქული, ყველაფერს ღმერთის სადიდებლად იქმოდეო".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2016, 01:40 PM

"სანამ ვსუნთქავთ, სანამ გული გვიცემს, სანამ ამ ქვეყანაზე ვარსებობთ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სიცოცხლის, ამქვეყნიური ცხოვრების დარჩენილი დრო იმისათვის გამოვიყენოთ, რომ უფრო მეტად და მეტად ვიგრძნოთ ჩვენი უფალი. რადგან ჩვენი ადამიანური ცხოვრების მიზანი სიცოცხლეა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2016, 12:11 PM

"ადამიანის მთელი ცხოვრება ცათა სასუფევლის სრულიად შეგნებული და კონცენტრირებული ქმედება და მოლოდინია".

/დიაკვანი პავლე გავრილიუკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2016, 10:05 AM

"ჩვენ, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანებს, გვაქვს ცხოვრების საზრისის პოვნის ბუნებრივი თვისება და ეს არის სინდისი - სამართლიანი განსჯა და თვითგანსჯა".

/დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2016, 02:21 PM

"ყოველდღიური ცხოვრების მელანქოლიური დინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2016, 10:30 AM

"რამეთუ ქრისტიანე რაჟამს საძულველ იქმნეს სოფლისაგან, მაშინ საყუარელ იქმნების ღმრთისა".


/წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 03:02 PM

"მე და შენ მკაცრად ვცხოვრობდით, ვიღვწოდით სისხლის დანთხევამდე, რათა საკუთარ თავში ღმერთი მოგვეპოვებინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2016, 11:00 PM

"ღმერთის გარეშე ცხოვრება მიწის სიღრმიდან ზედაპირზე ამოხეთქილი ჯოჯოხეთია".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2016, 05:48 PM

"ქრისტიანული ცხოვრების მიზანი, - გვასწავლის წმინდა სერაფიმ საროველი, - სწორედ სულიწმინდის მოპოვებაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 11:14 AM

"რატომ არის ასეთი რთული ჩვენთვის მართებული, ქრისტიანული, ღვაწლმოსილი ცხოვრება, რატომ უწოდებს მას უფალი უღელს? როგორ შეიძლება გავიაზროთ ამ ტვირთის სიმძიმე? ტვირთში პირდაპირი გაგებით მოიაზრება ის დამატებითი წონა, რომელიც გარეგანი და უსიამოვნოა ჩვენთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 01:18 PM

"რამდენად ძნელია, საკუთარი ცხოვრებით თანხმობა განაცხადო უფლის ერთგულებასა და სიყვარულზე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 02:08 PM

"ქრისტიანმა მხოლოდ თვითონ რომ იცხოვროს ქრისტიანული წესით, მარხვით, ლოცვით... არაფერი დააშავოს, უკვე დანაშაულია, რომ არ ქადაგებს, ქრისტიანობის გავრცელებას არ ცდილობს. ქადაგება კი ორგვარია - სიტყვით და ცხოვრებით".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 02:27 PM

"ჩვენ რომ კარგი ცხოვრება გვგონია, შესაძლოა, ის გამოდგეს უფლისთვის საძაგელი. საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნილებების სრულ უარყოფას უფალი არც გვთხოვს და ვერც შევძლებთ, მაგრამ უფლისთვის ზოგი რამის დათმობა უთუოდ გვმართებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2016, 09:08 PM

"ქრისტიანული სრულყოფის მისაღწევად განუწყვეტელი და დაუნდობელი უხილავი ბრძოლა გვმართებს როგორც საკუთარ თავთან, ისე ბოროტთან. თუ ნამდვილად გვსურს ამ უხილავ ბრძოლაში გამარჯვება და ჯეროვანი გვირგვინის მიღება, გულში ოთხი ამგვარი განწყობა და სულიერი ქმედება უნდა აღვიბეჭდოთ:

1) არასოდეს გვქონდეს საკუთარი თავის იმედი,
2) გულში ყოველთვის გვქონდეს სრული სასოება უფლისა,
3) განუწყვეტლივ ვიღვაწოთ,
4) გამუდმებით ვილოცოთ".

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2016, 09:25 PM

"ლოცვა-მჭვრეტელობითი ცხოვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2016, 11:10 AM

"სამი საღვთისმეტყველო სათნოება: ჭეშმარიტი რწმენა, ჭეშმარიტი ცოდნა და ქრისტესმიერი სიყვარული - არის ის, რაც ყველაზე ძლიერ იარაღს გვაძლევს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს სამი სათნოება დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ასე შეიარაღებულ ადამიანს ვერავინ და ვერაფერი ამარცხებს, მისი გულის კომპასი მუდმივად უფლისკენაა მიმართული".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2016, 10:01 PM

"მამა პორფირე ათონელი ამბობდა: - ბევრი იტყვის, რომ ქრისტიანული ცხოვრება უსიამოვნო და ძნელია, მე კი ვამბობ, რომ იგი სასიამოვნოა და მსუბუქია, მხოლოდ ორ პირობას ითხოვს: თავმდაბლობასა და სიყვარულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2016, 08:51 PM

"დატკბით სულიერი ცხოვრებით, - ხშირად იტყოდა მამა იერონიმე ეგინელი, - მასზე ტკბილი არაფერია. მკაცრია ზამთარი, სამოთხე კი მშვენიერია, სასტიკია ღვაწლი, გვირგივნი დიდებულია. მოღვაწეობის გარეშე ჩვენ სათნოებებს ვერ შევიძენთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2016, 08:10 PM

"მართლმადიდებელი ქრისტიანის მსახურება უფლისადმი მჟღავნდება როგორც ეკლესიურ, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2016, 08:09 PM

"...თუ მხოლოდ ცხოვრების ხმაურს ამოვეფარებით..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2016, 08:55 PM

"ჩვენი რწმენა ჩვენს ქცევაში, აზროვნებასა და ადამიანებთან ურთიერთობაში ვლინდება. ჩვენი საქმენი სახეა ჩვენი სულისა; ვცხოვრობთ ისე, როგორც გვწამს".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2016, 09:48 PM

"ის ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად ხმობს და ამასთან, ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს სიღარიბეს, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. ვინც სიმდიდრესა და ფუფუნებით ცხოვრების მოპოვებას ესწრაფვის, მას არ სურს იყოს ნამდვილი ქრისტიანი, რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის შეუძლებელია ამქვეყნად უპოვარებისა და გაჭირვების გარეშე ცხოვრება".

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2016, 11:11 AM

"შინაგანი ცხოვრება საფუძველთა საფუძველია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და განუყრელი საკუთრება მართლმადიდებელი ქრისტიანისა".

/სქემიიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2016, 12:46 PM

"ვასილი და ოლგა არასდროს არ ახვევდნენ თავს მოყვასთ საკუთარ შეხედულებებსა და სულიერ სიმკაცრეს - მათი ღვთივ-სათნო ქრისტიანული ცხოვრება თავისთავად წარმოადგენდა სამოძღვრო მაგალითს გარეშემომყოფი ადამიანებისათვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2016, 02:53 PM

"ეს იყო გარეშე თვალთაგან დაფარული ღვაწლი, აღსრულებადი შინაგანი განმხოლოებით, სადაც არ აქვთ ადგილი გაცხარებასა და გაღიზიანებას, მოწყინებასა და სასოწარკვეთას; ესაა ქმედითი სინანულის, მარხვისა და ლოცვის ყოველდღიური ღვაწლი; რეალური და ძალისაებრ აღსრულებადი საქმეები ქრისტესთვის და მოყვასის სიყვარულით; ესაა წყნარი, მაგრამ მტკიცე დგომა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში, რომელიც ბევრად უფრო დიდ სიმხნევესა და ვაჟკაცობას მოითხოვს, ვიდრე ამწუთიერი გაცხარება და ყველაზე ხმამაღალი, სხვათათვის გამოსაჩენი ღვაწლი და სასწაული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2016, 10:01 PM

"ადამიანი, მიუხედავად თავისი უმაღლესი და ბრწყინვალე საზოგადოებრივი მდგომარეობისა, სადათ და მარტივად უნდა ცხოვრობდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2016, 11:45 AM

"ქრისტიანს არ უნდა სძულდეს ცხოვრება, შეიგრძნობს რა, რაოდენ არასრულქმნილია იგი, პირქუში, ზოგჯერ სასტიკიც კი, მას მაინც უყვარდეს იგი, როგორც ღვთის უდიდესი ნიჭი და ესმოდეს, რომ ყოველ მოსურნეს შეუძლია, მისგან ბევრი რამ ისწავლოს.

ცხოვრება ასპარეზია, სადაც ჩვენ სიმართლისთვის ვებრძვით სიცრუეს და სიკეთისთვის - ბოროტებას. იგია განძი, ხშირად ადამიანების მიერ გაფლანგული; ცხოვრებისგან უნდა მივიღოთ სარგებლობა და როდესაც დადგება ჟამი, ღმერთს უნდა დავუბრუნოთ იქ, საიდანაც მივიღეთ. ცხოვრება - ნიადაგია, ხშირად ქარიშხლიანი და უამინდო, მაგრამ კეთილისმყოფელი წვიმებით ირწყვება. დაბოლოს, იგი ნიჭია ღვთისა; მაშ, რა უფლება მაქვს, მოვიძულო ეს ნიჭი და შევაჩვენო ის, რაც ღმერთმა აკურთხა?

ვიღაცამ თქვა: "ყოველდღიურად ეცადე, კაცთა ტანჯვის ვეებერთელა მთას თუნდაც მცირეოდენი წუხილი მოაკლო და ადამიანური სიხარულის პატარა ბორცვს რაიმე შემატო". ნუ შეიყვარებ ცხოვრებას ეგოისტურად, გიყვარდეს იგი უფლისა შენისთვის, რამეთუ სწორედ ესაა ბრძოლის ის ველი, სადაც შეძლებ ქრისტესთან იყო ცოდვის წინააღმდეგ. გახსოვდეს, რომ მხოლოდ მაშინ დაიწყება ნამდვილი ცხოვრება, როდესაც მას სრულად მიანდობ იმას, ვინც გიბოძა".

/"მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2016, 10:07 PM

"ხეს ქერქს თუ გავაცლით, აუცილებლად გახმება. მისი სიცოცხლე ქერქში არ არის, მაგრამ ქერქი მის შინაგან სიცოცხლეს იცავს. გარეგნული ქმედება ქრისტიანისა იგივეა, რაც ხისთვის ქერქი, რომელიც თითქოს არაფერს წარმოადგენს, შინაგანს კი სწორედ ის იცავს".

/დეკ. ზაქარია მაჩიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2016, 11:43 AM

"უნდა ვიცხოვროთ არა მსუბუქად, არამედ შევეცადოთ, ყველა ძალა, სულიერი იქნება თუ ფიზიკური, შეძლებისამებრ დავხარჯოთ. ძალების მაქსიმალური დახარჯვით კი არ ვიფიტებით, პირიქით, ვამრავლეთ მას".

/ალექსანდრე ელჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 08:27 PM

"გარეგანი ცხოვრების წესი შინაგანის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს".

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2016, 10:31 AM

"ქრისტესმიერი ქმედება ხორცისთვის მარხვა, მღვიძარება, ხოლო ბაგეთათვის ფსალმუნის თქმა და ლოცვა, ასევე სიტყვაზე უფრო აღმატებული მყუდროებაა. ხელით გარჯა იმას ეწოდება, რაც დრტვინვის გარეშე წრფელი გულით აღესრულება".

/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2016, 11:29 AM

"გულის და გონების განწმენდა, ღვთის წინაშე მართალი ცხოვრება ერთბაშად არ მიიღწევა. წმინდა მამებიც კი ეტაპობრივად მიიწევდნენ მაღალსულიერებისკენ. წლების მანძილზე მოსაგრეობდნენ უდაბნოში, რომ სხვადასხვა ცოდვა დაეთრგუნათ, გონება და აზრები განეწმინდათ. ერში მცხორებს უფრო გაუჭირდება ცოდვებთან ჭიდილი, მაგრამ მუშაკობა არ უნდა დავაკლოთ. დაცემის შემდეგ წამოდგომაზე ვიფიქროთ - სინანულით, ლოცვით, მარხვით... უფალი ადამიანში იწონებს მის მონდომებას, სწრაფვას სიკეთისკენ. მთავარია, გვქონდეს მოშურნეობა, მცდელობა უფლისკენ სვლისა, ადრე თუ გვიან, ისევ და ისევ ღვთის სახელის მოხმობით, უფლის შეწევნით, მართალი ცხოვრების ძალა მოგვეცემა".

/მამა ილია (გამყრელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 10:50 AM

"მოღვაწეობა ფარული წვაა ქრისტეთვის, რომელიც ხილული თვალით შეიძლება ძნელად ამოსაცნობი იყოს".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 11:05 AM

"ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება დიდად ჭირს, რადგან იგი ზნეობრივ სრულყოფას გულისხმობს, ზნეობრივი სრულყოფა კი - ტანჯვის დათმენას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 08:47 PM

"ცხოვრება, მართალია, ხანმოკლეა, მაგრამ თუ მოინდომებ, სახელი შენი იქნება მარადიული".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2016, 03:03 PM

"ეკლესიური ცხოვრებისას თავს იჩენს საყურადღებო კანონზომიერება. როცა იმსახურებ, უფლის შემწეობით, ადრე თუ გვიან იქმნება პირობები იმისა, რომ საკუთარი თავი გამოავლინო იმ საქმეში, რისთვისაც ხარ მოწოდებული, რის კეთებისკენაც ისწრაფვი".

/მამა დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 07:30 PM

"დაუტევე ამსოფლიური ჩვეულებები, ყოველი შენი ქმედება და ყოველი ნაბიჯი ისე აღასრულე, როგორც სახარებისეული კანონი ბრძანებს და სოფელში ისე იცხოვრებ, როგორც სახარებისეული კანონი ბრძანებს და სოფელში ისე იცხოვრებ, როგორც უდაბნოში; შენსა და სოფელს შორის ეს კანონი კედელივით აღიმართება, რის შედეგად სოფელს ვერ დაინახავ. ის შენს თვალწინ იქნება, მაგრამ არა შენთვის.

სოფელს ცვალებათა საკუთარი წესი ექნება, შენ კი - შენი წესრიგი. ის თეატრში წავა, შენ - ეკლესიაში; ის იცეკვებს, შენ მეტანიებს გააკეთებ; ის სასეირნოდ იქნება, შენ კი - სახლში, განმარტოებით; ის უქმადმეტყველებასა და სიცილ-ხარხარში იქნება, შენ კი - დუმილსა და უფლის ქებაში; ის სიამტკბილობაში იქნება, შენ - შრომაში; ის უსარგებლო რომანების კითხვაში იქნება, შენ - საღმრთო წერილისა და მამათა სწავლებების კითხვაში; ის მეჯლისებზე იქნება, ხოლო შენ - თანამოაზრეებთან ან სულიერ მამასთან საუბარში; ის ანგარებიან ანგარიშებში იქნება, შენ კი - თავგანწირვაში; ის ვნებიან ოცნებებში იქნება, შენ კი - საღმრთო ფიქრებში.

ამგვარად, ყველაფერში კანონები დაიწერე და ამასოფლის ჩვეულებათა საწინააღმდეგო ცხოვრების წესი შემოიღე; სოფელში ისე იქნები, როგორც უდაბნოში. არც შენ გამოჩნდები სოფელში, არც სოფელი გამოჩნდება შენში. მეუდაბნოე იქნება სოფელში, წმინდა მარიამის (ეგვიპტელის) მიმბაძველი გახდები უდაბნოში წაუსვლელად".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 06:48 PM

"შეიძულეთ სოფელი და ყველაფერი რაც მასშია, შეიძულეთ ყოველგვარი ხორციელი სიამოვნება; უარი თქვით ამ ცხოვრებაზე, რათა ღმრთისთვის იცხოვროთ; გახსოვდეთ, რას დაჰპირდით ღმერთს; რადგან სამსჯავროზე ეს მოგეთხოვებათ. გშიოდეთ, გწყუროდეთ, მღვიძარებდეთ, ტიროდეთ, ოხრავდეთ, გამოსცდიდეთ თქვენს თავს; მოიძულეთ ხორცი, რათა სული გადაარჩინოთ".

/აბბა ანტონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 08:06 PM

"ადამიანი რამდენიმე ცხოვრებით ცხოვრობს: სულიერით, ბიოლოგიურით... ეს "სიცოცხლეები" მას ღმერთმა მიანიჭა. ბიბლიის ებრაულ ორიგინალში წერია: როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, მას სიცოცხლეები მიანიჭაო - არა სიცოცხლე, არამედ სიცოცხლეები. სწორედ აქედან გამომდინარე ცხოვრობს ადამიანი რამდენიმე ცხოვრებით - სულიერით, ბიოლოგიურით, მაგრამ უპირატესი სულიერია".

/მამა ილია (გამყრელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 09:46 PM

"მოსაგრე ცხოვრების გზაზე ამბობდა [ღირსი ანატოლი ოპტელი]: "საშუალო გზაზე იარე, ნურც წინ გაიქცევი და უკანაც არ ჩამორჩე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 10:18 PM

"ღვაწლით და შრომით ხორცი ისე დაიუძლურა, რომ მისი ცხოვრება ანგელოზის ცხოვრებას დაემსგავსა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2016, 01:39 PM

"მისი წმინდა ცხოვრების კეთილსურნელებამ იქაც მალე მიიზიდა ტვირთმძიმენი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2016, 07:24 PM

"როგორ მინდა, რომ ის, რაც უნდა მინდოდეს, არ მინდოდეს!

როგორ მინდა, რომ არნდომის მოტივაცია განცდაში იყოს ფესვგადგმული და ეს განცდა ჯეროვანი იყოს იმ ცდუნებებისა და ხიბლისა, რასაც ნდომა და სურვილი ასურათხატებს ოცნებასა და წარმოსახვაში!

როგორ მინდა რომ შევათანხმო ჩემში გრძნობა და გონება ღვთის ნებას!

როგორ მინდა, რომ რაც სჯობია, ის მერჩივნოს, რაც უმჯობესია - ის მინდოდეს! რაც მწამს, ღრმად მწამდეს და რასაც ვაღიარებ - ძლიერ მიყვარდეს.

როგორ მინდა, რომ ყველა ნდომაზე მეტად სულის ხსნა და ღმერთთანმყოფობა მწადდეს.

როგორ მინდა, ღვთის ხატობის კვალობაზე მქონდეს ღირსების გრძნობა, რომელიც საკუთარ თავს არ აკადრებს რაიმე ისეთს, რაც ღვთის ხატობას არ შეშვენის და არ შეეფერება!

და ბოლოს, როგორ მინდა, რაც კი ჩამოვთვალე, ყოველთვის მინდოდეს და ყოველთვის მახსოვდეს!"

/მამა შოთა ორველაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2016, 02:56 PM

"ადამიანმა, რომელიც დროში ცხოვრობს, უნდა შეუხამოს თავისი ყოფითი ცხოვრება ეკლესიურ ცხოვრებას და არა პირიქით, მოხდეს სულიერი ცხოვრების ტრანსფორმაცია საერო ცხოვრებაზე გადასაწყობად".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2017, 11:48 AM

მართალია, ქრისტიანი სერიოზულად და ღრმად უნდა იაზრებდეს თავის სიცოცხლეს და მოქალაქეობას, შრომითა და მოწიწებით ასრულებდეს თავის მოვალეობას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის მოწყენილი და დამწუხრებული იყოს, ანუ ნუგეშს, სიხარულსა და მხიარულებას არ იცნობდეს. წმ. მოციქული პავლე კოლასელებს წერს გიხაროდენ და კვალად გეტყვი, გიხაროდენ. ე.ი. ქრისტიანს ყოველთვის უნდა უხაროდეს!

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2017, 09:31 PM

"წმ. ესაია განდეგილი ამბობს: "იმის შეგრძნება მოიპოვე, რომ შენს ყოველ საქმეს ღმერთი ხედავს. დაუშვებელია, ჩუმად გულში ისეთ საქმეებზე იფიქრო, რომელთა გაკეთებაც ხალხის წინაშე გრცხვენია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2017, 03:07 PM

"რატომ უნდა ვიმოღვაწოთ? უფალი რომ დავინახოთ. რატომ უნდა ვიმარხულოთ? უფალი რომ დავინახოთ. რატომ უნდა ვილოცოთ? იმიტომ, რომ უფალი დავინახოთ. ადამიანებმა რომ ღვთისადმი სიყვარული სხვადასხვანაირად გამოვხატოთ, უდაბნოში გასვლა იქნება თუ ღამისთევის ლოცვა, ერთადერთი მიზნით ხდება - უფალთან ახლოს მივიდეთ, უფალი შემოვიდეს ჩვენს გულში, შეგვინდოს შეცოდებანი და შეგვიყვანოს სასუფეველში და დაგვიმკვიდროს სასუფეველი. სული, რომელიც არ განშორებულა სოფლიურ საზრუნავთაგან, ვერც ღმერთს შეიყვარებს ჭეშმარიტად და ვერც ეშმაკს მოიძაგებს ჯეროვნად".

/მამა ბასილი (მურმანიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2017, 07:22 PM

"ჩვენ, ყველანი, ქრისტიანები, დედის მუცლიდანვე ვართ გამორჩეულნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 12:37 PM

"იგი ფარული ქრისტიანი იყო. ეს განძი მას გულით დაჰქონდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 08:06 PM

"როდესაც რაიმე საქმეს გადავწყვეტთ, უნდა დავფიქრდეთ, არის თუ არა ის ღვთივსათნო, შეეწევა თუ დააზიანებს ჩვენს სულს. ყოველი ჩვენი საქმე, ყოველი ჩვენი ქმედება უნდა იყოს უფლისთვის სათნომყოფელი, ასეთ დროს ვიქნებით ყოველთვის მზად ღვთის წინაშე წარსადგომად".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 08:20 PM

"სულიერი ცხოვრება გამუდმებული, სასტიკი, ყოვლად ულმობელი ბრძოლაა ბოროტთან. და გაიღვიძე, ნუ სძინავს შენს სულს, როცა სიფხიზლე გმართებს ბრძოლაში".

/ღირსი საბა განწმენდილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 08:33 PM

"თავისი ცხოვრებით ღვთის სიყვარული მოიპოვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 09:54 PM

"ჩვენი ცხოვრებაც სულიერი ბრძოლაა, თვალით უხილავი ომია ჯოჯოხეთის ბნელ ძალებთან. ძნელია ბრძოლა, ბოროტი და ულმობელია ჯოჯოხეთიც და მისი ბინადარიც - ჩვენი მტერი. მაგრამ ამ ბრძოლაში ჩვენი ბელადი თვით უფალი იესო ქრისტეა - სატანის, სიკვდილისა და ჯოჯოხეთის დამთრგუნველი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 10:14 PM

"უფლის გვერდში დგომა მყარ ნიადაგზე დგომას ნიშნავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2017, 11:56 AM

"წარმავალი და დაუდგრომელი ცხოვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2017, 11:18 PM

"თუ ახალშობილს საზრდოს დროზე არ მივაწვდით, მოკვდება; ასეა სულიერ ცხოვრებაშიც. ისინი, რომელნიც არ აღავლენენ ლოცვებს, არ მარხულობენ და ქრისტიანულად არ ცხოვრობენ, სულიერად კვდებიან კიდეც".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 10:05 PM

"როდესაც ადამიანი ქრისტიანულად ცხოვრობს, საკუთარ ვნებებსა და ნაკლოვანებებს ებრძვის და წარმატებებს აღწევს ამ ბრძოლაში, ამით არა მხოლოდ საკუთარ სულს უწევს სამსახურს, არამედ შთამომავლობას უადვილებს უფლისკენ სავალ გზას".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2017, 11:19 PM

"უმწიკვლო სახარებისეული ცხოვრების წესი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2017, 02:06 PM

"ყოველდღე რომ დავდივართ ცოდვით დამძიმებულ დედამიწაზე, ამისთვისაც უნდა ვმადლობდეთ უფალს. უფლის მადლიერება ყველაზე დიდი ნიჭია".

/მამა ეგნატე (კურტანიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2017, 11:30 AM

"თუ არაეკლესიურად, არასწორად ცხოვრობს ადამიანი, ხშირად ცოდავს და მეტადაც მოქმედებს ბოროტი ძალა მის ფსიქიკაზე. რაც უფრო განწმენდილია, მაღალი სულიერების არის, მით უფრო ჩნდება მასთან ღვთიური იდეები, აზრები, წარმოდგენები, კეთდება შესაბამისი დასკვნები. ეს მადლი გვამეცნებინებს სამყაროს ისეთ მოვლენებს, კანონზომიერებებს, ეკლესიისგან განზე მდგომი რომ ვერაფრით ჩასწვდებოდა. საკუთარი თავის სრულფასოვანი, ჭეშმარიტი გაგებაც მისი მოქმედების გარეშე შეუძლებელია. საკუთარი თავის შემეცნება ხომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაწყვეტას გულისხმობს".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2017, 02:35 PM

"ადამიანი ეკლესიური ცხოვრებით დიდ სულიერებას აღწევს, ის საკუთარ თავში კაცური ბუნებისთვის დამახასიათებელ ისეთ თვისებებს ამჩნევს, ჭვრეტს, რასაც ჩვეულებრივი კაცი ვერ დაინახავს".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2017, 09:43 PM

"ყოველთვის ისე იცხოვრე, რომ ღმერთსა და უკვდავებაზე ფიქრს შენთვის სიხარული მოჰქონდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2017, 01:45 PM

"ქრისტეს მიმდევარი ის კი არ არის, ვინც იესოს ძე ღვთისას უწოდებს მხოლოდ, არამედ ის, ვინც უარყოფს საკუთარ თავს. თავის უარმყოფლად ის იწოდება, ვინც გუშინ თავაწყვეტილი იყო, დღეს კი თავშეკავებულია, წმინდა პავლე მოციქულის მსგავსად, რომელმაც საკუთარი თავის უარყოფა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: "და უკვე მე კი აღარ ვცხოვრობ, არამედ ქრისტე ცხოვრობს ჩემში". ამრიგად, ვინც განუდგა საკუთარ თავს, მან იტვირთა "ჯვარი თვისი".

/თინათინ მაჭარაშვილი/

"რამდენ ადამიანსაც გადავარჩენთ და მოვიყვანთ ეკლესიაში, იმდენი ცოდვა წარიხოცება ჩვენი ცხოვრებიდან, იმდენი ცოდვა გვეპატიება".

/მეუფე იობი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2017, 11:26 AM

"და ვგრძნობ, რომ ყველას ცხოვრებაში არსებობს "ვია დოლოროსას" გზა [ტანჯვის გზა]. ეს აღმართიც ყველას გვაქვს გასავლელი. ჩვენი ცხოვრება არაფერი იქნებოდა ამ აღმართის გარეშე. გოლგოთაა ყველაფრის მთავარი დამაგვირგვინებელი; ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი ადამიანური ბეთლემი და ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი "ვია დოლოროსა".

ეს გზა უნდა გაიაროს ყველამ. ტკბილ-მწარე სავალია... ვიღაც ფეხს წამოგკრავს, ვიღაც შეგაფურთხებს, ვიღაც ქვას გესვრის... წაიქცევი და თავპირით დაენარცხები, მაგრამ იქამდე მაინც უნდა ააღწიო. სადღაც სვიმონ კვირინელიც დაგხვდება, ოდნავ შვებას რომ მოგცემს და ჯვრის ტარებაში შეგეშველება. მთავარია, რომ ბოლომდე იარო. მაცხოვარმა გაიარა ეს გზა და მოგვცა მაგალითი. ჩვენი გოლგოთა, ჩვენი "ვია დოლოროსა" რა მოსატანია იმ ენით უთქმელ წამებასთან, რაც იესომ განიცადა..."

/პროფესორი გიორგი სოსიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2017, 11:59 AM

"ბერი ამფილოქე ამბობდა: "სულიერ ცხოვრებას ბევრი სიხარული ახლავს. სიხარულისგან ამქვეყნად არა ხარ, არაფერი გაწუხებს: ბავშვი ხარ და შენში უფალია დავანებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 09:40 AM

"სულიერი ცხოვრების საოცარი კანონია: როცა ადამიანი ცდილობს უფლისათვის სათნოდ, ეკლესიურად იცხოვროს და ცხოვრებისეული ჯვარი უდრტყვინველად ატაროს, ამ შემთხვევაში უფალი უხილავად ეხმარება და მისი თითქოსდა გაუსაძლისი მდგომარეობა უკვე გასაძლები ხდება. მაგრამ თუ ადამიანი დრტყვინავს, ჩივის, არაეკლესიურად უდგება ამ საკითხს, არ მონაწილეობს საეკლესიო საიდუმლოებებში და არ იღებს მადლს, რა თქმა უნდა, მას უჭირს ცხოვრებისეული ჯვრის ტარება".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2017, 11:22 AM

"წმინდა მამები ამბობენ, იცხოვრე ისე, რომ უფალზე ფიქრს შენთვის მუდამ სიხარული მოჰქონდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2017, 11:36 AM

"რაც სულს უნდა, ის ხორცს არ უნდა, ხოლო რაც ხორცს უნდა, ის სულს არ უნდა, ამიტომაც განუწყვეტლივ ბრძოლასა და პაექრობაშია ადამიანი. ცხოვრების სწორად წარმართვისთვის ადამიანს მიეცა ათი მცნება და ცხრა ნეტარება. ეს არის აბჯარი, რომლის შიგნითაც უნდა იცხოვროს ადამიანმა წუთისოფელში, რათა ბოროტმა ვერ შეაღწიოს ის სულში, შინაგან სამყაროში მაცდუნებელი შეთავაზებებით".

/მამა პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2017, 10:55 AM

"1924 წელს მცირეაზიელი ბერძნები მასობრივად გადაასახლეს სამშობლოში. ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ხალხმა ბევრი რამის წაღება ვერ მოახერხა, ვერც საეკლესიო სიწმინდეებისა. წმინდა არსენმა (კაპადოკიელი) ყველა ბავშვი მონათლა და მერე მთელი კვირა მარხავდა მიწაში საეკლესიო ჭურჭელს, თურქებს რომ არ შეებილწათ. რამდენიმე ჯორზე ბავშვები და მოხუცები შესვეს და გაუდგნენ გზას. წმინდა არსენი პირუტყვით არასოდეს მგზავრობდა და ახლაც ფეხით გაჰყვა ხალხს. კარგა მანძილის გავლის შემდეგ გაახსენდა, რომ ფარასაში, ერთ-ერთი ეკლესიის ტრაპეზში ჩასვენებული წმინდა იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილის წამოღება დავიწყებოდა. უკან დაბრუნდა, აიღო წმინდა ნაწილი და სამწყსოს მიეწია. 90 წლის მარტოხელა კაცმა ჯერ ფარასისკენ და მერე უკან 60 კმ გაიარა. ასეთია ჭეშმარიტი შვილობა ქრისტეს ეკლესიისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2017, 01:36 PM

"თუ მოკლედ ვიტყვით, ადამიანს მხოლოდ მაშინ უნდა ვუწოდოთ რელიგიური, თუ შეძლებს, - და რამდენადაც შეძლებს, - გახდეს სულიერად ერთიანი. ისეც ხდება, რომ კაცი ამგვარ სულიერ ერთიანობას მხოლოდ ცხოვრების უძნელეს ჟამს გამოავლენს... სწორედ ამ დროსაა იგი ჭეშმარიტად რელიგიური".

/რუსი ფილოსოფოსი ივან ილინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2017, 11:54 AM

"მართლმადიდებლურად ფიქრი ადვილია, მაგრამ მართლმადიდებლურად რომ იცხოვრო, უნდა იღვაწო."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2017, 02:18 PM

"სავანეში თავის ამქვეყნიური ცხოვრება ისე გაატარა, თითქოს - სასუფევლის კართან იდგა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2017, 12:43 PM

"რეალურად ცხოვრება ტკივილისა და ბედნიერებისგან, სიხარულისა და შიშისაგან არის ნაქსოვი".

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 06:40 PM

"ქადაგებაზე მეტად ცხოვრების წესი და პირადი მაგალითი ჭრის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 07:52 PM

[ღირსი პაისი ათონელი] ამბობდა: "ნიშანი იმისა, რომ ვინმე ნამდვილ სულიერ ცხოვრებას ეწევა, არის ის, რომ იგი დიდად მკაცრია საკუთარი თავის მიმართ და ბევრად შემწყნარებელი სხვებისადმი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 07:53 PM

"როცა მარჯვენაში გაგარტყამენ და მარცხენას მიუშვერ, სრულიადაც არ არის სულმოკლეობა და სიმხდალე - ეს ქრისტიანული ცხოვრების წესია, ქრისტიანობის სიყვარულებრივი ლოგიკა, წითელ ხაზად რომ გასდევს მთელ ქრისტიანობას."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 08:04 PM

"- წმინდა მამები ამბობენ, როგორ იტყვი, "უფალო, შემიწყალე", როდესაც თვითონ შემწყალებელი არა ხარო...

- ადამიანი თუ გულმოწყალე არაა, ის ქრისტიანად არც ითვლება. ძალიან დიდი გამოცდა უნდა ჩააბარო, სახელად ქრისტიანი რომ გეწოდოს ღვთის წინაშე. ერთხელ ალექსანდრე მაკედონელმა მხდალი მეომარი ბრძოლის შემდეგ მწყობრიდან გამოიყვანა და სახელი ჰკითხა. მასაც ალექსანდრე ერქვა. მაკედონელმა საოცარი სასჯელი მოუგონა - ჩამოართვა სარტყელი, რითაც მეომრობის პატივი დააკარგვინა და სიმხდალის გამო აუკრძალა სახელად ალექსანდრეს ტარება. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ქადაგებს: თუ ალექსანდრემ მხდალ მეომარს აუკრძალა სახელად ალექსანდრეს ტარება, არც შენ გაქვს უფლება, ატარო ქრისტიანის სახელი, თუ ქრისტიანული ცხოვრების წესებს არ იცავო.
წმინდა პავლე მოციქულიც ხომ ამბობს: "ნუ იტყვი, რომ მორწმუნე ხარ, მაჩვენე შენი საქმეები და გეტყვი, როგორი მორწმუნე ხარო". ასე რომ, ჩვენი საქმეები მეტყველებენ ჩვენზე".

/მამა ლუკა სუპატაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 08:14 PM

"ყოფით წვრილმანებზე კინკლაობა ქრისტიანს არ ეკადრება."

/მამა ლუკა სუპატაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 10:46 AM

"ცხოვრება ხომ სათამაშო არ არის! სათამაშო შეიძლება შევცვალოთ. ცხოვრება კი ერთხელ გვეძლევა. ყოველი დღე გაიელვებს და მარადისობისკენ მიექანება, წარსულის დაბრუნება ჩვენთვის შეუძლებელია. ფრთხილათ უნდა განვვლოთ ჩვენი წუთისოფელი, რომ მერე წარსულზე არ ვწუხდეთ, გარდაცვალების შემდეგ ჩადენილ საქმეებს არ ვინანიებდეთ. ასეთი ნაგვიანევი სინანული მხოლოდ გაზრდის ჩვენს მწუხარებასა და ტანჯვას."

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 08:34 PM

"შინაგანი ცხოვრებისთვის მკაცრად ედევნებინა თვალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2017, 11:41 AM

"ტაძარში ყველა კარგი და მოწესრიგებული ჩანს, მაგრამ ეს საკმარისი როდია. მთავარი საკუთარი ცხოვრების წესია. ეკლესიის გარეთ უნდა იყოს სამაგალითო."

/მამა ლევან ტურძილაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 10:37 AM

"ადამიანის ცხოვრება მეტყველებაა სულისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 09:03 PM

"ერთხელ, ზაფხულის არდადეგებიდან შინ დავბრუნდი, - ჰყვება მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი), - მამა შეშფოთებული დამხვდა - რაც წასული ხარ, სულ მეშინოდა, ცუდი არაფერი დაგმართოდაო. გამეღიმა: - ნუთუ გეგონა, ფეხს ან კისერს მოვიტეხდი და ამაზე დარდობდი-მეთქი? "არა, - მიპასუხა მშვიდად, დიდი სიყვარულით და სიმკაცრით, - ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მეშინოდა, სულის მთლიანობა არ დაგეკარგა... მთელი ცხოვრება გახსოვდეს: ცოცხალი ხარ თუ არა - სხვებისთვის უმნიშვნელოა, ასეთივე უმნიშვნელო უნდა იყოს შენთვისაც. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რისთვის ცხოვრობ და რისთვის ხარ მზად, რომ მოკვდე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2017, 10:57 AM

"ვინც რჯულის მიხედვით ცხოვრობს, მის მოთმინებასა და სასოებას უფალი აუცილებლად დააჯილდოებს და მიაგებს სიხარულს, მშვიდობასა და ბედნიერებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2017, 09:51 PM

"ყველაფერი ღმერთმა მოგვცა და როგორც მოგვცა, ისევე შეუძლია ერთ წუთში უკან წაიღოს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2017, 12:45 PM

" თუკი უფალთან მყოფობით ცხოვრების წესად ვაქცევთ სულიერებაზე ზრუნვას, უფალი ყოველივეს მოგვმადლებს, რაც მიწიერი ცხოვრებისთვის, ხორციელი არსებობისთვისაა აუცილებელი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 12:59 PM

"შენი ხელისგულის სიგანით იზომება შენი ცხოვრება, მას არ აღემატება. შენი თითები კი აღნიშნავენ ზომის ხუთ საფეხურს, ნეკა თითით იწყება ცხოვრება - ბავშვობის პირველი ხანა; მერე მოდის არათითი - გამოუცდელი სიყმაწვილის დრო; შუათითით ვდგავართ ამაყ, ავსებულ სიჭაბუკის ხანაში; ხოლო საჩვენებელი თითით ვხვდებით სრულყოფილი ადამიანი, მაგრამ ზომა იკლებს და რჩება მხოლოდ ერთი თითი; მოხუცებულობის ჟამი - ცერი ცხოვრების ბოლოა. წაიყვანე შენი ცხოვრების ნაკადული ღვთისაკენ, რათა ის მას შემდეგ, რაც აქ ჩაივლის, იქ ცხოვრების ზღვად გექცეს. შენ წარმავალ ქვეყანაში ცხოვრების მდინარეს შენს საკუთარს უწოდებ. წარუძეხი მას ზემოთ ღვთისაკენ, რათა იქ ცხოვრების ოკეანედ გექცეს! დღიდან დღემდე გადის შენი ცხოვრება და მიედინება, ჩაედინოს ის ღმერთში, რათა სამარადჟამმოდ ჰპოვო იგი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 10:01 PM

"რამდენადაც სუფთაა ჩვენი ცხოვრება, იმდენად წმინდა და სათნოა ღვთისთვის ჩვენი სული."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2017, 07:13 PM

"კაცი, რომელიც ღმერთს ვერ აღმოაჩენს თავის ცხოვრებაში და არ მიუძღვნის მას თავის მომავალს, უნაყოფო ხეს ემსგავსება".

/დეკ. თეიმურაზ თათარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 07:54 PM

"მხოლოდ იმაზე იფიქრე, ვის რა სიკეთეს მოუტან. აი, ესაა ქრისტიანული ცხოვრება!"

/ბერი გიორგი (კარსლიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 08:10 PM

"დავტკბეთ სულიერი ცხოვრებით, რადგან არაფერია მასზე უტკბესი".

/ბერი იერონიმე (აპოსტოლიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2017, 01:32 PM

"მთელი ჩემი ცხოვრება მადლობაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2017, 07:53 PM

"არ შეიძლება სულიერი ცხოვრება ზემოდან დაიწყო, არამედ ქვემოდან უნდა შეუდგე: ჯერ სული განიწმინდო ვნებათაგან, მოთმინება, მორჩილება და მისთანანი მოიპოვო, შემდეგ მოყვასი შეიყვარო და მხოლოდ შემდეგ ღმერთი".

/წმ. ალექსი მეჩევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 10:21 PM

"წარმოიდგინეთ, როცა დასაძინებლად დავწვები, ზოგჯერ როდიღა მინდა დავიძინო: დაწოლილი ხელაღპყრობით ვეხვეწები ღმერთს, - ღმერთო, რაღა დავიძინო, ბარემ წამიყვანე ეხლავე-მეთქი. დილით რომ გამომეღვიძება, პირველი ჩემი აზრი ის არის, დღეს რაც შეიძლება გუშინდელზე კარგი ქცევა გამოვაჩინო, გუშინდელზე უფრო მეტი კეთილი საქმე მოვიმოქმედო და მით ღმერთიც უფრო გავახარო ცათა შინა და მეც მეტი სიამოვნება ვნახო-მეთქი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2017, 10:36 AM

"ეკლესია გვასწავლის, რომ აზრი ჩვენი არსებობისა ჩვენს განწმენდასა და სულიწმინდის მადლის მოპოვებაშია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2017, 10:14 AM

"ქრისტიანის ცხოვრების უდიდესი ნაწილი ცოდვასთან ბრძოლაში გადის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2017, 07:48 PM

"არ არსებობს საფეხური, რომლის ზევით კიდევ სხვა საფეხური არ იყოს. ადამიანი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გადის გოლგოთაზე სიკვდილის, აღდგომისა და ამაღლების დაუსრულებელ ციკლს. სწორედ ეს არის ქრისტიანობა."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2017, 12:06 PM

"ეცადეთ იცხოვროთ ისე, რომ ყველაფერზე გქონდეთ უფლის კურთხევა, რასაც არ უნდა აკეთებდეთ".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 06:09 PM

"ღმერთის გარეშე ცხოვრება სიკვდილია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 10:05 PM

"მხოლოდ სიწმინდე, სულიწმინდის მადლით ცხოვრება გვიჩვენებს სიცოცხლის ნამდვილ მნიშვნელობას".

/რუმინელი ბერი ალექსი ცირდეა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2017, 10:47 AM

"ყველაფერი ისე გავაკეთოთ, თითქოს ღვთის წინაშე ვიდგეთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 05:38 PM

"სულიერ ცხოვრებას, თუ იგი ჭეშმარიტი და ცოცხალია, ის თვისება ახასიათებს, რომ ადამიანს არ ძალუძს გამუდმებით არ იფიქროს ღმერთზე. იგი უფალთან მუდმივ ურთიერთობაში უნდა იყოს - დადის, სძინავს, ლაპარაკობს თუ რასაც არ უნდა იქმოდეს, მუდამ უფლის წინაშე უნდა ვიდოდეს".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2017, 11:02 AM

"მთელი შენი სულიერი ცხოვრება - ეს უპირველესად სულის მოწესრიგებაა, არა გარეგანი, არამედ შინაგანი განკურნება"

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2017, 05:56 PM

"მაშ ასე, გამოიკვლიოს უფალმა ჩვენგან, ახალგაზრდამ თუ მოხუცმა, დიდმა თუ მცირემ ყოველი სიტყვით, რომელსაც ვამბობთ, ყოველი ჩვენი ნაბიჯით, დღისა და ღამის ყოველ წამს, რაიმე ისეთს ხომ არ ვაკეთებთ, ვამბობთ ან ვფიქრობთ, რაც ქრისტეს არ მოსწონს? ვართ ყოველთვის ღირსნი, როცა ქრისტეს ვეზიარებით? ვართ კი მობაძავნი, არის ჩვენში უტკბესი იესო? ჰპოვა თუ არა მან ადგილი ჩვენს წმინდა გულში, თუ მაშინვე განგვეშორა?"

/მამა იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 11:01 AM

"აუცილებელია ისე გავუღოთ უფალს ჩვენი თავი - გული, სული, მთელი ჩვენი გონება, მთელი ჩვენი ცხოვრება - რომ უფალი მთლიანად სუფევდეს ჩვენში, აღგვავსოს თავისი თავით".

/დეკანოზი ალექსი უმინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2017, 11:51 AM

"მორწმუნეებმა თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებით კარგად იციან კურთხევის ძალა და მადლი როგორ შეეწევა ადამიანს, როგორც სულიერ სფეროში, ისე ამქვეყნიურ, ყოფით ვითარებაშიც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 10:24 PM

"რა ძნელი საქმეა საკუთარი თავის ღვთისათვის შეწირვა! ვიწრო და საჭირველია უფლისკენ სავალი გზა, მხოლოდ ღვთის შეწევნით მივიწევთ წინ. საკუთარ თავს მინდობილთ იმთავითვე წარწყმედა გველოდა".

/წმ. ალექსი მეჩევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2017, 01:03 PM

"ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ ტაძარში ორიოდე საათით წირვა-ლოცვაზე დასწრება არ არის; ადამიანი მუდამ ღმერთთან უნდა იყოს, მთელი შეგნებით, და ამას იძულებით კი არა, სიყვარულით უნდა იქმოდეს."

/მამა ზაქარია გოჩიტაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2017, 11:37 AM

"უდიდესი რუსი მწერალი გოგოლი ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო. აი, რა ურჩია მან წერილით ერთ თავის მეგობარს: "ჩემო მეგობარო, თავი ყოველთვის მოწაფედ ჩათვალე. ქრისტიანისთვის სწავლას დასასრული არა აქვს, ის ყოველთვის მოწაფეა ვიდრე კუბოს ფიცრამდე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 05:50 PM

"იმას კი არ უნდა მივდიოთ, რასაც ცხოვრება გვთავაზობს ჩვენივე სიამოვნებისთვის, უნდა ვეძიებდეთ ჭეშმარიტებას. ღმერთი ამქვეყნად ხომ საიქიო ცხოვრებისთვის გვამზადებს. იქ აღგვითქვამს მარადიულ სიხარულს. სწორედ ამიტომ უნდა ვთქვათ უარი ამქვეყნიურ სიამეებზე. ბრძოლაც უნდა გამოვუცხადოთ, ვიდგეთ მტკიცედ, დავრჩეთ ღვთის ერთგულნი ბოლომდე. მაგრამ არ გვაპატიებს, ამქვეყნიურ სიამეებში თუ გავცვლით, როგორც ეს დაემართა ერთ მგალობელს. იგი ყველასგან გამოირჩეოდა დახვეწილი სმენითა და ხმით. შეუჩნდა ერთი პროფესორი, საოპერო ხელოვნებას დააუფლა და ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩააბა. ერთხელაც თავის მოძღვარს ტაძრის შესასვლელთან დახვდა ცხვირახვეული:

- ვერ მიცანით?! მე ხომ თქვენ გუნდში ვგალობდი!

მოძღვარმა ძლივს იცნო - ეს რა მოგსვლიაო?! ეჰ, მამაო! საშინელება გადამხდა თავს. და მოჰყვა თავისი ცხოვრების ამბავს, როგორ გახდა პოპულარული, როგორ მოიარა მსოფლიო, როგორ დაავიწყა ამქვეყნიურმა ცხოვრებამ შემოქმედი, როგორ ჩავარდა ცოდვებში, როგორ შეეყარა საშინელი სენი და გამოეხრა ყელი და ცხვირი. - ახლა კი არავის ვჭირდებიო, - ნაღვლიანად დაასრულა მან.

- კაცი რომ უფალს დაივიწყებს, უბედურებას ვერ ასცდება. შენ ღმერთმა მოგცა მადლი, რომელიც მის სადიდებლად უნდა გამოგეყენებინა. შენ კი საკუთარი თავის განდიდება მოინდომე. ახლა ხომ დარწმუნდი ამქვეყნიური დიდების წარმავლობაში. ნუ შეშინდები, ღმერთი მოწყალეა, მოინანიეო, - ურჩია მოძღვარმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2017, 11:37 AM

"კაცმა ლოცვით უნდა იცხოვროს".

/მამა პავლე კუპრაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2017, 02:04 PM

"სული მაშინ იწყებს უფლისკენ სწრაფვასა და წინსვლას, ძიებას მისი გზებისას, როცა საბოლოოდ აღიარებს საკუთარ უძლურებას, მთელი გულითა და სულით მოიძაგებს ბოროტებას, უარყოფს მას საკუთარ "მე"-ში, განარჩევს ღვთისა და ბოროტის ხმას მადლისმიერი შემწეობით, დაუკვირდება და ყურს დაუგდებს კარნახს სინდისისას, მოუსმენს და დაემორჩილება მის კურთხევას. ყოველივე ამას უდიდესი თავგანწირვა და სიყვარულით ნასაზრდოები მოწამეობა სჭირდება, რაც, უპირველესად, საკუთარი ცხოვრების უფლისადმი მიძღვნაში ვლინდება. ხსოვნა უფლისა საწინდარია ყოველი სიკეთისა, რომელიც, როგორც ყველა სხვა დანარჩენი სათნოება, ღვთითვეა შესაძლებელი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2017, 11:17 AM

"მთელი ჩვენი სიცოცხლე ნათელთან მიახლებაა, მისკენ სიარულია. ზოგი მეტ მანძილს გადის, ზოგი კი ნაკლებს - ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გვიყვარს უფალი, რამხელა შემართებას, სიმტკიცეს, მოშურნეობასა და ძალისხმევას გამოვავლენთ და გავიღებთ მისთვის. ცხოვრება დაუსრულებელი გზაა, რომელიც შეუძლებელია წაბორძიკების, დაცემის, ტკივილისა და განსაცდელის გარეშე განვვლოთ, მაგრამ როგორც შორ გზაზე მიმავალი მგზავრი აუცილებლად ჩამოჯდება, დაისვენებს და ძალების მოკრების შემდეგ კვლავ განაგრძობს სიარულს, ვიდრე დასახულ ქალაქს არ მიაღწევს, ჩვენი თითოეული შეფერხებაც სულიერ გზაზე საბაბი და საშუალება უნდა იყოს სულიერი ძალების მოკრებისა და განახლებული, მტკიცე შემართებით კვლავ ღვთისკენ სიარულისა, რადგან ერთია გზა ზეციური იერუსალიმისა, ერთია ჭეშმარიტება განმაბრძნობელი ყოველთა და ერთია სიცოცხლე მომნიჭებელი მარადიულობისა - მამა, ძე და სულიწმინდა, რომლის სუფევასაც არა აქვს დასასრული აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!"

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2017, 11:36 AM

"ჩვენი რწმენიდან გამომდინარე, ჩვენი გულის მიმღებლობიდან გამომდინარე, უფალი ყოველ ჩვენგანს სხვადასხვაგვარად მოგვიწოდებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2017, 11:21 AM

"მხოლოდ გონებაში უნდა ვინახავდეთ, რომ ღმერთი გვიყურებს. ამ აზრით უნდა ვდგებოდეთ და ვწვებოდეთ, ვმუშაობდეთ, ვჭამდეთ და დავდიოდეთ".

/იღუმენი თადეოზ ვიტოვნიცელი/

"ეკლესიურად მცხოვრები ყოველ წუთს ცდილობს, ღვთის სათნოდ იმოქმედოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2017, 01:04 PM

"ადამიანის ბოლო გზა ეკლესიური ცხოვრებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2017, 01:26 PM

"იყავით ყურადღებით! სულიერი ცხოვრებისთვის აუცილებელია ფხიზელი გული. არ მიანიჭოთ დიდი მნიშვნელობა ცხოვრების მოვლენებს, იყავით კონცენტრირებული თქვენს შიგნით, გულში, უფალში, ცხოვრების მოვლენებს კი თავი ანებეთ. გავუფრთხილდეთ ყურადღებას, ვიყოთ მდუმარენი. როდესაც უფალი ნახავს ჩვენს ღვაწლს, რომ გამუდმებით ვეძებთ მას, რათა ვგიებდეთ საუკუნოდ მასთან, მაშინ ის მოგვმადლებს მადლმოსილ ძალას და შეგვაძლებინებს შეუწყვეტელ ლოცვას".

/იღუმენი თადეოზ ვიტოვნიცელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2017, 11:50 AM

"წმინდა ქალწულმა გადაწყვიტა, სიცოცლე წმინდად გაევლო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2017, 11:00 AM

"ლოგოსში, ეკლესიაში ცხოვრება უნდა ნიშნავდეს თავშეკავებას, რეჟიმს. ლოცვა არის სწორედ შენი ფიქრი, ცხოვრების წესი, ხოლო მარხვა - ცხოვრების რეჟიმი. ისეთი წესი ან წესთა ერთობლიობა და რეჟიმი კი არაა, რომელიც შენ ქაოსურად აირჩიე, არამედ წინდაწინ იფიქრე მასზე, იაზროვნე ნაფიქრალის აღსრულების პროცესში, დახვეწე და ნიადაგ ხვეწავ მას, კონცენტრირებული ხარ ამ წესზე და ამ წესში, რომ მთელი შენი სხეული და აზრობრივი ენერგია ღმერთისკენ წარმართო. როდესაც გეცოდინება, რომ შენი აზროვნების წყარო და ადრესატი არის პიროვნული ღმერთი, მაშინ შენი აზროვნება გადაიქცევა მასზე ფიქრად, ხოლო როდესაც ფიქრობ ღმერთზე, იცი, რომ ის მუდამ ფიქრობს შენზე. ამგვარად, შენი აზროვნება, ფიქრი ღმერთთან დიალოგად გადაიქცევა. და ალბათ ესაა ლოცვა – დიალოგური ფიქრი ღმერთზე და ღმერთთან..."

/მამა კახაბერ კურტანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2017, 10:52 AM

"გერქვას ცოცხალი - არაფერია, თუ შენს სიცოცხლეს ღვთისა და ჭეშმარიტებისკენ არ მიმართავ, მას არ მიუძღვნი".

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 10:13 AM

"ეკლესიის გარეგნული წევრობა არ კმარა, ჩვენს შინაგანში უნდა მოხდეს ძვრა... თუ ვიცხოვრებთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური მსოფლმხედველობით, ჩვენი რწმენა გაუძლებს მოსალოდნელ დარტყმებს და სხვასაც შთააგონებს, შეუდგნენ ქრისტეს ძიებას".

/დეკ. პავლე ქინქლაძე/

"მივიღოთ ცხოვრება ისეთად, როგორიც არის, მომავალი - განუსაზღვრელი ალბათობების ერთობლიობად, წარსული კი უბრალოდ უცვლელ მოგონებად. ეს აძლევს ადამიანს საშუალებას, გაიზარდოს, განვითარდეს და სრულყოფა განიცადოს. სწორედ ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს, გამოვემშვიდობოთ ჩვენს გამოგონილ სამყაროს, გავფანტოთ და დავკარგოთ ჩვენი ილუზიები".

/ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 10:28 AM

"აწმყოთი უნდა იცხოვროს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/



"ვისაც ჰყავს ღმერთი, - ამბობს წმინდა კვიპრიანე, - არაფერი მოაკლდება ცხოვრებაში, თუ თავად არ განუდგება ღმერთს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 02:46 PM

"საკუთარი თავის შეცნობა ფესვია კეთილი ნაყოფისა, იგია არსი ჩვენი ცხოვრებისა. ამგვარი სული ყველაზე ახლოა უფალთან".

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 03:02 PM

"გ ა ე კ ლ ე ს ი უ რ დ ი თ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 11:59 AM

"კაცის ცხოვრება საფლავის ქვას არ უნდა დაემსგავსოს, რათა უძრავი და უმოქმედო არ გახდეს სიცოცხლისათვის".

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 10:39 AM

"ქრისტიანი ერისკაცი ეკლესიის წიაღში განუწყვეტლივ უნდა ტრიალებდეს".

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2017, 07:26 PM

"რაც არ უნდა ჭკუა გასწავლონ, შენს ცხოვრებას მაინც შენ ქმნი. ქმნის შენი ნაბიჯები, შეცდომები, გაწბილებები, რომლებიც ძალიან მტკივნეულია."

/პოეტი ეკა ბაქრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 10:33 AM

"მამა პაისი ათონელი ბრძანებდა: სულიერ ცხოვრებაში დიდად გვეხმარება მყუდროება, კარგია, თუ ყოველდღე გარკვეული დროით განვმარტოვდებით. დაე, ამ დროს კაცმა მიმოიხილოს თავისი თავი, შეიცნოს თავისი ვნებები, იღვაწოს და მოიკვეთოს ისინი, განიწმინდოს გული. ძალზე კარგია, თუ სახლში არსებობს პატარა ოთახი, რომლის ატმოსფეროც მონაზვნის სენაკს მოგვაგონებს. იქ შეგვიძლია აღვასრულოთ ჩვენი სულიერი მოვალეობა, წავიკითხოთ სასულიერო შინაარსის წიგნები, ვილოცოთ. თუ ლოცვის წინ სულიერ წიგნებს წავიკითხავთ, ეს ძალიან დაგვეხმარება - კითხვა გაუთბობს კაცს გულს და გადაიყვანს სულიერ მხარეს. ამიტომ თუ კაცი მთელი დღის განმავლობაში დაკავებულია სხვადასხვა საქმით და აქვს მხოლოდ ათი წუთი ლოცვისთვის, მაშინ ორი წუთი მაინც ისეთი რამ უნდა წაიკითხოს, გონს რომ მოაკრებინებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:34 AM

"იმისთვის მოვევლინეთ ქვეყნიერებას, რომ უფალთან ვიყოთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2017, 04:52 PM

"ეკლესიაში მოსვლის შემდეგ უკვე აღარ ვფიქრობთ იმაზე, თუ რას იტყვის ჩვენ შესახებ სამყარო და ვიწყებთ ფიქრს იმაზე, რას იტყვის ჩვენზე ღმერთი."

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 11:17 AM

"საკუთარი თავისთვის კი არა, უფლისთვის იცხოვრე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:45 AM

"ჭეშმარიტი ქრისტიანები ყველაფრის გასააზრებლად მიმართავენ ქრისტეს გონებას და გულით თავიანთი ღმერთის რჯულს ატარებენ სახელმძღვანელოდ".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 10:43 AM

"ღმერთმა რომ არ დაგვტოვოს, ყურადღებით უნდა ვიყოთ, ჩვენს სულებში რაღაც აღმატებული, სულიერი უნდა სახლობდეს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 10:59 AM

"ათასგვარი ზედმეტი წვრილმან-მსხვილმანისგან გავათავისუფლეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2017, 01:32 PM

"ვინც ცხოვრობს ქრისტეში და ქრისტეთი, იგი მკვდარია ცოდვისთვის, ხოლო ვინც ცოცხალია ცოდვისთვის, იგი მკვდარია ქრისტესთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2017, 08:13 AM

"რა სირთულეებსაც არ უნდა წავაწყდეთ, სულიერ ნგრევამდე მისვლის საშიშროება მაინც არ გვემუქრება, თუკი თავის დროზე მივდივართ მსახურებებზე და ყოველდღე ვასრულებთ პირად კანონს. მაშინ უნდა შევშინდეთ, როცა ამ ორ ძირითად მოვალეობას - კანონსა და მსახურებებს მივატოვებთ".

/იღიმენია თეოსემნია/

"როგორც მოხდა ქრისტეს შემთხვევაში, ყოველი ადამიანის ცხოვრებაშიც დგება დრო, როცა მან უნდა ადიდოს გამჩენი ღმერთი, როცა მან რაღაც დიდი უნდა დაითმინოს მისი დიდებისთვის, როცა მან წარმავალი უნდა დათმოს წარუვალისათვის, საუკუნო შვებასა და სიხარულში დამკვიდრებისათვის, რისთვისაც შეიძლება სიცოცხლის გაღებაც კი საჭირო შეიქნეს მისთვის. ამისთვის უნდა შეამზადოს მან თავი, ეს უნდა იყოს მისი არსებობის მიზანი, რომ ღირსეულად ადიდოს მაღალი ღმერთი და თავადაც იდიდოს უფლის დიდებით".

/მიტროპოლიტი ზოსიმე/

"...ხან ვფიქრობ ხოლმე, ვის არ გაგაცნობს ცხოვრება..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 11:58 AM

საბერძნეთს გარს აკრავს ეგეოსის ზღვა, სადაც ერთი ნახევარკუნძული და ორი კუნძულია. პირველზე ათონის მთაა, მეორე - კუნძული კასანდრა, სადაც ადამიანები შიშვლები დადიან - სამოთხეშიც ასე იყოო, მესამეზე კი - მკაცრი რეჟიმის ციხეა. სულიერ ცხოვრებაშიც ასეა. ადამიანს წინ უდევს არჩევანი: იცხოვროს ვნებიანი ცხოვრებით, ავაზაკური ცხოვრებით ან სულიერი ცხოვრებით. ეს სამი ადგილი ჩვენს სულიერ მდგომარეობას განასახიერებს. უფალი ყოველთვის ჭეშმარიტი გზისკენ მოგვიწოდებს, რომელ გზას ავირჩევთ, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული."

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 12:11 PM

"ცხოვრების სიტკბოს ის კი არ განიცდის, ვინც ამსოფლიურად ხარობს, არამედ ის, ვინც სულიერად ცხოვრობს და სიხარულით იღებს განსაცდელს, როგორც სულისთვის სამკურნალო ბალახს. ამ შემთხვევაში ადამიანი ყველაფრით ხარობს, იმითაც, რომ ცხოვრობს, იმითაც, რომ უნდა მოკვდეს, არა იმიტომ, რომ დაიღალა ცხოვრებისგან, არამედ გარდაიცვლება და ქრისტესთან წავა".

/მამა გიორგი სიდამონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 12:51 PM

"სვიმეონმა [მესვეტე, უფროსი] მამა უფალში აღმოაჩინა და მთელი სიცოცხლე მას მიუძღვნა"

"[ღირსი მაკარი ოპტელი] თავისი სამყაროთი ცხოვრობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 08:56 AM

"- რისთვის შექმნა ღმერთმა სამყარო და მეც, როგორც ამ სამყაროს ნაწილი?

- ღვთის მიერ სამყაროს შექმნაში საიდუმლოა დამარხული. წმინდა მამები ამბობენ, რომ ღმერთმა სამყარო სიყვარულით შექმნა, რომელიც გადმოიღვარა მისი გულიდან, კაცი კი, ვითარცა შესაქმის გვირგვინი, შეიქმნა იმისათვის, რათა ღმერთი განედიდებინა.
ჩვენი სულიერი მოძღვარი მამა მაქსიმილიანე ამბობდა: შენს წინ მთელი მთა დგას სათნოებათა, შენ კი ზიხარ მის ძირში და ყვავებს ითვლი.
უნდა დავფიქრდეთ, თუ რისთვის შეგვქმნა ღმერთმა და რისთვის მოგვიყვანა ამ სამყაროში. ჩვენი ცხოვრების მიზანი ერთადერთია - ღმერთთან მიახლოება.
ამ უდიდესი მიზნის მიღწევაში წარუმატებლობა ჩვენი ცხოვრების ტრაგედიაა. ღვთისგან შორს მდგომი კაცი - თუნდაც უზრუნველად ცხოვრობდეს და თავის ყველა საქმეში წარმატებული იყოს - ყველაზე უბედური ადამიანია".

/მამა მოსე აგიოტარისი/

"ქრისტემ დაგვიტოვა განსაკუთრებული ცხოვრების წესი - ცხოვრება სულიწმინდის მადლით".

"შინ მხოლოდ აუცილებელი რამ გქონდეს. საგნების სიმრავლე სულიერ ცხოვრებაში არ ეხმარება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 09:17 AM

ღმერთმა ნუ ქნას, წმინდანების შეურაცხმყოფლად ვიქცეოდეთ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2017, 11:12 AM

"დილა უნდა იწყებოდეს სულიერი მსახურებით".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2017, 10:22 PM

სული ქრისტესი

ჩვენ კი, რაკი ქრისტიანები ვართ, ყველაფრის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება გვმართებს. ჩემთან მოდიან ხოლმე ადამიანები ოჯახური პრობლემებით. ხანდახან ეს ბანალური სცენებია - დედამთილისა და რძლის ურთიერთობები, მათ შორის კი ვაჟი, რომელიც ორივე მხრიდან იწნეხება; სიდედრისა და სიძის, მშობლებისა და შვილების, ცოლისა და ქმრის ურთიერთდამოკიდებულება... ასეთ ამბებზე ანეკდოტებსაც ჰყვებიან, ეს თითქმის ყველა ოჯახში ხდება. მაგრამ ერთია, როცა ასეთი რამ ზოგადად ხდება, და მეორე - როცა ადამიანს ეს ყველაფერი პირადად ეხება. ამ დროს იგი თავს დაჩაგრულად, ხანდახან გაუბედურებულადაც თვლის და შველას მოძღვრისგან ითხოვს.

იცით, პრობლემა რაშია? ადამიანებს, რომლებიც ჩემთან მოდიან, - და, მადლობა ღმერთს, რომ მოდიან, - რამდენიმეწლიანი ეკლესიური ცხოვრების მიუხედავად ჯერ კიდევ არ აქვთ სული ქრისტესი. მათ ვერ გაუცნობიერებიათ, სად მოხვდნენ, ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ადამიანებივით იქცევიან, ან, უკეთეს შემთხვევაში, ვითარცა მწიგნობარნი იძენენ ცოდნას, ვითარცა ფარისეველნი ცდილობენ, სჯული აღასრულონ, მაგრამ სული ქრისტესი მაინც არ აქვთ, მათი სიმართლე არ აღემატება ფარისეველთა და მწიგნობართა სიმართლეს. პრობლემაც სწორედ აქ იწყება. სადაც ის ჩვეულებრივი, თუნდაც ზნეობრივი ადამიანივით იქცევა, ქრისტიანივით უნდა მოქცეულიყო. ქრისტიანი კი ბანალურ სიტუაციებშიც განსხვავებულად იქცევა. ამისთვის მხოლოდ მოძღვრის დაჯერება არ არის საკმარისი, ადამიანმა თვითონ უნდა იცხოვროს ქრისტეს სულით.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 10:48 PM

წერილი ახალგაზრდა მასწავლებელს, არიან თუ არა ახლა ჭეშმარიტი ქრისტიანები


არიან და ბევრნიც. ისინი რომ არ იყვნენ, დაიბინდებოდა ალბათ კაშკაშა მზე. თორემ, აბა, ასეთი ძვირფასი კანდელი მხოლოდ სამხეცეს გაანათებდა?
ალბათ ბევრი ქაღალდი დამჭირდებოდა ჭეშმარიტ ქრისტიანებთან ჩემი შეხვედრების აღსაწერად. შენც ალბათ დიდხანს მოგიხდებოდა მათი კითხვა და საკუთარი სულის ნუგეშისცემა. ჯერჯერობით კი მხოლოდ ეს მაგალითი განიხილე.
შარშან ზაფხულს მაჩვეში ვიყავით. მატარებლის მოლოდინში პატარა ბაქანზე ერთ მოხუც გლეხის ქალს ვუცქერდი. მისი დამჭკნარი სახე ბრწყინავდა საოცრად იდუმალი ნათლით, რომელსაც ხშირად იხილავთ სულიერ ადამიანთა სახეებზე. ვკითხე: - ვის ელოდები, დაო-მეთქი. მიპასუხა: "იმას, ვისაც ღმერთი გამომიგზავნის". თურმე ის ყოველ დღეცისმარე მიდის სადგურზე და ელოდება ღატაკ მწირს, რომელსაც ღამის გასათევი და ლუკმა დასჭირდება. თუ ასეთი გამოჩნდება, სიხარულით მიიღებს თავის ჭერქვეშ, როგორც ღვთისგან გამოგზავნილს. იგი თურმე კითხულობს წმინდა წერილს, მარხულობს, დადის ეკლესიაში და იცავს ღვთის მცნებებს. მეზობლებმა გვითხრეს, წმინდა დედაკაციაო.
მსურდა შემექო სახარებისეული სტუმართმოყვარეობისთვის, მაგრამ შემაჩერა: "განა მთელი სიცოცხლე ღვთის ყოველდღიური სტუმრები არ ვართ?" - და ცრემლები აუკიაფდა თვალებში.
ჰოი, ერის მოწყალეო და ტკბილო სულო! ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, თუ თავს ხალხის მოძღვრად მიიჩნევ, ხშირად შეიძლება შერცხვენილი გამოჩნდე, მაგრამ თუ ხალხის მოწაფეს უწოდებ თავს, არასოდეს შეგრცხვება.
დაე, განგაბრწყინოს ღვთის წმინდა მოწყალებამ!

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

"მორწმუნეს უნდა ჰქონდეს სიყვარული, თავდაჭერილობა, ღირსების გრძნობა, სიქველე, ვაჟკაცობა".

/მამა კახაბერ კურტანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 10:59 PM

"იყავი ბრმა, ყრუ და მუნჯი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 05:57 PM

"წმინდა მამა [იოანე ნოვგოროდელი მთავარეპისკოპოსი] ყველაზე აღმატებულად დაფარულ ღვაწლს მიიჩნევდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 06:21 PM

"ჭეშმარიტი და ნამდვილი ქრისტიანი ის არის, რომლის სული და გული არის დამუშავებული".

/წმ. გაბრიელ ქიქოძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 10:55 AM

" - ჩამორჩება თუ არა დროს ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი?

- ეს მათი სულისკვეთებაა, რომლებსაც სურთ, საკუთარი არაეკლესიურობა სხვადასხვა მიზეზით გაამართლონ. როცა ეკითხები, რატომ არ ხარ ეკლესიურად განწყობილიო, ეძებს არგუმენტებს, მათ შორის ეკლესიის არამოდური წესჩვეულებისა თუ ცხოვრების ნორმისა, რომელიც არ შეესაბამება დასავლური განვითარების ცხოვრების ტიპს.
ზოგი ფიქრობს, თუკი ჩემი პირადი მოთხოვნილებები ეკლესიაში იზღუდება, არ მსურს სიარულიო და ფიქრობს, საერთოდ ათეისტი დარჩეს ან ურწმუნოებაში იცხოვროს. ან კიდევ აირჩიოს ის რწმენა, რომელიც მეტად მორგებულია მის ინტერესებს.
ამგვარად მას კი არ უნდა ღმერთს ემსახუროს, არამედ სურს, უფალი მოირგოს, ეკლესია მოიმსახუროს საკუთარი მოთხოვნილებების გასამართლებლად.
ყველას თავისი არჩევანი აქვს, მაგრამ ის არ უნდა იყოს ამოსავალი, შენ რა გსიამოვნებს. ჭეშმარიტება და უფლის ნება უნდა გამოვიძიოთ. უფალო, იყავ ნება შენი, - ასე მივმართავთ უფალს "მამა ჩვენოს" ლოცვაში. ახლა პირიქით არის. ადამიანმა შეაბრუნა ეს და უფალს ეუბნება, - უფალო, იყავ ნება ჩემი. როგორც ჩემი ნებაა, ისე დამეხმარე, თუ გინდა, რომ გირწმუნო, თუ არადა საერთოდ არ გირწმუნებ, ისედაც კარგად ვიცხოვრებო. აი, სად არის ცდუნება დროის სულისკვეთებისა".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:11 AM

"ეკლესიური ცხოვრების რიტმში მონაწილეობით, ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვცოცხლობთ. საზოგადოდ, ქრისტიანობა ცოდნის რაიმე კრებული კი არა, არამედ ცხოვრების წესია".

/მეუფე ანტონი (ბულუხია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 10:57 AM

"ტელევიზორი, გაზეთები, ეროტიკა, ძალადობა - ეს მძაფრი გრძნობები ურტყამს ადამიანის უკიდურეს ემოციებს და მიმართულია იმისკენ, რომ მათ დაავიწყოს, თუ რამდენად ხანმოკლეა ცხოვრება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:16 AM

"აუცილებელია ყოველწუთიერად ვევედროთ უფალს, აგვიხილოს სულის გონიერი თვალი, რადგან უმისოდ მრავალ ნიჭს უმეცრების ქარი გაფანტავს და კეთილ ნაკვალევს უგუნურების წვიმა წაშლის. ოქროს მიწაში დამფვლელი უფალს ნუ დააბრალებს თავის სიღატაკეს, წყაროსთან ახლოს მყოფი მწყურვალი უბედობას ნუ შესჩივლებს საკუთარ სიხმელეს. ჩვენს ხელთაა სიმდიდრეც და სიღატაკეც, სინოტივეცა და სიმშრალეც. უფალმა ყველას უბოძა სიცოცხლე, ნიჭი, მადლი და სათნოება. ოქრო უკვდავი სულია ჩვენში, წყარო კი სათნოებები, რომლითაც ვირწყულებთ სულს, ვიცავთ გამოფიტვისა და უნაყოფობისგან. მათ ადამიანი განაგებს, მიმართულებას აძლევს.

მაშ, რატომ არიან ბედნიერნი და უბედურნი, სულიერად მდიდარნი და გლახაკნი, "იღბლიანნი" და "უიღბლონი"? პასუხი ერთია: გამოუყენებელი სიმდიდრე სიღატაკეა, აღუსრულებელი სიკეთე - ბოროტება და ნაჩუქრის არად ჩაგდება - უმადურობა. არასდროს დარჩენილა ქვეყნად მთესველი უთესლოდ და არც თითოეული ჩვენგანი - უფლის წყალობისა და შემწეობის გარეშე. თქმა იმისა, უბედური, უიღბლო ვარო, უღმერთობას, უსულობას ნიშნავს, შენთვის არ არსებობს სიკეთე. დედის მუცელში ჩასახვისთანავე სიცოცხლის წიგნში ჩასაწერადაა ადამიანი განმზადებული, რადგან უფალმა სიკეთით მოხედა მას, ღმერთია მასთან. ნუთუ ამის შემდეგ შეიძლება ვინმემ ინანოს თავისი გაჩენა?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2017, 08:18 PM

"მინდა, რაც შეიძლება მეტად განვიწმინდო გული და გავილამაზო სული, რათა უფლის მოსაწონი გავხდე და ღირსი გამხადოს დავდგე მის მარჯვნივ, რომ სულ უფალთან ვიყო და მუდამ ვისმინო მისი ხმა... ვიცი, ბევრი მოვინდომე, მაგრამ ხარბი ყოფილა კაცის გული და ნეტავ მხოლოდ უფალთან სიახლოვის სურვილში ვიყოთ ხარბები!
ერთ წმინდა მამას უთქვამს: თუ წყლის წვეთი წლების მანძილზე ერთსა და იმავე ადგილას ეცემა, ქვას გახვრეტსო... და მეც იმედი მაქვს, ჩემი დაუღალავი ლოცვით, საკუთარი თავის კონტროლით, უფლის სიახლოვეს ყოფნით, მარხვით, აღსარებითა და ზიარებით მოვუხერხებ რამეს ამ ჩემს ცოდვილ და ბინძურ სულს, ჯერ კიდევ ვნებებში რომაა ჩაფლული და ასე უჭირს მისგან განთავისუფლება..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2017, 09:34 AM

"ვინც ცხოვრების წესით ცდილობს დაუმტკიცოს უფალს სიყვარული, უდიდესი პატივისცემა, იგი მადლით იმოსება, მასში იძირება და იოლად აღარ ებმება ეშმაკის დაგებულ მახეებში. უფლის მორწმუნე გამუდმებით უნდა სწავლობდეს ზეციერი მშობლისკენ სავალ გზებს, ანბანს სიცოცხლის წიგნის კითხვისა, რათა მართებულად შეძლოს მასში დავანებული სიბრძნის შემეცნება, რის გარეშეც შეუძლებელია ნათელში სიარული, დაბრკოლებათა გადალახვა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2017, 10:00 PM

„შინაგანი ჩაღრმავება, თვითკრიტიკა არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ უკეთესები გავხდეთ. თვითკრიტიკის გარეშე ადამიანი ერთ ადგილს ტკეპნის და ვერ ვითარდება, ვერ იწმინდება. მუდმივად დაკვირვება საკუთარ თავზე იძლევა ძალიან ეფექტურ შედეგს. ყოველდღიურად განვიხილოთ საკუთარი თავი, რაში შევცოდეთ უფალს, რაში ვემსახურეთ, სწორედ ეს იძლევა სულიერი განწმენდის საფუძველს და ნიადაგს“.



„არ უნდა გაიმართლოს ერისკაცმა თავი იმით, რომ ერში ცხოვრობს, მას არ აქვს ხელშემწყობი პირობები იმისათვის, რომ ქრისტიანულად იცხოვროს. ვიცით ბიბლიური მაგალითი, როდესაც ლოთი სოდომში და გომორში ცხოვრობდა და იქაც იცავდა თავის სიწმინდეს და უბიწოებას.

სოდომი და გომორი იყო ყველაზე გარყვნილი ქალაქები მთელს დედამიწაზე, რომლის მსგავსი არც მანამდე ყოფილა და არც მის შემდეგ იქნება. ისინი ძალიან მძიმე, არაბუნებრივ ცოდვებში იყვნენ ჩართულნი. ასეთ ქალაქში ცხორობდა ლოთი, რომელმაც საკუთარი თავი და მთელი თავისი ოჯახი უბიწოდ და შეურყვნელად დაიცვა და შეინარჩუნა.

როგორ ცხოვრებაშიც არ უნდა გვიწევდეს ცხოვრება, ჩვენ უფალი მოგვიწოდებს, ვიყოთ მისი ერთგულები და დავიცვათ სიწმინდე და უმანკოება“.


/მამა მათე (ვაშაყმაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2017, 09:51 AM

წერილი ახალმოქცეულს რწმენის ნაყოფზე

"ისევე, როგორც ადრე სასიამოვნო იყო თქვენთვის ცოდვა, ახლა საძაგელი გახდა. თქვენ გაგიტაცათ ფილოსოფიამ, ყველაფერი წაიკითხეთ პლატონიდან ბრედლიმდე, და ვერ გადაწყვიტეთ, ვისთვის მიგეგოთ პატივი, ვინაიდან ისინი ერთიმეორეს უარყოფენ, ის, რაც ერთისთვის ჭეშმარიტება იყო, იმას მეორე სიცრუედ თვლიდა, რასაც ერთი თეთრს ეძახდა, სხვა ამბობდა, შავიაო. თქვენ ვერ შეძელით გაგერკვიათ, სად იყო ჭეშმარიტება, და ეს ძლიერ გთრგუნავდათ. და ბოლოს მოხდა თქვენთვის უსიამოვნო, მაგრამ მაცხოვნებელი მოვლენა: მანქანას ქვეშ ჩაუვარდით და ბორბალმა ფეხი გადაგიტეხათ.

საავადმყოფოში წოლისას ბევრი იფიქრეთ. ეკითხებოდით საკუთარ თავს, სად არის ჭეშმარიტებაო. თქვენ გვერდით ავადმყოფი იწვა, მას ბალიშის ქვეშ პატარა წიგნი ჰქონდა ამოდებული, რომელსაც ხშირად იღებდა და კითხულობდა. რას კითხულობთ? - ჰკითხეთ ინტერესით. მან მდუმარედ გამოგიწოდათ. და პირველად ჩაგივარდათ ხელში "ახალი აღთქმა". როცა იგი წაიკითხეთ, უთხარით საკუთარ თავს: "აი, ჩემი ახალი ცხოვრების საწყისი". გამოიღვიძეთ, ყველაფერში, რაც შეგემთხვათ: მანქანის ქვეშ ჩავარდნა, საავადმყოფოს საწოლი, შენი მეზობელი, "შემთხვევით" შეხვედრა ცხოვრების წიგნთან - ღვთის ხელი დაინახეთ, რომელსაც უყვარხართ და თქვენი გადარჩენა უნდა. საავადმყოფოდან გამოსულმა ქრისტიანული ცხოვრება დაიწყეთ, მაგრამ ახლა კვლავ უკმაყოფილო ხარ. გგონიათ, რომ არ ვითარდებით, არ იზრდებით სულიერად. ეს თანდათანობით მოხდება. პირველ სავლეს ქრისტეს დამაბრმავებელმა ნათელმა თვალები მოსჭრა და ტკივილს განიცდიდა, სანამ არ მიეჩვია საღმრთო ნათელს: "და მყის გარდამოვარდეს თვალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მეყსეულად აღიხილნა" (საქმე 9,18). ღვთის სასუფეველი მაშინვე არ იხსნება. მთესავმაც კი, გუშინ რომ თესლი ჩაყარა: "დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე და თესლი იგი აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ იგი მან არა უწყის" (მარკოზ. 4,27).

ასე იქნება თქვენს თავსაც, რამეთუ ჭეშმარიტებას სურს, არა მარტო შეიცნონ, არამედ აღმოცენდეს და ნაყოფი გამოიღოს. თქვენ თქვენს ყანაში საღმრთო ჭეშმარიტება დათესეთ. მოითმინეთ, მაშინვე ნუ ცდილობთ წინასწარმეტყველებას და მოციქულობას. აცალეთ თესლს ამოვიდეს. თქვენი ყოველი ლოცვა მას გაათბობს, ყოველი ცრემლი გამოკვებავს, ყოველი ამოოხვრა ამოზრდის; გაღვივდება თესლი და ამოიჯეჯილებს. თუ როგორ, ეს თქვენ არ იცით, მაგრამ უფალმა იცის. როცა მოვა ჟამი მკისა, თქვენც შეიტყობთ და გამხიარულდებით."

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 12:26 PM

"თუ ღვთის შვილები არ ვართ, მაშინ სრულიად არაფერს წარმოვადგენთ ამქვეყნად!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2017, 10:00 PM

„წუთისოფელი ქვათა დაკრების დიდოსტატია. ამიტომ ჩვენ, ქრისტიანები, არ ვართ ამ წუთისოფლისაგანნი, რამეთუ ქრისტემ გამოგვირჩია“.

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2017, 10:05 AM

"საჭიროა შეგახსენოთ, არა შესაშინებლად, არამედ გასაფრთხილებლად: ყოველთვის არ გექნებათ ისეთი თაბორი, როგორიც დასაწყისში გქონდათ; საჭიროა გოლგოთაზე ყოფნაც. სულიერი სიხარული ჯვრის გარეშე მტკიცე არ არის, ყოველ კეთილ საქმეს ან წინ უძღვის ან შემდეგ მოსდევს განსაცდელი; ამის გარეშე ის მტკიცე ვერ იქნება".

/წმ. მაკარი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2017, 10:28 AM

"დიდად სათნოა ღვთისთვის, რაც კურთხევით აღესრულება; ამიტომ ისე ვიცხოვროთ, რომ ყოველი ჩვენი ნაბიჯი კურთხევით იყოს".

/წმ. ანტონი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2017, 10:08 AM

"ადამიანმა ყველაფერი ამქვეყნიური უფალს უნდა მიანდოს, თუკი უფალს მიენდობა, ყველაფერი ექნება მას".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 02:53 PM

"სამი შეკითხვა გაგაძლიერებს და სწორ გზაზე გატარებს:
1. რა გინდა? 2. რატომ გინდა? 3. როგორ მიაღწიო?"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 08:53 PM

"თუ დამიჯერებთ, სიტყვებში არ არის სიმართლე. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რას ვგრძნობთ, რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ".

/დათო ყანდაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:35 AM

"ქრისტიანული ცხოვრება სხვა ადამიანების მიმართ ფრთხილი, სამართლიანი მოქცევით დაიწყეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2017, 02:45 PM

"ცხოვრება თავისშემოზღუდვით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2017, 10:03 AM

" - თუ აქვს აზრი, პატარ-პატარა ნაბიჯებით ახალი ღვთივსათნო ჩვეულებები შევიძინოთ? მაგალითად, ვეუბნები ჩემს თავს: "ამ კვირაში თერთმეტი საათის მერე არ შევჭამ და არ დავლევ, შემდეგ კვირას კი ოთხშაბათ-პარასკევს ყავას არ დავლევ" და ასე შემდეგ. თუმცა ეს ნაბიჯები ისეთი პატარა გეჩვენება, ზოგჯერ ფიქრობ, რომ ბოროტისგანაა, თავის გამოსწორება არ შემიძლია, მაგრამ ვცდილობ, ასე მაინც მოვიქცე.

- არსებობს სხვადასხვა საშუალება, წარემატო სულიერ ცხოვრებაში და მიუახლოვდე ღმერთს. ასეთი ხერხია - გადაჭრა გორდიასის კვანძი, ისე, როგორც თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელი მოიქცა. ასე მოიქცნენ ეკლესიის მამები, რომლებსაც დიდი სინანული ჰქონდათ - ერთ საათში მკვეთრ გადაწყვეტილებას იღებდნენ - მთელ თავიანთ ცხოვრებას ცვლიდნენ, - ვინაიდან მოიძულეს ცოდვა და შეიყვარეს სათნოება.

რაზეც საუბრობს კითხვის ავტორი - კარგია, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო ხერხი. ეს ნების ვარჯიშია, თანდათანობითი თვითაღზრდა. მაგრამ აქ ეგოიზმიც იმალება, შეგრძნება იმისა, რომ "ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ".

ამიტომაც, სჯობია გამოცდილი მოძღვარი იპოვო, რომელმაც იცის ადამიანის ისტორია, მისი პრობლემები, მისი შესაძლებლობები და ასეთ მოძღვარს გამოუცხადოს თავისი ნაკლულოვანებები. ამგვარი სახით კი ადამიანი დიდი წარმატებით გამოჯანმრთელდება".

/მამა მოსე (აგიოტარისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 09:36 AM

"ქრისტიანი მუდმივი ჩამოყალიბების, საკუთარი თავის შემეცნების პროცესშია... მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიისადმი განუხრელი მორჩილების გარეშე არ არსებობს არც ჭეშმარიტი სიმდაბლე, არც ჭეშმარიტი სულიერი აზროვნება; გარეთ კი არის ფართო სივრცე, ბნელი სამეფო სიცრუისა და მისგან გამოწვეული თვითცდუნებისა".

/არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 09:51 PM

"თუკი ყოველი საქმე, სიტყვა და აზრი ჩვენზე ბეჭედს ასვამს, მაშ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ თავი ყოველგვარი საზიანოსგან დავიცვათ".

/წმ. ნიკონ ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2017, 09:31 AM

"ყოველი მოქმედებისას უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: მე კი მომწონს, მაგრამ ღმერთს თუ მოსწონს? თუ ამის გაკეთებას დავივიწყებთ, დავივიწყებთ ღმერთსაც".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 09:35 PM

"ადამიანმა ცხოვრება ისე უნდა განვლოს, რომ წარსულისა არ შერცხვეს უფლის წინაშე. კარგად უნდა დააკვირდეს განსხვავებას, როგორ ცხოვრობდა ეკლესიის გარეთ და როგორია მისი ცხოვრება ეკლესიის წიაღში. ამ ყველაფერს რომ დააკვირდება ხორციელი თვალით, სულიერი თვალიც აეხილება და უფლის მსახურებაზე არასდროს იტყვის უარს, თანაზიარი გახდება უფლის სისხლისა და ხორცისა. ასეთ ადამიანს უფალი წყალობასა და მადლს არ მოაკლებს და ბედნიერი იქნება."

/მამა თეოფანე (არღვლიანი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 12:18 PM

"მივმართოთ ჩვენი შინაგანი კაცი ქრისტესკენ. ჩვენს ყოველ ქმედებას და მცირე მოძრაობასაც კი იმის შეგნება ახლდეს, თუ როგორ შეხედავს ამას ქრისტე და არა ის, როგორ ეჩვენებათ ადამიანებს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 03:32 PM

"ჩვენი ცხოვრება ხდება სიცოცხლე, როდესაც მასში ღმერთი მყოფობს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 10:50 PM

"შეძლებისდაგვარად ნამდვილები უნდა ვიყოთ"

/არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/

"ვერ დავეთანხმები, რომ ასობით ტაძარს შორის შენი ვერ იპოვო, ან ათასობით მღვდელს შორის - მამა და მოძღვარი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2017, 08:52 PM

"ქრისტიანს არ უნდა სძულდეს ცხოვრება: შეიგრძნობს რა, რაოდენ არასრულქმნილია, პირქუში, ზოგჯერ სასტიკიც კი, მას მაინც უნდა უყვარდეს იგი, როგორც ღვთის უდიდესი ნიჭი და ესმოდეს, რომ ყოველ მოსურნეს შეუძლია მისგან ბევრი რამ ისწავლოს. ცხოვრება - ასპარეზია, სადაც ჩვენ სიმართლისათვის ვებრძვით სიცრუეს და სიკეთისათვის - ბოროტებას. იგი განძია, ხშირად ადამიანების მიერ გაფლანგული; ცხოვრებისგან ჩვენ უნდა მივიღოთ სარგებლობა და როდესად დადგება ჟამი, ღვთის ხელში უნდა დავაბრუნოთ, იქ, საიდანაც მივიღეთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2017, 10:47 PM

"მცირე დროითაც ნუ დარჩები უსაქმოდ, იყავი ყოველთვის შრომასა და საქმიანობაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2017, 10:28 AM

"ისურვე იცხოვრო და მოკვდე მხოლოდ უფლისათვის და ეკუთვნოდე მას".

"ვახშმობის დროს გაიხსენე იესო ქრისტეს უკანასკნელი საღამო და ევედრე მას, რომ ზეციური საღამოს ღირსი გაგხადოს.

დაძინებამდე გამოსცადე საკუთარი სინდისი; სთხოვე ღმერთს საკუთარი ცოდვების შეცნობისათვის გაგინათლოს გონება; განიხილე შენი ცოდვები; ითხოვე მათთვის შენდობა; განსაზღვრე ნათლად და ზუსტად რა გზებით და როგორ აპირებ საკუთარი თავის გამოსწორებას.

შემდეგ მიენდე ღმერთს. თითქოს იმ ღამით მის წინაშე უნდა წარდგე, სთხოვე მფარველობა ღვთისმშობელს, მფარველ ანგელოზს და წმინდანს, რომლის სახელსაც ატარებ.

წარმოიდგინე საწოლი კუბოდ, ხოლო საბანი - სუდარად; გადაიწერე პირჯვარი. ემთხვიე სამკერდე ჯვარს და დაიძინე ღვთის მფარველობით.

თუ ვერ იძინებ, ან ფხიზლობ ღამის განმავლობაში, გაიხსენე სიტყვები: "შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაი იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს", ან ის ბოლო ღამე მოიგონე, როდესაც იესო სისხლიანი ოფლით ევედრებოდა მამას; ილოცე ამ დროს მძიმედ სნეულთა, სასიკვდილო სარეცელზე მყოფთა, ტანჯულთა და მიცვალებულთათვის და ევედრე უფალს, რომ არ დაგფაროს სამუდამო ბნელეთმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2017, 10:37 PM

"ნეტარ არს - ნეტარია არა ასეთი ერი, ან ასეთი ადამიანები, ვინც მიწიერად ჩანს, რომ სიმშვიდესა და ნეტარებაში ცხოვრობენ, არამედ ნეტარია ის, ვინც ღვთისმოსაობით ცხოვრობს, ასეთი ადამიანების ცხოვრებაა სანატრელი. დანარჩენი - მიწაზე არაფერია სანატრელი, რადგან რაოდენ ნეტარებითაც არ უნდა იცხოვროს კაცმა დედამიწაზე, ეს წარმავალია, მიღმიერი სამყარო და ნეტარება კი მარადიული. ამიტომაც სანატრელია ღვთისმოსაური ცხოვრების წესი".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 11 2017, 09:57 AM

"ბოროტი ძალა მარად ფხიზლობს, უტევს ადამიანს და კაციც, რაც უფრო მეტად შედის ეკლესიური ცხოვრების სიღრმეში, მით უფრო მეტად გრძნობს, რაოდენ საჭიროა საკუთარი ქცევის, ფიქრების, გრძნობების მუდმივი კონტროლი. მღვიძარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მუდამ ახსოვდეს ღმერთი და მის სათნოდ ცხოვრობდეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 08:27 PM

"ადამიანმა თავისი ლოცვით, თავისი ქრისტიანული ცხოვრებით უნდა აკურთხოს თავისი შრომა და იკურთხოს თავად".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 09:31 PM

"ერთი საათიც არ დატოვოთ საკუთარი თავი უკონტროლოდ. ყოველ საათს დააკვირდი, გამოსცადე, აკონტროლე საკუთარი თავი, იმ დროს ყველაფერი თუ გაქვს წესრიგში".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:43 AM

"ეკლესიური ცხოვრება გადარჩენის და სრულყოფის ერთადერთი გზაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2017, 09:17 PM

"[ცხოვრება] ახლოდან - ტრაგედია, შორიდან - კომედია!"

/ჩარლი ჩაპლინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2017, 01:36 PM

"თუ ხარ ღმერთთან, იყავი ღმერთთან, არ დაიწყო თამაში. ყველაფერი შენი შრომით, შენი სიყვარულითა და მოთმინებით უნდა მიიღო, მოიყიდო. შენი ენერგია უნდა დახარჯო, რომ ეს რაღაც მიიღო".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:28 PM

"შენ არსებობ ყველგანმყოფი ღვთის თანდასწრებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2017, 11:43 AM

"ჩემი ცხოვრება ასდევნებია ღრუბელთა ფარებს, იქ უფალია, ის შემიფარებს!"

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 10:25 AM

"ღვთის თვალთა წინაშე წარდგომას და სიარულს გვასწავლის მამა სამსონი (სივერსი): ყოველი საქმის აღსრულებისას თქვი: როგორი იქნება ეს ღვთის წინაშე? - და არ შეცდები... მიდიხარ ქუჩაში, ხვდები ვიღაცას - ღმერთი გყავდეს თვალწინ. შეგეკითხება - უპასუხე, მხოლოდ თავმდაბლად, სიყვარულით, რომ ამ პასუხში კაცთმოთნეობა და სიცრუე არ იყოს... როცა მართლაც ვიცხოვრებთ ღვთის თვალთა წინაშე, მუდამ მხიარულნი და ბედნიერნი ვიქნებით. ეს სიმშვიდე კი არასოდეს დაგვტოვებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 10:46 AM

"ხედავ, ჩემო საყვარელო შვილო, ღმერთი ყოველთვის შენთან არის, როცა მის მცნებებს აღასრულებ, კეთილსურნელოვანი ანგელოზი კი ყოველ შენს ნაბიჯს და საქმეს აღრიცხავს".

/ბერი იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2017, 12:29 PM

წმინდა იოსებ ისიქასტი წერს: "თითოეულმა ჩვენგანმა, - ახალგაზრდამაც და მოხუცმაც, პატარამაც და დიდმაც, - გამოიკვლიოს: თითოეული სიტყვით, რომელსაც იტყვის, ნაბიჯით, რომელსაც გადადგას, მუდამ, ღამე იქნება თუ დღე, რამეს ისეთს ხომ არ ვაკეთებთ, ვამბობთ ან ვფიქრობთ, რაც არ მოსწონს ჩვენს მაცხოვარს - იესო ქრისტეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2017, 12:00 PM

"მორწმუნე მუდამ გაფაციცებული უნდა იყოს, რათა არაფერი შეეშალოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 05:13 PM

"- ასე რომ, ჩვენი ცხოვრების გზის არჩევანი ჩვენს ხელთაა და არანაირი აუცილებლობა და გარდაუვალობა არ განსაზღვრავს მას...

- ამასთან დაკავშირებით ერთ იგავს გავიხსენებ. ქალაქში ორი ბრძენი ცხოვრობდა. ერთი მათგანი შურიანი იყო. შურიანმა გადაწყვიტა მეორე ბრძენისთვის ავტორიტეტი შეელახა და ხალხის თანდასწრებით ერთი შეკითხვა დაესვა მისთვის, რომელზეც პასუხის გაცემას ვერ შეძლებდა.

დაირიჭა პეპელა, მოიქცია ხელისგულებში და მივიდა ბრძენთან. თან ფიქრობდა: ვკითხავ, ცოცხალი პეპელა მიჭირავს თუ მკვდარიო. თუ მეტყვის, პეპელა ცოცხალიაო, მაშინ ხელისგულებს ერთმანეთს მოვუჭერ და პეპელაც მოკვდება. ამ შემთხვევაში მისი პასუხი არასწორი აღმოჩნდება, ხოლო თუ მეტყვის, პეპელა მკვდარიაო, ხელებს გავშლი და პეპელა გაფრინდებაო.

ბრძენი ყველაფერს მიხვდა. როდესაც შურიანმა ჰკითხა, როგორ პეპელა მიჭირავს ხელშიო, მან ძალიან მოკლედ უპასუხა: ყველაფერი შენს ხელთააო. მართლაც მის ხელში იყო, მოკლავდა თუ აცოცხლებდა ამ პეპელას.

ეს იგავი შეგვაგონებს, რომ ფაქტობრივად ჩვენს ხელთაა ჩვენი არჩევანი: როგორი იქნება ჩვენი ერის მომავალი, ჩვენი პიროვნული ზრდა... უფლის მიერ მონიჭებულ ჩარჩოებში ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მაქსიმალური, რაც ჩვენი პიროვნებისთვის არის განსაზღვრული".

/ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლელა ტყეშელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2017, 12:35 PM

"საქმის დაწყებაზე როცა ადამიანს კურთხევა ეძლევა, ის მას ზურგის ქარივით ეხმარება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 01:05 PM

"ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა აღნიშნა, რომ განსხვავდებიან ეკლესიური და არაეკლესიური ადამიანები ერთმანეთისგან. ადამიანები შეადარა წიწილებს. არის ინკუბატორის წიწილა და კრუხის წიწილა. როდესაც განსაცდელი მოდის და ქორი გამოჩნდება, კრუხის წიწილა გარბის და დედას შეეფარება. ინკუბატორის წიწილამ ეს არ იცის. იღუპება.

ამიტომ ჩვენ ვიცით, როცა განსაცდელი მოვა და წავიქცევით,ისევ უნდა წამოვდგეთ და ეკლესიაში მივიდეთ. ეკლესია დაგიფარავს, განგწმენდს. ვიცით, რომ ჩვენი გადარჩენა ეკლესიაშია. კრუხის წიწილამ იცის, რომ გადარჩენა დედის ფრთების ქვეშაა.

ეკლესია არის ადგილი, სადაც ითესება იფქლი და ღვარძლი. ჩვენ არჩევანზეა დამოკიდებული, ჩვენ ან იფქლი ვიქნებით, ან ღვარძლი. მამები ამბობენ, ბოროტებამ ისე შემოაღწია, რომ უკვე საკურთხეველზე გადისო. ადამიანის გულია ასპარეზი კეთილისა და ბოროტის ბრძოლისა, თვითონ ეკლესია არის ეს სარბიელი, არ უნდა გვეგონოს, რომ მხოლოდ ეკლესიაში სიარულით გადავრჩებით. თუ ყოველდღიური ზრუნვა არ გვექნება და არ გავზრდით საკუთარ სულს, ვერც გავიგებთ ქრისტიანობის არსს".

/არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 01:32 PM

“ წუთისოფლის ფურცელზე ყოველწუთიერად აისახება ჩვენი ნაშრომის, ნამოქმედარის მშვენიერებაც და სიმახინჯეც, ნათელიც და ბნელიც.”



“უფალზე ფიქრი მშობელია სათნოებათა სიმრავლისა, ნიჭთა მრავალფეროვნებისა, სულიწმინდისეულ ტკბილ ნაყოფთა შეგრძნება-გათავისებისა.”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2017, 04:52 PM

"ნუ წუხხართ, ერნო, რომ გიჭირთ ცხოვრება. მხოლოდ ცოდვას ებრძოლეთ, შემწეობა შესთხოვეთ უფალს და გიბოძებთ იგი, რამეთუ მოწყალეა და უყვარხართ".

/წმ. სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2017, 09:44 PM

"ყოველ კაცს აქვს თავისი "გზა ხსნისა". და თუ მოღვაწე ჯვარს იტვირთებს, ის ბოლომდე უნდა ზიდოს. წარმავალი წარუვალს არ უნდა ამჯობინოს, მოკვდავი - უკვდავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 08:35 PM

"ვინც მოწყალეა სხვებისთვის და შეუბრალებელი საკუთარი თავისადმი, ღმერთი შეიწყალებს და აქვე, მიწაზე, ზეციური სასმისით მაცხოვნებელ წყაროს წყალს შეასმევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 08:52 PM

"უფლის მფარველობა შესაბამისად ვლინდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ცდილობ იცხოვრო ღვთის სათნოდ".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 07:34 PM

"მართლმადიდებლური ცხოვრების წესი ნათლად მიუთითებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პირად დამსახურებას უფლის წინაშე, რათა შენდა სასიკეთოდ დამთავრდეს ყველაფერი.

უფლის წყალობა, უფლის ნების გაგება დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, მოღვაწეობაზე. აზროვნება იწმინდება, სწორი მიმართულებით მიდის, როდესაც ადამიანი ცდილობს, ნაკლებად შესცოდოს.

გონება რომ საღად მუშაობდეს, მსჯელობა გამართული იყოს, ამას დამსახურება უნდა. ეს უფლის წყალობაა და იგი, რამდენადაც შესაძლებელია, ღვთისთვის სათნო ცხოვრებით მიიღწევა".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 05:06 PM

"წამითაც კი ნუ გვაცხოვრებ
ჩვენ, უფალო, უშენოდ"

/გიორგი ფილია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2017, 09:58 PM

"საერთო მდგომარეობა ასეთია - რადგანაც მარადიული ცხოვრება არსებობს, მაშინ ადამიანის მთელი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს საიქიო და არა მიწიერი ცხოვრება. ეს გარემოება ყველასთვის ცნობილია და საკამათო არაფერია. თუმცა ამ ცოდნას ცხოვრებაში ნაკლებად ვიყენებთ.

იღვაწეთ ამ მიზნის მისაღწევად - თავად ნახავთ, როგორი სინათლით გასხივოსნდება თქვენი ამქვეყნიური დროებითი ყოფა და თქვენი საქმეები. დარწმუნდებით, რომ აქ ყველაფერი მხოლოდ საშუალებაა სხვა ცხოვრებისათვის".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2017, 11:28 AM

"არ ვიცი, რა მოვუხერხო ჩემს ცხოვრებასო" - მწერთ. სულიერი ხედვა მუდამ გქონდეთ მიმართული ზეცათა სასუფევლისკენ და ყველა ნაბიჯი ისე განსაზღვრეთ, რომ იგი იყოს იქითკენ გადადგმული. მე მგონია, რომ ეს მარტივია და ყოვლის მომცველიც".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2017, 11:42 AM

"დახმარებას ითხოვს? - დაეხმარე. გაწყენინა ვინმემ? - შეუნდე. შენ თვითონ აწყენინე? - იჩქარე, - შენდობა ითხოვე და შეურიგდი. შეგაქო ვინმემ? - არ გაამაყდე. გაგლანძღა? - არ გაბრაზდე. ლოცვის დროა? - ილოცე. შრომის? - იშრომე. და სხვა და სხვა, ქრისტიანის მიზანი საიქიოდ ნეტარი ცხოვრებაა; საშუალება ამ მიზნის მისაღწევად კი მცნებების მიხედვით ნაღვაწი საქმეები. ასე განჭვრეტილი თქვენი ცხოვრება მოთავსდება მყუდრო ჩარჩოში და ხმაურის გარეშე მიხვალთ მიზნამდე".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2017, 01:38 PM

"თუ გადაწყვეტთ ყველა გარემოებაში იმოქმედოთ ისე, როგორც ღვთის ნებაა, ამით თქვენი ცხოვრების ყველა პრობლემა გადაიჭრება სრულიად და დამაკმაყოფილებლად".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 01:29 PM

"ცხოვრება ბრძოლაა, მუდმივი დაცემა და აღდგომა, რასაც მოაქვს წინსვლა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 09:30 PM

"მოვეგოთ გონს და გავიგოთ, რომ ღვთის სიყვარული შეგვიძლია გამოვიწვიოთ მხოლოდ სინანულით, ანუ შევხედოთ ჩვენს თავს, შევიცნოთ ჩვენი პასუხისმგებლობა ქრისტე მაცხოვრის განხორციელებისა და ჯვარცმისადმი და დავიწყოთ ცხოვრება, რომელიც იქნება ღირსი მისი ჯვარზე მსხვერპლადგაღებული სიყვარულისა. და ეს შესაძლებელია გამოიხატოს არა დიდებულ საქმეებში, არამედ ყოველდღიურშიც".

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 11:37 AM

"ქრისტიანობა ყოველთვის იყო და იქნება ბრძოლა. არასოდეს იცვლება მასში მორალური და სულიერი ფასეულობები.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მთელი ჩვენი ცხოვრება, და ყველაზე მთავარი ბრძოლა ჩვენს შიგნითაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2018, 10:32 AM

"გულწრფელად და სიყვარულით მოიქეცი. უფალი ღმერთი ყველგან გხედავს - შინაც, ქუჩაშიც, ეკლესიაშიც..."

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 02:47 PM

"მეტი სულიერება გვჭირდება ჩვენ"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 10:40 PM

სულიერი მდელო [გვ. 605]

ერთმა თქვა: "ყოველთვის, როდესაც ადამიანებთან გავდივარ, უფრო ნაკლებად ადამიანი ვბრუნდები უკან". ჩვენ ხშირად ვართ ამ მდგომარეობაში, რადგან დუმილი უფრო ადვილია, ვიდრე ის, რომ საუბარში რაიმე ზედმეტი არ თქვა; უფრო ადვილია სახლში დარჩენა, ვიდრე საზოგადოებაში მოუფრთხილდე საკუთარ თავს ისე, როგორც საჭიროა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 02:00 PM

"ჩვენ შევიგრძენით ღმერთი, ჩვენ შევიძინეთ გამოცდილება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 11:16 AM

"ქრისტიანი ცხოვრობს დღეს და ხვალინდელი დღეც იქნება დღეს"

/მამა თეიმურაზი (ქორიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 12:53 PM

"ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი და გამუდმებული მიახლოება ღმერთთან"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 06:04 PM

"ნუ დავხარჯავთ დროს იმაზე ფიქრში, ხვალ რა მოხდება, ქრისტიანისთვის მთავარია, დღეს რა იქნება"

/მამა თეიმურაზი (ქორიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 09:59 PM

"ადამიანი ხომ დათვი არ არის, რომელიც ოქტომბერში ბუნაგში ჩაწვება და აპრილამდე ძინავს. ეს არ არის ადამიანის დანიშნულება. მთელი ჩვენი ცხოვრება დაკავებული უნდა იყოს სასარგებლო და კეთილი საქმეებით, ზეციური სასუფევლისკენ, მოსიყვარულე მამისკენ - ღმერთისკენ სასიხარულო და აქტიური მოძრაობით".

/მღვდელი გრიგოლ გრიგორიევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 09:56 PM

"მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, ქრისტიანი გქვია, ქრისტეს სული მაინც არ გაგაჩნია, არ ხარ მისი ცხოვრების მბაძავი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 03:25 PM

"ადამიანმა საკუთარ თავზე მუშაობა უნდა ისწავლოს. რა თქმა უნდა, ცხოვრების მანძილზე არაერთგზის მოუხდება ცოდვით დაცემა, მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანი მთელი ცხოვრება უნდა იღვწოდეს იმისათვის და იმეცადინოს საკუთარ თავზე, რომ ებრძოლოს ცოდვებს და გაიმარჯვებს კიდეც."

/მამა საბა ბიკაშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)