IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> ეგვიპტე, ისტორია, მითები და საიდუმლოებანი
ივერიელი
პოსტი Dec 17 2009, 04:03 PM
პოსტი #61


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 16-December 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7,825



sable
ვერ შეგედავები რადგან ზუსტად არ ვიცი. smile.gif smile.gif


--------------------
ენა მამული სარწმუნოება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Dec 17 2009, 05:30 PM
პოსტი #62


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



თუ დაგაინტერესებთ მოგითხრობთ ეგვიპტის ისტორიის პერიოდიზაციას;1)ძველი სამეფოს ხანა ( 1-5 დინასტია)ამის შემდეგ 6-10დინასტია, 2) შუა სამეფოს ხანა(11-13)დინასტი რომელსაც მოსდევს ახალი სამეფოს ხანა, 17-20 დინასტია, შემდეგ არის 25-26 დინასტიები.ამის შემდეგ იწყება სპარსელების, ბერძნების, ბიზანტიელების ბატონობა, საბოლოოდ კი ქვეყანაში არაბები გაბატონდნენ, თუ რამე გაინტერესებთ მაქსიმალურად შევეცდები თემის გაგრძელებას.


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Dec 18 2009, 05:54 PM
პოსტი #63


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 16-December 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7,825



ციტატა
mari-mari15


ეს მანეთონის წყაროზე დაყრდნობით.


--------------------
ენა მამული სარწმუნოება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Dec 18 2009, 06:07 PM
პოსტი #64


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(mari-mari15 @ Dec 17 2009, 05:30 PM) *

თუ დაგაინტერესებთ მოგითხრობთ ეგვიპტის ისტორიის პერიოდიზაციას;1)ძველი სამეფოს ხანა ( 1-5 დინასტია)ამის შემდეგ 6-10დინასტია, 2) შუა სამეფოს ხანა(11-13)დინასტი რომელსაც მოსდევს ახალი სამეფოს ხანა, 17-20 დინასტია, შემდეგ არის 25-26 დინასტიები.ამის შემდეგ იწყება სპარსელების, ბერძნების, ბიზანტიელების ბატონობა, საბოლოოდ კი ქვეყანაში არაბები გაბატონდნენ, თუ რამე გაინტერესებთ მაქსიმალურად შევეცდები თემის გაგრძელებას.


შენ თუ ამას მოახერხებ დიდი სიამოვნებით წავიკითხავთ smile.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Dec 18 2009, 07:46 PM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



ციტატა
ეს მანეთონის წყაროზე დაყრდნობით.

კი მასზე დაყრდნობითაა. და თემას გავაგრძელებ, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო.

ეგვიპტური ტექსტების შესწავლამ, მეცნიერებს საშუალება მისცა ეგვიპტური ენის განვითარებაშიც რამდენიმე პერიოდი გამოეყოთ, 1) კლასიკური ეგვიპტური. 2)საშუალო სამეფოს ენა. 3)ახალი სამეფოს ენა, ამ დროს კლასიკური ენა უკვე გაუგებარია და საგანგებო შესწავლას საჯიროებს,4)დემოტური გავრცელებულია ძვ.წ.800-ახ.წ.200წწ.5)კოპტური-ესაა ძველ ეგვიპტელთა ქრისტიანი შთამომავლების ენა, რომელიც ღვთისმსახურებაშია შემორჩენილი. მეცნიერებაში დამწერლობის სამი სახეობაა დადასტურებული: იეროგლიფური, იერატიკული ანუ ქურუმთა დამწერლობა და დემოტური, რომელიც გვიან ხანაში იერატიკული დამწერლობიდან წარმოიშვა.


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ივერიელი
პოსტი Dec 18 2009, 08:51 PM
პოსტი #66


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 16-December 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7,825



mari-mari15

თუ გინდა მე გავაგრძელებ ეხლა. friends.gif

მას შემდეგ რაც ფ. შამპოლიონიმ გაშიფრა ეგვიპტური იეროგლიფები, მეცნიერებს საშუალება მიეცათ წაეკითხათ მრავალი ტექსტი,შესრულებული, როგორც პაპირუსზე, ასევე კედლებზე. ძველეგვიპტურ ტექსტებში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი რელიგიური შინაარსის ჰიმნები, მაგიური ფორმულები, მითიური ისტორიები. ეს ყველაფერი იძლეოდა მდიდარ მასალას, ეგვიპტური რელიგიის სხვადასხვა კუთხით შესასწავლად.მეცნიერებაში არსებული გამოკვლევები და მონოგრაფიები ეგვიპტის რელიგიის მრავალ ასპექტს აშუქებს.


--------------------
ენა მამული სარწმუნოება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2015, 12:42 PM
პოსტი #67


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველი ეგვიპტელები აღმერთებდნენ ყველა ქმნილებას და ყველაზე მეტად შავ ხარს, რომელსაც აპისს ეძახდნენ. ერთი ლეგენდის თანახმად, ფარაონმა თაყვანი სცა ეგრეთწოდებულ ღმერთს, ხარმა კი მას რქები ამოჰკრა და მოისროლა, "ახლა კი ვხედავ, რომ ხარი ხარ და არა ღმერთი!" - მრისხანებით წამოიძახა ფარაონმა".

/"საქართველოს იმედი II", წიგნი 35, გვ.233/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 1 2016, 09:37 AM
პოსტი #68


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რეინკარნაციის მომხრეთა აზრით, სხეული მხოლოდ სამოსია, რომელიც სულმა მრავალგზის უნდა გამოიცვალოს. სხეულზე ამგვარი წარმოდგენა კი სრულიად უცხოა ძველი ეგვიპტური მენტალიტეტისთვის. მართლაც, ძველ ეგვიპტეში კრძალვით ეპყრობოდნენ გარდაცვლილის სხეულს, მის ურთულეს მუმიფიკაციას ახდენდნენ და შემდეგ გრანდიოზულ საცავს - პირამიდას უშენებდნენ".

/"კარიბჭე" N12, 2008, გვ.32/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 7 2016, 10:49 PM
პოსტი #69


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადრე ეგვიპტელებს ჰქონდათ ჩვეულება, წითელ ძაფებს ხელზე უკეთებდნენ ნიშნად იმისა, რომ საკუთარ სისხლს სწირავდნენ დემონებს".

/"კარიბჭე" N22, 2016, გვ.34/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2018, 05:52 PM
პოსტი #70


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ცივილიზაციების ჩამოყალიბების] პერიოდისთვის ეგვიპტის არმიის ყველაზე მტკიცე ჯავშანი ტყავის ტანსაცმელი იყო. მშვილდის ისრის წვერი კაჟის, იშვიათად მეტალისგან მზადდებოდა.

ადამიანები ამ პერიოდში გამოირჩეოდნენ საქმის ერთგულებით. ის მშენებლობები, იმ დროს რომ მიმდინარეობდა მსოფლიოში, თანამედროვეობასაც კი განაცვიფრებს.

გავიხსენოთ ეგვიპტის უდიდესი პირამიდები, რომლებიც მესამე ათასწლეულში - ძველი წელთაღრიცხვის 23-24-ე საუკუნეებშია აშენებული. ასეთ მეგალითურ მშენებლობას ათიათასობით მუშახელი სჭირდებოდა.

იძულებითი შრომაც კი იმ პერიოდში ერთგულებაზე იყო დაფუძნებული. იმხელა ერთგულება ჰქონდათ ბატონისა, რომ პრიმიტიული იარაღებითაც კი შეეძლოთ ასეთი გრანდიოზული მშენებლობების წარმოება."

/"კარიბჭე" N11, 2010, გვ.28/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 17 2020, 08:35 PM
პოსტი #71


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეგვიპტე იყო ვაჭრობისა და სიმდიდრის სიმბოლო"

/"ბიბლია განმარტებებით" ტ.10, გვ.429/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 21 2020, 05:53 PM
პოსტი #72


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეგვიპტელმა დიდებულმა, პსამეტიხმა მოახერხა აშურეთისგან გათავისუფლებულიყო და ეგვიპტის XXVI დინასტია დაეარსებინა".

/"ბიბლია განმარტებებით" ტ.10, გვ.646/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2020, 09:45 PM
პოსტი #73


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"17. პტოლემაისში,რომელსაც ადგილის თავისებურების გამო როდოფოროსი (სავარდე) ეწოდებოდა -
ასეთი ადგილი, ვარდების პლანტაციებით მდიდარი, რომელიც საუკეთესო ვარდის ზეთს იძლევა მთელ აღმოსავლეთში, დღესაც არსებობს ეგვიპტის ცენტრში, არსინას რაიონში, ნილოსის დასავლეთ მხარეს და იოსების დიდი არხის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. აქ იყო, ალბათ, იუდეველთა შეკრების ადგილი, რომლებიც საკუთარ სახლებში ბრუნდებოდნენ".

/მესამე მაკაბელთა
"ბიბლია განმარტებით" ტ.15, გვ.271/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 18 2021, 05:13 PM
პოსტი #74


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეგვიპტე - მდებარეობს აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ძველ აღთქმაში მას ჰქვია მიცრაიმი. სიტყვა ეგვიპტე წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან "აიგიპოს", რომელიც ფინიკიელებმა დაარქვეს".

/ლია ბარბაქაძე, "ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის", გვ.75/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 11 2021, 05:27 PM
პოსტი #75


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც ჩანს, უძველესი დროიდან ეგვიპტელებმა აღიარეს, რომ სახელმწიფოებში ახალგაზრდებმა ჩვევად უნდა გაიხადონ მეცადინეობა მშვენიერი სხეულის მოძრაობითა და მშვენიერი სიმღერებით (გიმნასტიკა და მუსიკა). ეგვიპტელები საკურთხეველში საჩვენებლად გამოჰფენდნენ ნიმუშებს, ხოლო მათ წინააღმდეგ რაიმე სიახლის შემოღება, ან სხვა რაიმის გამოგონება, რაც საკუთარი არ იქნებოდა, არ იყო ნებადართული, არც ფერმწერთათვის და არც სხვა ვინმესთვის. იგივე შეეხება სამუსიკო ხელოვნებასაც. ამგვარ სტაბილურობას მუსიკაში უზრუნველყოფდა ძველეგვიპტური პრინციპი "ნომა" - მელოდიური მოდელი, განსაზღვრული სიტუაციით მკაცრად განმტკიცებული და კანონიკურად დამტკიცებული".

/დეკანოზი ლევან მათეშვილი, "ეკლესიის ისტორია", ნაწილი I, გვ.78/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 12 2021, 11:31 AM
პოსტი #76


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეგვიპტის თევზი ძალიან ფასეულად ითვლებოდა. წმინდა ესაია აცხადებს, რომ ეგვიპტეზე მოიწევა ღვთის სასჯელი და გლოვა, რადგან თევზაობა წარუმატებელი იქნება. თევზი კი ეგვიპტელი ხალხისთვის იყო საკვების მთავარი წყარო. ეგვიპტის უძველეს ძეგლებზე მრავლად ვხვდებით მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში სხვადასხვა სახის თევზჭერის არაერთ იეროგლიფურ გამოსახულებას - ანკესით, შუბით, ბადით, ჩანგლით და ა. შ.".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ. 67/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 14 2021, 06:48 PM
პოსტი #77


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზემო ეგვიპტის მრავალი გამოქვაბული საუცხოოდ იყო გაფორმებული მხატვრობითა და ქანდაკებებით. ძველი ეგვიპტელები ისიდას და ოსირისის რელიგიურ დღესასწაულებს გამოქვაბულებში აღნიშნავდნენ, ისევე როგორც მზის თაყვანისმცემლები თავიანთ კერპთაყვანისმცემლურ რიტუალებს ასრულებდნენ გამოქვაბულებში".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ. 201/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2021, 07:06 PM
პოსტი #78


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეგვიპტე - (გამ. 1.1) - ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა. მის ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებზე საუბარია წინასწარმეტყელ ეზეკიელის წიგნში (29. 10; 30.6). ქვეყნის მდინარის აუზი თავისი არსებობით, ნაყოფიერებითა და სილამაზით დავალებულია მასზე გამდინარე უზარმაზარი, ისტორიული მდინარე ნილოსით, ამიტომ ეგვიპტე ძველად იწოდებოდა "ნილოსის წყალობად".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ. 289/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2021, 03:38 PM
პოსტი #79


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განსაკუთრებით, სამკურნალო მეცნიერება ეგვიპტეში ყვაოდა. შეისწავლა რა ეგვიპტური სიბრძნე, მოსემ, დიდი ალბათობით, ასევე შეისწავლა სამკურნალო ხელოვნებაც. ეგვიპტეში, როგორც პლინიუსმა აღნიშნა, მრავლად იყო სნეულებები. ჰეროდოტე ამბობს, რომ ეგვიპტეში ყველა ექიმი დაკავებული იყო რომელიმე ერთი ცალკეული დაავადების მკურნალობით და ამიტომ ბევრი ექიმი კურნავდა ნილოსის ნაპირებზე. თითოეულ ოჯახს უნდა ჰყოლოდა საგანგებო მკურნალი ყოველი ცალკეული დააადებისათვის, როგორიცაა თვალი, ყური, კბილი და ა.შ., ასე რომ, გასაკვირი არ არის, როდესაც ვკითხულობთ, მაგალითად, დაბადების წიგნში (დაბ. 50.2) შემდეგ სიტყვებს: "უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ მამამისი" (ანუ იაკობი), კერძოდ, აქ მრავლობითი რიცხვი გამოიყენება და არა მხოლობითი.
ეგვიპტური სამკურნალო ხელოვნება ცნობილი იყო სხვა ქვეყნებშიც. სპარსელი მეფეები კიროსი და დარიოსი მიმართავდნენ ეგვიპტელი ექიმების დახმარებას".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 2, გვ. 385/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2022, 07:20 PM
პოსტი #80


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რატომ გაქრა ძველი ეგვიპტე? რატომ ამოწყვიტეს ეგვიპტის მაცხოვრებლები (ერთი მილიონი კოპტის გარდა, რომელნიც თავს ძველი ეგვიპტელების მემკვიდრეებად თვლიან. მაგრამ რომ არ მონათლულიყვნენ, ისინიც ვერ გადარჩებოდნენ), ეგვიპტეში კი უდაბნოდან წამოსული არაბები დაასახლეს. ეს მოხდა ეგვიპტის საშინელი წარმართობის გამო. უამრავი მკითხავის, კერპის, მჩხიბავისა და მისნის გამო, ენითაუწერელი სიმდიდრისაგან გაამპარტავნებისა და განებივრების გამო, იმის გამო, რომ ეგვიპტის ფარაონი ამბობდა "მდინარე ნილოსი ჩემია და მე ის ჩემთვის შევქმენი", და იყო უფლის მსჯავრი ეგვიპტეზე, ასე თქვა მან: "ამისთვის, აჰა-ესერა, მე შენ ზედა და მდინარეთა შენთა ზედა და მივსცე ქვეყანაი იგი ეგვიპტისაი ოხრად" (ეზეკ. 29:10)".

/წმინდა ნიკოლოზ სერბი, "სიტყვა კანონის შესახებ", გვ.86/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 04:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი