თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ მარტვილობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 09:15 PM

"ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს", მოკვდე ქრისტესთვის - ეს ნიშნავს, უკვდავყო საკუთარი სული მარადისობაში - დაიმკვიდრო სასუფეველი".




"მარტვილი საკუთარი სისხლით იღებს ცოდვათა შენდობას, ამ დრომდე რაოდენ მძიმე შეცოდებაც არ უნდა ჩაედინა".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 09:35 PM

"შესაძლოა, სხვა სარწმუნოების მიმდევრებიც აღესრულონ ტანჯვა-წამებით, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფანატიზმია და არა სარწმუნოება".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 01:16 PM

"როდესაც ადამიანს სურს, თავი დადოს ქრისტესთვის, მას საღვთო მადლი იფარავს და განამტკიცებს, რათა ეს ღვაწლი ბოლომდე იტვირთოს და აღასრულოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2016, 06:38 PM

"საერთოდ ძალიან რთულია იმის თქმა და განსაზღვრა, ვინ როგორ მხნეობას გამოიჩენს განსაცდელის ჟამს, ვინ სად დადგება და როგორ დადგება".

/ლევან გურიელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 09:43 AM

"ჩვენ არ ვიცით, რა წუთში მოგვიხდება წუთისოფლიდან გასვლა, ნებისმიერ წამს შეიძლება აღვესრულოთ, ამიტომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი სიკვდილი ქრისტესთვის სიკვდილი იყოს - შესაძლოა, სიკვდილს არ ეძიებდეს კაცი, მაგრამ მზად უნდა იყოს, რომ ქრისტესთვის აღესრულოს. სწორედ ამგვარად უნდა ეძიებდეს ადამიანი ქრისტესთვის სიკვდილს დღევანდელ ყოფაში".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 10:01 AM

"ანტიქრისტეს მეფობის პერიოდში, ადამიანებს მოწამეობით კი არ დასჭირდებათ ქრისტიანობის დამოწმება, არამედ ცხოვრების წესით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 08:01 PM

"ღვთისთვის წამების დათმენა - დიდი პატივია, მისთვის სიკვდილი კი - ყოველგვარ ამქვეყნიურ სიტკბოებას აღემატება!"

/წმ. ამბერკი იეროპოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 08:14 PM

"ერთი ქრისტიანი, სახელად კვინტუსი, სასამართლოს თავად წარუდგა, მაგრამ როდესაც მხეცები დაინახა, შეშინდა და რწმენას განუდგა, რითაც დაადასტურა, რომ წინდაუხედავად და უგუნურად ძიება საფრთხისა არ არის ღვთისთვის სათნო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 08:34 PM

„II საუკუნიდან დამკვიდრდა მოწამეთა დაკითხვისა და მათი აღსასრულის ზედმიწევნით ჩაწერის ტრადიცია. ამ მონათხრობებს ეკლესიები ურთიერთს უზიარებდნენ და ყველგან აღნიშნავდნენ მარტვილის ხსოვნას.

მოწამის აღსასრულის წლისთავზე, ანუ, როგორც ქრისტიანები ამბობდნენ, - მარადიულ ცხოვრებაში მისი შობის დღეს, მორწმუნენი იქ იკრიბებოდნენ, სადაც ნეშტი ესვენა და იხსენიებდნენ.

ღვთისმსახურების აღსრულებისას იკითხებოდა გადმოცემა მოწამის აღსასრულის შესახებ. ყველა იქ მყოფი სიხარულით ჰმადლობდა უფალს, რომელმაც გარდაცვლილ მოძმეს ღვაწლის აღსრულების ძალა მიანიჭა. ღვთისმსახურება მთავრდებოდა საზოგადო ტრაპეზით, რომელსაც აღაპე, ანუ სიყვარულის სერობა ეწოდებოდა. მოწამეთა საფლავებზე ღვთისმსახურების აღსრულების ჩვეულებამ შემდგომ მათი დასაფლავების ადგილებზე ტაძრების აგების ტრადიცია დაამკვიდრა.

მოგვიანებით დამკვიდრდა ოდიკში წმინდა ნაწილების ჩაკერების წესიც, რაც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას ეყრდნობოდა, როდესაც მან საკურთხევლის ქვეშ სარწმუნოებისთვის მომწყდართა სულები იხილა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 09:11 PM

„ვნებებს აყოლილი და მიწიერ სიამეებს დახარბებული ადამიანი ვერ შეძლებს, ხალისით მიეგებოს სიკვდილს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 11:07 AM


„საერთოდ ეკლესია არ იწონებს მათ საქციელს, ვინც ბრმა და უგუნური მოშურნეობით ეძიებს მოწამებრივ აღსასრულს. ეკლესია სიცოცხლეს ღვთის ძვირფას საჩუქრად მიიჩნევს, რომელიც, როგორც ყველა საღვთო ნიჭი, ადამიანს კეთილად გამოყენებისთვის ებოძა. ცოდვაა სიცოცხლის განგებ საფრთხეში ჩაგდებაც და სიცრუითა და ღალატით მისი შენარჩუნებაც“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 01:17 PM

„წარმათები მიცვალებულთა ცხედრებს წვავდნენ, იუდეველები გვამს ვერ ეკარებოდნენ, რათა არ შებილწულიყვნენ; ქრისტიანები კი კრძალვით, ლოცვით, ფსალმუნთა და სასულიერო ჰიმნთა გალობით აბარებდნენ მიწას გარდაცვლილი მოძმეების ცხედრებს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 01:48 PM


„მორწმუნენი საკუთარ ძალებს არ ენდობოდნენ და განუწყვეტლივ ლოცულობდნენ, რათა ყოველი მათგანისთვის მოევლინა უფალს შემწეობა და ძალა დაწყებული ღვაწლის განსასრულებლად“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 02:22 PM

"ვისაც მოწამეობა სურს, მას დიდი სასყიდელი ელის".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 02:44 PM


„გმადლობ, რამეთუ შემრაცხე შენთვის მარტვილად და ღირს-მყავ, შემესვა შენი ქრისტეს წამების თასი!“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 08:36 PM

„თუ ქრისტიანობის პირველ საუკუნეში ქრისტიანთა მარტვილობამ მოაქცია ადამიანები ქრისტიანობაზე, მეოთხე საუკუნიდან ბერმონაზვნური ცხოვრება გახდა უამრავი წარმართი თუ სხვა სარწმუნოების მიმდევარი ადამიანის მოქცევის საფუძველი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 09:04 PM

"ბიძინა [ბახტრიონის ომის გმირი] კი ხმამაღლა მოუხმობდა ქრისტეს სახელს და ამით იცხრობდა საშინელ ტკივილს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 09:24 PM

"ღირსი ეფრემ კატუნაკელი ბრძანებს: "დიდი კურთხევაა (წყალობაა) მოწამეობა. ჩვენი ეკლესია აგებულია მოწამეთა სისხლით. წმინდა ტრაპეზები დაფუძნებულია არა ღირს მამათა, არამედ მოწამეთა წმინდა ნაწილებზე. დიდებულია ღირსი ანტონი, დიდებულია ღირსი პახუმი, მაგრამ არც ერთი წმინდა ტრაპეზი, არც ერთი წმინდა სამსხვერპლო მათ ნაწილებზე არ არის დაფუძნებული. უცნობ მოწამეთა ნაწილებს კი ამის პატივი აქვთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2016, 11:06 PM

„სახე სიხარულით ჰქონდა გაბრწყინებული, თითქოს ტანჯვის მაგივრად სიტკბოებას განიცდიდია“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2016, 08:55 AM

„მართალთათვის სიკვდილი განსვენებაა, ურწმუნოთა და ცოდვილთათვის კი საუკუნო წამების დასაწყისია“.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2016, 09:12 AM

"ევროპელი მოგზაური დენ-გრასია მოგვითხრობს: "მე ვნახე ისპაჰანში, შაჰის მოედანზე, ასეთი სურათი: რამდენიმე ქართველ გოგონას წამებით აიძულებდნენ, მაჰმადიანობა მიეღო, მაგრამ ისინი სიკვდილამდე ქრისტიანებად დარჩნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2016, 09:45 AM


„უფლისთვის სიკვდილი, ვფიქრობ, იმ ვნებათა დამარხვა და ჩაკვლაა, რომლებიც სულს გვიფორიაქებს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2016, 11:56 AM

"გრიგოლი [დიალოღოსი] - ორი სახის მოწამეობაა, ჩემო პეტრე. პირველი შინაგანია, მეორე - გარეგანი. თუ გარეგნულად არ დევნიან, შეიძლება იყოს დაფარული მოწამეობა, როცა სული გამზადებულია და იწვის მოწამეობის სურვილით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 11:31 AM

"ჯალათის დანა მოწამეთათვის ვიოლინოს ხემზე უნაზესია, როდესაც ქრისტესადმი სიყვარული აგიზგიზდება, მოწამეობა დღესასწაულად იქცევა ხოლმე. ასეთ წამებაში ცეცხლი უფრო მეტად აგრილებს, ვიდრე - ბანაობა, ვინაიდან მის წვა საღვთო სიყვარულის წვაში ქარწყლდება. კანის გაძრობა ალერსად შეიგრძნობა, საღვთო სიტყვა იპყრობს გულს, გონებას და ადამიანი ხდება "შეშლილი". ის ვერ გრძნობს ვერც ტკივილს, ვერც სხვა რაიმეს, რამდენადაც მისი გონება ქრისტესია და მისი გული სიხარულითაა სავსე. რამდენი საწამებლად მიმავალი წმინდანი განიცდიდა ისეთ სიხარულს, თითქოს დღესასწაულზე მიდიოდა!"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 09:21 PM

"არა რაი არს უტკბილეს ქრისტესთვის სიკვდილსა".

/ბიძინა ჩოლოყაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 12:32 PM

"ამის შემდეგ ჯალათებმა გადაწყვიტეს, ცოცხლად აეჩეხათ წმინდანი. "აღიღეს მახვილი და დაიწყეს ჭრად და კვეთად". სხეულის ყოველი ასოს მოკვეთის დროს წმინდა ბიძინა [ჩილოყაშვილი] მრწამსს იმეორებდა დაუცხრომლად. უხმობდა ქრისტეს და ტკივილს აღიმსუბუქებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 10:20 PM

"მოწამეობა უდიდესი მსხვერპლია, უდიდესი ჰიმნია, რაც შეიძლება ადამიანმა ამ სამყაროში ღვთის წინაშე იგალობოს", - ბრძანებს წმინდა კირილე იერუსალიმელი. მოწამე, მარტვილი ყველაზე ფასეულს, ყველაზე მთავარს - სიცოცხლეს წირავს უფლის რწმენისთვის, ღვთის სიყვარულისთვის, მარტვილობის გვირგვინის სანაცვლოდ კი ზეციური გვირგვინით იმოსება, მარადიულ, ნეტარ ცხოვრებას იხვეჭს. მარტვილობის გარდა სხვაგვარი ქრისტიანული ღვაწლითაც გამოიხატება ქრისტეს მოწამეობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 11:12 PM

"ერთ-ერთი პატერიკი მოგვითხრობს: სხვა ქრისტიანებთან ერთად ერთ ფეხმძიმე ქალსაც აწამებდნენ. შემდეგ ყველანი საპყრობილეში ჩაყარეს. ამასობაში ქალს მშობიარობა დაეწყო. ჩვეულებრივად განიცდიდა ტკივილს. ჯალათებს გაუკვირდათ და ჰკითხეს: გუშინ გაცილებით უარესი ტანჯვა გადაიტანე, მაგრამ ხმაც არ ამოგიღია, დღეს რაღატომ ვერ უძლებ შედარებით მსუბუქ ტკივილსო. მაშინ უფალი განმაძლიერებდა, ეს კი ჩვენი ბუნებითი წესიაო, - მიუგო ქალმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2016, 12:25 PM

"თუ ადამიანს უსაზღვროდ არ უყვარს უფალი, მარტვილობის ღვაწლს ვერ იტვირთავს".

/აქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2016, 09:53 PM

" - რა არის მარტვილობის საფუძველი?

- არა მხოლოდ მარტვილობის, ნებისმიერი სახის მოწამეობის, ქრისტიანული ღვაწლის საფუძველი ღვთის უსაზღვრო სიყვარულია. რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს უფალი, მით უფრო მტკიცეა თავის გადაწყვეტილებებში და უადვილდება უფლისთვის თავგანწირვა - მარტვილობის გზით იქნება ეს თუ სხვა ღვაწლით".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 10:38 AM

"განსაკუთრებულად და უჩვეულოდ ეწამნენ ხატმებრძოლთაგან ძმები - თეოდორე და თეოფანე. ისინი იერუსალიმის პატრიარქმა კონსტანტინოპოლში გაგზავნა მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად. მათ ღირსეულად შეასრულეს დავალება. სამჯერ დაიჭირეს და გაასახლეს, მაგრამ სამივეჯერ დაბრუნდნენ ახალი სატანჯველისთვის.

ხატმებრძოლმა იმპერატორმა თეოფილემ ბრძანა, თეოდორესა და თეოფანეს სახეზე ნემსებით სამარცხვინო შინაარსის წარწერა ამოეჩიჩქნათ და იერუსალიმში გაეგზავნათ. რამდენიმე დღე მოუნდნენ სახის მწერალნი საქმეს, სისხლი წყაროსავით სდიოდათ.

უთხრეს ჯალათებს: "იცოდეს ყველამ, ვინც ისმენს, რომ სამოთხის მცველნი ქერუბიმნი როცა დაინახავენ ჩვენს სახეზე ამოკვეთილ წარწერებს, გვერდზე გადგებიან და სამოთხეში თავისუფლად შესვლის საშუალებას მოგვცემენ. რამდეთუ დღემდე ამგვარად არავინ უწამებიათ. ამ წარწერებს იხილავენ საშინელი სამსჯავროს ჟამს და თქვენ გიბრძანებენ მათ წაკითხვას, რამეთუ ნათქვამია: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათე 25, 40).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 10:55 AM

"რაც უფრო მეტად ისწრაფვის ადამიანი ღვთისაკენ, მით უფრო მეტად შეეწევა, განამტკიცებს და განაძლიერებს მას უფალი და ისიც ყოველივეს უძლებს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 11:18 AM

"- თვალთაგან დაფარული მოწამეებიც ხომ არსებობენ?

- იყვნენ მოწამენი, რომლებმაც მარტვილობითა თუ მოღვაწეობით განადიდეს უფალი, თუმცა მათზე არაფერი გვსმენია. მათი ღვაწლის შესახებ მხოლოდ უფალმა უწყის. და ასეთი ათასობით მოწამე გვყავს".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 11:32 AM

"წმინდა ტრაპეზი დაფუძნებულია მოწამეთა ნაწილებზე და არა მამათა ძვლებზე. დიდია ღირსი ანტონი, დიდი იყო პახუმიც, მაგრამ არც ერთი წმინდა ტრაპეზი, არც ერთი სამსხვერპლო მათ სახელზე არ აუგიათ, - უცნობ მოწამეთა ნაწილს კი ამის პატივი აქვს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 01:13 PM

"წმინდა მოწამე ერმილე (ხსენება 13 იანვარს) წამებისას ასე ლოცულობდა: უფალო ღმერთო, პონტოელი პილატეს დროს ტკივილი და ცემა დაითმინე! გამაძლიერე მეც, შენი გულისთვის წამებული, რომ დავითმინო ყოველი, შენი ვნების თანაზიარი ვიყო და ღირსი შევიქმნა შენი საუკუნო დიდებისა. ამ დროს ზევიდან ხმა მოესმა: "ამინ! ამინ! სამი დღის შემდეგ განშორდები სატანჯველს და მათ გამო მრავალი სიკეთე მოგეგება". როცა ხეზე ჩამოკიდეს და დანებით სხეულს უსერავდნენ, ერმილე ლოცულობდა: "უფალო, მაცხოვარო ჩემო, იყავ შემწე ჩემი!" და კვლავ ხმა მოესმა: "ნუ გეშინინ, შენთან ვარ ღმერთი შენი..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 07:52 PM

"ერთხელ ეკლესიაში რთული სიტუაცია შეიქმნა. მამა პაისი ათონელი გამოსავალს ეძებდა, განსაკუთრებით ევედრებოდა წმინდა დიდმოწამე ეფემიას. წმინდა ეფემია ცხადში გამოეცხადა მამა პაისის, პასუხი გასცა მის შეკითხვებს. მამა პაისიმ ჰკითხა წმინდანს, როგორ ეწამეო. მან კი ბრძანა: "მე რომ მცოდნოდა, რა მელოდებოდა მარადისობაში, რამხელა სიტკბოება სულისა, მაშინ მზად ვიქნებოდი, მთელი ცხოვრება სატანჯველნი დამეთმინაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 10:34 PM

"წმინდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუკი ღმერთი ჯვარს-ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისთვის და ცხოვნებისთვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვიტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?! ამისთვის ყოველი სატანჯველი მათ სიხარულად უქცია ღმერთმა".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 11:47 AM

"ტანჯვა-ტკივილის გზა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 07:58 PM

"მაცხოვრისათვის თავდადებულთა მარტვილობანი და ცხოვრებანი თავიდანვე ამშვენებდნენ ქრისტიანთა სულებისათვის გამზადებულ სამეუფო ტაბლას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2016, 08:08 PM

"ტანჯვაში იბადება დიდება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 09:26 PM

"ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, 1441 წელს, იგი [ღირსი გერასიმე ველიკოპერმელი] ვოგულმა მსახურმა მოკლა (გადმოცემით - ომოფორით დაახრჩო)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 09:39 PM

"ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომების გამო სურდა [წმ. დიდმოწამე ავქსენტი იოანინელი], მოწამებრივად დაესრულებინა სიცოცხლე. საამისოდ რომ მომზადებულიყო, ერთხანს ასკეტურადაც ცხოვრობდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2016, 02:43 PM

"მერე ბორისს სთხოვდა: "ევედრე უფალს და ჩემთვის მოწამეობა გამოითხოვეო". ამ ლოცვაში იყო, რომ თავს დაესხნენ და კრავივით დაკლეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2016, 02:56 PM

"დაპატიმრებულებმა ისევ უშიშრად ამხილეს კერპთმსახურთა უგუნურება, რისთვისაც საშინელი წამების დათმენა მოუხდათ. ბოლოს ჯვარს აცვეს და თავებით ძელზე მიალურსმეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2016, 11:36 PM

"წმინდა ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე რკინის როდინში ჩასხეს და უზარმაზარი რკინის ფილთაქვით მოკლეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 28 2016, 11:27 AM

"განრისხებულმა მმართველმა სიმაღლიდანაც გადმოაგდებინა ქრისტიანი გოგონა [წმ. მოწამე ტრიფენე კვიზიკელი], თუმცა არც ამ შემთხევაში ევნო მას რაიმე. მრავალფერი სატანჯველის დათმენისა და ქრისტეს მხნედ აღიარების შემდეგ წმინდანი გამძვინვარებულ ხარს დააფლეთინეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 11:07 AM

" - ქრისტეს არასოდეს ვუღალატებ, თქვენ ჩემი ტანჯვა გევალებათ, მე კი - მისი დათმენა!"

/წმ. ილია ახალი, დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 11:21 AM

„ღმერთო, სახელისა შენისათვის ვიღებ მოწამეობას, შემეწიე და ამ საკვირველ ღამეს ჩემი სიცოცხლე ისე მიიღე, როგორც ძღვენი... აჰა, შენ გავედრებ და გაბარებ ჩემს სულს!“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 10:19 PM

"ღვთისადმი მისი მხურვალე სიყვარული ნეტარს ქრისტესათვის მოწამეობისკენ მოუწოდებდა და, ღვთის ნებით, ეს აღსრულდა კიდეც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 10:32 PM

„მზად იყო, ქრისტესთვის ათასგზის დაეთმინა ტანჯვა და ათასგზის მომკვდარიყო“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2016, 01:38 PM

"განრისხებულმა მტარვალმა დები ზურგით მიაკრეს ერთურთს, ფისით კასრში შთააგდეს და დაწვეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2016, 01:51 PM

"თავად დოროთეას კი თავის მახვილით წარკვეთა მიუსაჯეს.

სიხარულით შეხვდა ამ განაჩენს ნეტარი და ხმამაღლა ჰმადლობდა უფალს.

მისი სიხარულის მხილველმა ერთმა სწავლულმა სქოლასტიკოსმა, თეოფილემ კი დამცინავად ჩაუქირქილა:

- ქრისტეს სასძლოვ, შენი სიძის ბაღიდან ვარდები და ვაშლები გამომიგზავნე, - აუცილებლად, - იყო პასუხი.

შემდეგ ჯალათს თავი მორჩილად მოუდრიკა, სიკვიდილის წინ კი ლოცვისთვის დრო ითხოვა და რომ დაასრულა, მის წინაშე მშვენიერი ჭაბუკის სახით ღვთის ანგელოზი წარდგა და სპეტაკი ტილოთი სამი ვაშლი და სამი ვარდი მიართვა. ქრისტეს ტარიგმა ითხოვა, ეს ყველაფერი თეოფილესთვის გადაეცათ, რის შემდეგაც დოროთეას თავი მოჰკვეთეს.

საოცარმა მოსაკითხმა ქრისტიანთა სახელგანთქმულ მდევნელს თავზარი დასცა, ეს ყოველივე მით უფრო საოცარი იყო, რადგანაც ზამთარი იდგა.

ყველას გასაოცრად, თეოფილემ ირწმუნა ქრისტე და საჯაროდ იწყო ქადაგება.

იგი მაშინვე დააპატიმრეს და დაკითხეს, მან კი ყოფილ კოლეგებს ერთადერთი სურვილი გაუმხილა:

- მინდა მოვკვდე და რაც შეიძლება, სწრაფად შევიდე სასუფეველში, სადაც დოროთეა მელოდებაო!

თეოფილემ მდუმარედ, ყოველგვარი ცრემლისა და კვნესის გარშე დაითმინა წამება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2016, 08:27 PM

"[წმინდა] გიორგი იატაკზე დააგდეს და გულზე უზარმაზარი ქვა დაადეს, ძლივსღა სუნთქავადა. მეორე დღეს იმპერატორი თავად ეწვია მას და დაცინვით ჰკითხა: "როგორ ხარ?" - "ქრისტესთან ერთად აქაც კარგად ვარ" - იყო პასუხი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2016, 12:12 PM

"[დიდმოწამე] გიორგი გაუნძრევლად იწვა სისხლში, გეგონებოდათ, მხედართმთავრის ლაბადა მეწამული ფერის სამეფო მანტიაზე გაცვალაო".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2016, 06:09 PM

"ქრისტეზე სანუკვარი არა გაგვაჩნია რა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2016, 06:24 PM


„ერხელაც, ერთ-ერთი დიდმოწამის ცხოვრების კითხვისას ხმამაღლა აღმოხდა:
- უფალო, მეც ღირსმყავ, შენთვის სისხლი დავღვარო!“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2016, 07:47 PM

„გიორგიმ [კრეტელი] უხმოდ დაითმინა ტანჯვა, თან უფალს ჰმადლობდა და ადიდებდა. ჯალათებმა ჯერ ხელები დააჭრეს, შემდეგ - ყურები, ცხვირი, ფეხები, სასქესო ორგანოები, ენა, ქუსლები, ბოლოს - თვალები დათხარეს და თავი წარკვეთეს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2016, 04:51 PM

"ჩვენ არ გვეშინია არანაირი ტანჯვის, რადგან ვისაც სწამს ღმერთის, მას არ ეშინია ამქვეყნიური განსაცდელის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 12:22 PM

"წმინდანები კი მიმართავდნენ იესო ქრისტეს საშველად. უფალი არ ტოვებდა მათ თავისი უხილავი ძალით, უმსუბუქებდა ტკივილს, უძლიერებდა გულებს, ავსებდა მოთმინებით და ღვთის სიყვარულით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 12:37 PM

“ერთი ქრისტიანი, სახელად კვინტუსი, არ დაუბარებიათ სასამართლოზე - მან თავად გასცა თავი; მაგრამ როდესაც მხეცები დაინახა, შეშიდა და რწმენად განუდგა, რითაც დაადასტურა, რომ წინდაუხედავად და უგუნურად ძიება საფრთხისა არ არის ღვთისთვის სათნო“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 02:52 PM

"უფლისწულმა გადაწყვიტა ბოლომდე მედგრად მდგარიყო და ქრისტესთვის ეჩვენებინა, რომ იგი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2016, 01:01 PM

„მარტვილებს განამტკიცებდა საოცარი ხილვები, რისი წყალობითაც გვემის დროს სახეები ზეციური აღმაფრენით უბრწყინავდათ“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 12:56 PM

"მაქსიმიანემ ისინი გაამათრახებინა, მერე კი ფილოსოფოს-სოფისტებს მისცა ხელთ. მათ ყმაწვილების "მოქცევის" იმედი არ ჰქონდათ, ამიტომ რაღაც ნარევი წაუსვეს ბავშვებს თავზე და ცხელ აბანოში შეყარეს. საშინელი სატანჯველით კვდებოდნენ ყმაწვილები, ერთმანეთს ამხნევებდნენ. პირველად უმცროსი გარდაიცვალა, უფროსმა ძმამ დაკოცნა მისი უსულო სხეული და ზედ დააკვდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 07:31 PM

"დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება".

/წმ. ილია მართალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 10:57 AM

"ავადმყოფობის გამო სიარული არ შემიძლია, მაგრამ დაანთე ცეცხლი და მართალი რწმენისთვის შიგ ჩავვარდები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:59 AM

„უკანასკნელი ლოცვის წარმოთქმისას წმინდანმა იწინასწარმეტყველა, რომ მის სხეულს სამი დღის მერე იპოვნიდნენ. მართლაც, სამი დღის შემდეგ მდინარის პირას იპოვეს ქრისტიანებმა და დიდი პატივით დაკრძალეს იმ ქვებთან ერთად, რომელიც მისი დასჯის იარაღი იყო“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 09:38 PM

"როცა წმინდა მოწამენი [ტროფიმე და თალესი] ჩასაქოლად გაიყვანეს, მათ გარს ქრისტიანები შემოერტყნენ და იცავდნენ, ისე რომ, ჩამქოლველებს ქვები უკან უბრუნდებოდათ. ეს უცნაური ამბავი რომ შეიტყო, დაცვის უფროსმა წმინდანების გაშევება ბრძანა და მათაც უშიშრად გააგრძელეს ქრისტეს სარწმუნოების ქადაგება და ურწმუნო ელინთა მხილება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 08:55 PM

"ყადის ბრძანებით ის [წმ. დიმიტრი დურგალი] სასტიკად აწამეს, მაგრამ მის ქრისტესადმი სიყვარულს ვერაფერი ავნეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2017, 08:06 PM

"[წმ. ევსტათი] როცა ჩამოსახრჩობად მიჰყავდათ, წმინდანი ისე თავისუფლად და სწრაფად მიდიოდა, რომ იფიქრებდი, წვივები მას კი არა, სხვას დაუმსხვრიეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2017, 11:39 AM

"ჰაერის მცველებს (ანუ ეშმაკებს) არათუ არ შეუძლიათ მოწამეობრივად აღსრულებული სულის დაკავება, არამედ მასთან მიახლოებასაც ვერ ბედავენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2017, 10:59 AM

"1943 წელს სერბეთის ერთ-ერთ სოფელში, უფლის ამაღლების დღეს, ფაშისტებმა 44 ადამიანი ცოცხლად დაწვეს. მათ შორის იყო 17 წლის იაგლიკა აჯიჩი, მოხდენილი, შავთვალა, ქერათმიანი გოგონა. ფაშისტებმა ის ცეცხლს გამოარიდეს და ცალკე გაიყვანეს, რათა შეურაცხეყოთ მისი ქალწულობა, მისი სარწმუნოება. გოგონამ თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა: "თქვენ გსურთ სატანჯველით შეგვაშინოთ, შეკრიბეთ ტანჯვის ყველანაირი იარაღი, უხმეთ ყველა ჯალათს და ჯიჯგნონ ჩემი სხეული, ვიდრე იარაღი არ დაემსხვრევათ და ქანცი არ გაუწყდებათ. უწინ ისინი დაიღლებიან ჩემი წამებით, ვიდრე მე ქრისტეს განვუდგები, რომელიც მწარე სასმისს სამოთხისეულ სასმელად გადამიქცევს, დროებით სიკვდილს კი საუკუნო ცხოვრებად". ამ სიტყვებით იგი გაუსხლტა ხელიდან ჯალათებს, გადაეშვა ცეცხლში და იმავ წამს შეაბიჯა ზეციური სასუფევლის კარიბჭეში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2017, 10:13 AM

"ტანჯვაში იბადება დიდება"

/წმ. მეფე ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2017, 08:56 PM

"მაშინ ჯერ უმოწყალოდ გვემა ჯალათმა ღირსი მამა [ღირსმოწამე ვატა სპარსელი], შემდეგ - ხელები დააგლიჯეს, გენიტალიაზე თოკი გამოაბეს და კლდოვან ადგილებში ათრიეს. ამგვარი საზარელი ტანჯვის შემდგომ ვატას თავი წარჰკვეთეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2017, 11:32 AM

"გზა წმინდანობის გვირგვინისკენ, "ცხოვრებათა" მიხედვით, უფრო მრავალმხრივ მოღვაწეობას უკავშირდება, რადგან საზოგადოებრივ-კულტურულ ინტერესებთან არის წილნაყარი. მარტვილის არსს კი ქმნის მძაფრი დაპირისპირება სხეულსა და სულს შორის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2017, 02:21 PM

"ქრისტეს სიყვარულმა მომცა წამების მხნეობა და ქრისტემაც გაიმარჯვა. ამიტომაც გიმეორებ, არასოდეს არაფრის გეშინოდეს. ქრისტესთვის წამება მართლაც რომ ღირს".

/წმ. ეფრემ ნეამაკრელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 04:41 PM

"ციხის საკანში ბარბარს თვით ქრისტე გამოეცხადა, მომდევნო დღეს კი ახალ სატანჯველს მისცეს: - ჯერ გავარვარებულ ქურაში შეაგდეს, საიდანაც უვნებელი გამოვიდა, ეს რომ იხილეს, მაშინ ჯადოსნობაში დასდეს ბრალი და გველებით სავსე ადგილას გამოკეტეს, მაგრამ ქვეწარმავლებმა ფეხების ლოკვა უწყეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 09:43 PM

"უმწარეს ტანჯვას მისცეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 08:13 PM

" მოწამეებად არა მარტო ისინი აღიარეს, ვინც მხეცებმა დაგლიჯეს, დაწვეს ან თავი მოჰკვეთეს, მოწამეები არიან ისინიც, ვისაც კერპების წინაშე ხელი მცირედითაც არ ამოუბრუნებიათ (ძველ ქრისტიანებს წარმართები ხელისგულზე "შესაწირს" ადებდნენ და ცეცხლს უნთებდნენ ხელის ქვეშ იმ იმედით, ხელს ამოაბრუნებდნენ და შესაწირს კერპის წინ დააგდებდნენ. მოწამე ქრისტიანებს ხელები ეწვოდათ, მაგრამ არა თუ არ შლიდნენ, არამედ ცეცხლის სიმხურვალე მათ ამოტრიალებას ვერ აიძულებდა), გესმის? მაშინ იქნები კარგი ბერი, როცა ყურადღებით მოეპყრობი შენი მორჩილების წვრილმანსაც."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2017, 09:36 PM

"ვაღიარებ, მამაო, მას შემდეგ, რაც ნათლისმცემლის სკიტში ღირს მოწამეთა წმინდა ნაწილებს ვემთხვიე, განვიზრახე, მათი გზით მევლო. მას შემდეგ ეს ფიქრი განუყრელად მდევს. ასე რომ, მამაო, მაკურთხე, ქრისტესთვის ვეწამო!"

/წმ. მოწამე კონსტანტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 06:04 PM

"გამხეცებულმა სვირდონმა ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ აღმსარებლები [ფრონტასი, სევერინე, სევერინე და სილანე], ძელებზე მიემსჭვალათ და ეკლის გვირგვინის მსგავსად, თავში ლურსმნები ჩაერჭოთ, რის შემდეგაც თავები წარჰკვეთეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 12:04 PM

"მარტვილი [წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი] უდრეკი რჩებოდა და "სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 12:15 PM

"ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2017, 07:51 PM

"ცოცხალი გწერთ და სიკვდილის სურვილით ვიწვი".

/წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2017, 08:49 PM

"მაშინ კი გაუწყდა მოთმინების ძაფი პრეფექტს და მისი წამება ბრძანა: - ჯერ ჯვრისებრად ამოაჭრევინა ზურგსა და მკერდზე კანი [ღირსმოწამე თეოფანეს], შემდეგ უნაგირს მიალურსმეს და ასე ატარეს ქუჩა-ქუჩა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2017, 07:11 PM

"თურქებმა ხელ-ფეხი წარკვეთეს წმინდა მინას სახელობის ტაძრის მღვდელს, იოანეს, შემდეგ კი თვალნი მისივე მოჭრილი ხელებით დასთხარეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2017, 06:14 PM

"ყველაზე დიდი შესაწირი, რაც შეიძლება გაიღოს ადამიანმა ღმერთის საკურთხეველზე, ეს არის სიცოცხლე. ბერი პაისი მთაწმინდელის სიტყვებით: "ვინც გმირულად კვდება, ის არ კვდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2017, 02:46 PM

"მთლად გაშლეგებულმა უსჯულომ ბრძანა, მისთვის [მოწამე იაკინთე რომაელი] ამ კადნიერი სიტყვების წარმომთქმელი ბაგეები დაეთეთქვათ, შემდეგ უმოწყალოდ ჩააწიხლვინა, პირი გააღებინა, რომ ნამსხვერპლი საკვები ძალით ჩაეყლაპებინა, მაგრამ ამაოდ".

"რაც მეტად დამტანჯავ, მით გაძლიერდება ჩემი რწმენა!"

"[ღირსმოწამე გერასიმე ახალი] ჯალათთ კი ეტყოდა, - ტანჯვა სიხარულით აღმავსებსო. 1812 წლის 3 ივლისს (ძვ. სტ.) წმინდა სოფიას ტაძრის წინ მარტვილს თავი წარკვეთეს, სხეული კი კიდევ ნახევარ საათს იდგა მუხლებზე, შემდგომ კი ისე მშვიდად მიწვა მიწაზე, თითქოს უნდა მიიძინოსო".

"პირველი კვიპრილა წარდგა სამსჯავროს წინაშე და ოდეს მტკიცედ იუარა კერპისთვის მსხვერპლის შეწირვა, ძალით დააჭერინეს ხელში გავარვარებული ნახშირი, რომ "ღმერთთათვის" ეკმია, ნეტარმა კი თქვა:
- ძალით შეწირული მსხვერპლად არ ჩაითვლება!
მეომრებს კი იქამდე ეჭირათ იგი, სანამ ხელი სრულიად არ დაეწვა, შემდეგ - ბოძზე გააკრეს და სხეული დაუსერეს, ჭრილობათაგან სისხლი სდიოდა, მკერდიდან კი რძე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2017, 11:45 AM

"ნეტარი მამა შეიპყრეს და მმართველ აგრიკოლას მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა კი მისი რკინის ბოლოიანი მათრახებით და ხარის ძარღვებით გვემა ბრძანა, შემდეგ კი, მისი სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა, ტანზე თაფლი წაასმევინა, ჯვარზე გააკრა და მხურვალე მზეს მიაფიცხა. მყისვე მწერთა ღრუბელი დაესხა თავს ასტიოსს, რის შედეგადაც იგი აღესრულა".

"მაშინ მოწამე [კირილე თესალონიკელი] ცეცხლს მისცეს და იმდენი შეშა შეუგზნეს, მისი ძვალნიც კი ფერფლად იქცა. 1972 წელს, როდესაც წმინდა კონსტანტინეს ტაძრის ადგილას ახალ ტაძარს აგებდნენ, ნეტარი მამის წმინდა ნაწილიან ურნას მიაგნეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2017, 11:33 AM

"მაცადეთ, ვბაძო ვნებას ღვთისას".

/წმ. მღვდელმოწამე ეგნატე ღმერთშემოსილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2017, 10:41 AM

"ღმერთის მარტვილობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2017, 01:52 PM

წმინდა მოწამე ზლატა მეგლინელის ცხოვრება

ეს დიდებული ქრისტიანი მოღვაწე და მოწამე ცხოვრობდა მეგლინის მხარის სოფელ სლატინაში, რომელიც კაიმაჩკალანის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. წარმოშობით და ენითაც სერბულად მოსაუბრე, წმინდა ზლატა ბაჯაღლო ოქრო იყო არა მარტო სახელით, არამედ გულით და საქციელით. მაღალი, მოხდენილი, გარეგნობით სხვებისგან გამოირჩეოდა. ზოგიერთი თურქი ურცხვად უცქერდა მას.

ერთხელ წყაროზე წასული მოიტაცეს. დაემუქრნენ, თუ არ გამაჰმადიანდები, მოგკლავთო. თავის რწმენაში განმტკიცებულმა წმინდა ზლატამ უთხრა თურქებს, უწინ მოვკვდები, ვიდრე თქვენს სარწმუნოებას მივიღებო. მაშინ თურქებმა დასარწმუნებლად დები და მშობლები მიუყვანეს. ამისთვის დიდ ჯილდოს ჰპირდებოდნენ. ზლატას მშობლები ღარიბი ქრისტიანები იყვნენ. მათ ცრემლის ფრქვევით სთხოვეს ქალიშვილს: "ჩვენო გოგონავ, შეიწყალე საკუთარი თავი და შეგვიწყალე ჩვენც. მხოლოდ ხილულად უარყავი ქრისტე, სიტყვიერად, და ბედნიერი იქნები შენც და ჩვენც. ქრისტე მოწყალეა, გაპატიებს ასეთი შეჭირვებისას ჩადენილ ცოდვას". მაგრამ წმინდა ზლატას მამაცურმა სულმა უარყო ყველანაირი შეთავაზება და სძლია ეშმაკის ხრიკებს: "თუ თქვენ მირჩევთ, უარვყო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, მაშინ აღარც ჩემი მშობლები ხართ და აღარც ჩემი დანი. მყავს მე მამა - უფალი იესო ქრისტე და დედა - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმინდანები კი ჩემი დანი და ძმანი არიანო".

ამის მერე თურქებმა ზლატა დილეგში ჩააგდეს და სამი თვე ჰყავდათ დამწყვდეული. ყოველდღე გამოჰყავდათ და იქამდე ამათრახებდნენ, ვიდრე სისხლით მიწას არ მორწყავდა. ერთხელ ფეხებით ჩამოკიდეს და ქვემოთ ცეცხლი დაუნთეს, წმინდანი მისი კვამლით რომ გაგუდულიყო. მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთი აძლევდა ძალას, ყოველივე დაეთმინა მისი სახელის გულისთვის. საბოლოოდ, თურქებმა ზლატა აკუწეს და მთელ იმ მხარეში მიმოფანტეს. ქრისტიანებმა წმინდა ნაწილები ჩუმად მოაგროვეს და შინ წაიღეს, რათა იმით ღვთის კურთხევა შესულიყო მათ ოჯახში.

ასე დაასრულა წმინდა ზლატამ მიწიერი ცხოვრება და გადასახლდა ქრისტეს საუკუნო სამეფოში. ეს მოხდა 1795 წლის ზაფხულს.

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2017, 11:45 AM

"სამი დღის შემდეგ ვიქტორი [მარსელელი] ისევ წარადგინეს სამსჯავროზე და იუპიტერის ქანდაკებისათვის თაყვანისცემა მოსთხოვეს, მეომარმა კერპი წიხლის კვრით ძირს დააგდო და დაამსხვრია. მან ძალიან განარისხა მაქსიმიანე. მისი ბრძანებით ქრისტინ მეომარს თავი მოჰკვეთეს. თავის კვეთისას ზეცაში გაისმა ხმა: "ვიქტორ, შენ გაიმარჯვე!"

"საბოლოოდ წმინდა ქრისტინეს თავი მოჰკვეთეს და ამით მეტი სიმტკიცე შემატეს ქრისტეს ეკლესიას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 01:10 PM

"პარასკევას [რომაელი] ჯალათებმა გახურებული მუზარადი დაახურეს თავზე, ჩააგდეს ქვაბში, სადაც გამლღვალი კუპრი თუხთუხებდა, მაგრამ სულიწმინდის მადლით დაცული ქრისტეს ერთგული მიმდევარი უვნებელი გადარჩა. როცა იმპერატორმა ქვაში ჩაიხედა, პარასკევამ მდუღარე ფისის რამდენიმე წვეთი შეასხა სახეში და იგი დაბრმავდა. სასოწარკვეთილმა თვითმპყრობელმა პარასკევასვე სთხოვა შემწეობა და მანაც უფლისადმი აღლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა უსჯულოს. ამის შემდეგ იმპერატორმა შეწყვიტა პარასკევას წამება და გაათავისუფლა იგი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 01:34 PM

"ნეტარი [ევსტათი ანკვირელი] დაუნდობლად გვემეს, ქუსლები გაუბურღეს, ბაწრით შეკრული მიათრიეს მდინარე სანგარის ნაპირამდე. აქ ევსტათი ხის ყუთში ჩაჭედეს და ზღვაში მოისროლეს. მაგრამ უფლის ანგელოზმა კიდობანი ნაპირზე გამორიყა. ამ სასწაულით შეძრწუნებულმა მმართველმა თავი დამარცხებულად იგრძნო,იძრო მახვილი და მოისწრაფა სიცოცხლე. ნეტარი ევსტათი გაბრწყინებული სულით შეერთო უფალს. მარტვილის წმინდა ნაწილები ქალაქ ანკვირიაში დაკრძალეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 02:04 PM

"არათუ მარტო ტანჯვისთვის ვარ გამზადებული ქრისტეს სიყვარულის გამო, არამედ სიკვდილისთვისაც ჩემი თავი არ მებრალება".

"ამ გამოცდის შემდეგ თეოდოტია ერთ პირწავარდნილ უნამუსოს - ჰირტაკს გადაულოცეს წასაბილწად. მაგრამ მიუახლოვდა თუ არა უსჯულო ღვთის კეთილკრძალულ მხევალს და მიკარება სცადა, უცებ მის გვერდით ნათლითმოსილი ჭაბუკი იხილა. ჭაბუკმა მრისხანედ ჰკიდა თვალი და ისე ძლიერად დაარტყა სახეში, რომ ჰირტაკს სისხლი წასკდა".

"გამხეცებულ ბერილს უფლის სასჯელი არ ასცდა: იმ არგანს მომწყდარი ხიწვი, რომლითაც სერაფიმას სცემდნენ, თვალში ჩაუვარდა და სამი დღის შემდეგ დაბრმავდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 03:14 PM

"თუ ვის და რატომ არგუნებს ხოლმე ღვთის შეუცნობი განგებულება მოწამეობის უმაღლეს გვირგვინს, არავინ უწყის; უეჭველი ალბათ ის არის, რომ ზეცა ადამიანის არჩევანს ელის - ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ამქვეყნად."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2017, 11:13 PM

"- უგუნურო და ბოროტებით დაბრმავებულო ადამიანო! რატომ მაყენებ ამ სატანჯველს, რომელსაც ჩემი ღმერთის მიერ გაძლიერებული ობობას ქსელად ვთვლი? თუ უფრო საშინელი წამების მოგონება შეგიძლია, ჩემთვის ისიც თამაში იქნება".

/წმ. ევპოლოს მთავარდიაკვანი (+304)

"ძალზე გაოცდა ეს უკანასკნელი [ქალაქის თავი], როცა ევლოპი სავსებით ჯანმრთელი და ხორციელად მხნე იხილა, თითქოს ახლახან სუფრიდან ადგაო".

"გაბრაზებულმა ქალაქის თავმა ბრძანა მისთვის რკინის კაუჭებით ყურები მოეგლიჯათ".

"მერე კი ისინი [წმ. ფოტიოსი და ანიკიტე] ფეხებით გაუხედნავ ცხენებზე მიაბეს და მიწაზე ათრიეს. მაგრამ ამგვარი წამებითაც ვერაფერს მიაღწია ჯალათმა, ბოლოს ცხენები გაჩერნდნენ და წმინდანებს ფეხებზე მობმული თოკები შეეხსნათ და ფეხზე საღსალამათნი წამოდგნენ".

"მას [წმ. კორონატი] ქრისტეს სიყვარულისთვის თავი მოჰკვეთეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2017, 09:05 PM

"შემდეგ ურსიკს ხელებზე გოგირდით, ფისით და ზეთით გაჟღენთილი ქსოვილი წამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს"

"იგი [წმ. მღვდელმოწმე მარკელე] შეიპყრეს წარმართებმა და ღუმელში შეაგდეს, სადაც წმინდანი აღესრულა. ეს მოხდა 389 წელს. მკვლელები შეიპყრეს. წმინდა მარკელეს შვილებს შურისძიება ეწადათ, თუმცა ადგილობრივმა კრებამ მათ ეს აუკრძალა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2017, 11:16 PM

"ტირანის ბრძანებით, წმინდანი [დიმიტრი სამარინელი] ყელამდე მიწაში ჩაფლეს - მარტო თავი უჩანდა. ასე დატოვეს, ვიდრე არ მოკვდებოდა. დიმიტრიმ ათი დღე გაატარა ლოცვაში და ვნებადათმენილი წარსდგა უფლის წინაშე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 10:56 PM

"სულს ხორცზე არასოდეს გავცვლიო, - პასუხობდა [მამა ნიკოლოზ ქუხილავა]".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 11:06 PM

"საპყრობილეში მას [მოწამე რიგინი] ანგელოზი ამხნევებდა. ღვთის მოციქულმა დაარწმუნა ის, რომ ქრისტე მის გვერდით დგას, რათა მისთვის სისხლი და ოფლი მოეწმინდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 11:24 PM

"მე წმინდა რწმენაში გავიზარდე, და კოჭლობას არ ვაპირებ. მაწამე, რამდენიც გინდა".

/წმ. ჰერმესი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:17 AM

"მრავალვნებადათმენილი მოღვაწე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 09:01 PM

"...ჭკუიდან გადასული ჯალათის ბრძანებით, ის მხეცებიც დახოცეს, რომლებმაც მღვდელმთავარს პირი არ დააკარეს, ემელიანე კი მადლობდა უფალს ამის გამო, რომ გარეული მხეცნიც ქრისტეს სადიდებლად იხოცებოდნენ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 10:39 PM

"დღეს, გლობალიზაციის, ტექნოკრატიული ცვლილებების ხანაში, მორწმუნეები ფაქტობრივად უსისხლო მოწამეობას გავდივართ."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 11:04 PM

"არა მარტო სასულიერო პირის, არამედ უბრალო ქრისტიანის ცხოვრება დღეს არის უსისხლო მოწამეობა".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 11:14 AM

"წამების შემდეგ წმინდანები მშვიდად ავიდნენ კოცონზე და უფალს მიაბარეს სული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 10:02 AM

"კისრები დაუმტრიეს"

"ნესტოები გახურებული ჩხირებით დაუხვრიტა"

"უშიშრად წარუდგა იმპერატორს, რომელსაც მეომრის ქამარი სახეში შეათხლიშა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 04:09 PM

"თურქებმა იქ მთელი ღამე ტანჯეს [წმინდა მოწამე პოლიდორე ახალეფესელი], იღლიებში გახურებული აგურები ამოუჩარესდა ასე აიძულს დგომა... ხოლო როდესაც თავზე ყულფი ჩამოაცვეს, აღმოხდა:

- მე ქრისტიანი ვარ, ქრისტიანი, ქრისტიანი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 06:10 PM

"შინ მიბრუნებულმა [წმ. მოწამე ევფსიქი] დარჩენილი ქონების ნაწილი გაყიდა და მიღებული თანხა ჯერ იმათ უწყალობა, ვინც საპრიკიოსთან დაასმინა, - ქრისტიანიაო, შემდეგ კი - იმ ღატაკთ, ვინც გზად შემოხვდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 06:46 PM

"- მსხვერპლი შესწირე ღმერთებს და გაგათავისუფლებ! - შესძახა ჯალათმა.

- საკუთარი თავი უფალს უკვე მსხვერპლად შევწირე, რომლისთვისაც წამება - ძალზე ტკბილია, სიკვდილი კი - მარადი ცხოვრების კარიო!"

/წმ. ნიმფოდორა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 09:11 PM

"ლისიუსი ფრიად განაკვირვა სევერიანეს სიმტკიცემ და არაადამიანურმა მოთმინებამ. ათასგვარი ტანჯვა მდუმარედ რომ დაათმენინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2017, 11:49 AM

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატება გასდევდა და გასდევს, საზოგადოდ, ქართულ ცნობიერებას, ქართველი მოწამეების აღტყინებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2017, 10:14 AM


"ხან ტანჯვით და ხან მოფერებით სცადა მურვან ყრუმ, ტყვედ ჩავარდნილი არგვეთის მთავრების - დავითისა და კონსტანტინეს მუსლიმანად მოქცევა. წმინდა მოწამენი ამბობდნენ: რაც ერთხელ გითხარით, იმასვე გეტყვით, ჩვენი სარწმუნოება ჭეშმარიტია, ვწამებთ ამას მტკიცედ და უეჭველად. ვერც დიდებამ ამ საწუთროსამ და ვერცა ჭირმა განგვაშორის ქრისტე იესუს სარწმუნოებასა და სიყვარულს. მზად ვართ ამისთვის ყველაფერი დავითმინოთ, რადგან თქვენეული წყალობა და დიდება საძაგელია ღვთის წინაშე. ჩვენი სასოება და დიდება ქრისტეა და საწადელია ჩვენთვის მისი სახელისთვის სიკვდილი. ბოლოს უფალს შესთხოვეს, მათი სხეულები უხრწნელად დარჩენილიყო და მკურნალი ყოფილიყო კაცთა სენთა და უძლურებათა. ყველას გასაგონად მოისმა ხმა ზეციდან, რომელიც წმინდა მოწამეებს თხოვნის აღსრულებას დაჰპირდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2017, 11:44 AM

"კეთილმსახური ქვრივი თეონილა კი მარგილებს შორის გაჭიმეს, ქამრებით სცემეს, მუცელზე ცხელი ნაღვერდალი დააყარეს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 11:07 AM

"[წმინდა მაკრინე] სისხლის დათხევის გარეშე ეწამებოდა ქრისტესთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2017, 09:49 PM

"ხანგრძლივი და სასტიკი წამების შემდეგ წმინდა თაიფალი ხეზე დააწვინეს და გახერხეს, მისი და თიბეა კი შუბით მოკლეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2017, 04:14 PM

"მოწამე არის ის, ვინც მოწმობს მთელი მსოფლიოს წინაშე რაღაც ფასეულობას, ამ შემთხვევაში - სიყვარულს, სიმართლეს, ჭეშმარიტებას, მშვენიერებას და ვინც არ შედრკება, რათა ეს მოწმობა მიიტანოს მათთან, ვისაც იგი სჭირდება".

/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 09:16 PM

"წმინდა მოწამე იას (362-364) აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან, რომელის საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბაზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისათვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარს დაჟინებით სთხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ია საპყრობილეში ჩააგდეს, ორგზის აწამეს და თავი მოჰკვეთეს". (ხსენება 24 (11) სექტემბერი)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 03:35 PM

"მეტად განრისხებულმა ტირანმა კიდევ მრავალი სატანჯველი მიუვლინა კალისტრატეს, შემდეგ კი ტყავის რუმში მისი ჩამწყვდევა და ზღვაში გადაგდება ბრძანა. მაგრამ ტყავის რუმბი, რომელშიც წმინდა კალისტრატე იჯდა, ვითარც ვეშაპის მუცელში მლოცველი იონა, ღვთის ნებით, ბასრ კლდეს წამოედო და შუაზე გაიპო, ხოლო წმინდა კალისტრატე ორმა დელფინმა ნაპირზე მშვიდობით გამოიყვანა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 09:45 AM

"თქვენ შეგიძლიათ მოსპოთ ჩემი სხეული, სულს უფალი გადაარჩენს".

/წმ. მოწამე ევსები ფინიკიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2017, 10:08 AM

"[პირველმოწამე] თეკლას სამოსი შემოაძარცვეს და ხალხის თვალწინ დააყენეს. სირცხვილიღა ფარავდა კდემამოსილ ქალწულს, დავითის სიტყვებს იმეორებდა: "სირცხვილმა პირისა ჩემისამან დამფარა მე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 6 2017, 09:37 AM

"როცა უფლის გულისთვის იკლებ პირად სიამოვნებას, ეს ერთგვარი მოწამეობაა."

/დეკ. ლავრენტი ბუზიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2017, 10:37 PM

"მოწამებრივი სიკვდილი ადამიანს ჩამორეცხს ყველა ცოდვას, რაც მანამდე ჩაუდენია. ამას სისხლით ნათლისღება ჰქვია".

/არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 03:42 PM

"ტანჯვათა შორის გავედაის უფლის ანგელოზი ნუგეშინისცემდა, წყლულებს უმთელებდა და ძალებს უცხოველებდა".

"გრიგოლს [სომხეთის განმანათლებელს] გამლღვალი ტყვია ჩაასხეს პირში, რაც, სულიწმინდის მადლით დაცულმა, გრილი წყალივით მიიღო და ღვთის სიტყვის ქადაგება განაგრძო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2017, 09:28 AM

"[წმ. მინა] გულში ქრისტეს აღიარებითა და წამების სურვილით აენთო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2017, 06:25 PM

"როდესაც წმიდა ანასტასია დილეგში იმყოფებოდა, იმ ქვეყნიდან გამოეცხადა მეგობარი, ნეტარი თეოდოტია. ანასტასიამ ჰკითხა, ეს როგორ შეძლო გამოცხადება და მან უპასუხა: მოწამეთა სულებს ღმერთი აძლევს განსაკუთრებულ წყალობას და თავისუფლებას, რომ შეძლონ გამოცხადება დედამიწაზე, ვისი ნუგეშისიცემასაც ინებებენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 10:35 AM

"ოთხი ჯალათი მოიღალა მის [მოწამე არტემის] ცემაში, წმინდანი კი არაადამიანური მოთმინებით იტანდა ტკივილს."

"მისმა მოთმინებამ განაცვიფრა იულიანე. ცემის შეწყვეტა უბრძანა და არტემი წმინდა მოწამეებთან - ევგენისთან და მაკართან ერთად დილეგში ჩააგდო. ციხეში მოწამეებმა ფსალმუნთა გალობა დაიწყეს. გალობის შემდეგ წმინდანმა თავისთვის თქვა: "არტემ, აი, ქრისტეს წყლულები შენი სხეულით იტვირთე, დაგრჩა მხოლოდ, სული თვისი დასდო უფლისათვის. მაგრამ განა მე უღირსი მეტად ვეწამე, ვიდრე უფალი?.. ჰოი, რამდენად დიდია უფლის ვნებანი და მოთმინება. არც შეედრება მას ჩემი - საცოდავი ადამიანის მოთმინება და ძვირუხსენებლობა. გმადლობ შენ, უფალო, რომ ღირს მყავ შენთვის მოწამეობის და ღირს მყავ, ბოლომდე დავითმინო ყოველივე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 08:03 PM

"განრისხებულმა იულიანემ ქვისმტეხელს ლოდი გააპობინა. ქვაზე გართხმულ წმინდა არტემს ზედ ლოდის მეორე ნაპობი დაადეს. ძვლები დაელეწა წმინდანს, ყოველივე შინაგანი გარეთ გამოეყარა, მაგრამ მიუხედავად ამხელა ტკივილისა, წმინდანი დავითის საგალობელს აღავლენდა. ქვებშუა იყო დღე და ღამე.

იულიანეს ის მკვდარი ეგონა, ქვა ააწევინა: დაფასავით გაბრტყელებული არტემი ფეხებსაც ამოძრავებდა და ნათლადაც საუბრობდა. "კაცი ხარ თუ მოჩვენება, - შესძახა მეფემ, - ხედავ, ჩვენმა ღმერთებმა სხვათა ჭკუაზე მოსაყვანად ჯერ კიდევ ცოცხალი დაგტოვეს, რათა შენი ხილვა შეაძრწუნებდეს მათი ძალის უარისმყოფელებს".

- შენ ფეხით დათრგუნე უფლის სისხლი, ჩვენთვის დაღვრილი, და ეშმაკებს დაემორჩილე. მე კი მწამს, რომ ამ უმნიშვნელო ტკივილის ფასად, შენ რომ მომანიჭე, ღმერთი ზეციურ სასუფეველში საუკუნოდ განმისვენებს, - მიუგო წმინდა არტემმა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 09:22 PM

"განაშიშვლეს წმინდანები და სიცხეში, უდაბნოს მზეზე დაყარეს ხლეფეხშეკრულნი, მშიერნი, მწყურვალნი და "ბუზთა და ბზიკთა მიერ დაწერტილნი".

"არაფერია ქრისტესთვის სიკვდილზე უტკბესი."

"შალვამ და ელიზბარმა [ქსნის ერისთავებმა] "სიხარულით წარუპყრნეს ქედნი" მათ მახვილთ. მტერს მახვილი ძლიერად უნდა მოექნია, რადგან წმინდანნი თათრებზე ბევრად მაღალნი იყვნენ, ამიტომ მტერმა "ხერხი იხმარა" - ჰკრეს წვივებზე მახვილი, მუხლზე დასცეს მოწამენი და მერეღა მოახერხეს მათთვის თავის მოკვეთა".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2017, 09:14 PM

"მთელი ჩვენი ისტორია დაწერილია მოწამეების სისხლით. დაე, ისინი ყოფილიყვნენ მისაბაძნი ყოველი ქართველისთვის".

/დეკ. ირაკლი ჭინჭარაული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2018, 09:33 PM

"მოწამეობა ღვაწლთაგან აღმატებულია!"


"გავიდა სამი დღე და ახალი დაკითხვის შემდგომ ჯალათებმა იაკობს [ახალი] ტყავი ქამრებად აათალეს, მისი მოწაფეები ხარის ძარღვებით გაამათრახეს, შემდგომ კი - ფეხები მოახერხეს, ჭრილობები გაუქლიბეს, ბოლოს კი - ცეცხლს მისცეს.

ჩვიდმეტი დღე შეუჩერებლად ტანჯავდნენ ჯალათნი მონაზვნებს, თუმცა, არათუ მოდრიკეს, სახიდან უჩვეულო ნათელი და სიხარულიც კი ვერ წაჰგვარეს, ბოლოს კი სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2018, 09:49 PM

"ისე უყვარდა ქრისტე, მისთვის სიკვდილის გარდა არაფერს ეძიებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2018, 10:03 PM

"ჯალათებმა თავიდან საზარლად გვემეს აკეფსიმე [ეპისკოპოსი], შემდეგ - მიწაში ჩარჭობილ ოთხ ბოძზე გაჭიმეს, ნეტარი კი თითქოს ვერც გრძნობდა ტანჯვას და ზეცად თვალაპყრობილი განუწყვეტლივ ილოცვიდა, შემდეგ კი ისე მიიცვალა, ჯალათებს არც გაუგიათ და მის ტანჯვას კვლავ აგრძელებდნენ".

"ჯალათებმა ხარის ძარღვებით გვემეს წმინდანები, შემდეგ - კბილები დააგლიჯეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 09:11 PM

"მაგრამ ოდეს ამ საზარელ წამებას, რაღაც სასწაულით, უვნებლად გადაურჩნენ [მღვდელმოწამენი: ნიკანდრე, მირონელი ეპისკოპოსი და ერმი ხუცი], ტირანმა ახალი სატანჯველი მოიფიქრა და ბრძანა, გულსა და მთელ შიგნეულში ლურსმნები გაეყარათ, თუმცა, ვერც ამჯერად მოაკვდინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 07:09 PM

"ქრისტეს სიყვარულმა მომცა წამებისას მხნეობა და ქრისტემაც გაიმარჯვა. ამიტომაც გიმეორებ, არასოდეს არაფრის გეშინოდეს. ქრისტესთვის წამება მართლაც რომ ღირს".

/წმ. ეფრემ ნეამაკრელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 12:55 PM

"ეკლესიის მთელი ისტორია ერთიანი, სისხლით დაწერილი მარტიროლოგიაა და მისი ყოველი გვერდი სავსეა ქვეყნიერებისათვის ნაცნობ თუ უცნობ მოწამეთა სახელებით, რომელთა შორის გამოირჩევა ღვაწლი და წამება ძლევაშემოსილი გიორგისა".

"გაცოფებულმა ხელნი და ფეხნი დააჭრა [გალაქტიონს და ეპისტიმიას], მაგრამ როდესაც ვერც ამით დაადუმა ნეტარნი, ენები ამოართვა, რომ ქრისტეს დიდება შეეწყვიტათ, ბოლოს კი თავნი წარკვეთა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2018, 07:53 PM

"წმინდანი [დიმიტრი თესალონიკელი] მკაცრ მარხვასა და განუწყვეტელ ლოცვას მიეცა, რითაც მოწამებორივი გვირგვინისათვის განიმზადებდა თავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2018, 09:37 PM

"ძალიან ბევრი ღირსი წმინდანი გყავთ და ძალიან ბევრი მოწამე. სწორედ ისინი იფარავენ თქვენს ქვეყანას, მათ ხელთ უპყრიათ საქართველო!

ამ წმინდანების მადლით გონება უნათდება თანამედროვე ადამიანებს და უჩნდებათ სურვილი, დაუბრუნდნენ საკუთარ ფესვებს".

/არქიმანდრიტი ეფრემი (კუცუ)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2018, 05:13 PM

"მოუდრეკლობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2018, 05:48 PM

"კლიმენტი ალექსანდრიელი ამბობს, რომ მოწამეობა ყველაზე დიდი მსხვერპლია, ყველაზე დიდი ჰიმნია, რაც შეიძლება ადამიანმა ამ სამყაროში ღვთის წინაშე იგალობოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 02:57 PM

"რუსმა ჯარისკაცებმა 1820 წლის 4 მარტს სამშობლოს დიდი სიყვარულისთვის შეიპყრეს ქართველი მღვდელმთავრები - დოსითეოს ქუთათელი, ექვთიმე გაენათელი და არქიმანდრიტი გრიგოლი. წელამდე ტომრები ჩამოაცვეს, ხელები უკან შეუკრეს და სცემეს. მიტროპოლიტ დოსითეოსს წინააღმდეგობა გაუწევია და ხიშტებით დაუჩხვლეტიათ. გასისხლიანებული და ხელებშეკრული დასვეს ცხენზე და სურამიდან გორის გზას გაუყენეს. შუა გზაში დოსითეოსი გარდაცვლილა და ჩუმად დაუკრძალავთ ანანურის ეკლესიაში "ღვთისმშობლის ხატის წინ ორ არშინ დაშორებული".

წმინდა ექვთიმე გაენათელი, არქიმანდრიტ გრიგოლთან ერთად, ნოვგოროდში წაიყვანეს. იმპერატორი ალექსანდრე I დიდი პატივით დახვედრია წმინდა ექვთიმეს, მაგრამ მღვდელმთავარი არ მორიდებია და საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისთვის, სამშობლოს დამცველების წამებისთვის მისთვის "ახალი ნერონი" უწოდებია, რისთვისაც სვირის მონასტერში გაუგზავნიათ.

წმინდა მღვდელმთავარი 1822 წლის 21 აპრილს გარდაიცვალა. ერთი გადმოცემით, ის ღამით ბალიშით დაუხრჩვიათ. წესის აგებისას მღვდელმთავარი წამოდგა კუბოში, იქ მყოფნი მარჯვენა ხელით აკურთხა, კვლავ მიწვა და მიიძინა. ყველა შიშმა შეიპყრო, მაგრამ უფრო მეტად რუსები დაფრთხნენ და არ გაამჟღავნეს ეს ამბავი.

მღვდელმთავრის გარდაცვალებამდე არქიმანდრიტ გრიგოლს ჩვენება უხილავს. წმინდა ექვთიმეს მისთვის უთქვამს: - "ჰე, აღვფუვდი მე, ავღორძინდი მე, განვახლდი მე". 2005 წლის 9 აპრილს წმინდა ექვთიმეს ნაწილნი გელათში დაიკრძალა. 8 აპრილს, 3 საათზე, როცა წმინდა ექვთიმეს ნეშტი სამღვდელოებამ და უამრავმა ხალხმა "წმინდაო ღმერთოს" გალობით გელათის მონასტერში გადაასვენა ქუთაისის ხარების ეკლესიიდან, აღესრულა სასწაული: მზეს ირგვლივ ცისარტყელა შემოეჭდო, თუმცა იმ დღეს არ უწვიმია. 2005 წელსვე ორივე წამებული მღვდელმსახური საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2018, 07:19 PM

"მტარვალებმა მათ [წმინდა მოწამე ზონონს და ზინას] რკინის მარწუხებით დაუწყლულეს სხეული, ჭრილობებს ძმრითა და მარილით უღიზიანებდნენ, გახურებული შანთით უწვავდნენ განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებს, ბოლოს კი ცეცხლიან ორმოში ჩაყარეს და ადუღებული ზეთი დაასხეს... ღვთის მადლით სასწაულებრივად გადარჩენილ წმინდანებს თავები მოჰკვეთეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2018, 06:28 PM

"მეფის ბრძანებით, გალესილი მახვილებით და დანებით დაუსერეს წმინდანს [მერკვირის] სხეული, ქვემოთ კი ცეცხლი შეუნთეს. მისმა სისხლმა კოცონიც კი ჩააქრო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2018, 09:57 AM

"წმინდა ექვთიმე ღირსმოწამე ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. უმაღლესი ელინური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ათონზე ბერად შედგომა განიზრახა, მაგრამ კონსტანტინოპოლიდან წასვლა ვერ მოახერხა, გადაწყვიტა, შორი გზა მოევლო. გზაში ყველანაირ ცოდვაში დაეცა ყმაწვილი და რადგანაც ასეთი ცხოვრება ბევრ ფულს მოითხოვდა, ხშირად უწევდა ვალების აღება.

ერთხელ, ბუქარესტში ყოფნისას, გამაჰმადიანება მოინდომა - სიამოვნებათა მიღებაში ხელს არაფერი შეუშლიდა და იმედი ჰქონდა, კონსტანტინოპოლში ადვილად ჩავიდოდა. მოკლედ, იესო გაცვალა ცრუწინასწარმეტყველ მაჰმადზე. მაგრამ ეტყობა, ღვთის სულმა ბოლომდე არ დატოვა. წინადაცვეთილს ჭრილობა სტკიოდა.

ამ დროს გაახსენდა მამისეული ღვთისმოშიშება, ქრისტიანული რწმენის სიწმინდე და თრთოლით მოუხმო იესოს სახელს. გაიხსენა მოწყალე ზეციური მამაც, რომელიც მზად არის მიიღოს მოქცეული უძღები შვილი. უნდოდა მთელი გულით მოეხმო უფლისთვის, მაგრამ ამის კადნიერება არ ჰქონდა, ერთადერთი - ცრემლებიღა დარჩენოდა, რათა პეტრესავით დაეტირა თავისი დაცემა. გაიქცა. დაიჭირეს. მეორედაც გაიქცა და რუსეთის საელჩოს დახმარებით ათონზე აღმოჩნდა. სულიერად მოძლიერების შემდეგ წავიდა კონსტანტინოპოლს, აღიარა ქრისტე, დაგმო მაჰმადი და მოწამებრივად აღესრულა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2018, 05:12 PM

"წმინდა ხარლამპე მოღვაწეობდა II საუკუნეში, იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211 წ.წ.) ზეობისას. იგი თესალიის ქალაქ მაგნეზიის ეპისკოპოსი გახლდათ. როცა იმპერატორმა წამოიწყო ქრისტეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, წმინდა ხარლამპე უშიშრად ქადაგებდა სახარებას და მოუწოდებდა ქრისტიანებს, არ ეღალატათ უფლისთვის. რა თქმა უნდა, თვითონ გარეგნობაც კი ამ ხანდაზმული მღვდელმთავრისა (იგი მაშინ 113 წლისა გახლდათ) განამტკიცებდა მორწმუნეებს.

იგი შეიპყრეს, მმართველ ლუციანეს და მისი ჯარის მთავარ ლუციუსს მიჰგვარეს. მას შემდეგ, რაც წმინდა ხარლამპემ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი თქვა, მისი წამება ბრძანეს. ჯალათებმა გააშიშვლეს, თავდაყირა დაკიდეს და რკინის ბრჭყალებით ტყავის აჭრა დაუწყეს, თავიდან ფეხებამდე ტყავი გააცალეს.

სისხლდაწრეტილი ხარლამპე კი მადლობდა მათ: "გმადლობთ, რადგან გაატყავეთ ჩემი ხრწნადი სხეული და ამით განაახლეთ სული ჩემი, რომელიც ისწრაფვის ახალი საუკუნო სიცოცხლისკენ". ჰკვირობდნენ ჯალათები, - ქრისტემ ბერიკაცის სახე ხომ არ მიიღო, რომ ასეთი წამების შემდეგ ცოცხალი დარჩაო. ამ ცხადი სასწაულის მერე ჯალათებმა ქრისტე იწამეს, რაც საკუთარი სისხლით დაამტკიცეს. წმინდა პორფირე და წმინდა ბაპტოსი - ასე ერქვათ იმ ახალმოწამეებს.

მაშინ გაცეცხლებულმა ლუციუსმა თვითონვე იწყო წმინდა ხარლამპეს წამება, მაგრამ როგორც კი შეეხო წმინდანის სხეულს, ლუციუსს, თითქოს მახვილით ჩამოსხიპესო, ხელები იდაყვებიდან მოსცილდა და წმინდანის სხეულს მიეწება, ჩამოეკიდა.

- ეს კაცი ჯადოქარია... მიშველე, მმართველო! - შეჰღაღადა ლუციუსმა და მიწაზე დაემხო.

მმართველმა კი, როცა დაინახა თავისი სარდლის ხელები მიწებებული მოწამის სხეულს, გამძვინვარდა, მიიჭრა წმინდა ხარლამპესთან და სახეში შეანერწყვა. იმავე წამს მმართველს თავი უკან შემოუტრიალდა. მაგნეზიელებს შიში დაეცათ, შეჰღაღადეს წმინდანს: "დაუტევე რისხვა, შენ ხომ გიბრძანეს, რომ ბოროტს ბოროტით არ უნდა მიაგო". "იცის ღმერთმა, რომ გულში ბოროტება არ მაქვს და ენაზე სიცრუე! - თქვა წმინდანმა, - თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ქრისტე ღმერთმა დასაჯა უსჯულო მმართველნი, იგი გვაძლევს ჩვენ საუკუნო სიცოცხლეს, უწმინდურებს კი წარწყმედს". მაშინ მრავალმა მაგნეზიელმა იწამა ქრისტე.

ლუციუსიც ჩაუვარდა მუხლებში და განკურნება სთხოვა, თუ განმკურნავ, იესოს ვიწამებო.

წმინდანმა ღმერთს შესთხოვა მისი განკურნება. უეცრად ზეციდან მოესმა: "ხარლამპე, მიწიერო ლამპარო, განმანათლებელო ზეცისაც, მსახურო ანგელოსთაო, თანამკვიდრო წინასწარმეტყველთა, მეგობარო მოციქულთა, მოწამეთა თანამებრძოლო, ჩემთან საუბრის ღირსქმნილო - მომესმა შენი ლოცვები და მივიღე სიტყვანი შენთა ბაგეთა. დაე, აღსრულდეს შენი ლოცვა და განიკურნონ ეს სნეულნი".

ლუციუსი და მმართველი ლუციანე იმწამსვე განიკურნენ. ლუციუსი დაემხო მოწამის ფერხთან და ნათლისღება სთხოვა, მმართველმა კი ქრისტიანთა დევნა დროებით შეწყვიტა, "სანამ ყველაფერს იმპერატორს არ მოვახსენებო", - თქვა. ლუციანე გაემგზავრა სევერიუსთან პისიდიის ანტიოქიაში. "ჩვენთან მოვიდა ერთი კაცი "გალილეველთა" საზოგადოებიდან, - უთხრა ლუციანემ იმპერატორს, - მან მრავალნი ჩამოაშორა ღმერთებს, განკურნა სნეულნი, მათ შორის სარდალი ლუციუსი, რომელმაც ქრისტე ირწმუნა. თითქმის მთელი მაგნეზია მოაქცია თავის რწმენაზე. მეც განმკურნა და ამის საუწყებლად მოვედი შენს მეფურ დიდებულებასთან".

გაბრაზებულმა სევერიუსმა ჯარისკაცები გაგზავნა წმინდა ხარლამპესთან - ჯერ ტანჯეთ და მერე მომიყვანეთო. ჯარისკაცებმა წმინდანს სხეულში რკინის ლურსმნები ჩააჭედეს. გრძელ წვერზე კი თოკი მოაბეს და ყელზე შემოახვიეს. გზას რომ გაუდგნენ, მაგნეზიიდან 50 ვერსის მანძილზე ერთი ცხენი მობრუნდა და კაცის ხმით თქვა: "სამასო მხედარო - სამგზის შებილწულნო მსახურნო ეშმაკისა! განა ვერ ხედავთ ამ კაცის გვერდით იესო ქრისტეს და სულიწმინდას? განათავისუფლეთ იგი, ვისი შეკვრაც არ შეგიძლიათ, რათა თვითონაც განთავისუფლდეთ სულიერ ბორკილთაგან".

იმპერატორმა ბრძანა, წმინდა ხარლამპე, მკერდში სამი მარგილი ჩაურჭეთ, მერე კი ცოცხლად დაწვითო. რამდენიმე საათი იდგა ცეცხლში წმინდა ხარლამპე, მაგრამ უვნებელი დარჩა. გაოცებულმა იმპერატორმა ჰკითხა, - რამდენი წლის ხარ, ვისი ოჯახიდან და რომის ღმერთებს რატომ არ სცემ თაყვანსო. მოწამემ უპასუხა, რომ მას სწამს ქრისტე, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი. სევერიუსი დააფიქრა მისმა პასუხმა, მოისურვა, დარწმუნებულიყო, მართლა ახდენდა თუ არა ხარლამპე სასწაულს. მოიყვანეს ერთი კაცი, რომელსაც 35 წელი ეშმაკი ტანჯავდა და წმინდა ხარლამპეს ფეხებთან დააწვინეს, მასში შესული ეშმაკი მოჰყვა, თუ როგორ პოვა ამ კაცში ბინა. მას თურმე სიხარბით მეზობელი მოუკლავს. წმინდა ხარლამპეს ლოცვით ეშმაკმა დატოვა მისი სხეული.

იმპერატორმა სამი დღის წინ გარდაცვლილი მისი ამალის წევრი ჭაბუკის გვამი მოატანინა და წმინდანს ჰკითხა: - მკვდარს თუ აღადგენო. "კაცთაგან შეუძლებელი ღვთისგან შესაძლებელიაო", - ბრძანა წმინდა ხარლამპემ, ილოცა და ჭაბუკი აღდგა.

იმპერატორი თითქოს დარწმუნდა წმინდა ხარლამპეს უბრალოებაში, მაგრამ მერე ერთი დიდებულის, კრისპის მიერ წაქეზებულმა, ჯადოქარი ეძახა წმინდანს. ბრძანა, ანთებული ჩირაღდნებით სახე მოუწვითო, მაგრამ როგორც კი სახესთან მიუტანეს ჩირაღდნები, იქიდან ცეცხლი გამოვარდა და 70 მოსეირე დაწვა. სანამ კრისპი გაცხარებული ედავებოდა ქრისტეს ბუნებაზე ქრისტიან არისტარქს, იმპერატორმა საშინელი სიძულვილით ღვთისგმობა დაიწყო, მშვილდში ისარი ჩადო, ზეცაში გაისროლა და უფალი გამოიწვია, - შენ წინააღმდეგ დიდ არმიას ვაგზავნი, ჩამოდი, თორემ ზეციდან მიწაზე ჩამოგათრევ, მზეს ჩავაქრობ და ამ ხელებით შეგიპყრობო. იმწამსვე იძრა მიწა, ცაში საშინელი ჭექა-ქუხილი და ელვა ატყდა. იქ მყოფთ თავზარი დაეცათ. მეფე და კრისპი კი ჰაერში ჩამოეკიდნენ, თითქოს უხილავ ხელს ეპყრა. იმპერატორმა ვედრება დაუწყო წმინდა ხარლამპეს, - გადამარჩინე და ჭეშმარიტ ღმერთს განვადიდებო.

სევერიუსს მისმა ქალიშვილმა გალინამაც შესთხოვა, ეწამა ჭეშმარიტი ღმერთი იესო ქრისტე, მერე კი წმინდა ხარლამპეს ჩაუვარდა მუხლებში და მამის გათავისუფლება სთხოვა.

წმინდა ხარლამპემ ილოცა და მეფე და კრისპი მიწაზე დაეშვნენ. სევერიუსი და დიდებულები სასახლეში დაბრუნდნენ და სამი დღე არ გამოჩენილან, თავს დატეხილ ღვთის რისხვაზე ფიქრობდნენ.

სამწუხაროდ, იმპერატორი ჭეშმარიტი ღმერთის აღიარების მერე ისევ თავის კერპებს დაუბრუნდა და წმინდა ხარლამპესაც უბრძანა, ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირა. წმინდანმა "უგუნური" უწოდა მის სურვილს. გაბრაზებულმა იმერატორმა ბრძანა, ტუჩებზე ნემსკავი წამოაცვით და მთელი ქალაქი შემოატარეთო. გალინამ უსაყვედურა მამას, გაახსენა თავს დატეხილი ღვთის რისხვა და მოუწოდა, ღვთის კაცი გაეთავისუფლებინა. იმპერატორმა შვილსაც უბრძანა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა. ორმოცდაათ მოქანდაკეს ახალი კერპები ერთ ღამეში გააკეთებინა და გალინას უთხრა: - ხედავ, ჩვენი ღმერთებიც მკვდრეთით აღდგნენო. შვილი დაემუქრა, - ახალ კერპებსაც ისევე დავამსხვრევ, როგორც ძველები მოვსრეო. მერე კი მიუბრუნდა ზევსის ქანდაკებას და უთხრა: ჰოი, მკვდრეთით აღმდგარო ზევსო, გიბრძანებ, კვლავ მკვდართა სამეფოში დაბრუნდეო და კერპების მსხვრევას შეუდგა. გაცხარდა მეფე და ჯავრი წმინდა ხარლამპეზე იყარა, - ის ერთ უწესო ქვრივ დედაკაცს გადასცა შესაგინებლად. მაგრამ ამ ქალმაც, როცა იხილა წმინდანის სასწაულები, იწამა ქრისტე და გახდა მისი აღმსარებელი.

კრისპმა იმპერატორს ურჩია, ხარლამპესთვის თავი მოეკვეთა. იმპერატორიც დაყაბულდა - თუ ასე არ მოიქცეოდა, პროვინციაში ყველანი გაქრისტიანდებოდნენ.

როცა დასასჯელ ადგილას მიჰყავდათ, გახარებულმა წმინდანმა მადლობა შესწირა ღმერთს, ამ დროს ცაში ქუხილი გაისმა, ზეციდან ზეციურ ანგელოსებთან ერთად თვით უფალი იესო ქრისტე ჩამობრძანდა. მეუფე დიდებისაი დაბრძანდა ტახტზე და წმინდა ხარლამპეს მიმართა: "ჩემთვის დიდად ვნებულო ხარლამპე, მოვედი ჩემთან - ყოველივეს მოგცემ".

უდიდესი წყალობაა ჩემთვის, ღმერთო, - უპასუხა მოწამემ, - რომ შენი დიდების ხილვის ღირსმყავი. ხოლო, უფალო, თუ შენთვის სათნოა, განვადიდო შენი სახელი, "დაე, იმ ადგილს, სადაც ჩემი სხეული განისვენებს და სადაც პატივისცემით მომიხსენებენ, არასოდეს შეემთხვეს არცა შიმშილი, არცა ჭირი, არცა განმხრწნელი ქარი, დამღუპველი ნაყოფისა, დაე, იმ ადგილას გამეფდეს მშვიდობა, კეთილდღეობა, პურისა და ღვინის უხვება. იხსენი, უფალო, ის ადამიანები, რამეთუ თვითონაც იცი, რომ ისინი ხორცის და სისხლისგან შედგებიან. მიუტევე მათ ცოდვები და მიეცი მიწიერ ნაყოფთა უხვება, რათა განძღენ და განსცხრენ ხელთა თვისთა ნამუშაკევით, განმადიდებელნი შენნი, თავიანთი ღმერთისა, ყოველთათვის სიკეთის მიმნიჭებლისა, ზემოდან მოპკურებული ცვარი, დაე, ექცეთ განმკურნებლად. უფალო ღმერთო ჩემო! მიჰფინე ყველას მადლი შენი!"

მაშინ მოესმა ხმა უფლისა: "დაე, მოხდეს თხოვისაებრ შენისა, მხნე მხედარო ჩემო". უფალი ზეცად ამაღლდა ანგელოზებთან ერთად და მათ მიჰყვა წმინდა ხარლამპეს სული.

მეომრებმა უთხრეს იმპერატორს, რაც იხილეს და დასძინეს, - მახვილით თავის წარკვეთის გარეშე თავისით აღესრულაო. სევერიუსმა გალინას დასჯა ვეღარ გაბედა. გალინამ კი, მეფის ნეტარმა ქალიშვილმა, წმინდა ხარლამპეს სხეული ახალთახალ თეთრ სუდარაში გაახვია, სცხო მირონი და ნელსაცხებელი და ოქროს ლუსკუმაში ჩაასვენა. წმინდა ხარლამპე 202 წლის 10 თებერვალს აღესრულა და სიკვდილის შემდგომაც მრავალი სასწაული მოახდინა. წმინდა მღვდელმოწამე ხარლამპეს პატიოსანი თავი საბერძნეთში, მეტეორაზე, წმინდა სტეფანეს სახელობის მონასტერშია დასვენებული. "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2018, 07:22 PM

"იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანების დევნისას თებაიდაში მმართველად დანიშნეს არიანე (იგი შემდგომი ქრისტესკენ მოიქცა და მოწამის გვირგვინის ღირსი შეიქმნა. მისი ხსენება ძვ. სტ. 14 დეკემბერსაა). სხვა ქრისტიანებთან ერთად მასთან საწამებლად მიიყვანეს ახალგაზრდა ეკლესიის წიგნისმკითხველი ტიმოთეც. იგი ოცი დღის დაქორწინებული იყო ქალწულ მავრაზე.

- ვინ ხარ და რა თანამდებობა გიკავია? - ჰკითხა მთავარმა.

- ქრისტიანი ვარ და ღვთის ეკლესიის წიგნისმკითხველი, - უპასუხა ტიმოთემ.

- ნუთუ არ შეგიტყვია მეფის ბრძანება, რომ სიკვდილს მიეცეს ყველა, ვინც ჩვენს ღმერთებს მსხვერპლს არ შესწირავს?

- მე მთელი გულით მწამს და მივეკუთვნები ჩემს უფალს, იესო ქრისტეს, ამიტომაც არ შემიძლია მსხვერპლი თქვენს ღმერთებს შევწირო.

- განა ვერ ხედავ, შენს წინ დაწყობილ საწამებელ იარაღს? - ჰკითხა მთავარმა.

- შენ ვერ ხედავ ღვთის ანგელოზებს, რომლებიც მე განმაძლიერებენ.

- შენი წიგნები მომეცი, რომ მათში ჩადებული ჯადოსნური ძალის არსი შევიტყო, - უთხრა არიანემ.

- განა ვინმე გაიმეტებს შვილებს სასიკვდილოდ? ჩემი წიგნები - ჩემი შვილებია, და როცა მათ ვკითხულობ, წინ უფლის ანგელოზები მიდგებიან, - მიუგო ტიმოთემ.

მთავარი გაბრაზდა, მსახურებს გავარვარებული შამფურები მოატანინა და წმინდა ტიმოთეს ყურებში გაუყარა. მას ორივე თვალი გადმოსცვივდა.

- ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა არ გინდოდა და აი, თვალისჩინი დაკარგე, - უთხრა არიანემ.

- ჩემი ხორციელნი თვალნი ბევრ უღირს რამეს ხედავდნენ და ახლა ევნენ; ჩემი შინაგანი თვალნი კი განანათლებენ ჩემს თვალებს, - მიუგო ტიმოთემ.

მთავრის ბრძანებით, ტიმოთეს ხელები უკან შეუკრეს, პირში ხის ნატეხი ჩაუდეს, ფეხებით ჩამოკიდეს და მეტი ტანჯვისთვის კისერზე ქვა ჩამოჰკიდეს.

წმინდა ტიმოთეს ტანჯვა იმდენად საშინელი იყო, რომ თვით ჯალათებს შეეწყალათ და სთხოვეს მთავარს, ასეთი მკაცრი არ ყოფილიყო.

არიანემ ტიმოთეს ცოლის მოყვანაც ბრძანა. როცა წმინდა მავრა წარადგინეს მთავრის წინაშე, მას "შეებრალა" ის და უთხრა: - თანავუგრძნობ შენს უბედურებას, რომ ასეთი ახალგაზრდა უნდა დაქვრივდე. გიბრძანებ: ჩაიცვი საუკეთესო ტანსაცმელი, დაივარცხნე თმა, იცხე ნელსაცხებელი, მიდი შენს ქმართან და დაითანხმე, ღმერთებს მსხვერპლი შესწიროს, რათა მართლა არ დაქვრივდე. თუ დაითანხმებ, ოქრო-ვერცხლით აგავსებო.

მავრა ისე მოიქცა, როგორც არიანემ უბრძანა, განმშვენებული მივიდა ქმართან. წმინდა ტიმოთემ მისგან მომდინარე კეთილსურნელება რომ იგრძნო, მამას, ხუცეს პიკოლნოს შესძახა, რომელიც იქვე იდგა და შვილის ტანჯვას უცქერდა: - მიქენი კეთილი საქმე, რაიმე სამოსი მომაფარე სახეზე, რათა არ ვიყნოსო ვნების აღმძვრელი სულის გამხრწნელი სურნელი, რომელიც მავრას სამოსიდან მოდის. ეს სურნელი წარმწყმედელია სულისა და საძაგელია მართალთა და წმინდა ადამიანებისთვისო.

შეწუხდა მავრა: - ჩემო საყვარელო ტიმოთე! ასე რატომ მამცირებ, რით გაწყენინე, ჩვენ ხომ სულ ოცი დღეა, შევუღლდით და წესიერად არც კი მიცნობ. მე შორს ვარ იმ მანკიერებისგან, რასაც მწამებ. შენი ტანჯვის შემყურე მწარედ ვტირი და მეც გული მეტანჯება. თუ ვალის გამო გტანჯავენ, ყველაფერს გავყიდი შენს დასახსნელადო.

წმინდა ტიმოთემ უთხრა: "დაო ჩემო მავრა! ჩემი სულიერი თვალებით დაგინახე, როცა შინიდან გამოდიოდი. მოვიდა შენთან ეშმაკი და შენს გულს ამსოფლიური ნუგეშისცემის გასაღები მოარგო. დაუტევე ამსოფლიური ამაოება, და გამომყევი ამ დიდებულ ღვაწლში, რათა ღმერთმა მადლმოსილ გვირგვინთა ღირსი გაგვხადოს თავის სამეფოში".

- როცა შენსკენ მოვდიოდი, - უთხრა მას მავრამ, - მართლაც ავსებული მქონდა გული მიწიერი სურვილებით, მაგრამ შენი საუბრის მერე ღვთის მადლი მომეფინა. იცოდე, ჩემო საყვარელო ძმაო, რომ მეც იგივე მსურს, რაც შენ.

- თუ ჭეშმარიტებას ამბობ, მაშინ წადი მთავართან და ამხილე, - უთხრა ტიმოთემ.

- მეშინია საწამებელ იარაღთა სიმრავლის, ვაითუ ვერ დავითმინო ტანჯვა, მე ხომ ძალზე ახალგაზრდა, ჩვიდმეტი წლისა ვარ.

- გწამდეს ღმერთისა, ჩვენი უფლის იესო ქრისტესი და ეს სატანჯველნი ნელსაცხებლად მოგეჩვენება, იმ ცვარად მოგეჩვენება, რომელიც განგიგრილებს ძვლებს და შეგიმსუბუქებს ტანჯვას, - უთხრა ტიმოთემ.

მერე კი წმინდა მოწამემ ღმერთს მავრას სულიერი გაძლიერება შესთხოვა - "უფალო, ქენი ისე, რომ არც მიწაზე გავეყაროთ ერთმანეთს და არც ზეცაშიო". მერე მავრა მთავართან გაუშვა.

- ჰოი, საცოდავო არიანე! - მიმართა მავრამ მთავარს, - ოქრო-ვერცხლს ჩემი სულის წარსაწყმედად დამპირდი. შენ მხოლოდ კაცთა დაღუპვა გსურს, მაგრამ მე ვეღარაფრით მაცდუნებ, რამეთუ შეჭურვილვარ ჩემი უფლის, იესო ქრისტეს რწმენით.

არიანე მრჩევლებს მიუბრუნდა, - ხომ გითხარით, ტიმოთე მოგვია-მეთქი. აგერ თავისი ცოლიც მაოჯადოვაო. მერე მავრას მიმართა, - კიდევ დაფიქრდი: თუ ქვრივობა გაგიჭირდება, ჩემს საუკეთესო ასმეთაურს შეგრთავ, რომელიც მაგ შენს პირველ ქმარზე კეთილშობილი იქნებაო.

წმინდა მავრამ მტიცედ უთხრა: - მე უარი ვთქვი ამსოფლიურ ამაოებაზე. ამიტომაც არც შენი ასმეთაური მჭირდება. ჭეშმარიტად გეუბნები. მე დავეწინდე ჩემს ზეციურ სასიძოს, იესო ქრისტეს, ძეს ღვთისას. მისი მჯერა და არ მეშინია შენი უსამართლო სამსჯავროსი.

არიანემ ბრძანა, თმა დააცალეთო. წმინდა მავრას ღერა-ღერა ამოგლიჯეს თმა.

მთლიანად დააგლიჯეთ თმა, - უბრძანა ჯალათს მთავარმა და მავრას მიუბრუნდა, - თუ მსხვერპლს არ შესწირავ ღმერთებს, უარესი სატანჯველი მოგელისო.

წმინდა მავრამ უპასუხა:

- ახლა კი ვხვდები, მთავარო, რომ თვით ქრისტე მიმიღებს თავისთან და შემინდობს უმეცრებით ჩადენილ ცოდვებს, რადგანაც დავყევი შენს ბოროტ რჩევას და თმა განვიმშვენე. ამ თმის ამოგლეჯით აღმეხოცება ეს ცოდვა.

მთავარი განრისხდა და ბრძანა, მავრას ხელებზე თითები დააჭერითო. წმინდანმა უთხრა: კარგს მიშვრები, რამეთუ წამართმევ თითებს, რომლითაც სხეულზე ამაო სამკაულებს ვიკეთებდი. თითთა მოკვეთით კი ეს ცოდვაც მომეკვეთებაო.

რძლის სიმტკიცით გაოცებულმა ხუცესმა მიმართა, - შვილო მავრა, როგორ შეძელი გაძლება ტკივილებისაო. "ისე, როგორც შენ უცქერი ვენახის სხვლას, როცა ზედმეტ რტოებს აცლიან ნარგავს, ასე ვუცქერდი ჩემი თითების წაკვეთას, რადგან ტკივილს ვერ ვგრძნობდი", - უპასუხა რძალმა.

არიანემ მდუღარეწყლიან ქვაბში ჩააგდო წმინდა მავრა. ის წყალში უვნებელი იდგა და მთავარს ეუბნებოდა: "კვლავ გმადლობ, რომ ჩემი ცოდვათაგან განწმენდა ინებე. ეს სატანჯველი მე უხრწნელ გვირგვინს მიწნავს. მაგრამ ძალზე გიჩქარია ჩემი წყალში ჩაგდება, რომელიც ძალზე ცივია და ვერანაირ ტკივილს ვერ ვგრძნობო".

განრისხდა მთავარი, ჯარისკაცებმა ხომ არ მომატყუესო. მივიდა ქვაბთან და წმინდა მავრას უბრძანა, მუჭით წყალი ჩამისხი ხელებშიო.

წმინდანი ასეც მოიქცა. მთავარი ტკივილისაგან დაიკლაკნა. ხელი დაეწვა და ტყავი წასძვრა: "კურთხეულია მავრას ღმერთი და არ არის სხვა ღმერთი მის გარეშე, რამეთუ მის მიერ განდიდდა ახლა მავრაო", - თქვა არიანემ და მავრას ქვაბიდან ამოყვანა ბრძანა. მაგრამ მაშინვე შევიდა მის გულში ეშმაკი და წმინდა გოგონას ისევ მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. "თუ არადა, მაგ პირს, რომელსაც ღმერთების განდიდება არ უნდა, ნაკვერჩხლებით აგივსებო".

გაუხარდა წმინდა მავრას, - ამით ხომ განიწმინდება ჩემი ბაგეები, წმინდა ესაია წინასწარმეტყველის მსგავსად. ესეც არ არის საკმარისი. მთელ ჩემს სხეულს შემოუწყვე ნაკვერჩხლები და დაწვი, რათა ქრისტეს საკმევლად ვიქცე და კეთილსურნელება აღიწიოს ზეცამდეო.

მთავარმა გამდნარი ფისით სავსე ლამპრის მოტანა ბრძანა. შეძრწუნებულმა ხალხმა სთხოვა: - შეწყვიტე, მთავარო, რამეთუ განგვაცვიფრა მისმა მოთმინებამო.

წმინდა მავრამ მათ მიმართა: "დაე, ყველამ თავის მოვალეობაზე იზრუნოს, ჩემთვის ნურვინ გაირჯება, რამეთუ მყავს ჩემი შემწე და მცველი - ღმერთი, რომლის იმედიც მაქვსო და მთავარს მიუბრუნდა, - გგონია, ამ პატარა ლამპრით შემაშინებ? განა მაგაზე დიდი არ იყო ქვაბი, რომელშიც ჩამაგდე? ეგ ცხელი ფისი დილის ნამად ეპკურება ჩემს სხეულსო.

წმინდანის სიტყვებით ძლეულმა მთავარმა წმინდა ტიმოთესა და წმინდა მავრას ჯვარცმა ბრძანა, ოღონდ ისე, რომ მათ ერთმანეთის ტანჯვისთვის ეცქირათ.

საწამებლად მიმავალი მავრას შეჩერება დედამ სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.

ცხრა დღე და ღამე დაჰყო ცოლ-ქმარმა ჯვარზე. ისინი ერთმანეთს განამხნევებდნენ, წმინდა ტიმოთე დილიდან საღამომდე დამოძღვრიდა ცოლს, საღამოდან გათენებამდე კი წმინდა მავრა ანუგეშებდა ქმარს. ეუბნებოდა, - არ დავიძინოთ, რათა უფალმა ჩვენმა მღვიძარენი გვიხილოსო. თანაც აფრთხილებდა, ეშმაკი ჩასაფრებულია ჯვართან და მზად არის შეურაცხგვყოსო.

წმინდა მავრამ ქმარს თავისი ხილვა მოუყვა: "გამომეცხადა ვინმე კაცი, მითხრა: "უფლის ანგელოზი ვარ და ეს რძითა და თაფლით სავსე თასი შესვი, რომ ტკივილი შეგიმსუბუქდესო". ვკითხე, - ვინ აღგძრა ჩემს დასახმარებლად-მეთქი. როცა ვლოცულობდი, შევამჩნიე, ის დასავლეთით იყურებოდა და მივხვდი, სატანა იყო, ჩემთან საცდუნებლად მოსული. მერე მეორე კაცი ვიხილე, რომელმაც რძის და თაფლის მდინარესთან მიმიყვანა და მითხრა, შესვიო. ვუთხარი: არც წყალს და არც სხვა მიწიერ სასმელს არ შევსვამ, ვიდრე ქრისტესთვის სიკვდილის სასმისს არ ვიხმევ-მეთქი. ის კაციც გაქრა და მდინარეც. ვნახე ასევე კაცი. სახე მზესავით უბრწყინავდა. ზეცაში ამიყვანა, მანახა ტახტი, რომელზეც თეთრი სამოსი იყო გადაფენილი და ზედ გვირგვინი იდო. შენთვის არის გამზადებულიო, - მითხრა. უფრო ზევით ამიყვანა და სხვა ტახტზე ასევე კოხტად დადებული თეთრი სამოსი და გვირგვინი დამანახა, - ეს კიდევ შენი ქმრისა არისო. ვკითხე, ეს ტახტები გვერდიგვერდ რატომ არა დგას-მეთქი. დიდი განსხვავებაა შენსა და შენს ქმარს შორის. განა მისი შეგონების შემდეგ არ შეუდეგ მოწამეობის ღვაწლს? მისი მიზეზით დაიწნა შენთვის გვირგვინი. ახლა კი დაბრუნდი შენს სხეულში, ხვალ დილით, ექვს საათზე, უფლის ანგელოზები მოვლენ თქვენს წასაყვანად, მაგრამ იფხიზლეთ, რომ ეშმაკმა კვლავ არ გამოგცადოთო".

მართლაც, მეორე დღეს, დილით მოვიდნენ უფლის ანგელოზები მოწამეთა სულების ზეცად აღსაყვანად. წმინდა მავრამ მიმართა იქ შეკრებილთ: "ძმანო და დანო! გაიხსენეთ, რომ ჩვენც ვცხოვრობდით ერისკაცულად, როცა კაცთა შორის ვიყავით. მერე კი უფლის მიერ ვცხოვრობდით, ვითარცა მონანი ღვთისა. და აი, უკვე მალე მივირქვამთ უხრწნელ გვირგვინებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხელთაგან. ასევე მოიქეცით თქვენც, იმის აღსრულებისას, რასაც ადამიანური ბუნება მოითხოვს, ეცადეთ, აღასრულოთ ისიც, რაც სათნო არის ღვთისთვის. მიიღებთ ცოდვათა მიტევებას და უხრწნელ გვირგვინებს მეუფისა და ღვთისა ჩვენისაგან!"

როცა წმინდა მავრამ დაამთავრა სათქმელი, წმინდა ცოლ-ქმარმა სულნი თვისნი ჩააბარა უფალს. მათი მარტვილობა დაახლოებით 286 წელს აღესრულა. წმინდა ეკლესიამ წმინდა ტიმოთესა და წმინდა მავრას ხსენების დღედ 3 მაისი (ახ. სტ. 16 მაისი) დააწესა. შეგვეწიოს მათი წმინდა ლოცვა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2018, 01:30 PM

"ახლა არ გვახსოვს, სად გვაქვს წაკითხული ერთი ღმრთისმოსავი ადამიანის შესახებ, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ევედრებოდა უფალს, რომ მისთვის მოწამეობრივი სიკვდილის შესაძლებლობა მიეცა და როცა მისი მშვიდობიანი აღსასრულის დრო მოახლოვდა, წუხილით თქვა: "უფალმა ჩემი ლოცვა არ შეისმინა". მაგრამ წარმოთქვა თუ არ ეს სიტყვები, გაიგო, რომ მთელი მისი ცხოვრება მოწამეობრივი იყო და რომ უფალმა იგი მოწამეობად შერაცხა".

/არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 07:08 PM

"განრისხებულმა მმართველმა სიმაღლიდანაც გადმოაგდებინა ქრისტიანი გოგონა [წმ. მოწამე ტრიფენე] თუმცა არც ამ შემთხვევაში ევნო რამე. მრავალფერი სატანჯველის დათმენისა და ქრისტეს მხნედ აღიარების შემდეგ წმინდანი გამძვინვარებულ ხარს დააფლეთინეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2019, 07:16 PM

"...დუკასი და კიდევ რამდენიმე მტარვალი ბოღმით ლოგინად ჩაცვივდნენ, მიუხედავად ამგვარი საზარელი წამებისა, ერთი კვნესაც კი რომ არ წამოსცდენია არც ერთ წამებულს [ევგენიოსი, კანდიდე, ვალერიანე და აკილა].

რამდენიმე დღის შემდეგ როცა შეიტყო დუკასმა, რომ ლოგინად ჩავარდნილი თითქმის ყველა მტარვალი ამოწყდა და ცოცხალი აღარავინ გადარჩენილა, შეეშინდა. ბრძანა, მოწამეები ჩამოეხსნათ ხეებიდან და საპყრობილეში გამოეკეტათ რამდენიმე ხნით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2019, 06:41 PM

ეს საკვირველი მოწამენი მუხლებზე დამხობილნი ევედრებოდნენ ღმერთს, შეენდო მათი ჯალათებისთვის

"ჩინეთში ჩადენილი ევროპის ბოროტება. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, XIX საუკუნეში, ევროპა სამყაროს ყველაზე კულტურულ ნაწილად მიიჩნევდა თავს. იმ დროს ის ლამის მთელ კაცობრიობას ბატონობდა, მათ შორის ჩინელ ხალხსაც. მაგრამ როგორც ერთ დროს მეფე სოლომონმა თავი ვერ შეიკავა იმ სიმაღლეზე, სადაც ღვთის მოწყალებამ აიყვანა, დაეცა და თაყვანი სცა კერპებს, ასე დაემართა ევროპასაც. თავბრუდამხვევი სიმაღლიდან, სადაც აიყვანა იგი ღვთის განგებულებამ, რათა ყოფილიყო სინათლე და მცველი ყველა ხალხისა, ამპარტავნების ქარმა შეარხია და დაეცა, ხელები კი თავის თანამოძმე ღვთის ხალხთა სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. მას მერე აღარ ამდგარა და ღმერთმა იცის, ადგება კი ოდესმე.

1897 წელს ევროპა ააფორიაქა გერმანიის იმპერატორის, ვილჰელმის შეძახილმა: "ყვითელი საფრთხე!" ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი სახიფათოა ევროპელთათვის, ამიტომ უნდა დაჩაგრო, დაიმონო და ამით დაიცვა საკუთარი თავი. მაშინდელი უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურის შეძახილს მთელი ევროპა გამოეხმაურა. დაიწყო საშინელი ჩაგვრა და ძარცვა ჩინეთისა. თეთრი კაცების ხელები მათი ყვითელი ძმების სისხლით შეიღება. ჩინელთა უბრალო სისხლმა შეჰღაღადა ყველა ხალხის შემოქმედს, როგორც ერთ დროს აბელის სისხლმა - ღმერთს, ძმისმკვლელი კაენის წინააღმდეგ. და უთხრა ღმერთმა კაენს: "რაი ესე ჰყავ? ხმაი სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით" (შესაქმე 4:10).

"მოკრივეთა აჯანყება". მაგრამ ჩინელებიც კაცები არიან, ხორცისა და სისხლისგან შემდგარნი. ამასთან, მოუნათლავნიც, მაცხოვრის კეთილი მოძღვრების გარეშე მცხოვრებნი. 1900 წელს ჩინელების ჯგუფი აუჯანყდა "თეთრ ეშმაკებს", როგორც ისინი ევროპელებს ეძახდნენ. აჯანყებულებს მოკრივეებს უწოდებდნენ და ამიტომაც მათ ჯანყს "მოკრივეთა აჯანყება" დაერქვა. მათთვის ევროპელები იყვნენ ბოროტმოქმედნი, მძარცველები და ტირანები და მათ ხოცვას მიჰყვეს ხელი. სძულდათ ყოველივე ევროპული და მათ შორის რწმენა, რომელიც ევროპელმა მოციქულებმა მიუტანეს. თეთრი ადამიანებისადმი სიძულვილი იმავე დროს ქრისტიანებისადმი სიძულვილიც იყო. ამიტომაც აჯანყებულთა რისხვა თავიანთ ქრისტიანებს, ანუ მონათლულ ჩინელებსაც დაატყდათ თავს. ამ სისხლიანი ჯანყისას დაიღუპა ათასამდე მართლმადიდებელი ჩინელი, რომელთაც ქრისტეს მოწამეებად თვლიან (225 კაცი წმინდანადაა შერაცხული). სწორედ ჩინელ ქრისტესმოწამეთა ვნებასა და სიკვდილზე გვსურს მოგითხროთ.

თვითმხილველის მონათხრობი. იმ დროს არსებობდა და ახლაც არსებობს რუსეთის სულიერი მისია პეკინში, ჩინეთის დედაქალაქში. ამ მისიის ხელმძღვანელი გახლდათ არქიმანდრიტი ინოკენტი, შემდგომ მიტროპოლიტი. მან, როგორც თვითმხილველმა, ამგვარად აღწერა ეს სისხლიანი ამბები: "პეკინში მართლმადიდებელ ჩინელთა მოწამეობის მთავარ დღედ 1900 წლის 11 ივნისი იქცა. 10-ში დილიდანვე ქუჩებში ფურცლები გამოაკრეს და უღმერთოებს ქრისტიანთა დარბევას მოუწოდებდნენ. ისინი სიკვდილით ემუქრებოდნენ ყველას, ვინც მათ დამალვას გაბედავდა. 11 ივნისის განთიადისას "მოკრივეები" ანთებული ჩირაღდნებით მთელ პეკინს მოედვნენ და იწყეს ქრისტიანთა სახლებზე თავდასხმები. იჭერდნენ ქრისტიანებს, აწამებდნენ და ქრისტეს უარყოფას აიძულებდნენ. ტანჯვისა და სიკვდილის შიშით ბევრმა უარყო რწმენა და კერპებს თაყვანისცა.

ბევრი არ შეშინდა და გმირულად აღიარა ქრისტეს რწმენა. საშინელი იყო მათი ხვედრი. ზოგს მუცელს უფატრავდნენ, თავებს ჰკვეთდნენ, სახლებში ცოცხლად წვავდნენ. ქრისტიანებზე ნადირობა და ხოცვა-ჟლეტა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. სახლების გადაწვის შემდეგ ქრისტიანები ქალაქის გალავნის გარეთ გაიყვანეს, წარმართული ტაძრების წინ ჩაამწკრივეს, დაკითხეს და მერე ცოცხლად დაწვეს".

გმირულად ვნებულნი. თვითმხილველი უღმერთოები თვითონვე ჰყვებოდნენ ჩინელი მართლმადიდებლების გასაოცარი სიმამაცის შესახებ, რომლითაც ისინი სასიკვდილოდ მიდიოდნენ. ესენი იყვნენ:

პავლე ვანი, კატეხიზატორი, რომელიც ბაგეზე ლოცვით მოკვდა წამებისას.

ია ვენი, მისიასთან არსებული სკოლის მასწავლებელი, ორჯერ აწამეს. "მოკრივეებმა" თავდაპირველად მას მახვილით სხეული დაუსერეს, მკვდრად მიიჩნიეს და მიწა მიაყარეს. ის გონს მოვიდა, კვნესა დაიწყო. დარაჯმა ის თავის ოთახში გადაიყვანა, მაგრამ როცა შეიტყვეს, აჩეხეს და მოკლეს. ორივეჯერ ია ვენმა წამება მამაცურად, ღირსეულად დაითმინა და სიხარულით აღიარა ქრისტეს რწმენა ჯალათების წინაშე.

იოანე ძი, რვა წლისა, შვილი მოკლული ჩინელი მღვდლისა. აჯანყებულებმა დაჩეხეს. ყურები მოჰკვეთეს, მკერდი დაუსერეს. როცა ჯალათებმა ჰკითხეს, - თუ გტკივაო, ქრისტეს პატარა გმირმა ღიმილით უპასუხა: - "ქრისტესთვის წამება მტკივნეული არ არის!" მაშინ მას თავი მოჰკვეთეს და ცხედარი დაწვეს.

ცხოვრება მოწამისა ძი ჩუნისა. იგი ბავშობაში მონათლეს, ათი წლისა კატეხიზატორად დაადგინეს. 25 წლისას მღვდლად ხელი დაასხა იაპონიის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა. რუსები მას მიტროფანეს ეძახდნენ. ძი ჩუნი ადრე დაობლდა და ბებიამ, ეკატერინემ გაზარდა. დედამისი მარინა, ერთ-ერთ ქალთა სკოლაში ასწავლიდა. მისიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა არქიმანდრიტმა პალადიმ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ახალგაზრდა ძი ჩუნს და სახელგანთქმულ მასწავლებელს, ლუნ იუანის მიაბარა, რათა სამღვდელოდ მოემზადებინა.

ძი ჩუნი თავმდაბალი კაცი იყო, ყურადღებიანი, ფაქიზი, თანამგრძნობი და მშვიდობისმოყვარე. მღვდლად კურთხევას ვერ ბედავდა. ამბობდა: "მშიშარა და უნიჭო ვარ, ასეთი ხარისხის მიღებაზე როგორ გავკადნიერდებიო".

მაგრამ მისიის ხელმძღვანელმა და თავისმა მასწავლებელმა ურჩიეს და მორჩილების გამო დათანხმდა, თუმცა გრძნობდა, როგორც მღვდელს, მძიმე და მოწამებრივი ხვედრი ელოდა. მღვდელი, ძი ჩუნი მთავარი თანაშემწე იყო არქიმანდრიტ ფლავიანესი საღვთისმსახურო და სასულიერო წიგნების ჩინურ ენაზე გადათარგმნის საქმეში. იგი 15 წელი ემსახურა ღმერთსა და თავის ხალხს. ამასთან მრავალ განსაცდელს დაითმენდა. 1900 წლის 1-ელ ივნისს აჯანყებულებმა გადაწვეს რუსული მისიის შენობაც. ხანძარს გამოქცეულმა ქრისტიანებმა თავი მამა ძი ჩუნის სახლს შეაფარეს. მათ შორის ისეთნიც იყვნენ, ვისაც ეს ღვთის კაცი არ უყვარდა, მაგრამ შემწყნარებელმა მღვდელმა მიიღო ისინი. როცა დაინახა, ზოგიერთი შეშინდა და შეირყა, ძი ჩუნმა ისინი ღვთის სახელით გაამხნევა და გააძლიერა. ყოველდღიურად მიდიოდა ნახევრად დამწვარ ტაძარში და ლოცულობდა.

10 ივნისს, დაახლობით 10 საათზე "მოკრივეებმა" ალყაში მოაქციეს ძი ჩუნის სახლი. იქ ამ დროს 70 ქრისტიანი იყო. ზოგიერთმა გაქცევა მოახერხა, ხოლო ვინც სუსტი იყო, ქალებთან და ბავშვებთან დარჩა. არსად წასულა მამა ძი ჩუნიც, არც დამალვა უფიქრია. იჯდა ეზოში და "მოკრივეებს" ელოდა. ამ უღმერთოებმა კი იცოდნენ, რომ იგი მღვდელი იყო და განსაკუთრებით ბრაზობდნენ მასზე. მისცვივდნენ გაშიშვლებული მახვილებით და მკერდი განუგმირეს. სასიკვდილოდ დაჭრილი მღვდელი დაეცა და ჩააბარა სული უფალს. მერე უღმერთოები სახლში შეცვივდნენ და ამოხოცეს იქ დამალული ქრისტიანები.

1903 წელს ჩინეთის იმპერიაში სიმშვიდემ დაისადგურა. პეკინში წმინდა მოწამეების სახელზე ტაძარი ააგეს და მღვდელ ძი ჩუნის ნეშტი, სხვა მოწამეებთან ერთად, საკურთხევლის ქვეშ დაკრძალეს. იმ ადგილას, სადაც ძი ჩუნი დაიღუპა, დიდი ჯვარი აღიმართა. ყოველ 10 ივნისს (ახ. სტ.), ღვთისმსახურების მერე ამ ჯვრის წინ ლიტანია აღესრულება. ასე დიდებულად დაასრულა მიწიერი ცხოვრება ქრისტეს უდრეკმა მეომარმა და გადასახლდა სასუფეველში. იქიდან, ვითარცა მფარველი ანგელოზი, ამხნევებდა თავის მოწამე თანამოძმეებს.

ერთი ოჯახის მოწამეობის ამბავი. მღვდელ ძი ჩუნს ჰყავდა ცოლი ტატიანა, ლის გვარიდან, და სამი ვაჟი: ესაია, სერგი და იოანე. ესაიას ჰყავდა ცოლი მარიამი. ყველა ისინი ეწამნენ ქრისტესთვის, ცოცხალი გადარჩა მხოლოდ სერგი, რომელიც შემდგომ დეკანოზი გახდა.

ტატიანა 44 წლისა იყო. იმ საშინელ 10 ივნისის ღამეს ის რაღაცნაირად გადარჩა, მაგრამ მეორე დღეს შეიპყრეს 19 ჩინელ ქრისტიანთან ერთად. ისინი მიიყვანეს ქალაქგარეთ, "მოკრივეთა" ბანაკში, რომელსაც სიაო ინ ფანს ეძახდნენ. აქ ტატიანასა და სხვებს თავები მოჰკვეთეს. მერე იმ ადგილას ღარიბთა თავშესაფარი დაარსდა.

ესაია 23 წლის იყო. ის არტილერიაში მსახურობდა. "მოკრივეებმა" იცოდნენ მისი ქრისტიანობის ამბავი, 7 ივნისს შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს პინ-ცე-მინის კარებთან.

იოანე სულ 8 წლისა იყო. მღვდელი ძი ჩუნის მკვლელობის დღეს პატარა იოანეც შეიპყრეს. დაუსერეს ბეჭები, მოჰკვეთეს ფეხის თითები, მოსჭრეს ყური და ცხვირი. მარიამმა იგი სიკვდილს გადაარჩინა - ტუალეტში დამალა. მეორე დღეს შიშველი ბიჭი იხილეს კართან მჯდარი. ჰკითხეს, - არ გტკივაო. ბიჭმა თავი გაიქნია - ქრისტეს ძალამ დაუყუჩა ტკივილი. ქუჩის ბავშვები დასცინოდნენ - ერ-მაო-ძაო, რაც ეშმაკის მსახურს ნიშნავს. მათ დაცინვას პატარა იოანე პასუხობდა: "მე მწამს ჭეშმარიტი ღმერთი და სულაც არ ვარ ერმაოძა". პატარამ წყალი ითხოვა. არ დაალევინეს. პროტასი ჩანი და იროდიონ სიუ მაშინ ჯერ კიდევ მოუნათლავნი იყვნენ. ახსოვთ ზურგდასერილი, ფეხის თითებდასხეპილი იოანე. ის ტკივილს ვერ გრძნობდა. როცა "მოკრივეებმა" კვლავ შეიპყრეს, ის მშვიდად, უშიშრად გაჰყვა მათ. ვიღაც მოხუცს შეებრალა პატარა, - ბავშვმა რა დააშავა, მისი მშობლები არიან დამნაშავენი, რომ იგი ეშმაკის მსახური გახადესო. სხვები კი დასცინოდნენ. იოანე მათ არ უსმენდა.

მარიამი, ესაიას ცოლი და მღვდელ ძი ჩუნის რძალი, 19 წლისა იყო. დარბევამდე ორი დღით ადრე მამამთილის სახლში მოვიდა, რათა მათთან ერთად მომკვდარიყო. როცა 10 ივნისს "მოკრივეებმა" ალყა შემოარტყეს მღვდლის სახლს, მარიამი ყველაფერს აკეთებდა სხვების გადასარჩენად. ხალხი გარეთ გაჰყავდა და გალავანზე გადაცოცებაში ეხმარებოდა. როცა "მოკრივეებმა" და ჯარისკაცებმა კარები შემოამტვრიეს და ეზოში შემოცვივდნენ, მარიამი თამამად წინ აღუდგა და ამხილა ისინი ამდენი უდანაშაულო ხალხის დახოცვის გამო. თავდამსხმელები გაქვავდნენ და მარიამი აღარ მოკლეს, თუმცა ხელი დაუსერეს და ფეხი მოაჭრეს. მაზლმა სერგიმ სამჯერ სცადა მისი დარწმუნება, გაქცეულიყო და თავი გადაერჩინა, მაგრამ მარიამმა მხნედ უპასუხა: - მე აქ დავიბადე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიასთან და აქვე მინდა მოვკვდეო და დარჩა. მალე ნეტარი მარიამიც მოკლეს.

ალბაზინელები. ქრისტეს მოწამეთა შორის ალბაზინელებიც იყვნენ. ისინი შთამომავლები გახლდნენ იმ სახელგანთქმული ალბაზინელებისა, რომელთაც ჯერ კიდევ 1685 წელს პეკინში ქრისტეს სარწმუნოება შემოიტანეს. ყველას არ შეუძლია მოწამეობა, ეს უდიდესი ჯილდოა და მხოლოდ იმათ მიეცემათ, რომელთაც განსაკუთრებულად უყვართ ცოცხალი უფალი. ალბაზინელთა დიდი სიყვარულისა და ერთგულების გამო უფალმა მათი შთამომავლობა მოწამეობის გვირგვინებით დააჯილდოვა. ალბაზინელები მონგოლთა ერთ-ერთი ტომია, რომელიც რუსეთის ციმბირის სამხრეთით ცხოვრობს. მათ ჯერ კიდევ XVII საუკუნეში მიიღეს მართლმადიდებელი სარწმუნოება.

კუი ლინგი, ჰაი ციჰუანი, მისი ძმა ვიტო და ანა ჟუი, მრავალ სხვა ალბაზინელთან ერთად, მხნედ შეეგებნენ სიკვდილს. უღმერთოებმა ისინი ჯერ აწამეს და მერე დახოცეს. ეს საკვირველი მოწამენი მუხლებზე დამხობილნი ევედრებოდნენ ღმერთს, შეენდო მათი ჯალათებისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2019, 06:02 PM

"ყველას არ შეუძლია მოწამეობა, ეს უდიდესი ჯილდოა და მხოლოდ იმათ მიეცემათ, რომელთაც განსაკუთრებულად უყვართ ცოცხალი უფალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2019, 06:18 PM

"ქრისტესათვის სიკვდილი სიცოცხლეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2019, 08:33 PM

"ყველა ქრისტიან ერს ჰყავს მოწამე, მაგრამ ქართველი ერი ერთსულოვნად, მთლიანად არის მოწამე".

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 04:12 PM

"ნეტარი ქრისტესთვის სიკვდილის სურვილით აღინთო და უფალს შეევედრა, გზა ეჩვენებინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2019, 11:34 AM

"თანდათან აენთო მის გულში მოწამეობის ნაპერკალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 08:45 PM

"[ახალმოწამე ავქსენტი კონსტანტინეპოლელი] ყველას გასაგონად გაიძახოდა, რომ იყო ქრისტიანი დედის მუცლითგან და სიკვდილიც ქრისტიანული ექნებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 10:02 PM

"ნერონის მეფობის დროს ქრისტიანთა დევნა დაიწყო. მათ ჯვარზე აკრავდნენ, ცირკში მხეცებს მიუსევდნენ, ლომებს აგლეჯინებდნენ, კოცონზე წვავდნენ; ნერონის ბაღში ბოძზე მიაბამდნენ და წვავდნენ, რომ ასეთი ცოცხალი ჩირაღდგნებით გაენათებინათ იმპერატორის ბაღი, როდესაც იქ სეირნობდა თვით ნერონი, რომის წარჩინებულნი და ხალხი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2019, 07:27 PM

"მრავალი წამებულის სახელი ჩვენთვის უცნობი დარჩა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2019, 11:41 AM

"პავლეს [ნეოკესარიელი] ხელები არ ჰქონდა, რადგან ლიკინიუსის ბრძანებით, გახურებული რკინით მოკვეთეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2019, 12:08 PM

"უფლისთვის სიკვდილამდე ტანჯვა, ჭეშმარიტად არის ღმერთის დიდება; რამეთუ ადამიანის სული თუ არაა დარწმუნებული სრულად, რომ იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია, მაშინ იგი ღმერთისთვის არც მოკვდება. ამიტომაც წმინდანთა სიკვდილი ღმერთის დიდების დამტკიცებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2019, 08:48 PM

"მოწამეობა, მარტვილობა გმირობაა, გმირობას კი ყველას ვერ მოვთხოვთო, - ბრძანებს წმინდა ილია მართალი. მოწამეობა უმაღლესი საფეხურია ქრისტიანობისა, თუმცა უფლის მსგავსებას მარტვილობით ყველა ვერ შეძლებს. ეს არც მოგვეთხოვება"

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2019, 05:17 PM

"ვისაც მცირედ უყვარს, მცირედს გასცემს; ვისაც უფრო მეტად უყვარს, უფრო მეტს გასცემს; და, ვისაც ძალიან უყვარს, რა შეუძლია გასცეს ამის ტოლფასი? გასცემს საკუთარ თავს!"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 10:28 PM

"ღვთის მადლით მოწამეები ვერ გრძნობდნენ სატანჯველის ტკივილებს. ღვთის მადლით, ყველაფერი უმტკივნეულოდ ხდება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2019, 03:37 PM

"წმინდანისთვის, რომელიც მოწამეობაზე მიდის, ქრისტესადმი სიყვარული ტკივილს აღემატება და აქარწყლებს მას. როდესაც ქრისტესადმი სიყვარული აგიზგიზდება, მოწამეობა დღესასწაულად იქცევა ხოლმე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2019, 04:26 PM

"...წმიდა დულე შეევედრა უფალს, რომ არა მარტო დაეცვა მას თავისი სარწმუნოება, არამედ იქით ემხილებინა მტარვალთა ცრუ სარწმუნოება. მართლაც, მან ამხილა ისინი, თავისი სარწმუნოება კი ახოვნად აღიარა. მმართველმა ვეღარ მოითმინა და მრავალი სატანჯველი მოაწია მრავალი დღის მანძილზე, ბოლოს კი - წმინდანს ხმა რომ არ ამოეღო, ქვედა ყბა მოაგლიჯა, აკუწა მისი სხეული და მდინარეში გადაყარა.

ასეთი საშინელი ტანჯვით აღესრულა წმ. დულე. ადამიანის გაბოროტებას საზღვარი არა აქვს. ადამიანებისაგან შეჭირვებულ წმინდანებს თვით ცხოველები და უსულო საგნები, სტიქიებიც კი ემორილებიან. მდინარემ წაიღო და თავის მშობლიურ სოფელში მიიყვანა ეს წმინდანი; დააბრუნა, ნაპირზე გამორიყა, სადაც მეცხვარეთა ორი ძაღლი დახვდა. ერთი ძაღლი წმინდა ნაწილებს მფარველობდა, მეორემ კი საკუთარი კბილებით ტანსაცმელი მოიტანა და გადააფარა"...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2020, 09:52 PM

"თვით მოწამეობამდე იდექი ქრისტეს რწმენაზე" (стой за христа, до мученического креста)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2020, 06:08 PM

"3 წლის შემდეგ წმინდა ნიკოლოზი [სტუდიელი] კონსტანტინეპოლიდან სმირნში გადააგზავნეს, სადაც სასტიკად აწამებდნენ, ხის კომბლით ფეხებისა და ხელების ძვლები მთლიანად დაულეწეს...

სხეულზე ადგილი არ ჰქონდა, სადაც წამების და დევნის კვალი არ ემჩნეოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ვერასდროს ნახავდით იმედგაცრუებულს და მოწყენილს. ყოველთვის ღმერთს მინდობილი იყო და მხნეობას არ კარგავდა. მისი მხნეობა გარშემომყოფებისთვის ყოველთვის გადამდები იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2020, 02:15 PM

"ღირსი ეფრემ კატუნაკელი ბრძანებს: "დიდი კურთხევაა (წყალობაა) მოწამეობა. ჩვენი ეკლესია აგებულია მოწამეთა სისხლით. წმინდა ტრაპეზები დაფუძნებულია არა ღირს მამათა, არამედ მოწამეთა წმინდა ნაწილებზე. დიდებულია ღირსი ანტონი, დიდებულია ღირსი პახუმი, მაგრამ არც ერთი წმინდა ტრაპეზი, არც ერთი წმინდა სამსხვერპლო მათ ნაწილებზე არ არის დაფუძნებული. უცნობ მოწამეთა ნაწილებს კი ამის პატივი აქვთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2020, 09:24 PM

"ფაშისტებმა სოფელ ბუკოვიცეში 44 კაცი ერთ სახლში შეყარეს და უფლის ამაღლების დღეს ცოცხლად დაწვეს, მათ შორის იყო აჯიჩების მთელი ოჯახი. 17 წლის იაგლიკა აჯიჩი ცალკე დაეყენებინათ. მოხდენილი, შავთვალა, ქერათმიანი ქალიშვილი მტერმა მხეცური ვნების დასაცხრომად შემოინახა. გოგონა მიხვდა მათ განზრახვას, თვალები ზეცას აღაპყრო და წარმოთქვა: "თქვენ გსურთ ტანჯვითა და აუტანელი ჭრილობებით შეგვაშინოთ. შეკრიბეთ წამების ყველანაირი იარაღი, მიუხმეთ მსოფლიოს ყველა ჯალათს. ჯიჯგნონ ჩემი სხეული, იარაღი დაემსხვრევათ, ხელები დაეღლებათ, ვიდრე განვუდგები ქრისტეს, რომელიც მწარე ტანჯვას ტკბილ სამოთხისეულ სასმლად გარდააქცევს, დროებით სიკვდილს კი - საუკუნო ცხოვრებად". ამ სიტყვებით ხელიდან გაუსხლტა ჯალათებს, გადაეშვა ცეცხლში და იმავე წამს შეაბიჯა სასუფევლის კარიბჭეში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 15 2020, 08:40 PM

"ეპარქოსმა გასცა ბრძანება, ფავსტასი იღლიებით მიეჭედებინათ რკინის ფირფიტაზე და ყველას გასაკვირად, თითქოს არაფერი ხდებოდა, ისე ჩვეულებრივად მიიღო წმინდა მოწამემ ეს განსაცდელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 07:19 PM

"წმინდანისათვის, რომელიც მოწამეობაზე მიდის, ქრისტესადმი სიყვარული ტკივილს აღემატება და აქარწყლებს მას. ჯალათის დანა მოწამეთათვის ვიოლინოს ხემზე უნაზესია. როდესაც ქრისტესადმი სიყვარული აგიზგიზდება, მოწამეობა დღესასწაულად იქცევა ხოლმე: ასეთ წამებში ცეცხლი უფრო მეტად აგრილებს, ვიდრე - ბანაობა, ვინაიდან მისი წვა საღვთო სიყვარულის წვაში ქარწყლდება. კანის გაძრობა ალერსად შეიგრძნობა, საღვთო სიტყვა იპყრობს გულს, თავს, და ადამიანი ხდება "შეშლილი". ის ვერ გრძნობს ვერც ტკივილს, ვერც სხვა რაიმეს, რამდენადაც მისი გონება ქრისტეშია და მისი გული სიხარულითაა გადავსებული. რამდენი წმინდანი მიდიოდა მოწამეობაზე და ისეთ სიხარულს განიცდიდნენ, თითქოს დღესასწაულზე მიდიოდნენ!"

/წმ. პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2020, 10:01 PM

"უსისხლო მოწამეობა - ეს არის როდესაც შეურაცხგვყოფენ, გვაწყენინებენ, გვჩაგრავენ, ცილს გვწამებენ, განგვიკითხავენ. ყველაფერი უდრტვინველად უნდა ავიტანოთ".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2020, 08:30 PM

"მოწამე კონონ მებაღე გალილეის ნაზარეთში დაიბადა. ცხოვრობდა ქალაქ მანდონში. ღვთისმოშიში და მოსიყვარულე ქრისტიანი იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს შეიპყრეს, ხელ-ფეხი ლურსმნებით დაუხვრიტეს, ბორბალზე გააკრეს და სასტიკად აწამეს. წამების დროს წმინდანმა ლოცვით შეავედრა სული უფალს".

"მოწამე მარონი მაცხოვრის მხურვალე სიყვარულით იყო ანთებული და მუდამ ცდილობდა, მოწამებრივი აღსასრულით დაემკვიდრებინა თავისი სარწმუნოება. ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე მან სამსხვერპლო დაანგრია და ფეხით შემუსრა კერპები. საშინელი წამების შემდეგ წმინდანს თავი მოჰკვეთეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 12:12 PM

"წმინდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუკი ღმერთი ჯვარს ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისთვის და ცხოვნებისთვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვიტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?! ამისთვის ყოველი სატანჯველი მათ სიხარულად უქცია ღმერთმა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 10:15 PM

"მართლმადიდებელი სარწმუნოება დღეს ჩვენგან თავგანწირვას არ მოითხოვს, მოითხოვს მხოლოდ შინაგან ცხოვრების სწორ წესს. შევეცადოთ, ჩვენი ცხოვრებით სულიერი ღვაწლი მაინც გავაძლიეროთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2020, 10:14 PM

"კლიმენტი რომის პაპი ღვთის გულისთვის აწამეს და მისი მოკვეთილი თავი შავ ზღვაში გადააგდეს. მისი ხსენების დღეს, 7 დეკემბერს, საოცრება ხდებოდა: ყოველ წელიწადს ტალღებს გამოჰქონდა წმინდანის თავის ქალა. ხალხი ემთხვეოდა და მერე ტალღებს უკან შეჰქონდა. ხალხი ამით კურნებას იღებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2020, 08:12 PM

"ისევე, როგორც ქრისტეს სისხლმა სიკვდილის მონობისგან გამოისყიდა კაცობრიობა, ქართველ მოწამეთა სისხლის წვეთებიც ჩვენი ქვეყნის იმედის, ხსნისა და მომავალი გაბრწყინების თესლებად იქცნენ".

/მამა გაბრიელ ნათენაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 07:04 PM

"მოწამენი წამების დროს ძლიერ ტკივილებს განიცდიდნენ. ჩვეულებრივ ადამიანსაც იგივე ტკვილი ექნებოდა. განსხვავება ის არის, რომ მოწამენი მუდმივად ლოცვით ქრისტესთან იყვნენ შეერთებული და მისგან იღებდნენ ძალას, რომელიც მათ ტკივილს აღემატებოდა, და ამით აღწევდნენ გამარჯვებას. მათ რომ ლოცვა შეეწყვიტათ, თუნდაც ერთი წამით, ტკვილი აუტანელი გახდებოდა და ისინიც მზად იქნებოდნენ უფლის უარსაყოფად. მაგრამ, ვინაიდან ლოცვით იყვნენ ქრისტესთან კავშირში, ძალაც ემატებოდათ და ბოლომდე ითმენდნენ ტკვილებსა და ყველა სატანჯველს".

/ბერი პორფირე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 10:29 PM

"როდესაც სასიკვდილოდ გადადებ თავს, მერე უკვე აღარაფრის გეშინია. სიკვდილის გადაწყვეტილება, თავისი ძალით, ათას მცველს უდრის"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2021, 09:40 PM

"ვისაც უყვარს, მისთვის ბედნიერებაა, ეწამოს იმისათვის, ვინც უყვარს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2021, 04:24 PM

"მოწამენი სასტიკ ტანჯვას იღებდნენ როგორც ჯილდოს, როგორც გრილ სასმელს, რომელიც მათში აღგზნებული მორჩილების წყურვილს არწყულებდა"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 07:59 PM

"სრულქნილება ტანჯვის გზით მიიღწევა"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 06:51 PM

"მოწამეები მარტო თავისთვის როდი კვდებიან, არამედ წვლილი შეაქვთ საერთო საქმეში. ჭეშმარიტად, მათი სიმამაცე სხვებისათვის მაგალითი ხდება და ღვთის შემეცნებას საფუძვლად უდევს წმინდანთა სისხლი".

/ეკუმენიოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2021, 10:04 PM

"მოწამეობრივი სიკვდილი ჭეშმარიტებისათვის გაუქრობელი ლამპარია ერისთვის, იგი აღვიძებს და აღორძინებს ერში მაღალ ძალებს, იგი დვრიტაა ურთიერთისადმი სამსახურისა, საზოგადო სიკეთისადმი თავდადებულობისა, სამშობლოს ბედნიერებისათვის მსხვერპლად შეწირვისა, ქვეყანაზე სისწორისა, საღმრთო ზნეობისა და გონებრივი სინათლის მოფენა-გავრცელებისა"

/ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 07:52 PM

"ჩვენი გზა ამ სოფელში მოწამეობრივია და მასზე მიმავალი ადამიანი სრულყოფილი ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2021, 08:38 PM

"მხოლოდ ქრისტიანთა დევნიდან ახალ დევნამდე დროებით ჩამოვარდნილი მშვიდობიანობის დროს გარდაცვლილ ქრისტიანებს ასაფლავებდნენ კუბოთი, უმეტესად მოწამეებს. მოწამეთა დასაფლავება სრულდებოდა განსაკუთრებული საზეიმო განწყობით, როგორც ეს ჩანს წმინდა კვიპრიანეს (მეორე საუკუნე) დასაფლავების შესახებ შემორჩენილი ცნობებიდან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2021, 06:32 PM

"ღვთის სიყვარულის სივრცეში შესვლასთან ერთად წმინდანები შეუდგებიან დიდ მოწამებრივ ღვაწლს - მთელი სამყაროსადმი სიყვარულის ღვაწლს".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2022, 05:53 PM

"ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა ერთი ბიჭუნა - იგი კოჭლობდა, მაგრამ სახე განათებული ქონდა. "აქ, საქმე მთლად უბრალოდ არაა, რახან ასე აცისკროვნებს საღვთო მადლი!" ვიფიქრე მე და ვკითხე მისი ამბავი. მან მიამბო, თუ რა დაემართა: ერთი უზარმაზარი პირუტყვი, თავს რომ ჭერს ურტყამდა, ქრისტესა და ღვთისმშობელს გმობდა, ბიჭი გასაჩუმებლად მივარდა, ამ მხეცმა კი ძირს დასცა, ფეხით გათელა და ფეხებიც დაუსახიჩრა. ამის გამო საწყალი დაკოჭლდა. აღმსარებელი! და რას უძლებდნენ აღმსარებელნი და მარტვილნი!"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 07:02 PM

"წმინდანისათვის, რომელიც მოწამეობაზე მიდის, ქრისტესადმი სიყვარული ტკივილს აღემატება და აქარწყლებს მას. ჯალათის დანა მოწამეთათვის ვიოლინოს ხემზე უნაზესია. როდესაც ქრისტესადმი სიყვარული აგიზგიზდება, მოწამეობა დღესასწაულად იქცევა ხოლმე: ასეთ წამებში ცეცხლი უფრო მეტად აგრილებს, ვიდრე - ბანაობა, ვინაიდან მისი წვა საღვთო სიყვარულის წვაში ქარწყლდება. კანის გაძრობა ალერსად შეიგრძნობა, საღვთო სიტყვა იპრყობს გულს, თავს, და ადამიანი ხდება "შეშლილი": ის ვერ გრძნობს ვერ ტკივილს, ვერ სხვა რაიმეს, რამდენადაც მისი გონება ქრისტეშია და მისი გული სიხარულითაა გადავსებული. რამდენი წმინდანი მიდიოდა მოწამეობაზე და ისეთ სიხარულს განიცდიდნენ, თითქოს დღესასწაულზე მიდიოდნენ!"

/ღირსი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2022, 07:21 PM

"როგორც ჩანს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება. აგრეთვე ჩემთვისაც ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისათვის. ეს იქნება დაგვირგვინება იმ ჯვრისა, რომელიც ჩემგან ნატვირთია და ვატარებ ჩემი ცხოვრების უკანასკნელი თითქმის ოცდაჩვიდმეტი წლის განმავლობაში... როგორც მორწმუნე, ერთს ვიტყვი: "იყოს ნება ღვთისა".

/წმ. ამბროსი ხელაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 09:28 PM

"ჩვენ დიდ ბედნიერებად უნდა ჩავთვალოთ, თუკი ღირსნი შევიქმნებით, უფლისთვის დავითმინოთ რაიმე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 02:14 PM

"მოწამეობა - ე.ი. დევნულება-წვალებათა დათმენა ცხოვრებაში სიმართლის დაცვა-გამოჩენისთვის უკვდავი ღაღადი, სამარადისო ქადაგება, - მუდამ მოუძველებელი მოძღვრებაა ყველა იმის შესახებ, რითაც ძვირფასია კაცის ცხოვრება, რითაც ადამიანი ემსგავსება ღვთაებას, რაც კაცის ცხოვრებას აძლევს აზრსა და მნიშვნელობას"

/ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 03:42 PM

"წმიდათაგან არავინ ისე არ ვნებულა, როგორც - მოწამენი. მაგრამ მათ უხაროდათ და ილხენდნენ უსასტიკესი წამების დროსაც კი. ეს იმიტომ, რომ "თუ სული ზეცაშია", - როგორც ტერტულიანე ბრძანებს, - "მაშინ სხეული უკვე ვეღარ გრძნობს მიწიერი ბორკილების სიმძიმეს; მას ადამიანი სრულად მიჰყავს თავისთან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2022, 09:19 PM

"ო, ნეტავ დატკბნენ ჩემით ის ცხოველები, რომლებიც ჩემ დაგლეჯას ლამობენ, მე ვთხოვ, დააჩქარონ ჩემი აღსასრული! და თუ ისინი არ მოისურვებენ დაჩქარებას, მე თვითონ ყოველ ძალისხმევას ვიხმარ, დავიჟინებ, რომ დამგლიჯონ! დაე, ცეცხლი, ჯვარი გამზადდეს ჩემთვის, დაე, ცხოველები შემომესიონ საჭმელად. ძვლების დამტვრევა, სხეულის ნაწილთა დანაწევრება და ეშმაკის ყველა საშინელება ვიგემო, ოღონდ დავტკბე ქრისტეთი!" - ამგვარი მოშურნეობით, ამგვარი მზადყოფნით ელის და თავისთვის გამოითხოვს ქრისტესთვის წამებას წმიდა ეგნატე ანტიოქიელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 08:03 PM

"ძნელი წარმოსადგენია, ყველა ხალხს ეწამა მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე, რომ არ ყოფილიყო ღვაწლი წმინდა მოწამეებისა, რომლებიც გვაძლიერებენ სარწმუნოებაში და გვაძლევენ დიდ მაგალითს ურყევი რწმენისა!"

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2022, 02:49 PM

"მტირალი [წმ. კვირიკე] გაიძახოდა, - მეც ქრისტიანი ვარ, დედიკოსთან გამიშვითო. ეს საოცრება იყო. ბიჭუნამ სულ მცირე ხნის წინ ამოიდგა ენა და უკვე ღმერთს ადიდებდა. ეს რომ გაიზრდება, რაღა იქნებაო, - გაიფიქრა ალექსანდრემ. პატარამ ფრჩხილებით ჩამოფხაჭნა სახე. ჯალათის "სიყვარული" მრისხანებით შეიცვალა, წამოდგა ტახტიდან, ბავშვი მუხლებიდან ჩამოაგდო, ჰკრა წიხლი და კიბეზე დააგორა. ბოლომდე არ დაჰყოლია პატარას სული: კიბის კიდეს თავი დაარტყა, ერთი წამოიკვნესა, გონება დაკარგა და სულიერი თვალნი უკვე ღვთის სასუფეველში გაახილა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2022, 10:07 PM

"მეფე სავორმა დაუნდობლად აწამა თავისი ვაჟი. როცა ტყავს არობდნენ, ყმაწვილმა წამოიძახა: "რაოდენ ტკბილია ქრისტესთვის ვნება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2022, 07:48 PM

"მოწამეობა არ შეწყვეტილა, ახლაც გრძელდება"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2022, 09:22 PM

"ჰოი, საღვთო მადლო! მოვედ ჩვენ შორის, მოდი, ჩქარა მოდი. ჰოი, როგორ იცვლება, როგორ გარდაიქმნება უბადრუკი ადამიანი, როცა მას საღვთო მადლი მოიხილეს. ამ საღვთო მადლის მეირ მოწამეები არა მარტო ვერ გრძნობდნენ მოწამეობის ტკივილებს, არამედ უხაროდათ კიდეც, რომ ქრისტესთვის ეწამებოდნენ. "რამეთუ შენთვის მოვსწყდებით ჩუენ მარადღე, შევირაცხენით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი". სხვაა, როცა კითხულობ ან საუბრობ საღვთო მადლის შესახებ და სხვაა, როცა განიცდი მას"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2022, 04:51 PM

"იმისათვის, რომ საკუთარ თავში ამპარტავნებასა და პატივმოყვარეობას ვუმკურნალოთ, საჭიროა ხშირად ვიკითხოთ წმინდა მამათა და წმინდა მოწამეთა ცხოვრება, რათა წმინდანებს და ქრისტეს აღმსარებლებს შევადაროთ თავი. ეს სიმდაბლის გაღვიძების ერთ-ერთი პირობაა"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2022, 09:41 PM

"მოწამეობრივი სიკვდილი ადამიანს ჩამორეცხს ყველა ცოდვას,რაც მანამდე ჩაუდენია. ამას სისხლით ნათლისღება ჰქვია"

/არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2022, 05:52 PM

"წმინდათაგან არავინ ისე არ ვნებულა, როგორც - მოწამენი, მაგრამ მათ უხაროდათ და ილხენდნენ უსასტიკესი წამების დროსაც კი, ეს იმიტომ, რომ "თუ სული ზეცაშია", - როგორც ტერტულიანე ბრძანებს, - მაშინ სხეული უკვე ვეღარ გრძნობს მიწიერი ბორკილების სიმძიმეს: მას ადამიანი სრულად მიჰყავს თავისთან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2022, 08:35 PM

"მეფე შეეპასუხა:

- და მაშინ რაღას იზამ, თუკი კიდევ უფრო საშინელ სატანჯველს გწევ?

- დიდ სატანჯველში, - მიუგო წმინდანმა [პანტელეიმონი] - კიდევ უფრო დიდ ძალას გამოავლენს უფალი ჩემი იესო ქრისტე, მომანიჭებს რა უდიდეს მოთმინებას იმისთვის, რომ სირცხვილეულ-გყოს შენ, ხოლო მე, რაკი კიდევ უფრო მძიმე ტანჯვას ვიწვნევ, უფრო მეტ საზღაურს მივიღებ მისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2023, 09:32 PM

"მოწამენი წამების დროს ძლიერ ტკივილებს განიცდიდნენ. ჩვეულებრივ ადამიანსაც იგივე ტკივილი ექნებოდა. განსხვავება ის არის, რომ მოწამენი მუდმივად ლოცვით ქრისტესთან იყვნენ შეერთებული და მისგან იღებდნენ ძალას, რომელიც მათ ტკივილს აღემატებოდა, და ამით აღწევდნენ გამარჯვებას. მათ რომ ლოცვა შეეწყვიტათ, თუნდაც ერთი წამით, ტკივილი აუტანელი გახდებოდა და ისინიც მზად იქნებოდნენ უფლის უარსაყოფად. მაგრამ, ვინაიდან ლოცვით იყვნენ ქრისტესთან კავშირში, ძალაც ემატებოდათ და ბოლომდე ითმენდნენ ტკივილებსა და ყველა სატანჯველს"

/ბერი პორფირე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2023, 09:32 PM

"წმინდა მამები ამბობენ, რომ ქრისტესთვის ტანჯვაზე ტკბილი არაფერია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2023, 07:12 PM

"1970-იანი წლების დასაწყისში ვცხოვრობდით მირტის მონასტერში, ეტოლოაკარნანიაში, ტრიქონისის რაიონში. ამ მშვენიერ ადგილას სრულიად უცხოები ვიყავით: არც ერთს არ გვყავდა აქ ნათესავი და ნაცნობი. ღვთის შემწეობით, ჩვენ აქ გულმოდგინეთ მოვიმუშაკებდით მწირობის სათნოებას და თუმცა ახალგაზრდები ვიყავით, მაგრამ უფრო მკაცრი ღვაწლისთვის ძალა არ გვქონდა. სანუგეშოდ გამუდმებით ვგალობდი დიდი შაბათის საგალობელს. ზოგიერთი აქაური ხვდებოდა, რა უცხოდ ვგრძნობდით თავს მათ შორის და ხანდახან მანქანით მივყავდით თავიანთი მხარის ულამაზეს ადგილებში.

ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას წმინდა დიმიტრის სამლოცველოს ეზოში აღმოვჩნდით. მძღოლს ვუთხარი, - მოდი, აქ დავისვენოთ-მეთქი.

ეზოში სკამზე ჩამოვჯექი და ცნობისმოყვარეობით შევხედე უჩვეულო წითელი ფერის კარის წირთხლებს. მათთან უფრო ახლოს მივედი. ქვა ასეთ ფერის არ არსებობს, შესაბამისად, შეღებილია. მაგრამ რა საღებავი იყო ასეთი ელფერით? ამასობაში, ადგილობრივმა მწყემსმა დაგვინახა და სამლოცველოს გასახსნელად წამოვიდა. მან თავისი არწივის თვალით შეამჩნია, როგორი ყურადღებით ვუყურებდი სამლოცველოს კარს. მოხრილი მოხუცი გასწორდა და გამომცდელად შემომხედა სახეში, თითქოს ჩემგან კითხვას ელოდა.

- პაპა, - ვეუბნები მას, - რა საღებავით არის დახატული ეს წირთხლები?

- ოჰ, ეს დიდი ამბავია. მოდი, დავსხდეთ და მოგიყვებით, რაც მალულად მინახავს და რისი მოწმეც გავხდი.

- რატომ მალულად?

- მათ რატომ უნდა ვჩვენებოდი? მაშინ მეც იგივე დამემართებოდა, შეიძლება უარესიც. ჯაშუშად მიმიღებდნენ და მერე საერთოდ გავქრებოდი... ერთ შუადღისას, ამ ადგილის წინ, სადაც ახლა ვსაუბრობთ, პარტიზანთა რაზმი გაჩერდა. თან მოიყვანეს მღვდელი. ენა ვერ იტყვის, როგორ აწამეს: მარტო ამის გახსენებაზე გული მერევა ხოლმე. მათი დაწვა მომინდა, მაგრამ ძალზე შეშინებული ვიყავი. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ მას აწამებდნენ ქალები, რომლებსაც ჩვენ ნაზ არსებებად მივიჩნევთ. ბოლოს, გააშიშვლეს, შეარცხვინეს ამით. აქ, წმინდა დიმიტრის სამლოცველოს ეზოში, ხეზე მიაბეს და ქალებთან ერთად არაადამიანმა კაცებმაც დაუწყეს დაცინვა. ერთმა სასქესო ორგანო ნაჯახით მოაჭრა და ეკლესიის კარის წირთხლები მოხატა. რასაც ხედავ, შვილო, არ არის საღებავი. ეს არის მოწამის სისხლი, თანაც მღვდლისა. აქ, საძოვარზე წავიკითხე წმინდანთა მთელი ცხოვრება, მაგრამ არსად შემხვედრია ასეთი წამება. მას შემდეგ ეს წირთხლები არავის შეუთეთრებია, და არც გაურეცხავს.

მოხუცმა ამბავი ცრემლებითა და კვნესით დაასრულა.

- რატომ ტირი?

- მე ვტირი არა მოწამეზე, არამედ იმ ადამინებზე, რომლებიც ღმერთის გარეშე მხეცზე უარესი ხდებიან. მაგრამ, მითხარით, ეკლესია პატივს რატომ არ მიაგებს ამ მოწამეებს, როგორც წმინდანებს? ჩვენი იერარქები ამბობენ: "რათა სიძულვილი არ გაღვივდეს". ის უკვე დიდი ხანია, სხვებმა აანთეს და გააღვივეს. დღეს კი, რამაც შეიძლება განაახლოს ეკლესია - ახლანდელ მოწამეებს და მათი ტანჯვის აღწერას - უყურადღებოდ ვტოვებთ, მაგრამ გულმოდგინედ ვყლაპავთ ანეგდოტებს და ყველანაირ გამონაგონს. ვაი, მე და შენ, მამაო, ვინც არ უნდა იყო... ერთხელ ქალაქში ჩავედი და ერთ ეკლესიაში შევედი ხატების თაყვანისმცემლად. ირგვლივ შეკრებილ ბავშვებს ახალგაზრდა კაცი ასწავლიდა. ვკითხე, ეს რა იყო და მიპასუხეს, - საკვირაო სკოლააო. მოშორებით დაჯექი მოსასმენად, რადგან ძალიან მიყვარს ღვთის სიტყვა. კარგად არ მესმოდა უფრო ახლოს გადავჯექი და მოვისმინე ხუმრობები, სიმღერები და ამბები იმაზე, რაც არასდროს მომხდარა. გაკეთილის ბოლოს მასწავლებელი შევაჩერე და ვუთხარი: "შვილო, ბევრი ცოცხალი მაგალითია ჩვენს რწმენაში, რატომ უყვები ამ ბავშვებს, რბილად რომ ვთქვათ, ზღაპრებს?" დავჯექი და მოვუყევი ეს ამბავი, ის კი, ძვირფასო მამაო, არც კი აღელვებულა, არც ცრემლი წამოსვლია! ზუგრიც კი შემაქცია, რადგა ცუდად ჩაცმული და გაუნათლებელი ვიყავი. დიახ... როგორც ამბობენ, თუ ჩვენ წარსულს დავივიწყებთ, მაშინ მომავალი აღარ გაგვახარებს.

მოხუცს კიდევ ბევრი რამის თქმა სურდა, მაგრამ დღე უკვე გავიდა, დაღამდა და ჩვენი წასვლის დროც დადგა. ახლა, როცა ამას ვწერ, ის ალბათ უკვე გარდაცვლილია. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი, რადგან სიმართლე თქვა"

/არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2023, 08:32 PM

"წმიდა იოანე - "ახალი იგი ქრისტეს მოწამე... სანატრელი" - მოღვაწეობდა ხანძთის მონასტერში, იგი იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად; ქალაქ ბაღდადში სარკინოზებმა შეიპყრეს და წამებით აიძულეს ქრისტიანობის უარყოფა, მაგრამ მან სისხლის დათხევით დაამტკიცა მაცხოვრის სარწმუნოების ერთგულება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 02:32 PM

" - როდის ნახეთ ეს საშინებელები? იქნებ მოგეჩვენათ?

- არა, მამაო, ეს სინამდვილეში მოხდა. სამოქალაქო ომის წლებში, 1947 წელს, - საუბარი წამოიწყო უხუცესმა მწყემსმა და თავისი საშინელი ამბის თხრობა დაიწყო, - მთის ფერდობზე, სადაც მე და ჩემი უცმროსი ძმები ცხვრებს ვაძოვებდით, დავინახეთ ნაძვის ხეზე მიბმული მღვდელი. მისი ანაფორა და კუნკული გვერდით ეყარა და ისე იყო გათელილი, თითქოს ცეცხლი წაეკიდა და ჩასაქრობად ფეხით შედგნენო. თვალებში, ყურებში, პირში, სასქესო ორგანოებსა და გულში ხის სოლები ჩაერჭოთ. მთელი სხეული ღვიძლივით გაშავდა. ცოტა ხნის წინ ჩემს შვილიშვილს აჩუქეს მოწამე სებასტიანეს ხატი, რომელზედაც მისი ისრებით დაცხრილული ცხედარია გამოსახული და გამახსენდა ის წელი და უცნობი მღვდელი პინდუსის მთებში. ახლაც თვალწინ მიდგას ეს საშინელება..."

/არქიმანდრიტი გრიგორი (ზუმისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2023, 08:12 PM

"წმინდა მამები ამბობენ, რომ ქრისტესთვის ტანჯვაზე ტკბილი არაფერია. ამიტომ, ქრისტესადმი დათმენის სიტკბოება აძლევდა ძალას მოწამეებს, ბოლომდე დაეთმინათ. მოციქულებმა და მოწამეებმა დაითმინეს ქრისტესთვის, ჩვენც დავითმენთ: სნეულება გვეწვევა, მწუხარება თუ განსაცდელი, ყველაფერს დავითმენთ ქრისტეს სიყვარულისთვის. დაითმენენ თურქებიც და ფრანგებიც, მაგრამ სასოება არ აქვთ, ჩვენ კი ქრისტეს მიმართ სასოება გვანუგეშებს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2023, 08:45 PM

"როგორც ერთმა ადამიანმა აღსარებაში აღიარა, როცა ადამიანი ვინმეს აწამებს და არავინ ხედავს, იგი უგულო მხეცი ხდება, რომელსაც ვერაფერი დაამშვიდებს: კვნესა და ტირილი მას ვერ შესძრავს და გული უქვავდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 12:44 PM

"წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვით: "მოწამეს მხოლოდ აღსასრული კი არ ქმნის, არამედ - სულიერი განწყობა; მხოლოდ საქმის დასასრულის გამო კი არა, არამედ განზრახულებათა გამო ითხზვება ხშირად მოწამეობრივი გვირგვინი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2023, 08:07 PM

"წმინდანთა ცხოვრებებში მოთხრობილია, რომ მოწამეობრივი სიკვდილის წინ მარხულობდნენ, "რათა მარხვით შეგებებოდნენ მახვილს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2023, 12:58 PM

"...ბოლოს, ხელ-ფეხი შეუკრა [ძია კოსტასს], ყელზე ლოდი ჩამოკიდა და ზღვაში გადააგდო. ამგვარად, ზღვამ, რომელიც ყოველთვის მისი მეგობარი იყო, მიიღო მისი მოწამებრივი სხეული, ხოლო ლურჯმა ცამ კი მისი წმინდა სული.

ზღვა პატივისცემით ეპყრობოდა მის სხეულს: არ აძლევდა უფსკრულს მისი ჩაყლაპვის ნებას და არ აძლევდა თევზს საჭმელად. მან ის ნაპირთან მიიყვანა, ამასთან, სხეული კი არ იწვა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, არამედ პირდაპირ იდგა, ჩანდა წყლიდან და ზემოთ, მსგავსად წმინდა კოსმა აითოლელის ნეშტისა, რომელიც მდინარეში დაახრჩეს. მისმა ნათესავებმა და თანასოფლელებმა ეს სასწაულად მიიჩნიეს და დაკრძალვისას მოწამის ღირსი პატივი მიაგეს.

მისი მტანჯველი და მკვლელი, მოსვენებას მოკლებული სხვადასხვა ვითარებისა და სინდისის ქენჯნისგან, იმავე კლდიდან ზღვაში ჩავარდა და იუდას მსგავსად თავი მოიკლა.

"ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება". ჩემს სოფელში ერთმა ბიჭმა ფულის გამო კაცი მოკლა. როცა მასაც ვიღაცამ მკერდში დანა ჩასცა და უფრო მტკივნეული რომ ყოფლიყო, დაუწყო ტრიალი, მან თავის მკვლელს უთხრა: "ნუ ატრიალება, რომ იგივე არ დაგემართოს. მეც კაცი მოვკალი დანით, მაგრამ არ დავატრიალე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2023, 01:08 PM

"წმინდა გრიგოლ საკვირველმოქმედი მოწამეობას იმიტომ განერიდა, რომ მიწაფეებისთვის თავისი მოძღვრება არ დაეკლო. მან იცოდა, რომ მის მოწაფეებს ჯერ კიდევ სჭირდებოდათ მისი სწავლება და ამის გამო განერიდა მოწამეობრივ ღვაწლს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2023, 06:48 PM

"როცა ცეცხლი ჩაქრა და წმინდანი [მოწამე მირონ ხუცესი] გამოვიდა, მმართველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, - ღმერთებს თაყვანი ეციო. წმინდანმა უარი განუცხადა. მაშინ მტარვალმა ბრძანა მოწამესთვის მისი სხეულიდან, მხრიდან ფეხამდე ქამრის სახედ აეჭრათ ტყავები. წმიდა მირონმა ერთი ქამარი აიღო და სახეში ესროლა მტარვალს. მაშინ მტარვალმა რკინის იარაღებით მირონის სხეული კვლავ დაასერინა და ძუ ლომს დასაჯიჯგნად მიუგდო, მაგრამ მან წმინდანს პირი არ დააკარა, ფეხების წინ გაუწვა და თოკები გადაღრღნა, მერე კი ადამიანის ხმით აუწყა ანტვიპატრს უეცარი სიკვდილი.

ანტვიპატრმა დაინახა, რომ ქრისტეს მოწამეს ვერაფერი დააკლო, და ყველასთვის დასაცინი გახდა, გაცოფდა და თავი მოიკლა. წმინდა მირონი ქალაქ კიზიკოსში წაიყვანეს და თავი მახვილით მოჰკვეთეს (+250)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2023, 08:29 PM

"შემდეგ [წმინდა მოწამე] ურსიკს ხელებზე გოგირდით, ფისით და ზეთით გაჟღენთილი ქსოვილი წამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. წმინდანი მხნედ დაითმენდა წამებას და თქვა, რომ დასაწველია მისი ხელები, რადგან მტრით გარეშემორტყმული მაქსიმიანე გადაარჩინესო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2023, 01:56 PM

"მერე ისიც ტაშკენტში გადაასახლეს. მამა ბესარიონი ერთი წელი აუტანელ პირობებში იყო. გახურებული შანთებით უდაღავდნენ სხეულს, ნაიარევი თავზეც კი ეტყობოდა, წვეტიანი რკინით სცემდნენ. წყლით სავსე ოთახში, რომელშიც გველები დაცურავდნენ, შეაგდებდნენ და ეუბნებოდნენ, გამოტყდიო. უკვირდა, რში უნდა გამოვტყდე, სიცოცხლეში სიკეთისა და სიყვარულის მეტი არა გამიკეთებიაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 07:56 PM

"ღვთის მადლით მოწამეები ვერ გრძნობდნენ სატანჯველის ტკივილებს, ღვთის მადლით ყველაფერი უმტკივნეულო ხდება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2023, 01:45 PM

"ეს წმინდა მოწამე [ფირმა] დიოკლეტიანესეული (303-305 წლები) დევნისას შეიპყრეს და რადგან კერპთათვის მსხვერპლის შეწირვა მტკიცედ იუარა, გააშიშვლეს და შოლტებით გვემეს, შემდეგ მუხის ხეებზე მიაბეს ფეხებით, გახლიჩეს, ზურგი კი გადაუსერეს.

თუმცა, ეს საზარელი წამებაც არ აკმარეს და ჯერ სხეულის ნაწილნი დააგლიჯეს, შემდეგ კი - მუცელი გამოფატრეს და ფერხნი წარკვეთეს.

თუმცა, წმინდა მარტვილმა წამებაი იგი მაცხოვნებელი შეიტკბო და უხრწნელი გვირგვინის ღირსი შეიქნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2023, 09:12 PM

"მისი [წმინდა მოწამე კონსტანტინე] წამების ამბავი ბოშა მჭედელმა შეიტყო, მივიდა აღასთან და უთხრა: - თუ მაგ კაცს მომცემ, ისე ვაწამებ, ძალაუნებურად უარყოფს ქრისტეს და გადმოთქვენიანდებაო!

დიდი სიამოვნებით გადასცეს კონსტანტინე. ბოშამ რკინის მუზარადი გაახურა და წმინდანს თავზე ჩამოაცვა. დამწვარი თმისა და ხორცის ოხშივარში გაეხვია ნეტარი, შემდეგ კი ტყვიის ბურთულები ჯალათმა თავზე ისე მოუჭირა, თვალები დაუელმდა.

ამ ჯოჯოხეთურ სატანჯველს მხნედ დაითმენდა ახალგაზრდა. ურყევი იყო მისი რწმენა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2023, 07:31 PM

"ეს წმინდა ქალწული [წმინდა ქალწულმოწამე კალიოპია] იმპერატორ დეციუსის (250 წელი) ჟამს ცხოვრობდა და სხეულებრივად მშვენიერი სულიერადაც განბრწყინდა.

იმის გამო, რომ ქრისტეს ესავდა, წარმართებმა შეიპყრეს და საშინელ წამებას სწიეს, - ჯალათებმა მკერდი წარკვეთეს, მაგრამ ღვთის ანგელოზმა სასწაულებრივად განამრთელა.

შემდეგ წვერწამახულ თიხის ნამსხვრევებზე დაანარცხეს, სხეული ანთებული ჩირაღდნებით დაუდაღეს, ჭრილობებზე მარილი დააყარეს და ჯაგრისებით გაუწყალეს, ბოლოს კი თავი წარკვეთეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2023, 07:14 PM

"სიტყვა "მარტვილი" ეტიმოლოგიურად, თარგმანით სწორედ "მოწმე"-ს ნიშნავს, მას, ვინც ქრისტესმიერი მოწამეობრივი ცხოვრებითა და სისხლით ამოწმებს ჭეშმარიტებას; ე.ი. ამოწმებს ხორცშესხმულ ქრისტეს, განკაცებულ ღმერთს, ღმერთკაცს, მაცხოვარს ჩვენსა და უფალს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2023, 07:14 PM

"სიტყვა "მარტვილი" ეტიმოლოგიურად, თარგმანით სწორედ "მოწმე"-ს ნიშნავს, მას, ვინც ქრისტესმიერი მოწამეობრივი ცხოვრებითა და სისხლით ამოწმებს ჭეშმარიტებას; ე.ი. ამოწმებს ხორცშესხმულ ქრისტეს, განკაცებულ ღმერთს, ღმერთკაცს, მაცხოვარს ჩვენსა და უფალს"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 03:20 PM

"მოწამეობა - ეს არის მარადიული ღმერთის არსებობის, ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტების, სულის უკვდავებისა და მომავალი მკვდრეთით აღდგომის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტკიცებულება!

მოწამეობა, როგორც გოლგოთაზე აღსრულებული მსხვერპლის მიმსგავსება და მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომასთან თანაზიარება, არის ქრისტეს სახარების საუკეთესო, ყველაზე ქმედითი ქადაგება!

მოწამეობა, ასევე, გახლავთ უფლის მცნებების ყველაზე სრულყოფილი აღსრულება, იმიტომ რომ ქრისტესთვის წამება საკუთარ თავში ყველა სათნოებას მოიცავს სრულყოფილად (ისეთ სათნოებებს, როგორებიცაა: მტკიცე რწმენა, შეურყეველი სიმამაცე, სინანული, სიმდაბლე, მორჩილება). როგორც წმინდა პავლე მოციქული ამბობს: "მორჩილება, ვიდრე სიკვდილამდე, ვიდრე ჯვარცმით სიკვდილამდე"

დაბოლოს, მოწამეობა საკუთარ თავში მოიცავს სრულყოფილ სიყვარულს".

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2023, 09:37 PM

"პირველი თაობის მოწამეები შთაგონების წყაროდ ექცნენ შემდგომი თაობის მოწამეებს და აი, ამ დიდი ღვაწლის და თავგანწირვის ფასად, ასე, თაობიდან თაობამდე, მათ შემოგვინახეს ჩვენი სარწმუნოება და ეროვნება!"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 7 2024, 05:14 PM

"ის, ვინც იტანჯება სხვებისთვის, სტკივა სხვების ტკივილი, მოწამის ღვაწლშია"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2024, 05:33 PM

"ისეთი დიდი მამა, როგორიც იყო ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, ამბობს, რომ ჩვენ ყოველდღეც კი შეგვიძლია მოწამებრივი ღვაწლი აღვასრულოთ და მოწამებრივი გივრგვინი დავიდგათ, ქრისტესთვის ვევნოთ, თუკი შევებრძოლებით ჩვენს ვნებებს, შევებრძოლებით ჩვენს სულიერ მტერს, ეშმაკს, და ჩვენს დაცემულ ბუნებას!"

/მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2024, 08:03 PM

"როდესაც ვხედავთ სასიკვდილოდ მიმავალ მოწამეებს, მაშინ ვგრძნობთ ქრისტეს, მათ უკან რომ დგას და თავისი ძალით ამხნევებს მათ. ამიტომაც არ ეშინიათ არაფრის"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2024, 05:28 PM

"პატიოსანო მამანო, გთხოვთ, მოიხსენიოთ ლიტურგიაზე, მწუხრსა და ცისკარზე წმიდა მოწამენი - ინა, პინა და რიმა (ისინი მამები არიან და არა დედები, როგორც ბევრს არასწორად მიაჩნია). ისინი ძალიან ძველი მოწამენი არიან, რომლებიც დაახლოებით ალუშტასა და ბალაკლავას შორის ცხოვრობდნენ. ისინი ქისტესთვის მოწამეობრივად აღესრულნენ სადღაც დუნაის მიდამოებში. 7 წლის შემდეგ მოწამენი ძილში გამოეცხადნენ ეპისკოპოსს და უბრძანეს, მათი ნაწილები სოფელ ალიკსში (ახლანდელი ალუშტა) გადაებრძანებინა და იქ დაეკრძალა. ადგილი, სადაც ეს მოწამენი განისვენებენ, უცნობია"

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2024, 06:19 PM

"მკვეთრად გამოხატული მხედველობითი ჰალუცინაციები დამეწყო. ხან მეჩვენებოდა, რომ ოთახში ყვითელი წიწილები დარბოდნენ, მე კი მათ ვიჭერდი; ხან საკუთარ თავს უზარმაზარი ღრმულის პირას ვხედავდი, რომელშიც მკვეთრი ელექტრონული ფანარებიანი ქალაქი მოჩანდა; ნათლად ვგრძნობდი, რომ ჩემს ზურგზე ჰერანგის ქვეშ გველი დაცოცავდა. ჩემგან განუწვყეტლივ მოითხოვდნენ ჯაშუშობის აღიარებას, პასუხად კი მხოლოდ ვითხოვდი მიეთითებინათ, რომელი სახელმწიფოს სასარგებლოდ ვჯაშუშობდი. ამაზე, რასაკვირველია, პასუხს ვერ მცემდნენ. დაკითხვა 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და არაერთხელ მიმიყვანეს წყლის ონკანთან, სადაც თავს ცივი წყლის ჭავლის ქვეშ მაყოფინებდნენ"

/წმ. ლუკა ვოინო-იასენეცკი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)