დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
q-e-T-i |
Mar 2 2008, 09:29 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
დედაშვილური სიყვარულის არსი...
საგალობელი დედებს დიდება დედას, ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს, ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია, ვინც უსახელოდ დაბადებულს თითო ბავშვს უძლურს სამშობლოს უზრდის რუსთაველად, ვაჟად, ილიად! მე ვლოცავ იმ ქალს, ვინც არ იცის, რა არის შიში, ვისი თვალებით გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი, ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს, მარჯვენა მისცა აღემართა სვეტიცხოველი! დიდება დედებს, ვინც ცრემლებით მიწა აავსო, ძუძუ აწოვა მკლავდაკუნთულ სამას არაგველს, მადლობას ვუხდი დიდ წინაპრებს, შვილი სამასი სამშობლო მიწის ჭრილობებს რომ წამლად დაადეს. მადლი იმ დედებს, უკვდავება ვინც გაინაღდა, ვისი სახელიც ხალხის გულში ჩუმად სანთელობს, დიდება იმ ქალს, ვინც რწმენისთვის დაწვეს ჩირაღდნად, ვისაც საფლავში დღესაც სცივა უსაქართველოდ. მე ვლოცავ დედებს, ვინც ელოდნენ დილას ხვალინდელს, ვინც შვილის საფლავს უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ, ჩუმად იცრემლეს, ამ ქვეყნიდან ჩუმად წავიდნენ, ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე! დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს ლომის ბოკვრები, და თუ მოგვიხმობს საქართველოს მიწა ბებერი, სამშობლო მიწის დასახსნელად ისე მოვკვდებით, ქართველი დედის სიამაყეს როგორც შეჰფერის! მედეა კახძე აკაკი წერეთელი-დედის სიმღერა ცხრა თვეს მუცლით დატარებდი, "ვაით"გშობე,"უით"გზარდე, და რად გიკვირს ყოველ ქალზედ უფრო დედას რომ უყვარდე? ქალი მამას ქმარში გაცვლის, ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება; მაგრამ დედას შვილის ტრფობა სამარეში თან ჩაჰყვება! ახლოს გული მისთვის უძგერს, შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება: უფიქრელად თავს შესწირავს,- დედა თვის შვილს ენაცვლება!.. მაგრამ შვილი ხშირად დედას გასცვის ხოლმე სიყვარულში!.. არ იცის,რომ მოტყუებულს სხვისი სატრფო რჩება ხელში!.. მაგრამ ნება ბუნებისა ეს არის და ასე იყოს: დედამ უნდა შვილისათვის თავის-თავი დაივიწყოს!.. რა მოგშორდი,შვილო,შემდეგ შავი ფიქრი გულს მიბურავს... ვაჰ,თუ გშია!ან გწყურია! ან გცივა და არა გხურავს! ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ, გულს გასვია მტრის ისარი და,რომ წყლული შეგიხვიოს, დედა -შენი არსად არი!.. ვაი, თუ შენს ლამაზ თვალებს ყვავი ჰკორტნის და ყორანი, და უნაგირთ უპატრონოდ დაგხვიხვინებს თავს მერანი!.. ვაჰ,თუ შენსა ხუჭუჭ თმასა ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს? მაშინ დედა_შენიც ჩიტად გადაიქცეს,შენსკენ ჰფრენდეს!.. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
marine |
Oct 20 2019, 10:21 PM
პოსტი
#301
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დედა არ ბერდება წლებით,
დედა, ანგელოზის დარი... დედას არ უთვლიან ასაკს- დედა,შეუცვლელი ქალი!.. ვერცხლი შეპარული თმებში, შვილზე ლოცვაა და დარდი, ჩუმად ნატარები შიში, ღამის გატეხილი ლანდი... შენ რომ არ გტკენოდა რამე, მხრებზე დაიტია ტვირთი... დღემდე შენახული თეთრად, ძველი პერანგები ჩითის... დედებს ყველაფერი ახსოვთ- როდის ამოვიდა კბილი, როდის დაუძახე "დედა"- მოგონება სულზე ტკბილი. შენი ნაბიჯები ფრთხილი, მზერა გაყოლილი ლოცვად, შენი საყვარელი ხილიც... ამოლურჯებული ლოყაც... დედებს ვერ ერევა წლები, დედა-ქალზე მეტი ქალი!.. ტკბილად დაუკოცნეთ თმები, გულს არ მიაკაროთ ბზარი.... დედა არ ბერდება წლებით, დედა, ანგელოზის დარი... დედებს არ უთვლიან ასაკს- დედა, შეუცვლელი ქალი! / ია ნანეიშვილი / -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 22 2019, 03:12 PM
პოსტი
#302
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
რა დამავიწყებს სულის იმ გვალვებს, ყოფნა-არყოფნის უხუცეს კითხვას და დედაჩემის სევდიან თვალებს, სიკვდილის წინ რომ რაღაცა მითხრა... რა დამავიწყებს იმ ბოლო სიტყვებს, ან ცრემლებს - სულში უხმოდ ნაწვიმარს და დედაჩემის მომღიმარ სახეს, სიკვდილის წინ რომ სიკვდილს დასცინა... რა დამავიწყებს... *** იქნებ შენ მითხრა, რაიმე, დილავ, ყელ-გულ-მკერდ-შვლიანო, ჩვენი ლამაზი დედები დღეს ლოგინს ვისთვის შლიანო? ცრემლების ფარდებს თვალთაგან დღეს ვისთვის ჩამოშლიანო?! ღაწვს ვისთვის ჩაიკაწრავენ და გლოვას არ მოშლიანო? დედის გაშლილო ლოგინო გნამავს ცრემლების წვიმაო, ნეტავ მაგ ცრემლთა სურნელში უჩუმრად ჩამაწვინაო... განა არ იცით, რად მტანჯავთ დარდებო, მაღალმთიანო, დედის დაგებულ ლოგინში ანგელოზები კრთიანო?! /მურად მთვარელიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 23 2019, 04:58 PM
პოსტი
#303
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დედებს, ჩვეულებრივ, სჩვევიათ შფოთვა, მუდმივად რჩევების მიცემა, ბევრი საუბარი, ლოცვა კი - არა. გამუდმებული რჩევები და მითითებები ძალიან ცუდია. არ არის საჭირო ბავშვებთან ბევრი საუბარი. სიტყვები ყურში შედის, ლოცვა კი - გულში. ლოცვა უნდა აღევლინებოდეს რწმენით, შფოთის გარეშე, მაგრამ საჭიროა კარგი მაგალითიც".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 23 2019, 08:48 PM
პოსტი
#304
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შენ არაფერს მსაყვედურობ დედა,
შენ არასდროს გავიწყდები ტკბილო... ზოგჯერ დარდის თქმას რომ ვერ გიბედავ რამე ხომ არ გაწუხებსო შვილო... თითქოს გიგრძნობს ეს სათუთი გული, როდის მილხინს, როდის მიჭირს, მტკივა... გავიზარდე, მაგრამ, ვერ გავდიდდი ზოგჯერ დედი უსაშველოდ მცივა... მე თუ დიდი სიყვარული ვიცი შენგან ვიცი, შენ მასწავლე დედა! შენ მასწავლე ერთგულების ფიცი, ცხოვრებისგან იარების თმენა... იმედი ხარ, ჩემი დიდი ძალა სალოცავი, საფიცარი დედა! რაც არ უნდა დაგიმალო სევდა, ჩემს თვალებში შენ ყველაფერს ხედავ! სამყარო ხარ, უსასრულოდ დიდი, მე ბავშვი ვარ, სანამ მყავხარ, გხედავ!.. მენატრები! კილომეტრებს იქით, მეგულები, მელოდები დედა! შენს სიყვარულს სხვა ფერი აქვს დედა, შენი კალთის, აკვნისფერი, თბილი... შენ რომ მყავხარ, შიში არ მაქვს ქვეყნად, ფეხქვეშ მიწაც ღრუბელია რბილი... რამდენი რამ გადავლახეთ ერთად- შენს ნაოჭებს ვენაცვალე დედა! არასოდეს დამიბერდე დედა! არასოდეს მიმატოვო დედა! / ია ნანეიშვილი / -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 24 2019, 01:02 PM
პოსტი
#305
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ლოცულობს დედა და ლოცვის სითბო,
ცხრა მთის გადაღმა შვილის გზაზე იებად ამოდის".... /ვაჟა ხორნაული/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 8 2019, 04:35 PM
პოსტი
#306
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დედისათვის ყველაზე სამწუხარო მისი შვილების შეურაცხყოფაა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 12 2019, 04:35 PM
პოსტი
#307
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კარგი შვილების არასდროს დასწამებენ ცილს საკუთარ დედას"
/წმ. პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 13 2019, 05:21 PM
პოსტი
#308
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უფალო, გეთაყვა, ისე გააკეთე, რომ სიკვდილის შემდეგ მთელი ჩვენი ოჯახი ერთად ვიყოთ. დედისთვის უჩვენოდ სამოთხეც ჯოჯოხეთი იქნება"
"ბიჭი პირველ აღსარებაზე მივიდა მოძღვართან. მერე დედამ ჰკითხა: "რა გითხრა მღვდელმა?" "დედაშენი თუ გიყვარსო". "შენ რა უთხარი?" "არა-მეთქი", - უპასუხა პატიოსნად შვილმა. დედა დაიბნა, ეს სახეზე აღებეჭდა. შვილმა კი განუმარტა: "მე ხომ შენ ხშირად არ გიჯერებ". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 24 2019, 08:24 PM
პოსტი
#309
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველმა უნდა იცოდეს, რომ მამულიშვილია. დედა, რომელიც შვილს არ გაუზრდის ქვეყანას, რას აკეთებს საერთოდ?"
/მამა ადამ ახალაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 3 2020, 10:01 PM
პოსტი
#310
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დედაჩემის საფლავზე ბალახია ამოსული... ხელით ვეფერები მიწას, სადაც ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანის სუსტი ძვლები მოჩანს"
/გოდერძი ჩოხელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 22 2020, 05:32 PM
პოსტი
#311
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სამწუხაროდ, ხშირად შვილებს დედის ცრემლები ქალური მგრძნობიარობის და განუსჯელობის ზედმეტ და ამაო გამოვლინებად მიაჩნიათ. უაღრესად დიდი ცოდვაა ამ ცრემელების არაფრად ჩაგდება (მით უმეტეს - დაცინვა) და უპატივცემულობა. ეს მხოლოდ იმ ადამიანთათვის არის დამახასიათებელი, ვის გულშიც მანკიერებას საფუძვლიანად გაუდგამს ფესვი".
"ნუ განეშორებით, შვილებო, დედებს!" "ყოველთვის გახსნილი იყოს თქვენი გული დედისთვის, რათა მასშიც ისევე ნათლად კითხულობდეს ყველაფერს, როგორც საკუთარში. ეს დიდი შვება იქნება თქვენთვის". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 25 2020, 10:42 PM
პოსტი
#312
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მჯერა, როცა გარდაიცვლებიან, დედები სასუფეველში არ მიდიან. ღვთისგან განსაკუთრებულ ნებართვას იღებენ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ დედამიწაზე და შვილებზე იზრუნონ"
/ელიფ შაფაქი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 27 2020, 09:43 PM
პოსტი
#313
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როგორ შეიძლება, რომელიმე თითი აირჩიო? დედისთვისაც ასეა. საყვარელი შვილი ვერ გეყოლება"
"ამბობენ, სანამ დედა არ გახდები, მშობელს ვერ გაუგებო" /ელიფ შაფაქი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 30 2020, 07:06 PM
პოსტი
#314
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დედა ენატრებათ ბავშვებს! დედა, რომელიც თავდადებულია. გაიქცა, რომ არ მოშივდეს ოჯახს!"
/დეკ. შიო პაიჭაძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 31 2020, 03:31 PM
პოსტი
#315
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დედა შვილისთვის ლოცვისას, კელაპტარივით უნდა იწვოდეს, ჩუმად, ქრისტესადმი ხელაპყრობილმა ილოცოს და შვილს იდუმალ მოეხვიოს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 24 2020, 06:59 PM
პოსტი
#316
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმიდა იოანე ოქროპირი, როცა წარმართ მეცნიერს - ლიბანიოსს, მოუთხრობდა თავის ღვთისმოშიშ დედაზე, ამ კაცმა გაოცებულმა წამოიძახა: "ოი, ღმერთებო! რა საკვირველი დედაკაცნი ჰყოლიათ ქრისტიანებს!"
------------------------------------------ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 3 2020, 09:43 PM
პოსტი
#317
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე და დედა ერთნი ვართ, დედა ყველაფერია, ღმერთია დედა"
/ბექა ერიაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 3 2020, 10:54 PM
პოსტი
#318
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ყველა დედის უკან ღვთისმშობელი დგას...
ყველა დედის გულმხურვალე ლოცვას შეუძლია სასწაული მოახდინოს... ყველა დედას შეუძლებელი შეუძლია შვილების გამო... ყველა დედაში მისი წილი გმირობაა... ყველა დედას შესწევს ძალა თუ შვილს დასჭირდა მზეს ხელით შეეხოს ისე,რომ დამწვრობის საშინელი ტკივილი ვერც იგრძნოს... ყველა დედას შეუძლია ეკალ-ბარდებით მოფენილი ბილიკები ფეხშიშველმა აიაროს და - მეტკინაო არ დასცდეს... შეუძლია..... დედას სასწაული შეუძლია.... ენით ვერ ნათქვამი გმირობა, ატანა, დატევა, ლოდინი, თავგანწირვა და სიყვარული შეუძლია - რადგან დედაა ამ ქვეყნად ხორცშესხმული სიყვარული! დიკა სალაყაია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 14 2020, 03:30 PM
პოსტი
#319
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
ისევ მოსძალებია სულს აპრილის სევდა... ისევ მომნატრებია ჩემი ტკბილი დედა... ისევ გამინებივრდა გული - მეტიჩარა... აღარც მეტი ღონე მაქვს, აღარც მეტი ჩარა... ისევ ვქარგავ სასთუმალს ვარდისფერი სიზმრით... მეგულები მზესავით, ცრიატ დღეთა იქით... იბადება სიცოცხლე ღიღინ, ღიღინ, ღიღინ... იღვიძებენ კვირტები, გამოღმივ და მიღმივ... ატმის თოთო ყვავილებს ქარი გაშლის მძივად... უაპრილოდ მარტო ვარ... მარტო ვარ და მცივა. /მარიამ კოზმანიშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 17 2020, 03:17 PM
პოსტი
#320
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,035 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველი დედა, მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, თავის უპირველეს მისიას საქართველოსთვის თავდადებული შვილის აღზრდაში ხედავდა, რადგან წმინდაა სამშობლოსათვის დაღვრილი სისხლი"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 10:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი