თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ბუნების კარი _ ბუნება ჩატეული ლამაზ სიტყვებში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 10:05 PM

"საუკუნის ორმოციან წლებში ჯაპანა-ქვიანასთან რიონმა ნაპირი მოარღვია, გზა გაიპირისპირა, ახალი კალაპოტი გაიჩინა და შემდეგ მას არ დაბრუნებია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 28 2017, 11:57 AM

"ზოგჯერ კი... ზოგჯერ
მარტები მაწვიმს და
ამ ვარდებში
ამ მარტებში
ცხოვრება გადის!
გიახლოვდები, გიახლოვდები,
უფალო ჩემო,
მაცხოვნე, ამინ!!!"


"შევცქეროდი სასოებით
ჭადრის ღვთისკენ
აწვდილ ხელებს"

/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2017, 10:52 AM

"შემოდგომის ფერთა სანახავად იდეალური გარემო"

"ყვითელი ფოთლების შრიალის ფონზე (ყვითელი ფოთლები ხომ "სიჩუმეს ჰგავს")

"საოცრად ლამაზი ბუნება, შემოდგომის ფერებით ჩაფიქრებული"

"ძალიან სასიამოვნოა, როცა ცაში "ოქროსფერი პეპლებივით" მოფარფატე ფოთლებს უყურებ"

/სოსანა გრიგალაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 09:48 PM

"მოლოდინი დაშრიალებდა ნაძვებსა და ზეთისხილის ხეებს შორის"

/ქეთევან ირემაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2017, 10:07 PM

"ბალახებს თვალები სავსე აქვთ
ცრემლებით,
მინდორი ირწყვება
მოცისფრო მძივებით"

/თემურ ჩალაბაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2017, 08:10 PM

"ღამის იდუმალებას აცაურას საამო ჩხრიალი თუ არღვევს და ზაფხულის საღამოს სიგრილეს ჰფენს. სხვა გიჟმაჟი მდინარეებივით, აცაურა არ მიჰქრის, არ ქუხს, ძალუმად არ ეხეთქება. სიფიცხე აკლია, დინჯია, ხმადაბალი და დარბაისლურად, მდორედ მიიკლაკნება. მთვარიან ღამეს მის ცქერას არაფერი სჯობს. სოფელში სადღეგრძელოც ითქმის ხოლმე ასეთი: - ღმერთო, ნუ მოაკლებ ამ მდინარეს თევზის მრავლობას, ბავშვების ჟრიამულს და ხალხის უამრავ სტუმრობასო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2017, 11:51 AM

"ქარწვიმა აქცევდა ქვეყანას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2017, 09:38 PM

"ეს ხდება ბინდში, მაგრამ რიბირაბოს ბინდში, როდესაც სადაცაა, გათენდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2017, 10:56 PM

"ლურჯმოციალა ცა თავს დაგცქერით, შორიდან სალამსა და მხურვალე კოცნას გიგზავნით"

/თედო სახოკია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 08:28 PM

"ქარი ნამქერს ატრიალებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2017, 10:49 AM

"იჟიჟრიბანდა, ცისკარი სულს ლევს, თანდათან ქრებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 09:25 PM

"გვერდს ნუ ჩაგვივლის ჩვენ გაზაფხულის ყვავილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 08:49 PM

"ბუჩქ-ბალახით დაფარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 01:08 PM

"ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,
ჩამოვფრინდები, იასამანო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 02:57 PM

"სუნთქვს მიწა, როგორც კაცი ამოისუნთქავს და როდის-როდის ჩაისუნთქავსო"

/გოდერძი ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 19 2018, 08:36 PM

"თესლი, მის მიერ დათესილი, გადაქცეულა ჯეჯილად, ჯეჯილი კი ჰლამობს დაპურებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 07:26 PM

"მტკვრის სარკეზე გაჩერდა ყვითელი ფოთოლი!"

/რეზო გაბრიაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 10:14 PM

"მთებსაც, გულმკერდნისლიანებს"

/თინათინ მრელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 07:29 PM

"სიბნელე ქარში შავ სპექტაკლს დგამდა"

"იის ნდომისთვის რკოები დაყრილან მიწის პირსაო"

/მამა არჩილ გვიმრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2018, 02:22 PM

"...ამ სამყაროში ყველაფერი ცოცხალია: ქვა, წყალი, ჰაერი..."

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 02:14 PM

"ქარწამოსხმული ხეები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 07:07 PM

"წვიმა რბილ ვერცხლის წვეთებად აწვიმდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 09:29 PM

"თხემის თავზე წამოწოლილ შველს ნუკრი ეძაგრებოდა ჯიქანში"

/ბესარიონ სოლოღაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 12:34 PM

"უწმინდესი ჰაერით გაშუქებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:16 PM

სურათი

ალაზნის ჭალებს დაეცა ბინდი,
დღემ ფრთის აკეცვა რაკი ინება!
მიდის ცხოვრება, მიდის და მიდის...
მიდის და მიდის, მიედინება!
მთვარეც თავის გზით მიგორავს, მიდის,
ღამემ აუშვა ნისლის აფრები! -
მიდის ცხოვრება, მიდის და მიდის,
ღობესთან ტირის პატარა შინდი...
ალაზნის ჭალებს დაეცა ბინდი,
ალაზნის ჭალებს დაეცა ბინდი!

/მთვარისა კერესელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 07:44 PM

"ზღუა რაც არ უნდა ბობოქრობდეს, ბოლოს ყოველთვის შუბლჩატეხილი მიიქცევაო უკან, კლდეს შემსკდარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 11:29 AM

"მარგალიტის ბასრი ნიჟარებით მოკურწყლულ ვიწრო ბილიკებზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 11:34 PM

"იწვა მიწის ფართო საწოლზე და ზემოდან მოვარსკვლული ცის ოქროქსოვილი საბანი ეფარა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2018, 06:16 PM

"მგლების თვალებმა გაიკვესეს კუნაპეტ სიბნელეში. სიკვდილის თვალებს ჰგავდნენ".

"ბარდნიდა თოვლი. ბარდნიდა მწუხარება. ყველაფერს იპარავდა თოვლი: მთებსა და ველებს".

/ლელა ჩხარტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2018, 11:16 AM

"თავჩაქინდრული, მთვლემარე ტირიფი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2018, 07:50 PM

"ბუნება ღვთის საგალობელია"

/შოთა ნიშნიანიძე/

"ოქროს ფარვანებად დაფარფატებენ იფნის, ნეკერჩხლის, წიფლის, თელის ფოთლები. ტყეში გაჩენილ გუბურებში დაცურავენ ფოთოლთა ფერადი აფრები. გადახუნებულ ბალახზე ცვივა ჭრელ-ჭრელი ფურცლები.

შემოდგომაზე შემორჩენილი ისედაც ღარიბი ყვავილები სულ უფრო უფერულდებიან ფოთოლცვენის ამ უსასრულო ფესტივალში.

ობობა თავისი ქსელის აჟურულ წრეებში ახვევს ხეთა ტოტებს, მაგრამ მწერების ნაცვლად ახლა ნაცვენ ფოთლებს უფრო იჭერს. ფოთლები თითქოს უხილავ ძაფებზე გამოკიდებულან. მსუბუქი, ჰაეროვანია ობობას მიერ საგულდაგულოდ ნაქსოვი ეს მარაო"

/არნოლდ გეგეჭკორი/

"თუკი ძალგიძს დაინახო ბუნების სილამაზე, ორი ბატონის მსახური ხდები - ბუნებისა და შემოქმედის თვალით დანახული, პოეტიზებული სამყაროსი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2018, 06:18 PM

"ჩვენ წინ მელოტი მთები გადაიშალა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2018, 02:57 PM

"ეს ვრცელი ველი ნიტრიის მხრიდან დღე-ღამის სავალზეა. იქამდე მხოლოდ ვარსკვლავებით თუ გაიგნებდი გზას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2018, 08:36 PM

"მოქნეული თქრეშო წვიმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2018, 07:52 PM

"ძველად აქ ტურები ბინადრობდნენ და ხაოდნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2018, 06:41 PM

"მთების ფერდობზე საქონელი და ცხვარი ისე შეფენილა, თითქო მწვანე ხალიჩებზე ჭრელ-წითელი ლობიო და დახალული სიმინდი გაუბნევიათო."

/მ. ჯავახიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2018, 09:16 PM

"ხუჭუჭა მთები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2018, 11:42 AM

"ფიფქები შრიალით ეცემიან დედამიწას"


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)