IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> რომაელთა 2; 17-29, წინდაცვეთილობაში ნათლობა უნდა მოვიაზროთ?
მნათე
პოსტი May 25 2007, 09:41 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



რომაელთა 2; 17-29

17. აჰა, შენ გქვია იუდეველი და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით,

18. იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია.

19. და დარწმუნებული ხარ, რომ ბრმების მეგზური და ნეთლი ხარ ბნელში მყოფთათვის.

20. უგნურთა დამრიგებელი ხარ და ჩვილთა მოძღვარი, და გაქვს ცოდნისა და ჭეარიტების რჯული.

21. როგორაა, სხვებს რომ ასწავლი და საკუთარ თავს კი არაფერს ასწავლი!

22. ჰქადაგებ: არ მოიპაროო, და იპარავ! ამბობ: არ იმრუშოო და მრუშობ! კერპები გეზიზღება და მაინც მკრეხელობ!

23. რჯულით იკვეხნი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ.

24. რადგან თქვენი გულისთვის, როგორც წერია, ღვთის სახელი იგმობა წარმართებში.

25. ვინაიდან წინდაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს არასრულებ; ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ, შენი წინდაცვეღა წინდაუცველობად იქცა.

26. მაშ, თუ წინდაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინდაუცვეთელობა წინდაცვეთად არ ჩაითვლება?

27. ბუნებით წინდაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი განგიკითხავს შენ, შენი წერილითა და წინდაცვეთით რჯულის დამრღვევს.

28. ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ხორცზე.

29. არამედ იუდეველია ის, ვინც დაფარულად არის, და წინდაცვეთილობაა ის, რაც გულით არის, სულში და არა ასოში. ვისი ქებაც კაცთაგან კი არა, ღვთისაგანაა.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------



ახლა აქ რა მაინტერესებს;

1. უნდა ვიგულისხმოთ თუ არა იუდეველში - ქრისტეანი, ხოლო წინდაცვეთილში მონათლული (წინდაუცვეთელში შესაბამისად მოუნათლავი) პავლე ამას წერს რომაელ ქრისტეანებს, რომლებიც ბუნებრივია სწავლებაა smile.gif


მიპასუხეთ და შემდეგ განვაგრძოთ smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 25 2007, 10:22 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



საინტერესოა.
ეხლა თვალი გადავავლე თეოფილაქტე ბულგარელს და პარალელს არ ავლებს.
ისე, ლოგიკურად კი შეიძლება დაკავშირება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 25 2007, 10:32 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ისე, ლოგიკურად კი შეიძლება დაკავშირება.


მაშინ ამის ლოგიკა მითხარი;

ციტატა
26. მაშ, თუ წინდაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინდაუცვეთელობა წინდაცვეთად არ ჩაითვლება?



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 25 2007, 10:39 PM
პოსტი #4


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მნათე
ციტატა
26. მაშ, თუ წინდაუცვეთელი იცავს რჯულის წესებს, განა მისი წინდაუცვეთელობა წინდაცვეთად არ ჩაითვლება?

სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვთქვი:
ციტატა
ისე, ლოგიკურად კი შეიძლება დაკავშირება.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 25 2007, 10:41 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



დათიკო

საინტერესოა რატომ სწერს ამას, რომაელებს პავლე? smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი May 25 2007, 10:42 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



გამიხარდა ეს თემა რო აღმოვაჩინე მე ძალიან მიყვარს პავლე მოციქულის ეპისტოლეების კითხვა და ყოველთვის მაინტერესებდა რა იგულისხმებოდა ...


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 25 2007, 10:51 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ახლა მივხვდი რა ხდება, უფრო სწორედ მიმახვედრეს biggrin.gif პავლე უბრაზდება ებრაელებს laugh.gif წინდაცვეთის მოთხოვნის გამო laugh.gif ტვინი წაუღეს რა laugh.gif

პარალელი შეიძლება გაივლოს მორალურ ასპექტში, არადა ებრაელები დალანძღა ნაციონალიზმისა და ძველი რჯულის შემონახვისთვის laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 25 2007, 10:51 PM
პოსტი #8


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ასეთი რამე წერია:
"რამეთუ ქრისტე იესუის მიერ არცა წინადაცუეთილებაი რას შემძლებელ არს, არცა წინადაუცუეთელებაი, არამედ ახალი დაბადებული" (6,15)
ეს მე ასე გავიგე: მართალია, წინადაცვეთა ნათლობის წინასახედ ითვლება, მაგრამ ნათლობა მაინც სულ სხვაა, ის განუზომლად მაღლა დგას წინადაცვეთაზე.
უფალი ხომ ამბობს, რომ თუ ადამიანი არ იშვება მეორედ (ანუ არ მოინათლება), ის ვერ გადარჩება.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 25 2007, 10:54 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მარიამი

ხოდა მაგას ვამბობ, რომში უამრავი ებრაელი იყო, რომლებიც წინდაცვეთაზე ტიტინებდნენ და პავლეცი ქვეტექსტიანობდა laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 27 2007, 05:04 PM
პოსტი #10


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



უპირველესად ის უნდა ითქვას რომ ცოტათი ზემოთ (სანამ ამ მუხლებამდე მივა პავლე მოციქული საუბრობს ბუნებით რჯულზე და წარმართებზეც, რომელთაც ქონდათ მინიჭებული ეს ბუნებითი რჯული, განსხვავებით ებრაელებისაგან, რომელთაც ამ შემთხვევაში ძვ. აღთქმის წერილობითი რჯული უმაგრებდათ ზურგს.

ებრაელების მიერ ყველა სხვა ადამიანი გარდა ებრაელისა ითვლებოდა წარმართად და მაშასადამე არაწმიდად. და რადგან პავლე მოციქული წერილს რომაელთა მიმართ აგზავნის აქვე ურთავს ებრაელთა ამ არასწორ წარმოდგენას წარმარტებზე (არა კერპთაყვანისმცემლებზე) და ამ მუხლებში მოციქული შედარებას აკეთებს ებრაელების ქმედებებსა და წარმართების ქმედებებს შორის.

ერთიცაა. წინადაცვეთა წინასახე იყო ნათლობის, მაგრამ ამ შემთხვევაში პავლე ალეგორიაზე არ საუბრობს, ის უბრალოდ არსებულ რეალობას განიხილავს წარსულ დროის თანამედროვეობასთან მიმართებაში. ანუ ებრაელებს ქონდათ წერილობითი რჯული, წინადაცვეტა უფლისაგან დადგენილი, მაგრამ მათ ჯვარს აცვეს უფალი. წარმარტებს კი არაფერი არ ქონიათ, გარდა ბუნებითი რჯულისა და მათ მიიღეს ქრისტე.

ეხლა კი განმარტება:

17. "აჰა, შენ გქვია იუდეველი, და დანდობილი ხარ რჯულზე და იკვეხნი ღმერთით".

თავდაპირველად მოციქული ებრაელთა სახელ-დებას უსვამს ხაზს და ეუბნება "აჰა შენ გქვია იუდეველი". აღსანიშნავია, რომ ძვ. აღთქმაში ის რომ იუდეველი ერქვა ადამიანს ძალზედ დიდ რამეს ნიშნავდა, ისევე როგორც ჩვენ გვქვია ქრისტიანები. სწორედ ამიტომ მოციქული პავლე სიბრძნით უჩვენებს მათ, რომ მიუხედავად მათი ტრაბახისა იუდეველობის გამო ეს გარემოება მათ ვერ შეეწევა, რადგან მათი საქმეები არ არის ღვთისთვის სათნო. ისინი სიბნელეში იმყოფებიან მცნებების დარღვევის გამო და ეს ვერც გაუცნობიერებიათ.

"სახელ გედების" - გქვიაო - მიმართავს მოციქული მათ, რადგან არ ხართ ნამდვილი ისრაიტელნიო და ვერც იქნებით თუკი არ დაუბრუნდებით ჭეშმარიტებას და არ აღასრულებთ რჯულის ძალასო.

"და განისვენებ რჯულსა ზედა" - ტრაბახობ რჯულის გამო და იქადი, რომ საღმრთო სჯული მოგეცა, რომელზეც ხარ დაყრდნობილი, მაგრამ შენ შრომა არ გინდა, რომ რასაც იტყვი ის შენვე აღასრულო, ეს კი არად სარგებელია და პირიქით უფრო მეტად დაგსჯის შენ რჯული, ვინაიდან მის სიტყვებს არ აღასრულებ, ასე რომ მისი ქონა კი არა მისი აღსრულება მოგიტანს შენ სიკეთეს.

"და იკვეხნი ღმერთით" - იკვეხნი ღმერთით და იძახი რომ მხოლოდ შენ და შენი სანათესაო (იუდეველები) შეიყვარა მან ყველა სხვა ხალხზე მეტად

18. "იცი მისი ნება, არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია".

ცნობა ღვთის ნებისა, მაგრამ მისი არ აღსრულება უმეტესი სასჯელის მომტანი იქნება ადამიანისთვის. ებრაელები კი ამას ვერ აცნობიერებდნენ და მხოლოდ იმით ტრაბახობდნენ რომ უფლის ნება იცოდნენ (რჯულის სახით), მაგრამ მოციქული უჩვენებს მათ რომ ეს არ არის საკმარისი. ეუბნება: "არათუ უფლის ნებას აღასრულებთ, არამედ მარტო იცით და ამით ტრაბახობთო".

"არჩევ უკეთესს, ვინაიდან რჯულიდან გისწავლია" - რჯულის ცოდნა უჩვენებს ადამიანს უკეთესს, უმჯობესს და მისი აღსრულების გზას, მაგრამ იუდეველები მხოლოდ უკეთესის ცნობით კმაყოფილდებოდნენ.

(დანარჩენი ცოტა მერე)


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 27 2007, 07:16 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



განსაკუთრებით, ბუნების რჯულით განკვითხვამ დამაინტერესა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 05:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი