IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> რატომ იუდეველთაგან?
თემო
პოსტი Jul 15 2008, 12:00 PM
პოსტი #1

Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053

ამ დღეებში, წირვაზე როდესაც ვესწრებოდი და კანკელის ხატებს ვაკვირდებოდი, ერთი კითხვა დამებადა: მაცხოვარმა რატომ მაინც და მაინც იუდეველები აირჩია იმ ერად რომლიდანაც მხსნელად ის გამოვიდა, რატომ დავითის ტომი?, იქნებ არის ბიბლიაში ამის შესახებ მინიშნება.
მოდი ვისაუბროთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Jul 15 2008, 12:20 PM
პოსტი #2

Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053

მე არ ვიცი, მაგრამ იქნებ ვინმემ თქვას რაიმე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 15 2008, 12:21 PM
პოსტი #3

Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224

თემო
ციტატა
მაცხოვარმა რატომ მაინც და მაინც იუდეველები აირჩია იმ ერად რომლიდანაც მხსნელად ის გამოვიდა, რატომ დავითის ტომი?,

მეც ბევრჯერ გამჩენია ეს კითხვა, მაგრამ...

--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jul 15 2008, 12:55 PM
პოსტი #4

დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291

იცი ძალიან მარტივია ამ კითხაზე პასუხი. ლუკას სახარებაში არის მაცხოვრის გენეალოგია ადამიდან ქრისტემდე, რომელიც ასე მთავრდება: "ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა".

უფალს არავინ არ გამოურჩევია, ეს ხალხი იყო ყველაზე ახლოს უფალთან სხვა ერთა შორის.

--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Jul 15 2008, 01:08 PM
პოსტი #5

Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053

ციტატა(afxazi @ Jul 15 2008, 10:55 AM) *

იცი ძალიან მარტივია ამ კითხაზე პასუხი. ლუკას სახარებაში არის მაცხოვრის გენეალოგია ადამიდან ქრისტემდე, რომელიც ასე მთავრდება: "ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა".

უფალს არავინ არ გამოურჩევია, ეს ხალხი იყო ყველაზე ახლოს უფალთან სხვა ერთა შორის.

დავით, ეს ხალხი რატო იყვნენ ახლოს სწორედ მაგას ვკითხულობ? ანუ რჩეული ერი რატომ იყვნენ რა ნიშან თვისებებით იყო გამორჩეული - ეს ერთი და მეორეც ადამიდან რომ წამოვიდა ეს შტო ეს გასაგებია მაგრამ ადამიდან წამოსული შტოები მრავლად განტოტდა და სხვადასხვა ერებად იქცა და ამ დროს ასპარესზე ამ უამრავ ეთნოსთა შორის გამოდის დავითის ტომი - იუდეველები, რატომ იუდეველები და არა სხვა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
makiki
პოსტი Jul 15 2008, 01:17 PM
პოსტი #6

makiki
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,779
რეგისტრ.: 29-January 08
მდებარ.: Tbilisiii
წევრი № 3,797

ციტატა(თემო @ Jul 15 2008, 12:08 PM) *

დავით, ეს ხალხი რატო იყვნენ ახლოს სწორედ მაგას ვკითხულობ? ანუ რჩეული ერი რატომ იყვნენ რა ნიშან თვისებებით იყო გამორჩეული -

ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით იქადაგა გუშინ მამაომ გადაცემა" მოძღვარში" და თუ შეძლებთ მოუსმინეთ ჩანაწერს,მაგრამ ვეცდები რომ გუშინდელი მამაოს ნათქვამი გავიმეორო: უფალი კი არ ირჩევს ერს ანუ მან კი არ გადაწყვიტა რომ ეს ერი რჩეული იყო,არამედ ამ ერში მცხოვრები ხალხის ღვთისმოსაობამ და მათმა რწმენამ. ეს ერი ღვთის რჩეული გახდა იმიტომ რომ ისინი სხვებთან შედარებით ახლოს იყვნენ უფალთან

--------------------
წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.

ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება
პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება
ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას
გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Jul 15 2008, 01:19 PM
პოსტი #7

Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053

ციტატა(makiki @ Jul 15 2008, 11:17 AM) *

ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით იქადაგა გუშინ მამაომ გადაცემა" მოძღვარში" და თუ შეძლებთ მოუსმინეთ ჩანაწერს,მაგრამ ვეცდები რომ გუშინდელი მამაოს ნათქვამი გავიმეორო: უფალი კი არ ირჩევს ერს ანუ მან კი არ გადაწყვიტა რომ ეს ერი რჩეული იყო,არამედ ამ ერში მცხოვრები ხალხის ღვთისმოსაობამ და მათმა რწმენამ. ეს ერი ღვთის რჩეული გახდა იმიტომ რომ ისინი სხვებთან შედარებით ახლოს იყვნენ უფალთან

სახარებაში წერია: თქვენ კი არ ამომირჩიეთ მე არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 15 2008, 01:19 PM
პოსტი #8

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127

თემო
ციტატა
დავით, ეს ხალხი რატო იყვნენ ახლოს სწორედ მაგას ვკითხულობ? ანუ რჩეული ერი რატომ იყვნენ რა ნიშან თვისებებით იყო გამორჩეული -

წმინდა ნიკოლოზ სერბი ასე წერს ებრაელებზე:

"ებრაელები ყველა ხალხთა შორის პირველი ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც ღმერთმა მკურნალობისთვის ამოარჩია. ებრაელთა გამორჩეულობა მხოლოდ ამას ნიშნავს და სხვა არაფერს. როდესაც ებრაელები შეეწინააღმდგნენ უფალს, როგორც მკურნალს და აღთქმა დაარღვიეს, ღმერთმა ყველას "მკურნალობა"
დაიწყო , რამეთუ ყოველი მათგანი,ვისაც მკურნალობა სურდა, გამორჩეულად მიიჩნიაა. გამორჩეულ ებრაელთა შორის კი აღმოჩნდნენ მართალნი, წინასწარმეტყველნი და ღვთისთვის სათნონი, რომლებიც თავის დროზე მისდევდნენ ძველი აღქმის დებულებებს და ასევე ისინი, ვინაც თავისუფალი კეთილი ნებით მიიღო ახალი აღთქმაც. დანარჩენი ებრაელები კი ორივე აღთქმის გარეთ დარჩნენ.

კაცო და ადამიანის შვილო, გაფრთხილდი, რომ არ ითვლებოდე მოწინააღმდეგეთა რიგში. ყველას, ვისაც განკურნება სურს, მის სხეულში უპირველესად ჯანმრთელი სისხლი უნდა იყოს. ერთადერთი ჯანმრთელი და მკურნალი სისხლი კი ძე კაცის, ჩვენი მაცხოვრის - უფალი იესო ქრისტეს სისხლია.
მარადიული დიდება და მადლიერება ჩვენს მაცხოვარს.ამინ."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Jul 15 2008, 01:23 PM
პოსტი #9

Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053

ციტატა(staywhite @ Jul 15 2008, 11:19 AM) *

ნანა სიმართლე გითხრა მთლად ვერ გავიგე

ციტატა
გამორჩეულ ებრაელთა შორის კი აღმოჩნდნენ მართალნი, წინასწარმეტყველნი და ღვთისთვის სათნონი,

ეს ხომ მათ გამორჩეულობის გამო ხდებოდა და მეც მაგის მიზეზს ვკითხულობ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 15 2008, 01:36 PM
პოსტი #10

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127

თემო
ციტატა
ეს ხომ მათ გამორჩეულობის გამო ხდებოდა და მეც მაგის მიზეზს ვკითხულობ?

როგორც ეს წმინდა მამა ამბობს, უფალმა ისინი "მკურნალობის" გამო ამოარჩია, რამეთუ ყველაზე მეტად ისინი საჭიროებდნენ ამას. ეს არის მაქ გადმოცემული.ისე კი წმინდა ნიკოლოზ სერბი არაა ადვილი გასაგები smile.gif

პ.ს. მაგალითად , ერთი აქვს ასეთი : მას მერე რაც მე შენთან კავშირი დავამყარე, სიყვარულო ჩემო,ყველა სხვა კავშირები გამიწყდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
makiki
პოსტი Jul 15 2008, 02:01 PM
პოსტი #11

makiki
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,779
რეგისტრ.: 29-January 08
მდებარ.: Tbilisiii
წევრი № 3,797

ციტატა(თემო @ Jul 15 2008, 12:19 PM) *

სახარებაში წერია: თქვენ კი არ ამომირჩიეთ მე არამედ მე გამოგირჩიეთ თქვენ

ხოდა ალბათ კრიტერიუმი მათი ამორჩევის ისევ მათი რწმენა იყო,ისე ეს ძალიან რთული თემაა და ჯობს მამაოს დავეკითხოთ

--------------------
წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.

ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება
პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება
ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას
გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jul 15 2008, 02:06 PM
პოსტი #12

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127

makiki
ციტატა
ისე ეს ძალიან რთული თემაა და ჯობს მამაოს დავეკითხოთ

თეოლოგები მშვენივრად გასცემენ პასუხს. რატომრაც თავს იკავებენ მოძღვრებიც და ღვთისმეტყველებიც.იქნებ ნახონ დრო მერე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 15 2008, 02:38 PM
პოსტი #13

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

ნუ ახლა ფოტოაპარატ მომარჯვებული უნდა დავრბოდე, მაგრამ სანამ გავიქცეოდე, მანამ რაღაც ამ კითხვამ, უფრო სწორედ მისმა პასუხებმა მიბიძგა, რომ მცირე პოსტი დამეწერა, საქმე გამორჩეულობისა უცილობლად უკავშირდება სინერგიას, ანუ ღვთისა და ადამიანის, აქ ერის თანადროულ და ერთობლივ არჩევანს, ანუ არც ისეა რომ ებრაელები თავისით გახდნენ გამორჩეულები, არც ისე რომ ღმერთმა შემთხვევით გამოირჩია ისინი, არც ისე რომ ეს გამორჩეულობა სამუდამოა და უპირობო, ყველაფერი დაიწყო პირველი მკვლელობიდან, როცა ჭეშმარიტების დამცველად მომმადლა უფალმა შეთი, მესამე ძე ადამსა და ევას და წერს ბიბლია: „დაიწყო უფლის სახელის ხსენება“ (4:26), მთელი არსი ამ გამორჩეულობისა ჭეშმარიტების მფარველობაშია ვიდრე მესიის მოსვლამდე, როცა ყველაფერი ყველასათვის იქნება ღიად, ... ასე მივდივართ შეთიდან ენუქამდის, რომელსაც ღვთის წყალობით არ უხილავს სიკვდილის ხრწნილება: „დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა“ (5:24). პავლე მოციქული: „სარწმუნოებით ენოქ გარდაიცვალა, რათა არა იხილოს სიკვდილი, და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან, რამეთუ პირველ გარდაცვალებისა მისისა წამებულ არს, ვითარმედ სათნო-იყო იგი ღმერთმან“ (ებრ. 11:5) ასე მივდივართ შემდეგ ნოემდის, რომელსაც სრული კაცი ეწოდა, რადგან ახლაც საჭირო იყო სრული გასუფთავება გზისა ჭეშმარიტებისათვის და აი დადგა დრო როცა შეთისა და კაენის შთამომავლებიც აირივნენ ერთმანეთში არა მარტო ხორციელად, არამედ აზრობრივად და აი ხატოვნად (და არა პირდაპირ) წერს ბიბლია:¨ინანა..., რომ შექმნა ადამიანი ამ ქვეყნად,და შეწუხდა(დაბ.6:6)¨ და ამიტომაც გამოირჩია ნოე, რომლის სახელიც კი შვებას ნიშნავს, და შემდეგ მოყვება კურთხევა ნოეს შვილისა სემისა: : „კურთხეულ იყოს უფალი, ღმერთი სემისა!“(დაბ. 9:26), რომლის მოდგმიდან იყო ოჯახი ყებერისა, ვინც არ მიიღო ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში მონაწილეობა და აი ასე იქნა გამორჩეული, რათა ეს სწორი არჩევანი, სწორი გზა შენარჩუნებულიყო თაობებში, ისევ მესიამდის... გზა ასეთია ადამი-შეთი-ნოე-სემი-ყებერი და შემდეგ უკვე როცა ხდება ენათა გაყოფა და ერთა ჩამოყალიბება, შესაბისად ყებერის გვარში შერჩა ჭეშმარიტების მსახურება და ასევე ეწოდა მას ანუ აბრაამი, რჩეული ერის მამამთავარი, ყებერის შთამომავლად არის მოხსენიებული _ `აბრამ ებრაელი~ (ყიბრი დაბ.14:13), შემდეგ უკვე იცით, როგორ გაიყვანს უფალი თერახის ყებერის შთამომავლის ოჯახს და მალევე მას გაიყვანს, უკვე აბრაამის სახით: ¨უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამაშენის სახლიდან, იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ...“ (12:1).
შემდეგ კი ასეა :აბრაამი-ისააკი-იაკობი-იუდა-დავითი-იოსები/მარიამი - მესია...
ძალიან მოკლედ კი დავწერე მაგრამ მაინც მგონი ნათელია, რომ უფალი მფარველობს ყველას ვინც ჭეშმარიტებას იცავს, ძველი აღთქმაში შეთიდან ყებერამდის უეროვნებო დაცვა ხდებოდა, ერთი გვარი იცავდა, შემდეგ ერები გაჩნდნენ და ყებერიდან იოსებამდის ერთი ერი (ყ-ებრაელები) იცავდა მას, და აი შემდეგ კი დადგა ახალი აღთქმის ერა, როცა ისევ უეროვნებო ან უფრო სწორად ყველა ერისათვის შესაძლებელი დაცვა დაბრუნდა საერთო და ყველასათვის ღია, უფლის განკაცება და აღდგომა-ამაღლების შემდეგ, სულთმოფენობისას ნაშობი ეკლესია ნათლისღებით ყველას ღებულობს თავის წიაღში, და ყველა ასე შობილი ეკლესიაში, რჩეულია ღვთისა, რადგან მსახურია ჭეშმარიტებისა, სწორედ ეს ხდის რჩეულობას არჩევანის სწორი გაკეთება და არა წარმოშობა...
აბა დროებით,
იხარეთ:
კაიროსი!

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 15 2008, 02:40 PM
პოსტი #14

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ამბიონზე რომ ხარ ფაქტია biggrin.gif მხოლოდ ერთია გასარკვევი, ზემო ამბიონსა ზედა თუ ქვემო ამბიონსა ზედა დგახარ? biggrin.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 15 2008, 02:44 PM
პოსტი #15

იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438

რა შუაშია კაცო ამბიონი biggrin.gif დასვა კითხვა და მოკლედ ვუპასუხე, ახლა მაინც რას მერჩი, ნონ ო კაპიტო... დაგაჯირიმებ მე შენ ლუდით biggrin.gif
პ.ს.
მიასუფთავეთ ეს ჩვენი ბაასი biggrin.gif

--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 15 2008, 02:46 PM
პოსტი #16

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(KAIROS @ Jul 15 2008, 02:44 PM) *

დაგაჯირიმებ მე შენ ლუდით biggrin.gif

მაშინ კიდევ ამბიონი biggrin.gif

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Jul 15 2008, 02:57 PM
პოსტი #17

Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053

ციტატა(KAIROS @ Jul 15 2008, 12:38 PM) *

ნათელია, რომ უფალი მფარველობს ყველას ვინც ჭეშმარიტებას იცავს, ძველი აღთქმაში შეთიდან ყებერამდის უეროვნებო დაცვა ხდებოდა, ერთი გვარი იცავდა, შემდეგ ერები გაჩნდნენ და ყებერიდან იოსებამდის ერთი ერი (ყ-ებრაელები) იცავდა მას, და აი შემდეგ კი დადგა ახალი აღთქმის ერა, როცა ისევ უეროვნებო ან უფრო სწორად ყველა ერისათვის შესაძლებელი დაცვა დაბრუნდა საერთო და ყველასათვის ღია, უფლის განკაცება და აღდგომა-ამაღლების შემდეგ, სულთმოფენობისას ნაშობი ეკლესია ნათლისღებით ყველას ღებულობს თავის წიაღში, და ყველა ასე შობილი ეკლესიაში, რჩეულია ღვთისა, რადგან მსახურია ჭეშმარიტებისა, სწორედ ეს ხდის რჩეულობას არჩევანის სწორი გაკეთება და არა წარმოშობა...
აბა დროებით,
იხარეთ:
კაიროსი!

დიდი მადლობა კაიროს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 15 2008, 03:06 PM
პოსტი #18

Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224

KAIROS
საინტერესოა, სანამ გოდოლს ააშენებდნენ მანამდე ხომ არ იყო ერებად, ენებად დაყოფა? ჩვენ ვამბობთ რომ რატომ მაინცდამაინც იუდეველებიო... მაშინ იუდეველებში ყველა ხომ არ მოიაზრებოდა, თუ კონკრეტულად ებრაელები?

კაიროს მიხვდები ალბათ რასაც ვგულისხმობ, სწორად ვერ ჩამოვაყალიბე კითხვა

--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 15 2008, 03:11 PM
პოსტი #19

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(ნათია @ Jul 15 2008, 03:06 PM) *

KAIROS
საინტერესოა, სანამ გოდოლს ააშენებდნენ მანამდე ხომ არ იყო ერებად, ენებად დაყოფა? ჩვენ ვამბობთ რომ რატომ მაინცდამაინც იუდეველებიო... მაშინ იუდეველებში ყველა ხომ არ მოიაზრებოდა, თუ კონკრეტულად ებრაელები?

კაიროს მიხვდები ალბათ რასაც ვგულისხმობ, სწორად ვერ ჩამოვაყალიბე კითხვა

ძნელი დასაჯერებელია, რომ ეგ ადგლი ბუკვალურად გასაგებია, რომ იყო დრო როდესაც ყველა ერები ერტ ენაზე საუბრობდნენ...ეს უფრო სიმბოლური მეჩვენება...

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 15 2008, 03:17 PM
პოსტი #20

Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224

ციტატა
ეს უფრო სიმბოლური მეჩვენება...

ამ სომბოლურსც უნდა ჰქონდეს რაღაც დატვირთვა...

მაინტერესებს, სულ პირველად მხოლოდ ერთი ერი იყო? ებრაელები?

ციტატა
დრო როდესაც ყველა ერები ერტ ენაზე საუბრობდნენ

ამაზე წმინდა მამები წერენ რამეს?

ხო კიდევ ერთი შეკიხვა:

იუდა და იუდეველები კავშირშია ერთმანეთთან თუ უბრალოდ ბუკვალური დამთხვევაა?

--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 07:40 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი