IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება და ქართული ენა., მეორედ მოსვლა და ქართული ენა, იოანეზოსიმეს წინასწარმეტყველება სრულდებ
marine
პოსტი Aug 29 2016, 08:50 PM
პოსტი #101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართული ენა ძირითადად ზმნაა და არა სახელი... ამ ენაში სახელები მთლიანად იმპორტირებულია... განსაკუთრებული ენაა. ისეთი სიტყვაც კი, როგორიცაა მზე - სახელზმნაა. ქართული ენა და მისი საოცარი ასომთავრული ანბანი ამჟამად არსებულ ენებსა და ალფაბეტებს შორის ყველაზე უფრო ახლოა წინარე ზმნურ ღვთაებრივ ენასთან. აკი იოანე ზოსიმეც ამასვე ბრძანებს სინას წმიდა მთიდან".

/"კარიბჭე" N20, 2010, გვ.26/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2016, 11:04 AM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იგი, ცხადია, ორიგინალური შემოქმედი იყო და ამისი მაჩვენებელია შესანიშნავი ნაწარმოები "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", რომელიც მას ოთხჯერ გადაუწერია, სამჯერ ნუსხურით და ერთხელ ასომთავრულით. თითოეულ ამ გადანაწერში, მართალია, მცირეოდენი, მაგრამ მაინც რედაქციული მუშაობის კვალი ჩანს, რაც, ცხადია, მისი გადამწერის ავტორობითაა განპირობებული.

ეს თხზულება ქართული ენის ჰიმნია, თავისი დანიშნულებით იგი ტროპარია, თუმცა არა ლიტურგიკაში გამოყენებული. როგორც ჩანს, მას პალესტინაში მოღვაწე ქართველი ბერები ცალკე გალობდნენ თავისი სამშობლოს გასახსენებელ-მოსაგონებლად.

X ს-ის 80-იანი წლების ბოლოდან იოანე-ზოსიმეს კვალი სინურ ხელნაწერებში არ ჩანს. ცხოვრების ბოლოს იგი დაბრმავებულა და ხელნაწერთა ყდებში ჩასმით ან რესტავრაცია-განახლებით ყოფილა დაკავებული. ითვლება, რომ იოანე-ზოსიმე გარდაიცვალა X ს-ის 90-იან წლებში".

/"კარიბჭე" N20, 2010, გვ.11/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 8 2016, 10:13 AM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ანუ მშობლიურ ქართულს ვასწავლი. ვფიქრობ, სწორედ ქართული ენაა ჩვენი საუნჯე, დღეს კი იგი პატივაყრილია. ასე გალანძღული ის არასოდეს ყოფილა. ბევრჯერ ვიბრძოლეთ და სისხლი ვღვარეთ მის გადასარჩენად და ახლა ახალი განსაცდელი გვატყდება თავს - თვისტომი, ჯიშით ქართველები ცდილობენ მის ამოძირკვას, მოსპობას!.. არ მინდა პესიმისტი ვიყო, - ეს ხომ უფლის სასოების დაკარგვაა! - ჰოდა, ღმერთი არ დაუშვებს მისი მადიდებელი ენის მოსპობას".

/"კარიბჭე" N14, 2008, გვ.7/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 25 2016, 11:46 AM
პოსტი #104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ინგლისელი ორიენტალისტი უილიამ ედუარდ დავიდ ალენი:

"ქართული ანბანი წარმოადგენს სავსებით სრულყოფილ ინსტრუმენტს, ამ ენის ბგერების სიუხვის გადმოსაცემად; ასოები თითოეულ ბგერას გადმოსცემენ ზუსტად და მკაფიოდ, და ვერავითარი სხვა ანბანი ვერ შეედრება მას ამ თვასაზრისით".

უცხოელი ორიენტალისტის შეფასება (კონსტანტინე გამსახურდიას მოგონებების მიხედვით): "ვერც ლათინური და ვერც სანსკრიტული ენების ანბანი ვერ შეედრება თქვენს სადასა და ლამაზს, კოხტა ასოებს".

/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 7/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 11 2016, 11:42 AM
პოსტი #105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულის ახოვანი მხედრები არიან "ვეფხისტყაოსანისა" და "გალობანი სინანულისანის" ავტორები, რუსთაველი და დავით აღმაშენებელი, სულმნათი გურამიშვილი და ლაშარის მოყმე ვაჟა-ფშაველა. საქართველოს ცის ეტრატზე ამოტვიფრული მოიხილა ბარათაშვილმა მისი ბედის სამძღვარს გადაცილებული მერანი. ცხენზე ამხედრებული მიადგა სიტყვის ხუროთმოძღვარი კონსტანტინე გამსახურდია სვეტიცხოვლის ბჭეებს (სავანეს, სადაც ქრისტეს კვართი ანუ "საქართველოს ცხელი გული ასვენია") და თვით გალაკტიონიც, თვისის ლექსებიდან ხშირად ეგზომ ნაზად გამომჭვირვალი, მხოლოდ ლურჯა ცხენებით თუ ცხადდებოდა ცხენთა და ლექსთა შეჯიბრებაზე. დიახ, წმინდა გიორგის მხედრებმა შექმნეს ჩვენი ეროვნული მწერლობა (ჩვენი დამწერლობის ერთ შტოსაც ხომ მხედრული ეწოდება)".

/"კარიბჭე" N25, 2009, გვ.19/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 12 2017, 08:52 PM
პოსტი #106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო მწერალთა უნიჭიერესი თაობა იყო, მხოლოდ რამდენიმეღა დარჩა, ვინც ენის ნორმების დაცვას ცდილობს. ტელევიზორიდან ხომ საშინელი მეტყველება გვესმის! სატელევიზიო ენას შოფრული გინება მირჩევნია. ჩვენი ჟურნალისტების ურავლესობა ისე სასაცილოდ მეტყველებს, პირდაპირ ტყვიასავით მხვდება გულში, ამიტომ ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ".

/დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი
"ფუძნარი" N3, 2016, გვ.11/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2017, 11:16 AM
პოსტი #107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედა ენა" ერთადერთი წიგნია, რომელსაც ქართველმა ხალხმა ძეგლი დაუდგა".

/"კარიბჭე" N23, 2008, გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 4 2017, 11:06 AM
პოსტი #108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე-20 საუკუნის ქართულმა წიგნიერებამ და მეცნიერებამ, როგორც ნაცარი ღველფი, ისე შეინახა ქართული ქრისტიანული ცნობიერება".

/"კარიბჭე" N23, 2008, გვ.56/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2017, 06:45 PM
პოსტი #109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ძველსურნელოვანი ქართულით მეტყველებდა [არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია]".

/"კარიბჭე" N4, 2008, გვ.22/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2017, 02:31 PM
პოსტი #110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გაქრისტიანდა არა მარტო ქართველი ერი, არამედ სიტყვამ ქართულმაც შეიმოსა ქრისტეს ნათელი".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N23, 2017, გვ.9/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2017, 10:44 AM
პოსტი #111


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1978 წელს საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საქართველოს კონსტიტუციიდან ამოეღო მუხლი, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს ანიჭებდა. ეს მუხლი საქართველოს დემორკატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში 1921 წელს შევიდა. ბოლშევიკებმა მისი ამოღება ვერ გაბედეს მაშინ, როცა საქართველო დაიპყრეს - შეეშინდათ ხალხისა. ახლა კი მოსკოვში რატომღაც ეგონათ, რომ ქართველ კაცს გულზე აღარ მოხვდებოდა ენის წართმევა. 1978 წლის 14 აპრილს გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია. მოსკოვი იძულებული გახდა, უკან წაეღო თავისი უგუნური მოთხოვნა."

/"კარიბჭე" N16, 2008, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2017, 08:01 PM
პოსტი #112


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერი, რომელიც ყოველ 50 წელიწადში განახლებულ განმარტებით ლექსიკონსა და ფუნდამენტურ გრამატიკას ქმნის, მას საშიშროება არ ემუქრება".

/მიხეილ ქურდიანი/

"სახელმწიფო ენის დღევანდელი მდგომარეობა ქარიშხლიან ზღვას მოგვაგონებს, ეპოქალური კატაკლიზმებისა და მიზანმიმართული უკუნტროლობის გამო თითქოს ყველა დაწყნარებული დინება ერთად აიტალღა და აიფოფრა. სრულიად უკონტროლოდ იჭრება ენაში ათასი დარგისა და სპეციალობის უცხოური ლექსიკა. ძირითადად ინგლისურენოვანი ბარბარიზმებით აივსო სპეციალური და ინფორმაციული გარემო. ბარბარიზმებით - იმდენად, რამდენადაც, ეს ლექსიკა სანქცირების გარეშე არის შემოჭრილი და არც მათი საჭიროება-არასაჭიროების მაკონტროლებელი მექანიზმები არსებობს".

/აკადემიკოსი ავთანდილ არაბული
"საპატრიარქოს უწყებანი" N24, 2017, გვ.11, 15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2017, 01:43 PM
პოსტი #113


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ენა არის სული ერისა, მისი იდეების, გრძნობების, აზრების ცოცხალი სხეული".

"ჩვენ, ქართველები, ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენი უძველესი ენა და მრავალსაუკუნოვანი დამწერლობა მკვდარი ენების სპეციალისტთა შესწავლის საგნად არ ქცეულან".

/"ლიტერატურული საქართველო", N49, 1976 წ. გვ.1/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2017, 08:29 PM
პოსტი #114


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კონსტანტინე გამსახურდია წერდა: "მშობლიური ენის განვრცობა და გაძლიერება ისეთივე დიდი და საპატიო საქმეა, როგორიც ხმლით დაცვა საკუთარი ქვეყნისაო".


"ქართული ენის სიცოცხლეს მწერლობა ინახავს.
ქართული ენა მწერლობაში შლის ფრთებს, მხოლოდ მწერალს აქვს ის მადლი, რომლის წყალობითაც შეუძლია ფესვამდე ჩასწვდეს სიტყვას და საოცარი მარგალიტები ამოიტანოს ჩვენი უმდიდრესი ქართული ენის სალაროდან. ვინც ნაკითხია, ვინც მხატვრული სიტყვიერების სამყაროში შესულა და სიტყვის მადლი უგრძნია, მას ეხსნება ტალანტი, უფაქიზდება ენობრივი გრძნობა და სულ სხვანაირად მეტყველებს."


/პროფესორი ავთანდილ არაბული
"კარიბჭე" N2, 2007, გვ.7, 8/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 30 2017, 10:33 AM
პოსტი #115


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართული ენა ხომ საოცრებაა... "გარდაიცვალა", "ორსული" - ასეთი სიტყვები სხვა ენებში იშვიათობაა. "

/მამა თევდორე ნიკოლსონი
"კარიბჭე" N2, 2007, გვ.34/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2017, 06:57 PM
პოსტი #116


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანებს, ქართული ენა ღვთივბოძებული საგანძურია, მას სასოებით დაცვა და მოვლა-პატრონობა სჭირდება, რადგან იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენიო. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ფასდაუდებელი საუნჯე - ქართული ენა?

- ქართული ენის მცველი და ბურჯი ყოველთვის იყო და იქნება ეკლესია. პატრიარქი ხშირად ბრძანებს, რომ დღეს წმინდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართულად დაწერილი წიგნები! ჩვენი ვალია, ძველი, მადლიანი ქართული ენა დავიცვათ. ხშირად გაიგონებთ, ეკლესიური ენა თანამედროვეთ არ ესმითო. მაგრამ განა ეკლესიის წიაღმა არ შეინახა ენაც და მამულიც?!

მრავალი ერი და ტომი გადაშენდა იმიტომ, რომ თავიანთი წარსული, ტრადიციები დაივიწყეს და ამიტომ მათი ცხოვრება სათნო არ იყო უფლის წინაშე. პირველ რიგში უნდა შევეცადოთ, ღვთისთვის სათნო ცხოვრებით ვიცხოვროთ და რაც გვიბოძა უფალმა, ის დავიცვათ და მომავალ თაობას შეუბღალავად გადავცეთ. ღვთის უდიდესი წყალობაა, რომ დღეს ქართულად ვმეტყველებთ, მაგრამ, პატრიარქი როგორც ბრძანებს, "ამ დიდი საგანძურის მოსაფრთხილებლად და დასაცავად საჭიროა, ჩვენც ვანათებდეთ და ვათბობდეთ". უნდა გავაცნობიეროთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ და ვისურვოთ, რათა "ივერი აღსდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის, წმინდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!" (გრ. ორბელიანი).

/მამა გიორგი რაზმაძე
"კარიბჭე" N3, 2012, გვ.7/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 7 2017, 03:27 PM
პოსტი #117


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საზეპუროჲ ენა ქართული

ქართული ენა - ქართველურია,
ქართლის ფესვებში ჩაკვართულია,
ეროვნებისა სული, გულია,
მშობლიური და საამურია.



საზეპუროჲ ენა ქართული,
სიტყვა ჩუქურთმად ამოქარგული,
მორაკრაკეჲ, ვით ნაკადული,
ბებრიციხეჲ მრავალტანჯული...
სვეტიცხოველი ცადაკვართული,
სიტყვაკაზმული, ჯავარიანი,
ღვთისა დიდებად აჟღერებული
საგალობელი მრავალხმიანი...

მესხურია თუ ლაზურ-ჭანური,
თუშურია თუ ლეჩხუმ-სვანური,
ანუ კახური-გუდამაყრული,
ინგილოური, ტაო-კლარჯული...
მეგრულ-გურული, ფშავ-ხევსურული,
აფხაზური თუ რაჭულ-ქართლური,
იმერული თუ "ხევისბერული"...
ქიზიყური თუ ფერეიდნული,
ხუნძური, ერწო-თიანეთური,
აჭარული თუ ჯავახეთური...
- ვითა კვართია განუყოფელი,
ესერთ ერთია ენა ქართული...
რუსთველ-შავთელურ-ჩახრუხაული,
ანბანთქებაჲ ქეთევანური:
"ან ამას ვსტირი, ბან ბნელსა მჯდომი,
გან გულსა მდუღრად, დონ დადაგული..."

დუდ - ღორონთი, ხოშა - ღერბეთ,
ქრისტე ღმერთი, მაცხვარიში,
ლამარია, მარდიანი,
ღვთის-მშობელი, დედ-უფალი...
მიქაელი - გაბრიელი,
მახარია, მხარებელი,
ანგელოზი ზეციერი,
ხარებაჲ მახარეჲ.

ლენჯერს ჯვარცმა, ლაგურკაჲ,
ჯგრაგ გიორგი ლომისაჲ,
ილორის, ლაშარისაჲ,
გუდანის, ქურმუხიაჲ.
ზენაჲ ქართლის ენაჲ,
სახარება - ფსალმუნთაჲ,
ოქროპირ-მთაწმინდელთაჲ...
ჰერიო გუთნი-დედაჲ,
ფიროსმანის ფერთ რემაჲ,
ურმული, ოროველაჲ...

დედა, დია, დე, დედიე,
დედა-ენა, დედო-ზარი,
დედა-ბოძი, დედა-მძუძე,
დედო-პური, დედილაჲ...
ნინო, ნანა, ნენა, ნენე,
ნანდაური, ნანინაჲ...
გენაცვალე, შემოგევლე,
გოლუაფრო, ჭირიმაჲ,
პაპაჯვრობა - კოხიჯრობას
მოვალს წმიდა ილიაჲ...

"ანი" - "ჰოე" მზეკაბანი,
თუთარჩელა, თათუხაჲ,
ჟამთ სიავე, ჟამთ სრბოლაჲ,
ბასრობაჲ უთნოთაჲ...
"ჰოჲდა - ნანა, ოჰოჲ - ნანა..."
ენა ჩაწნულ-ჩაკვართული,
სიტყვა - ოშკი, სიტყვა - ბანა,
ღვთის საყდარზე აღსაყდრული...
"აი ია", "ვარდო-ნანა"...
ქათიბ-ქართულ-ქარაგმული,
"მზე შინა და მზე გარეთა",
აია - მზით ნამზეური.

***
დიდ წინაპართა სიტყვის მგოსნების
ლამპრადანთილი ფოლიანტები,
ვაზის კოწოლში ტევნებჩაწნული,
მარგალიტებად ქარვაასხმული...
ესე ენაჲ საიდუმლოჲ,
ღვთისმშობლის ოხა - დაბედებული,
ვაზის ჯვარითა ნათელღებული,
წმინდანთა ლოცვით განშვენებული...

ვითარ გორდაჲ ჟანგმოდებული,
იავნანაჲ მივიწყებული,
ვით ლაზარეჲ მიძინებული,
უფლის ძალითა აღდგინებული...
ენა ღვთიური, იბერიული,
ქრისტეს "ბეჭედი აღუტეხელი",
კვალად აღსდგება ენა ქართული,
წმინდა სამებას მიბარებული...

/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი), "ივერთა მზეო ქართველთ ლხენაო", გვ.70/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 27 2017, 04:22 PM
პოსტი #118


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ სამნაირი ანბანი გვაქვს: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. არც ერთ ქვეყანას არ აქვს სამი ანბანი".

/მეუფე იობი
"კარიბჭე" N21, 2009, გვ.37/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 30 2017, 10:54 AM
პოსტი #119


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სხვათაშორის საბჭოთა კავშირში, თითქმის ყველა რესპუბლიკაში გარდა საქართველოსი რუსულად ისწავლებოდა უმაღლეს სასწავლებლებში. მარტო საქართველოში, ქართველებმა მოვიპოვეთ ეს უფლება, აი ზუსტად 76 წელი იყო, ეს პერიოდი".

/ალექსი ბარბაქაძე
"ათინათი" N2, 2017, გვ.277/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2017, 10:02 PM
პოსტი #120


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენი დედაენა კვლავ ელის "თერგდალეულებს..."

/"ქაროზი" N75, 2017, გვ.7/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 09:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი