IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Closed TopicStart new topic
> გილოცავთ ხარების დღესასწაულს!, გაიხარეთ ყველამ!!!
shuriani
პოსტი Apr 7 2013, 06:08 PM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 207
რეგისტრ.: 15-April 12
მდებარ.: tbilisi
წევრი № 12,265



გილოცავთ happy.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Apr 7 2013, 06:29 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



გილოცავთ, მრავალს დაესწარით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giga gachlavashvili
პოსტი Apr 7 2013, 11:43 PM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 17-May 11
წევრი № 11,058



გილოცავთ !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 6 2014, 10:51 PM
პოსტი #24


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



"გიხაროდენ, მიმადლებულო, წყაროთა ნათლისაო, რომელი განანათლებ ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა. გიხაროდენ, საცნაურისა მის მზისა აღმოსავალო და ცხორებისა შეუგინებელო ყუავილო. გიხაროდენ, მარიამ მიმადლებულო, ვენაჴო მარადის შუენიერო, რომელი ახარებს სულთა, რომელნი შენ გადიდებენ, დაუთესველო, ნაყოფ-შუენიერო ყანაო, გონებით ჩუენდა მიმსგავსებისათჳს და ჟამთა შობისა აღვსებისათჳს, ხოლო უფროჲს ბუნებად ზეცით მოსრულისა მისთჳს, რომელმან მუცელსა შენსა ადამი განაახლა და რამეთუ მიდგომილებისა თესლი წმიდასა ქალწულსა სულმან წმიდამან მისცა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ გუემისაჲ გამოჴდა გუამისაგან. და ვითარცა-იგი მარგალიტი ორტაგან ბუნებათა: ელვისაგან და წყლისა _ უჩინოთა ამათგან სასწაულთა ზღჳსაგან _ გამოვალს, ეგრეცა უფალი ჩუენი იესუ შეუშფოთებელად და უქცეველად უბიწოჲსაგან და შეუგინებელისა ყოვლად წმიდისა ქალწულისაგან მარიამისა გამოვიდა ღმრთეებითა სრული და კაცებითა სრული".

წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელი


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 6 2014, 11:59 PM
პოსტი #25


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წაიკითხეთ ეს სიტყვები :

,,წმიდა გრიგოლ ნეოკესარიელი - ხარებისადმი მიძღვნილი სამი ქადაგება (ძველი ქართული ვერსია)
PostDateIconWednesday, 03 March 2010 12:12 | PostAuthorIconWritten by daviti | PDF Print E-mail
საკითხავნი ხარებისანი

თქუმული წმიდისა გრიგოლი ნეოკესარიელ ეპისკოპოსისა ხარებისათჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა


დღეს ანგელოზთა განწყობილებითა გალობანი ბრწყინვალე იქმნებიან და ნათელი იგი ქრისტჱს მოსულისაჲ მორწმუნეთა გამოუბრწყინდების.

დღეს მხიარული იგი არჱ ჩუენი ქრისტჱ, სიმართლისა იგი მზჱ, ბრწყინვალითა ნათლითა გამოგჳბრწყინდა ჩუენ და მორწმუნეთა გონებანი განანათლნა.

დღეს ადამ განახლდების და იხარებს, ანგელოზთა თანა ზეცად აღფრინდების, ამისთჳს რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაჲ იქმნა. დღეს ღმრთეებისა მადლი, უხილავთა სასოჲ, განანათლებს გონებითა უფროჲსღა მათ დიდებათა, რამეთუ სულისა წმიდისა მოსლვაჲ იქმნა.

დღეს ღმრთეებისა მადლი, უხილავთა სასოჲ, განანათლებს გონებითა უფროჲსღა მათ დიდებათა, რამეთუ საუკუნითგან დაფარული იგი საიდუმლოჲ განცხადებულად გუაუწყა ჩუენ.

დღეს სათნოებისა გამოუთქუმელისა გჳრგჳნნი იქმნებიან ღირსთა და მორჩილთაჲ დღესასწაულის მოყუარეთაჲ: ჰნებავს ღმერთსა გჳრგჳნოსან ყოფაჲ ტრფიალთაჲ მათ უქცეველისა სარწმუნოებისათაჲ, ვითარცა ჩინებულთა და მკჳდრთა მოუწოდა, და ზეცათა სასუფეველი მწრაფლ მოუწესს ზეცისა მობაძავთა შეერთებად ღმრთის მსახურებ(ისა) ანგელოზთა კრებულსა.

დღეს ღმრთისა მიერი (იგი) აღესრულების თ(ქუმულ)ი, რომელსა იტყჳს: იხარებდით ცანი და იშუებდინ ქუეყანაჲ. მთანი იხარებენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს. და იხარებდენ ყოველნი ძელნი მაღნარისანი პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, და დავით სამე ძელად იტყჳს, ხოლო უფლისა წინამორბედმან ხედ ნაყოფის გამომღებელად ღირსად მოსლვისთჳს უფლისა უწოდა. ხოლო უფალმან ჩუენმან იესუ სიახარული იგი გამოუთქუმელი ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა აღუთქუა, რამეთუ ჰრქუა: გიხილნე თქუენ და გიხაროდის და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.

დღეს ყოველთა სასმე(ნე)ლი იგი და გამოუთქუმელი საიდუმლოჲ, რომელთა სასოებაჲ ქრისტჱს მიმართ გუაქუს ღირსად აღბეჭდულთა ქრისტიანეთა, განცხადებულად მოგუეთხრობის ჩუენ.

დღეს გაბრიელ, ღმრთისა წინაშე მდგომელი, ქალწულისა წმიდისა მოვიდა და ესრჱთ ახარა მას: გიხაროდენ, მიმადლებულო! ხოლო იგი განიზრახვიდა: ვითარ-მე იყოს მოკითხვაჲ ესე? ხოლო ანგელოზმან მან მეყსეულად მიაგება და ჰრქუა: უფალი შენ თანა! ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი ღმრთისაგან. ამისთჳს მუცლად-იღო და შვე ძჱ და უწოდო სახელი მისი იესუ. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მოსცეს მას უფალმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ, და მეუფებდეს სახლსა ზედა ისრაელისასა უკუნისამდე და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ.

ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? და-ღა-მე-ვადგრეა მერმე ქალწულად, ანუ მიმეღოს ქალწულებისა იგი პატივი?

ამას რაჲ განიზრახვიდა წმიდაჲ ქალწული, მეყსეულად მთავარანგელოზმან მან შეწირა მისა სიტყჳსა მის კუალად-გებაჲ და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა მას წმიდასა სახელი ეწოდოს ძე ღმრთის.

რამეთუ რომელი-იგი არს, გარნაღა ეწოდოს. შემსგავსებულად წმიდაჲ მარიამ ყოველთაგან ნათესავთა მხოლოჲ მადლმან მან გამოირჩია, რამეთუ ჭეშმარიტად ყოვლითავე ბძენი იყო.

არავინ მსგავს მისა ყოველთაგან ნათესვთა სადამე იპოვა. არა ვითარ პირველი იგი ქალწული ევა მარტოჲ სამოთხესა შინა იქცეოდა, უსუსური გონებითა, და განუზრახველად ბოროტთ მტავრისაჲ მის გულის-სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ესრჱთ გულისა მისისა ზრახვაჲ განჴრწნა და მის მიერ მზაკუვარმან მან გესლი იგი თჳსი დასთხია და სიკუდილი განზავა და ყოველსა სოფელსა მოაწია, ამისთჳსცა ყოველი შრომაჲ წმიდათა შეამთხჳა, - არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განიკურნების და არა პირველად წმიდამან მან ნიჭი იგი დაითმინა შეწყნარებად, ვიდრემდე ისწავა მოძღუნებული და რჴაჲ არს ნიჭი იგი, და ვინ არს მომღებელი. ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი ქალწული და რეცა თუ ანგელოზსა მას ეტყოდა: ვინაჲ ესრე სახედ კურთხევაჲ ესე მოგართუ ჩუენ? რომელთა საუნჯეთაგან მარგალიტი ესე სიტყუაჲ ჩუენდა მოივლინა? ვინაჲ აქუს ჩუენდა მომართ ნიჭსა მაგას დასაბამი? ზეცით მოსრულ ხარ და კაცისა ხატად აჩუენებ და სანთელ ნათლის ელვარე ხარ. ამას თავით თჳსით განიზრახვიდა წმიდაჲ იგი. ხოლო ესევითარითა სიტყჳთა მთავარანგელოზთმან ორგულებაჲ იგი დაჰჴსნა და ჰრქუა: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა შენსა წმიდას ეწოდოს, ძე ღმრთის.

ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ არა საშინელებით მოვედ შეძრწუნებას შენდა, არამედ რაჲთა განსდევნო შიშისა იგი მიზეზი.

ნუ გეშინინ, მარიამ, რამეტუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. მადლსა მას ნუ განიკითხავ ბუნებით, რამეთუ შჯულითა ბუნებისათა დამორჩილებად მადლმან არა თავს-იდვას.

გულისხმა-ყავ, ჵ მარიამ, რომელნი მამათ-მთავართა და წინაწარმეტყუელთა შესცილდეს; ისწავენ, რომელნი მოაქამომდე ანგელოზთაგანცა დაფარულ იყვნეს. გესმა ესევითარი, რომელსა ვერსადა კრებული იგი ღმრთის შემოსილთაჲ ღირს იქმნა. მოსე, დავით, ესაია და ყოველნი წინაწარმეტყუელნი წინავე ქადაგებდეს, არამედ ვითარ სახედ იყო, ვერ იცოდეს.

შენ ხოლო მხოლომან, ჵ წმიდაო, წმიდაო ქალწულო, რომლისა საიდუმლოსა ყოველნი უმეცარ არიან, შეიწყნარე და ისწავე, რამეთუ სადა სული წმიდაჲ, მუნ ყოველივე განმზადებულად წარმართებულ არს. სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ. ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს, ძე ღმრთისა. უკუეთუ ძე ღმრთის, ღმერთცა თანა-მსგავს ხატად მამისა და თანა-მფლობელ საუკუნეთა, რომელსა შინა აქუს მამასა ყოველივე გამოცხადებაჲ, ხატი პირსა შინა და ბრწყინვალებისაგან დიდებაჲ იგი განათლდების. და ვითარცა დაუწყუედელისაგან წყაროჲსა მდინარენი გამოვლენედ, ეგრეცა ამის დაუწყუედელისა და მარადის ცხოველისა წყაროჲსაგან გამოვიდა ნათელი იგი გამოუთქუმელი.
და რამეთუ ამისთჳს წინაწარმეტყუელნი ღაღადებდეს და იტყოდეს: სლვანი მდინარეთანი ახარებენ ქალაქსა ღმრთისასა; არა ხოლო თუ ერთსა ქალაქსა, არამედ ყოველთა, რამეთუ ვითარცა ერთსა ქალაქსა ახარებს, ეგრეცა ყოველსა სოფელსა შემსგავსებულად.

მთავარანგელოზმან წმიდასა მარიამს უპირადჱს აუწყა ესრჱთ და ჰრქუა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ თანა ყოველი საფასჱ მადლისაჲ დაკრებულ იყო, რამეთუ ყოველთა შორის ნათესავთა ესე ხოლო მარტოჲ ქალწული წმიდაჲ ჴორცითა და სულითა იპოვა. ამან მარტომან იტჳრთა, რომელსა უტჳრთვან ყოველნი სიტყჳთა და არა ხოლო სიკეთჱ წმიდისაჲ ამის საკჳრველ არს, არამედ სულ[ის]აჲცა სათნოჲ სახჱ.
რომლისათჳსცა ანგელოზმან მან პირველად ღაღატ-ყო მისა მიმართ და ჰრქუა: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა"! და არა ქუეყანისა სიძჱ, არამედ იგი თავადი სიწმიდისა უფალი შენ თანა, სიწმიდისა იგი მამაჲ და უჴრწნელებისა შემოქმედი და უკუდავებისა მომცემელი, აზნაურებისა იგი მოღუაწჱ ჭეშმარიტი, მშჳდობისა საუნჯისა მომცემელი, რომელმან ქალწულისაგან ქუეყანისა დაჰბადა კაცი იგი და გუერდისაგან მისისა ევაჲ გამოიყვანა. იგი თავადი უფალი შენ თანა და მერმე კუალდ შენგან.

მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, ანგელოზებრსა ქებასა თანა-შევერთნეთ და მსგავსად ძალისა თანა-ნადები იგი გონიერად შევწიროთ და ვიტყოდით: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! რამეთუ შენი არს სიხარული ჭეშმარიტად, ამისთჳს რამეთუ შენ თანა მადლმან ღმრთეებისამან, ვითარცა უწყის, დაიმკჳდრა, მჴევლისა თანა მეუფემან, შუენიერისა თანა შუენიერმან სიკეთითა უფროჲს ძეთა კაცთასა, შეუგინებელისა თანა - რომელი განსწმედს ყოველთა ადგილთა. შენ თანა ღმერთი და შენგან ღმერთი. რომელიცა სრული კაცი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ.

გიხაროდენ, მიმადლებულო, წყაროთა ნათლისაო, რომელი განანათლებ ყოველთა მისა მიმართ მორწმუნეთა. გიხაროდენ, საცნაურისა მის მზისა აღმოსავალო და ცხორებისა შეუგინებელო ყუავილო. გიხაროდენ, მარიამ მიმადლებულო, ვენაჴო მარადის შუენიერო, რომელი ახარებს სულთა, რომელნი შენ გადიდებენ, დაუთესველო, ნაყოფ-შუენიერო ყანაო, გონებით ჩუენდა მიმსგავსებისათჳს და ჟამთა შობისა აღვსებისათჳს, ხოლო უფროჲს ბუნებად ზეცით მოსრულისა მისთჳს, რომელმან მუცელსა შენსა ადამი განაახლა და რამეთუ მიდგომილებისა თესლი წმიდასა ქალწულსა სულმან წმიდამან მისცა, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ გუემისაჲ გამოჴდა გუამისაგან. და ვითარცა-იგი მარგალიტი ორტაგან ბუნებათა: ელვისაგან და წყლისა _ უჩინოთა ამათგან სასწაულთა ზღჳსაგან _ გამოვალს, ეგრეცა უფალი ჩუენი იესუ შეუშფოთებელად და უქცეველად უბიწოჲსაგან და შეუგინებელისა ყოვლად წმიდისა ქალწულისაგან მარიამისა გამოვიდა ღმრთეებითა სრული და კაცებითა სრული.

მრავალთა წმიდათა მამათაგანთა და მამათ-მთავართა და წინაწარმეტყუელთა გულმან უთქუა ხილვად პირისპირ და ვერ ღირს იქმნნეს. და რომელთამე ჩუენებით სახედ იგავად იხილეს, რომელნიმე სუეტითა ღრუბლისაჲთა ღმრთეებისა ჴმასა ღირს იქმნეს სმენად, და რომელნიმე წმიდათა ანგელოზთა გამოცხადებასა ღირს იქმნნეს. მარტოჲსა ხოლო წმიდისა მარიამისა გაბრიელ მთავარანგელოზი ბრწყინვალედ მოვიდა და ახარა მას: "გიხაროდენ, მიმადლებულო"! და ესრჱთ სიტყუაჲ იგი შეიწყნარა და ჟამსა მას ჴორციელებრ აღვსებისა მისისასა მრავალ-სასყიდლისა იგი მარგალიტი გამოიღო.

მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და დავითის მიერსა მას ღმრთის სულსა საგალობელსა, რომელი ჩუენ ვისწავეთ, უგალობდეთ და ვიტყოდით: აღდეგ, უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმიდისა შენისაჲ რამეთუ ჭეშმარიტად კიდობანი არს წმიდაჲ ქალწული შინაგან და გარეშე განრჩუნვილი ოქროჲთა, რომელმან-იგი თავადი საფასჱ სიწმიდისაჲ დაიტია. აღდეგ, უფალო, წიაღთაგან მამისათა, რაჲთა აღადგინო დაცემული ნათესავი - პირველ შექმნული ადამი.

ამას დავით ევედრებოდა, რომელი-იგი მისგან აღმოცჱნებად იყო კუერთხი და ნაყოფ-შუენიერი ყუავილი, რომლისათჳს წინაწარმეტყუელებდა და იტყოდა: ისმინე, ასულო, და იხილე, მოყავ ყური შენი, დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაჲ. გულმან უტქუა მეუფესა სიკეთჱ შენი, რამეთუ უგუ თავადი არს უფალი ღმერთი შენი და თაყუანის-სცე მას. ისმინე, ასულო, რომელნი პირველითგან შენთჳს წინაწარმეტყუელებით ითქუნეს, რაჲთა აწ მეცნიერებისაცა თუალითა იხილნე საქმენი; ისმინე ჩემი, შენდა მიმართ მაუწყებელისაჲ, და მთავარანგელოზისაჲ, რომელი ჭეშმარიტთა საიდუმლოთა ჴმა-მაღლად გითხრობ შენ.

მოვედით უკუე აწ, საყუარელნო, და ჩუენცა წარსწრობილთასა მას მოსაჴსენებელსა მოვისსწრაფოდით და რომელი-იგი იჱსჱს ძირისაგან კუერთხი ესრჱთ დიდებულად აღმოსცჱნდა, ვადიდებდეთ, უგალობდეთ და ვჰნატრიდეთ და ვაქებდეთ. რამეთუ არა იოსებს, არამედ ღმრთის-მშობელსაცა ეწამების ლუკა სახარებასა შინა და მოასწავებს მისა მიმართ დავითისსა მას ნათესობასა და იტყჳს, ვითარმედ: აღმოვიდა იოსებ გალილეაჲთ ქალაქად ჰურიასტანისა, რომელსა ჰრქჳან ბეთლემ, აღწერად მარიამის თანა, რომელიიგი თხოვილ იყო მისა. და იყო იგი მიდგომილ, რამეთუ იყვნეს იგი(ნი) სახლისაგან და ტომისა დავითისა.
და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და შვა ძჱ იგი მისი პირმშოჲ უპირადჱსი ყოველთა დაბადებულთაჲ, და შეხჳა იგი სახუეველითა და მიაწვინა ბაგასა; შეხჳა იგი, რომელმან ყოველი დაბადებული შექმნა; შეხჳა, რომელმან შეიმოსა ნათელი ვითარცა სამოსელი. მიაწვინა ბაგასა ქერობინთა ზედა მჯდომარჱ და ბევრეულთა მიერ ანგელოზთა დიდებულ; პირუტყუთა ბაგასა სიტყუამან ღმრთისამან განისუენა, რაჲთა ნანდჳლვე რომელნი ნებით თჳსით პირუტყუათასა დაეგო ზეცისა იგი პური, რაჲთა პირუტყუთ-სახეთა კაცთა საიდუმლოჲსა მის საზრდელისაჲ მისცეს მისაღებელი. და არცაღა ადგილ მათა სავანესა მას. ადგილი არა აქუნდა, რომელმან ცაჲ და ქუეყანაჲ შეჰმზადა და დაამყარა! ამისთჳს რამეთუ მდიდარი იყო და ჩუენთჳს დაგლახაკნა და სიმდაბლჱ დაუსრულებელი ინება ცხორებისათჳს ბუნებისა ჩუენისა... ზეცას წიაღთა შინა მამისათა, და ქუაბსა შინა მკლავთა ზედა დედისათა განისუენა. ბაგასა ზედა ანგელოზთა კრებული გარემოადგს, ზეცას დიდებასა და ქუეყანასა ზედა მშჳდობასა ახარებდეს. ზეცას მარჯუენით მამისა დაჯდა და ბაგასა შინა ვითარცა ქერობინთა ზედა განისუენებდა. საყდარი იყო ჭეშმარიტად ესეცა ქერობინებრი, საყდარი სამეუფოჲ, წმიდაჲ წმიდათაჲ ქუეყანასა ზედა მხოლოჲ, რომელსა შინა განისუენა ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან.

რამეთუ მისა შუენის ყოველი დიდებაჲ მამისა თანა და სულისა წმიდისა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.



მეორჱ, თქუმული მისივე ხარებისათჳს



დღესასწაულთა ყოველთა და გალობათაჲ ჯერ-არს ჩუენდა მსგავსად მსხუერპლთა შეწირვად ღმრთისა. ხოლო უპირადჱს ხარებაჲ ესე წმიდისა ღმრთის-მშობელისაჲ, რომელ-იგი მთავარანგელოზისა მისგან მისა მიმართ ითქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! ამისთჳს რამეთუ უპირადჱს ყოვლისა საღმრთოჲსა ცხორებისა და მოძღურებისა ახლისა შჯულისა ესე მოივლინა ჩუენდა მამისაგან ნათლისაჲსა, ვითარმედ: გიხაროდენ, მიმადლებულო! "მიმადლებულო" რაჲ თქუა, ყოველივე ბუნებაჲ კაცობრივი გარე-შეიცვა.

გიხაროდენ, მიმადლებულო! წმიდისა მისთჳს მიდგომილებისა და წმიდისა შობისათჳს გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა.

მერმე კუალად მაცხოვარებისასა მას რაჲ ვნებასა მოვიდოდა უფალი ჩუენი, იტყოდა, ვითარმედ: გიხილნე თქუენ და გიხაროდის და სიხარული თქუენი არავინ მიგიღოს თქუენგან.

და მერმე კუალად შემდგომად აღდგომისასა წმიდათა მათ დედათა მიერ ესრე გუახარა ჩუენ, ვითარმედ: გიხაროდენ! ხოლო მათსა მახლობელად მოციქული იტყჳს, ვითარმედ: მარადის გიხაროდენ! მოუკლებელად ილოცევდით, ყოველსა შინა ჰმადლობდით. ჰხედავთა აწ, საყუარელნო, ვითარ გარდარეული იგი და გამოუთქუმელი მადლი განუყოფელად ყოველითა ადგილთა მოგუნიჭა ჩუენ უფალმან! რამეთუ წმიდაჲ მარიამ ჴორცთა შინა რაჲ იყო, უჴრწნელი ცხორებაჲ მოიპოვა და ყოვლითავე სათნოებითა იქცეოდა და ცხონდებოდა რჩეულად.

ამისათჳსცა ღმრთისა მამისა სიტყუამან ჴორცნი შემოსად და სრული კაცებაჲ ჯერ-იჩინა მისგან, რაჲთა რომლისა ჴორცისაგან ცოდვაჲ სოფლად შემოვიდა და ცოდვისაგან - სიკუდილი, მისვე ჴორცისაგან დაისაჯოს ცოდვაჲ იგი ჴორცითა და რაჲთა იძლიოს ცოდვისა იგი განსაცდელი დაფლვითა მით წმიდისა გუამისაჲთა, და დასაბამი აღდგომისაჲ გამოჩნდეს, და ცხოვრებაჲ საუკუნოჲ სოფელსა შინა იქადაგოს, და ღმრთისაჲ კაცთა მომართ იქმნეს ზიარებაჲ.

და რაჲ-მე ვთქუა, ანუ რაჲ-მე დავაკლო, ანუ ვითარ-მე გამოვთქუა საიდუმლოჲ იგი მიუწდომელი? - არამედ აწ რომელსა-ესე ზედა ვდგათ, მასვე ზედა კუალად მოვიდეთ.

ქალწულისა წმიდისა გაბრიელ მოივლინა, უჴორცოჲ ჴორცთა შინა მყოფისა, რომელი მოცვალებულ იყო ცხორებასა უჴრწნელსა, სიწმიდით და სათნოებით ცხონდებოდა.

და მო-რაჲ-ვიდა მისა ანგელოზი იგი, პირველად ესრჱთ ახარა მას და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ ნანდჳლვე სიხარულისა საქმეთა ღირს იქმ, რამეთუ შენ შეუგინებელი იგი სამოსელი გმოსიეს და ცხორებაჲ სიწმიდისაჲ გარე-შეგირტყამს. გიხაროდენ, მიმადლებულო, რომელი ზეცისა მის სიხარულისა დამტევნელი ხარ; გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ შენ მიერ სიხარული ყოველთა დაბადებულთა განეყოფის და ნათესავი კაცთაჲ კუალად მიიღებს დასაბამითგანსა მას პატივსა; გიხაროდენ, მიმადლებულო, რამეთუ მკლავთა შენთა ზედა შემოქმედი ყოველთაჲ ტჳრთად გიც.

ხოლო იგი სიტყუასა მას ზედა შეძრწუნდა, რამეთუ უჩუეველ იყო მამათა მიმართ ზრახვასა, და დუმილსა ვითარცა დედასა გონიერებისასა და სიწმიდისასა მარადის მოიკითხვიდა, წმიდა იყო და უბიწო და შეუგინებელ.

ესე პირისაგან ანგელოზისა არა შესინდა, ვითარცა-იგი მრავალნი წინაწარმეტყუელთაგანნი, რამეთუ ქალწულებაჲ ჭეშმარიტი ანგელოზთა ნათესაობა არს და რამეთუ მოწლედ წმიდაჲ ესე სანთელსა მას ქალწულებისასა იმარხვიდა და მრავალი მოღუაწებაჲ აქუნდა, რაჲთა დაუშრეტელად და შეუგინებელად დაიცვეს.

და ვითარცა-იგი ვის სამოსელი რაჲ ბრწყინვალჱ ჰმოსიენ და ეკრძალებინ, რაჲთა ნუუკუე შეგინებაჲ რაჲმე გინა მწიკულევანებაჲ ვინაჲვე შეეხოს მას, ესეცა წმიდაჲ ესე ქალწული თავით თჳსით განიზრახვიდა და იტყოდა: ნუუკუე ზაკუვულებაჲ რაჲმე აქუნდეს მსახურებასა მას? ნუუკუე ნეტარებაჲ იგი ორგულებით იქმნეს ჩემდა მომართ? ნუუკუე გესლი რაჲმე თაფლსა მას შინა დამალულ არს? ნუუკუე სიტყუაჲ მახარებლისაჲ იყოს და განზრახვაჲ მტყუენველისაჲ? რამეთუ რომელი არა იცის, ვინაჲ მოიკითხავს? ამას თავით თჳსით განიზრახვიდა და იტყოდა.

მაშინ ანგელოზმან მან ღაღატ-ყო მისა მიმართ განუყოფელი იგი სიხარული ყოველთა მორწმუნეთაჲ და ჰრქუა მას: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა, რამეთუ ჩემ მიერ ზეცისანი იგი ძალნი შენ წმიდასა ქალწულსა მოგოკითხვენ, და უფროჲსღა თავადმან, რომელი-იგი უფლებს ყოველთა ზედა ძალთა ცისათა, შენ წმიდაჲ ქალწული ყოვლისაგან დაბადებულისა გამოგირჩია, რაჲთა წმიდისაგან და უბიწოჲსა შეუგინებელისა მუცლისა შენისა ბრწყინვალჱ მარგალიტი გამოვიდეს. რამეთუ რომელი-იგი შენგან იშვეს, მაცხოვარი არს ყოვლისა დაბადებულისა(ჲ). რამეთუ ყოვლისა ბუნებისა კაცობრივსა წმიდაჲცა ესე ქალწული უდიდებულჱს და უწმიდჱს და უპატიოსნე შობილ იყო, ხოლო უბრწყინვალჱს უფროჲს თოვლისა აქუნდა გონებაჲ. რამეთუ ყოვლისა ოქროჲსა გამოცდილისა უწმიდე იყო ჴორცითა მუცელი ესევითარი, რომელცა ეზეკიელ იხილა და მოგუასწავა მსგავსებაჲ მჴეცთაჲ და თავსა აღმატებულად, ვითარცა ხილვაჲ მყინვრისაჲ საშინელისაჲ და მსგავსებაჲ საყდრისაჲ მის ზედა; ვითარცა ხილვაჲ საფირონისაჲ, და ზედა-კერძო საყდარსა მას, ვითარცა ხილვაჲ კაცისაჲ; და ხილვაჲ ილიკტრიონისჲ და მას შიგან ვითარცა ხილვაჲ ცეცხლისაჲ.

ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელმან წმიდისაგან ქალწულისა შობისათჳს ყოველივე ესრე სახედ იხილა, რომელ შენ, წმიდაო ქალწულო, ტჳრთვად ვერ ძალ-გედვა, უკუეთუმცა არა ყოვლითა დიდებითა და სატნოებითა მსგავსად საყდრისა მის ელვარე იპოვე.

რომლითა-მე უკუე შესხმისა სიტყჳთა შევამკოთ ქალწულებისა იგი პატიოსნებაჲ? რომელთა ქებათა ღაღადებითა უჴრწნელსა მას უგალობდეთ ხატსა? ანუ რომლითა-მე სულიერთა გალობათა სიტყჳთა ვადიდებდეთ უფროჲს დიდებულსა მას ანგელოზთასა?

ესე სახლსა შინა ღმრთისასა დანერგულ იყო, ვიტარცა ნაყოფ-მსხმოჲ ზეთისხილი, რომლისა ფარვითა სულმან წმიდამან ძედ და მკჳდრად გჳწოდა ჩუენ სასუფეველსა ქრისტჱსსა. ესე -მარადის შუებული უჴრწნელებისა სამოთხჱ, რომელსა შინა ცხოველს-მყოფელი იგი ხჱ დაენერგა და ყოველთავე მოგუანიჭებს უკუდვებისა ნაყოფსა. ესე - ქალწულთა სიქადული, მორწმუნეთა სიხარული; ესე - მორწმუნეთა სიმტკიცჱ და ღმრთის - მსახურთა სათნოებაჲ; ესე _ ჭეშმარიტებისა სამოსელი და სათნოებისა საყოფელი; ესე - წყაროჲ დაუწყუედელი, რომელსა შინა ცხოველი იგი წყალი აღმოეცა, უფლისა იგი ჴორცითა მოსლვაჲ; ესე - სიმართლისა ზღუდე.

და რავდენნი ამისა იქმნეს ტრფიალ და ჭეშმარიტებისა მის ქალწულებისა გული უთქუამს, ანგელოზთასა მას შებმა-უყვეს მადლსა; რავდენნი ღჳნოსა და სიმთრვალესა და თაფლუჭისა შუებასა განეშორნენ, ცხოვრებისა შემოსილისა ნერგითა იშუებდენ; რავდენთა სანთელი იგი ქალწულებისაჲ დაუშრეტელად დაიმარხეს, დაუჭნობელი იგი უჴრწნელებისა გჳრგჳნი დაიდგან; რავდენთა სიწმიდისა იგი შეუგინებელი მოიგეს სამოსელი, უჴრწნელსა მას სიმართლისა სასძლოსა მიიყვანნენ; რავდენი ანგელოზთასა მას წესსა უმახლობელე იქმნენ, უმჯობჱს უფლისა მიერ თქმულისა მის ნეტარებისა იშუებდენ; რავდენთა ბრწყინვალჱ იგი ზეთი გონებისაჲ და იჭჳსა განწმედილი საკუმეველი მოიპოვონ, სულნელებისა იგი სულიერისა შვილებისაჲ დაიმკჳდრონ აღთქუმაჲ; რავდენი ხარებასა წმიდისა ღმრთის-მშობელისასა დღესასწაულობდენ უსაკუთრჱს ხარებისა მის, რომელი-იგი თქუა: "გიხაროდენ' მიმადლებულო", მიიღონ სასყიდლისა კუალად-გებაჲ. ჯერ-არს უკუე ჩუენდა დღესასწაულობად ესე დღესასწაული, რამეთუ სიხარულითა და მხიარულებითა აღავსო ყოველი სოფელი.

ხოლო ვდღესასწაულობდეთ ჩუენ ფსალმუნითა და ქებითა და გალობითა სულიერითა. დღესასწაულობდა ოდესმე ისრაელიცა, არამედ უცომოჲთა და ველის-ყრდელითა, რომელთათჳს წინაწარმეტყუელი იტყჳს: გარდავაქცინე დღესასწაულნი მათნი გლოვად და სიხარული მათი _ მწუხარებად.

ხოლო ჩუენნი მწუხარებანი უფალმან ჩუენმან ნაყოფთაგან სინანულისათა სიხარულად გარდააქცინა, რამეთუ აქუნდა პირველსა მას შჯლსა სამართალი მსახურებათაჲ, ვითარცა-იგი მამათ-მთავრისა ჩუენისა აბრაჰამისი. არამედ სალმობითა ჴორციელებრითა და ტკივილითა წინა-დაცუეთისაჲთა ვიდრე ჟამთა აღსღსრულებადმდე, რამეთუ მათ შჯული მოსჱს მიერ მოეცა. ხოლო ჩუენდა ჭეშმარიტებაჲ იესუ ქრისტჱს მიერ მონიჭებულ არს; ყოველთა კეთილთა დასაბამ ჩუენდა მომართ ხარებაჲ იქმნა წმიდისა ქალწულისა და მიმადლებულისა, მრავალ-საგალობელი ესე მაცხოვრისა ჩუენისა მოღუაწებაჲ, საღმრთოჲ იგი მისი და უფროჲ დიდებული მოღუაწებაჲ.

ამიერ აღმოგჳბრწყინდებიან ჩუენ საცნაურისა მის ნათლისა მზისთუალნი; მიერ აღმოგჳცჱნდების ჩუენ წყაროჲ იგი სიბრძნისაჲ, ბრკინვალედ და წმიდად გამოადინებს ღმრთის მსახურებისათა მათ ნაკადულთა; ამიერ აღმოგჳბრწყინდებიან ჩუენ საფასენი იგი ღმრტის მეცნიერებისანი, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნჱ ესე არს, რაჲთა უწყოდით ჭეშმარიტი ღმერთი და რომელი მოავლინა _ იესუ ქრისტჱ.

და მერმე იტყჳს, რამეთუ: გამოიძიეთ წიგნთაგან, ვითარმედ მათ შინა ელით ცხორებასა საუკუნესა. ამისთჳს რომელნი გამოეძიებენ საღმრთოთა სიტყუათა, გამოეცხადების მათ საუნჯჱ იგი ღმრთის მსახურებისაჲ. საფასჱ დაგჳფინა ჩუენ ღმრთის სულთაჲ მათ წიგნთაჲ ნუგეშინის-მცემელმან. საფასე იყავნ ჩუენდა სიბრძნის და წინაწარმეტყუელთა, გინათუ სახარებისაჲ და მოციქულთაჲ, რაჲთა გუაქუნდეს ჭეშმარიტისა ცხოვრებისა სასოებაჲ. რამეთუ წმიდათა წინაწარმეტყუელთა და მოციქულთა ენითა ჩუენ უფალი გუზრახავს, წმიდათა ჴმითა ღმერთი იშუებს. არა თუ სიტყუათაჲ იგი უჴმს, არამედ მორჩილებასა მას ზედა იხარებს; არა თუ ნაყოფ რაჲმე აქუს კაცთაგან, არამედ გონიერსა მას ზედა სულსა მართალსა განისუენებს; არა თუ რომლითა-იგი ჩუენ უგალობთ ქრისტჱ იდიდების, არამედ რომლითა-იგი ჩუენ კეთილი გუეყოფის, ქველის-მოქმედებასა მას მისსა მორჩილებით ვქადაგებთ; არა თუ რაჲთა პატიოსნებასა მას მისსა მივიწინეთ, არამედ რაჲთა მსგავსად ძალისა თანა-ნადები იგი გარდავიჴადოთ. ხოლო რაჟამს აღმოიკითხვებოდის სახარებაჲ, გინა თუ სამოციქულოჲ, ნუ წიგნსა მას ხედავ, ნუცა მკითხველსა მას, არამედ ზეცით გამო მეტყუელსა მას, რამეთუ წიგნი არს, რომელსა-იგი ხედავ, ხოლო ქრისტჱ არს, რომელი ღმრთის-მეტყუელებით იქადაგების. გუახარებს ჩუენ მრავალ-საგალობელსა მას მაცხოვრისა მოღუაწებასა, რამეთუ ღმერთი იყო და კაცთ-მოყუარებისათჳს კაც იქმნა; არა თუ პირველ საუკუნითგანი იგი პატივი განიშორა, არამედ მაცხოვარებისა იგი მოღუაწებაჲ შეიმოსა.

გუახარებს ჩუენ მრავალ-საგალობელსა მას მაცხოვრისა ჩუენისა განგებულებასა, რამეთუ უძლურთა მკურნალი მოვიდა; არა თუ წამლითა ჰკურნებს, არამედ წამის-ყოფითა კაცთ-მოყუარებისაჲთა ყოველთავე განჰკურნებს.

გუახარებს ჩუენ მრავალ-საგალობელსა მაცხოვრისა მოღუაწებასა, რამეთუ შეცთომილთა გზაჲ გამოუჩნდა, განწირულთა _ მაცხოვარებისა იგი მადლი, რომელი მრავალ-ფერად ყოველთავე შეეწევის: შეცთომილთა ეძიებს, დაბნელებულთა განანათლებს, მონათა განათავისუფლებს, მომწყუდართა განაცხოველებს, ტყუეთა გამოიჴსნის ყოვლად, ჩუენ ყოველთა გუექმნა გზა ცხოვრების არა თუ ჩუენისა გონიერებისათჳს ყოველსავე იქმოდა მაცხოვარი ჩუენი; არა თუ რაჲთა თავისა თჳსისა ივაჭროს სათნოებაჲ, არამედ რაჲთა ჩუენ ცხოვრებაჲ საუკუნოჲ მოგუანიჭოს. რამეთუ ხატად ღმრთისა დაჰბადა კაცი და სამოთხესა შინა საშუებლისასა უბრძანა, რაჲთა იქცეოდის; ხოლო შურითა რაჲ ეშმაკისაჲთა სცთა და ღმრთის მცნებასა გარდამავალ იქმნა, საშჯელსა შევარდა სიკუდილისასარომლისათჳსცა შემდგომითი შემდგომად მისნი შობილნი მამულსა მას თანა-ნადებსა ქუეშე დაკირთებულ იყვნეს და სასჯელისა ზღვევაჲ იგი ძიებით მიეჴადებოდა. რამეთუ სუფევდა სიკუდილი ვიდრე მოსჱსამდე, ხოლო კაცთ-მოყუარემან ღმერთმან იხილა რაჲ თჳსი იგი შექმნული სიკუდილისაგან ძლეული, არა სრულიად გარე-მიიქცა მისგან, რომელი-იგი ხატად თჳსა შექნა, არამედ ნათესავითი ნათესავად მოხედვაჲ არა დააკლო, რამეთუ პირველად მამათა ეჩუენებოდა და შჯულსა შინა იქადაგებოდა და წინაწარმეტყუელთა მიერ მსგავსებით მაცხოვარებისა მოღუაწებასა მას წინავე გუაუწყებდა.
ხოლო რაჟამს მოიწია აღსავსებაჲ იგი ჟამთაჲ დიდებულისა მის მოსლვისა მისისაჲ, მთავარანგელოზი მახარებელად წმიდისა ქალწულისა წინაჲსწარ მოივლინა, ხოლო იგი გამოუთქუმელთა მათგან რაჲ ზეცისა ძალთა მოვიდა წმიდისა მის, პირველად "გიხაროდენ, მიმადლებულო" მისსა მიმართ ღაღატ-ყო.

ხოლო მას ვითარცა ესმა, ვითარმედ: "გიხაროდენ, მიმადლებულო", მეყსეულად სასმენელით შევიდა სული წმიდაჲ შეუგინებელსა მას ტაძარსა ქალწულისასა და განწმიდა ბუნებაჲ მისი ასოთა თანა და დადგა ბუნებაჲ წინაშე მისა; განკრთომით ხედვიდა უფალსა მას ბუნებათასა უფროჲს ბუნებისა საკჳრველთ-მოქმედებასა გუამსა შინა. და რომლითა საჭურველითა ეშმაკი იღუწიდა ჩუენდა მომართ, მითვე საჭურველითა ქრისტემან ჩუენ გჳჴსნნა: შეიმოსნა მსგავსად ჴორცნი, რაჲთა ნაკლულსა მას უმეტჱსი მოანიჭოს მადლი. და ვინაჲ-იგი აღემატა ცოდვაჲ, უფროჲს გარდაემატა მადლი.

შემსგავსებულად მადლი იგი წმიდისა ქალწულისა მოივლინა, რამეთუ ესრე აქუს ხარებისა მას სიტყუასა მოსწავებაჲ, ვითარმედ: თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ქალწულისა, თხოვილისა ქმრისა, რომლისაჲ სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა; და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ. ესე პირველი თუჱ წმიდისა მის მიმართ, ვითარცა იტყჳს წერილი შჯულსა შინა, ვითარმედ: ესე თუჱ _ თავი თუეთაჲ, ვნებაჲ წმიდაჲ, დღესასწაულობდით უფლისა ნათესავთა შორის თქუენთა. ხოლო მეექუსედ თუედ ზაქარიაჲს მიმართ იტყჳს. და რამეთუ ჭეშმარიტად წმიდაჲ ესე ქალწული ნათესავისაგან დავითისა იყო და ბეთლემი მამულ ეყო და იოსებს მსგავსად შჯულისა ნათესაობით სამართლად მითხოვილ იყო; სიძჱ იგი და უჴრწნელებისა საუკუნოჲსა თანა-მყოფ.

ხოლო წმიდასა მას ქალწულსა ფრიად შემსგავსებული სახელი, რამეთუ მარიამ ეწოდა, რომელი ითარგმანების "განმანათლებელ". და რაჲ-მე უბრწყინვალჱს არს ქალწულებისა ნათლისა, რომლისაგან სათნოებათაცა ქალწულად უწესედ, რომელნი ბუნებათა მათთა სახიერად მიუთხრობედ!
უკეთუ ესოდენ კეთილ არს გული ქალწულად პყრობად, რავდენ უფროჲს, უკეთუ ჴორცთა სულისა თანა ქლწულებაჲ დაიმარხონ! ეგრეცა წმიდაჲ ესე ჴორცთა რაჲ შინა იყო, უჴრწნელი ცხორებაჲ მოიპოვა და მთავარანგელოზისა მის მიერ თქუმულთა სარწმუნოებით შეიწყნარებდა .
...

(სრულად იხილეთ ტექსტი :
http://library.church.ge/index.php?option=...GH9wHA.facebook )


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 7 2014, 10:15 AM
პოსტი #26


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



IPB-ს სურათი

ყველას გილოცავთ ხარების უმშვნიერეს დღესასწაულს. წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი იყოს ჩვენი სულებისთვის სიმიშვიდის გაბრწყინების და აღმასვლის მახარებელი. ამ დღის მადლი ფარავდეს ჩვენ ოჯახებს და მთლიანად საქართვველოს kiss1.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Apr 7 2014, 12:36 PM
პოსტი #27


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



მეც გილოცავთ. გახარებულები გამყოფოთ უფალმა. kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 02:47 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი