IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ხოჭო, ანუ ევოლუციის თეორიის პრობლემები
ევოლუციის შედეგი თუ ღვთის ქმნილება?
თქვენი აზრი ადამიანის წარმოშობის შესახებ
ადამიანი ღვთის ქმნილებაა და შეიქმნა ყოველგვარი ევოლუციის გარეშე, დამოუკიდებლად(ღვთის მიერ) [ 21 ] ** [65.62%]
ადამიანი ევოლუციის შედეგად განვითარდა მაიმუნისგან [ 4 ] ** [12.50%]
არ ვიცი [ 3 ] ** [9.38%]
არ მაინტერესებს [ 0 ] ** [0.00%]
სხვა ვარიატი (დაწერეთ ქვემოთ) [ 4 ] ** [12.50%]
სამყაროს ასაკი
მილიარდობით წელი, განვითარდა შემთხვევით [ 4 ] ** [12.50%]
რამოდენიმე ასეული ათასი წელი, შემთხვევით განვითარდა [ 1 ] ** [3.12%]
დაახლოებით 7000 დან 10000 წლისაა და შეიქმნა გონიერი არსების (ღმერთის) მიერ [ 12 ] ** [37.50%]
არ ვიცი [ 9 ] ** [28.12%]
სხვა ვარიანტი (დაწერეთ ქვემოთ) [ 6 ] ** [18.75%]
სულ ხმები:: 64
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
orthodox-georgia
პოსტი Sep 16 2009, 05:12 PM
პოსტი #1


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ყველას შეგახსენებთ, რომ პოლს (ორივეს) აქვს ერთერთი პასუხის ასეთი ფორმულირება: სხვა ვარიანტი (დაწერეთ ქვემოთ). ვისაც არ გაკმაყოფილებთ პოლში არსებული ვარიანტები აირჩიეთ ეს პასუხი და ნუ იქნება შემდეგ პრეტენზიები პოლის არასრულყოფილებაზე!!!


ევოლუციაზე არის თემა, მაგრამ ვთვლი, რომ გამოკითხვა, რომელიც იმ თემაშია არაა სრულყოფილი; ასევე ამ თემის გახსნა გადავწყვიტე, რადგან ის თემა ემსახურება ევოლუციის თეორიის პოპულარიზაციას, ეს კი პირიქით, კრეაციონიზმის. ამიტომ მოდერატორებს ვთხოვ არ შეაერთონ ეს 2 თემა.


ახლა გადავიდეთ საქმეზე. გაინტერესებთ ალბათ რატომ აქვს ამ თემას ასეთი უცნაური სათაური biggrin.gif
იმიტომ, რომ პირველ პოსტში ზუსტადაც რომ ხოჭოზე მექნება საუბარი biggrin.gif

ევოლუციური მოძღვრების ერთ ერთი რთული პრობლემა ერთობ არაჩვეულებრივი ორგანოების მქონე დიდი რაოდენობის მცენარეებისა და ცხოველების არსებობაში მდგომარეობს. ევლუციის თეორიას არ შეუძლია მატი წარმოშობის დამაჯერებელი ახსნა. მრავალთაგან ერთ-ერთ ასეთ უცნაურ მაგალითად ხოჭო გამოგვადგება.
IPB-ს სურათი
ეს ხოჭო ცნობილია ხოჭო ბომბარდირის სახელით და საკმაოდ გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს. როცა "ხოჭო ბომბარდირს" მტერი თავს ესხმის, იგი მტრისკენ ანალური ხვრელის მახლობლად განლაგებულ პატარა ლულაკებს მიმართავს. შემდეგ ამას პატარა ზალპი მოსდევს. მდუღარე მომწამვლელი სითხე მტერს ესევა და მასში ტკივილს და დამწვრობებს იწვევს. ჰაერთან შეხებისას გამოშვებული სითხე მოცისფრო ორთქლის ღრუბელს ქმნის.. ეს "ორთქლის ფარდა" ხოჭოს მტაცებლის შეშინებაში ეხმარება(რაც აიძულებს მტერს უკან დაიხიოს), ამასობაში კი ხოჭო თავს უშველის. შემინდეთ რომ დაწვრილებით ვწერ ამ ყველაფერს, მაგრამ საჭიროა. სადაც ამდენი წაიკითხეთ, დანარჩენზეც ნუ იტყვით უარს
ამ ხოჭოს აქვს ორი ტიპის ჯირკვალი, რომლებიც სითხეს გამოიმუშავებენ. ეს სითხე სპეციალურ ტომრებში ინახება და საჭიროების შემთხვევაში ნამდვილ "წვის კამერაში" გადმოედინება. ამას მაშინვე გასროლა მოყვება, რის წყალობითაც სითხე ანალური ხვრელიდან გამოიყოფა. ყოველივე ეს თხევადი საწვავის მქონე საკეტის მექანიზმს გვაგონებს. სითხე წარმოადგენს მომწამვლელ ნარევს: 10% ჰიდროქინონსა და 28 % წყალბადის ზეჟანგს. ექსპერიმენტული ცდისას ასეთი ნარევი მყისიერად ფეთქდება, ხოჭო კი ამ ნარევს იმ ნივთიერებებთან ერთად ინახავს, რომელიც აფეთქებას უშლის ხელს. როცა ნარევი "წვის კამერაში"მოხვდება, შემაყოვნებელი ნივთიერება ნეიტრალიზდება და ხდება აფეთქება. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება მსგავსი სისტემა მუტაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის გზით წარმოშობილიყო. ხოჭოს უნდა განევითარებინა არა მარტო შესაბამისი ორგანოების მთელი კომპლექსი: ჯირკვლები, შემგროვებელი ტომრები, "წვის კამერები" და მილები, არამედ ერთდროულად 4 ქიმიური ნივთიერების: ჰიდროქინონის, წყალბადის ზეჟანგის, შემაკავებელი და მანეიტრალიზირებელი ნივთიერებების ქონა უზრუნველეყო. როგორ შეიძლებოდა ხოჭოს სუფთა შემთხვევითობის წყალობით ოთხივე ნივთიერების ზუსტი შეფარდებისთვის მიეღწია? გარდა ამისა, საჭიროა მათი საჭირო ადგილას საჭირო დროს შერევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ხოჭოს საკუთარი სიცოცხლით ზღვევა მოუწევს!
ნუთუ ეს რთული მექანიზმი თანდათანობით, ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა? წარმოვიდგინოთ რომ ხოჭომ ყველა ეს აუცილებელი ორგანო განავითარა (რაც შეუძლებელია), მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებს საჭირო სითხეებს. აი, მტრის ოახლოებისას ის მიმართავს მისკენ თავის ლილვებს, მაგრამ........ არაფერი არ ხდება, რადგან იარაღი ჯერ კიდევ არაა მზად. "ამ" და ხოჭო უკვე აღარ არის biggrin.gif . ნუ კარგით, ვთქვათ და რაღაცა სასწაულით ხოჭო გადარჩა და ასევე სასწაულით შეძლო და "ისწავლა" 2 ქიმიური ნივთიერების დამზადება და მათი ტომარაში შენახვა. "ბახ", მოხდა აფეთქება და აღარაა ხოჭო (საწყალი user.gif ). და კიდევ მრავალი თაობა ეწირება ამ ამბავს მანამ, სანამ ხოჭოს შემაკავებელი ნივთიერება არ გამოუმუშავდება! აგერ ბატონო, აღარ ხდება აფეთქებები და ხოჭომაც ამოისუნთქა. ის ხედავს მისკენ მომავალ მტერს, მიმართავს თავის ლულებს მტრისკენ, მაგრამ........ ისევ არაფერი არ ხდება (თუ არ ჩავთვლით "ამ"-ს და მტაცებლის ნასიამოვნებ სახეს biggrin.gif ). საწყალ ხოჭოს ხომ ჯერ არ დაუხვეწავს შემაკავებლის ნეიტრალიზები მექანიზმი. ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ეს აფეთქებული და/ან შეჭმული ხოჭო მაინც აგრძელებდა შთამომავლობის მოცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენებოდა, ამოწყდებოდა!
ბოლოს და ბოლოს ყველა აუცილებელი კომპონენტი ხოჭოს განკარგლებაშიაყველა საჭირო ორგანო და ქიმიური ნითიერება, მაგრამ დარჩა სულ 2 ხოჭო, მამრი და მდედრი. მამრს უახლოვდება მომხიბლავი მდედრი, მაგრამ აქ ხდება ყველაზე უარესი sad.gif . მამრი მიმართავს მისკენ თავის ლილვებს და ესვრის! ოჯახის შექმნის ერთადერთი შანსი სამუდამოდ დაკარგულია (ბოდიშით, ჰეპი ენდი არ გამოვიდა biggrin.gif ). აღმოჩნდა, რომ მას ჯერ კიდევ არ გამოუმუშავდა ყველაზე რთული, გამოცნობის მექანიზი: როდის და ვის ესროლოს. ამ მექანიზმის გარეშე კი სამწუხაროდ გადაშენება არ ასცდება

მოკლედ ამ პატარა მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელია ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი სამყარო შემთხვევით შექმნილიყო
ეხლა დავისვენებ ცოტას და მერე კიდევ დავწერ საინტერესო მასალებს smile.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Sep 16 2009, 05:20 PM
პოსტი #2


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



აუუუუუუუუუუუ, ვიკივლე ახლა biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Sep 16 2009, 05:23 PM
პოსტი #3


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა
აუუუუუუუუუუუ, ვიკივლე ახლა

რატო?


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 16 2009, 05:24 PM
პოსტი #4


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



თამარი_ცქნაფო
ციტატა
აუუუუუუუუუუუ, ვიკივლე ახლა

რაღა გიჭირს, განყოფილებაში ხოჭო ამფეთქებელიც მოგემატა biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Sep 16 2009, 06:06 PM
პოსტი #5


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



orthodox-georgia



ციტატა
მაგრამ დარჩა სულ 2 ხოჭო, მამრი და მდედრი. მამრს უახლოვდება მომხიბლავი მდედრი


user.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 16 2009, 06:09 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



orthodox-georgia
ხოჭოს შემდეგ ასეთი მძიმე დასკვნა საიდან?
ციტატა
შეუძლებელია ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი სამყარო შემთხვევით შექმნილიყო
ეხლა დავისვენებ ცოტას და მერე კიდევ დავწერ საინტერესო მასალებს

და არ შეიძლებოდა უფალს კოდირებულად (როგორც ადამიანი - განაყოფიერების შემდეგ ერთი უჯრედია, მაგრამ მასში კოდირებულია მთელი განვითარების გზა) ჩაედო ცოცხალ ორგანიზმებში ევოლუციურად განვითარება??


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 16 2009, 06:44 PM
პოსტი #7


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



orthodox-georgia


მხოლოდ ერთს გეტყვი, კიდევ ერთხელ ავღფრთოვანდი შექმნისლის სრულყოფილებით . სამედიცინოზე ვსწავლობდი, ადამიანის ანატომიის შესწავლისას აღფრთოვანების გრძნობა სრულყოფი სისტემების გამო არ ნელდებოიდა.

ევოლუციის საკიტხში, ტავს შევიკავებ. არ ვარ კომპეტენტური. არ ვიცი დაგეთანხმო თუ არა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 16 2009, 07:56 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
და არ შეიძლებოდა უფალს კოდირებულად (როგორც ადამიანი - განაყოფიერების შემდეგ ერთი უჯრედია, მაგრამ მასში კოდირებულია მთელი განვითარების გზა) ჩაედო ცოცხალ ორგანიზმებში ევოლუციურად განვითარება??


რა თქმა უნდა შეიძლებოდა... და მაგას ამბობს ეგ კაქციც ალბათ... რომ წინასწა განსაზღვრული კოდირება არა, მასეთი სახის ხოჭოს ფორმირება შემთხვევითი ევოლუციით პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა...

ანუ მაგის ალბათობა ძალიან მცირეა... (თუმცა მაინც შესაძლებელი)


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 16 2009, 08:14 PM
პოსტი #9


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანონისტი
ციტატა
და არ შეიძლებოდა უფალს კოდირებულად (როგორც ადამიანი - განაყოფიერების შემდეგ ერთი უჯრედია, მაგრამ მასში კოდირებულია მთელი განვითარების გზა) ჩაედო ცოცხალ ორგანიზმებში ევოლუციურად განვითარება??




სწორედ, ამის დადასტურებას ცდილობსეს პატიოსანი კაცი რომ ევოლუციას ვერ გაუძლებდაო. თუმცა,, ვინ იცის ეგებ ეს ყველა მეზანიქმი თავიდანვე ასე ჰქონდა და ევოლუცია, სულ სხვა სახით გამოიხატა, მაგალიტად, დიდი იყო და დაპატარავდა, ან კიდევ... მოკლედ, აწი ტქვენ ამუშავეთ ფანტაზია.

ციტატა
ნუთუ ეს რთული მექანიზმი თანდათანობით, ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა? წარმოვიდგინოთ რომ ხოჭომ ყველა ეს აუცილებელი ორგანო განავითარა (რაც შეუძლებელია), მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებს საჭირო სითხეებს. აი, მტრის ოახლოებისას ის მიმართავს მისკენ თავის ლილვებს, მაგრამ........ არაფერი არ ხდება, რადგან იარაღი ჯერ კიდევ არაა მზად. "ამ" და ხოჭო უკვე აღარ არის . ნუ კარგით, ვთქვათ და რაღაცა სასწაულით ხოჭო გადარჩა და ასევე სასწაულით შეძლო და "ისწავლა" 2 ქიმიური ნივთიერების დამზადება და მათი ტომარაში შენახვა. "ბახ", მოხდა აფეთქება და აღარაა ხოჭო (საწყალი ). და კიდევ მრავალი თაობა ეწირება ამ ამბავს მანამ, სანამ ხოჭოს შემაკავებელი ნივთიერება არ გამოუმუშავდება! აგერ ბატონო, აღარ ხდება აფეთქებები და ხოჭომაც ამოისუნთქა. ის ხედავს მისკენ მომავალ მტერს, მიმართავს თავის ლულებს მტრისკენ, მაგრამ........ ისევ არაფერი არ ხდება (თუ არ ჩავთვლით "ამ"-ს და მტაცებლის ნასიამოვნებ სახეს ). საწყალ ხოჭოს ხომ ჯერ არ დაუხვეწავს შემაკავებლის ნეიტრალიზები მექანიზმი. ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ეს აფეთქებული და/ან შეჭმული ხოჭო მაინც აგრძელებდა შთამომავლობის მოცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენებოდა, ამოწყდებოდა!



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 16 2009, 10:41 PM
პოსტი #10


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



orthodox-georgia
ევოლუციია ტუ არა მაშ რა?

შენ გგონია ხოჭოს უკანალში, ბომბდამშენი მექანიზმი, თავისი ანტიდეტონატორით, ღმერთმა ჩაუმონტაჟა?

ფხკ biggrin.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 16 2009, 10:57 PM
პოსტი #11


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(orthodox-georgia @ Sep 16 2009, 05:12 PM) *


ნუთუ ეს რთული მექანიზმი თანდათანობით, ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდა? წარმოვიდგინოთ რომ ხოჭომ ყველა ეს აუცილებელი ორგანო განავითარა (რაც შეუძლებელია), მაგრამ ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებს საჭირო სითხეებს. აი, მტრის ოახლოებისას ის მიმართავს მისკენ თავის ლილვებს, მაგრამ........ არაფერი არ ხდება, რადგან იარაღი ჯერ კიდევ არაა მზად. "ამ" და ხოჭო უკვე აღარ არის biggrin.gif . ნუ კარგით, ვთქვათ და რაღაცა სასწაულით ხოჭო გადარჩა და ასევე სასწაულით შეძლო და "ისწავლა" 2 ქიმიური ნივთიერების დამზადება და მათი ტომარაში შენახვა. "ბახ", მოხდა აფეთქება და აღარაა ხოჭო (საწყალი user.gif ). და კიდევ მრავალი თაობა ეწირება ამ ამბავს მანამ, სანამ ხოჭოს შემაკავებელი ნივთიერება არ გამოუმუშავდება! აგერ ბატონო, აღარ ხდება აფეთქებები და ხოჭომაც ამოისუნთქა. ის ხედავს მისკენ მომავალ მტერს, მიმართავს თავის ლულებს მტრისკენ, მაგრამ........ ისევ არაფერი არ ხდება (თუ არ ჩავთვლით "ამ"-ს და მტაცებლის ნასიამოვნებ სახეს biggrin.gif ). საწყალ ხოჭოს ხომ ჯერ არ დაუხვეწავს შემაკავებლის ნეიტრალიზები მექანიზმი. ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ეს აფეთქებული და/ან შეჭმული ხოჭო მაინც აგრძელებდა შთამომავლობის მოცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენებოდა, ამოწყდებოდა!




ყველა ნივთიერება ხოჭოს საკვების შედეგად უგროვდება... ის ნივთიერება რომელიც ხოჭოს აფეთქებას გამოიწვევდა ევოლუციის საწყის ეტაპზე, ჩაითვლებოდა უვარგისი საკვების შედეგად... ანუ მომწამვლელ საკვებად.

მეხსიერება ხოჭოსაც აქვს და იმ საკვებს რომელსიც არ რგებს, არ მიეკარებიან მისი ტაობები, მიჩნეულ იქნება მომწამვლელად.. ეს გენეტიკურად გადაეცემა თაობიდან თაობებში.

უნდა ვაღიაროთ რომ ადამიანის ორგანიზმშიც ხდება ფეთქებადი აირების, თავისუფალი რადიკალების, მომწავმლელი ნივთიერებების წარმოშობა... და მათი ნეიტრალიზაცია გლუტათიონის, ანტიტოქსინების, ქიმიური რეაქციების მეშვეობით.

ხოჭოს ევოლუციის შემთხვევაშI ასე იმსჯელე: 1) ხოჭოს რაციონმა განაპირობა ჯერ გამანეიტრალებელი ნივთიერების წარმოწმნა... 2) გამანეიტრალებელი ნივთიერების არსებობის გამო იმ რაციონის მიღება რომელსაც ფეთქებადი ნივთიერების კუმულაცია შეეძლო უხიფათო გახდა, ანუ საჭმელად ვარგისი... (მოგეხსენებათ რომ სამყარო მიდრეკილია რესურსების მთლიანად ათვისებისკენ და ცირკულაციისკენ, შესაბამისად თუ ხოჭომ შეძლო ისეთი არაკონკურენტული რესურსის გამოყენება გამანეიტრალებელი ნივთიერებების ხარჯზე, ამ საკვების მასიური მომხმარებელი გახდება კიდეც) 3) დროთა განმავლობაში ხოჭომ ისწავლა რომ მის მიერ გამოყოფილი ფეკალები პიროტექნიკულია და სცადა მაშინ მოესაქმა როცა ეშინოდა თავდასხმის tongue.gif 4) თანდათან დახვეწა შესაძლებლობა თაობიდან თაობაში და აქედან წარმოიშვა ის მშვენიერი ბომბდამშენი აპარატი რომლის ცამონტაჟებასაც ღმერთს აბრალებთ tongue.gif

ლოგიკის ასეთი ჯაჭვი უფრო რეალურია ვიდრე ზემოტ მოყვანილი მაკრიტიკებელი ისტორია ხოჭოს უბედურების შესახებ tongue.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 17 2009, 12:03 AM
პოსტი #12


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



orthodox-georgia

ძალიან საინტერესო ალტერნატიული თემაა და არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი.

უპირველეს ყოვლისა დავიწყებ მეორე შეკითხვით, რადგან აქ გაცილებით ზუსტ მეცნიერებთან გვაქვს საქმე, რასაც ძალიან კონკრეტულად შეუძლია გაგვცეს პასუხი რიცხვების დონეზე.

მაშ, ასე:
ციტატა
სამყაროს ასაკი

ციტატა
სხვა ვარიანტი (დაწერეთ ქვემოთ)

სამყარო ასაკი განისაზღვრება მილიარდობით წლით, (უფრო ზუსტად 13.7 მლრდ წელი) განვითარდა ინტელექტუალური სუბსტანციის ანუ ღმერთის მიერ ლოგიკური ფიზიკური პროცესების შედეგად.

სამწუხაროდ გამოკითხვა ძალიან ცუდად არის შედგენილი და სამყაროს მილიარდობით წლიან ასაკს უკავშირდება მხოლოდ შემთხვევითობა, ხოლო ღმერთი (გონიერი არსება) უკავშირდება მხოლოდ სამარცხვინო 7.000 - 10.000 წლიან ასაკს, რომლის რეალურად დაჯერება მიუთითებს საშუალო სკოლის პროგრამის დონეზე ელემენტარული ფიზიკის და ასტრონომიის საფუძვლების არ ცოდნას, რაც უხერხულიც კი არის ოდნავ განათლებული ადამიანისთვის.

ეს არის რადიოგალაქტიკა MRC 1138-262. გალაქტიკებამდე მანძილის გაზომვის სხვადასხვა ძალიან ზუსტი მეთოდები არსებობს (სპექტრული, ოპტიკური და ა.შ.). ამ გალაქტიკამდე მანძილი არის დაახლოებით 11 მილიარდი სინათლის წელი, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ ტელესკოპებში შეგვიძლია გადავუღოთ მას ფოტოსურათი, როგორაც ის გამოიყრებოდა 11 მილიარდი წლის წინ. უფრო ახალი სახით მას ვერ დავინახავთ, რადგან სინათლე და შესაბამისად ინფორმაცია სამყაროში მოძრაობს სინათლის სხივის სიჩქარით, რასაც სწორედ რომ 11 მილიარდი წელიწადი სჭირდება მოაღწიოს ჩვენემდე და დაგვანახოს არსებული გალაქტიკა.

IPB-ს სურათი

და აი ამ ყველაფრის შემხედვარემ, როგორ უნდა თქვა რომ სამყარო 7 ათასი წლის არის ან თუნდაც 10 ათასის ან შენ წარმოიდგინე თუნდაც 10 მილიონის??? როგორ შეიძლება სამყარო იყოს 7000 წლის და ამ დროს შენ მილიარდობით წლის წინანდელ გალაქტიკებს ხედავდე???

ძალიან სირცხვილია ადამიანმა რომ დაიჯეროს სამყაროს რამოდენიმე ათასწლიანი ასაკი, თითქმის ისეთივე სირცხვილია რომ დაიჯეროს რომ დედამიწა ბრტყელია. yes.gif არსებითი განსხვავება არ არის. no.gif

რაც შეეხება მეორე კითხვას:
ციტატა
თქვენი აზრი ადამიანის წარმოშობის შესახებ

ციტატა
სხვა ვარიატი (დაწერეთ ქვემოთ)

ადამიანი ღვთის ქმნილებაა და შეიქმნა ევოლუციით, ინტელექტუალურ-ლოგიკური ფორმაციის შედეგად.
ამ გამოკითხვას არა უშავს მეორე გამოკითხვასთან შედარებით, რადგან ისეთი აბსურდი მაინც არ წერია, როგორიც თავის თავშივე არის სამყაროს 7 ათასწლიანი ასაკი. აქვე დავუმატებდი, რომ ძალიან მყვირალა პასუხის პირველი ვერსიის შემდეგ: "ადამიანი ღვთის ქმნილებაა და შეიქმნა ყოველგვარი ევოლუციის გარეშე, დამოუკიდებლად(ღვთის მიერ)" - აბსოლუტურად მოკლებულია პასუხის მეორე ვერსია ღმერთის, ინტელექტუალური სუბსტანციის ან შენ როგორც უწოდებ გონიერი არსების ცნებას. თითქოს არ შეიძლება, რომ ევოლუციით ფორმირებულიყო ადამიანი გონიერი არსების (ღმერთის) მიერ...

ახლა რაც შეეხება თემას და რაც შეეხება ხოჭოს საკითხს:
ციტატა
ეს ხოჭო ცნობილია ხოჭო ბომბარდირის სახელით და საკმაოდ გავრცელებულ სახეობას წარმოადგენს. როცა "ხოჭო ბომბარდირს" მტერი თავს ესხმის, იგი მტრისკენ ანალური ხვრელის მახლობლად განლაგებულ პატარა ლულაკებს მიმართავს. შემდეგ ამას პატარა ზალპი მოსდევს. მდუღარე მომწამვლელი სითხე მტერს ესევა და მასში ტკივილს და დამწვრობებს იწვევს. ჰაერთან შეხებისას გამოშვებული სითხე მოცისფრო ორთქლის ღრუბელს ქმნის.. ეს "ორთქლის ფარდა" ხოჭოს მტაცებლის შეშინებაში ეხმარება(რაც აიძულებს მტერს უკან დაიხიოს), ამასობაში კი ხოჭო თავს უშველის. შემინდეთ რომ დაწვრილებით ვწერ ამ ყველაფერს, მაგრამ საჭიროა. სადაც ამდენი წაიკითხეთ, დანარჩენზეც ნუ იტყვით უარს
ამ ხოჭოს აქვს ორი ტიპის ჯირკვალი, რომლებიც სითხეს გამოიმუშავებენ. ეს სითხე სპეციალურ ტომრებში ინახება და საჭიროების შემთხვევაში ნამდვილ "წვის კამერაში" გადმოედინება. ამას მაშინვე გასროლა მოყვება, რის წყალობითაც სითხე ანალური ხვრელიდან გამოიყოფა. ყოველივე ეს თხევადი საწვავის მქონე საკეტის მექანიზმს გვაგონებს. სითხე წარმოადგენს მომწამვლელ ნარევს: 10% ჰიდროქინონსა და 28 % წყალბადის ზეჟანგს. ექსპერიმენტული ცდისას ასეთი ნარევი მყისიერად ფეთქდება, ხოჭო კი ამ ნარევს იმ ნივთიერებებთან ერთად ინახავს, რომელიც აფეთქებას უშლის ხელს. როცა ნარევი "წვის კამერაში"მოხვდება, შემაყოვნებელი ნივთიერება ნეიტრალიზდება და ხდება აფეთქება. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორ შეიძლება მსგავსი სისტემა მუტაციებისა და ბუნებრივი გადარჩევის გზით წარმოშობილიყო. ხოჭოს უნდა განევითარებინა არა მარტო შესაბამისი ორგანოების მთელი კომპლექსი: ჯირკვლები, შემგროვებელი ტომრები, "წვის კამერები" და მილები, არამედ ერთდროულად 4 ქიმიური ნივთიერების: ჰიდროქინონის, წყალბადის ზეჟანგის, შემაკავებელი და მანეიტრალიზირებელი ნივთიერებების ქონა უზრუნველეყო. როგორ შეიძლებოდა ხოჭოს სუფთა შემთხვევითობის წყალობით ოთხივე ნივთიერების ზუსტი შეფარდებისთვის მიეღწია? გარდა ამისა, საჭიროა მათი საჭირო ადგილას საჭირო დროს შერევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ხოჭოს საკუთარი სიცოცხლით ზღვევა მოუწევს!

ეს ნაწერი არაფერს არც ევოლუციის სასარგებლოდ ამბობს და არც ევოლუციის საწინააღმდეგოდ. აღწერილია კონკრეტული მწერის საინტერესო თვისებები. არსებობს უამრავი სხვა ცოცხალი ორგანიზმები (მცენარეების ჩათვლით) რომლებსაც არანაკლებ რთული თვისებები ახასიათებთ. ისე სასწაულია, რაღა მაინცდამაინც ხოჭოს მიახტი და მის რაღაც თვისებას, როდესაც აგერ გაცილებით რთული ფიზიკური, ფიზიოლოგიური და ინტელექტუალური თვისებების არსებები ადამიანები ვარსებობთ?

ახლა მთავარი მომენტი. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრა რომ შემთხვევითობის არც მე მჯერა, (ეს წინა აბზაცშიც აღვნიშნე) მაგრამ შემთხვევითობას ასე ცუდად რატომ უყურებ თუ მეცნიერების გადმოსახედიდან ლაპარაკობ? ალბათობა იმისა რომ უზარმაზარ ღია სივრცეში, ძალიან დიდი სიმაღლეზე, შუაგზაზე ორი სამგზავრო ავიალაინერი ერთმანეთს შეეჯახოს არის 1/100.000.000 (ერთი ასი მილიონიდან) მაგრამ ასეთი შემთხვევა 2-ჯერ დაფიქსირდა ავიაციის ისტორიაში. სხვა რამესაც გეტყვი, ალბათობით, შემთხვევითობით შეიძლება გამართლდეს ხდომილება, რომლის შანსი არის 1/100.000.000.000.000 (ერთი ასი ტრილიონიდან), გაცილებით მიზერული ალბათობის რეალური ხდომილებიც კი შეიძლება მოხდეს და მერე რა? რაიმე ხდომილების მოხდენის თუნდაც ფანტასტიკურად მცირე შანსი არ ნიშნავს იმას რომ ის არანაირად არ მოხდება.

ახლა მეორე ნაწილი ამ მთავარი მომენტისა: თუ შენს მიერ მოყვანილი ხოჭოს (და რად გვინდა საერთოდ მაგალითისთვის ეს რაღაც მარტივი ორგანიზმი, როდესაც გაცილებით რთული ადამიანები ვარსებობთ) და კიდევ მრავალი ორგანიზმის შემთხვევით შექმნის და თვისებების ჩამოყალიბების შანსი უკიდურესად მცირეა, ეს რატომ მიუთითებს ევოლუციის წინააღმრდეგ?

იქნებ ევოლუცია სულაც არ ყოფილა შემთხვევითი პროცესი? იქნებ ის ინტელექტუალური პროცესების შედეგია? ანუ იქნებ ღმერთმა შექმნა ევოლუციის გზით ეს ყველაფერი?

ციტატა
და კიდევ მრავალი თაობა ეწირება ამ ამბავს მანამ, სანამ ხოჭოს შემაკავებელი ნივთიერება არ გამოუმუშავდება!

და რა პრობლემაა? სამყარო და დედამიწა ხომ მილიარდობით წლისაა (ამისიც თუ არ გჯერა ატესტატი არ უნდა მოეცათ სკოლის no.gif) და მილიარდობით წლის განმავლობაში ცხადია უამრავი თაობა შეეწირა (არა მარტო ხოჭოების) ევოლუციის დღევანდელ სახეს, ვინც ვერ გამოიმუშავა ვერანაირი დამცავი მექანიზმი ვერც მტაცებლების და ვერც გარემოს აგრესიის წინააღმრდეგ ისინი გადაშენდნენ. ზუსტად ეს არის ევოლუცია.
ციტატა
ყველა ამ ფაქტის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ეს აფეთქებული და/ან შეჭმული ხოჭო მაინც აგრძელებდა შთამომავლობის მოცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სახეობა გადაშენებოდა, ამოწყდებოდა!

და რატომ? ევოლუციის თეორიაში ხომ არის ამაზე პასუხი. არანაირი შეჭმულ-აფეთქებულ-გაყინული ხოჭო არაფერს არ აგრძელებდა, უბრალოდ როგორც ჩანს მათი პოპულაცია ისეთი ტემპით მრავლდებოდა, რომ ის ვერ გაანადგურა ვერც მტაცებელმა და ვერც გარემომ. შენ ასე ზუსტად იცი დავუშვათ 300 მილიონი წლის წინ რა სისწრაფით მრავლდებოდა ხოჭო, ან რამდენი ხდებოდა გარემოს მსხვერპლი? სხვაობა რამდენი იყო? არსებობს არაბომბარდირი ხოჭოებიც, მაგრამ ისინიც ხომ გადარჩნენ?
ციტატა
მამრი მიმართავს მისკენ თავის ლილვებს და ესვრის! ოჯახის შექმნის ერთადერთი შანსი სამუდამოდ დაკარგულია

შენდა სამწუხაროდ და ევოლუციის თეორიის მომხრეთა საბედნიეროდ ეგეთი რამ არ მომხდარა. ეტყობა გამრავლება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ არ განადგურებულიყო ეს სახეობა.
ციტატა
მოკლედ ამ პატარა მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელია ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი სამყარო შემთხვევით შექმნილიყო
ეხლა დავისვენებ ცოტას და მერე კიდევ დავწერ საინტერესო მასალებს

საოცარია. ერთის მხრივ სრულიად შესაძლებელია (თეორიაში) რომ ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი სამყარო თავისით შექმნილიყო, მეორეს მხრივ თუ ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი სამყარო თავისით არ შექმნილა ეს სულაც არ ნიშნავს რომ ევოლუცია არ არის მართალი და რომ სწორედ "არათავისით", არამედ ინტელექტუალური და მიზანმიმართული პროცესების შედეგია საერთოდ მთელი ევოლუცია და მესამეს მხრივ რაღაც ხოჭოებზე რომ დებ მასალებს, იმ თემაში, შენ რომ არ მოგწონს (და უფრო ობიექტური პოლი რომ აქვს) ადამიანის ევოლუციის და 200.000 წლიანი ისტორიის დამადასტურებელი უამრავი მასალის, ფოტოსურათების, დათარიღების მეთოდების და ანალიზის გამაბათილებელიც დაწერე რაიმე.







--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Sep 17 2009, 12:17 AM
პოსტი #13


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა
ყველა ნივთიერება ხოჭოს საკვების შედეგად უგროვდება... ის ნივთიერება რომელიც ხოჭოს აფეთქებას გამოიწვევდა ევოლუციის საწყის ეტაპზე, ჩაითვლებოდა უვარგისი საკვების შედეგად... ანუ მომწამვლელ საკვებად.

მეხსიერება ხოჭოსაც აქვს და იმ საკვებს რომელსიც არ რგებს, არ მიეკარებიან მისი ტაობები, მიჩნეულ იქნება მომწამვლელად.. ეს გენეტიკურად გადაეცემა თაობიდან თაობებში.

უნდა ვაღიაროთ რომ ადამიანის ორგანიზმშიც ხდება ფეთქებადი აირების, თავისუფალი რადიკალების, მომწავმლელი ნივთიერებების წარმოშობა... და მათი ნეიტრალიზაცია გლუტათიონის, ანტიტოქსინების, ქიმიური რეაქციების მეშვეობით.

ხოჭოს ევოლუციის შემთხვევაშI ასე იმსჯელე: 1) ხოჭოს რაციონმა განაპირობა ჯერ გამანეიტრალებელი ნივთიერების წარმოწმნა... 2) გამანეიტრალებელი ნივთიერების არსებობის გამო იმ რაციონის მიღება რომელსაც ფეთქებადი ნივთიერების კუმულაცია შეეძლო უხიფათო გახდა, ანუ საჭმელად ვარგისი... (მოგეხსენებათ რომ სამყარო მიდრეკილია რესურსების მთლიანად ათვისებისკენ და ცირკულაციისკენ, შესაბამისად თუ ხოჭომ შეძლო ისეთი არაკონკურენტული რესურსის გამოყენება გამანეიტრალებელი ნივთიერებების ხარჯზე, ამ საკვების მასიური მომხმარებელი გახდება კიდეც) 3) დროთა განმავლობაში ხოჭომ ისწავლა რომ მის მიერ გამოყოფილი ფეკალები პიროტექნიკულია და სცადა მაშინ მოესაქმა როცა ეშინოდა თავდასხმის 4) თანდათან დახვეწა შესაძლებლობა თაობიდან თაობაში და აქედან წარმოიშვა ის მშვენიერი ბომბდამშენი აპარატი რომლის ცამონტაჟებასაც ღმერთს აბრალებთ

ლოგიკის ასეთი ჯაჭვი უფრო რეალურია ვიდრე ზემოტ მოყვანილი მაკრიტიკებელი ისტორია ხოჭოს უბედურების შესახებ

ეხლა გულზე ხელი დაიდე და ალალად მითხარი
მაგ ზღაპრის გჯერა რაც ეხლა დაწერე?

ციტატა
200.000 წლიანი ისტორიის დამადასტურებელი უამრავი მასალის, ფოტოსურათების, დათარიღების მეთოდების და ანალიზის გამაბათილებელიც დაწერე რაიმე.

დავწერ
ამ თემაში დავწერ!
ციტატა
ეს რატომ მიუთითებს ევოლუციის წინააღმრდეგ

იმიტომ, რომ სრულიად შეუძლებელია ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი პროცესი თავისთავად და ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდეს
ციტატა
პოპულაცია ისეთი ტემპით მრავლდებოდა, რომ ის ვერ გაანადგურა ვერც მტაცებელმა და ვერც გარემომ.

შენ მაგას მეცნიერულად დაამტკიცებ?
ციტატა
ევოლუციით ფორმირებულიყო ადამიანი გონიერი არსების (ღმერთის) მიერ...

სად წერია ბიბლიაში, რომ ევოლუციის პროცესის შედეგად წარმოიშვა ადამიანი?

Genesis
ციტატა
შენ გგონია ხოჭოს უკანალში, ბომბდამშენი მექანიზმი, თავისი ანტიდეტონატორით, ღმერთმა ჩაუმონტაჟა?

არა, ხოჭოების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა მოიფიქრა და ნობელის პრემია მიიღო მაგაში yes.gif



ციტატა
დროთა განმავლობაში ხოჭომ ისწავლა

ციტატა
თანდათან დახვეწა შესაძლებლობა

laugh.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 17 2009, 12:25 AM
პოსტი #14


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



orthodox-georgia
ციტატა
იმიტომ, რომ სრულიად შეუძლებელია ჩემს მიერ ზემოთ აღწერილი პროცესი თავისთავად და ევოლუციის პროცესში ჩამოყალიბდეს

ერთის მხრივ შესაძლებელია. თუ ეს არ იცი გაეცანი მათემატიკური ალბათობის თეორიას. მეორეს მხრივ ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ევოლუციაზე, როგორც ინტელექტუალური პროცესის შედეგზე, ამ შემთხვევაში საერთოდ ქრება შემთხვევითობის მომენტი.
ციტატა
შენ მაგას მეცნიერულად დაამტკიცებ?

და რატომ უნდა დავამტკიცო?
მე იმას დავამტკიცებ მეცნიერულად რომ ამგვარი ტემპით პოპულაციის გამრავლება არ არის შეუძლებელი. კონკრეტულად რა მოხდა კი არავინ იცის. ყველაფერი დასაშვებია.
ციტატა
სად წერია ბიბლიაში, რომ ევოლუციის პროცესის შედეგად წარმოიშვა ადამიანი?

რატომ უნდა ეწეროს?
ანდა სად წერია ბიბლიაში რომ გალაქტიკები, ვარსკვლავები მაკროსკოსმოსური ევოლუციის პროცესით წარმოიშვნენ?

ბევრი ზეახალი (სუპერ-ნოვა) ვარსკვლავის შექმნა დღესაც ჩანს ტელესკოპში. მერე?


ციტატა
დავწერ
ამ თემაში დავწერ!

OK.
ძალიან კარგი.
განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილე ორ ფაქტორზე:

1. რამოდენიმე ათეული ათასი წლის წინანდელ ნივთებზე, რაც ინტელექტის შედეგია.
2. ქრონოლოგიურად დაწყობილი ჰომინიდების თავის ქალის ფორმაციის ცვლილებებზე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Sep 17 2009, 12:30 AM
პოსტი #15


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



გიორგი
ციტატა
მათემატიკური ალბათობის თეორიას

ევოლუციის ალბათობაზე ცალკე დავწერ მერე (ხვალ ალბათ)
ციტატა
მე იმას დავამტკიცებ მეცნიერულად რომ ამგვარი ტემპით პოპულაციის გამრავლება არ არის შეუძლებელი.

გისმენ, დაამტკიცე
ციტატა
რატომ უნდა ეწეროს?
ანდა სად წერია ბიბლიაში რომ გალაქტიკები, ვარსკვლავები მაკროსკოსმოსური ევოლუციის პროცესით წარმოიშვნენ?

ბევრი ზეახალი (სუპერ-ნოვა) ვარსკვლავის შექმნა დღესაც ჩანს ტელესკოპში. მერე?

ზეახალ ვარსკვლავებზე და ცალკეულ გალაქტიკებზე იქ არც არაფერი წერია.
მე ადამიანზე გეკითხები. მგონი ადამიანზე წერია ხომ?

მხევალი ნინო
ციტატა
სამედიცინოზე ვსწავლობდი

მეც


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 17 2009, 12:35 AM
პოსტი #16


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



orthodox-georgia
ციტატა
ევოლუციის ალბათობაზე ცალკე დავწერ მერე (ხვალ ალბათ)

1) ის თუ გესმის, რომ ევოლუციის ალბათობის შანსი რომ:
1/1.000.000.000.000.000.000.000.000.000.000.000 იყოს ის რომ მაინც შეიძლება მომხდარიყო?
2) ის თუ გესმის, რომ ევოლუცია შეიძლება სულაც არ იყო შემთხვევითი და მაშინ ალბათობის თეორია ნონსენსი რომ ხდება?
ციტატა
გისმენ, დაამტკიცე

შეიძლება დაიბადოს უფრო მეტი, ვიდრე დაიღუპოს.
ამის ალბათობა არსებობს.
მეტი დამტკიცება არ სჭირდება თუ მათემატიკა იცი.
ციტატა
ზეახალ ვარსკვლავებზე და ცალკეულ გალაქტიკებზე იქ არც არაფერი წერია.

წერია ცალკეულ ვარსკვლავ - მზეზე. (ირმის ნახტომის გალაქტიკის ყვითელი ვარსკვლავია ჩვეულებრივი...)
წერია ცალკულ ცდომილ მთვარეზე, რომელიც შეიქმნა მტვრის ნაწილაკების გამყარებით.

ასევე წერია არაცალკეულად ყველა მნათობზე, მაგრამ გამოცალკევება რა საჭიროა, შენი გაგებით, თუნდაც ჯგუფურად მაინც უნდა ეწეროს რომ ზოგადად ვარსკვლავები მაკროკოსმოსური ევოლუციის შედეგიაო, მაგრამ ხომ არ წერია?

და თუ არ წერია კონკრეტული ვარსკვლავი მზისათვის? და თუ არ წერია კონკრეტული ცდომილი - მთვარისათვის? და თუ თუნდაც ზოგადად არ წერია ჯგუფურად ვარსკვლავებისათვის, რატომ უნდა ეწეროს ადამიანისათვის?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 17 2009, 12:53 AM
პოსტი #17


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(orthodox-georgia @ Sep 17 2009, 12:17 AM) *

ეხლა გულზე ხელი დაიდე და ალალად მითხარი
მაგ ზღაპრის გჯერა რაც ეხლა დაწერე?



ელემენტალურია...

შენთვის შეიძლება ზღაპრად ჩანდეს. არც მოგეთხოვება კომპეტენტური იყო გენეტიკაში და ბიოქიმიაში... მაგრამ ფუძე ჩემის აზრით მართალია იმისა რაც დავწერე... შემეძლო უფრო რთულად დამეწერა.



ადამიანებშიც არის მზგავსი პრინციპის ბიოსტრუქტურა
D ვიტამინის წარმოქმნა მზის სხივებთან კომბინაციით; გულისცემის რეგულაცია ჟანგბადის პარციალური წნევის მიხედვით... ეს ბუნებასთან შეგუების რთული მექანიზმებია რომლებიც არაკომპეტენტური თვალისთვის არ ჩანს.

ან შეგიძლია მიპასუხო რატომ ემარებათ მთვარისებური უჯრედების ანემია (cycle cell anemia) მარტო ზანგებს?



არ გაგიტყდეს და რარაც მინდა გითხრა... ადრე ადაიანი როცა ვერ ხსნიდა ცეცხლის ქიმიას, ღვთის სასწაულად მიაჩნდა... ხოდა შენც ისე მოგდის... რასაც შენი გონებით ვერ სწვდები ის სასწაულად მიგაჩნია... და სხვისი ცოდნა კი ზღაპრად... მე ამით არაფერი მაკლდება - და შენ რა გემატება?

ციტატა( გიორგი @ Sep 17 2009, 12:03 AM) *



იქნებ ევოლუცია სულაც არ ყოფილა შემთხვევითი პროცესი? იქნებ ის ინტელექტუალური პროცესების შედეგია? ანუ იქნებ ღმერთმა შექმნა ევოლუციის გზით ეს ყველაფერი?




შემთხვევითობა გამოსარიცხია

მიზეზ შედეგობრივი მოდელი უფრო მისაღებია...


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Sep 17 2009, 11:33 AM
პოსტი #18


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა
არც მოგეთხოვება კომპეტენტური იყო გენეტიკაში და ბიოქიმიაში...

biggrin.gif
სხვათაშორის საკმაოდ ბევრი ვიცი მაგ მხრივ

ციტატა
) ის თუ გესმის, რომ ევოლუციის ალბათობის შანსი რომ:
1/1.000.000.000.000.000.000.000.000.000.000.000 იყოს ის რომ მაინც შეიძლება მომხდარიყო?

თავი დაიზღვიე ყოველი შემთხვევისთვის ხო?
biggrin.gif
ციტატა
რაიმე ხდომილების მოხდენის თუნდაც ფანტასტიკურად მცირე შანსი არ ნიშნავს იმას რომ ის არანაირად არ მოხდება.

ნიშნავს, ნიშნავს


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 17 2009, 11:37 AM
პოსტი #19


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



orthodox-georgia
ციტატა
თავი დაიზღვიე ყოველი შემთხვევისთვის ხო?

თავი თუნდაც მარტო იმიტომ არ დამიზღვევია, რომ გითხარი რომ შემთხვევითობის არც მე მჯერა-თქო. უბრალოდ ფატი გითხარი. yes.gif
ციტატა
ნიშნავს, ნიშნავს

რომელი სკოლა დაამთავრე და ვინ იყო შენი მათემატიკის მასწავლებელი? biggrin.gif

P.S. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ პოლი მაინც გადააკეთე, საშინლად ტენდენციურია...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Sep 17 2009, 11:48 AM
პოსტი #20


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ციტატა(orthodox-georgia @ Sep 17 2009, 11:33 AM) *

biggrin.gif
სხვათაშორის საკმაოდ ბევრი ვიცი მაგ მხრივ



ბიოქიმია, მიკრობიოლოგია და გენეტიკა?


მაშინ ისიც გეცოდინება რა სწრაფი ტემპით ახდენს გენის ცვლილებას ვირუსები და როგორ ევოლუციონირდება ახალ საფეხურზე ხილული თვალის რეჟიმში... რეზიდენტულ შტამებს რასაც ეძახიან.

ან კიდევ, ბიბლიის მიხედვით ღმერტმა ხომ 1 ფერის შექმნა ადამიანი? როდისრა მოასწრო გადაღებვა, ან თვალების დაწვრილება?

ევოლუციაა ეგ ყველაფერი და ამის უარყოფა სიბნელედ მიმაჩნია tongue.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 11:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი