IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ერთ დასმულ კითხვასთან დაკავშრებით, ტერმინ "გელათის" წარმოშობაზე
odishari
პოსტი Feb 15 2010, 04:53 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 25-January 10
წევრი № 8,043



ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, როცა ამ ფორუმზე ისეთი განყოფილება აღმოვაჩინე, სადაც მოძღვრისათვის კითხვების დასმა, მათგან რჩევის მიღება არის შესაძლებელი. გაცემულ პასუხები ჩავიკითხე და ბევრი სასარგებლო ინფორმაციაც მივიღე, თუმცა იყო ერთი დასმული კითხვა და მასზე გაცემული პასუხი, რომელზედაც მინდა ამ თემაში თქვენი ყურადღება გავამახვილო.

პირველ რიგში მინდა ზემოთხსენებული განყოფილების ერთ-ერთი წესი მოვიშველიო:

1. განყოფილება წარმოადგენს ფორუმის ნაწილს და განკუთვნილია ფორუმზე დარეგისტრირებული წევრების მიერ მართლმადიდებელი მოძღვრებისათვის დოგმატურ, საეკლესიო და ისეთ ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებული კითხვების დასასმელად, რომელთა შესახებ პასუხი აუცილებელია/სასურველია მიღებულ იქნეს სასულიერო პირისაგან.

ანუ განყოფლებაში ისეთი კითხვები უნდა დაისვას, რომლებიც საეკლესიო ცხოვრებსათანაა დაკავშირებული და მათზე დოგმატური პასუხები არსებობს, რომელიც მართმადიდებლურ აღმსარებლობაზეა დაფუძნებული. ამიტომაც ჩემი ინტერესი გამოიწვია კითხვამ, რომელიც ტერმინ "გელათთან" იყო დაკავშირებული. ჩემი აზრით ამგვარ კითხვებზე პასუხის გაცემა მოძღვრის კომპეტენციაში არ შედის - მოძღვარს არ მოეთხოვება მსგავსი საკითხების ცოდნა, მითუმეტეს რომ არ არსებობს ერთიანი, ჩამოყალიბებული აზრი ტერმინის წარმოშობასთან დაკავშირებით. ვიცი რომ ამ კითხვაზე მოძღვარს პასუხი არ გაუცია, მაგრამ ერთ-ერთი მოდერის მეშვეობით დაიწერა პასუხი, რომელიც ერთ-ერთი სასულიერო პირის მოსაზრებას ახმოვანებდა, თითქოს "გელათი" წარმოშობილი იყოს ბერძნული ტერმინიდან. ჩემი აზრით იქვე მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული პიროვნების მოსაზრება იყო და არა უდავო ჭეშმარიტება.მითუმეტეს, რომ მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა სასულიერო პირების მიმართ, ზემოთხსენებული მოსაზრება აფსურდს უფრო გავს, ვიდრე ჭეშმარიტებას.

დავიწყოთ იმით, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი და აკადემია აშენდა დავით აღმაშენებლის დროს, მეფის, რომელიც ქართულ პოლიტიკას ატარებდა და ცდილობდა საქართველო ყოველგვარი გავლენისაგან გაენთავისუფლებინა - ბიზანტიური რელიგიური გავლენა იქნებოდა ეს თუ თურქ-სელჩუკების პოლიტიკური ბატონობა. სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილი იყო გელათის აგება - მას ქართული სულიერების და საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია უნდა შეესრულებინა- რაც ბიზანტიის გავლენისგან განთავისუფლებას ნიშნავდა - საქართველო ახალ, დამოუკიდებელ არსებობას იწყებდა, რისი დასტურიც დავით მეფის მიერ ბიზანტიურ ტიტულატურაზე უარის თქმაც იყო. ასეთ სიტუაციაში ჩემი აზრით, ტერმინი "გელათი" არ და ვერ იქნებოდა ბერძნული წარმოშობის...


პირადად ჩემთვის ამ ტერმინის წარმოშობის სხვა ვერსიაა უფრო მისაღები და ჭეშმარიტებასთან მიახლოებული. როგორც ვიცით გელათი განათლებისა და სულიერების ცენტრი იყო, ტერმინი განათლება კი ნათელის მიღებიდან არის წარმოშობილი. ამიტომაც ვთვლი რომ უფრო ლოგიკურია, გელათი ნათელთან, ნათელის მიღებასან იყოს დაკავშირებული და მისი თავდაპირველი ფორმა გელათის ნაცვლად გენათი იყოს, მითუმეტეს რომ დეკანოზი იოსებიც ამ აზრისაა, სამწუხაროა რომ შედეგში ის არასწორი მიმართულებით წავიდა და იმის ნაცვლად, რომ ტერმინის მნიშვნელობა ქართველურ ენებში ეძებნა, ბერძნული კვალის ძებნა დაიწყო, არადა მეგრულად გენათი განათდის ნიშნავს...




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 15 2010, 05:16 PM
პოსტი #2


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



odishari

მადლობა ინფორმაციისათვის, მართლაც საინტერესო ვერსიაა.
იქნებ იმ თემის ლინკიც დავდოთ აქ, სადაც ეგ კითხვა პასუხაცემულია. მითითება ნამდვილად შეიძლება, როცა საკითხი აშკარად სამეცნიეროა და მასზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
odishari
პოსტი Feb 15 2010, 05:31 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 25-January 10
წევრი № 8,043



k@the
ციტატა
იქნებ იმ თემის ლინკიც დავდოთ აქ, სადაც ეგ კითხვა პასუხაცემულია. მითითება ნამდვილად შეიძლება, როცა საკითხი აშკარად სამეცნიეროა და მასზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს.


სწორი შენიშვნაა smile.gif

http://church.ge/index.php?showtopic=7300
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 02:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი