საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საზვერეები-მითი თუ რეალობა? |
marine |
Aug 3 2023, 11:19 AM
პოსტი
#601
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა მამები ამბობენ, რომ ჩვენ უნდა გავიაროთ ბოროტი სულების საგუშაგოები, ანუ ეგრეთ წოდებული "ჰაერის მცველთა საზვერეები". იქ, ყოველ საზვერეზე, მოგვიწევს ანგარიშის ჩაბარება გარკვეულ ცოდვებზე.
და თუ აღმოჩნდება, რომ სიცოცხლის განმავლობაში მოვინანიეთ და ვაღიარეთ ყველა ცოდვა, გამოვისყიდეთ მათთვის შესაბამისი სათნოებებით, მაშინ ყველა საზვერის ერთმანეთის მიყოლებით გავლით, მივაღწევთ თვით ღვთის საყდრამდე. იქ თაყვანს ვცემთ ქრისტე უფალს და მოვისმენთ მის განაჩენს ჩვენ - ცოდვილებზე, ანუ ღვთის გადაწყვეტილებას იმაზე, თუ სამუდამოდ სად იცხოვრებს ჩვენი სული. არსებობს მრავალრიცხოვანი გარდამოცემა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება საზვერეების გავლა და ყველა ამბობს, რომ ეს საქმე ძალზე ძნელია. დიდი შიში იპყრობს მიცვალებულის სულს,რადგან დემონები სასტიკად ესხმიან თავს და ანგელოზთა ხელიდან მის გამოტაცებას ლამობენ. სული კანკალებს, ეკვრის ანგელოზებს, ეშინია, რომ დემონებმა ანგელოზებს არ გამოგლიჯონ და ჯოჯოხეთში ჩააგდონ. მაგრამ იმ საშინელ ჟამს ადამიანს ეხმარებიან არა ანგელოზები, არამედ მის მიერვე სიცოცხლის გამავლობაში აღსრულებული კეთილი საქმეები. თუ ანგელოზებს შეუძლიათ "გამოსასყიდის" მიცემა, რომელიც მოწმობს გარდაცვლილის კეთილ საქმეებზე, მაშინ ისინი ამარცხებენ მოწინააღმდეგე ძალებს და სულს მიუძღვებიან მის წინაშე აღმართულ ყველა დაბრკოლების გადალახვისას. მაგრამ თუ სული დამნაშავეა მოუნანიებელ სასიკვდინე ცოდვაში, მათ მოუწევთ დემონების კლანჭებში მისი დატოვება, რომელთაც იგი საშინელი ხმაურით ჩაჰყავთ ჯოჯოხეთში, თან ზეიმობენ, რადგან მათ გაიმარჯვეს, დაღუპეს ღვთის ქმნილება და ამით დაამწუხრეს ყოვლისშემძლე ღმერთი". /ბერდიდი ეფრემი არიზონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 13 2023, 02:07 PM
პოსტი
#602
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"არ მინდა სატანჯველზე, საზვერეებზე მეფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცოდვა მქონდა, არ მინდოდა მათზე ფიქრი, გვერდზე გადავდე ისინი. მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიყვარულზე ვფიქრობდი და მიხაროდა. ღმერთს ვევედრებოდი: "ღმერთო ჩემო, შენი სიყვარულისთვის, და, მეც იმ ვარსკვლავზე ვიყო. ხოლო თუ ჩემი ცოდვების გამო სატანჯველში უნდა წავიდე, შენმა სიყვარულმა, დაე, იქ განმაწესოს, სადაც სურს. მთავარია, რომ შენთან ერთად ვიყო". ამდენი წლები ქრისტეს სიყვარულით ვცხოვრობდი წმინდა მთის უდაბნოში. ვეუბნებოდი საკუთარ თავს: "თუ ზეცაში წახვალ და ღმერთი გეტყვის: "მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქ, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? (მთ. 22,12), რა გინდა აქ?" მე ვუპასუხებ: "რასაც შენს სიყვარულს სურს, დაე, იქ განმაწესოს. შენს სიყვარულს ვბარდები. თუ გინდა, რომ სატანჯველში გამიშვა, გამიშვი; მთავარია, რომ შენი სიყვარული არ დავკარგო!"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 24 2024, 07:27 PM
პოსტი
#603
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როდესაც სული ჩვენი სხეულს გაეყრება, მადლისა ამის ნათელი გააცისკროვნებს დემონებს, საზვერეებში მოგვაგერიებინებს დემონებს, ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე დაგვიფარავს და მით, როგორც საქორწინე სამოსელით შევალთ ქრისტეს ზეციურ ნადიმზე, რათა საუკუნოდ დავტკბეთ განუწყვეტელი სიხარულითა და დაუსრულებელი სამოთხისეული ნეტარებით, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა თავისი გამოუთქმელი მოწყალებით"
/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 14 2024, 06:18 PM
პოსტი
#604
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამ დროს (მესამე დღეს) სული ბოროტი სულების ლეგიონებს შორის გაივლის. ისინი უღობავენ გზას და სხვადასხვა ცოდვებში ადანაშაულებენ. იმ ცოდვის თანახმად, არსებობს ორიც ასეთი ზღუდე, ე.წ. "საზვერეები". თითოეული მათგანი მტანჯველია ამა თუ იმ ცოდვით. მხოლოდ და მხოლოდ ყოველი მათგანის წარმატებით გავლის შემდეგ აგრძელებს სული გზას, თუკი იგი მეყსეულად არ იქნა ჩაგდებული გეენიაში. რამდენად საშინელია ეს დემონები და საზვერეები საცნაურია იმ ფაქტიდან, რომ თვით დედა ღვთისა ევედრებოდა სიკვდილის წინ თავის ძეს, რათა ეხნა ამ დემონებისგან, და მართლაც თავისი ლოცვის პასუხად თვით უფალი იესო ქრისტე მოევლინა ზეციდან ღვთისმშობელს, რათა მიეღო თავისი ყოვლადწმიდა დედის სული და აეყვანა ზეცად (ყოველივე ეს გამოსახულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტრადიციულ მართლამდიდებლურ ხატზე).
ნამდვილად საშინელია მესამე დღე გარდაცვლილის სულისათვის და ამიტომაც განსაკუთრებით საჭიროა მისთვის ლოცვა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 19 2024, 02:54 PM
პოსტი
#605
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქრისტესმიერო საყვარელო მაამო სიმონ!
შენს კითხვებზე, რა არის ყველაზე მთავარი სულიერ ცხოვრებაში, გიპასუხებ: ყველაზე მთავარი - ესაა ლოცვითი პარქტიკა. რა არის პრაქტიკა? შეძლო, მოამზადო თავი საზვერეებისათვის, რათა მასნ გაიაროს ისინი დაბრკოლებების გარეშე. როგორ შეგვიძლია ჩვენ ამას მივაღწიოთ? ჩვენ შეგვიძლია ეს იმით, თუკი საზვერეებზე გავიხსენებთ ქრისტეს. როგორ უნდა გავიხსენოთ ქრისტე ამ საშინელ მომენტში? ეს მაშინ მოხდება, თუკი ცხოვრებაში მოვიხვეჭთ იესოს ლოცვას. როგორ მოივხვეჭოთ ის? - სინანულით" /მამა ვიტალი (სიდორენკო)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 28 2024, 04:19 PM
პოსტი
#606
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
საჰაერო საზვერეების გავლა კერძო სამსჯავროს ეტაპია, რომლის საშუალებითაც გადაწყდება სულის ბედი საშინელ სამსჯავრომდე"
/პროტოპრესვიტერი ოლეგ სტენიაევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი