თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ ''რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება''

პოსტის ავტორი: მოყუასი თარიღი: May 5 2009, 02:26 AM

''რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება'' -- რას ნიშნავს?

აპოლოგეტიკის თემაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, ასეთი აზრი გამოვიტანე:

არც ათი მცნებაა საჭირო, არც კეთილი საქმეები და არც რწმენა.

ერთადერთი რაც საჭიროა თურმე, ესაა რაც შეიძლება ხმამაღლა დაიყვირო იჰვჰ ან იეღოვა (გემოვნების მიხედვით).

ასე ადვილი ყოფილა და როგორ გვაწვალებენ არ იმრუშოო, არ იპაროო, კაცი არ მოკლაო

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: May 5 2009, 02:52 AM

აბა რა არც კეთილი საქმე არუნდა აკეთო არც უნდა ილოცო უნდა ახვიდე ან გორის ციხეზე ან რომელიმე კლდეზე და იქიდან დაიძაღო უფლის სახელი მერე ალბათ გეშველება.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 5 2009, 10:15 AM

ციტატა
ერთადერთი რაც საჭიროა თურმე, ესაა რაც შეიძლება ხმამაღლა დაიყვირო იჰვჰ ან იეღოვა (გემოვნების მიხედვით).

რა ვიცი, სახარებაში პირიქით წერია და...

ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას.
(მათე 7,21)

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: May 5 2009, 11:44 AM

მოყუასი

ციტატა
''რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება'' -- რას ნიშნავს?

ეს თემა, ერთგვარად კალკია, უფლის სახელის თემისა.
მაგრამ შეიძლება სხვა მიმართულებითაც წავიდეს:

ბუნებრივია, აქ საუბარია იმაზე, ვინც რწმენით იქნება აღვსილი უფლის მიმართ, ცხონდება. ანუ ძველქართულად თუ ვიტყვით:
იოველი 2.32
საქმე 2.21
..."ყოველმან, რომელმანცა ხადოს სახელსა უფლისასა, ცხონდეს"
აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ კონრკეტულად იეჰოვას სახელს მოვუხმობთ, იაჰვეს, ელოჰიმს თუ ადონაის. არამედ ზოგადად ღმერთის რწმენაზეა საუბარი.

თუ ამაში მეთანხმები გავაგრძელოთ.

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: May 5 2009, 12:38 PM

არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა
ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ.
22. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა
ვწინაწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა
შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით?
23. მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი
მოქმედნი უსჯულოებისანი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)