IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

85 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას", ბავშვებს მოსწონთ და იქნებ ჩვენც მოგვეწონოს...
ბადრი
პოსტი Dec 18 2009, 09:46 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



სკოლის მოსწავლეებისთვის საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი და განათლების სამინისტრო ორგანიზებას უწევს ინტელექტუალურ თამაშს " ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". ჩემი მოსწავლეები ხალისით მონაწილეობენ ამ თამაშში და არა მარტო ისინი, მასწავლებლებიც ჩავერთეთ აქტიურად... კითხვების მომზადებაო და ერთი ამბავია.

ვფიქრობ ღირს ამ თამაშის ფორუმზე სხვა ფორმატით (რაც ფორუმის სპეციფიკას შეეფერება) მოსინჯვა. ალბად სახალისო იქნება. ვიღაცა ახალს ისწავლის, ვიღაცა ძველს გაიხსენებს და ერთი სიტყვით ყველანი მოგებული დავრჩებით.


ამ ეტაპზე მარტივ წესებს შემოგთავაზებთ:

1. დაისვას კითხვა ან კითხვები მხოლოდ საპატრიარქოს კურთხევით გამოცემული ბიბლიიდან (ადგილის მითითებით, მაგ: მათე 5,1).
2. სწორი პასუხის ავტორმა დასვას მომდევნო შეკითხვა.
3. დღის განმავლობაში სწორი პასუხის არარსებობის შემთხვევაში კითხვის დამსმელი დასვამს ახალ შეკითხვას.


აბა ვახსენოთ ღმერთი და დავიწყოთ:

1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა? (დაბ. 7.7-24; 8.1-22 9.11-24)
2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15).
3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 23.1-20)


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Dec 18 2009, 10:17 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ბადრი
ძალიან კარგი შემოთავაზებაა!
იმედია ბევრი მიიღებს მონაწილეობას. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Dec 18 2009, 10:32 PM
პოსტი #3


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა
1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა?


ზეთისხილის რტო

სხვებზე არ მახსოვს პასუხი, უფრო სწორად არ ვიცი happy.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 18 2009, 10:40 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866




ა ნ უ კ ა
ციტატა
1. რა მოუტანა ნოეს კიდობნიდან გამოშვებულმა მტრედმა?


ზეთისხილის რტო

სხვებზე არ მახსოვს პასუხი, უფრო სწორად არ ვიცი


ყოჩაღ. თუ შენზე მეტი სწორი პასუხი ვინმეს არ ექნა შენია ბურთი და მოედანი smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 18 2009, 11:20 PM
პოსტი #5


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(ბადრი @ Dec 18 2009, 09:46 PM) *

2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15).


თარრა



--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 18 2009, 11:30 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



აბე
ციტატა
ციტატა(ბადრი @ Dec 18 2009, 09:46 PM)

2. ვინ იყო აბრამის მამა? (დაბ. 11.27-12.15).



თარრა


ყოჩაღ!

შენ და ანუკას თითო ქულა გაქვთ.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Dec 18 2009, 11:44 PM
პოსტი #7


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ბიბლიაში ჩაჭყიტვებს არა ვართ? rolleyes.gif


ისე აბრაამს სარას და ისააკის გარდა სხვა ცოლ-შვილიც თუ ჰყავდა, ნამდვილად არ მახსოვდა unsure.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 18 2009, 11:45 PM
პოსტი #8


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(ბადრი @ Dec 18 2009, 09:46 PM) *

3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 23.1-20)

ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცი, მაგრამ ლოგიკურად ვცდი...

ე.ი. დაბადების 23-ე თავში ამ სამ მუხლში წერია:
ციტატა

16. და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი და მისცა აბრაჰამ ეფრონს ვეცხლი იგი, რომელ თქუა ეფრონ წინაშე ძეთა ქეტისთა, ოთხას დიდრაქმაი ვეცხლი გამოცდილითა სავაჭროჲთა.

18. ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა.

20. და დაამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ იყო მას შინა აბრაჰამისად, მოსაგებად საფლავი ძეთაგან ქეტისთა.


ე.ი. ქეტი? unsure.gif

ციტატა(მარიამი @ Dec 18 2009, 11:44 PM) *

ბიბლიაში ჩაჭყიტვებს არა ვართ? rolleyes.gif


მე ჩავიჭყიტე... biggrin.gif

ვიყოთ რა ჩაჭყეტვას... აი არ ვიცოდი აბრაამის მამის სახელი და ამიერიდან მეცოდინება... და არასოდეს დამავიწყდება უკვე...
ასე რომ სარგებელს მაინც იძლევა ბიბლიაში ჩაჭყეტვით პასუხების გაცემა...
და ვინც ჩაჭყეტვის გარეშე გაიხსენებს, ის თავის მახსოვრობას გამოცდის... smile.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 18 2009, 11:56 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



აბე

უფრო კარგად ჩაიჭყიტე.

მინიშნება- ამ ცოლისგან აბრაამს ეყოლა შვილი, რომელიც მრავალი ხალხის მამა შეიქნა, დარწმუნებული ვარ გაგონილი გექნებათ.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 19 2009, 12:01 AM
პოსტი #10


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(ბადრი @ Dec 18 2009, 11:56 PM) *

აბე

უფრო კარგად ჩაიჭყიტე.

მინიშნება- ამ ცოლისგან აბრაამს ეყოლა შვილი, რომელიც მრავალი ხალხის მამა შეიქნა, დარწმუნებული ვარ გაგონილი გექნებათ.


ციტატა
დაბ, 21,3.
"და უწოდა აბრაჰამ სახელი ძისა მისისა, რომელ-იგი უშვა სარრა, ისაკ."


პასუხია სარრა.

მაგრამ ეს 21-ე თავშია და არა 23-ში.
23 რატომ მიუთითე შეკითხვას?


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Dec 19 2009, 12:12 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



რაქელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 19 2009, 12:23 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



აბე
ციტატა
პასუხია სარრა.

მაგრამ ეს 21-ე თავშია და არა 23-ში.
23 რატომ მიუთითე შეკითხვას?


სარას პირველი შვილი არ უშობია.
შემეშალა მაპატიეთ 16. 1-16 უნდა ყოფილიყო

G_I_O_R_G_I_
ციტატა
რაქელი


არა


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 19 2009, 12:10 PM
პოსტი #13


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ყველკას გილოცავთ ნიკოლოზობას!

ციტატა
3. ვისგან ყავდა აბრამს პირველი შვილი? (დაბ. 16.1-16)


აგარისგან.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 19 2009, 12:39 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



აბე

გილოცავsmile.gif

შენ ხარ ჩვენი თამაშის პირველი გამარჯვებული!

დასვი შემდეგი შეკითხვა


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 19 2009, 01:14 PM
პოსტი #15


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ჩემი შეკითხვის ტიპი იქნება "სახარების განმარტება". მე თვითონ სიღრმეებში ჩაკირკიტება არ შემიძლია ამ ეტაპზე და მარტივ შეკითხვებს დავსვამ.

ნაწყვეტი:
ციტატა

ლუკა. 8, 26-39

26. და განვიდეს სოფელსა მას გადარინელთასა, რომელ არს წიაღკერძო გალილეასა.
27. და ვითარცა განვიდეს იგინი ქუეყანად, მო-ვინმე-ეგებვოდა კაცი ქალაქისასა, რომლისა თანა იყვნეს ეშმაკნი; და მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა და სახლსა შინა არა იყოფოდა, არამედ საფლავებსა.
28. და ვითარცა იხილა მან იესუ, ღაღატ-ყო და შეუვრდა ფერჴთა მისთა და ჴმითა დიდითა იტყოდა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისა მაღლისაო? გევედრები, ნუ მტანჯავ მე.
29. რამეთუ უბრძანა სულსა მას არაწმიდასა განსლვად კაცისა მისგან; რამეთუ მრავალ-გზის წარიტაცის იგი, და შებორკილიან იგი ჯაჭჳთა და საკრველითა და სცვედ, და განხეთქნის საკრველნი და იდევნებინ ეშმაკისა მისგან უდაბნოთა.
30. ჰკითხა მას იესუ: რაჲ არს სახელი შენი? ხოლო მან ჰრქუა: ლეგეონ, რამეთუ ეშმაკნი მრავალნი შესრულ იყვნეს მისა.
31. და ევედრებოდეს მას, რაჲთა არა უბრძანოს მათ უფსკრულთა შთასლვაჲ.
32. და იყო მუნ კოლტი ღორთაჲ მრავალი, მძოვარი მთასა ზედა; და ევედრებოდეს მას, რაჲთა უბრძანოს მათ ღორებსა მას შესლვაჲ. და თავადმან უბრძანა მათ.
33. და გამოვიდეს ეშმაკნი იგი კაცისა მისგან და შევიდეს ღორთა მათ. და მიიმართა ყოველმან კოლტმან კბოდესა მას ტბად და დაიშთვნეს.
34. ვითარცა იხილეს მწყემსთა მათ საქმე ესე, ივლტოდეს და შევიდეს და უთხრეს ქალაქსა და დაბნებსა.
35. და გამოვიდეს ხილვად, რომელი-იგი იქმნა, და მოვიდეს იესუჲსა და იხილეს კაცი იგი მჯდომარე, რომლისაგან ეშმაკნი იგი განსრულ იყვნეს, შემოსილი და გონიერი, ფერჴთა თანა იესუჲსთა, და შეეშინა.
36. რამეთუ უთხრეს, რომელთა-იგი ეხილვა, ვითარ-იგი ცხოვნდა ეშმაკეული.
37. და ევედრებოდეს მას ყოველი იგი სიმრავლე გარემო სოფლებისაჲ მის გადარინელთაჲსაჲ, რაჲთა წარვიდეს მათგან, რამეთუ შიშითა დიდითა შეპყრობილ იყვნეს. ხოლო თავადი შევიდა ნავსა და მიიქცა მუნვე.
38. ევედრებოდა მას კაცი იგი, რომლისაგან ეშმაკნი განსრულ იყვნეს, რაჲთა იყოს მის თანა. ხოლო თავადმან განუტევა იგი და ჰრქუა:
39. მიიქეც სახიდ შენდა და მიუთხარ, რაოდენი გიყო შენ ღმერთმან. და წარვიდა ყოველსა მას ქალაქებსა და ქადაგებდა, რაჲ-იგი ყო მისთჳს იესუ.


შეკითხვები:
1. რამდენი ეშმაკი იყო შესული ღადარინელ ჭაბუკში? დაასახელეთ კონკრეტული რიცხვი.
2. რატომ შეევედრნენ ეშმაკები იესუს ღორების კოლტში შესვლის ნება დაერთო? დაასახელეთ მინიმუმ 2 მიზეზი.
3. რატომ უსრულებს თხოვნას იესუ ეშმაკებს? დაასახელეთ მინიმუმ 3 მიზეზი.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Dec 19 2009, 08:25 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



აუ რა კარგიააა smile.gif

ე.ი.
1. ლეგიონი ("ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ") იყო ჭაბუკში, იქიდან კი 2000მდე ღორში გადავიდა
2.იმიტომ რომ უფალს ისინი ამქვეყნიდან არ გაეგდო და არ აღეკვეთა მათთვის წუთისოფელში მოქმედება
3.ალბათ ამის დაშვებით უფალს სურდა ღადარინელთა გონს მოყვანა. ისინი ხომ არად აგდებდნენ მოსეს კანონის აკრძალვას და ღორებს აშენებდნენ.
უი 3 მიზეზი უნდა ვთქვათ? fiqri.gif პირველი ალბათ ის იყო, რომ უბრალოდ იქვე დაინახა ღორების კოლტი, მეორე ალბათ იქვე მყოფ ხალხს დაანახა თუ რა საშინელი იყო ეს ეშმაკი და მას რომ შეეძლო მათი შერისხვა და მესამე აი ზემოთ რაც დავწერე rolleyes.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 19 2009, 10:29 PM
პოსტი #17


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ციტატა(kesaria777 @ Dec 19 2009, 08:25 PM) *

აუ რა კარგიააა smile.gif

ე.ი.
1. ლეგიონი ("ლეგიონია ჩემი სახელი, რადგან ბევრნი ვართ") იყო ჭაბუკში, იქიდან კი 2000მდე ღორში გადავიდა


2000-მდე ღორში კი შევიდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რომ თითო ეშმაკი თითო ღორში შევიდა. ამიტომ პასუხი 2000 არ არის.

მინიშნება: ლეგეონი არის რომაული სამხედრო ტერმინი.

ციტატა(kesaria777 @ Dec 19 2009, 08:25 PM) *

2.იმიტომ რომ უფალს ისინი ამქვეყნიდან არ გაეგდო და არ აღეკვეთა მათთვის წუთისოფელში მოქმედება

ეშმაკიც თავისუფალი არსებაა, მაგრამ მათი მოქმედება უფლის მიერ იზღუდება. უფალს შეეძლო ისინი ჯოჯოხეთში ჩაეყარა ისე, რომ იქიდან უკან გამოსვლის გზა სამუდამოდ დაეღშო მათთვის. ზოგადად ეშმაკი არის რა გონიერი, და ადამიანზე უფრო გონიერიც, ე.ი. ამ ეშმაკებმაც იცოდნენ, რომ უფალს ამის გაკეთება შეეძლო და სთხოვეს ნება დაეთო შესვლისა ყველაზე ბინძურ ცხოველში. აქვე ჩანს ის დეტალიც, რომ ბოროტს ღირსება არა აქვს. ასე, რომ მართალი ხარ.

ყოჩაღ!
0.5 ქულა შენ.
მეორე მიზეზიც დაასახელე და კიდევ 0.5 ქულა დაგემატება ამ კითხვაში.

ციტატა(kesaria777 @ Dec 19 2009, 08:25 PM) *

3.ალბათ ამის დაშვებით უფალს სურდა ღადარინელთა გონს მოყვანა. ისინი ხომ არად აგდებდნენ მოსეს კანონის აკრძალვას და ღორებს აშენებდნენ.


მართალია. თუ თვითონ ღადარინელები არ ჭამდნენ ღორის ხორცს, ე.ი. ყიდიდნენ. აბა ტყუილად ხომ არ გააშენებდნენ.
მათი მხრიდან ეს იგივე იყო რაც დღევანდელ დღეს ნარკოტიკის გაყიდვა. თვითონ არ გაიკეთო, მაგრამ სხვას მიყიდო.

ყოჩაღ!
0.4 ქულა შენ.

ციტატა(kesaria777 @ Dec 19 2009, 08:25 PM) *

უი 3 მიზეზი უნდა ვთქვათ? fiqri.gif პირველი ალბათ ის იყო, რომ უბრალოდ იქვე დაინახა ღორების კოლტი, მეორე ალბათ იქვე მყოფ ხალხს დაანახა თუ რა საშინელი იყო ეს ეშმაკი და მას რომ შეეძლო მათი შერისხვა rolleyes.gif


ეს ორი მიზეზი არასწორია.
თუ მოიფიქრებ პასუხებს, თითოში 0.3 ქულას მიიღებ.

მინიშნება: უფალმა ასეთი საქციელით არჩევანის წინაშე დააყენა ღადარინელები ან უნდა აერჩიათ სიყვარული და ან "დარჩენილიყვნენ მიწაზე"

P.S. ამ შეკითხვებზე თუ სხვა ვერავინ უპასუხებს დღის ბოლოს მე დავწერ პასუხებს და შემდეგ შეკითხვას დასვამს kesaria777.
P.S 2. რადგანაც შეკითხვა ეხება წმიდა წერილის განმარტებას, ამიტომ ჩემს პასუხებს წყაროსაც მივუთითებ. ჯერ იმ დონემდე არ მიმიღწევია, რომ წმიდა წერილი თვითონ განვმარტო biggrin.gif


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Dec 19 2009, 11:47 PM
პოსტი #18


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ვწერ იმას, რაც კესარიას მიერ გაცემულ პასუხებს აკლდა.

1. რამდენი ეშმაკი იყო შესული ღადარინელ ჭაბუკში? დაასახელეთ კონკრეტული რიცხვი.

-რამაული სამხედრო ტერმინოლოგიით ლეგეონი ნიშნავდა 6 000-ს.


--------

2. რატომ შეევედრნენ ეშმაკები იესუს ღორების კოლტში შესვლის ნება დაერთო? დაასახელეთ მინიმუმ 2 მიზეზი.

-პირველი მიზეზი დაიწერა: მათ უნდოდათ ცოტა ხანი კიდე ეცლია უფალს მათთვის და არ ებრძანებინა მათთვის "უფსკრულთა შთასლვაჲ".

მეორე მიზეზი კი იყო ეშმაკების მზაკვრული განზრახვა მიეყენებინათ ღადარინელთათვის მატერიალური დანაკლიზი, ზარალი, რათა ამგვარი საქციელით მიწიერ ცხოვრებას მიჯაჭვული ღადარინელები დაებრკოლებინათ სულიერებაში.


----------

3. რატომ უსრულებს თხოვნას იესუ ეშმაკებს? დაასახელეთ მინიმუმ 3 მიზეზი.

-პირველ რიგში უფალს არ სურდა მათი "უფსკრულთა შთასლვაჲ". უფლის სურვილი რომ ყოფილიყო ეს, ამას უწინ ბევრად ადრე გააკეთებდა და დაცემულ ქერუბიმს არ მისცემდა საშუალებას ადამი და ევა ეცდუნებინა. მაგრამ ღვთის განგებულება სხვაგვარია. (როგორც მე ვიცი ადამისა და ევას ცოდვა ეშმაკის ბრალი არ იყო, არამედ თავიანთი ბრალი იყო. ასე რომ ბოროტების წყარო ეშმაკი არ არის. საერთოდ ბოროტებას წყარო არ გააჩნია. არ არსებობს მიზეზი, საბაბი, განმაპირობებელი, წარმომშობი ბოროტებისა. ბოროტეებას რომ მიზეზი გააჩნდეს ის ბოროტება აღარ იქნებოდაოოოო... ასე ვიცი მე.)

მეორე მიზეზი დაიწერა: მოსეს რჯულით არ შეიძლება ყოლოდათ ღორები მოშენებული.

მესამე მიზეზი არის ის, რომ დაეყენებინა არჩევანის წინაშე ღადარინელები - აერჩიათ ან მიწიერი სიმდიდრე ან სულიერი სიმდიდრე, მაგრამ მათ მიწიერი აირჩიეს. მათ საერთოდაც არ გახარებით თავიანთი ძმის განკურნება, არამედ ღორების დაღუპვას ჩიოდნენ.

P.S. რადგანაც სახარების განმარტება საფრთხილო თემაა, ამიტომ დავწერ ეს ყველაფერი საიდან ვიცი. მოკლეთ გადმოიწერეთ და მოისმინეთ ვისაც არ მოგისმენიათ მამა თეოდორეს ეს ქადაგება, ძალიან საინტერესოა. ქადაგებისას სახარების განმარტებით რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება და დღევანდელ ჩვენს ცხოვრებას უკავშირებს.


შემდეგ შეკითხვას სვამს კესარია.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 20 2009, 12:26 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



kesaria777

გელოდებით


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
llaasshhaa
პოსტი Dec 20 2009, 03:46 AM
პოსტი #20


ლაშა ქებაძე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,929
რეგისტრ.: 18-November 07
მდებარ.: საქართველო
წევრი № 3,209



ძალიან კარგი რამეა ! ასე უფრო ამახსოვრდება ადამიანს წვალობით smile.gif


--------------------
ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

85 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 08:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი