IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა
kato_Bato
პოსტი Apr 14 2007, 07:52 PM
პოსტი #21


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ციტატა
ოდესმე ვინმეს გიფიქრიათ ილიას რომ ენახა დღევანდელი საქართველო, როგორი რეაქცია ექნებოდა? ჩემი აზრით გულში გაივლებდა: - "ეჰჰ რა უცებ დაივიწყეს ჩემი ანდერძიო"

ილიას ანდერძს არც მაშინდელი "საზოგადოება" აუქვითინებიაsad.gif
როგორი რეაქცია ექნებოდა და ფიქრს საქმეს ამჯობინებდა და ისევ ილია მართალი იქნებოდა.
არც მაშინდელ საქართველოს ულხინდა და არც ახლა ულხინს, ალბთ ზედმეტია ჩვენთვის ნეტარ აწმყოზე ოცნება, იმიტომ რომ არ დაგვიმსახურებია.
ერთი და ორი კაცის ტარიგად შეწირვით კიდე ათასები ვერ გადარჩებიან, იმიტომ რომ საქმე საქმედ რჩება, გულთან ჩაუვლით ხოლმე რამე გულისამაჩუყებელი თუ მოხდა და მერე "რა ვქნა ცოდვილი ვარო" თავს დაიმშვიდებენ და ცხოვრობენ ძველებურად.

სიცოცხლეში ისეთივე დაუფასებელი იყო ილია მართალი, როგორც ჩვენი პატრიარქია დღეს...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irakly
პოსტი Apr 14 2007, 08:22 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 8-April 07
წევრი № 1,602



ციტატა
არც მაშინდელ საქართველოს ულხინდა და არც ახლა ულხინს, ალბთ ზედმეტია ჩვენთვის ნეტარ აწმყოზე ოცნება, იმიტომ რომ არ დაგვიმსახურებია
ჩემი აზრით თუ ადამიანს ოცნება არ აქვს, ვერასოდეს მიაღწევს რამეს, ისევე, როგორც ილიას ქონდა უკეთესი აწმყოს შექმნის ოცნება მაშინ, როცა უმრავლესობას ერთიანობის "ნაპერწკალი" ჩამქრალი ქონდა გულშიდა მან თავისი წვილი შეიტანა კიდეც ამ საქმეში, სამწუხაროდ არ დასცალდა, თორე მიაღწევდ კიდეც ბოლომდე. ოცნება იგივე სტიმულია, მართალია რომ ჩვენ "ნეტარი" აწმყო არ დაგვიმსახურებია, მაგრამ თუ არ ვეცადეთ, ვერც ვერასოდეს მივაღწევთ. ჩვენი ოცნების ცხადად საქცევად უნდა ვიღვაწოთ, არის ერთი საინტერესო ანდაზა: მდინარეში ჩავარდნილმა კაცმა უფალს თხოვა მიშველეო, უფალმა მიუგო: -"ხელი გაანძრიე და გეშველებაო" ალბათ მიმიხვდი ჩემს სათქმელს


--------------------
მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 15 2007, 04:16 PM
პოსტი #23


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
ჩემი აზრით თუ ადამიანს ოცნება არ აქვს, ვერასოდეს მიაღწევს რამეს,


ოცნება არაფერ შუაშია. შეიძლება სხვისთვის ოცნება იყოს, მარა რასაც დავისახებ ის ჩემთვის არ იყოს ოცნება. ოცნებები არ სრულდება.
ამიტომაც ვთვლი რომ ილიას შემთხვევაში მას ეს საქმე რეალურად მიაჩნდა ამიტომაც შეძლო ის რაც გააკეთა. მისნაირი ხალხი ოცნებებეში არ დადიან.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irakly
პოსტი Apr 15 2007, 06:14 PM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 8-April 07
წევრი № 1,602



ციტატა
ოცნება არაფერ შუაშია. შეიძლება სხვისთვის ოცნება იყოს, მარა რასაც დავისახებ ის ჩემთვის არ იყოს ოცნება. ოცნებები არ სრულდება.
ამიტომაც ვთვლი რომ ილიას შემთხვევაში მას ეს საქმე რეალურად მიაჩნდა ამიტომაც შეძლო ის რაც გააკეთა. მისნაირი ხალხი ოცნებებეში არ დადიან.
ოცნება არის ამბიციის წყარო, სწორედაც რომ საოცნებო თავისუფლების მიღწევის ოცნებამ მისცა სტიმული ილიას, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ილია "ოცნებებში დადიოდა", მოკლედ მე ჩემი აზრი გამოვთქვი გამგები გაიგებს და დანარჩენი მაგარი არ მაინტერესებს


--------------------
მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 15 2007, 06:52 PM
პოსტი #25


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ციტატა
დანარჩენი მაგარი არ მაინტერესებს

smile.gif biggrin.gif
"თავისუფლებაზე ოცნება" ეს პოეტური შეფასებაა.
თორე თავისუფლებაზე ოცნება არ ვარგა. ფიქრი, ქმედება კი ვარგა.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irakly
პოსტი Apr 15 2007, 08:50 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 8-April 07
წევრი № 1,602



mampali
შენ არ გესმის მე რას ვამბობ. შენ ოცნებას უყურებ, როგორც მიზანს, რომელიც არ მიიღწევა, ანუ რომანტიკოსული შეხედულება გაქვს ოცნებაზე, რომლებიც უბრალოდ ოცნებობენ, მე კიდე ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, რომელიც საკუთარი ოცნების ცხადსაყოფად იბრძვიან კიდეც, აბა ის ფაქტი რო ილია რეალისტი იყო უტყუარია. და თუ კიდე მოგინდება ამ საკითხზე პოლემიკის გაგრძელება ჯობია პიემში გადავიდეთ, თორე ცოტა სხვა საკითხებზე ვდაობთ


--------------------
მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 16 2007, 02:37 PM
პოსტი #27


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



ირაკლი ჩვენ ვერ ვიტყვი რომ ვდავობთ. ეს აზრთა სხვაობა ბუნებრივია, რადგან ყველას სხვაგვარად ესმის ოცნება რაა და ფიქრი კიდე რა. ამიტომ არ ვთვლი რომ ეს პიემის საქმეა. ვერც მანდ შევთანხმდებით.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irakly
პოსტი Apr 16 2007, 06:04 PM
პოსტი #28


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 8-April 07
წევრი № 1,602



ალბათ მართალი ხარ, ჩემი წარმოდგენით ადამიანს გააჩნია ოცნება და ფიქრი ჭირდება იმისთვის რომ განახორციელოს ეს ოცნება. გაგიმარჯოს ძმაო, მე არ ვიზიარებ შენს პოზიციას მაგრამ პატივს ვცემ შენს აზრს


--------------------
მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 16 2007, 11:09 AM
პოსტი #29


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ილია ჭავჭავაძის ხელნაწერები

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 16 2007, 11:37 AM
პოსტი #30


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



* * *

არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.

* * *

ამ სახით რომ გვართმევენ ყოველს ჩვენს ეროვნულ ღირსებას, სთითხნიან ჩვენს ვინაობას... გივბათილებენ ისტორიასაც... რისთვის არის ატეხილი ეს მტვერ-ბუქი, ეს ფუქსავატი ჭექა-ქუხილი?.. ვისი უნარია ყოველივე ეს? რა შავი ყორანია, რომ თავს დაგვტრიალებს, ზედ დაგვყეფს და დაგვჩხავის?.. ღმერთმა გვაშოროს, იგი ცოდვა მთელს ერს შევწამოთ... ერი, როგორც კრებული ისტორიით შედუღებულ ერთ-სულ და ერთ-ხორც მკვიდრთა, ყოველი პატიოსანისა და ჭკუათმყოფელი ადამიანისაგან უნდა პატივცემულ იყოს და მისი ასე თუ ისე გაუპატიურება, ავად-ხსენება - დიდად სათაკილო საქციელია. ყოველს ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი წადილები. ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილ ადამიანს არ ეპატიება.

* * *

ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.

* * *

მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა.

* * *

ვინც კარგად ემსახურება სამშობლო ქვეყანას, იგი უდიდგვაროდაც დიდია.

* * *

გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.

* * *

ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა.

* * *

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.

* * *

ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.

აი, სად და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ეხვივნენ და ჰლამობდნენ, ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. აი, რამ მოაგერიენებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნება მოაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული - მამულსა და ეროვნებას, და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაინძღვარა წინ, ათასხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა.

* * *

ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პილიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილის გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა. დრო იყო ამისთანა და სხვა არა-რა ელემენტი მაშინ შემძლებელ არ იყო ეს ჩვენის ისტორიის დასაბამიდამ სასურველი ერთობა დაედგინა. სხვათა შორის, ქართველი ამისთვის უფრთხილდებოდა თავის რჯულს, რომელიც, თავის შინაგან ღირსების გარდა, დუღაბობას უწევდა ერთობასა. ამ სიკეთეს დიდი ხანია მიაგნეს ჩვენთა ბედის-გამგებელთა და არ არის ჩვენში არც ერთი სახელგანთქმული კაცი, ან მეფე, რომ, სხვათა შორის, ამ თვალით არ ეყურებინა ქრისტეს სარწმუნოებისათვის. ამიტომაც, მოაცალებდათ თუ არა პოლიტიკური ტრიალი ბედისა, ყოველი მათგანი სცდილობდა, არაფერს ზოგავდა, ქრისტეს რჯული, შინაგანის ღირსებით განდიდებული და მიმზიდველი, გარეთა ღირსებითაც განედიდებინათ, გაემშვენიერებინათ და მისი მონასტრები და ტაძრები ყველგან მოეფინათ ქრისტეს რჯულის სახსოვრად და სადიდებლად.

* * *

საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, ღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა.

ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათლით არის გასხივოსნებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზე სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია ყოველს მცნებაზედ: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანებოდა ჩვენი ქვეყანა, იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თვითონ ქართველიცა. ამ კაცთმოყვარე ღმერთისათვის იწამა ჩვენი ქვეყანა, ამას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზედ, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავ-პირდასისხლიანებულმა ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა

* * *

დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ჯხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს.

ამიტომაც ეკლიანი გვირგვინი წამებულისა უფრო უანგაროა, უფრო მიმზიდველია, უფრო საგულმტკივნეულოა და, მაშასადამე, უფრო მშვენიერი, სასახელო და სადიდებელი. მარტო ამ წამებულთა ჰლოცულობს კაცობრიობა, მარტო ამ წამებულთა აღიარებს იგი წმინდანებად და თაყვანს სცემს ლოცვითა და კურთხევითა.

ეკლიანი გვირგვინი, ჩვენს დღემდე მოტანილი ჩვენთა წინაპართაგან, ამ მშვენიერებითა ჰშვენის, ამ სახელითა სახელოვნობს, ამ დიდებით ჰდიდებულობს. თუ ვისმე სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვნენ და სხვას კი გზა გაუნათესო, ეს ჩვენს მამა-პაპას ეთქმის და მადლობელნი შვილნი ლმობიერებით პირქვე უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა.

* * *

მოგვევლინა წმინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა არ რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც-კი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავის-დღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანი არსებობს: შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა - რჯულის დაცვად. რჯული ჩვენი მამულის, ჩვენი ეროვნების ხმლად იქცა ზედმისევისათვის და ფარად ზედმოსეულთათვის.

* * *

წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა. და, აი, ათასხუთასი წელიწადია, ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა.

ქრისტიანობის მოფენა და დამკვიდრება თითონ ცალკედ, თავსითავად დიდი ღვაწლია, და რომ ქრისტიანობამ ქვითკირსავით შეგვკრა და გაგვამაგრა, რომ ქრისტიანობა გაგვიძღვა მამულისა და ეროვნების შერჩენისა და ხსნისათვის, ღვაწლი იგი გვიორკეცდება, გვიდიდდება, გვიძლიერდება. ეგ გაორკეცებული, ეგ განდიდებული ღვაწლი დაგვდო ჩვენ ჩვენმა განმანათლებელმა წმინდა ნინომ. აი რით არის მართლა სადიდებელი, მართლა სადიდ-დღესასაწაულო იგი დღე, როდესაც ჩვენი ეკლესია დიდებით იხსენიებს ამ მოციქულთა-სწორს ქალწულსა. ამა ღვთაებურის მადლით მოსილმა მოციქულმა დაგვაწაფა დაუშრობელს წყაროს ღვთაებურის ჭეშმარიტებისას და მოგვივლინა იგი მოძღვრება, რომელმაც იშვილა ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება, და ერთსაც და მეორესაც უპატრონა დღემდე.

* * *

ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენს ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმომწონებით ვეძახით.

* * *

სარწმუნოებსი სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.

* * *

საქართველო, როცა-კი მოიცლიდა ხოლმე გარეშე მტერთა ზედმოსევისა და მოგერიებისაგან, მაშინვე შეუდგებოდა ხოლმე ქრისტეს აღსარების განმტკიცების და გაძლიერების საქმესა. როცა-კი ქვეყნის მდგომარეობა ნებას აძლევდა, ქართველნი, ცნობილნი სულიერის მოღვაწეობითა და აღრტყინებულნი ღვთის მოსაობით და სარწმუნოების გრძნობითა, გამოდიოდნენ გამავრცელებლად და მოსარჩლედ მართლმადიდებელის სარწმუნოებისა აღმოსავლეთში: მცირე აზია, სირია და თვითონ ბალკანეთის ნახევარკუნძული თვისდა ახლო მახლო კუნძულებითა დღესაც ჰმოწმობენ ქართველთა მოღვაწეობას სარწმუნოებისათვის. აქ ყველგან მრავალგვარი ნაშთია დღესაც უტყვ, მაგრამ უტყუარ მოწამედ იმისა, რომ გულმოდგინებას ქართველებისას სარწმუნოებისათვის შორსაც გაუდგამს ფეხი და ხელი გაუწვდენია. მონასტრები, ქართველთა ხარჯით და ფულით აშენებულნი, არა ერთი და ორი დღესაც ჰღაღადებს ათონის მთაზედ, სინაზდ, სირიაში, იერუსალიმის ახლო-მახლო, რომ ქართველთა თაგვამომეტებით და დიდის მხნეობით უღვაწნიათ თავის ქვეყნის გარეთაც სადიდებლად თვისის სარწმუნოებისა.

* * *

„ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული“ - აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ წამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, - აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.

* * *

ადამიანი და ნამეტნავად ერი არა მარტო „პურითა ერთითა ცოცხალ არს“. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტების ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოდაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორის დიდის ტოტისა: ერთს რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, - გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსათვის მაინცა. ამიტომაც, ვინცა ჰჩივის და ჰღაღადებს სახოციელო პურისათვის, ის იმდენადვე, თუ არ მეტად, უნდა იღვწოდეს სასულიერო პურისათვისაც. ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმისათვის, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი.

* * *

ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.

* * *

ღმერთა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას - ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, - იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია“. ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.

* * *

იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვება, სახელისათვის ჰშვება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.

* * *

როცა... ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!..

* * *

ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია.

* * *

სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არი; სიყვარული ტანჯვაა; „ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა“ - ამბობს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისთვის. სადაც გამოერევა ადამიანის „მე“, იქ უთუოდ უნებლიედ წარმოსდგება მონებაცა ერთისა მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერს, იქ იქნება დესპოტობა, მონება და არა სრული ერთხმოვანი გარმონია ორთა თანასწორთა სულთა, რომელთა შეერთება შეიქმს ხოლმე ერთ დაკარგულს ერთარსებასა; უნდა დაივიწყო შენი „მე“ და შეერთდე იმის „მესთან“; მაშინ აღსრულდება მნიშვნელობაც სიყვარულისა, მაშინ გადაიშლება მთელი ზღვა ტანჯვისა...

* * *

კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, -
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

* * *

სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა,
სულგრძელობითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა

* * *

გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.

* * *

არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.

* * *

საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით.

* * *

შეწყნარება დაჯერებას არ ჰნიშნავს, გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომლითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს, თუნდაც თქვენს უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგს. პატივით მოქცევა კიდევ იმას ჰქვიან, რომ მთქმელს, თუ გამკითხველს საბუთი გაუჩხრიკოთ, საბუთი აუწონოთ თქვენს საკუთარ სასწორზე, ასე თუ ისე საკუთარი ფასი დასდოთ და მისაწყავი ისე მიუწყათ. ყოვლად საკადრისი საქციელი გონებაგახსნილისა და მართლა განათლებულის კაცისა სწორედ ეს გზაა და სხვა არარა. ვისაც ეს არა სჭირს, ტყუილად თავსა სდებს განათლებაზე, ტყუილად აბრიყვებს თავისთავსაც და სხვასაც, განათლებული ვარო. იგი ყოველ გონებადახშულზედ უარესია.

* * *

ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.

* * *

კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, - ამბობს ჩვენი ერი: - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა - წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

* * *

ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.

* * *

რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.

* * *

თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა თავისის ვინაობიდან გადამდგარი კაცი ყველასაგან შერისხული იქნება, როგორც უღირსი, თითონ იმათგანაც კი, ვინც ახლა სიხარულით ამისთანა კაცს შეიკედლებს ხოლმე და ულოლოებს. დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერ-ორი, რომ თუ კაცი თავისას გაუდგა, სხვისას ვერ უერთგულებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ცოტამ იცის და ხვალე ბევრს ეცოდინება, და მაშინ ვაი თავის ვინაობაზედ გულაცრუებულს, გულგრილს და ხელაღებულს!

* * *

რაც კაცს უფრო საკეთილოდ მიაჩნია, უფრო საუმჯობესოდ, უფრო სამართლიანად, მას უნდა მთელის თვისის მხნეობით და ღონით შეეწიოს იმისდა მიუხედავად, ეწყინება ვისმე, თუ არა. იქ წყენა რას მიქვიან, საცა ჩემი რწმენა, ჩემი ადამიანობა მიწვევს სამოქმედოდ და ქვეყნის საკეთილდღეოდ. იქ მამულის-შვილობის ვალი ითხოვს, რომ არაფერს მოვერიდო და ცხარედ ჩავკიდო ხელი მას, რაც ჩემმა კაცობამ, ჩემმა რწმენამ, ჩემმა სინდისმა წინ დამისვა ნიშნად. ამას ითხოვს მოქალაქეობრივი გულადობა, ვაჟკაცობა და ქველობა.

* * *

დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა“ მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას“ და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს.

* * *

რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!

* * *

სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერი წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებელად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტნავად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს.

* * *

უეჭველია, ძლიერ გონივრად იქცევა ისა, ვინც მუდამ ჟამს კითხულობს საღმრთო წერილსა. იმის წამკითხავი ორნაირად არის სარგებლობაში, პირველად: შეისწავებს ღვთის ვედრებასა და რამდენსაც მომატებულად კითხულობს, იმდენად მკვიდრად დაინერგება იმის გულში სარწმუნოება ქრისტესი; და მეორედ: იქ შეხვდება მრავალ ნამდვილ ქართულ სიტყვასა, რომელნიც ამჟამად ბევრნი მათგანნი აღარ იხმარებიან საერო ლაპარაკში, და მაშინ, როდესაც საღმრთო წერილი გადმოუთარგმნიათ ქართულად ბერძნულიდგან, ხმარებაში ყოფილა. მხოლოდ იქიდგან გამოტანილი სიტყვა უნდა მოიხმარონ ისე, იმ კილოზე, როგორც ამჟამად ლაპარაკობს ხალხი.

* * *

სიმღერა, გალობა სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში, მწყობრი ხმა ჰშველის წყობილსიტყვაობას და წყობილსიტყვაობა მწყობრს ხმასა, რათა მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თვისის გულის ძარღვის ცემა. ხმა და სიტყვა ცალ-ცალკე ბევრს შემთხვევაში უღონონი არიან ადამიანის გულის სიღრმიდამ ამოზიდონ იგი სხვილი და წვრილი მარგალიტები, რომლითაც სავსეა ადამიანის გული და რომელნიც აიშლებიან ყოველთვის, როცა ან სევდა-მწუხარება, ან სიხარული შესძრავს ხოლმე ღვთაებურს სიმებს ადამიანის სულიერებისას. სიმღერა ამ მხრით იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა.

* * *

რადგანაც ქვეყანაზე გულსა ადამიანისას სძრავს ხოლმე არა მარტო სიხარული და მწუხარება, არამედ სხვა ათასგვარი მიზეზიცა, ამიტომაც სამწუხარო და სასიხარულო სიმღერას შუა კიდევ მრავალგვარი სიმღერა და გალობაა. ამ მხრით ადამიანის გული იგივე ზღვაა, რომელიც კოვზით არ დაილევა თავის დღეში. მინამ გული სძგერს, გულივე ათასნაირს სიმთ ააჟღერებს ხოლმე ათასნაირის მიზეზითა, და რადგანაც მიზეზი გულისთქმისა ულეველი და დაუსრულებელია, თვით სიმღერას, რომელიც მარტო გულისთქმაა და სხვა არაფერი, ბოლო და დასასრული არ ექნება თავის დღეში, ვიდრე ეს დედამიწის ზურგი ატარებს და იშვნევს ადამიანსა. კაცთ გარე, ქვეყნიერებაში სიმღერა არ არის. ეგ მხოლოდ კაცის კუთვნილებაა, ვითა ღვთის კერძოისა. ეგ ღვთიური ნიჭი ბუნებამ მარტო ადამიანს მოჰმადლა და იგი ნიჭი იმოდენად ძვირფასად მიაჩნია კაცობრიობას, რომ არ არის ცისქვეშეთში იმისთანა კაცი, იმისთანა ერი, რომ ეგ ნიჭი არ ემოქმედებინოს და ეგ მშვენიერი ნერგი, ადამიანის სულში ბუნებისაგან ჩარგული, არ ეხეირებინოს და ცოტა თუ ბევრი ყვავილები არ გამოესხმევინებინოს.

* * *

როგორც ცაკლე კაცის გული, ისე გული ერისა ბევრში სხვა ცალკე ერის გულს არა ჰგავს... ამის გამო გულისთქმაც, გულის გამომეტყველებაც სულ სხვა არის ხოლმე და ყოველს ერს თავისი კილო, თავისი ჰანგი აქვს ამ სხვადასხვაობისათვის. იგი უტყვი პოეზიაა... იგივე ენაა, მხოლოდ ხორცშეუსხმული, სიტყვით არგანსაზღვრული, სიტყვით არგამორკვეული - იგი მარტო ხმაა, კვნესაა, ხარებაა, იგი ძახილია აღფრთოვანებულის სულისა. ეს კვნესა, ეს ძახილი ქართველისა სულ სხვაა, სხვა ერისა - სულ სხვა, როგორც სხვადასხვა ენამეტყველობა.

* * *

მე არ ვიცი იმისთანა სხვა კაცი, - საერო, თუ სამღვდელო, - რომლის გულშიაც მომეტებულის მშვიდობის-ყოფით, მომეტებულის და-ძმობით ერთად დაბინავებულიყოს სამოქმედოდ მეცნიერება და სარწმუნოება. განსვენებული (წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)) ღრმად-მიწევნილი მეცნიერი იყო და ამოდენადვე ღრმად-მორწმუნეცა. აქ არის, ჩემის ფიქრით, მისი აღმატებულება, მისი მნიშნველობა არამც თუ მარტო ჩვენთვის, სხვისთვისაც, რადგანაც ბევრსა ჰგონია, რომ მეცნიერება და სარწმუნოება ერთმანეთში მოურგებელნი და მოუთავსებელნი არიანო. იგია მაგალითი ამ მორიგებისა და მოთავსებისა.







--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
PUSKU
პოსტი Oct 17 2007, 08:52 PM
პოსტი #31


ნინო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 111
რეგისტრ.: 27-February 07
მდებარ.: სარა ქართ სნხოიტ..
წევრი № 1,207



ძალიან მიყვარს ილია ჭავჭავაძე,ის ხომ უდიდესი პიროვნება და ერის წინამძღოლი იყო,დიდი ქართველი მოღვაწე ხშირად იმეორებდა: „რა ენა წახდეს, ერიც დაეცესო“. იგი ზრუნავდა ენის სიწმინდისათვის, იბრძოდა მისი უფლებების დასაცავად.ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა: „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?“


შემდეგ გავარგრძელებ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პოემით:

გ ა ნ დ ე გ ი ლ ი

"ოდესღაც ტაძარს იმ გაუქმებულს

მეუდაბნოე შეჰკედლებია;

საიქიოსთვის ეს სააქაო

დაუთმია და განშორებია.

განშორებია ვით ცოდვის სადგურს,

ვით სამეუფოს ბოროტისასა,

სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს

განსაცდელსა მას ეშმაკისასა;

სად ცოდვა კაცსა სდევნის დღე-და-ღამ,

ვითა მპარავი და მტაცებელი;

სად, რასაც ჰხადის მართალი მართლად,

მას უმართლობად ჰქმნის ცოდვის ხელი;

სად რყვნა, წაწყმედა და ღალატია,

სადაც ძმა ჰხარბობს სისხლსა ძმისასა,

სად ცილი, ზაკვა ძულებადა ჰხდის

წმინდა სიყვარულს მოყვასისასა.

განშორებია ამ წუთისოფელს,

სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,

სად თვით სიტურფე და სათნოება

ეშმაკის მახე და ცდუნებაა."


--------------------
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>მამაო ჩვენო - "ადურა იმოუპ"<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
ადურა იმოუპ აბი აფეი აპსიწკეი უაჟგი ნაძაძაგი ფმქრადა!ჟვან იყოუ ხაბ!იცკახააიტ უხიძ:იააიაიტ უფსჰარა:იყალაიტ ხიხ აჟვანაყნეიფშ ცაყა ადუნეი აჭკი! აჩა ზიდა ჰხუართამ უჰატ ჰარა იახა,იაგჰანაჟ ჰარა ჰუალქუა,ჰარა ჰტუ ძქუა იშრანაჰაჟუა ეიპშ,ჰაგალაუმგალან ჰარა აცგაფშუარა ჰაგიცნრჰუა ჰარა ავსთა!ამინ!
<> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <><> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <> <>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
catherina_10
პოსტი Oct 18 2007, 05:07 PM
პოსტი #32


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



მოგონებები



კოსტა აბხაზი


ილია და მე ერთად შევიზარდენით. რაც ჩემი თავი მახსოვს იმ დღიდან მახსოვს ილიაც. ილია ერთი წლით ჩემზედ უფროსი იყო. გიმნაზიაშიც ერთად ვიყავით და სტუდენტობის დროს ერთს ოთახში ვცხოვრობდით.

როგორც მახსოვს, ილია პატარაობიდანვე ლექსებსა სწერდა. მხსოვს ასეთი შემთხვევა ილია იქნებოდა ესე 11 წლისა. ჩვენს სოფელში კარდანახში ვიყავით. კვირა დღე იყო და ერთი ოცი თუ თხუთმეტი ვერსის მანძილზე მამაჩემს მამითადი ჰქონდა. ჩვენც იქ წავედით. მთელი დღე ვუცქეროდით გახურებულ მამითადს. საღამოთი შინისკენ დავბრუნდით და კარდანახამდინ რომ ასე 7 ვერსის სავალი დაგვრჩა კოკისპირული წვიმა დაუშვა და მთელი ნიაღვარი მოვარდა. მეტი გზა არ იყო შევბრუნდით ახლო მდებარე სოფელში ჩალაუბანში და ღამეც იქ გავატარეთ, მაგრამ მთელი ღამე არ მოგვითვლემია. ერთს გლეხკაცის სახლში ვიწექით და ღამე იმოდენა მკბენარი დაგვეხვია, რომ გათენებისას გამოვვარდით გარეთ ლოგინებითურთ და ერთს დიდს კაკლის ქვეშ გავშალეთ და ცოტა გამოვიძინეთ. აი სწორედ აქ დაწერა ილიამ თავისი პირველი ლექსი ”რწყილები”(47-48წ.). საუბედუროთ ეს ლექსი არ შენახულა და არ ვიცი რა უყო ილიამ. მახსოვს მარტო, რომ ამ ლექსში დიდის ოხუნჯობით და მეტად კომიკურად იყო აღწერილი ჩვენი რწყილებთან ბრძოლა, და ლექსმა ბევრი გვაცინა.. .

. . .მამულისადმი უანგარო სიყვარული პატარაობიდანვე შეჰყვა ილიას, მეტის მეტად უყვარდა ბაასი გლეხკაცებთან, მეტადრე მოხუცებულებთან. ჰკრეფდა და აგროვებდა ზღაპრებს, ანდაზებს, გამოცანებს. უყვარდა მესტვირეები და სიამოვნებით უგდებდა ყურს. საზოგადოთ კი მუსიკას არა სწყალობდა, და არც ესმოდა. მე მისი მარტოდ მარტო ერთი სიმღერა მახსოვს. ხშირად ოთახში ბოლთასა სცემდა და უცნაურის კილოთი ღუღუნებდა:

Англиский лорд,

Свободен и горд. . .

დიდი თაყვანისმცემელი იყო ილია ინგლისის სახელმწიფო წესწყობილებისა, აღმერთებდა გარიბალდის და პატივსა სცემდა გლადსტონს.

არ ვიცი, ვინ იყო ისეთი პირი, რომელსაც გავლენა ჰქონდა პატარა ილიაზედ, რომელმაც შთაჰბერა მას გულში სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ხალხური ხელოვნებისადმი სიყვარული. მე მგონია, რომ ეს შემდეგში შეიგნო ილიამ, მეტადრე როდესაც მომრიგებელ შუამავლად და მოსამართლედ იყო, სადაც ხშირად ხვდებოდა და ახლოს ეცნობოდა ჩვენს ხალხს.





მიხეილ ჯავახიშვილი


. . . 1906 წლის გაზაფხულზე ავადმყოფ ილია წინამძღვრიშვილის სანახავად მივედი. მალე ილია ჭავჭავაძეც შემოვიდა. ავადმყოფი მოიკითხა და საუბარი გააბა, შავბნელი აზრებით იყო სეპყრობილი. ჯერ ”ივერიის” ბედი გაიხსენა. ეს გაზეთი მისი ნაშვილევი იყო. იგი რამოდენიმე ათეულ წელიწადს ზიდა, მერმე თავის ერთგულ ა. სარაჯიშვილს გადასცა, მან ილიას გზით მავალ ყიფშიძეს ჩააბარა. ამან კი ახალგაზრდას გადაულოცაო, -სთქვა ილიამ ჩემზე,-და შემდეგ გოგიჩაიშვილსაო.

ილია ჭავჭავაძის საჯარაო ლაპარაკი რამოდენიმეჯერ მოვისმინე. საოცარი ორატორი იყო. არ აღელდებოდა, კილოს არ აუწევდა. თავი რკინის ძეგლსავით ეჭირა. მოპირდაპირეს იშვიათად შეაწყვეტინებდა, და თუ რამდენიმე სიტყვას მიაწოდებდა, მისი რეპლიკა მუდამ მომაკვდინებელი იყო. ხმა ძლიერი ჰქონდა, ლოგიკის ზალა-უნაკლო, დაუნდობარი, რკინისებური. ლაპარაკის მანერა- ბოლომდის დინჯი, მაგრამ შეუბრალებელი, მკვეთრი განგმირავი, ზოგჯერ ზომიერად ირონიული, მაგრამ მუდამ ზრდილობიანი, დარბაისლური. მოპირდაპირის სუსტ ალაგებს ფოლადის მარწუხივით დასწვდებოდა და ჰგლეჯდა, ათრევდა და მანამდის სთელავდა, სანამ საბოლოოდ არ მოსპობდა. ეს მანერა პოლემიკისა ილიას წერილებსაც აშკარად ეტყობა. მტრებსაცვ ნაწვნევი ჰქონდათ და ძლიერ ეშინოდათ, შებმას იშვიათად უბედავდნენ. არა თუ ილიას ტოლი, მისი ტიპის ორატორიც არარ მომისმენია.





იოსებ იმედაშვილი


მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეთა ქართველ ბუმბერაზ მწერალ- მოღვაწეთაგან ვისაც კი ვიცნობდი, თითოეული თავისებური იერით ჩამრჩა მეხსიერებაში...

ილია- შუა ტანის, ცასხმულ-ჩამკვრივებული, წელში მოუხრელი. თითქო კუშტი, შუბლშეკრული, ფიქრებდაყურსული, უმეტეს მოზიდული, წარბ-წამწამში მწყვდეულ თვალებით პირდაპირ გამჭრიახი გამცქერი, იშვიათად მიწისაკენ დახრილი, მუდამ სერთუკით, ”კატილოკით” და ხელ-ჯოხით.

ბევრჯერ შევხვედრივარ ილიას ”ივერიის” რედაქციაში; ხშირად მომისმენია მისი ლაპარაკი თუ კამათი საჯარო სხდომაზე, დინჯი, წყნარი დაფიქრებული, რომლითაც წარუხოცელ შთაბეჭდილებას სტოვებდა მსმენელებზე. ჩემი თაობის ადამიანისათვის ილია განხორციელებული ჭეშმარიტება იყო, უეჭვო და ხელშეუვალი, როგორც საქართველოს უდიდესი წირისუფალი, პრაქტიკული მოღვაწე, მოაზროვნე მწერალი, სამშობლოსათვის მარად მზრუნველი, რომლის აზრი, სიტყვა და სურვილი უდაოდ ბატონობდა ყველგან, ყველასა და ყველაფერზედ.

იგი მახსოვრობაში ჩამრჩა როგორც ყოვლისმცოდნე - ენციკლოპედისტი: წრსულის დიდი მცოდნე, აწმყოს ყოველმხრივ მცნობი და მომავლის განმჭვრეტი, წინასწარმეტყველი.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი Nov 22 2007, 09:37 PM
პოსტი #33


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



ილია ჭავჭავაძე

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში.

დიდხანს ვებრძოდი სიმდაბლეს, მტრობას,
და გავიმაგრე ჭაბუკი მკლავი.
ბევრჯერ მამარცხეს, მაგრამ არვის წინ
არ მომიხრია ამაყი თავი.

ვისაც ვებრძოდი, ბრძოლად არ ჰღირდნენ,
გვიან შევიტყე ეს ცდომილება;
ეხლა მათ საზიზღ, მდაბალ მტრობაზედ
არც მეცინება, არც მეტირება.

დაბნელდა სული, გარშემოც ბნელა,
სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში;
აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე
არც სიძულვილში, არც სიყვარულში!


პეტერბურგი.


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ilia003
პოსტი Nov 23 2007, 08:48 PM
პოსტი #34


LELO
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 222
რეგისტრ.: 21-April 07
მდებარ.: TBILISI.didi digomi
წევრი № 1,708



,,აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენ შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად
გაზრდილი...“

-ასე მიმართავდა ილია თავის მშობლიურ მხარეს ლექსში: ,,ყვარლის მთებს

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

ამონარიდი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან
"მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობა."

"ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა."

"აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს,
საზრდოდ ხმარობდე ქრისტესა მცნებას“


--------------------
" ეკლესია არის ცა,ქვეყანასა ზედა"

"ჩემო დედიკო, ჩემო ღვთისმშობელო,მაცხოვნე,რადგან
დავიღუპები თუკი შენ მიმატოვებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 7 2007, 12:08 AM
პოსტი #35


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ილია ჭავჭავაძის "რა გითხრათ რით გაგახაროთ?" დღევანდელი მოვლენები თითქოსდა წინასწარმეტყველურადაა აღბეჭდილი..
როგორც ჩვენი საყვარელი ლია მასწავლებელი გვეუბნება ილია რომ არ ყოფილიყო საქართველო ზინზამბვეს დაემსგავსებოდაო..

განსაკუთრებით ილიას ირონია მომწონს რუსების მიმართ,გულს ვიფხან ხოლმე laugh.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q-e-T-i
პოსტი Dec 14 2007, 08:21 PM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 30-August 07
წევრი № 2,659



ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..

აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,

თუმცა ძველნი დაგშორდნენ, ახალნი ხომ შენია...

მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?


წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,

მათის ზრუნვის საგანი შენ ხარ და შენ იქნები,

არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები.

მათის ღვაწლით შეგექმნეს სახე ბედით მთენია,

ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?


მათი გული შენისა ტრფობის ფართო ბუდეა,

მათი გულთა ფიცარი შენი მტკიცე ზღუდეა...

ვერ წაბილწავს მათს გრძნობას სიმუხთლე, სიმრუდეა!

მათ თვის მკერდით შეჰმუსრონ მტერთა სიმაგრენია,

ჩემო კარგო ქვეყანავ, მაშ, რად მოგიწყენია?


15 სექტემბერი,

wub.gif wub.gif wub.gif wub.gif


--------------------
I will sooth you if you fall
I'll be right there if you call
You're my greatest love of all


________________________________________________________________


_______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________

________________________________________________________________

__თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 14 2007, 08:24 PM
პოსტი #37


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



კაი მართლა??laugh.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 30 2008, 06:41 PM
პოსტი #38


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527



ჩემი აზრით ილია ერის უგვირგვინო მეფე იყო. ლევან სანიკიძეს უწერია ილიას 100 ნაბიჯი წიწამურამდე! გმიმაგრებული სურათიენიალურია! ჩემი აზრით ილიაყველაზე საუკეთესო პუბლიცისტი საზოგადო მოღვაწე და ბანკირია. მისი პროზაული ნაწარმოებების უმრავლესობა შედევრია... ილიას "ქვათა ღაღადი" ქართული პუბლიცისტიკის და საერთოდ ქართული ჟურნალისტიკის მწვერვალია აღარაფერს ვამბობ მის სხვა გენიალურ წერილებზე. mail1.gif მიმაგრებული სურათი


--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი May 8 2008, 06:03 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



* * *
სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა,
სულგრძელობითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა.

* * *
''სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერი წიაღშია, ორთვალა და ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერთსა და იმავე დროს. იგი ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ გაჰყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებელად და მეორესაც, ერთსაც განუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და ნამეტნავად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება სარწმუნოება კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა უნდა იცვამს.''

* * *
ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია.


* * *

გახსოვდეს, რომ ქვეყანაზე ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი.


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tetnuldi
პოსტი May 8 2008, 07:10 PM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 309
რეგისტრ.: 7-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,758



გაიხარეთ ამ თემის გახსნისთვის(არა სხვა რაღაცეებისთვისაც გაიხარეთ..smile.gif
smile.gif


--------------------
www.axalgazrdoba.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 02:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი