IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> რევაზ მარგიანი, პოეზია ჩვენი ჯარისკაცებისთვის
marine
პოსტი Dec 20 2012, 01:51 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ამ თემის გახსნა გადამაწყვეტინა ჩვენი საყვარელი ფორუმელის სიყვარულის ისტორიამ... smile.gif მას შეყვარებული ჯარში ყავს და ღმერთს ვთხოვ, რომ ის ვაჟკაცი და ყველა, ვინც ჯარისკაცია, შინ მშვიდობით დაბრუნდეს.


აი, რას წერს სვანი პოეტი რევაზ მარგიანი:

"ცხოვრების გზაზე დიდი სამამულო ომი წამომეწია. ეს ლექსები იწერებოდა ფრონტზე და ომიდან დაბრუნების შემდეგ.

ვისაც ის მრისხანე წლები ახსოვს და ომის ჭირ-ვარამი გადაუტანია, მისთვის შეიძლება ახლობელი გახდეს ჩემი რამდენიმე ლექსი."



მე უბით ვატარებ პატარა ბარათს

მე უბით ვატარებ პატარა ბარათს -
შენგან რომ მივიღე წუხელ,
ის ვით საუნჯე, ფარულად დამაქვს,
რატომღაც ვერავის ვუმხელ...

წუხელ ბიჭებმა გადმომცეს ქაღალდი,
იმ წამსვე გავხსენი თრთოლვით,
თოვდა და ჩემს მხრებზე დაფრინდნენ ფარფატით -
ფიფქები პირველი თოვლის.

არ მახსოვს, რამდენჯერ გავშალე ღიმილით,
ჭაბუკი ოცნებად ვიქეც,
უცხო რამ, ასე ვთქვათ, ვით გულისტკივილი,
დავხედე ბარათს და ვიგრძენ.

შენ როცა ამ ბარათს საჩემოდ წერდი,
მალავდი შენს წუხილს, ქალო.
დაწერილ ბარათის ორივე გვერდი
მეტყოდა, რომ კარგად ვარო!

არა ხარ მართალი! ბავშვურმა ცრემლებმა
ხომ გაგთქვეს, რას იტყვი ახლა?
ცრმელების წვეთები აქა-იქ ემჩნევა
საჩემოდ დაწერილ ქაღალდს.

არ ვიცი რას სწუხდი, უჩემოდ ყოფნა
ვიცი რომ ძნელია შენთვის.
არ ვარგა: გულით სხვას ფიქრობდი თურმე,
ხელით კი სიხარულს წერდი.

ნუ სწუხარ, გაივლის ომი და ქარი,
ვიცხოვრებთ ისევე მშვიდად,
ჩვენთვის ხომ სიცოცხლე მამული არის,
დიადი სამშობლო წმიდა!

...მე უბით ვატარებ პატარა ბარათს,
გაჩვენებ, როცა შინ მოვალ,
და გულში, იცოდე, ვარამის გვარად
ჩამრჩება ბარათის ხსოვნა.

მოსვლამდე, ვინ იცის... უბეში მექნება
და ხშირად დავხედავ ხვნეშით:
"საველე ფოსტა, 72,
მარგიანს საკუთარ ხელში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Dec 20 2012, 02:16 PM
პოსტი #2


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



marine

გაიხარე გენაცვალე smile.gif ულამაზესი ლექსით დაიწყე.....


პ.ს. მადლობა <3


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2012, 02:21 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(.ნინო @ Dec 20 2012, 03:16 PM) *

marine

გაიხარე გენაცვალე smile.gif ულამაზესი ლექსით დაიწყე.....
პ.ს. მადლობა <3


a025.gif a025.gif მადლობა, ნინი rolleyes.gif

ეტაპობრივად ყველა ლექსს დავდებ rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 20 2012, 02:34 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



გაფრინდი, ჩემო თეთრო თოლია


გაფრინდი, ჩემო თეთრო თოლია,
შეინავარდე, შენი კვნესამე,
იქ, სადაც ყვავილს დაუთოვია,
ჩემს საქართველოს მთებს მიესალმე.

გაფრინდი, ორი ზღვა გადასერე,
და როცა შეგხვდეს ლურჯი ხმელეთი,
იცანი ნისლში დამდგარი სერზე
ჩემი სვანეთი და იმერეთი.

მთა დაწინწკლულა, როგორც ფორეჯი!
ჩვენ ფრონტზეც გვესმის მშობლის ნაბიჯი,
სამშობლოსათვის ამ სიშორეზე
ვართ ვაჟკაცები ძმადშენაფიცი.

გაფრინდი, ჩემო თეთრო თოლია,
იქ, სადაც ქართველს უხნავს გუთანით,
და სადაც მთებზე მხოლოდ თოვლია,
იქ თოვლისთმიან დედას უთხარი,

რომ ჩვენ აქა ვართ, სადაც ნისლია,
და გრგვინვა ისმის განუწყვეტელი,
სადაც ბიჭები რისხვით ისვრიან
და აღვმართულვართ, როგორც კედელი.

ჩვენ კი შენთან ვართ ალალ ფიქრებით,
დედის თავშალის გვადგას ნათელი,
მამულისათვის ერთად ვიქნებით,
ვიდრე არ მოსპობს ვერაგს ქართველი!..

სამშობლოსათვის ამ სიშორეზე
ერთად ვართ, მტრებთან ჩვენც გვიბრძოლია,
იქ, სადაც მთაა - ჭრელი ფორეჯი,
გაფრინდი მაცნედ, ჩემო თოლია.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2012, 11:12 AM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ია

მე ერთხელ, დუმილის დროსა,
როცა არ წიოდა ტყვია,
ვიგრძენი აპრილის მოსვლა,
შევნიშნე პატარა ია.

ღიმილით შევეხე ნაზად,
მოვწყვიტე მთრთოლვარე ხელით,
მას მასრა დავუდგი ვაზად
და გახდა საუნჯე ჩემი!

იყო დრო... ვცხოვრობდით ერთად,
გვიყვარდა ვარდი და ია,
და ტირში ვერაგის სახეს
სიცილით ვესროდით ტყვიას.

მას შემდეგ გავიდა ხანი,
მშვიდობა იყო და გაქრა,
აქ, ახლა რომ იყო ჩემთან,
კარგია, მაგრამ მე რა ვქნა?!

და იცი, ვინ მოვკალ გუშინ?
არა ის ფანერის კაცი,
ტირში რომ გავგმირე მაშინ,
არამედ ნამდვილი ჰანსი.

არ გიკვირს? ლითონის ხმაში,
თავზე რომ დამწივის ტყვია,
ამ წუთში, ისე ვით ბავშვი,
შევხარი პატარა იას.

და გესმის? ამას გწერ მიტომ,
გავწიე ამდენი შრომა,
რომ აქაც იების ტრფობას
ვერ გადამაჩვია ომმა.

... მასრაში ციმციმებს ია,
ბავშვური სინაზით ვუვლი,
მტერისკენ ვაგზავნი ტყვიას
და შორით შეგხარი გულით.


/არბატის ისარი, მოქმედი არმია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2012, 12:33 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შენ შორს ხარ ახლა

ნინო ჟღენტს

დაბნელდა. დასხდნენ ვარსკვლავნი ცაზე.
ძილის ბურანში სუნთქავს ქალაქი,
ცას თითქოს ხიბლავს ზღვის სილამაზე,
მისი ჩურჩული და ლაპარაკი.

ზღვა ჩუმად ქშინავს. ისეა წყნარი,
რომ მისი სუნთქვა არავის აკრთობს,
მხოლოდ ხანდახან აზოვის ქარი
თუ შეაშფოთებს ნაპირებს მარტო.

მხოლოდ ხანდახან და ისიც ძვირად
თუ მოაწყდება ტალღები ნაპირს.
ზღვის ზედაპირზე დაიწყებს ბრწყინვას
ვარსკვლავთა შორის გაბმული ძაფი.

შენ შორს ხარ ახლა, ორი ზღვის იქით,
მთაგრეხილების გადაღმა მხარეს,
საქართველოზე და შენზე ფიქრით -
ასე ილევა ყოველი ღამე.

შენ შორს ხარ, მაგრამ ვინ დამაცილოს -
მეც დარაჯი ვარ თავისუფლების,
შენ და ჩემს მშობლებს და სიყმაწვილეს
კვლავ ძველებურად გესაუბრებით.

შენ შორს ხარ, მაგრამ ოცნებით მაინც
ერთად დავცქერით მდუმარე ნაპირს -
და ეხატება შავი ზღვის ტალღას
ვარსკვლავთა შორის გაბმული ძაფი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 24 2012, 02:24 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თუ ოდეს იქნე ჩემზე მგლოვარე...


თუ ოდეს იქნე ჩემზე მგლოვარე
და გულში ჩაგრჩეს რამე სათქმელი,
ეს ერთი მაინც აღგაფრთოვანებს,
რომ შენ გეტრფოდი ლექსით ქართველი.

ნუ დამიტირებ წმინდა ცრემლებით,
შორს იყოს დარდი და სინანული,
როცა აყვავდეს ჩვენში ტყემლები,
მასმინე ტკბილი იავნანური.

შენ მომიგონე ერთი ჭაბუკი, -
ნუღარ იქნები ჩემზე მგლოვარე
და მაშინ შენი თვალების შუქი
ცივ სამარეში აღმაფრთოვანებს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2012, 11:37 AM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ზამთარი

დაუთოვია. ზღვებიდან ზღვამდე
თოვლით ქათქათებს ირგვლივ მთა-ველი,
მიწურებს ორი მტკაველი აძევს,
ზარბაზნებს კიდევ - თითო მტკაველი.

დაუთოვია და თოვლის ფიფქი
გზებიდან გზებზე დახეტიალობს,
სანგრიდან სანგარს სიმღერა მიქრის:
- ზამთარიაო, ზამთარიაო...

დაე, იმღეროს ბიჭმა ქართველმა,
ჰანგმა გაჰკვეთოს მქისე ჰაერი,
მტრის შემოსევას და გაშმაგებას
შეხვდეს ტყვიით და ჩვენი შაირით.

დაე, გაიხსენოს მთა და ფრიალო,
იქაც თოვლი ძევს, ქარიც ზუზუნებს,
და მის სოფელში - ზამთარიაო...
ჭაღარა მამაც დაიგუგუნებს.

იქ იქნებიან მგლებზე წასულნი
ბერიკაცი და შვილიშვილები,
მაგრამ ამდენი მგელი ავსული
მათ არ ექნებათ ნანადირევი.

- ზამთარიაო... - ბიჭი ლომგული
დასჭექს, იელვებს ჰანგი მართალი,
საქართველოშიც იტყვის ჩონგური,
რომ ვერას გვაკლებ ფრონტზე ზამთარი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2012, 12:12 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ვინ მომაშოროს
სამშობლოს დროშას


ჩვენ ერთად ვიყოთ წუხილის დროსაც,
გადავიტანოთ ქუხილი ქართა,
ვინ მომაშოროს სამშობლოს დროშას
კაცთსაძულველი სიკვდილის გარდა?

მაგრამ მაშინაც საფლავში გული
უკანასკნელად შესძახებს ასე:
რომ მე ოცნებით და სიყვარულით
მხოლოდ მივლია სამშობლოს გზაზე.

ჩვენ ერთად ვიყოთ დიდების დროსაც -
გუგუნი ისმის დიდების ქართა,
ვინ მომაშოროს სამშობლოს დროშას
კაცთსაძულველი სიკვდილის გარდა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Jan 5 2013, 09:25 PM
პოსტი #10


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



მალე ამ თემას გადავაფეისბუქებ...

მართალი იყავ მარი... ძალიან თემატურია და თან შიგნიდანაა დანახული ჯარისკაცის ტკივილი... ია ნამდვლად ვერ წავიკითხე გულგრილად, ცრემლი მომადგა თვალზე....


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 8 2013, 02:35 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(.ნინო @ Jan 5 2013, 10:25 PM) *

მალე ამ თემას გადავაფეისბუქებ...

მართალი იყავ მარი... ძალიან თემატურია და თან შიგნიდანაა დანახული ჯარისკაცის ტკივილი... ია ნამდვლად ვერ წავიკითხე გულგრილად, ცრემლი მომადგა თვალზე....


გაიხარე, ნინ 2kiss.gif wub.gif


თოვს...


მგონია, თითქოს ჩემს თბილისს ათოვს,
მიდამოს მხოლოდ სითეთრე მოსავს
და მე შევხარი უთქვენოდ, მარტო,
ამ საახალწლო ფიფქების მოსვლას.

თოვს და ეს ველი ბიბინებს თეთრად,
უხმოდ მოცვივა სანგარში თოვლი,
ცაზე კი ელავს იისფერ სვეტად
პროჟექტორების მსუბუქი ბოლი.

თოვს, ზამთარია და სანგრებს ათოვს
და თეთრ ყვავილებს ბუჩქები ისხამს,
ასეთი თოვა და დარი მარტო
მხოლოდ მინახავს ჩემს ბავშვობისას.

თოვს... ხვავრიელად, შეუსვენებლივ,
გაყინულ მიწას ეყრება თრთოლვით,
დაფრიალებენ, ვით ფრინველები,
უსპეტაკესი ფიფქები თოვლის.

და ახლა, ალბათ, რუსთველზეც ათოვს
და ჩვენს აივანს ეყრება თოვლი,
შუა ოთახში სამნი ხართ მარტო -
დგას სურნელება ჩაიდნის ბოლის...

მგონია, თითქოს ჩემს თბილისს ათოვს,
მიდამოს მხოლოდ სითეთრე მოსავს
და მე შევხარი უთქვენოდ, მარტო,
ამ საახალწლო ფიფქების მოსვლას.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 8 2013, 05:54 PM
პოსტი #12


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



marine

გაიხარე ჩემო კარგო ამ განყოფილებაში აქტიურობისთვის და მისი გამრავალფეროვნებისთვის kiss1.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 9 2013, 10:08 AM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(სოფი @ Jan 8 2013, 06:54 PM) *

marine

გაიხარე ჩემო კარგო ამ განყოფილებაში აქტიურობისთვის და მისი გამრავალფეროვნებისთვის kiss1.gif


გულში გენაცვალე, სოფუნია wub.gif 2kiss.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2013, 04:11 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მეგობრის ხსოვნას

მჯერა, სიკვდილიც ვერ დამავიწყებს -
შენ მეხსომები, მჯერა მარადჟამს.
მაშინ სანგარში დაჭრილი იწექ,
სისხლში მოსვრული გქონდა ფარაჯა.

იქნებ რა სურდათ შენს თვალებს ეთქვათ,
არ იშორებდი ტუჩებზე ღიმილს
და მე მესმოდა ჟღერა და ფეთქვა
გულს და ტვინს შორის გამწყდარი სიმის.

იყო მაისი ორმოცდაორის...
მას შემდეგ ხუთი გაფრინდა წელი,
შენ გხედავ ისევ მეგობრებს შორის
გადასარჩენად გაწვდილი ხელით.

შენ გხედავ, შენს გულს რა დამავიწყებს,
მემახსოვრები, მჯერა, მარადჟამს,
ეჰ, მაშინ ჩვენთან დაჭრილი იწექ -
სისხლში მოსვრილი გქონდა ფარაჯა.





--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 24 2013, 03:42 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,809
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მე რომ ეს ბედი...

ხომ შეიძლება სულ არ მენახე!
მე რომ ის ტყვია არ ამცდენოდა,
ვერ გიხილავდით შენ და ვენახებს,
შორს ვიქნებოდი საქართველოდან!

ხომ შეიძლება ბედი მწვეოდა
უსასტიკესი და დამზაფრავი,
წელთა ბურუსში ჩაინთქმებოდა
დღემდე უცნობი ჩემი საფლავი!

მე რომ ეს ბედი არ მქონებოდა,
ვერ გიხილავდით შენ და ვენახებს
და შეიძლება... - როგორც ეგონათ -
მხოლოდღა ხსოვნას შემოვენახე.

მე რომ ის ტყვია არ ამცდენოდა,
დაიბუდებდა ბნელი თვალებში,
შორს ვიქნებოდი საქართველოდან,
სადღაც, მარტოკა, ცივ სამარეში!




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 06:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი