დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი... |
q-e-T-i |
Mar 2 2008, 09:29 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
დედაშვილური სიყვარულის არსი...
საგალობელი დედებს დიდება დედას, ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს, ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია, ვინც უსახელოდ დაბადებულს თითო ბავშვს უძლურს სამშობლოს უზრდის რუსთაველად, ვაჟად, ილიად! მე ვლოცავ იმ ქალს, ვინც არ იცის, რა არის შიში, ვისი თვალებით გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი, ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს, მარჯვენა მისცა აღემართა სვეტიცხოველი! დიდება დედებს, ვინც ცრემლებით მიწა აავსო, ძუძუ აწოვა მკლავდაკუნთულ სამას არაგველს, მადლობას ვუხდი დიდ წინაპრებს, შვილი სამასი სამშობლო მიწის ჭრილობებს რომ წამლად დაადეს. მადლი იმ დედებს, უკვდავება ვინც გაინაღდა, ვისი სახელიც ხალხის გულში ჩუმად სანთელობს, დიდება იმ ქალს, ვინც რწმენისთვის დაწვეს ჩირაღდნად, ვისაც საფლავში დღესაც სცივა უსაქართველოდ. მე ვლოცავ დედებს, ვინც ელოდნენ დილას ხვალინდელს, ვინც შვილის საფლავს უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ, ჩუმად იცრემლეს, ამ ქვეყნიდან ჩუმად წავიდნენ, ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე! დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს ლომის ბოკვრები, და თუ მოგვიხმობს საქართველოს მიწა ბებერი, სამშობლო მიწის დასახსნელად ისე მოვკვდებით, ქართველი დედის სიამაყეს როგორც შეჰფერის! მედეა კახძე აკაკი წერეთელი-დედის სიმღერა ცხრა თვეს მუცლით დატარებდი, "ვაით"გშობე,"უით"გზარდე, და რად გიკვირს ყოველ ქალზედ უფრო დედას რომ უყვარდე? ქალი მამას ქმარში გაცვლის, ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება; მაგრამ დედას შვილის ტრფობა სამარეში თან ჩაჰყვება! ახლოს გული მისთვის უძგერს, შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება: უფიქრელად თავს შესწირავს,- დედა თვის შვილს ენაცვლება!.. მაგრამ შვილი ხშირად დედას გასცვის ხოლმე სიყვარულში!.. არ იცის,რომ მოტყუებულს სხვისი სატრფო რჩება ხელში!.. მაგრამ ნება ბუნებისა ეს არის და ასე იყოს: დედამ უნდა შვილისათვის თავის-თავი დაივიწყოს!.. რა მოგშორდი,შვილო,შემდეგ შავი ფიქრი გულს მიბურავს... ვაჰ,თუ გშია!ან გწყურია! ან გცივა და არა გხურავს! ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ, გულს გასვია მტრის ისარი და,რომ წყლული შეგიხვიოს, დედა -შენი არსად არი!.. ვაი, თუ შენს ლამაზ თვალებს ყვავი ჰკორტნის და ყორანი, და უნაგირთ უპატრონოდ დაგხვიხვინებს თავს მერანი!.. ვაჰ,თუ შენსა ხუჭუჭ თმასა ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს? მაშინ დედა_შენიც ჩიტად გადაიქცეს,შენსკენ ჰფრენდეს!.. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
დავით ივერიელი |
Mar 2 2008, 09:31 PM
პოსტი
#2
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
"დედის ცრემლზე ია ამოდისო" ლეონიძე გამახსენდა
-------------------- მერე რა რომ . . .
|
q-e-T-i |
Mar 2 2008, 09:33 PM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
დ ე დ ა ს
შენს სათნო ღიმილს ვეთაყვენები ჩემო ლამაზო და ეშხით სავსე, იმდენი წელი გაცოცხლოს ღმერთმა რამდენიც არის ვარსკვლავი ცაზე. გთხოვ ნაღვლიანი არასდროს იყო, შენს თვალზე ცრემლი არ დამანახო. ბედნიერება და ჯამრთელობა უბოძე მარად მოწყალე ღმერთო. შენი სიკეთით, თბილი ბუნებით ზოგჯერ მართლაც ვარ გაოგნებული იმდენად კარგი არსება ხარ, რომ მგონი ყველაა გაოცებული. შენი დამთმობი ბუნებით კარგო დაიმსახურებ ყველაზე დიადს, შენ ხარ ნამდვილი ადამიანი მე ვფიქრობ ასე და ეს ასეც არს. ქეთი ქიმბარიშვილი (ანუ მე) -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
Ismail |
Mar 2 2008, 09:34 PM
პოსტი
#4
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
დედა განსაკუთრებული რამაა და განსაკუთრებით - საქართველოში.
ქართველებივით არავინ არ სცემს პატივს დედას... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
q-e-T-i |
Mar 2 2008, 09:40 PM
პოსტი
#5
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
დედის გული ზღვა არის სიყვარულისა. რომ უთხრა, შვილი რომ
უკვდებოდეს, ორი დღის სიცოცხლე კიდევ მიემატება შენს შვილსაო, ოღონდ სული საუკუნო ჯოჯოხეთს მიეციო, _ დედა მაგას იქს, შვილმა კი დედისათვის რომ ეგაქნას, დედა იწყენს ილია ჭავჭავაძე ციტატა დედა განსაკუთრებული რამაა და განსაკუთრებით - საქართველოში. ქართველებივით არავინ არ სცემს პატივს დედას... კი მაგრამ, სამწუხაროდ ქართველებშიც შესუსტდა ამ წმინდა და სათუთი ადამიანის მიმართ პატივისცემა -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
Ismail |
Mar 2 2008, 09:43 PM
პოსტი
#6
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
კი მაგრამ, სამწუხაროდ ქართველებშიც შესუსტდა ამ წმინდა და სათუთი ადამიანის მიმართ პატივისცემა გარკვეულწილად კი, მაგრამ მაინც არა მგონია, რომ დედას სადმე, რომელიმე ქვეყანაში ვინმე ისეთ პატივს სცემდეს, როგორც საქართველოში. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
q-e-T-i |
Mar 2 2008, 10:16 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
მახსოვს, ტკივილებს მირჩენდი კოცნით,
მახსოვს, ვარსკვლავებს მიკრეფდი ციდან, და მიმღეროდი იავნანასა მუხლმოდრეკილი ჩემს აკვნის წინა. მაფრთიანებდი რწმენით და ლოცვით, საგზლად მატანდი სულს, ალალს, წმინდას, გულში არ მქონდა მცირედი ხედვა... რა გვიან მივხვდი შენს ამაგს დედა... ციტატა კი მაგრამ, სამწუხაროდ ქართველებშიც შესუსტდა ამ წმინდა და სათუთი ადამიანის მიმართ პატივისცემა გარკვეულწილად კი, მაგრამ მაინც არა მგონია, რომ დედას სადმე, რომელიმე ქვეყანაში ვინმე ისეთ პატივს სცემდეს, როგორც საქართველოში. ეს ქართველი დედების დამსახურებაა :* "ვაჟკაცად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა" ვაჟა -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
makiki |
Mar 2 2008, 10:39 PM
პოსტი
#8
|
makiki ჯგუფი: Members პოსტები: 1,779 რეგისტრ.: 29-January 08 მდებარ.: Tbilisiii წევრი № 3,797 |
დედა სანამ გვერდით გყავს მართლა ბედნიერია ადამიანი,თან ყველასთვის ცნობილია რომ მშობლების უპატივცემულობა ძალიან დიდი ცოდვაა,მაგრამ ვაი რომ ყოვალთვის ვერ ვახერხებთ ამ მცნების აღსრულებას,ეხ.............
-------------------- წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.
ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა... |
neo |
Mar 3 2008, 05:37 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
დღევანდელ დღეს ვულოცავ ფორუმელ დედებს... ღმერთმა გაგაძლიეროთ
-------------------- www.cordesign.ge
|
q-e-T-i |
Mar 10 2008, 06:49 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
მიხეილ ქვლივიძე
დედა დაღარულ ხელებს მზისკენ იწვდიდა, ტანზე მაცმევდა სხივისგან ნაქსოვს. არა - ლეჩაქით და არც - მიწიდან; მე სულ სხვაგვარი მშობელი მახსოვს. ის მოკრძალებას ჰგავდა თავიდან, ალბათ, ამიტომ - ადრე წავიდა... დავხუჭავ თვალებს და თითქოს ვხედავ, რამდენი ჰქონდა გზა გასავლელი. მან მე სიკვდილიც მასწავლა, დედამ, - არ დამრჩენოდა რამ უსწავლელი. მანვე გამიღო მთის ალაყაფი, სადაც ბურუსი ბილიკებს ფარავს, მითხრა: ამ დიად შარას გაჰყევი, კაცის გულისკენ მიმავალ შარას! მითხრა: ბოლომდე იარე ასე, მათხოვარივით კონკები გეცვას, რამდენი კაციც შემოგხვდეს გზაზე, იმდენჯერ შვებით ახედე ზეცას... მერე წავიდა და საყვედური მწუხარებისთვის თუ მითხრა, ნეტავ?.. ის იყო რაღაც მართლა დედური, მარადქალური ქართველი დედა. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
q-e-T-i |
Mar 25 2008, 10:49 PM
პოსტი
#11
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
მიხა ხელაშვილი
დედას რა სავალალოდ ვშობილვარ უბედურ მასკვლავზედაო, შენ ნუ მიტირებ, რომ მოვკვდე, ძუძუთ გამზრდელო დედაო. ვიცი მე შენი და სხვისცა, მე სუყველასა ვხედაო, გულში ბევრი რამ მიწყვია მაგრამ თქმას ვერა ვბედაო. გულს დაჩაგრულსა დარდითა ლოდ დამედების ზედაო, სხვა კი არავის რა უშავ, შენ მებრალები ბეჩაო. არ ვიცი რას რა მოველი, რამ რარა ამაყბედაო. დედის სიკვდილზედ სინათლის სხივი გამიქრა, ბნელით მაიცო მიწაო, სისხლით და ცოდვით აივსო მხარეო არაგვისაო; გეწია ფშავის არეო, დროება წინა ჟმისაო, როდესაც დედის კალთაზე ხანჯლით აკლავდნენ შვილსაო. შორს მიდიოდა ტყვიაი სალეკო ბილიკისაო, იხოცებოდა მრავალი, კრებოდა შუქი მზისაო. ხან კი გადავდის კაცის ძე დასამარხავად მკვდრისაო. მაგრამ არ იყო ანდერძი მოკვლაი დიაცისაო. ეხლა აღარვის სცხვენია, აღარც ხათრი აქცთ ხვთისაო, ჩემ სამუქრაოდ მოდიან ყმები ლაშარის ჯვრისაო, არვისთვის რა მიწყენია, ნეტა რა ჯავრი სჭირდაო? ღმერთმა ხომ იცის, ფშავშია ვცხოვრობდი სინდისითაო. ქურდობით არ ვაწუხებდი, არც არავისა ცრცვითაო. დედა მამიკლეს მოხუცი, სამოც-ოთხმოცი წლისაო, ავადმყოფ მოკლეს, დედაო, შაჰბრალდი აღარვისაო, ფშავლები გბანენ სისხლითა ცრემლით დაბანილ პირსაო. რო დაგკრეს, დაიკვნესებდი, დაინატრებდი შვილსაო! მაშინ სად ვიყავ თავმკვდარი, როცა შენ გაგიჭირდაო... რად მინდა ქუდი თავზედა ან თოფს რაადა ვზიდაო?! ან გავლა ვაჟკაცურადა, იმედი მაუზრისაო?! მამკლავსა თავის დედისას რცხვენოდეს ფშავლის შვილსაო; მტერი არ შამხვდა მტრისფერი, მყოფილვარ შავი დღისაო. შინაურების დათოფვა არ ეკადრების გმირსაო! -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
nino_ni |
Mar 25 2008, 10:54 PM
პოსტი
#12
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
დედაააა მიყვარხაააააააარ რატომღაც გამახსენდა ის ხალხი ვისაც დედა არ ყავთ .........
-------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
q-e-T-i |
Mar 25 2008, 10:55 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
სიმონ ჩიქოვანი
ქართველი დედა ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას, მოკაზმული ხმლით და მუზარადით. ქართლის დროშა დაულოცა მხედართ, როს დაგვესხა მტერი მუხანათი. შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში, ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა. ამშვენებდათ საქართველოს ეშხი, თვითეულმა ხმალი გააცოფა. ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა... დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა, მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა, მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა. დასძახოდა: არ შეირყეს ტარი, საქართველოს ძუძუს გაწოვებდით. მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! – ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით. დასძახოდა, თმები განიძარცვა, თავდადებით აქეზებდა მხედართ, ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა, დაუხრელად დაუბრუნდა დედას. არ ცივდება დედის ხმა და სისხლი, ქართლის ნისლით სახე დაებანა, მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი, მისი თმები წვიმას დაემგვანა. ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს ანთებული დედა ქეთევანი. არკინებდა მამულისთვის მაშვრალს, ბნელს აპობდა ქართლის სატევარი. წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის. გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს: – მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! – ქარში რეკავს საქართველოს დედა. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
nino_ni |
Mar 25 2008, 10:55 PM
პოსტი
#14
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
ცოტა არაგრამატიკულად დამიწერია მაგრამ იმედია მაპატიებთ
-------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
q-e-T-i |
Mar 25 2008, 10:59 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 30-August 07 წევრი № 2,659 |
ეს კი ჩემი საყვარელი ლექსი------
მუხრან მაჭავარიანი დედა როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“, როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა; ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ - ვინ გიმღეროდა?! - მშობელი დედა. ეზოში როცა იტკენდი რამეს, - ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?! შენი გულისთვის უძილო ღამეს ვინ ათენებდა?! - მშობელი დედა. ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, - შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?! შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით ვინ ვერ ისვენებს?! - მშობელი დედა. ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე ვის უხარია ყველაზე მეტად?! ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - ვინ იამაყებს?! - მშობელი დედა. -------------------- I will sooth you if you fall
I'll be right there if you call You're my greatest love of all ________________________________________________________________ _______ სიყვარულია თავად ღმერთი ამქვეყანაზე_________ ________________________________________________________________ __თუ ქარ-ცეცხლში ნაწრთობია სიყვარული, გვაკავშირებს საუკუნო სიხარულით__ |
khatia_ |
Mar 26 2008, 01:04 AM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 22-March 08 წევრი № 4,287 |
დედიიიიიიიიიიიიი,ძალიან მიყვარხაააააააააააააარ!და ძალიან მენატრებიიიიიი!
|
ANELI |
Mar 26 2008, 11:29 AM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 85 რეგისტრ.: 2-February 08 წევრი № 3,830 |
დედა ძალიან მიყვარხარ. გემუდარები არასოდეს არ მიმატოვო, ძალიან გამიჭირდება უშენოდ. შენი ტკივილი მეც მტკივა. მინდა შენს გამო შეუძლებელი შევძლო. გეფიცები ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ შენ მყავდე კარგად. მაპატიე თუ რამე ვერ შევძელი, ან ისე ვერ გავაკეთე, როგორც შენ გინდოდა, როგორც შენ გსურდა. მაპატიე დედა თუ ისეთი არ ვარ, როგორც შენს ოცნებებში ხედავ შენ შვილს. მაპატიე ის ცრემლები რაც ჩემს გამო გქონია. მაპატიე... ძალიან მინდა ჩემით ამაყობდე, ძალიან მინდა შენი სითბო მუდმივად თან მდევდეს. ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
და კიდევ ერთი რამე მინდა ცხოვრებაში ძალიან მინდა მეც ოდესმე ვიგრძნო ჩემი საკუთარი შვილის სიყვარული და მეც დედა მერქვას. -------------------- ადამიანი მონასტრის კედელზე გამოხატული ფრესკა არ არის ერთი კუთხიდან, რომ უმზირო. მას უნდა გარშემო შემოუარო და იმ კუთხიდან უმზირო, რომლიდანაც უკეთესად იმზირება.
|
marine |
Mar 26 2008, 11:34 AM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დედას
/ია სულაბერიძე/ შენ - არ დაბერდი, მე - გავიზარდე, და დღეს დებივით დავდივართ ერთად, მადლობელი ვარ, რომ დამიცადე, რომ შენი თავი მარგუნე დედად! ვერაფრით ვხვდები, რა უნდა გითხრა, რომ მივამსგავსო ნათქვამი სათქმელს და რა იქნება ის მხსნელი სიტყვა, რითაც დაგარქვევ შესაფერ სახელს: "ჩემო ლამაზო?" - ეს ხომ ფაქტია, "ჩემო ძვირფასო?" - არახალია... .... .... ჩემო ბუზღუნა დედა-ფუტკარო, ჩემო თოლიგე და მახარია! შენ სხვების დედებს ბევრად სჯობიხარ, ჩემი რომა ხარ - მხოლოდ ამითი, რა კარგი არის, სადედაშვილოდ რომ ავირჩიეთ ჩვენ ერთმანეთი. შენ - არ დაბერდი, მე - გავიზარდე, და დღეს დებივით დავდივართ ერთად, გმადლობ, ძვირფასო, რომ დამიცადე, რომ შენი თავი მაჩუქე დედად! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kato_Bato |
Mar 26 2008, 01:25 PM
პოსტი
#19
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ასეთი თემა არის...
-------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
khatia_ |
Mar 27 2008, 12:33 AM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 22-March 08 წევრი № 4,287 |
დედა,ძალიან ძალიან მიყვარხარ!ღმერთს შევთხოვ,სულ კარგად მყავდე!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი