IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები...
marine
პოსტი Jan 6 2022, 05:10 PM
პოსტი #101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გალაკტიონი, უპირველეს ყოვლისა, დიდად მორწმუნე ადამიანი გახლდათ. თქვენ იცით, რომ აღსასრული მისი ძალიან რთული იყო: ის გადავარდა, თუ გადააგდეს, თუ რა მოხდა...
ძალიან მძიმედ აწვა ეკლესიას ის ფაქტი, რომ გალაკტიონს არ ჰქონდა წესი აგებული და ჩემს დროს მოხდა მისთვის წესის აგება.
რამდენადაც უნდა ვიკითხოთ, ჩვენ მაინც ვერ მივწვდებით გალაკტიონის სიმაღლეებს და სიღრმეებს. მაგრამ გალაკტიონი ძალიან ახლოს არის ჩვენთან, განსაკუთრებით ჩემთან, იმიტომ, რომ მე აღვავლინე პირველი ლოცვა გალაკტიონისთვის.
მისი სული შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. ის ადამიანი, რომელმაც დაწერა "დედაო ღვთისა, მზეო მარიამ", როგორ შეიძლება, ღმერთმა არ შეიწყალოს".

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2022, 04:08 PM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გალაკტიონი უცნაური ბავშვი იყო. ერთხელ პატარა პოეტი დედამისს მარტო დაუტოვებია ოთახში და როდესაც მაკრინე ოთახში დაბრუნებულა, დაუნახავს, როგორ კოცნიდა გალაკტიონი ფანჯრის ჭრილში შემოპარულ მზის სხივს. გაკვირვებულ დედამისს ხმამაღლა უთქვამს: “რას შვრები, გატუნია?” გალაკტიონს შერცხვენია და დედის კალთაში ატირებულა. ასეთი უცნაური პიროვნება იყო ის ბავშვობიდან. ამიტომაც დედა წერილებში მუდამ ასე სწერდა: “ჩემო ფიქრებიდან მოუშორებელო, სხვადასხვანაირად სადარდებელო შვილო.” აბესალომს კი სწერს: “შენ გაბარებ გალაკტიონს, ხომ იცი, რა ძნელი მოსავლელია. ხალხში ნუ გაუბრაზდები, მარტო რომ იქნება, მაშინ დატუქსე, თორემ მეშინია, რამე არ აუტეხოს თავს.”



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2023, 08:28 PM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოში რამდენიმე ქალი აცხადებდა, გალაკტიონის მუზა მე ვიყავიო. ამ თემაზე კითხვით მივმართე გალაკტიონს. მან წვერზე ჩამოისვა ხელი და ღიმილით მიპასუხა: "ისე მომაბეზრეს თავი ამ ქალებმა, რომ ყველას ვეუბნები: შენ მოგიძღვენი მერი, შენ მოგიძღვენი-მეთქი... მაგრამ, ქალბატონო ბაბო, მე ამ ლექსს თქვენი მერის გარდა ვერავის მივუძღვნიდი"... აქვე აღვნიშნავ, გალაკტიონმა მერი ნახა ქუთაისში, ჯვრისწერაზე. მერი, როგორც ვთქვი, მას საერთოდ არ იცნობდა.

ლადო გუდიაშვილმა მითხრა ერთხელ: გალაკტიონმა მომიტანა მისი ფოტოსურათი და მთხოვა, მერი შარვაშიძე დამიხატეო...

ლადომ პორტრეტი საკუთარ მანერაში დახატა, მაგრამ, როცა გალაკტიონს უნახავს, სასტიკად აღშფოთებულა: ეს ჩემი მერი არ არისო...

მე და მერი, გარდა იმისა, რომ შარვაშიძეების მხრიდან ვენათესავებოდით ერთმანეთს, მისი მეჯვარე იყო მამაჩემი, კოკი დადიანი, ჩემი მეჯვარე კი მერი შარვაშიძე გახლდათ. მერი ყოველთვის სიყვარულით იხსენებდა ამ ორ ბედნიერ დღეს. ამაზე მწერდა კიდეც პარიზიდან. მისი მეუღლე, გიგუშა ერისთავი, ემიგრაციაში მალე გარდაიცვალა.

ადმირალ მაკაროვის ვაჟი ყოფილა მერი შერვაშიძეზე უგონოდ შეყვარებული... როცა გარდაიცვალა, ანდერძით 5000 დოლარი დაუტოვებია მისთვის, რაც მაშინ დიდი ფული იყო.

უკანასკნელად მერ 1982 წელს ვნახე, პარიზში. მაშინ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც შესანიშნავი მომსახურება იყო. ჰქონდა ორი ოთახი და მოახლეც ჰყავდა.

მერი გარდაიცვალა 1986 წელს, დეკემბერში, 97 წლის ასაკში, ისევ წარმოუდგენლად მშვენიერი, სრულიად საღი გონებით და მეხსიერებით. მისი გარდაცვალების ამბავი შევატყობინე ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც გადაუხადა პანაშვიდი სიონის ტაძარში - მერის სულზე ქართულმა ეკლესიამ იზრუნა, შორს საფრანგეთიდან..."

/"ქაროზი" N79, 2020, გვ.8/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 8 2023, 05:42 PM
პოსტი #104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნიკორწმინდის დიდებულ ტაძარს ქება მიუძღვნა შოვში დასასვენებლად მყოფმა გალაკტიონმა...

განთქმულ ნიკორწმინდელ დურგალს, ნიკოლოზს, კურორტის ეზოში ლამაზი სკამი და მაგიდა გაუკეთებია პოეტისათვის.

დამეგობრდნენ თურმე პოეტი და ხელოსანი. ბევრს საუბრობდნენ რაჭასა და რაჭველებზე... ნიკორწმინდის ტაძარზე. სწორედ იმ პატარა მაგიდაზე დაუწერია მგოსანს "ქებათა ქება ნიკორწმინდას" - "აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება, ისე ნაგებია, სიზმრის გეგონება. ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო სვეტი - ნიკორწმინდა!"

გრიგოლ რობაქიძეს მოგვიანებით უთქვამს, ამ ლექსის მეტი რომ არაფერი შეექმნა გალაკტიონს, მაინც შევიდოდა ქართული პოეზიის ისტორიაში, როგორც ლექსის ჭეშმარიტი დიდოსტატიო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2024, 05:29 PM
პოსტი #105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გალაკტიონის თეატრი - პოეტის ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი"

"[2024 წლის] 21 მარტს, SANGU-ს მოწვეულმა ლექტორმა, ფილოლოგიის დოქტორმა, ლიტერატურათმცოდნე საბა მეტრეველმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "გალაკტიონის თეატრი - პოეტის ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი".

შეხვედრა გახსნა წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა. მან გალაკტიონის პოეზიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენ რუსთაველის ენობრივ სამყაროში ვიყავით, ვიდრე არ მოვიდა გალაკტიონი და უზარმაზარი ნახტომი არ გააკეთა პირდაპირ ევროპული ხელოვნების თანაედროვეობაში, პოსტმოდერნში.

საბა მეტრეველმა დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას მათთვის აქამდე უცნობი გალაკტიონი გააცნო. გალაკტიონის პირადი არქივის 25 ტომელულიდან გალაკტიონის ბიოგრაფიის აქამდე უცნობ ფაქტებზე დაყრდნობით მისი ცხოვრების იმ დეტალებზე ისაუბრა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. როგორც ბატონმა საბამ აღნიშნა, შერჩეული თემის ინსპირაცია გახდა გიგა ლორთქიფანიძის მოგონება, რომელიც იხსენებდა, რომ 50-იან წლებში მწერალთა კავშირში ანკეტის შევსების დროს გალაკტიონმა საკუთარ პროფესიად ჩაწერა რეჟისორი. 2001 წელს კი გალაკტიონის ბიძაშვილი, ცნობილი მეცნიერი ნოდარ ტაბიძეც თავის კაპიტალურ შრომაში გალაკტიონის შესახებ წერდა, რომ გალაკტიონს სახლში ჰქონდა მოწმობა, რომ ის იყო რეჟისორი და მოხუცი პოეტი აღტაცებით დაჰყურებდა მას. ეს ორი მოგონება შეკრა მომხსენებელმა, წაიკითხა ამონარიდები და ამ გზით უჩვენა მსმენელს გალაკტიონის ნიღბები, ანუ, როგორც თვითონ პოეტი ამბობდა, "ჩემი როლი ნიღბებით".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი