ჰერეთი (საინგილო), საქართველოს კიდევ ერთი ჭრილობა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჰერეთი (საინგილო), საქართველოს კიდევ ერთი ჭრილობა... |
მატასი |
Nov 5 2007, 09:08 PM
პოსტი
#1
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ალბათ ეს თემა დიდი ხნის წინ უნდა გახსნილიყო...
ვისაც რა ცნობები გაქვთ ჰერეთზე, ან ფოტოები თუ გაქვთ დადეთ რა *** ეს მხარე ფეოდალურ ხანის საქართველოში ისტორიული კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახლანდელ აზერბაიჯნის ფარგლებს მოიცავს ბელაქნის ზაქათლისა და კახის ტერიტორიას. ტერმინი ”საინგილო” XIX საუკუნეში დამკვიდრდა, ინგილოების დასახლების მხარის აღსანიშნავად . საინგილო შედგებოდა 2 პოლიტიკურ ერთეულებისგან ჭარ-ბელაქნისა (კაკ-ენილესილი) და ელისუს სასულთნოსაგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეში ძველ ქართველების პროვინციის ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნი დასაწყისში ადიმინისტრაცულად მაჭის საერისთავო ფარგელბში მოექცა XVI-XVII საუკუნეში საინგილოს პოლიტიკურ ცვილილებებმა კახეთის სამეფოში ოსმალებისა და სპარსების გამალებულმა აგრესიამ და ფეოდალების თავდახხმებმა ამ მხარის ეკონომიური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია. საინგილოს ტერიტორია რომ ისტორიულად სააქართველოს ეკუთვნოდა და იგი მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული, ეს დასტურდება ქართულ , რუსულ, ევროპულ და თვით აზერბაიჯნულ ენაზეც არსებულ მრვალ ისტორიულ წყაროებშია მოხსენებული.ძვ.წ. I საუკუნიდან ახლანდელი საინგილოს ტერიტორიაზე ქართველები და მათი მონათესავე ჰერები ცხოვრობდნენ, ხოლო IV-V საუკუნიდან მოყოლებული საკუთრივ საქრთველოს ტერიტორია საინგილოსაც მოიცავდა. XI საუკუნის ბოლოს პეტერბურგში დაბეჭდილ ”ენციკლოპედიურ ლექსიკონში ” რომლიც გამოსცეს ფ. ბროკჰაუზმა და ა.ეფრონმა ვკითულობთ – “ზაქთლის ოლქის ოდესღაც შეადგენდა ჰერეთის ნაწილს, დასახლებული იყო ქართველებით….. ამ ნაშრომიდანაც ნათლად ჩანს, რომ საინგილო (ზაქათლის ოლქი) წარმოადგენდა ჰერეთის ნაწილს, “რომელიც დასახლებული იყო ქართველებით” და რომ იგი ლეკებმა დაიპყრეს XIII –XIII საუკუნეებში. შემდეგ სხვა დოკუმენტებში ვკითხულობთ: “საქართველოს დაუძინებელმა მტერმა შაჰ-აბასმა 1587 წელს კახეთის მეფეს ალექსანდრეს ჩამოართვა კაკ-ელისენი, წინანდელი მოურავი ვახვახიშვილი გაამაჰმადიანა, სახელად უწოდა ალიბეგი და ეს ალიბეგი დაადგინა აქ სულთნად.ამიტომ მას ეწოდა აგრეთვე ალისულთანი. საკუთრივ ქართველები დაყოფილნი იყვნენ რიგ ტერიტორიულ ჯგუფებად, რის გამოც დღემდე შემონახულია ზოგიერთი ეთნოგრაფიული სხვაობა. მათგან უმთავრესი ჯგუფებია: ქართლელები, კახელები, ინგილოები, ხევსურები, ფშავლები, თუშები, იმერლები, გურულები, აჭარლები, (მეგრელები, ლაზები, სვანები-გ.ჩ), მესხები. ამ ჯგუფებს შორის განსხვავება, გამომდინარე ადრინდელი ტომობრივი და პოლიტიკური დაყოფით, თანდათანობით წაიშალა და ამჟამად რეალური მნიშვნელობა არა აქვს. რამდენიმე სიტყვა კიდევ ერთმნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტზე: 1920 წლის 6 მაისს რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობასა და მაშინდელ საქრთველოს მთავრობას შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. საბჭოთა რუსეთის მთვრობამ საქრთველო სცნო ამგვარ საზღვრებში: “საქრთველოს საზღვრებში შედიან გუბერნიები: თბილისის და ქუთაისის, ოლქები: ბათუმის, ზაქათლისა და სოხუმის შავი ზღვის გუბერნიის ნაწილი” ქ.ნუსხალ (შექის) ჩრდილოეთით, 6 კმ. მოშორებით, მდებარეობს გიშის ტაძარი, გიშის-ქურმუხის ყოფილი რეზიდენცია; გიშის საეპისკოპოსო საქრთველოს მეფე ვახტანგ გორგასალს V საუკუნეში გაუხსნია. “აღნიშნული გროგოლიძეთა სამფლობელო ქვეყანა ციხე გიშისთ ქართული ჰერეთის უკიდურეს აღმოსავლეთით ნაწილი იყო…მეფე არჩილმა რომელიც VIII საუკუნეში ააგო ციხეები კახეთ-ჰერეთი ადმინისტრაციულად მოაწყო. ნუსხაში (ახლანდელ შექის) დასახდნენ ქართველები რომლებიც შემდგომში შექლებად წოდებულნი. ამ დრომდე ნუსხის მიდამოებში მცხოვრებელბი წარმართულ რელიგიას მისდედნენ, არჩილ მეფემ გააქრისტიანა. საინგილოს ტერიტორიის ფართობი უდრიდა 189 000 კვ. კმ-ს, სადაც 5 მილიონი კაცი ცხოვრობდა. ქართველთა ეკონომიური და კულტურულ გაძლიერებას მოჰყვა ქალაქების, სოფლების და კულტურის შესანიშნავი ძეგლების მნიშვნელობა, რომლის ნაშთები ამჟამად საინგილოში მრავლად გხვდება.ამ პერიოდში, საერთაშორის, კულტურისა და ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ შესანიშნავ ცენტრს ბელაქანს წარმოადგენდა. მიუხედავად მომღოლების ბატონობისა, XII ს. დასაარულს ქართველებმა საეკლესიომოღვაწემ პიმენ სალოსმა ქრისტიანობა გაავრცელა დაღესტანში, “ნათესავი ლეკთა წარმომავლობისაგან მოაქცივნა” –გააქრისტიანა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოდან დაღესტანში ქრისტიანობის გარდა, ვრცელდებოდა ქართული ენა, კულტურა, დამწერლობა და ლიტერეტურა. www.saingilo.iatp.ge ეს ქურმუხოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
marine |
Nov 6 2007, 12:17 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
_Matasi_
ძალიან კარგი და საჭირო თემაა ეს საიტი http://saingilo.iatp.ge/ საინგილოზე ვრცელი ინფორმაციის მომცემია. რას ნიშნავს სიტყვა ინგილო გამაჰმადიანებულ ქართველებს უწოდებდნენ “იანგილოს”, რაც თურქულად ნიშნავს “ახალს” ”ახალად მორჯულებულს”. სახელწოდება “ინგილო” მიღებილი ჩანს ძველ თურქული იანგილი—იანგილო ფორმიდან (ყანგილი—ყანგილო), ხოლო “ინგილოდან” წარმოსდგა სახელწოდება “საინგილო”. ამგვარად, კახეთის აღმოსავლეთ ნაწილმა ნაწილმა XVIII ს. მიიღო საახელწოდება “საინგილო”. როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, “ინგილო” არა ეთნიკური, არამედ სოციალური შინაარსის ცნებაა, ე.ი. “ინგილო” როგორც ერი არ არსებობს, ინგილოები ქართველები არიან. საინგილოში, განსაკუთრებით ბელაქნის რაიონში, ბევრი დღევანდელი ლეკის წინაპარი ქართველი იყო. ისტორიამ შემოგვინახა ცნება, რომ ყოფილი ვაჩნაძეები დღეს გალაჯოევის გვარს ატარებენ, ერისთავები—ნასტაგალოვის და სხვა. საინგილოში ბევრმა ლეკმა იცის, რომ მათი წინაპრები ქართველები იყვნენ, იციან თავვიანთი ქართული გვარებიც. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 5 2017, 10:07 AM
პოსტი
#3
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამ რამდენიმე წლის წინ ჩემი ვაჟი საავადმყოფოში დააწვინეს. თავზე ვედექი. პალატაში პატიმარი იწვა, ერთი გაუბედურებული კაცი იყო, მაგრამ ლუკმას არ ჩაიდებდა უჩვენოდ. ჩემს შვილს სულ იმას ჩასჩიჩინებდა, რაც უნდა გიჭირდეს, ხელი არაფერზე წაგიცდესო.
ახალგაზრდა ქალი მოდიოდა სანახავად. თავიდან ცოლი მეგონა. თანდათან შევეჩვიეთ და, როგორც ქართული წესია, ერთმანეთს ამბები ვკითხეთ. ინგილო ვარო, თქვა და ატირდა. ღამღამობით ვიპარებოდით ეკლესიაში ბავშვები, თორემ იქაურებმა რამდენჯერმე დღისით შესულები გვნახეს და გვცემესო. ერთი ღვთისმშობლის ხატი იყო შერჩენილი კედელზე და იმას ვეფერებოდი და ვეხუტებოდი. მერე ძალით მიმათხოვეს მაჰმადიანს. გამოვექეცი და ქუჩაში აღმოვჩნდი. სოფელში არ ჩემესვლებოდა - მომკლავდნენ და ხელიდან წავედიო. უფალს და ღვთისმშობელს ხშირად ველაპარაკები, ჩემს ცოდვებზე ვტირი. უფალი მკაცრია, ღვთისმშობელი კი მეფერება და მამშვიდებს. ვიცი, არ გამწირავს და ჩემი ცხოვრება ასე ცოდვებით არ დასრულდებაო. ისეთი სიყვარულით ლაპარაკობდა ღვთისმშობელზე, ისე იხსენიებდა, თითქოს თვალხილულად ხედავდა. ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ უბრალო, პატარა განსაცდელის დროსაც საყვედურით ვიტყვით - რატომ, უფალოო. ის კი, საზოგადოებისთვის მიუღებელი და გარიყული ქალი, ამბობდა, - ღირსი ვარ, ღვთისმშობელო, მე ხომ შენ გიღალატეო. მეც ვიცოდი წუწუნი, მაგრამ მას შემდეგ ვეღარ ვბედავ." /"კარიბჭე" N23, 2008, გვ.7/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 31 2017, 10:01 AM
პოსტი
#4
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საინგილოში - ჰერეთში, სულთმოფენობის დღეობას არასოდეს ივიწყებდნენ, ხანდაზმულები ამ დღეს სულთობას ეძახიან, აკეთებენ საკურთხს. საკურთხზე აუცილებლად დებენ ვარდის კონას".
/"კარიბჭე" N15, 2017, გვ. 10/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 6 2018, 10:49 AM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საინგილოდან, სოფელ თასმალოდან იყო წარმოშობით გენიალური ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი, რაც ქართული საზოგაოდების უმრავლესობისთვის პრაქტიკულად უცნობია".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N36, 2017, გვ.17/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 29 2018, 07:25 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"საქართველოს საზღვრებიც მოიხაზა. ამ საზღვრებში საეჭვო იყო ორი რამ: აფხაზეთი და ჭარ-ბელაქანი (ანუ საინგილოს რომ ვეძახით ახლა შეცდომით)".
/"კარიბჭე" N2, 2018, გვ. 29/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 12 2019, 04:29 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზემდგომ ქალაქი ზაქათალა. ორიოდე სიტყვა ზაქათალის შესახებაც ითქვა. ადრეულ საუკუნეებში მისი სახელწოდება ყოფილა ფიფინეთი, რომელსაც გვერდზე ჩამოუდიოდა მდინარე ფიფანი, შემდგომ ქალაქს დაერქვა ჭარი - ჭარ-ბელაქნის ოლქი. შაჰ აბასმ გაანადგურა ქალაქი ზაქათალა და მისი მიდამოები, რადგან აქაურები არ დაემორჩილნენ. ერთ-ერთი მოძღვარი ზაქარია, რომელიც ძალიან უყვარდა ხალხს, დაუმორჩილებლობის გამო აწამა. ხალხმა მოწიწებით შეინახა მისი სახელი და ამ ადგილს უწოდა ზაქარიას-თალა, ანუ ზაქარიას ადგილი..."
/"საპატრიარქოს უწყებანი" N25, 2019, გვ.9/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 5 2020, 06:24 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მე მინდა ვთქვა, რომ ინგილოები, საინგილოს მოსახლეობა გმირები არიან. მათ გადაიტანეს მძიმე წლები და მძიმე დღეები, მაგრამ ვერ გატეხეს"
/ილია II "საპატრიარქოს უწყებანი" N28, 2019, გვ.6/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 28 2022, 08:36 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ტერმინები "საინგილო" და "ინგილო" XIX საუკუნეში დამკვიდრდა. მისი ქართული სახელწოდება გვიან შუა საუკუნეებში ელისენი იყო, ხოლო უფრო ადრე ეს ტერიტორია საკუთრივ "ჰერეთს" მოიცავდა.
ამ მხარის ადგილობრივ მცხოვრებ გამაჰმადიანებულ ქართველებს "ახლად მორჯულებულები" (ძველი თურქულით "იანგოლი") უწოდეს, საიდანაც წარმოდგა "ინგილო" და ამ მხარის სახელწოდება "საინგილო". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 144/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 22 2022, 03:55 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აღსანიშნავია, რომ კანდიდ ჩარკვიანი მეფე ერეკლე II-ის შემდეგ იყო საქართველოს პირველი ლიდერი, ვინც საინგილოს ეწვია (1947წ.)".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2021, გვ.20/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 22 2022, 04:27 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აღსანიშნავია, რომ საქართველოსგან განსხვავებით, აზერბაიჯანის ისტორიაში ჯერ არ დაფიქსირებულა პრეცენდენტი, რომ აზერბაიჯანის მმართველ ან ოპოზიციურ პარტიას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი - ინგილო ქართველი წარედგინა დეპუტატობის კანდიდატად, ქალაქის გამგებლად ან სხვა მაღალ თანამდებობაზე. თვით საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როდესაც ინტერნაციონალიზმი ერთგვარ იდეოლოგიის რანგში იყო აყვანილი, კახის რაიონის რაიკომის მდივნადაც კი არასდროს არ დაუნიშნიათ ქართველი".
/"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2021, გვ.19/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 29 2022, 08:20 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დამორჩილებულ და გამაჰმადიანებულ ქართველ გლეხს ლეკისგან განსხვავებით ეწოდა ინგილო, რაც ახლადმოქცეულს ნიშნავს. ამგვარად შეიქმნა საინგილო"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.109/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 27 2022, 09:04 PM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მახარე ჯანაშვილს მის ოჯახთან და სოფლის მოსახლეობასთან ერთად დიდი ღვაწლი მიუძღვის კახის რაიონის სოფელ ქოთოქლოს წმინდა სამების ქართულ ეკლესიის აზერბაიჯანული კანონმდებლობით რეგისტრაციისა და ქართული მხარის ჩართულობით მისი ამოქმედების საქმეში, რასაც სოფლის მოსახლეობა თითქმის საუკუნის განმავლობაში ელოდა (ბოლო წირვა-ლოცვა ამ ტაძარში 1920 წელს ჩატარდა, რასაც კომუნისტური რეჟიმის 70-წლიანი ბატონობა მოჰყვა)"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N19, 2021, გვ.20/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 20 2024, 05:46 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სულ ახლახან, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის ოფიციალური ბრძანებით, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვა, კოვიდ-19-ის საბაბით, 2024 წლის 2 აპრილამდე გაგრძელდება. სახმელეთო საზღვრის თითქმის 4 წლიანი ჩაკეტვის გამო განსაკუთრებით სამწუხარო რეალობის და ჰუმანიტარული პრობლემების (ოჯახის წევრები დაშორება, რეგიონში მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახრუების არარსებობა და ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტი, ახლობლის დაკრძალვაზე ჩასვლის პრობლემა და ა.შ.) წინაშე დგანან აზერბაიჯანის მოქალაქე ქართველები, რომლებსაც 2020 წლამდე აქტიური მიმოსლვა და კონტაქტები ჰქონდათ საქართველოსთან"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N21, 2023, გვ.20/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 4 2024, 11:01 AM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყანაში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ოფიციალურად ულოცავს ქრისტეს აღდგომისა და შობის დღესასწაულებს"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2024, გვ.19/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 5 2024, 08:09 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"აღსანიშნავია, რომ ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიან ინგილოებს ადგილობრივი ადმინიასტრაციისგან დღემდე არ აქვთ სამლოცველოს მოწყობის ან ეკლესიის აშენების უფლება, სადაც მშობლიურ ქართულ ენაზე ერთობლივად აღავლენენ ღვთისმსახურებას"
/"საპატრიარქოს უწყებანი" N9, 2024, გვ.19/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი