IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

103 გვერდი V « < 99 100 101 102 103 >  
Reply to this topicStart new topic
> "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" - 2
A.V.M
პოსტი Oct 18 2013, 04:23 PM
პოსტი #2001


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აქ ნუ პოსტავთ...
მესამე ნაწილში გადადით...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 18 2013, 04:28 PM
პოსტი #2002


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



და თმებს რატომ არ ხურვთ? ohmy.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 18 2013, 04:32 PM
პოსტი #2003


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
მოდერი არ ყავს...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Oct 18 2013, 04:46 PM
პოსტი #2004


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



რაფერ არაფერს ყავს პატრო კაცო biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შანკარა
პოსტი Jun 11 2014, 03:48 PM
პოსტი #2005


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 22-February 14
წევრი № 13,586



89 შეკითხვა ქრისტიანულ სამღვდელოებას და სამრევლოს
ავტორი ღვთისავარ ჩაბრავა – თეოსოფი და სქოლასტიკოსი

1. ქრისტიანი და იუდაისტი სამღვდელოების და სამრევლოს მტკიცებით „ღმერთმა“ სამყარო არაფრისგან შექმნა. ისმის კითხვა: რა სახის სუბსტანციას წარმოადგენს ეს „არაფერი“?
2. სად მდებარეობს ეს არაფერი?
3. გააჩნია თუ არა დასაბამი და დასასრული ამ არაფერს, თუ იგი მარადიული, უსაწყისო და უსასრულოა?
4. რა ძალის მეოხებით „შექმნა“ „ღმერთმა“ სამყარო?
5. შეიცავს თუ არა რამეს ეს არაფერი?
6. დიფერენცირებული, დეტერმინირებული, დისკრეტული და მატერიალურია ეს არაფერი? თუ პირიქით არადიფერენცირებული, არადეტერმინირებული, არადისკრეტული და არამატერიალური?
7. რა სახის კონტაქტში იყო იგი ამ არაფერთან და როგორ შეიძლებოდა მისგან რაღაცის შექმნა თუ მასში თავიდანვე არ იყო ან ჩანასახი ან პროტოფორმა ან რაღაც მატრიცის, ინფორმაციული ან ენერგეტიკული მატრიცის მსგავსი? როგორ და რა ძალის ან ძალების მეშვეობით აიძულა „ღმერთმა“ სამყაროს წარმოქმნა?
8. როგორ მართავდა ქრისტიანების და იუდაისტების ბიბლიური „ღმერთი“, არაფერს და მისგან ქმნიდა 6 დღის განმავლობაში მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს, მათ შორის სამოთხესაც?
9. დაბადების პირველ სტროფში წერია: ץדאה חאו םימשה חאמיהלא אדבחישאדב, ინგლისურად ასეა: «B’rashith bara Elohim eth hashamayim v’eth h’areths, რუსულად ასეა: «из вечносуществующей Сущности Боги сформировали двойные небеса», „მარადიულად არსებული არსიდან (სუბსტანციიდან) ღმერთებმა (ელოჰიმებმა) წარმოქმნეს ორმაგი ცა“(„ბარაშიტ ბარა ელოხიმ ეთ ხაშამაიმ ვეთ ხარეთს“),სწორედაც რომ! ახლა კი მოდით დავაზუსტოთ, პლატონის ფილოსოფიაში უმაღლეს პირვალსაწყის არაფერს ანუ არარაობას ეწოდება - ნეონი რომელიც იგივეა რაც აგაფონი (უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია), მაგრამ ეს არარაობა და არაფერი უბრალოდ არაფერი კი არ არის, არამედ ყოფიერების გარკვეულ ფორმას წარმოადგენს, ესაა არა უბრალოდ არაფერი, არამედ არაფერი როგორც უმაღლესი ღვთაებრივი სუბსტანცია, ყოფიერების უმაღლესი განზომილება, თუმცაღა არსებობს არაფრის კიდევ ერთი განსაზღვრება - უკონი, რაც ნიშნავს საერთოდ აბსოლუტურ არაფერსა და არარაობას, ამ ცნებას აბსოლუტურად შეესაბამება შუნიავადინი ბუდისტების - შუნიატა - აბსოლუტური არარაობა, არაფერი და სიცარიელე. ეს სიცარიელე არც არსებობს და არც არ არსებობს, არც არ არსებობს და არც არ არ არსებობს, არც ერთდროულად და არც ცალ-ცალკე, არც ერთი, არც მეორე, არც მესამე და არც მეოთხე განსაზღვრებები მას არ შეესაბამება, შუნიატა ესაა დადებითი ანუ პოზიტიური დასაბამი, არაფრის პოზიტიური განსაზღვრება. შუნია ესაა მუდმივი დასაბამი, ესაა აბსოლუტი - როგორც არაფერი, რამეთუ მის მიმართ ყოვლად გამოუსადეგარია ფენომენური, მიწიერი სამყაროს ყველა კატეგორია. ის არაფერი რომელსაც ადიდებენ შუნიავადინი მადხიამიკელი ბუდისტები და რომელზედაც საუბრობენ მართლმადიდებლები (და რომელზედაც სასხვათაშორისოდ, ბიბლიაში სიტყვაც არაა ნათქვამი!) იგივეა რაც სპინოზას სუბსტანცია, ჰერბერტ სპენსერის შეუცნობადი ძალა, ჰამილტონის უპირობო, შელინგის - ნეიტრუმი და კაბალისტების - ეინ სოფი, ეინ სოფი ნიშნავს - არაფერს, არარაობასა და სიცარიელეს, ისაა უზენაესი სუბსტანცია. დგას თუ არა ეს არაფერი ამ „ღმერთზე“ მაღლა თუ ღმერთმა ეს არაფერი კიდევ სხვა არაფრისგან შექმნა რათა ამ არაფრისგან შეექმნა რაღაცა ანუ სამყარო?
10. სად იყო ღმერთი სანამ სამყაროს შექმნიდა?
11. რატომ შექმნა ღმერთმა სამყარო?
12. იყო თუ არა სხვა სამყარო ჩვენს სამყარომდე?
13. სად იყვნენ ანგელოზები სანამ გაჩნდებოდა სამოთხე?
14. სად იყვნენ ადამიანები სანამ გაჩნდებოდა სამყარო?
15. სად იყვნენ დემონები სანამ გაჩნდებოდა სამყარო?
16. როდის შეიქმნა სამოთხე?
17. ვინ შექმნა ჯოჯოხეთი?
18. თუ ჯოჯოხეთი ღმერთმა შექმნა, მაშინ რატომ?
19. რატომაა ჯოჯოხეთი მარადიული?
20. რატომ სწირავს ღმერთი ცოდვილებს ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვისათვის?
21. რატომ თარგმნიან ორთოდოქსი აბრაამული ქრისტიანები ბიბლიაში არსებულ სიტყვა „ელოჰიმს“ მხოლობითში, როგორც ღმერთს და არა მრავლობითში, როგორც ღმერთებს?
22. რას ნიშნავს ბიბლიის პირველ წიგნში არსებული სიტყვები „ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძრვოდა წყლებს ზემოთ“?
23. რა ბნელი არსებობდა მაშინ? რა იყო ის „ბნელი“ და სად იყო?
24. რა იყო ის უფსკრული და სად იყო და ახლა სადაა?
25. რა არის „ღვთის სული და სად არის“? რას ნიშნავს „წყლებს ზემოთ“ ანუ რა წყლებზეა საუბარი ბიბლიის მეორე სტროფში?
26. რა ცამყარზეა საუბარი ბიბლიის პირველი წიგნის პირველ თავში? როდესაც წერია „გააჩინა ღმერთმა მყარი“, რაზეა საუბარი?
27. როდესაც წერია „გაყარა წყლები“ რაზეა საუბარი?
28. რატომ წერია რომ მცენარეები შექმნა ღმერთმა მესამე დღეს ხოლო მზე მეოთხე დღეს? ეს ხომ შეცდომაა? მცენარეები იკვებებიან მზის ელექტრომაგნიტური ენერგიით, მის გარეშე ისინი ვერ იარსებებენ, მაშინ რატომ წერია ასე?
29. რატომ ამბობენ „მორწმუნე ორთოდოქსი ქრისტიანები“ რომ ღმერთს შეუძლია ფიზიკის კანონების დარღვევა?
30. რატომ მეორდება სამყაროსა და ადამიანის შექმნის ისტორია ბიბლიის პირველ წიგნში ორჯერ?
31. რატომ თარგმნიან ორთოდოქსი ქრისტიანები ებრაულ სიტყვას ნეფეშ, ნახსენებს დაბადების წიგნის მეორე თავში, სადაც აღწერილია თუ როგორ შთაბერა ღმერთმა ადამს ეს „ნეფეშ“, როგორც სულს და არა ფსიქიკურ (ცხოველურ) საფშვინველს?
32. რატომ აუკრძალა ღმერთმა ადამსა და ევას შემეცნება, ანუ შეცნობის ხიდან ნაყოფის მოწყვეტა და შეჭმა?
33. რატომ მოატყუა ღმერთმა ადამი და ევა, თუ შეცნობის ხიდან ნაყოფს შეჭამთ მოკვდებითო და რატომ დემაგოგობენ ამასთან დაკავშირებით ქრისტიანები?
34. რატომ დემაგოგობენ და ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ ძველ აღთქმაში ნახსენებია წმინდა სამება და ამის დასადასტურებლად არასწორად რატომ თარგმნიან მას?
35. ბიბლიაში წერია რომ ადამმა მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობას თავისი სახელი დაარქვა, მას მერე რაც მთელი ცხოველთა სამყარო ედემის ბაღში მის წინაში წარდგა, ცხოველთა სამყარო შეიცავს 8 700 000 სახეობას, როგორ შეძლო ადამმა ყველა მათგანის ნახვა და აღრიცხვა?
36. როგორ წარდგნენ მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის 8 700 000 სახეობის წარმომადგენელი ინდივიდები ედემის ბაღში ანუ როგორ დაეტივნენ ედემის ბაღში ყველანი?
37. რამდენი დრო დახარჯა ადამმა სახელების დარქმევაში?
38. როგორ წარდგენ ხმელეთზე მდებარე ედემის ბაღში ადამთან, მარილიანი მსოფლიო ოკეანის წიაღში მცხოვრები თევზები და დელფინები და ვეშაპები? თუ ქრისტიანები და იუდაისტები დაიწყებენ იმის მტკიცებას რომ ისინი ედემის გარშემო მდებარე მდინარეებით მივიდნენ ადამთან, მაშინ ისმის კიდევ ერთი კითხვა: მდინარეების მტკნარ წყალში როგორ შეძლეს მარილიანი წყლის წიაღში მცხოვრებმა არსებებმა არსებობა?
39. თუ თევზები და დელფინები და ვეშაპები ფრენით ან ხმელეთზე ფორთხვით მივიდნენ ადამთან?
40. საიდან გაიგეს მსოფლიოს ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებმა რომ ადამთან ედემის ბაღში უნდა მიბრძანებულიყვნენ?
41. და საერთოდ რა ენაზე საუბრობდა ადამი?
42. რა ასაკის შეიქმნა ადამი?
43. როგორ დაელაპარაკა გველი ადამსა და ევას თუ გველებმა საუბარი არ იციან და საერთოდ ადამიანური ინტელექტი არც კი აქვთ და რატომ დემაგოგობენ ქრისტიანები რომ გველში სატანა იყო შესული, როდესაც ეს ბიბლიაში საერთოდ არ წერია?
44. რატომ დაწყევლა ღმერთმა გველი „მუცელზე იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლეო“ თუ გველები ისედაც მუცელზე დახოხავენ? გველს მანამდე ფეხები ქონდა?
45. კონკრეტულად რა სახეობის გველმა აცდუნა ადამი და ევა?
46. იქნებ ადამი და ევა გველმა კი არა დრაკონმა აცდუნა?
47. რატომ მიიღო ღმერთმა მეცხვარე აბელის მიერ მირთმეული სისხლიანი ძღვენი; მოკლული ცხვარი და რატომ უარყო მიწისმუშაკი კაენის მიერ მირთმეული პურეული? რატომ დემაგოგობენ ქრისტიანები და იძახიან რომ კაენის ძღვენი ღმერთმა მისი ამპარტავნობისა და ქედმაღლობის გამო არ მიიღო, თუ ეს ბიბლიაში საერთოდ არსად არ წერია?
48. რატომ უარყოფენ ქრისტიანი სასულიერო პირები გიგანტების არსებობას, ბიბლიაში ხომ ბევრგან არიან ნახსენები გიგანტები ანუ ბუმბერაზები (რეფაიმები, ემიელები, ზამზუმიელები, ნიფილიმები, გიბორიმები)?
49. ბიბლიაში წერია რომ როდესაც დედამიწაზე გამრავლდნენ ადამიანები და შეეძინათ ქალიშვილები, ე.წ. ღვთისშვილები ჩამოვიდნენ დედამიწაზე და შეირთეს ცოლად ადამიანთა ქალიშვილები, რომლებმაც მათ უშვეს გიგანტები (ბუმბერაზები), ეზოთერიკის (ენოქის აპოკრიფული წიგნების) მიხედვით ეს ღვთისშვილები (ბიბლია, დაბადება, თავი 6, სტროფები 1–3) არიან დაცემული ანგელოზები, რატომ უარყოფენ ქრისტიანი დოგმატიკოსები ამას და ღვთისშვილებს უწოდებენ სეითის შთამომავლებს?
50. რატომ დაანგრია ღმერთმა ბაბილონის გოდოლი, როდესაც ადამიანები არაფერს ცუდს არ აკეთებდნენ?
51. ბიბლიაში არაფერი წერია იმის შესახებ რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლებს ბოროტი მიზნები ამოძრავებდათ, მაშინ რატომ ამტკიცებენ საპირისპიროს ქრისტიანი მღვდლები და რატომ აურია მათმა ღმერთმა ადამიანებს ენა?
52. რატომ დაღუპა ღმერთმა სოდომი და გომორა, როდესაც ისინი ცუდს არაფერს აკეთებდნენ და რატომ არის რომ სოდომელებსა და გომორელებს ქრისტიანი მღვდლები და მორწმუნეები არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაში, პროსტიტუციასა და ნარკომანიაში და აგრეთვე კერპთაყვანისმცემლობაში დებენ ბრალს, როდესაც რეალურად ბიბლიაში არაფერი არ წერია კონკრეტულად?
53. რატომ ხოცავდა ბიბლიური ღმერთი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, აღთქმული ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე, ებრაელ ხალხს, მცირეოდენი უკმაყოფილების გამოთქმის შემთხვევაშიც კი და რატომ ვერ იტანდა იგი კრიტიკას და თავისუფალ აზრს?
54. რატომ აიძულებს ბიბლიური ღმერთი ადამიანებს მხოლოდ მის აღიარებას ჭეშმარიტ ღმერთად, და მხოლოდ მის თაყვანისცემას და რატომ ვერ იტანს იგი სხვა ღმერთებს და აცხადებს მათ ეშმაკებად?
55. როგორ გამრავლდა კაცობრიობა თუ ადამის, ევას, კაენისა და სეითის გარდა ქვეყნად არავინ იყო?
56. რატომ უარყოფენ ქრისტიანი სასულიერო პირები ატლანტიდის არსებობას?
57. რატომ აქვს იესოს მათეს სახარებაში და იესოს ლუკას სახარებაში განსხვავებული გენეოლოგია?
58. სახარებაში წერია რომ იესო ქრისტე ქადაგებდა სინაგოგებში, კონსპიროლოგი მეცნიერები ამბობენ რომ იესოს ყავდა ცოლ–შვილი, ქრისტიანი მღვდლები და მორწმუნეები ამას უარყოფენ, მაგრამ სინაგოგებში ქადაგების უფლება ხომ არ ქონდათ უცოლშვილო მამაკაცებს? თუ იესოს არ ყავდა ცოლშვილი, მაშინ როგორ შედიოდა იგი სინაგოგებში (ტაძრებში), თუ ებრაული ტრადიციის თანახმად უცოლო და უშვილო მამაკაცს სინაგოგაში არ შეუშვებდა არავინ?
59. რატომ გამოეცხადა პირველად აღმდგარი იესო ქრისტე მარიამ მაგდალინელს, თუ ის მისი ცოლი არ იყო?
60. რატომ დაუდგინა ადამიანებს ღმერთმა ასოცი წელი სიცოცხლის ხანგრძლივობა?
61. და თუ სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 წელი იყო ჯერ კიდევ წარღვნამდე, თუ წარღვნის შემდეგ ნოე და მისი შთამომავლები ასოც წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ? ცნობილია რომ წარღვნის შემდეგ ნოემ 350 წელი იცოცხლა, საერთო ჯამში კი 950 წელი, სემმა 620 წელი, აბრაამმა 175 წელი იცოცხლა, ისააკმა 180 წელი იცხოვრა, სარამ, აბრაამის ცოლმა იცხოვრა 127 წელი და ა.შ. რატომ მოხდა ასე?
62. ქრისტიანი მღვდლები ამტკიცებენ რომ ნოეს სამი შვილისგან: სემისგან, ქამისგან და იაფეტისგან, წარმოიშვა მთელი კაცობრიობა, სემისგან ებრაელები და არაბები, ქამისგან აფრიკელი ნეგროიდები და იაფეტისგან ევროპეიდები, კი მაგრამ, ვიღასგან წარმოიშვნენ ამერიკელი წითელკანიანი ინდიელები, ავსტრალიელი ავსტრალოიდები და აზიელი მონღოლოიდები?
63. ბიბლიის მიხედვით როდესაც აბრაამი თავის ცოლთან, სარასთან ერთად ეგვიპტეში წავიდა, იგი შეხვდა ფარაონს და მის ხალხს, აბრაამმა სარა თავის დად გაასაღა იმიტომ რომ ეშინოდა არ მომკლან ლამაზი ცოლის გამოო, ფარაონმა სარა თავის ჰარამჰანაში წაიყვანა და აბრაამს სარას ფასად საგანძური და მონები აჩუქა და როდესაც სქესობრივი კავშირის დამყარება მოისურვა აბრაამის ღმერთმა ფარაონს თავზე სასჯელი დაატეხა, ფარაონმა შესჩივლა აბრაამს რატომ მომატყუეო, ისმის კითხვა: რატომ დასაჯა „ღმერთმა“ ფარაონი და არა ლაჩარი და მხდალი აბრაამი რომელმაც ცოლი ფაქტობრივად გაყიდა?
64. ბიბლიაში წერია რომ როდესაც ლოტი თავის ქალიშვილებთან ერთად სოდომ–გომორას მიდამოებიდან გადაიხვეწა, ქალიშვილებმა გადაწყვიტეს რომ მათი მამის თესლის გაგრძელებას საფრთხე ემუქრებოდა და რადგან გარშემო არავინ იყო რომ ისინი დაეორსულებინა, ქალიშვილებმა გადაწყვიტეს ლოტთან, თავიანთ მამასთან დაწოლილიყვნენ და მისგან დაორსულებულიყვნენ, მათ დაათვრეს ლოტი და მასთან სექსუალური კავშირი დაამყარეს, ისინი დაორსულდნენ... ისმის კითხვა: რეალურად არ იყო მათ გარშემო არავინ? ნუთუ დედამიწაზე იმ დროს არავინ არ იყო? რატომ ქადაგებს ბიბლია ინცესტს და რატომ არავინ უყურებს ამ ბიბლიურ პასაჟს სერიოზულად?
65. ბიბლიაში (გამოსვლაში, რიცხვთა წიგნში, მსაჯულთა წიგნში და იესო ნავინის წიგნში) წერია რომ ებრაელებმა ჯერ მოსეს და შემდეგ იესო ნავინის და გედეონის თაოსნობით გაანადგურეს ათი ეთნოსი: მიდიელები, ქანაანელები, ხეთელები, ამონელები, ედომელები, მოაბელები, ფერიზეველები, იებუსეველები, გირგაშეველები და რეფაიმელები, მას მერე რაც ეს ხალხები მოსპეს ებრაელებმა დაიკავეს მათი ქვეყნები და შექმნეს თავიანთი სამეფო, ისმის კითხვა: ყოველივე ეს არის დიდებული და კარგი საგმირო საქმეები თუ ტერორიზმი და ფაშისტური გენოციდი? ქონდათ კი ებრაელებს ამ ხალხების მოსპობის უფლება?
66. რატომ არ არის ძველ აღთქმაში მოცემული იაფეტისა და ქამის შთამომავალთა სრული ისტორია?
67. რატომ დახოცა უმოწყალოდ და საოცარი სისასტიკით, ბიბლიურმა ღმერთმა ეგვიპტის უკლებლივ ყველა პირმშო?
68. რას ნიშნავს გამოსვლის წიგნში არაერთხელ ნახსენები ფრაზა: „გაუსასტიკა გული უფალმა ფარაონს“ და თუ ბიბლიურ ღმერთს სურდა რომ ეგვიპტელებს გაეშვათ ებრაელები, რატომ უსასტიკებდა იგი გულს ფარაონს, იმის მაგივრად რომ მისთვის სიყვარული და მშვიდობა შთაეგონებინა?
69. თუ ბიბლიური ღმერთი არის ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე, იცის წარსული, აწმყო და მომავალი და აქვს ყველაფრის უნარი, რატომ არ გაანადგურა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე თავიდანვე, სანამ ადამი და ევა შეჭამდნენ მის ნაყოფს და დაარღვევდნენ მისთვის მიცემულ პირობას? ან რატომ არ შთააგონა ადამსა და ევას რომ არ მიკარებოდნენ ცნობადის ხეს? ან რატომ არ შეუცვალა ადამსა და ევას ცნობიერება და მეხსიერება იმწამსვე როგორც კი მათ დაარღვიეს აღთქმა და იგემეს აკრძალული ნაყოფი, ამის მაგივრად კი დაწყევლა?
70. რატომ არაფერი არ წერია ბიბლიაში, თუ საიდან და როგორ წარმოიშვნენ ანგელოზები?
71. თუ ბიბლიური ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ რატომ დაუშვა მან სატანის და მისი მომხრე ანგელოზების განდგომა და დაცემა?
72. თუ ბიბლიური ღმერთი ყოვლისმცოდნეა და იცის წარსული, აწმყო და მომავალი, ესე იგი მან წინასწარ იცოდა რომ სატანა და ზეციური ანგელოზების გარკვეული ნაწილი მას განუდგებოდნენ და „დაეცემოდნენ“, იბადება ლოგიკური კითხვა: ბიბლიურმა ღმერთმა, სატანა და ანგელოზების ნაწილი, სპეციალურად იმისათვის შექმნა, რომ მომავალში ისინი აჯანყებულიყვნენ მის წინააღმდეგ და დაცემულიყვნენ თუ არა? ანუ ბიბლიურმა ღმერთმა, თუ ის ყოვლისმცოდნეა, სატანა და ანგელოზთა ნაწილი, წინასწარ დააპროგრამა იმაზე, რომ მათ მოეწყოთ ამბოხი თუ არა? თუ მან იცოდა მომავალი ამბოხის შესახებ, რატომ არაფერი მოიმოქმედა?
73. თუ ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი, იცოდა თუ არა მან წინასწარ, რომ მოხდებოდა „ცოდვით დაცემა“ და ათასობით და მილიონობით ადამიანი ჯოჯოხეთში წავიდოდა გარდაცვალების შემდეგ? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ღმერთმა წინასწარ გაწირა ადამიანები ცოდვით დაცემისთვის და ჯოჯოხეთში მოხვედრისთვის? ესე იგი ღმერთმა სპეციალურად დაუშვა ადამიანთა ცოდვით დაცემა, რათა ჯოჯოხეთი ცარიელი არ დარჩენილიყო?
74. რატომ ამტკიცებენ ქრისტიანები, რომ იესო მეფე დავითის შთამომავალი იყო, თუ იგი არ გახლდათ დედამისის, მარიამის ქმრის, იოსების ხორციელი შვილი, არამედ სულიწმინდისგან უბიწოდ ჩაისახა? დავითის შთამომავალი იყო იოსები, მაგრამ თუ ლაპარაკია უბიწოდ ჩასახვაზე, რა კავშირშია დავით მეფესთან და მის შთამომავალ იოსებთან იესო?
75. წარღვნის დამთავრებისთანავე, კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ, რატომ მოკლა ნოემ ცხოველთა ნაწილი და მათი გვამები შესწირა ბიბლიურ ღმერთს? ბიბლიაში წერია რომ ღმერთმა იყნოსა გვამების სუნი და ესიამოვნა, რატომ სიამოვნებს ბიბლიურ ღმერთს სისხლის სუნი და საერთოდ ღმერთია თუ არა იგი?
76. მოსეს ხუთწიგნეულში წერია, რომ ერთხელ მოსეს ხალხის ნაწილი, ვინმე დათანისა და კორახის თაოსნობით აუჯანყდა და მათ ეგვიპტეში დაბრუნება ინდომეს, მაგრამ მოსემ შესჩივლა თუ არა ეს „ღმერთს“ მან მყისვე გაანადგურა მეამბოხეები, აჯანყებულთა ქვეშ მიწა ჩაინგრა და ჩაიტანა ყველანი: კაცები, ქალები, ბავშვები და და პირუტყვი (რიცხვნი, თავები 16 და 17), ბიბლიის მიხედვით 700 კაცზე მეტი დაიხოცა იმ დღეს, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ გააკეთეს ეს მოსემ და მისმა „ღმერთმა“? რატომ გამოიჩინეს ამგვარი მხეცური სისასტიკე? იქნებ შესაძლოა, რომ მოსეს „ღმერთი“ სინამდვილეში არის არა ღმერთი, არამედ შენიღბული დემონი?
77. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ უდაბნოში ხეტიალისას, ებრაელებს ძალიან მოშივდათ ხორცი და მათ დაიწყეს გმინვა და გოდება, იმ დროის გახსენება როდესაც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ და მოსეს და მის „ღმერთს“ საყვედური გამოუცხადეს, ისურვეს რა უკან დაბრუნება (რიცხვნი, თავი 11, სტროფები 1–35), მოსემ ისინი არ გაუშვა, მოკლე დროში მოსეს „ღმერთმა“ მოუვლინა დამშეულებს ხორცი, ციდან ჩამოცვენილი მკვდარი მწყერების სახით, დამშეულებმა იწყეს შეგროვება და ჭამა, მაგრამ ჯერ მონელებული არ ქონდათ, რომ ბიბლიურმა „ღმერთმა“ დამშეულებს კეთრი შეყარა და ერთიანად გაავლო მუსრი დათვლილ წუთებში, ეს მშვენივრადაა აღწერილი ხუთწიგნეულში, სამღვდელოება და ბიბლია ამბობენ, რომ ამ ადამიანებს ეს სიხარბის გამო დაემართათ, მაგრამ რა შუაშია აქ სიხარბე და რა საჭიროა ეს დემაგოგია? როდესაც ადამიანები უბრალოდ იტანჯებოდნენ და დამშეულები იყვნენ და შიმშილით სიკვდილი ემუქრებოდათ უდაბნოში, ხოლო მოსეს „ღმერთმა“ ჯერ ფუჭი იმედი მისცა და „გაახარა“ მშივრები, ხოლო როდესაც ხალხი ჭამდა, კეთრი მოსდო და მუსრი გაავლო და დახოცა ყველა: კაცები, ქალები და ბავშვები? რატომ?! საიდან ასეთი უსამართლო სისასტიკე?!
78. ბიბლიაში წერია რომ როდესაც ებრაელები ქანაანის დაპყრობის პროცესში იყვნენ, მათ იერიში მიიტანეს მიდიელებზეც და მოკლეს რა ყველა მამაკაცი, ქალები ტყვედ ჩაიგდეს და მათზე სექსუალური ძალადობა განახორციელეს, აიძულეს რა სექსუალური კავშირის დამყარება, მიდიანელ ქალებს ეყოლათ ბავშვები, მაგრამ როდესაც ეს მოსემ გაიგო, ის განრისხდა და ბრძანა მიდიელი ქალების შვილებიანად განადგურება, რაც ებრაელმა ჯარისკაცებმა შეასრულეს (რიცხვნი, თავი 31, სტროფები 1–54), ისმის კითხვა: რატომ ჩაიდინეს ებრაელებმა ასეთი ფსიქოპათური სისასტიკე უდანაშაულო ქალების და ბავშვების მიმართ, რომლებიც ისედაც ძალადობის მხვერპლნი იყვნენ? და ეს ხალხია „ღვთის რჩეული“?! ესე იგი „ღმერთმა“ მათ უდანაშაულო ქალების და ბავშვების მოკვლის უფლება მიანიჭა?!
79. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ ებრაელებმა იპოვეს შეშის შემგროვებელი კაცი რომელსაც შეშა მიქონდა სახლში, მათ ის დაიჭირეს და ციხეში ჩააგდეს, ხოლო როდესაც მოსეს და „ღმერთს“ დაეკითხნენ რა ექნათ, ორივემ ერთხმად შეშის შემგროვებელი კაცის მოკვლა ბრძანეს, რაც აღსრულდა კიდეც, რადგანაც იმ დღეს შაბათი იყო, „წმინდა დღესასწაული“, როდესაც „ღმერთმა“ უსაქმურობა ბრძანა (რიცხვნი, თავი 15 სტროფები 32–35), ისმის კითხვა რატომ მოკლეს ებრაელებმა უდანაშაულო კაცი და რატომ ბრძანა მოსეს „ღმერთმა“ მისი მოკვლა თუ იგი არის ღმერთი და არა შენიღბული დემონი?
80. გამოსვლის წიგნში წერია, რომ როდესაც მოსე დიდი ხნით განმარტოვდა მთაზე ე. წ. „ღმერთის“ წინაშე, ებრაელებმა ვეღარ მოითმინეს, ყელში ამოუვიდათ მოსეს ლოდინი და აარონს თხოვეს კერპების გაკეთება, აჯანყდა მხოლოდ ებრაელთა გარკვეული ნაწილი, მას მერე რაც „ღმერთმა“ დაინახა ეს, მან ხალხის მთლიანად მოსპობა გადაწყვიტა (ჭეშმარიტად საოცარი და უნიკალური შეუწყნარებლობაა „ღმერთისთვის“, ამჯერადაც მოსეს „ღმერთმა“ გამოავლინა თავისი ბარბაროსული და პირსისხლიანი ნატურა), მოსემ დიდი ხვეწნა-ვედრებით გადაათქმევინა მას ეს, მაგრამ მას მერე რაც მთიდან ჩამოვიდა, მოხდა არანაკლებ საზარელი ფაქტი, მოსემ შეკრიბა ლევიანები („ისრაელის ღმერთის“ პირადი მონები) და მათი მახვილით, იმ დღეს ამოხოცა და გაჟლიტა 3000 ადამიანი (გამოსვლა, თავი 32, სტროფები 1–35), ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ აიძულებს მოსეს „ღმერთი“ ადამიანებს მორჩილ თაყვანისცემას და ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად აღიარებას და რატომ ანადგურებს უმოწყალოდ იმ ადამიანებს რომლებსაც არ სურთ მისი თაყვანისცემა? რატომ გაჟლიტეს ლევიანებმა მოსეს თაოსნობით იმ დღეს 3000 ადამიანი?!
81. მოსეს ხუთწიგნეულში წერია რომ ერთხელ ერთი ქალი აგინებდა მოსეს „ღმერთს“, ის კი შეიპყრეს და ქვებით ჩაქოლვის რიტუალით სიცოცხლეს გამოასალმეს, ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ გამოიჩინეს ებრაელებმა ასეთი სისასტიკე და რა უფლება ქონდათ მათ?
82. დაბადების წიგნის მეექვსე, მეშვიდე და მერვე თავებში ნახსენებია, რომ ნოემ ბიბლიური „ღმერთის“ ბრძანებით ააგო კიდობანი, რათა გადარჩენილიყო წარღვნას, მან კიდობანში შეიყვანა და დააბინავა თავისი სამი შვილი, სემი, ქამი და იაფეტი და მათი ცოლები, აგრეთვე მან „გამოარჩია“ დედამიწის ყველა პირუტყვიდან თითო წყვილი და ისინიც თავის მიერ აგებულ კიდობანში დააბინავა, მაგრამ აქ არის ერთი პატარა პრობლემა; მეცნიერებამ დაადგინა, რომ ამჟამად მსოფლიოში არსებობს ცოცხალი არსებების არც მეტი არც ნაკლები 8 700 000 სახეობა, რომელთაგან 2 200 000 ცხოვრობს მსოფლიო ოკეანეში, ხოლო 6 500 000 ხმელეთზე (მათ შორის მცენარეთა 300 000 სახეობა), ხოლო მრავალი ათასი წლის წინ არსებობდა კიდევ უფრო მეტი სახეობა და აქ ისმის ლოგიკური კითხვა: როგორ დაატია ნოემ თავის კიდობანში, რომელიც ზომით მეცხრამეტე საუკუნეში აგებულ ტრანსატლანტიკურ გემ „ტიტანიკზე“ რამოდენიმეჯერ უფრო მცირე იყო, კერძოდ კი სიგრძით 300 წყრთა, სიგანით 50, ხოლო სიმაღლით 30, ცხოველთა სამყაროს 17 000 000 წარმომადგენელი?! და ესეც იმ შემთხვევაში თუ არ მივათვლით მცენარეთა 300 000 სახეობას(!), თუ წარმოუდგენია ვინმეს, რამხელა უნდა ყოფილიყო კიდობანი, რომელიც 17 000 000 ინდივიდს დაიტევდა? და თქვენ გჯერათ რომ „ტიტანიკზე“ გაცილებით მცირე „გემმა“ და თან ისიც ხისგან გაკეთებულმა (თუნდაც ე.წ. „გოფერისგან“) დაიტია 17 000 000 ინდივიდი ნოეს ოჯახის ჩათვლით, თუ იმას მივიღებთ მხედველობაში, რომ ამჟამად ცოცხალი არსებების სახეობათა მხოლოდ სულ რაღაც 15% არის აღწერილი და აღრიცხული? თუ ჰიპოთეტიკურად, თეორიულად მათემატიკურად გამოვიანგარიშებთ, საერთო ჯამში შესაძლოა არსებობდეს არანაკლებ 59 500 000 სახეობა და ისიც მცენარეთა გამოკლებით, ხოლო მცენარეთა ჩათვლით 61 600 000 სახეობა და თქვენ კიდევ გჯერათ ნოეს ბიბლიური ისტორიის? კიდევ გჯერათ რომ ნოეს კიდობანი დაიტევდა 61 600 000 სახეობას ანუ 123 200 000 ინდივიდს?!
83. დაბადების წიგნში წერია რომ წარღვნა, მიმდინარეობდა პრაქტიკულად 10 თვე ანუ არც მეტი არც ნაკლები 300 დღე (დაბადება თავი 7, სტროფები 12–24, დაბადება თავი 8 სტროფები 1–5), მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ არათუ 300 დღე, არამედ 30 დღეც კი ვერ გაუძლებდა ვერანაერი ხის ნაკეთობა წყალში და ისიც აბობოქრებულ და აზვირთებულ ოკეანეში ცურვას, ეს პრაქტიკულად გამორიცხულია (!), აქედან გამომდინარე რაც დაბადების წიგნში წერია შეცდომაა ან გაცნობიერებული სიცრუე, ისმის ლოგიკური კითხვა: მაშინ რატომ წერია ეს ბიბლიაში და რატომ არიან ადამიანები დაბადებაში ნოეს კიდობნის შესახებ მოცემული „მონაცემების“ სისწორეში ფანატიკურ სიგიჟემდე „დარწმუნებულნი“?
84. დაბადების წიგნში წერია, რომ ნოემ როდესაც წყლებმა კლება იწყეს და წარღვნა დასრულდა, კიდობნიდან მტრედი გაუშვა რათა გაეგო, დაიკლო თუ არა წყალმა, ორჯერ გაუშვა და მხოლოდ მეორედ გაუმართლა, მეორე გაშვების შემდეგ მტრედი ნისკარტში ზეთისხილის რტოთი დაბრუნდა კიდობანში (დაბადება, თავი 8, სტროფი 11), აქ აშკარად იმაზეა ლაპარაკი, რომ მტრედმა აღმოაჩინა მცენარე, ზეთისხილი არის მცენარე, მაგრამ აქ არის ერთი პატარა პრობლემა: დაბადებაში წერია რომ წარღვნის დროს წყალმა დაფარა თვით ყველაზე მაღალი მთები (თავი 7, სტროფები 19–20), ამგვარ პირობებში კი მცენარეთა სამყარო სრულიად განადგურდებოდა და ვერანაირად ვერ გადარჩებოდა, ისმის ლოგიკური კითხვა: საიდან გაჩნდა ის ზეთისხილის მცენარე, რომელსაც მტრედმა მიაგნო?
85. რა სქესის არიან ანგელოზები ანუ გააჩნიათ თუ არა სქესი ანგელოზებს?
86. რა სქესის არიან დემონები ანუ გააჩნიათ თუ არა სქესი დემონებს?
87. რატომ წერია ბიბლიაში, რომ ქალს არ აქვს სწავლის უფლება(პავლე, პირველი ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, თავი 14, სტროფები 34–35)?
88. რატომ წერია ბიბლიაში, რომ თუ ადამიანი უმეცარია სჯობს ბოლომდე უმეცრად დარჩეს (პავლე, 1 წერილი კორინთელთა მიმართ, თავი 14, სტროფი 38)?
89. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იმისათვის რათა დედამიწაზე მომხდარიყო იმგვარი წარღვნა, რომელიც ბიბლიაში არის აღწერილი, სადაც წერია რომ წყალმა დაფარა ყველაზე მაღალი მთებიც კი, საჭირო იქნებოდა სამი მსოფლიო ოკეანის მასის წყალი, ისმის ლოგიკური და რაციონალური კითხვა: უპირველეს ყოვლისა საიდან გაჩნდა ამდენი წყალი და მეორე რიგში კი სადღა გაქრა წარღვნის შემდეგ ამხელა წყლის მასა?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შანკარა
პოსტი Jan 6 2015, 11:15 AM
პოსტი #2006


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 51
რეგისტრ.: 22-February 14
წევრი № 13,586



წარღვნამდელი კაცობრიობა, ნოე და მსოფლიო წარღვნის მიზეზები
„დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამჟამს მათი ყოველი გულისთქმა“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 5).
„ინანა უფალმა რომ შექმნა ადამიანი ამქვეყნად და შეწუხდა“ (დაბადება, თავი 6 , სტროფი 6).
„თქვა უფალმა: მიწის პირისაგან აღვგვი ადამიანს, რომელიც შევქმენი, ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე, ქვეწარმავლამდე, ცის ფრინველამდე, რადგან ვნანობ რომ გავაჩინე“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 7).
„მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 8).
„ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 9).
„შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეტი“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 10).
„წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 11).
„გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაეყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 12).
„როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ,“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 1).
„დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 2).
„ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც როცა ღვთისშვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ. ძლიერები იყვნენ ისინი, ძველთაგან სახელოვანი ხალხი“ (დაბადება, თავი 6, სტროფი 4).
აბრა(ა)მი ყიდის თავის ცოლს სარა(ი)ს
„შიმშილი იყო ქვეყანაში და წავიდა აბრამი ეგვიპტეში საცხოვრებლად, რადგან მძვინვარებდა შიმშილი ქვეყანაში“ (დაბადება, თავი 12, სტროფი 10).
„როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი ლამაზი შესახედავი ქალი ხარ“ (დაბადება, თავი 12, სტროფი 11).
„დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო, მე მოკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ“ (დაბადება, თავი 12, სტროფი 12).
„თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისათვის და გადავრჩე შენი წყალობით“ (დაბადება, თავი 12, სტროფი 13).
„როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი“ (დაბადება, თავი 12, სტროფი 14).
„დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში“ (დაბადება, თავი 12, სტროფი 15).
„ხოლო აბრამს კარგად მოექცნენ მისი გულისათვის, ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემები“ (დაბადება, თავი 12, სტროფი 16).
„დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარაის გამო“ (დაბადება, თავი 12, სტროფი 17). „მაშინ დაიბარა ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე, შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი?“ (დაბადება, თავი 12, სტროფი 18).
„რატომ თქვი და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!“ (დაბადება, თავი 12, სტროფი 19).
„მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი საბადებლითურთ“ (დაბადება, თავი 12, სტროფი 20).
„ძალზე მდიდარი იყო აბრამი ჯოგითა და ოქრო-ვერცხლით“ (დაბადება, თავი 13, სტროფი 2).
აბრაამს ეცხადება „წმინდა სამება“
„გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 1).
„თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 2).
„უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 3).
„მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 4). „პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მათ უთხრეს: გააკეთე, რასაც ამბობ“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 5).
„გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააცხვე“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 6).
„მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 7).
„გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 8).
აბრაამი ბიბლიურ ღმერთს მსხვერპლად სწირავს საკუთარ ვაჟიშვილს
„უთხრა: მოჰკიდე ხელი შენს შვილს, შენს მხოლოდშობილს, რომელიც გიყვარს, ისაკს, და წადი მორიას მხარეში. იქ შესწირე აღსავლენ მსხვერპლად ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ“ (დაბადება, თავი 22, სტროფი 2).
„უთხრა ისაკმა აბრაამს, თავის მამას, უთხრა: მამაჩემო! უთხრა აბრაამმა: რა შვილო? უთხრა ისაკმა“ ცეცხლი და შეშა მოგვაქვს. აღსავლენი კრავი სადღა არის?“ (დაბადება, თავი 22, სტროფი 7).
„უთხრა აბრაამმა: ღმერთი გამოაჩენს თავისთვის აღსავლენ კრავს. ასე მიდიოდნენ ორნი ერთად“ (დაბადება, თავი 22, სტროფი 8).
„მიადგნენ იმ ადგილს, ღმერთმა რომ უთხრა და აღმართა იქ აბრაამა სამსხვერპლო, დააწყო შეშა, შეკრა თავისი შვილი და დასვა იგი სამსხვერპლოზე, შეშის ზემოთ“ (დაბადება, თავი 22, სტროფი 9).
„გაიწოდა ხელი აბრაამმა და აიღო დანა შვილის დასაკლავად“ (დაბადება, თავი 22, სტროფი 10).
„მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ“ (დაბადება, თავი 22, სტროფი 11).
„უთხრა ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ – მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის“ (დაბადება, თავი 22, სტროფი 12).
„გაიხედა აბრაამმა და ხედავს, აჰა ერთი ვერძი რქებით გახლართულია ბუჩქებში. მივიდა აბრაამი, აიყვანა ვერძი და შესწირა აღსავლენ მსხვერპლად შვილის ნაცვლად“ (დაბადება, თავი 22, სტროფი 13).
სოდომისა და გომორას დაღუპვა და ლოტი და მისი ქალიშვილები
„თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 20).
„ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი ჩემამდე რომ მოაღწია“ (დაბადება, თავი 18, სტროფი 21). „აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 24).
„დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 25).
„როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 29).
„აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადგან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 30).
„უთხრა უფროსმა უმცროსს“ მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 31).
„მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 32).
„შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 33).
„მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 34).
„შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 35).
„დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 36).
„ძე შვა უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 37). „უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე“ (დაბადება, თავი 19, სტროფი 38).
„გამოსვლა“
„უთხრა უფალმა მოსეს: ახლა მიდიხარ და იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელში ჩაგიდევი. გულს გავუსასტიკებ ფარაონს და არ გაუშვებს ხალხს“ (გამოსვლა, თავი 4, სტროფი 21).
„გულს გავუსასტიკებ ფარაონს, გავამრავლებ ნიშნებსა და სასწაულებს ეგვიპტის ქვეყნად“ (გამოსვლა, თავი 7, სტროფი 3). „გაუსასტიკა გული უფალმა ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ქონდა უფალს“ (გამოსვლა, თავი 7, სტროფი 13).
„უთხრეს გრძნეულებმა ფარაონს: ეს ღვთის ხელია! გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ შეისმინა მათი, როგორც ნათქვამი ქონდა უფალს“ (გამოსვლა, თავი 8, სტროფი 19).
„გაუსასტიკა გული უფალმა ფარაონს და არ უსმინა მათ ფარაონმა, როგორც ნათქვამი ქონდა მოსესთვის უფალს“ (გამოსვლა, თავი 9, სტროფი 12).
„გაუსასტიკდა გული ფარაონს“ (გამოსვლა, თავი 9, სტროფი 35).
„უთხრა უფალმა მოსეს: მოუღერე ხელი ეგვიპტის ქვეყანას კალიის გამოსახმობად და შეესიოს კალია ეგვიპტის ქვეყანას; გადაჭამოს ქვეყნის მთელი ბალახი, რაც სეტყვას გადაურჩა“ (გამოსვლა, თავი 10, სტროფი 12).
„გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს“ (გამოსვლა, თავი 10, სტროფი 20). „გაუსასტიკა უფალმა გული ფარაონს“ (გამოსვლა, თავი 10, სტროფი 27).
ებრაელი ტერორისტების ქანაანში შეჭრა
„ტყვედ წაიყვანეს ისრაელიანებმა მიდიანელი ქალები და ბავშვები და მთელი მათი საქონელი. მოიალაფეს მთელი მათი ქონება და დოვლათი“ (რიცხვნი, თავი 31, სტროფი 9).
„ცეცხლს მისცეს ყველა მათი ქალაქი მათ საზღვრებში და ყველა დაბა“ (რიცხვნი, თავი 31, სტროფი 10).
„აიღეს მთელი ნადავლი და მთელი ნაალაფარი კაციდან პირუტყვამდე“ (რიცხვნი, თავი 31, სტროფი 11).
„განურისხდა მოსე ჯარის უფროსებს, ათასისთავებს და ასისთავებს, რომლებიც ბრძოლის ველიდან მობრუნდნენ“ (რიცხვნი, თავი 31, სტროფი 14).
„უთხრა მათ მოსემ: ცოცხალი დატოვეთ ყველა ქალი?“ (რიცხვნი, თავი 31, სტროფი 15).
„განა მათი მიზეზით არ განუდგნენ ისრაელიანები უფალს, როგორც თქვა ბალაამმა და გადაამეტეს ფეღორის ცოდვას, რის გამოც მოხდა განადგურება უფლის საზოგადოებაში?“ (რიცხვნი, თავი 31, სტროფი 16).
„ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყველა მამროვანი, ყოველი ქალი რომელსაც შეცნობილი ყავს მამაკაცი მამრის საწოლზე, მოკალით“ (რიცხვნი, თავი 31, სტროფი 17).
ებრაელი ტერორისტების მიერ იერიქონის და ქანაანის სხვა ქალაქების მოსახლეობის დახოცვა
„გაანადგურეს ქალაქში (იერიქონში) ყველაფერი რაც დასარისხებელი იყო: კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი“ (იესო ნავეს ძე, თავი 6, სტროფი 21).
ბიბლიაში წერია, რომ ვინმე ყაქანმა, ქარმის ძემ, ებრაელთაგან ერთ-ერთმა ხელთ იგდო იერიქონის განადგურების შემდეგ დარჩენილი დოვლათი (ნაძარცვი), რაზეც ბიბლიური „უფალი“ საშინლად განრისხდა. როდესაც იესო ნავეს ძემ გაიგო, თუ რა გააკეთა მან, ყაქორის ველზე, მთელ მის საქონელთან, ვაჟიშვილებთან და ქალიშვილებთან, მთელ მის ოჯახთან ერთად დახოცა. იესო ნავეს წიგნში (ბიბლიაში) წერია:
„ხელჰყვეს ისრაელიანებმა დარისხებული. აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზარახისა, იუდაელმა, დარისხებულიდან წილი და აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელიანებზე.“ (იესო ნავეს ძე 7-1).
„გაგზავნა იესომ კაცები იერიხონიდან ჰაღაიში, ბეთავენთან რომ არის, ბეთელის აღმოსავლეთით, და დააბარა: ადით და დაზვერეთ ქვეყანა. ავიდნენ კაცები და დაზვერეს ჰაღაი.“ (იესო ნავეს ძე 7-2).
„ჩამობრუნდნენ იესოსთან და მოახსენეს: ნუ ავა მთელი ხალხი, ორიათასამდე ან სამიათასამდე კაცი ავიდეს და სძლევენ ჰაღაის. ნუ გასარჯავ მთელს ერს, რადგან ცოტანი არიან ისინი.“ (იესო ნავეს ძე 7-3).
„წავიდა ხალხიდან სამიათასამდე კაცი, მაგრამ უკუექცნენ ჰაღაის ხალხს.“ (იესო ნავეს ძე 7-4).
„დახოცეს მათგან ჰაღაიელებმა ოცდათექვსმეტამდე კაცი და დაედევნენ კარიბჭიდან შებარიმამდე და გაწყვიტეს ისინი ფერდობზე. შედრკა მათი გული, წყალივით გახდა.“ (იესო ნავეს ძე 7-5).
„შემოიხია იესომ სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს.“ (იესო ნავეს ძე 7-6).
„თქვა იესომ: ეჰა, უფალო ღმერთო! რისთვის გამდმოგყავდა ეს ხალხი იორდანეზე, თუ ამორეველთა ხელში ჩააგდებდი და დაღუპავდი. ნეტავ, იორდანეს გაღმა დავრჩენილიყავით!“ (იესო ნავეს ძე 7-7).
„ოჰ, უფალო! რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა ზურგი შეაქცია მტერს.“ (იესო ნავეს ძე 7-8).
„გაიგებენ ამას ქანაანელები და ამ ქვეყნის ყველა მცხოვრები, გარს მოგვადგებიან და გააქრობენ ქვეყანაზე ჩვენს სახსენებელს. რას უზამ მაშინ შენს დიად სახელს?“ (იესო ნავეს ძე 7-9). „უთხრა უფალმა იესოს: ადექი, რატომ ხარ პირქვე დამხობილი?“ (იესო ნავეს ძე 7-10).
„შესცოდა ისრაელმა და დაარღვია კიდეც ჩემთან დადებული აღთქმა: აიღეს კიდეც დარისხებული, მოიპარეს, გადამალეს და თავის საქონელთან დადეს.“ (იესო ნავეს ძე 7-11).
„ვერ გაუმკლავდებიან მტრებს ისრაელიანები და ზურგს შეაქცევენ მათ, რადგან დარისხებულნი არიან. აღარ ვიქნები თქვენთან, თუ არ მოსპობთ თქვენს შორის დარისხებულს.“ (იესო ნავეს ძე 7-12).
„ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი: განიწმიდეთ ხვალისათვის, რადგან ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი დარისხებული გყავს შენს შორის, ისრაელო. ვერ გაუმკლავდები მტერს, თუ არ მოიშორებ დარისხებულს.“ (იესო ნავეს ძე 7-13).
„თითო-თითო შტო მოდექით ხვალ დილით; რომელ შტოსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო საგვარეულო მოდგეს მისგან; რომელ საგვარეულოსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო სახლი მოდგეს მისგან; რომელს სახლსაც დაიჭერს უფალი, თითო-თითო კაცი მოდგეს მისგან.“ (იესო ნავეს ძე 7-14).
„ვინც დაჭერილი იქნება დარისხებულის წაღებაში, ცეცხლს უნდა მიეცეს იგი მთელი თავისი საბადებელითურთ, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უწმიდურება ჩაიდინა ისრაელში.“ (იესო ნავეს ძე 7-15).
„ადგა იესო დილაადრიანად და გამოაყვანინა ისრაელიდან თითო-თითო შტო; დაჭერილი იქნა იუდას შტო.“ (იესო ნავეს ძე 7-16).
„მოაყვანინა იუდას შტო და დაჭერილი იქნა ზარახის საგვარეულო; მოაყვანინა ზარახის საგვარეულოდან თითო-თითო კაცი და დაჭერილი იქნა ზაბდი.“ (იესო ნავეს ძე 7-17).
„მოაყვანინა თითო-თითო კაცი მისი სახლიდან და დაჭერილი იქნა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძის ზარახისა, იუდას შტოდან.“ (იესო ნავეს ძე 7-18).
„უთხრა იესომ ყაქანს: შვილო, პატივი მიაგე დღეს უფალს, ისრაელის ღმერთს და აღსარება უთხარი, გამიცხადე, რა გააკეთე, ნუ დამიმალავ.“ (იესო ნავეს ძე 7-19).
„მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა: ნამდვილად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს. ასე და ასე გავაკეთეო.“ (იესო ნავეს ძე 7-20).
„დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული წამოსასხამი, ასი შეკელი ვერცხლი და ორმოცდაათშეკელიანი ოქროს ზოდი, დავხარბდი და ავიღე. აჰა, მიწაში მაქვს დაფლული კარვის შუაგულში, ვერცხლია მის ქვეშ.“ (იესო ნავეს ძე 7-21).
„გაგზავნა იესომ კაცები და მათაც ისწრაფეს კარვისკენ. აჰა, ნახეს კარავში დაფლული. მის ქვეშ იყო ვერცხლი.“ (იესო ნავეს ძე 7-22).
„წამოიღეს კარვიდან და მოუტანეს იესოს და მთელს ისრაელობას, და დაყარეს უფლის წინ.“ (იესო ნავეს ძე 7-23).
„გამოიყვანა იესომ ყაქან ზარახის ძე ვერცხლით, წამოსასხამითა და ოქროს ზოდითურთ, გამოიყვანა მისი ვაჟები და ქალიშვილები, ხარები, სახედრები და ცხვრები, მისი კარავი, მთელი მისი საბადებელი, და მთელი ისრაელის თანხლებით წაიყვანა ყაქორის ველზე.“ (იესო ნავეს ძე 7-24). „თქვა იესომ: რაკი უბედურებას შეგვყარე, დღესვე უბედურება დაგატეხოს უფალმა. და ქვით ჩაქოლა იგი მთელმა ისრაელმა. ცეცხლი წაუკიდეს ყველას და ზედ ქვები დაახვავეს.“ (იესო ნავეს ძე 7-25).
„აღმართეს ზედ ქვების დიდი გროვა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. დაცხრა უფლის რისხვა. ამიტომ ეწოდება დღემდე ამ ადგილს ყაქორის ველი (რისხვის ველი).“ (იესო ნავეს ძე 7-26).
„ისინიც გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად და ისრაელს შორის მოექცნენ ჰაღაელები. დასცხეს მათ და არავინ გაუშვიათ ცოცხალი“ (იესო ნავეს ძე, თავი 8, სტროფი 22).
„ხოლო ჰაღაელთა მეფე ცოცხლად შეიპყრეს და იესოს მიგვარეს“ (იესო ნავეს ძე, თავი 8, სტროფი 23).
„როცა მოათავა ისრაელმა ჰაღაის მცხოვრებთა ხოცვა-ჟლეტა ველზე უდაბნოში, სადამდეც მორეკეს ისინი და ყველანი უკლებლივ დაეცნე მახვილისაგან, მაშინ გაბრუნდა მთელი ისრაელი ჰაღაიში და მახვილით ამოწყვიტა დანარჩენი ხალხი“ (იესო ნავეს ძე, თავი 8, სტროფი 24).
„ამოწყდა იმ დღეს ჰაღაის მცხოვრებთაგან სულ თორმეტი ათასი სული - კაცი და ქალი“ (იესო ნავეს ძე, თავი 8, სტროფი 26).
„იესოს არ ჩამოუღია ხელი, რომლითაც შობი ქონდა მოღერებული, ვიდრე არ ამოწყვიტა მთელი ჰაღაი“ (იესო ნავეს ძე, თავი 8, სტროფი 27).
„გადაწვა იესომ ჰაღაი და სამარადისო ნანგრევებად უკაცრიელ ადგილად აქცია დღევანდლამდე“ (იესო ნავეს ძე, თავი 8, სტროფი 28).
„იმავე დღეს აიღო იესომ მაკედა, მახვილით მოსრა იგი და მისი მეფე, მუსრი გაავლო მათ და ყველა სულიერს, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მაკედას მეფეს როგორც იერიქონის მეფეს მოექცა“ (იესო ნავეს ძე, თავი 10, სტროფი 28).
„ჩაუგდო ხელში უფალმა ისრაელს ლიბნაც და მისი მეფეც. მოსრა მახვილით ის და ყველა სულიერი, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა მის მეფეს, როგორც იერიქონის მეფეს მოექცა“ (იესო ნავეს ძე, თავი 10, სტროფი 30).
„ხელში ჩაუგდო უფალმა ისრაელს ლაქიში და მან მეორე დღესვე აიღო ლაქიში, მახვილით მოსრა იგი და ყველა სულიერი რაც კი იქ იყო. ისევე მოექცა როგორც ლიბნას“ (იესო ნავეს ძე, თავი 10, სტროფი 32).
“მაშინ აიძრა ჰორამი, გეზერის მეფე, ლაქიშის საშველად, მაგრამ მუსრი გაავლეს მათ იესომ და მისმა ხალხმა. არავინ დაუტოვებიათ ცოცხალი“ (იესო ნავეს ძე, თავი 10, სტროფი 33).
„აიღო ყეგლონი იმავე დღეს და მახვილით მოსრა იგი. ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო, ამავე დღეს ამოწყვიტა, ისევე მოექცა, როგორც ლაქიშს“ (იესო ნავეს ძე, თავი 10, სტროფი 35).
„აიღო ხებრონი და მოსრა იგი მახვილით მისი მეფითურთ, ყველა მისი ქალაქი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არვინ დაუტოვებია ცოცხალი. ისევე მოექცა, როგორც ყეგლონს, გაანადგურა იგი და ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო“ (იესო ნავეს ძე, თავი 10, სტროფი 37).
„ხელში ჩაიგდო იგი და მისი მეფე და მისი ყველა ქალაქი, მახვილით მოსრა და ამოწყვიტა ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არაფერი დაუტოვებია ცოცხალი, როგორც მოექცა ხებრონს, ასევე მოექცა დაბირს და მის მეფეს, ასევე მოექცა ლიბნას და მის მეფეს“ (იესო ნავეს ძე, თავი 10, სტროფი 39).
„მახვილით მოსრა იესომ მთიანეთი, სამხრეთი მხარე, შეფელა და მთის ძირები და ყველა მათი მეფე. არვინ დაუტოვებია ცოცხალი, ყველა სულდგმული მოსპო, როგორც ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა“ (იესო ნავეს ძე, თავი 10, სტროფი 40).
„მუსრი გაავლო მათ იესომ კადეშ-ბარნეადან ღაზამდე, მთელს გოშენის მხარეს გაბაონამდე“ (იესო ნავეს ძე, თავი 10, სტროფი 41).
„ყველა ეს მეფე და მათი ქვეყნები ერთ ჯერზე ჩაიგდო ხელში იესომ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი იბრძოდა მისთვის“ (იესო ნავეს ძე, თავი 10, სტროფი 42).
„უთხრა უფალმა იესოს: ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხვალ ამ დროისათვის ყველას შევმუსრავ ისრაელის წინაშე. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერე და ცეცხლს მიეცი მათი ეტლები“ (იესო ნავეს ძე, თავი 11, სტროფი 6). „მოულოდნელად მიადგა მათ იესო მეომრებითურთ მერომის წყლებთან და დაესხა თავს“ (იესო ნავეს ძე, თავი 11, სტროფი 7).
„ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელიანებს. შეუტიეს და სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე და მიცფას ველამდე, აღმოსავლეთისკენ, მუსრი გაავლეს, ისე რომ ცოცხალი არვინ დაუტოვებიათ“ (იესო ნავეს ძე, თავი 11, სტროფი 8).
„ისე მოექცა მათ იესო, როგორც ნაბრძანები ქონდა მისთვის უფალს. მათ ცხენებს ძარღვები გადაუსერა და ცეცხლს მისცა ეტლები“ (იესო ნავეს ძე, თავი 11, სტროფი 9).
„მაშინვე გამობრუნდა იესო და აიღო ხაცორი და მახვილით განგმირა მისი მეფე, რადგან წინათ ხაცორი ყველა ამ სამეფოს თავი იყო“ (იესო ნავეს ძე, თავი 11, სტროფი 10).
„მახვილით მოსრეს ყოველი სულიერი, რაც კი იქ იყო. არცერთი სულდგმული არ დაუტოვებიათ. ხაცორს კი ცეცხლი წაუკიდეს“ (იესო ნავეს ძე, თავი 11, სტროფი 11).
„ამ ქალაქის ნადავლი და პირუტყვი წამოასხეს თავისთვის ისრაელიანებმა, მთელი ხალხი კი მოსრეს მახვილით, ისე რომ მთლიანად ამოწყვიტეს, ერთი სულიც არ დაუტოვებიათ“ (იესო ნავეს ძე, თავი 11, სტროფი 14).
“გამოვიდა სიხონი მთელი თავისი ხალხით იაჰცაში ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 2, სტროფი 32).
„ხელში ჩაგვაგდებინა იგი უფალმა, ჩვენმა ღმერთმა და ჩვენც დავამარცხეთ იგი, მათი შვილები და მთელი მისი ხალხი“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 2, სტროფი 33).
„მაშინ დავიპყარით მისი ყველა ქალაქი, ავაოხრეთ ქალაქები და გავწყვიტეთ მცხოვრებნი დიდიან-პატარიანად. არავინ დაგვიტოვებია ცოცხალი“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 2, სტროფი 34).
„ჩაგვაგდებინა ხელში უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, ყოგიც, ბაშანის მეფე, მთელი მისი ხალხითურთ და ჩვენც დავამარცხეთ იგი, ისე რომ არავინ დარჩენილა ცოცხალი“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 3, სტროფი 3). „გავანადგურეთ ისინი, როგორც მოვექეცით სიხონს, ხეშბონის მეფეს, როცა გავუნადგურეთ ყველა ქალაქი - მამრი, დედრი და ბავშვი“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 3, სტროფი 6).
ბიბლიური „უფალი“ ეუბნება ებრაელებს: „თუ იდუმალ წაგაქეზებს შენი ძმა, დედაშენის შვილი, ან შენი ვაჟი, ან ასული, ან შენს გვერდით მწოლი ცოლი, ან მეგობარი, რომელიც საკუთარი სულივითა გყავს და გეტყვის: წამო ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობთ არც შენ და არც შენი მამა-პაპა“ (ძველი აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 6).
„იმ ხალხთა ღმერთებს, თქვენს გარშემო რომ არიან, შენთან ახლოს მყოფთა თუ შენგან შორს მყოფთა, ქვეყნის კიდიდან კიდემდეო“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 7).
„ნუ დაყვები მას და ნუ გაუგონებ, ნუ დაგენანება იგი, ნუ შეიბრალებ, ხელს ნუ დააფარებ“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 8).
„არამედ მოკალი იგი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მის მოსაკლავად, მერე კი მთელი ერისა“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 9).
„ჩაქოლე იგი, რომ მოკვდეს“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13 სტროფი 10).
„გამოჩნდა უგვანი ხალხი შენი წრიდან და აცდუნებს თავისი ქალაქის მკვიდრთ, ეუბნება: წამო ვემსახუროთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც არ იცნობდითო“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 13). „ხოლო შენ გამოიძიე, გაარკვიე, კარგად გამოიკითხე და აჰა, ყველაფერი სრული სიმართლე გამოდგა, ჩადენილია ასეთი საძაგლობა შენ წიაღში“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13 სტროფი 14).
„მახვილით დახოცე იმ ქალაქის მცხოვრებნი, დაარისხე ქალაქი და ყველაფერი რაც მასშია, მისი საქონელიც მახვილით ამოხოცე“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 13, სტროფი 15).
„ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი და მახვილით გაწყვეტ მამროვანს“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 20, სტროფი 13).
„მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი რაც ქალაქში იქნება - მთელი ნადავლი დაიტაცე. ჭამე შენი მტრების ნადავლი, რომლებიც უფალმა, შენმა ღმერთმა ჩაგიგდო ხელში“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 20, სტროფი 14).
„ოღონდ ამ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებიც უფალმა შენმა ღმერთმა მოგცა წილად, ერთი სულიც არ დატოვო ცოცხალი“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 20, სტროფი 16).
„პირწმინდად გაანადგურე ისინი: ხეთელნი, ამორეველნი, ქანაანელები, ფერიზეველები, ხივიელები და იებუსეველნი, როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა“ (ძვ. აღთქმა, მეორე რჯული, თავი 20, სტროფი 17).
ქრისტეს სიტყვები?
„გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში.“ (მათე 15-21),
„და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი ეშმაკეულია.“ (მათე 15-22),
„მან კი ხმა არ გასცა მას. მოწაფეები მივიდნენ მასთან და სთხოვეს: „გაუშვი იგი, ჩვენ რომ მოგვყვირის.““ (მათე 15-23), „მე მოვლინებული ვარ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან.“ (მათე 15-24),
„დედაკაცი მიუახლოვდა, თაყვანი სცა მას და უთხრა: „მიშველე უფალო!“ (მათე 15-25),
„ხოლო მან პასუხად თქვა: არ ვარგა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური.“ (მათე 15-26),
„ქალმა კი უთხრა: დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ პატრონის ტაბლიდან დაცვენილ ნასუფრალს“ (მათე 15-27). „ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.“ (მათე 10-34),
„ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას“ (მათე 10-35), „და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი“ (მათე 10-36),
„ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;“ (მათე 10-37),
„მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!“ (ლუკა 12-49),
„იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება.“ (ლუკა 12-51),
„რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს: სამი - ორს და ორი - სამს;“ (ლუკა 12-52),
„დიახ, განდგესა მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი - დედამთილისაგან.“ (ლუკა 12-53),
„თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს,თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.“ (ლუკა 14-26),
„გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.“ (ლუკა 19-26),
„თუ შენი ხელი ანდა შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე: გიჯობს უხელოდ ან უფეხოდ შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელით ან ორივე ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში.“ (მათე 18-8).
„თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში.“ (მათე 18-9).

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 6 2015, 04:01 PM
პოსტი #2007


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



შანკარა
ისევ დაიწყე ?
რით ვერ გაიგე რომ ეს თემა სხვა ფორმატისაა და ამგვარი რაღაცეები არ იდება...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 7 2015, 01:23 PM
პოსტი #2008


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ძველი აღთქმა
დაბადება
თავი ოცდამეთორმეტე

28 უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.

ღმერთს როგორ ძლია იაკობმა?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 7 2015, 02:00 PM
პოსტი #2009


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
ციტატა

ღმერთს როგორ ძლია იაკობმა?

შენ რა აზრი გაქვს მაგასთან დაკავშირებით ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 7 2015, 03:17 PM
პოსტი #2010


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება ღმერთს აჯობოს ადამიანმა?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 7 2015, 11:28 PM
პოსტი #2011


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
ციტატა
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეიძლება ღმერთს აჯობოს ადამიანმა?

რადგან ეგ შეუძლებელია , იქნებ ალეგორიის არსებობაზე გეფიქრა ან სხვა გზა მოგენახა .
ცადე ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 9 2015, 02:18 PM
პოსტი #2012


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
ციტატა
რადგან ეგ შეუძლებელია , იქნებ ალეგორიის არსებობაზე გეფიქრა ან სხვა გზა მოგენახა .
ცადე ?

ვცადე, მაგრამ არ გამომდის ვინაიდან მაგ ტექსტის შემდეგ იაკობი ამბობს ღმერთი ვიხილე და გადავრჩიო, ვინაიდან ესეც შეუძლებელია ესეიგი ღმერთი ანგელოზის სახით ან ვინმეს სახით იყო და დაუშვა რაღაც მომენტში რომ დამარცხებულიყო იაკობის მიერ?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 9 2015, 05:37 PM
პოსტი #2013


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
ციტატა
ტექსტის შემდეგ იაკობი ამბობს ღმერთი ვიხილე და გადავრჩიო, ვინაიდან ესეც შეუძლებელია ესეიგი ღმერთი ანგელოზის სახით ან ვინმეს სახით იყო

აჰა , აგაშენა ღმერთმა . უკვე იცი რომ პირდაპირი მნიშვნელობით ღმერთის ხილვა შეუძლებელია . ცოტა უფრო გააგრძელე კიდევ მსჯელობა არ გინდა ? საჩქარო არაფერია ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 9 2015, 07:10 PM
პოსტი #2014


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
შეიძლება ითქვას ღმერთს გადაწყვეტილი ქონდა იაკობის გამოცდა, მაგრამ ასე ვთქვათ იაკობმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა და გადალახა ეტაპი? ანუ ღმერთის გამოცდებს ძლია როგორც მოსემ დაიყოლია ღმერთი 40 დღიანი ლოცვისა და მარხვის შემდეგ არ გაენადგურებინა ებრაელები? ანუ ღმერთი ისეთ გამოცდებს გვიწყობს რომლის გადალახვის უნარიც შეგვწევს და ამას ვეძახით ღმერთის ძლევას??


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 10 2015, 04:36 PM
პოსტი #2015


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
სწორი მიმართულებით მივდივარ? შემეშველე შენც


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 11 2015, 12:23 AM
პოსტი #2016


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გააგრძელე ბატონო , გააგრძელე .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 11 2015, 05:03 PM
პოსტი #2017


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
რაღა გავაგრძელო მეტი არ ვიცი, ანუ გამოცდა იყო მოწყობილი ღმერთის მიერ და იაკობმა დაძლია ეგაა საბოლოო პასუხი?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 15 2015, 04:50 PM
პოსტი #2018


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



რას ვიტყვით, განა აბრაამმა, ჩვენმა წინაპარმა, ხორციელად შეიძინა რამე? თუ აბრაამი საქმეთაგან გამართლდა, დიახაც აქვს სასიქადულო, მაგრამ არა ღვთის წინაშე. ვინაიდან რას ამბობს წერილი? „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ". ხოლო მოქმედს საზღაური მადლით კი არ მიეგება, არამედ ვალით. იმას კი, ვინც არ არის მოქმედი, მაგრამ სწამს იგი, ვინც ამართლებს უღმერთოს, სიმართლედ მისი რწმენა შეერაცხება. (რომაელთა 4:1-5)

თუ ვინმემ იცით იქნებ დამეხმაროთ განმარტებაში ან სად მოვიძიო მთლიანი ახალი აღთქმის ან ეპისტოლეების განმარტებები უკლებლივ?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 20 2015, 10:28 PM
პოსტი #2019


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sanfol
განმარტებაში კონკრეტულად რა გაინტერესებს ?

პ.ს. ეპისტოლეების განმარტება , იოანე ოქროპირისაა ძველქართულ ენაზე და ამბერკი ტაუშევისა ახალქართულზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Jan 21 2015, 09:43 AM
პოსტი #2020


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



A.V.M
ანუ ჩვენ საქმეებით კი არა მადლით გავმართლდებით? და უღმერთოს უღმერთობა შეერაცხება სარწმუნოდო რო წერია ეგ პირდაპირ უნდა გავიგოთ? ვისაც რისი სწამს ის შეერაცხება სიმართლედ?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

103 გვერდი V « < 99 100 101 102 103 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 07:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი