IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> იბერია და გარესამყარო ახ.წ. I-II სკ., ფარსმან I, ფარსმან II.
შაკო
პოსტი Jun 15 2007, 09:49 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



იბერია და გარესამყარო

ახ.წ. I-II სს.



ახ.წ. I-II სს. ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკური ვითარება ხელს უწყობს იბერიის გაძლიერებას, კერძოდ სამხრეთის ძლიერი მეზობლის, სომხეთის დასუსტება, რომსა და პართიას შორის ბრძოლა, ალანებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება. ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა მეგობრულ, სამოკავშირეო ურთიერთობას რომსა და იბერიას შორის. ამის პარარელურად გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება იბერიის ორ მეზობელ იმპერიას - რომსა და პართიას შორის. ამ კონფრონტაციაში კვლავ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ ამიერკავკასიის ქვეყნები ვის გაუწევდნენ მოკავშირეობას.
რომის აღმოსავლური პოლიტიკა მისი დასავლური პოლიტიკისაგან განსხვავდებოდა. თუ დასავლეთში რომის მმართველებს საქმე ჰქონდათ ბარბაროსთა არამყარ ტომობრივ გაერთიანებებთან, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში რომაელების მოქიშპე იყო ისეთი სერიოზული მოწინააღმდეგე, როგორიც იყო მძლავრი არმიიის მქონე პართიის სამეფო. მას ხშირად მოკავშირეობას უწევდნენ საკუთარი სახელმწიფოებრიობის მქონე ამიერკავკასიის სახელმწიფოები, რომელიბიც ადვილად არ თმობდნენ თუნდაც მოჩვენებით დამოუკიდებლობას და რომის დაპყრობით შემოსევებს პართიის დახმარებით იგერიებდნენ. ამ გარემოებას შეაქვს რიგი კორექტივები რომის აღმოსავლურ პოლიტიკაში.
რომის გვიანდელი რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი იყო საზღვრების გაფართოების პოლიტიკა, რაც აუცილებლად იწვევდა პირდაპირ შეტაკებას პართიასთან. სწორედ მათ შორის წინააღდეგობებმა შექმნა "პოლიტიკური დუალიზმის" ის სისტემა, რომელმაც რამოდენიმე საუკუნით განსაზღვრა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ისტორიული ბედი . აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ამ ორი დიდი სახელმწიფოს ბრძოლა პირველობისათვის არ იფარგლებოდა პირდაპირი საომარი შეტაკებებით. ორივე ქვეყნის დიპლომატია მარჯვედ იყენებდა თითოეული მათგანის შიგნით არსებულ წინააღმდეგობებს და ყველაფერს აკეთებდა ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩასარევად .
რომისა და პართიის ომებში იბერიის მეფეები, რომაელი ხალხის მეგობრობისა და მოკავშირის" აღიარებით ცდილობდნენ, აზიაზე ბატონობის პრედენტენტების ბრძოლა საკუთარი ქვეყნის ინტერესებისათვის გამოეყენებინათ. იბერიის ორიენტაციას ადასტურებს იმპერატორ ოქტავიანეს ავგუსტუსის "ღეს Gასტაე". მასში ჩამოთვლილია ყველა ის ხალხი, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა რომის მსოფლიო იმპერიას. ავგუსტუსი აღნიშნავს: "ჩვენ მეგობრობას ითხოვდნენ ელჩების მეშვეობით....მეფე ალბანელების და იბერების".
სომხეთის დაკარგვის შემდეგ რომის ბატონობას აღმოსავლეთში საფრთხე დაემუქრა. მას სჭირდებოდა ისეთი მოკავშირე, რომელიც რეალურად აღუდგებოდა წინ პართიის აგრესიას. ერთადერთი ასეთი ძალა პართია - რომის საზღვრების მიმდებარე რეგიონში იყო იბერია.
თავის მხრივ ამიერკავკასიის სამეფოები (იბერია, ალბანეთი) თავიანთი ელჩების მეშვეობით, იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსს სთხოვენ, რომ დაედასტურებინა მისი წინამორბედის დროს დადებული ხელშეკრულებები "მეგობრობის და მოკავშირეობის" შესახებ. იბერთა მეფის მიერ რომალებთან ელჩის გაგზავნა კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით იყო გამოწვეული. იბერია ამ დროს თავისი სტრატეგიული მდგომარეობის წყალობით აკონტროლებდა ჩრდ. კავკასიის გასასვლელებს და იქედან გადმოსასვლელებს. დარიალის კარის მეშვეობით, იბერიის მეფეებს ყოველთვის შეეძლოთ ჩრდ. კავკასიელი მომთაბარეები გადმოეყვანათ ამიერკავკასიაში დასახმარებლად, ანდა პირიქით, არ გადმოეშვათ ისინი.
ჩემი აზრით, თვით იბერიისათვის რომი იყო უფრო სასურველი მოკავშირე იბერიაში პართიის ექსპანსიის შესაჩერებლად, რადგანაც მას შემდეგ რაც პართიამ ფეხი მოიკიდა არმენიაში, იგი მეტად საშიში მეზობელი გახდა ქართლის სამეფოსათვის. გარდა ამისა, აქ იყო ერთი მთავარი მიზანიც, კერძოდ ქართლის მეფეს რომის დახმარებით იმედი ჰქონდა დაიბრუნებდა ორი საუკუნით ადრე არმენიის მიერ მიტაცებულ გუგარეთისა და ხორძენე-კლარჯეთის ტერიტორიებს.
ჩემთვის მეტად საინტერესოა იბერიის მეფის ფარსმან I დიპლომატიური ნაბიჯები სომხეთთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, სომხეთს ახ.წ 36 წლიდან მართავდა მითრიდატე. რომელიც რომის იმპერატორმა კალიგულამ რომში გაიწვია და დაატყვევა. ამ ფაქტით ისარგებლა პართიამ და სომხეთი დაიკავა. პართიის მიერ სომხეთის დაკავება ეს იყო საკმაოდ ცუდი მოვლენა როგორც რომისთვის ასევე სომხეთისთვისაც. იმპერატორის შეცვლისთანავე ფარსმანი დაუკავშირდა რომის ახალ იმპერატორს კლავდიუსს და მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ვითარება იყო სომხეთში. იგი ითხოვდა მითრიდატეს გათავისუფლებას რადგან ამ უკანასკნელისთვის კარგად იყო ცნობილი ადგილობრივი დიდკაცობის პოლიტიკური ორიენტაცია. ასევე რომაელები კარგად ხედავდნენ იბერიის მმართველთა სწრაფვას დაემორჩილებინათ მთლიანად სომხეთი. სომხეთისათვის ბრძოლა ახლა ფაქტიურად სამ სახელმწიფოს - რომსა, პარიასა და იბერიას შორის მიმდინარეობდა. იბერიას, როგორც 35 წლის ამბებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომის დახმარების გარეშეც უნარი შესწევდა პართიაზე გაემარჯვა. იბერია სომხეთის დაუფლებას რომის მოკავშირის და რომის მტრის პართიისაგან სომხეთის გამომგლეჯის სახით ცდილობდა. მაგრამ, რომში უეჭველია, შიშობდნენ იბერიის მეტისმეტ გაძლიერებას და არ შეეძლოთ დაეშვათ სომხეთის სრული დამორჩილება იბერიის მმართველთა მხრივ. მითრიდატე რომაელებმა შემდეგში, როგორც ჩანს, მაინც მიიჩნიეს სომხეთის ტახტის შესაფერის კანდიდატად სწორედ იმის გამო, რომ არავითარ სურვილს არ იჩენდა დამორჩილებოდა თავის ძმას - იბერიის მეფე ფარსმანს.
მითრიდატე სომხეთში დააბრუნეს რის შემდეგ ფარსმანი ამუშავებს გეგმას სომხეთის ტახტის დაკავების შესახებ. იგი თავის შვილს რადამისტს გზავნის სომხეთში სადაც მან ვერ განახორციელა მამის მიერ მიცემული გეგმა რამაც დიდი არეულობა გამოიწვია სომხეთში. მიუხედავად იმისა რომ კორნელიუს ტაციტუსის ცნობით რადამისტი ფარსმანის კონკურენტი იყო, ჩემი აზრით, ფარსმანი არანაირ მეტოქეს არ ხედავდა რადამისტში, პირიქით მან იგი სომხეთში გააგზავნა თავისი გეგმის განსახორციელებლად. შვილის მოკვლის მიზეზი არა მეტოქეობა არამედ სხვა რამ იყო.
რომისა და პართიის ურთიერთობამ დაძაბული ხასიათი მიიღო. რომაელებისათვის ცნობილი იყო რომ, სომხეთი დაიკარგა ფარსმანის ინტრიგების გამო. იბერიის მეფემ დაასწრო მოვლენების განვითარებას, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ჩადენილი დანაშაული რადამისტს დააბრალა და, როგორც დამნაშავე, მოაკვლევინა, რა თქმა უნდა, იგი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეც სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, რადგან იცოდა რომ თუ იგი თავის შვილს არ დასჯიდა რომი იბერიას დაუპირისპირდებოდა. რომის ხელისუფლება კი ამ "თავის მართლების" პოლიტიკას დაჯერდა რადგან არც თავად არ სურდა იბერიასთან ურთიერთობის გაფუჭება.
საგარეო პოლიტიკა არის პროცესი, რომელშიც ჩართულია ისეთი ფაქტორები, რომლებიც ქვეყბის კონტროლს არ ემორჩილებიან. ამიტომ სწორედ საგარეო პოლიტიკა არის სფერო, რომელშიც ქვეყნების მთავრობებს ხშირად ყველაზე მეტი სირთულის დაძლევა უხდებათ. პატარა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კი ზოგიერთ შემთხვევაში მისი მთავრობისაგან გმირობის ტოლფას მოღვაწეობას მოითხოვს განსაკუთრებით კრიტიკულ ვითარებაში, რომელიც ზოგიერთი პატარა ქვეყნისათვის არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა.
მართალია ფარსმანის და რადამისტის ავანტიურამ რომსა და იბერიას შორის ურთიერთობა არ დაძაბა, მაგრამ იბერიას რომაული ორიენტაციის მქონე სომხეთის ნაცვლად უპირისპირდება მისი უშუალო მეზობელი პართია.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ შემდეგი გზით იყო მოსახერხებელი. ქართლის სამეფოს დიპლომატიაში ისტორიულად მნიშვნელოვანი როლო ჰქონდა დაკისრებული კავკასიონის ჩრდილოეთით მცხოვრებ ტომებთან ურთიერთობას. ეს იყო პრივილეგია იბერიისათვის სომხეთთან და პართიასთან მიმართებაში და ამის გამო იბერიასთან ურთიერთობაში ძლიერი მეზობლებიც კი სერიოზულ დათმობებზე მიდიოდნენ.
ფარსმან II დროს ვითარება შიცვალა. მას შეეძლო რომთან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკა ეწარმოებინა. ამ დროს ქართლი ჩანს უკვე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ებრძვის რომს და ცდილობს მის განდევნას კოლხეთიდან და სხვა მეზობელი ადგილებიდან. ამასთანავე, იგი ამ საქმეში როდი ეძიებს პართიის მხარდაჭერას. ქართლის მმართველები ისეთი მრისხანე ძალასთან კავშირში, როგორც ალანები და სხვა ჩრდილოელი ტომები იყვნენ, ეტყობა, თამამად უპირისპირდებიან რომსა და პართიას ერთდროულად. I საუკუნის 70 წლებში იბერიის სამეფო კარის უშუალო ინიციატივით ალანებმა გამანადგურებელი ლაშქრობა მოაწყვეს პართიის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით რბევა განიცადა სომხეთმა. მან უარი განაცხადა "რომაელი ხალხის მეგობრისა და მოკავშირის" ფუნქციების შესრულებაზე. იგი დემონსტრაციულად არ გამოცხადდა კაპადოკიაში მოწვეულ თათბირზე. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ადრიანე 117-138 ხოლო მის შემდეგ ანტონიუს პიუსი (138-161). მისი მმართველობის დროს ეს ურთიერთობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა, როგორც ჩანს, რომმა დათმო და ოფიციალურად ცნო იბერიის ტერიტორიული პრეტენზიები, რადგანაც მიუხედავად დაპირისპირებისა რომსა და იბერიას შორის, იბერია რომაელთათვის რჩებოდა უპირველეს ყოვლისა მოკავშირედ იმპერიის აღმოსავლეთ პოლიტიკაში. Yოველივე ამას კარგად აცნობიერებდა როგორც ანტონიუს პიუსი, ისე ფარსმანი, რომელიც მიხვდა რომ რომთან მუდმივი კონფრონტაცია საჭირო არ იყო და ყოველივე ეს (დაპირისპირება) უნდა დასრულებულიყო რაღაც გარკვეულ ეტაპზე. დასახული მიზნის მიღწევის შემდეგ, ამიტომ დღის წესრიგში დადგა რომთან შერიგების საკითხი. ფარსმანი დიდი ამალით გაემგზავრა რომში ანტონიუს პიუსთან შესახვედრად. რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი ფარსმან II ქველის რომში ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს "როცა ფარსმანე იბერიელი მეუღლესთან ერთად რომში ჩავიდა, (ანტონიუს პიუსმა) გაუდიდა მას სამფლობელო, ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება ენიალიონზე დაადგმევინა და უყურებდა, მისი ვაჟისა და სხვა წარჩინებულ იბერთა სამხედრო ვარჯიშობას". ეს მოვლენა, ჩემი აზრით, მისაღები იყო თავად რომის იმპერატორისათვისაც.
როგორც ზემოთ ვნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ რომი და იბერია ერთმანეთის სტრატეგიული მოკავშირეები იყვნენ მათ შორის მაინც არსებობდა დაძაბული ურთიერთობა გარკვეული ტერიტორიების გამო. ყველაფრის მიუხედავად მათ ერთი ინტერესი გააჩნდათ, რამაც საბოლოოდ შეარიგა იმპერია და გაძლიერებული იბერიის სამეფო. ეს გახლდათ პართიის არშაკიანთა სამეფო, რომელიც რომაელთა მთავარი მოწინააღდეგე იყდ და ბუნებრივია საფრთხეს უქმნიდა რომაელების მთავარ მოკავშირეს აღმოსავლეთში – იბერიას. ალანების წყალობით სპარსეთის მეფე იძულებული გახდა უხვი საჩუქრებით ეხსნა თავი და თავისი ქვეყანა.
შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი ჩაეყარა ნებაყოფლობით კავშირზე და ინტერესთა თანხვდენილობაზე დამყარებულ ურთიერთობას რომსა და იბერიას შორის, რომელიც ასე რელიეფურად ჩანს ცოტა უფრო გვიან, ახ.წ.I-IIსს. რომს, რომელსაც ძალა არ შესწევდა იარაღის ძალით მორჩილებაში ჰყოლოდა ეს შორეული ქვეყანა, სავსებით აწყობდა, რომ მისი სახით ჰყოლოდა ერთგული მოკავშირე პართიასღან და სომხეთზე კონტროლისათვის მის მიერ წარმოებულ ბრძოლაში. იბერიას ამ ბრძოლაში არსებითი როლის შესრულება შეეძლო იმითაც, რომ ერთის მხრივ, მის ხელში იყო კავკასიონის გადმოსასვლელები და ჩრდილოელ მომთაბარეთა პართიასთან მრძოლაში გამოყენების შესაძლებობა. ხოლო მეორე მხრივ, რომთან კავშირი დიდ პერსპექტივებს შლიდა იბერიის წინაშე საკუთარი სახღვრების გასაფართოებლად. სომხეთის ზედაფენებში პართიის სასარგებლო განწყობილებათა ბატონობის პირობებში, პართიასთან კავშირი ბევრს ვერაფერს მოუტანდა სარგებელს იბერიას. იბერიას პართია და პროპართულად განწყობილი სომხეთი უფრო საშის ძალად მიაჩნდა ვიდრე რომი.


შალვა ურიადმყოფელი



--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 15 2007, 10:11 PM
პოსტი #2


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



საღოლ shakuna_
ფარსმან მეორე მივიწყებულია უსამართლოდ არადა არაფრით ნაკლები არაა ვახტანგზე, დავითზე, ბრწყინვალეზე.

ცოტას თუ ღირსებია მასეთი პატივი.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Jun 15 2007, 10:57 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



QUOTE(მამფალი @ Jun 15 2007, 09:11 PM) *

საღოლ shakuna_
ფარსმან მეორე მივიწყებულია უსამართლოდ არადა არაფრით ნაკლები არაა ვახტანგზე, დავითზე, ბრწყინვალეზე.

ცოტას თუ ღირსებია მასეთი პატივი.




გეთანხმები სრულიად... ისე ცვენი ფორუმელებისათვის მემგონი საინტერესო თემააა. მსჯელობაც სავსებით კარგი იქნება ამ თემაზე რა საკვირველია მასალაა და რავიცი საინტერესო უნდა იყოს ყველასთვის...


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Jun 16 2007, 12:08 AM
პოსტი #4


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



shakuna_
ციტატა
ისე ცვენი ფორუმელებისათვის მემგონი საინტერესო თემააა

ეეჰ, ისეთ თემაზე სიჩუმეეა რომ არა მგონია აქ რიგი დადგეს, მარა ჩვენ ხომ ვართ. ჰე ჰე tongue.gif

პრინციპში ფარსმან ქველის დროს იბერია მესამე იყო რა, რომისა და პართიას დროს, ხომ? თანაც ზედმეტი მესამე კი არა ძლიერი მესამე ძალა. გაუხსნიდა ფარსმანი დარიალს და მიუსევდა ორივეს ჰუნებს. მართლა მაგარი პოოლიტ ვითარება იყო. ეგ მგონი მოწამლეს 141 წლეს, წელი მგონი მერევა.

ეგაა, ძლეირებს ძირავენ. wink.gif


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jun 16 2007, 02:14 AM
პოსტი #5


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



shakuna_
შენ გეცოდინება კარგად თურქი მესხების ისტორია,
შემოიჭყიტე ერთი აქეთ
http://church.ge/index.php?showtopic=1927&...00&#entry110333


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Jun 16 2007, 02:00 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



QUOTE(_Matasi_ @ Jun 16 2007, 01:14 AM) *

shakuna_
შენ გეცოდინება კარგად თურქი მესხების ისტორია,
შემოიჭყიტე ერთი აქეთ
http://church.ge/index.php?showtopic=1927&...00&#entry110333




smile.gif შევიჭყიტე smile.gif


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jijikoi
პოსტი Mar 26 2009, 01:10 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 9-March 09
წევრი № 6,616



აუ საღოლ მაგარი თემაა smile.gif მე ძალიან მაგრად მიყვარს ეს მეფე. მას ხომ რომის იმპერატორმა ძეგლი დაუდგა წარმოგიდგენიათ მთავარ მოედანზე ძეგლი ედგა ჩვენს მეფეს ეს საამაყოა. ხოდა სამწუხაროდ ცოტამ თუ იცის მის შესახებ. sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 26 2009, 04:45 AM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი ფარსმან II ქველის რომში ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს "როცა ფარსმანე იბერიელი მეუღლესთან ერთად რომში ჩავიდა, (ანტონიუს პიუსმა) გაუდიდა მას სამფლობელო, ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება ენიალიონზე დაადგმევინა და უყურებდა, მისი ვაჟისა და სხვა წარჩინებულ იბერთა სამხედრო ვარჯიშობას". ეს მოვლენა, ჩემი აზრით, მისაღები იყო თავად რომის იმპერატორისათვისაც.


მოკლედ ახლა დაგიწერთ პირადად ჩემს აზრებს ამ საკითხზე, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ საინტერესო კი "ნამეტნავად" biggrin.gif

ჩვენი მეფე რომში, ვნახოთ ის რამოდენიმე ადგილი 1. მარსის მოედანი 2. ენალიოს ტაძარი 3. კაპიტოლიუმი

IPB-ს სურათი

აი ესაა ცნობილი "Campus Martius" ანუ მარსის მოედანი, სადაც უნდა ყოფილიყო ცირკი ანუ საასპარეზო სტადიონი და სადაც უნდა მდგარიყო ფარსმანის და მის ოჯახის ძეგლი smile.gif ახლა მარსის მოედანი იყო დიდი , და არის სხვადასხვა ცირკები ( იგივე მოედანი ) , მაგალითად დომიციანაეს ცირკი ( დღევანდელი ულამაზესი ნავონას მოედანი და შადრევნები) ან ასევე ფლამინიუსის ცირკი, ახლა თარიღებში უნდა ჩავჯდეთ ეს რაც ვახსენეთ II ს.ის ბოლოა და ფარსმანის შემდგომმი ხანა, ამიტომ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ რახან იმპერატორი დომიციანე იყო I ს.ის ბოლოს და შესაბამისად ერთერთი ყველაზე ცნობილი ადგილი იყო, სადაც არ ხდებოდა მხოლოდ ცხენებით შეჯიბრებისა, არამედ ათლეტური ვარჯიშობებისა ამიტომაც დომიციანეს ცირკი იწოდებოდა "in agone"

IPB-ს სურათი

და ალბათ აქვე ანტონიუს პიუსი "უყურებდა, მისი ვაჟისა და სხვა წარჩინებულ იბერთა სამხედრო ვარჯიშობას",
ახლა სად დაადგმევინა ძეგლი, წერია "ენიალიონზე " რაა ახლა ეს "ENIALIO", როგორც ბერძნული მითოლოგიის ენციკლოპედიაში ვკითხულობთ:

http://digilander.libero.it/chriccolo/Mito...le/grecia/e.htm

Per gli antichi Greci era il dio della guerra, coadiuvato da Enio. Era venerato nelle zone di Gortina, Salamina e Tirinto. I Romani lo identificarono con Quirino.

ძველი ბერძნებისათვის ენიალიო იყო ომის ღმერთი, გორთინა, სალამაინა და ტირინიტოს მხარეებში გავრცელებული, ხოლო რომში მას "ქუირინოს" უწოდებდნენ, რომში კი არის ბორცვი "ქუირინალე" სადაც დღეს არის იტალიის პრეზიდენტის ( ნაპოლიტანო, და არა ბერლუსკონის, ის პრემიერია) სასახლე, ეს სასახლე იმითაცაა ცნობილი, რომ საფრანგეთში (ავინიონში) გადასახლების შემდეგ აქ ცხოვრობდნენ რომის პაპები, სანამ ვატიკანში გადავიდნენ, და მოკლედ ამ ადგილას იდგა დიდი ტაძარი "ქუირინოს" სახელობის, აქედან წამოვიდა ადგილის სახელიც, მაშ შეიძლება აქვე დაუდგა ძეგლია ანტონიუს პიუსმა ფარსმან ქველს? smile.gif

IPB-ს სურათი

შეიძლება, მაგრამ არსებობს სხვა ვარაუდი, კერძოდ ამ ინაილიოს ანუ ქუირინეს კულტის შემოტანა რომში უკავშირდება რომის ერთერთ ფუძემდებელ, ლეგენდალურ მეფეს ( შვიდთაგანს) ტიტუს ტაციუსს, მან კი მცირე საკურთხეველი ქუირინეს დაუდგა ასევე კაპიტოლიუმთან, რომელიც იყო და დღესაც არის რომის ცენტრი, სადაც მოგვიანებით აშენდა ქუირინეს ტიპის რომაული ღმერთი იუპიტერის ტაძარი, მაშინ თავისუფლად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამხედრებული ძეგლი, სწორედ კაპიტოლიუმში, რომის გულში შეიძლება მდგარიყო... თუმცა ვიმეორებ შეიძლება ეგ ყოფილიყო შედარებით დიდ ტაძართან, რომელსაც აღწერს მარკუს ვიტრუვიუს პოლლიონე, რომელიც ამბობს რომ ქუირინის ტაძარი დიდი იყო და გარშემორტყმული ორი დიდი სვეტთა წრით და დიდი კარიბჭით, ამ კაცს დაწერილი აქვს "არქიტექტურის შესახებ" (ერთადერთი შემორჩენილი იმ დროის) I ს.ის დასაწყისში, სადაც იმპერატორ აუგუსტუსის მიერ განხორციელებულ სამუშაობებს აღწერს, მთელი 10 ტომია და ლათინური ორიგინალი, იტალიური თარგმანითურთ აქ შეგიძლიათ ნახოთ:

http://www.latin.it/autore/vitruvio/de_architectura

და მოკლედ ის აღწერს ამ უდიდეს და ლამაზ ტაძარს, სადაც შეიძლება მდგარიყო ფარსმან მეფის ძეგლი

IPB-ს სურათი


ასე წერია ენციკლოპედიაში

Pharasman or Pharsman II says Kouel ( the Good ) was a king de Karthlie, i.e. the antique Georgia, of 116 with 132.

Pharsman II was the son of Amazap Ier d' Ibérie, King of Ibères of 106 with 116. It would have been born about the year 60, with Mskhéta, in Georgia and would have become king de Karthlie, or Ibérie, according to the Chronique Géorgienne in the year 116, with died of his father. According to the historian géorgien Nodar Assatiani, it is under Pharsman II that the Kingdom of Ibérie, in the the Caucasus, saw its apogee, thanks to its relations with Rome, particularly with the contacts between Pharsman II and the Roman Emperors:

*

Pharsman II refuses with a mortuary scornful the invitation of the Roman Emperor Hadrian at the time of a stay of this last in minor Asia.

*

the second contact between the two sovereigns occurred to Rome, always according to the Histoire Auguste. According to this work, the Hadrian Emperor who made one sumptuous present at the King of Ibères (a elephant), while at the time of the visit of the King in Rome, this one offered to the Emperor gold chlamydes of which the Auguste Hadrian was used for himself to cover condemned to death, to ridicule Pharsman.

*

the third and last meeting also occurred to Rome but this time, it was with the Emperor Antonin the Piles, in the year 131.

The Roman historian Dion Cassius specifies in addition: " When Pharsman d' Ibérie arrived at Rome with his wife, Antonin the Piles opened its fields to him, enabled him to make saucrifice in Capitole and made install its equestrian statue it attended military trainings of, of his/her son and other noble ibères".

According to the poem epic géorgien History of the Hill , it was the king Pharsman II which created the Seigniory of the Hill (of which the sovereigns will carry the title of Roman Emperor ) for a Roman senator, Caius Barataius.

But on the way of the return, Pharsman II developed a serious disease of which he died, in the year 132 a. J. - C. His/her son Rhadamiste Ier succeeded to him.

სხვა ადგილი სადაც მსხვერპლი უნდა შეეწირათ (წარმართული ეკუმენიზმი biggrin.gif ) არის რომის მთავარი გორა- კაპიტოლიუმი, რმოის გული და დაარსების ლეგენდარული ადგილი, თუმცა ამაზე მერე ...

იხარეთ;

კაიროსი!





--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 26 2009, 12:53 PM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მაშ რა იყო კაპიტოლიუმი?

ეს ულამაზესი ტაძრების და მის ქვემოთ რომის იმპერიის ფორუმები, ანუ სენატის შენობა, სხვა ტაძრები, სასამართლოები, ბაზრობები და გვერდით კოლიზეუმი და დიდი მოედანი ( ჩირკო მასსიმო )

IPB-ს სურათი

რომის შვიდ გორათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკუნეების განმავლობაში მსოფლიო ცენტრი,მითის თანახმად პირველი იქ თავად "ღმერთი" სატურნი უნდა დამკვიდრებულიყო , შემდეგ იქ ბერძნები უნდა მოსულიყვნენ თავად ჰერკულესის წინამძღოლობით, ეს მითი, არქეოლოგიურად კი აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანადან და შემდეგ, შემდეგ უკვე აქ აშენდა სამი დიდი ტაძარი უმთავრესი კაპიტოლიუმის იუპიტერის, და ქალღმერთების იუნონასი და მინერვასი, ეს "რომაულ-წარმართული სამეული" ადგენდა უმთავრეს იერარქიულ კიბეს კაპიტოლიუმზე, მეფე ფარსმანისათვის მსხვერპლის შეწირვის უფლება სწორედ უმთავრეს იუპიტერის ტაძარში უნდა მიეცათ , ეს ულამაზესი არქიტექტურული მიღწევა, II-I სს.ში რამოდენიმეჯერ დაიწვა და რამოდენიმეჯერ აღადგინეს, ფარსმანის ჩასვლამდე ეს ტაძარი ახალი , სულ რაღაც 60-70 წლის აღდგენილი იყო

IPB-ს სურათი

ვისაც სურს მეტის გაგება აქ შევიდეს

http://penelope.uchicago.edu/Thayer/E/Gaze...Capitolini.html

თავად ანტონიუს პიუსსაც უყვარდა მშენებლობა და რომის იმპერიის ფორუმების შუაში ააშენა მისთვის და მისი ცოლისათვის ( ფაუსტინა) ტაძარი,

IPB-ს სურათი

აქაც უნდა ყოფილიყო ფარსმანი, სხვათაშორის ამ დროს კოლიზეუმის მშენებლობაც დამთავრებული იყო და შესაბამისად, კოლიზეუმშიც უნდა დასწრებოდა შერკინებებს და იმდროინდელი ( და ამ დროინდელიც) მსოფლიო საოცრების ქალაქშიც უნდა ესეირნა, მოდი თქვენც შეავლეთ თვალი, კოლიზეუმი და რომის ცენტრი I-III ს.ნე ახ.წელთაღრიცხვით შემდეგ

IPB-ს სურათი

და ბოლოს დავამატებდი, რომ შემოსევებებისაგან დანგრეულ კაპიტოლიუმის გორას, დღევანდელი სახე გენიალურად მისცა განუმეორებელმა მიქელანჯელომ, ცენტრში უგონიერესი იმპერატორის მარკუს ავრელიუსის მიქელანჯელოსეული ძეგლის ასლია ( ორიგინალი ხელმარჯვნივ მუზეუმშია),

IPB-ს სურათი

ძეგლის უკან რომის მერია დგა, გვერდებზე მთავარი მუზეუმი, რომლის ქვემოთ დღესაც ინახება იუპიტერის ტაძრის კედლები, რომელსაც ახსოვს იბერიის მეფე ფარსმანი და მისი ამალა...

ეჰ, რა დრო იყო-თი;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Mar 26 2009, 05:40 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(KAIROS @ Mar 26 2009, 04:45 AM) *


Pharasman or Pharsman II says Kouel ( the Good ) was a king de Karthlie, i.e. the antique Georgia, of 116 with 132.


ქრონოლოგია სერიოზულადაა არეული ფარსმანის მეფობის ზუსტი თარიღი არ ვიცით სავარაუდოდო 120-150-იანებს შორის მეფობდა

ციტატა(KAIROS @ Mar 26 2009, 04:45 AM) *


Pharsman II was the son of Amazap Ier d' Ibérie, King of Ibères of 106 with 116. It would have been born about the year 60, with Mskhéta, in Georgia and would have become king de Karthlie, or Ibérie, according to the Chronique Géorgienne in the year 116, with died of his father. According to the historian géorgien Nodar Assatiani, it is under Pharsman II that the Kingdom of Ibérie, in the the Caucasus, saw its apogee, thanks to its relations with Rome, particularly with the contacts between Pharsman II and the Roman Emperors:


კიდევ ერთი შეცდომა ენციკლოპედიის ფარსმანი არ ყოფილა ალმაზასპის შვილი ამაზასპი მისი ბიძა იყო და არა ქართლის მეფე ხოლო მისი გარდავვალეების თარიღს ანუ 116 წელს იძლევა არა ქართული წყაროები არამედ იმპერატორ ტრაიანეს თაღი რომელიც მან პართიაში აღმართა: ამაზასპი მეთაურობდა იმ ქართულ რაზმსს რომელიც იმპერატორ ტრაიანეს ჯარს მიუძღვოდა პართიაში სალაშქროდ:

ამასთან პიკი ქართლის სამეფოს ძლიერების უფრო ფარსმან II ქველის მეფობა (35-75) იყო ვიდრე ფარსმან III (120-150) რადგან ფარსმანის დროს ქართლმა თითქმის მთელ სომხეთზე და ალბანეთზე მოიპოვა გავლენა რაც
ფარსმან III დროს არ მომხდარა: აქ ნუმერაცია შეცვლილია ახლა მიღებულია რომ ზედწოდება ქველი მიიღო არა ანტინიუს პიუსის დროს მოღვაწე ფარსმან III არამედ ფარსმან II რომელიც ცხოვრებაც ემთხვევა ქართლის ცხოვრებაში აღწერილ ფარსმან ქველის ცხოვრებას ხოლო ფარსმან III მიუხედავად მისი წარმატებებისა არ წოდებულა ქველად თუმცა მისი ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები შეიძლება ნაწილობრივ მატიანემ ფარსმან II ქველის მოღვბაწეობაში გააერთიანა:


ციტატა(KAIROS @ Mar 26 2009, 04:45 AM) *


the third and last meeting also occurred to Rome but this time, it was with the Emperor Antonin the Piles, in the year 131.



ანტონიუს პიუსთან შეხვედრა 141-144 წწ შედგა და არა 131 ამ დროს ფლავიუს არიანემ იმოგზაურა შავი ზღის გარშემო და იქ ფარსმანი არავის შეხვედრია; თავად ანტონიუს პიუსი იმპერატორი 138 წელს გახდა და ფაქტია რომ იმპერატორის რანგში 131 წელს ვერავის შეხვდებოდა:


ციტატა(KAIROS @ Mar 26 2009, 04:45 AM) *


According to the poem epic géorgien History of the Hill , it was the king Pharsman II which created the Seigniory of the Hill (of which the sovereigns will carry the title of Roman Emperor ) for a Roman senator, Caius Barataius.


საიტერესოა ეს ცნობა საიდან მოდის; ჩემთვის ის არ არის ცნობილი მაგრამ სადღაც გამიგია რომ ფარსმანის რომში ვიზიტის დროს მას ფეხზე ლამაზი წითელი წაღები ეცვა რომელიც იმპერატორს ძალიან მოეწონა და მას შემდეგ ის ჯერ რომში ხოლო სემდეგ კი ბიზანტიის იმპერატორების ტრადიციულ სამოსად იქცა და პლიუს ა,ისა საიმპერატორო რეგალიად: ბოლო იმპერატორი კოსტანტინე-დრაგაშ პალაოლოგისი თურქებმა სწორედ წითელი წაღების მეშვეობით ამოიცვნეს 1453 წელს დაღუპულ ბიზანტიელთა შორის კონსტანტინოპოლისთვის ბრძოლაში - ეს ადვილი აღმოჩნდა რადგან მხოლოდ იმპერატორ ქონდა წითელი წაგების ტარების უფლება.


ციტატა(KAIROS @ Mar 26 2009, 04:45 AM) *


But on the way of the return, Pharsman II developed a serious disease of which he died, in the year 132 a. J. - C. His/her son Rhadamiste Ier succeeded to him.


საინტერესოა ეს ცნობა საიდან გაჩნდა. ჩემეთვის რამდენადაც ცნობილია ფარსმანი გზაში არ მომკვდარა. ხოლო გარდაცვალების შემდეგ ის ხსეფარნუგმა შეცვალა რომელიც სავარაუდოდ მისი შვილი არ ყოფილა რადგან არმაზის ბილინგვაში მის შვილად არ იხსენიება.

რადამისტს ანუ ქარტული წყაროების ღადამი (ანუ რადამი იგივე რადამისტი ეს უკანასკნელი ბერძნულ-რომაული ფორმაა) იყო ფარსმან II ქველის (35-75)
შვილი რომელიც მამას უჯანყდება 54 წელს მაგრამ მარცხდება და მას მამის - ფარსმანის ბრძანებით მოკლავენ: ამდენად ის არ გამეფებულა. ქართლის ცხოვრება როდესაც საუბრობს მის ქართლში გამეფებაზე და სამ წლიან მეფობაზე იქ ურევს რადამისტის სომხეთში გამეფებას რომელიც მართლაც სამი წელი გაგრძელდა;
არის კიდევ მატიანე ქართლისას კრონიკის ცნობა რომ მან კ დღე ანუ ოცი დღე იმეფაო რაც როგორც ცანს მისი აჯანყების დროს მოხდა და მამასა დაახ: ოცი დღით ტახტი ანუ მცხე>თა წაართვა მაგრამ რომაული წყაროებით ვიცით რომ ის დამარცხდა მერე შეიპყრეს და მოკლეს ხოლო ტავი რომაელებს გაუგზავნეს თითქოს იმისთვის დავსაჯე>თ სომხეთი პართიელებს რომ ჩააბარაო; თუმცა იქვე ისტორიკოსი წერს ფარსმანმა ეს ჩვენთვის კი არა თავისთვის გააკეთა რადგან რადამისტი მას განუდგაო. ცვენ კი თავს გვაჩვენებსო:




პს სურათები მართლა შთამბეჭდავი იყო კარგია რომ მუშაობა მიდის ძველი რომის ვირტუალური სახის აღსადგენად.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Mar 27 2009, 12:00 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ციტატა
რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი ფარსმან II ქველის რომში ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს "როცა ფარსმანე იბერიელი მეუღლესთან ერთად რომში ჩავიდა, (ანტონიუს პიუსმა) გაუდიდა მას სამფლობელო, ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება ენიალიონზე დაადგმევინა და უყურებდა, მისი ვაჟისა და სხვა წარჩინებულ იბერთა სამხედრო ვარჯიშობას". ეს მოვლენა, ჩემი აზრით, მისაღები იყო თავად რომის იმპერატორისათვისაც.


იცით ფარსმანი იქ რომ ჩავიდა რა წარმოდგენა აჩვენა?


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 27 2009, 12:41 PM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
sable

ჰო, საბლე არეულია ნამდვილად, მე უბრალოდ მოვიყვანე ის ინფო რაც ვრცელდება, თუმცა ძირითადში თარიღთა სხვაობა თხრობის ( ჩემი ) არსს არ ცვლის.
ციტატა
იქ რომ ჩავიდა რა წარმოდგენა აჩვენა?

მხოლოდ ვარაუდებით,
ციტატა
სამხედრო ვარჯიშობა

უნდა ნიშნავდეს, არა ეტლით შეჯიბრებას, არამედ მიზანში ტყორცნას და სხვა ათლეტურ ვარჯიშებს, რისთვისაც სპეციალურად იყო დათმობილი დომიციანეს სტადიონი ( იხ. ზემოთ)


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Mar 27 2009, 06:52 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(KAIROS @ Mar 27 2009, 12:41 PM) *

ჰო, საბლე არეულია ნამდვილად, მე უბრალოდ მოვიყვანე ის ინფო რაც ვრცელდება, თუმცა ძირითადში თარიღთა სხვაობა თხრობის ( ჩემი ) არსს არ ცვლის.



კი თარიღები შეცდომითა აქვთ მაგრამ კიდევ იქ ორი ისეთი ცნობა იყო რაც საიდან ააქვთ ეგ არ არის მითითებული და ჩემთვის ისინი უფრო იყო საინტერესო; დანარჩენი ცნობისთვის დავწერე.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 27 2009, 07:02 PM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
წითელი წაღები

ოოო, ეგ ხო smile.gif ეგ მართლა უცნაური რამეა, დავქექავ აბა, იქნებ ვიპოვო რამე smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Mar 27 2009, 07:09 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(KAIROS @ Mar 27 2009, 07:02 PM) *

ოოო, ეგ ხო smile.gif ეგ მართლა უცნაური რამეა, დავქექავ აბა, იქნებ ვიპოვო რამე smile.gif


ლექტორმა მითხრა თავის დროზე მაგრამ არსად გადამიმოწმებია და ისიც მახსოვს ფარსმანი რომ ჩავიდა მის მერე მკვიდრდება, ერთი ის არის რომ ის ბერძნული ენის ლექტორი იყო და შეიძლება რაღაც აერია, არ ვიცი, რა ვთქვა თუმცა მე რამდენადაც მახსოვს ბერძნულად წაღები არის ტძაგა აქედან ტძ იგივე წ-ა და ხოლო მაგ სიტყვის ბერძნულში შესვლას ქართულ გავლენას უკავშირებენ.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Belief
პოსტი Apr 1 2009, 07:09 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



ციტატა
ლექტორმა


რექტორმა smile.gif



ციტატა
მხოლოდ ვარაუდებით,


ქართველებმა დადეს გოგრები და რაღაც წარმოუდგენლად ხმლის ერთი დარტყმით შუაზე გახლიჩეს ყველა . ამაზე გაოგნდა ანტონიუს პიუსი smile.gif


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Apr 9 2009, 05:59 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Belief @ Apr 1 2009, 07:09 PM) *

ქართველებმა დადეს გოგრები და რაღაც წარმოუდგენლად ხმლის ერთი დარტყმით შუაზე გახლიჩეს ყველა . ამაზე გაოგნდა ანტონიუს პიუსი smile.gif


სად წაიკითხე? smile.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი May 3 2009, 01:04 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა(shakuna_ @ Jun 15 2007, 09:49 PM) *

იბერია და გარესამყარო

ახ.წ. I-II სს.

ახ.წ. I-II სს. ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკური ვითარება ხელს უწყობს იბერიის გაძლიერებას, კერძოდ სამხრეთის ძლიერი მეზობლის, სომხეთის დასუსტება, რომსა და პართიას შორის ბრძოლა, ალანებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება. ამ პერიოდში საფუძველი ჩაეყარა მეგობრულ, სამოკავშირეო ურთიერთობას რომსა და იბერიას შორის. ამის პარარელურად გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება იბერიის ორ მეზობელ იმპერიას - რომსა და პართიას შორის. ამ კონფრონტაციაში კვლავ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ ამიერკავკასიის ქვეყნები ვის გაუწევდნენ მოკავშირეობას.
რომის აღმოსავლური პოლიტიკა მისი დასავლური პოლიტიკისაგან განსხვავდებოდა. თუ დასავლეთში რომის მმართველებს საქმე ჰქონდათ ბარბაროსთა არამყარ ტომობრივ გაერთიანებებთან, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში რომაელების მოქიშპე იყო ისეთი სერიოზული მოწინააღმდეგე, როგორიც იყო მძლავრი არმიიის მქონე პართიის სამეფო. მას ხშირად მოკავშირეობას უწევდნენ საკუთარი სახელმწიფოებრიობის მქონე ამიერკავკასიის სახელმწიფოები, რომელიბიც ადვილად არ თმობდნენ თუნდაც მოჩვენებით დამოუკიდებლობას და რომის დაპყრობით შემოსევებს პართიის დახმარებით იგერიებდნენ. ამ გარემოებას შეაქვს რიგი კორექტივები რომის აღმოსავლურ პოლიტიკაში.
რომის გვიანდელი რესპუბლიკისათვის დამახასიათებელი იყო საზღვრების გაფართოების პოლიტიკა, რაც აუცილებლად იწვევდა პირდაპირ შეტაკებას პართიასთან. სწორედ მათ შორის წინააღდეგობებმა შექმნა "პოლიტიკური დუალიზმის" ის სისტემა, რომელმაც რამოდენიმე საუკუნით განსაზღვრა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ისტორიული ბედი . აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ამ ორი დიდი სახელმწიფოს ბრძოლა პირველობისათვის არ იფარგლებოდა პირდაპირი საომარი შეტაკებებით. ორივე ქვეყნის დიპლომატია მარჯვედ იყენებდა თითოეული მათგანის შიგნით არსებულ წინააღმდეგობებს და ყველაფერს აკეთებდა ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩასარევად .
რომისა და პართიის ომებში იბერიის მეფეები, რომაელი ხალხის მეგობრობისა და მოკავშირის" აღიარებით ცდილობდნენ, აზიაზე ბატონობის პრედენტენტების ბრძოლა საკუთარი ქვეყნის ინტერესებისათვის გამოეყენებინათ. იბერიის ორიენტაციას ადასტურებს იმპერატორ ოქტავიანეს ავგუსტუსის "ღეს Gასტაე". მასში ჩამოთვლილია ყველა ის ხალხი, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა რომის მსოფლიო იმპერიას. ავგუსტუსი აღნიშნავს: "ჩვენ მეგობრობას ითხოვდნენ ელჩების მეშვეობით....მეფე ალბანელების და იბერების".
სომხეთის დაკარგვის შემდეგ რომის ბატონობას აღმოსავლეთში საფრთხე დაემუქრა. მას სჭირდებოდა ისეთი მოკავშირე, რომელიც რეალურად აღუდგებოდა წინ პართიის აგრესიას. ერთადერთი ასეთი ძალა პართია - რომის საზღვრების მიმდებარე რეგიონში იყო იბერია.
თავის მხრივ ამიერკავკასიის სამეფოები (იბერია, ალბანეთი) თავიანთი ელჩების მეშვეობით, იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსს სთხოვენ, რომ დაედასტურებინა მისი წინამორბედის დროს დადებული ხელშეკრულებები "მეგობრობის და მოკავშირეობის" შესახებ. იბერთა მეფის მიერ რომალებთან ელჩის გაგზავნა კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით იყო გამოწვეული. იბერია ამ დროს თავისი სტრატეგიული მდგომარეობის წყალობით აკონტროლებდა ჩრდ. კავკასიის გასასვლელებს და იქედან გადმოსასვლელებს. დარიალის კარის მეშვეობით, იბერიის მეფეებს ყოველთვის შეეძლოთ ჩრდ. კავკასიელი მომთაბარეები გადმოეყვანათ ამიერკავკასიაში დასახმარებლად, ანდა პირიქით, არ გადმოეშვათ ისინი.
ჩემი აზრით, თვით იბერიისათვის რომი იყო უფრო სასურველი მოკავშირე იბერიაში პართიის ექსპანსიის შესაჩერებლად, რადგანაც მას შემდეგ რაც პართიამ ფეხი მოიკიდა არმენიაში, იგი მეტად საშიში მეზობელი გახდა ქართლის სამეფოსათვის. გარდა ამისა, აქ იყო ერთი მთავარი მიზანიც, კერძოდ ქართლის მეფეს რომის დახმარებით იმედი ჰქონდა დაიბრუნებდა ორი საუკუნით ადრე არმენიის მიერ მიტაცებულ გუგარეთისა და ხორძენე-კლარჯეთის ტერიტორიებს.
ჩემთვის მეტად საინტერესოა იბერიის მეფის ფარსმან I დიპლომატიური ნაბიჯები სომხეთთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, სომხეთს ახ.წ 36 წლიდან მართავდა მითრიდატე. რომელიც რომის იმპერატორმა კალიგულამ რომში გაიწვია და დაატყვევა. ამ ფაქტით ისარგებლა პართიამ და სომხეთი დაიკავა. პართიის მიერ სომხეთის დაკავება ეს იყო საკმაოდ ცუდი მოვლენა როგორც რომისთვის ასევე სომხეთისთვისაც. იმპერატორის შეცვლისთანავე ფარსმანი დაუკავშირდა რომის ახალ იმპერატორს კლავდიუსს და მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ვითარება იყო სომხეთში. იგი ითხოვდა მითრიდატეს გათავისუფლებას რადგან ამ უკანასკნელისთვის კარგად იყო ცნობილი ადგილობრივი დიდკაცობის პოლიტიკური ორიენტაცია. ასევე რომაელები კარგად ხედავდნენ იბერიის მმართველთა სწრაფვას დაემორჩილებინათ მთლიანად სომხეთი. სომხეთისათვის ბრძოლა ახლა ფაქტიურად სამ სახელმწიფოს - რომსა, პარიასა და იბერიას შორის მიმდინარეობდა. იბერიას, როგორც 35 წლის ამბებით შეიძლება ვიმსჯელოთ, რომის დახმარების გარეშეც უნარი შესწევდა პართიაზე გაემარჯვა. იბერია სომხეთის დაუფლებას რომის მოკავშირის და რომის მტრის პართიისაგან სომხეთის გამომგლეჯის სახით ცდილობდა. მაგრამ, რომში უეჭველია, შიშობდნენ იბერიის მეტისმეტ გაძლიერებას და არ შეეძლოთ დაეშვათ სომხეთის სრული დამორჩილება იბერიის მმართველთა მხრივ. მითრიდატე რომაელებმა შემდეგში, როგორც ჩანს, მაინც მიიჩნიეს სომხეთის ტახტის შესაფერის კანდიდატად სწორედ იმის გამო, რომ არავითარ სურვილს არ იჩენდა დამორჩილებოდა თავის ძმას - იბერიის მეფე ფარსმანს.
მითრიდატე სომხეთში დააბრუნეს რის შემდეგ ფარსმანი ამუშავებს გეგმას სომხეთის ტახტის დაკავების შესახებ. იგი თავის შვილს რადამისტს გზავნის სომხეთში სადაც მან ვერ განახორციელა მამის მიერ მიცემული გეგმა რამაც დიდი არეულობა გამოიწვია სომხეთში. მიუხედავად იმისა რომ კორნელიუს ტაციტუსის ცნობით რადამისტი ფარსმანის კონკურენტი იყო, ჩემი აზრით, ფარსმანი არანაირ მეტოქეს არ ხედავდა რადამისტში, პირიქით მან იგი სომხეთში გააგზავნა თავისი გეგმის განსახორციელებლად. შვილის მოკვლის მიზეზი არა მეტოქეობა არამედ სხვა რამ იყო.
რომისა და პართიის ურთიერთობამ დაძაბული ხასიათი მიიღო. რომაელებისათვის ცნობილი იყო რომ, სომხეთი დაიკარგა ფარსმანის ინტრიგების გამო. იბერიის მეფემ დაასწრო მოვლენების განვითარებას, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ჩადენილი დანაშაული რადამისტს დააბრალა და, როგორც დამნაშავე, მოაკვლევინა, რა თქმა უნდა, იგი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეც სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, რადგან იცოდა რომ თუ იგი თავის შვილს არ დასჯიდა რომი იბერიას დაუპირისპირდებოდა. რომის ხელისუფლება კი ამ "თავის მართლების" პოლიტიკას დაჯერდა რადგან არც თავად არ სურდა იბერიასთან ურთიერთობის გაფუჭება.
საგარეო პოლიტიკა არის პროცესი, რომელშიც ჩართულია ისეთი ფაქტორები, რომლებიც ქვეყბის კონტროლს არ ემორჩილებიან. ამიტომ სწორედ საგარეო პოლიტიკა არის სფერო, რომელშიც ქვეყნების მთავრობებს ხშირად ყველაზე მეტი სირთულის დაძლევა უხდებათ. პატარა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კი ზოგიერთ შემთხვევაში მისი მთავრობისაგან გმირობის ტოლფას მოღვაწეობას მოითხოვს განსაკუთრებით კრიტიკულ ვითარებაში, რომელიც ზოგიერთი პატარა ქვეყნისათვის არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა.
მართალია ფარსმანის და რადამისტის ავანტიურამ რომსა და იბერიას შორის ურთიერთობა არ დაძაბა, მაგრამ იბერიას რომაული ორიენტაციის მქონე სომხეთის ნაცვლად უპირისპირდება მისი უშუალო მეზობელი პართია.
შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლა მხოლოდ შემდეგი გზით იყო მოსახერხებელი. ქართლის სამეფოს დიპლომატიაში ისტორიულად მნიშვნელოვანი როლო ჰქონდა დაკისრებული კავკასიონის ჩრდილოეთით მცხოვრებ ტომებთან ურთიერთობას. ეს იყო პრივილეგია იბერიისათვის სომხეთთან და პართიასთან მიმართებაში და ამის გამო იბერიასთან ურთიერთობაში ძლიერი მეზობლებიც კი სერიოზულ დათმობებზე მიდიოდნენ.
ფარსმან II დროს ვითარება შიცვალა. მას შეეძლო რომთან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკა ეწარმოებინა. ამ დროს ქართლი ჩანს უკვე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ებრძვის რომს და ცდილობს მის განდევნას კოლხეთიდან და სხვა მეზობელი ადგილებიდან. ამასთანავე, იგი ამ საქმეში როდი ეძიებს პართიის მხარდაჭერას. ქართლის მმართველები ისეთი მრისხანე ძალასთან კავშირში, როგორც ალანები და სხვა ჩრდილოელი ტომები იყვნენ, ეტყობა, თამამად უპირისპირდებიან რომსა და პართიას ერთდროულად. I საუკუნის 70 წლებში იბერიის სამეფო კარის უშუალო ინიციატივით ალანებმა გამანადგურებელი ლაშქრობა მოაწყვეს პართიის ტერიტორიაზე. განსაკუთრებით რბევა განიცადა სომხეთმა. მან უარი განაცხადა "რომაელი ხალხის მეგობრისა და მოკავშირის" ფუნქციების შესრულებაზე. იგი დემონსტრაციულად არ გამოცხადდა კაპადოკიაში მოწვეულ თათბირზე. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ადრიანე 117-138 ხოლო მის შემდეგ ანტონიუს პიუსი (138-161). მისი მმართველობის დროს ეს ურთიერთობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა, როგორც ჩანს, რომმა დათმო და ოფიციალურად ცნო იბერიის ტერიტორიული პრეტენზიები, რადგანაც მიუხედავად დაპირისპირებისა რომსა და იბერიას შორის, იბერია რომაელთათვის რჩებოდა უპირველეს ყოვლისა მოკავშირედ იმპერიის აღმოსავლეთ პოლიტიკაში. Yოველივე ამას კარგად აცნობიერებდა როგორც ანტონიუს პიუსი, ისე ფარსმანი, რომელიც მიხვდა რომ რომთან მუდმივი კონფრონტაცია საჭირო არ იყო და ყოველივე ეს (დაპირისპირება) უნდა დასრულებულიყო რაღაც გარკვეულ ეტაპზე. დასახული მიზნის მიღწევის შემდეგ, ამიტომ დღის წესრიგში დადგა რომთან შერიგების საკითხი. ფარსმანი დიდი ამალით გაემგზავრა რომში ანტონიუს პიუსთან შესახვედრად. რომაელი ისტორიკოსი დიონ კასიოსი ფარსმან II ქველის რომში ვიზიტის შესახებ მოგვითხრობს "როცა ფარსმანე იბერიელი მეუღლესთან ერთად რომში ჩავიდა, (ანტონიუს პიუსმა) გაუდიდა მას სამფლობელო, ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, მისი ცხენოსანი ქანდაკება ენიალიონზე დაადგმევინა და უყურებდა, მისი ვაჟისა და სხვა წარჩინებულ იბერთა სამხედრო ვარჯიშობას". ეს მოვლენა, ჩემი აზრით, მისაღები იყო თავად რომის იმპერატორისათვისაც.
როგორც ზემოთ ვნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ რომი და იბერია ერთმანეთის სტრატეგიული მოკავშირეები იყვნენ მათ შორის მაინც არსებობდა დაძაბული ურთიერთობა გარკვეული ტერიტორიების გამო. ყველაფრის მიუხედავად მათ ერთი ინტერესი გააჩნდათ, რამაც საბოლოოდ შეარიგა იმპერია და გაძლიერებული იბერიის სამეფო. ეს გახლდათ პართიის არშაკიანთა სამეფო, რომელიც რომაელთა მთავარი მოწინააღდეგე იყდ და ბუნებრივია საფრთხეს უქმნიდა რომაელების მთავარ მოკავშირეს აღმოსავლეთში – იბერიას. ალანების წყალობით სპარსეთის მეფე იძულებული გახდა უხვი საჩუქრებით ეხსნა თავი და თავისი ქვეყანა.
შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი ჩაეყარა ნებაყოფლობით კავშირზე და ინტერესთა თანხვდენილობაზე დამყარებულ ურთიერთობას რომსა და იბერიას შორის, რომელიც ასე რელიეფურად ჩანს ცოტა უფრო გვიან, ახ.წ.I-IIსს. რომს, რომელსაც ძალა არ შესწევდა იარაღის ძალით მორჩილებაში ჰყოლოდა ეს შორეული ქვეყანა, სავსებით აწყობდა, რომ მისი სახით ჰყოლოდა ერთგული მოკავშირე პართიასღან და სომხეთზე კონტროლისათვის მის მიერ წარმოებულ ბრძოლაში. იბერიას ამ ბრძოლაში არსებითი როლის შესრულება შეეძლო იმითაც, რომ ერთის მხრივ, მის ხელში იყო კავკასიონის გადმოსასვლელები და ჩრდილოელ მომთაბარეთა პართიასთან მრძოლაში გამოყენების შესაძლებობა. ხოლო მეორე მხრივ, რომთან კავშირი დიდ პერსპექტივებს შლიდა იბერიის წინაშე საკუთარი სახღვრების გასაფართოებლად. სომხეთის ზედაფენებში პართიის სასარგებლო განწყობილებათა ბატონობის პირობებში, პართიასთან კავშირი ბევრს ვერაფერს მოუტანდა სარგებელს იბერიას. იბერიას პართია და პროპართულად განწყობილი სომხეთი უფრო საშის ძალად მიაჩნდა ვიდრე რომი.


შალვა ურიადმყოფელი



უკაცრავად და ამ კურიოზული ტექსტის წყარო? ვინ არის შალვა ურიადმყოფელი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
L i B e R a L
პოსტი May 8 2009, 03:46 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 29-April 09
წევრი № 6,916



ციტატა
სად წაიკითხე?


biggrin.gif . . .


--------------------
მე თავისუფალი ვარ !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 11:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი