IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პელაგიანიზმი, და კართაგენის კრების ანათემები
Otherguy
პოსტი Aug 8 2011, 11:26 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



418 წელს, ნეტარი ავგუსტინეს მეთაურობით, დაიგმო პელაგიანიზმი, ხოლო თუ სწორს ამბობდა პელაგიუსი და იყო თუ არა ფაშისტური კანონები მიღებული ამ კრებაზე, თქვენ გადაწყვიტეთ:

კანონი 1: ვინც ამბობს, რომ ადამი შეიქმნა მოკვდავი და მოკვდებოდა იმის მიუხედავად, შეჭამდა თუ არა აკრძალულ ნაყოფს - წყეულიმც იყოს!

კანონი 2: ვინც ამბობს, რომ ბავშვების ნათლობა აუცილებელი არაა, ან რომ მათი ნათლობისას წარმოთქმული სიტყვა "ცოდვათა მისატევებლად" გადატანითი მნიშვნელობითაა ნათქვამი და არა ადამის ცოდვის გამო - წყეულიმც იყოს!

კანონი 3-1: ვინც ამბობს, რომ მოუნათლავი ჩვილებისთვის რაიმე შუა ადგილია სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის, ან რომ ისინი არ წარწყმდებიან, იმის მიუხედავად რომ შეუძლებელია ცხონდეს ადამიანი ნათლობის გარეშე - წყეულიმც იყოს! --- [ზოგიერთ ხელნაწერში ეს კანონი არ წერია, თუმცა ბევრი ფიქრობს რომ ეს კანონიც იქნა მიღებული, თანაც ნეტარი ავგუსტინე ამ აზრს იზიარებდა]

კანონი 6: თუ ვინმე ამბობს, რომ სიტყვები "თუ ვამბობთ რომ უცოდველები ვართ, ვტყუით" უნდა გავიგოთ გადატანითი მნიშვნელობით და არა იმიტომ რომ მართლა ცოდვილები ვართ - წყეულიმც იყოს!

კანონი 7: თუ ვინმე ამბობს, რომ წმინდანები როცა წარმოთქვამენ სიტყვებს "შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი" არ ეხებათ პირადად მათ, არამედ სხვებს - წყეულიმც იყოს!

კანონი 8: თუ ვინმე ამბობს, რომ წმინდანები საკუთარ ცოდვილობაზე აქცენტს მხოლოდ თავმდაბლობის გამო აკეთებენ - წყეულიმც იყოს!

აქ მთავდება პელაგიანიზმის წინააღმდეგ მიმართული კანონები, არადა არათუ წმინდანს, ბიბლიაში ცოდვილი ქრისტიანს აღარ ეწოდება:

8. მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით. (რომაელთა 5:8)

ანუ ქრისტიანს ცოდვილი აღარ ეწოდება უკვე...

იესოც ამბობს: 17. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად. (მარკოზი 2:17) --- ანუ ამ დროსაც იყვნენ მართლები...

ბიბლიაში ყოველთვის ხდება კონტრასტი ცოდვილსა და მართალს შორის...

აგერ: 19. მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო. (მათე 11:19) ანუ არსებობენ მართლებიც ხომ? რომელთაც ცოდვილები არ ეწოდებათ...

რატომ უნდა ეწოდოთ ქრისტიანებს ცოდვილები და რატომ ამბობენ რომ "მარადის უნდა ვინანიებდეთ"? ანუ მარადის უნდა ვცოდავდეთ?

წერია იოანეს პირველი ეპისტოლეს მესამე თავში:

6. არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია იგი.


პ.ს. ანეკდოტია - ბიჭი მიდის მღვდელთან და ეკითხება: "მამაო რა ვქნა რომ ცოდვები მომეტევოს?" და პასუხად იღებს: "ჯერ უნდა ჩაიდინო შვილო ჩემო"-ო...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Otherguy   პელაგიანიზმი   Aug 8 2011, 11:26 AM
sandro40   Otherguy ანუ, ბატონო, ჩემ...   Aug 8 2011, 12:42 PM
Otherguy   Otherguy ანუ, ბატონო, ჩემ...   Aug 8 2011, 01:00 PM
sandro40   რა სისულელეა, კითხ...   Aug 8 2011, 05:23 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy "არა არს კაცი, ...   Aug 8 2011, 03:47 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI მერე ის რომ ...   Aug 8 2011, 03:57 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy მერე ის არ უნდა ...   Aug 8 2011, 04:29 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI მთელი ეს ნა...   Aug 8 2011, 04:41 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy :blink: კითხვა იცი? ...   Aug 8 2011, 04:51 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI "მე ვარ პი...   Aug 8 2011, 04:54 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy ქრისტიანობის ს...   Aug 8 2011, 04:59 PM
Otherguy   [b]Otherguy ქრისტიანობის...   Aug 8 2011, 05:00 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy თქვენც არ იცით ...   Aug 8 2011, 05:05 PM
Otherguy   Otherguy თქვენც არ იცით ...   Aug 8 2011, 05:10 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy :D :D შენ დაუთვალე...   Aug 8 2011, 05:17 PM
Otherguy   Otherguy :D :D შენ დაუთვალ...   Aug 8 2011, 05:21 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy ხო, მარა ცოდვად ...   Aug 8 2011, 05:26 PM
sandro40   ადამიანი თავისი ა...   Aug 8 2011, 05:28 PM
GIORGI LELUASHVILI   sandro40 :D :D :thumbs:   Aug 8 2011, 05:29 PM
sandro40   ამას არ ვეთანხმებ...   Aug 8 2011, 05:32 PM
Otherguy   sandro40 უზრდელი ხარ მე...   Aug 8 2011, 05:37 PM
sandro40   sandro40 უზრდელი ხარ მე...   Aug 8 2011, 05:41 PM
sandro40   კანონი 6: თუ ვინმე ...   Aug 8 2011, 05:37 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy ანუ რაღაცაშია ...   Aug 8 2011, 05:37 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy კაცო ნათლობის ...   Aug 8 2011, 05:41 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI ჰოდა ერთი დ...   Aug 8 2011, 06:00 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy ერთ რამეს მაში...   Aug 8 2011, 06:06 PM
Otherguy   Otherguy ერთ რამეს მაში...   Aug 8 2011, 06:46 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy თუ ერთი უკიდურ...   Aug 8 2011, 07:00 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI მათი მოსმე...   Aug 8 2011, 07:19 PM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy რათქმაუნდა არა...   Aug 8 2011, 07:42 PM
Otherguy   Otherguy რათქმაუნდა არ...   Aug 8 2011, 08:30 PM
sandro40   Otherguy .რა იცი შენ ძველ...   Aug 8 2011, 10:17 PM
sandro40   Знаю, что не живёт во мне, то...   Aug 8 2011, 10:32 PM
Otherguy   sandro40 Потому что все согреш...   Aug 9 2011, 10:00 AM
GIORGI LELUASHVILI   Otherguy და შენ გგონია, რ...   Aug 9 2011, 02:01 PM
lasha_k   Otherguy თუ ადამიანს შე...   Aug 9 2011, 05:55 PM
Otherguy   GIORGI LELUASHVILI კარგად წაი...   Aug 9 2011, 11:03 PM
lasha_k   Otherguy ესეიგი მართლე...   Aug 10 2011, 12:39 AM
dzvelmartlmadidebeli   Otherguy მართალია, ნები...   Aug 10 2011, 10:45 AM
Otherguy   dzvelmartlmadidebeli ვნახოთ რას...   Aug 10 2011, 11:14 AM
dzvelmartlmadidebeli   Otherguy სანამ თქვენს მი...   Aug 10 2011, 12:32 PM
Otherguy   dzvelmartlmadidebeli კეთილი, გე...   Aug 10 2011, 05:13 PM
dzvelmartlmadidebeli   Otherguy დიდი მადლობა ა...   Aug 10 2011, 11:07 PM
Otherguy   ბოდიშით პასუხი რომ...   Aug 16 2011, 01:07 PM
GIORGI LELUASHVILI   dzvelmartlmadidebeli :thumbs:   Aug 12 2011, 09:54 AM
gio9   აი, ამასთან დაკავ...   Aug 12 2011, 11:23 AM
dzvelmartlmadidebeli   gio9 ძალიან ხშირად გ...   Aug 12 2011, 01:32 PM
lasha_k   dzvelmartlmadidebeli საინტერეს...   Aug 13 2011, 07:13 PM
dzvelmartlmadidebeli   lasha_k ამისი შეხსენებ...   Aug 13 2011, 08:22 PM
Otherguy   ეხლა კი მინდა ჩამო...   Aug 16 2011, 11:03 PM
dzvelmartlmadidebeli   Otherguy პელაგის სწავლე...   Aug 18 2011, 12:44 PM
Otherguy   dzvelmartlmadidebeli სალამი, მა...   Aug 22 2011, 06:15 AM
Otherguy   ისე, შეიძლება ვიკი...   Aug 23 2011, 06:06 PM
dzvelmartlmadidebeli   Otherguy ვფიქრობ უკვე სა...   Aug 25 2011, 11:38 AM
Atm@n   პელაგიანიზმი რას ნ...   Aug 25 2012, 03:40 PM
A.V.M   :D არ იცი რომ მაგის მ...   Aug 25 2012, 05:40 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 03:02 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი