თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ღვინის ისტორია და კულტურა

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 9 2009, 01:53 AM

ეს თემა ეხება ღვინის კულტურასა და მის ისტორიას!

თუ საიდან წარმოიშვა!

როდის წარმოიშვა!

როგორი გავრცელება ჰპოვა!

რა ადგილი უკავია სხვადასხვა კულტურაში!

ღვინო და ღვინის კულტურა საქართველოში!

ღვინო და ღვინის კულტურა საქართველოს გარეთ!


აბა იქტიურეთ იმათმა ვისაც ღვინო მოსწონს, ღვინის დალევა არ არის მარტო საქმე ღვინო უნდა იცოდე კიდეც, ყველა ასპექტში მითუმეტეს ქართველმა კაცმა!

აბა კიდევ ერთხელ, ველი ცოდნის გაზიარებას მე ნალ-ნელა დავდებ მასალებს იმ თემების შესახებ რაც ზემოთ დავწერე.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 9 2009, 02:10 AM

ციტატა
ღვინის დალევა არ არის მარტო საქმე

ღვინის დალევის კულტურა დავკარგეთ ჩვენ საბლე ბატონო, და უკულტურობა და ლოთობა მივიღეთ შედეგად!

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 9 2009, 02:31 AM

ციტატა(KAIROS @ Oct 9 2009, 02:10 AM) *

ღვინის დალევის კულტურა დავკარგეთ ჩვენ საბლე ბატონო, და უკულტურობა და ლოთობა მივიღეთ შედეგად!


აჰ არც მთლად მასეა საქმე biggrin.gif

არ დაგვიკარგავს ნამდვილად უბრალოდ შემოვიდა სხვადასხვა ელემენტები ალბათ ერთის მხრიც 200 წლიანი რუსული ბატონობის შედეგიცაა. მეორეს მხრივ ქართულ სუფრაზე შენარჩუნებულია ისეთი ტრადიციები როგორიცაა თამადის როლი, სადღეგრძელოები, დალოცვა, სიმღერა, ცეკვა და კიდევ ბევრი რამ, რაც პრინცინციპში არ შეცვლილა. ბევრი ფიქრობს რომ აი ადრე სუფრაზე ზედმეტს არავინ არ სვამდა და სულ თურმე სამ ჭიქას უკიჟინებდნენ ქართველები, ნუ ეს ცოტა არ იყოს სასაცილოა biggrin.gif

არ სვამდნენ კი არა იმდენს სვამდნენ, რომ დალევის გამო ისეთ ბრძოლებს აგებდნენ მთელი რეგიონის ბედს რომ წყვეტდა biggrin.gif მოკლედ კი ბევრი დალევა ტრადიციული ნამდვილად არ არის, მაგრან ქვეყანაში, სადაც ღვინის სმა ყოველდღიურ ცხოვრებაში ფესვ მოკიდებულია უზომოდ დალევასაც ჰქონდა ადგილი და ზომიერიც ადრეც ასე იყო და დღესაც ასეა.

ამგვარად, მე ვერ ვიტყვი რომ ღვინის სმის კულტურა ჩვენ დავკარგეთ, პირიქით გვაქვს შენარჩუნებული და კარგადაც. smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 9 2009, 03:16 AM

ციტატა
უზომოდ დალევასაც ჰქონდა ადგილი

ვერ დაგეთანხმები...
აქ იმაზე კი არაა საუბარი, რას ქონდა ადგილი, არამედ იმაზე, რომ ახლაა ლამის ტრადიციად ქცეული ზედმეტი სმა, ქართველები სვამდნენ ბევრს შეიძლება, მაგრამ არა ერთიანად, არამედ ნელნელა, მცირე სასმელებით, ახლა კი დოქები, კრამიტები და კალოშები sad.gif
დამახინჯდა ღვინის პატივისცემა, ეს ძალიან ჩანს..

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 9 2009, 03:26 AM

ციტატა(KAIROS @ Oct 9 2009, 03:16 AM) *

ვერ დაგეთანხმები...
აქ იმაზე კი არაა საუბარი, რას ქონდა ადგილი, არამედ იმაზე, რომ ახლაა ლამის ტრადიციად ქცეული ზედმეტი სმა, ქართველები სვამდნენ ბევრს შეიძლება, მაგრამ არა ერთიანად, არამედ ნელნელა, მცირე სასმელებით, ახლა კი დოქები, კრამიტები და კალოშები sad.gif
დამახინჯდა ღვინის პატივისცემა, ეს ძალიან ჩანს..


კალოშები და, თოფები და მსგავს მახინჯობაში გეთანხმები, მაგრამ ყანწებით სმა რომ ოდითგანვე იყო ეს არქეოლოგიურად დასტურდება ჯერ კიდევ ქრ.შობამდე II-III ათასი წლით. ასე რომ დიდი სასმისებითაც ილეოდა ხოლმე სადღეგრზელოები, თუმცა სიმართლე რომ გითხრა ამ განსხვავებულებს მე ვერ გაუგე და რავიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 9 2009, 03:34 AM

ციტატა
ყანწებით

ახლა კარგად უნდა გაირკვეს ზედმეტად დიდი ყანწები ნამდვილად სასუფრო დანიშნულებისა იყო თუ რაიმე რიტუალის და კიდევ, მცირე "გაბარიტიანი" რქები უფრო მიღებული ხომ იყო?

ციტატა
ამ განსხვავებულებს მე ვერ გაუგე და რავიცი

როცა ღვინოს სვამ , გემოსაც ვერ უგებ წესიერად და უბრალოდ ადგილზევე თვრები, მე ამას კულტურას ვერ დავარქმევ...

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 9 2009, 03:41 AM

ციტატა(KAIROS @ Oct 9 2009, 03:34 AM) *

ახლა კარგად უნდა გაირკვეს ზედმეტად დიდი ყანწები ნამდვილად სასუფრო დანიშნულებისა იყო თუ რაიმე რიტუალის და კიდევ, მცირე "გაბარიტიანი" რქები უფრო მიღებული ხომ იყო?


თავისთავად სასუფრო, თუმცა რიტუალშიც შეეძლოთ მისი გამოყენება, პრინციპში ის რაც რიტუალში გამოიყენებოდა მისი ხმარება ხდებოდა ყოველდრიურ ცხოვრებაშიც. ეხლა მე რაც მახსენდება ის ყანწები, მართლაც მცირე გაბარიტიანი რქები იყო, მაგრამ ეჭვი არ მეპარება რომ დიდებიც ისმეოდა.

ციტატა(KAIROS @ Oct 9 2009, 03:34 AM) *

როცა ღვინოს სვამ , გემოსაც ვერ უგებ წესიერად და უბრალოდ ადგილზევე თვრები, მე ამას კულტურას ვერ დავარქმევ...


მართალია ცოტ-ცოტა და დიდი ხანი ისიამოვნო ეგ უკეტესია ვიდრე 5-6 ჭიქა დასცხო და საკუთარ პატრონს ვერ ცნობდე, სამწუხაროა რომ ბევრს ვერ შეაგნებინებ მაგას.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 9 2009, 09:27 AM

ინგლისური ვიკიპედია პირდაპირ წერს

History of wine

http://en.wikipedia.org/wiki/History_of_wine#cite_note-0

From Wikipedia, the free encyclopedia

Jump to: navigation, search

Wine boy at a symposium.The history of wine spans thousands of years and is closely intertwined with the history of agriculture, cuisine, civilization and humanity itself. Archaeological evidence suggests that the earliest wine production came from sites in Georgia and Iran, dating from 6000 to 5000 BC

Early history
Wine residue has been identified by Patrick McGovern's team at the University Museum, Pennsylvania, in ancient pottery jars. Records include ceramic jars from the Neolithic sites at Shulaveri, of present-day Georgia (about 6000 BC

წყაროდ აქვს:

28 December 2003

8,000-year-old wine unearthed in Georgia
Scientists have discovered the world's oldest wine - a vintage produced 8,000 years ago. The find pushes back the history of wine by several hundred years. New discoveries show how Neolithic man was busy making red wine in Shulaveri (Georgia, the former Soviet republic). Although no liquid wine from the period has survived, scientists have now found and tested wine residues discovered on the inner surfaces of 8,000-year-old ceramic storage jars.
Biochemical tests on the ancient pottery wine jars from Georgia are showing that at this early period humans were deliberately adding anti-bacterial preservatives to grape juice so that the resulting wine could be kept for longer periods after fermentation. The preservative used was tree resin, which contains several bactericidal compounds, says Professor Patrick McGovern of the University of Pennsylvania Museum. The wine may have tasted something like retsina, the resin-preserved wine still popular in Greece.
The development of pottery in the Middle East and the Caucasus regions also seems to have played a key role in the production of the first wines, especially vintage ones. Ceramic containers were able to preserve wines far better than the plaster or leather containers that had previously been used. Plaster was far too porous and reactive, while sealed animal skin or leather bags could not be used to store wine for sufficiently long periods. Examination of the pottery shards has also revealed the large carrying capacity of these early wine jars - around five litres.
The study has also yielded evidence of the cultural - and probably religious - importance of early vintage wine. While examining Neolithic Georgian pottery jars used to store and age wine, Professor McGovern discovered a series of tiny, highly stylised relief images of Stone Age people celebrating the vine. The ancient world had a long tradition deifying the source of wine, and Professor McGovern believes he may have stumbled upon the prehistoric origins of what much later evolved into wine cults such as those of the Greek god Dionysus and Dionysus's Roman equivalent, Bacchus.

Source: The Independent (28 December 2003)

ძალიან საინტერესოა ქართულ ვიკიპედიაში მოცემული ცნობა ღვინის სახელის ეტიმოლოგიის შესახებ:

ეტიმოლოგია [რედაქტირება]
ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს. ქართველურ ენებში იგი გამოითქმის ასე: ღვინო (ქართ.), ღვინი (ზან.), ღვინალ (სვან.).

სხვა ინდო-ევროპულ და სემიტურ ენებში: ხეთური: wiyan(a), ლუვიური: wa/i-ya-na, ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwîn, ფრანგ.: vín, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu. ცხადია, ამ სიტყვებს აერთიანებთ ერთი ძირი, ერთი წამომავლობა და იმ იმ ქვეყნიდან უნდა იყოს ყველა სხვე ენაში შესული და დამკვიდრებულ, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს კიდეც ღვინის სამშობლო. როგორც დასტურდება მატერიალური მემკვიდრეობიდან, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის კულტურას უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ. საინტერესოა ისიც, რომ მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება სიტყვა ”ღვინის” სემანტიკური მნიშვნელობაც და რომ ის ზმნა ”ღვივილი”-იდან არის მიღებული. ამ სიტყვის ფუძე - ”ღვ” - წმინდა ქართულია (ღვიძლი, ღვენთი, მღვდელი, ღვივილი, მღვიმე, ღვთაება, გაღვივება, ღვარი, ზღვარი, ღვაწლი, ღვრა, ღვიძილი, ღვია). მისი საწყისი ფორმა უნდა იყოს ”ღვივილი”, ანუ ის, რაც დუღს, ამოდის, ღვივდება. შესაბამისად: დუღილის, უფრო ღვივილის შედეგად მიიღება. ამიტომ არის: მღვინვარე, სამღვინვო - ღვინო.


საინტერესოა, ნამდვილად ასეა? ანუ მარტო ქართულში გვაქვს ღვინის სემანტიკური მნიშვნელობა?

სამწუხაროდ ინგლისური ფაქტობრივი მასალა (და არც ქართული ენობრივი ვარაუდი), რომელიც ჩვენს სამშობლოს და ღვინოს ერთმანეთს დაუკავშირდება, არ მეორედება არც
ფრანგულ, არც რუსულ, არც იტალიურ ( იქ საერთოდ თურქეთია და კასპიის ზღვის მიდამოებია დასახელებული სადაც ყველაზე ძველი ნაშთი იპოვეს ღვინის), ესპანურში უბრალოდ ვართ დასახელებული ირანის და სომხეთის გვერდით...
ეს გამომსასწორებელია!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 9 2009, 09:43 AM

გერმანულში ძალიან სავარაუდო ვარაუდის სახით (მთავარი ბერძნულის განხილვის შემდეგ) მეორდება ქართული ეტიმოლოგია სიტყვა "ღვინო"-სი

Vermutlich kann eine ähnliche Verbindung zum georgischen Wort ghwino gezogen werden.
По-видимому, аналогичная связи с грузинской слово может быть обращено ghwino.

ბერძნები აღიარებენ რომ სამხრეთ კავკასიაში დაიბადა, მაგრამ სიტყვა ქართველის ხსენების გარეშე

Виноградник, из которого вино в соответствии с палеонтологов, несколько миллионов лет истории. Еще до ледникового периода процветал в полярной зоне, в основном в Исландии, Северной Европы и Северо-Западной Азии. Ледники привели к значительному сокращению распространения и введенные в некотором роде удаленность многих разновидностей, некоторые из которых развивались в разных видах. В течение ряда лет, некоторые популяции дикого винограда были переведены в более теплых областях, особенно в районе южного Кавказа. В этом регионе, между Черного моря, Каспийского моря и Месопотамии, родился в виду Oenoforos винограда (Vitis Vinifera квартал). Различные сорта этого вида культивируются сегодня.

ამაყი ბერძნები არც შემდეგ გვიხსენებენ:

Процесс вино якобы имеет свои корни в аграрной революции и установления постоянного населения к сельскохозяйственной культуре, которая датируется приблизительно 5000 г. до н.э. С первых известных виноградарей древние персы, семитских народов и ассирийцев. Последующие знания виноградарство и виноделие над египтянами, народ финикийцы и народов Малой Азии и Греции.

და ბოლოს ჩვენი უძველესი ძმების ებრაელების საქებრად უნდა ითქვას, რომ მათ აქვთ მოტანილი ისტორიული ინფორმაცია

Старейший археологические находки свидетельствуют о производстве вина, нашли Bshulabri, Грузия; из урны - для сохранения сосуды для вина нашли на этом сайте, датированная 8000 года

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Oct 9 2009, 03:36 PM

ღვინის სამშობლოზე ჯერ კიდევ დავწერთ, ქემოთ smile.gif

ამჯერად სხვა მდიდარი კულტურებსაც გავეცნოთ.
ღვინის კულტურით უხვია, არამარტო საქართველო არამედ სხვა ქვეყნებიც მაგალითად საფრანგეთი, სადაც ამჟამად ვარ რაც ძალიან მახარებ, ამით რაღაც საერთოს ვხედავ საქართველოსთან!

საფრანგეთში როგორც საქართველოში ღვინის მრავალი ჯიშია გავრცელებული. თავად საფრანგეთში ღვინოს ოთხ კატეგორიად ყოფენ:

1.Vin de Table - მარკა რომელიც დამზადებულია ზოგდად საფრანგეთში (მეოთხე ხარისხის ღვინო) [შეადგენს საერთო ფრანგული ღვნის ნაწარმის დაახ 10 %]

2. Vin de Pays - მარკა რომელიც დამზადებულია საფრანგეთის რომელიმე პროვინციაში (მესამე ხარისხის ღვინო) [შეადგენს საერთო ფრანგ. ნაწარმის დაახ. 40 %]

3. Vin Délimité de Qualité Supérieure - განსაზღვრული რაოდენობის უმაღლესი ხარისხის ღვონო (უმაღლესი ხაისხის Appellation ღვინო შემდეგ) [შეადგენს დაახ. 1 % საერთო ფრანგული ღვინის ნაწარმის]

4. Appellation d’origine contrôlée - რომელიც განსაზღვრავს ღვინის წარმოშობასა და ადგილმდებარეობის მკაცრ კონტროლსა და აწესებს აღნიშნულ მარკაზე შესაბამის პატენტს და აძლევს მათ უმაღლეს ხარიხს. აღნიშნული წესი 15 საუკუნიდან მოქმედებს, ხოლო თანამედროვე კანონმდებლობით 1919 წლიდან განისაზღვრა. [ყველაზე დიდი რაოდენობით იწარმოება და შეადგენს საერთო ფრანგული ღვინის ნაწარმის დაახ. 50 %]

ესეც აღნიშნული ხარისხის მატარებელი ღვინოების სრული ჩამონათვალი (საფრანგეთი):
Ajaccio Corsica Separate AOC 1984, previously a designation within Corse or Vin du Corse under the alternative names Ajaccio or Coteaux d'Ajaccio
Aloxe-Corton Burgundy AOC in 1938
Alsace Alsace AOC in 1945
Alsace Grand Cru Alsace AOC in 1975
Anjou Loire AOC in 1936
Anjou-Coteaux de la Loire Loire AOC in 1946
Anjou-Gamay Loire AOC in 1936
Anjou Villages Loire AOC in 1991
Anjou Villages Brissac Loire AOC in 1998
Arbois Jura AOC in 1936
Auxey-Duresses Burgundy AOC in 1970
Bandol Provence AOC in 1941
Banyuls Languedoc-Roussillon AOC in 1972
Banyuls Grand Cru Languedoc-Roussillon AOC in 1972
Barsac Bordeaux AOC in 1936
Bâtard-Montrachet Burgundy AOC in 1937
Béarn South West France AOC in 1975
Beaujolais Beaujolais AOC in 1937
Beaujolais-Villages Beaujolais AOC in 1937
Beaumes de Venise Rhône Separate AOC in 2005, previously a part of Côtes du Rhône Villages
Beaune Burgundy AOC in 1936
Bellet Provence AOC in 1941
Bergerac South West France AOC in 1936
Bergerac sec South West France AOC in 1936
Bergerac rosé South West France AOC in 1936
Bienvenues-Bâtard-Montrachet Burgundy AOC in 1937
Blanquette de Limoux Languedoc-Roussillon AOC in 1981
Blanquette méthode ancestrale Languedoc AOC in 1981
Blaye Bordeaux AOC in 1936
Bonnes-Mares Burgundy AOC in 1936
Bonnezeaux Loire AOC in 1951
Bordeaux Bordeaux AOC in 1936
Bordeaux clairet Bordeaux AOC in 1936
Bordeaux Côtes de Francs Bordeaux AOC in 1936
Bordeaux moelleux Bordeaux AOC in 1936
Bordeaux rosé Bordeaux AOC in 1936
Bordeaux sec Bordeaux AOC in 1936
Bordeaux supérieur Bordeaux AOC in 1943
Bourgogne Burgundy AOC in 1937
Bourgogne aligoté Burgundy AOC in 1937
Bourgogne clairet Burgundy AOC in 1937
Bourgogne Hautes-côtes de Beaune Burgundy AOC in 1937
Bourgogne Hautes-côtes de Nuits Burgundy AOC in 1937
Bourgogne Passe-tout-grains Burgundy AOC in 1937
Bourgogne rosé Burgundy AOC in 1937
Bourgueil Loire AOC in 1937
Bouzeron Burgundy AOC under this name in 1998, the designation Bourgogne aligoté Bouzeron previously existed since 1937
Brouilly Beaujolais AOC in 1938
Bugey Bugey AOC in 2009
Buzet South West France AOC in 1973 under the name Côtes de Buzet, changed to Buzet in 1986
Cabardès Languedoc-Roussillon AOC in 1999, as VDQS also known under the alternative name Côtes du Cabardès et de l'Orbiel
Cabernet d'Anjou Loire AOC in 1964
Cabernet de Saumur Loire AOC in 1964
Cadillac Bordeaux AOC in 1973
Cahors South West France AOC in 1971
Canon Fronsac Bordeaux AOC in 1939 under the name Côtes Canon Fronsac, name changed to Canon Fronsac in 1964
Cassis Provence AOC in 1936
Cérons Bordeaux AOC in 1936
Chablis Burgundy AOC in 1938
Chablis Grand Cru Burgundy AOC in 1938
Chablis Premier Cru Burgundy AOC in 1938
Chambertin Burgundy AOC in 1937
Chambertin-Clos-de-Bèze Burgundy AOC in 1937
Chambolle-Musigny Burgundy AOC in 1936
Champagne Champagne AOC in 1936
Charmes-Chambertin Burgundy AOC in 1937
Chassagne-Montrachet Burgundy AOC in 1970
Château-Chalon Jura AOC in 1936
Château-Grillet Rhône AOC in 1936
Châteauneuf-du-Pape Rhône AOC in 1936
Châtillon-en-Diois Rhône AOC in 1975
Chaume Loire Until 2003 and 2005-2007 a village designation within Coteaux du Layon. Created as a separate AOC in 2003 under the name Chaume Premier Cru des Coteaux du Layon, which was annulled in 2005. Chaume created anew as an AOC in 2007.
Chénas Beaujolais AOC in 1936
Chevalier-Montrachet Burgundy AOC in 1937
Cheverny Loire AOC in 1993
Chinon Loire AOC in 1937
Chiroubles Beaujolais AOC in 1936
Chorey-les-Beaune Burgundy AOC in 1970
Clairette de Bellegarde Languedoc-Roussillon AOC in 1949
Clairette de Die Rhône AOC in 1993
Clairette du Languedoc Languedoc-Roussillon AOC in 1965
Clos des Lambrays Burgundy AOC in 1981, previously a Premier Cru vineyard in Morey-Saint-Denis
Clos de Tart Burgundy AOC in 1939
Clos de Vougeot Burgundy AOC in 1937
Clos Saint-Denis Burgundy AOC in 1936
Collioure Languedoc-Roussillon AOC in 1971
Condrieu Rhône AOC in 1940
Corbières Languedoc-Roussillon AOC in 1985
Cornas Rhône AOC in 1938
Corse or Vin de Corse Corsica AOC in 1976
Corton Burgundy AOC in 1937
Corton-Charlemagne Burgundy AOC in 1937
Costières de Nîmes Rhône Became AOC in 1986 as Costières du Gard, renamed to Costières de Nîmes in 1989, and in 2004 reassigned to the Rhône region
Côte de Beaune Burgundy AOC in 1972
Côte de Brouilly Beaujolais AOC in 1938
Côte de Nuits-villages Burgundy AOC in 1964
Côte-Rôtie Rhône AOC in 1940
Coteaux Champenois Champagne AOC in 1974
Coteaux d'Aix-en-Provence Provence AOC in 1985
Coteaux de Die Rhône AOC in 1993
Coteaux de l'Aubance Loire AOC in 1950
Coteaux de Pierrevert Provence AOC in 1998
Coteaux du Giennois Loire AOC in 1998
Coteaux du Languedoc Languedoc-Roussillon AOC in 1985
Coteaux du Layon Loire AOC in 1950
Coteaux du Loir Loire AOC in 1948
Coteaux du Lyonnais Lyonnais AOC in 1984
Coteaux du Tricastin Rhône AOC in 1973
Coteaux du Vendômois Loire AOC in 2001
Coteaux Varois Provence AOC in 1993
Côtes de Bergerac South West France AOC in 1936
Côtes de Bergerac Blanc South West France AOC in 1936
Côtes de Blaye Bordeaux AOC in 1995, formerly part of Blaye
Côtes de Bourg Bordeaux AOC in 1936 for red wines, in 1941 for white wines
Côtes de Castillon Bordeaux Separate AOC in 1989, formerly Côtes de Castillon could be added to Bordeaux AOC
Côtes de Duras South West France AOC in 1937
Côtes du Forez Burgundy AOC in 2000
Côtes de la Malepère Languedoc AOC in 2007
Côtes de Provence Provence AOC in 1977
Côtes de Toul Eastern France AOC in 1998
Côtes du Jura Jura AOC in 1937
Côtes du Luberon Rhône AOC in 1988
Côtes du Marmandais South West France AOC in 1990
Côtes du Rhône Rhône AOC in 1937
Côtes du Rhône Villages Rhône AOC in 1966
Côtes du Roussillon Languedoc-Roussillon AOC in 1977
Côtes du Roussillon Villages Languedoc-Roussillon AOC in 1977
Côtes du Ventoux Rhône AOC in 1973
Côtes du Vivarais Rhône AOC in 1999
Cour-Cheverny Loire AOC in 1993
Crémant d'Alsace Alsace AOC in 1976
Crémant de Bordeaux Bordeaux AOC in 1990
Crémant de Bourgogne Burgundy AOC in 1975
Crémant de Die Rhône AOC in 1993
Crémant du Jura Jura AOC in 1995
Crémant de Limoux Languedoc-Roussillon AOC in 1990
Crémant de Loire Loire AOC in 1975
Crépy Savoy AOC in 1948
Criots-Bâtard-Montrachet Burgundy AOC in 1937
Crozes-Hermitage Rhône AOC in 1937
Échezeaux Burgundy AOC in 1937
Entre-Deux-Mers Bordeaux AOC in 1937
Faugères Languedoc-Roussillon AOC in 1982
Fitou Languedoc-Roussillon AOC in 1948
Fixin Burgundy AOC in 1936
Fleurie Beaujolais AOC in 1936
Fronsac Bordeaux AOC in 1937 under the name Côtes de Fronsac, name changed to Fronsac in 1976
Fronton South West France AOC 1975 under the name Côtes du Frontonnais, name changed to Fronton in 2005
Gaillac South West France AOC in 1970
Gevrey-Chambertin Burgundy AOC in 1936
Gigondas Rhône AOC in 1971
Givry Burgundy AOC in 1946
Grands Échezeaux Burgundy AOC in 1936
Graves Bordeaux AOC in 1937
Graves de Vayres Bordeaux AOC in 1937
Graves Supérieures Bordeaux AOC in 1937
Griotte-Chambertin Burgundy AOC in 1937
Haut-Médoc Bordeaux AOC in 1936
Haut-Montravel South West France AOC in 1937
Hermitage Rhône AOC in 1937
Irancy Burgundy AOC under this name in 1999, the designation Bourgogne Irancy previously existed since 1937
Irouléguy South West France AOC in 1970
Juliénas Beaujolais AOC in 1938
Jurançon South West France AOC in 1936
L'Étoile Jura AOC in 1937
Ladoix Burgundy AOC in 1970
Lalande-de-Pomerol Bordeaux AOC 1936
La Tâche Burgundy AOC in 1936
Les Baux-de-Provence Provence Separate AOC 1995, previously part of Coteaux d'Aix-en-Provence
Limoux Languedoc-Roussillon AOC in 1981
Lirac Rhône AOC in 1947
Listrac-Médoc Bordeaux Separate AOC in 1957 under the name Listrac, also part of the area for Haut-Médoc. Change of name to Listrac-Médoc in 1986.
Loupiac AOC Bordeaux AOC in 1936
Lussac-Saint-Émilion Bordeaux AOC in 1936
Mâcon Burgundy AOC in 1937
Mâcon supérieur Burgundy AOC in 1937
Mâcon-villages Burgundy AOC in 1937
Madiran South West France AOC in 1948
Maranges Burgundy AOC in 1989
Marcillac South West France AOC in 1990
Margaux Bordeaux AOC in 1936
Marsannay Burgundy AOC in 1987
Maury Languedoc-Roussillon AOC in 1972
Mazis-Chambertin Burgundy AOC in 1937
Médoc Bordeaux AOC in 1936
Menetou-Salon Loire AOC in 1959
Mercurey Burgundy AOC in 1936
Meursault Burgundy AOC in 1970
Minervois Languedoc-Roussillon AOC in 1985
Minervois-La Livinière Languedoc-Roussillon AOC in 1999
Monbazillac South West France AOC in 1936
Montagne Saint-Émilion Bordeaux AOC in 1936
Montagny Burgundy AOC in 1936
Monthelie Burgundy AOC in 1970
Montlouis Loire AOC in 1938
Montrachet Burgundy AOC in 1937
Montravel South West France AOC in 1937
Morey-Saint-Denis Burgundy AOC in 1936
Morgon Beaujolais AOC in 1936
Moulin à vent Beaujolais AOC in 1936
Moulis or Moulis-en-Médoc Bordeaux AOC in 1938
Muscadet Loire AOC in 1937
Muscadet-Coteaux de la Loire Loire AOC in 1936
Muscadet-Côtes de Grandlieu Loire AOC in 1994
Muscadet-Sèvre et Maine Loire AOC in 1936, also written Muscadet de Sèvre et Maine
Muscat de Beaumes-de-Venise Rhône AOC in 1945
Muscat de Lunel Languedoc-Roussillon AOC in 1943
Muscat de Mireval Languedoc-Roussillon AOC in 1959
Muscat de Rivesaltes Languedoc-Roussillon AOC in 1972
Muscat de Saint-Jean de Minervois Languedoc-Roussillon AOC in 1949
Nuits-Saint-Georges Burgundy AOC in 1972
Orléans Loire AOC in 2006
Orléans-Cléry Loire AOC in 2006
Pacherenc du Vic-Bilh South West France AOC in 1948
Pacherenc du Vic-Bilh Sec South West France AOC in 1948
Palette Provence AOC 1948
Patrimonio Corsica Separate AOC 1984, previously a designation within Corse or Vin du Corse
Pauillac Bordeaux AOC 1936
Pécharmant South West France AOC in 1946
Pernand-Vergelesses Burgundy AOC in 1970
Pessac Léognan Bordeaux Separate AOC 1987, previously part of Graves AOC
Petit Chablis Burgundy AOC in 1944
Pineau des Charentes Charente AOC 1945
Pomerol Bordeaux AOC 1936
Pommard Burgundy AOC 1936
Pouilly-Fuissé Burgundy AOC 1936
Pouilly-Fumé Loire AOC 1937, may also be written Blanc Fumé de Pouilly
Pouilly-Lochè Burgundy AOC 1940
Pouilly-sur-Loire Loire AOC in 1937
Pouilly-Vinzelles Burgundy AOC 1940
Premières Côtes de Blaye Bordeaux AOC in 1994, formerly part of Blaye
Premières Côtes de Bordeaux Bordeaux AOC in 1937
Puisseguin Saint-Émilion Bordeaux AOC in 1936
Puligny-Montrachet Burgundy AOC 1970
Quarts de Chaume Loire AOC in 1954
Quincy Loire AOC in 1936
Régnié Beaujolais AOC in 1988
Reuilly Loire AOC in 1937
Richebourg Burgundy AOC in 1936
Rivesaltes Languedoc-Roussillon AOC in 1997
Rosé de Loire Loire AOC in 1974
Rosé des Riceys Champagne AOC in 1971
Rosette South West France AOC in 1946
Roussette de Savoie Savoy AOC in 1973
Roussette du Bugey Bugey AOC in 2009
Ruchottes-Chambertin Burgundy AOC in 1937
Rully Burgundy AOC in 1939
Saint-Amour Beaujolais AOC in 1946
Saint-Aubin Burgundy AOC in 1970
Saint-Bris Burgundy AOC in 2003, as VDQS previously known as Sauvignon de Saint-Bris
Saint-Chinian Languedoc-Roussillon AOC in 1982
Saint-Émilion Bordeaux AOC in 1936
Saint-Émilion grand cru Bordeaux AOC in 1936
Saint-Estèphe Bordeaux AOC in 1936
Saint-Georges Saint-Émilion Bordeaux AOC in 1936
Saint-Joseph Rhône AOC in 1956
Saint-Julien Bordeaux AOC in 1936
Saint-Nicolas-de-Bourgueil Loire AOC in 1937
Saint-Péray Rhône AOC in 1936
Saint-Pourçain Loire AOC in 2009
Saint-Romain Burgundy AOC in 1970
Saint-Véran Burgundy AOC in 1971
Sainte-Croix-du-Mont Bordeaux AOC in 1936
Sainte-Foy-Bordeaux Bordeaux AOC 1937
Sancerre Loire AOC 1936
Santenay Burgundy AOC in 1970
Saumur Loire AOC 1936
Saumur-Champigny Loire AOC 1936
Saumur mousseux Loire AOC 1976
Saussignac South West France AOC in 1982
Sauternes Bordeaux AOC in 1936
Savennières Loire AOC in 1952
Savennières-Coulée-de-Serrant Loire AOC in 1952
Savennières-Roche-aux-Moines Loire AOC in 1952
Savigny-lès-Beaune Burgundy AOC in 1970
Seyssel Savoy AOC in 1942
Tavel Rhône AOC in 1936
Touraine Loire AOC in 1939 under the name Coteaux de Touraine, changed to Touraine in 1953
Touraine-Amboise Loire AOC in 1939
Touraine-Azay-le-Rideau Loire AOC in 1939
Touraine-Mesland Loire AOC in 1939
Touraine Noble Joué Loire AOC in 2001
Vacqueyras Rhône AOC in 1990
Valençay Loire AOC in 2004
Vin de Savoie Savoy AOC in 1973
Viré-Clessé Burgundy AOC in 1999, previously the two designations Mâcon-Clessé and Mâcon-Viré existed within Mâcon AOC since 1937
Vinsobres Rhône Separate AOC in 2006, previously a part of Côtes du Rhône Villages
Volnay Burgundy AOC in 1937
Vosne-Romanée Burgundy AOC in 1936
Vougeot Burgundy AOC in 1936
Vouvray Loire AOC in 1936


ფრანგულ ღვინის სამ ძირითად სახეს გამოყოფენ :

თეთრი

ვარდისფერი

წითელი

ამათგან გამოყოფენ მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 1 2010, 03:49 PM

ეს თემა როგორ მივიწყებულ იქნა sad.gif

საბლე იქნებ გააგრძელო რა, ვაზის ჯიშებზე ისაუბრო, მაგალითად, smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2013, 03:38 PM

„სიტყვა „პურ-მარილი“ რუსულის კალკია - „Хлеб и соль“, ჩვენში „პურ-ღვინოს“ იტყოდნენ.“

/კოტე ჩოლოყაშვილი/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 19 2013, 01:30 AM

ისე , აბრაამთანაა ძალიან კარგად ,,სუფრის-გაშლის'' შესახებ ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2013, 01:31 PM

ციტატა(A.V.M @ Nov 19 2013, 02:30 AM) *

ისე , აბრაამთანაა ძალიან კარგად ,,სუფრის-გაშლის'' შესახებ ...


მე არ მახსოვს, გურამ და გაგვაცანი rolleyes.gif wub.gif სად წერია? smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2013, 01:43 PM

marine
ძველი აღთქმა როცა აბრაამი და სარა სუფრას გაშლიან, როდესაც სამება მივასთან. მგონი ამ ეპიზოდს გულისხმობს გურამი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2013, 01:51 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 19 2013, 02:43 PM) *

marine
ძველი აღთქმა როცა აბრაამი და სარა სუფრას გაშლიან, როდესაც სამება მივასთან. მგონი ამ ეპიზოდს გულისხმობს გურამი.


დაწვრილებით არ მახსოვს და ნეტავი გურამმა დაგვიდოს მასალა smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 20 2013, 02:18 AM

2. თვალი აახილა და ხედავს, სამი კაცი დგას მის შორიახლო; დაინახა და გაიქცა კარვის კარიდან მათ მისაგებებლად და დაბლად თაყვანისცა.

3. უთხრა: ბატონო, თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენი მორჩილის კარს.

4. მცირეოდენ წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ, მერე მოისვენეთ ხის ჩრდილში.

5. პურს გამოგიტანთ, დანაყრდით, მერე კი წადით თქვენს გზაზე, რაკიღა თქვენი მორჩილის კარზე გამოიარეთ. მათ უთხრეს: გააკეთე, რასაც ამბობ.

6. გაიქცა აბრაამი კარავში სარასთან და უთხრა: აბა, საჩქაროდ სამი სეა გამტკიცული ფქვილი მოზილე და ხმიადები დააცხვე.

7. მერე საქონლისკენ გაიქცა აბრაამი, გამოიყვანა ჩვილი და საღი ხბო და მსახურ ბიჭს მისცა, მანაც სასწრაფოდ დაკლა იგი და გაამზადა.

8. გამოიტანა ერბო და რძე, გამზადებული ხბოს ხორცი და წინ დაუწყო; ისინი ჭამდნენ, თავად კი ხის ძირას იდგა შორიახლო.

- See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/dabadeba/dabadeba-18.htm#sthash.KIAzBuma.dpuf

დააკვირდით უბრალოდ . უდაბნოს სიცხეში დაპაპანაქებაში ზის აბრაამი გარეთ , მხოლოდ იმიტომ რომ მგზავრი არ ,,გამოეპაროს'' და სახლში შეიპატიჟოს . დაინახავს , გაიქცევა და ემუდარება სახლში მოყვანას .
მოიყვანს და შემდეგ ხომ ამოსუნთქვის გარეშე დარბის .

საოცარი ეპიზოდია რა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2013, 01:26 PM

A.V.M
მადლობა, გურამ, საოცარი სტუმარ-მასპინძლობაა a025.gif




პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2013, 04:58 PM



"მრავალი ერი აღიხოცება პირისაგან მიწისა, მაგრამ საქართველო, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, იარსებებს ქვეყნის დასასრულამდე.

ბოლო ჟამს უფლის ტრაპეზზე ღვინო ივერიიდან მოვა."

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2013, 01:59 PM

"ფერეიდანში ვაზის მოვლას ისეთი მძიმე შრომა არ სჭირდება, როგორც ჩვენთან.

იქ ნაკლებად იცის ვაზმა დაავადება.

ფერეიდანში ძირითადად გავრცელებულია ვაზის შემდეგი ჯიშები: ქიშმიში, ფურის ძუძუ, ბედრი, სევერგუნი, თაბრაზა, ადრეულა, ასკარყურძენი, იაყუტი, მაჰმუდი (მამუდი), ლორქოში.

ფერეიდნელების განმარტებით, ყურძნის ჯიშს - "ფურის ძუძუს" - "იმიტომ ვუწოდებთ, რომ ყურძნის მარცვალი წყლიანია და თითის ოდენააო". "დიდ თითს" კი ფერეიდნელები ცერს ეძახიან.

ირანში ყურძენი მთლიანად ბაზარზე გადის და ის ძალიან იაფიცაა.

საქიშმიშედ ფერეიდნის ყურძენი ნაკლებად გამოდგება. ამიტომ ყურძენს, რაც პირდაპირ სახარჯოდან გადარჩებათ, ინახავენ ჯაგნებით საზამთროდ.

აგრეთვე, მას წურავენ, ტკბილს ადუღებენ, სანამ ნახევარზე არ დადგება. ასე მომზადებულ სასმელს ეძახიან "შარას" და ხმარობენ ზამთრობით".

/ავთანდილ სონღულაშვილი
"ირანში ქართველთა ნაკვალევზე"/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2014, 01:30 PM

"ბაღოსნობა და ღვინის დაყენების ხომ ოსებმა სულ არაფერი იცოდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2014, 11:45 AM

"ვენახის, ღვინისა და პურისადმი პატივისცემა რომ ქართველ კაცს ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, ქრისტიანული ტრადიციის - ზიარების მადლმოსილი პურისა და ღვინოსადმი თაყვანისცემის მაჩვენებელია.

გავიხსენოთ სიტყვები მოხეური სიმღერიდან "სმური": "პირმან დაგლოცოს ღვთისამან, ნაწილმან ბარძიმისამან". გავიხსენოთ აჭარული სიმღერა "ჩაღმა ჩაყრილო ვენახო", სადაც აჭარელი გლეხი თავისი ძველი სარწმუნოების სიმბოლოს, აჩეხილ ვენახს მისტირის.

თავად ქართული სუფრაც - ტრაპეზი ხომ წირვის ერთგვარი გაგრძელებაა, ერთგვარი დიდი კვერექსია, სადაც უფლისადმი თხოვნასა და "უფალო შეგვიწყალენის" მონაცვლეობას სადღეგრძელო და მისი თანამდევი სიმღერა-საგალობელი ანაცვლებდა."

/ეთნომუსიკოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამაზ გაბისონია/

პოსტის ავტორი: Lego თარიღი: Feb 27 2014, 11:45 AM

“არ არსებობს ქვეყანა, სადაც იმდენს და ისეთ კარგ ღვინოს სვამდნენ, როგორც საქართველოში. ისევე, როგორც კოლხეთში, აქაც ვაზები ხეებზეა გაშენებული…”

ღვინის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს. საქართველოში მეღვინეობის განვითარებამ პიკს ოქროს ხანაში მიაღწია. ყურძენი როგორ დაიწყო საქართველოში ღვინის წარმოება, ვინ ააშენა პირველად მარანი და რა გზა გაიარა ქართულმა მეღვინეობამ? ამის შესახებ “ამბიონს” ენოლოგი გიორგი სამანიშვილი ესაუბრა:

“ღვინის ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც ადამიანმა ვაზის ნაყოფი არამხოლოდ გასინჯა, არამედ მის მოშინაურებას, შერჩევას მიჰყო ხელი. ეს დაახლოებით 10 000 წლის წინ იყო, როდესაც ბოლო გამყინვარება დამთავრდა და ის კლიმატი ჩამოყალიბდა, რაც დღეს დედამიწაზეა. როცა ადამიანმა ვაზის ნაყოფის დადუღების პროცესი აღმოაჩინა, ტყეში მისი მოპოვების ნაცვლად თავის საცხოვრებელთან ახლოს გადმოიტანა. შეარჩია კარგი ჯიში და მოხდა ვაზის გაკულტურება. გვაქვს ველური და გაკულტურებული ვაზი, რაც მევენახეობაში გამოიყენება. ვაზი მცოცავი მცენარეა, აქედან გამომდინარე, საყრდენი სჭირდება. მისი საყრდენი ხე იყო. როდესაც ადამიანმა საცხოვრებელთან ახლოს გამდოიტანა ხეზე აუშვა. როგორც ვარაუდობენ, დაახლოებით ჩვ.წ.-მდე I-II ათასწლეულიდან რკინის იარაღები უკვე გამოჩნდა და დაიწყო გასხვლა. იმ პერიოდისთვის არქეოლოგებს სასხლავი იარაღები აღმოჩენილი აქვთ. ადამიანი იწყებს ფორმის მიცემას, ზედმეტი ტოტების მოჭრას და უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, დაბალ საყრდენზე აშვებას.


როგორც ყველა მეცნიერი თანხმდება, ვაზის მოშინაურების პროცესი და ღვინის წარმოება მოხდა სამხრეთ კავკასიის, დღევანდელი აღმოსავლეთ თურქეთისა და დასავლეთ ირანის ტერიტორიებზე. ერთ-ერთი ყველაზე ძველი დამადასტურებელი გახლავთ საქართველოში აღმოჩენილი ყურძნის კურკები, ანუ წიპწები, რომელიც ჩვ.წ.აღ.-მდე 5-6 ათასი წლით დათარიღებულ საცხოვრებლებში ენეოლითის ხანაში იპოვეს. წიპწის ფორმა აჩვენებს, რომ ეს გაკულტურებული ვაზის წიპწაა. ანუ იმ პერიოდისთვის ვაზი უკვე გაკულტურებული გახლდათ.
მეღვინეობის განვითარების პიკი იყო ოქროს ხანაში, XII-XIII საუკუნეში. ამ პერიოდისთვის ვარძიაში უამრავი საწნახელი, ქვევრი არსებობდა, ტერასებზე იყო ვენახები გაშენებული. თითქმის XIX საუკუნის ბოლომდე ყველა, ვინც კი საქართველოში ჩამოსულა, აღწერს, რომ ვაზი მთელ ტყეებშია და ამის პარალელურად ხალხს აქვს უკვე დაბლარად გაშენებული გაკულტურებული ვაზი.

XVII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ჟან შარდენი იყო ჩამოსული. მან კარგად აღწერა საქართველო. მისი სტუმრობა ომების პერიოდს დაემთხვა.

აღმოსავლეთ საქართველო სპარსეთის შემადგენლობაში შედიოდა, დასავლეთ საქართველო “დამოუკიდებელი” იყო. იმერეთში იმ დროისათვის ყველაზე ცუდი პერიოდი გახლდათ. დასავლეთის ღვინის გასინჯვისას აღნიშნა: დაყენება რომ იცოდნენ, კარგი ღვინო ექნებოდათო. აქ ჩანს, რომ მოუვლელი ღვინო დაალევინეს. მაგრამ იმ დღეს, როდესაც ის სამეგრელოში ჩავიდა, ომი იყო გურიასა და სამეგრელოს შორის. აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლ-კახეთში რომ გადმოვიდა, მაშინ კი ცნობილი ფრაზა წარმოთქვა:

“… დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, წლის არცერთ დროს არ შეიძლება ამაზე უკეთესად ჭამოს და სვას ადამიანმა.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ არ არსებობს ქვეყანა, სადაც იმდენს და ისეთ კარგ ღვინოს სვამდნენ, როგორც აქ (საქართველოში). ისევე, როგორც კოლხეთში, აქაც ვაზები ხეებზეა გაშენებული. მეფეთა სასმელად თბილისიდან ღვინო დიდი რაოდენობით გააქვთ სომხეთში, მიდიასა და ისფაჰანში”.

ამ პერიოდისთვის აღმოსავლეთ საქართველოში უკვე სიწყნარე სუფევდა. სპარსეთს დათმობილი ვყავდით, ომი არ იყო, ხალხს მუშაობა შეეძლო. ქვევრი ქვეყანაში მშვიდობიანობის დროს ვენახები ყვაოდა და ღვინოც კარგი გახლდათ. როდესაც ქვეყანა ძლიერდებოდა, მევენახეობაც ვითარდებოდა და პირიქით. დაღმასვლა მევენახეობაზეც აისახებოდა.

XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის ნაწილი გავხდით. რუსეთის იმპერიაში 20-იანი წლებიდან სიმშვიდე იყო და რუსეთი ხელს უწყობდა მევენახეობის განვითარებას, რითაც ცდილობდა, ევროპას დაახლოებოდა და საკუთარი წარმოება განევითარებინა.

XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან ყველა თავადმა თავისი ღვინის წარმოება დაიწყო. ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველმა გააშენა ვენახი, გონივრულად მიუდგა და დაგეგმა. როგორც აღწერენ, იმდროინდელი მასშტაბით დიდი მარანი ააშენა წინანდალში. ალექსანდრე ჭავჭავაძის წამოწყებული საქმე მისმა შვილმა გააგრძელა. XIX საუკუნის 80-იან წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძის მთელი მამული იმპერატორის საკუთრებაში გადავიდა. 80 –იან წლებში მარანი უფრო გააფართოვეს, უცხოეთიდან სპეციალისტები ჩამოიყვანეს და ძალიან განავითარეს. ღვინო წინანდალი, მუკუზანისა და ნაფარეულის წარმოება ალექსანდრე ჭავჭავაძემ 30-ინი წლებიდან დაიწყო. ალექსანდრე ჭავჭავაძის საქმე გაგრძელდა და ეს ღვინოები დღესაც არსებობს.

20 –იან წლებში, როდესაც გურია “დამოუკიდებელი” იყო, ნიკო მარის მამამ- იაკობ მარმა, რომელიც შოტლანდიელი გახლდათ, დაიწყო გურული ჯიშების წარმოება და რუსეთის ბაზარზეც გაჰქონდა ექსპორტზე, თუმცა ეს საქმე არ გაგრძელებულა გურიაში არეულობის გამო.

70-იანი წლების ბოლოს მუხრანში ბაგრატიონ მუხრანელმა დაიწყო ღვინის წარმოება, ჰქონდა ვენახები. ყველა არქმევდა იმ ადგილის სახელს, სადაც ღვინოს აწარმოებდა. ალექსანდრე ჭავჭავაძე აწარმოებდა წინანდალს, მუკუზანს, ნაფარეულს. მისი გარდაცვალების შემდგომ უკვე -თელიანსაც.

ბაგრატიონ მუხრანელმა მუხრანში დიდი სასახლე და კარგად დაგეგმილი მარანი ააშენა, როგორც აღწერენ, ბევრ სხვადასხვა ღვინოსთან ერთად რუსეთის იმპერიაში პირველმა დაიწყო ცქრიალა ღვინის წარმოება. დღეს ბაგრატიონ მუხრანელის ამ საქმეს ორი ცნობილი კომპანია აგრძელებს: ”ბაგრატიონი 1882” და “შატო მუხრანი”. მუხრანში ქსნისა და არაგვის ხეობებს შორის გახლავთ მუხრანის ველი, სადაც სასახლეც არის და მარანიც.

ბაგრატიონ მუხრანელი რუსეთის იმპერიაში გენერალი და საკმაოდ დაფასებული თავადი გახლდათ.

დავით სარაჯიშვილი სერიოზული მოვლენა იყო კონიაკის წარმოებაში. ეს გახლდათ პირველი სერიოზული სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია. სარაჯიშვილმა უცხოეთში მიიღო განათლება და როდესაც ჩამოვიდა, კარგად დაგეგმა ეს ბიზნესი, ამის გარდა, ბევრი კეთილი საქმე გააკეთა ქვეყნისათვის… ის გახლდათ მეცენატი, ქველმოქმედი და ა.შ. მისი წამოყებული საქმე, სარაჯიშვილის კომპანია ძალიან რეზონანსული გახლდათ და დღესაც მაღალი ხარისხითა და რეპუტაციით სარგებლობს.

XIX საუკუნეში გაჩნდა ვაზის დაავადებები. ამერიკის კონტინეტიდან გადმოვიდა ჭრაქი, ნაცარი და ფილოქსერა, რის შემდეგაც ვენახის შეწამვლა გახდა საჭირო, მანამდე ვენახი არ იწამლებოდა. ახლა აუცილებელია ნერგის დამყნობა. თუ არ შეწამლე ვენახი, გახმება. ამის გამო გადაშენდა ველური ვაზი, რაც ტყეში იყო. მხოლოდ მცირე მათგანი შემორჩა.

XIX საუკუნეში მევენახეობა ინერციით გრძელდებოდა, შემდეგ არეულობა დაიწყო- პირველი მსოფლიო ომი, რევოლუცია და ისევ დაეცა. მეორედ 20-იანი წლების ბოლოს აღორძინდა. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიქმნა ორგანიზაცია სამტრესტი, შექმნეს მევენახეობა მეღვინეობის აღორძინების მიზნით. მის მფლობელობაში შევიდა და სახელმწიფოს მმართველობაში გადავიდა ყველა მარანი. სამტრეტი იყო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს ყველა ქარხანას მართავდა და მის მენეჯმენტს განახორციელებდა. უცხოეთში განათლებული ხალხი, მეცნიერები მუშაობდნენ, ჭკვიანურად დაგეგმეს და ყველა იმ ღვინის წარმოება განაგრძეს იმავე დასახელების ქვეშ, რაც XIX საუკუნეში იწარმოებოდა: წინანდალი, მიკუზანი, ნაფარეული, მუხრანული, სვირი და ა.შ. უბრალოდ სახელმწიფო ფლობდა ამ ყველაფერს. ასევე, დაუმატეს ახალი დასახელებები. მაგალითად, რუისპირში კარგი მწვანე მოდიოდა, გამოუშვეს “რუისპირის მწვანე”. “მანავის მწვანე” დღესაც არსებობს, “ენისელი” -თეთრი და წითელი ღვინოები. ეს ის პერიოდია, როდესაც საფრანგეთში ადგილწარმოშობის დასახელებები იქმნება 30-იან წლებში. საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთში პარალელურად აწყობდნენ ამ სისტემას: ღვინოს რომ უნდა ერქვას თავისი ადგილის სახელი, ჯიში რომ ადგილთან არის დაკავშირებული და ა.შ.

საბჭოთაკავშირის დროს ერთი მფლობელი ჰყავდა, მოსკოვიდან იმართეობდა და რაოდენობაზე გადავიდა ორიენტაცია და არა ხარისხზე. დაახლოებით 60-იანი წლებიდან ხარისხმა დაიწია. იმ პერიოდისთვის საუკეთსო იყო ის ღვინო საბჭოთაკავშირში, მაგრამ არასწორი მიმართულება მიიღეს. 70-იანების ბოლოს უკვე ძალიან შეელახა რეპუტაცია ზოგადად ღვინოს. თუმცა ქართული ღვინო ყოველთვის ელიტარული გახლდათ საბჭოთა კავშირის ღვინოებს შორის. 80-90-იან წლებში არეულობა და ომი დაერთო და საბჭოური სისტემა დაიშალა. 90-იანებიდან ორიენტაცია ხარისხზე შემობრუნდა იქიდან გამომდინარე, რომ კერძო მფლობელებზეა ღვინის ბიზნესი ორიენტირებული, ლოგიკურია ხარისხზე ორიენტირი გაყიდვის თვალსაზრისით.

2000 წლებიდან ბევრი კომპანია შეიქმნა, ფული ჩაიდო, საკუთარი ვენახები გაჩნდა, რამაც ღვინის ხარისხი ასწია, ახალ მარნებთან ერთად ძველიც ააღორძინეს. დღეს რაც კომპანიები გვაქვს, მათი ძირითადი ნაწილი 2000 წელს შეიქმნა. 2006 წელს იყო ბოლო, ფინანსური თვალსაზრისით სერიოზული დარტყმა რუსეთის ემბარგო ქართულ ღვინოზე, რუსეთში ქართული ღვინის 80%-ზე მეტი გადიოდა. რუსეთის ბაზარს სხვა ბაზარი ვერ ჩაანაცვლებდა, მაგრამ ნელ-ნელა ფართოვდებოდა ჩვენი საექსპორტო ქვეყნების არეალი და დიდი დარტყმის მიუხედავად, სხვა ქვეყნები განვავითარეთ. აარსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის ბაზრის გახსნას ქართული ღვინის ფალსიფიცირება მოჰყვება და იქვე დაიწყებენ ჩამოსხმას, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის საინტერესოა, ტრადიციული, ახლო, მეზობელი, რომელსაც ვიცნობთ, რუსეთშიც არის კარგი და ცუდი ღვინის მომხმარებელი. იქ ყოველთვის იყო და ახლაც იქნება ხარისხიანი ღვინის ნიშა. ეს, რა თქმა უნდა, არ ღირს დამოუკიდებლობის გაცვლად, მაგრამ როგორც ბაზარი საინტერესოა”.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2014, 11:03 AM

„ჩვეულებრივ ქართველები ძალიან თავშეკავებულნი არიან ჭამა-სმაში.

თუმცა, ქორწილების, საეკლესიო დღესასწაულების, ძეობის დროს მთელი წლის მარაგი შეუძლიათ გამოუტანონ სტუმრებს დაუნანებლად.

ისინი ალალი, ხელგაშლილი, მხიარული, გულწრფელი, კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხია: უყვართ სიმღერა, ცეკვა და უძველესი დროიდან არიან მიდრეკილნი გართობისა და სილაღისაკენ.

აქაურებს არ იზიდავს ვაჭრობა და აღებ-მიცემობა: ქართველთა წვეულებებზე ზღვა ღვინო ისმება.

ისინი ღვინოს ჯიხვის ყანწებით სვამენ.

ქვეყნიერებაზე ვერსაც ნახავთ ხალხს, რომელსაც იმდენი ღვინის დალევა შეეძლოს, როგორც ქართველებს.

უამრავ ღვინოს სვამენ და, საოცარია, რომ მთვრალ ქართველს თითქმის ვერსად შეხვდებით
.“

/ბროკჰაუზის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 1913 წელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2014, 01:19 PM

* * *
"მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ალავერდის ეპარქიის ფარგლებში (ქ. თელავი, შუამთის მიმდებარე ტერიტორია) აშენდება თანამედროვე კერამიკული "სასწავლო საწარმო", რომელიც გამოუშვებს ღვინის ქვევრებს (შეტანილია იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში)...

სიმბოლურია, რომ საწარმო აშენდება ალავერდის სამონასტრო კომპლესის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ქართულ მართლმადიდებლურ ცენტრს, რომლის წინამძღოლი და მომავალი საწარმოს მშენებლობის სულისჩამდგმელია მიტროპოლიტი დავითი".

/გურამ გაფრინდაშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი

"საქართველოს რესპუბლიკა", N29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2015, 01:47 PM

"ქართულ სუფრაზე, როცა ჩვენი წინაპრები პურობად სხდებოდნენ, პირველი ღვთის სადიდებელი ითქმოდა - ქრისტეშობის საგალობელით იწყებოდა ქართული სუფრა "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".

დიახ, ჩვენი წინაპრები ღვთის დიდებით იწყებდნენ პურ-ღვინოს.

მერმე ითქმოდა ეკლესიისა და პატრიარქის სადღეგრძელო, შემდეგ ერისა და მირონცხებული მეფისა, მშობელთა, განსვენებულთა, შვილთა და ბოლოს ითქმოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელი.

ფეხზე წამოდგებოდნენ, აღამაღლებდნენ ბარძიმს (სასმისს) და შესძახებდნენ ერთბამად:

"ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ".

და ქართველი ქრისტიანი ყოვლადწმინდის სადღეგრძელოს შემდეგ, რომ მოეკლათ, აღარაფერს დალევდა".


/"მწყემსი კეთილი" N4, 2014/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2015, 08:32 PM

"ერთი ჰოლანდიელი მეღვინე ახდენდა ტვიშში ცოლიკაურის მოსავლის შესყიდვას და ამბობდა:

- რომ შეიძლებოდეს ოქროს ღვინოდ გადადნობა, ეს ცოლიკაური იქნებოდაო".

/დეკ. ალექსანდრე (ბოლქვაძე)
"ქვაკუთხედი" N1-2, 2015/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2015, 06:56 PM

"რაც ქართველ კაცს სუფრების შლაში ხარჯი გაუწევია, ალბათ, მეორე საქართველო აშენდებოდა. მაგრამ იქნებოდა კი ამის გარეშე საქართველო საქართველო ან ქართველი - ქართველი?!


ერთხელ გოგლა ლეონიძეს უთამადია სუფრაზე, ღვინო მოჰკიდებია და ბოლოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადღეგრძელოს წარმოთქმა დავიწყებია. სოფლიდან სოფელში მიმავალს გახსენებია, მობრუნებულა, დაცარიელებულ სუფრაზე მაინც შეუსვამს საყოვლადწმინდო და ისე წასულა შინ"

/კოტე ჩოლოყაშვილი

"კარიბჭე" N3, 2015/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2015, 07:15 PM

"ღვინო საქართველოს სისხლია, რადგან ის შექმნილია ჩვენი მიწის წვენისა და მზისგან. როდესაც წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას მოჰქონდა ვაზის ჯვარი, ვაზის ორი ტოტი, შეკრული თავისი თმით. როდესაც მუსლიმანები გვიპყროდნენ, პირველ ყოვლისა ვენახებს ჩეხავდნენ, რადგან ღვინო განასახიერებს ქართულ სულს. მუდმივად გადარჩენისთვის მებრძოლებს, ღვინო დაგვეხმარა ქართული სულის შენარჩუნებაში. ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია... ოქტომბერს ჩვენ ღვინობისთვეს ვეძახით. ჩვენ ღვინით ვემშვიდობებით გარდაცვლილს და ვესალმებით ახალშობილს. ჩვენ ღვინით ვუხსნით სიყვარულს. გაუმარჯოს ღვინოს!"

/კოტე ჩოლოყაშვილი

"კარიბჭე" N3, 2015/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2015, 04:40 PM

ქვევრის ღვინო და ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია

ქვევრი -ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია, ქართული ღვინისა და ზოგადად ქართული კულტურის ერთგვარი სავიზიტო ბარათი. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქვევრში ღვინოს უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად აყენებენ. ქვევრის ტიპის უძველესი ჭურჭელი აღმოჩენილია საქართველოში და განეკუთვნება ძვ.წ VI-V ათასწლეულებს. დღეს არსებული ქართული ქვევრის ფორმა III- II ათასწლეულში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდამდე ძირითადად პატარა ქვევრები იყო გავრცელებული, რომლებიც სიმაღლეში 1-1,5 მეტრს არ აღემატებოდა და ჰქონდა ბრტყელი ძირი და განიერი მუცელი დღეისათვის კი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კვერცხისებური ფორმის ქვევრები.
ქვევრის სიკეთე
-ბუნებრივი ტემპერატურული ბალანსი- ქვევრში ღვინის ტემპერატურა შენახვის დადგენილ ზღვარს არ სცილდება და იმას რასაც ქარხნული მეღვინეობის პირობებში რიგი დანადგარები და დანახარჯები ესაჭიროება ქვევრებში ბუნებრივადაა დაცული. ტემპერატურულ რეჟიმს არა მარტო ღვინის შენახვისათვის, არამედ ალკოჰოლური დუღილის პროცესისათვისაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

-ღვინის დადუღება-დავარგება- ქვევრში ტემპერატურული რეჟიმის ბუნებრივი ბალანსისა და ალკოჰოლური დუღილისათვის ოპტიმალური ტემპერატურის თავისთავად არსებობის გამო ღვინის დაყენებისას ქრონოლოგიურად მიმდინარეობს ყველა ის პროცესი, რასაც ქარხნულ პირობებში სხვადასხვა დანადგარები და ქიმიური დანამატები ესაჭიროება. ქვევრის უნიკალური ფორმიდან გამომომდინარეობს, ის რომ ჭაჭაზე დატოვებული ღვინო არ განიცდის ლექის გავლენას. ალკოჰოლური დუღილის დასასრულს ყურძნის წიპწების დიდი ნაწილი მარცვალს მოსცილდება, იძირება და გროვდება ქვევრის ძირში. წნევის ზემოქმედებით ყურძნის წიპწას ლექი გადაეფარება რის შედეგადაც ხდება წიპწისა და ღვინის ერთმანეთისაგან იზოლირება. დუღილის დასრულების შემდეგ,რადგან ჭაჭა გარკვეული დროის განმავლობაში არ იძირება მასში ალკოჰოლური დუღილის დროს გამოყოფილი ნახშირორჟანგის არსებობის გამო, მის ჩაძირვას ლექის დალექვა უსწრებს წინ, ხოლო შემდეგ უკვე ჭაჭა იწყებს ჩაძირვას.ამრიგად, ღვინოს შეხება მხოლოდ და მხოლოდ ჭაჭასთან აქვს, საიდანაც მას მაქსიმალურად გამოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ნივთიერებები. იმ ფაქტს, რომ ქვევრის ღვინო ბუნებრივად სტაბილურია განაპირობებს ის რომ ქვევრის ღვინო ტანინებით მდიდარია ,ტანინი კი თავისთავად ბოჭავს ღვინოში არსებულ ცილებს, რომლებიც ამღვრევენ ღვინოს.

ქვევრის ღვინო
ქვევრის ღვინო ზოგადად გულისხმობს ყურძნის ტკბილის გარკვეული რაოდენობის ჭაჭასთან დადუღებას ,დაღვინებასა და შემდგომ დავარგებას. პირველი და მნიშვნელოვანი წესი ქვევრში ღვინის დაყენებისა არის ქვევრში ღვინის დაყოვნება თავისავე ჭაჭაზე -როგორც ალკოჰოლური დუღილის ,ისე მის შემდგომ პერიოდშც.
ღვინის დაყენების ტექნოლოგია რიგი მიზეზების გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში განსხვავებულია. მაგალითად კახეთში ალკოჰოლურ დუღილში მონაწილეობს ჭაჭის მთლიანი რაოდენობა, ღვინის დაყენების იმერული წესი კი გულისხმობს საწნახლიდან ქვევრებში ჩასხმულ ტკბილს დამატებული არა ჭაჭის მთლიანი რაოდენიბა, არამედ მაქსიმუმ ერთი მესამედი ნაწილი.

რაც შეეხება იმ საკითხს თუ რამდენი ხანი უნდა დაყოვნდეს დასავარგებლად ღვინო თავისივე ჭაჭაზე , ამ პერიოდს განსასაზღვრად დიდი მნიშვნელობა აქვს ყურძნის ჯიშს, ალკოჰოლური დუღილის ხანგრძლივობას , გარემო პირობებს და სხვ. საშუალოდ წითელი ღვინო ქვევრებში მხოლოდ ალკოჰოლური დუღილის პერიოდში ჩერდება, ეს შეიძლება იყოს 7-10 დღე, მაქსიმუმ 2 კვირა. თეთრი ყურძნის შემთხვევაში ღვინოს ჭაჭაზე გაზაფხულამდე ტოვებენ. ჭაჭაზე დიდი ხნით დაყოვნებული ღვინო იძენს მუქ ჩალისფერ, ოქროსფერ ან ჩაისფერ შეფერილობას , გამჭვირვალეა და კრიალა, ხასითდება ხილის ტონებით და ტანინების ზომიერი შემცველობით, არის ბუნებრივად სტაბილური.

ზედაშის ქვევრი და ღვინო
საზედაშე ღვინის დაყენება დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი ქვევრის ღვინის დაყენებისაგან, ძირითადი განსხავავება არის არა ღვინის ტექნოლოგია არამედ შინაარსობრივი და დანიშნულებითი მხარე. ზედაშე არის წითელი ღვინო, რომელსაც ხმარობენ საეკლესიო რიტუალების დროს. ზედაშის ქვევრიც მარანში ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს და მას ყოველთვის გამორჩეული ადგილი უნდა ჰქონდეს. ესაჭიროება განსაკუთრებული ყურადღება და მოპყრობა. საზედაშე ღვინოს ჭირდება არა ფილტრაცია თუ სხვა პრეპარატებით გაჯერება, არამედ ჭაჭიდან დროული მოხსნა და გადაღების სწორი დროის შერჩევა.


ამრიგად ქვევრი ფენომენალური ჭურჭელია თავის თვისებებით და ღვინოზე დადებითად ზემოქმედებით. დღესდღეობით ქვევრის ღვინის წარმოება არა მარტო საქართველოში ,არამედ მთელს მსოფლიოში უჩვეულო სისწრაფით ვითარდება. ამჟამად საქართველოში ქვევრის ღვინოს თითქმის ყველა კომპანია აწარმოებს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2015, 08:34 PM

"ღვინო იმისთვის მოგვეცა, რომ ვიხაროთ და არა იმისთვის, რომ უმსგავსოდ მოვიქცეთ, იმითვის, რომ ვიცინოთ და არა იმითვის, რომ დაგვცინონ, ჯანმრთელობის განსამტკიცებლად და არა სნეულების შესაძენად, სხეულის გასამაგრებლად და არა სულის მოსაუძლურებლად".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2015, 03:27 PM

ვაზის სხვლა
ვაზის სხვლის ვადები - ვაზის სხვლა შეიძლება დაიწყოს შემოდგომაზე, ფოთოლცვენის შემდეგ. სხვლის წარმოება შეიძლება მთელი ზამთრის განმავლობაში და გაზაფხულზე - კვირტების გაშლამდე. სხვლა არ უნდა წარმოებდეს ძლიერ ყინვიან დღეებში, რადგან რქები მყიფეა და ადვილად ტყდება, ხოლო გადაჭრის ადგილი მეტად მგრძნობიარეა ყინვისადმი. მსხვილ სამრეწველო ვენახებში სხვლა მთელი ზამთრის განმავლობაში მიმდინარეობს, რათა მუშახელი დროზე გამოთავისუფლდეს ვენახის სხვა სამუშაოების ჩასატარებლად. თუ ასეთი პრობლემა არ არის, ვაზის სხვლა შეიძლება ჩატარდეს კვირტების დაბერვის წინ, რადგან ვაზის გვიანი სხვლა რამდენიმე დღით აგვიანებს კვირტების გამოსვლას, ეს კი ხელს უწყობს საგაზაფხულო წაყინვებისაგან ვაზის დაცვას.

სხვლის ტექნიკა - სხვლის დროს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე სავენახე სასხლავი მაკრატელი. მაკრატელი უნდა იყოს გალესილი, მსუბუქი და მოხერხებული. დატვირთვა სასხლავ მაკრატელზე დიდია, ამიტომ აუცილებელია სისტემატური შემოწმება ვარგისიანობაზე და მისი მოვლა (გალესვა, შეზეთვა, დარეგულირება). კარგი მაკრატელი უნდა იყოს მაღალმწარმოებლური, არ უნდა მოითხოვდეს დიდ ძალას და რქაზე ტოვებდეს სუფთა ჭრილს. მიზანშეწონილია, მსხვლელი ატარებდეს სხვლის დროს პატარა ხელის ხერხს, განსაკუთრებით ძველ ვენახებში მუშაობის დროს, ძველი გამხმარი, მრავალწლიანი ტოტების მოსაცილებლად. ეს აადვილებს მუშის შრომას და მსხვილი ტოტების მოჭრის დროს იცავს მაკრატელს გაფუჭებისგან. ძველი ნაწილების სხვლის დროს ჭრილობა უნდა გაკეთდეს სწორი კუთხით, ჭრილის ნაკლები ფართის უზრუნველსაყოფად, ჭრილობა არ უნდა იყოს ძლიერ ახლოს რქის ფუძესთან ანუ მხართან. ერთწლიანი რქები იჭრება მკაცრად, ბოლო კვირტიდან 1-3 სმ-ზე.

ვაზის სხვლის მიზანია ყურძნის რეგულარული და მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღება. გასხვლის საშუალებით მყარდება სასურველი შეფარდება ვაზის ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობას შორის. საქართველოში გავრცელებული ვაზის ფორმირების წესებიდან აღსანიშნავია: ქართული ცალმხრივი, ქართული ორმხრივი, ორმხრივი მოკლე კორდონი, ცალმხრივი კორდონი, ორსართულიანი მრავალსაკავებლიანი თავისუფალი ფორმა. სამოყვარულო მევენახეობაში გამოყენებულია ოლიხნარი, ხეივანი და სხვა. ყველა ამ ფორმას ახასიათებს ვერტიკალური სწორმდგომი შტამბი, განსხვავებით იმ ფორმებისაგან, რომლებიც გავრცელებულია ყინვასაშიშ რეგიონებში (რუსეთი, უკრაინა და სხვ.).
საქართველოს მევენახეობის რაიონების აგროეკოლოგიური პირობების მრავალფეროვნება, ვაზის ჯიშის გენეტიკური პოტენციალის სხვადასხვა დოზით გამოვლინებას განაპირობებს. ამიტომ, ერთი და იგივე ჯიში შეიძლება განსხვავებულ აგროეკოლოგიურ პირობებში განსხვავებულ ფორმირებას მოითხოვდეს.

წყარო: მევენახეობა - ვ. გოცირიძე ა. გოდაბრელიძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2015, 07:31 PM

"არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც.

მაგალითად, ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი, _ გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი. როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი, _ ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს.

რაკი ღვინისა და, საერთოდ, პურობის საკითხს შევეხეთ, აღვნიშნავთ იმასაც, რომ საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც დებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა. ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვა საუფლო საქმედ მიიჩნეოდა.

ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, _ უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე ზოგი ჯიში მთლიანად განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა, ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი რამ იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა საკრალური დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა.

მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისაკენ იცვლება და ამაში გულანთებული უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული."

/პატრიარქის 2015 წლის სააღდგომო ეპისტოლე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2015, 10:22 PM

"როცა გაიგო [მეუფე ელისემ (ჯოხაძე)] ვენახი მქონდა და ვაზს ვუვლიდი, მითხრა, ვინც ვენახს უვლის, ის უფალს უვლისო"

/დეკ. ელიზბარ სოფრომაძე

"კარიბჭე" N9, 2015, გვ. 73/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2015, 02:28 PM

"ერთხელ, თბილისში, მეუფეს [ელისე] ვესტუმრეთ მე და მამა გიორგი გუგუშვილი. რამდენიმე წუთში სუფრა გაშალა და თან თამადად დამადგინა. უამრავ საკითხზე ვისაუბრეთ. ანაზდად, მეუფეს მოკრძალებით ვთხოვე, რაიმე ისეთი ეთქვა ჩემთვის, რაც სულის სარგო იქნებოდა და ცხოვრებაში გამომადგებოდა.

ჯერ შორს დაიჭირა პასუხი, ხოლო როცა არ მოვეშვი, მითხრა: - მამაო, შენ ჩემი სასწავლებელი არაფერი გჭირს, კითხვა გიყვარს და კარგად იცი, როგორც გვმოძღვრავენ წმინდა მამები, მაგრამ რახან მკითხე, გეტყვი - ისეთ კაცთან ნუ იმეგობრებ, ვისაც ვაზი არ უყვარს და პატივს არ სცემს ღვინოს, არ გამოგადგებაო.

ეს ისეთი გულით თქვა, რომ აღარ იყო საჭირო 103-ე ფსალმუნის მე-15 მუხლის დამატება: "ღვინო ახარებს გულსა კაცისასა", ან წმინდა პავლე მოციქულის დარიგების გახსენება: "ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ აღივსენით სულითა" (ეფ. 5.18), რადგან მისი სიტყვებით ეს ყოველივე ნათქვამი იყო".

დეკ. ბიძინა გუნია

/"კარიბჭე" N9, 2015, გვ. 70/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2015, 08:08 PM

"ქართულიდანაა გავრცელებული მთელს მსოფლიოში ღვინის კულტურა და მისი სახელი, ქართ. - "ღვინო" და ესპანურად, იტალიურად, რუსულად, ლათინურად - "ვინო", ინგლისურად - "ვაინ" და ამის მატერიალური მტკიცებულებაა საქართველოში აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი ყურძნის წიპწა"

/იბერიელთა კვალი
"კანდელი" N7, 2015, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2015, 11:28 PM

http://news.ge/ge/news/story/135893-iberiis-samefos-droindeli-marnisa-da-tadzris-nashtebi-treligorebze

იბერიის სამეფოს დროინდელი მარნისა და ტაძრის ნაშთები თრელიგორებზე
26 მაისი 19:32441

საქართველოს ეროვნული მუზეუმის უძველესი თბილისის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, დიღომში, თრელიგორების უძველესი ნასახლარის ტერიტორიაზე ჩვ.წ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული ქართლის (იბერიის) სამეფოს უადრესი ხანის მარნისა და ტაძრის ნაშთებს მიაკვლია.

მარნის აღმოჩენამ თრელიგორების ნასახლარის ძნელადმისადგომ თხემზე, მეცნიერებს ავარაუდებინა, რომ მარანი შეიძლებოდა ყოფილიყო სატაძრო კომპლექსის ნაწილი. ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა აერო ფოტოებისა და სატელიტური გამოსახულებების შესწავლამ და არქეოლოგების მიერ ჩატარებულმა სადაზვერვო სამუშაოებმა.

როგორც მუზეუმიდან news.ge-ს აცნობეს, ამ პერიოდის მარნის აღმოჩენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მეღვინეობის განვითარების ისტორიის კვლევისთვის.

„ქვევრებში დალექილი ნაშთების ლაბორატორიული კვლევა, სავარაუდოდ, მოგვცემს ინფორმაციას არსებობდა თუ არა გენური უწყვეტობა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის ადრეულ ეტაპზე ღვინის დასამზადებლად გამოყენებულ ყურძნის ჯიშებსა და ქვემო ქართლში დადასტურებულ, მსოფლიოში უადრეს, რვაათასწლოვან ყურძნის ჯიშებს შორის.

ახალ აღმოჩენას მნიშვნელობა ენიჭება ასევე ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციის ისტორიის რეკონსტრუქციის თვალსაზრისითაც.

ექსპედიციის ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის არქეოლოგიური კოლექციების კურატორი, არქეოლოგი მიხეილ აბრამიშვილი“, - აცხადებენ მუზეუმში.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2015, 03:36 PM

"კახეთი - საქართველოს ღვინის აკვანი", - ამ სათაურით აქვეყნებს მორიგ სიუჟეტს საქართველოს შესახებ "ევრონიუსი". სიუჟეტშია აღნიშნულია, რომ საქართველოს აღმოსავლეთით კახეთი ქვეყნის ძირითადი ღვინისმწარმოებელი რეგიონია.

"ამ მხარეში ყურძენი 8 ათასი წლის წინ გაშენდა, რამაც არქეოლოგთა თქმით, კახეთი ღვინის აკვნად აქცია. ალავერდის მონასტერში ყურძის 104 ენდემური ნაირსახეობა იზრდება", - ნათქვამია სიუჟეტში.

სიუჟეტის გმირები არიან ალავერდის მონასტრის მონაზონი – მამა გერასიმე, რომელიც საუბრობს ბერების მეღვინეობის, უძველესი ქვევრების, საწნახელისა და მონასტრის მარნის მნიშვნელობაზე და ადგილობრივი მოსახლეები რომლებიც მეღვინეობას, როგორც სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს დარგს საზოგადოებას ამცნობენ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ კახეთში ვენახის მეპატრონეები, ღვინის გარდა, ჩურჩხელასაც ამზადებენ. "ღვინო საჩუქარია, რომელიც ღმერთმა გვიბოძა ადამიანის შრომის გზით, რათა გული გავიბედნიეროთ, სხეული გავიძლიეროთ და სული განვიწმინდოთ", - ციტირებს სიუჟეტის ავტორი ალავერდის მონასტერში მოღვაწე მამა გერასიმეს სიტყვებს.

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2015, 02:50 PM

დიდუბის რაიონის გამგეობა 24 ივლისს 19:00 საათზე გიწვევთ სემინარზე „ქვევრი-ეროვნული საგანძური“.
სემინარზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი თემები:
- ქვევრის ისტორის;
- ქვევრის მშენებლობა;
- მარანი;
- საღვინე ყურძნის ჯიშები;
- ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია;
- დეგუსტაციის ჩატარების სპეციფიკა;
- ქვევრის ღვინო ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
- ქვევრის ღვინის დეგუსტაცია
დასწრება თავისუფალია.
მის: თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი N 116
(დიდუბე პლაზას საკონფერენციო დარბაზი)

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2015, 03:17 PM

ისევ ქართული ჭრილობა

ვაზს შევხვდი თურქთა მიწაზე,
ხმის ამოღებას ცდილობდა,
ო, როგორ ვერ მოვისაზრე,
კლავდა ქართული ჭრილობა.

ვამტვრევდი ენას უცხოურს,
ვხარჯე, მარაგი რაც მქონდა,
არადა, თურმე ბეჩავი
ქართულად ლაპარაკობდა.

ვზი უცხოეთს და ვქვითინებ,
თითქოს და ქრისტე მენახოს, -
შენი ცრემლების ჭირიმე,
ჯვარზე გაკრულო ვენახო!

მორის ფოცხიშვილი

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2015, 03:42 PM

"ვაზის მრგველთან ის არ ვაქო, ვინც მის ნაცვლად ძეძვი დარგო"

დავით გურამიშვილი
/ელგუჯა მაღრაძე "გოდება" ტ. II გვ. 289/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 10:04 PM

"ოდეს მაშვრალს მოსწყურდების, მაშინ წყალი ღვინოდ ღირსა,
დრო მოვა, რომ გატკბილდების, ხილად სჭამენ პანტის ჩირსა"

დავით გურამიშვილი
/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება" ტ. II, გვ. 328/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 08:53 PM

http://www.radikal.ru

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2015, 08:21 PM

"სტრიქონში ყურძენივით დასწუროს სიტყვა, გარნა მათრობელა ბანგი ჩენჩოს, კლერტსა და წიპწას კვლავაც შეარჩინოს, რათა მკითხველმაც ეძებოს სანთლით სტრიქონებშუა მიმალული ციაგნი აზრთა - პოეტის სათქმელი"


/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 498/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2015, 10:03 PM

თელავის რაიონის სოფელ წინანდალში არის 135 წლის ვაზი – “შავი თითა”, რომლის გარშემოწერილობა 125 სმ-ია, მტევანი კი 4-5 კგ-ს იწონის.

http://radikal.ru/big/7eb515f642f847e8bfe61ab6c39b4daf

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2015, 06:20 PM

http://radikal.ru/big/b422f23eb45d48a18f979c689e09729a

ქართულმა საფერავმა გაიხარა ათონის წმიდა მთაზე და წელს პირველი ნაყოფიც მოგვცა. დე იხაროს ყველგან ქართულმა ჯიშმა და გენმა!

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)
FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2015, 11:09 PM

"ერთგულების უღელში ხარივით გაბმულს, მამულის ვაზის ფესვი და ძირი სიცოცხლესავით ეიმედება... მან თავისი დიდი წინაპარივით იცის, რომ ვაზის ცრემლი სიხარულს ნიშნავს, რომ ვაზი მეტის ლხენითა სტირის: "ეს სიცილია, ვაზი რომ ტირის და საქართველო რომ არ ბერდება".

/"უღამო ნათელი"
ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 585/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2015, 11:52 AM

http://radikal.ru/big/75203353d58c4d588557cba9c2e04082

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2015, 11:09 PM

http://radikal.ru/big/74c7c786c4b74389b9c5f8ec8dc4fef4

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2015, 11:50 AM

***
და როგორც გაკრეფილ
ვენახში მტევნები
იშვიათია ქვეყანაზე
მართალი გულები.

ვაჟა ხორნაული
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 09:26 PM

შემოდგომა

კაცს რომ ნაღველი მოეძალება,
ვინ რას მიაწერს ბედსა და იღბალს...
მე შემოდგომის შემობრძანება,
გაუხუნარი ფერებით მხიბლავს...
დროს თუ საფიქრალს უცვლის სამოსად,
სინათლეს მატებს კაცურ ნახელავს,
როცა ყოველი ფუძის დალოცვად,
ვენახს მტევნებში ჩაუსახლდება...
ის არ ოცნებობს სხვა სიმდიდრეზე
და არც სიკეთეს თითზე გადათვლის...
დადის და ყველა სახლის დირეზე,
ბარაქას კიდებს გიდელ – კალათით...
არ უცდის ბედის გაჩირაღდნებას
და შენც თუ გინდა მთები გადადგი,
შემოდგომა რომ კარში ჩადგება
დაღვინებული ქვევრში ბადაგით...
დროს თუ საფიქრალს უცვლის სამოსად,
ლაზათით ავსებს ქალურ შრომასაც
და ცხელ თონეში პურის ამოკვრაც,
ისე ახლოა ნათლულობასთან,
ის არ ოცნებობს სხვა სიმდიდრეზე
და არც სიკეთეს თითზე გადათვლის...
დადის და ყველა სახლის დირეზე,
ბარაქას კიდებს გიდელ – კალათით...

ბადრი სულაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 11:30 PM

..ვაზო!...

ვაზო!..გახარა ქართველმა...
გადამთიელმა კი არა,
აქაა შენი აკვანი
ყრმობის ლხენაც და იარაც.
რამდენჯერ გაგაჩანაგეს,
გთელეს,გილეწეს სხეული..
მაგრამ გადარჩი პაპის ხმალს,სალოცავს მოფარებული.
რამდენჯერ შენი ნაჟურით,
ურჯულოს მოულხენია.
გული რამდენჯერ გატკინეს,
ვერ კი რამ დაუკვეხნიათ..
რამდენჯერ ცეცხლში გაგხვიეს..
და შეურაცხგყვეს ვნებული..
მაგრამ შენთან არს კურთხევა,
უფლისგან მონიჭებული.
გელოდებიან ქვევრები,
მღვიმეში ჩალაგებული,
და მოღაღადე ბერები,
ქრისტეს სისხლს შეყვარნბული..
შენი ნაჟურით ხელადა,
საფლავის ქვაზე დებული,
და დალოცვილი ძეობა..
შენივე გაჩაღებული..
შენივე ნალოც მიწაწყალს,
შენ ეფერები თამამად..
საყვედურს მაშინ შეჰკადრებ..
თუ მძლავრობს უცხო თამადა..
....... ........ .....
ვაზო გაგზარდა ქართველმა!
გლეხმა მუხლმოყრით გიარა...
აქაა შენი აკვანი....
უცხო მიწაზე კი არა!

მარი ბაქანიძე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 04:14 PM

http://radikal.ru/big/44622604ac7c4d67bc6ec9ab6557280f

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 07:33 PM

http://radikal.ru/big/bb42ffe173094cefa1a725813f7fd9c9

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 10:21 PM

http://radikal.ru/big/ebe10a39861e4679b20b2cd546161f6f

მარტო მტევანი...
/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 11:15 PM

ვენახი ( ვ-ენა-ხის)

ა მომიცია დალოცვილი ვენახი ჩემი,
მას მოუარე, მასში ოფლი ჩაღვრილა ბევრი,
ისე შეჰყარე რომ ამ მტევანს არ აკლდეს ერთი,
მისი ნათელით დაამარცხე ყოველი ბნელი,

და ეს ვენახი იქმნეს თითით საჩვენებელი,
ზეციდან მადლის სიყვარულის მაჩვენებელი,
გარშემო ქვითა შემოსილა მისი კარიბჭე,
ქვევით წმინდად შერაცხულა მისი საუნჯე.

ბევრი ეცადა მოეშალა ფესვი ვაზისა,
თუმც სამარეში ჩაიტანა დარდი მაგისა,
მხოლოდ შენთვის დაწერილა ასობით ტომი,
შენს თვალწინ ისევ ინაცრება ყოველი რომი.

ესე ვენახი დღეს არს ობოლი ქვეყნისა ზედა,
არა ჰყავს შემწე და ქომაგი გარდასულ დღეთა
ხოლოდ შენ ერთგან დაიბადა მრავალი ტომი,
დრო მოვა შენს ფეხთ დაიჩოქებს ყოველი ტომი.

სამების ენით განირჩევა ხორბალი - ფეტვი,
აიწონება სინანული, მცირე თუ მეტი,
სამართლიანად მიიღებს ყველა სირცხვილს და საქებს,
შუქი ნათელი მოედება მხოლოდ შენს ტაძრებს.

კახაბერ ჭიჭინაძე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2015, 08:24 PM

"რაც შეიძლება მცირედ მიიღე ღვინო; რაოდენ ნაკლებს შესვამ ღვინოს, იმდენადვე სასარგებლოა იგი"

/ღირსი ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2015, 09:15 PM

"კალისტრატე ცინცაძე არ უარყოფს, რომ გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებაში საგრძნობი ადგილი უკავია "შვებისა და ლხენის" მოტივს, მაგრამ ეს მკრეხელობა როდია. განა საღმრთო წერილი არ გვეუბნება "ღვინო ახარებს გულსა კაცისასა" (ფსალმ. 103,15). "სიამოვნებათა განცდა არ არის ცოდვა, თუ იგი არ დაიმორჩილებს ადამიანს, არ დაატყვევებს მის თავისუფალს სულს და არ შელახავს მის აზნაურებას!"

/"კარიბჭე" N19, 2015, გვ. 28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2015, 11:00 PM

"კითხვაზე - შეიძლება თუ არა ღვინის სმა, მამა არსენმა [მღვიმელი] მიუგო:

"ეს თქვენს სულიერ მოძღვართან უნდა გაარკვიოთ. მაგრამ ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ჭაბუკის ორგანიზმში ღვინო სისხლად იქცევა, მოხუცის ორგანიზმში კი - წყლად".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N30, 2015, გვ. 8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 02:12 PM

http://radikal.ru/big/5c236d066efd46dfb910f6730b878741

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 12:34 PM

http://radikal.ru/big/0e62d8724ffe458687959bfb3a842e32

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2015, 10:40 PM

"ერთხელ, მონასტერში წყალი არ იყო და ხილი რითი გაგვერეცხა არ ვიცოდით. მე ერთი უგუნური აზრი შევთავაზე მამა გაბრიელს: "ღვინით გავრეცხოთ-მეთქი". ისეთი განრისხებული არ მინახავს: "შენ დარგე, შენ მოუარე, შენ დაკრიფე, შენ დაწურე? ეს ღვთის სასმელია, ამის დაღვრა როგორ იქნებაო?" - ძლივს გადავურჩი.

/მოგონებები მამა გაბრიელზე
"ქვაკუთხედი" N10, 2015, გვ.31/

"ბადაგონი" რომ დაღვარეს ის გამახსენდა... mellow.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2015, 09:20 PM

http://www.vinoge.com/degustacia/Rvinis-dRiurebi-giorgi-barisaSvili-mevenaxeoba-meRvineobis-mkvlevari

ღვინის დღიურები. გიორგი ბარისაშვილი. მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2015, 02:26 PM

http://radikal.ru/big/bea350ebadce44af92e749a7b730556f

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2015, 11:04 PM

"სვეტიცხოვლის კედელზე გამოსახულია სამოთხისეული "სიცოცხლის ხე", რომელიც ქართველმა კაცმა ვაზის მტევნებით შეამკო და ამგვარად ვაზი და ღვინო უკვდავებას დაუკავშირა"

/კოტე ჩოლოყაშვილი
"კარიბჭე" N23, 2015,გვ. 17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 09:31 PM

კრახუნა – იმერული ჰარმონია

კრახუნა ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ვაზის თეთრი საღვინე ჯიშია, რომელიც ძირითადად იმერეთშია გავრცელებული. კრახუნა მცირე რაოდენობიოთ ასევე გვხვდება რაჭაში, ლეჩხუმში, გურიაში და სამეგრელოში. თუმცა, როგორც ცნობილია, ჯიში განსაკუთრებით იმერეთში ავლენს საუკეთესო თვისებებს.

კრახუნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება დიდ ქართველ მკვლევარსა და ისტორიკოსს, ივანე ჯავახიშვილსაც აქვს გამოთქმული. ივანე კავახიშვილის აზრით, “კრახუნა” მარცვლის თვისებების გამომხატველი იმერული წარმოშობის სიტყვაა. დასავლეთ საქართველოში ამბობენ: “მარცვალი პირში სკდება – კრახუნობს. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კნატა-კნუტს ნიშნავს” – წერდა ჯავახიშვილი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2015, 11:39 AM

http://www.shin.ge/index.php?option=com_content&view=article&id=58%3Akatsi-romelmats-sakutar-maranshi-gvinis-churchlis-muzeumi-gakhsna&catid=70%3Atraditsiebi&Itemid=130

კაცი, რომელმაც საკუთარ მარანში ღვინის ჭურჭლის მუზეუმი გახსნა

ქართული საღვინე ჭურჭელი უძველესი დროიდან დღემდე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს შეადგენს. ძალზე მდიდარი არქეოლოგიური მასალა ცხადყოფს, რომ საქართველოში მეთუნეობა, კონკრეტულად საღვინე ჭურჭლის დამზადება, საკმაოდ მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ქართული საღვინე ჭურჭელი საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა და ყალიბდებოდა დროისა და სიტუაციის შესაბამისად. იცვლებოდა ჭურჭლის ფორმები, დამზადების ტექნოლოგია, დამუშავება და დანიშნულება. სამწუხაროდ, დღეს ქართველი ოსტატების მიერ მაღალი გემოვნებით შესრულებული საღვინე ჭურჭელი უხარისხო და უგემოვნო ფორმის თიხის ჭურჭელმა ჩაანაცვლა. ხშირად ქართულ სუფრაზე საღვინე ჭურჭლად გამოიყენება პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები და ბოთლები, რასაც ბევრი ადამიანი ქართული ღვინის კულტურის შეურაცხყოფად მიიჩნევს.
ჟურნალი "შინ" ქალაქ მცხეთას შემთხვევით არ ესტუმრა. სვეტიცხოვლისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს XVIII საუკუნის ბოლოს აშენებული სახლი, რომელიც თავისი არქიტექტურითა და ქვევრებით მორთული ეზოთი იპყრობს დამთვალიერებლის ყურადღებას. ამ სახლში ცხოვრობს გიორგი ბარისაშვილი, მეუღლესა და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ის პროფესიით მეღვინეა. თავისუფალ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს და გადაშენების პირას მყოფ ვაზის უნიკალურ ჯიშებს აგროვებს. გარდა ამისა, გიორგი დაინტერესებულია ეთნოგრაფიული მასალებით, განსაკუთრებით - მეთუნეობა-მეჭურჭლეობის უძველესი ნიმუშებით და ამ უნიკალური კოლექციით საკუთარ მარანში ღვინის ჭურჭლის მუზეუმი გახსნა.

- დავიბადე ქალაქ მცხეთაში. აქვე დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა. შემდეგ ჩავაბარე თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე. რაც თავი მახსოვს, ოჯახურ პირობებში ვწურავდით ყურძენს, ვაყენებდით ღვინოს. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, განმევრცო ჩემი ცოდნა და წავსულვიყავი ამ კუთხით. თავისუფალ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურობდი, ქართულ ვაზის ჯიშებსა და ღვინის ქართულად დაყენების ტრადიციებს ვიკვლევდი.

- რატომ არის ქართული ვაზი უნიკალური და ჩვენთვის უცნობი, რა ჯიშები აღმოაჩინეთ მოგზაურობისას?
- ქართული ვაზის ჯიშები, რომლებმაც საუკუნეებსა და ათასწლეულებს გაუძლეს, ასაკით უნიკალურია. ისინი დროთა განმავლობაში მოერგნენ ამა თუ იმ რეგიონს და ზოგიერთ შემთხვევაში სოფლის სახელსაც ატარებენ. რამდენიმე წლის წინ ვიმოგზაურე
ტაო-კლარჯეთში, საიდანაც უძველესი ქართული ვაზის ჯიშები ჩამოვიტანე. გავამრავლე, გავაკულტურე და გავავრცელე, ძირითადად მეგობრებს დავურიგე. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი მაგალითი ბევრია, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. დღეს ჩვენ გვაქვს გადაშენების პირას მისული უნიკალური ქართული ვაზის ჯიშები, ქართული მეღვინეობა მხოლოდ მაშინ განვითარდება, როდესაც ჩვენსას შევქმნით და წინაპრების გზას გავაგრძელებთ.

- მკითხველს გავაცნოთ "საოჯახო მუზეუმად" წოდებული თქვენი მარანი. ჩვენთვის უცნობი რა მასალებია თავმოყრილი და შეიძლება თუ არა მას კოლექცია ვუწოდოთ?
- მარანი თავიდან მოუწყობელი იყო, შემდეგ ჩემი ხელით გავაკეთე თაროები, რომლებზეც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული საღვინე ჭურჭლები განვათავსე. თქვენ აქ ერთდროულად შეხვდებით ქართლის, კახეთის, სამეგრელოს, საინგილოსა და სხვა კუთხეების კულტურას. სამწუხაროდ, დღეს ეს მემკვიდრეობა იკარგება. ძველი მეთუნეები, რომლებიც ამ უნიკალურ ჭურჭელს ამზადებდნენ, აღარ არიან. ჩემს "საოჯახო მუზეუმში" ყველაზე ძველი მცხეთური საღვინე დოქია, რომელიც ჩვ. წ. აღ.-ით III საუკუნით თარიღდება. შემდგომი წმინდა ნინოს პერიოდის დოქებია. სახლის მუზეუმს ვერ დავარქმევ კოლექციას, იმიტომ, რომ კოლექცია კოლექციონერის კუთვნილებაა. "საოჯახო მუზეუმი" არ არის ჩემი, ის ხალხის კუთვნილებაა და სწორედ ამიტომაც ჰყავს ბევრი სტუმარი.
ნათია ჩაშინი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2015, 11:36 AM

"...ახლადმოქცეულმა ქრისტიანებმა დიდი პატივითა და სიყვარულით მიაბარეს მიწას წმინდა ფილიპე მოციქულის პატიოსანი სხეული.

იმ ადგილას, სადაც წმინდანის სისხლი გადმოიღვარა, სამ დღეში სასწაულებრივად ამოიზარდა ვაზი..."

/"საპატრიარქოს უწყებანი" N39, 2015, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2015, 01:08 PM

ღვინო და ქრისტიანული მოღვაწეობა

ნუ აიძულებ შენს ძმას, დათრობამდე სვას ღვინო, თუნდაც წლების მანძილზე სვამდეს მას, რამეთუ გემის აგებას დიდი დრო სჭირდება, მისი დამსხვრევა კი ერთ წამში, ერთი დარტყმით ხდება. (წმ. ეფრემ ასური)

ღვინო რაც შეიძლება ნაკლები დალიე. რაც უფრო მცირე რაოდენობით მივიღებთ მას, მით მეტად გაიზრდება მისი კეთილმოქმედება. (წმ. ნილოს სინელი)

სამ პატარა ჭიქაზე მეტ ღვინოს, თუნდაც დაგაძალონ, ნუ დალევ. და ნუ დაარღვევ ამ წესს თვით მეგობრების ხათრითაც კი. (წმ. აბბა ესაია)

ღვინო სითხეა და გარკვეულწილად გავლენას ახდენს მისი დამლევის საქციელზე, ამჟღავნებს ადამიანის ზნე-ჩვეულებებს. თავად ღვინო ახალს არაფერს ქმნის, მხოლოდ დაფარულს ააშკარავებს. ხალხის დასანახავად წარმოაჩენს ადამიანის თვისებებს და თვალსაჩინოს ხდის მის შინაგან, ფარულ ხასიათს. (ღირსი ისიდორე პელუსიელი)

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2016, 08:48 PM

"აქვე [ერკეთის დედათა მონასტერი] შეგიძლიათ ნახოთ ვაზისგან გამოთლილი კარი. წარმოიდგინეთ, რამხელა უნდა ყოფილიყო ვაზის ხე, რომ მისგან კარი დაემზადებინათ. ახლა ის, როგორც სიწმინდე და სიძველე, ისეა ჩვენს მონასტერში დაბრძანებული".

/დედა მარიამ (ფოჩხუა)
"კარიბჭე" N27, 2015, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2016, 01:38 PM

"ღვინო სითხეა და გარკვეულწილად გავლენას ახდენს მისი დალმევის საქციელზე, ამჟღავნებს ადამიანის ზნე-ჩვეულებებს. თავად ღვინო ახალს არაფერს ქმნის, მხოლოდ დაფარულს ააშკარავებს. ხალხის დასანახად წარმოაჩენს ადამიანის თვისებებს და თვალსაჩინოს ხდის მის შინაგან, ფარულ ხასიათს".

/წმ. ისიდორე პელუზიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 09:34 PM

ბრაზილიური ყურძნის ხე - ჯაბოტიკაბა

ეს მცენარე ცნობილია, როგორც ბრაზილიური ყურძნის ხე. ხარობს პორტუგალიაში, არგენტინაში და უპირატესად, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ბრაზილიაში. მისი წვნიანი მეწამული ნაყოფი პირდაპირ ხიდან შეიძლება მოწყვიტოთ და შეჭამოთ...

ჯაბოტიკაბას ნაყოფი პოპულარული ინგრედიენტია მურაბის და წვენების მოსამზადებლად. უფრო მეტიც, ამ ყურძნისგან ღვინოს და ლიქიორს ამზადებენ. ნაყოფი დიდხანს ვერ ინახება. მოკრეფიდან მესამე დღეს იწყება დუღილის პროცესი".

/"ლამპარი" N5, 2015, გვ.26/

http://radikal.ru/big/c1be2b0c610f4023be31748d5afc4b5c

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2016, 05:45 PM

"ფსალმუნი 1 [იკითხება] - როცა ხის ანდა ვაზის დარგვა გვინდა,რათა ნაყოფი გამოიღოს"

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 39, გვ.140/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2016, 09:37 PM

"ქრისტიანებისთვის ქორწინების უდიდეს მნიშვნელობაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ პირველი სასწაული უფალმა სწორედ ქორწილში აღასრულა, როდესაც წყალი ღვინოდ აქცია. ღვინო სიმბოლურად ღვთის მადლს განასახიერებს ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2016, 01:33 PM

"სამი ჭიქა რომ დავლიოთ, ბევრი ხომ არ იქნებაო? - ჰკითხეს მამა სისოს. "თუ იცი, რომ ეშმაკი ცოცხალი აღარ არის, სამი ჭიქა არც ისე ბევრია, ხოლო თუ ჯერ კიდევ არსებობს, მეტისმეტიაო", - მიუგო ბერმა".

/მართლმადიდებლური კალენდარი 2015, 4 თებერვალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2016, 05:08 PM

http://radikal.ru/big/f0aadac5f618499789980e12ecab5e42

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2016, 10:34 PM

"ჟამსა წნეხისასა (ყურძნის წურვისასა)"

/საქართველოს იმედი II წიგნი 41, გვ.78/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 21 2016, 10:48 AM

"ვენახსა ამას, რომელსა სცავს ღმერთი, ვერ განიპარავს მპარავი ყურძენსა".

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 41, გვ.121/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2016, 11:22 AM

http://radikal.ru/big/ba35d79c7453460bb73f94899a81e40f

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 10:49 PM

"არასოდეს სვამდა ღვინოს. თუკი, როგორც იღუმენს, საზეიმო ტრაპეზზე უხდებოდა დალევა, საკუთარ თავს მხოლოდ ბაგეების დასველების ნებას აძლევდა".

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 44, გვ. 74/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2016, 09:56 PM

"...ერთხელ, რთვლობისას, იმ კელიის ვენახში კრეფდნენ ყურძენს, სადაც მამა კოზმა ცხოვრობდა. მახსოვს, მტევნები ისეთი მძიმე იყო, რომ ვაზები მიწამდე დახრილიყო და ჭიგოები ჰქონდა შედგმული, მიწას რომ არ შეჰხებოდა..."

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 44, გვ. 154/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2016, 01:43 PM

"- მამაო, შეიძლება ღვინის დალევა?

- ეს შენს სულიერ მოძღვარს უნდა ჰკითხო. მაგრამ ფრთხილად იყავით, ვინაიდან ახალგაზრდებს ღვინო სისხლად გადაექცევათ, მოხუცებს კი წყლად".

/"საქართველოს იმედი II" წიგნის 45, გვ.107/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2016, 10:00 AM

http://radikal.ru/big/ffb2497d9e104615849d7a055dae4700

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2016, 11:19 PM

http://radikal.ru/big/6b91f8db3a4d4909a25adb60b66e01dc

"ასე დაიცვეს შვეიცარიელმა მევენახეებმა თავიანთი ვენახები ყინვისგან".

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 07:56 PM

"მეღვრეკისში ოდითგანვე საუკეთესო ჯიშის საბარძიმე ყურძენს მოიწევდნენ".

/"კარიბჭე" N9, 2016, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2016, 10:31 AM

"...საღამოს სტუმრები იყვნენ ასევე ქართველი ჩოხოსნებიც, რომელთაც კათოლიკოს-პატრიარქს მიართვეს ვაზის ლერწებიდან შედგენილი საქართველოს ორიგინალური რუკა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. აღსანიშნავია, რომ რუკაზე ყოველი რეგიონი შედგენილია იმავე კუთხიდან ჩამოტანილი ვაზის ლერწებით".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N17, 2016, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2016, 07:57 PM

http://radikal.ru/big/1f27aabb1b6b499fb5a47c2d3f9bff0e

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2016, 12:34 PM

"ამ წმინდა კალივაში [ათონის მთაზე] საჭმელი, ჩვეულებისამებრ, ასე მზადდებოდა: მდუღარე წყალში ყრიდნენ ცოტაოდენ ფქვილსა და მარილს და ფაფა მზადდებოდა. როცა ყურძენი ჰქონდათ, ჩაჭყლეტდნენ თიხის ჭურჭელში და წყალს ასხამდნენ".

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 47, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2016, 06:05 PM

"სულიერი სიკეთისათვის მამა ლაზარესთან მისულნი, მისგან სულიერი ნაყოფით აღვსებულნი გამოვდიოდით, თითქოსდა მონაზვნური გამოცდილების ვენახის სავსე მტევნებით დატვირთულნი".

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 47, გვ.55/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2016, 10:59 AM

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ქალაქი“ გაიხსნა, რომლის პირველი სტუმარი, მომავალ წელს, საქართველო იქნება. საზეიმო ცერემონიას, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა (François Hollande) გახსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მუზეუმი, რომელსაც „ღვინის ქალაქის“ უდიდესი ნაწილი ეთმობა, 2017 წლის პირველ საზაფხულო გამოფენაზე - „მოწვეული ვენახი“, საქართველოს უმასპინძლებს. გამოფენა, სახელწოდებით - "საქართველო - მეღვინეობის აკვანი“, 2017 წლის ივლის-აგვისტოში იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ღვინის ბიზნესის მსოფლიო ცენტრში, ქალაქ ბორდოში, "ღვინის ცივილიზაციის მუზეუმში" საქართველოს განსაკუთრებული ადგილი ექნება.

"ჩვენ შევძლებთ, წარმოვაჩინით საქართველო, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი. დღეს პრეზიდენტმა ოლანდმა და ბორდოს მერმა ალან ჟუპემაც კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადასტურეს, რომ საქართველო ღვინის ცივილიზაციის აკვანია, რაც ძალიან.მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამაში ჩართულები იყვნენ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საელჩო, მეგობრები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან", - განაცხადა პრემიერმა და გაწეული სამუშაოსთვის საქართველოს ელჩებს საფრანგეთსა და ესპანეთში, მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა ეს მიღწევა მიულოცა სფეროში ჩართულ საქართველოს ყველა ბიზნესმენს და ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეს ემსახურება.

მუზეუმში, პერიოდულად, სხვადასხვა დროებითი გამოფენა, დეგუსტაციები, ღვინოსთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციები და კულტურული ღონიძიებები გაიმართება. "ღვინის ქალაქში" ყოველწლიურად ათი ათასობით სტუმარს ელოდებიან. "ღვინის ქალაქის" იდეა ქალაქ ბორდოს მერს, საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ალან ჟუპეს ეკუთვნის.

საზეიმო ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 09:38 PM

"მოციქულებს ჰქონდათ შესანიშნავი და საოცარი წესი: როცა ტრაპეზზე სხდებოდნენ ხოლმე, - აუცილებლად ტოვებდნენ ორ თავისუფალ ადგილს: ერთს მაცხოვრისთვის და ერთს ღვთისმშობლისთვის. მათ სწამდათ, რომ მაცხოვარი და ღვთისმშობელი უჩინრად მათთან იყვნენ. მოციქულების ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში მარტოოდენ საქართველომ შეინარჩუნა, როცა ჩვენ ტრაპეზზე ვსხდებით, პირველი სასმისით უფალი იდიდება, ხოლო ბოლო სასმისი აუცილებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელია. ეს ტრადიცია, სუფრის ეს კულტურა, არ აქვს არც ერთ სხვა ეკლესიას, არც ერთ სხვა ერსა თუ ქვეყანას".

/"კარიბჭე" N11, 2016, გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 11:02 PM

"ვენახის შესარვა"

/"საპატრიარქოს უწყებანი" N18, 2016, გვ.9/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 11:44 AM

"ვაზი ჭეშმარიტად ისრაელის სიმბოლოდ იყო ქცეული. ვაზი, როგორც ემბლემა, ძვ. წ. აღ-ის II საუკუნის მეორე ნახევარში ანტიოქე ეპიფანეს წინააღმდეგ აჯანყებულ მაკაბელებს აერთიანებდა. ვაზი ტაძრის მორთულობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. საწმინდარში შესასვლელის თაღს ოქროთი ჩამოსხმული ვაზი და მტევნები ამშვენებდა, რომლისთვისაც ერთი მარცვლის შემატებისთვის ოქროს გაღების უფლების მოპოვებაც კი უდიდეს პატივად ითვლებოდა.

ეგვიპტიდან გამოტანილი ვაზის შესახებ ნათქვამია: უფალმა "დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა" (ეს. 5:2).

/"კარიბჭე" N13, 2010, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 02:59 PM

"მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა" (იოან. 15:1), - ბრძანებს უფალი. მართლაც, კაცობრიობამ არ იცის სხვა ვაზი, რომელიც თავის ნაყოფს უშუალოდ ღმერთისთვის აღივებს და ეს ნაყოფი ღმერთამდე აჰყავს".

/"კარიბჭე" N13, 2010, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2016, 09:07 PM

http://radikal.ru/big/30ebd2928ee4429ea5c7572367669fd5

ტორტი ღვინოთმცოდნე გიორგი ბარისაშვილისთვის smile.gif

/FB/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2016, 11:33 AM

"სწავლება იყალთოს აკადემიაშიც იმავე პროგრამით მიმდინარეობდა, რომლითაც გელათში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აქ დამატებით ასწავლიდნენ მჭედლობას, კერამიკას და მევენახეობა-მეღვინეობას".

/"კარიბჭე" N14, 2008, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2016, 12:39 PM

"პირველად უმთავრესი სასასმოთი უნდა დაელიათ ღვინო"

/"საქართველოს იმედი II", წიგნი 55, გვ.59/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2016, 11:12 AM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2016, 12:46 PM

"სერბულ მონასტერში სიმონ მირონმდინარის საფლავთან ვაზია ამოზრდილი. გარდაცვალების წინ სიმონმა შეწუხებულ სულიერ შვილებს უთხრა: არასდროს დაგტოვებთ. ჩემი საფლავიდან ამოვა ვაზი და უშვილოთ შვილს მისცემსო. დღესაც ხდება ეს სასწაულები".

/"კარიბჭე" N11, 2008, გვ.21/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 06:46 PM

" - აღნიშნული [საფლავის ქვის] გადასაფარებლის ოლეებზე ძირითადად ვაზისა და სხვა მცენარეთა ორნამენტია, რაც შემთხვევითი არ არის, ვაზი ხომ საკრალური ხეა...


- რა თქმა უნდა, რადგან საქართველოში მსხმოიარე ვაზის საფლავის ქვებზე გამოსახვის ტრადიცია არსებობდა. ალბათ საფლავის ქვის გადასაფარებლებზე მის მოქარგვას ამიტომ მიაქციეს ყურადღება, მით უმეტეს, რომ მსხმოიარე ვაზი ქართულ ხალხურ პოეზიაში "ორთავ ცხოვრების შეუცვლელ მცენარეს" წარმოადგენს: "ხე მრუდე და ხე მართალი, ხეო, მაგრამ როგორ ხეო, სააქაოს ცხოვრება ხარ, საიქიოს სამოთხეო"...

საფლავის ქვაზე ვაზისა და მტევნის გამოსახულება უფრო მიცვალებულის იმქვეყნიური ცხოვრების იდეითაა დატვირთული. იგი სიმბოლოა საიქიო ცხოვრებისა, გარანტი მუდმივობისა. იგი ასახავს მიცვალებულის კავშირს სამოთხესთან, თავად მიცვალებულის ზიარებას ქრისტესთან. ასევე სიმბოლურია შროშანი, ზამბახი და მაყვალი. ყოველი მათგანი დაკავშირებულია ამქვეყნიურ ტკივილისა და იმქვეყნიურ ცხოვრებასთან".

/ხელოვნებათმცოდნე ეთერ სულხანიშვილი
"კარიბჭე" N12, 2009, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2016, 09:56 PM

"ერთი აქაური ნამდვილი ღვინო დაგალევინო, იმერული კი არა, კახური, მზით დაწურული".

/გოგლა ლეონიძე
"ქაროზი" N73, 2016, გვ.15/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2016, 01:59 PM

"საშინაო ღვინო (წყალ-ღვინო)"

/"ქაროზი" N73, 2016, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2016, 10:58 AM

"დიდ ბაბუას ვაზი ისე უყვარდა, მთვარის შუქზე დაჩოქილი ახვევდა, სხლავდა, ფურჩქნიდა".

/მამა მალხაზ ყიფიანი
"კარიბჭე" N24, 2007, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2016, 11:27 AM

"ანაგაში მევენახეობას უხსოვარი დროიდან მისდევენ და მემინდვრეობა-მესაქონლეობაზე მაღლა აყენებენ. აღსანიშნავია, რომ ქიზიყში ბორდოს ხსნარით ვაზი პირველად ანაგელ ალექსი მირიანიშვილს შეუწამლავს.

ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ კახეთში XIX საუკუნეში ქვევრებს ბევრგან აკეთებდნენ, მაგრამ საუკეთესოდ ანაგის ქვევრები ითვლებოდა. ერთ-ერთ უბანს საქვევრეებიც კი ჰქვია".

/"კარიბჭე" N24, 2007, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2016, 01:42 PM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 03:22 PM

"... აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შემონახულ ყველაზე დიდ მტევანს კარგ "ყოჩ ვაზთან" დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო..."

/"საპატრიარქოს უწყებანი" N1, 2017, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2017, 10:10 PM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 06:05 PM

"დიმიტრი ყიფიანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების ვიცე-პეზიდენტი. ცოტამ თუ იცის, რომ "ხვანჭკარის" წარმოებას XIX საუკუნის 80-იან წლებში საფუძველი ჩაუყარა დიმიტრი ყიფიანმა. მან "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" უნიკალური ყურძნის ჯიშებისაგან არასრული დუღილის მეთოდით მიიღო შესანიშნავი ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც მაშინ "ყიფიანის ღვინო" ეწოდებოდა.

1907 წელს დიმიტრი ყიფიანმა თავისი ღვინო გააგზავნა ბელგიის ქალაქ ოსტენში გამართულ ევროპის ღვინის ფესტივალზე. ყველასთვის გასაოცრად სწორედ "ყიფიანის ღვინოს" ხვდა წილად ოქროს გრან-პრი, რომელიც დღეს ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ეს იყო ქართული მეღვინეობისა და კერძოდ, ყიფიანის უდიდესი გამარჯვება".

/"თვენი" წიგნი 11, 11აპრილი - 20 აპრილი, გვ.87-88/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2017, 08:11 PM

"საღვინე სუფრის ჭურჭელი"

/"კარიბჭე" N5, 2017, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 07:13 PM

"მიწაში ჩადგმულია სხვადასხვა ზომის ოცდაათამდე ქვევრი"

/"კარიბჭე" N4, 2008, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 10:58 AM

"ნუ გმობ ღვინოსა, ლოთობა დაგმე"

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 11:31 AM

"ზოგიერთისგან მსმენია - ღვინო რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ლოთები არ ვიქნებოდითო. ჰოი, უგუნურნო! ადამიანი სცოდავს და ჩვენ კი ღვთის წყალობას ვადანაშაულებთ ამაში! განა ღვინოა ბოროტების მიზეზი? არა, დამნაშავე ღვინო კი არა, იმათი თავშეუკავებლობაა, ვინც ღვინოს ჭარბად მიირთმევს".

ეს სიტყვები წმინდა იოანე ოქროპირს ეკუთვნის. სამწუხაროდ, მღვდელმთავრის შეშფოთების მიზეზი არც ჩვენი თანადროული საზოგადოებისთვის არის უცხო და შორეული. ლოთობის სენის გამო დღესაც უამრავი ადამიანი აკლდება საღვთო მადლსა და წიაღს; საუბედუროდ, მემთვრალენი ვერც ამქვეყნად ხარობენ და ვერც იმქვეყნად განისვენებენ, რადგან წერია: "მემთვრალეთა სასუფეველი არა დაიმკვიდრონ" (II კორ. 6:10). სავალალოა ისიც, რომ ზარალდებიან და იტანჯებიან მათ გარშემომყოფი ადამიანებიც."

/"კარიბჭე" N7, 2008, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 08:57 PM

"საუბედუროდ, სიმთვრალე ყოველთვის და ყოველ ხალხს შორის იყო გავრცელებული, მაგრამ ჩვენს დროში იგი გავრცელდა და ვრცელდება მომეტებულად. საკვირველი და სამწუხაროა ის, რომ მემთვრალენი მომრავლდნენ განათლებულ პირთა შორისაც. სიმთვრალე წარღვნასავით გავრცელდა... იგი რყვნის, ღუპავს, აღარიბებს მრავალ ადამიანს და ოჯახს".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.24/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2017, 12:32 PM

"დიდი ძალა და გავლენა აქვს ღვინოს კაცის ბუნებაზე. ამიტომაც გვიკრძალავს წმინდა პავლე მოციქული მთვრალობას: "ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე..." ერთი უსაძაგლესი ზიანი (ვნება), რომელიც სიმთვრალისგან წარმოსდგება, ის არის, რომ იგი კაცს რაღაც დროით პირუტყვად აქცევს, ჭკუას უბნელებს, ენას უბამს. ამიტომ მოერიდე, ჩემო ძმაო, ვისაც გესმით ამდენი, სიხარბით ღვინის სმას. არათუ არ უნდა დათვრე, ზედმეტიც არ უნდა დალიო. წმინდა მოციქული ღვინის სმას სრულიად კი არ გიშლის, მან თვითონ მისცა ნება და უბრძანა კიდეც თავის საყვარელ მოწაფეს - ტიმოთეს, რომელიც კვიპროსის მწყემსმთავრად დაადგინა, მცირეოდენი ღვინის სმა სხეულისა და ჯანმრთელობისათვის".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.24/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 10:08 PM

მემთვრალენი გავგზავნოთ ძროხასთან და ცხენთან...

"საღმრთო წერილი ზარმაც კაცს ჭიანჭველასთან გზავნის, რომ მისგან ისწავლოს შრომისმოყვარეობა ("მიბაძე ჭიანჭველას, ზარმაცო"), ხოლო მემთვრალე უნდა გავგზავნით ძროხასთან და ცხენთან და სხვა პირუტყვებთან, რომ იმათგან ისწავლოს სასმელის ზომიერი მიღება. პირუტყვი უზომოდ და უდროოდ წყალსაც არ დალევს. მემთვრალეს კი არც ზომა აქვს და არც დრო დანიშნული ღვინის სმისთვის.
როდესაც წმინდა ეკლესიას სურს ცოდვილი კაცის გამოფხიზლება და დარიგება, მაშინ მას მაგალითად უფალ იესო ქრისტესა და წმინდა კაცთა ცხოვრებას წარმოუდგენს, ხოლო როდესაც მემთვრალე კაცის შეგონება დაგვჭირდება, მაშინ პირუტყვები უნდა დავუსახოთ მაგალითად. ამაზე უდიდესი შეურაცხყოფა კაცის ბუნებისა რაღა იქნება!"

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2017, 10:43 AM

"ნუ აავსებ ღვინითა მუცელს, თორემ მისი ორთქლი მუცლიდან თავში აგივარდება, ტვინს დაგიბნელებს, ჭკუას ჩამოგართმევს, ეშმაკის ხელში ჩაგაგდებს და მტრის სათამაშოდ გაგხდის".

/წმ. გაბრიელ ეპოსკოპოსი (ქიქოძე)
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.25/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2017, 11:18 AM

"წმინდა მოციქული გვეტყვის: "ნუ დათვრებით ღვინითა, არამედ აღივსენით სულითა". სულიერი სიხარული ეძიეო. რა არის სულიერი სიხარული? სულიერი სიხარული ის იქნება, თუ შენ, სუფრასთან დამჯდარი, საჭმელს და სასმელს ზომიერად მიიღებ და ნაცვლად მრავალი ღვინის სმისა, შენ წარმოთქვამ სულიერ გალობას და იმით გამხიარულდები, დატკბები შენი ნათესავების ნახვით და მათთან საუბრით; მოყვრებთან, რომლებიც შენ გეწვივნენ.
"აღივსენით სულითა" - ამ დარიგებას უკეთ ასრულებს ის ქრისტიანი, რომელსაც დღესასწაული უყვარს დღესასწაულისათვის და არა ჭამისა და სმისთვის".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2017, 11:31 AM

"სიმთვრალე კაცს ხორციელადაც ღუპავს. იგი კაცს ჯანმრთელობას დააკარგვინებს. მართალია, მემთვრალე თავიდანვე ვერ შეატყობს, როგორ აფუჭებს ღვინო მის სხეულს და ჯანმრთელობას, მაგრამ ბოლოს მომეტებულად შეიტყობს ამის შესახებ.
სასმელის უზომო მიღება, მეტადრე - მაგარი სასმელის, გაგიფუჭებს სისხლს, წაგიხდენს ძარღვებს, დაგიზიანებს ფილტვებს, საბოლოოდ, სიცოცხლეს მოგისწრაფებს".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)
"კარიბჭე" N7, 2008, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2017, 12:27 PM

"ვენახში მუშაობით ხდება საკუთარი სულის სრულყოფა".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
"კარიბჭე" N15, 2008, გვ.56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2017, 08:59 PM

ქართველი ერი ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას ვაზის ნასხლავისგან შეკრული ჯვრით ეზიარა. ამიტომაც არის ვაზისა და ღვინისადმი ქართველის დამოკიდებულება საკრალური. საქართველო ოდითგანვე უფლის სავენახე იყო, ქართველი კაცი კი მევენახე, ვაზისა და ღვინის უზომოდ მოყვარული.

ქრისტიანობასთან ერთად, ქართველობა ვაზისა და ღვინის ბიბლიურ, წმინდა ქრისტიანულ მნიშვნელობასაც ეზიარა. ვაზი არა მხოლოდ მატერიალური დოვლათის წყარო იყო ჩვენთვის, არამედ სულიერი საზრდოც, ჩვენი წინაპრების ნაშრომ-ნაღვაწის სახსოვარი. "ვენახი ხომ ერთის დღისა და წლის საქმე არ არის. იგია ნაყოფი დიდის ხნის ჯაფისა და შრომისა, იგია თავნი, ნელ-ნელა მოგროვილი მამა-პაპის ოფლის ღვრითა, და თითქმის უტყვი ისტორიაა მთელის ოჯახის ეკონომიკურ ყოფა-ცხოვრებისა", - წერდა წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე).

/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.56/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2017, 11:48 AM

"უფლის ნებით გადაურჩა ვაზის ჯიში "კახური მცვივანი" გაქრობას"

/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.57/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2017, 01:54 PM

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2017, 10:03 PM

"საქართველოში "პურ-ღვინო" თავად ნიშნავდა ტრაპეზს, სუფრას, ნადიმს, ხოლო მისი გამწევი და თავმდგომი "პურღვინიან" კაცად მოიაზრებოდა. "პურღვინიანობა" იყო ქართველი კაცის არსობის, მისი ცნობიერება-ყოფიერების განმსაზღვრელი, რამეთუ "პურღვინიანი" კაცი ნიშნავდა უფლის მადლით მოსილ გულგაშლილ და ხელგაშლილ, შრომისმოყვარე, ამავე დროს, თავმდაბალ, მაგრამ საკუთარი ღირსების მქონე ადამიანს."

/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.57/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2017, 11:20 AM

"მარნეულის ეტიმოლოგია, ერთ-ერთი მოსაზრებით მარანს უკავშირდება. აქ იყო ძირძველი კულტურა ქართული ვაზისა. ტოპონიმს არქეოლოგიური გათხრებიც ადასტურებს. მარნეულის ველზე დანგრეულ გორა-ნასახლარზე არქეოლოგებმა ძველი წელთაღრიცხვის VI ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს. ვაზი ღვინოსთან არის დაკავშირებული, ღვინო კი ევქარისტული კავშირია უფალთან".

/"კარიბჭე" N13, 2017, გვ.23/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2017, 07:40 PM

"უფალი ხომ ზიარებას ვაზს ადარებს. ვაზი არის ის მაცოცხლებელი, ძირიდან ამოსული სიკეთის ღერძი, რომლის წვენითაც მრავალ ადამიანს ასაზრდოებს".


/მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი
"კარიბჭე" N13, 2017, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2017, 11:18 AM

"ქართველი ერის მატერიალური და სულიერი კულტურის საგანძურში ვაზს დასაბამიდანვე ეკავა გამორჩეული ადგილი.
ქართველმა დიდი გარჯისა და ოფლის ფასად უპატრონა და გადმოგვილოცა ვაზის უნიკალური ჯიშები: რქაწითელი, ოჯალეში, ალადასტური, ცოლიკაური, ციცქა, უსახელოური... მან დაგვიტოვა "მართალი ღვინის" დაყენების რეცეპტი. სვეტიცხოვლის კედელზე მან გამოსახა "სიცოცხლის ხე", რომელიც ვაზის მტევნებით შეამკო და ამით ვაზი და ღვინო სიცოცხლეს, გადარჩენას დაუკავშირა. მან შეიცნო, რომ ღვინო ქრისტეს სისხლის წინასახეა. ის თვით უფალმა გამოირჩია, გააკეთილშობილა და გვიკურთხა, სულისა და ხორცის საკურნებლად დაგვიდგინა."

/"კარიბჭე" N16, 2008, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2017, 01:03 PM

"ვაზისადმი ქართველი კაცის განსაკუთრებული დამოკიდებულება აირეკლა ხელოვნებაში, პოეზიაში, მუსიკაში... გავიხსენოთ თუნდაც ფილმი "ჯარისკაცის მამა". კახელი გლეხისთვის ვაზის გადათელვა ისეთივე შემზარავი მოვლენაა, როგორიც ბავშვის მოკვლა. ხალხური ლექსი გვეუბნება: "ვაზო, შვილივით ნაზარდოო". სხვა ერებში ვერ იპოვით ასეთ დამოკიდებულებას ვაზისადმი. დემეტრე I ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ საგალობელში ღვთისმშობელს ვაზს ადარებს: "შენ ხარ ვენახი ახლად აღყუავებული..." I კურსის სტუდენტებს ვაზისა და ღვინის ისტორიის კურსს ვუკითხავ. ლექციებს თეიმურაზ II-ის "ხილთა ქებით" ვიწყებ. აქ ხილთა გაბაასებაში წარმოჩენილია ვაზის უპირატესობა. ასე რომ, ვაზი არა მხოლოდ მატერიალური დოვლათის წყაროა ჩვენთვის, არამედ სულიერი საზრდოც, საფიცარი და სალოცავი."

/აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი
"კარიბჭე" N16, 2008, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 10:29 AM

"ქართველი ერი ჭეშმარიტ ქრისტიანულ სარწმუნოებას ვაზის ნასხლავის ჯვრით ეზიარა. თითქოსდა, მოულოდნელია ჯვრის ვაზისგან გაკეთება - წმინდა ნინოს უნდა სცოდნოდა, რომ ვაზს ქართველები ოდითგანვე აღმერთებდნენ. ისინი არ იცნობდნენ ქრისტიანობას, მაგრამ ცნობდნენ ვაზის ძალას. ამიტომ ვაზის ჯვარს უფრო ირწმუნებდნენ."

/აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი
"კარიბჭე" N16, 2008, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2017, 11:50 AM

"ივანე ჯავახიშვილმა 524 ჯიშის ნუსხა დაგვიტოვა და დართული აქვს საქართველოს ამპელოგრაფიას, რომლის ავტორებიც არიან ნიკო კეცხოველი, დ. აბაშიძე, მაქსიმე რამიშვილი... მევენახეობის ინსტიტუტის შექმნის შემდეგ, 40-იან წლებში დაიწყო მუშაობა მათ პოვნაზე. სოლომონ ჩოლოყაშვილისა და მაქსიმე რამიშვილის ძალისხმევით საკოლექციო ნაკვეთებში შეგროვდა 425-ზე მეტი ჯიში. დანარჩენი მოსაძებნია. ამ ადამიანებმა ანდერძად დაგვიტოვეს: "თითოეული ქართული ვაზის ჯიში ისტორიული ძეგლია. რქაწითელის, საფერავის, თაკვერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, ჩხავერის, ალექსანდროულის და სხვათა შექმნაზე იმდენი შრომაა გაწეული, რამდენიც სვეტიცხოვლის, გელათის, გრემის, იყალთოს და სხვა ისტორიული ძეგლების მშენებლობაზე... ჩვენი ვალია, დავიცვათ, განვავითაროთ და მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ისინი" (მაქსიმე რამიშვილი)."

"ქართველი გლეხი ვაზის ნაჟურს არაფერს უმატებდა, არაფერს ბღალავდა. "ბუნებრივი" წესით ამზადებდა. სწორედ ეს გახლავთ ღვინის ქართულად დაყენების ტექნოლოგია. სწორედ ასეთი, "ხელთუქმნელი" ღვინოა მარგებელი, მაკურნებელი თვისებისა, მხოლოდ იგი "ახარებს გულსა კაცისასა", როგორც ბრძანებს წმინდა დავით წინასწარმეტყველი."

"კახური ღვინო სამკურნალოა"

/აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი
"კარიბჭე" N16, 2008, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2017, 11:05 AM

"ვაზი წმინდა კულტურა იყო. საქართველოში არც ერთი ტაძარი არ აშენდებოდა ისე, რომ მის დეკორში, არქიტექტურულ ნაწილში არ ყოფილიყო გამოყენებული ვაზის ფოთოლი, მტევანი, ყლორტი, საეკლესიო მამულებში ვაზი ყოველთვის იყო ერთ-ერთი უწმინდესი მცენარე."

/აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი
"კარიბჭე" N16, 2008, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2017, 08:46 PM

"ვენახი ჯერ უნდა შემოღობო და მერე დარგო ვაზი".

/სოლომონ ბრძენი
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 02:19 PM

"... ვაზებს გრეხილზე, მწვანე ლერწმებს მზისკენ ავხრიდი..."

/ნაირა ნიჟარაძე
"ათინათი" N2, 2017, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2017, 06:56 PM

"ებრაელები ბროწეულისაგან უხსოვარი დროიდან ამზადებდნენ ბროწეულის ღვინოს".

/"კარიბჭე" N17, 2017, გვ.50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2017, 10:46 AM

"ოკეანე ღვინისა"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2017" გვ.151/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2017, 08:08 PM

"სოფელ კაჭრეთში ერთადერთი ვაზის ჯიში - მხარგრძელისეული თეთრი ხარობს, რომელიც გვალვას უძლებს".

/ივანე ჯავახიშვილი
"კარიბჭე" N21, 2017, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2017, 09:31 PM

"ქართული ვაზის ამპელოგრაფიაში აღწერილია 525 ვაზის ჯიში".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 09:04 PM

"სამწუხაროდ, ამჟამად ხიხვის ჯიშის ვაზი თითქმის გამქრალია, ერთეულ ძირებსღა ითვლის კარდენახისა და რუისპირის მიკროზონებში, კახური მცვივანის ნარგაობა კი არ გაგვაჩნია. იგი კარდაკარ არის საძებარი. შემცირებულია ისეთი უნიკალური ვაზის ჯიშთა ფართობები, როგორიცაა კრახუნა, ჩხავერი, ოჯალეში, გორული მწვანე".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 09:26 PM

"ვარაუდობენ, რომ უნიკალური ვაზის ჯიში საფერავი ტაო-კლარჯეთში წარმოიშვა, თუმცა დღეს მის სამშობლოდ კახეთი მიიჩნევა. სწორედ აქ წარმოაჩინა ვაზის ამ ჯიშმა თავისი განუმეორებელი თვისებები. იგი თითქმის ერთადერთია მსოფლიოში გავრცელებულ წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის, რომლის მარცვლის რბილობიც წითლად არის შეფერილი".


"ვენახის სათოხნელადა გული დამიწყებს ღიღინსა"

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.26, 27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2017, 10:47 AM

"მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ადგილობრივი ღვინოები ისე არ ეთანაწყობა ადგილობრვი საკვებს, როგორც საქართველოში".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 10:27 AM

"ვაზისადმი უსაზღვრო სიყვარულითა და მოკრძალებით განმსჭვალულმა ქართველმა მევენახემ ღვთის ნებით შეძლო ამოეცნო დიდი საიდუმლო - ვაზის მტევნებში ჩაბუდებული მზის მაცოცხლებელი ენერგია მოექცია მიწის გულში ღრმად ჩაფლულ თიხის ქვევრში და სასწაულმოქმედი ხელებით ვაზის პოტენცია მაკურნებელ ღვინოდ გარდაექმნა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ღვინო ცისა და მიწის ორგანული კავშირის ნაყოფია".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 10:50 AM

"ღვინის ზომიერი სმა უმთავრესი ნიშანი იყო ქართული სუფრისა. თრობა და "ზედასა-ზედა ღვინის სმა" არაქართული, არაქრისტიანული მოვლენაა. იგი თავისი არსით არ ესადაგება ტრადიციული ქართული ლხინის რიტუალს".

/"კარიბჭე" N19, 2011, გვ.28/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2017, 09:06 PM

"სიმღერა: "კარგი ღვინოა ადესა, რომ დავლიე, მომეალერსა"

/"კარიბჭე" N23, 2017, გვ.29/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2017, 06:25 PM

"მღვდელ ეფრემს [ალექსი-მესიშვილს] ეკუთვნის პლ. იოსელიანისგან ჩაწერილი ორი ლექსი - შაირი "ღვინის ჭურჭელთათვის": "ბახუსმა რანიც მოგვცა სასმური, ეს არს აწ ნახე ლიტლიტად ჭური", სადაც ზმით მოცემულია ოცი სხვადასხვა ჭურჭლის სახელი, აქ მოტანილის - მარნის, საწნახელის - მსგავსად და რომელსაც თბილისის მოსახლეობა მღეროდა ქუჩებში XIX ს-ის 40-50-იან წლებში".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N34, 2017,გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2017, 10:54 PM

"საქართველოს ყველა კუთხეში, სუფრასთან როდესაც თამადა ღვინის ჭიქით გადადის თანამესუფრესთან, "ალავერდიო", ამბობს. გურიაში კი - "დეილოცეო".

/"კარიბჭე"N25, 2017,გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 11:44 AM

"ჩხავერის ღვინოს ოქროსფერი აქვს, გემო ნაზი და უზადო. რაც მეტს სვამ, მით უფრო გინდება"

/"კარიბჭე" N26, 2017, გვ. 22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 11:13 AM

"ჭურო, მრავალ ახალ წელიწადს დაესწარი, პატრონი კარგად გყოლოდესო"

/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.19/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 07:06 PM

"აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შემონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ "ყოჩ ვაზთან" დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო".

"კანდელი" N15, 2018, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 06:48 PM

"და ყვავის ვაზი საქართველოში,
ქარვა იღვრება სავსე მტევნებად,
აქ ყველა გრძნობა დედა ღვთისმშობლის,
ჩამოიღვრება ვაზის ცრემლებად.

...ჩამორეკს ყველა ტაძარში ზარი,
თრთის ვაზის კვირტიც, ძარღვიც, ვენაც ხის;
სულში გუგუნებს საგალობელი,
"შენ ხარ ვენახი! შენ ხარ ვენახი!"

/მარი თაბაგარი
ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 07:32 PM

"ბორდომ, საფრანგეთის ღვინის ქალაქმა, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის, ქართული ღვინის გამოფენას უმასპინძლა.

"საქართველო - მეღვინეობის აკვანი" ბორდოს La Cite du Vin - ის (ღვინის ქალაქის) გამოფენათა ციკლის - "მოწვეული ვენახის" პირველი ექსპოზიცია გახლდათ.

ქართული ღვინის 8000-წლიანი უწყვეტი ისტორია მნახველების წინაშე საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცული არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატებით, უნიკალური ფოტოებით და თანამედროვე ინსტალაციებით გაცოცხლდა.

სპეციალურად ამ გამოფენისთვის დამზადდა ქვევრი, რომელიც მუზეუმის შესასვლელთან დაიდგა და მუდმივად იქ დარჩება, როგორც იუნესკოს მიერ აღიარებული მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი".

/"მუდმივი კავშირის სამყარო" N4, 2017, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2018, 11:29 AM

"გურიაში ახალ წელს ოჯახის უფროსი ულოცავს ოჯახს. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებს, შემდეგ შევა სახლში, წითელი ღვინით და დალოცავს ქვეყანასა და ოჯახს".

/"კანდელი" N1, 2018, გვ.11/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 07:26 PM

"ოფლით ნაჟურო, სისხლის ფერად ლიპლიპა ქვევრო"

/მამა არჩილ გვიმრაძე
"ფიქრების ზღვარზე" გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2018, 03:08 PM

"ბორდოს გამოფენის მთავარი ამოსავალი მეღვინეობის საწყისი ეტაპის - ნეოლითის ეპოქის არქეოლოგიური აღმოჩენებია. თიხის ჭურჭლის ფრაგმენტზე დალექილი ღვინის მჟავა ცხადყოფს, რომ მეღვინეობა სათავეს საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ქვემო ქართლში იღებს. სწორედ იქ, სადაც პირველი ევროპელების ნაშთები აღმოჩნდა.

დასტურდება, რომ ძვ. წ. VI-V ათასწლეულში აქ დასახლებული ადამიანი უკვე განვითარებულ სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მევენახეობას ეწეოდა".

/"მუდმივი კავშირის სამყარო" N4, 2017, გვ.46/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 06:17 PM

"სიცოცხლის ბოლომდე ოცნებობდა [ვახტანგ ელიოზიშვილი] "გორის მზიანი დღეების ხილვაზე, მეჯვრისხევის სასახლის აღდგენაზე, მარნის ახმაურებასა და იმერეთიდან ცხრა უღელი ხარით ჩატანილ საწნახელში მადლიანი სითხის ჩაწურვაზე, ასფუთიანი ქვევრების ყელამდე ავსებასა და ვერცხლის თასით "ნეტარი შესასმისის" ქართველურად შერგებაზე."

/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2018, 09:10 PM

"მოხვალ და სიცოცხლის წყურვილით გამახელებ,
მკლავებზე სიხარულს კვირტებად ამიშლი,
გამავსებ და ვაზის ლერწამივით ამაღერებ
და სულზე დასახვევად ამიშვებ".

/ნათია მჭედლიშვილი
ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 06:50 PM

"ჩვენს რაიონში [ჩხოროწყუში] 12 წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იყო. მათ შორის ცნობილია ოცინდალეს ეკლესია, ამ ტაძრის მოჩუქურთმებული ვაზის ხის კარები დღეს ჩხოროწყუს მუზეუმში ინახება."

/"კარიბჭე" N4, 2009, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 07:53 PM

ქართული ზედაშე ვატოპედისთვის

"16-19 იანვარს მომლოცველთა ჯგუფი (თემურ ანდრიაძე, ნიკო ჩიქოვანი, დავით გალეგაშვილი, გიორგი ანდრიაძე, ლევან თითმერია) გაემგზავრა ათონის წმინდა მთაზე. ეს მოგზაურობა უჩვეულო იყო იმით რომ მომლოცველებს ათონელ ბერებთან შესაწირავად ჩაჰქონდათ ქართული ქვევრის ღვინო - საფერავი.

ნათლისღების დღესასწაულზე საპატრიარქოს მეღვინეობა-მევენახეობის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის (რომლის დამფუძნებელიც არის საქართველოს ხუთი უნივერსიტეტი) ინიციატივით ნახევარი ტონა საზედაშე წითელი ღვინო და თერთმეტი ქვევრი შესაწირის სახით გადაეცა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტერს.

საეკლესიო ღვინო დამზადდა ლისის საეკლესიო მარანში, ხაშმის და შავნაბადას მონასტრებში, ასევე კერძო შეწირულობა გააკეთეს მრევლის წევრებმა. ქვევრებიც ამ პიროვნებებმა შეიძინეს. ტვირთის ტრანსპორტირება დააფინანსა ირაკლი ანდრიაძის საქველმოქმედო ფონდმა "ქართული საქმე". ეს ინიციატივა მრავალჯერადი იქნება, სააღდგომოდ და მარიამობის დღესასწაულზე იგივე შენაწირის გაკეთება იგეგმება.

ამჯერად ღვინოს მიიღებენ ათონის მთის სხვა მონასტრები და აქ არსებული ორი ქართული სკიტი. მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, ვინც ტრადიციული წესით ამზადებს საზედაშე ღვინოს.

მათ ასევე შეეძლებათ ათონის მთაზე გამგზავრება და ამ შეწირულობის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. მსურველები უნდა დაუკავშირდნენ მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნულ ცენტრს საქართველოს საპატრიარქოში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ლისის საეკლესიო მარანში საზედაშე ღვინო ჩვენი ლაზი ძმების მიერ ნაყიდი და შემოწირული საფერავის ყურძნისაგან მზადდება. აღნიშნული ღვინო მესამე წელია რაც უსასყიდლოდ ურიგდება საქართველოს მაღალმთიან ეპარქიებს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N3, 2018, გვ.6/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2018, 07:40 PM

"ბახუსის შადრევანში ლალისფერმა ღვინომ იჩქეფა ანაზდეულად"

/ბესარიონ სოლოღაშვილი
ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2018, 10:45 AM

"ძველ აღთქმაში მოსეს მიერ გაგზავნილთა ხელით ქანაანიდან მოტანილი ყურძენი სიმბოლოა აღთქმული ქვეყნისა. ახალ აღთქმაში იგი სამოთხეა - ის "აღთქმული ქვეყანა", რომელიც წმინდა ცხოვრებითა და ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებით მიიღწევა.

ამიტომაც ვაზის ყლორტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოტივია ქრისტიანულ ორნამენტულ ხელოვნებაში - ვაზის რტო ევქარისტიული სახეა, ღვთისგან გამორჩეულობის სიმბოლოა, ხოლო ვაზის მტევნების მკენკავი ჩიტი მინიშნებაა მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ საიდუმლოზე - ზიარებაზე.

ვაზი ესადაგება მაცხოვრის სიტყვებსაც: "მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი, და მამაი ჩემი მოქმედი არს" (იოანე 15,1); ასევე: "მე ვარ ვენახი, და თქუენ რტონი" (იოანე 15,5). ვაზი და მისი ტოტები ქრისტეს და მის ეკლესიას განასახიერებენ.

ამ მხრივ საინტერესოა V ს-ის ელიბაუტის ტაძრის გუმბათში გამოსახული ვაზი, რომელსაც გუმბათის სფეროში ფართოდ აქვს გაშლილი ყლორტები. ის მოგვიანებით გუმბათშივე გამოსახული მოციქულებით გარშემორტყმული მაცხოვრის სიმბოლოა."

/"კარიბჭე" N26, 2009, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2018, 09:46 PM

"უძველეს საქართველოში ვაზი ღვთაებრივ მცენარედ, "სიცოცხლის ხედ" ითვლებოდა და მას თაყვანს სცემდნენ. ვაზი ერთადერთი იყო მცენარეთა შორის, რომელზეც გადმოდიოდა მზის ღვთაების ძალა. ეს ღვთაებრივი ძალა ღვინოში მჟღავნდებოდა და ადამიანს ათრობდა. მითოსური რწმენის დაკარგვის შემდეგ ვაზი ახალი სარწმუნოების სიმბოლოდ იქცა. მოციქულთა სწორმა წმინდა ნინომ ვაზის ლერწისაგან გააკეთა ჯვარი, რომელიც საკუთარი თმით შეკრა. ამ ჯვრის მეშვეობით წმინდანს სულიერი სინათლე უნდა მოეტანა ხალხში. ქართველებს უყვარდათ ვაზი, სწამდათ მისი ღვთაებრიობა, აღიქვამდნენ მის მშვენიერებასა და სილამაზეს. ალბათ ამ სიყვარულმა განსაზღვრა ის, რომ ვაზი ჩვენში ქრისტიანობის ერთ-ერთ ძირითად სიმბოლოდ იქცა.

ვაზსა და ღვინოს განუზომელი ადგილი უჭირავს ქართველთა ყოფა-ცხოვრებაში. ვაზის კულტურის ამსახველ სახე-სიმბოლოებს ვხვდებით ყველგან: მონუმენტურ სკულპტურაში, ფრესკაზე, ჭედურ ხელოვნებაში, ფოლკლორში, პროზასა და პოეზიაში, თანამედროვე მხატვრობაში, საფლავის ქვებზე და სამარხებში.

საქართველო აღიარებულია ღვინის აკვნად, ქვეყნად, სადაც ადამიანმა პირველად მოაშინაურა გარეული ვაზი, დაწურა ყურძენი და დააყენა ღვინო. ვაზისადმი ტრფიალი ქართველს ოდითგანვე მოსდევს. მის სიკეთეს ის უხსოვარი დროიდან ეზიარა და დღემდე მისი ერთგული დარჩა. ქართველი კაცის ვაზთან ურთიერთობა ზეცითაა ნაკურთხი; რუდუნებით, გონების დაძაბვით გახდა შესაძლებელი ასობით ვაზის ჯიშის გამოყვანა და სხვადასხვა სახის ღვინის დაყენება. ნაგებობას, სადაც ყურძენი იწურებოდა, მარანი ერქვა და ის წმინდა ადგილად ითვლებოდა."

/"კარიბჭე" N5, 2011, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2018, 01:52 PM

"- ბატონო დავით, დაახლოებით რამდენი წლისაა ქართული ვაზი, თუნდ ცნობილი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი და ა.შ.

- მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში საწყისს საუკუნეთა სიღრმეში იღებს. საქართველო ვაზის წარმოშობისა და გაკულტურების უძველესი კერაა მსოფლიოში. ასეთი სიძველის გამო ქართული ჯიშების ზუსტი ხნოვანების დადგენა გაძნელებულია.

ივანე ჯავახიშვილი მელაკუდას, ცხენისძუძუს, ჩინურს, რქაწითელს უძველეს ჯიშებად მიიჩნევს და I-V საუკუნეებს მიაკუთვნებს. აკ. ჩოლოყაშვილის აზრით, XII საუკუნეში არსებობდა საფერავი, ბუდეშური, ხიხვი, ბუერა, მჟღრია, ფეროვანი და სხვა. სულხან-საბას "სიტყვის კონაში" შეტანილი აქვს ბუდეშური, კამური, კიჩირი, ქველოური, ვახტანგ VI "დასტურლამაში" ახსენებს საფერავს".

"ვაზშია ჩამყნობილი ქართველი კაცის სიბრძნე და სიყვარული. ამიტომაც ვაზის ქართულ ჯიშებს ცნობილი მევენახე, პროფესორი რევაზ რამიშვილი "ისტორიის ცოცხალ ძეგლებს" უწოდებდა. იგი წერს: "თითოეული ქართული ვაზის ჯიში ისტორიული ძეგლია. რქაწითლის, საფერავის, თავკვერის, ცოლიკაურის, ოჯალეშის, ჩხავერის, ალექსანდროულის და სხვათა შექმნაზე იმდენი შრომაა გაწეული, რამდენიც სვეტიცხოვლის, გელათის, გრემის, იყალთოს და სხვა ისტორიული ქმნილებების აღმშენებლობაზე."

/სოფლის მეურნოების მეცნიერებათა დოქტორი დავით მაღრაძე
"კარიბჭე" N6, 2010, გვ.55/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2018, 08:41 PM

"მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმის შენობის პირველ სართულზე შემორჩენილია ძველი მარანი. კედლები თეთრად იყო შელესილი, იატაკზე ცემენტი ესხა, მერე აგურით მოაპირკეთეს. ქვევრები XIX საუკუნის I ნახევრისაა. აქ 50 ქვევრია ჩაყრილი. როგორც ამბობენ, ამ ქვევრებში 60 ტონა ღვინო ჩადის. ვიდრე ყვარელში ამდენი ღვინის ქარხანა აშენდებოდა, ყვარლის კოლმეურნეობა ინახავდა თურმე აქ ღვინოს.

საწნახელი ორი ნაწილისგან შედგებოდა, თეთრი და შავი ყურძნის დასაწურად. წურავდნენ ფეხით და ხის ღარებით მაჭარი ჩადიოდა ქვევრებში. ეს მარანი იმითაც არის საინტერესო, რომ ამ ამაღლებულ ადგილს, რომელიც გოდრების დასადგმელად არის განკუთვნილი, პატარა კოტე სცენად იყენებდა. აქ დგამდა თავის საშინაო წარმოდგენებს.

იყო რეჟისორი, დეკორატორი, მსახიობიც. მისი მაყურებლები იყვნენ ყვარლელი გლეხები. კოტეს ბრძანებით, მოხსნიდნენ ქვევრს პირს, შემოუსხდებოდნენ გარს, ღვინოს, ხილს მიირთმევდნენ და სპექტაკლს უყურებდნენ. შემდგომში თავის მოგონებებში წერს კოტე: იმის შემდეგ, რაც ხელადა ორჯერ ჩამოუვლიდა რიგს, მე დიდი ოვაციებით მხვდებოდნენო."

/"კარიბჭე" N14, 2011, გვ.38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2018, 05:05 PM

«ღვინის საიდუმლო,რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს
ერთმა კაცმა სუფრაზე ღვინო არ დალია.
«რატომ არ სვამო», ჰკითხეს და კაცმა უპასუხა: «იმიტომ, რომ ვიცი ვისი დაყენებულიც არისო»
— რას ამბობ, ნატურალურია, ხატზე დავიფიცებ, — შეიცხადა მასპინძელმა.
— შეიძლება ნატურალურიც არის, მაგრამ ღვინო რომ წამლად შეგერგოს, მარტო ეგ არ კმარაო, — უპასუხა კაცმა.
— აბა კიდევ რა არის საჭირო? — ჰკითხა მასპინძელმა.
— აბა, ჯერ შენ მიპასუხე, თუ იცი, ჩვენი წინაპრები როგორ წურავდნენ ყურძენს?
— საწნახელში იდგნენ და ფეხებით ჭყლეტდნენ, — უპასუხა მასპინძელმა.
— მთავარი გამოგრჩა: ამ დროს მღეროდნენ, გალობდნენ, მხიარულობდნენ, და იცი რატომ? — იკითხა სტუმარმა.
— არ ვიცი, — მხრები აიჩეჩა ოჯახის უფროსმა.
— იმიტომ, რომ დაწურულ ყურძენს უცნაური მეხსიერება აქვს, ის იმახსოვრებს იმ სულს, იმ გარემოს, რა გარემოშიც იქცევა წვენად და ის სული ცოცხლდება შემდეგ ღვინოში.
ამიტომაც ხარობდნენ ჩვენი წინაპრები ყურძნის დაწურვისას, რომ ღვინო გამხდარიყო სამხიარულო, სასიყვარულო, საჯანმრთელო, და სასიკეთო.
— მერე?
— მერე ის, რომ ვინც ეს ღვინო დააყენა და მოგყიდა, ვიცნობ იმ კაცს, მის ოჯახში სულ ჩხუბი და აყალმაყალია, ბოროტი სული ტრიალებს მაგის სახლში და მისი ღვინოც ბოროტი სულის მატარებელი იქნებაო, — უპასუხა კაცმა.
შეგონება: თუ გინდა შეგერგოს და სხვასაც შეარგო, — ღვინოს ნურც გააკეთებ და ნურც დალევ ცუდ გუნებაზე.»


/ნანა მეფარიშვილი/




"იმერეთი ჩემი დედულეთია!

ბავშვობაში მეგონა, რომ იმერეთი ყველას დედულეთი იყო და ძალიან მიკვირდა, თუ ვინმეს სოფელი არა იმერეთში, არამედ სხვაგან ჰქონდა. სასკოლო არდადეგებს ყოველთვის ჩემს სოფელში – ფერეთაში ვატარებდი. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ფერეთა სულ ესეთი იყო, მწვანეში ჩაფლული, ლეღვებიანი, ჭყინტი სიმინდებიანი, მსხლებიანი, ვაშლებიანი, თხილებიანი, ნიგვზის ნეშოში გამომცხვარი კეცის მჭადებიანი... მე სხვა ფერეთას და სხვა იმერეთს არ ვიცნობდი. წამიყვანეს ერთხელაც ჩემს სოფელში. ნოემბრის თვე იყო. დილა რომ გათენდა ჩვეულად გამოვენთე გარეთ სათამაშოდ და სიმინდების, ლეღვებისა და მსხლების დასაკრეფად... მარა სადღაა ეს ყველაფერი? ან იმდენი წიწილები და ინდაურის ჭუკები სადღა წავიდნენ? ან ბავშვების ჟრიამული სადღაა? რამ გააშიშვლა და გააღარიბა აქაურობა?

იმერეთი ჩემი დედულეთია!

თუ წალამზე შემწვარი მწვადი ყველაზე გემრიელი კახეთშია და ეს მართლაც ასეა! სამაგიეროდ იმერული ჭურის მოხდის მთელი რიტუალ-ცერემონიალი ნამდვილად უფრო სასიამოვნო სანახავია, ვიდრე კახური მუცელვეშაპა ქვევრის გახსნა. წარმოიდგინეთ ღია ჭურისთავები და გვიანი შემოდგომა. ფრთხილად და აუჩქარებლად ძელბარით აყალო მიწის მოხდა. აი, ორგოებიც გამოჩნდა და ბოლოს ღვინო... მერე გიღიმის ხელორშიმოიანი მაინძელი სევდანარევი, ნაჯაფარი, მაგრამ მადლიანი თვალებით და გეუბნება - წამომყევი ბიძიკო, ქალი უკვე დააცხობდა ხაჭაპურებსო. გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ უხდება პირდაპირ ჭურიდან ამოღებულ მაჭარს ჭურისთავებზე დარგული ბიის ხიდან მოწყვეტილი მწიფე ნაყოფი? უგემრიელესია კომში და იმერული მაჭარი. მარტო ამის გემოდ ღირს მთელი წელი ლოდინი.

ობჩაში ვარ. მოხუც ბაბუს ხის ორასწლიანი მარანი უდგას ეზოში. ამის სანახვად ამოვედი, მაგრამ მგონი გავები მახეში.

- ბაბუა, შენ იგი არ ხარ ქე რო ყოველ კვირას ტელევიზორში სვამს ღვინოს? ლამაზი იმერული კილოთი მეკითხება წელში მოხრილი მოხუცი.

- კი, ისა ვარ!

- აპა მაშვინ მოი აქანა ბაბუა, ამეიღე ამ ჭურიდან ღვინო და ჩაასხი ეიმ დოქში.

ვხვდები, რომ დიდი პატივი მხვდა წილად და ვავსებ სამლიტრიან იმერულ დოქს ცოლიკოურით.

- რავა ბაბუა, თუკი ტელევიზორში სვამ ღვინოს, ჩემს მარანში არ გინდა ორი ჭიქა დალიო თუ? მეუბნება და ჭიქას მიწვდის.

- ბაბუა სახლში ფიალა არა გაქვს?

- ჰა ჰა ჰა ჰა, იცინის და ფილმებიდან ახსენდება, რომ ფიალა მიყვარს. მოაქვს ფიალა და მეუბნება – ბაბუა შემოდეგი დამილოცეო. შემოდეგს დაგილოცავ მაინძელო ბატონო, 100 წელს კიდევ დაეყენებინოს შენს მარჯვენას ღვინო-მეთქი, ვლოცავ და ფიალას ბოლომდე ვცლი. კახური ღვინო ხომ დინჯია? აი, დალევ და უნდა დაახანო ცოტა, სანამ არ მოგონდები. მერე კი ხვდები რაცაა ეს მადლიანი სითხე. ისეთი დინჯია, რომ დაცლილ ჭიქას, სწრაფადაც რომ გინდოდეს მაგიდაზე მაინც დინჯად დადგავ. იმერული ღვინო კი კარაბინის გასროლილი პატრონასავით სწრაფია. უცბად დაგირბენს ტანში, ყველაფერს უცბადვე მიგახვედრებს და გეტყვის დაუფარავად, დაუხანებლად. დიდებულია ცოლიკოური, დიდებული. მერე ფერიც როგორი იმერული აქვს? შემოდგომობით ვაზის გაყვითლებული ფოთლების ფერი დაჰკრავს. იმასაც ამბობენ, იმერულ ღვინოს ბატის ჭუკის ფერი აქვსო. მე პირადად ბატის ჭუკის ხორცს ვარიისა მირჩევნია, მაგრამ რახან ამბობენ რაც არის არის, იყოს ისევ ბატის ჭუკი. ჩემი მისვლიდან 20 წუთიც არაა ჯერ გასული, რომ ჭური მოხდილია, ჭყინტი სიმინდი თუჯში იხარშება, წიწილები ტაფაში იწვება, მჭადები და ხაჭაპურები კეცებში ცხვება... მაინძელის ქალიშვილები დიასახლისობენ. ორი დანი არიან, მარა როგორები არ იკითხავთ? ცეცხლები, ხელ-ფეხიდან სულ ნაპერწკლები სცვივათ! დატრიალდნენ, მარა რა დატრიალდნენ, საითაც გავიხედე ყველგან ისინი დარბიან წინ და უკან. მე ჩემს მასპინძელს ველაპარაკები რაღაცაზე, მაგრამ ცალ ყურში სულ იმათი ყვირილი მესმის - არიქა დაკალი, არიქა გაპუტე, არიქა დაანთე, არიქა შოუკეთე, არიქა გამოუკეთე, არიქა დაჭერი, არიქა გააწყვე, არიქა გადმევიდა, არიქა მიშველეთ ვინცხამ... სუფრა ელვისისწრაფით გაიშალა ძველი მარნის გვერდით. ჭურისთავზე დარგული ვეებერთელა იფნის ჩრდილი გვიცავს ძალადაკარგული მზის სხივებისაგან. ზარხოშში ვართ. ისე სწრაფად იცის ცოლიკოურმა მოპარვა, როგორც გიორგობისთვემ. შოთა ნიშნიანიძის ლექსი მახსენდება:

„...გიორგიბის თვეში გულს გაუდის რეჩხი, გინდ ყოფილხარ იმერეთში, გინდაც სამოთხეში...“

მართლაც სამოთხეში ვართ რა... ზღაპარია შემოდგომის იმერეთი თავისი ჭრელაჭრულა ფერებით, თავისი მაჭრობით. მგონია, რომ ცოლიკოურის ღვინისა სურნელება უფრო ათრობს ადამიანს, ვინემ ალკოჰოლი... კახურისა არ იყოს, იმერულ ღვინოსაც იმერეთის სურნელი უდის თურმე, დავასკვენი წამოსვლისას."

/"ღვინობისთვის ჩანაწერები" (გიორგი ბარისაშვილი)

"კარიბჭე" N12, 2018, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2019, 03:01 PM

"ყურძენშიც ღვთის იდუმალი ძალაა დაფარული. წმიდა ესაიას წიგნში წერია: "როცა ყურძნის მტევანში წვენი ჩადგება, მაშინ ამბობენ, ნუ შელახავ მას, რამეთუ მასშია კურთხევა".

/"კრიალოსანი" N10, 2009, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 03:59 PM

"მე-5 საუკუნეში მოღვაწე უდიდესი მქადაგებელი, წმინდა ისიდორე პერუსიელი, ერთ-ერთ ეპისტოლეში წერს: ღვინო თავის შეურაცხმყოფელებს შეურაცხყოფს და პატივის დამდებთ - პატივს დასდებსო, თან განმარტავს: ალბათ, გინახავთ ღვინით მთვრალი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქმედებით შეურაცხყოფენ საკუთარ თავს. ხოლო პატივის დამდებნი, კანონზომიერად მიმღებნი არიან ღვინისა.

ვინც ღვინოს ზომიერად მიიღებს, ნახავთ, როგორ მჭევრმეტყველებენ და საუბრობენო, - ამბობს წმინდა მამა. წარმართობაში სწორედ ღვინის უზომოდ მიღება დამკვიდრდა".

/"კარიბჭე" N3, 2019, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2019, 08:43 PM

"არა თუ შორეულ წარსულში, ორიოდე საუკუნის წინაც კი, საქართველოში ადამიანის სიმდიდრე იმის მიხედვით განისაზღვრებოდა, თუ რამდენ ღვინოს წურავდა იგი. წამყვანი დარგები პური და ღვინო იყო".

"ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ზედაშე - ანუ საუკეთესო ხარისხის ღვინო, განსაკუთრებული შესაწირი ხდება".

/"კარიბჭე" N3, 2019, გვ.35-36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2019, 03:07 PM

"ღვინის ქვევრში დაყენების წესი ქართული მეღვინეობის მონაპოვარია"

/"კარიბჭე" N6, 2019, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2019, 02:09 PM

"ღვინის საყიდლად ჩასულა ერთი კაცი კახეთში მეგობრითურთ. ოჯახის მასპინძელმა ქვევრიდან გაასინჯა საუკეთესო ღვინო, მერე ჭურჭელში ჩაუსხა და გაატანა. მყიდველები ალაზანს არ იყვნენ გადმოცილებულნი, რომ დაეწია, ფული დაუბრუნა და ღვინო გადააქცევინა.

გაოგნებულ მყიდველებს მხოლოდ ამის შემდეგ აუხსნა საქმის ვითარება: მათი წამოსვლის შემდეგ, ქვევრთან მიბრუნებულს, დანარჩენი ღვინოც ამოუღია და ვირთხა უნახავს ჩამხრჩვალი ქვევრში!"

/მამა რევაზ ტომარაძე
"კარიბჭე" N8, 2019, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 03:51 PM

"კითხვა: არის თუ არა ღვინის სმა ცოდვა?

პასუხი: ღვინის სმა ზომიერების ფარგლებში ცოდვად არ ითვლება. დავით მეფსალმუნე ამბობდა: „ღვინო ახარებს გულსა კაცისასა“. ღვინო არის წმიდა სითხე, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. ცოდვა კი მემთვრალეობაა, ანუ ღვინის განუზომლად სმა. ასეთ დროს ადამიანი საკუთარ ნებას ვეღარ აკონტროლებს და სხვადასხვა ცოდვას სჩადის."

/"თბილისელები"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2019, 10:04 PM

"იმერეთში ვაზის სულ 85 ჯიშამდე იყო გავრცელებული; დღეს უმეტესობა გამქრალია, ან მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი. როგორც ინტერნეტწყაროებიდან გაირკვა, რამდენიმე იშვიათი იმერული ვაზის ჯიში დაცულია საქართველოს ამპელოგრაფიულ ნაკვეთებში. საკარმიდამო ნაკვეთებში შემორჩენილია ერთეული ნარგაობის სახით: დონდღლაბი შავი, ბზვანურა, ღრუბელა, მაღლარი, წვრილმარცვალა, დიდშავა, ჩხინკოური, კუპრაშვილისეული, მამუკას საფერე..."

/"კარიბჭე" N10, 2019, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2019, 08:34 PM

"მარნები მხოლოდ ცოლიკოურს და ციცქას იბარებდნენ, რადგან ეს ჯიშები უხვმოსავლიანია. გლეხიც იძულებული გახდა, მხოლოდ ციცქა და ცოლიკოური გაეშენებინა. ზვრების უმეტესობაც კოლმეურნეობებს ეკუთვნოდა. ბუნებრივია, ეს ფაქტი უარყოფითად აისახა ქართულ მეღვინეობაზე და კერძოდ იმერულ მევენახეობა-მეღვინეობაზე, რადგან ბევრი უნიკალური იმერული ჯიშის ვაზი გაქრობის პირას მიიყვანა, ან სულაც გაქრა"

/"კარიბჭე" N10, 2019, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:01 PM

"სირცხვილია, ასეთი წარსულის, ასეთი ისტორიისა და ასეთი მრავალფეროვანი ვაზის ჯიშების პატრონ ქვეყანას მევენახეობის ინსტიტუტი არ ჰქონდეს"

/ნოდარ ჩხარტიშვილი
"კარიბჭე" N1, 2020, გვ.49/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2020, 10:39 PM

"ბერძნები ღვინის სმაში ზომიერებით ანტიკურობიდანვე გამოირჩეოდნენ და სიმთვარე დიდ სირცხვილად მიაჩნდათ"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2017" გვ. 167/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 10:01 PM

"ღვინო ღვთიურია, ლოთობა ეშმაკეული"

/წმინდა იოანე ოქროპირი
"ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ანბანი N6" გვ.32/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 06:03 PM

"კაცთა სიცოცხლისთვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა"

/სიბრძნე ზირაქისა
"ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ანბანი N6" გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 07:02 PM

"ვაზი და მისი ნაყოფი, ქრისტიანობამდელ საქართველოში, წმინდა თაყვანისცემის საგნად და სიცოცხლის მიმნიჭებლად იყო მიჩნეული. ვაზისა და ღვინის სამშობლოში, უხსოვარი დროდან მოყოლებული, ღვთაებისადმი უმაღლეს შესაწირს სწორედ საუკეთესო ღვინო წარმოადგენდა, რომელსაც დღემდე ზედაშედ მოიხსენიებენ"

/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 06:35 PM

საზედაშე ქვევრი

"ზედაშე სპეციალურ სალოცავ ქვევრში, მარნის მარჯვენა ნაწილში ინახება, სადაც გარკვეული რიტუალური ქმედებები სრულდება. ასეთ საკრალურ ქვევრებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ.

ქართლსა და კახეთში როგორც ზედაშეს, იმერეთსა და რაჭაში, როგორც სალოცვილს, სამეგრელოში - ოხვამერ ლაგვანს, ანუ სალოცავ ქვევრს. ასევე საზედაშე ქვევრები ცნობილია როგორც სათაო, ზედაშე, თავეული. როგორც მკვლევარი ნინო თოფურია ადასტურებს, ყველა მათგანი ქართული წარმოშობის სიტყვაა.

საზედაშე ქვევრები ჩაიდგმებოდა სხვადასხვა წმინდანის სახელზე: ღვთის სახელზე, მთავარანგელოზის სახელზე, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგისა და სხვა წმინდანთა სახელზე. ხალხში ყველაზე უფროსად "ღვთის ზედაშე" ითვლებოდა და მისი დაყენება ყველასთვის სავალდებულო იყო"

/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2020, 05:17 PM

"ზედაშეს ამოსაღებად გამოიყენებოდა საზედაშე ორშიმო, რომელსაც სხვა ღვინოებისთვის არ იყენებდნენ. სჯეროდათ, რომ ღვინოს შეწირვა, დადებითად იმოქმედებდა შემწირველის ბედზე"

/"კარიბჭე" N6, 2020, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2020, 08:20 PM

"დათვერი, ესე იგი სატანასთან დაიწინდე"

/"მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის" გვ. 74/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2020, 07:21 PM

"საუკეთესო ქვევრის ღვინო (რომელიც იუნესკოს არამატერიალურ ფასეულობათა ნუსხაშია უკვე შეტანილი)"

/"კარიბჭე" N7, 2020, გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2020, 07:00 PM

"ჭერემის გადასახვევთან მდებარეობს ძირძველი სოფელი ველისციხე, სოფელში განსაკუთრებით შთამბეჭდავი ველისციხის მარანი "ველისციხურია", რომელიც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მამაპაპისეული მარნის რესტავრაციის დროს აღმოაჩინა. ესაა უზარმაზარი მიწისქვეშა სისტემა, მიწისქვეშა ლაბირინთებითა და უამრავი ისტორიული არტეფაქტით. როგორც ჩანს, ომიანობისა და მტრის შემოსევების დროს აქ აფარებდნენ თავს. ეს უნიკალური კომპლექსი - მარანი "ველისციხური" მაღალი ხარისხის ღვინომასალებს აწარმოებს".

/"კარიბჭე" N7, 2020, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2020, 08:31 PM

" - ღვინოში ნუ ივაჟკაცებ, რადგან ღვინოს ბევრი დაუღუპავს.

- კაცთა სიცოცხლისთვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ. რა არის სიცოცხლე ღვინის გარეშე? იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა.

- გულის სიხარული და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო.

- სულის სიმწარეა ბევრი ღვინის სმა შფოთში და ჩხუბში"

/სიბრძნე ზირაქისა
"ბიბლია განმარტებებით" ტ. 10, გვ.114/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2020, 10:28 PM

"როდესაც მთვრალს ღვინო მართავს, იგი ემსგავსება ჯიუტ, უაღვირო ცხენს"

/წმ. ბასილი დიდი
"ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ანბანი" ტ.3 გვ. 117/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 01:50 PM

"ღვინო ღვთიური საქმეა, ხოლო მემთვრალეობა - ეშმაკისა"

/წმ. იოანე ოქროპირი
"ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ანბანი" ტ.3 გვ. 117/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2020, 09:57 PM

"34. ყურძნის და თუთის სისხლი - ე.ი. წითელი ღვინო ან ამ ყურძნის წვენი, რომელიც სისხლს ჰგავს. ამ ღვინოს დალევა სპილოებს აცოფებდა, რითაც სარგებლობდნენ ბრძოლებში. "უბრძანა, მეორე დღისთვის უხვად ეკმიათ საკმეველი და შეესმიათ განუზავებელი ღვინო ორმოცდაათივე სპილოსთვის, რამდენიც ჰყავდათ და გაშმაგებული ცხოველები მიესიათ იუდაელებისთვის მათ დასაღუპად" (3 მაკ. 5,2). ამ შემთხვევაში ღვინოს მხოლოდ ანახვებდნენ სპილოებს, არ ასმევდნენ, რაც მათ სიფიცხეს კიდევ უფრო საშინელს ხდიდა".

/პირველი მაკაბელთა
"ბიბლია განმარტებით" ტ.15, გვ.14/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2021, 08:33 PM

"ერთი ქართული ზღაპარი მოგვითხრობს, თუ როგორ აღმოაჩინა ქართველმა კაცმა ღვინო. მისი ძალა და თვისება დღემდე უცვლელია.

"ღვინის გაჩენა"

"იყო და არა იყო რა, ქვეყნად რა არ უნდა ყოფილიყო?! ოდესღაც ისეთი დროც იყო, ხალხი ვაზს არ იცნობდა და არც ღვინის დაყენება იცოდა, ვაზი მაშინ ტყეში იზრდებოდა და ყურძენს კი ჩიტები კენკავდნენ.

ერთხელ ერთმა ქართველმა კაცმა ტყეში ერთი ვაზი მოთხარა, წამოიღო და თავის ეზოში საჩრდილობლად დარგო. ვაზმა ყურძენი დაისხა. კაცმა ჭამა, მოეწონა და მეორე წელიწადს კიდევ დარგო რამდენიმე ძირი. ვაზმა რქა დაიყარა და მალე მთელ ეზოს მოედო. კაცი ყოველ შემოდგომაზე იწვევდა მეზობლებს - ხალხს, ნადირ-ფრინველს და ყურძნით უმასპინძლდებოდა, მაგრამ ერთხელ წვეულებმა ყურძნის ნახევარიც ვერ შეჭამეს. რა ექნა კაცს? დარჩენილი მტევნები დაწურა და ტკბილი წვენი თიხის ჭურჭელში ჩაასხა.

გავიდა ხანი. კაცმა ყურძნის წვენს გემო გაუსინჯა, მოეწონა. ჭაშნიკზე ისევ მოიწვია ხალხი და ნადირ-ფრინველი. ყველას მოეწონა მისი სურნელი და გემო. გაიმართა ბჭობა: რა დავარქვათ, ან რა თვისება დავანათლოთო.

მოფრინდა ბულბული, შეავსო თიხის ჯამი და თქვა: - ვინც სამი ჯამი დალიოს, ჩემსავით ტკბილად ამღერდესო.

მოვიდა ლომი, შეავსო ჯამი და თქვა: - ვინც ხუთი ჯამი დალიოს, ჩემსავით ღონიერი და უშიშარი გახდესო.

გამოვიდა კალია, შეავსო ჯამი და თქვა: - ვინც შვიდი ჯამი დალიოს, ჩემსავით მომაბეზრებლად აჭრიჭინდესო.

გამოვიდა ძაღლი, შეავსო ჯამი და თქვა: - ვინც ცხრა ჯამი დალიოს, ჩემსავით ღრენა დაიწყოსო.

გამოვიდა ბატი, შეავსო ჯამი და თქვა: - ვინც თორმეტი ჯამი დალიოს, ჩემსავით გამოტვინდესო.

გამოვიდა ღორი, შეავსო ჯამი და თქვა: - ვინც თორმეტ ჯამზე მეტს დალევს, ჩემსავით ტალახში გაგორდესო.

ამ დროს მოვიდა ლხინის ღმერთი, აავსო ჯამი და თქვა: - რაკი ყველა ჩემი ძალა და უნარი დაანათლეთ, მაშ, სახელიც ჩემი ერქვასო და ღვინო დაარქვა".


/"კარიბჭე" N2, 2021, გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2021, 05:05 PM

"გურიაში ოდითგანვე მაღალ დონეზე იყო განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა. ამის უტყუარი დასტური, სხვა ფაქტორებთან ერთად, ვაზის ადგილობრივ ჯიშთა მრავალფეროვნებაცაა.

ყველა გურულის ოჯახშია პატარა დაწნული გოდრები, კალათები და გიდლები. გიდელ-გოდრების მწვნელი ოზურგეთელი კუკური ჯიშკიდონი ამბობს, - კაცი გოდრის და გიდლის სათხოვრად მეზობლებში არ უნდა დარბოდეს შემოდგომაზეო.

სექტემბრის დასაწყისში, ჯერ კიდევ ქერეთოა (ზაფხულის სიცხე) გურიაში. ასეთ დროს ყურძენზე იტყვიან: "ჟოქოაო" (ანუ უმწიფარია, მჟავეა), ჟოლოქასაც უწოდებენ (შეწითლებული, უმწიფარი ყურძენი). სექტემბრის ბოლოსკენ, როცა ყურძენი უკვე დამკვიჭებულია (დამწიფებული), იწყება შემოდგომის ფაცური".

/"კარიბჭე" N2, 2021, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2021, 05:18 PM

"გურიაში პატარა საწნახელს ჯირეყვაი ჰქვია"

/"კარიბჭე" N2, 2021, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2021, 07:52 PM

"გამოცდილ ხალხს მოეხსენება, რომ ღვინის და არყის ერთად დალევა არ არის მისასალმებელი".

/"კარიბჭე" N2, 2021, გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2021, 09:13 PM

"უფალმა ექვს დღეში შექმნა ყველაფერი, მას მერე ახალი არაფერი შეუქმნია, ამიტომ ვენახი და ღვინო წარღვნადმდეც არსებობდა, მაგრამ როგორც მეცნიერები გვეუბნებიან, იმ დროს ატმოსფერო იმდენად მდიდარი იყო ჟანგაბადით და ამის წყალობით ადამიანი იმდენად ძლიერი იყო, რომ ღვინო ვერაფერს ვნებდა"

/"კარიბჭე" N5, 2021, გვ.25/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2021, 04:27 PM

"კიდევ ერთი სპარსული ლეგენდა ღვინის წარმოშობის შესახებ, მეფე ჯემშილის სახელს უკავშირდება. მეფე ჯემშილს განსაკუთრებით უყვარდა ყურძენი. მან თავის ვეზირს უბრძანა, ბლომად დაეწურათ ყურძენი და წვენი თავდახურულ ქვევრში შეენახათ, რათა ირანის მბრძანებელს ზამთარშიც არ მოჰკლებოდა საყვარელი ხილის წვენი.
ერთხელაც, მეფის მსახურებმა მეფისთვის სასმელის მოპარვა განიზრახეს. შეიპარნენ მარანში, სადაც ქვევრები ინახებოდა, მაგრამ ქურდები მოდუღარი ტკბილის ოხშივარმა დახოცა. ამის შემდეგ სასმელს შიშით აღარავინ ეკარებოდა. როდესაც მეფემ თავის ქალიშვილს - გულნარას, მიჯნურზე გათხოვების ნება არ დართო, სასოწარკვეთლი მეფის ასული "საწამლავს" დაეწაფა, თუმცა სიკვდილის ნაცვლად მის გულს მწუხარება მოშორდა და გამხიარულებულმა სიმღერით მიაშურა მამას. ქალიშვილის მხიარულების მიზეზის შეტყობის შემდეგ, მბრძანებელი თვითონაც დაეწაფა ჯადოსნურ სასმელს. პირქუში მბრძანებელი ღვინომ იმდენად გაახალისა, ასულს სატრფოზე დაქორწინების ნება დართო, თვითონ კი მას შემდეგ ღვინის მოტრფიალე გახდა".

/"კარიბჭე" N5, 2021, გვ.26/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 06:14 PM

"უმთავრესი პირობანი საზოგადოდ კარგის ღვინის დაყენებისა არიან:
1-ლი: ქვევრები იყოს კარგად გარეცხილი.
2-რე: ყურძენი იყოს ძალიან შემოსული, რადგანაც თუ ყურძენი მწიფე არის, უკეთესი ღვინო დგება.
3-მე: თუ საშუალება არის, ყურძენი გადირჩეს, ისე რომ, კვახე და დამპალი არ შეყვეს და თითოეული ჯიშის ყურძენი (რქა-წითელი, მწვანე, მცვივანი, საფერავი) ცალ-ცალკე დაიწუროს, არა და ერთად".

/"კარიბჭე" N5, 2021, გვ.34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2021, 08:26 PM

"ჯერ კიდევ ძველი წინასწარმეტყველი ესაია გამოხატავდა რჩეულ ხალხს ვენახის სახით და მიმართავდა მას ღვთის სახელით შემდეგი კითხვით: "კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისათვის და რა დავაკელი?" (ეს. 5.4). ვენახსა და ვაზს ამსგავსებდნენ მას სხვა წინასწარმეტყველებიც: იერემია, ეზეკიელი, ოსია. მსგავსი გვხვდება აგრეთვე მოსეს რჯულშიც და ფსალმუნებში. ვაზი, ეს ყველაზე მორიდებული და, ამავე დროს, ყველაზე კეთილშობილური მცენარე ითხოვს მევენახისაგან მუდმივ, დაუძინებელ გარჯასა და მოვლას მთელი წლის განმავლობაში: ასევე ღმერთი, გამოირჩია რა ებრაელი ხალხი მთელი ქვეყნის ხალხთაგან, მასზე ყოველთვის აჩენდა თავის საკვირველ ზრუნვას".

/მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)
"ბიბლია განმარტებებით, ახალი აღთქმა" ტ. 17, გვ.285/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2021, 03:29 PM

"ძველაღთქმისეულ ხანაში ვენახს, ყურძენს, ყველაზე კეთილშობილურ მცენარედ აღიარებდნენ. იმდროინდელი პალესტინა მდიდარი იყო ზვრებით. მას უმთავრესად მთა-ბორცვების ფერდობებზე, კირქვიან მიწაში ყრიდნენ, სადაც წვიმის წყალი იოლად გადიოდა. მართალია, ვენახი დიდ ძალისხმევას საჭიროებდა, მთელი წლის განმავლობაში ითხოვდა მუდმივ მოვლა-პატრონობას - დაბარვას, გასხვლას და ა.შ. მაგრამ მას დიდი მოგებაც მოჰქონდა და საკუთრებათა შორის ყველაზე მეტად ფასობდა. არც ვენახის დაცვა იყო ადვილი საქმე, განსაკუთრებით პაპანაქება სიცხეში. ვენახის მცველებს თავშესაფრად ფიცრულ ქოხებს უდგამდნენ, რომელსაც ვაზის ლერწებითა და ხის ტოტებით გადახურავდნენ ხოლმე. ვენახის მცველნი ძალზე ერთგულები იყვნენ თავიანთი პატრონისა, ისინი ხშირად ხიფათშიც იგდებდნენ თავს, ღამეების გათევაც უხდებოდათ, რათა ვენახი მპარავებისა და ცხოველებისგან დაეცვათ. ვენახის მოვლა და საწნახელში ღვინის დაწურვა ღარიბთა ხვედრი იყო. რთველს, როგორც ჩვენში, პალესტინაშიც სიხალისე და მხიარულება მოჰქონდა: ყველა სიხარულით აღსავსე შრომობდა, ისმოდა სიმღერა და ომახიანი შეძახილები. პალესტინის მხარეში დღესაც ასეა.

ვენახის გამორჩეულ მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ იუდეის სიმბოლო იყო ყურძნის ფოთოლი და მტევანი, მაკაბელთა მონეტაზე კი ვაზი გამოისახებოდა, ზოგჯერ - მტევანიც და ფოთოლიც. რჩეულ ერს ვენახის, ვაზის ალეგორიით ასევე წარმოაჩენენ ძველი აღთქმის წმინდა წინასწარმეტყველნი: იერემია, ეზეკიელი, ოსია, ასევე II რჯულის წიგნში,განსაკუთრებით კი ფსალმუნებში".

/"ბიბლია განმარტებებით, ახალი აღთქმა" ტ. 17, გვ.288/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:14 PM

"ახალ შეშად ვეზიდები მტრის ნაკაფავ ვენახს"

/ლევან გოთუა "კრძანისის სევდა" გვ.104/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 08:31 PM

"ფოთლების ხლართში ოსტატურად იყო ჩაწნული სავსე მტევანი"

/ლევან გოთუა, "ყინწვისის ანგელოზი" გვ.128/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 06:47 PM

"ჩვენმა წინაპრებმა მარანს "ღვინის სახლი" დაარქვეს. 864 წელს გადაწერილ სინურ სახარებაში, მარანი ნახსენებია, როგორც ღვინის შესანახი ნაგებობა. ეს ფუნქცია მას დღემდე არ დაუკარგავს. ქართული მარნების ხუროთმოძღვრებაში აშკარად შეინიშნება საცხოვრებელი სახლის ელემენტები, რაც მარნის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდეულებაზე მიგვანიშნებს".

/"კარიბჭე" N6, 2021, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 07:18 PM

"უძველესი მარნები აღმოჩენილია ურარტუს ტერიტორიაზე. ზოგიერთ მათგანში ასამდე ქვევრია. ელინისტური ხანის მარნები აღმოჩნდა ოქრომრავალი კოლხეთის უმდიდრეს ქალაქ ვანში, ასევე იბერიის დედაქალაქ მცხეთაში. სადაც ერთ-ერთ მარანში 5500 დეკალიტრი ტევადობის ქვევრებს მიაკვლიეს. ქვევრში ჩამხმარი სითხის ანალიზმა აჩვენა, რომ მასში ოდესღაც საფერავის ტიპის ღვინო ყოფილა. კახეთში, ნეკრესის ერთ-ერთი ნასახლარის გათხრისას, უნიკალური კონსტრუქციის მარნები აღმოაჩინეს. შუაფეოდალური ხანის კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიაში 25 მარანია დაფიქსირებული 200-მდე ქვევრით. შუაფეოდალური ხანის მარნების ასეთი სიმრავლე აშკარად მეტყველებს, რომ ამ ეპოქის საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთ ძირითად წყაროს განვითარებული მევენახეობა-მეღვინეობა წარმოადგენდა".

/"კარიბჭე" N6, 2021, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 05:28 PM

"იტალიელი კათოლიკე მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის ცნობით, დასავლეთ საქართველოში არცთუ იშვიათად მარანში იმართებოდა ქორწილი, ხოლო ფრანგი მოგზაური შარდენი მარანში ბავშვთა ნათლობის წესსაც ადასტურებს".

/"კარიბჭე" N6, 2021, გვ.30/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2021, 08:14 PM

"ეგვიპტიდან საბერძნეთს მიმავალმა ქსენოფონტემ თავისი ლაშქრით მოსინიკების მიწაზე გაიარა, სადაც თავდაგლესილი ჭურები უნახავს. ქართველური მოდგმის ტომები მამაცურად ხვდებოდნენ მოძალადე ბერძნებს, მაგრამ თუ ისინი წესიერად მოიქცეოდნენ, მიწაში დამალულ ღვინოსაც სთავაზობდნენ, რაც მათ სამართლიან გაკვირვებას იწვევდა, რადგან ღვინის შენახვის ასეთი წესი ბერძნებისათვის სრულიად უცხო ყოფილა.

ქვევრში ჩასხმული ღვინო საუკეთესოდ ინარჩუნებს თვისებებს, კარგად სუნთქავს და თანაბარი ტემპერატურის პირობებშია. მსოფლიოს ღვინის წარმოების პრაქტიკაში, საქართველოს გარდა, ქვევრი არსად გამოიყენება. მხოლოდ საქართველოში ამზადებენ ქვევრსაც".

/"კარიბჭე" N6, 2021, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 08:20 PM

"მარანში ცალკე ჰქონდათ დაფლული საზედაშე ქვევრი, სადაც წმინდანთა და ღვთაებათა სახელზე საგანგებოდ დაყენებული სასმელი - "ზედაშე" ინახებოდა. სალოცავებისადმი ღვინის შეწირვის ჩვეულება საქართველოში უძველესი დროიდანვე იყო გავრცელებული. საზედაშე ღვინოდ შეირჩეოდა საუკეთესო ხარისხის ყურძენი. ზედაშე ანუ საეკლესიო ღვინო, ეკლესიასა და ხატს ეწირებოდა სხვა პრაქტიკულ საჭიროებათა დაბევების მიზნით: ავადმყოფობისაგან თავის დახსნის, მფარველობის, გამრავლებისა და ბარაქიანობის მინიჭებისათვის... ადამიანთა რწმენით, ამ გზით ხატის კეთილგანწყობას მოიპოვებდნენ. იცოდნენ საზედაშე ღვინის სხვადასხვა დღესასწაულებისა და სხვადასხვა წმინდანთა სახელზე შენახვაც, მათთვის საგანგებო ჭურებიც კი ჰქონდათ გამოყოფილი: საღმრთო, სახატო, საპურშაო, საკალანდო, საახალწლო. დღესასწაულის დღეს, საგანგებო რიტუალების თანხლებით, მოხდიდნენ ჭურს და სადღესასწაულო ნადიმობისას გამოიყენებდნენ. ზედაშეს ამოსაღებად გამოიყენებოდა საზედაშე ორშიმო, რომელსაც სხვა ღვინოებისათვის არ იყენებდნენ"

/"კარიბჭე" N6, 2021, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2021, 06:24 PM

"ზედაშეს კულტი საქართველოს მთიანეთშიც იყო გავრცელებული, სადაც ვაზი არ ხარობდა. მაგალითად, ხევსურები ბარში ჩამოდიოდნენ და თავიანთი სალოცავების სახელზე ვენახების წლის მოსავალს იბევებდნენ. ვენახის მეპატრონე ვალდებული იყო, დათქმული დროისათვის გაემზადებინა საზედაშე ღვინო. დღესასწაულის დადგომისას ხევსურები თავიანთი დროშებით, სამსხვერპლო ცხოველებით ბარში ჩადიოდნენ, საზედაშო მარანს გარს შემოუვლიდნენ, სამსხვერპლო ცხოველის სისხლით განათლავდნენ, ერთმანეთს დღესასწაულს მიულოცავდნენ, ახსენებდნენ მიცვალებულებს და ხატს სიმრთელესა და გამარჯვებას შესთხოვდნენ"

/"კარიბჭე" N6, 2021, გვ.31/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 02:24 PM

"ვენახებიც გამოშუქდა. შეყვითლებულ ფოთლებში მტევნები სავსე ჯიქნებივით ეკიდა"

/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა" გვ.245/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 06:29 PM

"ჩვენ ორი რამ მივეცით კაცობრიობას... ყველაზე მტკიცე და ყველაზე აღმაფრთოვანებელი - რკინა და ღვინო!.. მე ვფიქრობ, ქართულ ხასიათში ორივე დაგვრჩა!"

/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა" გვ.245/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2021, 08:22 PM

"ბოლო პერიოდი მსოფლიო ბაზარი ძალიან დაინტერესდა ალადასტურით. ალადასტური წითელყურძნიანი ვაზის საღვინო ჯიშია და მისგან რამდენიმე სახეობის, უნიკალური საგემოვნო თვისებების ღვინომასალა მიიღება. ალადასტურის ისტორია საუკუნეებს ითვლის. ქართველ კაცსაც, იმდენი ხოტბა ვაზის არც ერთი ჯიშისთვის არ შეუსხამს, როგორც ალადასტურს ხვდა წილად. სად აღარ შეხვდებით მას - ისტორიის ფურცლეზე, ფოლკლორში, ხალხურ თქმულებებში, ლექსებში, პოემებში... იმასაც ამბობენ, ალადასტური ერთადერთი ღვინოა, რომელსაც, რელიგიური აკრძალვების მიუხედავად, მუსლიმანებიც კი სვამდნენო... ჯიში გავრცელებულია ძირითადად დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, უმთავრესად ვანისა და ბაღდათის რაიონებში"

/"კარიბჭე" N7, 2021, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2021, 07:26 PM

"ლეგენდა მოგვითხრობს, რომ საქართველოში შემოჭრილ არაბებს ძალიან მოსწონებიათ ალადასტურის ღვინო, თავის გასამართლებლად კი უთქვამთ, - ამ ღვინოს დალევაში ალაჰიც კი გვაძლევს დასტურსო. ასე წარმოიშვა ტერმინი "ალადასტური", რომელიც "ალაჰ დასტურის" - ალაჰის დასტურის ოდნავ სახეცვლილი ფორმაა. ფაქტი ერთია, ესაა ერთ-ერთი უნიკალური და გამორჩეული ქართული ვაზის ჯიში".

/"კარიბჭე" N7, 2021, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2021, 10:34 PM

"მოკრეფის შემდეგ, ალადასტურს ორი კვირის მანძილზე წნელის ჩელტებზე აჩერებენ, ამ ხნის მანძილზე ყურძენი ჭკნება, შაქრიანობის დონე საგრძნობლად იმატებს და საუკეთესო ხარისხის ღვინო გამოდის"

/"კარიბჭე" N7, 2021, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2021, 06:13 PM

"ალადასტური საკმაოდ გვიან, ოქტომბრის ბოლოს მწიფდება, ამიტომ არ შეიძლება მისი ადრიანად დაკრეფა. მევენახეებს ესეც გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა, რადგან მოსავალს ფრინველებიც ანადგურებდნენ. გლეხების უმეტესობამ მარტივი გამოსავალი იპოვა - ადრიანად კრეფდა და აყენებდა ღვინოს, ეს კი ღვინის ხარისხს აქვეითებდა და რეალიზაცია ჭირდა, ამიტომაც აჭრა ბევრმა ალადასტურის ჯიშის ვაზი, ახალშენის გაშენებისგანაც ბევრი იკავებდა თავს".

/"კარიბჭე" N7, 2021, გვ.39/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2021, 08:30 PM

"ალადასტურის ღვინო ახდენს გულსისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას და ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ცხიმიანი საკვების მიღებისას ანეიტრალებს მასში არსებული მავნე ნივთიერებების ზემოქმედებას, ამიტომაც იყო, რომ იმერეთში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ალადასტური ერთ-ერთი ყველაზე მიღებული ღვინო გახლდათ, თანაც, ალადასტური ლხინს უგრძელებს კაცს, საქეიფო ღვინოა. ოცხანური საფერე უფრო მძიმეა და ამ ღვინით ქეიფს ვერ შეძლებ, თუმცა საუცხოო გამოდის ალადასტურისა და ოცხანური საფერეს კუპაჟი".

/"კარიბჭე" N7, 2021, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 02:23 PM

"ამ ჯიშის [ალადასტური] შემცირებას ხელი შეუწყო კიდევ ერთმა გარეფაქტორმა. კომუნისტების მმართველობის პერიოდში მევენახეები ალადასტურს საკმაოდ დიდ ფასად აბარებდნენ რაჭაში, რადგან ალადასტურის ღვონომასალა რუსეთში როგორც ხვაჭკარა, ისე გადიოდა. იმ პერიოდში მოსახლეობამ დაიწყო ალადასტურის გაშენება, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსეთში ღვინის გატანაც შეწყდა და ფასიც საგრძნობლად დაეცა. რადგან რეალიზაცია გაჭირდა და მოვლა-პატრონობაც გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ბევრმა აჭრა ვაზი"

/"კარიბჭე" N7, 2021, გვ.40/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 09:07 PM

"XVIII საუკუნის თბილისი ღვინის ყველაზე დიდი მომხმარებელი იყო.ამბობენ, თბილისში ყოველწლიურად 350 ათას ფუთამდე ღვინო ჩამოდიოდა. ღვინისა და არყის სავაჭრო ადგილებს სირაჯხანა ერქვა, ღვინით მოვაჭრეებს კი სირაჯებს ეძახდნენ".

/"კარიბჭე" N7, 2021, გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2021, 12:38 PM

"ზომიერად მიღებული ღვინო, ყველაზე დიდი პროფესორია, კარგი ქირურგივით უმტკივნეულოდ გაგიხსნის გულს და სიყვარული შემოაქვს"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი
"წმინდა მამა გაბრიელის სწავლებანი"გვ.144/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2021, 06:28 PM

"როდესაც ტელეკომპანია "მირის" გადამღებ ჯგუფთან ერთად, ხანში ექპედიციაზე წავედი, ასეთი სამი სახის დანიშნულების ქვევრი დამისახელეს - ქვევრები, რომელშიც ინახავდნენ ყველს, ქვევრები, რომელშიც ინახავდნენ მწნილს და რასაკვირველია, ინახავდნენ ღვინოს".

/"კარიბჭე" N8, 2021, გვ.45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 07:41 PM

"ქართველებს დიონისემდე და ბახუსამდე გვყავდა ღვინის, მხიარულებისა და ნაყოფიერების ღვთაება ბადაგონი. ალბათ, სწორედ ღვინის ღვთაების პატივსაცემად უწოდეს ჩვენმა წინაპრებმა ყურძნის წვენსაც ბადაგი, რომელიც ქართულ ენაში სიტკბოების სინონიმადაა მიჩნეული - ღვინო თავისი თვისებებით ხომ სიტკბოებისა და სიხარულის მომნიჭებელია... გურია-აჭარის ზონაში კი გავრცელებული იყო ვაზის ჯიში - ბადაგონი".

/"კარიბჭე" N8, 2021, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 09:48 PM

"კლიმენტი ალექსანდრიელი ღვინოს წამალს ადარებს. მისი თქმით, ღვინო ყველამ არ უნდა მიიღოს. ახალგაზრდებმა - გოგონებმა და ვაჟებმა, აგრეთვე გათხოვლიმა ქალებმაც კი, თავი უნდა შეიკავონ ღვინისაგან".

/დეკანოზი ლევან მათეშვილი, "ეკლესიის ისტორია" ნაწილი 1, გვ. 104/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2021, 04:35 PM

"მწუხარება არ გამონლდება ღვინოსთან ერთად, მასთან ერთად კი სულში ახალი ბოროტება ჩნდება - ლოთობა!"

/"სულიერი მდელო" გვ..434/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2021, 05:00 PM

"არიან უბედურნი, რომლებიც ცდილობენ, თავსდატეხილი უბედურება დამღუპველი ვნებით - ღვინის სმით ჩაახშონ. საშინელი სისუსტეა! საშინელი ცდომილება! ასეთნი მწუხარებას კი არ ახშობენ, არამედ ერთ ბოროტებას (თუკი, საერთოდ, შეიძლება მწუხარებას ბოროტება უწოდო) მეორეს უმატებენ!"

/"სულიერი მდელო" გვ..434/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2021, 05:42 PM

"არ გამოიყენო უზომოდ არა მარტო ღვინო, არამედ, თუ შესაძლებელია, - წყალიც კი!"

/"სულიერი მდელო" გვ..507/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2021, 06:13 PM

"ღვინო კი არ არის დამნაშავე, დამნაშავეა ის, ვინც არ იცის ღვინოში ზღვარი"

/"სულიერი მდელო" გვ..505/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 05:00 PM

"ერთ-ერთი ბერძნული ლეგენდის მიხედვით, ორესტეს ძაღლმა - ოინოსმა, ვაზის ლერწი შობა, რომელიც პატრონმა მიწაში ჩარგო და გაახარა. მეორე ლეგენდა ვაზის წარმოშობას ცხვარს უკავშირებს, რომელიც შემთხვევით გადაეყარა მსხმოიარე ველურ ვაზს. ფარას ჩამოცილებული ცხვრის ძებნაში პატრონი წააწყდა ამ უცნაურად მსხმოიარე ხეს, რომლის ნაყოფის ჯადოსნური თვისებები მას დიონისემ შეაცნობინა და ღვინოდ დააყენებინა.
კიდევ ერთი ბერძნული გადმოცემით, ყურძენს პირველად ცხვარმა მიაგნო. კალედონიის მეფე ონიუსის მწყემსმა შენიშნა, რომ ერთი ცხვარი ხშირად ტოვებდა ფარას და ფარეხშიც გვიან ბრუნდებოდა. მწყემსი ცხვარს დუდარაჯდა და შენიშნა, რომ ფარიდან წასული, უცხო მცენარის ნაყოფს ჭამდა. დაინტერესდა და უცნობი მცენარის ნაყოფი თავადაც დაკრიფა, დაწურა და წვენს წყალი შეურია. რამდენიმე ხანში წვენმა გემო იცვალა და მისგან მათრობელა სასმელი დადგა. მწყემსმა სასმელი მეფეს მიართვა. მეფეს სასმელი იმდენად მოეწონა, რომ მას თავისი სახელი დაარქვა".

/"კარიბჭე" N11, 2021, გვ.50/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2021, 02:49 PM

"აბელ-ქერამიმი ("ვენახის დაბლობი") (მსაჯ. 11,33) - იორდანის გადაღმა ყამონელთა სოფელი, სადაც უხვად იყო გაშენებული ვენახი; ევსებისა და იერონიმეს დროსაც კი აქ უხვად მოიწევდნენ ყურძენს".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ.13/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2021, 08:12 PM

"დიონისე, ან ბახუსი (2 მაკ. 6.7) - ღვინის წარმართული ღმერთი; ჰომეროსის თანახმად, უბრალოდ შეშლილი ღმერთი და, ამასთან, ნუგეში მოკვდავთათვის; მოგვიანებით იგი ითვლებოდა ნაყოფიერების, ცივილიზაციის, ბედნიერების ღმერთად. დიონისეს ან ბახუსის პატივსაცემად დაარსდა სხვადასხვა დღესასწაული (ვაკხანალია), რომელსაც თან ახლდა სხვადასხვა უხამსობა, სიმთვრალე, გარყვნილება და ა.შ. ამ დღესასწაულების შემოღება უნდოდათ იუდეველთა შორისაც ანტიოქოს ეპიფანეს დროს, როდესაც აიძულებდნენ მათ მონაწილეობა მიეღოთ დიონისეს პატივსაცემად სადღესასწაულო პროცესიებში, თავზე სუროს გვირგვინით (სურო, ისევე როგორც ვაზი და ა.შ., მიჩნეული იყო დიონისესადმი მიძღვნილად)."

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ.273/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2021, 08:20 PM

"ადამიანის ორგანიზმზე ღვინის ზემოქმედების აღწერისას წმინდა წერილი შემდეგ გამონათქვამებს მიმართავს: ბრწყინვალე თვალები (დაბ. 49.12), დაუოკებელი ენა (იგავ. 21.1), სულის გამწარება (იგავ. 31.6), გონების დაკარგვა (ოს. 4.11), არასწორი განსჯა (იგავ. 31.1) და სნეულებები (ოს. 7.5)".

/"ბიბლიის ენციკლოპედია" ტომი 1, გვ.377/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2021, 06:48 PM

"ღვინოს, როგორც წამალს, იცნობდნენ ჰომეროსის თანამედროვენი. ჰომეროსი "ილიადაში" მოგვითხრობს ორ მეომარ ქალზე - მაქაონსა და პადალისზე, რომლებიც დაჭრილ მეომრებს ღვინოს ასმევდნენ. ღვინის კარგად მცოდნე ჰიპოკრატე, ღვინით გაჟღენთილ ტლეს რევმატიული ტკივილების დასაამებლად და ჭრილობების მოსაშუშებლად იყენებდა. ქირურგიის მამად წოდებულმა კლავდიუს გალენიუსმა (131-201 ჩვ.წ-მდე) პირველმა გამოიყენა ღვინოში დასველებული საფენები დაჭრილი გლადიატორების სამკურნალოდ.
ჰიპოკრატე იმდენად კარგად იცნობდა ღვინოს, შეეძლო ეთქვა, - ღვინოს ადამიანის ორგანიზმის "წაკითხვა" შეუძლიაო. მას ღვინო მასტიმულირებელ, გამამხნევებელ და შიმშილის დამთრგუნველ საშუალებად მიაჩნდა და ყველას ურჩევდა მის ზომიერად მიღებას. მედიცინის მამა ამბობდა, რომ ყურძნის წვენს და დედის რძეს ერთნაირი სამკურნალო თვისებები აქვს".

/"კარიბჭე" N12, 2021, გვ.20/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2022, 03:42 PM

"ჭიჭიბენა - ასე უწოდებენ თურქეთში მცხოვრები ქართველები ვაზის ერთ-ერთ უძველეს ქართულ ჯიშს - ჭეჭიბერას".

/"კარიბჭე" N1, 2022, გვ. 38/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2022, 05:07 PM

"ჯერ კიდევ ქრისტიანობის გავრცელებამდე, ვენახის ნაყოფიერებისა და უხვმოსავლიანობის დაბევების მიზნით, იმერეთში, ქართლსა და რაჭაში, საახალწლოდ საუკეთესო ფქვილისგან საგანგებოდ აცხობდნენ სარიტუალო პურებს, რომელსაც ვაზის ფორმა, ან ვენახის მტევნის მოყვანილობა ჰქონდა და მტევანას უწოდებდნენ. გურიაში კი ვენახის ღვთაების - აგუნას სახელზე დამცხვარ პურს, კვერის მოყვანილობა ჰქონდა და აგუნას პური ეწოდებოდა. ახალი წლის დღეს, ოჯახის უფროსს პური ვენახში მიჰქონდა და ზვრების შემოვლის შემდეგ, მსხვერპლის სახით გატეხავდა, ან ვაზზე გადატეხდა. მოუხმობდა აგუნას და თან მაღლა ასწევდა ბავშვს, რომელიც ხელში ეჭირა, სიტყვებით: ამხელა მტევნები მოგვიტანე!
ვენახს აუცილებლად მიულოცავდა მეკვლეც. სარიტუალო პურებთან ერთად, ვენახში მიჰქონდა ღორის თავი და საგანგებო რიტუალს აღასრულებდა...
ვენახის ნაყოფიერების მიზნით, ასევე იცოდნენ ვენახში დაკოდილი მამლის - ყვერულის - დაკვლა. სხვათა შორის, ვენახისთვის ახალი წლის მილოცვა და მამლის დაკვლის რიტუალი ქრისტიანობის გავრცელების შემდეგაც შემორჩა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ვენახში დაკლული მამლის სისხლს ვაზის ძირს აპკურებდნენ. ეს იყო ერთგვარი შესაწირი, ჩვენი წინაპრების რწმენით, შესაწირის სანაცვლო ბარაქიანი და მოსავლიანი წელი იქნებოდა და ქათამიც ყურძენს აღარ შეჭამდა".

/"კარიბჭე" N1, 2022, გვ. 44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 10:24 PM

"ღვინის სასმისი ხომ უამრავია: ყანწი, მარანი, აზარფეშა, კულა, ფიალა... სხვადასხვა სასმისით სხვადასხვა სადღეგრძელოს სვამდნენ. ასეთი სასმისიც იყო: ვერცხლის ფიალა, რომელსაც შუაში თევზი ჰქონდა. ღვინის სმის დროს თევზი ბრუნავდა. სვამ, თან თევზი ბრუნავს და უფრო მეტად გათრობს".

/"კარიბჭე" N1, 2022, გვ.33/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 10:36 PM

"სიტყვათა შეხამება "პურ-ღვინო" ალბათ ზიარებასაც მოგაგონებთ, არა? სხვათა შორის, ქართველები პურზე ღვინოს ასხამდნენ და მიცვალებულს ასე იგონებდნენ. ტყუილად როდი უწოდებენ ღვინოს "საქართველოს სისხლს". ჩვენი ქვეყანა ხომ ვაზის ჯვრით არის ნაკურთხი".

/"კარიბჭე" N1, 2022, გვ.32/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 04:28 PM

" - თუ არის ცნობილი ვაზის რა ჯიშები იყო გავრცელებული მესხეთში?
- მესხეთში ვაზის მრავალი ჯიში უნდა ყოფილიყო გავრცელებული, თუმცა უმეტესობის სახელი დღემდე არ შემორჩენილა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ჩვენ მიერ მესხეთში აღრიცხულია ვაზის ექვსი ათეული ჯიში. ესენია: არიჭული, ბუდეშური, დონდღლაბი, თავცეცხლა ვარდისფერი, თამარის ვაზი, თითაყურძენი, მამლითვალა, მელიკუდა, როკეთულა, სამარიობო,საწური, ცხენისძუძუ, ხარისთვალა, ჯავახეთურა, ჯამურის ყურძენი და სხვ."

/პროფესორი დალი ნიკოლაიშვილი
"კარიბჭე" N2, 2022, გვ.36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2022, 08:03 PM

"ჯავახი მეურნეები ცივი ზამთრის დადგომამდე ვაზს მიწაში მარხავდნენ და ამით იცავდნენ დაბალი ტემპერატურისაგან".

/პროფესორი დალი ნიკოლაიშვილი
"კარიბჭე" N2, 2022, გვ.37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:23 PM

"გზის იქით კი, შეფერდებულში, მწვანე შუქი დგას, - ჟუნჟრუკი მოსდებია ფოთოლგაცვივნულ ვენახებს"

/რეზო ინანიშვილი, "შორი თეთრი მწვერვალი" გვ.77/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 09:55 PM

"ნამდვილი დედაღვინო"

/რეზო ინანიშვილი, "კაცები", გვ.65/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2022, 10:08 PM

"ახალი ნართვლევია. ნაფურტკნი, მითელილ-მოთელილი ვენახები ყვითელ მზეში ჩაყუჩებულან და ჭრილობებს იშუშებენ"

/რეზო ინანიშვილი, "უკუღმა დაჭედილი", გვ.42/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 03:44 PM

"ვაზიც ჩამოწმენდილიყო, ორიოდე გაშავებული კუფხალი და რქასა და რქას შუა ჩაჭედილი ხმელი ფოთოლიღა მოჩანდა მუქად. "ნეტა ნასეტყვი ხომ არ დააჩნდა?" პლანს აუყვა, იხრებოდა და რქებს აკვირდებოდა. არა, ნასეტყვი თითქმის არ ეტყობოდა, ფერადაც კარგი იყო, მოწითალო კვირტიც ახლო-ახლო ჰქონდა. რამდენჯერმე ჩაჯდა და შებერებულ ვაზის ძირს ძონძებივით დაკიდებული ტყავი შემოაფშვნიტა, ალაგ-ალაგ მავთული ცოტა დაშვებულიყო, ხელი მოსჭიდა და შეატოკა".

/რეზო ინანიშვილი, მოთხრობა "ბარისკენ მოფრინავს ჯავარა", "შორი თეთრი მწვერვალი" გვ.298/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2022, 08:27 PM

"საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი - კრიკინა (უსურვაზი), რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც ენდემური სახეობა".

/"კარიბჭე" N3, 2022, გვ.47/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2022, 09:52 PM

"ღვინის, მხიარულებისა და ნაყოფიერების ღვთაება - ბადაგონი, ბერძნულ დიონისეზე 6000 წლით ხნიერია"

/"კარიბჭე" N3,2022, გვ.48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 05:30 PM

"ძველთაგანვე იყო განვითარებული მევენახეობა. XII საუკუნეში იგი ახალ აღმავლობას განიცდის. არ არის შემთხვევითი, რომ XI-XII საუკუნეების ქართულ მხატვრობასა და ქანდაკებაში ხშირია ყურძნის მტევნისა და ვაზის ფოთლის გამოსახულებები. სავარაუდოა, რომ იმ დროის საქართველოში ღვინოსაც დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ და იგი საექსპორტო საგანიც იყო.
საგულისხმოა, რომ ღვინო და ხილი მრავალგზის არის ნახსენები "ვეფხისტყაოსანში"."

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.402/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 08:12 PM

"ვენახი და ღვინო საქართველოში ძველთაგანვე ითვლებოდა დოვლათისა და ეკონომიკური სიძლიერის წყაროდ. ისტორიის ფურცლებმაც შემოინახა, თემურ ლენგისა თუ შაჰ-აბასის ბრძანებით გაჩეხილი ვენახების ამბები: მტერი ყველაზე მეტად ვაზის განადგურებით ცდილობდა ქართველის წელში გატეხას და საქართველოს მიწასთან გასწორებას. ჩვენი წინაპრები, ყველაზე მეტად სწორედ "შვილივით ნაზარდი" ვენახისა და ღვინოს სიუხვით იწონებდნენ თავს. "არც არავის ყმა ვყოფილვარ, არც არავინ ყმად მყოლია, ძველი პური, ძველი ღვინო წლით-წლობამდე გამყოლია", - უთქვამს ქართველს..."

/"კარიბჭე" N3, 2022, გვ. 48/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 09:17 PM

"IX-X საუკუნეებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მევენახეობა-მეღვინეობა. ვენახი აუცილებელი ელემენტი იყო როგორც სამოქალაქო, ისე საეკლესიო მფლობელთა მეურნეობაში. ამ დროს ხდება ტერმინების: "ვაზი", "ვენახი" მნიშვნელობის დაკონკრეტება. ადრე ერთ ძირ ვაზსაც და მრავალსაც "ვენახი" ეწოდებოდა, ამ დროიდან კი "ვენახი" ვაზის ბაღის, ხოლო "ვაზი" ერთი ძირის აღმნიშვნელად იხმარებოდა. ნიშანდობლივია, რომ ქართულ მხატვრობასა და რელიეფურ ქანდაკებაში X საუკუნიდან ხშირდება ვაზის ფოთლის, ყურძნის მტევნების, თავად ვაზის გამოსახულება".

/აკად. მარიამ ლორთქიფანიძე, აკად. დავით მუსხელიშვილი, აკად. როინ მეტრეველი
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" ტომი II, გვ.270/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2022, 06:15 PM

"დიონისეს კულტი ელინისტურ ხანაში ფართოდ იყო გავრცელებული ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში. მით უფრო გასაგებია მისი პოპულარობა და ფართოდ გავრცელება საქართველოში, რომელიც მეღვინეობა-მევენახეობის ქვეყანას წარმოადგენდა. საფიქრებელია, რომ დიონისეს სახით თაყვანს სცემდნენ მეღვინეობა-მევენახეობის ადგილობრივ ღვთაებას, რომლის კულტი უთუოდ უძველესი დროიდან არსებობდა და დიონისეს კულტის მსგავს ტიპოლოგიურ ელემენტსაც შეიცავდა. ამ თვალსაზრისით ყურადღებას იპყრობს ვანის მახლობლად, სოფ. მთისძირში ნაპოვნი ძვ. წ. V-IV სს-ის ვერცხლის ყანწი (რიტონი), რომელზედაც წარმოდგენილია, როგორც ფიქრობენ, ძველი ქართული ფოლკლორის ერთ-ერთი პერსონაჟი - ოჩოპინტრე. ამ "თხა-კაცის" ტიპოლოგიური სახე საკმაოდ ახლოს დგას დიონისეს თანამგზავრთან - პანთან".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ. 418/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 01:26 PM

"ქართველმა ეთნოგრაფებმა საკმაოდ დამაჯერებლად უჩვენეს ვაზის მოსავლიანობასთან დაკავშირებული მაგიური და რელიგიური რწმენა-წარმოდგენების არაჩვეულებრივი მრავალფეროვნება, რაც სრულიად სამართლიანად ჩვენში მეღვინეობა-მევენახეობის კულტურის სიძველედაა მიჩნეული. დადგენილია, რომ ქართული მარანი სალოცავ ადგილს წარმოადგენდა და არსებობდა საგანგებო საკულტო მარნები, სადაც მარჯვენა კუთხეში იდგა საზედაშე ქვევრები, ე.ი. ღვთაებისათვის შესაწირავად გამიზნული ღვინის ჭურჭელი (გავიხსენოთ, რომ ვანში აღმოჩენილ ზემოხსენებულ ტაძარში სწორედ აღმოსავლეთ ნაწილში ელაგა შეწირულობა - 40-მდე ამფორა).
ქართული მარანი, საჯვარე, ზედაშე - საკულტო ნაგებობაა, რომელიც სალოცავის ხატის როლს ასრულებდა. აქვე სრულდებოდა ლოცვა-ვედრების და მსხვერპლის შეწირვის რიტუალი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ. 408/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2022, 03:17 PM

"გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში ვითარდება მებოსტნეობა, მებაღეობა და განსაკუთრებით - მევენახეობა და მეღვინეობა. ამას მოწმობს კულტურული ვაზის ყურძნის წიპწების ხშირი აღმოჩენები, რომელთა შორის არის აღმოსავლეთ საქართველოში დღესაც ფართოდ გავრცელებული ჯიშები - "მწვანე" და "რქაწითელი". ვაზის სასხლავად იყენებდნენ რკინის მოხრილ დანებს, რომლებიც განსაკუთრებით ძვ.წ. VIII-VII სს-შია გავრცელებული. ამ დროისათვის გვხვდება დიდი ზომის ქვევრებიც, რომელნიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად იყო განკუთვნილი. ქვევრები და სარიტუალო საღვინე ჭურჭელი სამლოცველოებშიცაა დადასტურებული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ.210/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2022, 08:52 PM

"შეათბო ღვინომ, შეაჟინჟღილა"

/ვასილ ბარნოვი, თხზულებენი, ტ.8, "მარგალიტის ცრემლები", გვ.96/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 04:33 PM

"ლეჩხუმში ღვინო ბევრი მზადდებოდა. მას ჰყიდდნენ კიდევაც. XV საუკუნის მიწურულს ლეჩხუმში 400 საპალნე ღვინო სვანებს შეუძენიათ. განსაკუთრებული ვაზის ჯიში - "უსახელოური" მხოლოდ ლეჩხუმის სოფლებში - ზუბში, ოყურეშსა და ლასურიაშში იყო გავრცელებული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 166/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 05:03 PM

"ვახუშტი თრიალეთს უვენახო და უხილო მხარედ მოიხსენიებს. ისევე როგორც სხვა ქართველ მთიელებს, თრიალელებსაც მოჰქონდათ ბარიდან ყურძნის ტკბილი ნაწური, რასაც ადგილობრივ ქვევრებში ასხამდნენ და რისგანაც "კეთილი და გემოიანი" ღვინო დგებოდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 159/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 05:42 PM

"ლეჩხუმელები ცნობილი ხის ოსტატები იყვნენ. ზოგჯერ მასალად ვაზსაც ხმარობდნენ. ძველად ლეჩხუმში ხიდების ასაშენებლად იყენებდნენ ვაზს: "არამედ წყალი ესე, ვინაითგან არა უტევებს ხიდსა ქვისასა და ხისასა, ამისთვის შესწვენ ვაზისაგან და გააბამენ ამიერ კიდით იმერამდე და გაუბმენ ვაზისგანვე სახელურებსა აქეთ და იქით და ვლენ ქვეითინი მას ზედა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 166/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 05:59 PM

"გურიის მეურნეობის ძირითადი დარგები მიწათმოქმედება და მევენახეობა იყო. მევენახეობა, ისევე როგორც სამეგრელოში, მაღლარი იყო. ვახუშტის სიტყვით, გურიაში "ღვინო კეთილი და შემრგო" დგებოდა. გურიაში მრავალი ჯიშის მაღლარი ვაზი ხარობდა და ღვინო დიდი რაოდენობით გაჰქონდათ. უცხოელი მოგზაურები გურულ ღვინოს ფრანგულს (ბურგუნდიულს) ადარებდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 174/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2022, 06:31 PM

"მართალია, აჭარლები მოგვიანებით მევენახეობა-მეღვინეობას აღარ მისდევდნენ, მაგრამ აშკარაა, რომ საქართველოს ამ კუთხის მცხოვრებთათვის მეურნეობის ეს დარგი ისტორიულად ტრადიციული იყო. აჭარაში ვაზის 70-მდე ჯიში ყოფილა გავრცელებული. მაჭახლის ხეობაში დიდი ადგილი ეკავა ჩხავერის მოშენებას. ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, აჭარაშიც ვენახი მაღლარის ფორმით იყო წარმოდგენილი. აჭარაში ვაზის ფართოდ გავრცელებასა და მევენახეობა-მეღვინეობის მაღალ კულტურაზე მიუთითებს აქ გამოვლენილი ქვის ლოდში ამოკვეთილი საწნახლები (იყო ხის საწნახლებიც). მიწებში ნაპოვნია არაერთი უზარმაზარი ქვევრი. აჭარაში ქვევრები ადგილზე მზადდებოდა. გავრცელებული იყო დახურული ტიპის მარნები".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 177/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2022, 09:44 PM

"პარხლის ხეობაში ბევრი დიდი ოჯახი ყოფილა. დასტურდება ვაზის ისეთი ჯიშები, რომლებიც აქამდე ცნობილი არ იყო, მაგალითად, კვირტაი, ჩაჩხაი, თურვანდა, კარული, თხისძუძუ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 192/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2022, 08:45 PM

"საქართველოში დასტურდება მარნის ორი გამოკვეთილი ტიპი - დახურული მარანი და ღია მარანი. პირველი გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო მეორე დასავლეთში. მარანთა ასეთი ტიპების წარმოშობა დაკავშირებულია აღნიშნული რეგიონების კლიმატურ პირობებთან, აღმოსავლეთის მშრალი კლიმატი მოითხოვდა ღვინის დაცვას სიცხისგან და ჭურების განთავსებას დახურულ ნაგებობაში. ხოლო დასავლეთის ნესტიან პირობებში ჭურები განთავსებული ჰქონდათ ნახევრადღია მარნის წინ, ცის ქვეშ, ხეებით დაფარულ "ჭურისთავზე".

/"კარიბჭე" N4, 2022, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 07:18 PM

"კახეთშივე იქნა აღმოჩენილი გათხრების შედეგად მოღუნული ბრინჯაოს დანები, რომლებიც მეცნიერთა აზრით, ვენახის სასხლავად გამოიყენებოდა და მისი ანალოგებით ბოლო პერიდამდე სარგებლობდნენ ქართველი გლეხები. მათი ასაკი დაახლოებით 3 ათასი წლით განისაზღვრება".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 07:41 PM

"საზედაშე ქვევრის ადგილი უმთავრესად მარნის მარჯვენა კუთხეში იყო და მისთვის ფეხი არ უნდა დაედგათ. ყველა ოჯახს თავისი ზედაშე ჰქონდა, როდესაც ძმები იყოფოდნენ, ყველანაირი ქონება იყოფოდა გარდა ზედაშესი, რომელიც თავის ადგილის უნდა დარჩენილიყო. ასეთი ქვევრები ცალკეც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩამარხული ეზოში, ვენახში, ეკლესიის გალავანში და სხვა. მათ სალოცავის მნიშვნელობა ენიჭებოდა და შეთქმული საკლავი მასთან იკვლებოდა. ზედაშეს შესთხოვდნენ ავადმყოფის გამოჯანმრთელებას თუ შვილიერებას. ზედაშე მხოლოდ სალოცავში იხარჯებოდა იმ წმინდანის დღესასწაულზე, რომლის სახელზეც იგი იყო შეთქმული. საგვარეულო და სათემო ზედაშე საერთო ქვევრში ინახებოდა. დანიშნულ დღეს მეგვარეები ერთად შეიყრებოდნენ, თან სანოვაგეს მოიტანდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღებდნენ ზედაშეს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 79/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 08:04 PM

"ძვ.წ. VII საუკუნით თარიღდება სამარხში ჩატანებული ბრინჯაოს ქამარი, რომელზეც გამოსახული ორი მამაკაცი ერთმანეთს სასმისებს უჭახუნებს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 56/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 08:23 PM

"ვენახი, როგორც წესი, მწკრივზეა გაშენებული, თუმცა წინათ კახეთში უწესრიგოდ დარგული, "არეული" ვენახი სცოდნიათ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 60/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2022, 08:39 PM

"ქართული ტრადიციით ვენახის გაშენება ახალ მთვარეზე ხდებოდა, გასხვლისთვის კი საუკეთესო დრო ძველი მთვარე ითვლებოდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 62/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2022, 10:28 PM

"ტრადიცია ყოფილა სადილის დროს ღვინის მხოლოდ სამჯერ ჩამოტარებისა. ჟან შარდენის ყურადღება იმასაც მიუქცევია, რომ ლხინის სუფრაზე, სადაც ისიც იმყოფებოდა, თავადაპირველად ღვინოს საერთოდ არ სვამდნენ და "მხოლოდ მესამე თავი კერძის შემოტანისას მიეძალნენ ღვინოს". XIX საუკუნის პირველ მესამედში საქართველოში ნამდვილი გერმანელი ედუარდ აიხვალდი სამეგრელოს შესახებ აღნიშნავდა, რომ "სუფრაზე უზრდელობად ითვლება როგორც ღვინის მოთხოვნა, ისე მასზე უარის თქმა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 34/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2022, 01:18 PM

"რამდენიმე წელიწადში ერთხელ ვაზს ხის საყრდენი ეცვლებოდა. მუხის სარს გამოცვლა დაახლოებით ხუთ წელიწადში ერთხელ ჭირდებოდა, დანარჩენი ჯიშის ხეებისგან დამზადებული სარი უფრო ადრე ლპებოდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 63/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2022, 02:10 PM

"გურიასა და სამეგრელოში ვაზის გასხვლა გრძელტარიანი წალდით - ბურჭულით ხდებოდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 63/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2022, 08:01 PM

"დასავლეთ საქართველოში მარნის განსხვავებული ტიპი გვხვდება, რომელიც ასევე განსხვავებული კლიმატური გარემოთი, კერძოდ დასაველთ საქართველოს ტენიანი ჰავის თავისებურებებითაა განპირობებული, რადგან ტენიან ნიადაგიან რეგიონში შენობაში ქვევრების ჩაყრა საზიანოა ღვინისთვის, უმზეობა მას შმორის სუნსა და გემოს შესძენს. აქედან გამომდინარე აქაური ჭურ-მარანი გარეთაა მოწყობილი, ცოტა შემაღლებულ ადგილას და გარშემო ხეებითაა შემოჩრდილული. უმეტესად მიღებულია კომშის დარგვა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, კომში საკმაოდ კარგად ჩრდილავს ჭურს და მზის სხივებისგან იცავს, მეორე, კომში იშვიათად იჩენს ჭიას, ხოლო მისი ფესვები სწორად იზრდება მიწის სიღრმეში და დაუკირავ ჭურებს გახვრეტით არ ემუქრება. მისი ფოთოლი სიმწარეს მოკლებულია და ჭურების თავის მოსარეცხად და ღვინის ზედაპირზე მოდგარი ბრკეს მოსაწმენდად გამოიყენება. დასასრულ, ჭურის კედლებს შეხეხილი კომში ღვინოს სასიამოვნო სურნელს ანიჭებს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 70/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2022, 08:29 PM

"ქვევრს, როგორც წესი, მხოლოდ მამაკაცი რეცხავდა, ხოლო თუ ოჯახში მამაკაცი არ იყო, მაშინ ამას ხანდაზმული ქალი აკეთებდა და ამით ქვევრის სიწმინდეს იცავდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 73/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2022, 01:42 PM

"საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში (ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა) გავრცელებულია ჩვეულება სუფრასთან შემოსწრებულის სადღეგრძელოს დალევისა. სუფრის წევრები სვამენ ახლად შემოსული პირის სადღეგრძელოს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაწყებული პურობის დროს, თუ ვინმე სტუმართაგანი შემოემატათ, წყდება სადღეგრძელოების თანამიმდევრობის რიგი და ისმება ამ ახლად შემოსულის სადღეგრძელო. სტუმარიც ვალდებულია მიიღოს შემოთავაზებული სასმელი, შესვას სადღეგრძელო, შემდეგ ადღეგრძელოს ოჯახი, დალოცოს ყველა იქ დამსწრენი და მხოლოდ ამის შემდეგ უერთდება დამხვდურთ წრეს - ხდება მათი სრულუფლებიანი წევრი, შეუძლია განაგრძოს ლხინი მასპინძელთან ერთად. ჩვენ არ ვიცით, საიდან და როდიდან მომდინარეობს ეს საინტერესო ჩვეულება, მაგრამ ყოფაში კარგა ხანია დამკვიდრებულია, როგორც აუცილებელი, ეტიკეტური ნორმა. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ პურობა თავისთავად საკრალური, საწესო აქტია, ღვინის სმის წესი კი თავისებური რიტუალი, რომელშიაც ჩანს ბახუსის ანუ ღვინის კულტისადმი მიძღვნილი მისტიკური მსახურების ელემენტები, მაშინ სავსებით დასაშვებად ჩანს ზემოთ მოტანილი წესის არქაულობა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 181/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2022, 02:33 PM

"ძველად ხიდების ასაშენებლად ვაზსაც იყენებდნენ (მაგალითად, ლეჩხუმში)"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 209/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2022, 03:55 PM

"გარემო პირობების დიდი ცოდნა იკვეთება მევენახეობა-მეღვინეობასთან მიმართებითაც. ცნობილია, სამარნე ადგილის შერჩევა უამარავ გარე ფაქტორზე იყო დამოკიდებული: დასავლეთ საქართველოში, სადაც ნიადაგი ტენიანია, მარანს შედარებით მშრალ, წყლისგან მოშორებულ ადგილას აშენებდნენ, "შუბლით" აღმოსავლეთით - მზის ამოსვლის მხარეს, რადგან, ხალხის დაკვირვებით, როდესაც მზე ამოდის, მას ძალა არა აქვს, ღვინოს ვერაფერს ავნებს, "შემოტრიალებული" მზე კი მართლაც ძლიერია, მაგრამ მარანს ვერ მოხვდება, მას ხეები უჩდილავს. აღმოსავლეთ საქართველოში კი მარნის ასაგებად ქვიშნარს ირჩევდნენ, რადგან ქვიშნარი სინესტეს ინახავდა და ღვინოც სიგრილეში უკეთ ინახებოდა. მარნის მშენებლობისას, აქაც მას "შუბლით" აღმოსავლეთით ან ნაგებობათა შორის აგებდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 202/




პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 02:11 PM

"აღსანიშნავია მევენახეობასთან დაკავშირებული აჭარული ჩვეულება "ვენახის დალოცვა". როგორც ცნობილია, ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობის შედეგად აჭარაში მევენახეობა-მეღვინეობა დაქვეითდა, მაგრამ მოსახლეობამ მაინც შეინარჩუნა ზოგიერთი ტრადიცია. ამ დღესასწაულზე აცხობდნენ სპეციალურ კვერებს. სამი ასეთი კვერი მიქონდათ ვენახში, იქ მიწაში ჩაფლავდნენ და დაილოცებოდნენ: "ღმერთო, ყურძნის ბევრი მოსავალი მოგვეცი, ღვინო კარგი და მაგარი", გადაიწერდნენ პირჯვარს და დალოცვას სამჯერ გაიმეორებდნენ. ეს რიტუალი გამოძახილს პოულობს გურიაში, იმერეთში, ქართლში, რაჭასა და სხვა კუთხეებში გავრცელებულ მსგავს წეს-ჩვეულებებთან, რომლის დროსაც ასევე ხდებოდა სარიტუალო კვერების მიწაში დაფლვა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 407/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 04:49 PM

"ქართულ ენაში (და შესაბამისად ეთნიკურ თვითშეგნებაშიც) პური და ღვინო (კომპოზიტი, პურ-ღვინო), როგორც პურ-წყალის სინონიმი (რომელიც ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში დასტურდება), სტუმართმოყვარეობის ეროვნულ სიმბოლოდაა ქცეული და სიუხვე-ბარაქიანობის, დოვლათისა და კეთილდღეობის შექმნის საკრალურ შინაარს გამოხატავს. ძველი ჩვეულების თანახმად, თუ უცხო პირი, მგზავრი ან უბრალოდ მწყურვალი ვინმე ოჯახის ჭიშკარს მიადგებოდა და წყალს მოითხოვდა, მას წყლის ნაცვლად ღვინოს მიაწვდიდნენ; სათონესა და მარანში (ჭურის თავზე) სახელდახელო სუფრის გაშლაც სტურმისადმი გაწეული უდიდესი პატივისცემის ნიშანი იყო. პურ-ღვინო არა მხოლოდ ყოველდღიური სანიადაგო საკვები იყო (ღვინოს, ჩვეულებრივ, სადილობის დროს სვამდნენ), არამედ რიტუალურიც და სამკურნალოც (ღვინოში ჩამბალ პურს "ბოღლიწოს" აჭმევდნენ ბავშვებს, აგრეთვე ღონემხდილ ავადმყოფებს მოსამაგრებლად)"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 164/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2022, 02:17 PM

"საქართველოს ტრადიციულ სამეურნეო სისტემაში მევენახეობის ადგილისა და როლის გათვალისწინებით და იქიდან გამომდინარე, რომ სამხრეთ კავკასია ვაზის კულტურული ჯიშების წარმოშობის ერთ-ერთი საყოველთაოდ აღიარებული ცენტრია, გასაგებია ვაზის გამოსახულებათა სიმრავლე და მრავალფეროვნება მატარიალური კულტურის ძეგლებზე და მათ შორის საფლავის ქვებზე. ვაზის ასახვა მატერიალური კულტურის ნიმუშებში საქართველოში უკვე ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევრით დათარიღებულ არქეოლოგიურ მასალაში დასტურდება, რაც ეხება საფლავის ქვებზე გამოსახვას, იგი განაკუთრებით აქტიურად იჩენს თავს XIX საუკუნიდან და მრავალფეროვანი ვარიაციებით გამოირჩევა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 370/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2022, 08:14 PM

"მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი შენიშნავს, რომ "ზედაშის ქვევრი მარანში ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენდა და მას ყოველთვის გამორჩეული ადგილი უნდა სჭეროდა ღვინის ხარისხიანად შენახვის თვალსაზრისით. იგულისხმება სიგრილე, მზის სხივების მიუწვდომლობა და შედარებით მყუდრო ადგილი".

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ. 36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2022, 06:49 PM

"როგორც სოფ. ბოდბისხევის მკვიდრი, 82 წლის ც. ბაიდოშვილი იხსენებს, თუ პაპა ან ბებია ან სხვა ოჯახის წევრი ისეთ სიზმარს ნახავდა, რომელიც ჩაითვლებოდა მიღმურ სამყაროსთან დაკავშირებულად, მაშინ მთელი ოჯახი და საგვარეულო, ანუ დიდი ოჯახი მივიდოდა ზედაშეზე და კლავდა შესაწირს, ასევე ანთებდნენ ქვევრზე სანთლებს და ამ რიტუალით სთხოვდნენ უფალს ოჯახის სიმშვიდეს"

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ. 37/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2022, 06:08 PM

" - საზედაშედ უმეტესწილად შავი ყურძნის ჯიშები გამოიყენება, თუმცა საქართველოს ეთნოყოფაში დაფიქსირებულია საზედაშედ თეთრი ღვინის გამოყენებაც...
- საზედაშედ გამოიყენებოდა თეთრი ღვინოც. მაგალითად, სოფელ ოზაანში შევსწრებივარ ზედაშის ქვევრში თეთრი ღვინის ჩასხმას და დალუქვას. ჩასხმის დროს სანთელი აანთეს და ოჯახის უფროსმა დაილოცა: "წმინდაო გიორგი, შენი სახელის ჭირიმე, მრავალჯერ დაგვასწარ შენს დღეობას". ის ქვევრი ამაღლების დღესასწაულზე გაიხსნა და ღვინო ტაძრის ეზოში გაშლილ სადღესასწაულო ვახშამზე შეისვა".

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ. 35/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2022, 02:41 PM

" - საზედაშე ღვინის დაყენების პროცესი საგანგებო რიტუალი წეს-ჩვეულებების აღსრულებასაც მოითხოვდა...
- ეთნოგრაფიული წყაროებიდან ირკვევა, რომ საზედაშე ღვინის დაყენების პროცესის დროს აუცილებელია იყო ჰიგიენური და ეთეტიკური წესების დაცვა. კერძოდ, ღვინის დაყენების პროცესში ნასვამი მამაკაცი მონაწილეობას არ იღებდა, ხოლო ვინც ამ დროს მარანში ბილწსიტყვაობდა ან ზემდეტს ხმაურობდა, მას მარნიდან ითხოვდნენ. ყურძნის წურვის დროს მარანში აუცილებლად ინთებოდა წმინდა სანთელი. რაჭაში არსებული წესის თანახმად: მამაკაცი, რომელიც საწნახელში უნდა ჩამდგარიყო ყურძნის დასაწურად, გარკვეული დროით, რამდენიმე დღე, მეუღლისგან განცალკევებით იძინებდა"

/"კარიბჭე" N5, 2022, გვ. 36/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 04:42 PM

"გურული ღვინოები გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით, ხავერდოვნებით, სინაზით. მაღალი გემური თვისებებით, გარეგნული სილამაზით, შენახვის უნარიანობით და ტრანსპორტაბელობით"

/"კარიბჭე" N7, 2022, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2022, 02:21 PM

"ნათავაი ღვინოს ეძახიან გურიაში ახალმოხდილი ჭურიდან პირველად ამოღებულ ღვინოს. კლიმვას კი - ჭურის პირველად მოხდას და ღვინოს ამოღებას"

/"კარიბჭე" N7, 2022, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2022, 11:59 AM

"ყოველდღე უნდა მიხვიდე ვაზთან, შემოუბარო, გასხლა, გათოხნო, შეწამლო (თანაც რამდენჯერმე, ჭრაქი (ვაზის ჭირი, რომელიც ფოთლებს ახმობს და მოსავალას ანადგურებს) რომ არ გაუჩნდეს); შემდეგ უნდა გაფურჩქნო ("გაგფურჩქნო, გაგალამაზო, როგორც რომ პატარძალია, აღარ დავზოგო მე შენთვის ჩემი ღონე და ძალია"). საჭიროა ვენახის გადაწვენაც (ძველი ვაზის გადაწვნა, მიწაზე კავით დამაგრება და ზევიდან მიწის წაყრა გასაახლებლად). მერე უნდა მოკრიფო ყურძენი და საწნახელში დაწურო, ღვინოდ გამოიყვანო. აქაც დიდი თვალყურის დევნაა საჭირო, რომ პუჭკური (პუჭურიკი, მაჭრის მწერი) არ გაუჩნდეს"

/"კარიბჭე" N7, 2022, გვ.43/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2022, 05:05 PM

"რასაკვირველია, ღვინის მიღების რეგლამენტაციისა და მისი მავნებლობა-სარგებლიანობის განსაზღვრას ჩვენს შორეულ წარსულში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართული მედიცინის, კერძოდ, ჰიგიენის ისტორიისათვის"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 240/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2022, 04:44 PM

"კოლხეთის აღწერისას სტრაბონი იხსნიებს ლევკოთეას სამლოცველოს. საფიქრებელია, იგულისხმება ნაყოფიერების ადგილობრივი ქალღვთაება. ლევკოთეა, ამასთანავე, ითვლება მევენახეობა-მეღვინოებისა და მეტალურგიის მფარველადაც. ვანის ძვ. წ. II საუკუნის ტაძრის გათხრების დროს აღმოჩენილი რიტალური თასი აშკარად მიგვანიშნებს, რომ იგი დაკავშირებულია მეღვინეობა-მევენახეობის კულტთან"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია", გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2022, 09:50 PM

"საქართველო ოდითგანვე უფლის სავენახე იყო, ქართველი კაცი კი მევენახე, ვაზისა და ღვინის უზომოდ მოყვარული"

/"კარიბჭე" N11, 2022, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2022, 10:26 PM

"ვენახში მუშაობით ხდება საკუთარი სულის სრულყოფა (ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი)"

/"კარიბჭე" N11, 2022, გვ.4/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2022, 08:06 PM

„ - ძველად ვენახის კურთხევის ლოცვასაც აღასრულებდნენ.

-სამღვდელო კურთხევანში, სადაც მოცემულია მარილის, ჯვრის კურთხევა, ნათლობის წესი და სხვა, არის კურთხევაც ახლისა ვენახისა, რომელიც ვაზის ნამყენი ნერგების ჩაყრისას იკითხება. წინათ საქართველოში მღვდელი საგანგებოდ მიჰყავდათ და აკურთხებიდნებდნენ ახალ ნერგებს ახლისა ვენახისა, უფალს სთხოვდნენ, ისევე დაემტკიცებინა ახალჩაყრილი ვაზი, როგორც ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები დაამკვიდრა ათქმულ ქვეყანაში, დაეცვა იგი ყინვისგან, თრთვილისგან, ქარისგან, სეტყვისგან. დღეს ზედიზედ რომ მოდის სეტყვა, მავანნი ამას ალბათ ტექტონიკურ მოვლენად მიიჩნევენ, სინამდვილეში ჩვენი ცოდვებია ამის მიზეზი. აღარ ვევედრებით უფალს, დაიცვას ვენახი, „რომელ დაჰნერგე მარჯვენამან შენმან“, მერე კი გვიკვირს, რატომ წახდაო.

არსებობს ლოცვა, რომელიც ეკლესიაში ძღვნად მიტანილ ახალ ყურძენზე იკითხება. არის კურთხევა რთვლისა: „ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, რომელმან სათნო იყავ ვენახად წოდება ძისა შენისა... რათა გვეწოდოს ჩვენ ვენახის შენისა კეთილისა რქა, და მასთანა შეერთებულ ვიქმნეთ მარადის“, - ვკითხულობთ ამ ლოცვაში. ამას მოსდევს კურთხევა ახლისა ღვინისა, რათა კურთხეულ იყოს ყველა, ვინც მას დალევს.

წარმოიდგინეთ, რამოდენა სულიერი სიღრმის მატარებელი უნდა იყოს ვაზი, რომ ეკლესია და ერი მისთვის საგანგებო მსახურებებს ატარებდნენ. სამწუხაროდ, ახლა აღარავის ახსოვს ვენახის, რთვლისა თუ ახალი ღვინის კურთხევა. ურწმუნოებზე აღარფერს ვამბობ - მორწმუნეებმაც კი არ იციან, რომ ასეთი რამ არის საჭირო. ჩვენ ხომ გვწამს, რომ რასაც ვითხოვთ, მოგვეცემა კიდეც; მაშ, ვევედროთ უფალს. არ ვითხოვთ და ვენახი წარგვიწყმდება“.

/"კარიბჭე" N11, 2022, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2022, 08:42 PM

"ღვინო ანიჭებს სადღეგრძელოს ღვთიურ ძალას, სადღეგრძელოს ღვთიურ ძალას, სადღეგრძელოს წარმომთქმელს - დალოცვის უნარს. სადღეგრძელო ხომ ღვთისადმი მიმართული ლოცვაა სიკეთის, სიუხვის, მშვიდობის, გამრავლების, სიყვარულის დასამკვიდრებლად და გასამრავლებლად ადამიანთა შორის"

/"კარიბჭე" N11, 2022, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2022, 02:37 PM

"ჭაჭკარსა და მის მიდამოში ვაზი მაღლარიც იყო და დაბლარიც. მაღლარი ვაზი გასული იყო მსხლის, ჭერმისა თუ ჭანჭურის ხეებზე. დაბლარი ფერდობებზე სართულებად მიუყვებოდა ტერასების აქაურ სახეებს - დარიჯებს, ოროკებსა და ბაქნებს. ამჟამად ტერასული ვენახების გაშენებას მეთავეობს ადგილობრივი ახალგაზრდა მევენახე გიორგი ნათენაძე. სწორედ მათ საგვარეულოშია შემონახული უძველესი ვაზი "ცხენის ძუძუ თეთრი", რომელიც ადგილობრივთა გადმოცემით რამდენიმე საუკუნის ხნოვანებისაა. თვით სოფელ ჭაჭკარს მიკუთვნებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი"

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" N9, 2019, გვ. 37/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2023, 08:29 PM

"სმის დროს ფასდებოდა ის პირი, ვინც ყველაზე მეტს სვამდა. პაპის ელჩი კონტარინი ადასტურებს, რომ ქართველებში "ვინც მეტს დალევდა, იმას მეტი პატივისცემა ქონდაო". სამეგრელოში ყოფნისას შარდენი აღნიშნავს: "მეგრელები და მათი მეზობლები ღვინოს ბევრს სვამენ. ისინი ღვინოს სმაში აჭარბებენ გერმანელებს და ყველა ჩრდილოელს". ვახტანგ V შაჰნავაზის კარზე გამართული ლხინის დროს კი ფრანგი მოგზაურისთვის ყველაზე თვალში საცემი იყო დიდძალი ღვინის სმა: "არაფერს ვიტყვი ამ ნადიმის არც თადარიგზე და არც ბარაქიანობაზე. ვიტყვი მხოლოდ, რომ ბევრი ღვინო სვესო".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.124/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2023, 09:57 PM

"რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ საქართველოში ღვინოს ზომიერად იღებდნენ, ფაქტია, რომ ყველა უცხოელისთვის თვალში საცემი იყო, თუ რა დიდი რაოდენობით სვამდნენ ქართულ სუფრაზე ღვინოს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.123/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2023, 10:12 PM

"ღვინომ ჩვენში ლუდის კულტურას დიდი გასაქანი არ მისცა. იგი პოპულარუი იყო მხოლოდ იმ რეგიონებში, სადაც ვაზი არ ხარობდა - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ფშავში, ხევსურეთში, ხევში, თუშეთში ლუდის დამზადების დიდი ტრადიცია არსებობდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.134/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2023, 07:55 PM

რთველი შემოდგომისა

"წელს რაც ყურძენი დაიწურება
ლხინში დაგვჭირდეს ეს ჭირნახული,
იჩქარე, ძმაო, დრო იწურება
თასში დამისხი ღვინო კახური!
მადლით შეზავდეს ოფლი დაღვრილი,
ვენახში ვხედავ წინაპართ ხელებს,
რამდენჯერ არის შრომით დაღლილი,
მაინც უმუხლავს ოქროსფერ მტევნებს.
რა ძალამ უნდა გადააჯიშოს,
არა, არ მჯერა მე ეგ ამბავი,
უსმინეთ, ძმებო, მაგას, არ შიშობს
ჩვენი ენა და ჩვენი ანბანი.
ერთი შეხედვით, ვაზის სიმშვიდეს,
როცა სამზეო რთველი ეწვევა,
მორჩილად გვითმობს საკუთარ შვილებს,
თუმცა კი გული როგორ ეწვება.
რა მოთმინება მოგდგამს ფესვებში,
ზამთარში თითქოს წარსულს ბარდები,
და გაზაფხულის ნაირ ფერებში
ისევ ახლიდან დაიბადები.
უკვდავებაა შენი სახელი,
შენ ამშვენებდი წმინდანის ხელებს,
შენ გაგვიქარვე გულში ნაღველი,
შენ მუზარადობ ჩვენ ჯიშს და გენებს!
შენშია რწმენა და ღმერთის მადლი,
ჩემი სიცოცხლე შენით მიცვნია,
წელსაც დაგწურავ, თუ ღირსად ჩამთვლი,
თიხის ქვევრები ღვთის სისხლს გიცდიან.
წარსული გქონდა ბრძოლებნახული,
როცა ქართველი გულით გიცავდა,
სათუთად ჰყავდი გადანახული
და არასოდეს გამოგრიცხავდა...
და შენი ხალხის მარჯვენა ხელი
დღესაც მსახურებს მომავლის მიზანს,
მადლიერების ნათელი ცრემლით
ის დაიმკვიდრებს სამოთხეს ცისას!"
კახეთი, სოფ. აკურა. მოდებაძეების ვენახი. 2021წ.

/ვალერიან წიკლაური, "წინ, წარსულისაკენ!" გვ. 187/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2023, 05:57 PM

" - ღვინოში ნუ ივაჟკაცებ, რადგან ღვინოს ბევრი დაუღუპავს... კაცთა სიცოცხლისათვის ღვინო საჭიროა, თუკი მას ზომიერად შესვამენ.

რა არის სიცოხლე ღვინის გარეშე?

იგი ხომ კაცთა სასიხარულოდ შეიქმნა.

გულის სიხარულისა და სულის შვებაა ზომიერად და დროის შესაფერისად შესმული ღვინო".

/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.99/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 16 2023, 07:48 PM

"ნათქვამია, ერთი და იმავე მცენარიდან აღებულ ნექტარს ფუტკარი თაფლად აქცევს, შხამიანი მწერი კი - მომაკვდინებელ შხამად.

ღვინოც, სამკურნალო და სასარგებლო სითხიდან შეიძლება მომაკვდინებლად იქცეს, თუ მას ჭარბად და უპატივცემულდ მოვიხმართ"

/აკაკი მინდიაშვილი, "ეცადე, რჩეულად წარუდგინო თავი ღმერთს", გვ.104/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)