IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> სერაფიმე როუზი
მნათე
პოსტი Jan 4 2007, 03:11 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ არაფერი ვიცი ამ ადამიანზე, გარდა ყურმოკრულისა [დღეს იმდენ რამეს მოკრავ ყურს, ყველა თუ დაიჯერე..] გამარკვიეთ, რატომ არის ეს ადამიანი ცნობადი? რა სანი ქონდა? ვინ იყო? სად იყო? რატომ იყო? და ა.შ


აზრთა სხვადასხვაობა არსებობს რამდენადაც ვიცი/ვხედავ. . . . .





--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 4 2007, 03:24 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(მნათე @ Jan 3 2007, 11:11 PM) *

მოკლედ არაფერი ვიცი ამ ადამიანზე, გარდა ყურმოკრულისა [დღეს იმდენ რამეს მოკრავ ყურს, ყველა თუ დაიჯერე..] გამარკვიეთ, რატომ არის ეს ადამიანი ცნობადი? რა სანი ქონდა? ვინ იყო? სად იყო? რატომ იყო? და ა.შ
აზრთა სხვადასხვაობა არსებობს რამდენადაც ვიცი/ვხედავ. . . . .

ძალიან კარგი ტემა გახსენი, მეც თითქმის არაფერი ვიცი მის შესახებ და ძალიან მაინტერესებს smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Jan 4 2007, 04:36 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ციტატა(მნათე @ Jan 4 2007, 02:11 AM) *

მოკლედ არაფერი ვიცი ამ ადამიანზე, გარდა ყურმოკრულისა [დღეს იმდენ რამეს მოკრავ ყურს, ყველა თუ დაიჯერე..] გამარკვიეთ, რატომ არის ეს ადამიანი ცნობადი? რა სანი ქონდა? ვინ იყო? სად იყო? რატომ იყო? და ა.შ
აზრთა სხვადასხვაობა არსებობს რამდენადაც ვიცი/ვხედავ. . . . .

ჯერ შენ გაგვარკვიე აბა, რეებს მოკარი ტური biggrin.gif

ძვ. პროტესტანტი ქრისტიანია. შემდეგ რწმენა დაკარგა და ფილოსოფიამ გაიტაცა (იცის ხოლმე ასეთი რამ)
ბოლო ბოლო მიადგა ფრიდრიხას (ნიცშე) დაინტერესდა მისი ''ანტიქრისტეთი'',
თუმცა საბედნიეროდ მასავით არ გაუბერა და.......

მართლმადიდებელი ქრისტიანი გახდა smile.gif

ეს მოკლედ... დანარჩენი მერე.

ისე, ინეტში ნახე, რაიმე იქნება.... მემგონი ''მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა''
გაკვრით მაქვს თვალი გადავლებული, მაგრამ დრო ვერ გამოვნახე, რომ უკეთ გავცნობოდი


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 4 2007, 11:38 AM
პოსტი #4


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ზურა
ციტატა
ძვ. პროტესტანტი ქრისტიანია.

არასოდეს არ ყოფილა პროტესტანტი...უბრალოდ პროტესტანტულ ოჯახში გაიზარდა..
შემდეგ ნიცშეთი იყო გატაცებული..
შემდეგ კი ჩინური ფილოსოფიით...

სალომემ წიგნი მათხოვა მის შესახებ და იქ წერია ყველაფერი მის შესახებ....
2 კილოიანი და ინგლისურად პრო როუზისეულად არის დაწერილი.. მისი შეყვარებულის შესახებაც კი wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 4 2007, 12:21 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ზურა

აპლოდისმენტები შენს გამოჩენას biggrin.gif

მოკლედ, აქ რამდენიმე ადამიანი მას სქიზმატად მიიჩნევს, გამომდინარე მისი ევქარისტიული კავშირისა რუსეთის საზღვარგარეთულ ეკლესიასთან-მის ავტოკოეფალიას არავინ ცნობდა. მიუხედავად იმისა რომ საზღვარგარეთული ეკლესია ძალიან მალე მოსკოვის საპატრიარქოსთან აღადგენს ევქარისტიულ კავშირს [კანონიკური ურთიერთობის შესახებ აქტი უკვე არსებობს] მაშინ იგი ანათემიზირებული იყო,

მოკლედ მოვისმინოთ ორივე მხარის არგუმენტები biggrin.gif კანუდოს სა ხარ ცა? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 4 2007, 01:05 PM
პოსტი #6


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ზურა
ზურა შენ ისა ხარ ივერიაზე რომ მიგყავს პარადი? როგორა ხარ? laugh.gif

მნათე
ციტატა
მოკლედ მოვისმინოთ ორივე მხარის არგუმენტები კანუდოს სა ხარ ცა?


კანუდოსელ მოდი მოდი გაანთლე საზოგადოება!!!!!
tongue.gif tongue.gif tongue.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 4 2007, 01:09 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ზურა შენ ისა ხარ ივერიაზე რომ მიგყავს პარადი? როგორა ხარ?


კი ამსტერია wink.gif biggrin.gif ამიტომ ავტეხე ჟრიამული laugh.gif


ნუ გავაოფტოპიკებთ biggrin.gif


IPB-ს სურათი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Jan 4 2007, 02:23 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



გამარჯობათ. გიგზავნით მამა სერაფიმეს მოკლე ცხოვრებას, ნაწილობრივ ალბათ დაგაკმაყოფილებთ. აღებულია წიგნიდან „მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია“, თბ. 2004. მეუფე დავითის კურთხევითაა დაბეჭდილი. რაც შეეხება რუსეთის ემიგრანტული ეკლესიის საკითხს, მთლად ისე მარტივადა არაა ზოგიერთებს რომ ჰგონიათ. წაკითხული მაქვს, რომ სამოციან წლებამდე კავშირში იყვნენ რამდენიმე ადგილობრივ ეკლესიასთან, მაგრამ შემდეგ რუსეთის საპატრიარქოს მოთხოვნით ამ ეკლესიებმა კავშირი გაწყვიტეს მათთან. თუ მარტო ეგ არის სქიზმატობისთვის საკმარისი, მაშინ რევოლუციის შემდეგ ჩვენც სქიზმატები ვყოფილვართ, მანამ, სანამ სტალინი ჩაერეოდა (როგორც ამბობენ) და გვცნობდა რუსეთის ეკლესია და მასთან ერთად სხვებიც. რაც შეეხება ბოსტონოლებს, იყო ბოსტონში ფერისცვალების ბერძნული მონასტერი, რომელიც რუსულ ემიგრანტულ ეკლესიაში შედიოდა, შემდეგ წაიჩხუბნენ, გამოეყვნენ რუსებს და ჩამოყალიბდა ბოსტონელთა სქიზმა. ყველაზე მეტად ემიგრანტული ეკლესიის სქიზმატობას ის ფაქტი აყენებს ეჭვს ქვეშ, რომ შერიგება რუსეთის საპატრიარქოსთან მოხდა ყოველგვარი სინანულის მოთხოვნის გარეშე, ანუ როგორც თანასწორისა თანასწორთან და არა როგორც უმადლო საკრებულოსი მადლიან ეკლესიასთან. თუმცა ამ ყოველივეს არსებითი მნიშვნელობა მამა სერაფიმეს წიგნებიდან სარგებლის მიღებაში არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეკლესია მწვალებელთა და განხეთქილებაში მყოფთა ნაწერებსაც იყენებს, როცა საჭიროა. მაგ. ტერტულიანე, ორიგენე, დიდიმოსი, ევაგრე და ა.შ.

მამა სერაფიმე როუზი

მამა სერაფიმე როუზის1 სახელი მართლმადიდებელი სამყაროსათვის კარგად არის ცნობილი. მისი წიგნების ზეგავლენით ადამიანები მკვეთრად ცვლიან თავიანთ ცხოვრებას _ პირველ ყოვლისა, ისინი ხედავენ მხურვალე სიყვარულს სარწმუნოებისადმი, რომლის გულისთვისაც მან უარყო ეს სოფელი და მრავალი მწუხარება დაითმინა. მამა სერაფიმე როუზი ცხოვრობდა, იღვწოდა და მოკვდა, რათა მისი თანამედროვენი ცოტათი მაინც განათლებულიყვნენ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ნათლით. ახლა მსოფლიოს მრავალ კუთხეში ადამიანები მისთვის აღუვლენენ ღმერთს სიყვარულით გამთბარ ლოცვებს; მას პატივს სცემენ ამერიკაში, ავსტრალიაში, დასავლეთ ევროპაში, რუსეთში...
მამა სერაფიმეს ცხოვრება თავისთავად უკვე საოცრებაა. მისი გარემო ასეთ ინტენსიურ სულიერ ცხოვრებას ვერაფრით ვერ განაპირობებდა _ იუჯინ როუზი დაიბადა Gვეულებრივ პროტესტანტულ ოჯახში, კალიფორნიის შტატის საკურორტო ქალაქ სან დიეგოში. დედა, ესთერ ჰოლბეკი, ნორვეგიელი იყო; მამა, ფრენკ როუზი, ნახევრად ფრანგი და ნახევრად დანიელი, ოჯახს ბეისბოლის მინდვრების მოვლით არGენდა.
იუჯინ როუზი მრავალმხრივი ნიჭით გამოირGეოდა და სკოლაში ყოველთვის მასწავლებლების ქებას იმსახურებდა. ერთხელ დედამ უთხრა: ასე თუ განაგრძობ, შორს წახვალო. იუჯინმა უპასუხა: “მე სხვა რამე მსურს _ მინდა ბრძენი ვიყო”.
ბავშვობაში იუჯინი პროტესტანტულ სკოლაში ბიბლიის გაკვეთილებს ესწრებოდა და ხშირად აოცებდა მშობლებს, როდესაც ზეპირად წარმოთქვამდა ციტატებს საღმრთო წერილიდან, თოთხმეტი წლისა კი მეთოდისტურ ეკლესიაში მოინათლა. სკოლაში მათემატიკა და ბიოლოგია იტაცებდა. ჯერ კიდევ მაშინ იგი ინსტინქტურად არ ღებულობდა გარშემო მყოფი ახალგაზრდობის იდეალებს. იუჯინის თანატოლები მანქანებით დასეირნობდნენ, დისკოთეკებსა და მეგობრულ წვეულებებზე დადიოდნენ, ის კი მარტოდმარტო დაეხეტებოდა ტყეში და ცდილობდა პასუხი ეპოვნა კითხვებზე: რა არის ცხოვრების აზრი და რა ადგილი აქვს განკუთვნილი მას ამ ცხოვრებაში, ვინ არის, საიდან მოვიდა და სად წავა? იუჯინი თითქოს მიუსაფარი იყო თანატოლთა შორის. “არა ამის სოფლისაგანი” _ ასე უწოდა ერთ-ერთმა ნაცნობმა ქალიშვილმა მამა სერაფიმეს მაშინ, როდესაც იგი ჯერ კიდევ ერისკაცი იყო. ეს სახელი ძალიან ზუსტად გადმოსცემს ამ საოცარი მოღვაწის ბუნებას.
1952 წ. როუზმა კალიფორნიის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში, პომონაში განაგრძო სწავლა. იუჯინი სიმპათიური ყმაწვილი იყო. დიდი, ფიქრიანი თვალები ჰქონდა, ურთიერთობებში მორცხვსა და მოკრძალებულს, სულში საგანთა ბუნების შეცნობის დაუოკებელი წყურვილი უდუღდა. ჭაბუკს არ აკმაყოფილებდა მშრალი, პრაქტიკული პროტესტანტიზმი, რომელიც სრულ ჰარმონიაში იყო ამა სოფლის სულისკვეთებასთან. დაიწყო ხანგრძლივი, დაძაბული ძიების პერიოდი, და ამ გზაზე პირველი, ვინც იგი გაიტაცა, ნიცშე იყო. ნიცშე დასცინოდა ქრისტიანობას, როგორც სუსტების რელიგიას (ისე რომ განზრახ გვერდს უვლიდა ასკეტიკას) და შექმნა ახალი _ “ზეკაცის”, ანტიქრისტეს რელიგია. ნიცშეს მოძღვრება იუჯინისთვის უფრო ახლობელი გახდა, ვიდრე ის უხერხემლო “ქრისტიანობა”, რომელსაც მას სთავაზობდნენ.
მაგრამ როუზის მეამბოხე სულისათვის ეს ცოტა გახლდათ. მოგვიანებით იგი წერდა: “მინდოდა მეპოვნა წარუვალი, ყოველდღიურ საზრუნავს მიღმა მდებარე სამყარო _ იმ საზრუნავს მიღმა, სულს რომ მოსვენებას არ აძლევს და თავის შემდეგ მარტოდენ ხრწნისა და ლპობის სუნს ტოვებს”. დასავლეთის ფილოსოფია გამოუვალი Gიხი აღმოGნდა, და მაშინ მან აღმოსავლეთს მიმართა: ძენ-ბუდიზმის შესწავლას შეუდგა.
კოლეჯში იუჯინმა გაიცნო ქალიშვილი, სახელად ელისონი, რომელთანაც ბევრი რამ ჰქონდა საერთო და მას, ერთადერთს ანდობდა თავის აზრებს. ისინი ერთად დაეხეტებოდნენ ოკეანის ნაპირას და ვარსკვლავიანი ცის ყურებით ტკბებოდნენ. ელისონი ანგლიკანური ეკლესიის წევრი იყო, იგი ცდილობდა იუჯინი ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და ძენ-ბუდიზმის სიყალბეში დაერწმუნებინა, რაზედაც მეგობარი ძირითადად დაცინვით პასუხობდა. მაგრამ როუზი შინაგანად პატივს სცემდა ქალიშვილის აზრს და მისი თხოვნით დოსტოევსკის “ძმები კარამაზოვები” წაიკითხა. ამ წიგნმა პირველად დაანახა მას მართლმადიდებლური სამყარო. იუჯინს მოეწონა დოსტოევსკი _ იგი იგივე კითხვებს სვამდა, რასაც ნიცშე, და არანაკლებ დამაჯერებლად პასუხობდა, ოღონდ სულ სხვა _ მართლმადიდებლობის პოზიციიდან.
კიდევ უფრო ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა როუზზე იოჰან სებასტიან ბახის მუსიკამ, განსაკუთრებით უყვარდა მისი კანტატა “Gემთვის საკმარისია”. ეს იყო მძიმე პერიოდი იუჯინის ცხოვრებაში _ მას ღრმა დეპრესია დაეწყო, ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. სულიერ შიმშილს ვერაფერი უკლავდა _ ვერც მეცნიერება, ვერც ნიცშეს “ზეკაცი” და ვერც ძენ-ბუდიზმის უპიროვნო “მე”. ქრისტე უკვე შეეხო მის სულს და ახლა მხოლოდ ქრისტიანობის წიაღში შეძლებდა სულის მშვიდობის მოპოვებას. იგი ძირითადად დუმდა, საათობით იჯდა და უსასრულოდ უსმენდა ბახს, მხოლოდ ელისონმა იცოდა, რა დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა მის სულში.
როუზი გრძნობდა, რომ უმაღლესი მეტაფიზიკური ცოდნა არ გააGნდა და მის შესაძენად წიგნებს Gაუჯდა _ სწორედ ამ ხანებში გაიტაცა ფრანგი მოაზროვნის, რენე გენონის იდეებმა. მისი მიდგომა რელიგიისადმი უკიდურესად ინტელექტუალური იყო, ამიტომ ვერ მისცემდა იუჯინს ჭეშმარიტების სრული შეცნობის საშუალებას. და მაინც, გენონმა საბოლოოდ განუმტკიცა ახალგაზრდა როუზს ქრისტიანობისადმი ინტერესი. გენონის ფილოსოფია ისტორიული რეგრესის პრინციპს ემყარებოდა. საყოველთაოდ მიღებული კონცეფციის თანახმად, რაც უფრო ახალია საგანი, მით უკეთესია, გენონი პირიქით ფიქრობდა: რაც უფრო ძველია, მით უკეთესი. გენონის ფილოსოფია იუჯინს თავისი სპეციალიზაციის განსაზღვრაშიც დაეხმარა: მან ძველი Gინურის შესწავლა გადაწყვიტა, სურდა Gინური ტრადიცია დასავლეთისათვის წარედგინა არა დასავლელი, არამედ აღმოსავლელი ადამიანის პოზიციიდან _ ეს ამოცანა მანამდე არც ერთ ლინგვისტს არ შეუსრულებია.
1956 წ. როუზმა დაამთავრა პომონის კოლეჯის კურსი და სან ფრანცისკოში, აღმოსავლეთმცოდნეობის აკადემიაში შევიდა. აქ მან შეისწავლა აღმოსავლეთის სხვადასხვა რელიგიები _ ინდუიზმი, ბუდიზმი, იუდაიზმი, სუფიზმი და ა.შ. სან-ფრანცისკოშივე მოხვდა იგი პირველად მართლმადიდებლურ ტაძარში _ ეს იყო ვნების პარასკევს. აი, რას წერდა როუზი მოგვიანებით: “როდესაც პირველად გადავაბიჯე მართლმადიდებლური ტაძრის ზღურბლს, რაღაც ისეთი ვიგრძენი, რაც არც ერთ ბუდისტურ ანდა დასავლურ ტაძარში არ განმიცდია, თითქოს გული მეუბნებოდა, ეს შენი სახლია და შენი ძიებაც დასრულდაო. მიკვირდა და ვერ გამეგო, რას ნიშნავდა ეს. ღმრთისმსახურება უცხო ენაზე მიმდინარეობდა. ამ პირველ განცდას ვერ ვივიწყებდი და ხშირად დავდიოდი ტაძარში, თანაც ენას ვსწავლობდი და ვკითხულობდი წიგნებს მართლმადიდებლობის შესახებ. ერთხელაც გონება გამინათდა: ჭეშმარიტება შეუძლებელია აბსტრაქტული იდეა იყოს, იგი ალბათ რაღაც პიროვნულია _ მეტიც, პიროვნება, _ და მისი შეცნობა გონებით კი არა, გულით ხდება. ასე მივედი ქრისტემდე”.
აკადემიაში მან წელიწადნახევარი გაატარა, მერე კი ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში შევიდა, რათა აღმოსავლური ენების მაგისტრის ხარისხი მიეღო, თან თვითონაც ასწავლიდა ენებს სტუდენტებს. ამას გარდა, იუჯინმა სეიოზულად მოჰკიდა ხელი რუსული ენის შესწავლას, რაც, მისი ლინგვისტური მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი საქმე არ უნდა ყოფილიყო. 1961 წ. იუჯინმა დაამთავრა დისერტაციაზე მუშაობა, მას ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ახალგაზრდა როუზს მეცნიერებამ უკვე გაუცრუა იმედი _ მან იგრძნო, რომ აკადემიური სამყარო ვერაფერს მისცემდა: ჭეშმარიტებას იგი გამოკვლევებით ცვლიდა, რომლებიც მიზნად მხოლოდ ადამიანის რიგიანი ხელფასით უზრუნველყოფას ისახავდნენ. იუჯინმა გადაწყვიტა ცოტა ხნით შეეწყვიტა სწავლა და მთელი დრო წიგნზე მუშაობისათვის დაეთმო, რომელსაც უწოდა “სასუფეველი კაცთა და სასუფეველი ღმრთისა”. ეს წიგნი თანამედროვე ადამიანის სულიერი მდგომარეობის კვლევას ეძღვნებოდა. ავტორს სურდა დაენახვებინა ადამიანებისათვის, რომ ქრისტეს გარეშე სულის ცხონება შეუძლებელია. ამ ნაშრომში როუზმა ამხილა XX საუკუნის ძირითადი ფილოსოფია _ ნიჰილიზმი, რომელიც ყველაზე მკაფიოდ ნიცშეს თხზულებებში იყო ასახული. “ღმერთი მოკვდა, ახლა ყველა თვითონვეა ღმერთი და ყველაფერი ნებადართულია” _ ეს სიტყვები, რომლებიც დოსტოევსკიმ თავის ერთ-ერთ გმირს ათქმევინა, კარგად გადმოსცემს ნიჰილიზმის არსს. როუზი მივიდა დასკვნამდე, რომ ნიჰილიზმი არის ერთგვარი რელიგია, რომელიც უპირისპირდება ქრისტიანობას და ზეცათა სასუფეველის ნაცვლად სურს აქვე, მიწაზე დაამყაროს “კაცთა სასუფეველი”.
ამ პერიოდში როუზი ბევრს მუშაობდა ფიზიკურად _ ჭურჭლის მრეცხავად და დამლაგებლად რესტორნებში, მეეზოვედ, რათა საარსებო მინიმუმი ჰქონოდა და წიგნზე მუშაობის გაგრძელება შეძლებოდა.
1961 წ. როუზს მძიმე ავადმყოფობა აღმოაGნდა, რომელიც ექიმებმა განუკურნებლად სცნეს და იუჯინის მოახლოებული სიკვდილიც ივარაუდეს. ავადმყოფს საშინელი ტკივილები ჰქონდა მუცლის არეში, მაგრამ ტკივილზე მეტად ის აწუხებდა, რომ იმსოფლად ისე მიდიოდა, თავისი არსებობის გამართლება ვერ მოასწრო. ერთხელ იგი წიგნის მაღაზიაში შევიდა, სადაც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ეკიდა. როუზმა მხურვალედ შესთხოვა მას შეწევნა. ღმრთისმშობელმა შეისმინა მისი ლოცვა და როუზი ყველასათვის მოულოდნელად სიკვდილს გადაურGა _ ეს მართლაც სასწაულებრივი განკურნება იყო.
მალე ამის შემდეგ ერთმა მეგობარმა იუჯინთან სტუმარი მიიყვანა. ეს იყო რუსი ემიგრანტი _ გლებ პოდმოშGენსკი, მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელთანაც როუზს ბევრი რამ აღმოაGნდა საერთო. გლებმა სლაიდები ამოიღო და მასპინძელს ამერიკის წმიდა ადგილები უGვენა: გერმანე ალასკელის ახალი ვალაამი, კანადის უდაბნოს რუსული სკიტები, ახალი დივეევოს დედათა მონასტერი, წმ. სამების მონასტერი და სხვა. როუზი გაოგნებული უყურებდა სლაიდებს. “რა აღმოGენაა!” _ აღმოხდა მას: წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ მის მახლობლად ასეთი მდიდარი ასკეტური ტრადიცია არსებობდა. გლები ნათელმხილველი მამის, ადრიანეს სულიერი შვილი იყო, რომლის ხელშიც სული დალია უკანასკნელმა ოპტინელმა მამამ, ნექტარიოსმა. გლებმა უამბო როუზს რუს ახალმოწამეებზე, მოუყვა, რომ მამამისი Gეკისტებმა წაიყვანეს სახლიდან და გადაასახლეს, თვითონ დიდხანს აწყდებოდა კედლებს მის ძებნაში, მაგრამ კვალსაც ვერ მიაგნო, ბევრჯერ იყო სასოწარკვეთილების პირას, მერე ამერიკაში Gამოვიდა და ნუგეში მართლმადიდებლობაში ჰპოვა.
თავის მხრივ, გლებიც არანაკლებ გაოცებული დარGა: კედელზე მან ხატები დაინახა, იქვე ნიკოლოზ II-ის ფოტოსურათი ეკიდა. ეს 1961 წელი იყო, და მაშინ გლების ნაცნობი რუსი ემიგრანტებიდან ბევრს ეთაკილებოდა მეფე-მოწამეზე ლაპარაკი, ამ ამერიკელ ჭაბუკს კი მისი სურათი ხატებთან ერთად დაუკიდია.
_ მართლმადიდებელი ხარ? _ ჰკითხა გლებმა.
_ არა, მაგრამ მინდა კი, რომ გავხდე.
აქედან დაიწყო გლებისა და იუჯინის დიდი მეგობრობა, მეტიც, სულიერი ძმობა.
1962 წლის 12/25 თებერვალს, წმ. ევგენი ალექსანდრიელის ხსენების დღეს, როუზი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი გახდა. აი, რას სწერდა იგი ელისონს: “მეორედ ვიშვი ქრისტეს მიერ. ამიერიდან მისი მონა ვარ, და ამაზე დიდი სიხარული არასოდეს განმიცდია”.
1962 წელს სან ფრანცისკოში Gავიდა მთავარეპისკოპოსი იოანე (მაქსიმოვიGი), რომელიც განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა მორწმუნეთა შორის. მისი გამოGენისთანავე ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის ცხოვრება გამოცოცხლდა. იუჯინი ყოველდღე დადიოდა ეკლესიაში და ესწრებოდა ღმრთისმსახურებას. მღვდელმთავარმა შენიშნა კუთხეში მდგომი მოკრძალებული ყმაწვილი და კლიროსზე კითხვა შესთავაზა. იუჯინმა სძლია სიმორცხვეს და დაემორGილა. იმის მიუხედავად, რომ რუსულად შესამGნევი აქცენტით ლაპარაკობდა, მრევლმა იგი გულთბილად მიიღო. მალე როუზი მეუფე იოანეს ერთგული მოწაფე გახდა. მოძღვრის კურთხევით მან თეოლოგიური სკოლის სამწლიანი კურსი გაიარა, ამავე დროს წერდა სტატიებს მართლმადიდებლური ბიულეტენისათვის “მართლმადიდებელი მოამბე”.
1963 წელს დაიწყო მთავარეპისკოპოს იოანეს დევნა. მას ბრალად დასდეს ეკლესიის ქონების გაფლანგვა _ ეს შურით შეპყრობილ ეპისკოპოსთა ერთი ჯგუფის ცილისწამება იყო. მალე მეუფე სასამართლოს წინაშე წარსდგა. მას მხარში ამოუდგნენ მთავარეპისკოპოსი საბა, ეპისკოპოსები ნექტარიოსი და ლეონტი, ყველა პატიოსანი მღვდელი და ერთგული მრევლი. სასამართლო სამ დღეს გაგრძელდა. ბოლოს და ბოლოს მღვდელმთავარი უდანაშაულოდ სცნეს და გაამართლეს, მაგრამ ამ ამბებმა შეარყიეს მისი ჯანმრთელობა და დააGქარეს კიდეც აღსასრული.
მალე ღმრთის განგებით გლებმა და იუჯინმა მართლმადიდებლური წიგნის მაღაზიის გახსნა გადაწყვიტეს, რათა თავიანთი მისიონერული მიზნების განხორციელება გაადვილებოდათ: ძმებს სურდათ გაეგრძელებინათ გერმანე ალასკელის მიერ დაწყებული მართლმადიდებლობის ქადაგება ამერიკაში და Gამოეყალიბებინათ ძმობა, რომელსაც გერმანე ალასკელის სახელი დაერქმეოდა.
1963 წლის 28 აგვისტოს (10 სექტემბერს) მთავარეპისკოპოსმა იოანემ აკურთხა ძმობა _ მან პარაკლისი გადაიხადა გერმანე ალასკელის ხატის წინ. ლოცვა-კურთხევა და სულიერი მხარდაჭერა იუჯინმა და გლებმა ალასკის ახალი ვალაამის მონასტრის ბერის, მამა გერასიმესაგან მიიღეს, რომელმაც მათ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატარა ხატი (როგორც Gანს, გერმანე ალასკელის ნაქონი) და 25 დოლარი გაუგზავნა. ძმებმა იცოდნენ, რომ მამა გერასიმეს საკუთარი ფული იშვიათად ჰქონდა, ამიტომ ამ საGუქარმა განსაკუთრებით აუGუყათ გული.
რამდენიმე თვეში იუჯინმა დაიქირავა შენობა, რომელშიც გაიხსნა მაღაზია “მართლმადიდებლური წიგნები და ხატები”. ძმებმა გადაწყვიტეს არ მიეღოთ შემოწირულობები საეჭვო წყაროებიდან და ძირითადად საკუთარი შრომის გასამრჯელოთი ეარსებათ. მოკლე ხანში ეს პატარა მაღაზია მართლმადიდებლობის ცენტრად იქცა ამერიკაში _ მისი მეშვეობით ბევრი ამერიკელი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. მასპინძლები სიყვარულით ხვდებოდნენ ყოველ შემომსვლელს და საჭირო რGევა-დარიგებებს აძლევდნენ.
1965 წლის თებერვალში გამოვიდა ჟურნალი “მართლმადიდებლური სიტყვა”. მასში ძმები აქვეყნებდნენ მართლმადიდებლურ თხზულებათა თარგმანებს და ამხილებდნენ თანამედროვე განდგომილებას, რომელიც სულ უფრო აშკარა ხდებოდა. ჟურნალს სათაური მეუფე იოანემ შეურGია. პირველი შრომები პატარა საბეჭდ დაზგაზე, ხელით იწყობოდა და მთელი დღე ერთი გვერდის მომზადებაზე იხარჯებოდა: ამაზე მეტის საშუალება ძმებს არ ჰქონდათ. მათ დასცინოდნენ _ ადამიანებს ვერ გაეგოთ, რატომ იყენებდა ორი საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული ადამიანი ამ აყვავებულ ამერიკაში შუა საუკუნეების საბეჭდ დაზგას? მაგრამ იუჯინს სრულიად არ აღელვებდა, ვინ რას იტყოდა. ერთხელ მან უთხრა გლებს: “სულს მოღვაწეობა სწყურია. მხოლოდ მოღვაწეობა იქნება Gვენი და Gვენი შრომის გამართლება”.
ჟურნალის გამოცემას ბევრი დრო მიჰქონდა, ამიტომ როუზმა დროებით შეწყვიტა თავის შრომის _ “სასუფეველი კაცთა და სასუფეველი ღმრთისა” _ წერა. თუმცა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, უკვე დიდი სულიერი გამოცდილებით დაბრძენებულმა, მან დაამთავრა და გამოსცა ეს წიგნი. მეუფე იოანემ ძმებს მოქმედების სრული თავისუფლება მიანიჭა _ სურდა, დამოუკიდებლობას შესGვეოდნენ. “დადგა დრო, როდესაც ყველა ქრისტიანი მყარად უნდა იდგეს ფეხზე”, _ ამბობდა ის.
1965 წელს მეუფე იოანემ მამა გერმანე ალასკელის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. ქადაგებისას მან თქვა, თუმცა კანონიზაცია ჯერ არ შემდგარა, გერმანე ალასკელი წმიდანიაო, და დაუმატა, თუ გნებავთ, მამა გერმანეს ერთ-ერთი სასწაული იხილოთ, “მართლმადიდებლური წიგნებისა და ხატების” პატარა მაღაზია მოინახულეთო, თანაც ამ მაღაზიას “ვალაამის ანარეკლი” უწოდა. იუჯინი და გლები შეცბნენ, რომ მათი უპრეტენზიო მაღაზია მეუფემ რუსეთის ასეთ დიდ და სახელგანთქმულ მონასტერს შეადარა, მაგრამ იმასაც მიხვდნენ, რომ იგი მომავალს გულისხმობდა. “როგორც Gანს, მაღაზია მხოლოდ საფეხურია. წინ რაღა მოგველის?” _ ფიქრობდნენ ისინი.
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მთავარეპისკოპოსმა იოანემ მოინახულა ძმები, ყურადღებით შეხედა მამა სერაფიმეს და უთხრა: “მე ვფიქრობ, კალიფორნიაში მისიონერული მონასტერი იქნება”.
1966 წლის 20 ივნისს (2 ივლისს) მეუფე იოანე აღესრულა. მისი დაკრძალვა სან ფრანცისკოში შედგა. სიტუაცია განსაკუთრებული იყო: ყველა იქ მყოფი გრძნობდა, რომ რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი ხდებოდა. იუჯინმა თავის დღიურში Gაწერა: “თითქოს გარდაცვლილი იერარქის დაკრძალვას კი არა, ახლად გაბრწყინებული წმიდანის ნაწილთა გახსნას ვესწრებოდით”. მეუფე იოანეს მეოხებით მრავალი სასწაული მოხდა და დღესაც ხდება. იუჯინს და გლებს მათი აღნუსხვა და გამოქვეყნება დაევალათ _ ძმებმაც სიხარულით მოჰკიდეს ხელი ამ საქმეს.
ახალგაზრდა მეგობრები სულ უფრო ხშირად ფიქრობდნენ ბერობაზე. მათ სურდათ საკუთარი გამოცდილებით გაეგოთ ის, რაც აქამდე წიგნებში წაეკითხათ: შინაგანი ლოცვა, განმარტოება, მდუმარება _ მოკლედ, სურდათ განშორებოდნენ ამა სოფლის ამაოებას და სადმე განმარტოებით ეცხოვრათ.
1967 წელს Gრდილო კალიფორნიაში, პატარა ქალაქ პლატინას მახლობლად, მათ შეათვალიერეს მშვენიერი ადგილი მონასტრისათვის და მალე შეიძინეს კიდეც იგი. მოგვიანებით ძმებმა შეიტყვეს, რომ თავისი ერთ-ერთი უკანასკნელი მგზავრობისას მეუფე იოანე სწორედ ამ ადგილის მახლობლად შეGერდა, დიდხანს იდგა და ჯვარს სახავდა იქაურობას.
1969 წელს, ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, იუჯინი და გლები პლატინაში დასახლდნენ. სახლს გარშემო დიდი ტყე აკრავდა, ძმებს არავითარი პირობები არ გააGნდათ, წყალზეც კი ორი მილის სიშორეზე დადიოდნენ. იუჯინი წერდა: “ყველა ვითომდა მოუწყობლობა სინამდვილეში უპირატესობა გამოდგა, რომელთა ერთობლიობა მღვიძარე სულიერ ცხოვრებაში წარმატებას უწყობდა ხელს. ელექტრობისა და სატელეფონო კავშირის არარსებობა ქვეყნისაგან მაქსიმალურ იზოლაციას უზრუნველყოფდა, წყლის ნაკლებობა ცხოვრებას ასკეტურ იერს ანიჭებდა, რაც წარმოუდგენელია იმ ხელოვნურ პირობებში, თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა რომ იმყოფება. ბუნების წიაღში ცხოვრება, განსაკუთრებით ზამთარში, რწმენას აძლიერებს და ადამიანს მოთმინებას აGვევს, ხშირი და უხვი თოვა კი ასწავლის დიდად არ დაეყრდნოს საკუთარ თავს. მთლიანობაში გვექმნება წარმოდგენა (თუმცა კი ერთობ მიახლოებითი), თუ რა პირობებში ცხოვრობდნენ პირველი ქრისტიანი მოღვაწეები”.
1970 წელს ძმებმა მონაწილეობა მიიღეს მათი მფარველის, გერმანე ალასკელის კანონიზაციაში, რამდენიმე თვის შემდეგ კი ისინი ბერებად აღკვეცეს. იუჯინს სერაფიმე უწოდეს (სერაფიმე საროველის სახელი), გლებს კი _ გერმანე (გერმანე ალასკელისა). “რა ბედნიერი ვარ, რომ მოვკვდი სოფლისათვის”, _ სწერდა მამა სერაფიმე თავის მეგობარს. ორივე გრძნობდა, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება.
მაგრამ მონაზვნურ ნუგეშინისცემას მალე მონაზვნური მწუხარებებიც თან მოჰყვა. სან ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსი ანტონი უფრო პოლიტიკოსი იყო, ვიდრე სულიერი მოძღვარი. მას სურდა მიესაკუთრებინა პლატინა, ბერები კი მღვდლებად გაეგზავნა სხვადასხვა სამრევლოებში, აპირებდა აგრეთვე შეეცვალა ძმობისათვის მეუფე იოანეს მიერ მიცემული სახელწოდება, გაეკონტროლებინა ჟურნალ “მართლმადიდებლური სიტყვის” გამოცემა და მონასტრის მიწა თავის სამფლობელოდ ექცია. მაგრამ აქ იგი ძმების მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდა: მათ გადაწყვიტეს მონაზვნური დამოუკიდებლობის შენარGუნება. ეს ჭიდილი დიდხანს გრძელდებოდა და ძმებს მრავალი უსიამოვნების ფასად დაუჯდათ. ბოლოს და ბოლოს ანტონმა მათ თავი დაანება, მაგრამ მამა სერაფიმემ მძიმე სულიერი ტრავმა მიიღო. ყველაზე მტკივნეული ის იყო, რომ დევნა გარეშე მტრისაგან კი არა, მართლმადიდებელი ეპისკოპოსისაგან _ მოციქულთა პირდაპირი მემკვიდრისაგან მოდიოდა. თავის დღიურში როუზი წერდა: “ეს იყო უდიდესი იმედგაცრუება”.
მონასტერში გატარებული ყოველი დღე მამა სერაფიმეს დიდ სიხარულს ჰგვრიდა და მთელი გულით ჰმადლობდა ღმერთს ამ საოცარი წყალობისათვის. ერთხელ, როდესაც წუთიერი დაეჭვების დროს მამა გერმანემ უთხრა მეგობარს, იქნებ მართლაც არა ვართ ჭკუათმყოფელნი, ამ შუა ტყეში რომ ვცხოვრობთო, გაოცებულმა მამა სერაფიმემ უპასუხა: “რას ამბობ, ეს ხომ სამოთხეა დედამიწაზე!” მამა სერაფიმემ თვითონ აიშენა სენაკი მთის ფერდობზე და მას “ოპტინა” უწოდა. იგი ძალიან უბრალო იყო ადამიანებთან ურთიერთობებში, არასოდეს კარგავდა დროს ამაო საუბრებში და იშვიათად გამოთქვამდა საკუთარ აზრს რაიმე საკითხზე. მამა სერაფიმე ყოველდღე კითხულობდა წმ. მამათა ნაწერებს და ცდილობდა მათი რGევების მიხედვით ეცხოვრა. თუ რაიმე კითხვა უGნდებოდა, მიმართავდა მამა მიხეილ პომაზანსკის (კიევის სასულიერო აკადემიის უკანასკნელ კურსდამთავრებულს), ელენე კონცევიGს (სერგი ნილუსის დისწულსა და თეოფანე პოლტაველის სულიერ შვილს) და მთავარეპისკოპოს ამბერკი ჯორდანვილელს.
მამა სერაფიმემ მონასტერში დიდი თეოლოგიური მუშაობა გააGაღა. იგი საათობით მუშაობდა თავის უბრალო სენაკში, ხშირად _ სანთლის შუქზე, და უმნიშვნელოვანესი აპოლოგეტური ლიტერატურა შექმნა. მან მიზნად დაისახა, რამდენადაც შეეძლო, ადამიანებისათვის ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნათელი დაენახვებინა. მუშაობისას იგი არც თავს ინდობდა და სხვებსაც აფრთხილებდა: “იGქარეთ ღმერთის მსახურება. უკვე გაცილებით გვიანაა, ვიდრე თქვენ გგონიათ”.
წმ. გერმანეს ძმობამ გამოსცა Gრდილოეთ რუსეთის წმიდანთა ცხოვრებები (“Gრდილო თებაიდა”), ძველი საფრანგეთის წმიდანთა ცხოვრებები და პაისი ველიGკოვსკის ცხოვრება. ამ წიგნების გამოცემა უდიდესი მოვლენა იყო ამერიკელი ქრისტიანების ცხოვრებაში. მაგრამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მთელი მართლმადიდებლური სამყაროსათვის მამა სერაფიმეს ორიგინალურ ნაწერებს ჰქონდა. ყველასათვის აშკარა გახდა _ როუზმა ნამდვილად უარყო ამა სოფლის იდეალების ინტელექტუალური მონობა და ჭეშმარიტად გათავისუფლდა ყოველგვარი მზაკვრობისაგან. მისი სიტყვები სრულიად უბრალო და ამიტომ ერთნაირად გასაგები იყო ახალგაზრდისა და მოხუცისათვის, განათლებულისა და უსწავლელისათვის. მომავლის საიდუმლოთა წვდომა მის წიგნებს აპოკალიფსურ ხასიათს ანიჭებდა. როუზის ორი ძირითადი ნაშრომია “მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია” და “სული სიკვდილის შემდეგ”.
“მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია” განიხილავს ე.წ. “ახალი რელიგიური შემეცნების” ფენომენს, რომელიც ანტიქრისტეს ეკუმენისტურ რელიგიას უმზადებს ნიადაგს. წიგნში თანმიმდევრულად არის გადმოცემული თანამედროვე მოდური მიმდინარეობების: იოგას, ძენ-ბუდიზმის, ტანტრიზმის, ტრანსცენდენტური მედიტაციის, ჰარი კრიშნას, ამო-ს1 ფენომენისა და “ქარიზმატული მოძრაობის” არსი. როუზი მკითხველს აცნობს წმ. მამათა აზრს სხვადასხვა ეპოქაში გავრცელებულ მსგავს მოვლენებზე და ყოველ მათგანს მიუკერძოებლად აფასებს. პარალელები, რომლებიც მან თანამედროვე “სულიერებასა” და წმ. მამათა ჭეშმარიტ სულიერ გამოცდილებას შორის გაავლო, მის მოწინააღმდეგეებსაც კი დამაჯერებლად ეGვენებოდათ. განსაკუთრებით ზუსტი გამოდგა ამო-სთან კონტაქტებისა და დაცემულ ანგელოზებთან ურთიერთობის შედარება. ჯერ კიდევ 1975 წელს დაწერილი ეს წიგნი მართლაც წინასწარმეტყველური აღმოGნდა _ დღეს Gვენ ეკუმენიზმის სწრაფი და საყოველთაო განვითარების მოწმენი ვართ.
თავის მეორე წიგნში _ “სული სიკვდილის შემდეგ” _ სერაფიმე როუზმა უპასუხა საზოგადოების გაზრდილ ინტერესს მარადიული ცხოვრების შესახებ: აქ გადმოცემულია 2000-წლიანი ქრისტიანული მოძღვრება სულისა და სხეულის გაყრის, სულის სიკვდილისშემდგომი მდგომარეობის შესახებ.
ყველა, ვინც ყურადღებით წაიკითხავს მამა სერაფიმეს ამ წიგნებს, უფრო სერიოზულად მიუდგება სულიერ ცხოვრებას და მიხვდება, რომ აქ, მიწაზე, მიმდინარეობს შეურიგებელი ბრძოლა ბნელეთის სულებთან, რომ ცხონების ერთადერთი გზა ღმრთის მცნებების დაცვა და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებაა.
1977 წელს მამა სერაფიმე და მამა გერმანე მღვდლებად აკურთხეს. ხელდასხმის წესი ეპისკოპოსმა ნექტარიოსმა შეასრულა. ძმებს ახალი მოვალეობა დაემატათ _ მონასტერში მომსვლელთა დარიგება და სულიერი ხელმძღვანელობა. ამავე წელს მამებმა წმ. გერმანეს სახელობის სასულიერო საზაფხულო სკოლა დააარსეს, რომელიც საკმაოდ ფართო პროგრამას ისახავდა.
შემდგომი ხუთი წლის მანძილზე მამა სერაფიმემ და მამა გერმანემ მონათლეს და მართლმადიდებლურ სარწმუნოებას აზიარეს ას კაცზე მეტი. მალე მონასტერში მორGილებიც გამოGნდნენ _ მამებისათვის ეს დიდი სიხარულიც იყო და დიდი საზრუნავიც. მამა გერმანემ მონასტრის ხელმძღვანელობა იკისრა, მამა სერაფიმემ კი ძმების სულიერი მოძღვრობა. საღამოს ლოცვის შემდეგ ძმები თავიანთ გულისსიტყვებს უმხელდნენ მოძღვარს და მისგან სიყვარულით სავსე დარიგებას იღებდნენ. მონასტერში ზოგჯერ ქალებიც Gადიოდნენ სულიერი რGევებისათვის, ამიტომ თავისთავად გაGნდა დედათა მონასტრის დაარსების საჭიროებაც. 1980 წელს პლატინიდან 12 მილის მანძილზე მამებმა იყიდეს მიწა მომავალი მონასტრისათვის, რომელსაც ნეტარი ქსენია პეტერბურგელის სახელი უწოდეს. მალე აქ რამდენიმე მორGილიც დასახლდა.
რაც უფრო მეტ სულიერ გამოცდილებას იძენდა მამა სერაფიმე, მით უფრო ნათლად ხედავდა, თუ რა უშლის ხელს თანამედროვე ქრისტიანს სული წმიდის მოხვეჭაში. იგი ხშირად მიმართავდა ახლადმოქცეულ ამერიკელებს ერთი და იგივე რGევით _ არ დამორGილებოდნენ ტელევიზიისა და როკ-მუსიკის “ლამაზი” სამყაროს ცთუნებებს. როუზი ამხელდა ამერიკული ცხოვრების წესს, რომელიც ადამიანს ღმერთს ავიწყებს და ხელს უშლის სერიოზულ სულიერ საკითხებზე დაფიქრებაში. საინტერესოა, რომ დისნეი-ლენდს იგი თავისებურ ამერიკულ “გულაგს” უწოდებდა.
მამა სერაფიმეს იმედი ჰქონდა, იქნებ განებივრებულ დასავლელ ადამიანზე რუსი ახალმოწამეების ცხოვრებებმა მაინც მოახდინოს გავლენა და მათი სულები ძილისაგან გამოაფხიზლოსო. მამა გერმანესთან ერთად იგი გულმოდგინედ აგროვებდა ინფორმაციას მათ შესახებ, პოულობდა და მიმოწერას ამყარებდა ამ ამბების უშუალო მოწმეებთან. მალე გამოვიდა წიგნი “რუსეთის კატაკომბების წმიდანები”, რომელიც ამ თემაზე მანამდე გამოსულ ყველა სხვა წიგნზე უფრო სრული იყო.
1982 წლის აგვისტოში მამა სერაფიმეს მუცლის არეში ძლიერი ტკივილები დაეწყო. იგი სენაკში Gაიკეტა და დიდხანს ლოცულობდა _ არ უნდოდა ვინმე შეეწუხებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 4 2007, 02:55 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



წავიკითხე, რაღა დაგმიალოთ და მომეწონა smile.gif ახლა კანუდოსელს მოვუსმინოთ biggrin.gif


ეკუმენიზმზე ცოტა ვერ გავიგე მაგრამ ეგ არაფერი. . .


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Jan 4 2007, 03:13 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



უღრმესი მადლობა ლადოს საინტერესო გზავნილებისთვის. smile.gif

მეც მაქვს სერაფიმე როუზის ბიოგრაფია მისი წიგნიდან "სული გარდაცვალების შემდეგ", რომელიც მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაიბეჭდა. შინაარსი თითქმის იგივეა.
მაინც დავასრულებ ჩემი წიგნიდან.

"მამა სერაფიმემ 1982 წელს, უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე უკანასკნელად იქადგა. იგი სიმდაბლის გამო არასოდეს იმჩნევდა სნეულებას და, როცა ავად გახდა, მდუმარედ განვიდა და ლოცვად დაეყუდა თავის სენაკში. მიუხედავად ამისა, ძმები უმალ მიხვდნენ, რომ იგი სერიოზულად იყო ავად და უახლოეს საავადმყოფოში მოათავსეს. 1982 წლის 20 აგვისტოს (ახ.სტ. 2 სექტებმერს) მამა სერაფიმე 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მამა სერაფიმეს მიერ დაწერილმა წიგნებმა დიდი გავლენა მოახდინა ამერიკაში მართლმადიდებლობის გავრცელებაზე. მისი თხზულებები მეოე საუკუნის სულიერ კლასიკად იქცა.
მამა სერაფიმე ერთ-ერთ თავის ფუნდამენტურ ნაშრომში - "სული გარდაცვალების შემდეგ" საუბრობს, თუ რა ელის ადამიანს იმქვეყნიურ (საიქიო) ცხოვრებაში. ამ წიგნის გამოქვეყნებამ ბევრი პირველად ჩააფიქრა სერიოზულად იმაზე, თუ რას გულისხმობს სინამდვილეში ეკლესიის სიტყვები: "სამოთხე", "ჯოჯოხეთი", "იმქვეყნიური ცხოვრება", "ბოროტი სულები".
ავტორი წიგნში "სული გარდაცვალების შემდეგ" ორიათასწლოვან ქრისტიანულ სწავლებას გადმოგვცემს სულისა და სხეულის გაყრაზე. მამა სერაფიმემ იმ განსხვავების შესახებ დაწერა, რომელიც ჭეშმარიტ სულიერ ცოდნასა და ოკულტისტების მიერ განცდილ მდგომარეობას შორის არსებობს. აგრეთვე გადმოსცა სწავლება ბოროტ სულებზე, რომლებთანაც კონტაქტში მრავალი თანამედროვე ადამიანი ისე შედის, რომ ამას თავად ვერც კი ამჩნევს.
წიგნში გაცხადებულია ის სულიერი ბრძოლა, რომელიც ამქვეყნად ყოველი ადამიანის სულში მიმდინარეობს, სადაც სასწორზე მისი საუკუნო ცხოვრება დევს; ხსნის გზა კი ერთადერთია - მცნებათა აღსრულება ღვთის შიშით".


ფორუმზე გამოთქმულმა აზრებმა ცოტა მეც დამაბნია და მოძღვრისგან პასუხიც მივიღე.

http://church.ge/index.php?showtopic=479&p...t=0&#entry25896


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jan 4 2007, 03:16 PM
პოსტი #11


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ციტატა
იუჯინი

კაცო იუჯინი კი არა მაგ კაცს ევგენი ერქვა....ეს მთარგმნელს აცნობეთ wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 4 2007, 04:37 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მოკლედ რადგან ასეთი კამათი გაცხადდა სერაფიმე როუზზე, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა მის შესახებ და არა ტყაპა ტყუპი სიტყვებისა.

მოკლედ ჩემს მიერ იქით დაწერილი სამი თეზისი:

1. სერაფიმე როუზი იყო სქიზმატური ეკლესიის წევრი
2. ხშირად მოგვიწოდებდა დაუმორჩილებლობისკენ იერარქებისა
3. მისი შემოქმედების ნაყოფი ასევე შესაბამისია

მოკლედ:
1. სერაფიმე როუზი იყო სქიზმატური ეკლესიის წევრი
რადგან ის ეკუთვნოდა ე.წ. ემიგრანტულ ეკლესიას, რომელიც სქიზმაში იყო არა მარტო მოსკოვის საპატრიარქოსთან, არამედ ყველა დანარჩენთან.
სქიზმის ძალიან მოკლე ისტორია:
ემიგრანტების გარკვეული ნაწილი ქმნის ცალკე საკრებულოს, სინოდს კარლოვაცში, და არ ემორჩილება მოსკოვის საპატრიარქოს, ეს უკანასკნელი თავის პოზიციას გვაცნობს პატრიარქი ტიხონის ცნობილი 1 ივლისის მიმართვით (1923):
в апреле месяце, в соединенном заседании Священного Синода и Высшего Церковного Совета, мы осудили заграничный Церковный Собор в Карловцах,вследствии попытки восстановить монархию из дома Романовых. Мы могли-бы ограничиться осуждением архиереев, бывших на соборе под председательством митр. Антония, если бы они покаялись и прекратили свою деятельность в этом направлении, но, как нам сообщают, они не только не прекратили свою деятельность, но еще и более вовлекли Церковь в политическую борьбу...

ამას გარდა მიტროპოლიტი სერგი (მოსკოვის საპატრიარქო) 1928 წ. 9 მაისს აქვეყნებს ბრძანებას № 104 სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდებს სინოდს დამორჩილებისკენ, ხოლო 1934წ. 9 ივნისის №50 დადგენილებით მსახურებას უკრძალავს სქიზმის 8 წევრს მიტროპოლიტ ანტონის (სულის ჩამდგმელი იმ სქიზმისა) ჩათვლით

გავარჩიოთ კანონიკურ დონეზე: ბასილი დიდის I კანონის თანახმად სქიზმა ეწოდება: собрания, составляемые непокорными пресвитерами или епископами -ანუ დაუმორჩილებელი პრესვიტერების და ეპისკოპატის მიერ შექმნილ საკრებულოს.
არის თუ არა სახეზე საკრებულო, ანუ სინოდი? არის-კარლოვაცის
არის თუ არა დაუმორჩილებლობა? მგონი ესეც ცალსახაა და ეს ფაქტებია...


ახლა მათი ევქარისტიული კავშირები სხვა სქიზმატებთან, ვისთანაც ჩვენ, თუნდაც საქართველოს ეკლესია ერთი პერიოდი პრობლემების წინაშე იდგა.

1960 წელს სერაფიმე ჩიკაგოელი (ემიგრანტების ეკლესია) მონაწილეობს მეძველსტილე სქიზმატ ბერძენთა ქიროტონიაში-ავქსენტიანელთა სქიზმა-საქართველოში არის მათი მიმდევარი ჯგუფი
1962 წელი: ისევ ქიროტონიაში მონაწილეობა ლეონტი ჩილელისა
1969 წელი: ემიგრანტული ეკლესია ცნობს ე.წ. ფლორინის სქიზმას (ავქსენტიანელნი)
1994 წელი: ემიგრანტული ეკლესია შედის ევქარისტიულ კავშირში ე.წ. "მოწინააღმდეგეთა სინოდთან"

ამას გარდა ეს არის ეკლესია, ვისთანაც არანაირი კავშირი არ ქონდა არცერთ მართლმადიდებელ ეკლესიას, გარდა სერბეთისა და ისიც არცთუ ცალსახა რამეა. სერბეთის პატრიარქი პავლე პირდაპირ ამბობს:

Священный Архиерейский Синод нашей Святой Церкви воспретил Преосвященным епархиальным архиереям давать священникам какие-либо канонические разрешения для ухода в юрисдикцию упомянутой церкви. Надеемся, что они будут строго этого придерживаться.

სინოდალურ დონეზე დადგა ეს საკითხი თავად სერბეთშიც, სადაც პატრიარქი პავლე პირდაპირ ხაზს უსვამს ამ ჯგუფის არაკანონიკურობას:
нарушив тем каноническую власть Русской Патриархии. Священный Синод (სერბეთის) не раз направлял свои протесты руководству Русской Заграничной Церкви в Америке и требовал прекратить подобные действия как антиканонические и достойные всякого осуждения


2. ხშირად მოგვიწოდებდა დაუმორჩილებლობისკენ იერარქებისა
Мы уже сечас живем в век онечестившихся епископов, о которых предсказывал преподобный Серафим, и уже сейчас повсюду встречается скрытое в той или иной мере или явное неповиновение епископам и это становится духовной необходимостю (Дамаскин (Христенсен) Указ.цоч. Ц.484)

3. მისი შემოქმედების ნაყოფი ასევე შესაბამისია
მისი სიკვდილის შემდეგ ზოგმა მისმა სულიერმა შვილმა დაიწყო მოგზაურობა იურისდიქციიდან იურისდიქციაში, ასევე საკმარისია ახსენო მისი სახელი, რომ იწყება განკითხვა თეოლოგებისა, იერარქებისა, ერთი მაგალითი შენ ხარ ლადო

სწორედ ესაა გაუგებარი, რატომ ვუჯერებთ ადამიანს, რომელიც არ იყო ეკლესიის წევრი-იყო სქიზმატი და ვეძახით რეფორმატორებს და ლამის მწვალებლებს ოსიპოვს, სუროჟელს და მრავალთ, როდესაც ამაზე არანაირი კანონიკური დადგენილება არ არსებობს ერთი და პირიქით კი იცოცხლე ოხრადაა biggrin.gif

მოკლედ ლადო ახლა თუ გინდა ირწმუნე მისი, მარა ფაქტი რო იყო სქიზმატი ეს უდაოა.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Jan 4 2007, 05:20 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



აქა მშვიდობა,

ციტატა(glaxa @ Jan 4 2007, 10:38 AM) *

არასოდეს არ ყოფილა პროტესტანტი...უბრალოდ პროტესტანტულ ოჯახში გაიზარდა..

კარგი გამარჯობა ბატონო smile.gif
კი უბრალოდ პროტესტანტულ ოჯახში იხრდებოდა, უბრალოდ პროტესტანტულ წიარში სწავლობდა წმინდა წერილს, უბრალოდ პროტესტანტ ქრისტიანების შეკრებებს ესწრებოდა, აკვირვებდა და ა.შ....
იყოს მასე smile.gif


მნათე
სათქმელი საკმარისი ითქვა, მე მხოლოდ პირად შეხედულობას გაგიმხელ smile.gif
სიმართლე ვთქვა, ჩემთან შედარებით ახლოს არ არის ის ულტრა-ორთოდოქსალური ხედვა, რომელსაც უგივე როუზი იზიარებს.
უფრო გარკვევით რომ ვთქვა, დავიხმარ იმათ ვისაც კარგად იცნობ;
დიდ პატივს ვცემ მამა რაფაელს (კარელინი) ხშირად ვეკითხები რჩევას და ვუსმენ,
მაგრამ შედარებით ახლოსაა ჩემთან .... მაგალითად ოსიპოვის ხედვა smile.gif
ხომ ხვდები რაზეაა საუბარი?


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jan 4 2007, 06:24 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დიდ პატივს ვცემ მამა რაფაელს (კარელინი) ხშირად ვეკითხები რჩევას და ვუსმენ,
მაგრამ შედარებით ახლოსაა ჩემთან .... მაგალითად ოსიპოვის ხედვა


აქ მამა რაფაელის ხედვა ცუდი ტონია laugh.gif

მესმის ჩემო კარგო, მესმის მაგრამ კანუდოსელმა ბევრი თქვა biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Jan 4 2007, 06:25 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ძმებო, ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გამოგრჩათ. იგივე პატრიარქი ტიხონის დადგენილება საქართველოს ეკლესიის შესახებ, მას შემდეგ, რაც მან ავტოკეფალია გამოაცხადა. გამოგრჩათ ისიც, თუ რა გავლენა ჰქონდა კომპარტიას პატრიარქ სერგიზე და მის ქმედებებზე. არ გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, თუ რა იწვევდა ასეთ აგრესიას ემიგრანტული ეკლესიის მიმართ. და თუ ისინი რაღაც პერიოდში სერბებთან იყვნენ კავშირში, მაშ ჩვენთანაც ყოფილან კავშირში, ეკლესია ხომ ერთია. ან როგორ შეერთდა მოსკოვის საპატრიარქო სქიზმატებთან ისე, რომ სინანული არ მოსთხოვა მათ ამ საშინელი ცოდვისათვის. საინტერესოა, მეათე საუკუნეში რომელი ადგილობრივი ეკლესია იყო კავშირში ოფიციალურად რომის ეკლესიასთან? გასაგებია, არ მოგწონთ მამა სერაფიმეს მსოფლმხედველობა, ეგ თქვენი პრობლემაა. რაც შეეხება ეკლესიაში კანონიერ ყოფნა-არყოფნას, ეგ მართლმადიდებლური მოძღვრების სწორად გადმოცემასთან ყოველთვის არაა კავშირში. შეგახსენებთ, წმ. გრიგოლ ნოსელი, ნეტარი ავგუსტინე, ნეტარი თეოდორიტე არა მარტო კანონიერი ეკლესიის წევრები და ეპისკოპოსები არიან, არამედ კანონიერი წმინდანებიც, მაგრამ მათ ზოგიერთ სწავლებას ეკლესია არ იღებს როგორც ერეტიკულს ან საეჭვოს და ამის თქმის უფლება აქვს ყველა მართლმადიდებელს, ისევე როგორც თანამედროვე იერარქთა აშკარა ცრუსწავლებებზე საკუთარი აზრის გამოთქმისა. ისე მართალი გითხრათ და თქვენს პოსტებში მაინცდამაინც დიდი მოკრძალება ვერ დავინახე (ჩემი პრობლემაა) ზოგადად მართლმადიდებლური იერარქიის მიმართ.
ხოლო იმათთვის, ვისაც მამა სერაფიმესი და მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის მქადაგებელი მამებისა არ ეშინია, ვდებ მის ძალიან საინტერესო (ჩემისთანებისთვის) ნაშრომს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მოგვცეს ის სიბრძნე, რომელსაც ვერ იტანს ეს ამაო წუთისოფელი.

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

როგორ ვიკითხოთ წმიდა მამები

მოცემული პატროლოგია წარმოგვიდგენს მართლმადიდებლური სულიერების მქონე მამებს; მაგრამ მისი მოცულობა და მიზნები რამდენადმე განსხვავდება პატროლოგიის ჩვეულებრივი სემინარიული კურსისაგან. აქ ჩვენ ვისახავთ ორგვარ მიზანს:
1. წარმოვადგინოთ სულიერი ცხოვრების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საფუძვლები - სულიერი ბრძოლის ბუნება და მიზანი; პატრისტიკული თვალსაზრისი ადამიანის ბუნებაზე; საღვთო მადლისა და ადამიანურ ძალისხმევათა მოქმედების თავისებურებანი და ა.შ.
2. გადმოვცეთ პრაქტიკული სწავლება მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრების შესახებ; თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ასეთი ცხოვრებით; დავახასიათოთ ის კარგი თუ ცუდი სულიერი მდგომარეობანი, რომელსაც შეიძლება წააწყდეს და განიცადოს ადამიანმა სულიერი ბრძოლის დროს.
ამრიგად, მკაცრად დოგმატურ საკითხებს, როგორებიცაა საღვთო ბუნება, წმიდა სამება, ძე ღვთისას განხორციელება, სულიწმიდის მოქმედება და სხვა მსგავსი, შევეხებით მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი დაუკავშირდებიან სულიერი ცხოვრების საკითხებს. ბევრ წმიდა მამას, რომლებიც თავიანთ ნაწერებში უპირატესად ამ დოგმატურ საკითხებს განიხილავენ და სულიერი ცხოვრების თემებს, ასე ვთქვათ, მხოლოდ მეორადად ახსენებენ, საერთოდ არ შევეხებით. ერთი სიტყვით, ეს იქნება ძირითადად “ფილოკალიის” (“Добротолюбие”) მამათა სწავლება. მართლმადიდებლური სულიერი ნაწერების ეს კრებული შეადგინეს თანამედროვე ეპოქის დასაწყისში, ზუსტად საფრანგეთის ულმობელი რევოლუციის აფეთქების წინ, რომლის საბოლოო შედეგების - ათეისტური წყობისა და ანარქიის სახით - მოწმეებიც ვართ ჩვენსავე დღეებში.
ჩვენს საუკუნეში შესამჩნევად გაიზარდა “ფილოკალიისა” და მისი წმიდა მამებისადმი ინტერესი. განსაკუთრებით დაიწყო შესწავლა ისეთი შედარებით გვიანდელი მამებისა, როგორებიც არიან წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, წმ. გრიგოლ სინელი და წმ. გრიგოლ პალამა. ინგლისურ და სხვა დასავლურ ენებზე ითარგმნა და დაიბეჭდა რამდენიმე მათი ნაშრომი. შეიძლება ითქვას, რომ ზოგ სემინარიასა და აკადემიურ წრეში მათი “მოდაში შემოსვლით” ჩვენი საუკუნე მკვეთრად დაუპირისპირდა XIX საუკუნეს. მაშინ ისინი თვით ყველაზე ორთოდოქსულ საღვთისმეტყველო აკადემიებშიც კი საერთოდ არ ყოფილან “მოდაში” (განსხვავებით საუკეთესო მონასტრებისაგან, რომლებიც ყოველთვის იცავდნენ მათ წმიდა ხსოვნას და ცხოვრობდნენ მათი ნაწერებით).
მაგრამ თავად ეს ფაქტი წარმოადგენს დიდ საფრთხეს, რომელსაც ხაზი უნდა გაესვას. ღრმადსულიერი ნაწერების “მოდაში შემოსვლა” სულაც არ არის აუცილებლად კარგი. ფაქტიურად, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ამ მამათა სახელები დარჩენილიყვნენ სრულიად უცნობი, ვიდრე ისინი ხელთ ჩაეგდოთ უბრალოდ რაციონალისტ მეცნიერებსა და “აღტაცებულ ახალმოქცეულებს”, მათ, ვინც საერთოდ არ მიიღებენ სულიერ სარგებელს მათგან, მხოლოდ სხვებთან შედარებით “უკეთ ეცოდინებათ” ისინი, რითაც თავიანთ უგუნურ ამპარტავნებას კიდევ უფრო გააღრმავებენ; ან კიდევ უარესი - დაიწყებენ ამ ნაწერების სულიერ დარიგებათა შესრულებას სათანადო მომზადებისა და სულიერი ხელმძღვანელის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე იმას არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების მოყვარულმა უნდა მიატოვოს წმიდა მამათა კითხვა. ღმერთმა დაიფაროს! ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანი - მეცნიერი, მონაზონი თუ უბრალო ერისკაცი - უნდა შევეხოთ ამ მამებს ღვთისმოშიშებით, თავმდაბლობითა და საკუთარი გონებისა და განსჯის უნარისადმი დიდი უნდობლობით. ჩვენ მათ მივეახლებით, რათა ვისწავლოთ და ამასთან, უპირველეს ყოვლისა, ვაღიაროთ, რომ საამისოოდ მასწავლებელი გვჭირდება. და მასწავლებლებიც არსებობენ: ჩვენს დროში, როცა აღარ არიან ღმერთშემოსილი ბერები (სტარცები), მასწავლებლები უნდა იყვნენ ჩვენს დროსთან განსაკუთრებით ახლოს მცხოვრები მამები, რომლებმაც გარკვევით გვითხრეს, თუ როგორ უნდა ვიკითხოთ და როგორც არ უნდა ვიკითხოთ მართლმადიდებლური ნაწერები სულიერი ცხოვრების შესახებ. თუკი თავად ნეტარ ბერ პაისი ველიჩკოვსკის, პირველი სლავური “ფილოკალიის” შემდგენელს, “შიში იპყრობდა” იმის გაცნობიერებისას, რომ ამგვარ წიგნებს დაბეჭდავდნენ და ისინი უკვე აღარ გავრცელდებოდა ხელნაწერის სახით რამდენიმე მონასტერში, ჩვენ რაოდენ უფრო დიდი შიშით გვმართებს მივეახლოთ ამ ნაწერებს, გავიგოთ ბერის შეშფოთების მიზეზი, რათა თავს არ დაგვატყდეს ის სულიერი კატასტროფა, რომელიც მან განჭვრიტა.
ნეტარი პაისი თავის წერილში არქიმანდრიტ თეოდოსისადმი (წმ. სოფრონის უდაბნო) წერდა: “პატრისტიკული წიგნების ბერძნულ და სლავურ ენებზე ბეჭდვით გამოცემასთან დაკავშირებით მიპყრობს სიხარულიც და შიშიც. სიხარული იმიტომ, რომ ისინი აღარ მიეცემიან საბოლოო დავიწყებას და მოშურნეებს საშუალება ექნებათ, უფრო იოლად შეიძინონ ისინი. შეშფოთება, შიში და ძრწოლა იმიტომ, რომ ისინი, როგორც გასაყიდი ნივთები, სხვა წიგნებივით შეიძლება შესთავაზონ არა მარტო მონაზვნებს, არამედ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და აქედან გამომდინარე მათ თვითნებურად არ დაიწყონ გონებით ლოცვის შესწავლა, საამისო გამოცდილების მქონეთაგან დარიგების გარეშე, რითაც შეიძლება ჩავარდნენ საცდურში და ამ მიზეზით უგუნურებმა არ დაგმონ ეს წმიდა და უზადო შრომა, რომელიც გამოიცადა მრავალი უდიდესი წმიდა მამის მიერ... რათა ამ გმობამ არ გამოიწვიოს დაეჭვება ჩვენი ღმერთშემოსილი მამების სწავლების მიმართ”1. გონებით იესუს ლოცვის შესრულება, - აგრძელებს ნეტარი პაისი, - შესაძლებელია მხოლოდ მონაზვნური მორჩილების პირობებში.
ასკეტური ღვაწლით ღატაკ ჩვენს ბოლო ჟამს, რა თქმა უნდა, ცოტანი არიან ისეთები, ვინც მიისწრაფის გონებითი ლოცვის სიმაღლეებისაკენ (ან იცის მაინც, თუ რა შეიძლება იყოს ეს); მაგრამ ნეტარი პაისისა და სხვა წმიდა მამათა გაფრთხილება გამართლებულია თანამედროვე მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანის სუსტი ბრძოლების მიმართაც. ყველა, ვინც კითხულობს “ფილოკალიას” თუ წმიდა მამათა სხვა ნაწერებს, ან თუნდაც მრავალრიცხოვან წმიდანთა ცხოვრებას, წააწყდება ადგილებს, სადაც ნახსენებია გონებით ლოცვა, საღვთო ხედვა, განღმრთობა და სხვა ამაღლებული სულიერი მდგომარეობანი - მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის არსებითია იცოდეს, თუ რა უნდა იფიქროს, ან რას უნდა განიცდიდეს ამასთან დაკავშირებით.
ამრიგად, ვნახოთ, რას ამბობენ წმიდა მამები ამის თაობაზე, აგრეთვე ჩვენს დამოკიდებულებაზე საერთოდ წმიდა მამებისადმი.
ნეტარმა ბერმა მაკარი ოპტინელმა ( 1860 წ.) აუცილებლად მიიჩნია, დაეწერა განსაკუთრებული “გაფრთხილება მათთვის, რომლებიც კითხულობენ პატრისტიკულ სულიერ წიგნებს და სურთ გონებით ილოცონ იესუს ლოცვით”2. თითქმის ჩვენი საუკუნის ეს დიდი მამა იქ ცხადად გვეუბნება, თუ რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ სულიერი მდგომარეობებისადმი: “წმიდა და ღმერთშემოსილი მამები უდიდეს სულიერ ნიჭებზე წერდნენ არა იმისთვის, რომ განურჩევლად ყველა ისწრაფვოდეს მათ მიღებას, არამედ რათა მათ, ვინც ამას მოკლებულია, გაიგონონ ასეთი ამაღლებული ნიჭებისა და გამოცხადებების შესახებ, რაც მიეცათ ღირსეულთ, და შესძლონ საკუთარი უძლურებისა და დიდი უღირსების აღიარება და უნებლიედ მოიდრიკონ თავი - ეს უფრო აუცილებელია ცხონების მაძიებელთათვის, ვიდრე ყველა სხვა შრომა და სათნოება”. წმ. იოანე კიბისაღმწერელი (VI ს.), აგრეთვე, წერს: “უპოვარნი სამეფო განძის ხილვისას უფრო მეტად აცნობიერებენ საკუთარ სიღატაკეს; ასევეა სულიც: წმიდა მამათა დიდ სათნოებათა შესახებ ნაამბობის კითხვისას თავის გულისსიტყვებში იგი უნებლიედ უფრო თავმდაბალი ხდება” (საფ. 26,211). ამრიგად, პირველი, რითაც უნდა მივეახლოთ წმიდა მამების ნაწერებს, არის თავმდაბლობა.
კვლავ წმ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: “გიკვირდეს წმიდანთა ღვაწლი - ქების ღირსია; მათდამი მოშურნეობა - მაცხოვნებელი; მაგრამ უცებ მოისურვო, რომ მათ ცხოვრებას მიამსგავსო შენი ცხოვრება - უგუნურებაა და შეუძლებელი” (საფ. 4,42). წმ. ისააკ ასური (VI ს.) თავის მე-2 ჰომილიაში1 ასწავლის: “ისინი, ვინც ლოცვაში ეძებენ და მოელიან ტკბობითს სულიერ შეგრძნებებს და განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ნაჩქარევად ისწრაფიან ხილვისა და სულიერი ჭვრეტისკენ, ჩაცვივდებიან მტრის საცდურში, აღმოჩნდებიან წყვდიადის სამეფოში და დაებინდებათ გონება; თავიანთი ამპარტავნული ძიებისათვის, რომელიც მათ შესაძლებლობებსა და ღირსებებს აღემატება, მათ მოაკლდებათ ღვთის შემწეობა და გადაეცემიან დემონებს დასაცინად”.
მაშასადამე, წმიდა მამებთან შეხება გვმართებს თავმდაბალი განზრახვით - “დავიწყოთ სულიერი ცხოვრება უდაბლესი საფეხურიდან” და არა ისე, რომ წარმოვიდგინოთ, თითქოს ჩვენგან მეტისმეტად დაშორებულ ამაღლებულ სულიერ მდგომარეობებს მივაღწიეთ. წმ. ნილოს სორელი (აღესრ. 1502 წ.) - შედარებით გვიანდელი დროის დიდი რუსი მამა - წერს თავის “სკიტის განაწესში” (თ. 2): “რა უნდა ვთქვათ მათზე, ვინც მოკვდავი სხეულით უკვდავი საზრდო იგემა; ვინც ღირსი შეიქნა, ამ წარმავალ ცხოვრებაში მიეღო ულუფა იმ სიხარულისა, რომელიც ჩვენს ზეციურ სამშობლოში გველის?... ჩვენ, მრავალი ცოდვით დამძიმებულნი და ვნებებით გატანჯულნი, ამ სიტყვების მოსმენის ღირსნიც კი არ ვართ. და მიუხედავად ამისა, ჩვენ სასოებას ვამყარებთ საღვთო მადლზე, გვამხნევებს წმიდა ნაწერების დამარხვა გონებაში; ასე რომ, უკიდურეს შემთხვევაში შეგვიძლია უფრო მეტი შევიტყოთ იმ დაცემულ მდგომარეობაზე, რომელშიც აღმოვჩნდით ჩაფლულნი”.
ჩვენი მოკრძალებული ჩანაფიქრის - ვიკითხოთ წმიდა მამები - განხორციელება უნდა დავიწყოთ პატრისტიკის ელემენტარული წიგნებიდან, მათგან, რომლებიც ასწავლიან ანბანს. VI საუკუნეში დიდ წინასწარმცნობელ ბერ ბარსანოფი ღაზელს ერთხელ მისწერა ახალბედამ, რომელიც მეტად მოგვაგონებს დღევანდელ გამოუცდელ მართლმადიდებელ სტუდენტს: “მაქვს დოგმატური წიგნები. მათი კითხვისას ვგრძნობ, თუ როგორ გადადის ჩემი გონება ვნებითი ფიქრებიდან დოგმატების ჭვრეტაში”. ამაზე წმიდა ბერმა უპასუხა: “არ ვისურვებდი, რომ შენ ეს წიგნები გეკითხა, რადგან მათ გონებით მაღლა აყავხარ. უმჯობესია, ისწავლო ბერების ის გამონათქვამები, რომლებიც გონებას დაგიმდაბლებენ. ამას გეუბნები არა იმიტომ, რომ დოგმატური წიგნები დავაკნინო. მხოლოდ რჩევას გაძლევ - რამეთუ არსებობს სხვადასხვა საკვები” (კითხვა-პასუხი 544). ამ პატროლოგიის მნიშვნელოვანი მიზანი იქნება, ზუსტად მივუთითოთ, თუ რომელი პატრისტიკული წიგნებია შესაფერისი დამწყებთათვის და რომლები უნდა გადავდოთ სამომავლოდ.
განსხვავებული პატრისტიკული წიგნები სულიერ ცხოვრებაზე მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრების სხვადასხვა პირობებს ესადაგება: ის, რაც შეეფერება მხოლოდ განდეგილებს, სრულიად მიზანშეუწონელია იმ მონაზონთათვის, რომლებიც ერთად ცხოვრობენ; რაც ესადაგება საზოგადოდ მონაზვნებს, სრულიად მიუღებელია ერისკაცთათვის. ყველა შემთხვევაში სულიერი საზრდო, რომელიც შეეფერება გარკვეული გამოცდილების მქონეთ, შეიძლება მთლიანად მიუღებელი აღმოჩნდეს დამწყებთათვის. ვინც წმიდა მამათა შედარებით მარტივი ნაწერების კითხვით, ცოცხალი მოძღვრების ხელმძღვანელობითა და ეკლესიის განაწესის ფარგლებში ღვთის მცნებათა ქმედითად აღსრულებით მიაღწევს გარკვეულ წონასწორობას სულიერ ცხოვრებაში, შემდეგ იგი შეძლებს დიდი სულიერი სარგებლის მიღებას წმიდა მამათა ყველა ნაწერიდან - მათი მისადაგებით საკუთარი ცხოვრების პირობებთან. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი ამის თაობაზე წერდა: “შენიშნულია, რომ ახალბედები ვერაფრით ახერხებენ, წიგნები მიუსადაგონ თავიანთ მდგომარეობას, არამედ აუცილებლად იტაცებთ წიგნის მიზანმიმართულება. თუ წიგნი ურჩევს მდუმარებას და მიუთითებს ღრმა მდუმარებით მიღწეულ სულიერ ნაყოფთა სიუხვეზე, მაშინ ახალბედას აუცილებლად უჩნდება უკაცრიელ უდაბნოში განმარტოების უძლიერესი სურვილი. თუ წიგნი გვასწავლის ღმერთშემოსილი მოძღვრის უპირობო მორჩილების შესახებ, მაშინ ახალბედაში უეჭველად იღვიძებს უმკაცრესი ცხოვრებისა და ბერისადმი სრული დამორჩილების მისწრაფება. ღმერთმა ჩვენს დროს არ უბოძა არც ერთი ამგვარი ცხოვრების წესი, მაგრამ მათზე დაწერილმა წმიდა მამათა წიგნებმა შეიძლება ისე ძლიერ იმოქმედოს ახალბედაზე, რომ მან გამოუცდელობისა და უცოდინარობის გამო იოლად გადაწყვიტოს იმ საცხოვრებელი ადგილის მიტოვება, სადაც ყველა პირობა აქვს, გადარჩეს და სულიერად წინ წაიწიოს სახარებისეული მცნებების აღსრულებით. მიატოვოს იგი იმ აუხდენელი ოცნებისათვის სრულყოფილ ცხოვრებაზე, რომელიც ხატოვნად და მაცდურად დაიხატა მის წარმოსახვაში”. ამრიგად, იგი ასკვნის: “ნუ დაუჯერებთ თქვენს ფიქრებს, შეხედულებებს, ოცნებებს, აღძრვებსა თუ მიდრეკილებებს, რა კარგადაც უნდა მოგაჩვენონ და წინ დაგიდონ ხატოვანი სურათი უწმიდესი მონაზვნური ცხოვრებისა” (“Приношение современному монашеству”, гл. 10). რასაც ეპისკოპოსი ეგნატე ამბობს, ეხება მონაზვნებსაც და ერისკაცებსაც, საერო ცხოვრების განსხვავებული პირობების გათვალისწინებით. ერისკაცთათვის სულიერი საკითხავის თაობაზე სპეციალურ შენიშვნებს მოგაწვდით ამ შესავლის დასასრულს.
წმ. ბარსანოფი თავის სხვა პასუხში (პას. 62) აღნიშნავს კიდევ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მათთვის, ვისაც წმიდა მამებისადმი მეტისმეტად აკადემიური დამოკიდებულება აქვს: “მან, ვინც ცხოვნებისათვის იღვწის, ყველაფერი არ უნდა გაარკვიოს (ანუ შეეკითხოს ბერებს, ან იკითხოს პატრისტიკული ნაშრომები) მხოლოდ ცოდნის შესაძენად, რამეთუ მოციქული ამბობს “მეცნიერებაჲ განალაღებს” (1 კორ. 8,1), არამედ ყველაზე ჯეროვანია, შეეკითხოს, გამოიძიოს ვნებათა შესახებ და იმაზე, თუ როგორი ცხოვრებით იცხოვროს, როგორ დაიცვას თავი. რამეთუ ეს არის აუცილებელი და ამას მივყავართ ცხოვნებამდე”.
ამრიგად, არ არის მიზანშეწონილი წმიდა მამათა კითხვა უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო (თითქოს ეს აკადემიური ხასიათის სავარჯიშო იყოს), ქმედითი ჩანაფიქრის გარეშე - აქტიურად, სულიერი დონის შესაბამისად გამოიყენო ნასწავლი. თანამედროვე აკადემიურმა “ღვთისმეტყველებმა” საკმაოდ ცხადად წარმოაჩინეს, რომ შესაძლებელია ფლობდე მრავალ განყენებულ ინფორმაციას წმიდა მამებზე და საერთოდ არ გაგაჩნდეს სულიერი ცოდნა. ამისთანებზე წმ. მაკარი დიდი ამბობს (ჰომილია 17,9): “ღატაკის სამოსში ჩაცმულს შეუძლია, თავი ძილში მდიდარ კაცად იხილოს, მაგრამ გამოღვიძებისას თავისთავს ისევ ღატაკსა და განძარცვულს დაინახავს. ასევე არიან ისინიც, ვინც სულიერ ცხოვრებაზე მსჯელობისას ერთი შეხედვით ლოგიკურად ლაპარაკობენ, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ნათქვამი მათ გონებაში გამოცდილებით, შრომითა და მოწმობით არ არის განმტკიცებული, იგი ერთგვარ წარმოსახვად რჩება”.
როგორია ჩვენი კითხვა წმიდა მამებისა - აკადემიური თუ ნამდვილი, - ამის საზომზე მიუთითებს წმ. ბარსანოფი თავის პასუხში ახალბედასადმი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ წმიდა მამებზე საუბრისას იგი ამაყი და ქედმაღალი ხდება (პას. 697): “როდესაც საუბრობ წმიდა მამათა ცხოვრებასა და მათ პასუხებზე, უნდა გაკიცხო საკუთარი თავი და თქვა: ვაი მე უბედურს! როგორ ვკადნიერდები, ვილაპარაკო მამათა ღირსებებზე, როდესაც მე თავად მსგავსი არაფრისთვის მიმიღწევია და საერთოდაც არ წავწეულვარ წინ? ვცხოვრობ და სხვებს ვმოძღვრავ მათ სასიკეთოდ. ვაითუ ჩემზედაც აღსრულდეს მოციქულის ნათქვამი: “რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თვისსა არა ასწავებ” (რომ. 2,21)? წმიდა მამათა სწავლება გამუდმებით უნდა აღძრავდეს ჩვენში საკუთარი თავის გაკიცხვის სურვილს.
ბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ წმიდა მამათა კითხვის ძირითადი მიზანი არის არა რაღაც “სულიერი სიამოვნების” მონიჭება ჩვენთვის, არც ის, რომ დაადასტუროს ჩვენი სისწორე, განსაკუთრებული ცოდნა თუ “ჭვრეტითი” მდგომარეობა, არამედ რათა შეგვეწიოს სათნოებათა გზაზე ქმედით სვლაში. მრავალი წმიდა მამა მსჯელობს განსხვავებაზე “ქმედით” და “ჭვრეტით” (უფრო სწორად “სულიერ”) ცხოვრებას შორის. აქ ხაზგასასმელია, რომ ეს სრულიადაც არ ნიშნავს რაიმე ხელოვნურ დაყოფას, როგორც ვინმემ შეიძლება იფიქროს, ისეთებად, ვინც მისდევს “ჩვეულებრივ”, “გარეგნულ მართლმადიდებლურ” ცხოვრებას, აღასრულებს “კეთილ საქმეებს” და ვინც ეწევა “შინაგან” ცხოვრებას, რომელიც მიღებულია მხოლოდ მონაზვნებსა და ზოგ ინტელექტუალურ ელიტაში. არის მხოლოდ ერთი მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობს ყველა მართლმადიდებელი მებრძოლი, მონაზონი თუ ერისკაცი, დამწყები და გამოცდილი. “ქმედითი” ანუ “პრაქტიკული” (ბერძნ. “პრაქსის”) არის გზა, ხოლო “ხედვა” (ბერძნ. “თეორია”) ან “განღმრთობა” - არის საბოლოო შედეგი. თითქმის ყველა პატრისტიკულ ნაწერში საუბრობენ “ქმედით” და არა “ხედვით” ცხოვრებაზე; როდესაც ამ უკანასკნელს ახსენებენ, ეს იმისთვის, რომ გაგვახსენონ ჩვენი ღვაწლისა და ბრძოლის მიზანი, რომელიც ამ ცხოვრებაში ღრმად მხოლოდ რამდენიმე დიდმა წმიდანმა თუ შეიცნო, მაგრამ მთელი თავისი სისავსით იგი ცნობილი გახდება მომავალ, მარადიულ საუკუნეში. როგორც ეპისკოპოსმა თეოფანე დაყუდებულმა დაწერა რუსულ ენაზე გამოცემული “ფილოკალიის” ბოლო ტომის შესავალში, “ფილოკალიის” თუნდაც ყველაზე ამაღლებულ ნაწერებშიც კი “მხედველობაში ჰქონდათ არა სულიერი, არამედ თითქმის ყოველთვის ქმედითი ცხოვრება”.
ამ შესავლის მიუხედავად, დარწმუნებული ვართ, ცოდნით განლაღებულ ჩვენს საუკუნეში მცხოვრები მართლმადიდებელი ქრისტიანი ვერ გაექცევა მახეებს, რაც დაგებულია და უცდის მათ, ვინც მოისურვებს წმიდა მამათა წაკითხვას მათი სრული მნიშვნელობითა და დატვირთვით. ასე რომ, მოდით, აქ შევჩერდეთ... მანამ დავიწყებთ თავად პატროლოგიას, მოკლედ განვიხილოთ ზოგი შეცდომა, რომელსაც უშვებენ წმიდა მამათა თანამედროვე მკითხველები, რათა ამით უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას, თუ როგორ არ უნდა იკითხებოდეს ისინი.

თარგმნა ნინო ბელთაძემ
წიგნიდან Fr. Seraphim Roze `The Holi Fathers of Orthodox Spirituality~, Forestville, California, 1970.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 4 2007, 06:37 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ლადო

ეგ სიტყვების ტყაპატყუპია და მეტი არაფერი,სადაა ანალიზი? რაღაც ვერ ვხედავ...მე შევეცადე გამერჩია სიტუაცია.სერბეთის მოხმობა მაგარი სიახლეა ეკლესიოლოგიაში biggrin.gif ე.ი. რადგან ქონდათ მათთან, ე.ი. ჩვენთანაც? biggrin.gif ამას ქვია ლათინიზმი, ეკლესია სერბეთი კი არა უნივერსალურია, თანაც ეგ საკითხი უფრო გასაშლელია. საქმე იმაშია რომ მაშინ ემიგრანტულმა ითამაშა მაგარი პოლიტიკა: ერთს უთხრა, რომ ქონდა თანხმობა მოსკოვთან, ამის საფუძველზე "მიიღო" იურისდიქცია...სიცრუეზე აგებული ეკლესიაა ეგ და აგერ ზემოთ კანონები დევს. მიდი და შეეწინააღმდეგე. საქართველოს მოყვანა მაგალითად სრულიად უაზროა, ისევ და ისევ საკითხში არაკორექტულად ჩაძიების ნაყოფი.
წმინდანების აზრების არგაზიარებაზე კიდევ დიდი აბსურდია.მე ვამბობ არა იმას, რომ როუზი ყოველთვის ცდებოდა, არამედ მე ვამბობ: რომ ის იყო სქიზმატი და შედეგად მრავალი რამ ქონდა შესაბამისი. თუმცა როგორც ვატყობ წმინდანთა არასწორი აზრების მოყვანა მიანიშნებს იმას, რომ შენც ეთანხმები იმას, რომ ის ცდებოდა ჩემს მიერ მითითებულ საკითხებში? და ეგრეც რომ იყოს პრინციპული განსხვავებაა ამ ორს შორის: ისინი არიან წმინდანები მართლმადიდებლური კანონიკური ეკლესიისა, ხოლო როუზი 1. არ არის წმინდანი და 2. არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი.
თანაც ლამის კომპარტიის ეკლესია უწოდე მიტროპოლიტ სერგის ეკლესიას და საუბარს აზრი არა აქვს მგონი....

აი ესეც ტესტი: იქ სადაც როუზია, ეკლესიის მიტროპოლიტებს და პატრიარქებს კომპარტიის მიერ მართულებად მოიხსენიებენ. ფრთხილად ძამია...

პ.ს.
მოკრძალებას მართლმადიდებელი იერარქიის მიმართ? რაფაელ კარელინზე თუა საუბარი, უდაოდ ეგრეა, ვეწინააღმდეგები მის სქიზმატურ აზრებს ჩვილების ჯოჯოხეთში გაგზავნასთან დაკავშირებით
ვეწინააღმდეგები მის მიერ მფარველობას ჯგუფისა, რომელიც ქართულ საეკლესიო კულტურას არაკანონიკურად მიიჩნევს და გალობას ვითომ ბერძნული ყმუილით შეცვლას გვთავაზობს. იქნებ თქვენც მომხრე ხართ ბერძენოიდების იდეისა? მაშინ ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Jan 4 2007, 08:52 PM
პოსტი #17


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



დიდი სასულიერო მოღვაწეა და ძვირფას საუნჯეს შევიძენთ, თუკი შევისწავლით მის შრომებს, რომელიც არავითარ საშროებას არ წარმოადგენს მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის. პირიქით, ღრმად დაგვანახებს ჩვენს თავს და მართლმადიდებლობას. რაც სეეხება საზღვარგარეთულ რუსულ ეკლესიას ეკუთვნოდაო, იმ დროს კომუნისტების გამო ნაწილი რუსული ეკლესიისა ამ ვითარებაში იყო, მაგრამ დოგმატური დარღვევა კი არ ჰქონდათ. თანდათან გალხვა ეს სიშორე და გაერთიანდნენ. სერაფიმ როუზი არავისთან არ ყოფილა დაპირისპირებული. უცხოეთში ცხოვრობდა და სადაც მართლმადიდებლური ტაძარი იყო, იქ დადიოდა. აბა რუსეთში "წითელ მხეცებთან" ხომ არ წამოვიდოდა, მაშინ, როცა საბჭოეთიდან ხალხი გარბოდა. დიდია ამ ადამიანის დამსახურება მართლმადიდებლობის წინაშე და ღმერთი შეუწირავს. ახალგაზრდა გავიდა ამა სოფლიდან. იგი მუდამ იმას მოგვიწოდებს თავის ნაწერებში, რომ ამა სოფლის სულს არ შევეგუოთ, ყველაზე დიდ ყურადღებასა და ზრუნვას ვიჩენდეთ სრულყოფილებისაკენ სწრაფვაში. მუდამ ვიყოთ სთაგონებული და გამხნევებული სულიერი სამყაროთი. წმინდანთა ცხოვრებაში მოვიძიოთ ის, რაც მხნეობას მოგვანიჭებს.ჩვენს დროში ძალზე ძნელია ზეცისაკენ მიაპყრო მზერა ჩვენი გარემომცველი ყოფითი საგნების მძიმე და მკვდარი ტვირთის გამო, მაგრამ თუნდაც მცირე ბრძოლითაც, თუკი იგი მუდმივ სისტემატურ ხასიათს ატარებს, ადამიანს თანდათანობით უყალიბდება ამა სოფლისაგან განსხვავებული თვალსაზრისი ცხოვრებაზე. მოქმედების სრულიად სხვა გზა. მუდამ უნდა ვაკვირდებოდეთ ჩვენს ცხოვრებას და ვარკვევდეთ, თუ რას ითხოვს ჩვენგან ღმერთი. ყველაფერს საღი თვალით უნდა შევხედოთ ანუ სულიერი ცხოვრების თვალებით.

ყველაფერში უნდა ვხედავდეთ რაღაც სასარგებლოს ჩვენი სულის ცხოვნებისათვის და თუ ამას შევძლებთ, შეიძლება გადავრჩეთ.

მიწიერი ცხოვრების დეტალები უნდა იდგეს მეორე პლანზე. ზეცისაკენ სწრაფვა კი აღსავსე უნდა იყოს მოშურნეობით, სიმტკიცითა და სისტემატურობით.

.........ღმერთმა შეგვაძლებინოს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი Jan 4 2007, 10:20 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



კანუდოსელი:
„თანაც ლამის კომპარტიის ეკლესია უწოდე მიტროპოლიტ სერგის ეკლესიას და საუბარს აზრი არა აქვს მგონი....

აი ესეც ტესტი: იქ სადაც როუზია, ეკლესიის მიტროპოლიტებს და პატრიარქებს კომპარტიის მიერ მართულებად მოიხსენიებენ. ფრთხილად ძამია...
პ.ს.
მოკრძალებას მართლმადიდებელი იერარქიის მიმართ? რაფაელ კარელინზე თუა საუბარი, უდაოდ ეგრეა, ვეწინააღმდეგები მის სქიზმატურ აზრებს ჩვილების ჯოჯოხეთში გაგზავნასთან დაკავშირებით
ვეწინააღმდეგები მის მიერ მფარველობას ჯგუფისა, რომელიც ქართულ საეკლესიო კულტურას არაკანონიკურად მიიჩნევს და გალობას ვითომ ბერძნული ყმუილით შეცვლას გვთავაზობს. იქნებ თქვენც მომხრე ხართ ბერძენოიდების იდეისა? მაშინ ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ.“


ჩემო ძმაო, საუბარს ნამდვილად არა აქვს აზრი, როცა ასეთი დამოკიდებულებაა. არ შეშვენის ასე მართლმადიდებლურ ფორუმს, პოლიტიკური პარტიების ბრძოლა ხომ არაა. შენ რა არ იცი რა ხდებოდა სსრკ-ში? არაფერი გაგია და არც წაგიკითხავს? მე წამიკითხავს მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალში (ჟმპ) როგორ ამართლებდა მაშინდელი პატრიარქი რუსების ავღანეთში თარეშს და მრავალი მაგგვარი ამბები. თუ პარტია მანდ არაფერ შუაში იყო, ან სასიკეთო იყო მაგგვარი საქმეები? ის მაინც არ გსმენია, ვინ და ვისი დავალებით სდევნიდა წმ. იოანე ოქროპირს?
ეხლა რაც შეეხება შემდეგს. მინდა დაგამშვიდო, არც ქართული საეკლესიო კულტურის განადგურება მაქვს ჩაფიქრებული და არც ქართველი მამების მიერ მოტანილი სარწმუნოების შერყვნა. ასე რომ დამშვიდდი და დაამშვიდე შენი მეგობრები. რაც შეეხება არქიმანდრიტ რაფაელს... აქ კი ვერ გაგახარებ, დიდი ხანია ვიცნობ ამ ადამიანს, ბევრჯერ მიმიღია მისგან სულიერი სარგებელი და ძალიან საყვარელი ადამიანია. იმის მიუხედავად, რომ ზოგჯერ შეიძლება არ ვეთანხმებოდე (იშვიათად) ეს არ მიშლის ხელს მასთან ურთიერთობაში. საერთოდ, ძალიან არ მიყვარს, როცა ვინმეს აკერპებენ, როგორი კარგი ადამიანის გინდა იყოს.
და კიდევ ერთი და შენთვის მნიშვნელოვანი. საყვარელო, ჭორებს ნუ აყვები, ეგ უსაქმური დედაკაცების საქმეა და ხომ იცი, ერთი ცილისწამების გამო რა მძიმე სასჯელი შეიძლება მივიღოთ იმ საშინელ დღეს: ნამდვილად ვიცი, ჩემი ყურითაც მომისმენია, როგორ ეწინააღმდეგებოდა მამა რაფაელი გალობის ამბებს... რაც შეეხება ცხონება-არცხონების საკითხს, ეგ ცალკე თემაა და მაგაზე მერე დავწერ. გისურვებ სიმართლით და სიწრფოებით წარგემართოს სლვანი შენნი, ძმაო კანუდოსელო.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 4 2007, 10:50 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(lado s @ Jan 4 2007, 11:20 PM) *

საყვარელო, ჭორებს ნუ აყვები, ეგ უსაქმური დედაკაცების საქმეა და ხომ იცი, ერთი ცილისწამების გამო რა მძიმე სასჯელი შეიძლება მივიღოთ იმ საშინელ დღეს:

ჯერ ერთი, თუ მასეა საქმე, ჩემს სიტყვებს უპრობლემოდ უკან წავიღებ და მეორეც ოდნავ კულტურულად წერა არ გაწყენდა...


ციტატა(lado s @ Jan 4 2007, 11:20 PM) *

რაც შეეხება ცხონება-არცხონების საკითხს, ეგ ცალკე თემაა და მაგაზე მერე დავწერ.

ამაზე ჩვენ დიდი ხანია ვწერთ ამ ფორუმში და იმედია ველოსიპედს არ გამოიგონებ, თუმცა როგორც ვატყობ, შენ ჯოჯოხეთში ჩვილების გაშვებაზე თანახმა ხარ, იმედი მაქვს ვცდები

ყოველივე დანარჩენი, რაც იქ გიწერია, ისევ დაუსაბუთებელია და ემოციურად დაწერილი...როგორც ვატყობ ვერ ასაბუთებ კანონიკურად, რომ ის ეკლესია, ვისთანაც არანაირი კავშირი არ ქონდა არავის, არცერთ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიას, გარდა სერბეთისა (და ისიც ძალიან შეზღუდულად) არის მართლმადიდებელი კანონიკური ეკლესია.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninca
პოსტი Jan 4 2007, 11:50 PM
პოსტი #20


ninca
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 192
რეგისტრ.: 11-November 06
წევრი № 450



მამა რაფაელზე ასე წერა როგორ შეიძლება?! ბევრს არ მოსწონს იმიტომ, რომ მომფერებელი არაა. სანამ ჩვენთანაა, უნდა დავაფასოთ და მადლობა ვუთხრათ, რომ ასე შეურყვნელად დაიცვა და გადმოგვცა წმ.მამათა სწავლება.გაკერპება რა შუაშია მადლიერების გრძნობასთან, რაც ასე გვაკლია ადამის მოდგმას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი