IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სამოთხის ჯოჯოხეთის ფიზიკა და აგებულება
vaxushti13
პოსტი Mar 31 2013, 07:59 PM
პოსტი #1


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



მსურს მივიღო ზუსტი პასუხები შემდეგ საკითხებზე:
1. შეიძლება თუ არა სამოთხეში რაიმე ახლის სწავლა? მაგალითად ადამიანმა სააქაო ცხოვრებში არ იცოდა ფრანგული ენა, შეძლებს იგი ამ ენის სწავლას საიქიოში? ვთქვათ მოძებნა რომელიმე ფრანგი ეროვნების ადამიანის სული და სთხოვა შენი ენა მასწავლეო, გამოვა ეს ამბავი?
2. სამოთხეში როგორ ვიცნობთ ჩვენს სააქაო ნაცნობებს? სულს გარეგნობა იგივე ექნება რაც სიკვდილის მომენტში ჰქონდა იმ პიროვნებას?
3. სამოთხე და ჯოჯოხეთი ფიზიკურად გვერდიგვერდ მდებარეობენ? შეიძლება რომ სამოთხიდან „გადმოიხედო“ და ჯოჯოხეთში „ჩაიხედო“?
4. სამოთხიდან დროებით გასვლა და სადმე გასეირნება შეიძლება? ერთიც ვნახოთ და მოგწყინდა სულ სიამტკბილობაში ყოფნა............
5. სამოთხეში მყოფებმა რამე იციან სააქაო ცხოვრებაზე? მაგალითად თუ რას აკეთებენ მათი ჯერ კიდევ ცოცხალი ნათესავები დედამიწაზე, რა ხდება ჩვენს მიწიერ სამყაროში საერთოდ და ა.შ.
6. თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი? კაცის სული ორივე ცოლის სულთან ერთად „იცხოვრებს“? ეს ვითომ არ გამოიწვევს ეჭვიანობას? წესით ეჭვიანობით შეპყრობილი ადამიანი სამოთხეში კი არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ქორწინება ხომ მხოლოდ ორ ადამიანს შორისაა და მესამე მანდ რაღაც ვერ „ეწყობა“. ან იქნებ სამოთხეში საერთოდ შეუძლებელია უარყოფითი და უარყოფითთან ახლოს მდგომი (იგივე ეჭვიანობა მაგალითად. სიყვარული ხომ ეგოისტური გრძნობაა და ეს არა მგონია ცუდი იყოს, ჰოდა ორივე ცოლს მოუნდება რომ მხოლოდ მას ჰყავდეს ქმარი და არა კონკურენტ ცოლს) გრძნობების არსებობა და ასეთი სამეული მშვენივრად იგრძნობს თავს?
7. შეიძლება სამოთხეში მეცნიერული ცდების ცატარება და ბუნების/საიქოს კანონების შეცნობა? ახალი კინოს ყურება ან წიგნის წაკითხვა შემეძლება? ან მე რომ წიგნი დავწერო და სამოთხეში არსებულ სხვა სულებს გავაცნო შემეძლება?
8. საიქიოს რაიმე კანონი მართავს საერთოდ? ამ კანონებს რაიმე საერთო აქვს ფიზიკის კანონებთან? მაგალითად სამოთხეში შუქი რომ ავანთო (მგონი ისედაც ნათელია მანდ, მაგრამ მაინც) იგი რაიმე განსაზღვრული სიჩქარით გავრცელდება? როგორ ბუნება ექნება ამ სინათლეს, ტალღური თუ ნაწილაკური? შეიძლება სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერა მეცნიერული მეთოდებით?
9. საერთოდ, სამოთხეში სულმა რა უნდა აკეთოს? სულ ნეტარებაში უნდა იყოს? ღმერთს ნახავს იქ? თუ ნახავს შეეძლება მასთან გასაუბრება და სამყაროს არსის უკეთ შეცნობა?
10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს?
11. სამოთხე უფრო დიდია თუ ჯოჯოხეთი? საერთოდ, მათ აქვთ რაიმე კონკრეტული ზომა და ფორმა? თუ რომელიმე მაინც უსასრულოა?
12. სად უნდა მოხვდნენ შემდეგი კატეგორიის ადამიანები:
ა) ბიოლოგიურად/გონებრივად ჩამორჩენილები (დაუნის სინდომით დაავადებულები მაგალითად). მათ ხომ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ რელიგიაზე და ვერც ცოდვას ჩაიდენენ. ესე იგი ჯოჯოხეთში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამოთხეში რა დამსახურების გამო უნდა შეუშვან?
ბ) ბიოლოგიურად/ანატომიურად გაუგებარი სქესის ადამიანები (რამდენიმე ათეულ ათასში ერთხელ იბადებიან) რომლებიც მამაკაცებიც არიან და ქალებიც და სრულიად გაუგებარია რომელ სქესთან უნდა იცხოვრონ/ჯვარი დაიწერონ რომ ეს ცოდვად არ ჩაეთვალოთ.
13. სამოთხეში რისი გაკეთება შეეძლება ადამიანს პრინციპულად? მისი ნება, უფლებები და შესაძლებლობები არსებითად შეზღუდულია თუ არა?
14. სამოთხეში სულს შეეძლება ხანგამოშვებით დაიძინოს? თუ სული/ცნობიერება სულ აქტიურობაშია? არ დაიღლება ვითომ?
15. იქნება თუ არა სამოთხეში სულების რაიმე დაყოფა ენების, ერების, რასების და სოციალური ჯგუფების მიხედვით? ვთქვათ, ქართველები ცალკე იქნებიან და პორტუგალიელები ცალკე? თუ აღრევაა ყველანაირი? თუ ვთქვათ ომის დროს დაიღუპნენ სამხედრო მეთაური და რიგითი ჯარისკაცი და ორივე სამოთხეში მოხვდა მაშინ ორივე თანაბარი იქნება? თუ ჯარისკაცს მაინც მოუწევს თავისი უფროსის ბრძანებების შესრულება?
16. შეიძლება ერთი ადამიანის სულს შეუყვარდეს მეორე ადამიანის სული რომელსაც სამოთხეში შეხვდება? შეეძლებათ მათ დაქორწინება და ერთად ცხოვრება?
17. პრინციპულად შესაძლებელია რომ სამოთხეში სულს ცუდი აზრები მოუვიდეს თავში? აი ვთქვათ უცებ სხვა სულზე რომ ცუდი გაიფიქროს, თუ სამოთხეში უბრალოდ არ შეიძლება ცუდი აზრების არსებობაც კი? თუ ასეა, ესე იგი სული გარკვეუწილად შეზღუდულია აზრებში და მოქმედებებში?
ჯოჯოხეთში მყოფ სულს შეუძლია თავში კარგი აზრი მოუვიდეს და ვთქვათ სხვა ცოდვილის დახმარება სცადოს?
18. ადამიანის სული საიქიოში შეინარჩუნებს მის სააქაურ ცოდნას და ინტელექტს?
19. სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ?

ამ თემის ავტორი "forum.ge-ზე" არის არწივი9
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
vaxushti13   სამოთხის ჯოჯოხეთის ფიზიკა და აგებულება   Mar 31 2013, 07:59 PM
Alterego   ჰაჰაჰა მაგარი კითხ...   Mar 31 2013, 08:28 PM
vaxushti13   გაერთე კაცო რაღაც...   Mar 31 2013, 08:35 PM
qetevano   Alterego "აღფრთოვანებ...   Mar 31 2013, 08:59 PM
vaxushti13   [b]Alterego "აღფრთოვანე...   Mar 31 2013, 09:06 PM
vaxushti13   2 5 9 10 11 12 13 14 18 19 ეს შეკი...   Mar 31 2013, 10:13 PM
ხახაბოელი   მსურს მივიღო ზუსტ...   Mar 31 2013, 09:07 PM
ხახაბოელი   მსურს მივიღო ზუსტ...   Mar 31 2013, 09:20 PM
afxazi   Alterego ამ შემთხვევაშ...   Mar 31 2013, 10:23 PM
A.V.M   Alterego ცინიკურ პოსტებ...   Mar 31 2013, 10:26 PM
vaxushti13   ჩემს მიერ აღნიშნულ...   Mar 31 2013, 10:45 PM
A.V.M   vaxushti13 ნამდვილად არ მ...   Mar 31 2013, 10:48 PM
G_saxva   ძალიან პრიმიტიული ...   Apr 1 2013, 09:27 AM
marine   G_saxva და ბიბლია არ აქ...   Apr 1 2013, 04:59 PM
G_saxva   ყველაზე ცუდი დღეს ...   Apr 1 2013, 05:40 PM
arcivi9   G_saxva marine G_saxva ნუ როგორ...   Jul 12 2013, 01:00 AM
G_saxva   ნუ როგორც ვხვდები ...   Jul 12 2013, 09:30 AM
arcivi9   :blink: :blink: :blink: წმინდა მ...   Jul 12 2013, 02:30 PM
marine   წაკითხვას ბევრი დ...   Jul 12 2013, 03:14 PM
G_saxva   წაკითხვას ბევრი დ...   Jul 12 2013, 03:46 PM
გულთმისანი   წაკითხვას ბევრი დ...   May 20 2014, 12:49 PM
A.V.M   რა ხდება? რაღაც ,,კა...   Jul 12 2013, 04:35 PM
G_saxva   A.V.M წავიდა ჭეშმარიტ...   Jul 12 2013, 09:12 PM
A.V.M   G_saxva არავინაა კაცო ს...   Jul 12 2013, 09:25 PM
G_saxva   G_saxva არავინაა კაცო ...   Jul 12 2013, 09:31 PM
sopo...   კითხვების მოფიქრე...   Jul 13 2013, 02:14 AM
გულთმისანი   კითხვების მოფიქრე...   May 20 2014, 12:05 PM
arcivi9   marine G_saxva მოკლედ, თქვენ...   Jul 13 2013, 05:55 PM
qetevano   arcivi9 კითხვა სად დასვ...   Jul 13 2013, 06:59 PM
G_saxva   arcivi9 კითხვა სად დასვ...   Jul 13 2013, 07:53 PM
arcivi9   [b]arcivi9 კითხვა სად დას...   Jul 13 2013, 10:25 PM
A.V.M   arcivi9 მე დამისვი კაცო...   Jul 13 2013, 08:19 PM
A.V.M   შეგიძლიათ ხალხო და...   Jul 14 2013, 02:18 PM
qetevano   A.V.M დაიწყე (დამთქნა...   Jul 14 2013, 03:04 PM
A.V.M   რადგან შედარებით მ...   Jul 14 2013, 03:35 PM
arcivi9   A.V.M „არ სჭირდება“ ე...   Jul 14 2013, 04:17 PM
A.V.M   arcivi9 რას ქვია უნდა? ა...   Jul 14 2013, 06:37 PM
G_saxva   უმეტესი კითხვა რაც...   Jul 15 2013, 10:00 AM
vaxushti13   გამარჯობათ ხალხნო,...   Jul 16 2013, 10:13 PM
A.V.M   HA?   Jul 16 2013, 11:50 PM
G_saxva   ეე სად წავიდა ის არ...   Jul 16 2013, 11:57 PM
arcivi9   ეე სად წავიდა ის არ...   Jan 26 2014, 10:43 PM
qetevano   A.V.M თავისი გახსნილი...   Jul 16 2013, 11:57 PM
A.V.M   მე პასუხებს ვცემ დ...   Jul 16 2013, 11:57 PM
qetevano   G_saxva ერთი საკამათო პ...   Jul 16 2013, 11:57 PM
vaxushti13   ფორუმ.გე დან გადმო...   Jul 17 2013, 12:05 AM
G_saxva   ფორუმ.გე დან გადმო...   Jul 17 2013, 12:07 AM
vaxushti13   გამანებე თავი კიდ...   Jul 17 2013, 12:08 AM
A.V.M   vaxushti13 აზრის გამოსახ...   Jul 17 2013, 12:30 AM
esre ars cheshmariteba   ჯოჯოხეთი საერთოდ ვ...   Jul 17 2013, 11:46 PM
qetevano   esre ars cheshmariteba აუ მაპატი...   Jul 18 2013, 12:26 AM
A.V.M   esre ars cheshmariteba რა გინდა? ა...   Jul 18 2013, 12:36 AM
gigushka   4Nu-df24NlY   Mar 31 2014, 10:14 PM
A.V.M   gigushka მხოლოდ მამა თამ...   Mar 31 2014, 11:48 PM
ჯუბი   მსურს მივიღო ზუსტ...   Jun 12 2020, 11:36 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 06:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი