IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ოკულტიზმი
George Leluashvili
პოსტი Aug 15 2011, 06:02 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



მოგესალმებით!

ამ თემის გახსნა იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ თანამედროვე ოკულტური მოვლენებით ბევრი ადამიანია დაინტერესებული.

დღეს ეს თემა ფართო საზოგადოებაში და რელიგიურ ადგილებში ძალიან აქტუალურია. ყველა განსხვავებულად უყურებს და აღიქვამს მას. ზოგს ეს უბრალოდ გართობა ჰგონია, ზოგს-ავადმყოფობისაგან თავდახსნის საშუალება, ზოგი კი მთელი სერიოზულობით მისდევს ამ საქმიანობას.

მე თავდაპირველად მსურს ოკულტიზმი მართლმადიდებლური კუთხით განვიხილო და შემდეგ ვისაც სურვილი გექნებათ, დააფიქსირეთ საკუთარი აზრი.


IPB-ს სურათი

ოკულტიზმი (ლათ. occultus - საიდუმლო, ფარული) - მისტიკურ მოძღვრებათა საერთო სახელწოდება. ოკულტიზმის მიხედვით ბუნებაში არსებობენ იდუმალი ზებუნებრივი ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებით, ჯადოსნობით და მისნობით.

ოკულტიზმის განუყოფელ ნაწილებად ითვლება მაგია, ექსტრასენსორიკა, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, ქირომანტია, გააზრებული სიზმრები, მკითხაობა და ა.შ.



“როცა სასტიკ სნეულებაში ჩავარდები, მრავალნი გირჩევენ, მიმართო ჯადოქრებს ან მისნებს, მაგრამ შენ, ღმერთს მინდობილმა, დაითმინე, გახსოვდეს, რომ ამ ტანჯვას შენთვის გვირგვინი მოაქვს. იგი აგაცილებს მომავალ

სატანჯველს, თუკი სნეულებას ღვთისადმი მადლიერების გრძნობით გადაიტან. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ ქრისტეს დავემორჩილოთ და არ მივმართოთ ღვთის მტრებს – მისნებს, ჯადოქრებს (ე.ი ექსტრასენსებს),

რამეთუ ისინი ღვთის მტრები არიან. უმჯობესია, მოვკვდეთ, ვიდრე ღვთის მტრებთან მივიდეთ. რა სარგებელია, სხეულს ვუმკურნალოთ, თუკი სულს წარვიწყმედთ, რა შენაძენია, აქ მცირე ნუგეში მივიღოთ და იქ საუკუნო ცეცხლში ეშმაკებთან ვიტანჯოთ”.

წმ. იოანე ოქროპირი (სნეულებათა მისნობის შესახებ)


IPB-ს სურათი



{ოკულისტებში ვგულისხმობ ექსტრასენსებს, მკითხავებს, ჯადოქრებს, ასტროლოგებს, სპირიტისტებს და სხვა }


საღმრთო წერილში, ძველსა და ახალ აღთქმაში, ოკულტიზმი, მისნობა, ჯადოქრობა, ვარსკვლავთმრიცხველობა, ცრუწინასწარმეტყველება ყველგან დაგმობილია უფლის მიერ. რჯულის კანონში მკითხავი, ისევე როგორც კაცის მკვლელი, ერთი და იმავე სასჯელის ზომით განიკანონება ეკლესიის წიაღიდან და მოუნანებლობის შემთხვევაში ანათემასაც გადაეცემა.


ოკულისტების საცდური



ოკულისტების მიერ წამოსული საცდური ორგვარია, ერთია ადამიანთა უმეცრებაზე დაფუძნებული მოხერხება და მზაკვრული ქმედება – ფარისევლობა და მეორეა ბოროტი სულის სასწაულები, რომელსაც შეუძლია ცრუ და დამღუპველი სასწაულებიც მოახდინოს. ზოგჯერ რაიმეს გამოცნობით ადამიანებს თავიანთი გავლენის ქვეშ აქცევენ და ასე ჩამოაშორებენ ცხონებას.


ოკულისტების ზებუნებრივი ძალის შესახებ



ადამიანს ღვთისგან უამრავი ძალა აქვს მინიჭებული, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ ვაკონტროლებთ. მეცნიერულად შეიძლება ბევრი რამ აიხსნას. თუმცა ყველას არა აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი ძალები ბოლომდე შეიმეცნოს. დღეს ადამიანი თავისი შესაძლებლობების მხოლოდ ათ პროცენტს იყენებს. როცა ადამიანი დაეცა და დაემონა ბოროტ სულს, ეშმაკიც მასთან შევიდა ურთიერთობაში. ამიტომ ადამიანი რასაც თავის თავში აღმოაჩენს, შეიძლება ბოროტი ძალების ზეგავლენა იყოს და აღმოჩნდეს ბოროტი სულების ბადეში გაბმული. ამიტომ თუ შევამჩნევთ, რომ გვაქვს რაიმე გამოვლენა, თუნდაც ბიოველები, უნდა მივიდეთ მოძღვართან, ვილოცოთ და უფლის ნებით ყოველივე ისე აღესრულდება, როგორც ჩვენი სულის ცხონებას შეესაბამება.


გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობის რეალურობის შესახებ



ე.წ. სულების გამოძახება და მათთან ურთიერთობა ილუზიაა, რეალობა კი ისაა, რომ სპირიტიზმის საშუალებით ადამიანი ბოროტ სულს, სატანას უკავშირდება და ამ სასწაულით მოხიბლული მთავარს – ცხონებას აკლდება.

წმ. მამათაგან ნათქვამია, თაფლით სავსე კასრში ერთი წვეთი შხამიც რომ ერიოს, ის საშიშია ადამიანისათვის. ეშმაკმა კიდეც რომ ბევრი სასწაული გვიჩვენოს, მას ძალუძს ერთი წვეთი ისეთი საცდურიც შეურიოს მრავალ მაცდუნებელ ცრუ-სასწაულებში, რომ ადამიანი დაღუპოს და უფლის მადლს ჩამოაშოროს.

თანამედროვე სპირიტიზმი არის მოძღვრება საიქიოსა და მასთან ურთიერთობაზე. იგი აცხადებს, რომ მატერიალური სამყაროს გარდა არსებობს სხვა, ასტრალური სამყაროც, რომელიც სიდიადითა და შესაძლებლობებით ჩვენსას აღემატება.

რა თქმა უნდა, ამ მატერიალური სამყაროს გარდა მართლმადიდებელი ქრისტიანებიც ვაღიარებთ, რომ არსებობს ზეციური სამყარო – ღმერთი და ანგელოზები, რომლებიც აღემატებიან ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე არსებობენ დაცემული ანგელოზებიც და დემონებიც, რომლებიც ასევე აღემატებიან ჩვენს შესაძლებლობებს და ცდილობენ, ადამიანები თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციონ და თავისუფლების მქონე ღვთის ხატად შექმნილ ადამიანს ჭეშმარიტი სარწმუნოება შეუცვალონ არასწორი და მადლს მოკლებული სარწმუნოებით.


ოკულისტების მიერ გამოთქმული სიმართლე



როდესაც ბოროტი სულები ანგელოზები იყვნენ, შეეძლოთ ჭეშმარიტება გამოეთქვათ. სპირიტიზმის საშუალებით, ამ რიტუალის ჩამტარებლებთან, ცხადდებიან არა მიცვალებულთა სულები, არამედ თავად ბოროტი სულები, რომლებმაც უწყიან იმ მიცვალებულის ხასიათი, მსოფლმხედველობა და მის მსგავსად ესაუბრებიან იმ ხალხს, რომლებიც სპირიტიზმის ქურუმებთან მიდიან. ადამიანს კი ჰგონია, რომ მას მიცვალებული ესაუბრება, სინამდვილეში კი ბოროტი სულია, რომელმაც ბევრი რამ იცის ამა თუ იმ პიროვნებაზე. ეკლესია ამიტომ უარყოფს ექსტრასენსების, სპირიტიზმის მიმდევრების, მისნების, მკითხავების და ვარსკვლავთმრიცხველების საქმიანობას. ისინი შეიძლება ბევრ რამეს მართალს ამბობენ, მაგრამ ამან შეიძლება ადამიანის სული დაღუპოს.


ოკულტიზმით გატაცება



ქრისტიანები ყველაფრის უარმყოფელები არ უნდა ვიყოთ. ბევრი რამ შეიძლება იყოს ამა თუ იმ სპორტში დადებითი. ადამიანს, ვინც ამ სპორტით არის დაინტერესებული, უნდა ჰყავდეს მოძღვარი და მისი დახმარებით ადვილად გაარჩევს, რა არის ამ სპორტში კარგი და რა ცუდი.

აღმოსავლური სპორტის ზოგიერთ სახეობებში არის მედიტაცია, რელიგიური რიტუალები, ბუდისტური ლოცვები. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები არ უნდა იყოს. ხოლო რაც გამაჯანსაღებელია იმ სპორტში, ამას ჩვენი ეკლესია მიიღებს.

წმინდა ბასილი დიდს აქვს ნაშრომი, თუ როგორ შეიძლება ბოროტი წიგნების გამოყენება. როგორც გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში წერია: სიყრმიდანვე მან დაისწავლა ბევრი საღვთისმეტყველო წიგნები და ასევე ამაქვეყნეული წიგნებიც და რაიცა ჯირკვალი იყო განაგდო და რაიცა კარგი იყო, შეიწყნარაო. ანუ, ქრისტიანს უნდა ჰქონდეს იმდენად დახვეწილი გონება და უნდა ჰყავდეს მოძღვარი, რომ შეეძლოს ადვილად გაარჩიოს თეთრი შავისაგან. ყველაფერში შეგვიძლია ვნახოთ დადებითი მარცვალი და ის შევიწყნაროთ.


აღმოსავლური მედიცინა



უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩინურ მედიცინას და მის დადებით მხარეებს ხშირად ახსენებს. ყველა რელიგიაში არსებობს მარცვალი ჭეშმარიტების და ბუნებრივია, ამის გამო მათი რელიგია არ უნდა ვაღიაროთ. თავად ღმერთის ჭეშმარიტების მარცვლები ბევრ რელიგიაში შეიძლება იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ამ რელიგიების ბადეში არ გაებმებოდა, ამიტომ ჩვენი ვალია, რომ გავარჩიოთ კარგი მარცვალი თუნდაც აღმოსავლურ რელიგიურ მედიცინაშიც. ბევრი რამე მისაღებია მედიცინის კუთხით, მაგრამ რიტუალები ჩვენთვის მიუღებელია და მის აღიარებას არც პატრიარქი და არც ეკლესია არ დაუშვებს.

იოგას მიმდევრები ჯვრის ნაცვლად ბუდისტურ ხის ბზით გაკეთებულ ფსკვნილს ატარებენ, ფსკვნილს ჩვენ ვუწოდებთ, თორემ ბუდისტური რელიგიის ნიშანია. ისინი, ფაქტობრივად, ტრადიციული რჯულის ნახევრად უარმყოფელნი არიან, რადგან გულზე ჯვარი აღარ უკეთიათ.


ქირომანტია (ხელისგულზე მკითხაობა)



ხელის გულზე მკითხაობამ შეიძლება ადამიანზე ცუდი გავლენა მოახდინოს. ქირომანტები ამბობენ, რომ ხელის გულზე ხაზი თუ სადღაც წყდება, ადამიანი ახალგაზრდა იღუპება. თუ მკითხავი ადამიანს ამას ეტყვის, არ არის გამორიცხული, რომ ფსიქოლოგიურად შეირყეს ან თუნდაც რაიმე დაემართოს, ან გულის შეტევით გარდაიცვალოს, ან ამ ფიქრებში ავტოკატასტროფა შეემთხვეს, ყოფილა შემთხვევები როცა ასე დაუსრულებიათ სიცოცხლე.

ჩემი მრევლის ერთ-ერთ წევრს მკითხავმა უთხრა, რომ ის ახალგაზრდობაში თავს ჩამოიხრჩობდა. ერთხელაც ჩამოკიდა ბაწარი და თავი გაუყარა, შემთხვევით მამა სამსახურიდან ადრე დაბრუნდა და შვილი გადაარჩინა.
შემდეგ მე მომიყვანა. ამ ახალგაზრდას ხმა ესმოდა: ადექი, გააკეთე, მოვიდა ის დრო, რასაც მკითხავი გეუბნებოდა, ასე მონა გახდა ეშმაკისა. ამ ისტორიას ქადაგებისას ხშირად ვიხსენებ და მკითხაობის სისაძაგლეს ვაჩვენებ მრევლს.

ჯადოქრები, ე.წ. პარაფსიქოლოგები ძველ და ახალ აღთქმაში შეჩვენებული არიან, უფრო მეტიც ისინი კაცის მკვლელებად ითვლებიან. ეს მკვლელები რეალური მკვლელებისგან განსხვავებით ადამიანს ღუპავენ სულითაც და ხორცითაც. ვინც მათი გავლენის ქვეშ ექცევა კარგავს ცხონებას და სულს იღუპავს. შეიძლება ხორციელად განიკურნონ, მაგრამ ეშმაკს შეუძლია ერთი დაავადება მეორეთი შეცვალოს და ადამიანის სული დაღუპოს. რად გვინდა ეგეთი გადარჩენა ხორცისა, რომელიც სულის დაღუპვას ეფუძნება. უფალი ამბობს, გეშინოდეთ იმისა, ვისაც სულისა და ხორცის მოკვლა შეუძლია და ნუ გეშინიათ მათი, ვისაც მხოლოდ ხორცის მოკვლა შეუძლია. ეშმაკს შეუძლია ადამიანის მხოლოდ ხორცი მოკლას, მას არ აქვს ძალაუფლება სულზე და სულისა და ხორცის მოკვდინება ღმერთს შეუძლია და მისი გვეშინოდეს.


კოსმოსთან კავშირი


IPB-ს სურათი

დაცემული დემონები, რომლებიც ანგელოზები იყვნენ, სწორედ კოსმოსში არიან გაბნეულნი. ჩვენ უნდა განვასხვავოთ კოსმოსი და ზეცა, ღმერთი და ანგელოზები ზეციურ სამყაროში არიან და ცა განსხვავდება ზეცისგან, ცა სხვა არის და ზეცა სხვა. ცაში, ანუ კოსმოსში განბნეულნი არიან ბოროტი სულები, ეშმაკები. რა თქმა უნდა, მათ ადამიანებთან კავშირი აქვთ, ბევრი ჰყავთ დამონებული ე.წ. მსახურები. სწორედ მისნებითა და სხვადასხვა ჯადოქრობებით ცდილობენ ადამიანთა სულებზე გავლენის მოხდენას და ისინი ახვევენ თავიანთ დამღუპველ სულიერ ბადეში ადამიანებს.


რატომ მოუწოდებენ ხშირად ოკულისტები მათთან მისულ ადამიანებს ეკლესიაში სიარულიკენ



ასეთი მაცდური ადამიანის ტაძარში სიარული შეიძლება უმეცრების შედეგიც იყოს, რადგან შეიძლება არც ესმოდეს, რომ ეშმაკის ბრმა იარაღად არის ქცეული და მისნობა პატივადაც კი მიაჩნდეს. ხშირ შემთხვევაში კი ტაძარში შეგნებულად მოდის, რათა, როგორც სახარებაშია ნათქვამი, უფლის გამორჩეული მორწმუნეები აცდუნოს. ეშმაკის მთავარი მიზანია, რომ ღვთის გზაზე მიმავალი ადამიანთა სულები დაღუპოს და არა ისინი, რომლებიც არც კი ცდილობენ სულის ცხონებას და არც ბოროტი სულის არსებობა სწამთ.

როგორც აღვნიშნეთ, ეშმაკს და მის მსახურებს მონათლული და მირონცხებული ადამიანის სული უნდა, რომ თავის გავლენაში მოაქციოს და დაღუპოს, თორემ მოუნათლავი ადამიანი ისედაც არ დგას ცხონების გზაზე. ეშმაკისა და მისნების მთავარ სამიზნეს მართლმორწმუნე წარმოადგენს.

სამების ტაძრის დეკანოზი იაკობ აბაშიძე


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
GIORGI LELUASHVILI   ოკულტიზმი   Aug 15 2011, 06:02 PM
A.V.M   აუ ოკულტიზმზე ოსიპ...   Aug 15 2011, 06:47 PM
Kanishtha-Adhikar   თუ ნებას მომცემთ, მ...   Aug 15 2011, 07:55 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar საინტერესო ...   Aug 15 2011, 09:20 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M არ შეგიძლია რომ ...   Aug 15 2011, 11:37 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI აგერ ერთ-ერ...   Aug 16 2011, 02:25 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios ეს შენი სიტყვებ...   Aug 16 2011, 06:55 AM
georgios   GIORGI LELUASHVILI ჩემია. სხვი...   Aug 16 2011, 10:08 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios კაია მაშინ:) ლინ...   Aug 16 2011, 03:29 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI იცი მართლმა...   Aug 16 2011, 06:33 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar მგონი ოკულტ...   Aug 16 2011, 08:04 PM
Kanishtha-Adhikar   GIORGI LELUASHVILI ხო რა; ყოველ ...   Aug 17 2011, 03:29 PM
GIORGI LELUASHVILI   Kanishtha-Adhikar ეხლა გადავხ...   Aug 24 2011, 08:21 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI თავისთავა...   Aug 24 2011, 08:43 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ხო გასაგებია მა...   Aug 24 2011, 08:59 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI თავისთავა...   Aug 24 2011, 09:02 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios კი სწორი ხარ და ...   Aug 24 2011, 09:08 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI მაგალითად, ...   Aug 24 2011, 09:10 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ეხლა მე ნამდვი...   Aug 24 2011, 09:12 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ამას კარგა...   Aug 24 2011, 09:17 PM
starscream   Kanishtha-Adhikar ვერაფრით ვე...   Aug 24 2011, 09:19 PM
Kanishtha-Adhikar   Kanishtha-Adhikar ვერაფრით ვე...   Sep 14 2011, 07:56 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios გასაგებია:) starscream...   Aug 24 2011, 09:24 PM
georgios   საყურადღებოა, რომ ...   Aug 24 2011, 11:04 PM
ქევანა   GIORGI LELUASHVILI იი, არ დაგიხ...   Aug 25 2011, 08:01 PM
georgios   ქევანა ოკულტურ მი...   Aug 25 2011, 08:07 PM
ქევანა   georgios ყოველ შემთხვევ...   Aug 25 2011, 08:10 PM
georgios   ქევანა მერე ვინ უთ...   Aug 25 2011, 08:20 PM
GIORGI LELUASHVILI   ქევანა georgios რას რა ...   Aug 26 2011, 12:18 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI შენთვის ამ...   Aug 26 2011, 01:20 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios შეგიძლია მიპას...   Aug 26 2011, 01:46 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ვედები არი...   Aug 26 2011, 01:51 PM
ikanosi   განგანათლეს უკვე? :...   Aug 26 2011, 02:37 PM
terra   განგანათლეს უკვე? :...   Aug 26 2011, 02:43 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios გასაგებია, მაგ...   Aug 26 2011, 02:38 PM
georgios   ikanosi terra არა, არ ვაპირ...   Aug 26 2011, 02:54 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi terra ბიჭო, ბიჭო რა ...   Aug 26 2011, 02:57 PM
georgios   ისე როგორი რთული წ...   Aug 26 2011, 03:17 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios :D ოღონდ რამენაი...   Aug 26 2011, 03:35 PM
terra   georgios :D ოღონდ რამენა...   Aug 26 2011, 03:55 PM
GIORGI LELUASHVILI   terra :D :D :D ჰაააჰაჰაჰა:D ...   Aug 26 2011, 03:57 PM
terra   GIORGI LELUASHVILI კარგი.   Aug 26 2011, 03:59 PM
A.V.M   :D :D :D ისე ბოლო ხან...   Aug 26 2011, 08:37 PM
georgios   A.V.M მართლმადიდებელ...   Aug 27 2011, 03:20 PM
A.V.M   georgios ეჭვი კი არა კაც...   Aug 27 2011, 08:44 PM
georgios   A.V.M ამ თემაში მაგ სა...   Aug 27 2011, 08:54 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ანუ ჩემ მართლმა...   Aug 27 2011, 09:55 PM
A.V.M   ხო იცი რომ არ მეპარ...   Aug 31 2011, 09:32 PM
georgios   A.V.M ალბათ უფრო შეყვ...   Sep 1 2011, 12:29 AM
A.V.M   მე სხვა რამეს ვამბ...   Sep 1 2011, 09:53 AM
georgios   A.V.M რაღა შენიშვნა, კ...   Sep 1 2011, 11:08 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios ვაა, ეს რა მაგრა...   Sep 3 2011, 03:07 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI იმიტომ, რომ...   Sep 3 2011, 11:03 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios აბსოლუტურად გე...   Sep 3 2011, 11:28 PM
georgios   A.V.M მაგ პერიოდებს თ...   Sep 3 2011, 11:33 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ეს მგონი უკვე ფა...   Sep 4 2011, 11:17 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI რატომ? სწორ...   Sep 4 2011, 11:21 PM
georgios   ვერ ვხვდები, წიგნი...   Sep 4 2011, 11:24 PM
ikanosi   georgios არამართლმადიდ...   Sep 4 2011, 11:25 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi შენ მასზე უარე...   Sep 4 2011, 11:28 PM
georgios   ikanosi თუ მე ქრისტიანი...   Sep 4 2011, 11:28 PM
GIORGI LELUASHVILI   ikanosi სწორია, მაგრამ ...   Sep 4 2011, 11:29 PM
ikanosi   GIORGI LELUASHVILI ზემოთ დავწ...   Sep 4 2011, 11:30 PM
georgios   ikanosi გააჩნია რა საკ...   Sep 4 2011, 11:34 PM
A.V.M   მეც საკმაოდ მაქვს ...   Sep 4 2011, 11:34 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M რტყობა ეგ პიროვ...   Sep 4 2011, 11:39 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M აბა ყველამ ჩვენ ...   Sep 4 2011, 11:52 PM
georgios   ოკულტური ლიტერატუ...   Sep 4 2011, 11:58 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios სად შეიძლება ა...   Sep 4 2011, 11:58 PM
A.V.M   ლელუაშვილი სკაიპშ...   Sep 5 2011, 12:00 AM
georgios   GIORGI LELUASHVILI ინტერნეტში...   Sep 5 2011, 12:01 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios არც ეს იცი სად ი...   Sep 5 2011, 12:03 AM
georgios   GIORGI LELUASHVILI ბოლო დროს პ...   Sep 5 2011, 12:08 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios უკვე მაინტერეს...   Sep 5 2011, 12:21 AM
georgios   GIORGI LELUASHVILI რთულია თეო...   Sep 5 2011, 12:26 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios და როცა შენ ამა...   Sep 5 2011, 12:29 AM
georgios   GIORGI LELUASHVILI რას ამბობ, თ...   Sep 5 2011, 12:31 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios გასაგებია, მაგრ...   Sep 5 2011, 12:39 AM
georgios   GIORGI LELUASHVILI სხვათა შორ...   Sep 5 2011, 12:49 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios ან რაღაც დიდი ს...   Sep 5 2011, 12:52 AM
georgios   GIORGI LELUASHVILI არა, არ უქრო...   Sep 5 2011, 12:53 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios ან ბოლომდე უნდა...   Sep 5 2011, 01:01 AM
georgios   GIORGI LELUASHVILI რაც საჭირო...   Sep 5 2011, 01:03 AM
GIORGI LELUASHVILI   ერთი სიტყვით გავეც...   Sep 5 2011, 01:11 AM
georgios   GIORGI LELUASHVILI კი, მაგრამ ...   Sep 5 2011, 01:16 AM
GIORGI LELUASHVILI   georgios თვითონ პიროვნე...   Sep 5 2011, 12:12 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI მე საერთოდ ...   Sep 5 2011, 12:13 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ნეტა მეც ასე ვი...   Sep 5 2011, 12:25 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI გამომუშავე...   Sep 5 2011, 12:32 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ეხლა არ მითხრა ...   Sep 5 2011, 12:51 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ნწუ. მაგრამ ...   Sep 5 2011, 12:52 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ასტრონომია კი, ...   Sep 5 2011, 01:12 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI მაგრამ არც ...   Sep 5 2011, 04:24 PM
A.V.M   ეშმაკი უქრის,ეშმა...   Sep 5 2011, 07:00 PM
GIORGI LELUASHVILI   georgios ეს რათქმაუნდა...   Sep 5 2011, 07:54 PM
GIORGI LELUASHVILI   შეგიძლიათ ვინმეს რ...   Sep 14 2011, 07:18 PM
Kanishtha-Adhikar   შეგიძლიათ ვინმეს ...   Sep 14 2011, 08:27 PM
georgios   GIORGI LELUASHVILI ექსტაზი არ...   Sep 14 2011, 07:45 PM
A.V.M   ეხლა გუგლში ჩავწერ...   Sep 14 2011, 07:51 PM
georgios   A.V.M ექსტაზის მდგომ...   Sep 14 2011, 07:54 PM
2 გვერდი V  1 2 >


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 05:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი