თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ საზღვარგარეთის ქართული სიახლენი...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 21 2008, 03:39 PM

ვფიქრობ, რომ ასეთი თემა საჭიროა განყოფილებაში...

გავუზიაროთ ერთმანეთს ახალ-ახალი ინფორმაციები ქართველების მონაწილეობით,
ქართველების მიერ/ ან საქართველოს საპატივსაცემოდ,
საზღვარგარეთ მოწყობილ სამეცნიერო umnik3.gif თუ კულტურულ whistling.gif ღონისძიებათა შესახებ.

ხოლო შემდეგ, ვისაც ხელი მიგიწვდებათ, შედეგების მოკლე შეჯამებაც აქვე ვიხილოთ d_canon.gif



აბა იაქტიურეთ...

რაღაც ინფორმაციები მეც მაქვს და დავწერ მალე...

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 03:43 PM

კატ,

ეკლესიაში მომცეს რაღაც ბროშურა ქართული "შეხვედრების", კონცერტების და რა ვიცი, ათასი ამბების შესახებ. დარწმუნებული ვარ სადღაც მაქვს კიდევ და დავწერ მერე (უახლოეს მომავალში biggrin.gif ).

კაი თემაა yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 04:13 PM

ვიწყებ smile.gif

Georgishe Kulturwoche Mai-Juni 2008, ქართული კულტურის კვირეული , ფრანკფურტში NordWestZentrum-ში გაიხსნა დღეს.

23-26.05 ქართული ტრადიციული ხელნაკეთობები, 18:00-20:00, მონაწილეობის მიღება ღირს 30 €, შედის საჭირო მასალებიც.

NordWestZentrum, TITUS-FORUM, Foyer,
Wallter-Möller-Platzt 2,
60439 Frankfurt am Main

(*სადაც მისამართი არ იქნება მითითებული, იგულისხმება ზემოთ დაწერილი მისამართი)

23.05

19:00 საქართველო გეპატიჟებათ, ავთანდილ გურგენიძის სლაიდშოუ, შესვლა უფასო

19:00 ქართული ცეკვები და სიმღერები, ალსაბლი "მერანი" და "საგალობლები". ფასი 15 €.

20:00 ეგვიპტე და კოლხეთი - იდუმალი პარალელები, გიორგი ბანძელაძის ვიდეოჩანაწერები, უფასო.

23:00 თემო რცხილაძის დისკოთეკა, 8€

Disco Club X.O.,

Kleine Rittergasse 14-20,
(Paradieshof), 60594 Frankfurt/Alt Sachsenhausen

(*გავაგრძელებ)

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 04:30 PM

24-25.05 ქართული ცეკვის სემინარი , საკონტაქტოდ დაუკავშირდით mario.hecker@lag-tanz-hessen.de

27.05 ქართული სამზარეულო, რესტორანი KRETA, tel.: 069 78 28 21, (ადგილების რაოდენობაა 65),

Hausener Weg 17, 60489 Frankfurt/Rödelheim.

28.05 სემინარი გოეთეს ინსტიტუტში , პროფესორ თანდაშვილის და გიპერტის მოხსენებები, იწყება 19:00, შესვლა უფასო. მისამართი :

Johann-Wolfgang-Goethe-Universität Frankfurt, Campus Bockenheim, neue Mensa Konferenzraum 3, 1.OG.

15.06 კლასიკური კონცერტი, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი. ფასი 15€, დასაწყისი 19:00.

INternationales Theater Frankfurt, Hanauer Landstrasse 7,

16.06 გამოსამშვიდობებელი საღამო

17:00 გამოსამშვიდობებელი გამოსლების შემდეგ ქართული კონცერტი, ანსამბლი "მერანი".

19:00 თეატრალური დადგმა "მარლენე დიტრიხი" , აბაშიძის სახ. თეატრი თბილისიდან, ფასი 15€.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 21 2008, 04:33 PM

nana_007
ნან ოქროს ადამიანი ხარ! a025.gif ზუსტად ასეთი ინფორმაციების მოგროვება მინდოდა აქ.
გაიხარე!

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 21 2008, 04:35 PM

იცოცხლე , ქეთევან yvavilebi.gif

თუ ფიქრობ , რომ "დიზაინი" უკეთესი შეიძლება იყოს , იქნება შენ ჩაასწორო, მე არ შემიძლია რაღაც მიზეზების გამო smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 21 2008, 04:37 PM

nana_007
მთავარი შინაარსია, თუმცა დიზაინიც ძალიან მომწონს ki.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: May 21 2008, 05:56 PM

აუ მეც მაინტერესებს.. user.gif
სადმე რა წიგნი გამოვიდა საქართველოს შესახებ, ან რა კულტურული სიახლე იყო.. smile.gif

გენაცვალე კატე biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 3 2008, 05:31 PM

ამ ინფორმაციის მოწოდებისათვის, დიდი მადლობა ჩვენს ფორუმელ Bodbeli -ს


ძ ვ ი რ ფ ა ს ო თ ა ნ ა მ ე მ ა მ უ ლ ე ნ ო !

კვირას, 8 ივნისს, 18:00 საათზე გიწვევთ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი
მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე!

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმებიან გერმანიაში მცხოვრები და მოღვაწე ქართული საზოგადოების წარმომადგენლები და საქართველოს მეგობრები.

მოწვეულ საპატიო სტუმართა შორის არიან მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი თამაზ ლომიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ბატონი ლევან დუჩიძე, გერმანიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ბატონი პეტრე ჰილებრანდი, სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარეები ბატონები ვახტანგ ჩხაიძე და ქრისტეფორე კირკიტაძე, სათვისტომოს საპატიო წევრები ქალბატონი თინა პატარიძე, ქალბატონი ელიზაბეთ გასთი, ქალბატონი თამარ და ბატონი რიხარდ ვესტები, ბატონი ექვთიმე ენდელაძე და კონკურსის – “გერმანიის საუკეთესო ქართველი სტუდენტი 2008” – სპონსორი კომპანიის დირექტორი ბატონი მარკუს რაინდლი. ასევე მოწვეულები არიან გერმანიაში მოქმედი ქართულ-გერმანული საზოგადოებების წარმომადგენლები.

ზეიმზე გერმანიის 2008 წლის საუკეთესო ქართველ სტუდენტს მიენიჭება “წლის საუკეთესო სტუდენტის” წოდება და გადაეცემა ფულადი საჩუქარი.

აქვე გაეცნობით საქართველოში, მესხეთში, სათვისტომოს მხარდაჭერით ჩატარებული კონკურსის “გერმანია მეგობრების ქვეყანა” გამარჯვებულ მოსწავლეს, რომელიც სათვისტომოს მიერ დაჯილდოვდა 2 თვით გიმნაზიაში სწავლის შესაძლებლობით მიუნხენში.

ტრადიციისამებრ მოეწყობა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები, მიუნხენის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიასთან არსებული გუნდი და საკვირაო სკოლის მოსწავლეები. წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები.

მოეწყობა საგამოფენო კუთხე აფხაზეთის ცნობილი მოვლენებისა და კულტურულ ისტორიული მემკვიდრეობის ასახვისათვის, ასევე მოგაწვდით ინფორმაციას რუსეთის გააქტიურებული აგრესიული პოლიტიკის შესახებ საქართველოში. ზეიმს დაასრულებს ტრადიციული ბუფეტი და სასმელები. ბოლოს კი მოეწყობა ახალგაზრდული დისკოთეკა.

გთხოვთ მობრძანდეთ!

პატივისცემით,
ლერი დათაშვილი
გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე


ზეიმი გაიმართება შემდეგ მისამართზე:
St. Severin Kirche, Poststrasse 8, 85748 Garching (bei München) (ამოხვალთ U6-ის გაჩერება “Garching”-ის “Rathaus”-ის მხრიდან, +350მ. საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 01735849058)

კონცერტზე დასწრების ფასია 10 ევრო. (სტუდენტებისა და Au-Pair-ებისათვის - 5 ევრო). ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება დარბაზის შესასვლელთან.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 3 2008, 05:39 PM

ციტატა
ქრისტეფორე კირკიტაძე


ბოდბელი,

ეს "ბამბია" ? ძმა არის თუ მამა სევარიონ კირკიტაძის (ცნობილი პროკურორი გერმანიაში, აქვს ტელეგადაცემებიც wub.gif)

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jun 3 2008, 05:41 PM

მამაა იმ ცნობილი კირკიტაძის

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 17 2008, 08:21 PM


რეზო ჩხიკვიშვილის თეატრი კიოლნშიიი . . .

http://www.georgienseite.de/index.php?cmd=script&link=magazin/termine.php&t_cmd=einzeln&id=695
Stunde Null - Vol. I-III mit Reso Tschchikwischwili

Aufführungen: am 19., 21. und 22. Juni.
Halle Kalk (Schauspiel)
Neuerburgstraße
51103 Köln
Telefon: 0221 22128400
Fax: 0221 22128249


მე წავაალ dans2.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 21 2008, 05:27 AM

ციტატა(nana_007 @ May 21 2008, 04:13 PM) *

ავთანდილ გურგენიძის სლაიდშოუ, შესვლა უფასო

http://www.avtogurgenidze.ge/ thumbs.gif

ავთო გურგენიძე გვერდში და ირგვლივ "თუთარჩელა"

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jul 6 2008, 07:42 PM

მოკლედ, მზადდება გამგზავრება მიუნხენიდან უდინეში(იტალია) ავტობუსით, სადაც 10 სექტემბერს გაიმართება შეხვედრა იტალიის და საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ნაკრებებს შორის.მოგვიანებით შეგატყობინებთ უფრო დაწვრილებით.

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jul 23 2008, 01:19 AM

როგორც უკვე გამცნეთ, სექტემბერში ეწყობა გამგზავრება იტალიაში ჩვენი ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ. გთხოვთ შეატყობინეთ უცხოეთში მყოფ თქვენს ნაცნობებს. გერმანიის გარედან გერმანიაში დასარეკად საჭიროა გერმანიის კოდი, ასე რომ უცხოეთიდან შემდეგი ნომერი უნდა აკრიფოთ: 49 176 23 7000 68





http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 23 2008, 02:32 AM

Bodbeli
გაიხარე ზურა ინფორმაციისთვის! ძალიან იაფი გამოდის აქაური ფასებით და წესით კი უნდა წამოვიდნენ ქართველების მხარდასაჭერად ხალხი!

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jul 23 2008, 03:11 AM

Bodbeli
საქართველოდან შევძლებ უპრობლემოდ რომ ჩამოვიდე? ანუ საელჩოში ვიზას უპრობლემოდ ჩამირტყამენ? blink.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jul 24 2008, 12:43 AM

შოთაძე

ციტატა
საქართველოდან შევძლებ უპრობლემოდ რომ ჩამოვიდე? ანუ საელჩოში ვიზას უპრობლემოდ ჩამირტყამენ? blink.gif

არა, ნამდვილად არა ჩაგირტყავენ ვიზას ამისთვის - სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Aug 14 2008, 09:01 PM

ყველას მოგვეხსენება რა დაძაბული მდგომარეობაა საქართველოში. მიუნხენში მცხოვრები ქართველები, თავის მხრივ ცდილობენ სოპროტესტო აქციებით დაგმონ რუსეთის ქმედება საქართველოში. სამშაბათს 3 ავტობუსით(დაახლოებით 150 კაცი) გავემგზავრეთ ბერლინში, სადაც ჩატარდა დიდი საპროტესტო აქცია რუსეთის საელჩოსთან, საფრანგეთის საელჩოსთან და გერმანიის კანცლერის რეზიდენციასთან(Kanzleramt). აქცია იმდენად გრანდიოზული გამოვიდა, რომ ყველა იქ მოსული გაკვირვებას ვერ მალავდა: დაახლოებით 1000 კაცი შეიკრიბა.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Aug 14 2008, 09:33 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 15 2008, 01:07 AM

ზურა
ყოჩაღ თქვენ, რამხელა მსვლელობა მოგიწყვიათ, გიცანი დროშით ხელში.

ჩვენ 3 დღე გადაბმულად ვაწყობდით.

შაბათს კარლსრუეშია დაგეგმილი, ალბათ იქით წავალთ.

კვირას კი თქვენსკენ მოვდივართ, წირვაზე.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 15 2008, 09:22 AM

რადიკალ რუზე ატვირთულ სურათებს ჩვენ ვერ ვნახულობთ, ჩემო საყვარელო ხალხოsad.gif

kiss1.gif

იქნებ სხვა სერვერზე ატვირთოთ smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Aug 15 2008, 12:20 PM

http://www.youtube.com/watch?v=UlwvdrJ2y1E

შტუტგარტის აქცია smile.gif

iako

მეც წამოვალ კარლსრუეში და მიუნხენში smile.gif

პმ-ით შემეხმიანე



ეს ისევ შტუტგარტი:

http://www.youtube.com/watch?v=U3YXhqqosss

მაინის ფრანკფურტი:

http://www.youtube.com/watch?v=Uod8SU-jFjU

ბერლინი:

http://www.youtube.com/watch?v=eFRERyiST2I
http://www.youtube.com/watch?v=0_PWd2h1vSo&feature=related

მიუნხენი:

http://www.youtube.com/watch?v=gHo0-zmHuy8


პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Aug 15 2008, 02:26 PM

iako
მიხარია რომ გინახულებ კვირას, იქნებ გააგებინო კარლსრუეს აქციაზე, რომ მიუნხენის ქართული ეკლესიის ინიციატივით გროვდება დახმარება და რომ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიონ: www.eklesia.de

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Aug 15 2008, 03:18 PM

k@the
ყველაფერი კარგად იქნება

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Aug 15 2008, 05:59 PM

Bodbeli
გენაცვალეთ!!!!

აქეთკენ არაა აქცია ? დუსსელდორფი ან კიოლნი... sad.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 15 2008, 07:24 PM

ზურა
ეს ფონდი ვიცით, ფული ცვენიდან მანდ ირიცხება.
შემოწირულობის ყუთი გვინდა რომ წავიღოთ კარლსრუეში.


ქეთ
ჩვენც გვენატრები, თავს გაუფრთხილდი 2kiss.gif


პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Aug 16 2008, 09:27 PM

bavSvebo karsruheshi rodisaa, me kaiserslauternshi var da ki shevzlebdi maqet wamosvlas

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Aug 18 2008, 02:42 PM

დიდი ბოდიში ირმა ვერ გამოგეხმაურე. შენი პოსტი მხოლოდ დღეს წავიკითხე. რომ შემეტყობინებინა კარლსრუეს შესახებ.

ეს დღეები კომპისთვის არ მეცალა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 29 2008, 02:57 PM

აქეთაც გადმოვიტან, ჩვენი ფორუმელი gugua - ს პოსტს

ციტატა
პატივცემულო მეგობარო,
თქვენი და ყველა თქვენი წევრების დახმარება გვჭირდება
გთხოვთ გაავრცელოდ შემდეგი ინფორმაცია ყველა თქვენ სათვისტომოს წევრებს, რომ ჩავატაროთ უნიკალური ღონისძიება. ვაპირებთ თავი მოვუყაროთ 1000 ადამიანზე მეტს.

საქართველოსთან სოლიდარობის საღამო

ხუთშაბათს 18 სექტემბერს 20 სთ-ზე მადლენის ეკლესიაში (Paris 8e)

მსოფლიო დონის ხელოვნები (მომღერლები, მსახიობები...) მხარში გვიდგანან… ჩვენი გვჭირდება თქვენი თანადგომა, თქვენი დასწრება. შეატყობინეთ მეგობრებს.

რამდენიმე დღეში მოგაწვდით დამატებით ცნობებსა და დაზუსტებებს ადგილების დასაჯავშნად.

შეგროვებული თანხა მთლიანად მოხმარდება ლტოლვილებს.

ოთარ ზურაბიშვილი, ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე საფრანგეთში
33 6 85 42 21 11 - othar_z@hotmail.com

ქვეთავი 87. www.fereidani.ge

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 29 2008, 04:41 PM

ყურადღება!!!

გაწვდით ინფორმაციას.

---------------

საქართველოს მხარდასაჭერად


1 სექტემბერს ტარდება დიდი აქცია ბრუსელში.


გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის (Düsseldorf) მთავარი სადგურიდან გადის ავტობუსი.

იკრიბებიან ქართველობა. მათთან ერთად იქნება მამა ისე.


შეკრება, 9 საათზე, დიუსელდორფის მთავარი სადგურის ცენტრალური გასასვლელიდან მარჯვნივ 'Burger King' -თან.

უკან დავბრუნდებით საღამოს იმავე ავტობუსით! მგზავრობის (წასვლაც და წამოსვლაც!) ღირებულება 20 ევრო!


14:00 -ზე იწყება ევროპარლამენტის საგანგებო სხდომა, რომელზეც ქართველთათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი უნდა გადაწყდეს.


საქართველოს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება!


წამოსვლის მსურველები დროულად დამიკავშირდით ტელეფონზე 01786515830

პატივისცემით, ირაკლი წ.

-----------------


პოსტის ავტორი: zeppelin თარიღი: Aug 30 2008, 09:25 AM

ამერიკაში არავინ არის ფორუმელი?

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Dec 20 2008, 02:03 AM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Jan 12 2009, 12:10 AM

გამარჯობათ, მინდა მეც რაგბიზე დასწრება, მაგრამ რატომ უნდა ჩამოვიდე მუნხენში, აქვეა ყურისძირში ჰაიდელბერგი, არ შეიძლება რომ პრდაპირ ბაქანზე შეგხვდეთ?

პოსტის ავტორი: Nikoloz_ თარიღი: Jan 12 2009, 12:47 AM

საინტერესო ინფორმაცია თქვენთვის..

არვიცი შეიძლება ეგ სხვა თემაშიც დამეწერა, მაგრამ შესაბამისი კატეგორია ვერ ვიპოვე...

საქართველოს საპატრიარქო აპირებს ამერიკაში გახსნა ქართული ეპარქია...2 კვირის ცინ ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, დიმიტრი აშშ-ში იმყოფებოდა...მეუფემ იქ მოინახულა ემიგრანტი ქართველები და რამდენიმე საქმიანი შეხვედრაც გამართა...მისი ინფორმაციით შტატებში დაახლოებით 120 000 მდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს...ქართული დელეგაცია რამდენიმე სტატში იმყოფებოდა, სადაც ისინი შეხვდნენ ქართველებს...

უმეტესობა მართმადიდებლურ ტაძარში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ნამყოფი..არსებული ინფორმაციით ამჟამად ნიუორკში წმ. ნინოს მოქმედი ტაძარია, მაგრამ ყველა ვერ ახერხებს იქ მისვლას...

ეპარქიის შექმან უწინარეს ყოვლისა ითვალისწინებს ქართველებისათვის დახმარების გაწევას..როგორც ვიცით, ამ ადამიანებს ძალიან სჭირდებათ დახმარება...

მინდა გითხრათ, რომ საპაქტრიარქომ ქართველი ბინესმენების დახმარებით უკვე შეიძინა ტერიტორია, სადაც სამონატრო კომპლექსი იქნება (მონასტერი უკვე არსებობს ამ ტერიტორიაზე, ის კათოლიკური ეკლესიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ უსახსრობის გამო აღნიშნულმა მიმდევრობამ 1 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი გადასყიდად გაიტანა)...


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 12 2009, 04:02 AM

ნიკოლოზ, ძალიან კარგი ინფორმაციაა, თუმცა აქამდის ამერიკა არაოფიციალურად შედიოდა დასავლეთ ევროპის ეპარქიის იურისიდიქციაში, და 2 ეკლესიისათვის ახალი ეპარქია არა მგონია გახსნან... ვნახოთ smile.gif
მე იმაზე ვიცინე, ზემოთ რომ წერია : "ალკოჰოლის მიღება აკრძალულიაო"...
თუ არ დაუწერე ვერ მიხვდებიან sad.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jan 12 2009, 04:20 AM

ციტატა
გამარჯობათ, მინდა მეც რაგბიზე დასწრება, მაგრამ რატომ უნდა ჩამოვიდე მუნხენში, აქვეა ყურისძირში ჰაიდელბერგი, არ შეიძლება რომ პრდაპირ ბაქანზე შეგხვდეთ?


როგორ ფიქრობ, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს? რათქმა უნდა შეიძლება და მაგას რა შეკითხვა უნდა, ჩემო კარგო biggrin.gif .
თუ ბილეთების შეძენას ვერ შეძლებ, მე დაგეხმარები.


ციტატა
მე იმაზე ვიცინე, ზემოთ რომ წერია : "ალკოჰოლის მიღება აკრძალულიაო"...
თუ არ დაუწერე ვერ მიხვდებიან

დაუწერე კი არა, ზოგს შეიძლება მილიონჯერ რომ უთხრა, მაინ ვერ მიხვდეს biggrin.gif , სამწუხაროდ.
ბოლოს იტალიაში ისეთ დღეში ჩამაგდეს, რომ იტალიელებმა დაცინვა დაგვიწყეს, სამწუხაროდ. ამიტომ იძულებული ვიყავი ასე პირდაპირ დამეწერა.

პოსტის ავტორი: Nikoloz_ თარიღი: Jan 12 2009, 08:49 PM

კაიროს


უკვე გადაწყვეტილია ეპარქიის შექმნა..თავიდან ორი ეკლესია იქნება და მერე ღვთის წყალობით 20....


ეპაქრიის ერთ-ერთი საზრუნავი იქნება ქართველის მდგომარეობა შტატებში..

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ქართველი სასულიერო პირი მიდის შტატებში

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 13 2009, 06:56 AM

ღმერთმა გისმინოს smile.gif

იმედია კანდიდატურებიც ( მოძღვრების ) შესაბამისი მაღალი მომზადების იქნება

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Jan 14 2009, 06:32 PM

კეთილი, ჯერ გავარკვიო თუ მამა თამაზი შტუტგარტში წირვას ჩაატარებს 7 თებერვალს თუ არა,
და... ბილეთები რა ძნელი საშოვია. ეგ შეკითხვა ვიშოვი თუ არა ბილეთს არ დამისვია ჩემი თავისთვის biggrin.gif
ჩამოვყალიბდები და შეგეხმიანებით ზემორენომერზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jan 16 2009, 01:04 AM

ირმა როგორ ხარ? დაუბრუნდი გერმანიას smile.gif
რატომ არ უნდა ჩაატაროს მაამ თამაზიმ წირვა. მე რამდენადაც ვიცი ჩამოვა მამა თამაზი შტუტტგარში.



პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jan 20 2009, 04:13 AM

ეს განცხადება ეკუთვნის გერმანიის ქართულ სათვისტომოს მიუნხენში:


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 20 2009, 04:48 AM

მაგარია , მილანშიც არის 25 იანვარს შეხვედრა smile.gif

ოღონდ ბოდბელი, იცი რა თვისება მაქვს? თვალი ეგრევე ამოიცნობს ხოლმე შეცდომით დაწერი სიტყვას, როგორც კი შევხედე მაგ განცხადებას, ეგრევე მერტი ( მეტრის ნაცვლად) და მერტო მეტროს ნაცვლად მომხვდა თვალში, თითქოსდა საკმარისი არ იყოს ბოლოში დაგვირგვინებულია გერმანიის ნაცვლად "გერამნიის" მიერ ( არ კითხულობენ დაბეჭდვისას?) biggrin.gif
ისე არც "კითხვების შემთხვევა" მექართულება, მაგრამ იმ სამზე კი მაგრად ვიცინე biggrin.gif
არ გაბრაზდე ახლა smile.gif
ემიგრანტული ლაფსუსებია ეგ, და აქაც ხდება ხოლმე.
იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 20 2009, 02:24 PM

KAIROS

არადა წავიკითხე და სწორად წავიკითხე, მეთქი რას წერს კაიროსითქო გადავამოწმე და მართლა შეცდომითაა biggrin.gif

ხდება ხოლმე, ალბათ სიჩქარეში.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 20 2009, 02:27 PM

k@the

ციტატა
ხდება ხოლმე, ალბათ სიჩქარეში.

და რა წერია საერთოდ? მე სამსახურიდან ვერ ვხედავ რუსულ სერვერებზე ატვირთულს , დაწერეთ რა რა უნდა მიუნხენის სათვისტომოს smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 20 2009, 02:36 PM

გადმოვწერ ნანა,



შაბათს, 24 იანვარს, 16 საათზე, გერმანიის ქართული სათვისტომო
გიწვევთ საზეიმო შეხვედრაზე.

მისამართი: St Severin Kirche, Poststr. 8, 85748
Garching (bei München), 350 მეტრი მეტროს გაჩერება
Garching U6 -დან. ამოსასვლელი Rathhaus-ის მხარეს.

კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ: 0173 58 450 58

ბილეთის ფასი 10 ევრო, სტუდენტებისა და Au-Pair-ებისთვის 4 ევრო.

პატივისცემით, გერმანიის ქართული სათვისტომო მიუნხენში.




პ.ს. შეცდომები შევასწორე biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 20 2009, 04:02 PM

k@the
მადლობთ კატ smile.gif yvavilebi.gif

და რა ზეიმია, ან რასთან დაკავშირებით?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 20 2009, 04:09 PM

staywhite
არ ვიცი ნან 003.gif
მე მგონი, როცა აფუძნებ სათვისტომოს, აქ ვალდებულებაა წელიწადში რამოდენიმეჯერ ღონისძიების ჩატარების.

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jan 20 2009, 04:50 PM

ციტატა
არ გაბრაზდე ახლა
ემიგრანტული ლაფსუსებია ეგ, და აქაც ხდება ხოლმე.
იხარეთ;

არა რა უნდა გავბრაზდე, უბრალოდ შემრცხვა. საქმე იმაშია, მათ(ანუ სათვისტომოს) მხოლოდ გერმანული ვარიანტი ჰქონდათ და ის გაავრცელეს. მე ვთხოვე, რომ ქართული ვარიანტი გამოეგზავნათ(რადგან გადათარგმნა დამეზარა). მათაც არ ჰქონდათ და რა ვიცი ალბათ სახელდახელოდ გადათარგმნეს თუ რა იყო არ ვიცი. მეც აღარ წამიკითხია, პირდაპირ გვერდზე დავდე. სხვა დროს აუცილებლად წავიკითხავ ხოლმე, ხომ იცი კაცი შეცდომებიდან სწავლობს.

k@the
ძალიან დიდი მადლობა შესწორებისთვის.
ყოველი ახალი წლის დასაწყისში მართავენ საზეიმო შეხვედრას. საკმაოდ საინტერესოა ხოლმე და ბევრი სტუმრები ჰყავთ(დაახლოებით 100-150 კაცი), მათ შორის გერმანელებიც. მართალია საზეიმო შეხვედრაა, მაგრამ აგვისტოს მევლენებთან დაკავშირებით რაღაც ღონისძიებებს ამზადებენ. მაგალითად, მე ვეხმარები სლაიდ შოუს გაკეთებაში, მიუხედავად იმისა რომ, ალბათ მე ვერ მოვახერხებ ამ დღეს იქ წასვლას ჩემი მოუცლელობის გამო.

მართლა ახლა გამახსენდა KAIROS, მართალია რო მაცხოვრის სუდარის გამობრძანება უნდათო მალეო? ჩვენ კი ერთხელ ნამყოფები ვალთ ტურინში, თუმცა მაშინ ასლი ვნახეთ მხოლოდ. თუ მართლა მასეა, მაშინ დიდი სტუმრიანობა(ავტობუს(ებ)ით) გელოდებათ მიუნხენიდან. ბარემ აქვე დავწერ, რომ მაისისთვის იგეგმება ავტობუსით ბარიში მრევლის ჩამოსვლა და სავარაუდოდ წირვის ჩატარებაც. ვნახოთ როგორ მოვაბამთ თავს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 21 2009, 12:11 AM

ციტატა
მართალია რო მაცხოვრის სუდარის გამობრძანება უნდათო მალეო

კი, ოღონდ 2010 ში smile.gif

Next Exposition: springtime 2010

ჩვენც დიდი მოლოდინით ველით:

http://www.sindone.org/

ციტატა
მაისისთვის იგეგმება ავტობუსით ბარიში მრევლის ჩამოსვლა და სავარაუდოდ წირვის ჩატარებაც


ეგეც ძალიან კარგი, თუმცა არსებობს ბარის პრობლემა sad.gif

საქმე რაშია იცით? თქვენზე ეგ არ ითქმის, მაგრამ ხანდახან ისე ხდება, რომ ჩადიან ბარიში და რომში შეირბენენ ხოლმე, გეგონება რომში იყოს ერთერთი წმიდანი მღვდელთმთავარი და ბარში მოციქულთა საფლავები, კატაკომბები და სხვა უზარმაზარი სიწმიდეები... უბრალოდ წმ. ნიკოლოზი ყველას გვიყვარს, მაგრამ მთლად ასე მოციქულებზე წინ დაყენება, აშკარად რუსული ფენომენია, და არ შეიძლება, ეს იგივეა რაც ჩვენთან მთაში მოდით, წმ. გიორგიზე რომ ლოცულობენ და სამებას საერთოდ არ იცნობენ...
იხარე;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jan 21 2009, 06:28 PM

მე პირადად ბარში ჩარბენით ვიყავი გაზაფხულზე. ამ გაზაფხულს კი იმედია მოვახერხებთ და რომში ჩამოსასვლელად რამოდენიმე დღეს გამოვნახავთ smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 21 2009, 06:41 PM

Bodbeli
გაიხარე ზურა, საინტერესო იქნებოდა დასწრება, შორი რომ არ იყოს და სამსახურიც არ მაფერხებდეს. მოვისმენდი სათვისტომოს საქმენობაზეც.

iako

წავიდეთ, წავიდეთ, მეც მინდა. ბარიც, რომიც, ყველგან კარგია, თან თქვენთან ერთად.

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Jan 22 2009, 06:51 PM

ციტატა(iako @ Jan 16 2009, 02:04 AM) *

ირმა როგორ ხარ? დაუბრუნდი გერმანიას smile.gif
რატომ არ უნდა ჩაატაროს მაამ თამაზიმ წირვა. მე რამდენადაც ვიცი ჩამოვა მამა თამაზი შტუტტგარში.


კარგი კარგი, sad.gif ორ ცეცხლს შუა ვარ sad.gif ვგიჯდები რაგბიზე, თანაც ევროპისჩემპიონატია, ვერ გადავიტან რომ არ წავიდე არ ვუგულშემატკივრო, ყველაზე მაგარი გუნდი გვყავს რაგბში, მართლა ძალიან ძალიან, ძალიან კარგი მოთამაშეები არიან, ტანაც მსოფლიოში მე-14 ადგილზე ვართ.
თუ არა და შენი ნახვაც მინდა sad.gif ფინეთიდან დავბრუნდი ემოციებით დატვირთული და ხომ იცი ჩემი ენის ამბავი სად შემიძლია ლამის გულით ტარება, რო არ ამოვთქო დამცხებს ინფრაქტი biggrin.gif ვალამოს მონასტერზე უნდა მოგიყვე იქნება და გაზაფხულზე იქეთაც წავიდეთ

staywhyte - კაისერსლაუტერნში ვარ მე, ანუ ძალიან ახლოს მანჰაიმთან. შეგხვდები აბა რას ვიზამ. როცა მოიცალო მომწერე მობილი პმ-ში და შეგეხმიანები

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jan 23 2009, 09:46 PM

k@the

იმედია მსურველები შემოგვემატებიან.


ირმა

ვიცოდი რომ გერმანიაში არ იყავი, მაგრამ ფინეთში თუ გაგვექეცი არ ვიცოდი. 7-ში მე ნამდვილად ვერ წამოვალ ჰაიდელბერგში, ჯერ ერთი მამაო ჩამოდის და მეორეც სპორტიდან საკმაოდ შორს ვიმყოფები. ქალაქი კი ბევრჯერ მაქვს დათვალიერებული.
ინფარქტები არ იყოს smile.gif))



პოსტის ავტორი: Tarzana თარიღი: Jan 26 2009, 07:57 PM

აბა იტალიაში რომლები ხართ? ხვალ ჩემი მოძღვარი წირავს ბარში... უკვე თუ არ ვცდები მესამე წელია ნინოობას ბარში წირავს...

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Jan 31 2009, 02:06 AM

ციტატა(Bodbeli @ Jan 12 2009, 04:20 AM) *

როგორ ფიქრობ, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს? რათქმა უნდა შეიძლება და მაგას რა შეკითხვა უნდა, ჩემო კარგო biggrin.gif .
თუ ბილეთების შეძენას ვერ შეძლებ, მე დაგეხმარები.
დაუწერე კი არა, ზოგს შეიძლება მილიონჯერ რომ უთხრა, მაინ ვერ მიხვდეს biggrin.gif , სამწუხაროდ.
ბოლოს იტალიაში ისეთ დღეში ჩამაგდეს, რომ იტალიელებმა დაცინვა დაგვიწყეს, სამწუხაროდ. ამიტომ იძულებული ვიყავი ასე პირდაპირ დამეწერა.



გამარჯობათ,

რაგბის მატჩის შესახებ შემტხვევით გავიგე ამ ფორუმიდა, მეც სიამოვნებით შემოგიერთდებით, თანაც ჰეიდელბერგთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ,
მომწერეთ თუ შეგიძლიათ სად შეიზლება ბილეთის შეძენა, ან თუ შეიძლება როცა სტადიონსე მივალ იქ შევიზინო ბილეთი, რამდენადაც მახსოვს, რაგბის შეხვდერა ადრე Heidelberg-Kirchheim-Shi იყო,
მადლობა პასუხისთვის

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jan 31 2009, 01:24 PM

myami

მე უკვე 83 ბილეთი შევუკვეთე. როგორც გერმანიის რაგბის ფედერაციაში მითხრეს თითქმის არასოდეს არ ივსებაო სტადიონიო და ბილეთების შეძენა თამაშის დღესაც შესაძლებელი იქნებაო. თუმცა ალბათ მაინც აჯობებს წინასწარ შეუკვეთო. ეს კი ძალიან ადვილად ხდება: იმეილს გააგზავნი შემდეგ მისამართზე bach@rugby-verband.de და ჩაწერ რამდენი ბილეთი გინდა. შემდეგ შენს სახელზე გადადებენ გვერდზე ამ ბილეთებს. შენ როცა მიხვალ თამაშის დღეს სტადიონზე, იქ გადაიხდი ფულს.
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვი შედი შემდეგ ინტერნეტ გვერდზე: http://www.rugby-verband.de/cms/index.php?id=135
თუ კიდევ რამე გაინტერესებს, მოიწერე და დაგეხმარები.

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Feb 2 2009, 04:04 PM

გამარჯობათ

11 თებერვალს, ირლანდიაში ფეხბურთში საქართველოს ნაკრები ხვდება ირლანდიის გუნდს, იმედია მოვიგებთ( მეტი არაა ჩემი მტერი, რომ ირლანდიელებს რომ მოუგოთ)

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Feb 8 2009, 12:00 AM

5: 38 გერმანია: საქართველო biggrin.gif ფანტასტიური შედეგით დამთავრდა, დასანანია რომ არ ვიყავი sad.gif

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Feb 8 2009, 01:24 AM

ძალიან კარგად ითამაშა ქართულმა გუნდმა და შედეგიც დახეზეა 5:38 საქართველოს სასარგებლოდ, ღმერთმა გვიმრავლოს გამარჯვებები!!!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 8 2009, 02:48 AM

მომილოცავს! მომილოცაავს! toast.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Feb 8 2009, 03:53 AM

ახლა მაპატიეთ, ახალი ჩამოსული ვარ და ძალზედ დაღლილი ვარ. ხვალ დავდებ ბევრ სურთს რაგბზე. kiss1.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 8 2009, 04:24 AM

ციტატა
ძალიან კარგად ითამაშა ქართულმა გუნდმა და შედეგიც დახეზეა 5:38 საქართველოს სასარგებლოდ, ღმერთმა გვიმრავლოს გამარჯვებები!!!

ვაა, მოვიგეთ? ohmy.gif თუმცა გერმანიის რაგბი ვინ გაიგონა biggrin.gif

მაინც კარგია, მაგრები არიან რა smile.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Feb 8 2009, 04:25 PM

ახლა დავდებ სურათებს:
მიუნხენიდან დაახლოებით 80-90 კაცი გავემგზავრეთ. თავიდან როგორც ყოველთვის ქალაქის დათვალიერებით იწყება.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ესეც თამაშთან დაკავშირებული სურათები:

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ესე თამაშის მერე:
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

მაგარი დაღლილები, თუმცა მაგარ კარგ ხასიათზე დავბრუნდით უკან:
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Feb 8 2009, 10:44 PM

აუ რა კარგები ხართ, ბრავო ბოდბელი სურათები რომ გადაიღე. ისე 1000 პროცენტიანი იყო ჩვენი ბიჭების გამარჯვება. მანც ძალიან გამიხარდა.

პოსტის ავტორი: Marabella თარიღი: Feb 14 2009, 04:29 PM

myami

ციტატა
5:38 საქართველოს სასარგებლოდ

აი მესმიიის!!! ბრავო! :-))) მიხარის მიხარის!!!

პოსტის ავტორი: inga mesxi თარიღი: Mar 13 2009, 04:47 PM

გამარჯობათ! მეც მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია,კერძოდ 2008 წლის მაისიდან გერმანიაში,ქალაქ კარლსრუეში ამოქმედდა წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და სამრევლო.
თვეში ერთხელ,კვირა-დღეს, ტარდება წირვა. მამა გიორგი ჩამოდის სტრასბურგიდან.
აგვისტოს მოვლენებთან კავშირში შევქმენით გერმანულ-ქართული ვებ-საიტი
www.georgien-nachrichten.com სადაც Orthodoxe Kirche-ში ინფორმაცია გვიდევს ჩვენი სამრევლოს და ეკლესიის შესახებ.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 14 2009, 08:06 PM

გამარჯობა ინგა!

ძალინ სასიამოვნო ინფორმაციაა.

იქნებ ეს ინფორმაცია ამავე განყოფილებასჰი მხოლოდ ამ თე მაშიც დაგედო ''ქართული ეკლესიები და სამრევლოები''.

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Mar 17 2009, 05:18 PM

ბოვშვებოოოო, 27 მარტს, 20:00-ზე მანჰაიმში შინის კონცერტი იქნება. დამატებიტი ინფორმაცია სეგიძლიან იხილოთ: www.theshin.de ან http://www.altefeuerwache.com/ ამ უკანასკნელიდან ბილეტის ყიდვის შესაძლებლობაა.

http://www.altefeuerwache.com/programm/termin/2009/maerz/27/creole_suedwest-1.html



პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 22 2009, 01:21 PM

22 და 30 მაისს 19:30 სთ-ზე ქართული კულტურის ცენტრში კიოლნში (Georgisches Kulturzentrum Köln) გაიმართება სპექტაკლი "ემიგრანტთა ტკივილი" (Schmerz von Emigranten)

მისამართი:
Kalk-Mülheimer Straße 58
51103 Köln

ბილეთების შეძენა შესაძლებელია

ნომრებზე:
0176 82061373
0178 6772472

E-Mail:
theatergeorgien@yahoo.de

ბილეთის საფასურია 10 ევრო.

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Apr 24 2009, 11:29 AM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 24 2009, 11:33 AM

არ შეიძლება ცოტა მეზობელ ქვეყნებსაც გადასდოთ ასეთი ინიციატივები? sad.gif
არაფერი არ კეთდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, საელჩოები და ვაისათვისტომოები ფულებს ჭრიან და ათეთრებენ, ან უბრალოდ სკამებს უფრთხილდებიან. გაგაძლიეროთ ღმერთმა, ნამდვილად შემშურდა (თეთრით რათქმაუნდა biggrin.gif)
იხარეთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Apr 24 2009, 12:33 PM

KAIROS
მადლობა.
მე არ ვარ სათვისტომოს წევრი და ალბათ დამიჯერებთ, რომ გერმანიის სათვისტომო(სახელს დააკვირდით, გერმანიის და არ მაგალითად მიუნხენის, ასეთი სახელის ტარების უფლება მხოლოდ მაგ სათვისტომოს აქვს) მიერ მათი შეზღუდული დროის და ფინანსების გათვალისწინებით მართლაც ბევრი რამე კეთდება. თუმცა მე ეს რატომ ვახსენე იცით? ამ ყველაფერში ყველაზე დიდი დამსახურება მიუძღვის მიუნხენის ქართულ ეკლესიას. სულიერ მხარეზე რომ აღარაფერი დავწეროთ, მიუნხენის ქართული ეკლესია არის ადგილი, სადაც ხდება მინიმუმ ერთხელ კვირაში ჩვენი ერთად შეხვედრა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დამეგობრება და ა.შ. ამიტომაც, ვფიქრობ, ყველა სათვოსტომოს არსებობა უცხოეთში უნდა იწყებოდეს სამრევლოს დაარსებით, რადგან ამის შემდეგ ყველაფერი ადვილი ხდება: სათვისტომოს ფუნქციონირებაც და იდეების არსებობაც.
გაიხარეთ
ბოდბელი

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 24 2009, 12:47 PM

Bodbeli
ზურა გამარჯობა, ვერ გავიგე რაღაც, მიუნხენის სათვისტომო და გერმანიის სათვისტომო სხვადასხვაა?? თუ გერმანიის სათვისტომო აერთიანებს ყველას?

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Apr 24 2009, 12:57 PM

k@the
გამარჯობა ქეთი,
მიუნხენის ქართული სათვისტომო არ არსებობს, არსებობს გერმანიის ქართული სათვისტომო, რომელიც მიუნხენში ფუნქციონირებს და ამ სახელის ტარების უფლება უკვე ათწლეულებია აქვს მხოლოდ ზემოთხსენებულ სათვისტომოს. ასე არიან დარეგისტრილებულნი. ადრე ამ სათვისტომოს ჰქონდა ფილიალები გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში, ეს ნიშნავს არსებობდა მხოლოდ ერთი ქართული სათვისტომო მთელს გერმანიაში, რაც კორდინააციის თვალსაზრისით ადვილი იყო. შემდეგ ქართველებმა დაიწყეს საკუთარი სათვისტომოების ჩამოყალიბება(ხშირად ერთი პირის სათვისტომოები laugh.gif ), მოკლედ როგორც გვჩვევია ხოლმე. მაგალითად ბერლინში ფუნქციონირებს რამოდენიმე ათეული ქართული ორგანიზაცია, როგორც მამაო იძახის, ყველას უნდა საკუთრად ეკლესიის დაარსება ბერლინში და /ან ყველას უნდა სამრევლოს გამგეობაში ყოფნა. ამიტომაც არაფერი არ გამოდის, არ არიან ორგანიზებულები და ერთმანეთთან კოორდინაცი აკლიათ სხვადასხვა მიზეზთა გამო.

პოსტის ავტორი: Irma თარიღი: Apr 24 2009, 01:18 PM

ქეთი. ქართული თეატრია? რომელი დასი წარმოადგენს?

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 13 2009, 03:58 AM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 13 2009, 08:56 PM

ბოდბელი
ყოჩაღ თქვენ შემართებას მართლაც!
იქნებ ჩვენთანაც მოებას თავი რამეს. კარგ საქმეს აკეთებთ.

ციტატა(Irma @ Apr 24 2009, 11:18 AM) *

ქეთი. ქართული თეატრია? რომელი დასი წარმოადგენს?

ეხლა ვნახე ირმა შენი კითხვა.
კი ქართული დადგმაა, ქართულად იქნება.

მონაწილეები:

მთავარი:
ზურაბ მარგველაშვილი
მარინა ბურდული
ბექა ბედიანაშვილი
თამარ ბურდული


ნინო ღირსიაშვილი-ვინცი
ნიტა ჟორჟოლიანი
გურამ შავბია
ლევან ფოცხორაია
ლიკა მგელაძე

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 20 2009, 12:28 AM

http://www.worldsport.ge/more.aspx?id=21675

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: May 31 2009, 07:17 PM

ციტატა
კაიროსი!

ციტატა
არ შეიძლება ცოტა მეზობელ ქვეყნებსაც გადასდოთ ასეთი ინიციატივები?
არაფერი არ კეთდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, საელჩოები და ვაისათვისტომოები ფულებს ჭრიან და ათეთრებენ, ან უბრალოდ სკამებს უფრთხილდებიან. გაგაძლიეროთ ღმერთმა,

sad.gif user.gif no.gif 003.gif

მართლაც!ყოჩაღ თქვენ!გერმანიაში ქართველები არ იკარგებით!
როგორც ვიცი ,მადრიდშიც საკმაოდ აქტიურობენ ქართველები...
აქ კი........ისიც ვერ გამიგია,ათენში თუ ხდება რამე...გარდა იმ უიშვიათესი შემთხვევისა,მაგალითად სუხიშვილები რომ ჩამოვიდნენ და კონცერტი გამართეს...ჩვენს ქალაქში კი საერთოდ............არადა,რამდენი ქართველი ცხოვრობს,სოფელს შეავსებდა.........

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 1 2009, 04:40 PM

ციტატა(k@the @ Apr 22 2009, 11:21 AM) *

22 და 30 მაისს 19:30 სთ-ზე ქართული კულტურის ცენტრში კიოლნში (Georgisches Kulturzentrum Köln) გაიმართება სპექტაკლი "ემიგრანტთა ტკივილი" (Schmerz von Emigranten)


გუშინ ვიყავით მე და მარაბელლა, რამოდენიმე სპექტაკლის მონაწილეს პირადადაც ვიცნობდი. სასიამოვნოდ გამაოცეს და მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენეს დამწყებმა მსახიობებმა. smile.gif
ძალიან კმაყოფილი წამოვედი სახლში.
სპექტაკლს მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ბატონი http://www.geocinema.ge/ge/person.php?kod5=2483.

სპექტაკლი გარკვეულწილად სკეჩების სახით იყო დადგმული.

პირველი ნაწილი გერმანულ ენაზე შემოგვთავაზეს.
http://www.radikal.ru

შემდეგ გადასვლა, 90-ინი წლები და 9 აპრილის მოვლენები.
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


შემდეგ ილუზორული სიმართლის მთქმელი ჭინკები თუ მასკიანები, სიზმარსა თუ ცხადში მოვლენილები. smile.gif
http://www.radikal.ru

კვლავ ეროვნული მოტივები და დასასრული....
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ყოჩაღ ახალგაზრდებო, ნადვილად შექების ღირსები იყვნენ ენთუზიასტები!


პატივისცემით,
k@the

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 4 2009, 12:43 AM

მინდა მოგაწოდოთ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია.



11 ივნისს 20 საათზე , შტუტტგარტში, Weiblingerstrasse 27.

ტარდება ქართული კონცერტი. მონაწილეობენ: ''ქართული ხმები'' და ქორეოგრაფიული ანსამბლი '' აბჯარი''.


ბილეთები გაიყდება კონცერტის დაწყების წინ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 8 2009, 12:03 PM

iako
იაკო რა კარგი ინფოა, აპირებ წასვლას? თუ მიდიხარ სურათებს გვანახებ მერე? smile.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 8 2009, 04:00 PM

k@the

კი აუცილებლად და ბევრს სხვასაც ვეპატიჟები. ვეცდები სურათების გადაღებას და დავდებ აუცილებლად.

რამდებადაც ვიცი ბერლინში და ჰანოვერშიც ატარებენ კონცერტს. ტურნეში გერმანიის ეს 2 ქალაქი შედიოდა, ჩვენთან ნაცნობების თხოვნით ჩამოდიან smile.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jun 8 2009, 05:21 PM

iako
ვა რა კარგი იქნებოდა წასვლა შორი რომ არ იყოს!!!

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jun 9 2009, 05:08 PM

ზურა

კონცერტი ცოტა გვიან იწყება, ეს არის კიდევ პრობლემა, სხვა ქალაქში მცხოვრებთათვის.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 9 2009, 10:10 PM

წერილი მე რომ ვარ იმ ქვეყნის დიპკორებს!
დიპლომატიური კორპუსები კი არა ვაზისუბნის დაბზარული კორპუსებიც არ ხართ თქვენ,
წერილი სათვისტომოებს ისევ იმ ქვეყანაში სადაც ვარ მე, უთვისტომოები ხართ თქვენ,
წერილი ყველას ვინც აქაა, რამეს უნდა აკეთებდეს და არაფერს აკეთებს, საქართველოს კი არა თოხს არ უნდა გაცდენოდით!

გადადექიიით!

ციტატა
პოსტი #100

ესეც შენი საიუბილეო მეასე პოსტი biggrin.gif
არაფერს აკეთებენ კაცოუ, კანონისტ, გაყარეთ ეს ხალხი biggrin.gif

ვააახ-ით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jun 10 2009, 02:15 AM

iako

ია,
ეგ აფიშა ჩვენთან ეკლესიაშიც იყო გამოკრული, არ ვიცი ვინმე თუ ახერხებს ჩამოსვლას. სამწუხაროდ, სამწუხაროდ მე ვერ ვახერხებ.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 10 2009, 02:22 AM

ამერიკაში ჩამოვიდა ბუბა კიკაბიძე და სხვადასხვა შტატში ატარებს
კონცერტებს ქართველი და არაქართველი ემიგრანტებისათვის.

შაბათს მიჩიგანს ესტუმრება.
თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი ფორუმიდან ახლო-მახლო
შტატებში არავინაა, მაგრამ თუ მაინც არის ვინმე და მე არ ვიცი, გეპატიჟებით. smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 10 2009, 12:46 PM

ნაინა
ინტერნეტში ვნახე http://www.citynmb.com/index.asp?Type=B_EV&SEC={A34A0D25-3BE9-466F-A526-CEF74024DCCD}&DE={E99796BE-6D1D-423D-B06D-D8B021C81D7F}
ფლორიდაში უნდა ყოფილიყო გუშინ, ისე მთელი ტურნე ვერ ვიპოვე.

პოსტის ავტორი: fati თარიღი: Jun 18 2009, 02:58 AM

ციტატა(Bodbeli @ Apr 24 2009, 12:57 PM) *

k@the
გამარჯობა ქეთი,
მიუნხენის ქართული სათვისტომო არ არსებობს, არსებობს გერმანიის ქართული სათვისტომო, რომელიც მიუნხენში ფუნქციონირებს და ამ სახელის ტარების უფლება უკვე ათწლეულებია აქვს მხოლოდ ზემოთხსენებულ სათვისტომოს. ასე არიან დარეგისტრილებულნი. ადრე ამ სათვისტომოს ჰქონდა ფილიალები გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში, ეს ნიშნავს არსებობდა მხოლოდ ერთი ქართული სათვისტომო მთელს გერმანიაში, რაც კორდინააციის თვალსაზრისით ადვილი იყო. შემდეგ ქართველებმა დაიწყეს საკუთარი სათვისტომოების ჩამოყალიბება(ხშირად ერთი პირის სათვისტომოები laugh.gif ), მოკლედ როგორც გვჩვევია ხოლმე. მაგალითად ბერლინში ფუნქციონირებს რამოდენიმე ათეული ქართული ორგანიზაცია, როგორც მამაო იძახის, ყველას უნდა საკუთრად ეკლესიის დაარსება ბერლინში და /ან ყველას უნდა სამრევლოს გამგეობაში ყოფნა. ამიტომაც არაფერი არ გამოდის, არ არიან
ორგანიზებულები და ერთმანეთთან კოორდინაცი აკლიათ სხვადასხვა მიზეზთა გამო.

დიდ სისულელეს იდზახიტ.არსებობს ბევრი ქარტული სათვისტომო იმ მიზესის გამო რომ გერმანია დიდია და კველა მიუნხენში ვერ ივლის, და თუ ყველა თავის ეკლესიას აარსებს ეს ეკლესიაში განხეთკილებაზე ლაპარაკობს, ეკლესიამ ეს არ უნდა დაუშვას და უნდა შეუძყოს ქართველი ხალხის გაერთიანებას ხელი

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jun 18 2009, 01:04 PM

fati,

ციტატა
დიდ სისულელეს იდზახიტ.არსებობს ბევრი ქარტული სათვისტომო იმ მიზესის გამო რომ გერმანია დიდია და კველა მიუნხენში ვერ ივლის, და თუ ყველა თავის ეკლესიას აარსებს ეს ეკლესიაში განხეთკილებაზე ლაპარაკობს, ეკლესიამ ეს არ უნდა დაუშვას და უნდა შეუძყოს ქართველი ხალხის გაერთიანებას ხელი


გმადლობ ასეთი "ლამაზი" შეფასებისთვის. ამ "სისულელის" დაწერა თუნდაც იმად ღირდა, რომ ფორუმზე დარეგისტრირდით, იმედია შემდეგშიც აქტიური დარჩები. წარმატებებს გისურვებთ.

P.S. ნამდვილად არ ვაპირებ პასუხის გაცემას და ამ თემაზე კამათს.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 18 2009, 01:57 PM

ციტატა
დიდ სისულელეს იდზახიტ.არსებობს ბევრი ქარტული სათვისტომო იმ მიზესის გამო რომ გერმანია დიდია და კველა მიუნხენში ვერ ივლის, და თუ ყველა თავის ეკლესიას აარსებს ეს ეკლესიაში განხეთკილებაზე ლაპარაკობს, ეკლესიამ ეს არ უნდა დაუშვას და უნდა შეუძყოს ქართველი ხალხის გაერთიანებას ხელი

მდააZZZZ...

Bodbeli
გეთანხმები უკომენტარობაში a025.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 18 2009, 02:44 PM

ციტატა(k@the @ Apr 22 2009, 01:21 PM) *

გაიმართება სპექტაკლი ემიგრანტთა ტკივილი


რომელ ემიგრანტთა? მთელი ცხოვრება რომ ტირიან და არასოდეს არ ბრუნდებიან?

მაზოხიზმია ეს (თან ცოტა აფერისტობით გაჯერებული) და სხვა არაფერი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 18 2009, 02:47 PM

კანუდოსელი

ციტატა
რომელ ემიგრანტთა? მთელი ცხოვრება რომ ტირიან და არასოდეს არ ბრუნდებიან?

ისიც გასარკვევია, ემიგრანტებში ვინ იგულისხმება: ბევრი ემიგრანტს უძახის ოპერებსაც, სტუდენტებსაც და შემთხვევით "შემოსწრებულებსაც". ემიგრანტობა უფრო მეტია, ვიდრე ეს ჩამოთვლილები...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 18 2009, 03:06 PM

ციტატა(staywhite @ Jun 18 2009, 02:47 PM) *

კანუდოსელი

ისიც გასარკვევია, ემიგრანტებში ვინ იგულისხმება: ბევრი ემიგრანტს უძახის ოპერებსაც, სტუდენტებსაც და შემთხვევით "შემოსწრებულებსაც". ემიგრანტობა უფრო მეტია, ვიდრე ეს ჩამოთვლილები...

საერთოდ ნოსტალგია ძალიან ინდივიდუალური გრძნობა და მოვლენაა და ამიტომ მისი იდეოლოგიად გადაქცევა სრული მარაზმია...

ეს სჭირთ უმეტეს ჩვენს თანამემამულეს - ბღავიან, ტირიან, თმებს იგლეჯენ და მაინც იქ ცხოვრობენ...
ქრისტიანულ ასპექტში ამას თავისი სახელი ეწოდება - ფარისევლობით შემოსილი სადღაც ნამდვილი გრძნობა

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 18 2009, 03:17 PM

ციტატა
საერთოდ ნოსტალგია ძალიან ინდივიდუალური გრძნობა და მოვლენაა და ამიტომ მისი იდეოლოგიად გადაქცევა სრული მარაზმია...

ვისაც მართლა გამოუცდია იცის, რომ გარკვეული დროის მერე ეს გრძნობა ქვეშეუცნობელში გადადის და ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე წამდაუწუმ მაგაზე ფიქრობდეს. გულის და კანის სიღრმეში მუდამ აქვს , მაგრამ დროთა განმავლობაში ვეღარ არეგისტრირებს ამას წინა ფონზე.

კანუდოსელი
ციტატა
ეს სჭირთ უმეტეს ჩვენს თანამემამულეს - ბღავიან, ტირიან, თმებს იგლეჯენ და მაინც იქ ცხოვრობენ...
ქრისტიანულ ასპექტში ამას თავისი სახელი ეწოდება - ფარისევლობით შემოსილი სადღაც ნამდვილი გრძნობა

თავდადება არასოდეს დამიკარგავს მე პირადად, მაგრამ გამოტირებით არ გამოვტირებულვარ მაქ ცხოვრებას, რამდენადაც ის რაც შეუძლებელია, არ ღირს სხვისი შეწუხება საკუთარი ილუზიების გამო: მენატრება ქვა, მიწა, ხე და ყველაფერი, მაგრამ სიყვარული გულშია და არა მიწაზე, მუდამ შეიძლება გახლავდეს .

ის, რაც ვიცი რომ არ იქნება, იმაზე ბღავილით სხვას არ შევაწუხებ და ჩემს ბალიშზე რას ვიზამ ეს ჩემი პრობლემაა.

ვისაც შეუძლია დაბრუნება, იმათსასაც ვერ ვიგებ, გეთანხმები, რომ სიტყვების კორიანტელი და მაინც სხვაზე მოჭიდება ცოტა შეუსაბამოა.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 18 2009, 03:21 PM

staywhite
არა რაა...უსიტყვოდაც მიგებ მამენტ... რა ვართ ეს ფიზიკ-ოსები biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 18 2009, 03:34 PM

კანუდოსელი

ციტატა
რა ვართ ეს ფიზიკ-ოსები

ნუ ახლა .. smile.gif მაინც იძახიან "ვსე ფიზიკი შიზიკი"-ო და რა ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 18 2009, 04:45 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 18 2009, 12:44 PM) *

რომელ ემიგრანტთა? მთელი ცხოვრება რომ ტირიან და არასოდეს არ ბრუნდებიან?


არა, 90-იანი წლების ემიგრანტზე იყო საუბარი.
არ ვიცი, ვინმეს უკვე დაწერილი სპექტაკლი გააცოცხლეს თუ თავად დადგეს. ვიკითხავ ერთი.

ციტატა
მაზოხიზმია ეს (თან ცოტა აფერისტობით გაჯერებული) და სხვა არაფერი

ჰო, ეგ კიდევ ცალკე თემაა.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 18 2009, 11:36 PM

კანუდოსელი

ციტატა
რომელ ემიგრანტთა? მთელი ცხოვრება რომ ტირიან და არასოდეს არ ბრუნდებიან?

მაზოხიზმია ეს (თან ცოტა აფერისტობით გაჯერებული) და სხვა არაფერი

გამოგენთები ეხლა კაბუდოსა biggrin.gif
ისე კი მართალიც ხარ გენა.
k@the
ციტატა
ნაინა
ინტერნეტში ვნახე კიკაბიძე
ფლორიდაში უნდა ყოფილიყო გუშინ, ისე მთელი ტურნე ვერ ვიპოვე.

ხო კოწიკ, თავიდან მაისში იყო ტურნე დაგეგმილი, მერე გადაიტანეს, ოღონდ რატომ ეგ არ ვიცი.
სხვა საიტზე კი ვნახე მაშინდელი ტურნე, მაგრამ იქ მიჩიგანი არ შედიოდა. kiss1.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jun 30 2009, 06:12 PM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jul 3 2009, 01:56 PM

კიდევ ერთი ინფო:
http://www.satvistomo.net/index.php?option=com_content&view=article&id=124&Itemid=109&lang=de

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jul 13 2009, 01:21 PM

მინდა გახაროთ და გითხრათ, რომ ჯგუფ "იბერისის" მიერ მიუნხენში შესრულებულმა აჭარულმა 15-მდე ეროვნულ ცეკვებში პირველი ადგილი აიღო. არადა ცეკვების განყოფილება სულ რამოდენიმე თვეა რაც ფუნქციონირებს. თუმცა ისე მაგრად უცეკვიათ, რომ სხვადასხვა თეატრალურ დასებიდან და ფესტივალებიდან უკვე სერიოზული შემოთავაზებები აქვთ.
http://www.satvistomo.net/index.php?option=com_content&view=article&id=147%3A2009-07-12-09-32-02&catid=3%3A-q%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98q--&lang=de

პ.ს. მალე კიდევ ერთ ძალიან სასიხარულო ინფორმაციას გამცნობთ, ცოტა მოგვიანებით.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jul 14 2009, 12:02 AM

ზურა

ველოდებოდი რომ შენ დასდებდი ინფორმაციას, პატრიარქის ვიზიტის შესახებ მიუნხენში smile.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jul 14 2009, 01:17 AM

iako

დამასწარი biggrin.gif !

მინდა გამცნოთ, რომ უწმინდესი და უნეტარესი კვირას მიუნხენის სამრევლოს ეწვევა. უდიდესი და ისტორიული დღეა ჩვენთვის, სათანადოდაც ვემზადებით. ყველას ვისაც საშუალება გაქვთ კვირას მიუნხენში ჩამოსვლის, აუცილებლად გვეწვიეთ.


ია, შტუტგარტიდან არ ჩამოდიხართ?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 15 2009, 04:53 PM

ნეტა დიუსელდორფის სამრევლოს არ ეწვევა? wub.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Jul 15 2009, 08:57 PM

ქეთი,

მე რამდენადაც ვიცი ბერლინიდან პირდაპირ მიუნხენში ჩადის პატრიარქი.

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jul 20 2009, 01:33 AM

19 ივლისი იყო ისტორიული დღე მიუნხენში და გერმანიის სხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველებისთვის, რადგან ამ დღეს უწმინდესი და უნეტარესი მიუნხენის ვახტანგ გორგასლის სახელობის სამრევლოს სტუმრობდა. ასობით გერმანიაში მცხოვრები ქართველი სულმოუთმენლად ელოდა საქართველოს პატრიარქის მობრძანებას ეკლესიაში. ტევა არ იყო ტაძარში, აქა იქ დაინახავდით მომტირალ მრევლის წევრებს - ეს იმ დიდი სიხარულის ცრემლები იყო, რომელი სიხარულიც მისმა უქმინდესობამ მისი ჩვენთან მობრძანებით მოგვანიჭა.

სამწუხაროდ ვერ მოვახერხე ბევრი სურათის გადაღება ჩემი მოუცლელობის გამო, თუმცა საშუალება გეძლევათ მოუსმინოთ მისი უწმინდესობის ქადაგებას მიუნხენის ქართულ ეკლესიაში.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


ესეც ვიდეო(ცუდი ხარისხისთვის გიხდით ბოდიშს):

http://www.youtube.com/watch?v=ecuzyQx8zfs

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 20 2009, 12:43 PM

Bodbeli
გაიხარე ზურა!
პატრიარქიც მხნედ გამოიყურება! მამა ალექსანდრე ახლდა თან? wub.gif თუ თვალი მატყუებს ნეტა?

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jul 20 2009, 04:19 PM

ქეთი, ერთი მამაო ახლდა თან, თუმცა სახელი ნამდვილად არ ვიცი.

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Jul 27 2009, 12:05 PM

დამატებითი სურათები მისი უწმინდესობის მიუნხენში ვიზიტიდან და ასევე სხვა სიახლენიც:

http://www.satvistomo.net/


პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Aug 9 2009, 06:58 PM

ავსტრიაში საქართველოს ნაკრების ქომაგობა:

http://www.worldsport.ge/more.aspx?id=25224

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Aug 12 2009, 01:00 PM

დიდი სიახლეა გერმანიაში: ქვეყანა დროებით დატოვა გერმანელი ერის მოამაგემ და სახელმწიფოს ბურჯმა - ქეთევან კასრაძემ.

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Aug 12 2009, 03:31 PM

ციტატა
დიდი სიახლეა გერმანიაში: ქვეყანა დროებით დატოვა გერმანელი ერის მოამაგემ და სახელმწიფოს ბურჯმა - ქეთევან კასრაძემ

biggrin.gif bye1.gif

ბედნიერ შვებულებას გისურვებ

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 4 2009, 02:06 PM

გაცნობებთ, რომ


დღეს, 4 სექტემბერს 18:00 საათზე დიუსელდორფის ქართულ სამრევლოში კონცერტს გამართავს ანსამბლი "სამი ვირტუოზი".
მისამართი: http://www.mrewli.de/images/stadtpl-HAMM.jpg
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.






ანსამბლის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, ჩვენი ფორუმის ფოლკლორის განყოფილებიდან ვინმე თუ გამარკვევს დავწერ. smile.gif





Bodbeli
დიდი მადლობა ზურა smile.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 5 2009, 11:21 AM

მაგისთანა არაფერი გამიგია. "სამი ვირი" მაინც დაერქმიათ, ეს "ტუოზ" რაღა იყო?

პოსტის ავტორი: Andria თარიღი: Sep 19 2009, 04:00 AM

...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Sep 21 2009, 12:24 PM

Andria

ანდრო ბიჭო გაგვაგებინე ახლა რა ხდება ესტონეთში..მაინცა და მაინც მაშინ უნდა პოსტო ამ ფორუმზე საზღვარგარეთ რომ ხარ და გენატრებით? smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 21 2009, 06:03 PM

დავაკოპირებ თქვენთვისაც ამ ინფორმაციას, მაილზე მივიღე smile.gif

გაცნობებთ, რომ


კვირას, 25 ოქტომბერს 13:00 საათზე დიუსელდორფის წმ. ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართულ სამრევლოში, სამრევლოსა და DML Events-ის ინიციატივით გაიმართება კონცერტი.
მონაწილეები: ვაჟა აზარაშვილი (კომპოზიტორი), ეთერ კაკულია (მომღერალი), მერაბ დონაძე (ოპერის მომღერალი), მაყვალა გონაშვილი (მწერალთა კავშირის თავმჯდომარე) და ზაალ გამყრელიძე (ქ. თბილისის ფილარმონიის დირექტორი)

კონცერტის შემდეგ შესაძლებელი იქნება სტუმრებთან გასაუბრება.


მისამართი: http://www.mrewli.de/images/stadtpl-HAMM.jpg
გზამკვლევი: Vom Hauptbahnhof die beliebige S-Bahn, Richtung Neuss zum S-Bahnhof D-Völklinger Str. (3. Haltestelle). Dann zu Fuß ca. 10 min.

დასწრება უფასოა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 26 2009, 06:22 PM

ესეც შედეგი ...

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Oct 26 2009, 09:28 PM

ქეთი,

გიპოვეთ ნაცნობი ხალხი. შენს გვერდით მყოფი რატომ დაგვეკარგა ასე ძალია? არც ტელეფონის ნომერი მაქვს , დაურეკავდი.

ეს სურათი ეკლესიის ეზოში ხომ არ არის გადაღებული?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 27 2009, 02:34 PM

iako
კიი, ეკლესიის ეზოშია. ნათია დაგვეკარგა ფორუმზე, ვეღარ იცლის ალბათ, იმედია შემოიხედება, ისე ეს სურათები მაქვს მისთვის მისაცემი.

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Nov 18 2009, 07:07 PM

მოგესალმებით ყველას,

დაიწყო ბარში, წმინდა ნიკოლოზის საფლავის მომლოცველთათვის მეორე ავტობუსის სარეზერვო სიაში ჩაწერა(გვაკლდება ასე 15 კაცი). შეგახსენებთ, რომ გასვლა მიუნხენიდან დაგეგმილია 24(სამშაბათი) ნოემბერს 17 საათზე. 25 ნოემბერს(ოთხშაბათი) ვიქნებით ბარში, სადაც აღესრულება წირვა წმინდა ნიკოლოზის საფლავზე. წირვას აღავლენს დეკანოზი თამაზი, მიუნხენის ქართული სამრევლოს წინამძღვარი. იმავე საღამოს ავტობუსი გამოემგზავრება მიუნხენისაკენ. ქალაქში კი ვიქნებით 26 ნოემბერს(ხუთშაბათი) დილის 10 დან 11 საათამდე. წამოსვლის მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 0176 23700068 (ზურა). ღირებულებაა დაახლოებით 80 ევრო(დამოკიდებულია წამომსვლელთა რაოდენობაზე). გთოვთ შეატყობინოთ თქვენს მეგობრებს, ნაცნობებს, .... თუ ასევე გყავთ ნაცნობები ქალაქ ბარში, იქნებ მათაც შეატყობინოთ, რომ სასურველია ისინიც დაესწრნენ წირვას.

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Nov 19 2009, 11:41 PM

ზურა,

როგორ ხარ?

ჩვენთანაც ვრცელდება ეს ინფორმაცია, შენი ტელეფონის ნომრის მითითებით. იმედია დაგიკავშირდებიან.

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Nov 21 2009, 03:33 AM

გამარჯობა ია, კარგად ვარ, მადლობა. შენ თვითონ როგორ ხარ?
შტუტგარტიდან დამიკავშირდნენ უკვე და მოდიან, როგორც ვიცი ნიკოლოზს მოჰყვებიან. შენ არ გინდა წამოსვლა?

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Nov 21 2009, 11:27 AM

მე კარაგდ ვარ ზურა.

ერთხელ ნამყოფი ვარ უკვე. თუმცა კიდევ ერთხელ სიამოვნებით წამოვიდოდი. მაგრამ ეხლა დავბრუნდი შვებულებიდან და ისევ განთავისუფლება ვითხოვო, არ გამოვა. შაბათ-კვირას რომ დამთხვეოდა კარგი იქნებოდა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 24 2009, 03:58 PM

აბა კეთილი მგზავრობა მიუნხენის მრევლს! შეგეწიოთ წმ. ნიკოლოზის მადლი!
მეც მინდოდა, მაგრამ შუა კვირაში ვერ მოვახერხებ, შვებულება აღარ მაქვს წელს.
ჩემი მეუღლის დეიდაშვილიც მოდის ზურა, ნინო ქვია smile.gif სურათებს დაველოდებით. smile.gif



იაკო
kiss1.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Nov 24 2009, 06:58 PM

k@the
მადლობა ქეთი, თუმცა რაღაც მიზეზების გამო, მე ვერ ვახერხებ წასვლას sad.gif , სამწუხაროდ. შევეცდები სურათები მაინც მოვიპოვო და დავდო.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Nov 29 2009, 06:29 PM

დღეს ძალიან კარგი ინფორმაცია შეგვატყობინე მეუფე ზენონმა

როგორც იქნა გადაწყდა ლონდონში ქართული ტაძრის საკითხი

ერთერთმა ქართველმა შეისყიდა შენობა, ადა აწი აქაურ ქართველებს ჩვენი საკუთარი ეკლესია გვექნება smile.gif იგეგმება სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა და აგრეთვე მეორე ტაძრის საკითხის მოგვარება ლონდონში

ხოლო ეს ტაძარი, საუბარია წმ. გიორგის სახელობის ტაძარზე იქნება მეუფის რეზიდენცია

პოსტის ავტორი: alilo თარიღი: Dec 17 2009, 01:45 AM

ლიქია

ციტატა
მეორე ტაძრის საკითხის მოგვარება ლონდონში


ერიჰააა უყურე ერთი ამათ biggrin.gif ირლანდიელი მრევლი კიდე მიტირის ის რაც აქვთ არ წაართვან


ციტატა
დღეს ძალიან კარგი ინფორმაცია შეგვატყობინე მეუფე ზენონმა


ჩვენც გვინდა ეპისკოპოსი, რა დავაშავეთ ირლანდიელებმა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ზაზა_147 თარიღი: Dec 26 2009, 08:22 PM

მოგესალმებით , საფრანგეთში არავინ არ ხართ? smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 26 2009, 10:38 PM

ზაზა_147

sable არის თუ არ ვცდები smile.gif

ჩემი ძმაც მანდაა, ოღონდ ფორუმელი არაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: nin-iko თარიღი: Dec 28 2009, 12:46 AM

ხომ ვერ მეტყვით საფრანგეთში სად ტარდება ხოლმე ქარტული წირვა-ლოცვა?

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 28 2009, 12:53 AM

ციტატა(nin-iko @ Dec 28 2009, 12:46 AM) *

ხომ ვერ მეტყვით საფრანგეთში სად ტარდება ხოლმე ქარტული წირვა-ლოცვა?

ერთი ვიცი ვერსალში გაიხსნა ამ გაზაფხულზე ქართული ტაძარი yes4.gif


პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 28 2009, 12:56 AM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Dec 28 2009, 12:53 AM) *

ერთი ვიცი ვერსალში გაიხსნა ამ გაზაფხულზე ქართული ტაძარი yes4.gif


ვითომ ? blink.gif

იქ ვინ იქნება მრევლი ნუთი ვერსალშიც არიან ქართველები ?! ერთი ცეროდენა ქალაქია.

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Dec 28 2009, 01:38 AM

ციტატა(alilo @ Dec 17 2009, 02:45 AM) *

ლიგია
ერიჰააა უყურე ერთი ამათ biggrin.gif ირლანდიელი მრევლი კიდე მიტირის ის რაც აქვთ არ წაართვან
ჩვენც გვინდა ეპისკოპოსი, რა დავაშავეთ ირლანდიელებმა biggrin.gif


ჩრდილოეთ ირლანდიაში თუ შედიხარ მაშინ მეუფე ზენონისაა ეგეც, მაგრამ როგორც ვიცი არ ხარ ჩრ. ირლანდიაში
ასე რომ არ ვიცი smile.gif

პოსტის ავტორი: ზაზა_147 თარიღი: Dec 28 2009, 11:59 PM

sable

საფრანგეთში ცხოვრობთ?

,,,,,,,,,,,,,,,,,

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 29 2009, 05:46 PM

ციტატა(sable @ Dec 28 2009, 12:56 AM) *

ვითომ ? blink.gif

იქ ვინ იქნება მრევლი ნუთი ვერსალშიც არიან ქართველები ?! ერთი ცეროდენა ქალაქია.

კი კაცო ჩემი ძმა დადის ხანდახან biggrin.gif

ერთი 10 სტუდენტი, მე ვიცი მანდ რომ ცხოვრობენ biggrin.gif

პარიზიდანაც დადიან, როგორც ვიცი არაა დიდი დაშორება rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 29 2009, 06:16 PM

ციტატა(ზაზა_147 @ Dec 28 2009, 11:59 PM) *

sable

საფრანგეთში ცხოვრობთ?

,,,,,,,,,,,,,,,,,


კი საფრაბგეთში ვარ smile.gif

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Dec 29 2009, 05:46 PM) *

კი კაცო ჩემი ძმა დადის ხანდახან biggrin.gif

ერთი 10 სტუდენტი, მე ვიცი მანდ რომ ცხოვრობენ biggrin.gif

პარიზიდანაც დადიან, როგორც ვიცი არაა დიდი დაშორება rolleyes.gif


მოკლედ ეს ქართველები სად არ არიან laugh.gif აგერ ლუი XIV-ობაც მომინდომეს ვერსალში. ისე არც ისე ახლოა მატარებლით მიდიან ცალკე რეისია მეტროდან, რავიცი მე იქ ქართველები და ქართული ეკლესია არ მინახია.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 15 2010, 10:38 AM

შესანიშნავი სიახლე ამერიკიდან, მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი ქართული ტაძრის (დროებით შენობაში) გახსნას ვაშიგტონში!

სურათებს შემდეგ დავდებ "ზაფხულის ჩანაწერებში" (აქ იგულისხმება ზამთრისაც biggrin.gif) , ასევე ქართული ეკლესიებია პოკონოში (პენსილვანიის შტატი), ფილადელფიაში და ნიუ-იორკში...

ვულოცავ ქართველებს ამერიკაში კიდევ ერთი ტაძრის გახსნას, მათი საიტია:

http://www.mrevli.org/

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jan 15 2010, 10:52 AM

KAIROS
ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პეტრე ყრუაშვილიო? smile.gif

ვიცნობ ძალიან ახლოს smile.gif შორს წასულა ჩვენი მამა პეტრე smile.gif

მაგარი "დაქოქილი" ვინმეა, არ მოისვენებს და არ მოგასვენებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 15 2010, 01:25 PM

ვულოცავ ამერიკის ქართველობას.

KAIROS

ციტატა
სურათებს შემდეგ დავდებ "ზაფხულის ჩანაწერებში"

ერთი ორი სურათი აქაც დაგვიდე კაიროს, ის თემა უკვე საკმაოდ დიდია და რთულად მოსაძებნი სურათები smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 16 2010, 05:24 AM

ო.კ.
კი მამა პეტრეა smile.gif დაქოქილ biggrin.gif

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Feb 8 2010, 03:10 AM

მოგესალმებით ძვირფასო ფორუმელებო,


ტურინის სუდარა

12 აპრილს, მანჰაიმის რუსული მართმადიდებლური ეკლესიიდან მოვენგზავრებით ტურინში, სადაც ინახება მაცხოვრის სუდარა, როგორც ეკლესიაში აგვიხსნეს, სუდარა ყოველ 15 წელიწად გამოაქვთ მომლოცველთათვის, წელს ეს არის 10 აპრილიდან 10 მაისამდე, შემდეგი კი 15 წლის შემდეგ იქნება...

მანშაიმიდან არის 12 აპრილს გამით გასვლა (ავტობუსლით), ასე რომ 13-ში გამთენისას ტურინში ვიქნებით, მოლოცვის შემდეგ და ქალაქშიც გავალალთ ალბათ 13 ში საღამოს ისევ გამოვემგძავრებით უკან მანჰაიმში,
ფასი 70 ევრო,

ხულმძღვანელობს რუსული ეკლესიის მედავითნე ალექსეო სტაროსტა (0163-4298312)

ვისაც სურვილი გეკნებათ შემოგვიერთდით, ჩვენ დაახლოებით 3-4 მდე ქართველი ვართ, დანარჩენი რუსულ მრევლი

http://www.orthodoxy.ge/metsniereba/sudara/turinis_sudara.htm

მაია


პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Feb 8 2010, 12:22 PM

myami

მიუნხენის ქართული ეკლესიიდანაც ვაპირებთ წასვლას ავტობუსით, დაწვრილებითი ინფორმაცია ცოტა მოგვიანებით

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Feb 8 2010, 02:32 PM

ძალიან კარგია თუ მიუნხენიდანაც აპირებთ წასვლას
მ.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 8 2010, 05:29 PM

Bodbeli
გავიგე, გუშინ ჩვენი პატრიარქი ყოფილა მიუნხენის ქართულ სამრევლოში wub.gif

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 9 2010, 05:15 PM

myami

ჩვენც შტუტტგარტიდან შემოგიერთდებით. ქართველები ალბათ 10 კაცამდე, დანარჩენი რუსი მრევლია.

პოსტის ავტორი: myami თარიღი: Feb 10 2010, 12:45 AM

იაკო

თქვენც 12-აპრილს მიდიხართ ტურინში, შტუტგართის რუსული ეკლესიიდან ?

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 10 2010, 03:38 PM

ციტატა(myami @ Feb 10 2010, 12:45 AM) *

იაკო

თქვენც 12-აპრილს მიდიხართ ტურინში, შტუტგართის რუსული ეკლესიიდან ?


ჩვენც შტუტტგარტიდან მივდივართ 12 აპრილს. საღამოს 17 საათზე იქნება ავტობუსი ეკლესიასთან. ორგანიზებას აწყობდა ფორცჰაიმის რუსული ეკლესია და ჩვენც შეუერთდით. სასიამოვნოა რომ ერთად გავემგზავრებით ტურინში smile.gif





პოსტის ავტორი: myami თარიღი: Feb 11 2010, 02:52 AM

ძალიან კარგი, თუ შტუტგარტიდან ქართველებიც შემოგვიერთდებიან, მიხარია ძალიან

აბა კარგად

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 11 2010, 03:56 AM

ძვირფას მომლოცველებს შევახსენებ, სანამ წამოხვალთ აუცილებელი ყოფილა წინასწარი დაჯავშნა, შაბათ-კვირას ადგილები აღარ არის

http://www.sindone.org/

აბა გაარკვიეთ smile.gif

ვინც ასე ჯგუფად ვერ ჩავა, შეუძლია დაჯავშნა აქედანà

http://www.piemonteitalia.eu/prenotazione/frontoffice/calendario.do

ოღონდ იჩქარეთ, უკვე მილიონს აღწევს დაჯავშნულ პილიგრიმთა რიცხვი

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Feb 11 2010, 11:35 PM

KAIROS

ჩვენი ადგილები უკვე დაჯავშნულია. ალბათ ცოტა დააგვიანდათ ჩვენს ორგანიზატორებს, ამიტომაც მოგვიწია სამშაბათი

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Feb 22 2010, 03:01 AM

კონკურსი "წლის საუკეთესო სტუდენტი" გერმანიაში, დაწვრილებით იხილეთ შემდეგ ლინქზე:

http://www.satvistomo.net/index.php?option=com_content&view=article&id=45&Itemid=75&lang=ka

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 2 2010, 03:11 AM

laugh.gif laugh.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვაიმე მეც მინდა რა წამოსვლა რა.... გთხოვთ მეც დამიჯავშნოთ რა ადგილი, აუცილებლად წამოვალ. smile.gif ზალცგიტერში ვცხოვრობ მუნხენში ჩამოვალ აუცილებლად....

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 2 2010, 12:15 PM

rcmena

დაუკავშირდი, ტელეფონის ნომრებიც იქნება საიტზე, ბევრს ენდომება და არ დარჩე ისე 2kiss.gif


Bodbeli
ზურა საით ხარ?

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Mar 2 2010, 04:29 PM

k@the
აქეთ ვარ biggrin.gif
rcmena
მიუნხენიდან ტურინში და შემდეგ მილანში მივდივართ 22 აპრილს 23 საათზე(ხუთშაბათი) და უკან დავბრუნდებით 24 აპრილს(შაბათი) დილის 4 საათზე. სავარაუდოდ სულ მცირე 100 კაცი შევგროვდებით. მოვილოცავთ წმინდა სუდარას, მერე ამბროსი მედიოლანელის წმინდა ნაწილებს. ასევე დაგეგმილია ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობის მონახულება. დაწვრილებით კვირისთვის მეცოდინება. დაწვრილებით ინფოსაც მერე დავდებ. გამომიგზავნე შენი ტელეფონის ნომერი პმ-ით და მე დაგიკავშირდები.
KAIROS
ჩემი წერილი წაიკითხე, პმ-თ რომ გამოგიგზავნე?

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Mar 2 2010, 05:08 PM

ზურა
ცოტა ადრე რომ გეთქვა როდისთვის მიდიოდით დაახლოებით, მეც თქვენთან ერთად წამოვიდოდი.

აბა ეხლა რუსებთან მაქვს უკვე ადგილი დარეზერვებული. აური აღარ გამომივა

sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 2 2010, 05:49 PM

Bodbeli
ასე რა biggrin.gif, ვიფიქრე, სად დამეკარგა ეს კაი ადამიანითქო!
ჩემთვის რთული იქნება მადენი ავტობუსით მგზავრობები, თორემ წამოვიდოდი.

iako
არაუშავს, მთავარია მიდიხარ kiss1.gif

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 15 2010, 01:38 PM

არ დამტოვოთ რა ძალიან მინდა მეც რომ წამოვიდე...

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Mar 15 2010, 01:59 PM

rcmena

გამარჯობა, მე თვითონ დაგიკავშირდები, როგორც კი ყველაფერს ზუსტად დავადგენთ. პატარა ორგანიზაციული პრობლემები გვაქვს და მალე გადავჭრით ამ პრობლემებს და დაგიკავშირდები.

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 15 2010, 03:52 PM

madlioba.gif

მაშ გელოდებით...... whistling.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: Mar 21 2010, 11:40 PM

ყველაფერი დაზუსტდა,

9 მაისს 22:30 საათზე, კვირა დღეს, გავემგზავრებით მიუნხენიდან ტურინში მაცხოვრის წმინდა სუდარის მოსალოცად. 10 მაისს დილის 08:00 საათზე ვიქნებით ტურინში და ვეწვევით იმ ტაძარს, სადაც დაბრძანებულია წმინდა სუდარა. დილის 10:00 საათზე გამოვემგზავრებით ტურინიდან მილანში, სადაც მოვილოცავთ წმინდა ამბროსი მედიოლანელის უხრწნელ სხეულს(მეოთხე საუკუნიდან !!!!!). შემდეგ დავათვალიერებთ მილანს. 10 მაისს საღამოს 20:00 საათზე გამოვეშურებით მილანიდან მიუნხენის მიმართულებით. 11 მაისს გამთენიისას 04:00 საათზე ვიქნებით მიუნხენში.

მგზავრობის ღირებულებაა 60 ევრო. წამოსვლის სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 017623700068

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 5 2010, 01:51 PM

ამა წლის 25 მაისს(სამშაბათი) ავსტრიის ქალაქ ლიენცში გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ფეხბურთში საქართველოსა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებებს შორის. გერმანიის ქართული სათვისტომოს ქართული სპორტის ქომაგთა კლუბი "ივერიელი" გაუწევს ამ თამაშზე გამგზავრების და დასწრების ორგანიზებას. როგორც კამერუნი ასევე საქართველო იასპარეზებენ უძლიერესი შემადგენლობით: სამუელ ეტო(მილანის ინტერი), კახა კალაძე(მილანის მილანი), ჯანო ანანიძე(მოსკოვის სპარტაკი) და სხვა. მიუნხენიდან გავემგზავრებით 25 მაისს 14:00 საათზე ავტობუს(ებ)ით. გასვლა მოხდება შემდეგი მისამართიდან: Thomas-Wimmer-Ring(S-Bahn: Isartor). ცოტა ხნით დავათვალიერებთ ქალაქ ლიენცის ცენტრს და შემდეგ დავესწრებით თამაშს, რომელიც დაიწყება 17:30 საათზე. სავარაუდოდ თამაშის შემდეგ მოგვეცემა ქართველ ფეხბურთელებთან გასაუბრების და სურათების გადაღების საშუალება. მიუნხენში უკან დავბრუნდებით იმავე დღეს დაახლოებით 23:45 საათზე. ღირებულებაა 20 ევრო(ავტობუსი+სტადიონის ბილეთი). ადგილები შეზღუდილია და გთხოვთ სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით არაუგვიანეს 16 მაისამდე შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0176 23700068(ზურა)

http://satvistomo.net/index.php?option=com_content&view=category&layout=blog&id=52&Itemid=106&lang=ka
www.iverieli.com

პოსტის ავტორი: sofka თარიღი: May 11 2010, 10:26 PM

გამიხარდა რომ ჩამოდიხართ ტურინში, ხვალ ჩვენც მივდივართ და ძალიან ბედნიერი ვარ ამის შესაძლებლობა რომ მაქვს, ეხლა მიხარია ემიგრანტი რომ მქვია თორემ ამას საქართველოდან ვერ მოვახერხებდი rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: May 13 2010, 04:47 PM

ნორვეგიაში არავინ ხართ?

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 28 2010, 12:48 PM

http://www.sport.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=138&info_id=2664

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 28 2010, 01:14 PM

Bodbeli
მაგრები ხართ ზურა!
კარგია რომ ქართველები აქტიურობთ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: Bodbeli თარიღი: May 29 2010, 02:53 AM

ციტატა
მაგრები ხართ ზურა!
კარგია რომ ქართველები აქტიურობთ

გაიხარე ქეთი!
ეს ახალი ინფორმაცია:
http://www.satvistomo.net/

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Nov 3 2010, 02:25 PM

ეს სიახლე ვნახე facebook-ზე.

http://www.facebook.com/home.php?#!/photo.php?fbid=169477466411300&set=a.168386439853736.44142.100000471431030&pid=531567&id=100000471431030

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2013, 01:00 PM

შვიდგზის ზეთისცხება ნეაპოლში ჩატარდება კვირას, 14 აპრილს შემდეგ მისამართზე : Via Leopoldo Rodino, 20. 80138. (წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია).
დასაწყისი 16.30 საათი

პოსტის ავტორი: Munich თარიღი: Aug 17 2015, 05:47 PM

ემიგრანტებისათვის გლობალური ფორუმი


http://diaspora.gov.ge/?p=6470

ციტატა(k@the @ May 21 2008, 03:39 PM) *

ვფიქრობ, რომ ასეთი თემა საჭიროა განყოფილებაში...

გავუზიაროთ ერთმანეთს ახალ-ახალი ინფორმაციები ქართველების მონაწილეობით,
ქართველების მიერ/ ან საქართველოს საპატივსაცემოდ,
საზღვარგარეთ მოწყობილ სამეცნიერო umnik3.gif თუ კულტურულ whistling.gif ღონისძიებათა შესახებ.

ხოლო შემდეგ, ვისაც ხელი მიგიწვდებათ, შედეგების მოკლე შეჯამებაც აქვე ვიხილოთ d_canon.gif

აბა იაქტიურეთ...

რაღაც ინფორმაციები მეც მაქვს და დავწერ მალე...




http://diaspora.gov.ge/?p=6470

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)