თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ შევქმნათ არქივი

პოსტის ავტორი: AnDaIn თარიღი: Oct 14 2006, 05:37 PM

აბა ხალხო ჩემი იდეა მინდა გაგიმხილოთ მე მინდა გავაკეთო დღევანდელი "თანამედროვე" მართლმადიდებლური ეკლესიების გალობების არქივი , გუშინ მპ3 ვიყიდე და ჭკუაზე არ ვარ მომიტევეთ biggrin.gif მაგრამ მემგონი კარგი იდეაა გუშინ მე და მნათემ ვისაუბრეთ ქარტულ გალობაზე და ღამით გადავწყვიტე ეს ყველაფერი smile.gif აბა გამინდეთ ტქვენი აზრები

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 14 2006, 05:42 PM

AnDaIn
თუ არ ვცდები თემა გალობაზე არის გახსნილი უკვე? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: AnDaIn თარიღი: Oct 14 2006, 05:47 PM

ხო მარა ეგ რა შუაშია მე ვამბობ გავაკეთოთ არქივი და არა უბრალო თემა smile.gif

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Oct 14 2006, 05:50 PM

AnDaIn
ძალიან კარგი იდეა, ისე მაგ mp3 უნდა ქონდეს მიკროფონის შესაერთებელი ადნაც შიგამიქროფონი , რომ ცოცხლათ ჩაიწერო ხოლმე გალობები სხვა და სხვა ტაძრებში

პოსტის ავტორი: AnDaIn თარიღი: Oct 14 2006, 05:54 PM

ხოდა აქ ჩემს მპ3 მიკროფონი და მაგიტო მომაფიქრდა smile.gif


ხოდა აქ ჩემს მპ3 მიკროფონი და მაგიტო მომაფიქრდა smile.gif


და საეკლესიო არქივვები რამეს თუ მოიფიქრებთ

პოსტის ავტორი: zura.b.g. თარიღი: Oct 14 2006, 10:59 PM

კირილეისონი დაგედოთ კარგი იქნებოდა (ოღონდ ძალიან ნელი)სამთავრისში იგალობეს ერთი დიაკვნის მღვდლად კურთხევის წინ.ამ გალობის მერე შესძახეს "აქციოს".ჟრუანტელმა დამიარა.ძაან სასიამოვნო იყო. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 15 2006, 12:12 AM

AnDaIn
ვერ მივხვდი sad.gif

პოსტის ავტორი: AnDaIn თარიღი: Oct 15 2006, 02:33 PM

რას ვერ მიხვდით sad.gif მე ვამბობ რომ თბილისში რაც მართლმადიდებლური ტაძრებია მეტნაკლებად ყველას საგალობლები ჩავწეროთ და გავაკეტოტ არქივიი. მაგაზე კაის რას ვიზამთ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 17 2006, 06:22 PM

მოგესალმებით ქრისტეს მიერ ძმებო და დებო!

იდეა კარგია არქივის შექმნაზე, სხვათაშორის არამარტო გალობის. ამასწინათ სადღაც შემხვდა საკმაოდ კარგი ფრესკების კრებული სახელწოდებით ”XXI საუკუნის ქართული კედლის მხატვრობა"....

ძალიან მომეწონა

ჩემს ქრისტეს მიერ ძმას ზურას კი შენდობის თხოვნით ერთ პატარა მითითებას მივცემდი. აღნიშნული გალობა, რომელიც შენ მოისმინე არის არა "აქციოს" არამედ "აქსიოს". იგი ბერძნულია (άξιος) და ქართულად ითარგმნება როგორც "ღირსია".

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 17 2006, 06:29 PM

AnDaIn

ციტატა
რას ვერ მიხვდით მე ვამბობ რომ თბილისში რაც მართლმადიდებლური ტაძრებია მეტნაკლებად ყველას საგალობლები ჩავწეროთ და გავაკეტოტ არქივიი. მაგაზე კაის რას ვიზამთ?

ახლა მივხვდი smile.gif კარგი აზრია smile.gif

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 17 2006, 06:29 PM

ციტატა(zura.b.g. @ Oct 14 2006, 10:59 PM) *

კირილეისონი დაგედოთ კარგი იქნებოდა (ოღონდ ძალიან ნელი)სამთავრისში იგალობეს ერთი დიაკვნის მღვდლად კურთხევის წინ.ამ გალობის მერე შესძახეს "აქციოს".ჟრუანტელმა დამიარა.ძაან სასიამოვნო იყო. rolleyes.gif

"აქციოს" თუ "აქსიოს"?! huh.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 17 2006, 06:30 PM

ABDALA

ციტატა
აქციოს" თუ "აქსიოს"?!

აქსიოს აქსიოს აქსიოოოოოოს smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 17 2006, 07:07 PM

ციტატა
"აქციოს" თუ "აქსიოს"?!


აქსიოს smile.gif მისი ანტონიმია "ანაქსიოსი" ანუ უღირსი. smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2006, 05:19 PM

mnate

ციტატა
მისი ანტონიმია "ანაქსიოსი"

სხვათაშორის საინტერესო რაღაც გამახსენდა (თემას არ ეხება sad.gif )

სასულიერო პირის კურთხევის დროს მღვდელმთავრის მიერ წარმოთქმული "აქსიოს" კითხვით ხასიათს ატარებს. იგი ერთგვარად ეკითხება მრევლს, ღირსია თუ არა პირი მღვდლობისა.

გუნდის მიერ ნაგალობები (რაც ადრე მრევლის მიერ ხდებოდა, მსგავსად "ქრისტე აღდგა"-ზე პასუხისა) "აქსიოს, აქსიოს, აქსიოს" ნიშნავს სამრევლო დასტურს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თუ ამ დროს მრევლთაგანი (თუნდაც ერთი) დაიძახებს "ანაქსიოს"-ს, მღვდლის კურთხევის საიდუმლო ჩერდება. ამ პირს დაიბარებენ მღდევლმთავართან უღირსობის მიზეზის განსამარტად. იმ შემთხვევაში თუ მიზეზი ცილისმწამებლურია, ცილისმწამებელი, ბასილი დიდის კანონებით, იმავე სასჯელით დაისჯება, რითაც მის მიერ ბრალდებული დასიჯებოდა ბრალის დადასტურების შემთხვევაში

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Oct 18 2006, 05:22 PM

ციტატა
სხვათაშორის საინტერესო რაღაც გამახსენდა (თემას არ ეხება )

სასულიერო პირის კურთხევის დროს მღვდელმთავრის მიერ წარმოთქმული "აქსიოს" კითხვით ხასიათს ატარებს. იგი ერთგვარად ეკითხება მრევლს, ღირსია თუ არა პირი მღვდლობისა.

გუნდის მიერ ნაგალობები (რაც ადრე მრევლის მიერ ხდებოდა, მსგავსად "ქრისტე აღდგა"-ზე პასუხისა) "აქსიოს, აქსიოს, აქსიოს" ნიშნავს სამრევლო დასტურს.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თუ ამ დროს მრევლთაგანი (თუნდაც ერთი) დაიძახებს "ანაქსიოს"-ს, მღვდლის კურთხევის საიდუმლო ჩერდება. ამ პირს დაიბარებენ მღდევლმთავართან უღირსობის მიზეზის განსამარტად. იმ შემთხვევაში თუ მიზეზი ცილისმწამებლურია, ცილისმწამებელი, ბასილი დიდის კანონებით, იმავე სასჯელით დაისჯება, რითაც მის მიერ ბრალდებული დასიჯებოდა ბრალის დადასტურების შემთხვევაში


ზუსტად აქედან ვიცი მეც ეს სიტყვა smile.gif სამწყსოს უფლებაა თქვას როგორც "აქსიოს" ასევე "ანაქსიოს" ღმერთმა არ გვათქმევინოს ეს უკანასკნელი smile.gif

პოსტის ავტორი: david the iverian თარიღი: Oct 18 2006, 10:35 PM

AnDaIn
ჩემსასაც აქვს მიკროფონი, მაგრამ მპ3ით ჩაწერილები არ ვარგა... რომელი მპ3ია შენი?

პოსტის ავტორი: zura.b.g. თარიღი: Nov 2 2006, 11:41 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 17 2006, 06:22 PM) *



ჩემს ქრისტეს მიერ ძმას ზურას კი შენდობის თხოვნით ერთ პატარა მითითებას მივცემდი. აღნიშნული გალობა, რომელიც შენ მოისმინე არის არა "აქციოს" არამედ "აქსიოს". იგი ბერძნულია (άξιος) და ქართულად ითარგმნება როგორც "ღირსია".


შემინდეთ ჩემი უვიცობა.IPB-ს სურათი.და არავის არ გაქვთ ეს გალობა?

პოსტის ავტორი: shota თარიღი: Nov 2 2006, 11:45 PM

AnDaIn
რას შვები, აქამდე ვერაფერი ვერ ჩაიწერე? smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)