რა ინტენსიობით უნდა ეზიარებოდეს მორწმუნე, როგორ უნდა მოემზადოს ზიარებისათვის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა ინტენსიობით უნდა ეზიარებოდეს მორწმუნე, როგორ უნდა მოემზადოს ზიარებისათვის |
veriko7 |
May 11 2008, 09:51 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 887 რეგისტრ.: 30-April 08 წევრი № 4,695 |
რა აზრი აქვს ყოველ კვირას ზიარებას თუ მან სულიერი სიმშვიდე და უდიდესი მადლი არ მოგვიტანა? ჩემი აზრით, ადამიანი მხოლოდ მაშინუნდა ეზიაროს როდესაც ამისათვის მზად იქნება
|
ალექსანდრე |
May 11 2008, 11:11 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
nino_ni
ციტატა კი,მართალი ხარ და ამიტომაც უნდა ეზიარო ხშირად,რომ უფალმა გაზიაროს ერთხელ მაინც........ჩვენ ზიარების ღირსნი ვერადროს ვიქნებით,უნდა ვეცადოთ ვიყოთ "ღირსთან" ახლოს მანიც.ა აპაპაპა მე არ მითქვამს რომ ხშირად არ უნდა ვეზიაროთ მეთქი, პირიქით ხშირად უნდა ვეზიარებოდეთ ოღონდ წრფელი გულით. და არა ზიარების რაოდენობის დათვლით. ზიარების რაოდენობა კი არ აცხოვნებს ადამიანს არამედ ის თუ როგორი გულით მივეახლეთ წმიდა საიდუმლოს. veriko7 ციტატა ჩემი აზრით, ადამიანი მხოლოდ მაშინუნდა ეზიაროს როდესაც ამისათვის მზად იქნება და როდის იქნება ადამიანი მზად ზიარების მისაღებად? ვიქნებით კი ოდესმე ზიარების ღირსნი? ამიტომ ჯობია ხშირად ეზიაროს ადამიანი და თავი უღირსად მიიჩნიოს ვიდრე იშვიათად და თავი ზიარების ღირსი ეგონოს -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
nino_ni |
May 12 2008, 06:32 PM
პოსტი
#43
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
ალექსანდრე
კი.მეც მაგას ვამბობ ხშირად უნდა ეზიარო,რომ უფალმა ერთხელ მაინც გაზიაროს!!!! ციტატა უნდა ვეზიარებოდეთ ოღონდ წრფელი გულით. და არა ზიარების რაოდენობის დათვლით. -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
ოიგიუს მინიმუს |
May 12 2008, 07:20 PM
პოსტი
#44
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 128 რეგისტრ.: 26-December 06 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 751 |
ეკლესიის ისტორიის დასაწყისიდანვე წესად იყო მიღებული ხშირი ზიარება. მეორე საუკუნის ცნობილი მამა ეგნატე ღმერთშემოსილი წერს:"ეცადეთ, ხშირად შეიკრიბეთ ზიარებისათვის და ღვთის სადიდებლად"
ჭმ.იოანე დამასკელი კი ამბობს:"სულისა და ხორცისაგან შექმნილ ადამიანს სჭირდება როგორც სულიერი, ისე ხორციელი საკვები. სულიერ საზრდოდ იესო ქრისტემ მოგვცა თვით თავისი ხორცი და სისხლი, რომელსაც წმინდა ევქარისტიაში ღვინისა და პურის სახე აქვს. ხშირად ზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთნი მიაჩნიათ თავი რა უღირსად, წელიწადში ერთხელ ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ეზიარებიან. მაგრამ განა ოდესმე გავხდებით ამ დიდი საისუმლოს ღირსნი, როგორც არვ უნდა მოვემზადოთ? ამიტომ ჩვენი ცოდვების შეგნებითა და ღვთის მოწყალებისა და კაცთმოყვარების იმედით უნდა მივეახლოთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. "რაც უფრო ხშირად ეზიარება ადამიანი ქრისტეს წმინდა ცხოველსმყოფელ საიდუმლოს, მით უკეთესია." წმ. სერაფიმე საროველი. მე პირადად თვეში ორჯერ მაინც მაზიარებს მოძღვარი მარხვაში კი ყოველ კვირას... ნუ რა თქმა უნდა თუ ძაან სისულელეები არ გავაკეთე აღსარებამდე. -------------------- "პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი..."
|
lch |
May 18 2008, 06:30 PM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მე მოძღვარი მყავს ურბნის-რუისის ეპარქიაში, იქ ჩასვლას ყოველ კვირას ვერ ვახერხებ და ვეზიარები დიდ დღესასწაულებზე...
-------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
neo |
May 18 2008, 06:52 PM
პოსტი
#46
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ციტატა ხოლო რაციონალური და არა სიყვარულით მიდგომა ამ საკითხისადმი სხვა რამეზე მაფიქრებს. სარდიონ მივხვდი შენიშვნას, მადლობელი ვარ... -------------------- www.cordesign.ge
|
leluka |
May 18 2008, 07:01 PM
პოსტი
#47
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
ციტატა რა ინტენსიობით უნდა ეზიარებოდეს მორწმუნე, როგორ უნდა მოემზადოს ზიარებისათვის კარგად რომ დაიცლება აღსარებაზე.... რომ მივდება რომ ყველაფერი ამოიღო სულიდან ხინჯი ე მაშინ ანუ ყოველი გულიანი აღსარების მერე -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
xatuna |
May 18 2008, 09:07 PM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 269 რეგისტრ.: 3-September 06 წევრი № 139 |
დამლოცეთ მამაო
ალბათ რაც უფრო ხშირად ვიტყვით აღსარებას, რაც უფრო ხშირად მოვინანიებთ და ვეზიარებით მით უკეთესია ჩვენი სულებისთვის. კონკრეტულად რიცხვი არ ვიცი, მაგრამ ასეთი რამ წამიკითხია, რომ თუ თვლი რომ სათანადოდ არ ხარ მზად აღსარებისთვის და ზიარების მისაღებად, მაინც უნდა წახვიდე მოძღვართან, გადადებით არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადო... თეორიულად კი ვიცი, მაგრამ სამწუხაროდ პრაქტიკულად ამას პირადად მე ვერ ვანხორციელებ...მე მხოლოდ მარხვებში ვეზიარები |
joriko86 |
May 18 2008, 09:09 PM
პოსტი
#49
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 25 რეგისტრ.: 9-May 08 მდებარ.: saqartvelo. tiflisi წევრი № 4,774 |
ადამიანის ზიარებას, "კალენდარული" სისტემა არსჭირდება... ჩვენი წინაპრები, ყოველ კვირას ეზიარებოდნენ, კი მართალია, მათი ცხოვრების სტილი და ჩვენი, რადიკალურად განსხვავდება მარა მაინც, მაშინ სხვა დრო იყო, ახლა სხვაა.... ეკლესიას დრო და საუკუნეები არყოფენ მარა მაინც... ძალზე რთულია დღევანდელობას, კაცი ყოველკვირას ეზიაროს, მარა სასურველია რათქმაუნდა. ჩემი აზრით, სხვადროს თუარა მარხვებში მაინც ვეზიაროთ სისტემატიურათ, რაც აუცილებელიცაა და ძალზე სასურველიც. რათა ღირსეულათ ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ.
|
ლეონი |
May 20 2008, 09:26 PM
პოსტი
#50
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
ციტატა და ვიღვაწოთ. ეს მომეწონა -------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
tamar84 |
May 21 2008, 08:29 PM
პოსტი
#51
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 60 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,516 |
ალბათ ყოველ კვირას უნდა ეზიარებოდეს ნამდვილი მორწმუნე ადამიანი, მაგრამ დღევანდელი ცხოვრების ტემპით ასეთი რამ რამდენად შესაძლებალია არ ვიცი.თუმცა ჩვენს ტაძარში ბევრი ახერხებს ასეთი სიხშირით ამ დიდი მადლის მიღებას.
მე კი სამწუხაროდ ჯერ ვერ ვეღირსე... . |
სარდიონ |
May 21 2008, 09:32 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 677 რეგისტრ.: 3-April 08 წევრი № 4,428 |
tamar84
ჯერ ნაზიარები არ ხარ? -------------------- KILL YOUR TV !
|
gldani |
Jun 6 2008, 11:28 PM
პოსტი
#53
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 5-June 08 წევრი № 5,013 |
დაწერეთ რას ფიქრობთ! დამლოცეთ მამაო.ზიარება სინანულის გარეშე არ არსებობს.უნდა ვეზიაროთ სინანულით,ანუ როცა მართლა იგრძნობ,რომ ამა თუ იმ ცოდვის ჩადენის გამო ინანიებ,როცა გამძიმებს ცოდვა და ცდილობ მონანიების შემდეგ აღარ ჩაიდინო.მოკლედ უნდა ვეზიაროთ მაშინ როცა სინანული გვეწვევა.ზიარება არ არის გეგმის შესრულება.ვერ დაუწესებ თავს,ამდენჯერ და ამდენჯერ უნდა ეზიაროო. გმადლობთ ,რომ მონაწილეობას იღებთ ფორუმში.ხშირად შეგვეხმიანეთ |
orthodox-georgia |
Jun 8 2008, 11:00 PM
პოსტი
#54
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
რა აზრი აქვს ყოველ კვირას ზიარებას თუ მან სულიერი სიმშვიდე და უდიდესი მადლი არ მოგვიტანა? ჩემი აზრით, ადამიანი მხოლოდ მაშინუნდა ეზიაროს როდესაც ამისათვის მზად იქნება ადამიანი ზიარების ღირსი ვერასდროს გახდება, მაგრამ უფლის გამოუთქმელი კაცთმოყვარეობის წყალობით მაინც გვაქვს საშუალება ვეზიაროთ მის უწმიდეს სისხლს და ხორცს. წესით ალბათ ყოველ წირვაზე უნდა ვეზიარებოდეთ მაგრამ...................... -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
ana-xatia |
Jun 15 2008, 01:41 PM
პოსტი
#55
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 |
მე შეძლებისდაგვარად ყოველ კვირას ვეზიარები. მაგრამ უფრო და უფრო მიმძაფრდება იმის გრძნობა რომ ღირსი არ ვარ. ერთადერთი იმას ვფიქორბ რომ თუ არ ვეზიარები, უფრო ადვილად მომერევა ბოროტი.
კურთხევასაც არასდროს ვიღებ მოძღვრისგან ზიარებაზე აღსარების შემდეგ. ზიარებისწინა ლოცვებს ვკითხულობ და მივდივარ, თუ მაზიარა, მაზიარა. თუ არადა - არა. ისე საკმარისია ერთი კვირა არ ვეზიარო და ბრძოლები მიმძაფრდება საშინლად. gldani ციტატა მოკლედ უნდა ვეზიაროთ მაშინ როცა სინანული გვეწვევა.ზიარება არ არის გეგმის შესრულება.ვერ დაუწესებ თავს,ამდენჯერ და ამდენჯერ უნდა ეზიაროო. სინანულის მოსაპოვებლად ზოგი უამრავი ლოცულობს ბედნიერი ხარ თუ სინანული გაქვს. "მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა" |
ზვარე |
Jun 15 2008, 07:01 PM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 |
დამლოცეთ მამაო
მე ვეზიარები მაშინ, როცა მოძღვარი მაკურთხებს. არ ვეკითხები წინასწარ, რათა არ გამოვითხოვო კურთხევა. როცა მომცემს კურთხევას ვეზიარები, ამით იმ ფიქრებისაგან თავისუფალი ვარ, აი ეხლა ვარ ღირსი თუ არა მაშინ ჯობდა.......... შესაბამისად ინტენსივობა ხან ძალიან ხშირია, ხან იშვიათი...... წელს დიდმარხვაში მხოლოდ ორჯერ ვეზიარე... -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
ანანო |
Jun 15 2008, 07:09 PM
პოსტი
#57
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
დამლოცეთ მამაო მე ვეზიარები მაშინ, როცა მოძღვარი მაკურთხებს. არ ვეკითხები წინასწარ, რათა არ გამოვითხოვო კურთხევა. როცა მომცემს კურთხევას ვეზიარები, ამით იმ ფიქრებისაგან თავისუფალი ვარ, აი ეხლა ვარ ღირსი თუ არა მაშინ ჯობდა.......... შესაბამისად ინტენსივობა ხან ძალიან ხშირია, ხან იშვიათი...... ჩემი სათქმელი თქვა ბოლოს ვეზიარე დიდ ხუთშაბათს -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
ლეონი |
Jun 15 2008, 10:40 PM
პოსტი
#58
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
ციტატა ბოლოს ვეზიარე დიდ ხუთშაბათს და ეგ რა კარგია? ისე ზიარების ღირსი არასდროს არაა ადამიანი -------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
ანანო |
Jun 16 2008, 12:19 AM
პოსტი
#59
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
და ეგ რა კარგია? ისე ზიარების ღირსი არასდროს არაა ადამიანი არა რა კარგი დამესიენ ეშმაკები -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
natia. |
Jun 16 2008, 01:00 AM
პოსტი
#60
|
natia ჯგუფი: Members პოსტები: 431 რეგისტრ.: 28-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,929 |
დამლოცეთ მამაო...დიდი სიხარულია ზიარება, ჩემი აზრით რაც შეიძლება ხშირად უნდა ვცდილობდეთ ზიარებას, რა თქმა უნდა მოძღვრის კურთხევით, ხოლო თუ არ ვართ ღირსი, გავხდეთ ღირსეულნი(ღირსი არასდროს არ ვართ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც, რომ მოვემზადოთ...) რა ძნელია ზიარების გარეშე ცხოვრება..მაგრამ უფრო უარესია უღირსად ზიარება...აღსარებაში აუცილებელია ყველაფრის თქმა..ზოგს ერიდება არ ამბობენ და მერე იტანჯებიან...მაგრამ თუ მოძღვრის კურთხევა არ გვაქვს, მორჩილად უნდა ველოდოთ და ვემზადოთ ზიარებისთვის
-------------------- მიუტევე და მოგეტევება; არ განიკითხო და არ განიკითხები; სასუფეველი შორის თქვენსა არს; იხარეთ ორსავე სოფელსა შინა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი