IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დიდი მარხვა - მეორე კვირა, მოგზაურობა აღდგომისკენ
afxazi
პოსტი Feb 22 2010, 03:15 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



22 თებერვალი (9 თებერვალი), დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ორშაბათი

მოწამისა ნიკიფორესი (დაახლ. 257); მღვდელმოწამეთა: მარკელე სიცილიელ ეპისკოპოსისა, ფილაგრე კვიპრელ ეპისკოპოსისა და პანკრატი ტავრომენიელ ეპისკოპოსისა.


VI ჟამ. - ეს. IV, 2 - V, 7. მწუხ. - შესქ. III, 21 - IV, 7. იგავ. III, 34 - IV, 22.





ორშაბათსა მეორესა შვიდეულისასა, სურვილისათვის საუკუნეთა მათ კეთილთასა, და რათა არა გვიყუარდენ სოფლისა ამის საშუებელნი. გუაკურთხენ, მამაო!




ძმანო და მამანო, სარბიელსა წმიდათა მარხუათასა წინამდებარედ აქუს ღუაწლი მარხვისა, რომლისა მიერ განჰკაფთ ხორცთა თქუენთა ზედა დართვითა მღვიძარებისათა, და კნინღა გცონისთ ზედას-ზედა სმენისაგან სწავლათასა, არამედ ვინაითგან ვითარცა დღითი-დღედ მოსიკუდიდ ვართ, თანაგუაძს ყოფაი სჯულისდებისაებრ მოციქულისა. ხოლო ეგულებიან რა ვის სიკუდილი, სიკუდილისათვის ჰზრახავნ იგი და ანდერძსა რასამე იტყვინ, და ლმობიერ-ჰყოფენ მსმენელთა. მოვედით უკუე და ჩუენცა ნუ დებვიქმნებით სმენად, არამედ ვითარცა ანდერძსა აღმოიკითხუასა, ვერჩდეთ სიტყუათა ამათ. ანდერძი უკუე მსოფლიოთა, ვინაითგან ხორციელ არს, ხორციელადცა ზრახავნ. ესე იგი არს: სამკვიდრებელისა დატევებასა, ცოლისა და შვილთა და ნათესავთა და ძმათასა და სხუათა, რაოდენიცა რაიმე აქუს განწესებაი ჩუეულებად. ხოლო ჩუენი ესე ანდერძი არას იტყვის ესე ვითარსა, არამედ ამას, ვითარმედ მსხემვართ და წარმავალ ქუეყანასა ზედა და ვითარმედ არარა შემოვიღეთ სოფლად, სჩანს, რამეთუ არცა განღებად რა ვის ხელ-გუეწიფების! რამეთუ მივიცვალებით ხრწნილებისაგან უხრწნელებად, და შეურაცხებისაგან - დიდებად და მოკუდავებისაგან - უკუდავებად. ვინაიცა არა სცოდოს, რომელმან ამას ანდერძსა და უფროსღა აღთქმასა სახარებად სახელსდუას, ვინაითგან მოციქულიცა განსლვასა და ქრისტესთანა ყოფასა უაღრეს და უმჯობეს უწესს. და კუალად სხუასა ადგილსა იტყვის, რამეთუ: "მე აჰა ესერა შევიწირვი და ჟამი მოქცევისა ჩემისა მოიწია. ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაი აღმისრულებიეს, სარწმუნოება დამიმარხავს. ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გვირგვინი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან, არა მე ხოლო, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაი მისი". ჰხედავთა, რამეთუ ვითარცა სახარება არს ამიერ მიცუალებაი ჩუენი. და ვინაითგან სახარება არს მიერ მიცუალება ჩუენი, ესე აღთქმაი მხიარულებით და გულსმოდგინებით ვისმინოთ და სურვილით და წადიერებით შებმა ვჰყოთ მოღუაწებასა და ნურაისა ხორციელისა მიმართ მივიქცევით, ნუცა მშობელთა, ნუცა ძმათა, ნუცა ნათესავთა, და რად ვიტყვი ამას ვისმე, და მას ვისმე, რამეთუ არღა სოფლისა ამის აგებულებისა მიმართ ჯერ არს მიქცევა, ვითარცა ჰყოფდა მამათაგანი ვინმე, რამეთუ რაჟამს გამოვალნ სენაკით, საბურველითა დაიფაროს პირი თვისი, რათა არა მიჰხდეს ნათელსა მზისასა და ეკითხა რა მიზეზი, ესრეთ მიუგო, ვითარმედ: "რად მიხმს ხილუად ნათელი ესე საწუთოი". ესრეთვე განეშორების ყოვლისაგანვე ღუთის მოყუარე კაცი და ღუთისა ხოლო სიყუარულსა და ხედუასა შეეყოფის და განიცდის დაბადებულთა ღუთისათა, და განკვირდების და უგალობს ხუროთმოძღუარსა მას ხელოვანსა. და მეყუსეულად გულისხმისყოფად რა მოვიდეს, უხილავთა მიმართ მიიქცევის და ესრეთ მოისთულებს სიხარულსა და მხიარულებასა საღმრთოსა. ესე ვითარი იყო მამამთავარი აბრაამ, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: "სარწმუნოებით მწირობდა აბრაამ ქვეყანასა მას აღთქმისასა, ვითარცა უცხოსა კარავსა შინა, მკვიდრობდა ისააკ და იაკობის თანა, მკვიდრთა მათ თანა მისვე აღთქმისათა, რამეთუ მოელოდა მას, რომელსა იგი საფუძუელ უსხენ ქალაქსა, რომლისა ხუროთმოძღუარ , და შემოქმედ ღმერთი არს. ესე ვითარი იყო დიდიცა მოსე, რამეთუ სარწმუნოებით დაუტევა ეგვიპტე, და არა შეშინდა რისხვისაგან მეფისა, რამეთუ უხილავი, ვითარცა ხილული შეერაცხა. ესევითარნი იყუნეს ყოველნი წმიდანი, რამეთუ არა განიცდიდეს ხილულსა, არამედ უხილავსა. არცა გული უთქმიდათ საწუთოისა, არამედ საუკუნოსა და ესრეთ რაოდენ მისაწთომელ იყო, შურად საღმრთოდ წარემატებოდეს.

უკეთუ ესე სურვილი ჩუენცა მოვიგოთ, არა სადა სურვიელ ვიქმნნეთ შუენიერებათა ამის ცხოვრებისათა, არცა გვიკვირდეს მათი, რომელნი იგი ხორციელად სცხოვნდებიან, არამედ უფროსღა დიდად სულთ ვითქუნეთ მათთვის, რამეთუ აღთქმასა შინა კეთილთა მათ აღთქმულთა, დამკვიდრება ოქროისა და ვერცხლისა და განმხრწნელთა გემოთა მიხედვითა, ნებსითითა სირბმითა წარსწყმდეს. ხოლო ჩუენ, ძმანო, სიტყვისაებრ მოციქულისა, განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდიდეთ: ზეცისასა ვეძიებდეთ და ზეცისასა ვზრახვიდეთ, სადაცა ქრისტე არს მარჯუენით მამისა მჯდომარე, რათა ჯეროვან იყოს ჩუენ-თვისცა თქმად, ვითარმედ: "თქუენ არა ხართ სოფლისა ამისგან", და ვითარმედ: "თქუენი მოქალაქეობა ცათა შინა არს". ვინაიცა წარ-მცა-დგომილ ვართ უბრალოდ დღესა მას კუალადგებისა და მართლმსაჯულებისა ღუთისასა, წინაშე საშინელისა და შესაძრწუნებელისა ქრისტეს საყდრისა და სმენად საწადელსა მის ხმისა და შესლვად სასუფეველსა ცათასა, მისვე თავადისა ქრისტეს ღუთისა ჩუენისა მიერ, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2024 - 07:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი