თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში.

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 11 2008, 12:42 PM

ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, იღუპებიან და იჭრებიან ჩვენი თანამემამული, უამრავი ლტოლვილია, რომელბიც მარტო დანსაცმლის ამარა არიან. უნდა დავეხმაროთ მათ, ფონდიდანაც გამოვყოფთ თანხებს, ასევე ვისაც რაიმე გაქვთ: იქნება ეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ სხვა რაიმე იქნება შევაგროვოთ და გადავცეთ ჩვენ თანამემამულეებს . ვანახოთ მტერს ,თუ როგორ ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში, ყველაფერი კარგად იქნება თუ ერთად დავდგებით. პატრიარქმა ხომ ბრძანა: ძალა სიმართლეშია და არა სიმრავლეში, სიმართლე ჩვენს მხარეზეა და ნურაფრის შეგეშინდებათ, ადამიანს გონია რომ ძლიერია, მაგრამ საკმარისია პატარა მიწისძვრა ან რაიმე სხვა ბუნებრივი გამოვლინებები მოხდეს, უკვე ხვდება რომ ის არაფერს წარმოადგენს, ამიტომაც ღმერთის იმედად ვიყოთ და ყველაფერი მოგვარდება.

ესეიგი ვიკრიბებით, დღეს 19:00 საათზე სპორტის სასახლესთან და მივდივართ ყველანი მიცკევიჩზე(მანდ არის გახსნილი საგანგებო შტაბი) და ვეხმარებით დროებით დევნილ მოსახლეობას.
წამოიღეთ ვისაც რა შეიგიძლიათ: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რაიმე საკვები და ა.შ.


თქვენი იმედი მაქვს ფორუმელებო 2kiss.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 11 2008, 12:47 PM

აბა ასე უცებ ტანსაცმელი სად მოვძებნო?

საკვები იქნებ ვუყიდოთ???

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 11 2008, 12:50 PM

მიცკევიჩზე შეგხვდებით, უფლის წყალობით!

ჩემი ქმარი და მისი მეგობრებიც დაეხმარნენ გუშინ, 500 ლარის პროდუქტი მიუტანეს და ძალიან გაუხარდათო!

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 11 2008, 12:58 PM

ვისაც რა აქვს, ერთი მაისურიც რომ იყოს ეგეც საქმეა.

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Aug 11 2008, 12:59 PM

რუსთავში უკვე გასწიეს ლტოლვილებისთვის დახმარება, ჩემმა ოჯახმაც შეიტანა წვლილი, რითიც შეგვეძლო დავეხმარეთ...

აბა თქვენ იცით, რითიც შეძლებთ დაეხმარეთ

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 11 2008, 12:59 PM

admin
ბაბვშვები არიან?

საბას ტანსაცმელები რომ გავუყო იმხელები??

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 11 2008, 01:06 PM

ახლა ველაპარაკე, უფრო კვების პროდუქტები გვინდაო, პეჩენიები და ეგეთი რაღაცეები, ძალიან გაუხარდათ რომ დავურეკე. 20000 დევნილი გვყავსო.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 11 2008, 01:40 PM

admin
საკვები ვუყიდოთ, თორემ ახლა ზამთარი არ არის, ტანსაცმლის პრობლემა რომ იყოს. კვება კი ყოველ დღეა საჭირო

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Aug 11 2008, 02:08 PM

მე სამსახურში ვარ, საკვები უფრო ადვილი მოსახერხებელი იქნებოდა ჩემთვისაც, ფული თან მაქვს და სანამ ტანსაცმელზე მე სახლში გავალ და მერე უკან გამოვალ, რავიცი აბა....

პოსტის ავტორი: tatiusi თარიღი: Aug 11 2008, 03:07 PM

ბათუმშიი ტარდება რაიმე მაგდაგვარი აქცია??? ჩვენც დავეხმაროთ!!! აქიდან როგორ დავეხმაროო???

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 11 2008, 04:47 PM

admin
აუც მოვალ 7 საათზე სპორტის სასახლესთან... დამელოდე...

ე.ი. ძირითადად საკვები პროდუქტებიო ხომ?

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 11 2008, 04:52 PM

მეც მოვალ

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 11 2008, 05:00 PM

.ნინო

ციტატა
მეც მოვალ

მაქსიმალურად ბევრი მივიდეთ და ყველამ რაღაც წამოვიღოთ... ძალიან დიდი დახმარება იქნება...

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 11 2008, 05:13 PM

admin

ტანსაცმელი წამოვიღო? თუ მარტო პროდუქტი?

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Aug 11 2008, 05:25 PM

მე სამსახურიდან წამოვალ, სახლში რომ ვიყო წამოვიღებდი ტანსაცმელსაც, მაგრამ ფულს თუ შევაგროვებთ პროდუქტი ვიყიდოთ

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 11 2008, 05:28 PM

მაქსიმალურად დავეხმაროთ დევნილებს და ჯარს...
კიდევ რა სჭირდებათ საკვები პროდუქტის გარდა?
მოკლედ, ვისაც რა შეგიძლიათ მოიტანეთ სპორტის სასახლესთან 7 საათზე...

პოსტის ავტორი: tatiusi თარიღი: Aug 11 2008, 05:31 PM

ბათუმიიდან როგორ დავეხმაროო????

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Aug 11 2008, 05:38 PM

kato_Bato
კი არიან , ახალშობილებიც არიან. ყვეალ ზომის ტანსაცმელია საჭირო.

საკვები მალფუჭებადი არ უნდა იყოს.

მართლაც უამრავი ხალხი მოდის მიცკევიჩზე. ამ დღეებში ხან მანდ ვარ, ხან მერიაში, ხანაც ...

რამდენჯერმე შემოგვთავაზეს თავიანთ სახლში შეფარება ქალის ერთი ან ორი შვილით. იყო შემთხვევა, როცა წაიყვანეს ბავშვები, დაბანეს, ჩააცვეს, აჭამეს და მერე დაუბრუნეს მშობელს.

მიცკევიჩზე შტაბის ტელ.: 38-72-89
შესაძლოა იქ გნახოთ.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 11 2008, 05:42 PM

ეხლა დავრეკე მაგ შტაბში.

ტანსაცმელი აღარ გვინდაო.

ეხლა უფრო მეტად პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენის საშუალებები და საჭმელი გვჭირდებაო.

საპონი, სალფეთქი, და ესეთი ელემენტარული რაღაცეები.

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 11 2008, 05:44 PM

მე პეჩენიებს ვიყიდი და მოვალ. რაც მეტნი ვიქნებით მით კარგი...

პოსტის ავტორი: nata. თარიღი: Aug 11 2008, 05:55 PM

მიტხარით რა მიცკევიჩზე რა ადგილას, დღეს რაღაცეებს მოვიძიებ სამსახურშიც გავაფრთხილებ და ხვალ მივაკითხავთ.

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Aug 11 2008, 06:07 PM

nata.
მიცკევიჩის 29-ა.
ქუჩის ბოლოშია, კუთხის შენობა.
თუ პავლოვიდან შემოხვალ, იფექციურთან უნდა ჩამოხვიდე.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 11 2008, 06:24 PM

რამდენნი მივდივართ?
ისე არ გამოვიდეს, რომ 5 კაცი მივადგეთ...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 11 2008, 06:25 PM

მაქსიმალურად ბევრი უნდა ავგროვდეთ... უჭირს ხალხს... ყველას გთხოვს რომ წამოხვიდეთ და წამოიღოთ საკვები პროდუქტები...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 11 2008, 06:50 PM

აბა, ვინ მოდიხართ?

ერთი პურიც კი შეიძლება ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 11 2008, 06:55 PM

daica, dRes Tu xval?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 12 2008, 12:03 PM

დევნილები შესახლებულები არიან ასევე თემქაზე, III მიკრორაიონში, რუსულ სკოლაში

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 12 2008, 12:39 PM

ახლახანს მივიღე სკაიპით:

ცხვარიჭამიის მოსახლეობამ 500-მდე ლტოლვილი შეიფარა, გუშინ სოფელს გამოუკვებია და დღეისთვის არაფერი აღარ აქვთ! არც ტანსაცმელი არც საჭმელი! ყველას გევედრებით, ვისაც რისი საშუალება გაქვთ, დავეხმაროთ ჩვენ თანამემამულეებს და ნიკოლაძის 16 ნომერში ვისაც რისი საშუალება გაქვთ, სულ მცირეც კი, გავიღოთ იმ ხალხისთვის! ჩემი ნომერია 893 73 15 14 ამ ნომერზე დამირეკეთ! გთხოვთ გაავრცელოთ ეს ინფორმაცია სასწრაფოდ, ზოგი მძიმედაა!!

პოსტის ავტორი: lasha3131 თარიღი: Aug 12 2008, 12:47 PM

რა ქართველი ხარ და ვაჟკაცი
თუ მამულს ტავი არ ანაცვალე,
ეს აწვალებდა ცოტნე დადიანს,
მეც ქართველი ვარ და ეს მაწვალებს . . .

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 13 2008, 11:30 PM

გუშინწინ პატარა წვნილი შევიტანეთ დევნილების დახმარებაში ფორუმის სახელით

IPB-ს სურათი

მოდით ხვალ(14.08.2008) კიდევ გავიმეოროთ იგივე, ვისაც რა შეგვიძლია. ახლა ერთმანეთს უნდა ამოვუდგეთ გვერდში და გადავაგოროთ ეს გასაჭირი.

ხვალ (14.08.2008) 19:00 საათზე შევირკიბოთ სპორტის სასახლესთან და ვისაც რა შეგვიძლია იქნება გადავცეთ ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობას.

პოსტის ავტორი: tatiusi თარიღი: Aug 14 2008, 12:15 AM

ხო არ იცით რომელ ბანკში შემიძლია ფულის გადარიცხვა???

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 14 2008, 12:18 AM

თუ შევძელი აუცილებლად მოვალ

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Aug 14 2008, 12:36 AM

ციტატა(tatiusi @ Aug 14 2008, 12:15 AM) *

ხო არ იცით რომელ ბანკში შემიძლია ფულის გადარიცხვა???

მიცკევიჩზე შტაბის ტელ.: 38-72-89

ამ ნომერზე მოგცემენ ზუსტ პასუხს. ანგარიში რომ გაიხსნა ნამდვილად ვიცი, მაგრამ რომელ ბანკში, არ მიკითხავს.

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Aug 14 2008, 01:14 AM

დღეს ტელევიზორში გამოაცხადეს, საინფორმაციო სადგური 095 გაიხსნაო, ზარის ღირებულებაა 1 ლარი ,მობილურიდან ვიწვალე და 095-ზე ვერაფრით გავედი, მერე 822 095 ავკრიფე და დაფიქსირდა ზარი, შემოსული თანხა დევნილი მოსახლეობის დახმარებას მოხმარდებაო. ქალაქის ტელეფონიდანაც შეიძლება დარეკვა და მობილურიდანაცო.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მე მივალ ხვალ , მაგრამ 7-ზე ვერა, უფრო ადრე , 7-ზე გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს იხდის პატრიარქი სამებაში , იქნებ მანამდე შეიკრიბოთ ტქვენც და საღამოს ლოცვებზე ამოხვიდეთ სამებაში.

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 14 2008, 10:05 AM

აუ საშინელება ხალხო რა,იცი რა ხდებოდა გორისკენ?მერე კასპის ხალხიც კი გამორბოდა მე გუშინ ჩამოვედი ჩემი დევნილებითურთ კასპში მყავდა ეს დღები, მარა იდიდანაც რომ გამოიქცნენ ხალხი წამოვიყვანე აქეთ რა მექნა, ყოველდღე რეკავდნენ სახლებს წვავენო და ასე შემდეგ გაუგონარი ამბავია რა, ქალებს იტაცებენო და ახალგაზრდა ბიჭებსო, ეგ ტელევიზითაც გადმოუციათ.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 14 2008, 10:10 AM

ქალებზე კი ვიცოდით თემო, მაგრამ ბიჭებს რაღას ერჩიან?
რამდენნაირი ბოროტების ჩადენა შეუძლია ადამიანს.
საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს მაგათ ჩადენილ სისაძაგლეს. sad.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 14 2008, 10:13 AM

ციტატა(ნაინა @ Aug 14 2008, 10:10 AM) *

ქალებზე კი ვიცოდით თემო, მაგრამ ბიჭებს რაღას ერჩიან?
რამდენნაირი ბოროტების ჩადენა შეუძლია ადამიანს.
საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს მაგათ ჩადენილ სისაძაგლეს. sad.gif

ერთმა ტელევიზორში ილაპარაკა. 24 კაცი ჩაგვყარეს მარშუტკაშიო, და რო გადარეკეს ხალხი ავიყვანეთო იკითხეს ახალგაზრდები თუ მოხუცებიო, ახალგაზრდები თუ არიან წამოიყვანეთო, გზაზე რულისთვის ხელი აურტყიათ და მარშუტკა გადაუყირავებიათ და 4 კაცი გამოქცეულა.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 14 2008, 10:25 AM

ბიძია თომა

ციტატა
ერთმა ტელევიზორში ილაპარაკა. 24 კაცი ჩაგვყარეს მარშუტკაშიო, და რო გადარეკეს ხალხი ავიყვანეთო იკითხეს ახალგაზრდები თუ მოხუცებიო, ახალგაზრდები თუ არიან წამოიყვანეთო, გზაზე რულისთვის ხელი აურტყიათ და მარშუტკა გადაუყირავებიათ და 4 კაცი გამოქცეულა.

არავის ინდობენ და მაგის მერე ვინმე მეტყვის რომ ეგენიც ადამიანები არიან?

sad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 14 2008, 11:01 AM

ციტატა(admin @ Aug 13 2008, 11:30 PM) *

გუშინწინ პატარა წვნილი შევიტანეთ დევნილების დახმარებაში ფორუმის სახელით

IPB-ს სურათი

მოდით ხვალ(14.08.2008) კიდევ გავიმეოროთ იგივე, ვისაც რა შეგვიძლია. ახლა ერთმანეთს უნდა ამოვუდგეთ გვერდში და გადავაგოროთ ეს გასაჭირი.

ხვალ (14.08.2008) 19:00 საათზე შევირკიბოთ სპორტის სასახლესთან და ვისაც რა შეგვიძლია იქნება გადავცეთ ჩვენს დროებით დევნილ მოსახლეობას.

ამისი გადაღება როდისღა მოახერხეsmile.gif

არ დავიწყებ იმის ახსნას როგორ დღეში ვიყავით და მაინც როგორ გაგვიხარდა ერთმანეთის დანახვა!

ერთი ოჯახი ვართ ხალხო, და უზომოდ მიყვარხართ!

რაც შეგვიძლია მივეხმაროთ საბრალო ხალხს!

პ.ს. მნათე არ მენახა ყველაზე მეტი ხანია, ნამეტანი მომნატრებია ეს დათუნია kiss1.gifkiss1.gifkiss1.gifkiss1.gif

ძველი დრო მომენატრა, ვიყოთ ისევ ყველანი ერთად, აუცილებლად!

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Aug 14 2008, 12:24 PM

ხალხნო მაგრად იდექით! ჩვენ გავიმარჯვებთ!

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 14 2008, 12:51 PM

რუსთაველ ფორუმელებს მივმართავ თუ ვინმეს უნდა, რომ დაეხმაროს გორელ მოსახლეობას, რომელიც რუსთავში გადმოიყვანეს,რითაც შეუძლია, იქნება ეს ფული თუ საკვები და სხვა ნებისმიერი ნივთი ,რადგან რაც აცვიათ მხოლოდ იმით არიან ჩამოსულები შემეხმიანეთ smile.gif

პოსტის ავტორი: natalia malatsidze თარიღი: Aug 14 2008, 03:19 PM

QUOTE(.:Lela:. @ Aug 14 2008, 01:51 PM) *

რუსთაველ ფორუმელებს მივმართავ თუ ვინმეს უნდა, რომ დაეხმაროს გორელ მოსახლეობას, რომელიც რუსთავში გადმოიყვანეს,რითაც შეუძლია, იქნება ეს ფული თუ საკვები და სხვა ნებისმიერი ნივთი ,რადგან რაც აცვიათ მხოლოდ იმით არიან ჩამოსულები შემეხმიანეთ smile.gif


სად და როგორ შეიძლება მივაწოდოთ შესაწირი?

აუცილებლად მოვალ სპორტის სასახლესთან.რადგანაც ფორუმში შედარებით ა ხალი გაწევრიანებული ვარ,მითხარით, როგორ შეიძლება გიცნოთ ფორუმელები. ნატალია

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 14 2008, 03:35 PM

დღეს ყველას გელოდებით სპორტის სასახლესთან 19:00 საათზე, ამის შემდეგ ერთად წავალთ და დავეხმარებით დროებით დევნილ ჩვენს მოსახლეობას

ისე მაინც მოდით მომენატრეთ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 14 2008, 03:36 PM

admin
დღეს სად მიდიხართ გიო?


პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 14 2008, 03:56 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 14 2008, 03:36 PM) *

admin
დღეს სად მიდიხართ გიო?


მაგრები ხართ. ძაიან სამადლო საქეს აკეთებთ... smile.gif
სულიერად თქვენთან ვარ, თუ რამეს შველის რა თქმა უნდა... laugh.gif

პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Aug 14 2008, 04:00 PM

ციტატა(natalia malatsidze @ Aug 14 2008, 03:19 PM) *

სად და როგორ შეიძლება მივაწოდოთ შესაწირი?

აუცილებლად მოვალ სპორტის სასახლესთან.რადგანაც ფორუმში შედარებით ა ხალი გაწევრიანებული ვარ,მითხარით, როგორ შეიძლება გიცნოთ ფორუმელები. ნატალია

პმ ნახე?იქ მოგწერე

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Aug 14 2008, 04:14 PM

ციტატა(mariami-k @ Aug 12 2008, 12:03 PM) *

დევნილები შესახლებულები არიან ასევე თემქაზე, III მიკრორაიონში, რუსულ სკოლაში

იმავე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღშიც შესახლებულები არიან, მე დავეხმარე 2დღის წინ sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 14 2008, 04:20 PM

admin

ციტატა
დღეს ყველას გელოდებით სპორტის სასახლესთან 19:00 საათზე, ამის შემდეგ ერთად წავალთ და დავეხმარებით დროებით დევნილ ჩვენს მოსახლეობას

+1
აუცილებლად...

დავეხმაროთ დევნილებს, ძირითადად საკვები პროდუქტით... yes.gif

მაქსიმალურად ვეცდები რომ მოვიდე...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 14 2008, 04:32 PM

ისევ მიცკევიჩზე თუ მვდივართ მოვალ კალიასკით biggrin.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 14 2008, 04:46 PM

ესეიგი ყაზების 35 ა ში შეუსახლებიათ 58 მოსახლე, ხოდა პირდპაირ იქ წავიდეთ და გადავცეთ ჩვენი დახმარება. იქნებ ბევრნი შევგოვდეთ, ძალიან უჭირთ sad.gif ამ დროისთვის 25 000 ზე მეტი ლტოლვიი გვყავს და დღითიდღე მატულობს.
დღეს ყველას გელოდებით სპორტის სასახლესთან 19:00 სააათზე.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 14 2008, 04:50 PM

admin
ღმერთმა შეიწიროს თქვენი სიკეთე.

მართლაც საშინელ დღეშია ხალხი. მე სამწუხაროდ არაფერი მაქვს თან რომ გვერდში დაგიდგეთ და წვლილი შევიტანო. 2 ხელი ტანსაცმლით ვარ გორიდან წამოსული. sad.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 14 2008, 05:04 PM

admin

ციტატა
დღეს ყველას გელოდებით სპორტის სასახლესთან 19:00 სააათზე.

ყველამ ვიაქტიუროთ...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 14 2008, 06:00 PM

admin
თუ ცოტა დამაგვიანდეს დამელოდე...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 14 2008, 06:19 PM

ბავშვებო, საბას ჩაეძIნა, თუ 7-სკენ ჩემი ქმარუკა მოვიდა სამსახურიდან, გამოვქანდები ეგრევე, სადმე დაგიპადიეზდებთ!

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 14 2008, 06:35 PM

mariami-k

შენ იქით უნდა გეხმარებოდეთ ეხლა, sad.gif ჯანმრთელად ხართ სუყველა?

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 14 2008, 06:39 PM

20 წუთში სპორტის სასახლესთან ვიქნები, იქ გნახავთ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Aug 14 2008, 07:32 PM

გაიხარეთ ხალხნო, ღმერთმა მოგცეთ შესაძლებლობა და ძალა! იმედია მალე მეც შემოგიერთდებით დასვლეთიდან, უფლის ნებით და მადლით და ლტოლვილების დახმარების შანსი მეც მომეცემა აქეთ არ ყავთ ისე ჯერჯერობით...ყველანი მალე თავიანთ სახლებში გვენახოს!

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Aug 14 2008, 09:44 PM

ხვალე თუ კიდე წახვალთ აუცილებლად შემატყობინეთ smile.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Aug 14 2008, 10:10 PM

ძალიან კარგები ხართ, ღმერთმა შეგიწირითოთ kiss1.gif

mariami-k
მარიამ kiss1.gif ძალიან ძალიან კარგი გოგო ხარ და მინდა იცოდე რომ ძალიან მდიდარიც a075.gif


ღმერთმა გაგაძლიეროს kiss1.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 14 2008, 10:32 PM

თქვენ გენაცვალეთ ხალხო, დღეს ძალიან დავეხმარეთ ჩვენს დევნილებს, ძალიან გახარებულები იყვნენე და ჩვენი მისვლით იმედი მიეცათ, ჯერათ რომ მალე დაბრუნდებიან.

ხვალაც შევიკრიბოთ 19:00 საათზე სპორტის სასახლესთან და დავეხმაროთ დროებით დევნილ მოსახლეობას. რაც მეტნი ვიქნებით მით კარგი, დღეს სულ 6 ნი ვიყავით და ძალიან დავეხმარეთ smile.gif

IPB-ს სურათი


ხვალ 15.08.2008 ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან 19:00 საათზე.

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Aug 14 2008, 10:47 PM

გაიხარეთ და შეგიწიროთ უფალმა kiss1.gif
ძალიან ვეცდები მოვიდე smile.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 15 2008, 11:26 AM

ხალხო ძალიან ესაჭიროებათ ლეიბები თუ ვინმეს გაქვთ თითო ლეიბი მაინც შევწიროთ ჩვენს ძმებს და დებს იატაკზე წვანან ეგრევეო სადაც ჩვენ ვიყავით.

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 15 2008, 12:47 PM

ერთი უბრალო დეფშიც რომ წამოიღოთ ეგეც რაღაცას ნიშნავს, დღეს შევიკრიბოთ 19:00 საათზე სპორტის სასახლესთან.

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 15 2008, 12:53 PM

რა გჭირთ ხალხო არავინ რომ არ იხედებით აქ.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 15 2008, 12:54 PM

გლდანელები ვინა ხართ?

გლდანის 177 საჯარო სკოლაში, შესახლებულ დევნილებს, ღამე შუქიც კი არ ქონდათ,რადგან ელექტრო გაყვანილობა დამწვარია,ზოგს სანთელიც კი არა ქონდა, რომ აღარაფერი ვილაპარაკოთ პირველად მოხმარების საგნებზე. ძალიან უჭირთ თან 2 თვის პაწიაც ყავთ და საჭმელიც კი არა აქვთ ნორმალურად. გამგეობა ჯერჯერობით ინერტულია,არ გვაქვს არაფერიო, ისევ ჩვენ მოსახლეობამ გაუწიოთ დახმარება.ვისაც მიგიწვდებათ და შეგიძლიათ დახმარება და ნუგეში, გამოიჩინეთ გულისხმიერება.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 15 2008, 01:12 PM

admin
1. თეფშზე გამახსენდა, ამ ეტაპისთვის, ერთჯერადი ჭურჭელი (თეფში, ჭიქა, კოვზი, ჩანგალი) ხომ არ გვეყიდა?
2. იქნებ დღეს გლდანში წავსულიყავით?

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 15 2008, 01:21 PM

ყველაფერი სჭირდებათ: ფლოსტები,წინდები,საცვლები,პი
სახოცები,კბილის ჯაგრისი,საპონი,ტაშტი.

250 კაცამდე, რთულია ეს ელემნტარული,ყველანაირი წვრილმანი გაგახსენდეს, საწყლებიც ისე არიან დაბეჩავებულები, რო თითონაც ვერ ფიქრობენ რა უნდათ შემოგვყურებენ უიმედო თვალებით.

მადლობა ღმერთს, მოსახლეობა საკვებს აწვდის.

მაგიდები აქვთ შეტყუპუულები და ბევრს იქ სძინავს, ლეიბები და ბალიშები მისწრებაა.

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Aug 15 2008, 01:34 PM

ციტატა(კანონისტი @ Aug 15 2008, 01:12 PM) *

admin
1. თეფშზე გამახსენდა, ამ ეტაპისთვის, ერთჯერადი ჭურჭელი (თეფში, ჭიქა, კოვზი, ჩანგალი) ხომ არ გვეყიდა?
2. იქნებ დღეს გლდანში წავსულიყავით?

+1

მაშინ დღეს იქნებ ერთჯერადი ჭურჭელი და ჰიგიენის საშუალებები ვუყიდოთ.... თუ ვინმეს ლეიბები და ბალიშები აქვს, წამოიღოს

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 15 2008, 01:35 PM

რომელ საათზე აპირებთ მაგ სკოლაში წასვლას ?

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 15 2008, 01:36 PM

ესეიგი ჩვენ უკვე ორგან ვიყავით ბიჭებიც გავიცანი და ტელეფონები გავცვალეთ. დღეს დავურეკავ თუ რაიმე არ ჭირდებათ, მაშინ წავიდეთ გლდანისკენ ან გავარკვევ ვის ყველაზე მეტად ჭირდებ დახმარება და იქითკენ ავიღოთ გეზი.

ციტატა
რომელ საათზე აპირებთ მაგ სკოლაში წასვლას ?


ლელა იქნება 19:00 საათისთვის მოახერხო მოსვლა სპორტის სასახლესთან.

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 15 2008, 01:40 PM

ციტატა
ლელა იქნება 19:00 საათისთვის მოახერხო მოსვლა სპორტის სასახლესთან.



ვეცდები

გიორგი, მაკარონი ჰერკულესი ან ეგეთი რამე ივარგებს რომ წამოვიღო ?

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 15 2008, 01:48 PM

ციტატა(leluka @ Aug 15 2008, 01:40 PM) *

ვეცდები

გიორგი, მაკარონი ჰერკულესი ან ეგეთი რამე ივარგებს რომ წამოვიღო ?


კიი, ყველაფერი ივარგებს.

ჩაი ერთჯერადები, პეჩენიები, კანფეტები,-(ტკბილია და კალორიული, შიმშილს კლავს) პური, "სგუშონები", ვერმიშელი, წიწიბურა.


ხალხო! მინდა კიდე ავღნიშნო, რომ თბილისის გარეუბნებში,უფრო რთულადაა სიტუაცია. ცენტრში, პიარიც დიდია და დახმარებაც. მოვიდეს ტელევიზია და გააშუქოს რა ყოფაში არიან დევნილები პერიფერიებში.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 15 2008, 02:00 PM

admin
გიო, დღეს ცოტა ფინანსებით დამასაჩუქრეს და მეც გამომიარეთ, ისევ ვიყიდი რაიმეს და გაგატანთ.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 15 2008, 02:04 PM

მუხიანის 174-ე საშუალო სკოლაში კიდევ 20 დღის ბავშვი ყავთ sad.gif და დედა.

მადლობა ღმერთს აქ ცოტა უკეთესადაა საქმე. ღამე შუქი მაინცა აქვთ.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 15 2008, 02:11 PM

Amuza
რას ჭამს 2 თვის ბაია? რას აძლევენ? რომელ საკვებს?

ტანსაცმელებს მოვძებნი რამეს საბას გარდერობში.

ბავშვის პლედსაც წამოვიღებ...
მოკლედ, გამომიარეთ>



ბავშვებო, იქნებ ბინა ვუქირავოთ ამ ჩვილბავშვიანებს მაინც?

და ჩვენ გადავუხადოთ მოვაგროვოთ ფული?
ა?



მარა ვინ აჭმევს მერე მაგათ sad.gif


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 15 2008, 02:18 PM

კაი აზრია ბინის ქირაობა, ეს 2 ბავშვი გლდანის რაიონში არის უკვე, არა საკვები მიაქვთ მაგრამ წარმოიდგინე,ელექტრო ენერგია არაა და იქ ბავშვი როგორი რთულია გარეცხვა უნდა დაბანა რავი რა.


პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 15 2008, 02:19 PM

ქირაობის არ ვიცი და ნეტა არავის აქვს ბინა გამოკეტილი. ეს იდეა კარგია ისე.. აქ არ ვიცი მარა აქვთ ხოლმე ასე ბინები

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 15 2008, 02:29 PM

სადმე გარეუბანში...

ოღონდ თუ მიაქირავებენ ნეტა, შეიძლება შეეშIნდეთ, არ წავლენ მერეო//

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 15 2008, 02:37 PM

ბინის ქირაობა შეიძლება, გზები გაიხსნება თუ არა ჩამოვა ნათია და გამოვიტანთ ფონდიდან თანხას, ხოდა შეიძლება რამოდენიმე ოჯახს ვუქირავოთ ბინა.

დღეს 19:00 საათზე ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 15 2008, 02:38 PM

admin
ხო გიო....

ვქნათ რამე. მე გამომიარეთ.



პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 15 2008, 02:48 PM

მეც მინდა sad.gif, მიცკევიჩზე მიტანას, იქნებ დარეკოთ და გაიგოთ.
ჩემმა დამ და თანამშრომლებმა ეგრე დარეკეს და ნუცუბუძეზე 171 სკოლაში აუტანეს პირდაპირ პროდუქტები. უპატრონოდ იყვნენ ხალხი (300ადამიანიო), ჯერ არავის მიუკითხიაო. ასეთები ბევრია, sad.gif(
მე 2 დღეა სიცხე მაქ, ვწევარ sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 15 2008, 02:50 PM

ციტატა(k@the @ Aug 15 2008, 02:48 PM) *

მეც მინდა sad.gif, მიცკევიჩზე მიტანას, იქნებ დარეკოთ და გაიგოთ.
ჩემმა დამ და თანამშრომლებმა ეგრე დარეკეს და ნუცუბუძეზე 171 სკოლაში აუტანეს პირდაპირ პროდუქტები. უპატრონოდ იყვნენ ხალხი (300ადამიანიო), ჯერ არავის მიუკითხიაო. ასეთები ბევრია, sad.gif(
მე 2 დღეა სიცხე მაქ, ვწევარ sad.gif sad.gif


ხო,ასე ადგილზე მისვლა ჯობია..

რა დროს სიცხეა,ქეთოო kiss1.gif გამაოჯანმრთელდი მალე wub.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 15 2008, 02:52 PM

საშინელებაა, ძირითადად გავამახვილოთ ჰიგიენურ საშუალებებზე, ლეიბებზე და ბალიშებზე და ასეთ რაღაცეებზე.
გლდანის რაიონის გამგეობა ჯერჯერობით უმოქმედოდაა, ამბობენ კარვების ქალაქებში გადაიყვანენ დევნილებსო, ბავშვები,მართლაც ცოდოები არიან.

ჯერჯერობით ისევ ისევაა სიტუაცია უცვლელი, საჭმელი აქვთ დასაწოლი კი არაა.

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 15 2008, 02:55 PM

ციტატა
ხო გიო....

ვქნათ რამე. მე გამომიარეთ.


ესეიგი ჩავაწერინე ჩემი მობილური და თუ 7 სულიანი ოჯახი გამოჩნდა დამირეკავენ, სავარაუდოდ რამოდენენიმე საათში გამოჩნდება. მანამდე მე გავიკითხავ ბინის ფასებს, ნუ 200 ლარში რომ ჩავეტიოთ ერთი თვე, მერე ნათიაც ჩამოვა და ფონდიც მოგვეხმარება. დამირეკავანე თუ არა შეგატყობინებთ.

ციტატა
ჯერჯერობით ისევ ისევაა სიტუაცია უცვლელი, საჭმელი აქვთ დასაწოლი კი არაა.


ზოგს საჭმელიც არა აქვს. ახლა დამირეკეს ყახბეგის 35 იდან და მითხრეს ჩამოვიდა უმარავი საწოლი და ლეიბიო ხოდა ალაბთ მალე დაარიგებენ.


პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 15 2008, 02:58 PM

ნომერს მოგცემთ 177 საჯარო სკოლის დირექტორის და დაურეკეთ, მე ეხლა ველაპარაკე სიტუაცია უცვლელია

822571685 გელა


პოსტის ავტორი: natalia malatsidze თარიღი: Aug 15 2008, 03:02 PM

QUOTE(leluka @ Aug 15 2008, 02:40 PM) *

ვეცდები

გიორგი, მაკარონი ჰერკულესი ან ეგეთი რამე ივარგებს რომ წამოვიღო ?



ვეცდები წამოვიდე,შეიძლება მანქანითაც ვიყო.ოღონდ ფორუმელებს ჯერ არ გიცნობთ,იმედია ადგილზე იქნებით 7 სთ-ზე. ნატალია

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 15 2008, 03:12 PM

ციტატა
ვეცდები წამოვიდე,შეიძლება მანქანითაც ვიყო.ოღონდ ფორუმელებს ჯერ არ გიცნობთ,იმედია ადგილზე იქნებით 7 სთ-ზე. ნატალია


აუცილებლად მოდი smile.gif ეგ არ არის პრობლემა ოპერატიუად გაგიცნობთ biggrin.gif

ხალხოოოო, ესეიგი აბა ახლა სასწრაფოდ უნდა დავტრიალდეთ. ქალი სამი ჩვილი ბავშვით უნდა დავაბინავოთ სასწრაფოდ, მეუღლე კოდორში მოუკლეს sad.gif sad.gif საშინელ დღეშია არიან. მოკლედ ახლა გავარდები ბინაზე, იქნება გავიგო რამე, მოკლედ დღეს ყველანი მოდით სპორტის სასახლესთან 19:00 საათზე.

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 15 2008, 03:14 PM

ციტატა(admin @ Aug 15 2008, 03:12 PM) *

აუცილებლად მოდი smile.gif ეგ არ არის პრობლემა ოპერატიუად გაგიცნობთ biggrin.gif

ხალხოოოო, ესეიგი აბა ახლა სასწრაფოდ უნდა დავტრიალდეთ. ქალი სამი ჩვილი ბავშვით უნდა დავაბინავოთ სასწრაფოდ, მეუღლე კოდორში მოუკლეს sad.gif sad.gif საშინელ დღეშია არიან. მოკლედ ახლა გავარდები ბინაზე, იქნება გავიგო რამე, მოკლედ დღეს ყველანი მოდით სპორტის სასახლესთან 19:00 საათზე.



user.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 15 2008, 03:28 PM

admin
sad.gif უფალმა გააძLიეროსsad.gif

უფალო გადაარჩინე საქართველო..sad.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 15 2008, 03:30 PM

ვაზისუბანში, ვარკეთილში, დიდ დიღომში, ვაშლიჯვარის, ნუცუბიძის პლატოებზე სკოლებში რა სიტუაციებია, ვინც ახლოს ცხოვრობს იქნებ გაარკვიოს რამე.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 15 2008, 03:30 PM

მე საბას ტანსაცმელები მოვაგროვე ბავშვებო, და არ დაგავიწყდეთ ჩემთან გამოვლა, სპორტის სასახლესთან კალიასკით ვერ მოვალ და ტაქსი რო დავიჭირო, კიდე ფული უნდა დავხარჯო და ეგ ფული კიდევ მინდა რო რამეში ამ ხალხს მოვახმაროთ.



პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 15 2008, 03:59 PM

ჩამოვწეროთ ვინები მოვდივართ

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 15 2008, 04:05 PM

მე მოვალ

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 15 2008, 04:05 PM

მოდი ხალხო, ჩვილ ბავშვებზე ვიზრუნოთ რა, ერთი მუხიანშია 20 დღის, გლდანში 2 თვის,რთულ სიტუაციაში არიან.

სად არიან კიდე ჩვილი ბავშვები ჩამოწერეთ რა.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 15 2008, 04:11 PM

Amuza

რაც მეტს მოვედებიტ, მიტ ვერაფერს გავაკეთებთ ჩვენი მთავრობასავით.

ამ ეტაპზე ამ პრობლემაზე ვფიქრობთ:
ხალხოოოო, ესეიგი აბა ახლა სასწრაფოდ უნდა დავტრიალდეთ. ქალი სამი ჩვილი ბავშვით უნდა დავაბინავოთ სასწრაფოდ, მეუღლე კოდორში მოუკლეს საშინელ დღეშია არიან. მოკლედ ახლა გავარდები ბინაზე, იქნება გავიგო რამე, მოკლედ დღეს ყველანი მოდით სპორტის სასახლესთან 19:00 საათზე.

იქნებ მანდ მეზობლები დაეხმაროთ იმ ბავშვიან ქალს?

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 15 2008, 04:16 PM

ჯერ შევიკრიბოთ სპორტის სასახლესთან და მერე შეგვიძლია გადავნაწილდეთ პერიფერიებისკენ.

ზოგი ჩრდილოეთ სექტორისკენ წავა, ზოგი ცენტრისკენ და ზოგიც სამხრეთისკენ, მთავარია რამდენი ვიქნებიტ და რა სახსრებით.

იქ მოვილაპარაკოთ.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 15 2008, 04:17 PM

Amuza

yes.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Aug 15 2008, 04:18 PM

მეც მოვალ

პოსტის ავტორი: tamar84 თარიღი: Aug 15 2008, 04:27 PM

სამწუხაროდ მოსვლას ვერ ვახერხებ დღეს მორიგე ვარ... მაგრამ ძალიან გთხოვთ გლდანი მუხიანისკენ თუ რამე გახდა საჭირო დაწერეთ რასაც შევძლებ გავაკეთებ...
დგეს დუმბაძის გამზირზე ბაღში ჩასახლებულებთან ვიყავი, როგორც გაირკვა საჭმელ სასმელი აქვთ დასაწოლიც პამპერსებსაც არიგებს მთავრობაო თუ სადმე ცოტა უყურადღებობაა და თუ გაარკვევთ დაწერეთ რა რითაც შეგვეძლება დავეხმარებით

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 15 2008, 04:27 PM

admin

ციტატა
ხალხოოოო, ესეიგი აბა ახლა სასწრაფოდ უნდა დავტრიალდეთ. ქალი სამი ჩვილი ბავშვით უნდა დავაბინავოთ სასწრაფოდ, მეუღლე კოდორში მოუკლეს საშინელ დღეშია არიან. მოკლედ ახლა გავარდები ბინაზე, იქნება გავიგო რამე, მოკლედ დღეს ყველანი მოდით სპორტის სასახლესთან 19:00 საათზე.

სიკვდილი რუსეთს!

აუცილებლად მოვდივარ სპორტის სასახლესთან 7 საათზე, ბინა დავუქირაოთ სადმე და ფული გადავუხადოთ...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 15 2008, 04:32 PM

რა არის, რა საზიზიღრები ხართ, ასჯერ გითხარით, ნეტი არ მაქვს და ტელეფონით გამაგებინეთ, თუ რამეს დავაპირებთ-მეთქი... ეჰჰჰ რა...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 15 2008, 04:32 PM

T I K O

ციტატა
მეც მოვალ

კარგია, რაც მეტი მოვალთ და რაც მეტი სახსრებით (შესაძლებლობის ფარგლებში) მით მეტს დავეხმარებით... yes.gif

პოსტის ავტორი: nata. თარიღი: Aug 15 2008, 04:39 PM

ციტატა(Amuza @ Aug 15 2008, 02:52 PM) *

საშინელებაა, ძირითადად გავამახვილოთ ჰიგიენურ საშუალებებზე, ლეიბებზე და ბალიშებზე და ასეთ რაღაცეებზე.
გლდანის რაიონის გამგეობა ჯერჯერობით უმოქმედოდაა, ამბობენ კარვების ქალაქებში გადაიყვანენ დევნილებსო, ბავშვები,მართლაც ცოდოები არიან.

ჯერჯერობით ისევ ისევაა სიტუაცია უცვლელი, საჭმელი აქვთ დასაწოლი კი არაა.

საჭმელი და ტანსაცმელი საკმარისად აქვთ, მაგრამ დასაწოლი არაფერი. ლეიბები ან რაიმე მაგვარი, ასევე ჰიგიენური საშუალებები ახლა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ. კიდევ ჩვილი ბავშვებისათვისაც საჭირო ყველაფერი.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Aug 15 2008, 04:56 PM

ძალიან შეწუხებული ვარ, გიცხადებთ სრულ თანადგომას და მხარდასაჭერ თანხას რასაც აგროვებთ გადავცემ ერთერთ ჩემს ახლობელ ფორუმელს!

ღმერთი იხსნის საქართველოს, ძირს რუსული აგრესია!

იმედით;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Aug 15 2008, 04:57 PM

KAIROS
იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა და მთელ საქართველოს იმედით გვევლოს!

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 15 2008, 05:25 PM

ციტატა
რა არის, რა საზიზიღრები ხართ, ასჯერ გითხარით, ნეტი არ მაქვს და ტელეფონით გამაგებინეთ, თუ რამეს დავაპირებთ-მეთქი... ეჰჰჰ რა...


შენ ბოლოსთვის გამზადებდით, როგორ ყველაზე დიდი ჰუმანიტარული დახმარება biggrin.gif ასე რომ დღეს 19:00 საათზე გამო სპორტის სასახლესთან.

ხალხა იქნება ბინა ვიქირაოთ, მე ათასგან ვრეკავ ხოდა ველდოები ახლა პასუხებს, იქნება თქვენც დარეკოთ, სადღაც 200 ლარის ფარგლებში რომ ვიქირავოთ smile.gif

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 15 2008, 05:29 PM

ციტატა(KAIROS @ Aug 15 2008, 04:56 PM) *

ძალიან შეწუხებული ვარ, გიცხადებთ სრულ თანადგომას და მხარდასაჭერ თანხას რასაც აგროვებთ გადავცემ ერთერთ ჩემს ახლობელ ფორუმელს!

ღმერთი იხსნის საქართველოს, ძირს რუსული აგრესია!

იმედით;

კაიროსი!



გაიხარე ქართველო!!! smile.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Aug 15 2008, 05:54 PM

ბავშვებო ახლა გავარკვიე ჩემს სკოლაშიც არიან ტოლვილები და ძალიან უჭირთ თურმე საჭმელი და ძალიან ბევრი პატარა ბავშვია და იქნებ მაგათაც დავხმარებოდით, თუ სურვილი გექნებათ, ხვალ ჩავალ და გავარკვევ კონკრეტულად რა ჭირდებათ და დავპოსტავ smile.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 15 2008, 06:29 PM

ბავშვებო,ცოტა დამაგვიანდება..

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 15 2008, 06:30 PM

ninore

ციტატა
ბავშვებო ახლა გავარკვიე ჩემს სკოლაშიც არიან ტოლვილები და ძალიან უჭირთ თურმე საჭმელი და ძალიან ბევრი პატარა ბავშვია და იქნებ მაგათაც დავხმარებოდით, თუ სურვილი გექნებათ, ხვალ ჩავალ და გავარკვევ კონკრეტულად რა ჭირდებათ და დავპოსტავ

ხო ნინორე, გაიგე kiss1.gifkiss1.gifkiss1.gifkiss1.gif

პოსტის ავტორი: მესხი ხუცო თარიღი: Aug 15 2008, 07:53 PM

დღეს ვიყავი მე_14 საჯარო სკოლაში გლდანი-ნაძალადევის რაიონში . არის კატასტროფული მდგომარეობა უკვე 4 დღეა საკვები არავის მიუტანია და თუ რამეს მოვახერხებთ და დავეხმარებით კარგი იქნება !
sad.gifsad.gifsad.gif

ხალხი შიმშილობს და რაც მთავარია ბავშვები !

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Aug 15 2008, 08:09 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 15 2008, 06:30 PM) *

ninore

ხო ნინორე, გაიგე kiss1.gifkiss1.gifkiss1.gifkiss1.gif

კარგი, მაშინ ხვალ მივალ და დვაწერ მერე

მესხი ხუცო
აუცილებლად, ბავშვებო იქნებ რასაც ავაგროვებთ, მერე გავიყოთ და ნაწილი ერთგან წავიდეთ, ნაწილი მეორეგან smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 15 2008, 08:44 PM

ციტატა(მესხი ხუცო @ Aug 15 2008, 08:53 PM) *

დღეს ვიყავი მე_14 საჯარო სკოლაში გლდანი-ნაძალადევის რაიონში . არის კატასტროფული მდგომარეობა უკვე 4 დღეა საკვები არავის მიუტანია და თუ რამეს მოვახერხებთ და დავეხმარებით კარგი იქნება !
sad.gifsad.gifsad.gif

ხალხი შიმშილობს და რაც მთავარია ბავშვები !

მეც ეგ მითხრეს დღეს, კობა სუბელიანს ურეკავდნენ უკვე, იმდენად კატასტროფულია მდგომარეობაო sad.gif რამე ვუშველოთ ამ ხალხს

პოსტის ავტორი: miss sevda თარიღი: Aug 15 2008, 09:58 PM

მუხიანში სკოლის შენობასი არიან ,გორიდან ჩამოსული ხალხი, როგორც ტელევიზიით აცხადებენ კეტდება დახმარებები და ლტოლვილებს ეხმარებიან საკვებით და ასე შემდეგ , იქ კი სულ სხვა სიტუაცია დამხვდა და ძალიან წუხდა ხალხი რომ არავინ არ აქცევთ მათ ყურადღებას გარდა უბრალო ხალხისა ,მაცხოვრებლებისა ,რომლებსაც ტანსაცმელი და ცოტა სავები მიაქვს ვისაც რა აქვს ოჯახში, ძალიან შეწუხებულები იყვნენ და შემეცოდნენ , უამრავი ხალხია, მთელი 4 სართული დაკავებული აქვთ, შუქი არ გვაქვსო ,მხოლოდ დერეფანში პირველ სართულზე აქვთ, მოგვიტანესო მხოლოდ ლეიბები ,ისეთი საშინელი ლეიბები იყოო (მეც ვნახე) რომ არავინ დაწვა ზედ,ბოდიში და ნაშარდი ლეიბები და ბინძურები ძალიან . საჭმელი ერთხელ მოგვიტანესო ,ნახევარ ნახევარი კილო ბრინჯიო და ზეთი მოგვიტანესო და ჭიქებში ჩაგვისხესო ცოტა ცოტა,დღეს ტანსაცმელი და საჭელი გადაუტანე მეც და როგორ გითხრათ ნუ დასევა იყო , არ ყოფნით რათქმაუნდა და განსაკუთრებით საჭმელი, იქნებ რამენაირად დავეხმაროთ ამ ხალხს ვისაც რა შეგვიძლია ,დამიკავსირდით და ერთად მივიდეთ თუ გინდათ ,პმში მომწერეთ და იქნებ შევიკრიბოთ და დავეხმაროთ ამ ხალხს [size=4]

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 15 2008, 10:56 PM

რო მახსენდება იმ სკოლაში რა პირობებში იყვნენ,სახლში ვერ ვჩერდები,ადგილს ვერ ვპოულობ...

მერხზე იწვა ვიღაც ქალი..არაფერი არ აქვთ რომ დაიგონ,ქაღალდებზე წვანან ...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 15 2008, 11:03 PM

S a l l y

ციტატა
მერხზე იწვა ვიღაც ქალი..არაფერი არ აქვთ რომ დაიგონ,საღალდებძე წვანან ...

მოდი "ლეჟანკები" მაინც ვუყიდოთ...

ავდგეთ ყველანი, ვისაც ოდნავ მაინც საშუალება გვაქვს ეკონომიური და ცოტა გავიჭირვოთ, როგორც ჩანს 10 და 20 ლარი საკმარისი არაა, მოვიკლოთ რაიმე და სანაცვლოდ სერიოზული დახმარება აღმოვუჩინოთ ხალხს, დავდოთ 100-150 ლარი, იქნებ მეტიც... აი, მე მაგალითად მანქანის მაგნიტოფონის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ახლა ამის დრო აშკარად არაა, მთელ იმ ფულს ხვალვე მოვიტან და იქნება საწოლი გვეყიდა, რას იტყვით?

ძალიან გთხოვთ ყველას... user.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Aug 15 2008, 11:11 PM

გუშინ თემქაზე დავით გურამიშვილის პედაგოგიურ კოლეჯში ვიყავი დევნილების აღრიცხვაზე მათი გუშინდელი მდგომარეობა მძიმე იყო იმედია დღეს უკვე გუშინ აღირცხულთან მიხედვით მათანაც მიიტანეს საკვები პროდუქტები და ლეიბები. აღნიშნულ შენობაში ძირითადად ზემო ნიქოზის და ერედვის მოსახლეობას ქონდა თავი შეფარებული . ღმერთმა დალოცოთ და გააძლიეროთ !
თითქმის ყველა მადგანი მეუფე ესაიას ამბავს კითხულობდა ამ სიტუაციაზე დაკვირვებით მივხვდი როგორ უყვართ მეუფე და რამხელა ამაგია მეუფის ამ რეგიონში

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 15 2008, 11:38 PM

ციტატა(S a l l y @ Aug 15 2008, 10:56 PM) *

რო მახსენდება იმ სკოლაში რა პირობებში იყვნენ,სახლში ვერ ვჩერდები,ადგილს ვერ ვპოულობ...

მერხზე იწვა ვიღაც ქალი..არაფერი არ აქვთ რომ დაიგონ,საღალდებძე წვანან ...


რავი დღეს ესეთი ბინა გავჩითეთ, თორნიკე ქვია სახლის პატრონს, ეხლავე შემიძლია გასაღები მივცეო, მაგრამ გზებია, "ვეზდეხოდით" უნდა იარო. თან შორსაცაა და პირობებიც ისე რა, ისე რა კი არა სკოლა ჯობდა.

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=401&i=31052008002vt8.jpg

ციტატა(miss sevda @ Aug 15 2008, 09:58 PM) *

მუხიანში სკოლის შენობასი არიან ,გორიდან ჩამოსული ხალხი, როგორც ტელევიზიით აცხადებენ კეტდება დახმარებები და ლტოლვილებს ეხმარებიან საკვებით და ასე შემდეგ , იქ კი სულ სხვა სიტუაცია დამხვდა და ძალიან წუხდა ხალხი რომ არავინ არ აქცევთ მათ ყურადღებას გარდა უბრალო ხალხისა ,მაცხოვრებლებისა ,რომლებსაც ტანსაცმელი და ცოტა სავები მიაქვს ვისაც რა აქვს ოჯახში, ძალიან შეწუხებულები იყვნენ და შემეცოდნენ , უამრავი ხალხია, მთელი 4 სართული დაკავებული აქვთ, შუქი არ გვაქვსო ,მხოლოდ დერეფანში პირველ სართულზე აქვთ, მოგვიტანესო მხოლოდ ლეიბები ,ისეთი საშინელი ლეიბები იყოო (მეც ვნახე) რომ არავინ დაწვა ზედ,ბოდიში და ნაშარდი ლეიბები და ბინძურები ძალიან . საჭმელი ერთხელ მოგვიტანესო ,ნახევარ ნახევარი კილო ბრინჯიო და ზეთი მოგვიტანესო და ჭიქებში ჩაგვისხესო ცოტა ცოტა,დღეს ტანსაცმელი და საჭელი გადაუტანე მეც და როგორ გითხრათ ნუ დასევა იყო , არ ყოფნით რათქმაუნდა და განსაკუთრებით საჭმელი, იქნებ რამენაირად დავეხმაროთ ამ ხალხს ვისაც რა შეგვიძლია ,დამიკავსირდით და ერთად მივიდეთ თუ გინდათ ,პმში მომწერეთ და იქნებ შევიკრიბოთ და დავეხმაროთ ამ ხალხს [size=4]



მუხიანში რომელში?

გლდანის რაიონში ლტოლვილების 2/3 განლაგებულიო

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 16 2008, 12:15 AM

ციტატა( გიორგი @ Aug 15 2008, 11:03 PM) *

S a l l y

მოდი "ლეჟანკები" მაინც ვუყიდოთ...

ავდგეთ ყველანი, ვისაც ოდნავ მაინც საშუალება გვაქვს ეკონომიური და ცოტა გავიჭირვოთ, როგორც ჩანს 10 და 20 ლარი საკმარისი არაა, მოვიკლოთ რაიმე და სანაცვლოდ სერიოზული დახმარება აღმოვუჩინოთ ხალხს, დავდოთ 100-150 ლარი, იქნებ მეტიც... აი, მე მაგალითად მანქანის მაგნიტოფონის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ახლა ამის დრო აშკარად არაა, მთელ იმ ფულს ხვალვე მოვიტან და იქნება საწოლი გვეყიდა, რას იტყვით?

ძალიან გთხოვთ ყველას... user.gif



აზრი კარგია, ისე ფინანსები გამოიყოვო და სადაა ეს დალოცვილი არც ლეჟანკებია და არც ლეიბები, რო აგარაფერი ვთქვათ, ბალიშებსა და ადიალებზე.

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Aug 16 2008, 12:18 AM

ბავშვებო მე 20-მდე მასეთი დიდი თანხის საშუალება არ მაქვს და 20-ის მერე თქვენს გვერდით ვარ, მე უბრალოდ არ მცალია და თუ რამეს გადაწყვიტავთ დამირეკეთ რაა

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 16 2008, 12:19 AM

ციტატა
მაგრამ გზებია, "ვეზდეხოდით" უნდა იარო


მე და ჩემი "ვეზდეხოდი" ხვალ პროფილაქტიკაში გავატარებთ დროის დიდ ნაწილს biggrin.gif ეს სად ვიარეთ ამუზ biggrin.gif მაგარი თავგადასავალი კი გამოგვივიდა smile.gif

Amuza

გიო იქნება დარეკო ხვალ და რომეოიმე სკოლაში ქონდეთ ადგილი, დანარჩენს ჩვენ ვუზრუნველყოფთ.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 16 2008, 12:30 AM

ციტატა(admin @ Aug 16 2008, 12:19 AM) *

მე და ჩემი "ვეზდეხოდი" ხვალ პროფილაქტიკაში გავატარებთ დროის დიდ ნაწილს biggrin.gif ეს სად ვიარეთ ამუზ biggrin.gif მაგარი თავგადასავალი კი გამოგვივიდა smile.gif

Amuza

გიო იქნება დარეკო ხვალ და რომეოიმე სკოლაში ქონდეთ ადგილი, დანარჩენს ჩვენ ვუზრუნველყოფთ.


აბა ჩემი, იმის იქით ყვავიც აღარ დაფრინავდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 16 2008, 12:43 AM

admin

არ მოგეწონათ იმ ბინის ადგილი? ისევ იმ ოჯახზეა საუბარი?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 16 2008, 10:42 AM

ბავშვებო, ახლა ვიფიქრე და იმ 200 ლარით ბინის დაქირავებას ჯობია ეგ 200 ლარი იმ ჩვეილბავშვიანებს მივცეთ, რომ ბავშვის რარაცეები იყიდონ, საცხოვრებელს მოუნახავს ალბათ დროდადრო მერია...sad.gif
რა ვიცი,.
მაინც ვკითხოთ და თვითონ აირჩიონ...

რაც შეეხება "ლეჟანკებს" კარგი აზრია, ოღონდ ერთ ხანს მაგდენის საშუალება მე, ალბათ, არ მექნება და როგორც კი ჩამივარდება, თქვენს გვერდით მიგულეთ!

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 16 2008, 12:55 PM

kato_Bato

ციტატა
ბავშვებო, ახლა ვიფიქრე და იმ 200 ლარით ბინის დაქირავებას ჯობია ეგ 200 ლარი იმ ჩვეილბავშვიანებს მივცეთ, რომ ბავშვის რარაცეები იყიდონ, საცხოვრებელს მოუნახავს ალბათ დროდადრო მერია...

მართალი ხარ. მერია თვითონ მოუნახავს საცხოვრებელს, თანაც თU ბინას დაუქირავებთ კუთვნილ დახმარებებს სრულად აღარ მისცემენ. ხ\სკოლებში ყოველდღიურად დახმარებები მისდით , ხოლო სახლში არავინ მიუტანს. მე ასე ვფიქრობ და რავიცი აბა....

kato_Bato
ციტატა
რაც შეეხება "ლეჟანკებს" კარგი აზრია, ოღონდ ერთ ხანს მაგდენის საშუალება მე, ალბათ, არ მექნება და როგორც კი ჩამივარდება, თქვენს გვერდით მიგულეთ!


ლეჟანკები კარგი აზრია.
ჩმე ოჯახს 133 სკოლაში გამოგვიყეს ოთახი და მაგ სკოლაში არც ერთი საწოლი არ არის. მეზობლებმა მისცეს 2 თუ 3 ლეიბი. ეგ არს და ეგ. ასე რომ საწოლები და ლოგინი უფრო საჭიროა ამ ეტაპზე. 133 სკოლაში 260-მდე დევნილია შესახლებული. საერთო ჯამში კი 30000 დევნილია დარეგისტრირებული.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 16 2008, 01:01 PM

ციტატა
მართალი ხარ. მერია თვითონ მოუნახავს საცხოვრებელს, თანაც თU ბინას დაუქირავებთ კუთვნილ დახმარებებს სრულად აღარ მისცემენ. ხ\სკოლებში ყოველდღიურად დახმარებები მისდით , ხოლო სახლში არავინ მიუტანს. მე ასე ვფიქრობ და რავიცი აბა....

ხო, არაა კარგი დაქირავება, მერე აღარ მიაქცევენ ყურადღებას მთავრობიდან...

mariami-k
მარი, თქვენ სკოლაში ხართ?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 16 2008, 01:01 PM

kato_Bato

ციტატა
ხო, არაა კარგი დაქირავება, მერე აღარ მიაქცევენ ყურადღებას მთავრობიდან...

მართალია. მაგას სჯობს ფორუმელებმა სადმე სკოლაში მოუძებნოთ ადგილი და იქ მერე თვითონ დაეხმარებიან.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 16 2008, 01:04 PM

და მაგ ფულით თU მვოაგროვებთ პატარას კალიასკა ვუყიდოთ, 130 ლარად ვიშოვით..ნორმალურს.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 16 2008, 01:06 PM

ყველა დევნილისთვის მეტრო უფასოა.

kato_Bato

ციტატა
მარი, თქვენ სკოლაში ხართ?

კი. სკოლაში გამოგტვიყეს ოთახი, მაგრამ ჯერ-ჯერობიტ ღამე ვერ ვრჩებით, რადგან არც საწოლებია და არც ლოგინები. მე ჩემს დასთან ვრჩები. ჩემი მშობლები კი მეორე დასთან, რომელი ქირით ცხოვრობს. როცა საწოლებს მიიტანენ მერე ალბათ სკოლაში გადავალთ.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 16 2008, 01:06 PM

იდეები

რომელ სკოლაში შევასახლოთ 3 ჩვილიანი ქვრივი. იქნებ ცოტა წესიერი სკოლა,ბაღი ან რამე ვნახოთ?


პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 16 2008, 01:07 PM

kato_Bato

ციტატა
და მაგ ფულით თU მვოაგროვებთ პატარას კალიასკა ვუყიდოთ, 130 ლარად ვიშოვით..ნორმალურს

კალიასკას სჯობს რომ პამპერსები და საკვები უკიდოთ. მითუმეტეს თუ ხელოვნურ კვებაზეა ეს უფრო დასჭირდებათ.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 16 2008, 01:10 PM

mariami-k
20 დღის ბავშვია მარი sad.gif და სად დააწვენს, თავისთვის არა ავს ლეიბი და პლედი დედამისსsad.gif
არგ აცივდეს, 20 დღის ბავშვი რა საფრთხილოა sad.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 16 2008, 01:11 PM

kato_Bato

ციტატა
20 დღის ბავშვია მარი და სად დააწვენს, თავისთვის არა ავს ლეიბი და პლედი დედამისს
არგ აცივდეს, 20 დღის ბავშვი რა საფრთხილოა

მართალია. არ მეგონა ასეთი პატარა თუ იყო. sad.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 16 2008, 01:35 PM

ეგ რა არის ხალხო, მცხეტში დევნილებში 3 ბაია გაჩნდაო, ახლობელი შემხვდა და იმან მითხრა.


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 16 2008, 01:36 PM

Amuza

ციტატა
ეგ რა არის ხალხო, მცხეტში დევნილებში 3 ბაია გაჩნდაო, ახლობელი შემხვდა და იმან მითხრა.

blink.gif
smile.gif
უფალმა გააძლიეროს...

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 16 2008, 02:27 PM

ესეიგი კიდევ ერთი ბინა ვიშოვეთ ყიფშიძეზე, რავიცი პატრონმა სარემონტოა, მაგრამ შიგნით ცხოვრება შეიძლებაო, ვინც უნდა ჩავასახლოთ იმას დავურეკე და გიო იქნება შენ ნახოო, "მე ახლა არაფსი თავი მაქვსო, ძმას ვასაფლავებო sad.gif sad.gif " ხოდა ერთი გოგო გამომყვეს და შევაფასოთ გამოდგება თუ არა საცხოვრებლად, ხოდა შეიძლება მერე მისალაგებელი იყოს....

პოსტის ავტორი: ანა_ანა თარიღი: Aug 16 2008, 02:34 PM

gio tu dagchirdebi damireke



p.s.qartuli shriftit ar wers da me mapatiet

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 16 2008, 02:34 PM

უი, კალიასკა მე მაქვს, საწოლი კალიასკები რომ იყო, ისეთი უნდა მქონდეს სადღაც, საღამოს მოვძებნი რა, ჩემი რემონტის გადამკიდე, სად რა გავიტანეთ, არ ვიცი

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 16 2008, 02:57 PM

იქნება 5:30 ამ დროისთვის სპორტის სასახლესთან შევირკიბოთ. ვისაც რა გვაქვს მოვუყაროდ თავი, თან გოგოები გამომყვებიან ბინის სანახავად. ბინის პატრონთან 18:00 საათზე ვარ შეთანხმებული.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 16 2008, 03:01 PM

admin

მოვალ.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 16 2008, 03:07 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
უი, კალიასკა მე მაქვს, საწოლი კალიასკები რომ იყო, ისეთი უნდა მქონდეს სადღაც, საღამოს მოვძებნი რა, ჩემი რემონტის გადამკიდე, სად რა გავიტანეთ, არ ვიცი

უიჰ. როგორ გაუხარდება, ალბათ, საწყალს!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 16 2008, 03:18 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 16 2008, 04:07 PM) *

თამარი_ცქნაფო

უიჰ. როგორ გაუხარდება, ალბათ, საწყალს!

მთავარია, ვნახო, მოვიდეს დედაჩემი, იქნებ ჯერ არ გაუჩუქებია.

ბიჭებო, გამომიარეთ, გელოდებით, ტანსაცმელი გამზადებული მაქვს

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 16 2008, 04:05 PM

ბავშვებო, ჩემთან ერთI ადამიანი დაეტევა, თუ ვინმეს შეუძLია, ის ქალი და ბავშვი მომიყვანოს(20 დღის ბავშვი რომ ჰყავს), მე მივხედავ...

თუ მათი სურვილიც იქნება რასაკვირველია...
და კოოდინატებიც ჩაანიშნინოს იქ, რომ მხედველობაში ჰყავდეთ..
ოღონდ ერთ ადამიანზე მეტი ვერ დაეტევა მართლა ჩემთან..და ბავშვის მოვლაშიც მე მივეხმარები, მეტს, ალბათ, ვერ მოვახერხებ, მეც საბა მისახედი მყავს sad.gif

რაც მე მექნება საჭმელი, იმას გავუყოფ, მეტს, ალბათ, ვერ შევძლებთ sad.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 16 2008, 04:44 PM

შეხვედრა გადაიდო 19:00 საათზე

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 16 2008, 04:48 PM

ციტატა
შეხვედრა გადაიდო 19:00 საათზე


და ბინის სანახავად გიო მარტო წავა? თუ ბინასაც გვიან ვნახავთ?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 16 2008, 04:49 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 16 2008, 05:48 PM) *

და ბინის სანახავად გიო მარტო წავა? თუ ბინასაც გვიან ვნახავთ?

მანამდე წავა, ამიტომ დაუკავშირდი ტელეფონზე. დასახმარებლად კი მივდიოვართ 19 საათზე

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 16 2008, 04:59 PM

ახლა სემოვიდნენ ჩემთან ეზოში, პეტრიაშვილზე, ყოფილ მეექვსე სკოლაში არიან დევნილები, სჭირდებათ ელექტროღუმელები (პლიტა) საჭმილისთვის, კოვზები, ლეიბები, პირსახოცები, ტანსაცმელი ასე თუ ისე აქვთო

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 16 2008, 05:19 PM

ესეიგი სპორტის სასახლესთან ვიკრიბებით 19:00 საათზე. მანამდე მე და ნინო რესპუბლიკის მოედანზე შევხვდებით ერთმანეთს და გავალთ ყიფშიძეზე ბინის სანახავად.

პოსტის ავტორი: kotetbeli თარიღი: Aug 16 2008, 07:06 PM

მე გავიგე ლტოლვილთა კიდევ ორ ოჯახზე, რომლებსაც რამდენიმე თვის ბავშვები ჰყავთ.
თუ შეძლებთ, შესაბამისი ნივთებითა და პროდუქტებით დაეხმარეთ:
895 38 22 37 - ამათ ოჯახს ჰყავს 2 თვის ბავშვი;
898 19 71 02 - ამათ მგონი 7-8 თვის.

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Aug 16 2008, 07:12 PM

ციტატა(Amuza @ Aug 15 2008, 03:30 PM) *

ვაზისუბანში, ვარკეთილში, დიდ დიღომში, ვაშლიჯვარის, ნუცუბიძის პლატოებზე სკოლებში რა სიტუაციებია, ვინც ახლოს ცხოვრობს იქნებ გაარკვიოს რამე.

დღეს იყვნენ ახლობლები და მე-60 სკოლაში საშინელი სიტუაციაა, ჭურწლის ნასახი არა აქვთ და გასაკეთებელი საწმელს ვერ იყენებენ, იქნებ ვინც არ მუშაობს და შეუძლიათ სადილების მომზადება (მე მაგისთვის სამწუხაროთ ვერ გამოვდგები) გვერდით ამოუდგნენ, ვისაც დრო არა ავქს კიდევ, იქნებ ნახევრადფაბრიკატები მივუტანოთ. ბავშვები ყოფილან და მშივრები არიანო, სხვაგან სამწუხაროდ არ ვიცი რა სიტუაციაა sad.gif sad.gif

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Aug 16 2008, 04:59 PM) *

ახლა სემოვიდნენ ჩემთან ეზოში, პეტრიაშვილზე, ყოფილ მეექვსე სკოლაში არიან დევნილები, სჭირდებათ ელექტროღუმელები (პლიტა) საჭმილისთვის, კოვზები, ლეიბები, პირსახოცები, ტანსაცმელი ასე თუ ისე აქვთო

მოკლედ რასაც ვატყობ ყველგან ერთი და იგივე სიტუაციაა, საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობები არსადაა sad.gif

kato_Bato
2kiss.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 16 2008, 07:13 PM

რა ხდება აბა ბავშვებოო? მე ეხლა მოვედი ლოცვიდან..შემეხმიანეთ რაა რას გადაწყვეტთ..

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Aug 16 2008, 07:17 PM

ციტატა(admin @ Aug 16 2008, 02:27 PM) *

ესეიგი კიდევ ერთი ბინა ვიშოვეთ ყიფშიძეზე, რავიცი პატრონმა სარემონტოა, მაგრამ შიგნით ცხოვრება შეიძლებაო, ვინც უნდა ჩავასახლოთ იმას დავურეკე და გიო იქნება შენ ნახოო, "მე ახლა არაფსი თავი მაქვსო, ძმას ვასაფლავებო sad.gif sad.gif " ხოდა ერთი გოგო გამომყვეს და შევაფასოთ გამოდგება თუ არა საცხოვრებლად, ხოდა შეიძლება მერე მისალაგებელი იყოს....

გიო ყიფშიძეზე შედარებით ძვილი ეღირება, არ ჯობია გარეუბანში გავიკითხოთ, სიტყვა და საქმეში ქვეყნის განცხადებებია, მე ჩამოგრჩით და ნორმალურად ვერ გავიგე რას გეგმავთ, მაგრამ მე ნეტი არ მაქს და თუ დამიკავსირდებით და საქმის კურსშში ჩამაყენებთ, რითიც შემეძლება თქვენს გვერდით ვარ smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 16 2008, 09:01 PM

kotetbeli
სად არიან?


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 16 2008, 09:11 PM

რა ქენით ბავშვებო?

რა მოვიფიქრეთ?
ვნახეთ რამე ბინა?

პოსტის ავტორი: kotetbeli თარიღი: Aug 16 2008, 09:17 PM

kato_Bato
ორივე ოჯახი ჩემ უბანში იყო კიკვიძის ბაღთან. დღეს მოვინახულე და ერთი ოჯახი, ვისაც 2 თვის ბავშვი ყავს მგონი ავჭალის რომელიღაც სკოლაში დაუბინავებიათ.

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Aug 16 2008, 09:36 PM

რა ხდება აბა გარკვევით დაწერეთ

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 16 2008, 10:22 PM

დღეს შევაგროვეთ ძალიან დიდი რაოდენობით ტანსაცმელი, რომლის უმეტესობა მივიტანეთ საბავშო ბაღში ყაზბეგის ქუჩაზე... yes.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Aug 16 2008, 10:39 PM

ყველას გაქვთ ჩემი ნომერი და როცა მიდიხართ ხოლმე ერთი 6 თეთრიანი სმსი მაინც გამომიგზავნეთ ხოლმე როცა იკრიბებით, ხედავთ რომ ვერ შემოვდივარ ამ დრომდე საიტზე და გუშინწინაც დავწერე თუ წახვალთ გამაგებინეთქო მარა .........................

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 16 2008, 10:52 PM

ისე ამ ნომრებზე გამახსენდა, ერთი თემა იყოს, ფორუმელტა სატელეფონო ცნობარი a075.gif აა ? smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 16 2008, 11:04 PM

ციტატა(ნიკოლოზ_V @ Aug 16 2008, 11:39 PM) *

ყველას გაქვთ ჩემი ნომერი და როცა მიდიხართ ხოლმე ერთი 6 თეთრიანი სმსი მაინც გამომიგზავნეთ ხოლმე როცა იკრიბებით, ხედავთ რომ ვერ შემოვდივარ ამ დრომდე საიტზე და გუშინწინაც დავწერე თუ წახვალთ გამაგებინეთქო მარა .........................

ეგრე ვიყავი მეც და ისევ მე ვიაქტიურე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Aug 16 2008, 11:04 PM

აუუუუუ!.. ახლა ვნახე ეს თემა პირველად. ეეეჰჰჰ! სამი დღეა მაგ დევნილების აღრიცხვაზე დავდივარ. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ზოგ პუნქტში უბრალოდ შიმშილობს ხალხი... sad.gif



აბა, რას აპირებთ? რას შვებით ხალხო?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 16 2008, 11:05 PM

ციტატა(ნიკოლოზ_V @ Aug 16 2008, 11:39 PM) *

ყველას გაქვთ ჩემი ნომერი და როცა მიდიხართ ხოლმე ერთი 6 თეთრიანი სმსი მაინც გამომიგზავნეთ ხოლმე როცა იკრიბებით, ხედავთ რომ ვერ შემოვდივარ ამ დრომდე საიტზე და გუშინწინაც დავწერე თუ წახვალთ გამაგებინეთქო მარა .........................

ეგრე ვიყავი მეც და ისევ მე ვიაქტიურე biggrin.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 16 2008, 11:19 PM

ნიკოლოზ_V

ხვალაც ვაპირებთ შეკრებას. ადმინს დაურეკე და გეტყვის დროს . აქ თუ ვერ შემოხვალ.

Ismail

მოგვწერე რომელ პუნქტში რა სჭირდებათ, და რითაც შევძლებთ დავეხმაეროთ.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 16 2008, 11:37 PM

leluka

ციტატა
ისე ამ ნომრებზე გამახსენდა, ერთი თემა იყოს, ფორუმელტა სატელეფონო ცნობარი აა ?

და მთელი ინტერნეტი გვეყოლება ტელეფონზე: გავიცნოთ ერთმანეთI?

ან "გადმორეკე რა " laugh.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Aug 16 2008, 11:39 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 16 2008, 11:37 PM) *

leluka

და მთელი ინტერნეტი გვეყოლება ტელეფონზე: გავიცნოთ ერთმანეთI?

ან "გადმორეკე რა " laugh.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



პ.ს. ხვალ რომელზე და სად იკრიბებით?

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Aug 16 2008, 11:40 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 16 2008, 11:19 PM) *
Ismail

მოგვწერე რომელ პუნქტში რა სჭირდებათ, და რითაც შევძლებთ დავეხმაეროთ.
ყველგან ყველაფერი სჭრდებათ, განსაკუთრებით საჭმელი და ლეიბები (თორემ მაგიდებზე სძინავს ხალხს). მე სადაც ვიყავი, ყველაზე განსაკუთრებით ცუდი სიტუაცია რამოდენიმე პუნქტშია, მაგალითად, მე-14 სკოლა ნახალოვკასა და სანზონას შორის, კინოს საქართველოს ასახვევთან და 141-ე სკოლა სანზონაში. ეს ორი ადგილი სოციალური უბედურების ზონაა, რასაც ქვია... sad.gif

სხვაგან კიდევ გაუძლებს ხალხი...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 16 2008, 11:41 PM

T I K O
სპორტის სასახლესთან არის ჩვენი "სტაიანკა" 7 საათზე biggrin.gif
ყოველ დღე biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Aug 16 2008, 11:47 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 16 2008, 11:41 PM) *

T I K O
სპორტის სასახლესთან არის ჩვენი "სტაიანკა" 7 საათზე biggrin.gif
ყოველ დღე biggrin.gif kiss1.gif

"სტაიანკა" ვიცი მუდმივია, მარა დრო არ შეიძლება ხანდახან რომ შევცვალოთ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Aug 16 2008, 11:49 PM

ციტატა(Ismail @ Aug 16 2008, 11:40 PM) *

ყველგან ყველაფერი სჭრდებათ, განსაკუთრებით საჭმელი და ლეიბები (თორემ მაგიდებზე სძინავს ხალხს). მე სადაც ვიყავი, ყველაზე განსაკუთრებით ცუდი სიტუაცია რამოდენიმე პუნქტშია, მაგალითად, მე-14 სკოლა ნახალოვკასა და სანზონას შორის, კინოს საქართველოს ასახვევთან და 141-ე სკოლა სანზონაში. ეს ორი ადგილი სოციალური უბედურების ზონაა, რასაც ქვია... sad.gif

ხო ნამდვილად,ჩემი სახლის წინაა. მეც ვიყავი საშინელ დღეშია ხალხი.

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Aug 16 2008, 11:53 PM

kato_Bato

ციტატა
და მთელი ინტერნეტი გვეყოლება ტელეფონზე: გავიცნოთ ერთმანეთI?ან "გადმორეკე რა "



biggrin.gif უF არ მოიკლან თავი რაა smile.gif)) სადმე პაროლი ვიცოდეთ და ეგაა tongue.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 16 2008, 11:57 PM

T.L.

იქნე დილას ჰკიტხო და დაწერო კონკრეტულად რა სჭირდებათ და დაწერე. მოვაგროვოთ და საღამოს წავუღოთ.

გაიგე ბავშვები თუ ჰყავთ, რა ასაკის და ასე შემდეგ...

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Aug 17 2008, 12:17 AM

ციტატა(.ნინო @ Aug 16 2008, 11:57 PM) *

T.L.

იქნე დილას ჰკიტხო და დაწერო კონკრეტულად რა სჭირდებათ და დაწერე. მოვაგროვოთ და საღამოს წავუღოთ.

გაიგე ბავშვები თუ ჰყავთ, რა ასაკის და ასე შემდეგ...
კი, ბავშვები ჰყავთ, მათ შორის, 2 წლამდეც. sad.gif

საქმე იმაშია, რომ სხვა ადგილებში რამე მაინც მიაქვთ ხოლმე, ამ ორ ასდგილას კი, როცა მე მივედი აღსაწერად, საერთოდ არაფერი არ მოუტანიათ რაც აქ ვართ მთელი ამ ხნის განმავლობაშიო. შიმშილობენ.








ხვალ 7-ზე სპორტის სსხლესთან?

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 17 2008, 12:08 PM

გუშინ რა ქენით? იმ ქალს მოუძებნეთ საცხოვრებელი?

დღეს რა გეგმები გვაქვს?

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Aug 17 2008, 12:30 PM

ციტატა(Ismail @ Aug 17 2008, 12:17 AM) *

საქმე იმაშია, რომ სხვა ადგილებში რამე მაინც მიაქვთ ხოლმე, ამ ორ ასდგილას კი, როცა მე მივედი აღსაწერად, საერთოდ არაფერი არ მოუტანიათ რაც აქ ვართ მთელი ამ ხნის განმავლობაშიო. შიმშილობენ.
ხვალ 7-ზე სპორტის სსხლესთან?

შენ არ ვიცი როდის მიხვედი მაგრამ მიტანით ნამდვილად მივიტანეთ მაგრამ ზღვაში წვეთია sad.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 17 2008, 01:02 PM

ციტატა
გუშინ რა ქენით? იმ ქალს მოუძებნეთ საცხოვრებელი?

დღეს რა გეგმები გვაქვს?


გუშინ ვიყავით ყაზბეგის 35 ში და ტანსაცმით დავეხმარეთ, უკვე ორჯე გვქონდა მაგ ბაღში აქცია და ჯერ ყველაფერი აქვთ, თუ რამე დაჭირდებათ დამირეკავენ.

ასევე ავტომობილის საბარგული გავსებული მაქვს ტანსამცლით, რომელიც უნდა გადავცე კოდორიდან დევნილ ოჯახს, ალბათ მათ რამოდენიმე საათში შევხვდები. მოდით დღეს პატარა პაუზა გავაკეთოთ მოვუყაროთ თავი ყველამ პროდუქტს ან ტანსაცმელს და ხვალ სპორტის სასახლესთან შევხვდეთ.
ასევე გლდანში ძალიან ჭირდებათ გლუკომეტრი, თან გუშინ და დღეს ფორუმელბმა გამოდმომცეს თანხა და უკვე 200 ლარი მაქვს, შეიძლება ამ თანხით გლუკომედრი ვუყიდოთ და კოდორიდან დევნილ ოჯახს პირველადი დახმარება მივუტანოთ.

დღეს საღამოს მეზობელი მომცემს 10 კილო ჩაქარს, 10 კილო ფქვილს, ზედებს და ეგეთ რაღაცებ, ხოდა ხვალ გავიგებ ყველაზე მეტად ვის უჭირს და იქ წავიდეთ. ისე კარგი იქნება თუ ხვალ ორ სკოლას მოვინახულებთ და დავეხმარებით smile.gif


ხვალ (18.08.2008) 19:00 საათზე ყველანი ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან.



თითქმის ყველა ბაღში და სკოლაში ასეთი სიტოაციაა:
IPB-ს სურათი
ყველანი იმედით ვცოცხლობთ...

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Aug 17 2008, 01:05 PM

ციტატა(admin @ Aug 17 2008, 01:02 PM) *

ისე კარგი იქნება თუ ხვალ ორ სკოლას მოვინახულებთ და დავეხმარებით smile.gif

მეთოთხმეტეს და 141-ს არ აწყენდა,მართლა საშინელი მდგომარეობაა, ისმაილიც ყოფილა.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 17 2008, 01:37 PM

T.L.

გაიგე რა კონკრეტულად რა სჭირდებათ. და ხვალ მივიდეთ.

ძალიან ცუდად არიანო გაგარინიდან სანაპიროზე ცასასვლელში ტეხნიკუმის შენობაში შესახლებული დევნილებიცო sad.gif

აქ ჩვენს სკოლაში მეტ-ნაკლებად ნორმალური მდგომარეობაა, ამიტომ ამ ეტაპზე სხვებს დავეხმაროთ.

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Aug 17 2008, 01:45 PM

ძაან მაგრები ხართ ყველა!
ღმერთმა გაგაძლიეროთ!!! smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 17 2008, 01:50 PM

admin

დღეს ჩვენი მოხმარება არაფერში გინდა? როდის ჩამოგყავს ის ოჯახი?

აი ეს ნახეთ sad.gif

http://www.mra.gov.ge/index.php?m=4001&tid=411&e=1

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 17 2008, 02:04 PM

ციტატა
დღეს ჩვენი მოხმარება არაფერში გინდა? როდის ჩამოგყავს ის ოჯახი?

აი ეს ნახეთ

http://www.mra.gov.ge/index.php?m=4001&tid=411&e=1


ნინო რავიცი იმდენი გაჭირვებულია ერთი წამის დაკარგავაც არ მინდა უქმად. კოდორიდან წამოსულ ოჯახს 4 საათზე ვხვდები და საღამომდე ჩემთან იქნება, მოვივლით ყველაფერს და იქნება რამე ვიშოვოთ.

ნიიი

" იაშვილის კლინიკაში განთავსებულია დედა, შვიდთვიანი ბავშვით, რომელიც 1,5 კგ-ს იწონის. სჭირდება პამპერსი, მედიკამენტები, ბავშვის საჭმელი “ჰუმანა”, 898 290806, თეონა. "

ახლა ამას გადავხედე, დავურეკე დედას და მოდი ახლავე წავიდეთ, თანხმა მაქვს, ვუყიდოთ პამპერსები და ეგეთი რაღაცეები, ძალიან გაუხარდათ რომ დავურეკე, პამპერსები ყველაზე ძალიამ ჭირდებაო, ხოდა მოდი ახლავე გავარდეთ. 4 ამდე ეგ საქმე მოვათავთ.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 17 2008, 02:16 PM

admin

მე 5 წუთში შემიძლია გამოვიდე სახლიდან. სად შეგხვდე?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 17 2008, 02:57 PM

admin
გიო, რა მედიკამენტები სჭირდება>?

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 17 2008, 03:08 PM

ე.ი. ხვალ 7-ზე,ხო?

თანხას ვკრებთ თუ პროდუქტები და ტანსაცმელი?

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 17 2008, 04:22 PM

ძმაკაცები მყავს ნახალოვკელები, მე-14-ე აქვთ დამთავრებული.

რავი მეც შევეცდები, სამსახურში ორგანიზება გავაკეთო, წარმომიდგენია მცხეთაში, სხვა გარეუბნებში რა გაჭირვება იქნება , დევნილებშიsad.gif



მე უბრალოდ ფიზიკურად არ შემიძლია, ხვალე მოსვლა. ფიზიკურად არ ვიქნები თბილისში.

პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Aug 17 2008, 04:37 PM

ხვალ 7 საათზე მეც მინდა სოპრტის სასახლესთან მოსვლა თუ მოვახერხე. რითი დაგეხმაროთ?

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Aug 17 2008, 06:14 PM

ციტატა(S a l l y @ Aug 17 2008, 03:08 PM) *

ე.ი. ხვალ 7-ზე,ხო?

თანხას ვკრებთ თუ პროდუქტები და ტანსაცმელი?

ეს მეც მაინტერესებს

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Aug 17 2008, 07:08 PM

ხვალ საღამოს ლოცვაზე ვესწრები თუ მოვასწარი ხო მოვალ .

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Aug 17 2008, 10:32 PM

ციტატა(ნიკოლოზ_V @ Aug 16 2008, 10:39 PM) *

ყველას გაქვთ ჩემი ნომერი და როცა მიდიხართ ხოლმე ერთი 6 თეთრიანი სმსი მაინც გამომიგზავნეთ ხოლმე როცა იკრიბებით, ხედავთ რომ ვერ შემოვდივარ ამ დრომდე საიტზე და გუშინწინაც დავწერე თუ წახვალთ გამაგებინეთქო მარა .........................

მაგას ნუ ელი ჩემო კარგო, სულ მაგას ვიხვეწები და გუშინ ადმინის გაქანებულ მანქანას ძლივს მივუსწარი laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Aug 17 2008, 10:45 PM


ბავშვებო ახლა ვკითხულობდი და ძალიან ბევრია ფეხმძიმეები და ჩვილი ბავშვები და მემგონი ჯობია აქცენტი მათზე გავაკეთოთ , ყველას მაინც ვერ მოვახერხებთ , რომ დავეხმაროთ

პოსტის ავტორი: ანა_ანა თარიღი: Aug 17 2008, 10:52 PM

ციტატა(ნიკოლოზ_V @ Aug 16 2008, 10:39 PM) *

ყველას გაქვთ ჩემი ნომერი და როცა მიდიხართ ხოლმე ერთი 6 თეთრიანი სმსი მაინც გამომიგზავნეთ ხოლმე როცა იკრიბებით, ხედავთ რომ ვერ შემოვდივარ ამ დრომდე საიტზე და გუშინწინაც დავწერე თუ წახვალთ გამაგებინეთქო მარა .........................


თქვენ მოგიკვდით მეფეო ეს როგორ გაგიბედეს laugh.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 17 2008, 10:57 PM

ninore

ციტატა
მაგას ნუ ელი ჩემო კარგო, სულ მაგას ვიხვეწები და გუშინ ადმინის გაქანებულ მანქანას ძლივს მივუსწარი

მაგას ისიც მოაყოლე, პარკებით ხელში რომ დამაყუდეს შუა საბურალოზეlaugh.gif
გაქანებულსაც ვერ მივუსწარი laugh.gif

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Aug 17 2008, 11:15 PM

როდის აპირებთ შემდეგს და სად?

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 17 2008, 11:41 PM

ციტატა
როდის აპირებთ შემდეგს და სად?


ხვალ 7 საათზე სპორტის სასახლესთან ვიკრიბებით. სად წავალთ და რას ვიზამთ ხვალ გამოჩნდება.

დღეს მე და ადმინმა პამპერსი, საკვები და კატო-ბატოს გაგზავნილი ტანსაცმელი მივუტანეთ იაშვილის კლინიკაში მყოფ 7თვიან ბავშვს.

მერე რეგისტრაციის გავლაში დავეხმარეთ იმ სქამშვილ;იან ქვრივს კოდორიდან, ადრე რომ ვსაუბრობდით. მაგრამ ბინა ვერ ვუპოვეთ sad.gif

საღამოს კი 7 დღის ბავშვიან ოჯახს დავეხმარეთ და ეხლა მიყავს ნათესავთან ადმინს.....

პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Aug 18 2008, 12:10 AM

.ნინო

ნინ მეც მინდა ხვალ მოსვლა და რითი დაგეხმაროთ?

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 18 2008, 12:18 AM

patara sayvarelo

ხვალ 7 საათზე შევიკრიბოთ სპორტის სასახლესთან. ძირითადად სჭირდებათ პირსახოცები, ჰიგიენის საშუალებები და ასეთი რაგაცეები.

თუ გინდა უბრალოდ თანხა წამოიღე და ვნახავთ რა სჭირდებათ იმ მომენტში ყველაზე მეტად და იმას ვუყიდით.

http://www.mra.gov.ge/index.php?m=4001&tid=411&e=1

ეს სიაც ნახეთ და ინდივიდუალურად ან ერთად დავეხმაროთ მათაც

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Aug 18 2008, 12:23 AM

მეც ვეცდები მოვიდე

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 18 2008, 12:51 AM

მოკლედ, ახლა მოვრჩით მე და ოჯახი გადახარისხებას, სმაი უზარმაზარი ფუთა მაქვს: ერთში ბავშვის ტანსაცმელია სამიდან 5-6 წლამდე, კაბებს თუ არ ჩავთვლით, ბიჭუნებიც ჩაიცვამენ. მეორეში ქალის კაბები და მამაკაცის რამდენიმე ქურთუკია, მესამეში ქალის და გოგონების ფეხსაცმელები, ბოტოასი, სახლის ''ჩუსტებიც'' კია. მოკლედ, სწორად გავანაწილოთ და წავიღოთ ხვალ. ოღონდ მანქანიანმა მომაკითხოს აუცილებლად, ამას ნამდვილად ვერ ავწევ.

პ.ს. კანონ, ის ბაჩიებიანი პარკი ისევ თქვენს მანქანაშია? ბარემ ეგეც ამათ დავადოთ და ბავშვებს ერთად წავუღებდით smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Aug 18 2008, 01:49 AM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
პ.ს. კანონ, ის ბაჩიებიანი პარკი ისევ თქვენს მანქანაშია? ბარემ ეგეც ამათ დავადოთ და ბავშვებს ერთად წავუღებდით

ალბათ, ხელი არ მიხლია არაფრისთვის მანქანაში...

ხვალ ჩამოგივლი და წავიღებთ ყველაფერს...

T I K O
ციტატა
მეც ვეცდები მოვიდე

კარგი იქნება ძალიან...

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Aug 18 2008, 09:35 AM

ციტატა(kato_Bato @ Aug 17 2008, 10:57 PM) *

ninore

მაგას ისიც მოაყოლე, პარკებით ხელში რომ დამაყუდეს შუა საბურალოზეlaugh.gif
გაქანებულსაც ვერ მივუსწარი laugh.gif

laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 18 2008, 09:44 AM

ხომ, მოკლედ გამომიარეთ, ფულს მოგცემთ. smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 18 2008, 11:24 AM

სად მივდივართ ზუსტად. ცოტა ორგანიზებულად რომ გვქონდეს ეს ფუთები უკვე და მერე არ დავიწყოთ გადალაგებები

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 18 2008, 11:47 AM

გთხოვთ, მოგვაწოდეთ ინფორმაცია ორსულებსა და მოხუცებზე

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 18 2008, 12:09 PM

აუ რუსთავშიც რამდენები არიან იცით? 4000 კაცამდეო. და მაგრად უჭირთ.

რამოდენიმეგან ვიყავით მისული და მივუტანეთ რაღაც რაღაცეები.

მე აქეთ ვმოქმედებ ჯერჯერობით.

დღეს თუ მოვახერხე გამოქცევა თბილიში მეც შემოგიერთდებით აუცილებლად.

აბა თქვენ იცით მაგარ საქმეს აკეთებთ და არ გაჩერდეთ ბოლომდე მიაწექით. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 18 2008, 12:10 PM

კარვები სად არის გაშლილი? იქ ყავთ ორსულები?

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 18 2008, 12:11 PM

ნათია
რუსთავში 600 კაცი ცხოვრობს კარავში. ორსულები ყავთ თუ არა არ ვიცი.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 18 2008, 12:11 PM

დავრეკოთ ცენტრში და მოგვცენ მისამართები ორსულების.

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Aug 18 2008, 01:18 PM

რა ძალიან დამძიმებული ვარ,ალბათ ყველა ესე იქნებით.ჩემკენ,5 საშუალო სკოლაშიც შეასახლს დევნილები,ჩემები არ არიან სახლში,რომ ჩამოვლენ აუცილებლად მოვაძებნინებ ტანსაცმლებს და იქ გადავუტან ჩვენი სახელით.რა დღეშია ხალხი,უკვე გავგიჟდი,ნათესავი მყავს გორიდამ,ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს და ისეთ რამეებს ყვება,კიდე არ მჯერა.

ნეტა თუ შეეხმიანა ვინმე ცოტნეს შერამდინს,ის იქ ცხოვრობდა ოჯახით და ალბათ აქ იქნება,ხომ მშვიდობაა ნეტა მის თავს,ტელეფონი თუ იცით ვინმემ მომწერეთ და დავურეკავ. ხომ გახსოვთ ცოტნე?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 18 2008, 01:26 PM

მე არ მაქვს ცოტნეს ნომერი, ვინმე დაუკავშირდა?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 18 2008, 01:28 PM

zviadauri

ციტატა
ის იქ ცხოვრობდა ოჯახით და ალბათ აქ იქნება,ხომ მშვიდობაა ნეტა მის თავს,ტელეფონი თუ იცით ვინმემ მომწერეთ და დავურეკავ. ხომ გახსოვთ ცოტნე?

ცოტნე კარგადაა, ოჯახით თბილისშია, მისი სახლი გადარჩა

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 18 2008, 01:30 PM

ნათია

ციტატა
ცოტნე კარგადაა, ოჯახით თბილისშია, მისი სახლი გადარჩა

მადლობა უფალსsmile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 18 2008, 01:31 PM

kato_Bato

ციტატა
მე არ მაქვს ცოტნეს ნომერი, ვინმე დაუკავშირდა?

მე დავურეკე ცოტნეს და კარგად ვართო. თბილისში ჰყოლია ოჯახი smile.gif

უი, დაუპოსტია ნათიასაც tongue.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Aug 18 2008, 01:34 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 18 2008, 12:26 PM) *

მე არ მაქვს ცოტნეს ნომერი, ვინმე დაუკავშირდა?



პირველი ეგრევე ცოტნე გამახსენდა,კარგი ადამიანია და ვიფიწრე,მასაც რაიმე საფრთხე თუ დაემუქრა მეთქი.ომამდე რესტორანში შევხვდი და მაშინ ნომერი არ გამახსენდა გამომერთმია,ნათია იქნებ შენ გქონდეს და ეგებ,მასაც სჭირდება დახმარება

ციტატა(ნათია @ Aug 18 2008, 12:28 PM) *

zviadauri

ცოტნე კარგადაა, ოჯახით თბილისშია, მისი სახლი გადარჩა


smile.gif გაიხარე ნათია,ძალიან გამიხარდა,ყველაფერი იქნებ მალე დასრულდეს

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 18 2008, 01:35 PM

zviadauri

ციტატა
პირველი ეგრევე ცოტნე გამახსენდა,კარგი ადამიანია და ვიფიწრე,მასაც რაიმე საფრთხე თუ დაემუქრა მეთქი.ომამდე რესტორანში შევხვდი და მაშინ ნომერი არ გამახსენდა გამომერთმია,ნათია იქნებ შენ გქონდეს და ეგებ,მასაც სჭირდება დახმარება

ცოტნე კარგად არის. სამებაში ვნახე რამდენჯერმე. დედამისიც ვნახე.


ნათია
ციტატა
ცოტნე კარგადაა, ოჯახით თბილისშია, მისი სახლი გადარჩა

კარგია თუ სახლი გადაურჩა. smile.gif

ნეტა ჩემი სახლი რა მდგომარეობაშია? sad.gif sad.gif ძალიან მომენატრა ჩემი სახლი. რამდენადაც ვიცი მინები ჩაიმსხვრა, მაგრამ შიგნით რა ხდება არ ვიცი. sad.gif sad.gif იმედია ძალიან არ იქნება დანგრეული და არ გაქურდავდნენ. sad.gif კარებები ღია ყოფილა sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 18 2008, 01:41 PM

ჩვენი ფორუმელიდან ვინმეს ხომ არ სჭირდება დახმარება, ყველა კარგად არის? ჩვენი ფორუმელი ჯარისკაცებისგან რა ისმის?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 18 2008, 01:42 PM

ნათია
ჯარისკაცი მშვიდობითაა.

აი ბესიკი და სოსო ვერ ვიპოვეთ ჯერ sad.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Aug 18 2008, 01:44 PM

ლოცვიდან პირდაპირ წამოვიდოდი,მაგრამ იქნებ ვინმე დიდუბეში მოხვდეს ,რაგაც მინდა გადმოგცეთ

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 18 2008, 01:45 PM

kato_Bato

ციტატა
აი ბესიკი და სოსო ვერ ვიპოვეთ ჯერ

რატომ ვერ პოულობთ? ნომრები არ იცით რომ დაუკავშირდეთ?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 18 2008, 01:46 PM

mariami-k
აქაური ნომრები არ ვიცით< ერაყშI იყვნენ..
იმის მერე არაფერი გაგვიგია მათგათზე...

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 18 2008, 01:51 PM

kato_Bato

ციტატა
აქაური ნომრები არ ვიცით< ერაყშI იყვნენ..
იმის მერე არაფერი გაგვიგია მათგათზე...

გასაგებია. ერაყიდან ხომ ჩამოვიდნენ ჯარისკეცები და მერე აღარ წაუყვანით გორში. ალბათ კარგად არიან .

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 18 2008, 01:52 PM

ბესიკი და სოსო თუ შეგეხმიანენ, გაგვაგებინეთ

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 18 2008, 02:03 PM

133-ე სკოლაში რეგისტრაციაზე არ მისულან. დღეს კი საჭმელიც არ დაურიგებიათ. sad.gif ჩემ ოჯახსაც მაგ სკოლაში გამოუყეს ოთახი და დღეს რომ მივიდნენ ჩემი მშობლები იმათ მითხრეს. ჩემს ოჯახს ღვთის წყალობით არაფერი გვიჭირს, მაგრამ იქ ზოგი ძალიან გაჭირვებულია შესახლებული და მათ დღეს საჭმელიც არ მიუღიათ. საშინელებაა. sad.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Aug 18 2008, 02:49 PM

მარიამ ნამდვილად საშინელებაა,ალბათ ვინც ამ საქმეს თაობა,ცოტა არეულები არიან,დახმერა საკმარისი უნდა იყოს ქვეყანაში ამ დოისათვის,ალბათ გაიგებენ და მივლენ აუცილებლად

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 18 2008, 02:53 PM

ციტატა
აი ბესიკი და სოსო ვერ ვიპოვეთ ჯერ

სოსო რომელია?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 18 2008, 02:58 PM

მარიამი
soso_5

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 18 2008, 03:26 PM

ხალხნო რას აპირებთ დღეს?
იქნება მეც მოვიცალო

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 18 2008, 03:33 PM

7-ზე სპორტის სასახლესთან მოდით ყველა.
ან ფულით.
ან ტანსაცმელებით
ან იდეებით.
მარტო სიყვარულიც გვეყოფა smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 18 2008, 03:39 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 18 2008, 03:33 PM) *

7-ზე სპორტის სასახლესთან მოდით ყველა.
ან ფულით.
ან ტანსაცმელებით
ან იდეებით.
მარტო სიყვარულიც გვეყოფა smile.gif kiss1.gif



სიყვარულით, იდეებით და საკრედიტო ბარათით მოვალ თუ მოგისწარით smile.gif

ტანსაცმელით ბოდიში, "ჩემი" ტყვიაველები მყავდნენ მისახედები biggrin.gif ჩემს სკოლაში არიან ამჟამად

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 18 2008, 03:41 PM

გთხოვთ ყველას, ჯარის განლაგების შესახებ აქ ნუ დაწერთ ინფორმაციას

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 18 2008, 05:44 PM

mariami-k

სადაა ეგ სკოლა? მისამართი დაგვიწერე, იქნებ დღეს მოვახერხოთ ასვლა

Ligia

კარგად მიხედე? ჩვენგანაც ხომ არ გჭირდება მოხმარება? იქნებ კიდევ სჭირდებათ რამე?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 18 2008, 05:58 PM

ახლა მომცეს ნაწერი ქუჩაში:
ქუთაისის ქუჩაძე, #19-ე სკოლის შენობაში განთავსებულ დევნილებს საკვები პროდუქტებით დახმარება სჭირდებათ სასწრაფოდ!

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 18 2008, 05:59 PM

თამარი_ცქნაფო

სადაა ეგ ტერიტოიულად? რომ შევიკრიბებით ვუყიდოთ საკვები და მივუტანოთ sad.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 18 2008, 06:01 PM

.ნინო
არ ვიცი, ქვემოთ წერია: დახმარება ან თავად შეგიძლიათ მიიტანოთ ადგილზე, ან დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართოთ ''საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალფეროვან საქართველოს'', ტელეფონები: 91 05 57, 96 21 25

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 18 2008, 06:09 PM

ქუთაისის 20-ში ყოფილა ეგ სკოლა. მეტრო წერეთელთან. ვახუშტი ბაგრატიონსი ქუჩის პარალელურია. წერეთლის გამზირს კვეთს

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 18 2008, 06:09 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 18 2008, 07:09 PM) *

ქუთაისის 20-ში ყოფილა ეგ სკოლა. მეტრო წერეთელთან. ვახუშტი ბაგრატიონსი ქუჩის პარალელურია. წერეთლის გამზირს კვეთს

ფული გვაქვს?

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 18 2008, 06:16 PM

მე და გიოს ცოტა დაგვაგვიანდება. სადღაც 8-ის ნახევრისთვის მოვალთ სპორტის სასახლესთან.

თამარი_ცქნაფო

რომ შევიკრიბებით იქნებ აგროვდეს...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 18 2008, 06:19 PM

ოკ, მეც კანონას ძმას ვუცდი

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 18 2008, 06:21 PM

თამარი_ცქნაფო

აბა თქვენ 9-მდე ვერ მოხვალთ biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 18 2008, 06:23 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 18 2008, 07:21 PM) *

თამარი_ცქნაფო

აბა თქვენ 9-მდე ვერ მოხვალთ biggrin.gif tongue.gif

laugh.gif laugh.gif მწყევლი ხო?

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 18 2008, 06:27 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 18 2008, 05:44 PM) *

[Ligia

კარგად მიხედე? ჩვენგანაც ხომ არ გჭირდება მოხმარება? იქნებ კიდევ სჭირდებათ რამე?


მადლობა

სამეზობლო ვეხმარებით, თუ რამე დაცჭირდებათ და ვერ გავწვდით მოვიწერები აუცილებლად
პატარა, საპამპერსე ბავშვები არ ყავთ და მაგ მხრივ პრობლემა არ არის, პლიტაც კი აქვთ საჭმლის გასაკათებელი უკვე smile.gif

ლეიბების და საძინებლის პრობლემა უდნა ჰქონდეთ მგონი

დავაზუსტებ და ხვალ მოვიწერები


პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Aug 18 2008, 06:33 PM

ციტატა(Ligia @ Aug 18 2008, 03:39 PM) *

სიყვარულით, იდეებით და საკრედიტო ბარათით მოვალ თუ მოგისწარით smile.gif

ტანსაცმელით ბოდიში, "ჩემი" ტყვიაველები მყავდნენ მისახედები biggrin.gif ჩემს სკოლაში არიან ამჟამად

smile.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Aug 18 2008, 06:33 PM

მე ვცდილობ როგორმე დავეხმარო,რითაც შემეძლება ამ ხალხს,ჩემი სახლიდან 100 მეტრში არიან სკოლაში,ჯერ-ჯერობით რაფერი გამოუთქვამთ ისეთი,რომ სახელმწიფო ვერ დახმარებოდა,თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა არანაკლებ ყურადრებას ვიჩენთ

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 18 2008, 06:39 PM

zviadauri

ჩემ სახლთანაც სკოლაში მეზობლები ეხმარებიან, ამიტომ მე აქეთ უფო ვაქტიურობ. განაპირა რაიონებში სკოლები უფრო მიტოვებულია sad.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Aug 18 2008, 07:42 PM

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ კეთილი საქმეების კეთებაში, აბა თქვენ იცით smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 18 2008, 08:46 PM

.ნინო

ციტატა
სადაა ეგ სკოლა? მისამართი დაგვიწერე, იქნებ დღეს მოვახერხოთ ასვლა

სანზონაშია. ამ დრომდე საკვები არ მიუტანიათ დღეს. პურიც კი არ აქვსთ. sad.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 18 2008, 09:40 PM

მე ეხლა ჩამოვედი თბილისში. რა ხდება საით იყავით?


პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Aug 18 2008, 11:01 PM

ყველაზე კაი იქნება თუ ვიზრუნებთ ხოლმე პატარებზე,დიდები ასეთუ ისე რაცხას იზავენ რა და ჩვენი აგროვილითანხები თუ პატარებს მოხმარდება კაი იქნება მე მოვალ ხვალ.

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Aug 18 2008, 11:11 PM

მეც ეხლა ჩამოვედი...კახეთსი ვიყავი და საერთო არაფერი იგრძობოდა იქ რო ომი იყო...ერთხელ გადაგვიფრინა თვითიმფრინავმა...და მგონი თბილავიამშენი რო დაბომბა ეგ იყო....

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 18 2008, 11:42 PM

mariami-k

სამწუხაროდ შენი პოსტი გვიან ვნახე sad.gif დღეს ვიყავით რაღაც კვლევითი ინსტიტუტის შენობა იყო მგონი : unsure.gif იქაც ბევრი ბავშვები ყავთ: 5-6 წლის ასაკის... ჩვილი კი 11 თვის. მივუტანეთ საბანი, ერთი ლეიბი და ცოტა თეთრეული. შაქარი, მაკარონი და როცა აღმოვაჩინეტ რომ მათთანაც დღეს მთელი დღე არავინ ყოფილან, და მშივრები არიან, საჭმელიც და ჰიგიენის საშულაებებიც ვუყიდეთ.

მადლობა ყველა ფორუმელს, ვინც დღეს მოხვედით სპორტის სასახლესთან და შეეეწიეთ ამ ადამიანებს

იქნებ ხვალ 133 და 19 სკოლების მონახულებას შევეცადოთ

http://www.mra.gov.ge/index.php?m=4001&tid=411&e=1

ესეც ნახეთ sad.gif გული გამისკდეს ლამის cray.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 19 2008, 12:24 AM

უღრმესი მადლობა ყველას ვინც დღეს მოახერხა მოსვლა kiss1.gif

ხვალ ახალშობილებთან დავგეგმოთ გასვლა, ყველაზე ძალიან მათ უჭირთ sad.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 19 2008, 12:42 AM

სამშაბათს(19.08.2008) 19:00 საათზე ვიკრიბებით სპორტის სასახლესთან. დამრჩა 110 ლარი და 100 დოლარი. არ შეიძლება ერთი წუთითაც გაჩერება, რადგან ბავშვები შიმშილობენ!!! ხვალ გავიგებ ვის უჭირს ყველაზე მეტად და იმათ დავეხმაროთ, ალბათ აქცენტს ისევ ჩვილ ბავშვებზე გავაკეთებთ. უკვე ბევრ სკოლაში და ბაღში ვიყავით, უმრავლესობას აქვს ჩემი ტელეფონის ნომერი და თუ რამე დაჭირდებათ დაგვირეკავენ, თუ არ დამირეკეს უნდა ვივარაუდოთ რომ საჭმელი აქთვ. ეს თანხა 2 დღე გვეყოფა, შემდეგ უკვე ფორუმის ფონდიდანაც გამოვყოფთ თანხებს და ამ კვირაში ყოველდღე შეგვეძლება დახმარების გაწევა დამატებითი თანხების რომ არ შემოვიდეს ისე. ასე რომ თუ ვერ ახერხებთ რაიმე თანხით ან ნივთით დახმარებას სპორტის სასახლესთნა მოსვლა ნუ მოგერიდებათ, რადგან მთავარი ერთად დგომა და იმ იმედის მიცემა რასაც ჩვენ ვაძლებთ დროებით დევნილ მოსახლეობას smile.gif

ყველას გელოდებით ხვალ kiss1.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 19 2008, 12:46 AM

admin
გეიხარეე kiss1.gif

გუშინ დიდი სამეები გიკეთებიათ,დღესაც გამოვიდა რაღაც,ხოდა ასე ნელ-ნელა დავეხმარებით ძალიან გაჭირვებულებს smile.gif ღმერთმა შეGაძლებინთ ყველას kiss1.gif

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Aug 19 2008, 02:56 AM

რა ვიცი, ეს წავიკითხე ინტერნეტში და მარტო მე რას გავწვდები, ბევრნი არიან , ყველას თანადგომაა საჭირო, ამათ ძალიან უჭირთ sad.gif

"ბაგა-ბაღი №12
აქ 130 დევნილია განთავსებული. წლების მანძილზე უმოქმედოდ მიტოვებული შენობა საცხოვრებლად სრულიად გამოუსადეგარია. ნაგებობა ავარიულია. ამორტიზებულია წყალგაყვანილობა, კედლებიდან ჟონავს წყალი, შენობაში არ არის ელექტროენერგია და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები.

აღსანიშავია ის ფაქტიც, რომ დღემდე, შიდა ქართლიდან დევნილები, ღამეს ღია ცისქვეშ, საბავშვო ბაღში დამონტაჟებულ სკამებზე ათენებენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შენობაში არამარტო საწოლები, არამედ დასაჯდომი სკამიც კი არ მოიპოვება.

არადა, დევნილებს შორის რამდენიმე ფეხმძიმე ქალბატონი, მეძუძური დედა, ჩვილი ბავშვები და მოხუცებულები არიან, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

Presa.ge-სთან საუბრისას დევნილებმა გულისწყრომით აღნიშნეს, რომ მათი სატკივარით ხელისუფლება არ დაინტერესებულა, ხოლო როდესაც ადგილობრივ გამგეობას მიაკითხეს, ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიუგო:

- ”ქვეყანაში ომია, გასაჭირია და აბა, სხვანაირად როგორ გინდათ,რომ იყოთ?”.

ამის საპასუხოდ, ტყვიავიდან დევნილი ლალი მჭედლიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს: ”კარგად გვესმის, რომ ომია და ჩვენ ვიწვნიეთ კიდეც მისი შედეგი, მაგრამ ასეც ხომ არ შეიძლება? ელემენტარულად გამოსაცვლელი ტანსაცმელი, დასაწოლი ადგილი და ჰიგიენური საშუალებები არ გაგვაჩნია. გვყავს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, რომელიც მედიკამენტებს საჭიროებს, ასევე ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანები, ასაკოვანი მოხუცები, რომლებიც მკურნალობას საჭიროებენ”.

- ”ჩვენ მარტო ყურადღებას ვითხოვთ. პირადად მე გთხოვთ დახმარებას, რომ ჩავიდე ტყვიავში და ჩემი მოხუცები ჩამოვიყვანო”, - გვეუბნება თვალზე ცრემლმორეული ქალბატონი და თავის გულისტკივილს გვიზიარებს.

- ”სოფელ ტყვიავში დედამთილ-მამამთილი დავტოვე. მეუღლე პატიმარი მყავს. სოფლიდან ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად გამოვიქეცი. აქ გავიგე, რომ სახლი დამიწვეს. რაც შეეხებათ მოხუცებს, მეუბნებიან, ცოცხლები არიანო, მაგრამ სიმართლე არ ვიცი”.

დღემდე ეს ადამიანები ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით არსებობენ და იმედი აქვთ, რომ მათ გასაჭირს ვინმე გულთან ახლოს მიიტანს."

ეს ბაგა-ბაღი მეტრო ვარკეთილთან, შუა მთის ქუჩაზე მდებარეობს , 21 ნომერში.

ტელ : 73 20 51

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 19 2008, 07:40 AM

admin

ციტატა
ასე რომ თუ ვერ ახერხებთ რაიმე თანხით ან ნივთით დახმარებას სპორტის სასახლესთნა მოსვლა ნუ მოგერიდებათ, რადგან მთავარი ერთად დგომა და იმ იმედის მიცემა რასაც ჩვენ ვაძლებთ დროებით დევნილ მოსახლეობას

მეც შევეცდები რომ მოვიდე. მართალია ვერაფრით ვერ დაგეხმარებით და წვლილს ვერ შევიტან, მაგრამ თქვენთან ერთად მაინც ვიქნები. ყველანაირად ვეცდები მოვიდე. თქვენ მაინც გაგიცნობთ. smile.gif

admin
ციტატა
ხვალ ახალშობილებთან დავგეგმოთ გასვლა, ყველაზე ძალიან მათ უჭირთ

კარგი აზრია. 133-ე სკოლაშიც ყავთ პატარა ბავშვი, რომელსაც საკვები სჭირდება. ნანი 1. ასევე პამპერსებიც. დიდები ასე თუ ისე მშIვრებიც რომ იყვნენ გაუძლებენ, მაგრამ ბავშვები ცოდოები არიან. sad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 19 2008, 08:48 AM

admin
გიო, გამომიარეთ თორე ღნავილს დავიწყებ biggrin.gif

ცოტა ტანსაცმელი დამრჩა საბასი და გაგატანთ. ერთი პატარა პლედიც მაქვს.

რავა ყოველდღე გავიწყდებით, რა იყო smile.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: - თეკლა - თარიღი: Aug 19 2008, 10:20 AM

გაგაძლიეროთ და გაგახაროთ უფალმა კეთილი საქმეებისთვის

საქართველო ამაყობს თქვენით, ისევე როგორც მე smile.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Aug 19 2008, 10:31 AM

ციტატა(.ნინო @ Aug 18 2008, 06:21 PM) *

თამარი_ცქნაფო

აბა თქვენ 9-მდე ვერ მოხვალთ biggrin.gif tongue.gif

ბედი მაგისი რომ საერთოდ მოვიდა laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 19 2008, 10:54 AM

ხალხნო
აღმაშენებელზე (პლეხანოვზე) 150-ე სკოლაში, სამხედრო აკადემიასთან ლეიბები ჭირდებათ

თან ამ სკოლაში რემონტია და საწყლები გათეთრდნენ ყველანი

იქნება რამით დავეხმაროთ

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Aug 19 2008, 11:30 AM

ციტატა(Ligia @ Aug 19 2008, 10:54 AM) *

ხალხნო
აღმაშენებელზე (პლეხანოვზე) 150-ე სკოლაში, სამხედრო აკადემიასთან ლეიბები ჭირდებათ

თან ამ სკოლაში რემონტია და საწყლები გათეთრდნენ ყველანი

იქნება რამით დავეხმაროთ

ოღონდ ლეიბები არააა sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 19 2008, 11:42 AM

ციტატა(ninore @ Aug 19 2008, 11:30 AM) *

ოღონდ ლეიბები არააა sad.gif sad.gif



ყველაზე მეტად ეგ ჭირდებატ, დასაძინებელი რამე sad.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Aug 19 2008, 11:46 AM

Ligia
ვიცი, მაგრამ ვაი რომ ჩვენც ყველაზე მეტად მაგი გვიჭირს sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 19 2008, 11:48 AM

ninore
აბა!

გურიაში მაქვს იმდენი რო რა ვიცი, მარა იქედან ოჯახი ვერ მომყავს, ლეიბი კი არა sad.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Aug 19 2008, 11:54 AM

ციტატა(kato_Bato @ Aug 19 2008, 11:48 AM) *

ninore
აბა!

გურიაში მაქვს იმდენი რო რა ვიცი, მარა იქედან ოჯახი ვერ მომყავს, ლეიბი კი არა sad.gif


მეც გაზიდული მაქვს ყველაფერი კახეთში sad.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Aug 19 2008, 01:55 PM

ჩემ სკოლაში 200 დევნილი შეასახლეს..საერთოდ არ მოგვსლია მთავრობიდან არაფერი დამხარებაო არ იქვე მცხოვრები ხალხიც არაფერს აძლევს sad.gif ტვალეთებში რემონტია...

მერხები აქვთ მიდგმული და იმაზე ძინავთ არც ლეიბი არც საბანი

როდის მოაბამს თავს ჩვენი მთავრობა იმ ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას

ჩვენი დამხარებ ზღვაში წვეთი იყო

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 19 2008, 02:25 PM

ღმერთო, როელ ერთს უნდა გავწვდეთ sad.gif

BOO

ცხევ ხაზზე არ დარეკეს? იქნებ როგორმე სამინისტრო დაეხმაროს sad.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Aug 19 2008, 02:28 PM


BOO

ცხევ ხაზზე არ დარეკეს? იქნებ როგორმე სამინისტრო დაეხმაროს sad.gif
[/quote]

დარეკეს დაგემხარებითო მარა მის მერე იცდიან..

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 19 2008, 02:41 PM

BOO

იქნებ კიდევ შეახსენონ თაი, ჩვენ კი მივიდოდიტ, მაგრამ რა უნდა ვუშველოთ? ცოტა საჭმელს თუ მივუტანთ და ეგ რას უშველის, თუ ღია ცის ქვეს ძინავთ cray.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Aug 19 2008, 02:44 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 19 2008, 03:41 PM) *

BOO

იქნებ კიდევ შეახსენონ თაი, ჩვენ კი მივიდოდიტ, მაგრამ რა უნდა ვუშველოთ? ცოტა საჭმელს თუ მივუტანთ და ეგ რას უშველის, თუ ღია ცის ქვეს ძინავთ cray.gif


არა შიგნით არიან სკოლაში უბრალოდ მთელს სამ სართულზე , თვითონ სკოლაში არის ცუდი მდგომარეობა რემონტი და ა.შ

ეხა ჰუმანიტარული დხმარება წითელ ჯვარში გადადისო და იქნებ დროზე მივიდნენ sad.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Aug 19 2008, 03:27 PM

უკვე ვცოფდები ამ რუსების ქმედებებით.რა გვეშველება კაცმა არ იცის.არაფრით არ თმობენ პოზიციებს და კაი ხანი არც დათმობენ ისე მიდის საქმე.რით დავეხმარო უკვე აღარ ვიცი,ყველაზე ცუდი ისაა,რომ ამ ომიანობამ სერიოზულად დამაზიანა მეც,(სამსახურეობრივად,ხელფას
ბს არ იძლევიან)თანხით მაგიტომ ვერ ვეხმარები,თორემ დანარჩენად მეც ისევე მტკივა ეს ტკივიული,როგორც თითოეულ იმ ადამიანს,ვინც იძულებით მიატოვა კერა....არ გინდათ სვლა მკოვაწყოთ ხატებით გორისკენ,აგერ იყვნენ და მშვიდობიანად მოიარეს იქაურობა.

ჩათვალეთ,რომ მე მთელი შეგნებით თქვენთან ერთად ვარ.ერთობა ყველაფერს დაჯაბნის

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 19 2008, 03:29 PM

zviadauri

ციტატა
არ გინდათ სვლა მკოვაწყოთ ხატებით გორისკენ,აგერ იყვნენ და მშვიდობიანად მოიარეს იქაურობა.

ეგ მე ყველაზე მეტად მინდა, მაგრამ ჯერ ვერ გავბედავ. sad.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Aug 19 2008, 03:32 PM

აუ ნეტა მაქეთ ვიყო ჩავრჩი ქუთაისში, თორე მეც გვერდში დაგიდგებოდით, გინდა სვლა იყოს და გინდა ჰუმანიტარული ქმედება. ისე საშიში არ უნდა იყოს ჩემი აზრით (ნუ თუ ენდობით ჩემ აზრს biggrin.gif tongue.gif biggrin.gif ) რაღა უნდა გააკეთონ იმაზე მეტი რაც გააკეთეს?

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Aug 19 2008, 03:34 PM

ციტატა(mariami-k @ Aug 19 2008, 02:29 PM) *

zviadauri

ეგ მე ყველაზე მეტად მინდა, მაგრამ ჯერ ვერ გავბედავ. sad.gif



სიუჟეტებს ვამზადევდი და სერიოზული აქცია იყო მშვიდობიანი,მაგრამ არაფერი არ უქნიათ რუსებს.ჩვენ თუ არა,სამრვდელოება მაინც რომ მოაწყობდეს ასეთ აქციას,უამრავი ხალხი გაყვება,ოღონდ მშვიდობიანი,გემრიელი ქართული სულით.რუსეთი საბოლოოდ შემზიზღდა.ესენი ვინები ყოფილან,რა გვიქნეს,რა უქნეს ჩვენს დედებს,ძმებს,დებს,მამებს..თავს რომ იმართლ;ებენ კიდევ.ასეთი აქციები განა რამეს შეცვლის,მაგრამ ხალხის ერთიანობას კიდევ ერთხელ დაინახავენ..უდანაშაულო ხალხის სისხლი უშედეგოდ არ ჩაივლის.ქართლის გემრიელო ხალხო,არ შეშინდეთ,ჩვენც თქვენსავით განვიცდით და გვტკივა

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 19 2008, 03:35 PM

zviadauri

ციტატა
ქართლის გემრიელო ხალხო,არ შეშინდეთ,ჩვენც თქვენსავით განვიცდით და გვტკივა

მჯერა რომ თქვენც ჩვენსავით განიცდით და გტკივათ. smile.gif smile.gif კარგები ხართ ფორუმელები. smile.gif როცა გორში დავბრუნდები და დაწყნარდება მდგომარეობა დაგპატიჟებთ. smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 19 2008, 03:37 PM

დღეს მივდივართ?

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Aug 19 2008, 03:39 PM

ციტატა(mariami-k @ Aug 19 2008, 02:35 PM) *

zviadauri

მჯერა რომ თქვენც ჩვენსავით განიცდით და გტკივათ. smile.gif smile.gif კარგები ხართ ფორუმელები. smile.gif როცა გორში დავბრუნდები და დაწყნარდება მდგომარეობა დაგპატიჟებთ. smile.gif



მადამდე მივიდეს საქმე და პირობას გაძლევ,დაუპატიჟებლად მოგძებნით,რომ დავაგუგუნოთ ქართული ხმა.რგორი წყნარი ხალხი ხართ ამ კუთხის შვილები,მშვიდები და გემრიელები.ყველაფერი კარგად იქნება.აუცილებლად.მე და ყველას,ამისი უპირობოდ გვჯერა.დროებით ხართ აქეთ,მალე ყველა დაბრუნდებით და იქნება მშვიდობა

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 19 2008, 03:41 PM

zviadauri

ციტატა
მადამდე მივიდეს საქმე და პირობას გაძლევ,დაუპატიჟებლად მოგძებნით,რომ დავაგუგუნოთ ქართული ხმა.რგორი წყნარი ხალხი ხართ ამ კუთხის შვილები,მშვიდები და გემრიელები.ყველაფერი კარგად იქნება.აუცილებლად.მე და ყველას,ამისი უპირობოდ გვჯერა.დროებით ხართ აქეთ,მალე ყველა დაბრუნდებით და იქნება მშვიდობა


გაიხარე. smile.gif


--------------------------------------------------------------------




დღეს თუ შევძლებ მოვალ 19 საათზე სპორტის სასახლესთან.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 19 2008, 03:45 PM

თამარი_ცქნაფო

კი ცქნაფ, 7-ზე ვიკრიბებით... გიოც მოაგროვებს ინფორმაციას სად მეტად უჭირთ და მერე ვნახოთ სად წავალთ smile.gif

mariami-k

მოდი რა... მეც მინდა შენი გაცნობა smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 19 2008, 03:46 PM

.ნინო
დღეს ტანსაცმელი აღრა მაქვს sad.gif ეგ არაფერი smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 19 2008, 03:47 PM

თამარი_ცქნაფო

გუშინ საკმარისად დარჩა ტანხა... უბრალოდ ერთად მივიდეთ და იმ ხალხს ვაგრძნობინოთ, რომ მარტო არ არიან smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 19 2008, 04:00 PM

თამარი_ცქნაფო
რაღაც ტანსაცმელები მაქვს, მოვძებნი და გაგატანთ..

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 19 2008, 04:21 PM

გლუკომეტრი ვიყიდეთ და გადავცეთ, 7 საათის შემდეგ გველოდება ის ქალი (არ ვიცი ვინ არის, დევნილია sad.gif )

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 19 2008, 04:50 PM

ციტატა(kato_Bato @ Aug 19 2008, 05:00 PM) *

თამარი_ცქნაფო
რაღაც ტანსაცმელები მაქვს, მოვძებნი და გაგატანთ..

ტაკ, ვინცამ უნდა გუუაროს კატოიას მანქანით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Aug 19 2008, 04:58 PM

ციტატა(.ნინო @ Aug 19 2008, 03:47 PM) *

თამარი_ცქნაფო

გუშინ საკმარისად დარჩა ტანხა... უბრალოდ ერთად მივიდეთ და იმ ხალხს ვაგრძნობინოთ, რომ მარტო არ არიან smile.gif

კიდევ დავამატებთ, რამოდენიმე მეგობარმა მომცა თანხა ცალ-ცალკე ბევრი არაფერი, მაგრამ მთლიანობაში რამეში დაგვეხმარება smile.gif smile.gif

ბავშვებო მე თუ დამაგვიანდა საქმეზე მივდივარ დამიცადეთ რაა, ან იქნებ ახლა ვინმეს ცალია რომ შევხვდე და ფული გადავცე?

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 19 2008, 05:03 PM

ninore

სად ხარ? სადგინდა რომ შეგხვდე?

ნათია

რომ შევიკრიბებით მერე გავუაროთ მასაც, ყიდვა როდისღა მოასწარი შე ყოჩაღო? kiss1.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 19 2008, 05:16 PM

ესეიგი დღეს წავიდეთ მუხიანის 174 სკოლაში, ყავთ 3 ახალშობილი, და 12 ბავშვი 2 წლამდე, ასევე 4 ფეხმძიმე და 4 დიაბეტიანი ქალბატონი. მე ჩავიწერე ყველაფერი რაც ჭირდებად, წამლებიდან დაწყებული ბავშვების პამპერსებამდე დამთავრებული. ყველანი ვიკრიბებით 19:00 საათზე სპორტის სასახლესთან, გავივლით მაღაზიებში და შემდეგ გეზს ავიღებთ მუხიანისკენ smile.gif რაც მეტნი ვიქნებით მით კარგი smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 19 2008, 05:19 PM

admin
ბიჯო, გლუკომეტრზე რას ვშვრებით, რომ შევპირდით იმ ხალხს?

ვუყიდოთ რა, და დავუტოვოთ

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 19 2008, 05:20 PM

ციტატა
adminბიჯო, გლუკომეტრზე რას ვშვრებით, რომ შევპირდით იმ ხალხს?ვუყიდოთ რა, და დავუტოვოთ


ეგ უკვე ნაყიდია და დღეს პარალელურად გლდანში გავალთ და გადავცემთ smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 19 2008, 05:25 PM

admin
კარგი ძალიან smile.gif

P.S. ხომ უნდა მაცნობო ხოლმე? tongue.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Aug 19 2008, 05:30 PM

ციტატა(admin @ Aug 19 2008, 05:16 PM) *

ესეიგი დღეს წავიდეთ მუხიანის 174 სკოლაში, ყავთ 3 ახალშობილი, და 12 ბავშვი 2 წლამდე, ასევე 4 ფეხმძიმე და 4 დიაბეტიანი ქალბატონი. მე ჩავიწერე ყველაფერი რაც ჭირდებად, წამლებიდან დაწყებული ბავშვების პამპერსებამდე დამთავრებული. ყველანი ვიკრიბებით 19:00 საათზე სპორტის სასახლესთან, გავივლით მაღაზიებში და შემდეგ გეზს ავიღებთ მუხიანისკენ smile.gif რაც მეტნი ვიქნებით მით კარგი smile.gif

ახლა ჩვენი ერთი ფორუმელი შემხვდა და 50 ლარი გადმომცა....

ადმინის მოცემული 100$ დავახურდავეთ , 45 ლარად ვიყიდეთ გლუკომეტრი და დაგვრჩა 95 ლარი + ფორუმელის მოცემული 50 ლარი = 145 ლარი

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 19 2008, 05:31 PM

ციტატა(ნათია @ Aug 19 2008, 06:30 PM) *

ახლა ჩვენი ერთი ფორუმელი შემხვდა და 50 ლარი გადმომცა....

ადმინის მოცემული 100$ დავახურდავეთ , 45 ლარად ვიყიდეთ გლუკომეტრი და დაგვრჩა 95 ლარი + ფორუმელის მოცემული 50 ლარი = 145 ლარი

ეგ 100$ გიორგიმ მოგვცა smile.gif

დღეს კიდევ მოგვცემენ ცოტა ფულს

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 19 2008, 05:32 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ეგ 100$ გიორგიმ მოგვცა

რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოგცათ???!!!

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 19 2008, 05:33 PM

ციტატა(კანონისტი @ Aug 19 2008, 06:32 PM) *

თამარი_ცქნაფო

რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოგცათ???!!!

აბა, იმან ის, ამა ესო და ბარემ ეგეც biggrin.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 19 2008, 05:43 PM

ციტატა
ახლა ჩვენი ერთი ფორუმელი შემხვდა და 50 ლარი გადმომცა....


ახლა შევხვდი ნინორეს და მეც 50 ლარი გადმომცა, ამას + 110 ლარი და მე ხელში 160 ლარი მაქვს.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 19 2008, 06:02 PM

ახლა მივარეცხე ორსულობის ტანსაცმელი, იმედია თქვენს მოსვლამდე გაშრება....


პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 19 2008, 06:08 PM

ბავშვებოოო,გლდანში თუ მივდივართ იმ გოგოს ბავშვი რომ ყავდა ორი თვის,ძალიან ჭირდებპდა თერმოსი,ბავშვის საჭმელისთვსი და იქნებ ისიც მივუტანოთ და კიდევ "ნაშნიკი" თორე შუქი არ აქვთ საერთოდ sad.gif


პოსტის ავტორი: admin თარიღი: Aug 19 2008, 06:11 PM

ციტატა
ბავშვებოოო,გლდანში თუ მივდივართ იმ გოგოს ბავშვი რომ ყავდა ორი თვის,ძალიან ჭირდებპდა თერმოსი,ბავშვის საჭმელისთვსი და იქნებ ისიც მივუტანოთ და კიდევ "ნაშნიკი" თორე შუქი არ აქვთ საერთოდ


ეგეც ვუყიდოთ სალი smile.gif

ციტატა
ახლა მივარეცხე ორსულობის ტანსაცმელი, იმედია თქვენს მოსვლამდე გაშრება....


მე ისე გათიშული დავდივარ, შეიძლება ჩემ მოსვლამდე გაშრომა და თავიდან გარეცხვას მოასწრო biggrin.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Aug 19 2008, 06:11 PM

admin

რომელზე ვიკრიბებიტ დღეს? ისევ 7-ზე?

ცოტა ვერ ვარ კარგად ,მაგრამ ძალიან მინდა გლდანში იმათი მონახულება და ვეცდები მოვიდე ..

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 19 2008, 06:21 PM

admin
კიდე მოვქექე საბას ტანსაცმელი, ფეხსაცმელები და ნასუკებიც გადავარჩიე.
მოკლედ. გელოდებით.


პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 19 2008, 07:05 PM

ბავშვებო, გაშრობა არა მგონია მოასწროს, მარა ნამიანს ჩაგიდებთ პარკში და მიუტანეთ, გააშრობს და ჩაიცვამს biggrin.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 19 2008, 10:28 PM

kato_Bato

ისე გაუხარდა იმ გოგოს... თან გარეცხილია თქო რომ ვუთხარი ლამის იტირა . მადლობები გიხადა smile.gif

უფალმა გაგაძლიეროს smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 19 2008, 10:28 PM

ღმერთმა შეიწიროს ფორუმელების მიერ გაკეთებული ყოველი კეთილი საქმე. smile.gif ძალიან კარგები ხართ. ეხლა თქვენი სულ მცირე დახმარებაც კი ძალიან დიდ რამეს ნიშნავს დევნილებისთვის.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)