IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> წმინდანების მეოხება სნეულების დროს
marine
პოსტი Oct 11 2022, 07:33 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წიგნში წავიკითხე მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] შესახებ, რომელიც ადამიანებს განსაცდელისას ეხმარება; მეც წმინდანს დახმარებისთვის მივმართე და შეწევნამაც არ დააყოვნა:

ღრძილთან ძვალი გამომეზარდა. საშინელი ტკივილი დამეწყო.

მე დავიწყე წმ. იოანესადმი ტროპარის კითხვა. წავისვი მისი წმიდა ნაწილებზე ნაკურთხი ზეთი; მივიდე წმინდანის ფოტო მტკივნეულ ადგილზე. თავადაც ვერ მივხვდი, როგორ გამიარა ტკივილმა - შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ღრძილიდან ამოზრდილი ძვალი აღარ ჩანდა, ვერც კი მივხვდი, სად უნდა გამქრალიყო, ღრძილი კი დამცხრომოდა. სულ მალე გადავიღე რენტგენი და გავარკვიე, რაც მოხდა, მაგრამ, რაც მთავარია, ტკივილი აღარ მაწუხებდა, ისე, რომ ამ მხარეს ჭამაც კი შემეძლო - ეს ჩემთვის სასწაულია!

მეუფე იოანე ყოველთვის მეხმარება, როგორც კი მის მიმართ წავიკითხავ ლოცვებს, თითქოს მთელი ძალით ჩამოვეკიდე მის მანტიას - დაე, მაპატიოს მეუფემ.

მე მადლიერი ვარ წმიდა მეუფეების იოანესი, სპირიდონის, ნიკოლოზის, ასევე მოწამე მეფის ოჯახის, ნეტარი ქსენიასი და მატრონასი, და ყველა წმინდანისა, რომლებიც ღვთისა და ყოვლადწმიდას წინაშე ჩვენ ცოდვილთა მეოხნი არიან".

/მხევალი ღვთისა ფოტინე, 2020, ივლისი/



"როცა მამა არსენთან [კაბადოკიელი] ავადმყოფი მიჰყავდათ, ის არასოდეს ინტერესდებოდა, მის წინ ვინ იდგა, თურქი თუ ქრისტიანი, მაგრამ ჰკითხავდა, რითი იყო კაცი ავად, რათა მისთვის შესაბამისი ლოცვა წაეკითხა. საღმრთო მადლის ძალით სნეულების განკურნებით, იგი თურქებს ჩვენი სარწმუნოების ძალას აჩვენებდა და ამგვარად აიძულებდა მათ პატივი ეცათ მართლმადიდებლობისთვის.

ერთხელ, თავისი მედავითნისა და თანაშემწის, პროდრომოსის თანხლებით სოფლების შემოვლისას მამა არსენი დაბა სინასოსში მივიდა. ადგილობრივმა თურქებმა აუკრძალეს მას ქრისტიანებთან შეხვედრა. მამა არსენს მათთან კამათი არ დაუწყია, მხოლოდ პროდრომოსს უთხრა:

- წავიდეთ და ნახავ, როგორ გამოგვეკიდებიან თურქები.

ნახევარი საათი იარეს, მერე კი ჰაჯიეფენდი შეჩერდა, მუხლნი მოიდრიკა და ხელები ლოცვით ზეცისკენ აღაპყრო. თუ აქამდე მშვიდი ამინდი იყო, უეცრად ღრუბელი მოგროვდა და კოკისპორული წვიმა წამოვიდა, რომელსაც გრიგალი ახლდა. სოფელ სინასოსს მეხი არყევდა. თურქები მაშინვე მიხვდნენ თავიანთ შეცდომას და ორი ზეფთია (ცხენოსანი შიკრიკი) დაადევნეს მამა არსენს. ზეფთიები მუხლებში ჩაუვარდნენ მას, მთელი სოფლის სახელით ბოდიში მოუხადეს და უკან დაბურნება სთხოვეს. მამა არსენმა მათ აპატია და სინასოსში დაბრუნდა. სოფელს ოთხივე მხარეს ჯვარი გადასახა, ქარიშხალი შეწყდა და კვლავ მზემ გამოანათა"



"უდიდესი წმინდა მამა სვიმეონ მესვეტე ღვთისაგან ბოძებული ძალით სასწაულებრივად კურნავდა ადამიანებს, მაგრამ ამ დროს თვითონ ცალი ფეხი დამპალი ჰქონდა და მასზე მატლი ეხვია. ერთხელ ერთ-ერთმა მომლოცველმა მისი სნეული ფეხის ხილვისას თქვა, - ეს რომ წმინდანი იყოს, ასეთ დღეში როგორ იქნებოდა, სხვა როგორ განკურნავს, როდესაც საკუთარი თავი ვერ განუკუნავსო. ამ დროს მას ხელში სვიმეონ მესვეტის ფეხიდან გადმოვარდნილი მატლი ჩაუვარდა და ბრილიანტად იქცა. წმინდა სვიმეონი ამ განსაცდელის გამო მადლობდა ღმერთს"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Apr 25 2024, 10:15 AM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,994
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუ ვინმეს რომელიმე წმინდანის მიმართ განსაკუთრებული კრძალულება აქვს, ე.ი. წმინდანი მას ამა თუ იმ გზით გულში საიდუმლოდ ესაუბრა. თითოეულ ადამიანს რაღაც მოვლენა აკავშირებს იმ წმინდანთან, რომელიც განსაკუთრებით უყვარს. ეს მოვლენა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, შეიძლება უბრალოც. აი, მაგალითად, როცა კონიცაში ვცხოვრობდი, რადგანაც ბავშვობიდან წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში დავდიოდი, მის მიმართ დიდი კრძალულება მაქვს. წმინდა ბარბარე დამეხმარა სამხედრო სამსახურშიც, როცა კაშირგაბმულობის ნაწილში დამადგინეს მაშინ, როცა განათლება არ მქონდა მიღებული. ასევე დამეხმარა სანატორიუმშიც ფილტვების ოპერაციის მერე. მაშინ ექიმებმა მითხრეს, რომ, როგორც კი ფილტვი გაიწმინდებოდა, მაშინვე მომაშორებდნენ აპარატს, რომელსაც მილების საშუალებით ფილტვიდან წყალი გამოჰქონდა. წესით ხუთ დღეში უნდა დამთავრებულიყო სითხის ამოღება, მაგრამ ოცდახუთი დღე იყო გასული და მილები ისევ შეერთებული მქონდა, რაც ძალიან მტანჯავა. შაბათს, სამ დეკემბერს, ველოდებოდი ექიმებს, რათა ამ მოწამეობისგან გავეთავისუფლებინე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოჩნდნენ. კვირა დილით, წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ჩემთვის ვთქვი: "წმინდა ბარბარეს დახმარება რომ ნდომებოდა, აქამდე უნდა დამხმარებოდა. ექიმები წასულები არიან, დღეს კვირაა და გამორიცხულია, რომ მოვიდნენ. ახლა ვინ მომაშორებს მილებს?" ამას რამდენიმე უკმაყოფილო სიტყვაც მივაყოლე: "რამდენჯერ ამინთია კანდლები წმინდა ბარბარე ტაძარში, რამდენჯერ ზეთი, კანდლის უღლები მიმიტანია, ვასუფთავებდი და ვაწესრიგებდი ეკლესიას. ახლა ორი მილი ვერ უნდა გამომიღონ?" თუმცა მერე გავიფიქრე: "როგორც ჩანს, წმინდა ბარბარე რაღაცით დავამწუხრე და ამიტომაც არ იზრუნა ჩემზე". ამ დროს მოულოდნელად ხმაური მომესმა: "რა ხდება? ვინმეს რამე შეემთხვა?" - ვქთვი გაკვირვებულმა. მითხრეს ექიმები მოვიდნენო. არ ვიცი, საავადმყოდოს დირექტორს რა მოეჩვენა, დილით ადრიანად ექიმები პალატაში შემოვიდნენ და მითხრეს: "ნაბრძანები გვაქვს, რომ მილები მოგაშოროთ". წმინდა ბარბარეს "არ ესიამოვნა" რომ დავიწუწუნე და უკმაყოფილება გამოვთქვი! ცოტა უნდა დაიწუწუნო კიდეც! თუმცა უკეთესია, არ დაიწუწუნო, რადგან ეს კეთილშობილებას გამოხატავს"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   წმინდანების მეოხება სნეულების დროს   Oct 11 2022, 07:33 PM
marine   "ეს მოხდა 1998 წლის ა...   Oct 16 2022, 06:10 PM
marine   "ერთი ხუცესი უდაბ...   Oct 22 2022, 05:53 PM
marine   "1963 წელს, როცა მე ვ...   Oct 26 2022, 08:12 PM
marine   „29 დეკემბერს დილიდ...   Oct 31 2022, 09:16 PM
marine   „წიგნზე მუშაობა თი...   Nov 3 2022, 03:53 PM
marine   "ინგა ძამუკაშვილ...   Nov 4 2022, 10:20 PM
marine   "ფარასასა და მეზო...   Nov 5 2022, 04:28 PM
marine   "ჩვენთან ტაძარში ...   Nov 17 2022, 06:50 PM
marine   "სიცოცხლის ბოლო 2 ...   Nov 18 2022, 01:23 PM
marine   "მამა სერაფიმესთ...   Nov 18 2022, 09:53 PM
marine   "ეშმაკეულ და პაარ...   Nov 25 2022, 07:03 PM
marine   "აგვისტოში ჩემს შ...   Dec 16 2022, 08:58 PM
marine   "1861 წლის ნოემბერშ...   Dec 27 2022, 09:52 PM
marine   "[წმინდა არსენ კა...   Jan 6 2023, 08:41 PM
marine   "2009 წლის ივნისის ბ...   Jan 14 2023, 02:39 PM
marine   "ცხოვრების მძიმე ...   Jan 14 2023, 04:02 PM
marine   "როცა სახარებაში ...   Jan 14 2023, 06:54 PM
marine   "5 დეკემბერს მომი...   Feb 17 2023, 01:24 PM
marine   "ეს მოხდა 1981 წელს. ...   Mar 15 2023, 09:13 PM
marine   "თუ ჩემთან მოსული...   Mar 23 2023, 07:35 PM
marine   "2012 წელს ვიყავი პე...   Apr 12 2023, 08:41 PM
marine   "ერთხელ ჰაჯი-ეფენ...   May 9 2023, 03:10 PM
marine   "ესაა მღვდლისა და...   May 27 2023, 01:57 PM
marine   "ერთხელ საშინლად ...   Jun 12 2023, 08:23 PM
marine   "მღვდელ-მონაზონმ...   Jun 13 2023, 05:21 PM
marine   "მოგვითხრობს მონ...   Jun 14 2023, 06:23 PM
marine   "სტელა კოგლანიდუ ...   Jun 17 2023, 06:08 PM
marine   "ექიმები კატეგორ...   Jul 25 2023, 08:09 PM
marine   "ცოლ-ქმარმა პაპად...   Jul 28 2023, 07:52 PM
marine   "ყოველ დედას სურს...   Jul 29 2023, 07:58 PM
marine   "კუნძულ ევბეის ჩრ...   Jul 30 2023, 07:45 PM
marine   "კონსტანტინე პოლ...   Aug 1 2023, 12:06 PM
marine   "თუკი ადამიანი მო...   Aug 12 2023, 07:32 PM
marine   "2009 წლის ბოლოს 24 წლ...   Aug 14 2023, 06:26 PM
marine   "მარტყოფის მონას...   Aug 17 2023, 08:47 PM
marine   "ერთხელ მამა გიორ...   Aug 28 2023, 08:07 PM
marine   "ბეთანიელი მამებ...   Aug 30 2023, 04:48 PM
marine   "მონაზონ ი-ს მწვა...   Nov 24 2023, 11:13 AM
marine   "ჩემს შვილიშვილს ...   Nov 24 2023, 11:39 AM
marine   "ბრესტ-ლიტოვსკელ ...   Dec 5 2023, 01:30 PM
marine   "ერთ მონაზონს ქრო...   Jan 7 2024, 07:26 PM
marine   "ერთი ქალი, ქალაქ ...   Jan 8 2024, 07:30 PM
marine   "კორცინოღლუ იოან...   Jan 10 2024, 07:05 PM
marine   "ერთი წყალში მყვი...   Jan 11 2024, 12:36 PM
marine   "ხდებოდა ისეც, რო...   Jan 11 2024, 03:21 PM
marine   "მოსკოველი ექიმი...   Jan 11 2024, 07:03 PM
marine   "პოლიციელი ვასილ...   Jan 13 2024, 08:09 PM
marine   "სალინიკელმა კბი...   Jan 15 2024, 12:58 PM
marine   "ბატონი თეოდოროს ...   Jan 15 2024, 07:32 PM
marine   "მოგვითხრო პროფე...   Jan 15 2024, 08:56 PM
marine   "ერთ მონაზონს, დე...   Feb 6 2024, 04:36 PM
marine   "ბავშვობაში ავად ...   Feb 11 2024, 08:52 PM
marine   "ჩემი შვილი წლის ...   Feb 12 2024, 05:51 PM
marine   "ბეთანიელი მამებ...   Feb 13 2024, 03:56 PM
marine   "მოწყალების სათნ...   Feb 15 2024, 12:31 PM
marine   "მის [მამა პართენ ...   Mar 7 2024, 09:52 PM
marine   "ჩემს ქალიშვილს, ...   Mar 14 2024, 07:14 PM
marine   "ჩემი გოგონასთვი...   Mar 17 2024, 09:21 PM
marine   "ანა კუდრიაშოვას ...   Mar 18 2024, 02:47 PM
marine   "არქიმანდრიტ ნექ...   Mar 19 2024, 04:01 PM
marine   "1998 წლის 20 მაისს დი...   Mar 19 2024, 07:12 PM
marine   "მე, ნადეჟდა სიმი...   Mar 20 2024, 12:44 PM
marine   "ერთხელ მასთან [წ...   Mar 20 2024, 02:56 PM
marine   "მადლიერებით მინ...   Mar 20 2024, 04:06 PM
marine   განკურნება მანტიი...   Mar 21 2024, 02:53 PM
marine   "ილია მურომელი ით...   Mar 21 2024, 08:43 PM
marine   "იპატი - (XIV ს.) ღირსი...   Mar 21 2024, 09:47 PM
marine   "ეგნატე - (1434) პეჩორ...   Mar 22 2024, 12:56 PM
marine   "ათანასე დაყუდებ...   Mar 22 2024, 02:00 PM
marine   "ჩემს ქალიშვილს ჰ...   Apr 24 2024, 04:28 PM
marine   "თუ ვინმეს რომელი...   Apr 25 2024, 10:15 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 05:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი