"უფალო, შეგვიწყალენ" თუ "უფალო, შეიწყალენ", როგორ ვილოცოთ კათაკმევლებისთვის? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"უფალო, შეგვიწყალენ" თუ "უფალო, შეიწყალენ", როგორ ვილოცოთ კათაკმევლებისთვის? |
კანონისტი |
Jan 9 2009, 12:25 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
როგორც ვიცით, ბიზანტიური წესის წირვა (იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდისა) შედგება 3 ნაწილისგან:
ა) კვეთა ბ) კათაკმეველთა წირვა გ) მართალთა წირვა კათაკმეველთა წირვის დასასრულს წარმოითქმის კვერექსი კათაკმეველთათვის, რომლის პირველი მუხლი მიემართება თავად კათაკმევლებს: ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ. ხოლო დანარჩენი მორწმუნეებს კათაკმეველთათვის სალოცავად: - მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს. - და ასწავოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა. - და გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა. - შეართნეს იგინი წმიდასა თვისსა კათოლიკესა და სამოციქულოსა ეკლესიასა. - აცხოვნენ, შეიწყალენ, შეეწიენ და დაიცვენ იგინი, ღმერთო, შენითა მადლითა. ბერძნულ ორიგინალში (ასევე სლავურ თარგმანში) თითოეული ამ მუხლის შემდეგ იგალობება Κύριε, ελέησον. ბერძნული ორპირიანი ზმნა არასრულია და ობიექტად შეიძლება გულისხმობდეს რამდენიმე პირს და ორივე რიცხვს. ანუ Κύριε, ελέησον-ის თარგმანი შეიძლება იყოს: უფალო, შემიწყალე (მე) - Κύριε ελέησον με - Господи помилуй м(ен)я უფალო, შეგვიწყალე (ჩვენ) - Κύριε ελέησον ημάς - Господи помилуй насъ უფალო, შეიწყალე (ისინი) - Κύριε ελέησον αυτούς - Господи помилуй ихъ როდესაც ბერძენი ან სლავი ამბობს "ელეისონ"-ს ან "პომილუი"-ს, მან თავისუფლად შეიძლება იგულისხმოს ის პირი, რომელზეც კონკრეტულად ლოცულობს. მაგრამ, მათგან განსხვავებით, ქართულ ორპირიან ზმნას მოეპოვება პირის განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც ზმნას დაერთვის. ამიტომ, მისი გამოყენება უნდა მოხდეს ადეკვატურად, რომ აზრი არ შეიცვალოს. დავუბრუნდეთ კვერექსს. გაისმის დიაკვნის მოწოდება: "მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს" და ამ დროს ვგალობთ "უფალო, შეგვიწყალენ"! არ უნდა იყოს "უფალო, შეიწყალენ"? ჩემი აზრით, თარგმანი შეცდომაა, რომელიც აზრს ამახინჯებს. P.S. შეიძლება ამიტომ იყო, რომ გრიგოლ ხანძთელმა მოიფიქრა "კირიე ელეისონ"-ის ისეთი ქართული თარგმანი, რომელიც ობიექტის პირის დაზუსტებას არ საჭიროებდა - "უფალო, შეგვიწყალენ" გინდა თუ "უფალო, წყალობა-ჰყავ" (ამ უკანასკნელში ობიექტის პირი არ იკვეთება და ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენებადია). -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
mekaje |
Jan 9 2009, 01:47 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
კანონისტი
ციტატა P.S. შეიძლება ამიტომ იყო, რომ გრიგოლ ხანძთელმა მოიფიქრა "კირიე ელეისონ"-ის ისეთი ქართული თარგმანი, რომელიც ობიექტის პირის დაზუსტებას არ საჭიროებდა - "უფალო, შეგვიწყალენ" გინდა თუ "უფალო, წყალობა-ჰყავ" (ამ უკანასკნელში ობიექტის პირი არ იკვეთება და ნებისმიერ შემთხვევაში გამოყენებადია). საინტერესოა. -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
მხევალი ნინო |
Jan 9 2009, 01:50 PM
პოსტი
#3
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანონისტი
ციტატა გაისმის დიაკვნის მოწოდება: "მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს" და ამ დროს ვგალობთ "უფალო, შეგვიწყალენ"! არ უნდა იყოს "უფალო, შეიწყალენ"? რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამაზე მეც მიფიქრია -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
k@the |
Jan 9 2009, 01:59 PM
პოსტი
#4
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
კანონისტი
იმათი შეწყალება, შეგვიწყალენში არ შედის? ანუ, შეიწყალენ, უფრო დაკონკრეტება იქნება და გამიჯვნა ჩვენი იმათთაგან. იმათი შეწყალება, ჩვენთვისაც არაა წყალობა? -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
კანონისტი |
Jan 9 2009, 02:06 PM
პოსტი
#5
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
k@the
ციტატა იმათი შეწყალება, შეგვიწყალენში არ შედის? ანუ, შეიწყალენ, უფრო დაკონკრეტება იქნება და გამიჯვნა ჩვენი იმათთაგან. იმათი შეწყალება, ჩვენთვისაც არაა წყალობა? 1. დიაკვნის მოწოდებაა, რომ ვილოცოთ, რათა უფალმა ისინიც "შეიწყალოს". ამიტომ გალობაც უნდა იყოს ადეკვატური - უფალო, შეიწყალენ. 2. დიაკონი ამის შემდეგ უფალს თხოვს ისეთ რამეს, რაც ჩვენ არ გვჭირდება, როგორც მორწმუნეებს - სახარების გამოცხადება, ჭეშმარიტი სიტყვის მიღება და ა.შ. (ჩვენ ეს მოგვეცა უკვე, სხვა რამეა, როგორ ვასრულებთ). 3. შინაარსობრივად ლოცვა არის მათთვის და გალობაც უნდა იყოს მათთვის. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
k@the |
Jan 9 2009, 02:09 PM
პოსტი
#6
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
კანონისტი
ჰო, მართალი ხარ. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
mekaje |
Jan 9 2009, 02:14 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
კანონისტი
ერთი აზრი მომივიდა და არ ვიცი რამდენად სწორია. ეს კვერექსი ხომ სანამ მართალთა ლიტურგია დაიწყება მანამ არის? ხოდა ადრე კათაკმევლები ამ დროს ტაძარში იყვნენ და მონათლულებთან ერთად ლოცულობდნენ. ალბათ ამიტომ პასუხობს გუნდი: "უფალო შეგვიწყალენს". ეს ტრადიცია კი მას შემდეგ არ შეცვლილა. -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
კანონისტი |
Jan 9 2009, 04:05 PM
პოსტი
#8
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mekaje
გასაგებია და არც არაფერს ვამბობ კვერექსის პირველ მოწოდებაზე - ილოცეთ, კათაკმეველნო, უფლისა მიმართ. ცხადია, რომ პასუხი უნდა იყოს "უფალო, შეგვიწყალენ" (თუნდაც გუნდი ამბობდეს, რადგან კათაკმეველთა სახელით ამბობს ამას). მაგრამ შემდეგ მუხლებზე რა ვთქვათ?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
orthodox-georgia |
Jan 9 2009, 04:15 PM
პოსტი
#9
|
---- ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 |
კანონისტი
მართალი ხარ, მაგრამ ეს იდეა არასოდეს მომსვლია აზრად. -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
mekaje |
Jan 9 2009, 05:02 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
კანონისტი
კათაკმეველთა ლიტურგია დასრულდება სიტყვებით: "კათაკმეველნო განვედით..." აქედან იწყება მართალთა ლიტურგია. მანამდე კათაკმევლები ტაძარში იყვნენ და "უფალო შეგვიწყალე" მგონი მაგიტომ იგალობება. -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
კანონისტი |
Jan 12 2009, 02:07 PM
პოსტი
#11
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
mekaje
ამაზე ხომ გიპასუხე? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
mekaje |
Jan 12 2009, 02:23 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
კანონისტი
არ ვიცი რა გითხრა. "უფალო შეგვიწყალენ" ალბათ იმიტომ იგალობება, რომ მორწმუნეები კათაკმევლებთან ერთობაში ევედრებიან უფალს შეწყალებას. -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
KAIROS |
Jan 12 2009, 10:32 PM
პოსტი
#13
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მორწმუნეები კათაკმევლებთან ერთობაში არა, რადგან აქ სწორედ მორწმუნეებს მოუწოდებს დიაკონი "" ციტატა მორწმუნენო, კათაკმეველთათვის ვილოცოთ, რათა უფალმან იგინიცა შეიწყალნეს. ანუ მათთვის ვილოცოთ"-ო და სწორი პასუხია "უფალო, შეიწყალენ მე თავიდანვე გულში ვაყოლებდი "უფალო შეიწყალენ" არ მიყვარდა ავტომატურად აყოლა, და აშკარად არ ჯდებოდა, იმათზე ვილოცოთო გვეუბნებიან და ჩვენ კი "ჩვენ შეგვიწყალეო" სწორია კანონისტ, ლოგიკით მასეა, "უფალო შეიწყალენ" უნდა იყოს, სხვა საბუთებს თუ მივაგნე დავწერ... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Jan 12 2009, 10:59 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
არანაირად, მაგ უფალო შემიწყალენით მორწმუნეებში კათაკმეველთა ხმა ისმის...
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
KAIROS |
Jan 13 2009, 05:47 AM
პოსტი
#15
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა არანაირად, მაგ უფალო შემიწყალენით მორწმუნეებში კათაკმეველთა ხმა ისმის... ეგრეცაა ისე ვიბნეოდი ხოლმე, ხან ჩუმად ვიყავი და ხან შეიწყალენ მაგრამ მნათუკი, ეგ ისტორიაა, ანუ თავის დროზე კათაკმევლები თავად გალობდნენ მაგას, დღეს გუნდი და გუნდთან ერთად მთელი ხალხი გალობს, თან ისიც გავითვალისწინოთ რომ შეიძლება იმ დღეს ტაძარში საერთოდ არ იყოს კათაკმეველი ( მოუნათლავი კი არა, კათაკმეველი, ის ვინც ემზადება მოსანათლად) ამიტომ უპრიანია "უფალო, შეიწყალენ"... ყველა კათაკმეველი იქ მყოფი თუ არ მყოფი... მე ასე ვფიქრობ, ვნახოთ რას ვიპოვი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Jan 13 2009, 05:49 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
[quote]
ეგრეცაა ისე ვიბნეოდი ხოლმე, ხან ჩუმად ვ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი