თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ დეპრესია - სევდიანი ადამიანი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 09:41 PM

"კიდევ ერთი რამ, რაც სევდიან ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, არის შრომა, ცხოვრებისადმი ინტერესი. ბაღი, მცენარეები, ყვავილები, ხეები, აგარაკი, სიარული, ბუნებაში გასეირნება - ყველაფერ ამას ადამიანი უმოქმედო მდგომარეობიდან გამოჰყავს და ახალ ინტერესებს აღუძრავს, რადგან ეს საშუალებები წამალივით მოქმედებს.

ძალიან კარგია, დავკავდეთ ხელოვნებით, მუსიკით და ა.შ. თუმცა ყვველაზე დიდ მნიშვნელობას ეკლესიას, მსახურებებს, წმინდა წერილის შესწავლას ვანიჭებ. ღვთის სიტყვის შესწავლით ადამიანი იკურნება ისე, რომ ვერც კი აცნობიერებს ამას".


"განკურნებისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა წადიერებით შეიყვაროს ღმერთი. ბევრმა წმინდანმა ქრისტეს სიყვარულით სევდა სიხარულად გარდაქმნა"


/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2019, 09:53 PM

"როდესაც ადამიანი ღვთით, სიმშვიდით, ნდობით კი არ ცხოვრობს, არამედ შფოთით, მღელვარებით, სევდით, უიმედობით, ფიზიკურ და სულიერ სნეულებებს იძენს. ფსიქოპათია, ნევრასთენია, გაორება - ეს დემონური მდგომარეობებია".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 09:51 PM

"ცნობისათვის, რომ იცოდეთ, კუჭის წყლულიც ნევროზისგან წარმოიქმნება. ითრგუნება რა სიმპათიკური სისტემა, იკუმშება, ევნება და ასე წარმოიშობა წყლული. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, სულ დაძაბულობა, სულ მწუხარება, სულ დარდი და შფოთი, ჰოპ! წყლული. წყლული ან კიბო, გააჩნია. როდესაც ჩვენს სულში არეულობაა, ეს გავლენას ახდენს სხეულზე და ჯანმრთელობა გვერყევა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 10:32 PM

"ლოცვა, ღვთისადმი მსახურება სევდას სიხარულად გარდაქმნის"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2020, 06:22 PM

"ბევრი ცრემლის დაღვრა გმართებს იესო ქრისტეს ხატთან. ეს საუკეთესო წამალია სულიერი ჭრილობების მოსაშუშებლად. უფალი ჩვენი უებარი მკურნალია, ის დაგვიამებს ჭრილობებს. ღმერთი ჩვენი საუკეთესო გამომზრდელია"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2020, 10:27 PM

"სადაც მოწყენილობა, სასოწარკვეთილება, დეპრესია და უიმედობაა, იქ ღმერთი არ არის."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2020, 08:37 PM

"იმათ, ვინც ვერ ასცდა სტრესს, ვურჩევთ, შეიცვალოს ცხოვრების წესი, დამოკიდებულება ცხოვრებასთან, ნუ დაგვავიწყდება სახარების სიტყვები: "რაი სარგებელ არს კაცის, უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?" (მათე 16,26)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2020, 01:39 PM

"როცა ტვინი ტირის, ცრემლები გულში, ღვიძლში, კუჭსა და სხვა ორგანოებში იღვრება"

/ფსიქოლოგი ა. ლურია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2021, 05:22 PM

"თუ თქვენ თავს მარტოსულად, დაცლილად, დათრგუნულად, აფორიაქებულად, გაბოროტებულად, შეშინებულად, შერცხვენილად გრძნობთ, შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ საკუთარ თავზე უარი თქვით და ყალბი ნიღბის მიღმა არჩიეთ ცხოვრება".

/ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2021, 01:20 PM

"სადაც ქრისტესადმი სიყვარულია, იქ მარტოობა არ არსებობს. ხდები მშვიდი, სიხარულით აღსავსე, სრული. არც დარდი, არც ავადმყოფობა, არც წნევა, არც სტრესი, არც მოწყენილობა, არც ჯოჯოხეთი. ქრისტე შენს ყველა ფიქრშია, შენს ყველა საქმეშია. მადლი გაქვს და ყველაფერი ძალგიძს მოითმინო ქრისტესთვის. ასევე შენ უსამართლობის დათმენაც შეგიძლია. უფრო მეტიც, შენ შეგიძლია ქრისტეს სახელისთვის უსამართლობის სიხარულით ატანა… როდესაც ქრისტე გულში შემოვა, მაშინ ცხოვრება იცვლება. იესო ქრისტე ყველაფერია."

/წმიდა პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 05:07 PM

"ვინც თავისი ყოფის მართლმადიდებლური ნირით გამოირჩევა, ცდილობს იცხოვროს უფლისთვის სათნოდ, დაიცვას ეკლესიური წესები, რაც შეიძლება ერიდება ცოდვას, მას ნევროზი არ დაემართება, ან თუ უკვე აქვს, ადრე თუ გვიან აუცილებლად განიკურნება მისგან"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 09:58 PM

"ის მახინჯი და დეგრადირებული მენტალობა რომ არა, ადამიანები ერთმანეთთან ბევრად გულწრფელები იქნებოდნენ. დეპრესიაც ნაკლებად იარსებებდა, ჩაკეტილობაც და სტრესიც!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2022, 12:53 PM

"რამდენი ადამიანია, რომ ზოგი მგრძნობიარობის, ხოლო ზოგი - საკუთარი მორყეული ნერვების გამო უძილობისგან უძლურდება, აბებს ყლაპავს და უშედეგოდ დადის ერთი საავადმყოფოდან მეორეში. დღეს ძნელად შეხვდები გაწონასწორებულ ადამიანს, ადამიანები აკუმლატორებად იქცნენ, უმრავლესობა პირდაპირ დაელექტროებულია. ხოლო ისინი ვინც აღსარებასაც არ ამბობენ, უმეტესად არიან მოქცეულნი ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ, რაღაც ეშმაკეულ მაგნიტიზმს ფლობენ, იმიტომ, რომ ბოროტი ბატონობს მათზე. მშვიდი გამომეტყველების მქონეს - ცოტას თუ შეხვდები, სულ ერთია ვინ იქნება: ყმაწვილი, გოგონა თუ ხანდაზმული ადამიანი. ეშმაკეულობა! იცი, რას ნიშნავს ეშმაკეულობა? ეს ისაა ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა რომ არ შეგიძლია".

/ღირის პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2022, 09:19 PM

"რელიგია შინაგანი დაძაბულობის, დეპრესიის მოხსნას განაპირობებს, მორალურად ამხნევებს, ამშვიდებს ადამიანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2022, 01:27 PM

"ტირის ტვინი, ხოლო ცრემლები წვეთავენ გულში, ღვიძლში, კუჭში" - ხატოვნად ამბობდა ცნობილი ფსიქოლოგი ა.რ. ლურია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 04:17 PM

"მედიცინა დამძიმებულ გულს ვერ შველის. მას იპოქონდრიის სამყოფელში შეჭრა არ ძალულძს, ოდენ ზღურბლიდან შეხედვა შეუძლია, ხოლო გატანჯული ადამიანი თუ დაინახა, მას დახმარებას ვერც სიტყვით აღმოუჩენს, ვერც - საქმით. მაგ პრობლემას ხალისი შველის. მარტო ნაკლებად უნდა იყოთ, საზოგადოება და საქმე გჭირდებათ"

/შარლოტ ბრონტე, "ვილეტი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 01:12 PM

"დეპრესია ლათინური სიტყვაა (depressio) და ნიშნავს "ზეწოლას, ჩაგვრას". იგი გამოიხატება დათრგუნული ხასიათით, რასაც თან ახლავს მოთენთილობა, დაღლილობა, სევდიან-პესიმისტური დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ. ამგვარი სულიერი მდგომარეობა ოდითგანვეა ცნობილი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ადამიანი ცოდვით დაეცა. მსგავსი ფსიქიკური მდგომარეობა ჰიპოკრატესაც აქვს აღწერილი და მას მელანქოლიას უწოდებს. წმინდა წერილშიც, ძველი აღთქმის ფურცლებზეც, მრავლად არის აღწერილი დეპრესიული მდგომარეობანი. გავიხსენოთ კაენის უხასიათობა და დათგრუნულობა, იგი ვერსად პოულობდა სიმშვიდესა და მოსვენებას. ასევე, მეფე საულის მაგალითი, როცა იგი სევდასა და მოწყენილობას დავით მეფის ფსალმუნების კითხვით იქარვებდა და სხვა მრავალი.

თანამედროვე გააზრებით, დეპრესია, როგორც სნეულება, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იღებს სათავეს. ჯანდაცვის მსოფლიო მოსახლეობის 10-12%, 40 წელს ზემოთ ასაკისა, განიცდის დეპრესიას, მათგან - ორი მესამედი მდედრობით სქესისაა. ამ მხრივ, შემაშფოთებელია ზრდის ტენდენციები. პლანეტაზე თვითმკვლელობათა 45-60% დეპრესიულ მდგომარეობაში აღსრულდება, თანამედროვე მედიცინის პროგნოზების მიხედვით კი, XXI საუკუნეში ყველაზე დაუნდობელი მკვლელი სწორედ დეპრესია იქნება.

დეპრესია დღეს მსოფლიოში მეტად გავრცელებული ფსიქიკური პრობლემაა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ატყდება თავს და თვითმკვლელობის ერთ-ერთ უდიდეს რისკფაქტორს წარმოადგენს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 01:47 PM

"გლობალურად, დეპრესიით 121 მილიონი ადამიანია დაავადებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 05:03 PM

"არსებობს დეპრესიის 60-მდე ფორმა. როგორც უკვე ვთქვით, ის "გაახალგაზრდავდა" და მისი სამიზნე არა მხოლოდ შუახნისა და ხანშიშესული ადამიანები, არამედ ახალგაზრდები და ბავშვებიც კი არიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 05:16 PM

"დეპრესიული დარღვევები ლოთობისა და ნარკომანიის ვნებით შეპყრობილი ადამიანების მუდმივი თანამგზავრია. დეპრესია და ნევროზი არ შორდება სოდომის ცოდვით შეპყრობილ ადამიანებსაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 07:56 PM

"დეპრესია სულის დამღუპველი მდგომარეობის მანიშნებელია. ეს არ არის ცოდვების გამო გლოვა და ცრემლი, არამედ ტანჯვაა მოუნანიებელი სულისა, რომელსაც დემონები დაჰპატრონებიან და განუსაზღვრელ უიმედობას შთააგონებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 08:55 PM

"ზოგადად, ნერვულ სისტემაზე დადებითად მოქმედებს სედაციური (დამამშვიდებელი) ეფექტის მქონე ფიტოთერაპია, ასევე, ქიშმიში, ჭერმის ჩირი და თაფლი. შეძლებისამებრ, სასარგებლოა ფიზიკური შრომა და სხეულის გაკაჟება, ზოგადად დადებითი განწყობა. შედეგის უქონლობის შემთხვევაში, უნდა მივმართოთ ექიმს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2022, 08:12 PM

"მორჩილება და სიმდაბლე ისეთი უნიკალური სულიერი წამლებია, რომლებიც ყველა სულიერი სენისგან კურნავს ადამიანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2022, 01:16 PM

"ფსიქიკურ დაავადებათა შორის საკმაო სიზუსტითაა გადმოცემული დაავადება "მალახულია", რომელიც თავისი სიმპტომებით მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი უნდა იყოს, აღწერილია ალკოპოლური ინტოქსიკაციის ნიშნები"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 172/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2022, 05:49 PM

"ახლანდელი ადამიანები თავიანთ მოძღვრებს დაშორდნენ და მათ ზრახვები და სხვადასხვა ვნებები ახრჩობთ. ისინი აღსარებისთვის ფსიქიატრთან დადიან. იღებენ აბებს, რათა დაივიწყონ პრობლემები, რომლებიც აწუხებთ. მცირე ხანი გაივლის და პრობლემა კვლავ თავს იჩენს, ისევ იგივე ქმედებები მეორდება. მაშინ, როდესაც ყველას რომ თავისი შინაგანი მოეწესრიგებინა, კრავივით იძინებდა და აბების ყლაპვაც არ მოუხდებოდათ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 07:59 PM

"მოწყინება ან, როგორც მას ერში უწოდებენ, დეპრესია, დღესდღეობით ძალიან გავრცელებული ცოდვაა და კარგი დამხმარე შემოსავალია ბევრი ფარმაცევტული ქარხნისთვის. მარტო აშშ-ს ტერიტორიაზე ყოველდღე ტონობით ანტიდეპრესანტებს იღებენ, მაგრამ საზოგადოებაში ამით მოწყინება არანაირად არ მცირდება. უფალი ამბობს, რომ სამყაროს დასასრულს ხალხს სული დაეხუთება მსოფლიოზე მოსავლენელ უბედურებათა მოლოდინში. დროის დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ამ დამღუპველი ვნების გაძლიერება იქნება"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 08:19 PM

"დეპრესია მაშინ დგება, როდესაც ადამიანი ცდილობს, საკუთარი ძალებით გააკეთოს რამე, და არა ღმერთის შეწევნითა და ძალით"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 08:33 PM

"წმინდა იოანე სინელი წერს, რომ ლოცვის დროს ადამიანს ხშირად ესხმის თავს ეშმაკი და კანკალს უვლენს. ზოგჯერ, როცა ლოცვის დროს მოდის, ადამიანს ეშმაკის ძალისხმევით ეწყება თავის ან მუცლის ტკივილი. ხშირ შემთხვევაში ეს არის მოწყინების სულის მოქმედება, რადგან როცა ჭამის დროს მოდის, ადამიანს სიჯანსაღე უბრუნდება. ამიტომ დეპრესია ხშირ შემთხვევაში გასუქებას იწვევს"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2022, 10:22 PM

"უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, რომ მამაცი და გამბედავი ვიყოთ. როცა მოწყინება შემოგვიტევს, ულმობლად ვაიძულოთ თავი, რომ ლოცვას შევუდგეთ; ამის მერე კი უკვე ფიზიკურად ვიშრომებთ"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2022, 09:35 PM

"ვინც მოწყინება დაამარცხა, ის ყველაფერში გამოცდილი იქნება!"

/მღვდელი დანიელ სისოევი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2022, 10:05 PM

"როდესაც მოწყინების სული მოდის და ცდილობს, შთამაგონოს, რომ დავიღუპები, ვპასუხობ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ჩემს გადასარჩენად უფალი ამქვეყნად მოვიდა, თავისი ცხოველმყოფელი სისხლი ჯვარზე დანთხია, მკვდრეთით აღდგა და მეც აღმადგენს. ქრისტესთან მე ნათლისღებით ვარ დაკავშირებული, მანვე მომცა სულიწმიდა, ჩემი ცოდვები მომიტევა, თავის საკუთარ სისხლსა და ხორცს მაზიარებს, ყოველმხრივ ზრუნავს ჩემზე. ამიტომ შეუძლებელია, რომ დავიღუპო". აი, ამგვარად უნდა განდევნო აზრი მოწყეინებისა და წარწყმედის შესახებ"

/მღვდელი დანიელ სისოევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 05:07 PM

"თუ მარადიულ სასჯელის ასარიდებლად ადამიანი სინანულით გულშემუსვრილი ევედრება უფალს, მისგან მოწყენილობა განიდევნება"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2022, 04:25 PM

"ლოცვისთვის საჭიროა, საკუთარ თავში განავითარო ერთი თვისება. როგორც ჩვეულებრივ ვზრუნავთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე აუცილებელია ვიზრუნოთ ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე. ყოველთვის უნდა ვხარობდენთ და, თუ გამუდმებით ვლოცულობთ, მაშინ ქრისტეს სიხარული უფრო მეტად გვენიჭება. როცა დეპრესიაში ხარ, ბრაზობ, ეს ნიშნავს, რომ შენში რაღაც არასწორად ხდება. თვალყური ადევნე ამას, მიაქციე ყურადღება, რადგან ადამიანის ხასიათი დიდ როლს თამაშობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 07:17 PM

"ცხოვრებაში წავაწყდი დიდ უსამართლობას, რის გამოც დამემართა მანიაკალური შიზოფრენია. არავის არ ჰქონდა ჩემი განკურნების იმედი. საავადმყოფოში დამხვდა ჟურნალი მამა გაბრიელის სურათით და დარიგებებით, თუ როგორ უნდა გველოცა. ვითხოვე ჟურნალი, გადავიწერე ფურცელზე დარიგებები და დავიწყე ლოცვა. 2 კვირის განმავლობაში დადებითისკენ შეიცვალა არა მარტო ჩემი, არამედ ირგვლივ მყოფი ყველა ავადმყოფის მდგომარეობა. 1 თვის შემდეგ გაოცებულმა ექიმებმა საავადმყოფოდან გამომწერეს სრულიად ჯანმრთელი. მას შემდეგ გავიდა 4 წელი. ვარ სრულიად ჯანმრთელი და არ ვიღებ არანაირ წამალს"

/სამთავროს დედათა მონასტრის მომლოცველი, 2011 წ./

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2022, 08:01 PM

"1701 წლის ბოლოს კარლოს XII-ის ბებიის ჰედვიგ-ელეონორას პირადი ინიციატივით ალექსანდრე ბატონიშვილის [მეფე პოეტის, არჩილ II-ის ძე], რომელიც ხშირად მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში იყო, სამეფო კარის ექიმი დაენიშნა"

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი", N3, 2022, გვ.20/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 05:43 PM

"ერული იოლი ცხოვრება, ერული წარმატებები სულში ერულ შფოთს ნერგავენ, გარეგნული განათლებულობა სულიერ შფოთთან ერთად ყოველდღიურად უბიძგებს ასობით ადამიანს (თვით სულის სიმშვიდედაკარგულ პატარა ბავშვებს) ფსიქოანალიზსა და ფსიქიატრს მიმართონ. შენდება ახალი და ახალი ფსიქიატრიული საავადმყოფოები; იხსნება ფსიქიატრებისათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, მაშინ, როცა ფსიქიატრების უმრავლესობას არც ღმერთი სწამს და არც სულის არსებობა. ნეტავ როგორ შეძლებენ ასეთი ადამიანები, დაეხმარონ სხვა ადამიანების სულებს, როდესაც თვითონაც სულიერი შფოთით არის სავსენი? როგორ შეძლებს ჭეშმარიტად ანუგეშოს ადამიან მან, ვისაც ღემრთის არსებობის ჭეშმარიტება და სიკვდილის შემდგომ სულის უკვდავება არ სწამს?! თუ ადამიანი ჭეშმარიტი ცხოვრების უღრმეს არსს მისწვდება, მაშინ მისი სულიდან შფოთი ქრება, მასთან საღმრთო ნუგეში მოდის და იგი განიკურნება. ავადმყოფს რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში ხმამაღლა უკითხავდნენ ამბა ისაკ ასურს, მაშინ ღვთისმორწმუნე ავადმყოფები გამოჯანმრთელდებოდნენ, იმიტომ, რომ ისინი ცხოვრების უღრმესს არსს ჩასწვდებოდნენ.

ნებისმიერ ფასად - დამამშვიდებელი წამლების საშუალებით და იოგის სხვადასხვა ტიპის სწავლებებით - ადამიანები ცდილობენ სიმშვიდეს მიაღწიონ. მაგრამ ისინი არ ესწრაფიან ნამდვილ სიმშვიდეს, რომელსაც ის მოიპოვებს, ვინც თავს დაიმდაბლებს და ამის შედეგად საღმრთო ნუგეშით აღივსება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 07:27 PM

"Недостаток света в квартире может спровоцировать апатию и даже депрессию".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2023, 09:59 PM

"ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ფსიქიკადარღვეული ყმაწვილი მოვიდა. ის მარწმუნებდა, რომ იტანჯება რაღაც მემკვიდრეობითი მგრძნობელობისაგან, რომელიც მშობლებისაგან გადმოეცა. "- რა მემკვიდრეობრივზე მელაპარაკები - ვუთხარი მე, - პირველ რიგში შენ დასვენება გჭირდება, სწავლა შემდეგ დაამთავრე, მერე არმიაში იმსახურე და ყველაფერი ამის შემდეგ სამუშაოზე მოეწყვე". საბრალო დამემორჩილა და თავისი გზა იპოვა. ამგვარად პოულობენ ადამიანები საკუთარ თავს.

- წმიდაო მამაო, სამუშაო მალე მღლის, რა არის ამის მიზეზი?

- რაც შენ არ გყოფნის, ეს მოთმინებაა, შენი მოუთმენლობის მიზეზი კი ისაა, რომ ბევრს იღებ საკუთარ თავზე. შენ ყოველ მხარეს აწყდები და ძალებისაგან იცლები, ამას კი ნევროზისაკენ მიჰყავხარ, იმიტომ, რომ ღვთისმოსაობა გაქვს და საქმის გამო გული გტკივა"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2023, 04:50 PM

"როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ფსიქიატრი წერს, გავრცელებულ ფსიქიკურ დაავადებათა 60% პროცენტს დეპრესია შეადგენს, ხოლო მათ შორის ნახევარი კი სულიერი წარმოშობის დაღი ატყვია"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2023, 05:30 PM

"მორწმუნე ადამიანთა ცხოვრებაში, მოღვაწეობაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რა დიდ ძალას მატებს მათ ეკლესიური წესების დაცვა. სასოწარკვეთის, უიმედობის წუთებში, დეპრესიის დროს როცა ხშირად ყოველგვარ ხალისს კარგავენ ცხოვრებისა, ეჩვენებათ, რომ აზრი არა აქვს თავის არსებობას, მეტად გაუსაძლისად მიიჩნევენ მიწიერ ყოფას, თვლიან, რომ მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი, რის ძალაც არ გააჩნიათ, ლოცვის დაწყება ამსუბუქებს მდგომარეობას. ამ დროს კარგად ჩანს, თუ თანდათან როგორ მშვიდდება ადამიანი, იდევნება მისგან შავი ფიქრები, უბრუნდება გაფერმკრთალებული რწმენა. არადა თითქოს არ შეიცვალა? მწარე სიმადვილე ხომ იგივე დარჩა, მაგრამ ლოცვამ ხალისი შემოიტანა კაცის არსებაში, დაუბრუნა დაკარგული იმედი, რწმენა, რომ ცხოვრება ისევ გრძელდება და უფალი არ დატოვებს მას"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2023, 02:50 PM

"კვლევა: ადამიანები, რომლებიც დილით ადრე იღვიძებენ, დეპრესიით 23 პროცენტით იშვიათად ავადდებიან.

ადამიანები, რომლებიც დილით ადრე იღვიძებენ და ცხოვრების წესითა და ფსიქოტიპით ეგრეთწოდებული დილის ადამიანები არიან, დეპრესიით 23 პროცენტით იშვიათად ავადდებიან. ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერების უახლესი დასკვნის შედეგი. აღნიშნულ ინფორმაციას სამედიცინო პორტალი ჯამა საიქი ათრია ავრცელებს. კვლევასთან დაკავშირებით ნიუ-იორკ თაიმსს ინტერვიუ მისცა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა პროფესორმა თილ რენებერკმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2023, 04:30 PM

"კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც ადრე უნდა ადგეთ არის ნერვული სისტემა, რადგან იმ ადამიანებს, რომლებიც ადრე იღვიძებენ, ნაკლებად აწუხებთ დეპრესია, ნევროზი და ნერვული სისტემა მოწესრიგებული აქვთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2023, 03:17 PM

"ეს ამბავი კი ჩემი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობისას მოხდა: დიდი განსაცდელი მედგა, რამაც დეპრესიამდე მიმიყვანა. ღამის პირველი საათი იქნებოდა, ტელეფონზე, მამა იოსების [ბურჯანაძე] ფოტო გავხენი და ვთხოვე: მამაო, ცუდად ვარ და შენი დახმარება მჭირდება, გთხოვ, მოდი, მწამს, შენი მოსვლით ყველაფერი მოგვარდება-მეთქი, შემდეგ სკვნილზე ვიწყე ლოცვა, თან იქვე ვტრიალებდი.

ღამის სამი საათი იქნებოდა, თეთრი ნივა რომ შემოვიდა, რომლიდანაც მამა იოსები გადმოვიდა, არაფერი მითქვამს, ისე ჩამიკრა გულში, ცოტა ხნით დარჩა ჩემთან, ისე პრობლემაც მოგვარდა და ჩემი დეპრესიაც უკვალოდ გაქრა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2023, 09:35 PM

"აღსანიშნავია მეორე მსგავსი შემთხვევაც: ომის შემდეგ, 1946 წელს მატრონას [მოსკოველი] მიუყვანეს ერთი მაღალი მდგომარეობის ქალი, რომელსაც ქმარი ფრონტზე დაღუპვოდა, ერთადერთი ვაჟიშვილი კი გონებაშეშლილი ჰყავდა; თავად ეს ქალბატონი, რა თქმა უნდა, უღმერთო იყო. შვილის განკურნვა მას ყველგან ეცადა, რუსეთშიც, ევროპაშიც, მაგრამ უშედეგოდ. მან უთხრა მატრონას: "მე თქვენთან სასოწარკვეთის გამო მოვედი, წასასვლელი აღარსად მაქვს!" მატრონამ ჰკითხა: "უფალმა რომ მოგირჩინოს შვილი, ირწმუნებ ღმერთს?" ქალმა მიუგო: "მე არ ვიცი, როგორ უნდა ვირწმუნო!" მაშინ მატრონამ წყალი მოატანინა და ხმამაღლა დაიწყო მასზე ლოცვა. მერე მიაწოდა ეს წყალი ქალს და უთხრა: "გაემგზავრე ახლა კაშჩენკოში (ფსიქიატრიული საავადმყოფო მოსკოვში) და მოელაპარაკე სანიტრებს, რომ მაგრად გააკავონ შენი ვაჟიშვილი, როცა გამოგიყვანენ". ის გაიბრძოლებს, შენ კი ეცადე თვალებში შეასხი წყალი და აუცილებლად მოახვედრე პირშიც!" რამოდენიმე ხნის შემდეგ ეს ქალი კვლავ მოვიდა მატრონასთან, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და ასე გადაუხადა მადლობა შვილის განკურნებისთვის. მართლაც, ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც მატრონამ უთხრა: როცა ქალი საავადმყოფოში მივიდა და ვაჟიშვილი დარბაზში გამოიყვანეს, მან ყვირილი დაიწყო: "დედა, გადააგდე ეგ, ჯიბეში რომ გიდევს, ნუ მტანჯავ!" ქალს ჯიბეში მატრონას მიერ გამოტანილი პატარა ბოთლით წყალი ედო. გაოცებაც ვერ მოასწრო, - საიდან გაიგო რა მაქვს ჯიბეშიო, რომ ბიჭმა სასტიკად გაიბრძოლა, ძლივსღა აკავებდნენ; დედაც სასწრაფოდ მიეჭრა და წყალი პირისახეში შეასხა, პირშიც მოახვედრა, და მაშინ, ანაზდად, ბიჭი დამშვიდდა, მზერა ნათელი გაუხდა და თქვა: "რა კარგია!" მალე ის ჯანრმთელი გაწერეს საავადმყოფოდან..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2023, 09:35 PM

"აღსანიშნავია მეორე მსგავსი შემთხვევაც: ომის შემდეგ, 1946 წელს მატრონას [მოსკოველი] მიუყვანეს ერთი მაღალი მდგომარეობის ქალი, რომელსაც ქმარი ფრონტზე დაღუპვოდა, ერთადერთი ვაჟიშვილი კი გონებაშეშლილი ჰყავდა; თავად ეს ქალბატონი, რა თქმა უნდა, უღმერთო იყო. შვილის განკურნვა მას ყველგან ეცადა, რუსეთშიც, ევროპაშიც, მაგრამ უშედეგოდ. მან უთხრა მატრონას: "მე თქვენთან სასოწარკვეთის გამო მოვედი, წასასვლელი აღარსად მაქვს!" მატრონამ ჰკითხა: "უფალმა რომ მოგირჩინოს შვილი, ირწმუნებ ღმერთს?" ქალმა მიუგო: "მე არ ვიცი, როგორ უნდა ვირწმუნო!" მაშინ მატრონამ წყალი მოატანინა და ხმამაღლა დაიწყო მასზე ლოცვა. მერე მიაწოდა ეს წყალი ქალს და უთხრა: "გაემგზავრე ახლა კაშჩენკოში (ფსიქიატრიული საავადმყოფო მოსკოვში) და მოელაპარაკე სანიტრებს, რომ მაგრად გააკავონ შენი ვაჟიშვილი, როცა გამოგიყვანენ". ის გაიბრძოლებს, შენ კი ეცადე თვალებში შეასხი წყალი და აუცილებლად მოახვედრე პირშიც!" რამოდენიმე ხნის შემდეგ ეს ქალი კვლავ მოვიდა მატრონასთან, მის წინაშე მუხლებზე დაეცა და ასე გადაუხადა მადლობა შვილის განკურნებისთვის. მართლაც, ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც მატრონამ უთხრა: როცა ქალი საავადმყოფოში მივიდა და ვაჟიშვილი დარბაზში გამოიყვანეს, მან ყვირილი დაიწყო: "დედა, გადააგდე ეგ, ჯიბეში რომ გიდევს, ნუ მტანჯავ!" ქალს ჯიბეში მატრონას მიერ გამოტანილი პატარა ბოთლით წყალი ედო. გაოცებაც ვერ მოასწრო, - საიდან გაიგო რა მაქვს ჯიბეშიო, რომ ბიჭმა სასტიკად გაიბრძოლა, ძლივსღა აკავებდნენ; დედაც სასწრაფოდ მიეჭრა და წყალი პირისახეში შეასხა, პირშიც მოახვედრა, და მაშინ, ანაზდად, ბიჭი დამშვიდდა, მზერა ნათელი გაუხდა და თქვა: "რა კარგია!" მალე ის ჯანრმთელი გაწერეს საავადმყოფოდან..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2023, 08:29 PM

"თუ ვინმეს ნერვული ან ფსიქიკური პრობლემები აქვს და ეკლესიას მოაშურა, ეკლესია დახმარების ხელს მათაც უწვდის. ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა ღვაწლი დასამცირებელი არ არის, მაგრამ ეკლესიას ბევრი ისეთი პიროვნება დაუბრუნებია საზოგადოებისათვის, რომელთაც ოფიციალური მედიცინა შეურაცხადს, ხალხი კი გიჟს უწოდებს (ამისი არაერთი მაგალითის გახსენება შეგვიძლია)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2023, 02:31 PM

" - დიახ, 2020 წლის თებერვალში უწმინდესის მოწოდებითა და კურთხევით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია თემაზე "რელიგიისა და მენტალური ჯანმრთელობის ურთიერთმიმართების საკითხები ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში". მართლაც, ღირებული კვლევაა, რადგან თვალნათლივ გამოჩნდა, როგორ მოქმედებს რელიგია ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე, ამ შემთხვევაში - შფოთსა და დეპრესიაზე.

ეკლესიამ და მორწმუნე ადამიანმა ისედაც იცის, როგორ მოქმედებს სულიერი ცხოვრება პიროვნებაზე, მაგრამ რაც ნათელია მორწმუნებისათვის, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის საჭოჭმანო და ძნელად გასაგებია. მორწმუნე ადამიანთა რწმენის ხარისხიდან გამომდინარე, მეტად საინტერესო და საგულისხმო მაჩვენებელი გამოიკვეთა: რესპოდენტთა 53 პროცენტს საერთოდ, არ აქვს შფოთი და დეპრესია. მიუხედავად რთული და დაძაბული ცხოვრებისა, დეპრესია არც მეორე ჯგუფში აღინიშნება, რადგან მათ ღმერთთან და ეკლესიასთან ურთიერთობის სიხარული აქვთ შენარჩუნებული. სხვებს შეიძლება არ ჰქონდეთ რაღაც დიდი სიხარული, მაგრამ არც გამოკვეთილი დეპრესია აღენიშნებათ, რადგან თუნდაც ის მინიმალური რწმენა, რომელიც აქვთ, იცავს მათ შიშისა და შფოთისაგან"

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 05:07 PM

"ეს იყო სემინაირაში სწავლის წლებში (1947-48). "კიბე" ადრეც მქონდა წაკითხული და სწავლამდეც გავცნობოდი მის შინაარს.

ერთხელ აღმოვჩნდი განსაკუთრებული მორალური აშლილობის მდგომარეობაში (ბუნებრივი მიზეზების გამოისობით თუ ეშმაკისგან მოგვრილი განსაცდელის გამო). სულიერმა ძალებმა თითქოს მთლიანად მიმატოვეს. დეპრესიამ, სიძაბუნემ, უძლურებამ მოიცვა მთელი ჩემი არსება. მე, როგორც ამბობენ, საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. გაკვეთილები საერთოდ არ შემდიოდა თავში; უდიდესი ძალისხმევის ფასად მიჯდებოდა, მეიძულებინა საკუთარი თავისთვის წიგნთან დაჯდომა და, თუ ეს გამომდიოდა კიდეც, მაინც, წაკითხულს ვერ აღვიქვამდი. ეს მტანჯველი-უსიცოცხლო მდგომარეობა, მახსოვს, მინიმუმ სამი დღე გაგრძელდა. ვცდილობდი წიგნების წაკითხვას, რომ ერთგვარი სულიერი წონასწორობა მომეპოვებინა, ეკლესიაშიც ვლოცულობდი და მარტოც, ქუჩაში გამოვდიოდი, რომ სუფთა ჰაერი მესუნთქა - ყველაფერი ამაო იყო, შინაგანი ქაოსი, გარეგნული უძლურება, პირქუში უსიცოცხლობა კვლავ საფლავის ქვასავით მაწვა სულზე.

მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა სემინარიელმა (ახლა ის უკვე მღვდლად მსახურობს მოსკოვის მახლობლად ერთ-ერთ სამრევლოში), თითქოს ზეგარდამო შთაგონებით, მომიტანა მცირე ზომის წიგნი და შემომთავაზა მისი წაკითხვა. ეს იყო "კიბე". განვმარტოვდი და წიგნს ჩავუღრმავდი. და რა მოხდა... სიტყვებს რომ შევავლე თვალი, ნელ-ნელა ვიგრძენი, რომ ჩემს გულში, ამ დრომდე ცოცხალ-მკვდარსა და გაქვავებულში, თითქოს რაღაც ცოცხალი ნაკადი შემოდიოდა. ეს ნაკადი (ღვთის მადლი) თანდათან ავსებდა მას, რომელიც, აქამდე ღატაკი და უმადლო, თითქოს დარბილდა და ცვილივით დადნა, სინანულის, შემუსვრილებისა და განახლების უხვ ცრემლებად გადმოიღვარა. იგი ხელახლა იშვა სიცოცხლისთვის, კვლავ ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში ღვაწლისათვის.

რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ "კიბეს" ისეთი განსაკუთრებული ძალა მივაწერო, როგორიც, მაგალითად, ღვთის სიტყვას აქვს თავის თავში, მაგრამ მიუხედავად ამისა, უეჭველად მიმაჩნია (როგორც ფიქრობს ასევე ეკლესია), რომ "კიბეში", ისევე როგორც წმინდა მამების სხვა ქმნილებებში, არის მადლი, რომელსაც შეუძლია სულის გათბობა, სინანულამდე მიყვანა და ახალი სიცოცხლისთვის ხელახლა შობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2023, 07:55 PM

"კიდევ ერთი რამ, რაც სევდიან ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, არის შრომა, ცხოვრებისადმი ინტერესი. ბაღი, მცენარეები, ყვავილები, ხეები, აგარაკი, სიარული, ბუნებაში გასეირნება - ყველაფერ ამას ადამიანი უმოქმედო მდგომარეობიდან გამოჰყავს და ახალ ინტერესებს აღუძრავს, რადგან ეს საშუალებები წამალივით მოქმედებს. ძალიან კარგია, დავკავდეთ ხელოვნებით, მუსიკით და ა.შ. თუმცა ყველაზე დიდ მნიშვნელობას ეკლესიას, მსახურებებს, წმინდა წერილის შესწავლას ვანიჭებ. ღვთის სიტყვის შესწავლით ადამიანი იკურნება ისე,რომ ვერც კი აცნობიერებს ამას"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2023, 02:20 PM

"ცნობისათვის, რომ იცოდეთ, კუჭის წყლულიც ნევროზისგან წარმოიქმნება. ითრგუნება რა სიმპათიკური სისტემა, იკუმშება, ევნება და ასე წარმოიშობა წყლული. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, სულ დაძაბულობა, სულ მწუხარება, სულ დარდი და შფოთი, ჰოპ! წყლული. წყლული ან კიბო, გააჩნია. როდესაც ჩვენს სულში არეულობაა, ეს გავლენას ახდენს სხეულზე და ჯანმრთელობა გვერყევა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2023, 05:49 PM

"როდესაც ადამიანი არასწორად იწყებს სულიერ ცხოვრებას ან ამძიმებს რაიმე მემკვიდრეობითი, მაშინ ის ხედავს, როგორ ეცხადება მას ეშმაკი, იწვევს ხმაურს და ა.შ. ზოგჯერ შეიძლება ადამიანს შიზოფრენიაც კი დაემართოს. შიზოფრენიით დაავადებულებზე გავლენას ახდენს მათ წინაპრების წარსული ცხოვრება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2023, 01:31 PM

"მეცნიერულმა კვლევებმა დაასაბუთა, რომ შურისა და სიძულვილის შეგრძნების შედეგად ადამიანის თავის ტვინში ვითარდება ისეთი ბიოქიმიური ძვრები, რომლებიც აფერხებს ნერვული სისტემის უჯრედების მუშაობას. ადამიანის ქცევაში ეს იმით ვლინდება, რომ ის კარგავს სიმშვიდეს, ხდება ზედმეტად გაღიზიანებული, დეპრესიული"

/ციცინო სუქნიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ნეირო-ფიზიოლოგი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2023, 02:00 PM

"დახეული ტანსაცმლითა და ნახევრად შიშვლად ქუჩაში სიარული სწორედ ფსიქიკური დაავადების ადრეული სტადიის გამოვლინებაა. ეს ძალიან საშიში მოვლენაა. ამ დაავადების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ინფორმაციულ გადატვირთვასა და ყოფა-ცხოვრებაში ხელოვნური ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას. თანამედროვე გარემოს პირობებში დიდი სულიერი და ფიზიკური შრომისა და ღმერთის შეწევნის გარეშე ფსიქიკური სიჯანსაღის შენარჩუნება შეუძლებელია"

/ციცინო სუქნიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ნეირო-ფიზიოლოგი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2023, 07:00 PM

"სამწუხაროდ, მღვდლად ხელდასხმიდან ათ წელიწადში პანაგი [ხუცესი] ნერვულად მძიმედ დასნეულდა, - ხან საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა და რაც ხელში მოხვდებოდა, ყვირილით ისროდა გარეთ, გონს მოსული კი ამ ჭირს საკუთარ ცოდვებს უკავშირებდა.

ამგვარი შეტევები თავიდან ორ-სამ წელიწადში ერთხელ ემართებოდა, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე კი - ყოველ წელიწადს, უკანასკნელი ხუთი წელი საწოლს მიჯაჭვულმა გაატარა.

თუმცა, ღვთივ ნაბოძები სულიერი მადლი არ დაუკარგავს, ადამიანებსაც ძველებურად უყვარდათ და უწყოდნენ, რომ მისი სენაკის კარი მუდამ ღია იყო.

ღირსმა მამამ 1888 წლის 7 ივნისს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2023, 07:22 PM

"ერთ-ერთი მართლმადიდებელი ფსიქიატრი აღნიშნავს, გავრცელებულ ფსიქიკურ დაავადებათა 60 პროცენტს დეპრესია წარმოადგენს და ხშირად მათ სულიერი წარმოშობის დაღი ატყვია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2023, 06:22 PM

"როგორც უკვე ითქვა ეკლესიურ მიდგომაში ფსიქიკურ აშლილობათა მიმართ ხშირად ფიგურირებს მოციქულ პავლეს სიტყვები: "სხეული გადაეცეს სატანას, რათა სული გადარჩეს".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2023, 08:09 PM

"ნევროზი ფსიქიატრიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა, მაგრამ კარგი იქნება, თუ იგი გაშუქდება მართლმადიდებლურ-ფსიქოლოგიური კუთხითაც. დღეს ისე არის გავრცელებული ეს დაავადება, რომ მის შემსწავლელ სპეციალისტთა წრეში ასეთი სევდიანი ხუმრობაც კი გვხვდება: "ის კი არ უნდა იკითხო, გაწუხებს თუ არა ნევროზი, არამედ თუ მისი რა სახე გაქვს." უნდა ითქვას ის, რომ ხშირად ამ ნერვიულ აშლილობას არაეკლესიური ცხოვრების წესი, ცნობიერება განაპირობებს და ვინც თავისი ყოფის მართლმადიდებლური ნირით გამოირჩევა, ცდილობს იცხოვროს უფლისთვის სათნოდ, დაიცვას ეკლესიური წესები, რაც შეიძლება ერიდება ცოდვას, მას ნევროზი არ დაემარეთება, ან თუ უკვე აქვს, ადრე თუ გვიან აუცილებლად განიკურნება მისგან"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2023, 05:49 PM

"დეპრესიაში, სასოწარკვეთილებაში მყოფთათვის, როგორც რელიგიური, ისე ფსიქოლოგიური დახმარების ერთ-ერთი საშუალებაა იმ ადამიანთა წარმოდგენა, რომლებიც უარეს ყოფაში იმყოფებიან"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 01:18 PM

"ხშირად ფსიქიატრები ნევროზის კიდევ ერთ ფორმას - მის დეპრესიულ სახესაც გამოყოფენ. დ. ავდეევი წერს: "დეპრესიულ ნევროზს ხშირად ცხოვრებისეული სიძნელეები უწყობს ხელს. ადამიანს გუნება უფუჭდება, არაფერი ახარებს. ზოგჯერ კი ყველაფერს წყობიდან გამოყავს, ყველაფერი აღიზიანებს. მოიცავს სევდა, სასოწარკვეთა, მწუხარება, გარემოს ხედავს მუქ ფერებში. ხშირად ეს იმიტომ ხდება, რომ მისი ცხოვრება წარიმართა არა ისე, როგორც მას წარმოედგინა, არამედ სულ "სხვა სცენარით", სურვილები არ განხორციელდა, ადგილი ჰქონდა კონფლიქტს, ბევრჯერ აყენინეს"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2024, 12:12 PM

"მისი სიცოცხლის ბოლო წლებში ერთი ახალგაზრდა მივიდა მამა პაისთან [ათონელი]. იგი დეპრესიას დაეთრგუნა და არანაირი წამალი არ შველოდა. მამა პაისს ბევრი არაფერი უთქვამს, მხოლოდ ორი სიტყვა. ახალგაზრდა სრულიად შეცვლილ ადამიანად ქცეული წავიდა მისგან"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)