IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> სამკურნალო მცენარეები
qetevano
პოსტი Mar 21 2013, 12:11 AM
პოსტი #1


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



სამკურნალო მცენარეები, მედიცინისა და ვეტერინარიაში სამკურნალოდ ან პროფილაქტიკის მიზით გამოსაყენებელ მცენარეთა დიდი ჯგუფი. სამკურნალო მცენარეების შესწავლა და გამოყენება შორეულ წარსულს უკავშირდება. ამას ადასტურებს უძველესი წერილობითი თუ ზეპირსიტყვიერი წყაროები.

ჯერ კიდევ 3—4 ათასი წლის წინათ ეგვიპტეში ცნობილი ყოფილა მრავალი საკვები და სამკურნალო მცენარე. უძველესი ისტორია აქვს ჩინეთის, ტიბეტის, ინდოეთის, საბერძნეთის ხალხურ მედიცინაში სამკურნალო მცენარეების გამოყენებას. ჰიპოკრატეს თავის შრომებში 200-ზე მეტი სამკურნალო მცენარეები აქვს მოხსენიებული.

ახ. წ. I საუკუნე ეკუთვნის ბერძენი ექიმის დიოსკორიდეს კლასიკური ნაშრომი — „სამკურნალო საშუალებათა შესახებ“. ძვ. რუსეთში სამკურნალო მცენარეების გამოყენებას ადასტურებს „Изборник великого князя Святослава Ярославича“ (1073). XVII საუკუნის I ნახევარში კი გაჩნდა „ბალახთა კრებული“, გაშენდა სამკურნალო მცენარეების პლანტაციები, გაიხსნა აფთიაქები.

ცნობებს საქართველოში სამკურნალო მცენარეების ბაღების გაშენებისა და მათი გამოყენების თაობაზე ვპოულობთ ჯერ კიდევ აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში“. სამკურნალო მცენარეების ბაღი კოლხეთში უძველესბაღად იყო მიჩვეული. იქ გაშენებული ყოფილა ცერცველა, ვენერას თმა (გვიმრა), ძაღლყურძენა, პაპირუსი, ყოჩივარდა, ლავანდი, პიტნა, ზაფრანა, ყაყაჩო, კატაბალახა და სხვა.

საქართველოში სამკურნალო მცენარეების გამოყენების შესახებ ცნობებს იძლევა ვ. ქართული სამედიცინო წერილობითი წყაროები — ქანანელის „უსწორო კარაბადინი“ (XI საუკუნე), ხოჯაყოფილის „წიგნი სააქიმოჲ“ (XIII საუკუნე), ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი — კარაბადინი“ (XV საუკუნე), „იადიგარ დაუდი“ (XV საუკუნე), დიდი მასალაა შემონახული იოანე და თეიმურაზ ბატონიშვილებისა და სხვათა სამედიცინო ხელნაწერებშიც.

სამკურნალო მცენარეების სასარგებლო თვისებები განპირობებულია მათში სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური, ე. წ. მოქმედი ნივთიერებების არსებობიტ: ასეთებია ალკალოიდები, გლიკოზიდები, საპონინები, ეთერზეთები, გუმფისები, ფისები, ლორწო, ვიტამინები, ფიტონციდები და სხვა, რომლებიც გარკვეულ ზეგავლენას ახდენენ ადამიანისა და ცხოველთა ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე, სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მიკრობებზე. ნაკლებად ხმარობენ მეტალოიდების შემცველ მცენარეებს, მაგ., იოდის შემცველ წყალმცენარეებს, ფოსფორისა და გოგირდის შემცველ მცენარეებს. სამკურნალო მცენარეების განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის ანტიბიოტიკების წარმომქმნელი მცენარეები. მოქმედი ნივთიერებები წარმოიქმნება და გროვდება სამკურნალო მცენარეების სხვადასხვა ნაწილსა და ორგანოში გარკვეულ სავეგეტაციო პერიოდში. ამასთან დაკავშირებით დადგენილია სამკურნალო მცენარეების შეგროვების ვადები, როცა მათში დაგროვილი სასარგებლო ნივთიერებების ფარმაკოთერაპიული აქტივობა მაქსიმუმს აღწევს.

შეგროვებულ სამკურნალო მცენარეებს აშრობენ, იშვიათად იყენებენ ნედლსაც (მაგ., შროშანა, გვიმრა). აშრობენ უმეტესად დახურულ, კარგად განიავებულ სათავსებში, ზოგს (მაგ., კატაბალახას ფესვები, ღვიის ნაყოფი) — მზეზე, აგრეთვე ღუმლებში (განსაკუთრებით ნაყოფს). გამომშრალი სამკურნალო მცენარეების შენახვისას ანგარიში უნდა გაეწიოს ჰაერის ტემპერატურას, სინესტესა და სამკურნალწამლო ნედლეულის მავნებლებს.

სამკურნალო მცენარეები დაჯგუფებულია ორგანიზმზე ზემოქმედების მიხედვით:
ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო — კატაბალახა, ჟენშენი, ლიმონურა, მანჯურიული, არალია, დეზურა, ფითრი, წვავი;
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო — კუნელი, თრიმლი, ზღვის კომბოსტო, შროშანა, ოლეანდრე, ფუტკარა, ევკომია, ჩაის ბუჩქი, ფითრი და სხვა;
სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები — ძირთეთრა, ურცი, შმაგა (ბელადონა), ხაშხაში, პიტნა, სტაფილო, ტილჭირი, სკოპოლია;
სასუნთქი ორგანოების დაავადების სამკურნალო — სამკურნალო ტუხტი, იპეკო, ვირისტერფა, თერმოფსისი, ურცი;
კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო — ალოე, საბრი, ტუხტი, გულყვითელა, მრავალძარღვა, კოთხუჯი, აბუსალათინი, კოწახური;
ღვიძლის, სანაღვლე გზების, საშარდე ორგანოების დაავადების სამკურნალო — კოწახური, მოცვი, სიმინდი (ფოჩი), თირკმლის ჩაი;
სისხლდენის შემაჩერებელი საშუალებები — კოწახური, ჭინჭარი, ჭვავის რქა, მრავალძარღვა, ცხენისწაბლა, სოფორას სახეობები;
გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალო — ქაცვი, ხახვი;
კანის დაავადებებისა — ალოე (საბრი), კრაზანა, ძირთეთრა.

საქართველოს მცენარეული ნედლეულის ბაზაზე შექმნილია მთელი რიგი სამკურნალო პრეპარატები, რომელთაც ამუშავებენ თბილისის ექსპერიმენტული-ფარმაცევტულ ქარხნებში.




ყვავილთა დედოფალი ვარდი[B/]



ვარდი, მხოლოდ მშვენიერებისა და საუცხოო სურნელის გამო როდი ფასობს. მას ძველთაგანვე იყენებდნენ კოსმეტიკასა და მედიცინაში. ჯერ კიდევ ავიცენა წერდა, რომ ვარდი ”საუცხოოდ ახშობს ოფლის სუნს, მისი გასრესილი ფურცლები აქრობს მეჭეჭებს და კარგი საშუალებაა წითელი ქარის სამკურნალოდ. გამხმარი ვარდის ნახარში სასარგებლოა ქუთუთოების შეშუპებისა და თვალების ანთების დროს. თუ ფოთლებს თეთრ ძირებს მოაჭრით, მათი ნახარში ამაგრებს და კვებავს თმის ძირებს, ასუფთავებს სახის კანს”.

ვარდის ფურცლებზე დაყენებული ძმრით ინფიცირებულ ჭრილობებს მკურნალობდნენ, ღვინოს კი კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოსაწესრიგებლად სვამდნენ.
არომათერაპიაში ვარდს განსაკუთრებული ადგილი უკავია, თანამედროვე ფიტოთერაპევტები კი მას სასუნთქი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ გვთავაზობენ. წარმატებით იყენებენ ხველებისა და რესპირატორული, განსაკუთრებით - ალერგიული წარმოშობის (ასთმა), დაავადებათა თერაპიისთვის. კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს ვარდის ზეთი აქრობს ანთებას და ხელს უწყობს ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას, ხსნის გულისრევას და ყაბზობას.
ვარდის ზეთი ძალიან ძვირად ფასობს, რადგან ძნელად მოიპოვება - ერთი წვეთი ზეთის მისაღებად 30-მდე ყვავილის გვირგვინია საჭირო. ვარდის ეთერზეთი მდიდარია B, C, E, K ვიტამინებით, ტანინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ბუნებრივი მცენარეული ცხიმების საუცხოო კომპოზიციებით. ის 300-მდე კომპონენტს შეიცავს, რომელთაგან მხოლოდ 100-ის ქიმიური შემადგენლობაა განსაზღვრული.
ვარდს აქვს:

ანტიდეპრესიული,

სედაციური (დამამშვიდებელი),

სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი),

გამწმენდი,

ამოსახველებელი,

ანტიბაქტერიული,

ანტივირუსული,

ანტისეპტიკური,

ანთების საწინააღმდეგო,

სისხლძარღვთა ფუნქციის მარეგულირებელი,

თირკმელებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მასტიმულირებელი,

მენსტრუალური ციკლის დამარეგულირებელი,

ლიბიდოს გამაძლიერებელი მოქმედება.

გამოიყენება:

ნევროზის სამკურნალოდ,

შრომისუნარიანობის ასამაღლებლად,

ენდოკრინული (შინაგანი სეკრეციის) ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებისათვის,

ჰორმონული ბალანსის მოსაწესრიგებლად,

ორგანოებში მიმდინარე სკლეროზული პროცესების შესაფერხებლად,

უჯრედთა რეგენერაცია (განახლება) - გაახალგაზრდავებისთვის,

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად,

ლორწოვანი გარსის შეხორცების დასაჩქარებლად,

კუჭის ფერმენტული უკმარისობისა და დისბაქტერიოზის ლიკვიდაციისათვის.
ქალებისთვის მეტად სასარგებლოა ვარდის ზეთით წელის დაზელა. მისი მასაჟი შესანიშნავია მოსადუნებლად და განსატვირთავად. ვარდის ზეთიანი აბაზანა საუცხოოდ ხსნის სტრესს და დაძაბულობას.

გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:
1. ტონზილიტის (ნუშურების ანთების) სამკურნალოდ ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ხმელი ან ცოცხალი ვარდის ფურცლები და თაფლი. ეს ყვავილოვან-თაფლოვანი მასა რაც შეიძლება მეტხანს ღეჭეთ და შემდეგ გადააფურთხეთ (არავითარ შემთხვევაში არ გადაყლაპოთ).

2. სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) დროს წვრილად დაჭერით 3-4 სადილის კოვზი ვარდის ფურცელი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და გადაწურეთ. ნაყენი დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ პირში.

3. ბრონქული ასთმის დროს აიღეთ 10 სადილის კოვზი ვარდის ფურცელი, 0,5 კგ გახეხილი გოგრა, მრავალძარღვას 1 სადილის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული ფოთოლი, 2 სადილის კოვზი თაფლი, 1 ლიტრი მშრალი წითელი ღვინო. აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ნელ ცეცხლზე. ადუღებას რომ დააპირებს, გადმოდგით (არ აადუღოთ!). მიღებული მასა უნდა მიირთვათ სამი დღის განმავლობაში, თითო სადილის კოვზი დღეში 5-ჯერ, შემდეგ შეისვენოთ.

4. შეკრულობის დროს ვარდის რამდენიმე ფურცელი კარგად უნდა დაღეჭოთ და გადაყლაპოთ. ეს უნდა გააკეთოთ დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ცნობისათვის
ძველ რომში ძალიან უყვარდათ შაქარში არეული ყვავილებით ყელის ჩაკოკლოზინება. ჩაროზად არა მხოლოდ ვარდის, არამედ მიხაკის, ყოჩივარდასა და ლავანდის ფურცლებსაც მიირთმევდნენ. რომაელი პატრიციუსების საყვარელი ნუგბარი ვარდის ჩაშაქრებული კოკრები გახლდათ. აღმოსავლეთში საგანგებო სტუმრებს ვარდის მურაბითა და ვარდის ფურცლების ნაყენით უმასპინძლდებოდნენ. ვარდის მურაბას დღესაც მრავალ ქვეყანაში ამზადებენ. მას საუცხოო არომატსა და სურნელთან ერთად სამკურნალო თვისებებიც აქვს.

[b]შვიდი ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარე


ყველაზე პოპულარული სამკურნალო მცენარეების რეიტინგი რომ შეედგინათ, მსოფლიოს ცნობილ ფიტოთერაპევტებს შორის გამოკითხვა ჩაატარეს. სწორედ ამ გამოკითხვაში გამარჯვებულ პოპ-შვიდეულს წარმოგიდგენთ.

ექინაცეა – იგი ნამდვილი ლიდერია. ფიტოთერაპევტებს ყველაზე ხშირად ამ მცენარის სამკურნალო თვისებებზე უწევთ საუბარი. ექინაცეის ღირსებებს შორის აღსანიშნავია იმუნიტეტის მომაძლიერებელი, ვირუსებისადმი მედეგობის ამამაღლებელი თვისებები. თუკი ექინაცეის ნაყენს ან მასზე დამზადებულ პრეპარატს მიიღებთ, არც სტრესთან გამკლავება გაგიჭირდებათ. იგი იდეალური სამკურნალო საშუალებაა არა მარტო ვირუსული ინფექციების თავდასხმის დროს, არამედ მოგზაურობის პერიოდშიც – მაშინ, როცა ორგანიზმი ფიზიკურად ჩვეულბრივზე მეტად იტვირთება და მისი საადაპტაციო ძალები მოძლიერებას მოითხოვს.

ნიორს ნუსხაში მეორე ადგილი უკავია. ეს თეთრთავა მცენარე ვირუსებსა და ბაქტერიებს შიშის ზარს სცემს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნიორში შემავალი ფიტონციდები არც სოკოებს აყრიან კარგ დღეს. გარდა ამისა, ნიორი სისხლის გამათხიერებელი, არტერიული წნევის დამარეგულირებელი საუკეთესო საშუალებაა.

ჩაის ხეს, უფრო სწორად, მისი ფოთლებისგან მიღებულ ზეთს კოსმეტოლოგიაში ფართოდ იყენებენ როგორც საუკეთესო ანტისეპტიკურ საშუალებას. ის დეზოდორანტების, ლოსიონებისა და ბალზამების შემადგენლობაში შედის.

კაპსაიცინი ნივთიერებაა, რომელიც წიწაკას სიმწარეს აძლევს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც გარეგანი, ისე შინაგანი საშუალების სახით. კაპსაიცინის შემცველი კრემი სახსრების დაავადების, ტრავმის დროს უებარი საშუალებაა. იგი ორგანიზმში ენდორფინების გამომუშავებას ასტიმულირებს. ამიტომაც არის, რომ ცხარე კერძების მოყვარული ადამიანები ენერგიულები და სიცოცხლით სავსენი არიან.

გვირილა – მასზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა, ამიტომ ყურადღებას მხოლოდ მის მთავარ სამკურნალო თვისებებზე შევაჩერებთ. გვირილა ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის დამაამებელი, ძილის მომგვრელი საუკეთესო საშუალება გახლავთ. მას კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ იყენებენ – გვირილის შემცველი შამპუნები, ბალზამები, კრემები და შხაპის გელები მრავლად იყიდება.

ალოე მცენარეა, რომელიც არა საოჯახო აფთიაქში, არამედ ფანჯრის რაფაზე უნდა გქონდეთ. საკმარისია, დამდუღრულ, შეწითლებულ კანზე მისი წვენი წაისვათ ან გადაჭრათ და წვნიანი მხრიდან დაიფინოთ, რომ დისკომფორტი უმალვე გაქრება და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ნაწიბური დაგრჩებათ.

არნიკა შესანიშნავია დაჭიმულობისა და დაჟეჟილობის დროს როგორც კანზე წასასმელი, დამაამებელი საშუალება. თუკი მის წვენს შეშუპებულ და შეწითლებულ სახსარში შეიზელთ, შედეგი არ დააყოვნებს.

დაიხსომეთ: ღია ჭრილობაზე, ნაკაწრზე არნიკის წვენის წასმა ან შინაგანად მიღება (დალევა) არამც და არამც არ შეიძლება – ის მეტად ტოქსიკურია


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Mar 21 2013, 12:28 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ვარდის ზეთი ნეტა როგორ კეთდება


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Mar 21 2013, 01:04 AM
პოსტი #3


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ბადრი
ციტატა
ვარდის ზეთი ნეტა როგორ კეთდება



ვარდის ზეთის მომზადება სახლის პიროიბებში:
თქვენ დაგჭირდებათ:
5 ვარდის ფურცელი.
100 გრ არაყი
0,5 ჭიქა შაქარი
0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი
1 ჭიქა ვერცხლიანი წყალი (წყალი რომელშიც იყო გაყინული ვერცხლის ნივთი)

მომზადების წესი :
1.წვრილად დაჭერით ვარდის ფურცლები, დაუმატეთ შაქარი, არაყი, ზეთი და წყალი. არონმატისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ რამოდენიმე წვეთი ვარდის ეთერზეთი. უნდა დადგათ 3 დღე სიბნელეში.
2.შუშის ბოთლში ჩაასხით ზეთი (ზეითუნის ან სიმინდის) მოათავსეთ შიგნით ვარდის ფურცლები, დადგით მზეზე. როდესაც ფურცლები გათეთრდება, ამოიღეთ და ახალი ფურცლები მოატავსეთ. გაიმეორეთ 7-ჯერ.

3.წვრილად დაჭრილ ვარდის ფურცლებს დაასხით წყალი და ზეთი ტოლი რაოდენობით. დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ სანამ წყალი არ ამოშრება.

პ.ს. მე არ მიცდია და გამოდის თუ არა არ ვიცი.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Mar 21 2013, 01:31 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



1 წესით ჩემი აზრით უხარისხო ზეთი მიიღება.


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Mar 21 2013, 01:40 AM
პოსტი #5


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ბადრი
ხოო ის კიდე, ზოგან წერია ემალის ჭურჭელში უნდა მომზადდეს აუცილებლადო.


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xuzzain
პოსტი May 9 2016, 03:09 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 9-May 16
წევრი № 14,397



ხომ არ იცით ჰაიმორიტისთვის რამე ეფექტური საშვალება მცენარის სახით?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 13 2017, 07:28 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თაფლი შემადგენლობით წმინდა მცენარეული პროდუქტია და ღვთისგან ადამიანისთვის ბოძებული ერთ-ერთი საჩუქარია".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 16 2018, 08:42 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უწმინდესი ბრძანებს, რომ "ხელოვნური ტექნოლოგიების საპირისპიროდ, სერიოზული ბიძგი უნდა მიეცეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას". თუნდაც მედიკამენტები ავიღოთ. უამრავი ქიმიური პრეპარატი მზადდება. არადა, არსებობს ფიტოთერაპია - მცენარეების საშუალებით მკურნალობა.

ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს სამკურნალო მცენარეების 70-80% შეადგენს ტყის მცენარეულობას. მასში შედის როგორც მერქნიანი, ასევე ბალახოვანი მცენარეები. ასე რომ, სამკურნალო თვალსაზრისითაც ტყისგან ბევრი სარგებლობის მიღება შეუძლია ადამიანს.

უწმინდესი ხშირად უსვამს ხაზს, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ჩვენი რესურსი: პური, ღვინო, ხორბალი, მცენარეები, რაც უხვად მოიპოვება ქრისტე ღმერთისგან ნაბოძებ ჩვენს ქვეყანაში."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი