IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> „ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური რედაქცია
marine
პოსტი Mar 4 2008, 04:43 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ქართლის ცხოვრების“ არმენოფილური რედაქცია

მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე

ჩვენში, ძველ დროს, სომხურიდან უთარგმნიათ ან სომხურის მიხედვით ურედაქტირებიათ არა მარტო წმიდა წერილის ერთი ნაწილი, არამედ ზოგიერთი საერო წიგნიც. გიორგი მცირე წერდა: მართალია ჩვენ ძველთაგანვე გვქონდა წმიდა წერილის შესანიშნავი ქართული თარგმანი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო სომხებმა შესძლეს ჩვენს წინაპრებს სომხურის მიხედვით ხელახლა „ეთარგმნათ“, ერედაქტირებინათ იგიო. ასევე ითქმის ზოგიერთ ძველქართულ საერო წიგნზე.

ცნობილია, რომ „ქართლის ცხოვრების“ შესავალი („ამბავი რვათა ძმათა“) და საერთოდ, „მეფეთა ცხოვრება“ არმენოფილური ტენდენციების მატარებელია და ძველი სომხური ტრადიციის გავლენით არის დაწერილი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძველი ქართული საისტორიო თხზულებანი გარკვეულ დროს, გარკვეული მიზეზის შედეგად რედაქტირებულ იქნა არმენოფილების მიერ.

უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი არმენოფილური თვალსაზრისით რედაქტირებულ იქნა სწორედ იმ დროს, როცა სომხურის მიხედვით არედაქტირებდნენ ქართულ წმიდა წერილს. სომხურის მიხედვით რედაქტირება, ეს იყო საქართველოსათვის გლობალური პროცესი, რომელიც მოიცავდა არა მარტო საეკლესიო წიგნებს, არამედ, ჩანს, საეროსაც.

გიორგი მცირე წერს - „დაღაცათუ პირველთაგანვე გვქონდეს წერილნიცა და სარწმუნოება ჭეშმარიტი და მართალი, გარნა ქვეყანა ჩვენი შორს იყო ქვეყნისაგან საბერძნეთისა, და ვითარცა თესლნი არაწმიდანი შორის ჩვენსა დათესულ იყვენეს ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი, გულარძნილნი და მანქანანი, და ამის მიერ ფრიად გვევნებოდა, რამეთუ ნათესავი ჩვენი წრფელი იყო და უმანკო, ხოლო იგინი რეცა მიზეზითა წესიერებისათა, რეცა ცდუნებად გვაზმნობდეს, და რომელნიმე წიგნიცა გვქონდეს მათგან თარგმნილნი.“

ცნობილია, რომ იმის შემდეგ, რაც VIII საუკუნის ოციან წლებში სომხურმა ეკლესიამ საბოლოოდ მიიღო მონოფიზიტური მრწამსი, ქართული ეკლესია სრულიად გაემიჯნა ამ ეკლესიას. სომხურმა ეკლესიამაც თავის მხრივ კავშირი გაწყვიტა ბიზანტიასთან და საერთოდ, ქალკედონურ სამყაროსთან. წიგნები, რომელთა შესახებაც წერს გიორგი მცირე, შეძილებოდა ძირითადად თარგმნილ-რედაქტირებულიყო VIII საუკუნემდე.

გიორგი მცირე წერს, რომ ამ დრომდე „პირველთაგანვე“ არსებული ქართულად თარგნილი წიგნები, „ჭეშმარიტი და მართალი“ იყოო. ჩვენში ქრისტიანობა, როგორც საერთო-სახალხო სარწმუნოება, დამკვიდრდა IV საუკუნიდან, ამიტომაც უნდა ვიგულისხმოთ, რომ ამ დროიდან უკვე დაიწყებოდა კიდეც ქართულ ენაზე წმიდა წერილის თარგმნა. ამიტომაც „პირველთაგანნი“ წიგნები ქართულ ენაზე IV-V საუკუნეებში ბერძნულიდან უნდა თარგმნილიყო და შექმნილიყო წმიდა წერილის ქართული რედაქცია.

სწორედ ამის შემდეგ იწყება ის პროცესი, რომელსაც აღშფოთებით აღწერს გიორგი მცირე. იწყება „პირვლეთაგანი“ წიგნების რედაქტირება სომხური რედაქციების მიხედვით. თუ ამ მოვლენის ქვედა ზღვრად მივიჩნევთ V საუკუნეს, ხოლო ზედად VIII-ს, მაშინ სომხურის მიხედვით ქართული წიგნების „თარგმნა“-რედაქტირება მიმდინარეობდა VI= VII საუკუნეებში

(გაგრძელება იქნება)


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Mar 4 2008, 05:07 PM
პოსტი #2


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif საინტერესოა! გააგრძელე...


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2008, 05:13 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(xornabujeli @ Mar 4 2008, 05:07 PM) *

smile.gif საინტერესოა! გააგრძელე...


მადლობა, გიო, აუცილებლად a025.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 17 2008, 01:21 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,853
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მართლაც, VI საუკუნე ტრაგიკული იყო ქართველი ხალხისათვის. ამ დროს დაიშალა და გაუქმდა ფარნავაზის მიერ დაარსებული თითქმის ათასწლოვანი ქართული სახელმწიფო, სპარსელებმა ქვეყანა დაიპყრეს. ქართული ეკლესიაც, როგორც ელინოფილური ეკლესია, დევნილი იყო სპარსთა მიერ. სამაგიეროდ კი, როგორც ცნობილია, სომხურ ეკლესიას ძალზე მოწყალე თვალით უყურებდნენ სპარსეთის შაჰები და შემდეგ არაბები. მათი ის მიაჩნდათ ბერძნული ეკლესიის საწინააღმდეგო რეალურ ძალად. ამიტომაც სომხურ ეკლესიას აბატონებდნენ სპარსეთის იმპერიაში მოქცეულ ამიერკავკასიელ ქრისტიანებზე.

ქართული და ალბანური ეკლესიები VI საუკუნის დასაწყისში სომხური ეკლესიის გავლენის სფეროში მოექცნენ. ამ დროს იწყება სწორედ ქართული წმიდა წერილის ხელახალი რედაქტირება სომხურის მიხედვით - „მიზეზისათა წესიერებისათა.“ ამ პროცესის მიზანი იქნებოდა ელინოფილური თხზულებები ქცეულიყო სომხოფილურ თხზულებებად. საბოლოო მიზანი კი იყო - ქართველებს ბიზანტიის მაგიერ ორიენტაცია აეღოთ სპარსეთზე.

ასეთივე მდგომარეობა გაგრძელდებოდა VII საუკუნეშიც. მართალია, VI საუკუნის ბოლოს საქართველო კვლავ გაერთიანდა და სახელწიფოებრიობა აღსდგა, მაგრამ ერეკლე კეისარმა შეაფერხა მისი გაძლიერება. სპარსთა დამარცხების შემდეგ, ერეკლემ „უნია“ შეკრა სომხურ ეკლესიასთან და ის კვლავ გააბატონა. ერეკლე, და საერთოდ ბიზანტია, დიდი მოწიწებითა და რიდით ეპყრობოდნენ სომხურ ეკლესიას VII საუკუნეში. ამიტომაც VII საუკუნეშიც ქართული წიგნების სომხურის მიხედვით რედაქტირებას ვერაფერი დააბრკოლებდა.

სწორედ ამ დროს VI-IX საუკუნეებში სპარსთა და არაბთა ბატონობის დროს უნდა „თარგმნილიყო“, ანუ რაც იგივეა რედაქტირებულიყო (ძველ ქართულად „თარგმნა“ რედაქტირებასაც აღნიშნავდა), უკვე არსებული ქართული საისტორიო თხზულებანი, კერძოდ კი, „ქართლის ცხოვრების“ შესავალი, „ამბავი ქართველთა მეფეთანი“. მართლაც, „მეფეთა ამბავი“ და „ქართლის ცხოვრების“ შესავალი ისეთი არმენოფილური ტენდენციებით არის გაჟღენთილი, რომ შეუძლებელია აღნიშნული საუკუნეების გარდა ჩვენში ოდესმე შექმნილიყო პირობები ქმედებისათვის, გარდა XVII-XVIII საუკუნეებისა.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 06:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი