IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს ეკლესიის ისტორია, ავტოკეფალობამდე-ავტოკეფალიიდან
მნათე
პოსტი Jan 12 2007, 06:36 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ეს საკითხი ერთი შეხედვით ყველამ ამომწურავად ვიცით, მაგრამ აღმოჩნდა რომ უმეტესობა საფუძვლიანად არ ვიცნობთ ჩვენივე ეკლესიის წარსულს sad.gif


მოკლედ გთავაზობთ დავყოთ მთელი ისტორია რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილად და შემდეგ თითოეული მთგანი განვიხილოთ smile.gif

უდიდეს სამსახურს გაგვიწევთ თუ დადებთ ეკლესიის ისტორიის ამსახველ ძველქართულ ტექსტებს, ნებისმიერი შინაარსისას რასაკვირველია, მოკლედ ვრცლად ვიმსჯელოთ ჩვენს ფესვებზე.

დავიწყოთ ქრისტეანობის პირველი ნაბიჯებით საქართველოში.

მოქცევაჲ ქართლისაჲ



რათა სჯული მამათა ჩუენთა შეუცვალებელ ვჰყოთ და დავამტკიცოთ, და მცნება მოსესი აღვასრულოთ, რათა ახლითა მით სჯულითა რომელ რას-მე გჳქადაგებს არა შეაცთუნნეს უმარტივესნი ვინ-მე სჯულისა ჩუენისანი, ხოლო სიკუდილითა-ცა მისითა შური ვიძიოთ. მაშინ უკუე წარვიდა ელიოზ, კაცი მოხუცებული. ხოლო ესუა მას დედა ტომისაგან ელი მღდლისა, და კუალად ერთი და. ხოლო წარმავალსა მას ევედრებოდა დედა ძესა თჳსსა, ვითარმედ: "წარვედ უკუე შვილო საყუარელო წოდებასა მას მეუფისასა და წესსა სჯულისასა, გარნა ესე ხოლო, რომელსა გამცნებ შენ, დაიმარხენ, ნუ უკუე შეერთჳნ ცნობა შენი განზრახვასა მას მათსა ბოროტსა, და ნუ-ცა ვიდრე-მე ეზიარები დათხევასა სისხლისა მის მისისასა ნუ, შვილო ჩემო, გევედრები, ნუ რამეთუ უეჭუელად უწყოდე, ვითარმედ იგი არს სიტყუა წინასწარმეტყუელთა, რომელსა პირველითგან-ვე მოესწავებოდეს. და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახუდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა და მათ მოიღეს მუნით კუართი უფლისა, ელიოზ მცხეთელმან და ლონგინოზ კარსნელმან, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა.

ხოლო რაჟამს-იგი იერუსალემს დამსჭუალვიდეს უფალსა, ცემასა მას კუერისასა სამსჭუალთა ზედა მყის მებრ მას-ვე ჟამსა მცხეთას ჴმა ესმა დედასა ელიოზასსა. ხოლო მან საშინელითა კრჩხიალებითა დაიზახნა და თქუა: "მშჳდობით, მეფობაო ისრაელისაო, რამეთუ უგუნურებით მოკალთ, უბადრუკნო და წარწყმედილნო, უფალი და მაცხოვარი ყოველთა, და იქმენით ბოროტად მკლველ შემოქმედისა თქუენისა. ვაჲ თქუენდა, უბადრუკნო! ვინ-მცა უკუე იპოვა ეგე-ვითარი გლოვა, რომელსა თქუენ ღირს ხართ. ხოლო უფროს-ღა ვაჲ ჩემდა, რამეთუ პირველ სიკუდილისა ჩემისა მსმენელ იქმნეს ყურნი ჩემნი ყოვლისა მწუხარებისა სასმენელსა". და მყის ამას სიტყუასა ზედა მეყუსეულად უკუე შეისვენა დედაკაცმან მან მწუხარებასა და გლოვასა შინა ფრიადსა და მიუთხრობელსა.
ხოლო ოდეს კუართსა მას ზედა უფლისასა წილ იგდეს უღმრთო/თა ურიათა ჯუარ-ცმასა უფლისასა, და განგებულებამან ღმრთისამან მიახუედრა მცხეთელთა ურიათა. და წარმოვიდა იერუსალემით ელიოზ და ლონგინოზ, და წარმოიღო კუართი იგი წმიდა. ვითარცა მოიღო ელიოზ მცხეთას, მყის წინა უკუე მიეგება დაჲ იგი მისი გოდებითა და ტირილითა საშინელითა, ცრემლითა შესუარული, და მოეხჳა ყელსა სასურველისა მის ძმისასა. ხოლო ვითარცა იხილა უსასურველესი იგი ყოველთა სასურველთა კუართი მჴსნელისა ჩუენისა, მყის წადიერებით უკუე და სიყუარულით შეიტკბო მკერდსა თჳსსა, და მეყუსეულად სულნი წარჴდეს ნეტარსა მას დედა-კაცსა სამ-სახეთა მათ მიზეზთათჳს: პირველ უკუე უფლისა სიკუდილისა და ვნებისა მისისათჳს; მეორედ, რამეთუ ეზიარა ძმა იგი მისი სისხლსა უფლისასა; ხოლო მესამე, ვინათგან მოეჴსენა დედისა-ცა თჳსისა იგი მწუხარებით სიკუდილი. ვინათგან უკუე ყოველი-ვე მწუხარება ერთბამად შემოუკრბა, ამისთჳს-ცა ძლეულ იქმნა ბუნებისაგან კაცობრივისა და სიკუდილი დაესაჯა ლმობილსა მწუხარებათაგან ფრიადთა. მაშინ უკუე საკჳრველი საქმე იგი დიდი განისმა ყოველსა მას ქალაქსა მცხეთას და ვითარცა საცნაურ იქმნა, მეფესა-ცა და ყოველთა მთავართა, და ყოველსა ერსა და ყოველთა ერთბამად დაუკჳრდა საქმე იგი საშინელი. ხოლო ვითარცა იხილა ადერკი მეფემან წმიდა კუართი იგი, სთნდა უკუე ფრიად შუენიერებისა მისთჳს მისისა სამოსელი იგი შეემოსა შეგინებულსა მას გუამსა თჳსსა. ხოლო საკჳრველებისა მისთჳს და მის მიზეზისათჳს, რომელი-იგი იქმნა, არ-ღა-რა უკუე ინება გამოღებად მკერდისაგან მკუდრისა მის. ხოლო ელიოზ დამარხა დაჲ იგი თჳსი სანატრელითა დამარხვითა. რამეთუ ერთბამად ვითარცა აქუნდა მკერდსა თჳსსა ზედა კუართი იგი, ეგრეთ-ვე დამარხნა. ხოლო წმიდა იგი კუართი წმიდა-ვე უკუე დაშთა, და წმიდა-ვე გიეს ვითარცა პირველ-ვე, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა.

და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად-წმიდასა ღმრთის-მშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა. და ჩუენებით ეჩუენა მას ძე მისი, უფალი ჩუენი, და რქუა: "ჵ, დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთჳს. ხოლო შენ წარავლინე პირველ-წოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა, და თანა-წარატანე ხატი შენი ვითარი-ცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა".
მაშინ რქუა ყოვლად-წმიდამან მოციქულსა ანდრიას: "შვილო ანდრია, დიდად უჩნს სულსა ჩემსა, რომელ ქუეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართე ქადაგებად ძისა ჩემისა ქუეყანასა მას, წილად ჩემდა ხუედრებულსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხჳდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილ-ხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ, და არა-ვინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ".
რქუა მას მოციქულმან: "ყოვლად-წმიდაო, ნება სახიერისა ძისა შენისა და შენი იყავნ ყოველსა ჟამსა" მაშინ ყოვლად-წმიდამან მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თჳსსა. და გამოისახა ხატი ესე-ვითარი, რომელ წიაღთა თჳსთა ეტჳრთა განჴორციელებული ჩჩჳლი, ყოვლად სახიერი სიტყუა ღმრთისა, რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლად-წმიდისა / აწყუერისა ღვთის-მშობელისა. და მისცა იგი მოციქულსა ანდრიას და რქუა: "მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანა-შემწე გეყავნ შენ, სადა-ცა ხჳდოდე, და მეცა თანა-შემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებულსა". მაშინ დავარდა მოციქული ქუეყანად, და მადლი შესწირა ცრემლითა ყოვლად-წმიდასა, და გამოვიდა მიერ სიხარულით, და წარემართა ქადაგებად სახარებისა.

ხოლო ამან ადერკი მეფემან უმატა სიმაგრეთა ქართლისათა, ქალაქთა და ციხეთა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი, წყლისა იმიერ და ამიერ. და ამის-ვე ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და / სჳმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდა სჳმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსისასა საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა.




მოვიდა ... ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა, სადა-იგი დაჰყო ჟამი მცირედი, და იხილა უგუნურება პირუტყუებრივი მკჳდრთა შორის მის ქალაქისათა, განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა. რამეთუ კაცნი პირუტყუთა უუგუნურეს იყვნეს და არა იცნობდეს შემოქმედსა ღმერთსა, და ყოველსა საძაგელსა და არა-წმიდასა წესსა აღასრულებდეს, რომელი სათქმელადა-ცა უჯერო არს. და მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინნა ურწმუნოთაგან, და შეწევნითა ღმრთისათა და წმიდისა მის ხატისათა ყოველნი-ვე მადლობით მოითმინნა, ვიდრემდის ყოველნი-ვე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად. რამეთუ ადგილსა, რომელსა დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისა, აღმოეცენა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი, რომელი-იგი ვიდრე დღეს-ცა დაუწეუედელად აღმოსდის. და შემოკრბეს ყოველნი-ვე ყოვლით-კერძო მკჳდრნი მის ქუეყანისანი, და ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღუარი სარწმუნოებისა და აღაშენეს ეკკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისასა. და ვითარცა ენება წმიდასა მოციქულსა მიერ წარსლვა, ევედრებოდეს და არა უტევებდეს წარსლვად, არამედ ეტყოდეს: "უკეთუ შენ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა აქა დაგჳსვენე, სასოდ და მცველად ჩუენდა". ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია შექმნა ფიცარი მსგავსი ზომისა და დასდვა ხატსა მას ზედა. და მეყუსეულად გამოისახა სახე უცვალებელი ხატისა მის და მისცა იგი მათ. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დაისვენეს ეკკლესიასა შინა თჳსსა პატივით, რომელი-იგი ვიდრე დღეს-აქამომდე ჰგიეს. ხოლო წმიდასა მოციქულსა მისცეს მშჳდობა და მოწლედ მოიკითხეს, ამბორს-უყვეს და წარმოგზავნეს. ხოლო იგი წარმოემართა და გარდამოვლო მთა, რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი, და თქმულ არს, ვითარმედ ჯუარი იგი თჳთ ნეტარისა ანდრიას / მიერ აღმართებულ არს. ხოლო ვითარცა შთავლო ხევი ოძრახისა და მოვიდა საზღუართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების ზადენ-გორა. მიხედნა მოციქულმან და იხილნა კაცნი მის ადგილისანი რამეთუ უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცა მოციქულმან წმიდისა მის ხატისა მიმართ. და ყოველნი იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს. ხოლო წმიდა მოციქული წარმოემართა და მოიწია აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი, და პირისპირ საქრისი. და დაივანა ადგილსა ერთსა, სადა იგი იყო ტაძარი საკერპო, რომელსა აწ ძველ-ეკკლესია ეწოდების, და მას შინა იმსახურებოდეს კერპნი მათნი. ხოლო მთავრობდა მაშინ დედა-კაცი ვინ-მე ქურივი სამძივარი, რომელსა ერთი ოდენ ძე ესვა და ყოველი სასოება მისი მისსა მიმართ მოძრავობდა, და მას ოდენ ჟამსა მომკუდარ იყო. და იყო ვაება ტირილისა და შფოთი ფრიად მრავალი. და ღამესა მას იხილეს ციხითგან ნათელი დიდი, სადა ესვენა ხატი ყოვლად წმიდისა, განკჳრდეს ფრიად ვინაობასა მათსა. და რა განთენდა, მსწრაფლ წარმოგზავნნეს კაცნი, რათა-მცა იხილონ თუ ვინ არიან, ანუ რაჲ არს. და ვითარცა იხილეს კაცთა მათ წმიდა მოციქული და ხატი ყოვლად-წმიდისა, მსწრაფლ წარვიდეს და აუწყეს ქურივსა მას დედა-კაცსა, ვითარმედ: "უცხონი ვინ-მე კაცნი არიან, და უცხოსა ღმერთსა ქადაგებენ შემოქმედად და დამბადებელად, და სიცოცხლესა (!) კაცთასა მომნიჭებელად, და მკუდართა აღმადგინებელად, და ჰყავს მათ ხატი შუენიერი და მას პატივს-სცემენ. ვითარცა ესმა სიტყუა ესე მკუდართა აღდომისა დედა-კაცსა მას, განკჳრდა და მცირედ რა-მე ნუგეშინის-ეცა გულსა მისსა, წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად მოციქულისა, რომელი ვითარცა მივიდა. ჰრქუა დედა-კაცმან, ვითარმედ: "ვინ ხართ. ანუ სადა მოხვალთ, ანუ რაჲ არს უცხო ეგე მოძღურება თქუენი, რომელსა იტყჳთ, რამეთუ არა-სადა სმენილ არს ეგე-ვითარი თხრობა". მიუგო წმიდამან მოციქულმან და ჰრქუა: "მოვალ წმიდით ქალაქით იერუსალემით, სადა დასდგეს ფერჴნი უფლისანი, გოლგოთას და ბეთლემს, ცათა მობაძავთა, და მონა ვარ და მოციქული უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელი წამის-ყოფით აღადგენს მკუდართა, და მას ვექადაგებ ღმერთად და უფლად და მპყრობელად ყოველთა დაბადებულთა. და რომელსა ჰრწმენეს იგი და ნათელს-იღოს სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ყოველი რა-ოდენი ითხოვოს სარწმუნოებით მიეცემის, და ყოველთა სენთაგან განიკურნების". ხოლო ვითარცა ესმა ესე დედა-კაცსა, დავარდა ქუეყანად და ჰრქუა ცრემლით მოციქულსა: "შეიწყალე სიქურივე ესე ჩემი და უბადრუკება; ვინათგან მონა ხარ მკუდართა აღმადგინებელისა, ილოცე ღმერთისა შენისა მიმართ, და მიანიჭე შვილსა ამას ჩემსა სიცოცხლე, და ყოველი რა-ოდენი მიბრძანო, გისმინო, და არა ურჩ გექმნე. უკეთუ ძე ჩემი აღდგომილი ვიხილო. რამეთუ ესე მხოლო მივის და სხუა არა". ხოლო წმიდამან მოციქულმან მიუგო და ჰრქუა: "უკეთუ გრწმენინ იესო ქრისტე, / ძე ღმერთისა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელი იქადაგების ჩუენ მიერ, რა-ოდენი-ცა-რა ითხოვო სარწმუნოებით, ყოველი-ვე მოგეცემის მის მიერ. ხოლო დედა-კაცსა მას ვითარცა ესმა ესე, აღივსო სიხარულითა, და ცრემლით ჰრქუა მოციქულსა მას: "ჵ, მონაო ჭეშმარიტისა ღვთისაო, ჭეშმარიტად მრწამს და აღვიარებ იესო ქრისტესა, რომელსა შენ ქადაგებ, არამედ შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა". ხოლო მოციქულმან გამოასხა ყოველი იგი ერი და მგოსნები, და არა-ვინ უტევა მუნ, გარნა ქურივი იგი და მცირენი საკუთარნი მისნი, და მიიქუა ჴელთა ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობელისა, და დაასვენა ცხედარსა მას ზედა, სადა იდვა ყრმა იგი. და იწყო ლოცვად და ვედრებად ღვთისა მიმართ ჴელ-აღპყრობით. და შემდგომად ლოცვისა უპყრა ჴელი ყრმასა მას და, ვითარცა ძილისაგან, ეგრეთ აღადგინა იგი და მისცა დედასა მისსა. და ვითარცა იხილეს ყოველთა უცხო ესე სასწაული, განკჳრდეს ფრიად და თქმად რასა-მე უღონო იყვნეს. ხოლო დედაკაცმან ვითარცა იხილა ძე თჳსი განცოცხლებული, სიხარულით აღსდგა და დავარდა ფერჴთა თანა მოციქულისათა, ცრემლით თაყვანის-სცა და მადლი შესწირა, და ჰრწმენა უფალი იესო ქრისტე, და ნათელს-იღო დედა-კაცმან ძითურთ და ყოვლით სახლეულით თჳსით. და მსწრაფლ წარავლინნა მონანი თჳსნი, და წარსცა წიგნები სამცხისა მთავართა მიმართ, და მიუწერა ესრეთ. "აჰა, ქურივი გახარებ, ძმანო, სიხარულსა დიდსა ყოველთა ერთა. მო-ვინ-მე-ვიდა კაცი ერთი უცხოსა ქუეყანისაგან, რომელი უცხოსა ღმერთსა ქადაგებს, და ჰყავს მას ხატი ზეცისა, რომელმან ძე ჩემი მომკუდარი აღადგინა. აწ უკუე მსწრაფლ მოვედით, რათა უმჯობესი წესი და სჯული გამოვარჩიოთ და ვსცნათ, თუ რაჲ ჯერ არს.

და ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკჳრველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით-კერძო, და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი ვიდრემდის აღივსო ველი იგი საქრისისა. და განუკჳრდა ყოველთა, იხილეს რა ძე იგი ქურივისა აღდგომილი მკუდრეთით. ხოლო იყო ქალაქსა მას შინა ბომონი საკერპო, რომელსა შინა იმსახურებოდეს ბილწნი ღმერთნი მათნი, არტემი და აპოლონ. და ვითარცა იხილეს საქმე ესე მღუდელთა მათ სიცრუვისათა, აღივსნეს შურითა და იწყეს ცილობად და წინა-აღმდგომად მოციქულისა, ეგრეთ-ვე ერი იგი რომელნი-მე იტყოდეს: "ჯერ არს თაყვანის-ცემად რომელმან ესე-ვითარი სასწაული აღასრულა", ხოლო რომელნი-მე იტყოდეს ვითარმედ: "აპოლონ და არტემი არიან დიდნი ღმერთნი". და იყო ცილობა და შფოთი მათ შორის, ვიდრემდის ესე-ვითარი საქმე და ბჭობა დაამტკიცეს თანა-მოწამებითა ყოვლისა ერისათა. და ჰრქუა: "განაღეთ კარი საკერპოჲსა მაგის ტაძრისა, და შევასვენოთ ჩუენ ხატი ესე შუა კერძო კერპთა თქუენთა და დავბეჭდოთ ზოგად ორთა-ვე კარსა ზედა, და მცველნი დაადგინენით, და ილოცეთ თქუენ ღამესა ამას ღმერთთა მიმართ თქუენ/თა. ხოლო ჩუენ ვილოცოთ იესო ქრისტეს, ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუენისა მიმართ, და ვიხილოთ ჩუენ განთიად: უკეთუ სძლოს ღმერთმან თქუენმან, მისი ჯერ იყოს თაყვანის-ცემა; ხოლო უკეთუ სძლოს ღმერთმან ჩუენმან, მას თაყვანის-ვცეთ ყოველთა". და დაასკუნეს ესე ესრეთ. შეასვენეს ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა შუა კერპთა მათთა და დაბეჭდეს კარსა ზედა, და მცველნი დაადგინნეს და იწყეს ლოცვად მღუდელთა მათ სიცრუვისათა.და წმიდამან ილოცა ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუენისა. და ვითარცა განთენა და განაღეს კარი საკერპოსა, იხილნეს ყოველნი კერპნი მათნი ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი. ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა. მაშინ მღუდელნი იგი კერპთანი აღივსნეს სირცხჳლითა, და უმეცრებისა მათისათჳს შენდობასა ითხოვდეს მოციქულისაგან. და ყოველმან ერმან მადლობისა ხმა აღმოუტევეს და თქუეს, ვითარმედ: "დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა, რომელსა მოციქული ანდრია ქადაგებს". და ჰრწმენა ყოველთა უფალი ჩუენი იესო ქრისტე და სიხარულით ნათელს-იღეს ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. და იქმნა სიხარული დიდი მას დღესა შინა ყოვლისა მის ერისა, და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან იჴსნა იგინი ხელთაგან ეშმაკისათა.

ხოლო წმიდა მოციქულსა ენება კუალად წარსლვა სხუათა-ცა ქალაქთა და სოფელთა ქადაგებად სახარება ქრისტესი. ხოლო დედა-კაცი იგი და ზოგად ყოველი ერი ევედრებოდეს, რათა არა განეშოროს მათგან, არამედ დღითი-დღე ასწავებდეს წესსა სჯულისასა. და მოციქული-ცა ერჩდა მათ და ჟამ რა-ოდენ-მე დაადგრა მათ თანა, და ასწავა მათ ყოველი წესი სჯულისა და სარწმუნოებისა და დაუდგინნა ეპისკოპოსი, მღუდელნი და დიაკონნი, და კუალად განემზადა ქადაგებად სახარებისა. და კუალად-ცა ევედრნეს ქურივი იგი დედა-კაცი და სრულიად მესხნი, რათა არა განეშოროს მათგან. ხოლო წმიდამან ანდრია მიუგო და ჰრქუა: "სხუათა-ცა ქალაქთა და სოფელთა ჯერ არს ჩემდა ქადაგებად სახარება უფლისა" ხოლო მათ ჰრქუეს: "უკეთუ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა აქა დაგჳსვენე სასოდ და მცველად ჩუენდა" მიუგო მოციქულმან და ჰრქუა, ვითარმედ: "ხატი ესე თჳთ ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა პირსა ზედა დადებით გამოსახულ არს". და მიუთხრა ყოველი-ვე შემდგომითი-შემდგომად, ვითარ-იგი შემდგომად ამაღლებისა უფლისა წილ-იგდეს წმიდათა მოციქულთა ყოველი ქუეყანა მოსაქცეველად, და ვითარ-იგი ყოვლად-წმიდასა ღვთის-მშობელსა წილ-ხუდა ქუეყანა ესე სამცხისა, და მის მიერ წარმოგზავნილი არს აქა ხატი იგი სასოდ და მცველად წილ-ხდომილთათჳს და ჯერეთ-ცა ეგრეთ არს, რათა დაესვენოს აქა მკჳდრად უკუნისამდე ჟამთა. და ვითარცა ესმა ესე მოციქულისაგან ქურივსა მას და მესხთა, უმეტესითა სიხარულითა აღივსნეს, ცნეს რა წილ-ხდომა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა, მადლი შესწირეს ქრისტესა და უბიწოდ მშო/ბელსა მისსა, და უმეტესი სიყუარული და სურვილი სურვილსა ზედა შესძინეს წმიდისა ამის ხატისა, და ცრემლითა სიხარულით ადიდებდეს მას. და დაასვენეს ყოვლად დიდებული ხატი ყოვლად წმიდისა აწყვერის ღვთის-მშობლისა მცირესა მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძველ-ეკლესიად სახელ-სდებენ.

ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია მოიკითხნა ყოველნი სიმდაბლით და სიყუარულით, მისცა მშჳდობა და წარემართა სხუათა-ცა ადგილთა ქადაგებად სახარებისა. ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევება, განუწყრა და წარავლინნა ერის-თავნი მისნი, და იძულებით კუალად-ვე მიაქცივნა მეგრელნი. და დამალნეს ხატნი და ჯუარნი, და შერისხნა მეფე ადერკი ერის-თავსა კლარჯეთისასა, რომელ მშჳდობით განუტევა ანდრია მოციქული. ხოლო ვითარცა აღესრულა დღე-სასწაული მარტჳლისა, წარმოვიდა მუნით დიდებული ანდრია სხუათა მათ თანა მოციქულთა, მოვიდოდეს ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად, ასწავებდეს ერთა და იქმოდეს სასწაულთა, და ესრეთ მიიწივნეს ქუეყანასა ქართლისასა. და მერმე წარვლეს ტაოს კერძი ქუეყანა და ვიდრე მდინარედ ჭოროხადმდე, ყოველი იგი სოფლები მის კერძისა მოვლეს, და დაუცადებელად ქადაგებდეს სახელსა ღვთისასა. და ესრეთ ქადაგებითა მიიწივნეს სვანეთისა ქუეყანასა.

მას ქუეყანასა მთავრობდა დღეთა მათ დედა-კაცი ვინ-მე მთავარი, რომელსა ჰრწმენა ქადაგება მოციქულთა. და მატათა სხუათა მათ თანა მოწაფეთა დაშთა მათ კერძოთა. ხოლო დიდი ანდრია სიმონითურთ შევიდა ქუეყანასა ოვსეთისასა, და მიიწია ქალაქად, რომელსა ეწოდებოდა ფოხტაფორი, სადა იგი დიდი სასწაული ქმნეს და მრავალნი ერნი მოაქცივნეს და განანათლნეს, მიერ წარვიდეს და შევიდეს ქუეყანასა / აფხაზეთისასა და სევასტე ქალაქად მივიდეს, რომელსა აწ ეწოდება ცხუმი. და უქადაგეს სიტყუა ღვთისა, და მრავალთა შეიწყნარეს.


და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრია სიმონ კანანელი სხუათა თანა მოწაფეთა და თავადი ჯიქეთისა ქუეყანად აღვიდა. ხოლო კაცნი მის ქუეყანისანი ჯიქნი იყვნეს კაცნი ფიცხელნი გულითა და საქმეთა შინა ბოროტთა განფრდილნი, ურწმუნონი და უმღებნი. რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგება მოციქულისა, არამედ ენება მოკლვა მისი. ხოლო მადლმან ღვთისამან დაიცვა და იხილა რა მიუდრეკელობა ეათი და პირუტყუებრივი გონება. დაუტევა და წარვიდა. ამისთჳს-ცა ვიდრე აქამომდე ურწმუნოებასა შინა არიან. / ხოლო სიმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოპს ქალაქსა, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამეთუ მუნ აღესრულა წმიდა სჳმონ კანანელი. ხოლო კუალად განამტკიცნა წმიდამან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკჳთედ. ხოლო ამის-ვე ადერკის მეფობასა გამოჩნდა კუალად მეფობა სპარსეთისა. რამეთუ რათგან შესრულ იყო ალექსანდრე და განერყუნა სპარსეთი, აქა ჟამადმდე არღარა დაჯდომილ იყო მეფე სპარსეთს, რამეთუ ადგილთა და ადგილთა იყვნეს ერის-თავნი სპარსეთისა. მაშინ შეკრბეს ერის-თავნი სპარსეთისანი და დასუეს მეფედ აჟღალან ბრძენი. მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანისი სპარსთა მეფისა, და ვიდრე ადერკის მეფობამდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაზომ-ცა მრავალნი იყვნიან შვილნი მეფეთანი. ხოლო ამას ადერკის ესხნ/ეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თჳსი: მისცა ქალაქი მცხეთა და ქუეყანა მტკუარსა შიდა ქართლი, მუხნარით კერძი ქალაქი / და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოეთი, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისა - ესე ყოველი მისცა ბარტომს ძესა თჳსსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკუარსა სამხრით ქართლი, ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, და კლარჯეთი ყოველი მისცა ქართამს ძესა თჳსსა. და მოკუდა ადერკი.



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
W2S
პოსტი Feb 9 2007, 04:31 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 365



საინტერესო ნაშრომი აქვს პროფესორ სერგო ვარდოსანიძეს - "კირიონ მეორე" (1917-1918 წწ.), რომელიც საქართველოში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას ეძღვნება.
მისი წაკითვა შეგიძლიათ ამ ბმულიდან:
http://www.georgianweb.com/history/geo/kirion.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 9 2007, 02:25 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



W2S

დიდი მადლობა! smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
W2S
პოსტი Feb 9 2007, 02:39 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 28
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 365



QUOTE(მნათე @ Feb 9 2007, 11:25 AM) *

W2S

დიდი მადლობა! smile.gif


არაფერს.. სხვათაშორის ნაშრომის ავტორი ერთ დროს ჩემი ლექტორიც იყო. დიდად ვაფასებ სერგო ვარდოსანიძეს და აღრფთოვანებული ვარ მისი ნიჭით, პატრიოტიზმით და უბრალოებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
van111
პოსტი Feb 9 2007, 02:40 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 263
რეგისტრ.: 21-December 06
წევრი № 722



ციტატა(W2S @ Feb 9 2007, 02:39 PM) *

არაფერს.. სხვათაშორის ნაშრომის ავტორი ერთ დროს ჩემი ლექტორიც იყო. დიდად ვაფასებ სერგო ვარდოსანიძეს და აღრფთოვანებული ვარ მისი ნიჭით, პატრიოტიზმით და უბრალოებით.

ეხლა ჩემი ლექტორია smile.gif მართლა ძალიან კარგი ადამიანია, კეთილი და უაღრესად განათლებული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 15 2007, 04:00 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ჩვენ ხშირად ავტოკეფალიაზე საუბრისას ვამბობთ, რომ 1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა კანონიკური სამართლის დარღვევით გააუქა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია. რომელ კანონებზეა საუბარი?

რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია შემდეგი კანონები:

მოციქულთა კანონი 30
რომელი ეპისკოპოსიც საერო მთავრებს დაიხმარს და მათი შემწეობით მიიღებს ეკლესიაში საეპისკოპოსო ხელისუფლებას, განიკვეთოს და უზიარებლად დარჩეს და მასთან მისი თანამონაწიელნიც.

კონსტანტინოპოლის კანონი 2
ეკლესიათა კეთილად განგებისა და მშვიდობისათვის არც ერთ ეპისკოპოსს არ აქვს უფლება გასცდეს თავისი ეკლესიის საზღვრებს და შეიჭრას სხვა ეკლესიის საზღვრებში, რათა არ მოახდინოს ეკლესიების აღრევა. კანონთა თანახმად ალექსანდრიის ეპისკოპოსი უნდა განაგებდეს მხოლოდ ეგვიპტის ეკლესიებს, აღმოსავლეთის ეპისკოპოსნი უნდა განაგებდნენ მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიებს. დაცული უნდა იყოს ნიკეის კანონებით დაწესებული პატივი ანტიოქიის ეკლესიისა. აზიის სოფლების ეპისკოპოსნი განაგებდნენ მხოლოდ აზიის ეკლესიებს, პონტოელი ეპისკოპოსნი უნდა მართავდნენ მხოლოდ პონტოს ეკლესიებს, ხოლო თრაკიის ეპისკოპოსნი - მხოლოდ თრაკიის ეკლესიებს.

ნიკეის II მსოფლიო კრების კანონი 3
ყოველგვარი გამორჩევა ეპისკოპოსად, ან მღვდლად, ან დიაკვნად საერო მთავრების მიერ გაუქმებულად ჩაითვალოს იმ კანონის თანახმად, რომელიც ამბობოს: „რომელი ეპისკოპოსიც საერო მთავრებს დაიხმარს და მათი შემწეობით მიიღებს ეკლესიაში საეპისკოპოსო ხელისუფლებას, განიკვეთოს და უზიარებლად დარჩეს და მასთან მისი თანამონაწიელნიც“. ვინაიდან ეპისკოპოსად დასადგინებელი პირი გამორჩეული უნდა იქნეს ეპისკოპოსის მიერ








--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 15 2007, 08:36 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა კანონიკური სამართლის დარღვევით გააუქა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია


დავით რამდენადაც ვიცი, დასავლეთში კიდევ 3 წელი შენარჩუნდა ავტოკეფალია smile.gif ამაზე რას იტყვი? smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 15 2007, 09:05 PM
პოსტი #8


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
დავით რამდენადაც ვიცი, დასავლეთში კიდევ 3 წელი შენარჩუნდა ავტოკეფალია ამაზე რას იტყვი?


საქმე ისაა, რომ საქართველოს ეკლესია მაშინ ორად იყო გაყოფილი და მას ორი იერარქი მართავდა: sad.gif
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
აფხაზეთის (იმერეთის) კათოლიკოს-პატრიარქი

ამ ორი ეკლესიის ავტოკეფალიისა და კანონიკური ურთიერთმიმართების საკითხი ბოლომდე გამოუკვლეველია. ვინც ჩემი ცენტრისთვის გამოიკვლევს, წიგნებს უფასოდ დავუბეჭდავ wink.gif [რეკლამა tongue.gif]

გაერთიანებულ საეგზარქოსოს სწორედ ამიტომ ეწოდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 15 2007, 09:07 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა


საქმე ისაა, რომ საქართველოს ეკლესია მაშინ ორად იყო გაყოფილი და მას ორი იერარქი მართავდა:
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
აფხაზეთის (იმერეთის) კათოლიკოს-პატრიარქი

ამ ორი ეკლესიის ავტოკეფალიისა და კანონიკური ურთიერთმიმართების საკითხი ბოლომდე გამოუკვლეველია. ვინც ჩემი ცენტრისთვის გამოიკვლევს, წიგნებს უფასოდ დავუბეჭდავ [რეკლამა ]

გაერთიანებულ საეგზარქოსოს სწორედ ამიტომ ეწოდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა


გასაგებლარია biggrin.gif მადლიობა


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Apr 20 2007, 05:46 AM
პოსტი #10


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ქრისტიანობის შემოსვლა საქართველოში

საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოა. ქრისტიანობამ საქართველოში I საუკუნიდან დაიწყო შემოსვლა. ლეგენდის თანახმად როდესაც მოციქულები ინაწილებდნენ ქვეყნებს, სადაც უნდა გაევრცელებინათ ქრისტიანობა, საქართველო წილად ხვდა მარიამ ღვთისმშობელს. ამიტომ ითვლება საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს მფარველად. მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი იერუსალიმში დარჩა, საქართველოში კი გაემგზავრა ანდრია პირველწოდებული, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. წმიდა მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, რომელიც ინახავდა ძველი აღთქმის დიდ საუნჯეს წინასწარმეტყველ ელიას ხალენს, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს, და ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს იესო ქრისტეს უკერავ კვართს, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.

მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დაბა აწყვერში (ქართლის სამეფო), ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ მან აქ დატოვა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შემდეგში საუკუნეების განმავლობაში ესვენა აწყვერის (აწყურის) საკათედრო ტაძარში.

დასავლეთ საქართველოში მოციქულ ანდრიასთან ერთად ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა მოციქული სვიმონ კანანელი, რომელიც აქვე სოფ. კომანშია დაკრძალული. ქართულმა მიწამ მიიბარა კიდევ ერთი მოციქული წმ. მატათა; იგი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქადაგებდა და დაკრძალულია გონიოში, დღევანდელი ბათუმის ახლოს. უძველესი ქრისტიანული წყაროები მიუთითებენ ასევე მოციქულების ბართლომესა და თადეოზის ყოფნას აღმოსავლეთ საქართველოში.

მოციქულების მიმოსვლას და მათ ქადაგებას საქართველოში ადასტურებენ, როგორც ადგილობრივი, ქართული ქრონიკები, ასევე ბერძენი და ლათინი საეკლესიო ავტორები: ორიგენე (II - III ს.ს.), დოროთე ტირელი ეპისკოპოსი (IV ს.), ეპიფანე კვიპროსელი ეპისკოპოსი (IV ს.), ნიკიტა პაფლაგონელი (IX ს.), ეკუმენი (X ს.) და სხვ.

საქართველოში I - III ს.ს. ქრისტიანული თემების და ეკლესიის არსებობას ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. II ს. წმიდანის ირინეოს ლიონელის ნაწერებშიც ქრისტიან ხალხებს შორის მოიხსენიება იბერიელებიც, ე. ი. ქართველები.

* * * * * * *

ქრისტიანობის საქართველოში სახელმწიფო რელიგიად ცნობა

სახელმწიფო სარწმუნოებად ქრისტიანობა ქართლში (იბერიაში) გამოცხადდა IV საუკუნეში. ქართველი ერის ისტორიაში მოვლენა დაკავშირებულია მოციქულთასწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმიდა ნინოს, წმ. მეფე მირიანის და წმ. დედოფალ ნანას სახელებთან.

თქმულების თანახმად, წარმოშობით კაბადოკიელი, წმიდა გიორგის ახლო ნათესავი, წმიდა ნინო იერუსალიმიდან მოვიდა ქართლში, რათა ღვთისმშობლის ნება აღესრულებინა და (რაც მათ გამოცხადებით ეუწყა) წმიდა მოციქულთა შემდეგ, კიდევ ერთხელ ექადაგა და განემტკიცებინა ქრისტიანობა ამ მხარეში. წმიდა ნინოს მადლითა და სიტყვის ძალით ქრისტიანობა მიიღო ჯერ ქართლის დედოფალმა ნანამ, ხოლო შემდეგ - მეფე მირიანმა.

მეფე მირიანის თხოვნით რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა მეფის, მისი ოჯახის და ერის ნათლისღებისათვის ქართლში გამოგზავნა სასულიერო პირები, ეპისკოპოს იოანეს მეთაურობით. სასულიერო პირთა მოსვლამდე ქართლის დედაქალაქ მცხეთაში. იქ, სადაც დამარხული იყო კვართი უფლისა, დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. აქ დგას თორმეტი მოციქულის სახელზე აგებული საკათედრო საპატრიარქო ტაძარი - სვეტიცხოველი.

ქართლის სამეფოს ოფიციალური გაქრისტიანების შემდეგ იმპერატორმა კონსტანტინემ და წმ. ელენემ საქართველოში გამოგზავნეს წმ. ელენეს მიერ მოპოვებული ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილი და ფიცარი, რომელზეც ჯვარცმისას იდგა უფალი, აგრეთვე სამსჭვალნი და მაცხოვრის ხატი.

საქართველოს ეკლესია ქართლის სამეფოში სასულიერო პირების მოსვლასა და ერის ნათლისღებას ათარიღებს 326 წლით. ამ დათარიღებას მხარს უჭერს V საუკუნის ისტორიკოსის სოზომონე სალამანელის "საეკლესიო ისტორია", სადაც აღნიშნულია, რომ ქართველთა ოფიციალური გაქრისტიანება მოხდა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების (325 წ.) დამთავრების შემდეგ.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქაც ქრისტიანობის საყოველთაო გავრცელება და ეკლესიის არსებობა IV საუკუნის I ნახევარში ეჭვგარეშეა, _ რასაც ადასტურებს ბიჭვინთის ეპისკოპოსის სტრატოფილეს მონაწილეობა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში.

ამ დროიდან მოყოლებული საქართველოში ქრისტიანობა იქცა ძირითად რელიგიად. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი აღნიშნავს, რომ იბერები "ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს ყველა იმათზე უკეთ იცავენ, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ."


* * * * * * *

ქართული ქრისტიანობა შუა საუკუნეებში
ქართველებისთვის საუკუნეთა მანძილზე სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გაიგივებული იყო მართლმადიდებლობის დაცვასთან. ბევრმა თავიც შესწირა ქრისტიანობის დაცვას.

მსოფლიო ისტორიამ არ იცის ქრისტიანობიათვის თავგანწირვის ისეთი მაგალითი, როდესაც ერთდროულად 100 000 ადამიანმა დაიდგა წამებულის გვირგვინი. საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ უარი თქვა შეესრულებინა ხორეზმ-შაჰის ჯალალ ად-დინის ბრძანება - ხიდზე პირაღმა დადებული მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატები გაეთელათ და ზედ დაეფურთხებინათ. პასუხად 100 000 ქართველი ქრისტიანის ქალისა და კაცის, ბავშვისა და მოხუცის მოკვეთილი თავი. ეს მოხდა 1226 წელს. 1386 წელს თემურ-ლენგის ურდოებმა ამოწყვიტეს ქვაბთახევის დედათა მონასტრის მონოზვნები. 1616 წელს ირანის შაჰის აბაზ I შემოსევის დროს მოწამეობრივად აღესრულა დავით გარეჯის მონასტრის 6 000 ბერი.

არაბ დამპყრობთა მიერ წამებული არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე მხეიძეები (VIIIს), მაფე არჩილი (VIIIს), მონღოლთა მიერ სიკვდილით დასჯილი მეფე დიმიტრი II (XIIIს), სპარსელთა მიერ მოკლული მეფე ლუარსაბ II (XVIIს) და სპარსელთა მიერვე ნაწამები დედოფალი ქეთევანი (XVIIს)- აი არასრული სია ამ წმიდანებისა.

ქრისტიანობის სახელმწიფი რელიგიად გამოცხადების დროიდან საქართველოს ეკლესია, მიუხედავად ქვეყნის ტრაგიკული ისტორიისა დიდ აღმშენებლობით და საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს ტერიტორია დაფარულია უამრავი ეკლესიითა და მონასტრით. მარტო წმ. გიორგის სახელზე, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა საქართველოში და ქართველთა მფარველად ითვლება, ასობით ტაძარია აგებული.

ბევრი ეკლესია და მონასტერი იქცა განათლებისა და კულტურის ცენტრად. XII ს-ის დასაწყისში საქართველოს გამაერთიანებელმა დიდმა მეფემ წმ. დავით აღმაშენებელმა დაარსა გელათის მონასტერი (ქ. ქუთაისთან ახლოს) და აქვე აკადემია, რომელიც მთელს მართლმადიდებლურ სამყაროში აღიარებული იყო ღვთისმეტყველების და საერთოდ განათლებისა და მეცნიერების კერად. ამავე პერიოდში მოქმედებდა განათლების მეორე ცნობილი ცენტრი_იყალთოს აკადემია. წმ. მეფე დავით აღმაშენებლის არის დაკავშირებული ასევე 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწვევა, რომელმაც განიხილა ქვეყნისა დაეკლესიის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხები. დაწყებული V საუკუნიდან, როდესაც შეიქმნა I ქართული ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები (წმ. ნინოს ცხოვრება, წმიდა დედოფალი შუშანიკის წამება), ქართველმა ხალხმა შექმნა უნიკალური ქრისტიანული ლიტერატურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართველთა მიერ შექმნილი ქრისტიანული ხელოვნება. საუკუნეების მანძილზე ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობით საქართველოში განვითარდა თავისთავადი საერო და სატაძრო არქიტექტურა, რომლის მრავალი ნიმუში მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ძეგლებადაა აღიარებული. სატაძრო არქიტექტურასთან ერთად ბრწყინვალე განვითარებას მიაღწია მონუმენტურმა მხატვრობამ _ ფრესკამ, მოზაიკამ. ბიზანტიური მხატვრობის საერთო ევოლუციაში ორიგინალურმა ქართულმა ფრესკულმა ხელოვნებამ ღირსეული ადგილი დაემკვიდრა.

ქართველები ეკლესია_მონასტრებს აგებდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის გარეთაც პალესტინაში, სირიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში, ბულგარეთში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯვრის მონასტერი იერუსალიმში (ამჟამად იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს იურისდიქციაში), წმ. იაკობისა იერუსალიმშივე (ამჟამად იერუსალიმის სომხური ეკლესიის იურისდიქციაში), ივერონი ათონის მთაზე (ამ მონასტერთან არის დაკავშირებული ივერიის ღვთისმშობლის სახელგანთქმული, საკვირველმოქმედი ხატი), პეტრიწონის (ახლანდელი ბაჩკოვოს) მონასტერი ბულგარეთში. სხვადასხვა დროს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობდნენ მთელი საქრისტიანოსათვის ცნობილი ქართველი ღვთისმეტყველები, ფილოსოფოსები, მწერლები და მთარგმნელები პეტრე იბერი, ეფრემ მცირე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები (ათონელები), იოანე პეტრიწი და სხვ.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვის ისევე, როგორც მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის ურთიერთობას წმ. მიწასთან დაკერძოდ იერუსალიმთან. ამ წმიდა ქალაქთან დაკავშირებული არაერთი სახელწოდება, ტოპონიმი თუ ონომასტიკა გვხვდება საქართველოში და განსაკუთრებით ქართლის უძველეს დედაქალაქ მცხეთაში. ქრისტიანობის პირველ საუკუნეებიდანვე ქართველი მეფე-მთავრები აშენებდნენ იერუსალიმში ეკლესია-მონასტრებს, ზრუნავდნენ დანგრეულის აღდგენაზე, სწირავდნენ უზარმაზარ ქონებას.

საქართველოსთან და მის მეფე გიორგი V არის დაკავშირებული XIV საუკუნეში მუსლიმთა ხელში მყოფი იერუსალიმის ქრისტიანული მოსახლეობის უფლებების აღდგენა. მონღოლთა უღლისაგან ქართველთა განმათავისუფლებელი და საქართველოს მთლიანობის აღმდგენი მეფე გიორგი V დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო საქართველოში, არამედ მუსლიმურ სამყაროში. გიორგი V თხოვნით ეგვიპტის სულთანმა გააუქმა ქრისტიანების დასამცირებლად შემოღებული წესი _ ცხენზე ორივე ფეხის ერთ მხარეზე გადადებით მჯდომარის ქალაქში შესვლა. ამიერიდან მათ უფლება მიეცათ ჩვეულებრივ მჯდარიყვნენ ცხენზე და იერუსალიმში გაშლილი დროშებით შესულიყვნენ. გიორგისვე თხოვნით ქრისტიანებს დაუბრუნდათ მამლუქების ხელში მყოფი მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, ხოლო ქართველებს ქრისტიანთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ტაძრის კლიტენი. რადენიმე წლით ადრე მეფე დავით VIII დროს ქართველებს დაუბრუნდათ მამლუქების ხელში ჩავარდნილი და მეჩეთად ქცეული ჯვრის მონასტერი. იერუსალიმის ჯვრის ქართულ სავანესთან არის დაკავშირებული დიდი ქართველის პოეტის შოთა რუსთაველის (XII ს.) და ქრისტესთვის წამებული ორი ქართველი წმინდანის ლუკა იერუსალიმელის (აბაშიძის) და ნიკოლოზ დვალის სახელები.

IV საუკუნის ოციანი წლებიდან ქართლის ეკლესია ანტიოქიის სამოციქულო კათედრის იურისდიქციაში შედიოდა. V საუკუნის 60-70-_იან წლებში მეფე ვახტანგ გორგასლის დროს და მისი თხოვნით, ბიზანტიის იმპერატორისა და კონსტანტინეპოლის პატრიარქის შუამდგომლობით, ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიას თვითმართველობა (ავტოკეფალია) მიანიჭა, ხოლო მცხეთის ეპისკოპოსი აღყვანილ იქნა კათალიკოსის პატივში. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) ეკლესია კონსტანტინეპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა. IX საუკუნეში აქაც საკათალიკოსო მმართველობა იქნა შემოღებული. XI საუკუნის დასაწყისში საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსი აღყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი ატარებდა მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტულს. დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის ან ბიჭვინთის)კათოლიკოსი ყოველთვის აღიარებდა მცხეთელი პატრიარქის პრიმატს.

1811 წელს რუსეთის საიმპერატორო კარმა უკანონოდ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპო საპატრიარქო მმართველობა და საქართველოს ეკლესია საეგზარქოსოს უფლებით დაუქვემდებარა რუსეთის ეკლესიის სინოდს. 1917 წლის მარტში საქართველოს სამღვდელოებამ აღადგინა ეკლესიის ავვტოკეფალია და კვლავ შემოიღო საპატრიარქო მმართველობა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პირველ კათოლიკოს-პატრიარქათ არჩეულ იქნა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ეპისკოპოსი კირიონი.

1989 წელს V საუკუნიდან არსებული საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ოდითგანვე არსებული საპატრიარქო პატივი საქართველოს კათოლიკოსისა დაადასტურა მსოფლიო საპატრიარქომ.

1977 წლიდან დღემდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსია უწმინდესი და უნეტარესი ილია II.






უი შემეშალა ეს თემა საქართველოს ისტორიაში უნდა გამეხსნა ალბად. თუ საჭიროდ ჩათვლით გადაიტანეთ რა საქართველოს ისტორიაში. მემგონი იკ უფრო შესაპერისი ადგილია ამ თემისsmile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2007, 11:28 AM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საქართველოს ეკლესიის ისტორიის პერიოდიზაცია

რამდენადაც ცნობილია, საქართველოს ეკლესიის ისტორია პერიოდულად დაყოფილი არ ყოფილა, მიზეზი ამისა უნდა იყოს ის, რომ იგი თითქმის ოცსაუკუნოვან დიდძალ საეკლესიო-ისტორიულ მასალას მოიცავს, ამასთან ქართული ეკლესიის ისტორიის განმაზოგადებელი თხრობა მხოლოდ რამდენიმე ისტორიკოს აქვს გადმოცემული (ვ. გოილაძე, ჯვარი ვაზისა, 1981 #3), მაგრამ ისიც პერიოდიზაციის გარეშე.

მსოფლიო ეკლესიის მსგავსად ქართული ეკლესიის ისტორიაც შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს. ესენია - ძველი, შუა და ახალი. ძველი პერიოდი მოიცავს ხანას პირველი საუკუნიდან ვიდრე XII ს. დასაწყისამდე (რუის-ურბნისის კრებამდე, 1103-1105წწ.), შუა პერიოდი მოიცავს ხანას XII საუკუნიდან მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე, ავტოკეფალიის გაუქმებამდე (1811წ), ახალი პერიოდი მოიცავს ხანას მეცხრამეტე საუკუნის 10-იანი წლებიდან ვიდრე დღემდე.

პირველი საუკუნიდან ჩვენი ეკლესიის ისტორიის პერიოდიზაციის დაწყებას თავისი საფუძველი აქვს. ჩვენი ძველი ისტორიკოსები (ეპისკოპოსი ლეონტი მროველი, არსენ ბერი, იოანე საბანის ძე, გიორგი მთაწმინდელი, ქართლის ცხოვრების ჩანართების ავტორები და სხვები) მიიჩნევენ, რომ ქრისტიანობა საქართველოში უკვე I-III საუკუნეებიდანაა ცნობილი. წმიდა გიორგი მთაწმინდელი, ანტიოქიის საპატრიარქო კარზე აცხადებდა, რომ ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები საქართველოში თვით ქრისტეს მოციქულები: ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი იყვნენ, რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ თავის ძეგლისწერაში ეს მომენტი ხაზგასმით წარმოაჩინა. ახალი არქეოლოგიური მონაცემები ფაქტიურად ამტკიცებენ მე-8 საუკუნის ავტორის იოანე საბანის ძის ცნობას ქართველთა შორის ქრისტიანობის ხუთასწლვანი არსებობის შესახებ. კერძოდ, არქეოლოგთა მიერ გამოვლენილი სამარხების შესწავლით ირკვევა, რომ ჩვენში ქრისტიანობა მის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარებამდეც ცნობილი იყო, ამიტომაც II-III სს-ში მიცვალებულის ერთ ნაწილს ქრისტიანული წესით მარხავდნენ (იხ. მცხეთა, არქეოლოგიური კვლევა-ძიებათა შედეგები, თბ., ტ. II, 1978, III< 1980).

ქართლის ცხოვრების ჩანართის თანახმად ანდრია პირველწოდმებულმა საქართველოში პირველი საეპისკოპოსო კათედრა ქალაქ აწყურში დაარსა და მას ეპისკოპოსი და სამღვდელოება დაუდგინა. მ. თამარაშვილის მიერ მოძიებული ცნობის თანახმად პირველ საუკუნეებში იმპერატორ მაქსიმილიანეს ჯარში ქრისტიანი ქართველი მეომრებიც მსახურობდნენ, რომლებიც კოლხეთში გადაასახლეს; ხოლო ლათინი ავტორის ირინეოსის ცნობით, ეპისკოპოსმა პალმოსმა და მისმა მეგობრებმა კოლხიდაში სამოცდაათი ეკლესია ააშენეს. ანტონ კათალიკოსმა პირველ-მეორე საუკუნეებში მცხოვრები ქართველი წმინდანების, ეგრეთ წოდებული წმინდა მესუკაველთა ცხოვრება აღწერა. ისინი წარმოშობით აღმოსავლეთ საქართველოდან (ჰერეთ-ალბანეთიდან) ყოფილან, ხოლო მოწამეობის გვირგვინი სამხრეთ საქართველოში მიუღიათ. III ს-ში, ქართლის ცხოვრების თანახმად, მეფე რევ მართალს ქრისტიანული სულისკვეთების რეფორმა გაუტარებია, სახელდობრ, კერპებისათვის ყრმათა შეწირვა აუკრძალავს. ბერძნული წყაროების ცნობით, IV საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 325 წელს ბიჭვინთელი და ტრაპეზუნტელი ეპისკოპოსები პირველ მსოფლიო კრებაზე მონაწილეობდნენ. აღნიშნული და სხვა მონაცემები იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ჩვენი ეკლესიის პერიოდიზაცია პირველი საუკუნიდან დავიწყოთ, ხოლო I-III საუკუნეები ჩვენი ეკლესიის ისტორიის ძველი პერიოდის ერთ ნაწილად მივიჩნიოთ (შეიძლება მას უძველესი ხანა ვუწოდოთ).

საქართველოს ეკლესიის ისტორიის ძველი პერიოდის შემდგომი ხანა IV საუკუნის 20-30 წლებიდან იწყება, როდესაც წმიდა ნინოს ქადაგებათა შედეგად მოციქულთასწორმა მეფე-დედოფალმა მირიანმა და ნანამ ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოაცხადა. ამ ხანებში უნდა ჩამოყალიბებულიყო საქართველოს ეკლესია ორგანიზაციულადაც.

IV-V სს-ში ქართული ეკლესია გაძლიერდა, განმტკიცდა. ქართულ ენაზე ითარგმნა წმიდა წერილი, ხოლო Vს-ში, ვახტანგ გორგასლის დროს, ჩამოყალიბდა საქართველოს საკათალიკოსო. იგი მოიცავდა თანამდეროვე საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას, რადგანაც ამ მეფის წყალობით საქართველოს საკათალიკოსოს იურისდიქციის საზღვრები ქართლის სამეფოს სახელმწიფოებრივ საზღვრებს დაემთხვა, ქართლის სამეფოში კი იმ დროს როგორც აღმოსავლეთი, ასევე დასავლეთ საქართველოც შედიოდა.

შემდგომი ხანა ქართული ეკლესიის ძველი პერიოდისა იწყება VI საუკუნიდან და რუის-ურბნისის კრებამდე ე.ი. XII ს. დასაწყისამდე გაგრძელდა. ამ დროს ეკლესიის ბედს ჩვენი სახელწიფოს მდგომარეობა განსაზღვრავდა. როგორც ცნობილია, VI საუკუნეში გაუქმდა მეფობა, რამაც საბოლოო ჯამში "ყოველი ქართლის" ("ქართველთა"), აფხაზთა, ჰერთა და კახთა სამეფოები (სამთავროები).

უნდა ითქვას, რომ VI ს-დან ძველი პერიოდის მესამე ხანის დაწყების საფუძვლად დაედო ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში ამ ეპოქაში მომხდარი მოვლენები. ს. ჯანაშიას აზრით, "VI საუკუნე ნამდვილი ისტორიული მოსაბრუნია ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით ძველ ხანაში" (ს. ჯანაშია, ფეოდალური რევოლუცია საქართველოში, შრომები, გვ. 127), ნ. ბერძენიშვილი VI-X სს. ადრეფეოდალურ ხანად მიიჩნევდა, VI ს-ში გაიმარჯვა ახალმა პოლიტიკურმა წყობამ. "მოაკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლის აზნაურთა" (სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა, 1949, გვ. 58). ერისთავებმა მიისაკუთრეს სამართავად მიღებული მხარეები. საქართველოში ვიდრე, ე.წ. სკანდა-შორაპნამდე სპარსელები გაბატონდნენ. ისინი ლაშქრობდნენ ეგრისსა და ზღვისპირეთშიც, სპარსელები დევნიდნენ ქართულ ქალკედონურ ეკლესიას და ყოველი ღონისძიებით ცდილობდნენ, რომ ამიერკავკასიის (ალბანურ და ქართულ) ეკლესიებზე სომხური ეკლესია გაებატონებინათ. მართალია VIს. სომხურ და სხვა წყაროთა თანახმად ქართლის კათოლიკოსის იურისდიქციაში კვლავინდებურად შედიოდა დასავლეთ საქართველო, მაგრამ VII ს. 20-იანი წლებიდან საქართველოში ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის შემდეგ ბიზანტიამ დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი უშუალოდ თავის შემადგენლობაში შეიყვანა. მაშასადამე დას. საქართველოს ეკლესია გამოიყვანა ქართული ეკლესიის იურისდიქციიდან და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შეიყვანა. ამიტომაც აქ დაარსდა ბერძნულენოვანი საეპისკოპოსოები. VIII ს-ში ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულის, აფხაზეთი სამეფოს, წარმოქმნის შედეგად დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი ქართული საეკლესიო ერთეული, აფხაზეთის საკათალიკოსო. Xს. ბოლოსა და XI ს. დასაწყისში საქართველოს გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს საპატრიარქოს წარმოქმნას, რომელშიც აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოები გაერთიანდნენ. VI-XI სს-ში ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესი მთლიან ხანას წარმოადგენს თავისი დასაწყისითა და დასასრულით.

მაშასადამე, ქართული ეკლესიის ისტორიის ძველი პერიოდი I-XI საუკუნეებს მოიცავს და იგი სამ ხანად იყოფა. პირველი ხანა მოიცავს I-III საუკუნეებს, მეორე IV-V საუკუნეებს, ხოლო მესამე VI-XI საუკუნეებს.

შუა პერიოდი ქართული ეკლესიის ისტორიისა მოიცავს XII-XVIII საუკუნეებს, იგი XII საუკუნიდან XIV ს-მდე საქათველოს სახელმწიფოს ე.წ. ოქროს ხანას ემთხვევა. ამ დროს საქართველოს საპატრიარქოს სიძლიერე ზენიტს აღწევს.

შუა პერიოდის შემდეგი ხანა XIV-XVIII საუკუნეებს მოიცავს. საქართველოს სახელმწიფოებრივმა უიმედობამ, ქვეყანაში ცენტრიდანულმა მიდრეკილებებმა, ქვეყნის სამეფო-სამთავროებად დაშლამ ზეგავლენა საეკლესიო ცხოვრებაზე იქონია.

აფხაზეთის და მცხეთის საკათალიკოსოებმა ერთმანეთის მიმართ მეტი ადმინისტრაციული დამოკიდებულება მიიღეს. მიუხედავად ამისა, ეს ქართული, საეკლესიო ერთეულები სულიერ ერთიანობას, ერთ საეკლესიო ენას, საეკლესიო ჩვევებსა და ტრადიციებს ინარჩუნებდნენ (ერთიან ქართულ ეკლესიაში საკათალიკოსოები ისევე არსებობდნენ, როგორც ბერძნულ ეკლესიაში სამიტროპოლიტოები).

ქართული ეკლესიის ისტორიის ახალ პერიოდში შეიძლება ცალკე გამოვყოთ XIX საუკეუნე. ესაა ავტოკეფალიის გაუქმების ხანა, უახლესი ხანა კი ავტოკეფალიის აღდგენიდან (25 (12) III. 1917) იწყება.

ამრიგად:
1. ძველი პერიოდი გრძელდება I ს-დან XII ს. დასაწყისამდე (რუის-ურბნისის კრებამდე), იყოფა სამ ხანად;
2. შუა პერიოდი, XII ს. დასაწყისიდან ავტოკეფალიის გაუქმებამდე (1811);
3. ახალი პერიოდი მოიცავს XIX-XX სს.

მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თეკლა
პოსტი May 22 2007, 08:13 PM
პოსტი #12


დაკარგული :)
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 238
რეგისტრ.: 22-August 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 105



ბავშვებო ამ გვერდის ბოლოში იხილავთ მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომებს:
საქართველოს საეკლესიო კრებები I ტომი
საქართველოს საეკლესიო კრებები II ტომი
საქართველოს საეკლესიო კრებები III ტომი
დასავლეთ საქართველოს საეკლესიო იურისდიქცია
კულტურა და ეროვნული მისია
რეგიონალიზმი შეაფერხებს ეროვნულ კონსოლიდაციას
კოლხეთი - ”ქვემო ივერია”
ბერძენ-რომაელი ავტორები ქართველთა წარმოშობის შესახებ და ”ქართიზაციის თეორია”
”ქართიზაციის” თეორიის ისტორია XXს. ბოლოს


--------------------
გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ირგე
პოსტი May 27 2007, 10:55 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 141
რეგისტრ.: 27-May 07
წევრი № 2,031



კანონისტი
ციტატა
საქმე ისაა, რომ საქართველოს ეკლესია მაშინ ორად იყო გაყოფილი და მას ორი იერარქი მართავდა: sad.gif
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
აფხაზეთის (იმერეთის) კათოლიკოს-პატრიარქი

იმერეთის შედიოდა ტიტულში თუ შენ დაამატე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი May 30 2007, 11:49 AM
პოსტი #14


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



თეკლა
ციტატა
ბავშვებო ამ გვერდის ბოლოში იხილავთ მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომებს:
საქართველოს საეკლესიო კრებები I ტომი
საქართველოს საეკლესიო კრებები II ტომი
საქართველოს საეკლესიო კრებები III ტომი


არიქა, გამწარებული ვეძებ,
სად, რომელი გვერდის ბოლოში?


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2007, 04:45 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმის წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოდნენ სოციალ-დემოკრატები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, კირიონ II-ის გარდაცვალების (26.VIII.1918) შემდეგ, თბილისში და საქართველოში სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი ხმები გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსია ამ ბურუსით მოცული გარდაცვალებისა, შემოგვინახა ხ. კაკაბაძემ. იგი წერს: "ცარიზმმა მე-19 საუკუნეში, თავისი პოლიტიკით, ყოველგვარი ზომები მიიღო, რომ საქართველოს ეკლესიის აღდგენა ბურჟუაზიული წყობილების პირობებშიც შეუძლებელი გამხდარიყო. ქართველი სამღვდელოება მხოლოდ გამორჩენას ეძებდა და ამიტომაც მას არავითარი მორალური წონა ხალხის ფართო მასებში არ ჰქონდა. ამას თან დაერთო სამღვდელოების მაღალ წრეებში დაბუდებული ერთმანეთის გაუტანლობა და სისხლიანი შურისძიება. მიტროპოლიტ ლეონიდეს მომხრემ 1918 წლის 27 ივნისს მოკლა კათოლიკოსი კირიონი. ამის შემდეგ მოკლეს კიდევ ორი მღვდელი. ამგვარად, ეკლესიის საკითში ფეხი მოიკიდა ტერორმა. ასეთ პირობებში კათოლიკოსად ახალი არჩევნების დაუნიშნავად გახდა ლეონიდე."

ს. კაკაბაძე იმეორებს იმდროინდელ საზოგადოებაში გავრცელებულ ერთ-ერთ ვერსიას, თითქოსდა კირიონი ლეონიდეს მომხრემ მოკლა. რამ შეუწყო ხელი ასეთი ხმების გავრცელებას? უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთ ხმებს საგანგებოდ ავრცელებდა სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელიც დაფარულად მუდამ იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის წინააღდმეგ, მათ შორის, ყოველგვარი უკადრისი ხერხებითაც.

"ეკლესიის საკითში ფეხი ტერორმა მოიკიდა" არა 1918 წლიდან, კირიონის სიკვდილის შემდეგ, არამედ უკვე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან. რუსეთის იმპერიაში ეკლესიის ხელში დიდი ძალაუფლება იყრიდა თავს, მის ხელში განათლების თითქმის მთლიანი სისტემა იყო მოქცეული. ამიტომაც სასულიერო სასწავლებლებში შედიოდნენ და ზოგჯერ სამღვდლო ხარისხსაც იღებდნენ სასულიერო წოდებისათვის შეუფერებელი ახალგაზრდები, საკმარისია ითქვას, რომ საქართველოდან გასული ბოლშევიკ-სოციალ-დემოკრატების გავლენიან ნაწილს სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული ანდა შეხება ჰქონდა სასულიერო სასწავლებლებთან. ასევე მენშევიკებსაც. ზოგჯერ ისიც კი ხდებოდა, რომ ერთდროულად რომელიმე ახალგაზრდა ოფიციალურად სასულიერო წოდებაში ირიცხებოდა, არაოფიციალურად სოციალისტურ პარტიას განეკუთვნებოდა.

სოციალ-დემოკრატებს უდიდესი გავლენა ჰქონდა მოპოვებული საზოგადოებაში, უფრო მეტიც, მათი ტერორით სასტიკად იყო დაშინებული არა მარტო მოსახლეობა, არამედ მათი პარტიის წევრებიც, რომელთაც ევალებოდათ უსიტყვოდ აღესრულებინათ პარტიის ცენტრის ნება-სურვილი. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ნება კი მკაცრად იყო მიმართული ყოველივე ქართულის წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი საქართველოს ავტონომიის წინააღმდეგ. არა თუ ბოლშევიკები, არამედ ქართველი მენშევიკებიც კი უარყოფდნენ ლოზუნგს რუსეთი იმპერიის ფარგლებში საქართველოს ავტონომიური მმართველობისა.

ქართველ მენშევიკებს, რომლის მებაირაღედ ყოველთვის ნოე ჟორდანია იყო, არ სწამდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესაძლებლობა. ქართულ მენშევიზმს ახასიათებდა ზიზღი ყველაფერი ქართულისადმი. ეს ზიზღი მიდიოდა იქამდის, რომ მენშევიკური პრესის ტერმინოლოგიიდან სავსებით გამოდევნილი იყო სიტყვები "საქართველო" და "ქართული" და ეს სავსებით პათოლოგიური მოვლენა ახასიათებდა ქართულ მენშევიზმს რუსეთის იმპერიის არსებობის მთელ სიგრძეზე ვიდრე 1917 წლის თებერვლის რევოლუციამის და ერთ ხანს მის შემდეგაც.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია სოციალ-დემოკრატებს საქართველოს ავტონომიის პროგრამის ერთ-ერთ ნაწილად მიაჩნდათ, ამიტომ იბრძოდნენ მის წინააღდმეგ, ძირითადად ფარული ხერხებით, ასევე უკვე 1905-1907 წლებისათვის ავტოკეფალიის იდეის წინააღდმეგ აამხედრეს ქართველი ახალგაზრდა სასულიერო პირების ერთი ნაწილიც კი.

ეწეოდნენ ავტოკეფალური მოძრაობის დისკრედიტაციას, ეძებდნენ მისი მოსპობის ვერაგულ გზებს. ერთ-ერთ ასეთ ხერხად უნდა მივიჩნიოთ ეგზარქოს ნიკონ სოფიისკის მკვლელობა - 1908 წლის 26 მაისს. იქამდე ათი დღით ადრე, "ჟანდარმერიის ანონიმი აგენტი, ჯერ კიდევ 1908 წლის 16 აპრილს, თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს აცნობებდა, რომ ეგზარქოსის მოკვლად აპირებდა "დიაკონთა და მეფსალმუნეთა თბილისის კომიტეტი", რომელიც თბილისის სოციალ-დემოკრატებმა კარგად იცოდნენ, რომ ნიკონის მოკვლას ავტოკეფალისტთა დევნა მოჰყვებოდა, რაც უშუალოდ შედიოდა ქართველ სოციალ-დემოკრატთა გეგმებში.

ქართველ ავტოკეფალისტთა მოძრაობა, როგორც ყველაზე წმინდა ნაკადი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა, სულიერ საზრდოს აძლევდა, მორალურად ამხნევებდა იმ ძალებს, რომლებიც საქართველოს რუსეთიდან გამოყოფისათვის იბრძოდნენ. ამას კი ქართული სოციალ-დემოკრატები ვერ დაუშვებდნენ. ცნობილია, რა დიდი რიხითა და შემართებით ებრძოდნენ ისინი საქართველოს ავტონომიის იდეასაც კი რუსეთის პირველი რევოლუციის წლებში და შემდგომ ხანებში" - წერს ისტორიკოსი ნიკონის მკვლელობის მასალების შესწავლის შემდეგ.

ვ. გურული კი, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასკვნის - "ამგვარად, ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის ერთადერთი შესაძლო ორგანიზატორები შეიძლება ყოფილიყვნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები." მათ მიერ ეს "მზაკვრული გზა იქნა არჩეული ავტოკეფალისტთა მოძრაობის დარბევა-განადგურებისათვის." ამავე დროს, "სოციალ-დემოკრატები, რომელთაც პოლიტიკური მკვლელობისა და კვალის დაფარვის დიდი გამოცდილება ჰქონდათ, დინჯად და გაბედულად მიდიოდნენ დასახული მიზნისაკენ," მათი პრესა მხოლოდ ისეთ მასალას აქვეყნებდა, რომელიც მიანიშნებდა ეგზარქოსის ნიკონის მკვლელობაში ქართველ ავტოკეფალისტების მონაწილეობაზე. ამასთანავე, პეტერბურგშიც საიმპერიო და საეკლესიო ხელისუფლება დაინტერესებული ყოფილა მკვლელობა ქართველ ავტოკეფალისტებს დაბრალებოდათ. ქართველ სოციალ-დემოკრატებისა და იმპერიული ხელისუფლების მიზნები, საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით, თანხვედრილი იყო. ეს ორი ძალა ერთი მიზნით მოქმედებდა.

აქვე უნდა ითქვას იმ საინტერესო ატმოსფეროს შესახებ, რომელიც XX ს. დასაწყისში ეკლესიაში სუფევდა. მაგალითად, ნიკონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მღვდელი (გიორგი პარკაძე) - "რევოლუციური მოძრაობის წინამძღოლად" ითვლებოდა. მეორე ეჭვმიტანილიც - დიაკონი, ასევე რევოლუციონერი იყო. 1908 წლის 12 აპრილს მოკლეს ერთ-ერთი მღვდელომანზონი გავრილა, მის მოკვლას აბრალებდნენ "დიაკონთა და მეფსალმუნეთა თბილისის კომიტეტს", რომელიც თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის განმგებლობაში იმყოფებოდა". ამ კომიტეტში შედიოდნენ სხვადასხვა ეკლესიის დიაკვნები და მედავითნეები, რომელთა კომიტეტს ჰყავდა თავისი ტერორისტი - კაცისმკვლელი! კომიტეტი ატერორებდა სამღვდელოებას. მაგალითად, ანჩისხატის მღვდელს კარბელაშვილს ჯერ შეუთვალეს, შემდეგ კი ორჯერ მოკვლა დაუპირეს, რომელსაც შემთხვევით გადარჩა, იმავე წელს (1907წ.) მოკვლა დაუპირეს წმიდა მარინეს ეკლესიის მღვდელს, რომელიც აღარ გამოცხადდა ეკლესიაში, მის ნაცვლად მისული მღვდელი გავრილი კი მოკლეს. მათ გეგმაში შედიოდა ეგზარქოს ნიკონის მოკვლაც.

სოციალ-დემოკრატებს უთანაგრძნობდნენ და მათ საქმეს აკეთებდნენ არა მხოლოდ სამღვდელოების, მედავითნეების ერთი ნაწილი, არამედ მორჩილებიც. მათი საქმე კი იყო ბრძოლა "ყოველივე ქართულის წინააღდმეგ", მათ შორის საქართველოს ეკლესიის თავისუფლების წინააღდმეგ. მათ ფონზე, უდიდეს მოღვაწეებად ჩნდებიან ქართული ავტოკეფალისტები, რომელთაც ებრძოდა სახელმწიფო და არაეროვნული პარტიები, ამ უკანასკნელთა პრესა მოსახლეობას ნიჰილისტურად განაწყობდა, ამავე დროს კი ავტოკეფალისტებს აშინებდა ტერორისტთა ბანდები.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმის წინააღდმეგ ბოლოდმე იბრძოდნენ სოციალ-დემოკარტები და სხვები. ავტოკეფალიის აღდგენამ ისინი გაანაწყენა, მის მეთაურთა წინააღდმეგ მიმართავდნენ მათთვის ჩვეულ ცილისწამებასა და ტერორს. მაგალითად, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის დროებითმა მთავრობამ ცნო ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესიას უნდა გადაცემოდა ყოფილი საეგზარქოსოს ქონება, ეკლესიები, მონასტრები და სხვა, ქართული მხარის მოთხოვნის თანახმად, მაგრამ ზოგიერთ ეკლესიას და მონასტერთა უმრავლესობაში მოკალათებული რუსი სამღვდელოება და ბერ-მონაზვნები სასტიკ წინააღდმეგობას უწევდნენ ამ საქმეს, საქართველოს ეკლესიას არ ანებებდნენ თავის ყოფილ ქონებას და ეპატრონებოდნენ მას. ქართველები დახმარებსითვის ამიერკავკასიის მთავრობას მიმართავდნენ, სადაც უკვე სოციალ-დემოკრატებს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეჭირათ. ისინი კი ქართული ეკლესიის საქმეს აბრკოლებდნენ.

საბედნიეროდ, ქართული ეკლესიის მიმართ კარგად იყო განწყოფილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომელთა რაზმები ეხმარებოდნენ ახლადაღდგენილ ავტოკეფალურ ეკლესიას განეხორციელებინა თავისი უფლებანი ტაძრებსა, სხვა შენობებსა და საზოგადოდ ქონებაზე.

სოციალ-დემოკრატებს თავიანთი შეხედულება ქართული ეკლესიის მიმართ არც იმის შემდგომ შეუცვლიათ, რაც რუსის ჯარმა ამიერკავკასია დატოვა, საქართველო უცხოეთის მოთხოვნით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, ხოლო მის სათავეში, მათთვის მოულოდნელად, სოციალ-დემოკრატები (მენშევიკები) აღმოჩნდნენ. მალევე, 1918 წლის ივლისში, კირიონიც უცნაურად, ტრაგიკულად გარდაიცვალა.

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომიდან


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2007, 02:57 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მწარე სინამდვილე

(ფრაგმენტები საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან)

"საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა 1811 წელს, იმის შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II რუსეთში გადაასახლეს, ხოლო საქართველოს ეკლესია წმიდა სინოდს დაუქვემდებარეს.
თუ უფრო მეტ სიზუსტეს დავიცავთ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია საბოლოოდ არა 1811 წელს გაუქმდა, არამედ 1821 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მთელი თავისი სისასტიკით ჩაახშო დასავლეთ საქართველოში საერთო-სახალხო აჯანყება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დასაცავად.
რუსეთის მთავრობამ ამის შემდეგად გააუქმა საეკლესიო თავისთავადობა საქართველოს ამ ნაწილში.


აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლებას ქართული ეკლესიის გაუქმების შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია. პირიქით, ანტონ II დიდი თავაზითა და პატივისცემით გაიყვანეს საქართველოდან ქართული ეკლესიის შინაგანი აშლილობის მოწესრიგების საბაბით, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიხვდა ქართველობა, რომ ხელისუფლებას, შესაძლოა, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაზე ეფიქრა.
როცა რუსებმა ანტონ II-ის მონაცვლე "ეგზარხოსად", ქართული ეკლესიის "მეთაურად" ვარლამ ერისთავი დასვეს, ქართველებმა მას კათალიკოზის წოდება არ მიანიჭეს, ვინაიდან ფიქრობდნენ, რომ ანტონ II ე.ი. კანონიერი კათოლიკოზი, რუსეთში იმყოფებოდა, როგორც იმპერიის ხელისუფლება ამბობდა, "ავადმყოფობის" გამო.
ამიტომაც, ცხადია, მისი სიცოცხლის დროს, მისი მონაცვლისათვის კათოლიკოსის წოდების მინიჭება სწორი არ იქნებოდა და ეგზარქოსობის დამყარება ქართველობას ნორმალურ მდგომარეობად მიაჩნდათ.
"ეგზარქოსს" კათოლიკოზის მონაცვლედ რომ თვლიდნენ ქართველები, ეს ჩანს იოანე ბაგრატიონის "კალმასობიდან", მასში სიტყვა "ეგზარქოსი" ასეა განმარტებული: "ეგზარქოსი ნიშნავს მონაცვლესა და ადგილის დამპყრობსა პატრიარხისასა, ვითარცა რუსეთსა შინა ნაცვლად პატრიარხისა სინოდი, მმართველი სასულიერო საქმეთა."

კათოლიკოს-პატრიარქის, ანტონ II-ის, გარდაცვალებამდე ქართველები გაურკვევლობაში იმყოფებოდნენ და ბოლომდე არც კი იცოდნენ რომ, ფაქტობრივად, ქართული ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებული იყო. ფიქრობდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლება იმის გამო ერეოდა საქართველოში საეკლესიო საქმეებში, რომ ამას რუსეთის იმპერიის წესრიგიანობა ითხოვდა.

რუსებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებულებას ნელა და ფრთხილად გამოაცალეს საფუძველი ისე, რომ ქართველთა უმრავლესობამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ისინი მხოლოდ XIX საუკუნის 30-იან წლებში აღმოჩნდნენ ფაქტის წინაშე, მაშინ, როცა ქართული ეკლესიის მმართველობის სახე უკვე თვისობრივად შეცვლილი იყო (რუსეთის მიერ საქართველოში ეპარქიათა შემცირების ერთ-ერთი მიზანი იყო, ქართველ მღვდელმთავართა რიცხვის მკვეთრი შემცირებით, ავტოკეფალიის გაუქმების მოწინააღმდეგეთა უვნებელყოფისათვის მიეღწიათ).

პირველი რუსი ეგზარქოსი, რომელიც ვარლამ ერისთავის შემდეგ საქართველოში გამოაგზავნეს, იყო თეოფილაქტე რუსანოვი, რომელიც 1817 წლიდან შეუდგა საქართველოში საქმიანობას, ხელისუფლებასა და რუსულ წრეებს თეოფილაქტე განათლებულ პირად მიაჩნდათ, იგი ცდილობდა ეკლესიაში რუსული პოლიტიკის მტკიცე გამტარებელი ყოფილიყო.

ჩამოსვლისთანავე, სიონის წმიდა ტაძარში, თეოფილაქტემ ქართულის ნაცვლად სლავური წირვა-ლოცვა შემოიღო, თბილისში რუსულენოვანი სემინარია გახსნა (1817წ.), რომლის გამოყენებაც ქართველი სამღვდელოების ახალი თაობის გასარუსებლად და მერე მათი საშუალებით, ქართული მრევლის ეროვნული ცნობიერების დასასუსტებლად სურდა.

თუ იქამდე ქართველი ხალხი ქართველობასა და მართლმადიდებლობას სინონიმებად მიიჩნევდა, ახალი საეკლესიო პოლიტიკის თანახმად, სურდათ მართლმადიდებლობის ცნების ქართველობის ცნებისაგან დაშორება, ერთისათვის მხოლოდ სარწმუნოებრივი, მეორისათვის ეროვნულ-ეთნიკური სახის მინიჭება, შემდგომ კი ქართულ ცნობიერებაში რუსობისა და მართლამდიდებლობის გაერთმნიშვნელიანება."

მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის ნაშრომიდან



სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქნი ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ :


წმ. კირიონ III საძაგლიშვილი 1917-1918 წწ.
ლეონიდე ოქროპირიძე 1918-1921
წმ. ამბროსი ხელაია 1921-1927
ქრისტეფორე III ციცქიშვილი 1927-1932
კალისტრატე ცინცაძე 1932-1952
მელქისედეკ III ფხალაძე 1952-1960
ეფრემ II სიდამონიძე 1960-1972
დავით V დევდარიანი 1972-1977
ილია II (ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1977

1811 წელს, რუსეთმა გააუქმა საქართველოში ავტოკეფალია და ვიდრე 1917 წლამდე საქართველოს ეკლესიას განაგებდნენ რუსეთის ეგზარქოსები :


ვარლამი ერისთავი 1811-1817 წწ.
თეოფილაქტე რუსანოვი 1817-1821
იონა ვასილევსკი 1821-1832
მოსე ბოგდანოვ-პლატონოვი 1832-1834
ევგენი ბაჟანოვი 1834-1844
ისიდორე ნიკოლსკი 1844-1858
ევსევი ილინსკი 1858-1877
იოანიკე რუდნევი 1877-1882
პავლე ლებედევი 188201887
პალადი რაევი 1887-1892
ვლადიმერი ბოგოიავლენსკი 1892-1898
ფლაბიანე გოროდეცკი 1898-1901
ალექსი I ოპოცკი 1901-1905
ნიკოლოზი ნალიმოვი 1905 1906
ნიკონი სოფიისკი 1906-1908
ინოკენტი ბელიაევი 1909-1913
ალექსი II მოლჩანოვი 1913-1914
პიტირიმე პოკნოვი 1914-1915
პლატონ როჟდესტვენსკი 1915-1917


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Dec 13 2008, 01:29 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ეგებ ვინმემ მეუფე ანანიას წიგნები დადოთ,არ იშოვება საჩვენოს


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 3 2009, 02:22 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(marine @ May 8 2007, 11:28 AM) *

საქართველოს ეკლესიის ისტორიის პერიოდიზაცია

რამდენადაც ცნობილია, საქართველოს ეკლესიის ისტორია პერიოდულად დაყოფილი არ ყოფილა, მიზეზი ამისა უნდა იყოს ის, რომ იგი თითქმის ოცსაუკუნოვან დიდძალ საეკლესიო-ისტორიულ მასალას მოიცავს, ამასთან ქართული ეკლესიის ისტორიის განმაზოგადებელი თხრობა მხოლოდ რამდენიმე ისტორიკოს აქვს გადმოცემული (ვ. გოილაძე, ჯვარი ვაზისა, 1981 #3), მაგრამ ისიც პერიოდიზაციის გარეშე.

მსოფლიო ეკლესიის მსგავსად ქართული ეკლესიის ისტორიაც შეიძლება სამ პერიოდად დაიყოს. ესენია - ძველი, შუა და ახალი. ძველი პერიოდი მოიცავს ხანას პირველი საუკუნიდან ვიდრე XII ს. დასაწყისამდე (რუის-ურბნისის კრებამდე, 1103-1105წწ.), შუა პერიოდი მოიცავს ხანას XII საუკუნიდან მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე, ავტოკეფალიის გაუქმებამდე (1811წ), ახალი პერიოდი მოიცავს ხანას მეცხრამეტე საუკუნის 10-იანი წლებიდან ვიდრე დღემდე.

პირველი საუკუნიდან ჩვენი ეკლესიის ისტორიის პერიოდიზაციის დაწყებას თავისი საფუძველი აქვს. ჩვენი ძველი ისტორიკოსები (ეპისკოპოსი ლეონტი მროველი, არსენ ბერი, იოანე საბანის ძე, გიორგი მთაწმინდელი, ქართლის ცხოვრების ჩანართების ავტორები და სხვები) მიიჩნევენ, რომ ქრისტიანობა საქართველოში უკვე I-III საუკუნეებიდანაა ცნობილი. წმიდა გიორგი მთაწმინდელი, ანტიოქიის საპატრიარქო კარზე აცხადებდა, რომ ქრისტიანობის პირველი მქადაგებლები საქართველოში თვით ქრისტეს მოციქულები: ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი იყვნენ, რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ თავის ძეგლისწერაში ეს მომენტი ხაზგასმით წარმოაჩინა. ახალი არქეოლოგიური მონაცემები ფაქტიურად ამტკიცებენ მე-8 საუკუნის ავტორის იოანე საბანის ძის ცნობას ქართველთა შორის ქრისტიანობის ხუთასწლვანი არსებობის შესახებ. კერძოდ, არქეოლოგთა მიერ გამოვლენილი სამარხების შესწავლით ირკვევა, რომ ჩვენში ქრისტიანობა მის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარებამდეც ცნობილი იყო, ამიტომაც II-III სს-ში მიცვალებულის ერთ ნაწილს ქრისტიანული წესით მარხავდნენ (იხ. მცხეთა, არქეოლოგიური კვლევა-ძიებათა შედეგები, თბ., ტ. II, 1978, III< 1980).

ქართლის ცხოვრების ჩანართის თანახმად ანდრია პირველწოდმებულმა საქართველოში პირველი საეპისკოპოსო კათედრა ქალაქ აწყურში დაარსა და მას ეპისკოპოსი და სამღვდელოება დაუდგინა. მ. თამარაშვილის მიერ მოძიებული ცნობის თანახმად პირველ საუკუნეებში იმპერატორ მაქსიმილიანეს ჯარში ქრისტიანი ქართველი მეომრებიც მსახურობდნენ, რომლებიც კოლხეთში გადაასახლეს; ხოლო ლათინი ავტორის ირინეოსის ცნობით, ეპისკოპოსმა პალმოსმა და მისმა მეგობრებმა კოლხიდაში სამოცდაათი ეკლესია ააშენეს. ანტონ კათალიკოსმა პირველ-მეორე საუკუნეებში მცხოვრები ქართველი წმინდანების, ეგრეთ წოდებული წმინდა მესუკაველთა ცხოვრება აღწერა. ისინი წარმოშობით აღმოსავლეთ საქართველოდან (ჰერეთ-ალბანეთიდან) ყოფილან, ხოლო მოწამეობის გვირგვინი სამხრეთ საქართველოში მიუღიათ. III ს-ში, ქართლის ცხოვრების თანახმად, მეფე რევ მართალს ქრისტიანული სულისკვეთების რეფორმა გაუტარებია, სახელდობრ, კერპებისათვის ყრმათა შეწირვა აუკრძალავს. ბერძნული წყაროების ცნობით, IV საუკუნის დასაწყისში, კერძოდ 325 წელს ბიჭვინთელი და ტრაპეზუნტელი ეპისკოპოსები პირველ მსოფლიო კრებაზე მონაწილეობდნენ. აღნიშნული და სხვა მონაცემები იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ჩვენი ეკლესიის პერიოდიზაცია პირველი საუკუნიდან დავიწყოთ, ხოლო I-III საუკუნეები ჩვენი ეკლესიის ისტორიის ძველი პერიოდის ერთ ნაწილად მივიჩნიოთ (შეიძლება მას უძველესი ხანა ვუწოდოთ).

საქართველოს ეკლესიის ისტორიის ძველი პერიოდის შემდგომი ხანა IV საუკუნის 20-30 წლებიდან იწყება, როდესაც წმიდა ნინოს ქადაგებათა შედეგად მოციქულთასწორმა მეფე-დედოფალმა მირიანმა და ნანამ ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო სარწმუნოებად გამოაცხადა. ამ ხანებში უნდა ჩამოყალიბებულიყო საქართველოს ეკლესია ორგანიზაციულადაც.

IV-V სს-ში ქართული ეკლესია გაძლიერდა, განმტკიცდა. ქართულ ენაზე ითარგმნა წმიდა წერილი, ხოლო Vს-ში, ვახტანგ გორგასლის დროს, ჩამოყალიბდა საქართველოს საკათალიკოსო. იგი მოიცავდა თანამდეროვე საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას, რადგანაც ამ მეფის წყალობით საქართველოს საკათალიკოსოს იურისდიქციის საზღვრები ქართლის სამეფოს სახელმწიფოებრივ საზღვრებს დაემთხვა, ქართლის სამეფოში კი იმ დროს როგორც აღმოსავლეთი, ასევე დასავლეთ საქართველოც შედიოდა.

შემდგომი ხანა ქართული ეკლესიის ძველი პერიოდისა იწყება VI საუკუნიდან და რუის-ურბნისის კრებამდე ე.ი. XII ს. დასაწყისამდე გაგრძელდა. ამ დროს ეკლესიის ბედს ჩვენი სახელწიფოს მდგომარეობა განსაზღვრავდა. როგორც ცნობილია, VI საუკუნეში გაუქმდა მეფობა, რამაც საბოლოო ჯამში "ყოველი ქართლის" ("ქართველთა"), აფხაზთა, ჰერთა და კახთა სამეფოები (სამთავროები).

უნდა ითქვას, რომ VI ს-დან ძველი პერიოდის მესამე ხანის დაწყების საფუძვლად დაედო ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში ამ ეპოქაში მომხდარი მოვლენები. ს. ჯანაშიას აზრით, "VI საუკუნე ნამდვილი ისტორიული მოსაბრუნია ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით ძველ ხანაში" (ს. ჯანაშია, ფეოდალური რევოლუცია საქართველოში, შრომები, გვ. 127), ნ. ბერძენიშვილი VI-X სს. ადრეფეოდალურ ხანად მიიჩნევდა, VI ს-ში გაიმარჯვა ახალმა პოლიტიკურმა წყობამ. "მოაკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, მით ჟამითგან ეპყრა უფლება ქართლის აზნაურთა" (სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა, 1949, გვ. 58). ერისთავებმა მიისაკუთრეს სამართავად მიღებული მხარეები. საქართველოში ვიდრე, ე.წ. სკანდა-შორაპნამდე სპარსელები გაბატონდნენ. ისინი ლაშქრობდნენ ეგრისსა და ზღვისპირეთშიც, სპარსელები დევნიდნენ ქართულ ქალკედონურ ეკლესიას და ყოველი ღონისძიებით ცდილობდნენ, რომ ამიერკავკასიის (ალბანურ და ქართულ) ეკლესიებზე სომხური ეკლესია გაებატონებინათ. მართალია VIს. სომხურ და სხვა წყაროთა თანახმად ქართლის კათოლიკოსის იურისდიქციაში კვლავინდებურად შედიოდა დასავლეთ საქართველო, მაგრამ VII ს. 20-იანი წლებიდან საქართველოში ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის შემდეგ ბიზანტიამ დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთი უშუალოდ თავის შემადგენლობაში შეიყვანა. მაშასადამე დას. საქართველოს ეკლესია გამოიყვანა ქართული ეკლესიის იურისდიქციიდან და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაში შეიყვანა. ამიტომაც აქ დაარსდა ბერძნულენოვანი საეპისკოპოსოები. VIII ს-ში ქართული სახელმწიფოებრივი ერთეულის, აფხაზეთი სამეფოს, წარმოქმნის შედეგად დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი ქართული საეკლესიო ერთეული, აფხაზეთის საკათალიკოსო. Xს. ბოლოსა და XI ს. დასაწყისში საქართველოს გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს საპატრიარქოს წარმოქმნას, რომელშიც აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოები გაერთიანდნენ. VI-XI სს-ში ქართულ ეკლესიაში მიმდინარე პროცესი მთლიან ხანას წარმოადგენს თავისი დასაწყისითა და დასასრულით.

მაშასადამე, ქართული ეკლესიის ისტორიის ძველი პერიოდი I-XI საუკუნეებს მოიცავს და იგი სამ ხანად იყოფა. პირველი ხანა მოიცავს I-III საუკუნეებს, მეორე IV-V საუკუნეებს, ხოლო მესამე VI-XI საუკუნეებს.

შუა პერიოდი ქართული ეკლესიის ისტორიისა მოიცავს XII-XVIII საუკუნეებს, იგი XII საუკუნიდან XIV ს-მდე საქათველოს სახელმწიფოს ე.წ. ოქროს ხანას ემთხვევა. ამ დროს საქართველოს საპატრიარქოს სიძლიერე ზენიტს აღწევს.

შუა პერიოდის შემდეგი ხანა XIV-XVIII საუკუნეებს მოიცავს. საქართველოს სახელმწიფოებრივმა უიმედობამ, ქვეყანაში ცენტრიდანულმა მიდრეკილებებმა, ქვეყნის სამეფო-სამთავროებად დაშლამ ზეგავლენა საეკლესიო ცხოვრებაზე იქონია.

აფხაზეთის და მცხეთის საკათალიკოსოებმა ერთმანეთის მიმართ მეტი ადმინისტრაციული დამოკიდებულება მიიღეს. მიუხედავად ამისა, ეს ქართული, საეკლესიო ერთეულები სულიერ ერთიანობას, ერთ საეკლესიო ენას, საეკლესიო ჩვევებსა და ტრადიციებს ინარჩუნებდნენ (ერთიან ქართულ ეკლესიაში საკათალიკოსოები ისევე არსებობდნენ, როგორც ბერძნულ ეკლესიაში სამიტროპოლიტოები).

ქართული ეკლესიის ისტორიის ახალ პერიოდში შეიძლება ცალკე გამოვყოთ XIX საუკეუნე. ესაა ავტოკეფალიის გაუქმების ხანა, უახლესი ხანა კი ავტოკეფალიის აღდგენიდან (25 (12) III. 1917) იწყება.

ამრიგად:
1. ძველი პერიოდი გრძელდება I ს-დან XII ს. დასაწყისამდე (რუის-ურბნისის კრებამდე), იყოფა სამ ხანად;
2. შუა პერიოდი, XII ს. დასაწყისიდან ავტოკეფალიის გაუქმებამდე (1811);
3. ახალი პერიოდი მოიცავს XIX-XX სს.

მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე



ისე პირველი პერიოდის და მეორე პერიოდის მიჯნაზე ვერ დავეთანხმები მეუფე ანანიას მოსაზრებას თუნდაც იმიტომ რომ საქართველოს ეკლესიაში სტრუქტურული ცვლილებები არ მომხდარა რუის-ურბნისის კრებაზე. იქ ძირითადად ხდება პერსონალური ცვლილებები, არსებული წესების გამკაცრება ბრძოლა სიმონიის წინააღმდეგ რაც საქართველოს ეკლესიაში საკმაოდ გავრცელებული იყო, მაგრამ ზოგადად ბრძოლას მანამდეც ჰქონდა ადგილი.

ძველ და შუა პერიოდებს შორის ზღვარი ალბათ უფრო X საუკუნეში უნდა იყოს გავლებული როდასაც საქართველოში ჩნდება პატრიარქის ტიტული რაც როგორ მიიჩნევენ აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოების გაერთიანების მაჩვენებელი უნდა იყოს.

ციტატა(ბადრი @ Dec 13 2008, 01:29 AM) *

ეგებ ვინმემ მეუფე ანანიას წიგნები დადოთ,არ იშოვება საჩვენოს


დავდებთ აუცილებლად!


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 10 2013, 02:37 AM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203




I- ავტოკეფალიის ცნება და მნიშვნელობა მართლმადიდებელ სამყაროში



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 15 2013, 02:50 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



A.V.M
მადლობა, გურამ.
კარგადაა შედგენილი, რაც მთავარია - ინფორმაციულად.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 10:11 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი