IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

40 გვერდი V « < 38 39 40  
Reply to this topicStart new topic
> სიყვარული, ბრწყინვალების უფსკლული და მარადიულის გამარჯვება
marine
პოსტი Feb 10 2024, 08:01 PM
პოსტი #781


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როცა ადამიანი შენად არ გთვლის, არ გაეკიდო, ის თავისნაირის ძებნაშია, დაე, მიეცი საშუალება, რომ წავიდეს, არ დაგწყდეს გული ის ისეთია, შენ კი შენ ხარ.

ყველა ფასდება თავისი ადამიანობით, გულწრფელობით, რახან თავის სამყაროში არ მიგიშვა, თავს ნუ დაიმცირებ, რადგან ის სამყარო შენთვის არაა განკუთვნილი. ადამიანები ერთმანეთს ბოლომდე გაყვებიან, როცა სიყვარული, ერთგულება და ერთმანეთის გატანაა...

სადაც ზედმეტი, ყალბი სიტყვებია, ის ყოველთვის გამოჩნდება დროთა განმავლობაში. დაგანახებს უფალი გზას, აუცილებლად აგიხელს თვალებს, გაიგებ, ვინ ვინაა, უბრალოდ გეცოდინება შენი ადგილი, სადამდე უნდა ენდო..."

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2024, 01:32 PM
პოსტი #782


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხორცს არც სიყვარული შეუძლია და არც სიძულვილი. ხორცს ხორცის შეყვარება არ ძალუძს. სიყვარულის უნარი სულისთვისაა დამახასიათებელი. როდესაც სულს ხორცი უყვარს, ეს სიყვარული კი არა, სურვილია, ვნებაა. როდესაც სულს სული უყვარს, მაგრამ არა - ღმერთში, ეს ან გატაცებაა, ან -სიბრალული. როდესაც სული ღმერთში შეიყვარებს სულს, ისე, რომ არად აგდებს გარეგნულს (სილამაზესა და სიგონჯეს), ესაა სიყვარული. ესაა ჭეშმარიტი სიყვარული, შვილო. სიყვარულში კი ცხოვრებაა"

/მამა კალისტრატე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2024, 01:55 PM
პოსტი #783


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარული მიწიდან არ აღმოცენებულა, ის ზეციდანაა მოსული"

/მამა კალისტრატე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 14 2024, 02:38 PM
პოსტი #784


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარულს სჯული არ ჭირდება. სიყვარული ყოველგვარ სჯულზე აღმატებული სჯულია. ესაა ახალი სჯული, ანუ ახალი აღთქმა ქრისტესი. მოციქული ამბობს, რომ მას, ვისაც ღმერთი უყვარს, ყოველი საქმე კეთილად წარემართება. სიყვარულის გზა შესაძლოა, სირთულეებითა და დაბრკოლებებით იყოს აღსავსე, მაგრამ ღვთის სიტყვისა და ადამიანური გამოცდილების მიხედვით - ეს გზა უცოდველად მიდის მარადიული ღვთისაკენ"

/მამა კალისტრატე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2024, 06:40 PM
პოსტი #785


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ისააკ ასური ამბობდა, რომ ქრისტესადმი სიყვარული სამოთხეა დედამიწაზე ყველა სამოთხისეული ნეტარებებით"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2024, 07:59 PM
პოსტი #786


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთელი გულით შევიყვაროთ ყოველი ადამიანი, მაგრამ ნურც ერთ მათგანზე ნუ დავამყარებთ ჩვენ სასოებას"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2024, 10:03 PM
პოსტი #787


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უსიყვარულოდ ცხოვრება მოსაწყენი და უინტერესო ხდება. მეტიც, დღეს ადამიანს სიტყვა "სიყვარულის" მნიშვნელობა არც ესმის. თავის შეგნებაში ამ გრძნობას ვნებასთან, ავხორცობასთან, სისხლისმიერ გატაცებასთან აიგივებს, ანუ მდაბალ და ბრმა ლტოლვასთან. სიყვარული კი, როგორც სულიერი ერთობა, მოყვასისადმი თანაგრძნობა, სხვაში ღვთის ხატების ჭვრეტის უნარი, როგორც შესაწირავი, და-კარ-გუ-ლი-ა!"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2024, 08:46 PM
პოსტი #788


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიერი სიყვარულის გზის ჩვენება მხოლოდ ვნებებთან ბრძოლას შეუძლია. ოღონდ სულიერი სიყვარული თუ არ განწმენდს, გაანათებს მაინც მშვინვიერ სიყვარულს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 7 2024, 07:40 PM
პოსტი #789


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარული მხოლოდ ღმრთისადმია სრულყოფილი"

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2024, 08:59 PM
პოსტი #790


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა გვიყვარდეს, ხოლო ჩვენ რომ სხვას ვუყვარდეთ, ამის მოთხოვნა არ უნდა გავბედოთ"

/ღირსი ანატოლი ("უფროსი")/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2024, 09:33 PM
პოსტი #791


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღზარდეთ თქვენში სულიერი სიყვარული, იგი ისეთი უნდა იყოს, როგორი სიყვვარულიც აქვს დედას შვილისადმი"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2024, 09:50 PM
პოსტი #792


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ნუ ვიმათხოვრებთ სიყვარულს"

/წმ. პორფირე კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2024, 09:02 PM
პოსტი #793


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერი ალექსი მ. წერს: "სიყვარული საკუთარ თავზე მუშაობით მოიხვეჭება - მასზე ძალდატანებითა და ლოცვით. როდესაც ვინმეს გვიგზავნის უფალი, მას ყურადღებით უნდა მოვეპყრათ, თანავუგრძნოთ, კუთხე მივუჩინოთ ჩვენს გულში. ასე თანდათან აივსება ჩვენი გული ახალი ადამიანებით და სიყვარულში უფალს მივემსგავსებით"

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2024, 07:02 PM
პოსტი #794


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერი ამბროსი ოპტელი ამბობს: "თუ გსურს, რომ გქონდეს სიყვარული, აკეთე მისი საქმენი, დასაწყისისათვის - თუნდაც უსიყვარულოდ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2024, 07:23 PM
პოსტი #795


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენც ისევე უნდა გვჯეროდეს ღვთის სიყვარულის, როგორც ბავშვს - თავისი მშობლებისა. ეჭვის აჩრდილიც არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ უფალს მშობელ დედაზე მეტად ვუყვარვართ და რომ მზადაა, შეასრულოს ჩვენი ყოველი კეთილი სურვილი; ოღონდაც ამის რწმენა არ დავკარგოთ"

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2024, 05:37 PM
პოსტი #796


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შეიყვარე ერთარსება ღმერთი და მრავალნი შეგიყვარებენ, არა მარტო ადამიანები, არამედ უტყვი ცხოველებიც, რადგან როდესაც ღვთაებრივი სიყვარული გარეთ გამოდის, აელექტროვებს და იზიდავს ყველაფერს, რაც მის გარშემოა... და შენ არა მარტო შეგიყვარებენ, არამედ პატივსაც მოგაგებენ, რადგან შენში აისახება უბიწო ხატება იმისა, ვისაც შეიყვარებ და ვისაც ემსახურები"

/ბერი ამფილოქსი პატმოსელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2024, 10:20 AM
პოსტი #797


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც ჩვენს გულს არა აქვს სიყვარული ქრისტესი, მაშინ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მაშინ ჩვენ ვემსგავსებით საწვავგამოცლილ ხომალდებს, რომელთაც მოძრაობა არ ძალუძთ. ყოველთვის სიყვარულით ვიფიქროთ ქრისტეზე, ჩვენს მხსნელზე, რათა სული სულ მხიარულობდეს, სიყვარული არასოდეს ილევა, რაც უნდა ბევრისკენ მიმართო"

/ბერი ამფილოქსი პატმოსელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2024, 01:07 PM
პოსტი #798


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2024, 08:14 PM
პოსტი #799


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბუნებრივი, დაცემული სიყვარული აღაგზნებს ადამიანში სისხლს და ნერვებს, აღძრავს ვნებებს. წმინდა სიყვარული კი სისხლს აგრილებს, ამშვიდებს სულსაც და ხორცსაც, შინაგან კაცს ლოცვითი მდუმარებისაკენ იწვევს, ათრობს სიმდაბლითა და სულიერი სიტკბოებით"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2024, 05:06 PM
პოსტი #800


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,336
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიყვარულს ადამიანისთვის მოაქვს სიმშვიდე და სიმდაბლე გულისა, მტრობა კი ვერ უქრობს ადამიანს მძვინვარებას, სიშმაგეს; სიყვარული ყოველთვის დამთმენია და არასდროს არ ახდენს ადამიანის ცდუნებას; ბოროტმახსოვრობა კი ყოველთვის მოუთმენელია, ყოველთვის აცდუნებს სხვა ადამიანის გულს, რადგან მას თავად არასდროს არა აქვს სიმშვიდე გულში"

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

40 გვერდი V « < 38 39 40
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st September 2024 - 01:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience