IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> სამოთხის ჯოჯოხეთის ფიზიკა და აგებულება
A.V.M
პოსტი Jul 12 2013, 04:35 PM
პოსტი #21


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რა ხდება?
რაღაც ,,კამათის'' სუნი მოვიდა...biggrin.gif
აბა ჰე... ვის რა კითხვები გაწუხებთ მითხარით , რამდენი ხანია გემრიელად აღარ მიკამათია ფორუმზე...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 12 2013, 09:12 PM
პოსტი #22


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
წავიდა ჭეშმარიტება და ვის უნდა ეკამათო? biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 12 2013, 09:25 PM
პოსტი #23


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ციტატა
წავიდა ჭეშმარიტება და ვის უნდა ეკამათო?

არავინაა კაცო სხვა კამათი რომ უნდოდეს?biggrin.gif
როგორ მომენატრა ფორუმული პოლემიკა ხომ ვერ წარმოიდგენ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 12 2013, 09:31 PM
პოსტი #24


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(A.V.M @ Jul 12 2013, 09:25 PM) *

G_saxva

არავინაა კაცო სხვა კამათი რომ უნდოდეს?biggrin.gif
როგორ მომენატრა ფორუმული პოლემიკა ხომ ვერ წარმოიდგენ...

ეჰ გურამ მეც მაგიტომდ ავრეგისტრიდი მეთქი "ესე არს ჭეშმარიტება"-ს ვეზიარები თქო biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jul 13 2013, 02:14 AM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა
ვის რა კითხვები გაწუხებთ მითხარით , რამდენი ხანია გემრიელად აღარ მიკამათია ფორუმზე...
კითხვების მოფიქრება კი შეიძლება ))
უნდა ჩამოვყალიბდეთ ))
ნუ აი.. ძალიან მაინტერესებს სამოთხე მრგვალია, ? მრგვალია და ტრიალებს? თუ ბრტელია. )) მიზიდულობის ძალა იქნება ? უცებ რომ მოვწყდე და ჯოჯოხეთში ამოვყო დაუმსახურებლად თავი? ))
მაშინ რა აზრი აქვს ჩემს ასკეტურ ცხოვრებას biggrin.gif
კიდევ უამრავი კითხვა მოსვენებას არ მაძლევს yes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Jul 13 2013, 05:55 PM
პოსტი #26


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



marine
G_saxva
მოკლედ, თქვენ პასუხი არა გაქვთ


აქ სხვა ვინმე თუ არის ამ საკითხში უფრო გათვიცნობიერებული? rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jul 13 2013, 06:59 PM
პოსტი #27


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



arcivi9
კითხვა სად დასვი? ვერ ვპოულობ. თუ ვახუშტის დაწერილ კიტხვებზე ამბობ?


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 13 2013, 07:53 PM
პოსტი #28


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(qetevano @ Jul 13 2013, 06:59 PM) *

arcivi9
კითხვა სად დასვი? ვერ ვპოულობ. თუ ვახუშტის დაწერილ კიტხვებზე ამბობ?

ვერც მე ვნახე აქ კითხვა biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 13 2013, 08:19 PM
პოსტი #29


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



arcivi9
ციტატა
მოკლედ, თქვენ პასუხი არა გაქვთ

მე დამისვი კაცო , რა არი ეგეთი ,,უშველებელი''
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Jul 13 2013, 10:25 PM
პოსტი #30


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



ციტატა(qetevano @ Jul 13 2013, 06:59 PM) *

arcivi9
კითხვა სად დასვი? ვერ ვპოულობ. თუ ვახუშტის დაწერილ კიტხვებზე ამბობ?

კი, ეგ ჩემი შეკითხვებია და ამ თემის პირველ პოსტში წერია კდიეც:
ციტატა
ამ თემის ავტორი "forum.ge-ზე" არის არწივი9


ეგ თემა საერთოდ თავიდან აქ გავხსენი:
http://forum.ge/?f=84&showtopic=34452137&h...4%E1%83%9C&st=0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 14 2013, 02:18 PM
პოსტი #31


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



შეგიძლიათ ხალხო დააკოპიროთ და მითხრათ თუ რომელ კითხვებზე მაქვს ,,საპასუხო''?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jul 14 2013, 03:04 PM
პოსტი #32


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



A.V.M
ციტატა
მსურს მივიღო ზუსტი პასუხები შემდეგ საკითხებზე:1. შეიძლება თუ არა სამოთხეში რაიმე ახლის სწავლა? მაგალითად ადამიანმა სააქაო ცხოვრებში არ იცოდა ფრანგული ენა, შეძლებს იგი ამ ენის სწავლას საიქიოში? ვთქვათ მოძებნა რომელიმე ფრანგი ეროვნების ადამიანის სული და სთხოვა შენი ენა მასწავლეო, გამოვა ეს ამბავი?2. სამოთხეში როგორ ვიცნობთ ჩვენს სააქაო ნაცნობებს? სულს გარეგნობა იგივე ექნება რაც სიკვდილის მომენტში ჰქონდა იმ პიროვნებას?3. სამოთხე და ჯოჯოხეთი ფიზიკურად გვერდიგვერდ მდებარეობენ? შეიძლება რომ სამოთხიდან „გადმოიხედო“ და ჯოჯოხეთში „ჩაიხედო“?4. სამოთხიდან დროებით გასვლა და სადმე გასეირნება შეიძლება? ერთიც ვნახოთ და მოგწყინდა სულ სიამტკბილობაში ყოფნა............5. სამოთხეში მყოფებმა რამე იციან სააქაო ცხოვრებაზე? მაგალითად თუ რას აკეთებენ მათი ჯერ კიდევ ცოცხალი ნათესავები დედამიწაზე, რა ხდება ჩვენს მიწიერ სამყაროში საერთოდ და ა.შ.6. თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი? კაცის სული ორივე ცოლის სულთან ერთად „იცხოვრებს“? ეს ვითომ არ გამოიწვევს ეჭვიანობას? წესით ეჭვიანობით შეპყრობილი ადამიანი სამოთხეში კი არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ქორწინება ხომ მხოლოდ ორ ადამიანს შორისაა და მესამე მანდ რაღაც ვერ „ეწყობა“. ან იქნებ სამოთხეში საერთოდ შეუძლებელია უარყოფითი და უარყოფითთან ახლოს მდგომი (იგივე ეჭვიანობა მაგალითად. სიყვარული ხომ ეგოისტური გრძნობაა და ეს არა მგონია ცუდი იყოს, ჰოდა ორივე ცოლს მოუნდება რომ მხოლოდ მას ჰყავდეს ქმარი და არა კონკურენტ ცოლს) გრძნობების არსებობა და ასეთი სამეული მშვენივრად იგრძნობს თავს?7. შეიძლება სამოთხეში მეცნიერული ცდების ცატარება და ბუნების/საიქოს კანონების შეცნობა? ახალი კინოს ყურება ან წიგნის წაკითხვა შემეძლება? ან მე რომ წიგნი დავწერო და სამოთხეში არსებულ სხვა სულებს გავაცნო შემეძლება?8. საიქიოს რაიმე კანონი მართავს საერთოდ? ამ კანონებს რაიმე საერთო აქვს ფიზიკის კანონებთან? მაგალითად სამოთხეში შუქი რომ ავანთო (მგონი ისედაც ნათელია მანდ, მაგრამ მაინც) იგი რაიმე განსაზღვრული სიჩქარით გავრცელდება? როგორ ბუნება ექნება ამ სინათლეს, ტალღური თუ ნაწილაკური? შეიძლება სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერა მეცნიერული მეთოდებით?9. საერთოდ, სამოთხეში სულმა რა უნდა აკეთოს? სულ ნეტარებაში უნდა იყოს? ღმერთს ნახავს იქ? თუ ნახავს შეეძლება მასთან გასაუბრება და სამყაროს არსის უკეთ შეცნობა?10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს?11. სამოთხე უფრო დიდია თუ ჯოჯოხეთი? საერთოდ, მათ აქვთ რაიმე კონკრეტული ზომა და ფორმა? თუ რომელიმე მაინც უსასრულოა?12. სად უნდა მოხვდნენ შემდეგი კატეგორიის ადამიანები:ა) ბიოლოგიურად/გონებრივად ჩამორჩენილები (დაუნის სინდომით დაავადებულები მაგალითად). მათ ხომ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ რელიგიაზე და ვერც ცოდვას ჩაიდენენ. ესე იგი ჯოჯოხეთში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამოთხეში რა დამსახურების გამო უნდა შეუშვან?ბ) ბიოლოგიურად/ანატომიურად გაუგებარი სქესის ადამიანები (რამდენიმე ათეულ ათასში ერთხელ იბადებიან) რომლებიც მამაკაცებიც არიან და ქალებიც და სრულიად გაუგებარია რომელ სქესთან უნდა იცხოვრონ/ჯვარი დაიწერონ რომ ეს ცოდვად არ ჩაეთვალოთ.13. სამოთხეში რისი გაკეთება შეეძლება ადამიანს პრინციპულად? მისი ნება, უფლებები და შესაძლებლობები არსებითად შეზღუდულია თუ არა?14. სამოთხეში სულს შეეძლება ხანგამოშვებით დაიძინოს? თუ სული/ცნობიერება სულ აქტიურობაშია? არ დაიღლება ვითომ?15. იქნება თუ არა სამოთხეში სულების რაიმე დაყოფა ენების, ერების, რასების და სოციალური ჯგუფების მიხედვით? ვთქვათ, ქართველები ცალკე იქნებიან და პორტუგალიელები ცალკე? თუ აღრევაა ყველანაირი? თუ ვთქვათ ომის დროს დაიღუპნენ სამხედრო მეთაური და რიგითი ჯარისკაცი და ორივე სამოთხეში მოხვდა მაშინ ორივე თანაბარი იქნება? თუ ჯარისკაცს მაინც მოუწევს თავისი უფროსის ბრძანებების შესრულება?16. შეიძლება ერთი ადამიანის სულს შეუყვარდეს მეორე ადამიანის სული რომელსაც სამოთხეში შეხვდება? შეეძლებათ მათ დაქორწინება და ერთად ცხოვრება?17. პრინციპულად შესაძლებელია რომ სამოთხეში სულს ცუდი აზრები მოუვიდეს თავში? აი ვთქვათ უცებ სხვა სულზე რომ ცუდი გაიფიქროს, თუ სამოთხეში უბრალოდ არ შეიძლება ცუდი აზრების არსებობაც კი? თუ ასეა, ესე იგი სული გარკვეუწილად შეზღუდულია აზრებში და მოქმედებებში?ჯოჯოხეთში მყოფ სულს შეუძლია თავში კარგი აზრი მოუვიდეს და ვთქვათ სხვა ცოდვილის დახმარება სცადოს?18. ადამიანის სული საიქიოში შეინარჩუნებს მის სააქაურ ცოდნას და ინტელექტს?19. სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ?

დაიწყე (დამთქნარების სმაილი)


სულ 19 კითხვაა


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 14 2013, 03:35 PM
პოსტი #33


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რადგან შედარებით მეტი დრო მაქვს დავიწყებ....

ციტატა
შეიძლება თუ არა სამოთხეში რაიმე ახლის სწავლა? მაგალითად ადამიანმა სააქაო ცხოვრებში არ იცოდა ფრანგული ენა, შეძლებს იგი ამ ენის სწავლას საიქიოში? ვთქვათ მოძებნა რომელიმე ფრანგი ეროვნების ადამიანის სული და სთხოვა შენი ენა მასწავლეო, გამოვა ეს ამბავი?

ახალის სწავლაო რომ დაწერე გამიხარდა , კარგი დასაწყისი იყო , მაგრამ შემდეგ ისეთი არაადეკვატური რაღაც წერია რომ აზრი აღარა აქვს არაფერს...
საიქიოში ფრანგული ენის ცოდნა არაფერში ჭირდება სულს და ნურც ის გვავიწყდება , რომ პირველი სამეტყველო ენა , ადამიანს სამოთხიდან გამოძევების შემდეგ მიეცა , ხოლო სხვა ენები კი ბაბილონის გოდოლის შედეგ ჩამოყალიბდა.

ციტატა
სამოთხეში როგორ ვიცნობთ ჩვენს სააქაო ნაცნობებს? სულს გარეგნობა იგივე ექნება რაც სიკვდილის მომენტში ჰქონდა იმ პიროვნებას?

კი არ იცნობ , იგრძნობ .
სულს სხეულობა არ გააჩნია...

ციტატა
სამოთხე და ჯოჯოხეთი ფიზიკურად გვერდიგვერდ მდებარეობენ? შეიძლება რომ სამოთხიდან „გადმოიხედო“ და ჯოჯოხეთში „ჩაიხედო“?

ეს ირონიული კითხვაა , მაგრამ რადგან ვთქვი ყველას ვუპასუხებ მეთქი , ამასაც ვუპასუხებ .
უნდა ვიცოდეთ რომ ადგილმდებარეობის გარდა , სამოთხესა და ჯოჯოხეთს მდგომარეობაც გააჩნიათ .
ანუ მდგომარეობას განიცდიან...

ციტატა
სამოთხიდან დროებით გასვლა და სადმე გასეირნება შეიძლება? ერთიც ვნახოთ და მოგწყინდა სულ სიამტკბილობაში ყოფნა............

ესეც ირონიულია .
მაგრამ მაინც ვუპასუხებ . რასაც შენ ამბობ , ეგაა ერთ–ერთი დამახინჯებული ორიგიანისტული სწავლება . რომ კეთილ ანგელოზს მოეწყინა სიკთეში , ანუ განიცადა– ,,მოყირჭება'' და გახდა ბოროტი .
სამოთხეში მოწყინება შეუძლებელია განიცადო , იმიტომ რომ ერთფეროვნება არაა იქ...

ციტატა
5. სამოთხეში მყოფებმა რამე იციან სააქაო ცხოვრებაზე? მაგალითად თუ რას აკეთებენ მათი ჯერ კიდევ ცოცხალი ნათესავები დედამიწაზე, რა ხდება ჩვენს მიწიერ სამყაროში საერთოდ და ა.შ.

გარკვეული დოზით იციან და ეს დასტურდება სხვადასხვა გამოცხადებებით .

ციტატა
6. თუ კაცს ორი ცოლი ჰყავდა (ცხადია სხვადასხვა დროს) და საბოლოო ჯამში სამივე სამოთხეში მოხვდა მაშინ როგორ გადაწყდება მათი თანაცხოვრების საკითხი? კაცის სული ორივე ცოლის სულთან ერთად „იცხოვრებს“? ეს ვითომ არ გამოიწვევს ეჭვიანობას? წესით ეჭვიანობით შეპყრობილი ადამიანი სამოთხეში კი არ უნდა მოხვდეს, მაგრამ ქორწინება ხომ მხოლოდ ორ ადამიანს შორისაა და მესამე მანდ რაღაც ვერ „ეწყობა“. ან იქნებ სამოთხეში საერთოდ შეუძლებელია უარყოფითი და უარყოფითთან ახლოს მდგომი (იგივე ეჭვიანობა მაგალითად. სიყვარული ხომ ეგოისტური გრძნობაა და ეს არა მგონია ცუდი იყოს, ჰოდა ორივე ცოლს მოუნდება რომ მხოლოდ მას ჰყავდეს ქმარი და არა კონკურენტ ცოლს) გრძნობების არსებობა და ასეთი სამეული მშვენივრად იგრძნობს თავს?

ესეც ცინიკური კითხვაა . ისეთივე ცინიკური , როგორაც იესოს კითხეს შურიანმა და ბოღმიანმა ხალხმა . მე იესოს პასუხს გავიმეორებ , რომ იქ ,,არც იქორწინებენ და არც განქორწინებენ . არამედ იქნებიან ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.''

ციტატა
7. შეიძლება სამოთხეში მეცნიერული ცდების ცატარება და ბუნების/საიქოს კანონების შეცნობა? ახალი კინოს ყურება ან წიგნის წაკითხვა შემეძლება? ან მე რომ წიგნი დავწერო და სამოთხეში არსებულ სხვა სულებს გავაცნო შემეძლება?

ესეც ირონიულია .
ასეთი რამ შეუძლებელია , რადგან საჭიროება არაა ამის...

ციტატა
8. საიქიოს რაიმე კანონი მართავს საერთოდ? ამ კანონებს რაიმე საერთო აქვს ფიზიკის კანონებთან? მაგალითად სამოთხეში შუქი რომ ავანთო (მგონი ისედაც ნათელია მანდ, მაგრამ მაინც) იგი რაიმე განსაზღვრული სიჩქარით გავრცელდება? როგორ ბუნება ექნება ამ სინათლეს, ტალღური თუ ნაწილაკური? შეიძლება სამოთხის და ჯოჯოხეთის აღწერა მეცნიერული მეთოდებით?

ტერმინი ,,ნათელში'' ყოფნა არ ნიშნავს იმას , რომ იქ ,,დვიჟოკი'' მუშაობს და 220 ვოლტია .
არც ჯოჯოხეთში ცეცხლის ნთება ნიშნავს იმას , რომ იქ ვიღაც ,,კაჩიგარია'' რომელიც რცცილას უკეთებს ბუხარში და ცეცხლს ანთებს.


ციტატა
9. საერთოდ, სამოთხეში სულმა რა უნდა აკეთოს? სულ ნეტარებაში უნდა იყოს? ღმერთს ნახავს იქ? თუ ნახავს შეეძლება მასთან გასაუბრება და სამყაროს არსის უკეთ შეცნობა?

ღმერთის ნახვა და მასთან გასაუბრება , პირდაპირი მნიშვნელობით არცერთ ქმნილებას არ შეუძლია.
თვით ანგელოზებსაც კი...

ციტატა
10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს?

ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ გაიგებს.
ნებისმიერი რამის ცოდნა , პირდპირპროპორციულია იმასთან თუ რამდენის დატევნა შეუძლია სულს...
biggrin.gif

10 კითხვით შემოვიფარგლები ჯერ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arcivi9
პოსტი Jul 14 2013, 04:17 PM
პოსტი #34


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 92
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,690



A.V.M
ციტატა
საიქიოში ფრანგული ენის ცოდნა არაფერში ჭირდება სულს

„არ სჭირდება“ ერთია, მაგრამ თუ უბრალოდ უნდა?

ციტატა
ნურც ის გვავიწყდება , რომ პირველი სამეტყველო ენა , ადამიანს სამოთხიდან გამოძევების შემდეგ მიეცა , ხოლო სხვა ენები კი ბაბილონის გოდოლის შედეგ ჩამოყალიბდა.

და რომელი იყო ეს ენა კერძოდ?
ციტატა
კი არ იცნობ , იგრძნობ .

დანახვის გარეშე ვიგრძნობ? საამისოდ ახლოს უნდა მივიდე მასთან?
ციტატა
სამოთხეში მოწყინება შეუძლებელია განიცადო , იმიტომ რომ ერთფეროვნება არაა იქ...

მით უმეტეს თუ ერთფეროვნება არაა! ესე იგი მოწყენაც შესაძლებელია
ციტატა
გარკვეული დოზით იციან და ეს დასტურდება სხვადასხვა გამოცხადებებით .

საიდან იციან? ვინ აძლევს მათ ინფორმაციას?
ციტატა
ესეც ცინიკური კითხვაა . ისეთივე ცინიკური , როგორაც იესოს კითხეს შურიანმა და ბოღმიანმა ხალხმა . მე იესოს პასუხს გავიმეორებ , რომ იქ ,,არც იქორწინებენ და არც განქორწინებენ . არამედ იქნებიან ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა.''

მე სავსებით სერიოზულად ვიკითხე
ციტატა
ასეთი რამ შეუძლებელია , რადგან საჭიროება არაა ამის...

არასწორი პასუხია. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერი სულაც არაა საჭირო, უბრალოდ ზოგი რამ გვინდა და გვაინტერესებს
ციტატა
ღმერთის ნახვა და მასთან გასაუბრება , პირდაპირი მნიშვნელობით არცერთ ქმნილებას არ შეუძლია.
თვით ანგელოზებსაც კი...

ანუ ღმერთს ვერ ვნახავთ?
ციტატა
ნებისმიერი რამის ცოდნა , პირდპირპროპორციულია იმასთან თუ რამდენის დატევნა შეუძლია სულს...

ანუ სულის მიერ დატეული ინფორმაცია შეზღუდულია?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 14 2013, 06:37 PM
პოსტი #35


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



arcivi9
ციტატა
„არ სჭირდება“ ერთია, მაგრამ თუ უბრალოდ უნდა?

რას ქვია უნდა?
ადამ და ევას სამოთხეში ენის ცოდნა უნდოდათ?
ციტატა
და რომელი იყო ეს ენა კერძოდ?

ზრახვა...
(მთაწმინდელების ცხოვრება წაკითხული გაქვს?)
ციტატა
დანახვის გარეშე ვიგრძნობ? საამისოდ ახლოს უნდა მივიდე მასთან?

რა მანძილით შემოსაზღვრავ ადამიანის სულს?
ციტატა
მით უმეტეს თუ ერთფეროვნება არაა! ესე იგი მოწყენაც შესაძლებელია

ეუჰ...
ერთფეროვნებაში შენ არ იწყენ და მრავალფეროვნებაში იწყენ?
ციტატა
საიდან იციან? ვინ აძლევს მათ ინფორმაციას?

სულის მოაზროვნებითობის თვისებიდან გამომდინარე...
როდესაც სხეულშია სული , სხეული ხედავს ხორციელი ვალის საშვალებით , ესმენს ხორციელი ყურის საშვალებით , ყნოსავს ხორციელი ნესტოების საშუალებით და.ა.შ. იმიტომ რომ სულის სამოსელია სხეული .
ხოლო როდესაც სხეულიდან გადის , საკუთარი მოაზროვნებითობით ამყარებს კონტაქტს გარესამყაროსთან და არა ხორციელი ნესტოებით , თვალებით , ყურებით და.ა.შ.
ციტატა
მე სავსებით სერიოზულად ვიკითხე

ხოდა მაშინ სავსებით სერიოზულად მიიღე იესოს პასუხი , რომ იქ არც ქორწინებაა და არც განქორწინება...
ციტატა

არასწორი პასუხია.

თუ სწორი პასუხი იცოდი რაღას მეკითხებოდი?biggrin.gif
ციტატა
რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერი სულაც არაა საჭირო, უბრალოდ ზოგი რამ გვინდა და გვაინტერესებს

და რისთვის გაინტერესებს მაგალითად ანტიკური კულტურის შესწავლა?

ციტატა
ანუ ღმერთს ვერ ვნახავთ?

პირდაპირი მნიშვნელობით რა თქმა უნდა ვერ ვნახავთ და არც არავის უხილავს.
რადგან ქმნილებას არ აქვს იმის დატევნის უფლება , რომ შემოქმედი პირდაპირი მნიშვნელობით დაინახოს.
თვით ანგელოზებსაც , უაღმატებულეს სერაფიმებსაც კი ვერ შეუძლიათ უფლის ხილვა და ,,თვალებს ფრთებით ფარავენ.''
ციტატა
ანუ სულის მიერ დატეული ინფორმაცია შეზღუდულია?

დატეული არა.
თუ დაიტია , ე.ი. ამის დატევნა შეუძლია.
ზოგადად სულის ,,დატევნებისეული ფუნქციაა'' შეზღუდული და გამომდინარეობს მისი შესაძლებლობებიდან.



ციტატა
11. სამოთხე უფრო დიდია თუ ჯოჯოხეთი? საერთოდ, მათ აქვთ რაიმე კონკრეტული ზომა და ფორმა? თუ რომელიმე მაინც უსასრულოა?

რა თქმა უნდა გარკვეული მდებარეობა აქვთ მაგრამ არა მიწიერი გადმოსახედიდან გამომდინარე .
სამოთხე იმ ზომისაა რამდენიც მართალთა სულებს ჭირდებათ და ჯოჯოხეთიც იმ ზომისაა , რამდენც ცოდვილთა სულებისთვისაა საჭირო .
მოკლედ რომ ვთქვათ-,,იმ ზომისაა რამდენის საჭიროებაცაა''უსასრულო არაა , რადგან უსასრულო და ყოვლისმომცველი მხოლოდ ღმერთია.

ციტატა
10. რამდენი ეცოდინება სულს? რა კავშირშია მისი სააქაური ცოდნა საიქიურ ცოდნასთან? იგი მანდ ყველაფერს გაიგებს რაც აინტერესებს?

ვიმეორებ ყველაფერს ვერ გაიგებს რაც აინტერესებს.
მაგ : ჩემ სულს აინტერესებს ღმერთის პირდაპირი მნიშვნელობით ხილვა. ამას ვერ გაიგებს , რადგან არ შეუძლია.

ციტატა
12. სად უნდა მოხვდნენ შემდეგი კატეგორიის ადამიანები:
ა) ბიოლოგიურად/გონებრივად ჩამორჩენილები (დაუნის სინდომით დაავადებულები მაგალითად). მათ ხომ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ რელიგიაზე და ვერც ცოდვას ჩაიდენენ. ესე იგი ჯოჯოხეთში არ უნდა მოხვდნენ, მაგრამ სამოთხეში რა დამსახურების გამო უნდა შეუშვან?
ბ) ბიოლოგიურად/ანატომიურად გაუგებარი სქესის ადამიანები (რამდენიმე ათეულ ათასში ერთხელ იბადებიან) რომლებიც მამაკაცებიც არიან და ქალებიც და სრულიად გაუგებარია რომელ სქესთან უნდა იცხოვრონ/ჯვარი დაიწერონ რომ ეს ცოდვად არ ჩაეთვალოთ.

ეკლესია აღიარებს სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობას და კათეგორიულად ეწინააღმდეგება ვთქვათ კათოლიკურ სწავლებას სალხინებელის არსებობის შესახებ .
ანუ ამბობს მკაფიოდ რომ მხოლოდ 2 ადგილი არსებობს-სამოთხე და ჯოჯოხეთი.
მაგრამ 2 ადგილის არსებობა არ ნიშნავს , რომ ამ 2 ადგილში არ არსებობდეს განსაზღვრული დონეები დამსახურების და სამართლიანობისდა შესაბამისად.
რომელი ადამიანის სული სად მოხვდება ზუსტად , ეს ადამიანმა კი არა , მისმა მფარველმა ანგელოზმაც არ იცის.
ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი , რამ რომ ის ადგილი , სადაც მოხვდება სული არის ყველაზე საუკეთესო მისთვის და ყველაზე სამართლიანი.
ვთქვათ შეურაცხადია ვიღაცა როგორც შენ თქვი.

ციტატა
13. სამოთხეში რისი გაკეთება შეეძლება ადამიანს პრინციპულად? მისი ნება, უფლებები და შესაძლებლობები არსებითად შეზღუდულია თუ არა?

რა თქმა უნდა შეზღუდულია , იმიტომ რომ თავისუფლება ეკლესიის სწავლეით არ ნიშნავს აღვირახსნილობას და იმის კეთებას რაც მე მინდა.
მაგ: მე მინდა ღმერთის პირდაპირი მნიშვნელობით ნახვა.ამას მე ვერანაირად ვერ შევძლებ , თუნდაც სამოთხეში ყველაზე ,,აღმატებულ''ადგილზე მოვხვდე.

ციტატა
14. სამოთხეში სულს შეეძლება ხანგამოშვებით დაიძინოს? თუ სული/ცნობიერება სულ აქტიურობაშია? არ დაიღლება ვითომ?

დაღლილობა , ოფლი და.ა.შ. ეს ყველაფერი ადამიანის დაცემული ბუნებიდან გამომდინარეობს და არა იმიტომ რომ მისი სული ასეთი შექმნა თავდაპირველად ღმერთმა.
სულს იქ დაძინების საშუალება არ ექნება , იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ეს არ სჭირდება მას.

ციტატა
15. იქნება თუ არა სამოთხეში სულების რაიმე დაყოფა ენების, ერების, რასების და სოციალური ჯგუფების მიხედვით? ვთქვათ, ქართველები ცალკე იქნებიან და პორტუგალიელები ცალკე? თუ აღრევაა ყველანაირი? თუ ვთქვათ ომის დროს დაიღუპნენ სამხედრო მეთაური და რიგითი ჯარისკაცი და ორივე სამოთხეში მოხვდა მაშინ ორივე თანაბარი იქნება? თუ ჯარისკაცს მაინც მოუწევს თავისი უფროსის ბრძანებების შესრულება?

ქრისტემ უარყო ყოველგვრი დაყოფა-რასების , ენების , კანის ფერის სქესის და.ა.შ. მიხედვით .
იქ ყველა თანაბარია და იღებს იმ ზომის პატივს თუ სასჯელს რასაც იმსახურებს ცხოვრების მიხედვით და არა იმას თუ რომელ სოციალურ ფენაზე იყო , რამდენი ქონდა ხელფასი , ჩინი და.ა.შ.

ციტატა
16. შეიძლება ერთი ადამიანის სულს შეუყვარდეს მეორე ადამიანის სული რომელსაც სამოთხეში შეხვდება? შეეძლებათ მათ დაქორწინება და ერთად ცხოვრება?

გითხარი უკვე , რომ იესოს სწავლებისმიხედვით , იქ არც ქორწინებაა და არც განქორწინება.

ციტატა
17. პრინციპულად შესაძლებელია რომ სამოთხეში სულს ცუდი აზრები მოუვიდეს თავში? აი ვთქვათ უცებ სხვა სულზე რომ ცუდი გაიფიქროს, თუ სამოთხეში უბრალოდ არ შეიძლება ცუდი აზრების არსებობაც კი? თუ ასეა, ესე იგი სული გარკვეუწილად შეზღუდულია აზრებში და მოქმედებებში?
ჯოჯოხეთში მყოფ სულს შეუძლია თავში კარგი აზრი მოუვიდეს და ვთქვათ სხვა ცოდვილის დახმარება სცადოს?

მოაზროვნებითობა სულის განუყრელი თვისებაა.
სამოთხეში ადამიანის ცუდი აზრი როგორ მოუვა? ცუდი აზრი ბოროტისგანაა , ბოროტს კი სამოთხეში არაფერი ესაქმება.
რაც შეეხება ჯოჯოხეთში მყოფი ადამიანის კარგ აზრზს. ეს რა თქმა უნდა შეიძლება , მაგრამ არა იმ ფორმით როგორც შენ თქვი.
რადგან გვაქვს იესოს სწავლება-რომ თუ ვინმეს განკურნება გინდა ჯერ შენი თავის განიკურნე და მერე სხვისი . ანალოგიურად თუკი ვინმეს შველა შეგიძლია , მოდი ჯერ შენ თავს უშველე.
სხვა მხრივ კი მდიდრისა და ლაზარეს შემთხვევა ამის დასტურია.
მდიდარს მოუვისა ,,კარგი აზრი'' , რომ ლაზარე დაეხმაროს მას.

ციტატა
18. ადამიანის სული საიქიოში შეინარჩუნებს მის სააქაურ ცოდნას და ინტელექტს?

ინტელექტში არ ვიცი შენ რას გულისხმობ.
ისე კი სული თავის მოაზროვნებითობას ხორცშიც და მის გარეთაც ინარჩუნებს...

ციტატა
19. სამოთხეში მყოფმა სულებმა ღმერთს ძალიან რომ სთხოვონ რომელიმე არც ისე ცოდვილი სულის ამოყვანა ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ღმერთი ამ თხოვნას შეუსრულებს მათ?

თუ სული მომაკვდინებელი ცოდვით არაა დაცემული , სამოთხეში მყოფებმა კი არა , მიწაზე მყოფებმაც რომ თხოვონ გულითადი შემწეობა მათ ამოიყვანს.
ეკლესიას აქვს სწავლება , რომ ჯოჯოხეთი იმ ფორმით რა ფორმითაც ახლა არსებობს სამუდამო განსასვენებელი არაა.
იქ მყოფთა სულებისთვის , რომლებიც არ არიან მიუტევებელი ცოდვით დასნეულებულნი ხოლო დედამიწზე მათთვის გაიცემა მოწყალება , ტარდება შეკვეთილი წირვები , იხსენიებენ ლოცვებში და.ა.შ. მეორედ მოსვლის შემდეგ , როდესაც უკვე სამუდამო განსასვენებელი მიეცემათ სულებს , ამოყვანილი იქნებიან ისინი ჯოჯოხეთიდან და მართალთა სულებს შეერევიან...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 15 2013, 10:00 AM
პოსტი #36


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



უმეტესი კითხვა რაც აქ წერია და რაზეც პასუხის გაცემას ითხოვ, იმიტომ წერია ა, რომ არასწორედ გაქვს გაგებული სამოთხე , ჯოჯოხეთი და საერთოდ იმ ქვეყნიური ცხოვრება.
მე შევეცდები მეტ-ნაკლებად სწორედ გადმოვცე თუ რა არის ეს ყოველივე. პირველ რიგში იქიდან დავიწყებ რომ სული და სხეული რადიკალურად განსხვავდებიან თავიანთი მდგომარეობით. ის რაც სხეულს ახასიათებს სულს არ ახასიათებს ( შიმშილი, წყურვილი, სიცივე, სიცხე, ან თუნდაც სუნთქვა) და პირიქით. როცა შენ სვავ კითხვას, მაგალითად ფრანგულ ენასთან დაკავშირები, სრულიად ალოგიკური კითხვაა. როგორ გურამმა აღნიშნა ენა თავიდან გაჩნდა იმიტომ, რომ ადამიანებს ერთმანეისთვის გადაეცათ თავიანთი ნააზრევი და ნამოქმედარი ანუ ურთიერთობა შესძლებოდათ რაც სამოთხეში უსიტყვოდ ხდებოდა იმ დანაკლისის შესავსებათ გახდა საჭირო. ბაბილონის გოდოლამდე ერთი ენა არსებობდა მერე კი გაიყო და გაჩნდა ის ენები რაც დღემდეა (ამას აღარ ჩავუღრმავდები). ასევე არაა საჭირო არც ცდების ჩატარება და არც ჯოჯოხეთში ჭვრიტინი, იმიტომ რომ არაფერში გჭირდება, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ ის რაც გჭირდება ისედაც გაქვს. სამოთხე აღიწერება როგორც სრული ნეტარება, სრული ანუ სრულყოფილი სადაც არაა არაფერი საჭირო გარდა ნეტარებით ტკბობისა. სამოთხეში არ არსებობს მწუხარება და წარმოუდგენელია არსებობდეს, არ შეიძება ადამიანი სუნთქავდე და წუხდე რატომ ვსუნთქავო, ასევე შეუძლებელია იქ სადაც ნეტარებაა მწუხარე იყო.
და ბოლოს წმინდა სერაფიმე საროველმა ასეთი რამ თქვა სამოთხეზე : ზეციური სიხარული განუმზადა ღმერთმა მის მოყვარულთ. იქ არ არის არც სნეულება, არც მწუხარება, "არა ურვა, არცა სულთქმა", არამედ სიხარული და გამოუთქმელი ნეტარება; იქ მართალნი მზესავით გაბრწყინდბიან. მაგრამ თუ თვით პავლე მოციქულმა ვერ გადმოსცა იქაური დიდება და სიხარული, სხვა რომელი მოკვდავის ენა აღწერს ზეციური ქალაქის - მართალთა სამკვიდრებლის - შვენიერებას?
თუ რაიმე შემეშალა მომიტევეთ, რადგან ძნელია იმის გადმოცემა რაც თვით პავლე მოციქულმაც კი ვერ გადმოსცა სრულად.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vaxushti13
პოსტი Jul 16 2013, 10:13 PM
პოსტი #37


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



გამარჯობათ ხალხნო, დიდი ხანი აღარ შემოვსულვარ... რა დღეში ხართ რა არის... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 16 2013, 11:50 PM
პოსტი #38


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
რა დღეში ხართ რა არის...

HA?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Jul 16 2013, 11:57 PM
პოსტი #39


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ეე სად წავიდა ის არწივი რატომ არ შემოდის? აღარ აინტერებს პასუხები? sad.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Jul 16 2013, 11:57 PM
პოსტი #40


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



A.V.M
ციტატა
HA?

თავისი გახსნილი თემაა და რა დღეში ხართო smile.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 06:11 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი