IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ნატვრების ახდენა" რეგულარული გავხადოთ, პროექტი ხორციელდება უწმიდესის ლოცვა კურთხევით
ნათია
პოსტი May 15 2007, 08:27 PM
პოსტი #21


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(მარიამი @ May 15 2007, 09:21 PM) *

ბიბლიასთან ერთად იმ ქალბატონს უცხო სიტყვათა ლექსიკონიც უნდა. არა მგონია ბიბლიაზე ძვირი ღირდეს. იქნებ ეგეც გვენახა.



მარი უცხო სიტყვათა ლექსიკონის ფასი არ გამიგია sad.gif თუ ვინმე მოახერხებს გაგებას გაიგოს რა გთხოვთ და ჩვენი ფორუმის სახელით გადავცეთ იმ ქალს ბიბლია და უცხო სიტყვათა ლექსიკონიც.


პატივისცემით


ნათია

ციტატა(t.l. @ May 15 2007, 09:22 PM) *

ფინანსურ ამბავში პატარა მონახაზი გავაკეთე....

მერე რო გნახავთ განახებთ....



აუცილებლად


გაიხარე


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 15 2007, 09:23 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ბიბლიის ფულს მე დავდებ, მხოლოდ რამე ანგარიში მითხარით ვინმემ . დანარჩენი იოლად შეგროვდება. თუ რამე მორჩება იქ სხვა თხოვნებიცაა.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
piligrimi
პოსტი May 15 2007, 10:56 PM
პოსტი #23


piligrimi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,496
რეგისტრ.: 6-March 07
მდებარ.: saqartvelo
წევრი № 1,278



მეც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ასეთ აქციებში
დამიკავშირდით რა რას გადაწყვეტთ


--------------------
"ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 16 2007, 04:11 PM
პოსტი #24


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



დღეს აღმაშენებელზე წიგნების მაღაზია "აისი"-ში დავრეკე და ვიკითხე უცხო სიტყვათა ლექსიკონის ფასი

უცხო სიტყვათა ლექსიკონი ღირს 35 ლარი და ბიბლია, როგორც ზემოთავღნიშნე, 30 ლარი.

თუ ვინმეს უფრო იაფად გეგულებათ სადმე გაიკითხეთ და ამ კვირაში ავაგროვოთ ფული


გაიხარეთ


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი May 16 2007, 06:21 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



გამაგებინეთ რა მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას,იქნებ შევძლოთ და კიდევ სხვასაც აუსრულოთ ნატვრა,შემძრა ამ წაკითხულმაsad.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი May 16 2007, 08:51 PM
პოსტი #26


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ნათია
იქნებ ამ დღეებში დავგეგმოთ შეხვედრა ბიბლიის თაობაზე ? (რათქმაუნდა ფულთან ერთად : )


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T.L.
პოსტი May 16 2007, 08:53 PM
პოსტი #27


Вот бы мне крылья...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,950
რეგისტრ.: 1-September 06
მდებარ.: where the wild roses grow
წევრი № 134



Floyd
უმნო


--------------------
мне бы в небо...
-----------------------
სიკეთით სძლიე შენს მტერსა....
-------------------------------------------
უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის...
---------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 20 2007, 06:13 PM
პოსტი #28


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მეგობრებო,

გახსოვთ ალბათ უფლის შეწევნით და ფორუმელების თანადგომით როგორ დავეხმარეთ ჩვენს თანამემამულეებს ნატვრის ახდენაში. თუ გადავხედავთ, არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს, ყოველ კვირაში, ან ორ კვირაში ერთხელ ნატვრა შევუსრულოთ რომელიმე მათგანს. მით უმეტეს ხშირად ძალიან იაფიან ნივთებს ნატრულობენ unsure.gif

იქნებ აქ რეგულარულად განგვეხილა, ვის როგორ დავეხმაროთ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod ninka
პოსტი Jun 20 2007, 09:31 PM
პოსტი #29


ubralod ninka
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,041
რეგისტრ.: 28-January 07
მდებარ.: sanatreli zona:)
წევრი № 959



getanxmebi kanonisto 2kiss.gif


--------------------
ეკლესია საფეხურია, რათა მივუახლოვდეთ ზეციურ მამას, ცოდვების მოსანანიებლად კი გვეძლევა ცხოვრება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BOO
პოსტი Jun 20 2007, 10:11 PM
პოსტი #30


ბუუუუ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,602
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 967



ციტატა(კანონისტი @ Jun 20 2007, 07:13 PM) *

მეგობრებო,

გახსოვთ ალბათ უფლის შეწევნით და ფორუმელების თანადგომით როგორ დავეხმარეთ ჩვენს თანამემამულეებს ნატვრის ახდენაში. თუ გადავხედავთ, არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს, ყოველ კვირაში, ან ორ კვირაში ერთხელ ნატვრა შევუსრულოთ რომელიმე მათგანს. მით უმეტეს ხშირად ძალიან იაფიან ნივთებს ნატრულობენ unsure.gif

იქნებ აქ რეგულარულად განგვეხილა, ვის როგორ დავეხმაროთ?


კარგი იქნება yes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 20 2007, 11:21 PM
პოსტი #31


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



შესანიშნავი იდეაა


გაიხარე




აქ ჩამოვწერ ნატვრებს, რომელიც უმნიშვნელო თანხას მოითხოვს


1 - საბა შ., 12 წლის, სოხუმი

ჩემს დაიკო მარიამს ძალიან უყვარს მუსიკის მოსმენა. უზომოდ გავახარებდი 24 ივნისს, დაბადების დღეზე «MP3» პლეერი რომ მეჩუქებინა. მისი სიხარულის გარდა ტელევიზორს მუსიკალური არხებიდან სპორტულ არხებზე მერე უფრო გაბედულად გადავრთავ ხოლმე...


2 - ვენერა ძ., 80 წლის, თბილისი

გამარჯობათ! პირველად მოგმართავთ თქვენ და თქვენს მკითხველს.

ჩემი ნატვრაა ფერადი ტელევიზორი (ძველი სულ დადუმდა). მოძრაობაშეზღუდული ადამიანისთვის ეს სასურველი ნივთი დღეს ყველაფერია... გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ბევრ რამეს მოკლებული მოხუცი მანდილოსნის თხოვნა და გამახაროთ. არ დაგიმალავთ, ამის დიდი იმედი მაქვს. წინასწარ გიხდით მადლობას. იხარეთ შვილებო, კეთილი საქმისთვის. გფარავდეთ ღმერთი.



3 - ლევან ა., 22 წლის, თბილისი


მინდა ჩემს პატარა ძმისშვილს ავუხდინო ოცნება და მკითხველის დახმარებით ვაჩუქო სათამაშო ჯიპი (აკუმლატორზე დასატენი). დიდი ხანია ამაზე ვოცნებობ.


- ნიკა თ., 13 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ტყავის ბურთი. მამა მპირდებოდა, მაგრამ 6 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა.

გთხოვთ შემისრულოთ თხოვნა.



11 - ეკატერინე ნ., 84 წლის, კასპი

ვარ ინვალიდი, 12 თვეა ვერ დავდივარ. ძალიან გთხოვთ, შემისრულოთ ჩემი ნატვრა - მაჩუქეთ ინვალიდის ეტლი, თუნდაც ნახმარი. ღმერთი გადაგიხდით სიკეთისთვის.


15 - შაკო კ., 13 წლის, ხარაგოული

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ველოსიპედი, რომელიც ძალიან მინდა. მეზობლებს კი აქვთ, მაგრამ არ მათხოვებენ. მამა არ მყავს, დედას 4 შვილი ვყავართ, ამიტომ არ აქვს საშუალება, რომ მიყიდოს. გთხოვთ, გამახაროთ. უკვე სამჯერ მოგწერეთ.


17 - ანასტასია მ., 40 წლის, თბილისი

ვარ დაზარალებული, ხანძრისგან გვაქვს სახლი დამწვარი. დროებით ვცხოვრობ სასტუმრო «კოლხეთში». გთხოვთ, საჩუქრად მომცეთ უთო.

20 - ლევან გ., 8 წლის, გურჯაანი

ნატვრა თუა, ნატვრა იყოს. ძალიან მინდა ფეხბურთის ბურთი და ფერადი ტელევიზორი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა.
ღმერთო, გთხოვ, ქვეყნის გამჩენო,
ქუდ-ბედი დამბედებოდეს!
ჩემი ნატვრა და ოცნება
რომ ცხადში ამსრულებოდეს!




29 - ოლღა ჯ., 87 წლის, ქუთაისი

ვარ 87 წლის, ბევრი გაჭირვება გამოვიარე, მაგრამ სიცოცხლის სიყვარულმა მაინც გაიმარჯვა. ავადმყოფი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სიბერეს ვერ გაექცევი. რამდენიმე წელია, დიაბეტით დავავადდი, წნევაც მაწუხებს, მიჭირს სიარული. მჯერა, გამოჩნდება ვინმე ღვთისნიერი და შაქრის საზომ აპარატს გამომიგზავნის. ღმერთი გწყალობდეთ, თქვენი მოსიყვარულე ოლღა ბებია.


32 - გოჩა თ., 7 წლის, სამტრედია, სოფ. გომი

გთხოვთ, მაჩუქოთ ველოსიპედი. გთხოვთ, ამიხდინოთ ეს ნატვრა. ღმერთი დაგლოცავთ, გაიხარეთ. მეტი არაფერი არ მინდა ამ ქვეყნად


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 21 2007, 12:04 AM
პოსტი #32


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



რამდენს გაწვდებით...

ნათი, იმ საქმეზე ასე ადვილი არაა, მე არ ვარ ამ საქმეში ჩახედული, თუ რამე პირადში მოგწერ!

იხარეთ,

კაიროსი!

ციტატა
ხარაგოული


ამაზე ვიცინე biggrin.gif ხარაგაულის იმერული ვარიანტი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 21 2007, 12:12 AM
პოსტი #33


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა
ნათი, იმ საქმეზე ასე ადვილი არაა, მე არ ვარ ამ საქმეში ჩახედული, თუ რამე პირადში მოგწერ!

იხარეთ,

კაიროსი!



დიდი მადლობა smile.gif





ციტატა
ამაზე ვიცინე ხარაგაულის იმერული ვარიანტი


როგორც ეწერა დავაკოპირე biggrin.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 21 2007, 12:18 AM
პოსტი #34


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ისე რას ვფიქრობ იცით,გასაგებია რომ ეს არანაკლებ კეთილი და კარგი საქმეა,მაგრამ არის ხალხი რომელსაც ძაალიან უჭირს....ზოგს პურის ფული არ აქვს,ზოგს-სიცოცხლის შესანარჩუნებელი...

ალბათ,უპრიანია ჯერ ასეთი ჭირვებული ადამინების დახმარება შევძლოთ....smile.gif

პ.ს.თუ ამ იდეას განახორციელებთ მე აუცილებლად გავაგზავნი ,,კვირის პალიტრაში'' ჩემს სურვილებს...ისე არც ახალ მპ3-ზე ვიტყოდი უარსlaugh.gif




--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 21 2007, 12:43 AM
პოსტი #35


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
.ს.თუ ამ იდეას განახორციელებთ მე აუცილებლად გავაგზავნი ,,კვირის პალიტრაში'' ჩემს სურვილებს...ისე არც ახალ მპ3-ზე ვიტყოდი უარს


აჰა, სწორია მეასი, ვისაც პური უნდა პური მიეცით, ფერადი ტელევიზორის გარეშე გაძლებენ... უბრალოდ უნდა დაახარისხოთ კარგად! smile.gif

იხარეთ,

კაიროსი!

ბებიებთან ერთად ამათმა დამწვა გული...

ციტატა

- ნიკა თ., 13 წლის, თბილისი

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ტყავის ბურთი. მამა მპირდებოდა, მაგრამ 6 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა.

გთხოვთ შემისრულოთ თხოვნა.



ციტატა
15 - შაკო კ., 13 წლის, ხარაგოული

ჩემი ნატვრაა, მქონდეს ველოსიპედი, რომელიც ძალიან მინდა. მეზობლებს კი აქვთ, მაგრამ არ მათხოვებენ. მამა არ მყავს, დედას 4 შვილი ვყავართ, ამიტომ არ აქვს საშუალება, რომ მიყიდოს. გთხოვთ, გამახაროთ. უკვე სამჯერ მოგწერეთ.



ციტატა
17 - ანასტასია მ., 40 წლის, თბილისი

ვარ დაზარალებული, ხანძრისგან გვაქვს სახლი დამწვარი. დროებით ვცხოვრობ სასტუმრო «კოლხეთში». გთხოვთ, საჩუქრად მომცეთ უთო.



ციტატა

32 - გოჩა თ., 7 წლის, სამტრედია, სოფ. გომი

გთხოვთ, მაჩუქოთ ველოსიპედი. გთხოვთ, ამიხდინოთ ეს ნატვრა. ღმერთი დაგლოცავთ, გაიხარეთ. მეტი არაფერი არ მინდა ამ ქვეყნად



ეეჰ,

ღმერთო შენ უშველე ჩვენს ხალხს sad.gif

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jun 21 2007, 12:44 AM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



13.ნიკა თ 13 წლის ამაზე დამწყდა გული ძალიან sad.gif
15.ესეც ცოდოა ველოსიპედი რომ უნდა sad.gif
მეც მასე ვარ კაიროს sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 21 2007, 12:54 AM
პოსტი #37


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
პ.ს.თუ ამ იდეას განახორციელებთ მე აუცილებლად გავაგზავნი ,,კვირის პალიტრაში'' ჩემს სურვილებს...ისე არც ახალ მპ3-ზე ვიტყოდი უარს

მეც ხომ არ მივწერო? ახალი ციფრული ფოტოაპარატი მინდა biggrin.gif

ისე ხუმრობა იქით იყოს და, ბავშვი რომ ბურთს ნატრულობს და ვიღაცა ნატვრას შეუსრულებს, მშიერისთვის პურის მიცემაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მგონია. ეს ბავშვი თვითონაც შეეცდება მერე, რომ სხვას სიკეთე გაუკეთოს და ნატვრები შეუსრულოს (თავისი შესაძლებლობების ფარგლებში). რაღაც სიკეთის მარცვალი ჩაითესება ბავშვის გულში. და ალბათ იმედიც. შეიძლება ძალიან გულუბრყვილოდ ვწერ, მაგრამ რატომღაც ასე მგონია.
თან მახსენდება ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნებები და მათი ასრულებით გამოწვეული სიხარული. ერთს გავიხსენებ: მახსოვს, როგორ ვოცნებობდი მაჯის საათზე, რომელიც მაშინ (შორეულ წარსულში, მე რომ პატარა ვიყავი biggrin.gif) ბავშვებში შედარებით იშვიათობა იყო. და არ დამავიწყდება ის დღე, როცა დედაჩემის მეგობარმა ეს ოცნება სრულიად მოულოდნელად ამისრულა rolleyes.gif დღესაც რომ მახსენდება, სითბო მეღვრება გულში. მთავარი მაინც ეს განცდაა და არა საათი, ან ბურთი. ეს გრძნობა უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ის ნივთები.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 21 2007, 12:58 AM
პოსტი #38


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ვიღაცა ნატვრას შეუსრულებს, მშიერისთვის პურის მიცემაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მგონია.


ჰო, მაგრამ უპირველესი დანიშნულების საგნები სხვაა და ფერადი ტელევიზორი, მპ3 და ასეთები სხვა...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 21 2007, 01:00 AM
პოსტი #39


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



მარიამი
მეც მასე ვფიქრობ,მაგრამ კაიროსის თქმის არ იყოს უნდა დავახარისხოთ....
სიტყვაზე იგივე მპ3 პლეერი ნამეტანია,არა?!
ხოლო,რაც შეეხება ბურთს და თანაც გაჭირვებულ ბავშვს რომელიღაც სოფელში...ალბათ მართლაც დიდი მადლი იქნებაsmile.gif



--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 21 2007, 01:02 AM
პოსტი #40


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(მაეასი @ Jun 21 2007, 02:00 AM) *

მარიამი
მეც მასე ვფიქრობ,მაგრამ კაიროსის თქმის არ იყოს უნდა დავახარისხოთ....
სიტყვაზე იგივე მპ3 პლეერი ნამეტანია,არა?!
ხოლო,რაც შეეხება ბურთს და თანაც გაჭირვებულ ბავშვს რომელიღაც სოფელში...ალბათ მართლაც დიდი მადლი იქნებაsmile.gif

კი, მაგაში გეთანხმებით შენ და კაიროსს smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 04:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი