გურამ დოჩანაშვილი, ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გურამ დოჩანაშვილი, ... |
გულთმისანი |
Jun 5 2014, 11:36 AM
პოსტი
#101
|
ალექსანდრე ჯგუფი: Members პოსტები: 94 რეგისტრ.: 8-May 14 წევრი № 13,702 |
ახლა "სამოსელ პირველს" ვკითხულობ და შემხვდა გუშინ ასეთი უკვდავი აფორიზმი )))
ციტატა - რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი? - ქალს? - სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი - ხასიათი, ტან-ფეხი და სახე. მე რა მაინტერესებს... საერთოთ არსებობს ასეთი სიტყვა - "ტან-ფეხი" - თუ არა? -------------------- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი , ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა
|
G_saxva |
Jun 5 2014, 12:14 PM
პოსტი
#102
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
გულთმისანი
დიახ არსებობს. მე მაგალითად საუბრის დროს გამომიყენებია როგორც თვალ-წარბი ან თუნდაც ხელ-ფეხი. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
გულთმისანი |
Jun 5 2014, 12:37 PM
პოსტი
#103
|
ალექსანდრე ჯგუფი: Members პოსტები: 94 რეგისტრ.: 8-May 14 წევრი № 13,702 |
გულთმისანი დიახ არსებობს. მე მაგალითად საუბრის დროს გამომიყენებია როგორც თვალ-წარბი ან თუნდაც ხელ-ფეხი. გმადლობთ ალექსანდრო შემდეგ ასე ამბობს ამ სიტყვაზე: ციტატა - არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო - ტან-ფეხი... და მე ასე გამიგია, რომ დუილიომ თვითონ გამოიგონა ასეთი სიტყვა )) -------------------- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი , ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა
|
G_saxva |
Jun 5 2014, 12:47 PM
პოსტი
#104
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
გულთმისანი
არ წამიკითხავს სამწუხაროდ ეგ მოთხრობა და ვერ გეტყვი ავტორი რას გულისხმობს მაგ გამოთქმაში. სალაპარაკო ქართულში კი არსებობს ასიტყვა ტან-ფეხი, რომელსაც საკმაოდ დიდი გმაოყენება აქ ჩემი მხრიდან თუ ლამაზ გოგოს ვხედავ ტან-ფეხიანს -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
MIRDAT |
Jun 5 2014, 12:58 PM
პოსტი
#105
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
ალექსანდრო შემდეგ ასე ამბობს ამ სიტყვაზე: - არა, მაინც რა უბედური გამოთქმა იყო - ტან-ფეხი... და მე ასე გამიგია, რომ დუილიომ თვითონ გამოიგონა ასეთი სიტყვა )) არა, თვითონ არ გამოუგონია, ალექსანდროს ეგ კომენტარი იმან გამოიწვია, რომ დუილიო ყოველთვის "მაღალფარდოვნად" და გრძლად საუბრობდა ყველაფერზე, რაღაც მარტივ თემასაც ძალად გააფილოსოფიურებდა და გაპრანჭავდა... ახლა კი როცა მართლაც საინტერესო რამეზე ჩამოვარდა საუბარი (ქალზე და მის სილამაზეზე ) დუილიომ რაღაც 6 სიტყვიანი წინადადება თქვა და თან ტან–ფეხიო, გეგონება რამე ცხოველს ან საგანს ახასიათებდეს და არა ადამიანს... ძაან მკვახედ მოუვიდა და არადუელიოსეულად |
გულთმისანი |
Jun 5 2014, 03:04 PM
პოსტი
#106
|
ალექსანდრე ჯგუფი: Members პოსტები: 94 რეგისტრ.: 8-May 14 წევრი № 13,702 |
არა, თვითონ არ გამოუგონია, ალექსანდროს ეგ კომენტარი იმან გამოიწვია, რომ დუილიო ყოველთვის "მაღალფარდოვნად" და გრძლად საუბრობდა ყველაფერზე, რაღაც მარტივ თემასაც ძალად გააფილოსოფიურებდა და გაპრანჭავდა... ახლა კი როცა მართლაც საინტერესო რამეზე ჩამოვარდა საუბარი (ქალზე და მის სილამაზეზე ) დუილიომ რაღაც 6 სიტყვიანი წინადადება თქვა და თან ტან–ფეხიო, გეგონება რამე ცხოველს ან საგანს ახასიათებდეს და არა ადამიანს... ძაან მკვახედ მოუვიდა და არადუელიოსეულად მართლაც უბედურება გამოვიდა კაი, ბოლომდე უნდა წავიკითხო და მერე ჩემ აზრს გამოვთქვამ. -------------------- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი , ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა
|
MIRDAT |
Jun 8 2014, 12:35 AM
პოსტი
#107
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
გულთმისანი
წაიკითხე და გაგვიზიარე შენი შეხედულება, მეც ჩავერთვები განხილვაში... |
გულთმისანი |
Jun 16 2014, 04:34 PM
პოსტი
#108
|
ალექსანდრე ჯგუფი: Members პოსტები: 94 რეგისტრ.: 8-May 14 წევრი № 13,702 |
გულთმისანი წაიკითხე და გაგვიზიარე შენი შეხედულება, მეც ჩავერთვები განხილვაში... დავამთავრე... ვერ ვთქვამ რომ ყველაფერი გავიგე, მაგრამ შესანიშნავი ნაწარმოება არის უეჭვად. მაინც ბევრი კითხვაც დამრჩა, მაგალითად: ციტატა მერე დინჯად, აუღელვებლად ირჯებოდა: სქელი ფიცრები იპოვნა, მაგრად გადააბა თოკით, ორი ტოტი აასხიპა გადარჩენილ ხეს, ფიცარზე მიაჭედა, და პაწია ეჟვნები ჩამოკიდა ზედ. ეს მცირე ტივი მდინარეში შეაცურა, ნაპირზე ჩასობილ პალოს მიუბა. მერე ერთხელაც გახედა კანუდოსს, მშვიდად, მორჩილად თქვა: ეჰ, მენდეს მასიელ, კონსელეირო... ცრემლი მოადგა მომწვანოდ შეფერილ თვალებზე, ეჰ მანუელო კოსტა, მანუელ... - და დიდის კრძალვით წარმოსთქვა მერე - ეჰ, ზე მორეირა, ზე... ფრთიანი ქუდი მოიხადა, განზე ისროლა, მდაბლად დაუკრა კანუდოსს თავი, მერე მუხლამდე შეაბიჯა მდინარეში, ფიცრებზე გაწვა, რვად დაკეცილი მოსასხამი თავქვეშ ამოიდო, ჩექმის ჯიბიდან მაჩეტე ამოიღო, თოკზე არც დაუხედია, ისე გადაჭრა, და მდინარესავით ნელა დაიძრა მცირე ტივი, ეჟვნები მორიდებით აწკარუნდნენ - უკანასკნელი არტისტიზმი, და დონ დიეგომ აუჩქარებლად, საქმიანად გადაისერა ორთავე მაჯა, მაჩეტე გააგდო, ხელები ჩაჰყო მდინარეში. ნელინელ მიუყვებოდა ზვირთებს ეს უცნაური, ეჟვნებიანი არტისტული კუბო, და მდინარეში ორ მოვარდისფროდ მკრთალ ზოლს სტოვებდა, დონ დიეგო კი ყუჩად იწვა, უყურებდა ცას. ა, ასე მშვიდად მიიცვალა სხვა დროს დიდ აყალმაყალთა ამტეხი, მეხუთე დიდი კანუდოსელი. ეს თვითმკვლელობა არ იყო, ეს - ძმათა ხათრით სიკვდილი გახლდათ, ეჰ, დონ დიეგო, დონ..." მე ვერ გავიგე რატომ არ იყო ეს თვითმოკლელობა. მარშალ ბეტანკურის პატრონი ვინ იყო? რომელსაც ოქროს ნატახს აძლევდა მარშალი? კონსელეიროს შესახებ. ციტატა ხელები განზე გაშალა უცხომ, მენდეს მასიელმაც, მონუსხულმა, განზე გაშალა ორივე ხელი. გრეგორიო პაჩეკო და სენობიო ლўოსა უცხოს სახეს ვერა ხედავდნენ, ქალაქელი მენდეს მასიელი კი ისე კუშტად, ისე მრისხანედ მიუახლოვდა მგზავრს, დაშუბლზე მიადო შუბლი. და ასე იდგნენ, ხელებგაშლილნი, თავფეხიანა ერთმანეთს მიწებებულნი, მუხლი მუხლზე მიებჯინათ, და ისე ჯიუტად, ისე მრისხანედ ჩასცქეროდნენ ერთმანეთს თვალში. და შორით მოსული უცხო კაატინგას თუ ჰგავდა, რადგან ქალაქელი მენდეს მასიელი დაპატარავდა, დაკნინდა და დაიწრიტა, ოღონდ ბოლომდე მრისხანე ჰქონდა თვალი, და უცნაურმა მგზავრმა მთლიანად რომ შეისრუტა ბაზრობათა ქალაქის მენდეს მასიელი, ძვლებიც არ გამოუყრია მზეზე ისე, გაოგნებულ გრეგორიო პაჩეკოსა და სენობიო ლўოსას მიუბრუნდა და უთხრა: - დღეის ამას იქით კონსელეირო დამიძახეთ. კონსელეირო მრჩეველსა ნიშნავს. . ეს თავად მენდესი. და ახლა ვნახოთ რას ამბობს მოლოქეზე: ციტატა -ჯერ ხნულში იდგა მოლოქე იგი, ისიც სხვასავით ჯერ გლეხი გახლდათ, იმის მეზობელს კი იანე ერქვა - ერთი თქვენსავით ჩვეულებრივი კაცი იყო... მაგრამ მოლოქემ ერთ დაწყევლილ დღეს თვალში შეხედა. საღამო იდგა და ძილისწინა მიყუჩებისას, დაღლილ იანეს სოხანეზე დაგებულ ცხვრის ტყავებისკენ რომ ეზიდებოდა ნამუშევარი, დგომით დაღლილი წვრილი ფეხები, თითქოს ახლახან გამოღვიძებულ მოლოქეს თვალებს წააწყდა, და შეეშინდა! და რადგან ჯერაც არ გაჩენილა ამქვეყნად ისეთი ბზარი, სადმე სხვაგან რაიმე რომ არ გაემაგრებინოს, იმ ყურებისას მოლოქე იგი - გოროზდებოდა, ღონეს იკრეფდა, უმაგრდებოდა წყეული გული, ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ და საცოდავი იანე კიდევ - პატარავდებოდა მთლად... ფუჰ, ლაწირაკი, და, უგუნურნო, თქვენ ყველას გგავდათ! არა და ჰგვანან ერთმანეთს კონსელეირო და მოლოქე... ლამაზ-ქალაქელი ედმონდო რატომ მოკვდა? და ბოლოს და ბოლოს ჰალე რას ნიშნავს? -------------------- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი , ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა
|
MIRDAT |
Jun 16 2014, 05:14 PM
პოსტი
#109
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
მე ვერ გავიგე რატომ არ იყო ეს თვითმოკლელობა. ეგ საინტერესოა, ვერ გეტყვი, რატომ არ იყო, თუმცა მაგაზე ჩემი შეხედულება მაქვს და დავწერ რომ მოვიცლი. ციტატა მარშალ ბეტანკურის პატრონი ვინ იყო? რომელსაც ოქროს ნატახს აძლევდა მარშალი? ლამაზ-ქალაქელი ედმონდო რატომ მოკვდა? ამ კითხვებზე რომ გიპასუხო, 1 ხელ კიდევ უნდა გადავკითხო ეგ ადგილები, სამწუხაროდ ჩემი წიგნი, მეგობარს აქვს და კითხულობს ციტატა და ბოლოს და ბოლოს ჰალე რას ნიშნავს? არც არაფერს ჩემო გრანდჰალლე კამორელების ზრდილობიანი და აღმატებითი მიმართვის ფორმაა |
გულთმისანი |
Jun 16 2014, 05:23 PM
პოსტი
#110
|
ალექსანდრე ჯგუფი: Members პოსტები: 94 რეგისტრ.: 8-May 14 წევრი № 13,702 |
არც არაფერს ჩემო გრანდჰალლე კამორელების ზრდილობიანი და აღმატებითი მიმართვის ფორმაა მაშ ცუდი რა იქნებოდა, დომენიკო თუ ითქმიდა ხოლმე ჰალეს? ციტატა ჰალეს მოგცემ შენ, - ბრაზიანად წაისისინა კაცმა, - აღარ გავიგო შენგან ეს სიტყვა. მაგით დაიწყებ, და მერე თანდათან ისე აგიყოლიებენ, როოო... - ალექსანდროსავით გაწელა. -------------------- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი , ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა
|
გულთმისანი |
Jun 18 2014, 04:46 PM
პოსტი
#111
|
ალექსანდრე ჯგუფი: Members პოსტები: 94 რეგისტრ.: 8-May 14 წევრი № 13,702 |
"ზედამხედველი ნავოლე, როგორც ყოველთვის, პირღია იყო, ოღონდ დოყლაპია, რაღა თქმა უნდა, სულაც არ გახლდათ. უბრალოდ, პირით სუნთქავდა, ცხვირში ლაპარაკობდა, თითქოს ცხვირპირმა ერთმანეთის საქმეები გაცვალესო. ისე კი, საჭმელს მაინც პირითა ჭამდა და მრისხანედ გამობურცული თვალებით შესცქეროდა დომენიკოს".
რაღაც გამახსენდა ეს -------------------- და უცებ სულში გამეფურჩქნა უცნაური მცენარე, სიყვარულის კაქტუსი - ეკლიანი და ეკლებიანი , ოღონდ საოცრად ტკბილი იყო მისი ყოველი ჩხვლეტა
|
marine |
Oct 26 2017, 07:44 PM
პოსტი
#112
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ერთხელ ჩემმა მეგობარმა ასეთი რამ მიამბო: იდგა თურმე წირვაზე ბატონი გურამი, ხელში ანთებული სანთელი ეჭირა და მოთმინებით ელოდა, როდის ჩაიწვებოდა, რომ ეზოში გასულიყო სიგარეტის მოსაწევად.
არ იქნა და არ ჩაქრა თურმე სანთელი, რომელიც, ჩვეულებრივ 15-20 წუთი იწვის; არ ისურვა უფალმა, წირვა დაეტოვებინა მწერალს და ეშმაკს მომსახურებოდა (აკი იტყვიან, სიგარეტის კვამლი ეშმაკის საკმეველიაო), თავისთან დაიტოვა, ჩანაფიქრზე ხელი ააღებინა, თავისი ძალა და უპირატესობა აჩვენა და საბოლოოდ აუვსო გული რწმენით". /"კარიბჭე" N8, 2004, გვ.42/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 3 2021, 03:22 PM
პოსტი
#113
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
სიკვდილი ერთადერთია პოეტს, მწერალს, მღვდელს, პედაგოგს, იურუსტს რომ ათანაბრებს...
მთავარი მაინც ის არის, როგორ შევძლებთ ,,სამოსელი პირველით” შევიმოსოთ!.. /მამა პეტრე კვარაცხელია/ გარდაიცვალა გურამ დოჩანაშვილი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 4 2021, 08:37 PM
პოსტი
#114
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ზოგჯერ მეუბნებიან, ასაკი რომ გვემატება, სიკვდილი გვიახლოვდებაო. მე ვხუმრობ,ბახის და ჰენდელის ასაკის ვარ და რაღა დროს ჩემთვის სიკვდილის შიშია-მეთქი. ბახმა და ჰენდელმა ხომ იცით, თითქმის მთელი საუკუნე რომ იცოცხლეს?!... ჩემი ცხოვრების მანძილზე იცით რა მიქნა ღმერთმა?! სულ ხელჩაკიდებული მატარა და ასე გამხადა მწერალი".
/გურამ დოჩანაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 4 2021, 08:58 PM
პოსტი
#115
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ირაკლი 22 წლისა წაიყვანა ღმერთმა. იცით რა ბიჭი იყო!.. მაგრამ არასოდეს მისაყვედურია ღმერთისთვის. მან იცის, ვისი ადგილი სად არის. ამისათვის ღმერთმა თინათინით დამაჯილდოვა. მე ორნი მზრდიან - იმ ქვეყნიდან ჩემი ირაკლი, ამქვეყნად - ეს "ჟულიკი" თინათინი. იგი მასწავლის, როგორ უნდა ვიცხოვრო".
/გურამ დოჩანაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 4 2021, 09:17 PM
პოსტი
#116
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ირაკლი ჩემი შვილი კი არა, მამა გახდა.. მე კი - მისი შვილი... ის გზას მინათებს და ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, რომ როცა მის წინაშე წარვდგები, არ შემრცხვეს"
/გურამ დოჩანაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 5 2021, 08:31 PM
პოსტი
#117
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მარტოობაზე ძვირფასი არაფერია. ესაა ფანტაზიისა და წარმოსახვის პირველი მეგობარი, რომელთანაც შეგიძლია იფიქრო, იოცნებო, შეთხზა. ნაღდ მარტოობას რა ჯობია. მე საათსაც ვერ ვიკეთებ წერისას - სხვა ხმაურზე აღარაფერს ვამბობ. ქუჩის ხმაურს რაღაცნაირადდ შევეჩვიე".
/გურამ დოჩანაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 9 2021, 06:28 PM
პოსტი
#118
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"როცა ვწერ, უცხოელი მკითხველი სულაც არ მაგონდება, პირველ რიგში მე ჩემი ხალხისთვის ვწერ"
/გურამ დოჩანაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 9 2021, 06:38 PM
პოსტი
#119
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მიუხედავად იმისა, რომ მზის სითბოთი ჩვენ გათამამებულები ვართ, სულ მინდოდა იმაზე მეტი სითბო, ვიდრე ეს ბუნებამ მოგვცა და მთელი ჩემი შემოქმედება "ცოტა მეტი სითბოა" ან "ცოტა მეტი სითბოს" ძიება, სიყვარული"
/გურამ დოჩანაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 9 2021, 06:48 PM
პოსტი
#120
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ძალიან მეშინოდა სიყალბისა, ახლაც მეშინია. ჩემი შემოქმედება სიყალბის წინააღმდეგ ბრძოლაა. ვერ ვიტანდი სიტყვის გაყალბებას... მე დიდი გმირობა არ ჩამიდენია, მაგრამ სიტყვით არ მიმრუშია. არაფერი დამიწერია იმისთვის, რომ თანამდებობა ანს სხვა "სიამოვნებები" მიმეღო".
/გურამ დოჩანაშვილი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი