ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
თამარი_ცქნაფო |
Nov 19 2006, 07:30 PM
პოსტი
#21
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
თამარი დიდი მადლობა თამარ ამ თემისათვის... შეკითხვა მაქვს: უწინ ტელევიზორში რომ იყო გახსოვს ასეთი გადაცემა...სწორია/შეცდომაა...(თუ რაღაც მსგავსი)? მგონი ღვინჯილიას მიყავდა... ხო და ..იქიდან მახსოვს, რომ მან ასეთი რამ თქვა: სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ... ზუსტად არ ვიცი მე დავიმახსოვრე შეცდომით თუ მართლაც ასე? პასუხისათვის წინასწარ მადლობა... mari მე ვფიქრობ, რომ პირდაპირი ეთერის დროს (არა სტუდიაში, არამედ იმ ადგილიდან საიდანც კორესპონდენტი ერთვება) ძნელია ყველაფერი გამართული ქართულით ითქვას..თან დრო აქვთ შეზღუდული და სწრაფად ლაპარაკობენ... გარდა ამისა სტუდიაში მყოფი დიქტორი (მაგალითად კურიერის ან ქრონიკის დროს) კითხულობს მეტწილად სხვის დაწერილ ტექსტს (მგონი ასეა).. აი ამ ტექსტის დამწერს, ან საგაზეთო და ჟურნალის სტატიების ავტორებს მართლაც მართებთ დახვეწონ ქართული ენა. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვი: სწორია - რამდენიმე წლის წინ. შეცდომაა: რამდენიმე წლის უკან. (ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სწორ ფორმებს ლურჯი ფერის შრიფტით ვწერ, გაუმართავს - წითლით) -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
kato_Bato |
Nov 19 2006, 07:47 PM
პოსტი
#22
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
[quote name='glaxa' date='Nov 19 2006, 01:52 PM' post='20444']
თამარი დიდი მადლობა თამარ ამ თემისათვის... შეკითხვა მაქვს: უწინ ტელევიზორში რომ იყო გახსოვს ასეთი გადაცემა...სწორია/შეცდომაა...(თუ რაღაც მსგავსი)? მგონი ღვინჯილიას მიყავდა... ხო და ..იქიდან მახსოვს, რომ მან ასეთი რამ თქვა: სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ... ზუსტად არ ვიცი მე დავიმახსოვრე შეცდომით თუ მართლაც ასე? პასუხისათვის წინასწარ მადლობა... მართალია თამარი არა ვარ, მე დავწერ პასუხს იმედი მაქვს, კადნიერებაში არ ჩამომერთმევა) ადრინდელი წინა ვითრების აღსანიშნავად, ძველიდან მოკიდებული დღევანდლამდე, მუდამ იხმარებოდა და ამჟამადაც იხმარება სიტყვაწინ(ამ სიტყვისგან მიივიღეთ მსგავსი დანიშნულიების მქონე სხვა სიტყვები: წინათ, უწინ, წინანდელი,უწინდელი, წინასწარ, გუშინწინ, შარშანწინ, წინარე(წინარეისტორიული, წინარექრისტიანული), წინასაახალწლო..) რაც შეეხება უკან სიტყვას, ტრადიციულად იგი შემდგომი, მომდევნო, გვიანდელი ვითარების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამაზე მეტყველებს მისგანვე მიღებული სიტყვა უკანასკნელიც (ე.ი. ყველაზე ბოლო). მაგალითად შევადაროთ ერთმანეთს მყარი გამოთქმები: ამას წინათ და მას უკან ყოველი ჩვენგანისთვის აშკარაა, რომ პირველი გამოთქმა (ამას წინათ) ადრინდელ ვითარებას მიუთითებს, ხოლო მეორე (მას უკან) იგივეა რაც: მას შემდეგ. ამ "წინ" და "უკან"- სიტყვების აღრევის წყაროა რუსული გამოთქმები:два часа (тому) назад, три года (тому) назад. და სხ.ვა მართალია, ცალკე აღებული назад ქართულად ითარგმნება როგორც უკან , მაგრამ ეს _მხოლოდ ადგილის მნიშვნელობით! დროის გაგებით კი ამგვარი გამოთქმები პირდაპირ, სიტყვასიტყვით არ ითარგმნება. ასე რომ: სწორია (ეგ გადაცემა გოგი გეგეჭკორს მიყავდა) [b] მრავალი საუკუნის წინ// წინათ ოთხი წლის წინ // წინათ; ერთი თვის წინ// წინათ; ორი კვირის წინ// წინათ; რამდენიმე დღის წინ(ათ); ნახევარი საათის წინ; ხუთი წუთს წინ...;[b][i] ) ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვი: სწორია - რამდენიმე წლის წინ. შეცდომაა: რამდენიმე წლის უკან. (ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სწორ ფორმებს ლურჯი ფერის შრიფტით ვწერ, გაუმართავს - წითლით) ვაი!! თამარის პასუხი არ მინახავს ისე დავწერე( თამარ, მიიღეთ ჩემი დიიიიდი და თვალბფახულა ბოდიში) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
fallen |
Nov 20 2006, 12:35 AM
პოსტი
#23
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 19-November 06 წევრი № 495 |
|
თამარი_ცქნაფო |
Nov 20 2006, 01:01 AM
პოსტი
#24
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
რა გამონაკლისებზე მე იმას ვერაფრით ვერ მოვიდნენთქო არ ვიტყვი იმიტომ რომ არაა სწორი მერე მაგაზე არ გვითქვამს, გამონაკლისიაო. მანდ ერთი უარყოფაა საჭირო. მგონი, იქ სხვა მაგალითი იყო -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
fallen |
Nov 20 2006, 02:27 AM
პოსტი
#25
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 19-November 06 წევრი № 495 |
|
გლახა |
Nov 20 2006, 10:50 AM
პოსტი
#26
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
თამარი
შენ ფილოლოგი ხარ? |
დათიკო |
Nov 21 2006, 12:02 AM
პოსტი
#27
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ძალიან ხშირია და თითქმის უკვე დამკვიდრებული სიტყვა - მამის გამოყენება წოდებით ბრუნვაში, მაშინ როდესაც ეს სიტყვა სახელობიშია, მოთხრობითში ან სხვა ბრუნვაში.
მაგალითად: მამაომ მომიტანა, მამაოს მივეცი, მამაო მოვიდა და ა.შ. ეს შეცდომაა და მისი ასეთი ფორმით ხმარება არ შეიძლება. სწორი ფორმაა: მამამ მამას მამის მამით მამად მამაო მესმის რომ ასეთი ფორმით მიმართვისას ჩვენ განვასხვავებთ ჩვეულებრივ მამას სულიერი მამისგან, მაგრამ ეს მაინც არასწორია. ასეთ დროს, პირადად მე, მამის წინ ვახსენებ ხოლმე მის სახელს ან უბრალოდ მის სინონიმს - მღვდელს, მოძღცარს ან ღვთისმსახურს ვამბობ ხოლმე. |
მარიამი |
Nov 21 2006, 01:44 AM
პოსტი
#28
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
დათიკო, ვერ წარმოიდგენ, როგორ გეთანხმები თავიდან ძალიან მჭრიდა ეს "მამაო" ყურს, მაგრამ თანდათან ისე შევეჩვიე, მეც კი ვამბობ ხოლმე.
პ.ს. არა მგონია ხალხში ეს აღმოიფხვრას ასე ადვილად -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
დათიკო |
Nov 21 2006, 02:01 AM
პოსტი
#29
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მარიამი
ციტატა პ.ს. არა მგონია ხალხში ეს აღმოიფხვრას ასე ადვილად ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი პირადი მაგალითით, რჩევით და ა.შ. |
ხათუნა |
Nov 21 2006, 02:26 AM
პოსტი
#30
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 365 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 412 |
შეცდომაა მომწომს––სწორია მომწომნს უკაცრავად, მაგრამ მგონი ამდენი მ არ არის საჭირო ამ სიტყვებში -------------------- აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
|
ninore |
Nov 21 2006, 03:20 AM
პოსტი
#31
|
ნაყინი ჩემი ტკივილია! ჯგუფი: Members პოსტები: 1,849 რეგისტრ.: 8-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 418 |
ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......" მცდარი ფორმაა ვერცერთი ვერ მოვიდა, რადგან ვერცერთი უკვე უარყოფითი ფორმაა და "ვერ" ამ შემთხვევაში უკვე ზედმეტია მათ ალბათ სმენიათ, რომ ორი უარყოფა ერთად არ იხმარება, მაგრამ იმდენი აღარ იციან, რომ არსებობს გამონაკლისები. ამასთანავე, ვერცერთი და არცერთი ცალ-ცალკე იწერება: ვერც ერთი, არც ერთი. დანარჩენს მერე აგიხსნით, ახლა სიცხე მაქვს და წერა ნამდვილად მიჭირს. მართლა? ანუ ვერც ერთი ვერ მოვიდა სწორია? რატომ? ასხვავებს რატომ? ეს ხომ სიტყვა "განსხვავებიდან" იწარმოება? ახლა ყველამ მომისმინეთ! თუ ოდნავ მაინც პატივს მცემთ, გაჩერდით და აქ მხოლოდ თემაზე ისაუბრეთ. თუ გნებავთ, გაგიხსნით ცალკე განყოფილებას, სადაც პროტესტის გამოხატვა შეგვეძლება, მაგრამ აქ არა. ძალიან გთხოვთ, ნუ მიფუჭებთ ამ ნორმალურ თემას. მჯერა თქვენი ჩემდანი ესოდენი გულისხმიერებისა და მოკრძალების და ვიმედოვნებ, რომ არ გადამთელავთ თქვენი გამოსვლებით და არ მომიკლავთ გულს! რას ამბობ პირიქით სასიამოვნოა ასეთი შემეცნებითი თემები, რადგან ჩვენ დროში უმეტესობა არასწორად საუბრობს, რაც ყურს ძალიან ცუდად ხვდება, არის გავრცელებული ფორმები, დამირეკია, მილაპარაკია, დამიბავს, მღერიხარ და ა. შ. რაც შეცდომაა, მაგრამ სწორ ფორმას ძალიან ცოტა ხმარობს, ამიტომ მომზრე ვარ ასეთი თემების, რასაც ვკითხულობ აღმოვაჩინე ისეთი სიტყვები, რასაც მეც არასწორად წარმოვთქვამდი და კარგია სწორი ფორმა რომ გავიგე ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვი: სწორია - რამდენიმე წლის წინ. შეცდომაა: რამდენიმე წლის უკან. (ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სწორ ფორმებს ლურჯი ფერის შრიფტით ვწერ, გაუმართავს - წითლით) მეც ვიცი რომ სწორი ფორმაა რამდენიმე წლის უკან რადგან წინ შემდეგს აღნიშნავს და უკან უკვე გასულს, ტუ არ ვარ მართალი გთხოვთ ამიხსნათ რატომ? მაინტერესებს ციტატა ადრინდელი წინა ვითრების აღსანიშნავად, ძველიდან მოკიდებული დღევანდლამდე, მუდამ იხმარებოდა და ამჟამადაც იხმარება სიტყვაწინ(ამ სიტყვისგან მიივიღეთ მსგავსი დანიშნულიების მქონე სხვა სიტყვები: წინათ, უწინ, წინანდელი,უწინდელი, წინასწარ, გუშინწინ, შარშანწინ, წინარე(წინარეისტორიული, წინარექრისტიანული), წინასაახალწლო..) რაც შეეხება უკან სიტყვას, ტრადიციულად იგი შემდგომი, მომდევნო, გვიანდელი ვითარების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამაზე მეტყველებს მისგანვე მიღებული სიტყვა უკანასკნელიც (ე.ი. ყველაზე ბოლო). მაგალითად შევადაროთ ერთმანეთს მყარი გამოთქმები: ამას წინათ და მას უკან ყოველი ჩვენგანისთვის აშკარაა, რომ პირველი გამოთქმა (ამას წინათ) ადრინდელ ვითარებას მიუთითებს, ხოლო მეორე (მას უკან) იგივეა რაც: მას შემდეგ. ამ "წინ" და "უკან"- სიტყვების აღრევის წყაროა რუსული გამოთქმები:два часа (тому) назад, три года (тому) назад. და სხ.ვა მართალია, ცალკე აღებული назад ქართულად ითარგმნება როგორც უკან , მაგრამ ეს _მხოლოდ ადგილის მნიშვნელობით! დროის გაგებით კი ამგვარი გამოთქმები პირდაპირ, სიტყვასიტყვით არ ითარგმნება. ასე რომ: სწორია (ეგ გადაცემა გოგი გეგეჭკორს მიყავდა) [b] მრავალი საუკუნის წინ// წინათ ოთხი წლის წინ // წინათ; ერთი თვის წინ// წინათ; ორი კვირის წინ// წინათ; რამდენიმე დღის წინ(ათ); ნახევარი საათის წინ; ხუთი წუთს წინ...;[b][i] დიდი მადლობა, კითხვა დავსვი და პასუხი უკვე ყოფილა -------------------- თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!
თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს! თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს! თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!! |
კანუდოსელი |
Nov 22 2006, 04:39 PM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
არასწორია: დავდ-ო-ბ
სწორია: დავდ-ე-ბ ერთი ფორუმელის გასაგონად -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
თამარი_ცქნაფო |
Nov 22 2006, 04:42 PM
პოსტი
#33
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ასხვავებს სიტყვა განსხვავებიდან არ იწარმოება, იგი იწარმოება სიტყვა სხვაობიდან. ნ ამ შემთხვევაში უადგილოა, რადგან გან ზმნისწინის ანალოგიით გაჩნდა, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ, რადგან თუ გან ძველი ქართული ზმნისწინის სახეა (თანამედროვე სახე გა), მაშინ ა ზმნისწინის ძველი ქართული ფორმაა აღ და არა ან. სიტყვა ასხვავებში ა საარვისო ქცევის ნიშანია, ეს რომ ასეა, შემდეგ ზმნისწინიან მაგალითში კარგად ჩანს: გან-ა-სხვავებს. მაშ, რატომ არის აქ ორი ა, ან მეორე ას სემდეგ რატომ აღარ ვწერთ ნ-ს?
თუმცა ეს ყოველივე არ გამორიცხავს პარალელურ ფორმათა არსებობას, რომლებიც ძირითადად გან ზმნისწინზე მოდის, ხოლო ან-ისზმნისწინად ჩათვლა კი ყოველ შემთხვევაში უადგილო და გაუმართავია! არასწორია: დავდ-ო-ბ სწორია: დავდ-ე-ბ ერთი ფორუმელის გასაგონად ობ და ებ არის თემის ნიშნებია, ასე რომ, შენც ნუ ყოფ ცალ-ცალკე თითოეულ ასოს! -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
Springchild |
Nov 22 2006, 04:42 PM
პოსტი
#34
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 22-November 06 წევრი № 509 |
ციტატა არასწორია: დავდ-ო-ბ nu es kutxuri gamotqma ufro aris... ise, kilosac tavisi xibli aqvs da.. |
თამარი_ცქნაფო |
Nov 22 2006, 04:45 PM
პოსტი
#35
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
რაც შეეხება, ვერც ერთსა და არც ერთს.
1. გვინდა თუ არა, ე სსიტყვები ცალ-ცალკე იწერება; 2. საერთოდ უმჯობესია ზემოთ მოყვანილი კონსტრუქციის დროს საერტდო სხვა სიტყვა ვიხმაროთ და ამით ავიცილოთ თავიდან ზედმეტი უზუსტობანი. მაგალითად, აი, ასე: ვერავინ მოვიდა, არავინ მოვიდა.... -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
დათიკო |
Nov 22 2006, 04:45 PM
პოსტი
#36
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ციტატა სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ... სწორია - რამდენიმე წლის წინ არასწორია - რამდენიმე წლის უკან ეს რუსულიდან კალკირებულია - Несколько лет назад. |
თამარი_ცქნაფო |
Nov 22 2006, 04:51 PM
პოსტი
#37
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ახლა შევეხოთ ფორმებს: დამირეკია, მითქვია, დამიხატია. მესამე სერიას აქვს კითხვა რა მიქნია, სწორედ ეს კითხვა იწვევს არაზუსტ ფორმათა გამოყენებას. მის თანახმად, რა თქმა უნდა, ზმნა -ია-ზე დაბოლოვდება, მაგრამ აქაც გვაქვს გამონაკლსის: თუ ზმნას აქვს -ავ და ამ თემის ნიშნები, მესამე სერიაში ეს ნიშნები უცვლელად გადაჰყვება და შესაბამისად, იცვლება დაბოლოებაც: ხატვა - დამიხატავს, დარეკვა- დამირეკავს, ხატვა- დამიხატავს. რაც შეეხება ისეთ ზმნებს, რომელთაც სხვა თემის ნიშნები ეწარმოებათ, ან საერთოდ არ აჩენენ თემის ნიშნებს, მესამე სერიაში, კითხვაზე - რა მიქნია, ექნებათ -ია დაბოლოება!
მოკლედ, სწორი ფომებია: დამირეკავს, დამიხატავს, მითქვამს.... -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
თამარი |
Nov 22 2006, 07:43 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
მეც შევეხები ერთ ძალზე გავრცელებულ შეცდომას - ვიღაცეები, რაღაცეები.
ეს არის მრავლობითის ფორმა. მხოლობითში გვაქვს ”ვიღაცა”, ”რაღაცა”. შესაბამისად მრავლობითის ფორმის ნიშნის ”ების” დართვისას გვექნება ვიღაცები, რაღაცები. ასე რომ, ეს მეორე ”ე” ზედმეტია. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი |
Nov 25 2006, 12:44 AM
პოსტი
#39
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ფორუმზე ხშირია ასეთი მიმართვა - ხალხნო!
”ხალხი” თავისთავად კრებითი სახელია და მრავლობითის ფორმის ”ნ” აქ ზედმეტია. უნდა იყოს ხალხო. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ახლახანს წავიკითხე ბოლო გზავნილში - ძაან. რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს ძალიან. -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
G_I_O_R_G_I_ |
Nov 25 2006, 01:09 AM
პოსტი
#40
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
მე ისე ვიტყვი რომ ძველ ქართულს არაფერი შეედრება და მოხარული ვქნებოდი დღესაც რომ ასე ვსაუბრობდეთ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი