შუშანიკის წამება, ყველაფერი შუშანიკის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
შუშანიკის წამება, ყველაფერი შუშანიკის შესახებ |
marine |
Sep 27 2020, 03:06 PM
პოსტი
#41
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იცოდეთ, საყვარელნო მსმენელნო, რომ სადაც შუშანიკები არ მოიპოვებიან, უსათუოდ ვარსქენები ბატონობენ და ვარსქენთა ბატონობა კი სულიერი სიკვდილი და განადგურებაა საზოგადოებისა"
/ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 29 2020, 03:02 PM
პოსტი
#42
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ბედნიერია ერი, რომელიც ჰბადებს წმინდა შუშანიკის მსგავთ"
/ეპისკოპოსი ლეონიდე (ოქროპირიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 28 2022, 03:05 PM
პოსტი
#43
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
-----------------------------------
"შუშანიკის მარტვილობა" მაღალმხატვრული ნაწარმოებია, ეს არის ცხოვრებისეული მოვლენების რეალისტურად გადმოცემის ჩვენამდე მოღწეული პირველი რომანი, მძაფრი ადამიანური ვნებებით, ბუნების მხატვრული აღწერილობით, დაწერილი მდიდარი, ადვილად გასაგები, შესანიშნავი ქართულით". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 31 2022, 07:41 PM
პოსტი
#44
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა გაბრიელი [აღმსარებელი და სალოსი] პირველად რუსთაველის გამზირზე ვიხილე (80-იანი წლები). ხელაპყრობილი ხმამაღლა მოუწოდებდა ხალხს: "ქართველებო, გამოფხიზლდით, გონს მოდით, საქართველო რა დღეშია, მეტეხის ტაძარში თეატრს რა უნდა? წმიდა შუშანიკის საფლავი რა დღეშია..."ბერი სალოსი ეკლესიისა და ერის სატკივარს ხმამაღლა გოდებდა და ჩიოდა. ამის შემდეგ მოვინახულე მეტეხის ტაძარი, წმიდა შუშანიკის საძვალე. მართლაც, საფლავზე უპატიოდ ეყარა თეატრის გამოუყენებელი ნივთები".
/იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 25 2022, 01:23 PM
პოსტი
#45
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მართალია, ეს ძეგლი ["შუშანიკის წამება"] საქართველოს ისტორიის მკვლევართათვის მეტად საინტერესო თხზულებაა და ბევრ მნიშვნელოვან ცნობას შეიცავს ადრექრისტიანული პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ, მაგრამ მზითვის ინსტიტუტთან დაკავშირებით იგი ძალზე ფრთხილად უნდა განვიხილოთ. არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ შუშანიკი იყო სომეხი დიდებულის ოჯახიდან და მისი საქართველოში გათხოვება, შესაძლებელია, სომხური წესების მიხედვით მომხდარიყო.
როგორც ნაწარმოებიდან ჩანს, V ს-ის საქართველოში საქმროსაგან საცოლისათვის სამკაულის მირთმევა სავალდებულოდ ითვლებოდა, ყოველ შემთხვევაში, მაღალი წოდების ხალხში მაინც (ვარსქენი, ქვემო ქართლის პიტიახში, ხომ ნამდვილად დაიცავდა ქართულ ტრადიციებს, თუნდაც რომ საცოლე უცხოელი ყოფილიყო). მაგრამ მიჰქონდა თუ არა რაიმე საცოლეს ოჯახში მზითვის სახით, ეს ნაწარმოებიდან არ ჩანს. ამ საკითხის გასარკვევად გ. ნადარეიშვილი იმოწმებს იუსტინიანეს 21-ე ნოველას, რომლის თანახმადაც იმდროინდელ სომხეთში მზითვის ინსტიტუტი ნაკლებად იყო განვითარებული და ფიქრობს, რომ შუშანიკს მზითვი არ ჰქონია. მართალია "შუშანიკის წამების" წაკითხვის შემდეგ ყველაზე ლოგიკურად სწორედ ეს დასკვნა გვეჩვენება, მაგრამ რას გვაძლევს ის საქართველოს მკვლევარებს? ფაქტიურად არაფერს, ვინაიდან შუშანიკის სომხური წარმომავლობის გათვალისწინებით, ჩვენ გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ მის მიერ მზითვის არქონა მეტყველებს V საუკუნის ქართლში მზითვის ინსტიტუტის არ არსებობაზე. ამის დასადგენად სხვა წყაროების მოშველიებაა საჭირო წმინდა ქართული სინამდვილიდან... შეიძლება ვიფიქროთ, რომ შუშანიკს მართლა არ ჰქონია მზითვი; მაგრამ არა იმიტომ, რომ იმ პერიოდის ქართლში მზითვის ინსტიტუტი არ არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ ვარსქენისა და მამიკონიანების ოჯახების მოლაპარაკების შედეგად ასე გადაწყდა. თანაც, იუსტინიანე, რომელიც ბიზანტიის მოსახლეობისათვის მზითვით ქორწინების მომხრე იყო,"ბარბაროსებს" არ მისცემდა უმზითვოდ გათხოვების უფლებას, მათთან რომ ამის ძლიერი ტრადიცია არ ყოფილიყო" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.294-296/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 18 2022, 06:09 PM
პოსტი
#46
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იაკობი წერს: "და მე ვარქუ წმინდისა შუშანიკს: "მიბრძანე და მოგბანო სისხლი ეგე პირსა შენსა და ნაცარი, რომელით თვალთა შენთა შთაცუელ არს, და სალბუნი და წამალი დაგდვა, რაითა, ჰე, ღამე თუ განიკურნო". აქედან ჩანს, რომ იაკობ ცურტაველი იყო არა მარტო ხუცესი და ნიჭიერი მწერალი, არამედ მედიცინაში ერთგვარად განსწავლულიც.
შემდეგში, როგორც ნაწარმოებიდან ირკვევა, თვით წამებული შუშანიკი ხდება მკურნალი" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 86/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 13 2023, 01:57 PM
პოსტი
#47
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სუფრის ეტიკეტის შესახებ ცნობა შემონახულია ქართული ჰაგიოგრაფიის ძეგლში - "შუშანიკის წამებაში". ერთი შეხედვით ნაწარმოებიდან არ ჩანს, კერძოდ, მაგიდას უსხდნენ თუ დაბალ ტაბლას, მაგრამ გმირების მოძრაობის რეკონსტრუირების შემდეგ შეგვიძლია დასკვნების გაკეთება. სავარაუდოდ, თანამეინახეები გრძელ მაგიდას უსხდნენ. ამს გვაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ ჯოჯიკის ცოლს შუშანიკისთვის ჭიქა ღვინის მისართმევად, მოუწია ადგომამ და ღვინის "მირთმევა-მიტანამ". რა თქმა უნდა, სუფრას მსახურები ემსახურებოდნენ, თუმცა განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად ჯოჯიკის ცოლი ცდილობს, თავად შესთავაზოს ღვინო შუშანიკს. სწორედ ამ დროს მოხდა ის ცნობილი ინციდენტი, როდესაც შუშანიკმა "განყარა ხელი და ჭიქა იგი პირსა შეალეწა" ჯოჯიკის მეუღლეს. ამას მოაყოლებს მარტვილი იმ სიტყვებს, რომელიც დღემდე განსჯის საგანია - "ოდეს ყოფილა არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?" ქართული სუფრის ეტიკეტის შესწავლისთვის ნაწარმოების ეს მონაკვეთი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს...
ქართულ სუფრაზე კაცებსა და ქალებს შორის შეზღუდვა მართლაც არსებობდა ღვინის მიღებისას. ის, რაც დაშვებული იყო კაცებისთვის ლხინში, ღვინის სმა და სადღეგრძელოების წარმოთქმა, იკრძალებოდა და დამამცირებებლი იყო ქალისთვის. შუშანიკი სწორედ ქართული სუფრის ამ დეტალის დრამატიზებას ახდენს. ჩვენ საქმე მხატვრულ ნაწარმოებთან გვაქვს და მასში პროზაული პასაჟები უხვადაა წარმოდგენილი. ამიტომაც ჰაგიოგრაფიული ტექსტის ჟესტები თუ რეპლიკები პირდაპირ უტყუარ ისტორიულ ჭეშმარიტებად არ უნდა მივიღოთ, ის ავტორის შემოქმედების ნაწილია და გამოწვლილვით საჭიროებს ანალიზს, რათა ისტორიული რეალობა გამიჯნოს მწერლისეული ფანტაზიისგან. ამდენდა V საუკუნეში ოჯახურ გარემოში "მამათა და დედათა" ერთად ჭამა კი არ იკრძალებოდა, არამედ კაცების თანდასწრებით ღვინის სმა იყო შეურაცხმყოფელი, თუმცა კიდევ გავიმეორებთ, რა თქმა უნდა, შუშანიკი აშკარად ამძაფრებს, დრამატიზებას უკეთებს სიტუაციას, ოჯახურ გარემოში ერთი ჭიქა ღვინის მიღება არანაირი ტრადიციის დარღვევა არ იყო. ეს ასე რომ ყოფილიყო, უკვე საპყრობილეში მყოფ შუშანიკ დედოფალს სასულიერო პირები საკვებთან ერთად ღვინოს არ შეუგზავნიდნენ" /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.186-188/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი