სალა ღობო!, კაფიაობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალა ღობო!, კაფიაობა |
შეხვეწილი |
Feb 13 2007, 03:52 PM
პოსტი
#1
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მოკლედ, აქ ვაშაიროთ ერთმანეთი ზრდილობიი ფორმებშია. მოდით იუმორით ვუთხრათ ერთმანეთს, როგორი წარმოგვიდგენია ნიკის იქეთ მყოფი ადამიანი. გავეხუმროთ.
კი ყველგანა ვხუმრობთ, ვხალისობთ, ვენამოსწრებობთ, მაგრამა აქ უფრო პირადად ვიხუმროთ, ერთმანეთსა ვეშაიროი... ველაღობოი და ვიფუნდრუკოი... შაირი და ტკბილ-მწარე სიტყვაც ხომ ჩვენი ისტორიაა და მემკვიდრეობა... ამბობენ დეპრესიაი შველისო... ერთი პირობითა: ამ პირველის გარდა ყველა გაურითმავი პოსტი დაექვემდებაროს რეინკარნაცია-დისკვალიფიკაციასა ესეც ეპილოგადაა: ,,შაირობა ოდითგანვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი, კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი!'' ალავერდი შენთანა ვაარ: ჰაიტ, შე გლახა! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
marine |
Feb 13 2007, 04:09 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
დაემკვიდრა ჩვენს ფორუმში,
პოსტებში აქვს უკვე წილი, გოგონაა თუ ბიჭია, გვიპასუხებს შეხვეწილი? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T.L. |
Feb 13 2007, 04:16 PM
პოსტი
#3
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
თქვენ გენაცვალოთ ყველასა
ეს ჩემი წრფელი გულიო, ღმერთსა ვთხოვ კარგად იყავით მერე დავლიო სულიო -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
შეხვეწილი |
Feb 13 2007, 04:24 PM
პოსტი
#4
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მარინე
ეს მთავრობაც მასე შვება, თავისი აქვთ ყველგან წილიც, მგელი ცხვარს თუ მოეშვება, გათხოვდება შეხვეწილიც! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
marine |
Feb 13 2007, 04:36 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შეხვეწილი
უი, ქალაი ყოფილხარ, ღმერთმა დაგლოცოს, ლამაზო, შენი სიტყვებით ფორუმი ხშირად რომ გაგვილამაზო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
შეხვეწილი |
Feb 13 2007, 04:40 PM
პოსტი
#6
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მარინე
შენ თუ მანახებ, მოეშვას ცხვრის ფარას სადმე მგელიო, მოდი და თან წამიყვანე სასიძოდ შენა გელიო! ხალხნოუ მიშველეთ თორემ მარინემ ლამის და, გამათხოვაო... იმ წელსამც ცხვარი მგელს ჭამდეს, თიბათვეს იყოსმც თოვაო! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
T.L. |
Feb 13 2007, 04:45 PM
პოსტი
#7
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
marine
შეხვეწილი ქალი კი არა ოქრო ხართ, მიყვარხართ დაო ძლიერად, ხმლითა დავკოდავ ყველასა, ვინც რამეს გეტყვით ცბიერად... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
missis_kartveli |
Feb 13 2007, 04:50 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
შეხვეწილი
მე დაპსოტვა არ მინდოდა, შენ შემომაგდე ძალათო, აქ შაირობა გინდოდა, PM-ში რად მწერ ლამაზო? |
შეხვეწილი |
Feb 13 2007, 04:51 PM
პოსტი
#9
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
t.l
marine მთელ ფორუმს! მიშველეთ, ხალხნო, ტ.ლ.-მ და მარინემ გამათხოვესო! იმ წელსამც ცხვარი მგელს გლეჯდეს! შუა ზაფხულში თოვდესო! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
T.L. |
Feb 13 2007, 04:54 PM
პოსტი
#10
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
შეხვეწილი
შენ რა გჭირს ქალაუ საშველი? შამეშვი გადი, გამცილდი, თორემ სიმწრისგან ვბრაზდები თან დღეს მგონია გავცივდი. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
თათი87 |
Feb 13 2007, 04:56 PM
პოსტი
#11
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
t.l.
marine -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
marine |
Feb 13 2007, 04:57 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მარინე შენ თუ მანახებ მოეშვას ცხვრის ფარას სადმე მგელიო, მოდი და თან წამიყვანე სასიძოდ შენა გელიო! რა ვქნა რომ კაცი არა ვარ, არ ძალმიძს ცოლად მყავდეო, არ ძალმიძს შენსა სიყვარულს ჭკუიდან გადავყავდეო. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მნათე |
Feb 13 2007, 04:59 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
რევიცი რევიცი
რევიცი რევიცი დაამცინეთ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
შეხვეწილი |
Feb 13 2007, 04:59 PM
პოსტი
#14
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
t.l
marine mis-qartveli ქალი გეგონოსთ, მამენდეთ... შუაშიმც ლაღად ჩამისვამთ... დავატრიალებ ფრანგულსა - სუყველას ცოლად დაგისვამთ! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
T.L. |
Feb 13 2007, 05:00 PM
პოსტი
#15
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
მნათე
გულს ნუ გაიტეხ ძმისგულო თუ ვერ აგვყევი თამასსში ეს თავსატეხი ყოფილა ხო ხედავ გავიჭედე -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
კანონისტი |
Feb 13 2007, 05:02 PM
პოსტი
#16
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კაც რომ აქ შამაიხედავ
და შაირებსა ნახავო განა კი იგრძნობ რომ მალე იწყება დიდი მარხვაო? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გლახა |
Feb 13 2007, 05:02 PM
პოსტი
#17
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
შეხვეწილს:
კაცი ხარ თუ ქალიო არ არს ჩემი ბრალიო გადარიე ფორუმი დააბნიე ხალხიო |
T.L. |
Feb 13 2007, 05:02 PM
პოსტი
#18
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ციტატა ქალი გეგონოსთ, მამენდეთ... შუაშიმც ლაღად ჩამისვამთ... დავატრიალებ ფრანგულსა - სუყველას ცოლად დაგისვამთ! არა, არ მიცნობთ ქალასა მე ვერ მანახება ძალასა. ჩემი საქმისა თავობა არაერთს უთქვმს კარგადა. -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
marine |
Feb 13 2007, 05:04 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შეხვეწილი
რა ვქნა რომ სატრფო უკვე მყავს, რა მოვუხერხო ამ გულსა, გვერდიდან ის არ მშორდება, ის ატრიალებს ფრანგულსა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
გლახა |
Feb 13 2007, 05:05 PM
პოსტი
#20
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ციტატა კაც რომ აქ შამაიხედავ და შაირებსა ნახავო განა კი იგრძნობ რომ მალე იწყება დიდი მარხვაო? აქაც მასულა ყმაწვილი ენას ილესამს ჩვენზედა მალე ქორწილი იქნების, რაღატომ გვიშლი ნერვებსა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი