IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

41 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კალენდარული საკითხი
KAIROS
პოსტი Dec 21 2006, 09:47 PM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ჩემო კარგებო!
ჩემი ძმები, ბერძენი, ბულგარელი, რუმინელი და სხვა მართლმადიდებლები, მალე შობას იდღესასწაულებენ, ახლა ვამზადებ მისალოც ვირტუალურ და არავირტუალურ ბარათებს, არადა ჩვენ ჯერ შორს ვართ შობის დღესასწაულისაგან...
მალე მოდის საერო ახალი წელიც, რომელი ყოვლადგაურკვეველი მიზეზების გამო, ზოგი მორწმუნე ეწინააღმდეგება და ლამის აკრძალონ კიდეც მისი შეხვედრა, კიდევ კარგი პატრიარქი ულოცავს ხალხს 1 იანვარს ...
ჰოდა, ამან მიბიძგა იმისაკენ, რომ ახალი თემა გავხსნა, ვიმსჯელოთ, რა არის კალენდარი, სტილი, პრობლემა...
არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი საწინააღმდეგო აზრი გაჩნდება და რადგან ეს კიდევ ერთი თემაა, სადაც შეხლა-შემოხლა ბუნებრივია, რომ იქნება, უბრალოდ გთხოვთ, იქნებ აქ მაინც თავი შევიკავოთ ზედმეტი უხეშობისა და აგრესიისაგან!
გმადლობთ
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 21 2006, 09:56 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კაიროს, შენი არ იყოს მეც ვამზადებ ამ მისალოცებს, ჰოდა რა ვიცი, რას გაიგებ, ზოგი ასე ფიქრობს და ზოგი ისე, თუმცა სამწუხაროა, რომ კალენდრის გაიგივება ჭეშმარიტებასთან-რეალობა გახდა. მე პირადად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ზოგადად კალენდართან დაკავშირებით, დიდი საიმოვნებით ვცხოვრობ ამით, ასევე არანაკლები სიმაოვნებით ვიცხოვრებდი ნებისმიერი სხვა კალენდრით, ქრისტე კალენდრისთვის არ მოსულა.

პ.ს.
ვინც ამაზე ქმნიან შფოთს, სამწუხაროდ ძირეული საკითხები არ უწყიან ქრისტიანობს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 21 2006, 09:59 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ძალიან ცუდია კალენდართან დოგმატური მიდგომა sad.gif

ერთადერთი არგუმენტი ძველი სტილის "დოგმის ხარისხში" ასაყვანად, იულიანური კალენდრით-აღდგომას გარდამოსული მადლმოსილი ცეცხლია...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Dec 21 2006, 10:00 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მნათე @ Dec 21 2006, 10:59 PM) *

ძალიან ცუდია კალენდართან დოგმატური მიდგომა sad.gif

ერთადერთი არგუმენტი ძველი სტილის "დოგმის ხარისხში" ასაყვანად, იულიანური კალენდრით-აღდგომას გარდამოსული მადლმოსილი ცეცხლია...


ეგ არგუმენტი არაა, ცეცხლი არა კალენდრის გამო გადმოდის, არამედ იმის გამო რომ ჩვენი რწმენა ჭეშმარიტია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Dec 21 2006, 10:06 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კანუდოსელი

ხოოომ biggrin.gif

ამონარიდი, კონსტანტინეპოლის პატრიარქის სიტყვებიდან:

"მართლმადიდებელ ეკლესიაში მყოფი დღევანდელი ზილოტები კალენდრის საკითხს, დიაქრისტიანულ და რელიგიათშორის დიალოგებს, ე.წ. ეკუმენურ მოძრაობას ძირითად დოგმატურ საკითხთა რანგში განიხილავენ, ვინაიდან მცდარი დამოკიდებულება აქვთ როგორც ამ საკითხთა ზუსტი განზომილებების, ასევე შესაბამისი ქმედებების მიმართ. გამოაცალკევებენ ხოლმე მამათა ზოგიერთ გამონათქვამს და მათზე დაყრდნობით მცდარ მეცნიერულ საფუძვლებს აყალიბებენ.
ასე, მაგალითად, კალენდრის საკითხი ცხოვნების საკითხთა რანგში აჰყავთ, თითოეული ადამიანის ცხოვნების კრიტერიუმად წარმოაჩენენ მაშინ, როდესაც ის მხოლოდ წესრიგის საკითხს განეკუთვნება. ამავე დროს, უგულებელყოფენ წმიდა იოანე ოქროპირის სწავლებას, რომ "არ არსებობს დრო ღმერთისათვის" და ასევე: "არცა დღეთა და არცა დროთ, და არცა წელიწადთ ვითვლით, არამედ ეკლესიას მივყვებით სიზუსტის დაცვით, სიყვარულსა და მშვიდობას ვამჯობინებთ ყველაფერს. და თუკი ეკლესიამ მაინც დაუშვა შეცდომა, ის არ იყო გამოწვეული დროის სიზუსტით, არამედ განხეთქილებითა და სქიზმით ჩადენილი დანაშაულის გამო. ამიტომაც ნურავინ მეტყვის სიტყვას დროის შესახებ, რამეთუ არ იქნება იგი ღმრთის მიერი" (P.G.48,870)."


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Dec 21 2006, 10:08 PM
პოსტი #6


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მე რამდენადაც გავიგე საბერძნეთი გადავიდა ახალ სტილზე და ათონის მთა არა. ძალიან სამწუხარო ფაქტია ასეთი სახის გაყოფა.
დასაფიქრებელია მიზეზები თუ რატომ ხდება საერთოდ გადასვლა ახალ სტილზე. არც მე მაქვს გართულება და არც იმის მეშინია რომ ცეცლხი აღარ გადმოვა, მაგრამ მაინც მიკვირს ვის სჭირდება ასეთი რამე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 3 2007, 06:12 PM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



წელიწადი საეკლესიო თვალთახედვით
წელიწადის ცნება მჭიდრო კავშირშია საეკლესიო კალენდართან. საეკლესიო კალენდარს რთული შინაგანი აგებულება გააჩნია. მისი უმთავრესი ფუნქცია - საეკლესიო ლიტურგიკული ცხოვრების რეგულირება გახლავთ. ამდენად, საეკლესიო კალენდარი (ვგულისხმობთ იულიუსის კალენდარს), ერთის მხრივ, წარმოადგენს დროის ათვლის მწყობრ სისტემას, მეორეს მხრივ, თვით აწესრიგებს დროს და ახდენს მის საღვთისმსახურო ციკლებად „სტრუქტუირებას“. მისი უხილავი, სულიერი ვექტორი კი ადამიანის ცნობიერების ღმერთთან მიმართება გახლავთ.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, უმჯობესია ვისაუბროთ არა უბრალოდ საეკლესიო კალენდარზე, არამედ საეკლესიო პასქალია-კალენდარზე და წარმოვაჩინოთ მისი კავშირი წელიწადთან.

საეკლესიო პასქალია-კალენდარი ერთგვარ ჩაკეტილ ლიტურგიკულ ციკლს წარმოადგენს, რომლის რიტმს განსაზღვრავს „უძრავი“ და „მოძრავი“ დღესასწაულები. უმთავრესი „უძრავი“ დღესასწაული - იესო ქრისტეს შობაა (ძვ. სტ. 25.XII), ხოლო უმთავრესი მოძრავი დღესასწაული კი - მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღე (ძვ.სტ. 22.III-25. IV).

ამ დღესასწაულებზე ორიენტირებით დადგინდა, საეკლესიო პასქალია-კალენდარში უმნიშვნელოვანეს დღესასწაულთა თარიღები ამ საკითხთა დადგენას ეკლესიის წმიდა მამათა თეოლოგიური ანალიზი უძღოდა, ეს ანალიზი გახდა პასქალია-კალენდრის „კანონიზაციის“ განმაპირობებელი და ფუძემდებლური როლი დაეკისრა საეკლესიო ღვთისმსახურების ჩამოყალიბებაში.

საეკლესიო პასქალია-კალენდარი, ორი წრისგან, ორი ნაწილისგან შედგება: უძრავისა და მოძრავისაგან. აქედან პირველი, უცვლელ წრეს - საეკლესიო წელიწადს წარმოადგენს, ხოლო მეორე კი ცვალებად წრეს - საპასექო წელიწადს.

ღვთისმსახურებაში ამა თუ იმ კალენდარული წლის ნებისმიერი დღის განგების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორი პასქალია-კალენდრის ორივე ნაწილი გახლავთ, რისი წვდომისთვისაც მოკლედ საღვთისმსახურო ციკლებს შევეხოთ.

თავდაპირველად შევნიშნავთ, რომ მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში ერთმანეთისაგან განარჩევენ „უძრავ“ და „მოძრავ“ დღესასწაულებს.

დღესასწაული „უძრავია“, თუ მისი აღსრულების თარიღია უცვლელი, შვიდეულის დღე კი მოძრავი (მაგ. მაცხოვრის შობა - 25 დეკემბერი (ძვ. სტ), ხარება, ჯვართამაღლება და სხვა). ხოლო „მოძრავია“ დღესასწაული, თუ უცვლელია ამ დღესასწაულის აღსრულების შვიდეულის დღე, ხოლო თარიღი კი მოძრავი (მაგ. აღდგომა -კვირა დღე, ამაღლება და სხვა).

ამგვარად, მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში სამი სახის ციკლი მოქმედებს: წლიური, კვირის შვიდეულის დღეთა და სადღეღამისო. ეს ციკლები ერთგვარად ავსებენ ერთმანეთს და ღვთისმსახურების დინამიურობას, მის მრავალფეროვნებას წარმოაჩენენ. ვინაიდან, წელიწადის ცნება, უპირატესად, „წლიურ ციკლთან“ მიმართებით არის მნიშვნელოვანი, საღვთისმსახურო ციკლების განხილვას ამ ციკლით დავიწყებთ.

1. წლიური ციკლი წლის თითოეული თვის ყოველი დღის მსახურებას მოიცავს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ორი წრისაგან - საეკლესიო წელიწადისა და საპასექო წელიწადისაგან შედგება. ამ ციკლს დღესასწაულთა წლიურ ციკლური მონაცვლეობა ახასიათებს, და რადგან წრე მარადიულობის სიმბოლოა, ღვთისმსახურებისას კი დროში მარადისობა განცხადდება, აქ დედამიწაზე, მას „დასაწყისი“ აქვს:

ა) საეკლესიო წელიწადისათვის - საეკლესიო ახალი წელი (ძვ. სტ-ით პირველი სექტემბერი), ხოლო - ბ) საპასექო წელიწადისათვის - საპასექო ახალი წელი (აღდგომის დღესასწაული).

წლიურ საღვთისმსახურო ციკლს თავისებური სტრუქტურა აქვს და მასში მართმადიდებლური ღვთისმსახურების მრავალსაუკუნოვანი ისტორიაა ასახული. მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის უდიდესი თორმეტი დღესასწაული, წმინდათა ხსენება, მარხვები და დღესასწაულები ურთიერთმონაცვლეობენ, რითაც საეკლესიო ცხოვრების საოცარი დინამიკა განცხადდება.

აქ, წლიურ ციკლში, ჩვენს სულიერ მზერას ღვთაებრივი სიყვარულისა და ადამიანთა ხსნის საღმრთო აღმშენებლობის გზის საიდუმლო იხსნება, რაც ეტაპობრივად საუფლო და ღვთისმშობლის დღესასწაულთა მსახურებებშია ასახული.

წლიურ ციკლში საეკლესიო წელიწადის სულიერ ცენტრს მაცხოვრის შობის დღესასწაული წარმოადგენს, საპასექო წელიწადისა კი - აღდგომის დღესასწაულია.

თეოლოგიური თვალსაზრისით წელიწადის წლიური ციკლის ზოგიერთ სიმბოლურ განმარტებას მოვიხმობთ:

- წელიწადი მარადისობის სიმბოლოა, აკეთებს წრეს, ყოველთვის თავის თავში ბრუნავს და არსად ჩერდება;

- წლის დასაწყისი მარადიული ცხოვრების დაწყების სიმბოლოა, რადგან ჭეშმარიტი საპასექო მსხვერპლი, სწორედ ამ დროს შეიწირა, რითაც ჩვენი ცხოვრება დროის მიღმიერი გახდა;

- გაზაფხულის ბუნიობა (დღეღამტოლობა) მიჯნაა დროსა და მარადისობას შორის. იგი ერთგვარ ზღვრად უდევს უძრაობასა და მოძრაობას.

სადღეღამისო, კვირის შვიდეულის დღეების და წლიური ციკლების დროის საზრისში „განფენილი“ ღვთისმსახურება, ადამიანის სულის ღმერთთან მიახლების ერთგვარ გზას სახავს და არღვევს ფიზიკური დროისა და სივრცის საზღვრებს. მართლმადიდებლური ღვთისმსახურება (ლიტურგიკულ, ევქარისტიულ დროსა და სივრცეში) ადამიანებს ზეცის, ცათა სასუფევლის მცხოვრებლებთან აერთიანებს, მაგრამ ამ გზას, ამ ერთიანობას გაცნობიერება სჭირდება.

ადამიანთათვის, რომელთაც მტკიცედ გადაწყვიტეს, შეუდგნენ იესო ქრისტეს მაცხოვნებელ გზას, ყოველი დღესასწაული აღიქმება, როგორც ღვთის მადლის განმაახლებელი მოქმედება, სულიერი ცხოვრების ახალი განცდა, მათი იდუმალი შეერთება ღმერთთან - განღმრთოება. და აი, ადამიანი იძენს უნარს თავის თავში აღიქვას ის, რაც ობიექტურად განცხადდება ღვთისმსახურებისას.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საეკლესიო პასქალია-კალენდარში ტრადიციული ასტრონომიული ცნებები: წელიწადი, წლის დასაწყისი, ბუნიობა, მზისა და მთვარის ციკლები და სხვა, უპირატესად რელიგიური ცნობიერების სფეროში მოიაზრება, რაც გახლავთ კიდეც ჩვენი ძირითადი სათქმელი და რისი გათვალისწინებაც აუცილებელია საპასექო საკი-თხებში სწორი ორიენტირებისათვის.

2. კვირის შვიდეულის ციკლი კვირის, ორშაბათის, სამშაბათის და ა. შ. შაბათის დღეთა მსახურებებს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ შვიდეულის ყველა დღეს გარკვეულ წმინდანთა და მნიშვნელოვან მოვლენათა ხსენება უკავშირდება. ასე მაგალითად, საღვთისმსახურო წიგნში - „პარაკლიტონი“ ორშაბათ დღეს უხორცო ძალთა (ანგელოზთა) განგებაა მითითებული, სამშაბათ დღეს - იოანე ნათლისმცემლის განგება და ა. შ.

ამ ციკლის სულიერ ცენტრს კვირა დღე - მაცხოვრის აღდგომის დღესასწაული წარმოადგენს.

3. სადღეღამისო ციკლის მსახურებები 3 ქვემსახურებად იყოფა და ისინი საღამოს, დილით და დღისით აღესრულებიან. ამასთან, თითოეული ეს ქვემსახურება სამი ჟამნის მსახურებას მოიცავს, რომელთაც ქვემოთ „მცირე წმიდის“ განგების მაგალითზე განვიხილავთ.

საღამოს მსახურება: IX ჟამნი, მწუხრის ჟამნი, სერობის ჟამნი;

დილის მსახურება: შუაღამის ჟამნი, ცისკრის ჟამნი, I ჟამნი;

დღის მსახურება: III ჟამნი, VI ჟამნი, საღმრთო ლიტურგია (სადილის ჟამნი).

(შენიშვნა: ჟამნთა ზემოთ აღნიშნული თანმიმდევრობა „ღმერთი უფალის“ მსახურებისას აღესრულება).

ამ ციკლის სულიერი ცენტრი საღმრთო ლიტურგიაა.

საეკლესიო წელიწადი არის პასქალია-კალენდრის წლიური ციკლის უძრავი ნაწილი (უცვლელი წრე), რომლის მეშვეობითაც „უძრავ“ დღესასწაულთა მონაცვლეობა რეგულირდება.

საეკლესიო წელიწადი პირობითად სამ პერიოდად იყოფა:

პირველი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობიდან (უფრო ზუსტად, საეკლესიო ახალი წლიდან - ძვ. სტილით პირველი სექტემბრიდან) მაცხოვრის შობამდე, რომელიც ძველი აღთქმის პერიოდს, ანუ დასაბამიდან ძე ღვთისას განკაცებამდე დროის მონაკვეთს შეესაბამება;

მეორე - მაცხოვრის შობიდან ამაღლების დღესასწაულის (აღდგომიდან მე-40 დღე) წარგზავნამდე, რომელიც მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებას ეთანადება;

მესამე - სულთმოფენობიდან (აღდგომიდან 50-ე დღე) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნამდე, ანუ მიწიერი, მებრძოლი ეკლესიის დაარსებიდან ვიდრე მეორედ მოსვლამდე.

როგორც ვხედავთ, საეკლესიო წელიწადი, რომელიც (ძვ. სტილით) პირველი სექტემბრით იწყება და 31 აგვისტოს მსახურებით მთავრდება, ქვეყნიერების შექმნიდან მეორედ მოსვლამდე დროის მონაკვეთს ეთანადება.

მეტი სიცხადისათვის დავძენთ, რომ საჭიროა ერთმანეთისაგან განვასხვაოთ საპასექო წელიწადი (იხ. ქვემოთ) და მისი პერიოდები, საეკლესიო წელიწადისაგან. ამასთან, ისინი ავსებენ რა ერთმანეთს, ერთ მთლიანობაში წარმოაჩენენ საღმრთო ისტორიას და ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულების გზას (ლიტურგიკულ, ევქარისტიულ დროსა და სივრცეში).

საგანგებოდ საეკლესიო ახალი წლის დაწყების თარიღს შევეხოთ:

- ზოგიერთი ცნობით, პირველი სექტემბრით საეკლესიო ახალი წლის დაწყება I მსოფლიო კრების (ნიკეა, 325წ.) წმიდა მამათა გადაწყვეტილებას მიეწერება.

- საეკლესიო ახალ წლად აღნიშნული თარიღის დადგენის მიზეზად იმასაც მოიაზრებენ, რომ ძვ. სტილით 1 სექტემბერს, შაბათ დღეს, ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე ... ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“ (ლკ. IV, 18-19). ამ საკითხს სავსებით ეხმიანება (ძვ. სტ.) პირველი სექტემბრის განგების ინდიქტიონის მე-2 დასდებელი: - „... ოდესმე შენვე ნაზარეთს შინა, საწინასწარმეტყველო წიგნი ხორც-შესხმულმან, ქრისტე ღმ ერთო, მ ი იღე რა აღმოკითხვად, განაღე და ასწავე ერსა, შენ ზედა აღსრულებად წერილი იგი.“

- აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 312 წლის 1 სექტემბ ერს კონსტა ნტი ნ ე დიდმ ა გამანადგურებელი დამარცხება აგემა მაქსენტის, რის შემდეგაც ქრისტიანებს სარწმუნოების აღსარების სრული თავისუფლება მიეცათ. ამ მოვლენის აღსანიშნავად ვარაუდობენ, რომ ბერძნულ ეკლესიაში საეკლესიო წელიწადის ათვლა (ძვ. სტ.) 1 სექტემბერს იწყება და იკურთხება კიდეც „გვირგვინი წელიწადისა“.

და მაინც, ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს უმთავრეს კითხვას, თუ რატომაა დედა ეკლესიაში დადგენილი, საეკლესიო ახალი წლის (ძვ. სტ.) პირველი სექტემბრით დაწყება?!

მეტი სიცხადისათვის XIV საუკუნეში მოღვაწე წმ. გრიგოლი პალამას სწავლებას მოვუხმობთ, რომლის მიხედვითაც - „შემოდგომა და მისი პირველი თვე სექტემბერი, რომელიც არის კიდეც წლის დასაწყისი, იმავდროულად არის დასაწყისი ჩვენი ცხონებისა, საღმრთო აღმშენებლობის გზისა ...“ (იხ. 2, წგ. 3, გვ. 14).

საეკლესიო ახალი წლის (ძვ. სტ.) პირველ სექტემბერს აღნიშვნა: - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობით განისაზღვრა, რომელიც გახლდათ წინკარი, კარიბჭე, იესო ქრისტეს ხორციელი მოსვლისა. იგი მოასწავებდა ცოდვისა და სიკვდილისაგან დახსნის ჟამის მოახლოებას, რის შესახებაც სწავლება უაღრესად ნათლადაა წარმოჩენილი საეკლესიო ჰიმნოგრაფიაში. ასე მაგალითად, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულის განგებაში ვკითხულობთ:

- „შობამან შენმან ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა, რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა ქრისტე ღმერთი ჩვენი, დაჰხსნა წყევა და მოგუმადლა კურთხევა, და განაქარუა სიკუდილი და მოგუანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო“ (ტროპარი, ხმა 4);

- „დღეს ანნასაგან ... ღვთისმშობელი აღმოცენდა, ცხოვრებად კაცთა, რომლისა მიერ ყოველთა ცხოვრების მომცემელი, იშვების ზესთა გონებისა ... “ (მც. მწუხრი. უფალო ღაღადჰყავსა ზედა მე-2 დასდებელი);

- „... ესერა სასძლო მეუფისა, და წიგნი სიტყვისა ცხოვრებისა, მუცლისაგან უნაყოფოსა გამობრწყინდა, და ბჭე აღმოსავალით იშუების დღეს, მომლოდებელი შემავალსა მღუდელსა რომელსა შევიდა განუღებელად ...“ (დიდი მწუხრი, უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა მე-2 დასდებელი);

- „დღეს ბერწისა ბჭენი განიხმიან და ქალწულებისა საღმრთო ბჭე იშუების, დღეს იწყო დიდებულად აღყვავებად მადლმან, და ღვთისმშობ ელსა სოფელსა აღმოუბრწყინვებს, რომლისაგან ქვეყანისანი ზეცისათა შეართნეს საკვირუელად ...“ (დიდი მწუხრი, უფალო ღაღადჰყავსა ზედა მე-4 დასდებელი);

- „დღეს უნაყოფო ანნა ჰშობს მშობელსა ღვთისასა, ... რომლისა მიერ ხორცნი შეისხა მაცხოვარმან, აღსრულებად საღმრთოსა განგებისასა ...“ (დიდი მწუხრი, დასაწყისი მე-18 გვ. გაგრძელება მე-20 გვ. უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა ბოლო დასდებელი);

- „დასაბამი ცხოვრებისა ჩვენისა დღეს იქმნა კრებულნო მორწმუნეთანო ...“ (დიდი მწუხრი, ლიტანიასა ზედა პირველი დასდებელი);

- „გვაუწყე ჩუენ დავით, რასათვის გეფუცა შენ ღმერთი, ხოლო იგი ღაღადებს, რასათვის იგი მეფუცა აღმისრულა, რამეთუ აჰა ესერა მუცლისა ჩემისაგან მომცა ქალწული, რომლისაგან ახალი ადამ ქრისტე დამბადებელი იშვების ხორციელად ...“ (დიდი ცისკარი, წარდგომა შემდგომად პირველი ფსალმუნებისა);

- „დღეს ხიდი ცხოვრებისა იშუების, რომლისა მიერ კაცთა ჰპოვეს აღმოწოდებაი ჯოჯოხეთით...“ (საცისკრო კანონთა პირველი გალობის, პირველი კანონის ბოლო ტროპარი);

და მრავალი სხვა...

რაც შეეხება ჩვენში ამ თარიღის შემოღების საკითხს, დიდი ქართველი მეცნიერის კორნელი კეკელიძის მოკვლევით: - „ქრისტიანობის შემოღების შემდეგ ჩვენში დარჩა ძველებური აგვისტოს წელიწადი, რომელმაც გამოყენება ჰპოვა ლიტერატურულ, კერძოდ, ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში. მაგრამ ამასთან ერთად ქრისტიანობამ ჩვენში გზა გაუკაფა მეორე სისტემის წელიწადს - სექტემბრისას ანუ ინდიქტურს, რომელიც წელიწადს პირველი სექტემბრიდან ითვლიდა. ამ წელიწადის არსებობა რომისა და საბერძნეთის სამყაროში მეოთხე საუკუნეში დამოწმებულია ამბროსი მედიოლანელის და ათანასი ალექსანდრიელის თხზულებებით, აგრეთვე მეხუთე საუკუნის ერთი კოპტური ქადაგებით. ამის შემდეგ ზოგი ანგარიშობდა ჩვენში ძველებურად, აგვისტოს წელიწადის გამოყენებით, ზოგი კიდევ ახლებურად, სექტემბრის ანუ ინდიქტური წლის მიხედვით“.

საპასექო წელიწადი მოიცავს დროის ინტერვალს აღდგომიდან აღდგომამდე და იგი პირობითად სამ პერიოდად იყოფა:

პირველი - აღდგომიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე (სულთმოფენობის შემდგომი კვირა);

მეორე - ყოველთა წმიდათა კვირიაკიდან მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე;

მესამე - მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომამდე.

თითოეული ეს პერიოდი განსხვავებული ლიტურგიკული თავისებურებებით ხასიათდება. ასე მაგალითად: ზატიკის პერიოდი ანუ საპასექო წელიწადის პირველი პერიოდი, განსაკუთრებული საზეიმო ხასიათით გამოირჩევა, რაც მაცხოვრის ბწყრინვალე აღდგომის, ამაღლებისა და სულთმოფენობის დღესასწაულებთანაა დაკავშირებული.

ზატიკის პერიოდი (იგივე საპასექო წელიწადის I პერიოდი) სამ ქვეპერიოდად იყოფა:

1. ბრწყინვალე შვიდეული; 2. თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე; 3. ამაღლებიდან ყოველთა წმიდათა კვირიაკემდე.

ასევე სამ ქვეპერიოდად იყოფა საპასექო წელიწადის მესამე პერიოდიც:

1. დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი (სამი შვიდეული და 4 კვირა დღე); 2. დიდი მარხვის პერიოდი (ბზობის კვირამდე) და 3. ვნების შვიდეული.

III პერიოდი განსაკუთრებული დროა თითოეული ქრისტიანის ცხოვრებაში. ეს არის დრო სინანულისა, ცოდვებისაგან განწმენდისა, საკუთარი თავის შეცნობისა, ქველმოქმედებისა, სათნოებათა აღსრულებისა და სხვა.

იმის გამო, რომ აღდგომის დღესასწაული ძვ. სტ.-ით 22 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით მოიწევა, საპასექო წელიწადის ხანგრძლივობა დღეთა არათანაბარ რიცხვს მოიცავს. თუ კალენდარული წელიწადი უბრალო წელს 365 დღე-ღამეს, ხოლო ნაკიან წელს 366 დღე-ღამეს შეადგენს, რაც დაახლოებით 52 შვიდეულის ტოლია (365=52X7+1), სხვადასხვა საპასექო წელიწადში შვიდეულების ოდენობა 50, 51, 54 და 55-ია.

ზემოთ, ზოგადად, ლიტურგიკული დროის „სტრუქტუირების“ საკითხი განვიხილეთ, აქ კი მოკლედ საპასექო წელიწადთან დაკავშირებით რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საკითხს შევეხებით, კერძოდ:

„ხმათა“ განაწილებას;
კვირის 11 საცისკრო სახარების განრიგს;
სახარებათა რიგითი საკითხავების განაწესს;
კვირის შვიდეულების კვირა და ორშაბათი დღით დაწყებას.
1. მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაში საგალობლები 8-ხმათა სისტემაზეა გაწყობილი და საპასექო წელიწადში პირველი ხმის ათვლა, ანუ 8-ხმათა განაწესის დაწყება, ყოველთა წმიდათა კვირიაკის შემდგომი კვირა დღიდან იწყება (შენიშვნა: პეტრე-პავლობის მარხვის აღება სულთმოფენობიდან პირველ კვირას, ყოველთა წმიდათა კვირიაკეს ემთხვევა).

2. კვირის მსახურებათა ცისკრის ჟამნზე მონაცვლეობით 11 სახარება იკითხება. ამ სახარებათა განაწესის პირველი სახარების კითხვა, სულთმოფენობიდან I კვირას - ყოველთა წმიდათა კვირიაკეს იწყება და ასე გრძელდება დიდი მარხვის დამთავრებამდე.

3. სახარებათა რიგითი საკითხავების განაწესი აღდგომის დღით იწყება (და ეკლესიაში დადგენილი სათანადო წესის შესაბამისად) მთელ საპასექო წელიწადს მოიცავს: პირველი პერიოდის ანუ ზატიკის 7 კვირას, მეორე პერიოდის 33-38 კვირას და მესამე პერიოდის (3+7=) 10 კვირას.

4. კვირის შვიდეულები აღდგომიდან სულთმოფენობამდე კვირა დღით იწყება და შაბათით მთავრდება, ხოლო სულთმოფენობიდან მომდევნო აღდგმომამდე კი ორშაბათი დღით და კვირა დღით სრულდება. შესაბამისად ამისა, ზატიკის პერიოდში მეორე კვირას მე-2 შვიდეული მოსდევს, მესამე კვირას - მე-3 შვიდეული და ა.შ., ხოლო სულთმოფენობიდან კი პირველ კვირას მე-2 შვიდეული, მე-2 კვირას - მე-3 შვიდეული და ა.შ. ამიტომ აღდგომის შემდეგ პირველი კვირა - თომას კვირა აღდგომიდან მეორე კვირად იწოდება, მენელსაცხებლე დედათა კვირა - აღდგომიდან მესამე კვირად და ა.შ., ხოლო სულთმოფენობიდან პირველი კვირა (ყოველთა წმიდათა კვირიაკე) - სულიწმიდის გარდამოსვლიდან პირველ კვირად, მეორე კვირა - სულიწმიდის გარდამოსვლიდან მეორე კვირად და ა.შ.

აქ ბოლოს, პასუხი უნდა გაეცეს უმთავრეს შეკითხვას: თუ რა შინაარსის მატარებელია საპასექო წლის დასაწყისი - საპასექო ახალი წელი?

მეტი სიცხადისათვის კვლავ წმ. გრიგოლ პალამას სწავლებას მოვუხმოთ, რომელიც ერთ-ერთ თავის ჰომილიაში (იხ. 2, წგ. I, გვ. 171-172) ადამიანთა ხსნის საღმრთო განგებულებაზე საუბრისას, წმ. პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს VI თავის 3-5 მუხლებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი სწავლებით, აქ წმ. პავლე მოციქული კაცთა მოდგმის ქრისტეში განახლების სამ სტადიაზე მიუთითებს.

მოციქულის სიტყვებში:

- „ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუის მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანადავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა“... წმიდა მამა ჩვენი განახლების I სტადიას ჭვრეტს, რადგან, მაცხოვარმა ჯვარზე „ჩუენთაცა ცოდვათა ხელითწერილი განხეთქნა“ და „ნათლისღებითა მისთანა დაფლულთა“ განწმენდს.

შემდეგი სიტყვები:

- „რაითა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაით, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაითა ვიდოდეთ“, იგი II სტადიაზე მიუთითებს, ხოლო სიტყვებით: - „რამეთუ უკუეთუ განანერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ“, III სტადიაზე, ანუ ჩვენი „განახლების დამთავრებაზე“ გვესაუბრება.

აქვე, წმ. გრიგოლ პალამა წმ. პავლე მოციქულის სხვა სიტყვებზეც ამახვილებს ყურადღებას, რითაც ცხადად მიგვითითებს დასაწყისსა და სახეს ჩვენი განახლებისა:

- ... „თვით ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით შვილებასა მას მოველით გამოხსნასა მას ხორცთა ჩუენთასა“ (იხ. რომ. 8,23).

წმიდა მამას, III დამამთავრებელი სტადიის შესახებ, ფილიპელთა მიმართ ეპისტოლედან წმ. პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვებიც მოჰყავს:

- ... „ვინაცა მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა, რომელმან გარდაცვალნეს ხორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი, რაითა იყვნენ იგიბი თანა-ხატ ხორცთა მათ დიდებისა მისისათა“... (იხ. ფილ. 3,20-21).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადია, რომ საპასექო წლის დასაწყისი - საპასექო ახალი წელი, ეს არის დღე:

- სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლისა;

- მიწიდან ზედაც ამაღლებისალ

- სულიერი გაზაფხულის დადგომისა;

- საყოველთაო აღდგომის „დასაწყისისა“ (მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი ადამიანის მკვდრეთით აღდგომის მონიჭებისა);

- დაცემული კაცობრივი ბუნების აღდგენის დასაწყისისა (რომელიც მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომით იწყება და მთელ სისრულეს მაცხოვრის ზეცად ამაღლებისას იძენს);

და სხვა.

ამდენად, ცხადად გამოიკვეთა საპასექო წლის დასაწყისის - საპასექო ახალი წლის მნიშვნელობა ყოველი ქრისტიანის ცხოვრებაში, რის შესახებაც სწავლება უაღრესად ნათლადაა წარმოჩენილი საეკლესიო ჰიმნოგრაფიაში. ასე მაგალითად:

- „აღდგომისა დღე არს განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო, პასქა უფლისა, პასქა რომლითა ქრისტემან ღმერთმან სიკუდილისაგან მიხსნნა, და ქვეყანით ცად აღმიყვანა სუფევად“... (იხ. ზატიკი, აღდგომის განაგების ცისკრის ჟამნის პასექის კანონის I გალობის სძლისპირი);

- „დღეს არესა სულთასა, ოდეს ქრისტე საფლავით, ვითარცა მზე აღმოხდა სამისა დღისა მკუდრეთით და სიბნელე ზამთრისა განსდევნა ჩუენგან, ცოდუათა ჩუენთა, ამას უგალობდეთ დღეს, რამეთუ დიდებულ არს“ (იხ. ზატიკი, თომას კვირის ცისკრის ჟამნის კანონის I გალობის I ტროპარი);

- „პასექი ახალი დღესასწაულისა, პასექი საღმრთო, პასექი საიდუმლო ცხოვრებისა, პასექი უკვდავებისა, რომელი მიგვიყვანებს ცხოვრებად, პასექი ყოვლისა ბოროტისა განმდევნელი, პასექი მადლისა მომნიჭებელი, რომელი მიანიჭებს ყოველთა სიხარულსა...“ (იხ. ზატიკი, აღდგომიდან II შვიდეულის ოთხშაბათის მწუხრი, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა მე-3 დასდებელი);

- „განათლდა ყოველივე, აღდგომითა შენითა უფალო, და სამოთხე კუალად განეღო...“ (იხ. პარაკლიტონი, III ხმა, შაბათის მწუხრი, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა მე-2 დასდებელი);

- „მესამისა დღისა აღდგომასა შენსა ვადიდებთ, რამეთუ მის მიერ განაახლე, კაცთა ბუნებჲ განხრწნილი ყოვლად ძლიერო. და გზა აღმყვანებელი ზეცად განმიახლენ ჩუენ...“ (იხ. პარაკლიტონი, IV ხმა, შაბათის მწუხრი, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა პირველი დასდებელი)

- ... „ბჭენი ჯოჯოხეთისანი შემუსრენ უფალო, და სიკუდილითა შენითა, სიკუდილისა მეუფებაჲ მოაკუდინე. და კაცთა ნათესავი ხრწნილებისაგან განათავისუფლე, ცხოვრებაჲ და უხრწნელებაჲ სოფელსა მოანიჭე“ (იხ. პარაკლიტონი, IV ხმა, შაბათის მწუხრი, „უფალო ღაღად-ვჰყავსა“ ზედა მე-3 დასდებელი);

- „სიკუდილისა, მკულელ იქმნა შობილი შენგან დედოფალო. და მომკუდართა, აღდგომა და ცხოვრება საუკუნო...“ (იხ. პარაკლიტონი, IV ხმა, ოთხშაბათის ცისკარი, ღვთისმშობლის კანონის VI გალობის I ტროპარი);

- „სიკუდილისა ბჭეთაგან, ბუნება ჩემი ქრისტე შეწყდომილი იხსენ, და კვალად აგე შენ, პირველსავე მას აგებულებასა, ღუთაებისა, ხატსა მადლითა აღდგომისათა, ღირს-ჰყავ იგი სასუფეველსა შენსა“ (იხ. პარაკლიტონი, VIII ხმა, კვირის ცისკარი, აღდგომის კანონის V გალობის II ტროპარი) და სხვა.

დროის აღრიცხვას, ციური სხეულების მოძრაობით განპირობებული, შედარებით უცვლელი პერიოდით (კანონზომიერად) განმეორებადი მოვლენები დაედო საფუძვლად. დროის დიდი ინტერვალების საზომად იქცა საუკუნე და წელიწადი, საშუალო ინტერვალებისა - თვე, ხოლო მცირესი კი - დღე. ამასთან, ბუნებრივ განმეორებად პროცესებიდან დროის ბუნებრივ ეტალონებს ირჩევენ, რის შემდეგაც დროის რაიმე შუალედის გაზომვა, ან საზოგადოდ, დროის აღრიცხვა, ამ ეტალონებზე ორიენტირებით, მათთან შედარების საფუძველზე აღესრულება.

საზოგადოდ, წელიწადის ასტრონომიული მნიშვნელობები დღე- ღამეთა არა მთელი, არამედ წილადი რიცხვისაგან შედგება, რის გამოც მათი მიღება კალენდარული წლის ხანგრძლივობად, პრაქტიკული მოსაზრებით შეუძლებელია. ცხადია, რომ კალენდარული წელი დღე-ღამეთა მთელ რიცხვს უნდა შეიცავდეს. ამასთან, მისი ხანგრძლივობა, დროის რაღაც პერიოდში საშუალოდ მაინც თუ არ იქნება არჩეული ეტალონის ხანგრძლივობის ტოლი, წელთაღრიცხვა იმდენად დაშორდებოდა სინამდვილეს, რომ საქმე მეტად გართულდებოდა.

სწორედ ამიტომ, კალენდარული წლის ხანგრძლივობა 365 დღე-ღამის ტოლად იქნა მიჩნეული, იმ პირობით, რომ ყოველი მე-4 წლის ხანგრძლივობა 366 დღე-ღამის ტოლი იქნებოდა, რომელსაც ნაკიანი წელი ეწოდა. იულიუსის კალენდარში სწორედ ამგვარად არის წლები „დაყოფილი“, რაც სავსებით ეთანხმება წმიდა მამათა სწავლებას ამ საკითხზე (მხედველობაში გვაქვს VIII საუკუნეში მოღვაწე უდიდესი წმიდა მამა იოანე დამასკელი).

სწორედ ამგვარად გააზრებულ კალენდარულ წელიწადს სამოქალაქო წელიწადი ეწოდა, ხოლო დროის ხანგრძლივი შუალედების აღრიცხვის სისტემას - წელთაღრიცხვა ანუ კალენდარი.

ქვემოთ სამოქალაქო ახალი წლის საკითხს შევეხოთ, რისთვისაც, მეტი სიცხადისათვის, მაცხოვრის შობის დღესასწაულთან მისი „მიმართება“ წარმოვაჩინოთ.

შობა-ახალი წლის დღესასწაულთა შესახებ განვმარტავთ, რომ პირველი უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია და სულიერი ღირებულების მქონე, მეორე კი - საერო, და შესაბამისად, ყოფით, მშვინვიერ სფეროს განეკუთვნება. სწორედ ამ ნიშნით მათ შორის არსებითი სხვაობაა. ჩვენს დღევანდელ სინამდვილეში სამოქალაქო ახალ წელს, ტრადიციულად ნაძვის ხის ან ჩიჩილაკის მორთვით, ტკბილეულის, სხვადასხვა კერძებისა თუ სასმელების სამზადისით ეგებებიან. მისგან განსხვავებით, მაცხოვრის შობის დღესასწაულს მარხვით, ლოცვით, აღსარებით, ზიარებით, წმიდა წერილის კითხვით და ღვთივსათნო საქმეთა აღსრულებით ხვდებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი წლის თარიღი ერთობ ცვალებადი სიდიდე გახლავთ. ასე განვსაჯოთ, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის მოკვლევით:

- წმიდა ნინოს დროს ქართლში ახალი წელი 6 აგვისტოს იწყებოდა;

- VII საუკუნის დამდეგიდან, რომაული თვეების შემოსვლასთან დაკავშირებით, თანდათან პრაქტიკიდან გადის რა აგვისტოს წელიწადი, მის ადგილს სექტემბრის წელიწადი იკავებს;

- IX საუკუნის 20-იან წლებში ფეხს იკიდებს 1 მარტის ახალი წელი, რომელიც X საუკუნის II ნახევრამდე არსებობდა;

- X საუკუნის II ნახევრიდან მარტის წელიწადი იანვრის წელიწადით იდევნება, ხოლო XIV საუკუნიდან კი, საბოლოოდ დგინდება და ა. შ.

აი, რას წერს შობა-ახალი წლის შესახებ წმიდა ილია მართალი:

„ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე. გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველწლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებებელი; რისთვის ეთის ქრონიკა არის სადღესასწაულო დიდისა თუ პატარისათვის. ამ დღეს დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მხსნელისა სიყვარულისა. ღმერთი ნუგეშისმცემელი უძლურისა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მა- შვრალთა, ტვირთმძიმეთა მეოხპატრონი და მწყალობელი. მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა“...

„ხოლო არ გვესმის, რა მიზეზით ამასთანავე , თუ არ მეტის სიხარულით ვეგებებით ხოლმე პირველ დღეს ახალი წლისას. აი, ესეც ახალი წელიწადი და არ ვიცით რა მოგილოცოთ: წასვლა ძველისა, თუ მოსვლა ახლისა. ან ერთში რა ყრია, ან მეორეში, ვერ გამოგვიცვნია... სხვა ყველა გაცემული ისევ ხელახლად მოიხვეჭება და სიცოცხლის წარსულნი დღენი კი აღარა“...

იოანეს სახარებაში ვკითხულობთ:

„თქუენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკუეთუ ჰყოთ, რომელსა ესე გამცნებ თქუენ“ (ინ, 15.14). მაცხოვარი კი სხვა მრავალთან ერთად გვამცნებს: „ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მარკ. 9, 19). აქ კი დავძენთ, თუ რაოდენ შორს არის სამოქალაქო ახალი წლის ზეიმთან მარხვა და ლოცვა, ხოლო შობის დღესასწაულთან კი - პირიქით.



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 3 2007, 06:20 PM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438





გაგრძელება და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი თემისათვის


მეტი სიცხადისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II 2005 წლის საშობაო ეპისტოლედან ერთ-ერთ ფრაგმენტს გავიხსენებთ: „რაც შეეხება საერო ახალი წლის თარიღს. იგი ყველა ქვეყანაში და ყოველთვის ხელისუფალთაგან დგინდებოდა და სხვა და სხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. რამდენიმე საუკუნეა, რაც ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამ თარიღს 1 იანვარს დღესასწაულობს, მათ შორის საქართველოც, რასაც რელიგიური დატვირთვა საერთოდ არა აქვს. ამდენად, ბუნებრივია, რომ 1 იანვარი ეკლესიისთვისაც ახალი კალენდარული წლის დასაწყისია და მისი დაკავშირება შობის დღესასწაულთან ან სხვა რაიმე რელიგიურ ზეიმთან მცდარი აზრია“.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მაცხოვრის შობის დღესასწაულის თარიღი - ძვ. სტილით 25 დეკემბერი, რომელიც 16 საუკუნეა უცვლელია, იმაზეც მეტყველებს, რომ იგი (შობის დღესასწაული) მარადიულ ღირებულებებზეა ორიენტირებული - ყოველი ადამიანის ხსნასა და ცათა სასუფევლის დამკვიდრებაზე, ამისგან განსხვავებით კი, სამოქალაქო ახალ წელს, მიწიერი, ამქვეყნიური საზრისი აქვს.

და ბოლოს, დავძენთ, წელიწადი საეკლესიო თვალთახედვით, ძირითადად, სამ „სახედ(საეკლესიო, საპასექო და სამოქალაქო, იგივე კალენდარული) წარმოუჩნდება მორწმუნე ადამიანის ცნობიერებას, რომელთაც განსხვავებული საზრისი აქვთ და რისი გაცნობიერებაც დიდად შეუწყობს ხელს ამა თუ იმ დღის თუ დღესასწაულის მნიშვნელობის წვდომას.

თბილისში, სოლოლაკში მდებარე ამაღლების ტაძრის წინამძღვარი
მღვდელი ბიძინა გუნია

გაზეთიდან „საპატრიარქოს უწყებანი“ № 3-6, 2006 წ


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 20 2007, 06:12 PM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ერთ საინტერესო დოკუმენტს გთავაზობთ:

სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებანი (ცირკულარული) საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ.

სრულიად საქართველოსავტოკეფალურ ეკლესიის მღვდელმტავართა, სამღვდელოებისა და ყოველთა მორწმუნეტა სახელმძღვანელოდ.

დადგენილებანი სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოსი საქართველოს ეკლესიაში ახაი სტილის კალენდრის შემოღების სესახებ.

1. 1923 წლის 24 ოქტომბრისა: შემოღებულ იქმნეს ამა წლის პირველი ნოემბრიდან საქართველოს ეკლესიაში ახალი სტილის კალენდარი. დღესასწაულები წმიდათა ხსენებანი და მარხვანი ამა წლის 1 ნოემბრიდან დაწესებულია ახალი სტილის კალენდრის თანახმად. 1924 წ. ბრწყინვალე აღდგომა გადახდილ იქმნეს ახალის სტილით. გამოეცხადოს საკათაიკოსო საბჭოს მადლობა პროფესორ დიდებულიძეს და ბენაშვილს პასქალიონის შედგენისათვის ახალის სტილის კალენდრის თანახმად.

დადგენილებას ხელს აწერენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, დეკ. გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენ კანდელაკი, ბბ. ივანე რატიშვილი, გერასიმე იმნაიშვილი.

2. 1924 წლის 11 აპრილისა: "საკათალიკოსო საბჭომ მოისმინა განცხადება ეპისკოპოს სვიმონ ჭყონდიდელისა, შუამდგომლობა სხვადასხვა ადგილებიდან მორწმუნეთაგან და დადგენილება ტფილისის სამღვდელოების კრებისა, რომ პასექის უქმობა 1924 წელში, მხოლოდ ამ წელში, გამონაკლისის სახით, მოხდეს ძველის სტილით, დაადგინა: "საკათალიკოსო საბჭო ადასტურებს თავის დადგენილებებს შესახებ ახალის სტილის შემოღებისა საქართველოს ეკლესიაში, მხოლოდ ამა 1924 წლის პასექის უქმობას აცხადებს ძველის სტილით"

ხელს აწერენ: საკათალიკოსო საბჭოს დროებითი თავჯდომარე ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, მიტრ. ნაზარი, ეპ. სვიმონ ჭყონდიდელი, დეკ. გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენ. კანდელაკი, ივანე რატიშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, გერასიმე იმნაიშვილი.

3. 1924 წლის 16 ოქტომბრისა: "ტანახმად საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებათა 1923 წლის 24 ოქტომბრიდან და 1924 წლის 11 აპრილიდან, შემოღება ახალი სტილის კალენდრისა საქართველოს ეკლესიაში დადასტურებულ იქმნეს.

ხელს აწერენ: კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე ეპ. ქრისტეფორე ურბნელი, ეპ. დავიტი, ეპ. სვიმონ ჭყონდიდელი, ეპ. ნესტორი, დეკ. გიორგი გამრეკელი, დეკ. ბენიამინ კანდელაკი, გერასიმე იმნაიშვილი.

თანახმად ზემო მოყვანილ სრულიად საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებათა, მე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითმა მოადგილემ, ურბნელმა მიტროპოლიტმა ქრისტეფორემ, ამა 1925 წლის 14 იანვარს, წმიდისა მოციქულთასწორისა ქართველტა განმანათლებლის ნინოს ხსენების დღესა, ტფილისის სიონის საკათედრო ტაძარში გამოვაცხადე საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიის მღვდელმთავართა, სამღვდელოებისა და ყოველთა მორწმუნეთა საცნობელად და სახელმძღვანელოდ:

ახალი სტილის კალენდარი მიღებულია საქართველოს ეკლესიის მიერ მთლიანად და ყველა დღესასწაულები, როგორც უძრავნი ისე მოძრავნი, მარხვანი და წმიდათა ხსენებანი უნდა გადახდილ იქმნეს ახალის სტილის კალენდრის მიხედვით. 1925 წელში იქმნება.

1) ბრწყინვალე აღდგომა 12 აპრილს; 2) მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე პირველ თებერვალს; 3) ხორცთა აკრება 15 თებერვალს; 4) ყველიერის აღება 22 თებერვალს; 5) ბზობა 5 აპრილს; 60 ამაღლება 21 მაისს; 7) სულიწმიდის მოფენა 31 მაისს; 8) პეტრე-პავლობის მარხვის დასაწყისი 8 ივნისს.

ახალის სტილის კალენდრის შესახებ საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებანი ეთანხმებიან მეცნიერულ დებულებებს, დადასტურებულია საკათალიკოსო საბჭოს გაძლიერებულ შემადგენლობისაგან, ე.ი. ეპისკოპოსთა თანადასწრებით, რამდენჯერმე. ამის გამო საკითხი ახალის სტილის კალენდრის შესახებ საკათ. საბჭოში აღარ დაისმის.

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე მიტრ. ქრისტეფორე ურბნელი (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი)

1925წ. 14 იანვარი. ქ თბილის


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Dec 20 2007, 10:10 PM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დოკუმენტი, რომელიც მოიყვანა აფხაზმა, ცხადყოფს, კალენდარის სრულიად კანონიკურ-ტრადიციულ ხასიათს, შესაბამისად, მისი საკრალიზაცია, მხოლოდ სქიზმატური არჩევანისა და არამეცნიერული აზროვნების ნაზავია; ის რომ დოკუმენტი მიღებული საქართველოს ოკუპაციის წლებში, ეს გასათვალისწინებელი ფაქტია, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ამით საპირისპიროს ვამტკიცებთ, კერძოდ ის რომ ეკლესია არ ცდება და ეკლესია მოქმედებს ისე, როგორც მოცემული სიტუაცია და მისი უზენაესი დანიშნულება - ადამიანთა სულთა ხსნა მოითხოვს, ამავდროულად ეკლესია დოგმატიკას არ არღვევს, არამედ ცვლის კანონიკურ-ტრადიციულ მიდგომებს სხვადასხვა საკითხებისადმი, სწორად შენიშნა კანუდოსელმა, აკი ეკლესიის მიერ თვით
ციტატა
25 დეკემბრის არჩევა ცხადია პირობითია და მიზნად ისახავდა 25 დეკემბრის მზის დღესასწაულს მიჩვეული ხალხის მიმართ მისიონერულად მოქცევას
ეს შესაბამისობაში მოდის ახალ სტილთან, თან როგორ ახალ სტილთან! არათუ ბერძნულ-შერეულ ახალ სტილთან, რომელიც მხოლოდ მოძრავ დღესასწაულთ აღნიშნავს ახალი სტილით და უძრავთ-ძველით, არამედ
ციტატა
ახალი სტილის კალენდარი მიღებულია საქართველოს ეკლესიის მიერ მთლიანად და ყველა დღესასწაულები, როგორც უძრავნი ისე მოძრავნი, მარხვანი და წმიდათა ხსენებანი უნდა გადახდილ იქმნეს ახალის სტილის კალენდრის მიხედვით.

ასეთი საეკლესიო გამოცდილება დღეს მხოლოდ ფინეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს ( ასევე ზოგიერთ ეკლესიის უცხოერ ეპარქიას ან სამრევლოს), ეს ფაქტი სრულიად ნათლად ამხელს სქიზმატური საკრაკლურ კალენდარს, დღევანდელ მსოფლიო მართლმადიდებლობაში გვაქვს ეს სამი კალენდრული რეალობა

ა)სრული ძველი სტილი ( საქართველო, რუსეთი, სერბეთი, ათონის მთა...),
ბ) შერეული ბერძნული, ძველ-ახალი სტილი ( დანარჩენი მართლმადიდებლური სამყარო, კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქო, რუმინეთის, ბულგარეთის საპატრიარქო...) და
გ) სრული ახალი სტილი ფინეთის ეკლესია, და ერთი პერიოდი ჩვენი ეკლესია.

საინტერესოა ასევე მოტივი, რატომ იქნა შემოღებული ეს სტილი, აშკარგად ხალხზე ზრუნვის მიზნით, და როგორც თვით დოკუმენტი ღაღადებს:
ციტატა
ახალის სტილის კალენდრის შესახებ საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებანი ეთანხმებიან მეცნიერულ დებულებებს, დადასტურებულია საკათალიკოსო საბჭოს გაძლიერებულ შემადგენლობისაგან, ე.ი. ეპისკოპოსთა თანადასწრებით, რამდენჯერმე. ამის გამო საკითხი ახალის სტილის კალენდრის შესახებ საკათ. საბჭოში აღარ დაისმის.

მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დროებითი მოადგილე მიტრ. ქრისტეფორე ურბნელი (შემდგომში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი)

1925წ. 14 იანვარი. ქ თბილის


"ეთანხმებიან მეცნიერულ დებულებებს" და "დამტკიცებულია რამდენჯერმე" და ვის მიერ? საქ. ეკლ. საკათოლიკოსო საბჭოს მიერ, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ სინოდის მიერ!

ახლა უკვე უნდა ითქვას, რომ კალენდარი არის სრულიად კანონიკურ-ტრადიციული საკითხი და მისი შეცვლა-არ შეცვლა (გადასვლა-დაბრუნდება) ეკლესიის პრეროგატივაშია, ყოველგვარი "მწვალებლობაში" გადავარდნის გარეშე, შესაბამისად ყველა ის ვინც ძველი სტილის საკრალიზაციას ახდენს, მაგალითად ასე:

" ... სახეზეა ეშმაკის კიდევ ერთი მზაკვრული ხერხი - ზერელე და ვნებებს აყოლილი ადამიანების ძალისხმევით იგი ცდილობს ააცდინოს ეკლესია ჭეშმარიტ გზას, არიოს მისი ქრონოლოგიური მოწყობა, ახალი სტილის შემოჩეჩებით დაუმორჩილოს საეკლესიო კალენდარი ხორციელ მოთხოვნილებებს და ამით გააუქმოს ეკლესიის ძირითადი დანიშნულება - ცხონების გზის გაკვალვა. მაგრამ ჩვენი ეკლესიის თავი თვით ქრისტეა, რომელიც გვზრდის და გვწყალობს თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

„მახარებელი“ № 3, ჭულევის მონასტერი, 2000 წ.

ჟურნალი „წყარო“ № 21-22, 1993 წ"


საკმაოდ შორსაა, როგორც მეცნიერული რეალობიდან, ისე ისტორიული ფაქტებიდან და ასევე მართლმადიდებლური აზროვნებიდან, სხვათაშორის ეს სტატია, არამარტო დიდი პოპულარობით იბეჭდება ხოლმე ( განსაკუთრებით საახალწლოდ biggrin.gif ), ჩვენს ყვეთელ პრესად ქცეულ ჟურნალებში და გაზეთებში, არამედ ყველასათვის მისაწვდომია ინტერნეტითაც

http://www.orthodoxy.ge/apologetika/kalendari1.htm

გარდა იმისა, რომ სტატია, უსუტესია და დემაგოგიურია, ამას გარდა სტატიის სათაურიც ღიმილის მომგვრელია:

" მართლმადიდებელთა კალენდრის უტყუარობის შესახებ "

იქნებ დაეკონკრეტებინათ, რომელი მართლმადიდებლების შესახებაა საუბარი? უტყუარნი ვართ ჩვენ ქართველები, რუსები, სერბები, იერუსალიმი, ათონი... ნახევრად მოტყუებულებია დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესია ( კათოლიკები ხო საერთოდ ექსპრესით ლუცისთან ( c კანუდოსელი) smile.gif ), საერთოდ მოტყუებულნი არიან ფინეთის ეკლესია და ვიყავით ჩვენც! smile.gif

რათქმაუნდა იმ სტატიაში სიტყვაც არაა დაძრული ამაზე... იქ არც ბერძნულ შერეული სტილია ნახსენები, არც ფინეთის ეკლესია, და რათქმაუნდა ( ამას როგორ დაწერდნენ biggrin.gif), იმ დოკუმენტის ჩამიჩუმიც არ ისმის რაც აფხაზმა დადო... ვფიქრობ დროა ასეთი თეოლოგიურად, ისტორიულად და მეცნიერულადაც გაყალბებული სტატიები აღარ უნდა იყოს ერთერთ წამყვან ქართულ მართლმადიდებლურ საეკლესიო საიტზე,ნებით თუ უნებლიეთ სიცრუე ვრცელდება და ჩვენს ძმა მართლმადიდებელ ეკლესიებს თავად სათაურდიდანვე "მართლმადიდებლური ჭეშმარიტების" გარეთ აყენებს,თუნდაც კალენდრულად...

ასე რომ ჭეშმარიტება იგივეა ეკლესიაშიც და იგივეა მეცნიერებაშიც, მხოლოდ უცოდინარობა და ფანატიზმია რაიმე კანონიკურ-ტრადიციული საკითხის საკრალიზაცია, დასასრულ ვიტყოდი ჩემ პირად პოზიციას, დღეს მე ვემხრობი არსებული სტილის შენარჩუნებას, არა იმიტომ, რომ "უტყუარია", არამედ იმიტომ, რომ ჩვენში დღეს ლამის "პარადი მიყავთ" ულტრა-.კონსერვატორ, სქიზმატურად დამუხტულ ელემენტებს, და განხეთქილებას ისევ სჯობს დავრჩეთ ასე, სანამ არ გავიზრდებით...

იხარეთ,

კაიროსი!

პ.ს.

თემები არ შეერთდება?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 24 2007, 01:04 PM
პოსტი #11


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ერთ საინტერესო დოკუმენტსაც გთავაზობთ, რომელიც ვნახე გაზეთ "მადლის" 1996 წლის ოტომბრის ნომერში.

რეზოლუვია

საეკლესიო კალენდრის შესახებ.

მოსკოვი 17 ივლისი 1948წ.

1. საერთო საეკლესიო ერთობის შენარჩუნების მიზნით, მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიების მეთაურთა და წარმომადგენელთა თათბირმა განიხილა კალენდრის საკითხი და მივიდა დასკვნამდე რომ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის კალენდრის ღირებულება, ძირითადად, წმინდა პასექის დღესასწაულობის დროსთან მისი დამოკიდებულებითაა განსაზღვრული, რადგან ბიბლიური სჯულდების საფუძველზე და კრების განჩინებათა თანახმად ეს დღესასწაული ყველგან ერთსა და იმავე დროს, კვირა დღეს, მაგრამ იუდაური პასექთან არა ერთდროულად, უნდა აღესრულოს. ამ საეკლესიო მოთხოვნას ალექსანდრიული პასქალია სრულად აკმაყოფილებს.

2. რათა ავტოკეფალურ ეკლესიაში არსებული სხვადასხვა კალენდრული სისტემის მიზნით წმ. პასექის დღესასწაულთან დაკავშირებული უთანხმოება აეცილებინა, თათბირმა მთელი მართლმადიდებლური მსოფლიოსათვის წმ. პასექის დღესასწაულის აღსრულება აუცილებლად ალექსანდრიული პასქალიის თანახმად, მხოლოდ ძვ. (იულიანური) სტილით მიიჩნია.

3. იმდრომდე სანამ ყველაზე სრულყოფილი კალენდარი შემუშავდება და დამტკიცდება, თათბირი მიიჩნევს, რომ უძრავი დღესასწაულებისათვის ყოველ ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია ამ ეკლესიაში არსებული კალენდრით ისარგებლოს.

4. სამღვდელო დასისა და ერისკაცთათვის თათბირი აუცილებლად მიიჩნევს იმ ადგილობრივი ეკლესიის სტილის დაცვას, რომლის ფარგლებშიც ისინი ცხოვრობენ, როგორც ამ ეკლესიის ერთ ჩვეულებათაგანს, რომელთაც ერტობისა და სიყვარულის დაცვისათვის წმ. კანონები გვამცნობენ.

და ხელს აწერენ:

მდაბალი ალექსი, წყალობითა ღმრთისათა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი.

მდაბალი კალისტრატე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

სერბეთის პატრიარქი გაბრიელი

რუმინეთის პატრიარქი იუსტინე.

ბულგარეთის პატრიარქი სტეფანე.

ანტიოქიის ეკლესიის სახელით ემესის მიტროპოლიტი ალექსანდრე და ლიბანის მიტროპოლიტი ილია.

ალექსანდრიის ეკლესიის წარმომადგენლები.

პოლონეტის ეკლესია, ბელოსყოკის და ბელის არქიეპისკოპოსი ტიმოთე.

ალბანეთის ეკლესია, კორინთოს ეპისკოპოსი პაისი, მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქოსი ჩეხოსლოვაკიაში, ელეფთერი, პრაღისა და თურქეთის არქიეპისკოპოსი.

ვფიქრობ ეს დოკუმენტი ყურადსაღებია, იმ გაგებით რომ ნებისმიერი საკითხი ეკლესიაში (არა დოგმატური) უნდა გამომდინარეობდეს ეკლესიის ერთიანობის პრინციპიდან.

იოანე ოქროპირი ასეთ რამეს ამბობს: "თვით აღდგომის სხვადასხვა დროს აღნიშვნაც კი არაფერია იმასთან, ვიდრე ეკლესიის ერთიანობის დარღვევა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ortodox_iveria
პოსტი Jan 1 2008, 10:30 PM
პოსტი #12


Orthodox_Iveria
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 68
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,436



ციტატა(კანონისტი @ Jan 1 2008, 03:36 PM) *

ბევრი ოფტოპიკი წავშალე

სანამ დაპოსტავთ, იქნებ სათაური წაგეკითხათ, რას ეხება თემა? wink.gif



რომის კათოლაკე პაპუსის პირველობაზე ლაპარაკი სისულელეა, კაი იქნება თუ მამაო ირაკლის დაუჯერებთ და ამ თემას დახურავთ...

ერთ კვირაში ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულია, წინასწარ გილოცავთ!

მაშასადამე, 14 იანვარს ნამდვილი ახალი წელი მოვა!


რადგან ქრისტიქნული კალენდრით 14 იანვარი არის 1 იანვარიjava script:add_smilie(":toast:","smid_27")
toast.gif

ხოლი დღეს 19 დეკემბერია...

ღმერთმა ქნას, მალე ჩამოვიცილოთ პაპისტურ-კომუნისტური კალენდარი და წესიერად ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი!

აი რამდენი უხერხულობები წარმოშვა პაპიზმის სქიზმამ, ქრისტიანები ერთმანეთს გადაჰკიდა, აურია დღესასწაულთა სისწორე, სრული აფსურდი და უკუღმართობა ყველაფერში!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 2 2008, 01:39 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
რთ კვირაში ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულია, წინასწარ გილოცავთ!მაშასადამე, 14 იანვარს ნამდვილი ახალი წელი მოვა!

მაცხოვრის შობის ზუსტი თარიღი ცნობილია??


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ortodox_iveria
პოსტი Jan 2 2008, 01:41 AM
პოსტი #14


Orthodox_Iveria
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 68
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,436



ციტატა(ალექსანდრე @ Jan 2 2008, 01:39 AM) *

მაცხოვრის შობის ზუსტი თარიღი ცნობილია??



ეგეც არ იცი?


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 2 2008, 01:44 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(ortodox_iveria @ Jan 2 2008, 12:41 AM) *

ეგეც არ იცი?

არა, ზუსტი თარიღი არ ვიცი, თქვენ?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jan 2 2008, 01:49 AM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თქვენ?



მაგან იცის biggrin.gif კაი ახლა ნუ ათქმევინებ ხოლმე biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ortodox_iveria
პოსტი Jan 2 2008, 02:10 AM
პოსტი #17


Orthodox_Iveria
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 68
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,436



ციტატა(ალექსანდრე @ Jan 2 2008, 01:44 AM) *

არა, ზუსტი თარიღი არ ვიცი, თქვენ?



იეღოველების რა ხარ, ისინიც არ ცნობენ ქრისტეშობის თარიღს?... ხი-ხი-ხი...

ერთმა იეღოველმა ისიც მითხრა, (დედაო ღვთისავ მაპატიე ამ მკრეხელების სისულელეს რომ ვიმეორებ) თურმე ღვთისმშობელი გაუნათლებელი გლეხი ქალი იყოო, მანო, არც წერა იცოდა და არც კითხვაო, საიდან ეცოდინებოდაო თარიღიო?

აი სადამდე მიყავს ადამიანი გაუნათლებლობას?!
ღვთისმშობელი მარიამი სიყრმიდანვე ეუფლებოდა განათლებას ებრაელთა მთავარ და უმაღლეს საგანმანათლებლო ცენტრში, სადაც იგი აღთქმის მიხედვით მიაბარეს, ეს ერთი...
და მეორე, მაცხოვრის მოვლინებას დიდი წინასწარმეტყველებიდან დაწყებული, მწყემსებით დამთავრებული ყველა ელოდა, სასხარება მაინც წაგეკითხა?!........
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 2 2008, 02:14 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(ortodox_iveria @ Jan 2 2008, 01:10 AM) *

იეღოველების რა ხარ, ისინიც არ ცნობენ ქრისტეშობის თარიღს?... ხი-ხი-ხი...

ერთმა იეღოველმა ისიც მითხრა, (დედაო ღვთისავ მაპატიე ამ მკრეხელების სისულელეს რომ ვიმეორებ) თურმე ღვთისმშობელი გაუნათლებელი გლეხი ქალი იყოო, მანო, არც წერა იცოდა და არც კითხვაო, საიდან ეცოდინებოდაო თარიღიო?

აი სადამდე მიყავს ადამიანი გაუნათლებლობას?!
ღვთისმშობელი მარიამი სიყრმიდანვე ეუფლებოდა განათლებას ებრაელთა მთავარ და უმაღლეს საგანმანათლებლო ცენტრში, სადაც იგი აღთქმის მიხედვით მიაბარეს, ეს ერთი...
და მეორე, მაცხოვრის მოვლინებას დიდი წინასწარმეტყველებიდან დაწყებული, მწყემსებით დამთავრებული ყველა ელოდა, სასხარება აღარ წაგიკითხავს?!........


ხოდა ასე ჩემო ბატონო დიდად განათლებული რომ ბრძანდებით მე არ ვიცი და იქნებ მითხრათ მაცხოვრის შობის ზუსტი თარიღი smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ortodox_iveria
პოსტი Jan 2 2008, 02:16 AM
პოსტი #19


Orthodox_Iveria
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 68
რეგისტრ.: 17-December 07
წევრი № 3,436



ციტატა(ალექსანდრე @ Jan 2 2008, 02:14 AM) *

ხოდა ასე ჩემო ბატონო დიდად განათლებული რომ ბრძანდებით მე არ ვიცი და იქნებ მითხრათ მაცხოვრის შობის ზუსტი თარიღი smile.gif



სახარება წაიკითხე!






ერთ კვირაში ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულია, წინასწარ გილოცავთ!

მაშასადამე, 14 იანვარს ნამდვილი ახალი წელი მოვა!


რადგან ქრისტიქნული კალენდრით 14 იანვარი არის 1 იანვარი

ხოლი დღეს 19 დეკემბერია...

ღმერთმა ქნას, მალე ჩამოვიცილოთ პაპისტურ-კომუნისტური კალენდარი და წესიერად ვიზეიმოთ შობა-ახალი წელი!

აი რამდენი უხერხულობები წარმოშვა პაპიზმის სქიზმამ, ქრისტიანები ერთმანეთს გადაჰკიდა, აურია დღესასწაულთა სისწორე, სრული აფსურდი და უკუღმართობა ყველაფერში!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 2 2008, 02:16 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(ortodox_iveria @ Jan 2 2008, 01:16 AM) *

სახარება წაიკითხე!



და იქ წერია?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

41 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 05:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი